IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

86 Pages V   1 2 3 > » 

old_man
Posted on: Sep 10 2024, 05:10 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ახლა ვუსმენდი ვედებზე ლექციების ციკლს და აქ ამბობენ, რომ კაცობრიობის უმეტესობა ჩვენს ეპოქაში ცხოვრობს რაჯასში (ვნებაში)
  Forum: ვედები · Post Preview: #131762 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Aug 31 2024, 11:45 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
QUOTE(earth @ 31st August 2024 - 07:29 AM) *
სად მოვძებნოთ ასეთი ადამიანები, რა ცოტაა...

ჰო, ცოტაა biggrin.gif
ჩემი დაკვირვებით, საშუალოდ ათიდან 4 ადამიანი არის ტამასში, 5-რაჯაშში და მხოლოდ 1 - სატვაში
  Forum: ვედები · Post Preview: #131758 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Aug 29 2024, 10:48 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ურთიერთობა სხვადასხვა გუნაში მყოფ ადამიანებთან

ვედები გვირჩევენ, რომ ვიცხოვროთ სატვა-სათნოებაში და ამავე დროს:
ყოველ მხრივ ვერიდოთ ტამასი-უმეცრებაში მაცხოვრებელ ადამიანებს, რადგან მათთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგვიტანს. ისინი ტამასის ენერგიას ჩვენზე გაავრცელებენ. აქ იგულისხმება, რომ მათ გარემოში არ უნდა შევიდეთ, თორემ ყოველთვის შეიძლება ვცადოთ დახმარება, რომ ამ გუნას თავი დააღწიონ, თუ ამის სურვილი თავადაც ექნებათ.
რაჯას-ვნებაში მყოფ ადამიანებთან შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა. თუმცა მათ გული არ უნდა გადავუშალოთ, რადგან ამას თავისი მიზნებისთვის გამოიყენებენ ან უბრალოდ ჩვენზე კონტროლს მოიპოვებენ. მათ ვჭირდებით, სანამ ჩვენგან სარგებელს ელიან. იგივეა მათთან მეგობრობა, სანამ ჩვენთან ერთად კარგად ერთობიან, მათ ვუნდივართ, ხოლო როცა ასეთი სიტუაციები ქრება, მალევე ვავიწყდებით.
მხოლოდ სატვა-სათნოებაში მაცხოვრებელ ადამიანთან შეიძლება ბოლომდე გავიხსნათ, რადგან ისინი არასოდეს გვიღალატებენ. ისინი სხვებს სარგებლის და გამორჩენის თვალით არ უყურებენ და არც იერარქიულად ჰყოფენ ადამიანებს.

მართალია ადამიანში სამივე გუნა შეიძლება სხვადასხვა დოზით იყოს წარმოდგენილი, მაგრამ როგორც წესი ერთი გუნაა წარმმართველი და ამ გუნის ამოცნობა შეიძლება მარტივი დაკვირვებით.
  Forum: ვედები · Post Preview: #131756 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Aug 20 2024, 12:09 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


როგორ ვლინდება სხვადასხვა ადამიანური თვისება გუნებში. ავიღოთ მაგ. სიმამაცე, უშიშრობა.

ტამასი-უმეცრების გუნაში უშიშრობა უაზრო რისკში გამოიხატება. ეს არის უშიშრობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ ტამასის ილუზიით. მაგ. მთვრალი ადამიანი გადადის სახურავზე, ირბენს უფსკრულის პირას და ამით აჩვენებს ყველას, მათ შორის საკუთარ თავს, თუ როგორ ფეხზე ჰკიდია ყველაფერი და როგორი მამაცია.
რაჯასი-ვნების უშიშრობა გამოიხატება საკუთარ, ადამიანურ ძალებში თავდაჯერებულობით. ასეთი ადამიანი ამბობს: მე არაფრის მეშინია, ყველაფერს ვაკონტროლებ, თუ რამეა, მაქვს თანამდებობა, მყავს გავლენიანი მეგობრები, მაქვს სახლი, დიდი ფული ბანკში. მაგრამ ესეც მატერიალური სამყაროს ილუზიაა.
სატვა-სათნოებაში ადამიანის უშიშრობა ეფუძნება სულიერ ცოდნას. უშიშრობის მთავარი იდეა ამ გუნაში არის შემდეგი: მე ვარ მარადიული არსება, ამიტომ არ მეშინია დროებითი ცხოვრებისეული სირთულეების, არც სიკვდილის, რადგან მე არ ვარ სხეული და ჭკუა. უშიშრობის მეორე ასპექტი ამ გუნაში ეფუძნება კარმის კანონის ცოდნას: თუ მე არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, არაფრის უნდა მეშინოდეს.
კარმის მიხედვით შემთხვევით არაფერი ხდება, თუმცა შემთხვევითობა გარკვეულწილად მაინც არსებობს კარმასთან ერთად და აი როგორ:
და ეს შეეხება პირველ რიგში ტამასის გუნაში მაცხოვრებელ ადამიანს, რომლის სისულელეების კარმა სწორედ იმ შედეგს იწვევს, რომ მასზე მოქმედებას იწყებს ეს უმდაბლესი კანონი, რასაც გულისხმობს შემთხვევითობა.
იგივე ეხება ნაწილობრივ ვნების გუნასაც.
სატვაში მაცხოვრებელი ადამიანი კი ამისგან თავისუფალია. ბუნებრივია, მასზეც მოქმედებს კარმა, მაგრამ მისი კეთილგონიერი, გაწონასწორებული ცხოვრება, სატვა-სათნოების გუნის ძლიერი ენერგია მაქსიმალურად იცავს მას ცხოვრების გზაზე იმისგან, რისგანაც ტამასის გუნაში ადამიანი არ არის დაცული.
  Forum: ვედები · Post Preview: #131750 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Aug 17 2024, 08:00 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


QUOTE(earth @ 16th August 2024 - 08:52 PM) *
თუ ადამიანი ირწმუნებს რეინკარანციას, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწილობრივ მაინც დაკარგავს მატერიალურის უზომოდ დამონებას, ეს გამოიწვევს მის სულიერ გაზრდას.

ზუსტად!
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131744 · Replies: 880 · Views: 331,882

old_man
Posted on: Aug 16 2024, 11:50 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ჩვენ ქვეცნობიერად გვაქვს ცოდნა რეინკარნაციის შესახებ. სულის მეხსიერება. მახსოვს ბავშვობაში, როდესაც სულიერებით დავინტერესდი, პირველ რიგში ეს ცოდნა ამომიტივტივდა. მაშინ ამდენი ინფორმაცია არ იყო და არც ინტერნეტი არსებობდა. მხოლოდ ყურმოკრული მქონდა, რომ ბუდიზმში იყო ასეთი სწავლება. ვფიქრობდი ჩემთვის, ამდენი განსხვავებული ადამიანია, ზოგს რაღაც თვისებები, უნარები აქვს განვითარებული, ეს ალბათ გაგრძელება უნდა იყოს რაღაცის, თვისებები, რომლებიც წინა ცხოვრებებში იქნა გამომუშავებელი და გადმოგვყვა. ძალიან მიკვირდა, რომ ეკლესია ამას ისტერიულად უარყოფდა. რეინკარნაციის ხსენებისას კრუნჩხვებში ვარდებიან, ცრუ სწავლებას ან ეშმაკის სწავლებას უწოდებენ. მხოლოდ დოგმატს რომ ეწინააღმდეგება იმიტომ არ უარყოფენ, ვფიქრობ აქ სხვა მიზეზებიცაა და ამაში სულ უფრო ვრწმუნდები. ბნელ ძალებს, რომლებიც ფიზიკურ სამყაროზე ზემოქმედებენ, არ აწყობთ, რომ ადამიანმა ეს ცოდნა გაიხსენოს. არ აწყობთ, რომ ადამიანთა ცნობიერება მასიურად გაფართოვდეს. ამით რაღაც კონტროლის მექანიზმს დაკარგავენ ადამიანებზე. შეიძლება ძაან ბანალურად ჟღერს, მაგრამ მიზეზი ეს უნდა იყოს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131741 · Replies: 880 · Views: 331,882

old_man
Posted on: Aug 11 2024, 04:58 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


elli
QUOTE(elli @ 8th August 2024 - 11:00 PM) *
მეც მიფიქრია ამაზე, სანამ იმ მთავარ ხელისშემშლელ ბარიერს, წინაღობას, პრობლემას, რა ვიცი რა ქვია, არ გადალახავ, იქმდე იბადები და ისევ მიდიხარ იმ წერტილამდე, ალბათ ესეც დაუსრულებელი არაა და რაღაც ლიმიტი იქნება მანდაც, ჰოდა ან ჩარჩები და ან ააბიჯებ ერთ საფეხურს ზემოთ...

კი, ასეა, სანამ დამუშავება არ მოხდება ამ ყველაფრის, წინ ვერ წავიწევთ
ასევეა მატერიალური სურვილები, რაც გვაჯაჭვავს დედამიწას
  Forum: ვედები · Post Preview: #131738 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Aug 8 2024, 11:13 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
QUOTE(earth @ 8th August 2024 - 08:46 AM) *
შემდეგი პლანეტა როგორია ნეტა, შემდეგი საფეხური როგორია ნეტა, გქონიათ წარმოდგენა? გიფიქრიათ? დაგიხატიათ გონებაში? რა არის იქაური სილამაზე?

ვედებში არის აღწერილი პლანეტარული სისტემები და იქაური ცხოვრება. მაქვს დამუშავებული მასალები და ამაზე ცალკე თემას გავხსნი მალე.
ჩვენი პლანეტა არის უმდაბლესი პლანეტა უმაღლეს პლანეტებს შორის. შუაში. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვემოთ არის სუფთა ჯოჯოხეთური პლანეტები, ჩვენს ზემოთ სამოთხის მსგავსი პლანეტები. დედამიწა არის ნახევრად ჯოჯოხეთური. აქ არის როგორც მტაცებლური ბუნების გამოვლინება და ამავე დროს არის სიყვარულიც. ჯოჯოხეთურ პლანეტებზე სიყვარული ვერ აღწევს. უმაღლეს პლანეტებზე კი მხოლოდ სიყვარული სუფევს. თუმცა იქაც არის განსხვავებები.
  Forum: ვედები · Post Preview: #131732 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Aug 7 2024, 11:20 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
l_daisy.gif groupwave.gif party.gif
მე და შენ შემოვრჩით ამ ფორუმს babu.gif
მადლობა შენ, რომ ჩემს პოსტებს პასუხობ ხოლმე, თორემ გიჟები რომ საკუთარ თავს ელაპარაკებიან, ეგრე გამომდის laugh.gif kos.gif
  Forum: ფორუმი · Post Preview: #131729 · Replies: 9 · Views: 12,405

old_man
Posted on: Aug 7 2024, 10:24 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ეს თემის დასაწყისში უნდა დამეწერა, რაც გამომრჩა. რას ნიშნავს სიტყვა გუნა. ეს არის სანსკრიტული სიტყვა, რომლის პირდაპირი მნიშვნელობაა თოკი. ამ თოკებით არის დაბმული სული დედამიწაზე.
ადრეც დავწერე, რომ სატვაში ცხოვრებაც კი არ არის უმაღლესი სრულყოფილება. მაგრამ რატომ, სატვა ხომ სათნოების გუნაა? იმიტომ, რომ როდესაც სული განსხეულდება და დედამიწაზე იბადება, ეს უკვე ნიშნავს შეზღუდვას. მათ შორის სატვაც, რომელიც ასევე მატერიალურ სამყაროში არსებული ენერგიაა. ესეც ერთგვარი შეზღუდულობაა, რადგან სატვაშიც ჩვენს სხეულს, ჭკუას და გონებას ვუქვემდებარებთ გარკვეულ "წესებს". თუმცა ყველაზე სრულყოფილს, რაც სულის განვითარების რთულ გზაზე (რაც არის დედამიწაზე ცხოვრება) გასავლელად დაგვეხმარება.
  Forum: ვედები · Post Preview: #131728 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Aug 7 2024, 10:12 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


თუ გუნებს შევხედავთ ენერგიების კუთხით, ისინი წარმოგვიდგებიან ასეთი სახით:
ტამასი(უმეცრება) - ენერგიის არარსებობა
რაჯასი (ვნება) - უკონტროლო ენერგია
სატვა(სათნოება) - კონტროლირებადი ენერგია

პროცესების კუთხით:
ტამასი(უმეცრება) - განვითარების არარსებობა, ევოლუციის შეჩერება, სტაგნაცია
რაჯასი(ვნება) - განვითარება, ევოლუცია, თუმცა ცვალებადი და წამლეკავი. ფეთქებადი პროცესები, რომელიც ანადგურებს ძველს და ასე ქმნის ახალს.
სატვა(სათნოება) - ფუნქციონირების და განვითარების თანმიმდევრული, გაწონასწორებული პროცესი
  Forum: ვედები · Post Preview: #131727 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Aug 5 2024, 10:51 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ადამიანის მოღვაწეობა გუნებში:

ტამასი-უმეცრება: აქ ადამიანი მიდრეკილია დანგრევის, განადგურების/თვითგანადგურების ან უმოქმედობის, ინერტულობისკენ. ეს შეიძლება ბავშვობიდან ეტყობოდეს: ასეთი ბავშვი აფუჭებს ყველაფერს, აწვალებს ცოცხალ არსებებს ან არაფერი აინტერესებს. იზიდავს კრიმინალური სამყარო.
რაჯასი-ვნება: ამ გუნის გავლენის ქვეშ ადამიანი არის ეგოისტი, ცხოვრობს მხოლოდ გრძნობითი სიამოვნებისთვის და ასეთი სიამოვნებების ძებნაში ხშირად უკიდურესობაში გადადის, მუდამ დაუკმაყოფილებელია, ეძებს ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს, უსასრულოდ აგროვებს მატერიალურ სიმდიდრეს.
სატვა-სათნოება: აქ ადამიანი მოღვაწეობს უკვე საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, ეგოისტური სიამოვნება აღარ ანიჭებს კმაყოფილებას, მისი მოღვაწეობის სფეროებია: ხელოვნება, მედიცინა, განათლება, ჰუმანიტარული სფერო, საზოგადოებრივი საქმიანობები, რასაც მოაქვს საერთო კეთილდღეობა. ზრუნავს ბუნებაზე, გარემოზე, ცხოველთა სამყაროზე.
  Forum: ვედები · Post Preview: #131726 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Aug 1 2024, 05:41 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


გუნების გამოხატულება ადამიანის გარეგნობაში

მაგ. ავიღოთ ჩაცმულობა. ტამასი-უმეცრებაში მყოფი ადამიანის სამოსი არის ჭუჭყიანი, დახეული ან ძველმოდური, ყოველთვის ერთგვაროვანი, მუქ, შავ ფერებში (აქ ბუნებრივია მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი ადამიანი არ იგულისხმება). რაჯასი-ვნებაში მყოფი ადამიანი სამოსს ირჩევს სხვების დასანახად, გამოსარჩევად, ყურადღების ცენტრში სამყოფად. ეტანება მყვირალა ფერებს, გამოკვეთს სექსუალურობას, საზოგადოებაში ხშირად აღნიშნავს, რომ აცვია ძვირადღირებული ბრენდები. სატვა-სათნოებაში მცხოვრები ადამიანი ირჩევს სადა, პრაქტიკულ სამოსს გემოვნებით, ნათელ ფერებში.

იგივეა გარეგნული იერი. ტამასი-უმეცრება - დაუბანელი, მოუწესრიგებელი, თმაგაბურძგნული, წვერმოშვებული-მოუვლელი, პირადი ჰიგიენის დაუცველი. რაჯასი-ვნება - ზედმეტი ყურადღება საკუთარი თავის მოვლის მიმართ, ვულგარული მაკიაჟი, თავის მოვლაზე დიდი დროის და ფინანსების დახარჯვა, მუდამ ამაზე ფიქრი და ღელვა. სატვა-სათნოება სუფთა, ყოველთვის მოწესრიგებული და ამაში დახარჯული ზომიერი დრო, სხვების მოწონებაზე არაორიენტირებული.
  Forum: ვედები · Post Preview: #131723 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: Jul 27 2024, 09:14 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


აუცილებელია ფიქრების გაჩერებასთან დაკავშირებით მოხდეს მნიშვნელოვანი დაზუსტება და ხაზგასმა. ფიქრებს კი არ ვაჩერებთ ან ეს მიზანი კი არ უნდა გვამოძრავებდეს, ამას ვერ შევძლებთ, უბრალოდ მათ არ მივყვებით. და სწორედ ამას გულისხმობს "ფიქრების გაჩერება".
ძალიან კარგი მაგალითი მახსენდება სადღაც წაკითხულიდან. როგორც რკინიგზის სადგურში ვდგავართ და ვხედავთ როგორ შემოდიან მატარებლები და გადიან, თუმცა არცერთში ვსხდებით. მათ უბრალოდ ვუქცერთ. ასევეა ფიქრები. მოდიან-მიდიან, მაგრამ არ ვერთვებით, ვაცნობიერებთ და ვუშვებთ. ესაა პრაქტიკა, ძალზე მარტივი. როდესაც დაიწყებთ პრაქტიკას, ყოველთვის ეს მაგალითი გაიხსენეთ.
მე როცა პრაქტიკა დავიწყე ეს იყო ჩემი შეცდომა, მოლოდინი იმისა, რომ ფიქრები შეწყვეტენ არსებობას, მაგრამ არა, ამ მიზანმა ჩიხში შემიყვანა. ფიქრებს არ უნდა ებრძოლო, მათ ვერ დაამარცხებ, მაგრამ გაიმარჯვებ იმით, რომ მათ შენზე ძალა აღარ ექნებათ. და ამის შემდეგ ნელ-ნელა უკვე ხდება შენი ნამდვილი ბუნების გაცნობიერება
ახალს არაფერს ვამბობ, ეს თითქოს ყოველთვის ვიცოდი და ვწერდი, მაგრამ მაინც მავიწყდებოდა და ჯიუტად ველოდი მათ გაჩერებას
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #131722 · Replies: 37 · Views: 79,906

old_man
Posted on: Jun 28 2024, 11:03 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
beerchug.gif l_sunny.gif Laie_61.gif party.gif groupwave.gif babu.gif
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #131719 · Replies: 1763 · Views: 342,242

old_man
Posted on: Jun 12 2024, 10:28 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ახლა გადავხედოთ საკვებ პროდუქტებს გუნების ჭრილში

სატვა-სათნოების პროდუქტები მოიცავს პირველ რიგში ბოსტნეულს, მარცვლეულს, ხილს, ბალახეულს, ასევე რძის პროდუქტებს. ეს ყველაფერი უნდა იყოს ახალი. დაძველებული, დაობებული ეს უკვე ტამასის ნიშნებია და სატვას თვისებები ეკარგება.

რაჯასი-ვნების პროდუქტებია ისეთი პროდუქტები რაც აღაგზნებს ორგანიზმს, ესენია: ხახვი, ნიორი, ყავა, თამბაქო, ცხარე სანელებლები, თეთრი შაქარი. ძალზე ცხელი, მწარე, მჟავე, მარილიანი საკვები. ესენი ხელს უწყობს ვნების ენერგიის შემოსვლას ადამიანში - ვნება, მრისხანება, ეგოიზმი, შური....

ტამასი-უმეცრების პროდუქტებია: ხორცი, კვერცხი, ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე სოკო (რადგან ის სიბნელეში იზრდება, სიბნელეც არის ტამასი), დაკონსერვებული, ნახევარფაბრიკატების პროდუქტები.

ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ესეც საკმარისია რომ წარმოდგენა გქონდეთ.
  Forum: ვედები · Post Preview: #131716 · Replies: 36 · Views: 35,734

old_man
Posted on: May 25 2024, 01:34 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


რამანა მაჰარში სულიერი მაძიებლების სამ კლასს გამოჰყოფდა:

1) ყველაზე წინწაწეულები, რომლებიც ატმანს მაშინვე სწვდებიან, როგორც კი მისი ბუნების შესახებ გაიგებენ

2) მეორე კატეგორიის ადამიანებმა ატმანზე გარკვეული ხნის განმავლობაში უნდა იფიქრონ, სანამ მტკიცედ ჩამოყალიბდებიან საკუთარი თავის აღქმაში

3) ნაკლებად წინწაწეული კატეგორიის ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივ სჭირდებათ მრავალწლიანი სულიერი პრაქტიკა, სანამ თვითრეალიზაციის მიზანს მიაღწევენ და შეიცნობებ თავის ჭეშმარიტ მე-ს.
  Forum: ვედები · Post Preview: #131715 · Replies: 20 · Views: 76,891

old_man
Posted on: May 25 2024, 01:30 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ნისარგადატა მახარაჯი მედიტაციის შესახებ:

რა არის მედიტაცია? - ვინც ეძებს რეალობას, მისთვის მხოლოდ ერთი სახის მედიტაცია არსებობს - შეუბრალებელი უარი ფიქრებს, რომ ჰპოვონ თქვენთან თავშესაფარი. ფიქრებისგან თავისუფლება ეს არის მედიტაცია. ვიწყებთ იმით, რომ ფიქრებს საშუალებას ვაძლევთ იდინონ და ვაკვირდებით. თავად დაკვირვება ანელებს ჭკუას, სანამ საბოლოოდ არ გაჩერდება. როდესაც გაჩუმდება, შევინარჩუნოთ ასეთ მდგომარეობაში. არ უნდა მოგვწყინდეს ეს სიმშვიდე. ვიყოთ მასში. უფრო ღრმად შევაღიწოთ. დავაკვირდეთ ჩვენს ფიქრებს, დავაკვირდეთ იმას, ვინც აკვირდება ამ ფიქრებს. ფიქრებისგან გათავისუფლებას საბოლოოდ შევიგრძნობთ იმით, რომ დაგვეუფლება საოცარი ნეტარების შეგრძნება.
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #131714 · Replies: 37 · Views: 79,906

old_man
Posted on: May 18 2024, 12:08 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
good.gif
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #131712 · Replies: 37 · Views: 79,906

old_man
Posted on: May 17 2024, 09:31 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
Laie_61.gif
საინტერესოა, როგორი პრაქტიკაა. რაზე ამახვილებს ყურადღებას?
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #131710 · Replies: 37 · Views: 79,906

old_man
Posted on: May 16 2024, 11:41 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


აქ მინდა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდა ჩემში ატმავიჩარა თვითკვლევის პრაქტიკების შედეგად
არა გურუების თეორია, არამედ პრაქტიკული გამოცდილება. რა ხდება მაშინ როგორ იცვლება მე-ს აღქმა და როგორი აისახება ეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და როგორ გრძელდება ადამიანური ცხოვრება?
ყოველდღიური ინტენსიური პრაქტიკის შედეგად (ალბათ 3-4 თვე) - ვინ ვარ, ვის მოსდის ეს ფიქრები, ვინ განიცდის, ვინ ღელავს, ვის უხარია, ვინ იაზრებს? პასუხი - მე, მე - ოლდმენს. მე-ს და არა ჩემს ნამდვილ მე-ს. და თანდათან მოხდა განცალკევება მე-პიროვნების და ნამდვილი მე-ს. კარგად დავიჭირე ეს განცალკევების ზღვარი, რომელიც ნელ-ნელა გავზარდე. ფიქრები ამ დროს ყოველთვის არ ჩერდება, უბრალოდ მასში აღარ ხარ ჩართული, აკვირდები როგორ მოდიან და მიდიან, მაგრამ აღარ აიგივებ შენს თავთან. ისინი აღარ გიპყრობენ, აღარ გაბრაზებენ და აღარ გმართავენ. ყოველთვის იჭერ ფიქრის ჩართვის პროცესს. ეს ერთი მომენტი.
მეორე მომენტია, როცა აღარ აიგივებ თავს ამ ფიქრებთან რაღაც მომენტში შეიძლება სულ გაჩერდეს ეს პროცესი. ასეთ დროს დგება სიჩუმე, ტვინი-ჭკუა გაოგნებულია, ცდილობს ისევ თავს მოგახვიოს თავისი უაზრო ფიქრები, მაგრამ ძალა აღარ აქვს. ამ დროს დგება შინაგანი სიჩუმის მომენტი, თითქოს სიჩუმის შრიალი გესმის და უფრო ღრმად შედიხარ მასში. ფიქრები აღარ გაქვს და ამავდროულად, ცნობიერება არ გაქვს დაკარგული, თითქოს ტვინის გარეშე ყველაფრის აზრზე ხარ, "გაცნობიერებული თანდასწრება" (ოსოზნანნოე პრისუტსტვიე) რასაც ეძახიან ტერმინით. . ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები. ხოლო ასეთ მდგომარეობაში არ ხდება არც გადებილება და არც გაღიმებულ მდგომარეობაში დარჩენა, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს. კიდევ ერთი მომენტი: ხვდები თუ რამდენ ენერგიას გაკარგვინებდა უაზრო მენტალური პროცესი, მთელი დღე ჩართული შინაგანი დიალოგი. ეს ენერგია გარდაიქმნება და გაცნობიერებულობის დონე საოცრად იზრდება. როგორც ვთქვი, თითქოს ტვინის გარეშე მოგდის პასუხები, ხოლო ტვინს რთავ როცა პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა გსურს
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #131708 · Replies: 37 · Views: 79,906

old_man
Posted on: Apr 26 2024, 10:44 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ამოვწიოთ ეს თემა. წლების განმავლობაში არაერთი სისტემით მედიტაცია ვცადე, მაგრამ საკუთარი ჭეშმარიტი მე-ს განცდის შედეგი მაინც არ მქონდა. შედეგები მქონდა, მცირე დროით ნეტარების მდგომარეობაში აღმოჩენას თუ შედეგად ჩავთვლით, რომელიც მალევე ქრებოდა და არანაირი "პრაქტიკული სარგებელი" (ცნობიერების შეცვლა, უწყვეტ, ჭეშმარიტ "მე" ცნობიერებაში შესვლა) არ მოუტანია სულიერების გზაზე. შემდეგ რამანა მაჰარიშს და მის მოსწავლე რობერტ ადამსს გადავაწყდი, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი წარმოდგენა მედიტაციაზე და რეალური შედეგებიც დამიდგა. ორი სიტყვით მაჰარშის მედიტაციის ან უფრო სწორად თვითკვლევის პრინციპი ასეთია: ის ამბობს არაა საჭირო ლოტოსის პოზაში დაჯდომა და რამეზე მედიტირება. იმიტომ, რომ როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ვართ სუბიექტი, რომელიც ობიექტზე მედიტირებს, მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან ეს ეგო მედიტირებს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჭეშმარიტი მე, ამიტომ გრძელი გზით არ უნდა წავიდეთ - ის სუბიექტი, რომელიც მედიტირებს, შეიძლება როდესღაც მივიდეს ჭეშმარიტ მე-მდე, მაგრამ არ ჯობს უფრო მოკლე გზა ავიჩიოთ, გავაქროთ ეს სუბიექტი და პირდაპირ სულიერ მე-ში გადავიდეთ? ამას მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ამისთვის კი გვთავაზობს ასეთ მეთოდს - როცა ფიქრები მოგვდის და შინაგანი დიალოგი ირთვება დავსვათ კითხვა "ვინ ვარ"? "ვის მოსდის ეს ფიქრები" პასუხი იქნება - მე. "მაშ, ვინ არის ეს მე"? ამ დროს დგება პაუზა, არ პასუხობ და ხვდები, რომ ეს "მე" ეგოა და მას მოსდის ყველა ფიქრი. ანუ აქრობ ამ ყალბ მე-ს და შესაბამისად ქრება ყველა ფიქრიც. ძალიან მარტივი და თან ცოტა რთული ასახსნელია. მეც თავიდან ვერ გავიგე კარგად, სანამ პრაქტიკა არ დავიწყე. ეს პრაქტიკა იქცა არა რაღაც განსაზღვრულ მონაკვეთად დღის განმავლობაში, არამედ ცხოვრების შემადგენელ ნაწილად მთელი დღის განმავლობაში.
აქვე ჩემს მცირე თარგმანს დავდებ მაჰარშის წიგნიდან (Be As You Are: The Teachings of Sri Ramana Maharshi) რომელიც უნდა დაგეხმაროთ ვინც ამ მიმართულებით დაინტერესდება და მერე თავად უკეთ გაერკვევით.

....."ადვაიტას და მაჰარშის მიდგომები პრაქტიკასთან დაკავშირებით განსხვავდებოდა რადიკალურად. მაჰარში ემხრობოდა თვითკვლევას, ვედანტას მიმდევრები კი გვირჩევდნენ მედიტაციის სისტემას, რომელიც იყენებდა ინტელექტის მეშვეობით იმის მტკიცებას, რომ ატმანი ერთადერთი რეალობაა. ისეთი მტკიცებები, როგორიცაა „მე ვარ ბრაჰმანი“, ან „მე ვარ ის“, ჩვეულებრივ მანტრების სახით გამოიყენება. ან უფრო იშვიათად, პრაქტიკოსი მედიტირებს მათ მნიშვნელობაზე და ცდილობს განიცადოს ამ დებულებების შინაგანი მნიშვნელობა.
რადგანაც თვითკვლევა ხშირად იწყება კითხვით "ვინ ვარ", ბევრი ადვაიტეს მიმდევარი თვლიდა, რომ პასუხი უნდა გაეცეს - "მე ვარ ბრაჰმანი". და ამ ჭკუისმიერი პასუხით კავდებოდნენ. რამანა აკრიტიკებდა ასეთ მიდგომას - ჭკუა, რომელიც მუდმივად დაკავებულია გამზადებული პასუხების გამეორებით, ვერ შეძლებს მათ წყაროში ჩაღრმავებას და გაქრობას. ასეთივე კრიტიკულად უდგებოდა მათ, ვინც ცდილობდა „ვინ ვარ“ მანტრასავით გაემეორებინა. მისი აზრით, ორივე მიდგომას თვითკვლევაში მთავარი გამორჩება: კითხვა „ვინ ვარ“ არ არის არც ჭკუის ანალიზისთვის და მისი ბუნების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად, არც მანტრული ფორმულა. ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელიც ყურადღების მიმართულებას გადაადგილებს ფიქრების და აღქმების ობიექტებიდან იმაზე, ვინც ფიქრობს და აღიქვამს.
რამანას აზრით, საკითხის „ვინ ვარ“ ამოხსნას ვერ ვიპოვნით ვერც ჭკუაში, ვერც ჭკუით, რადგან ერთადერთი სწორი პასუხი არის „ჭკუის არარსებობის განცდა“.
ადამიანი, რომელიც უარყოფს „მე ის არ ვარ, მე ეს ვარ“, ვერ უარყოფს „მე“-ს. იმისთვის, რომ ვთქვა - „მე ის არ ვარ, ეს ვარ“, ამისთვის უნდა არსებობდეს მე. ეს მე კი ეგოა. ან „მე“ ფიქრი. სხვა ყველა ფიქრი ჩნდება ამ „მე“ ფიქრის გაჩენის შემდეგ. რომელიც შესაბამისად მთავარ ფიქრ-ფესვს წარმოადგენს. თუ ფესვს ამოვიღებთ, აღმოიფხვრება სხვა ფიქრებიც. ამიტომ უნდა ვეძებოთ მე-ფესვი, „ვინ ვარ“ კითხვის მეშვეობით. და სხვა ყველა ფიქრი გაქრება და დარჩება მხოლოდ სუფთა ატმანი.
კითხვის დასმისას „ვინ ვარ“, კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ შიგნით, სადაც წარმოიქმნება „მე ვარ“ ფიქრი - სხვა ყველა ფიქრის საფუძველი".
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #131698 · Replies: 37 · Views: 79,906

old_man
Posted on: Apr 23 2024, 12:21 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


David Monny
QUOTE(David Monny @ 13th April 2024 - 02:39 PM) *
ანუ გაღვიძების წინ, აჰამკარა უკვე გამოსულია გულის ცენტრიდან და ასულია ვიშუდჰას ჩაკრაში კეფის არეში. სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. მეტი სიზუსტე ვიღაცას ვნებს, ვიღაცისთვის კი შედეგის მომტანია.

კარგია, რომ ასე დეტალურად გაშალე ეს საკითხი. მე ამ საკითხში ასეთი სიღრმისეული ცოდნა არ გამაჩნია.
თუმცა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა რომ გაღვიძების მომენტი საყურადღებო ფაზაა, ის მცირე მონაკვეთი, სანამ პიროვნება ჩაიტვირთება (თუ ჩატვირთვის პროცესი მიმდინარეობს, თუ ახლახან დასრულდა-აჰამკარას ზემოთ ასვლას ვგულისხმობ ) და შინაგანი დიალოგი ჩაირთვება. ამ აღქმას ვაკვირდები თვალების გახელისთანავე (საინტერესოა უკვე ეგო აკვირდება, ეგოს ნაწილი ფიქრების გარეშე, თუ უმაღლესი მე?). ვნახოთ დროთა განმავლობაში რა დასკვნების გაკეთება შემეძლება და ნაყოფიერი აღმოჩნდება თუ არა საერთოდ ასეთი პრაქტიკა საკუთარი ჭეშმარიტი მე-ს შემეცნებისა და განმტკიცების გზაზე.
ყველა, ვინც ამას წაიკითხავს და გაინტერესებთ, სცადეთ თქვენც და მერე დაწერეთ დაკვირვებები.
დააკვირდით როგორ შემოდის გაღვიძებისთანავე ფიქრები, საკუთარი თავის აღქმა, როგორ იტვირთვება და აქტიურდება თქვენი პროგრამები...
  Forum: ვედები · Post Preview: #131695 · Replies: 20 · Views: 76,891

old_man
Posted on: Apr 12 2024, 01:08 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ნამდვილი მე-ს აღმოჩენის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა დილით გაღვიძების მომენტი. ამ დროს ხდება შემდეგი: როგორც კი ვახელთ თვალს, ჩვენი მე-ს შეგრძნება იმყოფება "გულში", არა ფიზიკურ გულში, არამედ მკერდის მარჯვენა ნაწილში, რომელიც სულიერი მე-ს ადგილსამყოფელად მიიჩნევა. როცა ვიღვიძებთ, იღვიძებს პირველ რიგში ეს მე - სულიერი ცნობიერება. და შემდეგ წამებში ადის ზემოთ, ირთვება ტვინი და იწყებს მუშაობას ჩვენი ეგოს მე აღქმა - აი, გავიღვიძე მე-პიროვნებამ, რომელსაც ვაიგივებთ პირველ რიგში სხეულთან და ტვინთან, შემდეგ სქესთან, სოციალურ სტატუსებთან და ა.შ. აი, ეს მომენტი უნდა დავიჭიროთ, სანამ "მე" ტვინში ავა, სანამ ფიქრები გაჩნდება და შინაგანი დიალოგი ჩაირთვება. ცოტა რთულია ამის დაჭერა, რადგან წამებში ხდება.
მაგრამ თუ გამოგივათ, დაიჭერთ ამ მე-ს შეგრძნებას, არ აუშვებთ ტვინში და შემდეგ განავრცობთ. რა თქმა უნდა, ამ ცნობიერებაში ცხოვრება დღის განმავლობაში რთულია, რადგან გვაქვს უამრავი საყოფაცხოვრებო საზრუნავი, მაგრამ უკვე გეცოდინებათ როგორია მე-ს შეგრძნება ეგოში, და მე-ს შეგრძნება ატმანში, სულის ცნობიერებაში.
(თეორიულად და შემდგომ პრაქტიკაში ამაში ძალიან დამეხმარა ადვაიტა ვედანტას მიმართულება - რობერტ ადამსის სატსანგები, რომელიც რუსულ ენაზე არის იუტუბზე და რამანა მაჰარშის წიგნი)
  Forum: ვედები · Post Preview: #131687 · Replies: 20 · Views: 76,891

old_man
Posted on: Feb 26 2024, 12:32 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,982
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


მშვენიერია, გილოცავ! wub.gif
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #131662 · Replies: 20 · Views: 26,629

86 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 23rd September 2024 - 07:35 AM