Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ არსებობს მკვლელისთვის გამართლება?

Posted by: giorgi.milani Dec 20 2012, 06:57 PM



ე პირადად მიმაჩნია ჩემი საკუთარი გადმოსახედიდან რომ ყველა ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანის მოკვლა გააჩნია სადამდე მიიყვან, რომ ასეთი ქმედება ჩაიდინოს.

ეს თემა გავხსენი იმიტომ რომ უბრალოდ განვიხილოთ ყველამ ჩვენი გადმოსახედიდან რამდენად გამართლებადი იქნებოდა ადამიანის მკვლელობა და თუ იქნებოდა რა შემთხვევაში.

ზოგადად, ეს დიდი ტრაგედიაა, მაგრამ მაინც არის ალბათ შემთხვევები, როდესაც ადამიანის მოკვლა გამართლებულია. ანუ რა შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, ადამიანის მოკვლა და თქვენ რა შემთხვევაში გაიმეტებდით ადამიანს მოსაკლავად?! justcuz_hourglass.gif

Posted by: Dondariable Dec 20 2012, 06:58 PM

რა ცუდი სურათია

Posted by: marissa Dec 20 2012, 07:50 PM

თავდაცვის მიზნით მკვლელობა ჩემი აზრით გამართლებულია,სხვა შემთხვევაში ჯობია რამე სხვა მოვიფიქროთ თუ ვინმემ ძალიან მოგვაბეზრა თავი,მოკვლა არაა აუცილებელი kos.gif

Posted by: Dondariable Dec 20 2012, 07:51 PM

არადა რამდენია ღირსი..



Posted by: marissa Dec 20 2012, 07:57 PM

QUOTE(Dondariable @ Dec 20 2012, 07:51 PM) *
არადა რამდენია ღირსი..

არა მოკვლის ღირსი არავინაა,მკვლელობა ძალიან მარტივი და ბანალური მეთოდია,ჯობია უფრო კრეატიულად მიუდგე საკითხს biggrin.gif curtsey.gif მარტო უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება

Posted by: kindatma Dec 20 2012, 07:57 PM

მსხვერმპლმა,თავისი ფიქრებით და ქმედებებით თვითონ გამოიწცია ეგეთი მოქმედემა თავის თავზე.ანუ თვითონ შექმნა "მკვლელი" და ასე ვთქვათ "თავი მოიკლა".

Posted by: kindatma Dec 20 2012, 07:59 PM

პატარა ბავშვებს რაც შეეხება კი,ეს მათი მშობლების ფიქრებით არის გამოწვეული.ანუ ბავშვის დაბადებამდე დედის და მამის ფიქრები ან კარმული ვალი

Posted by: Dondariable Dec 20 2012, 07:59 PM

kindatma

ციტატა
მსხვერმპლმა,თავისი ფიქრებით და ქმედებებით თვითონ გამოიწცია ეგეთი მოქმედემა თავის თავზე.ანუ თვითონ შექმნა "მკვლელი" და ასე ვთქვათ "თავი მოიკლა".



მაგრად მეეჭვება მასე იყოს...

სისულელედ მეჩვენება.

Posted by: kindatma Dec 20 2012, 08:02 PM

კარგი მაშინ რატო გინდა ვიღაცეების მოკვლა? შენ თვითონ არ თქცი რამდენი არისო ღირსი.)) რატო ფიქრობ ეგრე? იმათი მოქმედებები არ მოგწონს.ენერგეტიკულ დონეზე კი შენ იმათ სამყაროს უტევ,ეს კი კოსმოსურ კანონს შეეწინააღმდეგება.კოსმოსი რომ დავივიწყოთ,თვითოეული ადამიანი წარმოადგენს ერთიან ცნობიერებას,ან ღმერთს როგორც მოგწონთ ისე დაუძახეთ.როცა უტევ სხვის ადამიანის სამყაროს შენ ავტომატურად შენ თავს უტევ.

Posted by: Dondariable Dec 20 2012, 08:13 PM

kindatma

ციტატა
თვითოეული ადამიანი წარმოადგენს ერთიან ცნობიერებას,ან ღმერთს როგორც მოგწონთ ისე დაუძახეთ.


მე აღარ ვიზიარებ მაგ შეხედულებას.


სულაც არ მინდა რაღაცის ნაწილი ვიყო.

მე ინდივიდუალური, თავისუფალი სული ვარ, არაფერი მაქვს სხვა სულებთან საერთო.


Posted by: kindatma Dec 20 2012, 08:14 PM

good.gif მადლობა ყურადღებისთვის ))

Posted by: giorgi.milani Dec 20 2012, 10:10 PM

QUOTE(kindatma @ Dec 20 2012, 07:57 PM) *
მსხვერმპლმა,თავისი ფიქრებით და ქმედებებით თვითონ გამოიწცია ეგეთი მოქმედემა თავის თავზე.ანუ თვითონ შექმნა "მკვლელი" და ასე ვთქვათ "თავი მოიკლა".

ფიქრებით არ ვიცი მარა ქმედებებში ნამდვილად გეთანხმები, რომ მსხვერპლი აქცევს სხვას უმეტეს შემთხვევაში მკვლელად. მარტო დავით აღმაშენებელის მაგალითი ავიღოთ, რაც მაგას ხალხი ყავს დახოცილი... მარა ვიცი ეხლა მეტყვით ომში კაცის კვლა არაა ცოდვაო.გინდაც ეგრე იყოს, ომის გარდა , ვინც საქართველოში ცხოვრობდა არა ქრისტიანი მახვილით ავრცელებდა ქრისტიანობას და ვინც არ იღებდა ქრისტიანობას სარწმუნოებად ყველას თავს აცლიდა. მერე + რამდენი კაცი ყავს მოკლული სხვისი ხელით "ბრძანებით" . კაცის კვლა ხომ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას? მაშინ რატომ აკურთხეს წმინდანად მკვლელი?

Posted by: giorgi.milani Dec 20 2012, 10:17 PM

მოდით უბრალოდ წარმოვიდგინოთ დღევანდელი სიტუაცია. მაგალითად ბიძინა ივანიშვილის შვილს ბერას, რომ საფრთხე შეუქმნას ვინმემ და იარაღი დაუმიზნონ. მაშინვე მოახდენს თუ არა დაცვა მის ლიკვიდირებას? ხო გაუხვრიტავენ შუბლს?
პასუხი: რათქმაუნდა დიახ !
ეხლა წარმოვიდგინოთ. მე უბრალო მოქალაქე რომელსაც დაცვა არ მყავს , ჩემთვის პატიოსნად ვცხოვრობ ,არავის არაფერს არ ვუშავებ და ამ დროს ვიღაც უქმნის ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს და იარაღს მიმიზნებს. მე ამოვიღე ჩემი იარაღი ვესროლე და მოვკალი. ჩემზე მთელი საზოგადოება დაიწყებს ლაპარაკს ეგ უნამუსო ეგ კაცის მკვლელიო და პლიუს მინიმუმ 10 წელი ჩამსვავენ ციხეში, საიდანაც ან გამოვალ და ან არა და თუ გამოვალ არაფრის ქმედითუნარიანი ავადმყოფი. ხოლო ბერას , რომლის დაცვამაც კაცი მოკლა მისი სიცოცხლის საფრთხის შექმნის გამო , არც არავინ დაიჭერს, არც საზოგადოება გაკიცხავს და ღმერთთანაც მართალი იქნება და მე ყველაფერი პირიქით!!!

განა ეს არის სამართალი???? superstition.gif

Posted by: old_man Dec 20 2012, 10:27 PM

QUOTE
კაცის კვლა ხომ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას? მაშინ რატომ აკურთხეს წმინდანად მკვლელი?

საქმე ის არის, რომ ხშირად რელიგია მორგებულია პოლიტიკურ და ეროვნულ ინტერესებს. მარა განა ღმერთი გაამართლებს მკვლელობას? მეეჭვება
ვიღაც იტყვის ბიბლიაში წერია: "რომელმან ხემან არ გამოიღოს კეთილი ნაყოფი ის უნდა მოიკვეთოსო" biggrin.gif წავა და მიუსადაგებს ამას როგორც მის ინტერესებში იქნება ))

Posted by: td......... Dec 20 2012, 10:33 PM

giorgi.milani
მწვადი უფრო გიყვარს თუ ხინკალი?

Posted by: giorgi.milani Dec 20 2012, 11:06 PM

QUOTE(td......... @ Dec 20 2012, 10:33 PM) *
giorgi.milani
მწვადი უფრო გიყვარს თუ ხინკალი?

ეგ რა შუაში იყო ეხლა ღადაობ შენი აზრით?

Posted by: jarmen Apr 20 2013, 12:44 AM

თავისთავად გამართლებულია როცა ბრძოლის ველზე კლავ ”ბრაჰავარგიტაში” კარგად ხსნის კრიშნა როცა მტერია და შჰენ წინააგმდეგ დგას ძმაც რომ იყოს დასაშვებია მოკლა, იმიტომ რომ სული უკვდავია... პირიქით მადლიცაა იმიტო რო ტანჯვით ის ცოდვებისგან თავისუფლდება (მე ასე მგონია)

Posted by: Existence Apr 21 2013, 12:52 AM

არსებობს მკვლელისთვის გამართლება?

ეს თემა ამ განყოფილებაში (პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები) არ უნდა იყოს და ოლდ მენ თუ გადაიტან კარგი იქნება.

Posted by: Simulated Apr 22 2013, 08:15 PM

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/30133-sulisshemdzvreli-kadrebi-cirkis-ckhovelebze-romlebzec-fizikurad-dzaladoben-18.html ხელიც კი არ ამიკანკალდებოდა ისე გამოვუტანდი სასიკვდილო განაჩენს ჩემი ხელით.

Posted by: giorgi.milani Apr 23 2013, 12:28 AM

QUOTE(Simulated @ Apr 22 2013, 09:15 PM) *
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/30133-sulisshemdzvreli-kadrebi-cirkis-ckhovelebze-romlebzec-fizikurad-dzaladoben-18.html ხელიც კი არ ამიკანკალდებოდა ისე გამოვუტანდი სასიკვდილო განაჩენს ჩემი ხელით.

აუ აუ ნეტა არ დაგედო ცუდად გავხდი ეს რა სადისტობაა. ადამიანზე უფრო მხეცი არსება მართლა არ არსებობს რა sad.gif

Posted by: daliela Apr 23 2013, 01:46 AM

რასკოლნიკოვიც ასე ბაზრობდა და ბოლოში როგორ დაენძრა ხო წაგიკითხავთ ? kos.gif
როცა არ ქმნი,არც განადგურების უფლება გაქვს ..
და როცა ანადგურებ მაშინ შენც ნადგურდები

მე ასე მწამს

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)