Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ ვინმემ კარგი მკითხავის ნომერი მომწერეთ

Posted by: matashi Aug 12 2012, 07:01 PM

მომწერეთ ვინმემ კარგი მკითხავის ნომერი პირადში ჩემს ახლობელს სჭირდება.

Posted by: damiana Aug 12 2012, 07:06 PM

QUOTE(matashi @ Aug 12 2012, 07:01 PM) *
მომწერეთ ვინმემ კარგი მკითხავის ნომერი პირადში ჩემს ახლობელს სჭირდება.

მე ვარ კარგი მკითხავი, მაგრამ არ ვმკითხაობ, ისე შენ გეტყოდი მატაში, რომ არა ის გულგატეხილობა და კონფლიქტი აზრზე ვერ მოხვიდოდი დღემდე, ასე რომ ზოგი ჭირი მარგებელია smile.gif

Posted by: matashi Aug 12 2012, 07:10 PM

აბა რაზე მეუბნე პირადში მომწერე

Posted by: damiana Aug 12 2012, 07:15 PM

QUOTE(matashi @ Aug 12 2012, 07:10 PM) *
აბა რაზე მეუბნე პირადში მომწერე

პირადში არავის არაფერს ვწერ, იცი შენ რაზეც გეუბნები smile.gif ოდნავ დაგიკონკრეტო? smile.gif
შეურიგდი ფაქტს რომ სხვის ცხოვრებაზე გავლენა არ შეიძლება, ყველა ირჩევს იმას რასაც ირჩევს, ვიცი გულსატკენია, მაგრამ გვერდიდან შეხედე, არ გააბედიო არავის შენით მანიპულირება და თავადაც არავის მანიპულაციას არ სეეცადო, ჯერ არ გიმანიპულაცია არავითი, მაგრამ აქეთ მიდის საქმე და აირიდე ეს ჯობია smile.gif

Posted by: damiana Aug 12 2012, 07:21 PM

მატაში------დაიბენი? smile.gif

Posted by: matashi Aug 12 2012, 07:25 PM

ვერ ვხდები რას მეუბნები დასამალი არაფერი მაქ რაც გინდა პირდაპირ დაწერე და რას უნდა შევურიგდე?რას სხვისი ცხოვრების გავლენაზე ამბობ?კი მაარრთალია ვცდილობ ზეგავლენა მოვახდინო ჩემსა და ჩემს გარშემომყოფებზე მაგრამ შენ რას ამბობ ვერ გავიგე



ასეთი ტიპის კითხვა შეგიძლიათ დასვათ თავისუფალ განყოფილებაში. და თემის გახსნა არ არის საჭირო.
პირადი ხასიათის საუბრები კი პმ-ით.
თემა იხურება.

Posted by: earth Nov 9 2017, 12:19 AM

matashi
შეიძლება არ შემოდიხარ ამ ფორუმზე ამ ბოლო დროს, მაგრამ მინდა დავწერო აქ ამ თემაში რა არის მკითხავი და როგორ „სრულდება“ ხშირად ნამკითხავები.
არცერთ მკითხავს არ აქვს ძალა და ალბათ უფლება რომ გიმკითხავოს. მკითხაობის დროს ხდება შენი მომავლის დაპროგრამება და ხდება დაპროგრამება ხშირად შენთვის არასასურველი მომავლის. ყველაფერს ასრულებს ჩვენი ქვეცნობიერი, რასაც ეტყვი ჩვენს ქვეცნობიერებს და ირწმუნებს ის ხდება და სრულდება ასე ნამკითხავები, რადგან არა მკითხავი „იგებს“ შენს მომავალს, არამედ შენი ქვეცნობიერი ასრულებს პროგრამას, რომელსაც მის „დისკზე“ წერ. მიეცი შენს ქვეცნობიერს შენ დაწეროს ის რაც შენ გინდა შენს მომავალზე, რომ შენი ფიქრების შემსრულებელი იყოს და ნუ მიუშვებ შენს ქვეცნობიერთან იმას, ვისაც მკითხავი ჰქვია და ხშირად არ იცის რას აკეთებს და როგორ.

Posted by: starscream Mar 3 2018, 12:14 PM

ბებიაჩემს ააქვს მკითხაობის სერიოზული ნიჭი მკითხაობს ჩვეულებრივ კარტზე ძალიან სერიოზულად ყველას ყველაფერი უხდება 100 % ჩემს გარდა biggrin.gif მე რაღაც სისულელეებს მეუბნება და აქეთ მაბრალებს არ გაქვს დალაგებული ტვინიო ტვინში აზრებიო. როგორც მივხვდი არხი აქვს გახსნილი და კარტი ინსტრუმენტის როლს თამაშობს. ხო მკითხაობაში ფულს არ იღებს და მხოლოდ ნათესავებს და მეგობრებს მკითხაობს სხვას არა ამიტომ არის სერიოზული მკითხავები ფულზე არ მკითხაობენ და ძნელია მათი ნახვა ამიტომ რომც წახვიდეთ მკითხავებში ვერაფერსაც ვერ გეტყვის ბებიაჩემმა მაქსიმუმ 2 ჯერ გაშალოს კარტი ბლომად ენერგია მიაქვს და წარმოგიდგენიათ ეხლა დღეში ბევრი კლიენტი ვინც ყავს იმან რა უნდა გიმკითხაოვს არაფერი არ ახდება.

Posted by: earth Mar 3 2018, 05:15 PM

biggrin.gif
მეც გავიარე მკითხავებთან სიარულის ეპოქა ახალგაზრდობაში, დავდიოდით ხოლმე გოგოები. სასაცილო ისაა, მეც ვერავინ ვერაფერს მკითხაობდა, სხვები ამბობდნენ ვა, ეს მითხრა ის მითხრაო. მე არც მისრულდებოდა რამე და აბდაუბდას მეუბნებოდნენ. biggrin.gif

Posted by: tikoroma Mar 7 2018, 04:53 PM

მატაშის აღარ ესწავლება ეგენი ;დ

Posted by: elli Mar 9 2018, 02:46 PM

ამ შემოდგომაზე, მე და ჩემი მეგობრები ვისვენებდით ბათუმში. მოკლედ გცასწავლეს ქალი, რომელიც ტაროს კარტით მკითხაობდა. ოთხივენი წავედით. რა არ მიწინასწარმეტყველა, სულ ია-ვარდით მომიკირწყლა გზა. თან გამაფრთხილა 6 თვეზეა ეს მკითხაობა, მეტი იქეთ არაო. კარიერის გზა უპრობლომეოაო, ჯანმრთელობას საშიშროება არ აქვსო და იქედან ზუსტად 3 თვეში დავკარგე სამსახური და ისეთი ოპერაცია გადავიტანე 1 კვირა აპარატზე ვიყავი შეერთებული. არადა სამივეს ყველაფერი ერთი-ერთში აუხდათ.
არაფერში არ მწყალობს ბედი მე

Posted by: tikoroma Mar 9 2018, 03:05 PM

მკითხავი იქით იყოს და წარმატებებს გისურვებ ყველაფერში
l_daisy.gif

Posted by: earth Mar 9 2018, 06:34 PM

elli
ვა, შენ ყველაფერი პირიქით აგიხდა რაც გითხრა?
აღარასოდეს იმკითხაო, იმას გეტყოდი...

Posted by: ano Mar 10 2018, 08:15 PM

ორი წლის წინ ბაზარში ვიყავი წასასვლელად ვემზადებოდი და საჭირო ნივთებს ვყიდულობდი, ციგნის მკითხავი გადამიდგა წინ მითხრა ჯადო გაქვსო, დედაშენს აქვს და მისგან გადმოვიდა შენზეო, ნუ სხვა რაღაცეებიც მითხრა, და შემაბა მაგ ჯადოს მოგხსნი რა ფულიც გაქ მომეციო ოც ევროს ვაძლებდი, მაგი არ ეყოფაო, მეტი არ მაქ მეთქი ის ასი ლარი მომეციო, მაგდენს ვერა მეთქი, ნუ იმდენი მეჩალიჩა ასი მივეცი, ძაგი ჰასკვნა მგონი შვიდჯერ, წადი გზაჯვარედინზე გადააგდეო, და თუ ნასკვი გაიხსნა ე.ი. ჯადო მოგეხსნა თუ არადა არაო, უკან არ მოიხედოვო და არავის არ მოუყვე ამ ამბის შესახებ თორემ არ იმუშავებსო, წავედი გავხსენი ხელი ნასკვი გახსნილი იყო და გადავაგდე, და პლიუს ის ოცი ევროც გამქრალი იყო, რაღაც ფოკუსით ისე ამაცალა ფული აზრზე ვერ მოვედი,
იმის მერე ისეთი ნაბიჯები გადავდგი, რაც არაა მისაღები, და ჯერჯერობით მგონია რომ არასწორ გზას დავადგი, საერთოდ არ შევხვედროდი იმ ჯადოქარს ჯობდა, კარმა შემიცვალა თქო მგონია, იმ ბლოკების მოხსნით ნევრი მცდარი რამ გავაკეთე და გავირთულე ცხოვრება, შინაგანი კონფლიქტი გამიორმაგდა, უაზრობაა ვინმეს რო აძლევ შენი ბედის გადაწყვეტის უფლებას

Posted by: starscream Mar 10 2018, 08:43 PM

ano
რა კარმა შეგიცვალა მიგაგიპნოზა ბანალურად =)) არ მეგონა მაგათ ეგეთ ნათქვამებზე ვინმე თუ ეგებოდა

Posted by: starscream Mar 10 2018, 08:46 PM

ეს ძალიან ცუდია იმას ნიშნავს რომ სასიცოცხლო ენერგია ნაკლები გაქვს ბევრი რომ გქონდეს სხვა ვერ მოგახვევდა თავზე ნებას ვერ დაგაგიპნოზებდა ეს ძალიან ცუდია გირჩევ მედიტაციები დაიწყო პრანის დასაგროვებლად

Posted by: ano Mar 10 2018, 09:07 PM

მართალი ხარ, გეთანხმები ყველაფერში
გიპნოზი გამიკეთა და აზრზე არ ვარ ფული როგორ გაქრა, აი მაგ მარჩიელს რო შევხვდი ეგეც ჩემი დაბალი დაცვის ველის ბრალია და პლიუს ათასი მორიგი მცდარი ნაბიჯი ცხოვრებაში

Posted by: earth Mar 10 2018, 10:40 PM

ano
წარმოიდგინე და წარმოდგენაში დაწვი ყველა ის მოქმედება რაც ციგნებთან მოხდა მაშინ. შეეცადე დაივიწყო კიდეც როგორც მოვლენა. აი „დილიტ“-ს რომ ვაკეთებთ კომპში ისე.
ციგნებისაგან მეც მიგვრძნია ენერგიის გამოწოვის სისტემა.
საერთოდ არანაირი მკითხავი და მკითხავობა, არც ტარო მგონია სწორი, რადგან აქ ტარო ეზოთერიკებში შედარებით მოდაშია...
მე ადრე საქართვლოში ამ ყავაში ჩახედვებიო და ყველაფერი გამიკეთებია, მაგრამ ახლა არანაირ მკითხავობას აღარ ვაკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ ხან არ მაინტერესებს, კი მაინტერესებს, მაგრამ არა, არასოდეს მეტად ეს შეცდომაა.

დაწერეთ თქვენი ბედი, ის რასაც დაწერთ ისაა თქვენი მომავალი.

Posted by: starscream Mar 11 2018, 12:28 AM

ano
არაუშავს ეგრე ფულის დაკარგვა/მოპარვა/ ჯობია როცა რაიმეს დაკარგვის დრო მოდის ვიდრე ჯანმრთელობით მოხდეს ეს ყველაფერი წმენდაა ერთგვარი

Posted by: elli Mar 11 2018, 12:52 AM

tikoroma
earth
l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)