Posted on: Jan 10 2012, 08:42 AM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ამ დილით გადავწყვიტე საერთოდ წავიდე ამ ფორუმიდან. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს (ახსნას ნუ მომთხოვთ). პმ-ში ნუ მომწერთ, მაინც აღარ ვნახავ. კონტაქტის მსურველებმა შეგიძლიათ მომწეროთ აქ (ან პმ-ში, ან თემაში): http://forum.ge/?showtopic=34102716&st=0&hl= "გზა შინისაკენ"-ს ბოლომდე ვთარგმნი და სრულ ტექსტს დავდებ აქ: http://forum.ge/?showtopic=34311869&st=0&hl= ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სკაიპში: atman-123 ან ფორუმელებს გამოართვათ ჩემი ნომერი. და რა თქმა უნდა ყოველთვის გელით კრიშნას ტაძარში (დღესასწაულების, გურუს ჩამოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სავარაუდოდ ზემოთმოყვანილი ფორუმის ლინკზე დავწერ ხოლმე და თუ ვინმე ამ ფორუმზეც დაწერს კარგი იქნება). ყველას ბოდიშს გიხდით ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებისთვის. მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ! ისევ თქვენთან ვარ, ოღონდ ცოტა შორიდან! ჰარე კრიშნა! |
Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #64514 · Replies: 57 · Views: 96,131 |
Posted on: Jan 10 2012, 08:42 AM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ამ დილით გადავწყვიტე საერთოდ წავიდე ამ ფორუმიდან. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს (ახსნას ნუ მომთხოვთ). პმ-ში ნუ მომწერთ, მაინც აღარ ვნახავ. კონტაქტის მსურველებმა შეგიძლიათ მომწეროთ აქ (ან პმ-ში, ან თემაში): http://forum.ge/?showtopic=34102716&st=0&hl= "გზა შინისაკენ"-ს ბოლომდე ვთარგმნი და სრულ ტექსტს დავდებ აქ: http://forum.ge/?showtopic=34311869&st=0&hl= ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სკაიპში: atman-123 ან ფორუმელებს გამოართვათ ჩემი ნომერი. და რა თქმა უნდა ყოველთვის გელით კრიშნას ტაძარში (დღესასწაულების, გურუს ჩამოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სავარაუდოდ ზემოთმოყვანილი ფორუმის ლინკზე დავწერ ხოლმე და თუ ვინმე ამ ფორუმზეც დაწერს კარგი იქნება). ყველას ბოდიშს გიხდით ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებისთვის. მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ! ისევ თქვენთან ვარ, ოღონდ ცოტა შორიდან! ჰარე კრიშნა! |
Forum: ვედები · Post Preview: #64513 · Replies: 54 · Views: 347,274 |
Posted on: Jan 10 2012, 08:41 AM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ამ დილით გადავწყვიტე საერთოდ წავიდე ამ ფორუმიდან. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს (ახსნას ნუ მომთხოვთ). პმ-ში ნუ მომწერთ, მაინც აღარ ვნახავ. კონტაქტის მსურველებმა შეგიძლიათ მომწეროთ აქ (ან პმ-ში, ან თემაში): http://forum.ge/?showtopic=34102716&st=0&hl= "გზა შინისაკენ"-ს ბოლომდე ვთარგმნი და სრულ ტექსტს დავდებ აქ: http://forum.ge/?showtopic=34311869&st=0&hl= ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სკაიპში: atman-123 ან ფორუმელებს გამოართვათ ჩემი ნომერი. და რა თქმა უნდა ყოველთვის გელით კრიშნას ტაძარში (დღესასწაულების, გურუს ჩამოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სავარაუდოდ ზემოთმოყვანილი ფორუმის ლინკზე დავწერ ხოლმე და თუ ვინმე ამ ფორუმზეც დაწერს კარგი იქნება). ყველას ბოდიშს გიხდით ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებისთვის. მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ! ისევ თქვენთან ვარ, ოღონდ ცოტა შორიდან! ჰარე კრიშნა! |
Forum: ვედები · Post Preview: #64512 · Replies: 191 · Views: 384,971 |
Posted on: Jan 10 2012, 06:17 AM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
|
Forum: ფორუმის შეკრებები · Post Preview: #64511 · Replies: 84 · Views: 97,820 |
Posted on: Jan 9 2012, 10:32 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
Barmalei ბავშვის ჩასახვა მიზანი არაა ,ჩვენ ვიცით რომ ღვთითკურთხეულნი არიან ის წყვილებიც რომლებზეც წინასწარ იციან რომ შვილი არ ეყოლებათ. მართლმადიდებლური ეკლესია ჯვარს წერს იმ წყვილებსაც რომლებზეც წინასწარ იციან რომ შვილი არ ეყოლებათ. მე ვაიშნავური თვალთახედვა შემოგთავაზეთ და არა მართლმადიდებლური. თანაც ცოლ-ქმრული სიყვარული სექსის გარეშეც შეიძლება არსებობდეს. და თან შეუძლიათ თვეში ერთხელ მაინც მოსინჯონ, იქნებ მოხდეს სასწაული |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64475 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 9 2012, 10:25 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
|
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64472 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 9 2012, 10:22 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
აი მაგალითად ავიღოთ პიროვნების გაორება... შეიძლება ეს იყოს არაკარმული არამედ ის რომ მის ფსიქიკაში იჭრება ვინმე სხვა სამყაროდან ან რამე ეგეთი? როგორ გგონიათ? ის, რომ ვიღაც ერევა ადამიანის ფსიქიკაში, უკვე კარმული და ასტროლოგიური ფაქტორია. თუ ადამიანს ძალიან კარგი მზე, მთვარე და იუპიტერი ჰყავს ჰოროსკოპში, ვერანაირი ცუდი გავლენა ვერ გაეკარება. თუმცა არსებობს გამონაკლისები, რომლებიც კარმაზე და ასტროლოგიაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ასეთია მაგალითად წმინდანის და ძალიან ამაღლებული სულის შეურაცხყოფა (რაც პრინციპში მეტწილად ისევ კარმული განწყობით ხდება ხოლმე), რის შედეგადაც ყველანაირი "კარგი დაცვა" ეხსნება ამ პიროვნებას და გამტარი ხდება ცუდი ზეგავლენისადმი. |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64471 · Replies: 176 · Views: 205,287 |
Posted on: Jan 9 2012, 10:18 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
kate სექსი მხოლოდ გამრავლების მოტივით არ უნდა სრულდებოდეს. ანუ ეს არ უნდა იყოს მექანიკური და "ცივი" აქტი, რომელიც განაყოფიერებით დასრულდება და მორჩა. ეს ღვთაებრივი აქტია, მაგრამ ენერგიების გაცვლასთან და სიამოვნების მიღებასთან ერთად მიზნად უნდა ისახავდეს აუცილებლად ბავშვის ჩასახვასაც. რა თქმა უნდა ქალის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე გამოდის, რომ ეს ძალიან იშვიათად მოხდება ბევრი ბრაჰმაჩარი არასწორად უდგება სექსის თემას და მას რაღაც სამარცხვინო, მანკიერ პროცესად თვლის. ეს ალბათ გასაგებიცაა, მაგრამ იდეაში ასე არ უნდა იყოს (და ხშირად არცაა ასე). თავად კრიშნა ამბობს ბჰაგავად გიტაში: "მე ვარ კანონიერი სექსი". შესაბამისად სექსი (თუნდაც მიწიერი) ღვთაებრივია, თუკი ორი რამე ახლავს: ღვთითკურთხეულობა, ანუ ქორწინებაში ყოფნა და ბავშვის ჩასახვის მოტივი. მაგრამ ეს რეკომენდაცია ეხება იმათ, ვისაც ღმერთის სიყვარულის განვითარების მაღალ საფეხურებზე უნდა ასვლა. ამ საკითხში კატეგორიულობა აბსურდია. მე მხოლოდ უმაღლეს იდეალს წარმოვადგენ (ყოველ შემთხვევაში ვაიშნავიზმის გადმოსახედიდან). თორემ რა თქმა უნდა ქორწინების გარეშე სექსს ისევ ქორწინებაში სექსი ჯობია (თუნდაც მხოლოდ სიამოვნებისთვის და რაც შეიძლება ხშირად). ქორწინების გარეშე უგულო და "ფიზიოლოგიურ" სექსს ისევ ქორწინების გარეშე რაღაც გრძნობანარევი სექს ჯობია და ა.შ. ვვითარდებით ცხოველებიდან ადამიანებამდე... |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64468 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 9 2012, 09:14 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
|
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64460 · Replies: 176 · Views: 205,287 |
Posted on: Jan 9 2012, 09:12 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
საქმე ისაა, რომ ეს წარმოდგენა (მე არ ვიცი ამ წარმოდგენის წყარო რა არის, შესაძლოა არაკომპეტენტური ლიტერატურა. ასეთი ლიტერატურა ბევრია და ადამიანმა არ იცი რა ჩაგივარდება ხელში, ვინ რას გაწვდის...) არ შეესაბამება ოკულტური კვლევით მოპოვებულ სულიერ სინამდვილეს. მე შეიძლება ვცდები, იმიტომ რომ კარგად არ გამომიკვლევია ეს საკითხი (როგორც უკვე ავღნიშნე), მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ცდებით (მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამოგიკვლევიათ). |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64458 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 9 2012, 08:50 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
Τρισμέγιστος როგორც წესი ადამიანის სული პირდაპირ ცხოველად არც ადრე იბადებოდა. ჯერ ჯოჯოხეთურ პლანეტებზე წვავდა უარყოფით კარმას და მერე იბადებოდა დაბალგანვითარებული ორგანიზმის სხეულში. ახლა სიტუაცია შეცვლილია, მაგრამ ადამიანის ცხოველად მოსვლა კვლავაც შესაძლებელია (თუმცა გაცილებით დიდი იშვიათობაა). ეს ჩემი ზოგადიო წარმოდგენაა და კარგად არ მაქვს გამოკვლეული (დიდ საჭიროებას ვერ ვხედავ ამ ეტაპზე და იმიტომ). |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64448 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 9 2012, 08:45 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთი: მატარებლიდან ჰოვრას სადგურზე ჩამოვედი, კალკუტაში, ძლივს გავაღწიე ხალხმრავალ ბრბოში და განგას ნაპირისკენ, კალი-გჰატასკენ წავედი. ადრიანი დილა იყო. მივედი რა კალის ტაძართან – ქალღმერთისა, რომელიც უფალი შივას თანაგრძნობას განასახიერებს და ბოროტებას ანადგურებს, - შესასვლელთან დიდი რიგი დამხვდა. ტაძართან ახლოს, დახლებზე, კალის გამოსახულებები იყიდებოდა, რომელზეც იგი ენაგამოყოფილი და ხელში მახვილით იდგა. ვაჭრები ხმამაღლა ყვიროდნენ: “ჯაბა მალა!”, - და მუშტარს ჰიბისკუსის სისხლისფერ-წითელი ყვავილების გირლიანდების ყიდვას სთავაზობდნენ. რომლებიც, როგორც თვლიან განსაკუთრებით მოსწონს ქალღმერთს. ზარის ფორმის ამ ყვავილებს ხუთი გვირგვინის ფურცელი და გრძელი ბუტკო აქვთ, რომლებიც კალის გრძელი ენასავით არიან დაკიდებულნი ყვავილის ცენტრიდან. დახლებზე გამოფენილი იყო ასევე კეთილსურნელოვანი ჩხირები და ბიჟუტერიის მთები. ვაჭრები ერთმანეთს ასწრებდნენ კლიენტების მიზიდვას და დაჟინებით სთავაზობდნენ მათ რძის ტკბილეულის, ყვავილების, ქოქოსის კაკლების და კინოვარის წითელი ფხვნილის ყიდვას ტაძარში კალის ღვთაებისადმი შესათავაზებლად. ეს იყო მწირების, ვაჭრებისა და ღატაკების დიდი თავშეყრის ადგილი. დინამიკებიდან მუსიკის დამაყრუებელი ხმა ისმოდა. ტაძრის შესასვლელთან რიგებად ისხდნენ კეთროვნები, ინვალიდები და ქვრივები. ისინი ხელებგაწვდილნი მოწყალებას სთხოვდნენ მწირ მოგზაურებს. მინდოდა რაღაცით მაინც შემემსუბუქებინა მათი ტანჯვა, მაგრამ შესათავაზებელი არაფერი მქონდა, გარდა პატიების მთხოვნელი ღიმილისა და ლოცვისა. ჭიშკრის გავლით ორივე მხარეს ხალხის გაუთავებელი ნაკადი მიედინებოდა. მწირები ერთმანეთს აწვებოდნენ და რაღაცას გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ერთმანეთს. მე შიგნით შევედი და მივხვდი, რომ სრულიად არ ვიყავი მზად იმ სანახაობისათვის, რომელიც ჩემს მზერას წარმოუდგა. კალის ღვთაების პირდაპირ რამდენიმე სამსხვერპლო საკურთხეველი იდგა, სისხლით მოსვრილი. ფეხებით დაკიდებული შავი თხა განწირული კიკინებდა. მისი თავი გასისხლიანებულ მარყუჟში იყო მოქცეული. წელსზემოთ შიშველმა ქურუმმა მანტრები წარმოთქვა, დიდი სისხლიანი დანა მოიქნია და ერთი მოქნევით მოაჭრა თავი უბედურ ცხოველს. თხის ყელიდან სისხლმა იჩქეფა. უსიცოცხლო და არფრისმხედველი თვალებით მომზირალი თავი საზარელი ბრაგვანით დაენარცხა იატაკს. მსახურებმა იმ წამსვე ხელი მოკიდეს სხეულს და სამზარეულოში გაიტანეს, რათა საჭმელი მოემზადებინათ ღატაკთათვის დასარიგებლად. ღებინების შემოტევას ვებრძოდი და განგას ნაპირისკენ გავიქეცი, რათა დანახული გამეანალიზებინა. რით განსხვავდება ეს სისხლიანი სანახაობა იმ ყველაფრისგან, რასაც გაწონასწორებულ ბრძენებთან ცხოვრებისას ვხედავდი, - ვფიქრობდი მე, - მაგრამ ბრძენებიც ხომ ინდუიზმის მიმდევრები არიან. ამ თვალნათლივმა წინააღმდეგობამ ჩიხში შემიყვანა. ნაპირზე ხანშიშესულ სადჰუს შევხვდი, რომელიც წიგნს კითხულობდა. მე სადჰუს ჩემი ეჭვები გავუზიარე, და აი რა მიპასუხა მან: “ოდესღაც მეც ქურუმი ვიყავი ერთ-ერთ ასეთ ტაძარში. სამსხვერპლო მახვილით ვაჭრიდი თავს ცხოველების აურაცხელ რაოდენობას. მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ, ღამ-ღამობით ერთი და იგივე კოშმარი მაწუხებდა”. “და რა გესიზმრებოდათ?” – ვკითხე მე. “სიზმარში ჩემს მიერ მოკლული თხები მევლინებოდნენ. თავიდან ისინი საწყალობლად კიკინებდნენ, შემდეგ კი მიყურებდნენ რა სიძულვილით სავსე თვალებით, თავისი რქებით და კბილებით ნაკუწ-ნაკუწ ფლეთდნენ ჩემს სხეულს. ბოლოს გამოჩნდებოდა ხოლმე საზარელი ქურუმი ადამიანის სხეულით და თხის თავით. ის საკურთხეველზე მადებინებდა თავს და ჩემივე მახვილით მაჭრიდა მას”. მოხუცმა წიგნი დახურა და ხეს მიეყრდნო. “აღარ შემეძლო ამის ატანა, მივატოვე ქურუმის მოვალეობები და სადჰუს ცხოვრება დავიწყე”. მე ფართოდ გახელილი თვალებით ვუსმენდი მოხუცს. “ნებისმიერ რელიგიაში, - თქვა მან, - მორწმუნეები თვითნებურად განმარტავენ წმინდა წერილებს და ამა თუ იმ სულიერ პრაქტიკას თავისი შეხედულების შესაბამისად მიჰყვებიან. მათთვის, ვინც სულიერი ცოდნის მწვერვალებისკენ ისწრაფვის, განკუთვნილია მედიტაციისა და ღმერთისადმი უანგარო მსახურების მეთოდი. მათთვის, ვინც შედარებით ნატიფი მატერიალური სიამოვნებებისკენ და ცოდვების გამოსყიდვისკენ ისწრაფვის, რეკომენდებულია სათნოება აღზარდონ საკუთარ თავში. ხოლო მათთვის, ვისაც თავისი მატერიალური სურვილების ასრულება სწადია, არსებობს მეთოდთა მთელი არსენალი, მსხვერპლშეწირვების ჩათვლით, რომელთაგან ერთ-ერთიც თავად იხილე. ნათქვამია, რომ ვედები ნატვრის ხეს ჰგავს – მასში შესაძლებელია ნებისმიერი მიზნის მისაღწევი გზა იპოვო. ქალღმერთი კალი – ეს მატერიალური ბუნების ყოვლადმოწყალე განსახიერებაა. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად ეთაყვანება მას, მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს მის ტაძრებში, თავად კალი მხოლოდ ვეგეტარიანულ საკვებს იღებს”. მე ვიჯექი და ჩემს წინ მდორედ მიმავალ მდინარეს ვაკვირდებოდი. დასავლეთში, ვფიქრობდი მე, ასევე კლავენ მილიონობით ცხოველს, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ ვერავინ დაინახოს. აქ კი, ხორცის მოყვარულებს, სხვა თუ არაფერი შეუძლიათ დაინახონ, თუ საიდან მოდის იგი და რა საფასურს იხდიან უდანაშაულო ცხოველები ადამიანთა დიეტური მოთხოვნილებებისთვის. ამ დღემდე ვფიქრობდი, რომ რაც უფრო მეტ რელიგიურ გზას შევისწავლიდი, მით უფრო ფართო გახდებოდა სულიერების ჩემეული გაგება. მაგრამ დღევანდელმა შემთხვევამ მაჩვენა, რომ გამოცდილი მეგზურის გარეშე მე თვითონ ვერ შევძლებდი გადამეწყვიტა მოჩვენებითი წინააღმდეგობანი სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში და კიდევ უფრო ჩავიხლართებოდი. |
Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #64447 · Replies: 57 · Views: 96,131 |
Posted on: Jan 9 2012, 08:36 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
წინა ცხოვრებიდან (ან ცხოვრებებიდან) წამოყოლილი სამსკარები (შთაბეჭდილებები), რომლებმაც დაღი დაასვა ფსიქიკას (ჭკუას) და დაბადებისთანავე აღიბეჭდა კარმიულ-ასტროლოგიური ბეჭდით. მათ შეიძლება ისევ კარმულად (ასტროლოგიური მექანიზმებით) ისევ გადაიარონ, რაც იშვიათად ხდება. უფრო ხშირად გამოსავალია ამ სამსკარების დაწვა, რისთვისაც უამრავი სულიერი, ფსიქოლოგიურ, იოგურ, რელიგიურ, ეზოთერული მეთოდი არსებობს... |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64444 · Replies: 176 · Views: 205,287 |
Posted on: Jan 9 2012, 07:25 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
გაკვეთილი 15. «კრიშნა — ყველა ენერგიის მფლობელი» რა ენერგიებს ფლობს კრიშნა? ვედები ამტკიცებენ, რომ კრიშნა, წარმოადგენს რა აბსოლუტს, უსაზღვრო ენერგიეს ფლობს. უზენაესი პიროვნების ერთ-ერთ თვისებას ეწოდება სატია-სანკალპა, რაც ნიშნავს შემდეგს: მისი ნებისმიერი სურვილი ან განზრახვა ყოველთვის სრულყოფილად სრულდება მისი სხვადასხვა ენერგიების მეშვეობით. მისი სურვილი – ეს უკვე აღსრულებული ფაქტია. ეს დადასტურებულია «შვეტაშვატარა უპანიშადში» 6.8: ნა ტასია კარიამ კარანამ ჩა ვიდიატე ნა ტატ-სამაშ ჩაბნიადიკაშ ჩა დრიშიატე პარასია შაკტირ ვივიდჰაივა შრუიატე სვაბჰავიკი ჯნანა-ბალა-კრიია ჩა «უზენაეს უფალს თვითონ არაფრის კეთება არ სჭირდება — ყველაფერს მისი სხვადასხვა ენერგიები ასრულებენ. სამყაროში არაფერია მისი დარი, ან მასზე დიადი». ამგვარად, უზენაეს უფალს არ გააჩნია საჭიროება, მძიმედ იშრომოს იმისთვის, რომ რაიმე შესრულდეს სულიერ ან მატერიალურ სამყაროებში. ყველაფერი კრიშნას უსაზღვრო ენერგიების მეშვეობით მოდის მოძრაობაში, რომლებიც მისი სურვილისა და ნების თანახმად მოქმედებენ. მისი ენერგიები ურიცხვია, ღვთაებრივია, მარადიულია და ყველაფერ არსებულს შეადგენენ. კრიშნას ენერგიები ყოველთვის მასთან იმყოფებიან, მას არ სჭირდება რაიმეს გაკეთება, რომ მოიპოვოს ისინი. რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც მისი ენერგიები უსასრულოა და გამუდმებით ფართოვდებიან. ამიტომ მათი სრულად აღწერა შეუძლებელია. თუ მისი ენერგიები უსაზღვროა, მაშ როგორღა შეიძლება მათი გაგება? უფრო ნათელი წარმოდგენისთვის ვედები კრიშნას ენერგიეს სამ ძირითად კატეგორიად ჰყოფენ (ჩაიტანია ჩარიტამრიტა, მადჰია 20.111): კრიშნერა სვაბჰავიკა ტინა-შაკტი-პარინატი ჩიტ-შაკტი, ჯივა-შაკტი, არა მაია-შაკტი «უფალი კრიშნა ენერგიის სამ სახეს ფლობს, რომლებიც ცნობილია, როგორც: • ანტარანგა-შაკტი შინაგანი ენერგია (სულიერი ანუ უმაღლესი ენერგია). • ტატასთჰა-შაკტი მოსაზღვრე ენერგია (ცოცხალი არსებები, ანუ სულები). • ბაჰირანგა-შაკტი გარეგანი ენერგია (მატერიალური ანუ დაბალი ენერგია). სულიერი სამყარო შინაგანი ენერგიის გამოვლინებას წარმოადგენს. მატერიალური სამყარო — გარეგანი ენერგიეს გამოვლინებას. ცოცხალი არსებები მოსაზღვრე ენერგიეს განეკუთვნებიან. ისინი მარადიული სულიერი ნაწილაკები არიან, მაგრამ როგორც ძალიან პატარებს (ანუ), არ შეუძლიათ დამოუკიდებლად არსებობა, ამიტომ მიდრეკილნი არიან, მიიღონ თავშესაფარი ან სულიერ, ან მატერიალურ სამყაროში. ამ სამი რეალობიდან თვითოეულში არსებობს ენერგიეს სხვა სამი სახე, რომლებიც ადრე უკვე ვახსენეთ: • მარადიულობის ენერგია (სატ, ან სანდჰინი). • ცოდნის ენერგია (ჩიტ, ანუ სამვიტ). • ნეტარების ენერგია (ანანდა, ანუ ჰლადინი). მარადიულობის, ცოდნისა და ნეტარების ზემოქმედების შედეგად შინაგან, მოსაზღვრე და გარეგან ენერგიებზე, ჩნდება ღმერთის ყველა ქმნილება: უნდა ავღნიშნოთ, რომ ცოცხალი არსებისთვის (ჯივასთვის) მატერიალური სიამოვნებები სრულიად უმნიშვნელოა. ცოცხალი არსების ბუნება არაა უმნიშვნელო, თუმცაღა არასაკმარისია. სანამ ცოცხალ არსებას ჰლადინი-შაკტისთან არ ექნება შეხება შინაგან ენერგიაში, იგი ვერასოდეს შეძლებს აბსოლუტური, უსაზღვრო ბედნიერების განცდას. მაგრამ ამის მოპოვება შეუძლებელია კრიშნას, ან მისი წმინდა ერთგულის გარეშე. |
Forum: ვედები · Post Preview: #64428 · Replies: 54 · Views: 347,274 |
Posted on: Jan 8 2012, 08:59 AM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
ჩემზეც კითხეთ რა ერთხელ საიდან ვარ! |
Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #64164 · Replies: 501 · Views: 217,369 |
Posted on: Jan 7 2012, 03:41 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
LAIRA არ ვიცი ეგ შენ უნდა იცოდე რა ქნა ჩაიკალი მაშინ ერთი კეტი გქონდეს მუდმივად და დროდადრო ირტყი ხოლმე შავ იუმორში შენ ვერ მაჯობებ, მაგრამ გაგახარებ, მანდილოსნისადმი მამაკაცურ ჯელტმენტობას გამოვიჩენ და ბოლო სიტყვას შეგარჩენ და წავედი ახლა, მეჩქარება. პ.ს. აშრამში ვიქნები დღეს საღამოს და ხვალ და თუ ვინმეს უნდა გემრიელი პრასადი გამოიაროოოს... |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64019 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 7 2012, 03:36 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
Existence წინასწარ თუ იცი რო უეჭველი კრიშნაიტი იქნები მაშინ უეჭველი სექტანტიც იქნები წინასწარ არ ვიცი, საკუთარ თავს ვაიმედებ მართლმადიდებლობა სექტაა? გინდა, ამ საკითხზე ცალკე თემა გახსენი და გამოკითხვა ჩაატარე, ვნახოთ რა პასუხს მიიღებ ეზოთერიკებისგან |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64016 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 7 2012, 03:34 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
LAIRA მამრი თუ ხარ მამრივით მოიქეცი მამრები პურუშების და ცუნცრუკების წერა კითხვაში არ კარგავენ დროს არამედ გადადიან ქმედებებზე რომელიც ბუნებრივია ნუ ეხლა შენ თუ გამორჩეული ხარ და ერთადერთი ხარ ეგ სხვა საქმეა პირდაპირ ნოკაუტში ჩააგდე ჩემი მამაკაცური ეგო! მამაკაცურად მოქცევა რას ნიშნავს: დათვებზე ვინადირო, ნაშები დავკერო, ჯიხვის რქით მანდილოსნების სადღეგრძელო დავლიო (გადმოვატრიალო და "ასე მტერი დაგეცალოთ" დავამატო), თუ ნოვიი "მუჟშინა გრუზინის" ობრაზი გირჩევნია? |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64014 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 7 2012, 03:26 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
LAIRA ეს რა ვიცი რას მივაწერო რა რას ქვია სექტანტური ცნობიერება პირველად გავიგე ამის შესახებ ან როგორ უნდა გქონდეს სექტანტური ცნობიერება თუკი იცი რომ არავის არასოდეს არ გამოყიოფილხარ და თავდაპირველი ხარ? გასაოცარ რამეებს წაიკითხავს რა ადამიანი აქ თემას ნუ აოფებ! ამ თემაში მხოლოდ სექსია მთავარი! თორე აბა რომელი მართმადიდებელი ან კრიშნაიტი ან მუსულმანი ამ ბუდისტი იტყვის რო სექტანტური ცნობიერება მაქვსო მოვა დრო და გეტყვი, რომ აღარ მაქვს სექტანტური ცნობიერება (თუმცა ისევ კრიშნაიტი ვიქნები მაგ დროს) ჭეშმარიტებებში ვგულისხმობ ცოდნას რო ჭეშმარიტი რა არის მაინც ყოველთვის შეუცნობველი იქნება ნუ მთლად ეგრე წყალწაღებულადაც არაა საქმე. ჭეშმარიტება შეცნოპბადია, მაგრამ იქ უკვე მრავალფეროვნების და "ნოვიზნების" სხვა ასპექტები ერთვებიან. |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64009 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 7 2012, 03:21 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
LAIRA მართლმადიდებლობა თავდაპირველი იყო და კათოლიციზმით დაიწყო მისგან გამოყოფა სექტანტუმრა გამოვლინებებმა ერესების საფუძველზე ამდენად შენი ესეთი ბრტყელი ლავაში თითქოსდა მართლმადიდებლობა სექტანტურია ისეთებს გამოუცხე ვისაც ეს აწყობს გაეხარდებათ და დაიჯერებს და ჭამს მე მართლმადიდებლები ვახსენე და არა მართლმადიდებლკობა. სექტანტური ცნობიერება ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს აქვს განვითარების გარკვეულ საფეხურამდე. რასაც შენ ამბობ ეგ ადამინმა რომ გააკეთოს იმპოტენციისკენ აქვს გეზი აღებული თანამედროვე ფსიქოლოგიის და სექსოლოგიის ღრმადგამჯდარი რწმენა (ფროიდის დიდი გავლენით). სხვათაშორის გავიგეთ რომ კრიშნაიდები არ აღიარებენ სექსს არასწორად გაგიგია ყოველი შემთხვევისათვის წინასწარ ჩაგეხუტები რომ არ მიმტყიპო შენ არ გამიბრაზდე ასეთი მაშოკირებელი რაღაცეების თქმისთვის, თორე მე რა უნდა მიგტყიპო, ერთი ჩვეულებრივი "პურუშას ამბიციის მქონე" მამრი ვარ |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64005 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 7 2012, 03:06 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
LAIRA და მაინც შენ კრიშნაიდი ხარ და არა ვედები კრიშნაიტი მართლა ვარ (და რაღაც დონეზე სექტანტური ცნობიერება მაქვს), ისევე როგორც მართლმადიდებლების 90%-ზე მეტს აქვს სექტანტური ცნობიერება, მაგრამ მე ქე მაინც ვაცნობიერებ ამას და ოდესმე იმედია კრიშნას ერთგული გავხდები და არა "კრიშნაიდი" ხო და კიდევ ქალურ ეგოსაც "შეგილახავ" და გეტყვი, რომ მხოლოდ კაცებს კი არა, ქალებსაც (მითუმეტეს ჩვენს დროში) პურუშები ჰქონიათ თავი. და საერთოდ ქალსა და კაცს შორის სხვაობა ამჟამად მხოლოდ გარეგნული ფორმებით შემოიფარგლება. მამაკაცური ღირსება და საკუთარი თავის ღმერთის ენერგიად გაცნობიერება ერთმანეთთან არანაირ კონფლიქტში არ მოდის. ენერგიას აქვს მდედრობითი (და არა ქალური) ბუნება, ხოლო მამაკაცური ბუნება ამ ენერგიის მფლობელსა აქვს. და ვინაიდან და რადგანაც ყველაფრის ერთადერთი და უცვლელი მფლობელი მხოლოდ ღმერთია, შესაბამისად ერთადერთი "მამაკაციც" მხოლოდ ისაა. ზედაპირულად (სხეულისეული კონცეფციით) უდგები ჩემს სიტყვებს და არას\წორად გაგებას ჯობია საერთოდ მეორე ყურში გაატარო. |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64003 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 7 2012, 03:00 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
LAIRA იცი რა ეს მართლაც რომ მამაკაცურ ღირსებას აკნინებს ადამიანში მეგობრულად გირჩევ არ გინდა ასე დამცირება საკუთარი თავის რა.როგორ შეიძLება მამაკაცური მე ასე დაამცირო? კაი რა ეს როგორ შეიძლება? ეს რელიგიც აღარაა უკვე ნუ ეს რაღაც მარაზმია მეპატიე მაგრამ ცოტა მართლა შევშფოთდი. თუ მართლა გაინტერესებს მოგვიანებით აგიხსნი დაწვრილებით და თუ თვლი რომ სისულელეს ვლაპარაკობ რა გაეწყობა და ისე თვეში ერთხელ რას გულისხმობ ? ყოველთვეში ვერ ჩაისახება ლოღიკურად , რამდენი შვილის ყოლას აპირებ კაცურად ? ნუ ეს თვეში ერთხელ ზოგისთვის შეიძლება მხოლოდ 1, 2, 3, 4 ან ჰა ჰა 5 აღმოჩნდეს ძალიან მაღალი ეფექტიანობის შემთხვევაში. ჰოდა ბევრი შვილის ყოლის "შიშI" სექსის მოთხოვნილებას ამცირებს |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #64001 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 7 2012, 02:56 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია სექსუალური ენერგიის სწორად ტრანსფორმაციის შესახებ. ვისაც რუსული გესმით ცოტა დრო დაუთმეთ და თავადვე დარწმუნდებით: http://bin.ge/file/52053/-------------------------2.doc.html |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #63999 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 7 2012, 02:53 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
LAIRA და მაინც შენ გამოხატავ რელიგიის დამიკიდებულებას და არა ეზოთერების პოზიციას ამდენად გასაგებია. რელიგიის არა, ცოდნის (ვედების), თორემ ზოგიერთი რელიგია ან მიმდინარეობა არ კრძალავს სიამოვნებისთვის სექსს. რეგულარული სექსი რომ არ გქონდეს შეიძლება დაგიინვალიდდეს კიდეც გარკვეული ორგანოები საინტერესო იქნება ექიმის აზრი ამაზე ეს რომ ინდოელ (ან სხვა) იოგებს უთხრა, მაგრად დაგცინებენ |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #63996 · Replies: 237 · Views: 203,824 |
Posted on: Jan 7 2012, 02:51 PM | |
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 |
ჰოდა კიდევ ერთ დიდ საიდუმლოს გეტყვით, ვიცი, მამრებს გაგიტყდებათ, მაგრამ მაინც: სინამდვილეში მამაკაცი, ანუ პურუშა მხოლოდ ერთია. და ეს ღმერთია (პიროვნული). ყველა და ყველაფერი დანარჩენი ენერგიებია და დაქვემდებარებული ბუნება აქვთ. და მათ ეწოდებათ პრაკრიტი. ჩვენც პრაკრიტი, ანუ მდედრობითი ენერგიები ვართ სინამდვილეში (ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქალები ვართ და კაბა უნდა გვეცვას და რამე... ). აი როდესაც პურუშობა გადავწყვიტეთ და ნამდვილი პურუშას ენერგიებით ტკბობა, მაშინ მოგვაბრძანეს ამ ილუზორულ მატრიცაში და მას შემდეგ ვტრიალებთ ისე, თითქოს სამყაროს ღერძები, ანუ პურუშები ვართ. და ერთმანეთს იმით ვამშვიდებთ, რომ თურმე ერთი ღერძი არ არსებობს და ყველას შეგვიძლია ღერძობა |
Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #63995 · Replies: 237 · Views: 203,824 |
New Replies No New Replies Hot Topic (New) Hot Topic (No New) |
Poll (New) Poll (No New) Locked Topic Moved Topic |
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 10:13 PM |