IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


hermenaut
Posted on: Oct 17 2018, 09:48 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 5-April 18
Member No.: 7,735


QUOTE(Merlin @ 15th October 2018 - 11:59 AM) *
ინდოელებს საკმაოდ დიდი ქვეყანა აქვთ, და მილიარდს გადასცდნენ უკვე)) ინდიელებზე კი არა ინდოელებზე მაქვს ლაპარაკი.


და რა შუაშია ინდოეთი კასტანედასთან ან შამანიზმთან..

ოშოა თუ კრიშნამუტრი თუ ეკჰარტ ტოლე ან რომლიმე მსგავსი??

სრულიად ყველაფერი რასაც წერ არაფერ კავშირშია შამანიზმთან კასტანედას გაგებით..

  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #125149 · Replies: 209 · Views: 116,170

hermenaut
Posted on: Oct 15 2018, 12:41 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 5-April 18
Member No.: 7,735


.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #125017 · Replies: 209 · Views: 116,170

hermenaut
Posted on: Oct 15 2018, 12:40 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 5-April 18
Member No.: 7,735


QUOTE(Merlin @ 7th October 2018 - 02:44 PM) *
კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას: ადამიანის ცნობიერება არ არის სტატიკურად გაჩერებული ერთ ადგილზე, ყოველ ეპოქაში ადამიანს განსხვავებული მეთოდები ესაჭიროება, შეიძლება წარსულიდანაც ბევრი რამის სწავლა, მაგრამ მთავარი წამყვანი ძალა რაღაც ისეთი უნდა იყოს რაც თანამედროვე ადამიანისთვისაა მოცემული. ამას ემატება, ისიც რომ განსხვავებულ რასებს განსხვავებული ცნობიერება აქვთ. ანუ რაც ძველი ინდოელისთვის ან ინდიელისთვის სწორი იყო, ის დღევანდელი ევროპლესითვის უკვე არასწორია. კაცობრიობა ვითარდება და რაც დრო გადის ცუდიც და კარგიც სულ უფრო და უფრო ძლიერად ატყდება მას თავზე, ყოველი ეპოქა ახალ გამოწვევებს და საჭიროებებს აყენებს ადამიანის წინაშე.


რას გულისხმობ სწორში და არასწორში??? მესმის რომ რაღაცეები იცვლება მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დადებითისკენ იცვლება.. ან უბრალოდ თუნდაც დადებითისკენ იცვლებოდეს შენთვის რამდენად დადებითია...

QUOTE(Merlin @ 7th October 2018 - 02:44 PM) *
მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამის კითხვაა, რაც არ მიკითხავს: რას ეძებთ თქვენ? ანუ ეზოთერიკაში რომ დაიწყეთ ძიება, რისი პოვნის იმედი გაქვთ? ეს კითხვა ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ერთი მაგალითად იმიტომ ინტერესდება ეზოთერიკით, რომ თეორიულად გაიგოს რა როგორ არის, და რაღაც პასუხებს რომ იპოვის მერე ინტერესი უქრება, ანუ ესე ყოფილა რაც მაინტერესებდა, ძალიან კარგი და აქ მთავრდება. სხვას საერთოდ არ აინტერესებს რაიმე კითხვებზე პასუხი, მას შეიძლება სულების გამოძახება აინტერესებდეს, რადგან ბებია გარდაეცვალა და კიდევ უნდა მასთან ლაპარაკი. ზოგნს ვიღაც კაცის ან ქალის ხელში ჩაგდება უნდა ოკულური ცოდნის ამ მიზნით გამოყენებას აპირებს, და არას დაგიდევს თუ ეტყვი, რომ ასეთი მცდელობა ძალიან მძიმე შედეგებით შეიძლება დამთავრდეს, თავად მისთვის. ასევე უთქვამთ ჩემთვის, რომ ტელეპატიის სწავლა უნდოდათ, რადგან შეყვარებული აზრებს წაიკითხავდნენ. ზოგს დედამიწიდან სამუდამოდ უნდა წასვლა, რომ აქაურობას ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი, ზოგს კი ლევიტაციის სწავლა უნდა ან ტელეგინეზისა და ასე შემდეგ... ხოდა ჩემს პასუხებს მანამ არ ექნება აზრი სანამ არ მეცოდინება ჩემი მოსაუბრე რას უმიზნებს და რისი მიღწევა სურს.


მე პირადად არაფერს ვეძებ.. მხოლოდ ცოდნას და მის გააზრებას... ვფიქრობ ეზოთერიკა უკვე გულისხმობს თავის თავში იმ პოტენციალს რომ თუნდაც არ ეძებდე ის თვითონ შექმნის შენს გარშემო განსხვავებულ რეალობას..

QUOTE(Merlin @ 7th October 2018 - 08:47 PM) *
მაგალითისათვის შეიძლება ითქვას, რომ ინდოელი ადამიანის სამშვინველი მატერიალურ სხეულში ღრმად არ ჩადის, ამიტომ ის სათანადოდ ვერ ეგუება მატერიალურ სამყაროს, ამიტომაცაა რომ მოუწესრიგებელი, არეული ქვეყანა აქვთ. ისინი უბრალოდ ვერ ითვისბენე მატერიას სათანადოდ, ვერ იმორჩილებენ მას. მეორეს მხრივ დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკელი ადამიანი ზედმეტად ღრმად ჩადის ფიზიკურ სხეულში. ამიტომაც სავსეა ამერიკა ცათამბრჯენებით, და ამიტომაც ტექნოლოგიურ პროგრესში წამყვანი ქვეყანაა და ამიტომაც არის, რომ მკაცრად მატერიალისტური განწყობილებაა გაბატონებული. საქმე იმაშია, რომ ადამიანს ევოლუციისათვის წონასწორობაა საჭირო, ადამიანი არც ძალიან არ უნდა ჩაეფლოს სხეულებრიობაში და არც ზედაპირზე არ უნდა იტრიალოს. ორივე რადიკალურობა ცუდია. სწორი ევოლუციისათვის საჭიროა, რომ ადამიანი ზომიერად ჩავიდეს ფიზიკურ სხეულში ისე, რომ თან შეძლოს მატერიალურ სამყაროსთან ურთიერთობა და თან სულიერთან არ გაწყივტოს კავშირი.


ინდოელებს ქვეყანა არა აქვთ... მეგობარო... ისინი ამოხოცეს და გენოციდი მოუწყვეს.. მთელმა ეგრეთწოდებულმა ცივილიზებულმა სამყარომ.. ევროპამ ანუ.. 20 დან 50 მილიონამდე ინდოელი პირველ ათწლეულებში.. ვირუსებით და უამრავი სხვა დაავადებებით გაანადგურეს ევროპელმა კონკესტებმა.. ხოლო დარჩენილი ხალხი დრო და დრო ებრძოდა სულიერად და არა ფიზიკურად ამერიკას მაგრამ შანსი მაინც არ დაუტოვეს და ასიმილირდნენ.... დაკარგეს კულტურა და ძალიან დიდი ისტორია და დღეს არიან მგონი 5 მილიონამდე...


  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #125016 · Replies: 209 · Views: 116,170

hermenaut
Posted on: Apr 5 2018, 10:43 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 5-April 18
Member No.: 7,735


QUOTE(Merlin @ Feb 9 2017, 05:22 PM) *
კრიშნამურტს, დონ ხუანს და გურჯიევს არამგონია რამე ჰქონდეთ საერთო.

გურჯიევს კარგად არ ვიცნობ მარა ის შემიძლია ვთქვა რომ ახლა გურჯიევის დრო არ არის. კაი მსმელი და სქესობრივ სიამოვნებებს აყოლილი კაცისგან მე პირადად მოვერიდებოდი სიბრძნის სწავლას. მით უმეტეს იმდენი სიბრძნით აღსავსე წიგნია წასაკითხი და იმდენი პრაქტიკაა საკეთებელი რომ გურჯიევისთვის მე ვერ მოვიცლიდი.

კრიშნამურტი ნახევრად ფილოსოფოსია და ნახევრად კაცმა არ იცის რა. მაგრამ ის კი უეჭველია რომ მის თეორიებს სწორედაც რომ არსად არ მიყავხარ. კიბატონო მოვისმინეთ და გავიგეთ ან ვერ გავიგეთ, მაგრამ მეორე დღე რომ გათენდება არაფერი შეცვლილი არაა. ყველაფერი ისევ ისეა. ანუ როგორც ფილოსოფოსების შემთხვევაში აზრებად რჩება ყველაფერი და მით უარესი ისაა, რომ მასწავლებლები არ გინდათო იმას ქადაგებს... პრაქტიკა არაო, მეთოდი არაო, ის არაო, ეს არაო, და აბა რაო? მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ კრიშნამურტის იდეებით ვინმეს რამე ეშველოს. (თუმცა კი კრიშნამურტის პიროვნულად დიდ პატივს ვცემ).



იქნებ ჯერ წაგეკითხა მსმელი და ხორციელ სიამოვნებს აყოლილი კაცის რამე... სმა და სიამოვნებასთან პრობლემა რა გაქვს? სავარაუდოდ გასხიოსნებული კაცი ასკეტური ცხოვრებით მცხოვრები წარმოგიდგენია..



QUOTE
დონ ხუანს რაც შეეხება აქ უკვე სხვანაირადაა საქმე, პატივცემული დონ ხუანი, როგორც უძლიერესი მაგი დიდი ცოდნის მატარებელი იყო და კასტანედას წყალობითი დიდი მემკვიდრეობაც დაგვიტოვა, რომელიც რეალურად შეიძლება გამოიყენო, ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას რომ განსაკუთრებული ცხოვრებით იცხოვროს ადამიანმა. მაგრამ მანდ ერთი ნაკლია: ეგ ყველაფერი მხოლოდ ცალკეული ტრადიციის ცოდნა და სწავლება, შესაბამისად საერთო სურათი არ ჩანს და ცოდნა ნაკლულია (მაგალითად არაფერია ნათქვამი რეინკარნაციაზე, კარმაზე, ზნეობაზე, სიყვარულზე, თანაგრძნობაზე, მსახურებაზე და ასე შემდეგ) და რაც მთავარია მათი საბოლოვო მიზანი ამ საერთო სურთიდან გამომდინარე დიდი კრახია ჩემი აზრით. ევოლუციიდან გადიოდნენ ისინი, ასე აღწევდნენ უკვდავებას და ეს ითვლებოდა საბოლოვო მიღწევად, არადა ნამდვილი კრახია. ეს არის არასრული ცოდნის შედეგი.



კასტანედას გადმოცემულ სისტემაში კონკრეტულადაა დალაგებული მიზნები და მეთოდები და ამ მეთოდების ფლობის და სრულყოფის პრაქტიკური სავარჯიშოები... თუ სავარჯიშოებს დავარქმევთ



რეინკარნაცია, კარმა, სიყვარული, თანაგრძნობა და მსგავსი სისულელეებით შამანი ვერ იქნება დაკავებული... ეს სიტყვები შამანითვის ცარიელი სიტყვებია.. გიყვარს გიყვარდეს არ გიყვარს არც ამას უშავს.. სიყვარული არ არის ერთადერთი რამ რაც ადამიანის შესაძლებლობებშია.. სიყვარული მიკერების და მიწებების და მეტი უაზროდ და უმიზეზოდ შექმნილი ემოციების ველია სადაც რაც მეტად გიცნობენ მეტად მოელიან რაღაცას შენგან და გიზღუდავენ თავისუფლებას იყო დროში და სივრცეში შეუმჩნეველი და შეინარჩუნო ნავიგაციის უნარი..

კარმა რა არის.. რელიგიური რაღაცაა თითქოს საკმაოდ აბსტრაქტული.. შამანმა იცის რომ ყოველთვის არსებობს მის ხედვაში და ინტერპტრეტაციათა სისტემაში სიკვდილი, ძალა, მზადყოფნის აუცილებლობა, ინერტულობა და აშ უამრავი ბევრი რამ.. მისთვის კარმაზე მინდობა პათეთიკური აქტია, რეალობა ისაა რომ მას სიკვდილი ელოდება და არ აქვს დრო კარმის მსგავსი რაღაცეების ჯეროდეს.. ის მაქსიმალურად პრაგმატული არსებაა... შამანი კარმას იღებს და მის ინტერპრეტაციათა სისტემაში ახლებურად შეყავს...

ვინ გადიოდა ევოლუციიდან და რა უკვდავებას აღწევდა შეგიძლია მითხრა?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #123195 · Replies: 209 · Views: 116,170


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 27th May 2024 - 09:58 AM