მოდი სიახლე შემოვიტანოთ ფორუმზე. ყველამ, ვისაც შეგვიძლია და ვისაც გვინდა წერილი დავუწეროთ ღმერთს. წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთი პიროვნებაა, რომელიც ამ ჩვენს წერილებს გულისყურით წაიკითხავს (და იმედია რაღაც ფორმით გვიპასუხებს კიდეც)...
მე ჯერ არ ვიცი რა დავწერო. თუ სათქმელი გამიჩნდება აუცილებლად დავწერ.
იქნებ ვინმეს უნდა რამე დაწეროს? თუნდაც ორი სიტყვა... თუნდაც დიიიდი წერილი...
Atman
თამაშის წესებით ჯერ შენ უნდა დაწერო
გურული ხომ იცით როგორ გაუგზავნიდა წერილს?
--რომ ხარ ქე ვიცი,
--რა მინდა კე იცი,
-აბა შენ იცი!!!!
elli
.
მე ესეგი ეგეთი წერილი მაქ ერთ დღეში მინდა ბოდიბილდერი გავხდე
საუბარი ღმერთთან
უფალო, შენთან საუბარი მინდა. ჩემი ტკივილი მინდა რომ აგიღწერო. მიყვარხარ უფალო და მწამს რომ არსებობ და შენი ძალა ყველა ძალაზე უფრო დიდია. ღმერთო, ვიცი რომ მისმენ. მისმენ როდესაც ვლოცულობ და ვიცი ასევე როცა ჩემი ლოცვა ჩემი გულიდან გამოდის, მაშინ შენ მისრულებ თხოვნას, რაც ლოცვის დროს წარმოვთქვი.
ღმერთო, მომეცი ძალა გულიდან გამოსული გრძნობით ვილოცო. იყავი ჩემში უფალო და ხელი შეახე ჩემს გრძნობას, რომელიც გულიდან გამოდის, ხელი შემიხე უფალო და გამოუშვი გარეთ, გამოუშვი გარეთ ის უდიდესი, უზარმაზარი, უსასრულო სიყვარული, გამოუშვი სიყვარული, რომელიც შენ მომეცი და მათხოვნინე სიყვარულით.
ღმერთო, მაპატიე, მაპატიე რომ მუდამ შენში არა ვარ, მაპატიე რომ მუდამ ჩემში არ გგრძნობ, მაპატიე რომ ამ ბედნიერ წუთებს მუდმივობად არ ვაქცევ და ვცხოვრობ, ვხცხოვრობ ისე როგორც ყველა. ვცდილობ ვისწავლო ბევრი რამ , შენზე ცოდნა უფალო სწავლით გავიღრმავე, მაგრამ სწავლით არ გამიგია. მე მუდამ ვიცოდი რომ შენ არსებობ, არასოდეს არ მახსოვს რომ მეფიქრა რომ არ არსებობ, იყო ხშირად რომ შენს სახელს არც კი ვახსენებდი, მაგრამ ყოველთვის მწამდა შენი. სიყვარული და იმედი ხშირად მაკლდა. იმედი კიდევ უფრო მეტი. ახლა სიყვარული იდგამს ფესვებს ჩემში და ძლიერდება. ახლა ვიცვლები და გული ჩემი ნაზ ვარდთა ფოთოლთა ფრიალს მაგონებს. რა სილამაზეა ვარდის პეტალში. ღმერთო, განსხეულდი ჩემში, მომეცი სიყვარული, გამითბე გული, სითბო მოატარე მთელს სხეულს და მაშორე ტკივილები და ავადმყოფობა. შენით მატარე, შენთან მამყოფე...
ძნელია ეს გზა უფალო სრულად, მთლიანად... მე შენ მიყვარხარ უფალო, მაგრამ სიცოცხლეც მიყვარს. მომეცი ღმერთო სილამაზე რომელიც შეჰქმენ. მომეცი ღმერთო, ვარდების ბაღი, ყვავილები, ლამაზი მცენარეები. მასწავლე მათთან ლაპარაკი და მაცხოვრე ღმერთო ამ ცხოვრებით.
ღმერთო მოგვეცი პური. ღმერთო მომხედე, მომეცი ძალა, იყავი ღმერთო ჩემთან ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს.
მადლობთ რომ მომეცი ამ ლოცვის თქმის უფლება.
8 იანვარი 2009 წელი ხუთშაბათი
ერთი კვირის წინ გადაცემა ვნახე შიზოფრენიკ ბავშვებზე,(ან უფრო სწორად, რასაც შიზოფრენიას ეძახიან) დეტალებს არ მოგიყვებით, ძალიან მძიმეა. თითქოს მესმის და შემიძლია "ვიფილოსოფოსო", რა და რატომ ხდება, სად არის ლოგიკა - ისე რომ სხვა დავარწმუნო, მაგრამ საშინელ ტკივილს და უსამართლობის შეგრძნებას ვერ ვიშორებ.
რატომ, ღმერთო?!
kate
Atman
საქმეც, იმაშია, რომ მე თვითონ შემიძლია ავხსნა რატომ და როგორ, ისე რომ სხვას ტკივილი შევუმსუბუქო, მაგრამ მე თვითონ ვერ ვიშორებ ამ ტკივილს და უსამართლობის შეგრძნებას ერთი კვირაა უკვე. და თუ კი ვხვდები, რატომ მტკივა ასე ძალიან?!
მაგრამ ვერც მე და ვერც შენ ღმერთობაზე თავს ვერ დავდებთ .....
kate
ღმერთმა იცის რას შენს გულშია . ის როგორი ღმერთია თუ არ ეცოდინება ადამიანის გონება.
სულ "ვწერდი" ღმერთს წერილებს, სულ გულისტკივილი მქონდა და საოცარი უსამართლობის გრძნობა მკალვდა.. მერე ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა სამარტალს აქ მაინც ვერ იპოვნი და ტყუილად წვალობო.. მერე უცებ ყველაფერი ტავის ადგილას დალაგდა. პროტესტი არ განელებულა ადამიანური პროტესტი, მაგრამ მოვიდა გაგება, რატომ ....
ეხლა ღმერთს მხოლოდ მადლობის წერილებს ვწერ ხოლმე ან უბრალოდ ვსაუბრობთ სხვადასხვა ტემებზე...
Atman
ნილ დონალდ უოლჩის "საუბრები ღმერთთან" ნახეთ:
http://lib.aldebaran.ru/author/uolsh_nil/uolsh_nil_besedy_s_bogom_neobychnyi_dialog_kniga_1/uolsh_nil_besedy_s_bogom_neobychnyi_dialog_kniga_1__5.html
ჩემი ნაწერი ამ სათაურს სრულად არ მოიცავს თუმცა ნაწილობრივ ეხება და ის სულ რამოდენიმე წუთის წინ დავწერე, ალბათ ბევრს არ მოგეწონებათ, მაგრამ მე მაინც დავწერე, თუ რატომ ამას ნაწარმოებში წაიკითხავთ, და გთხოვთ ძალიანაც მკაცრად ნი განმსჯით.
ხადახან სიკვდილზე საშიში მარტოობაა, რადგან ეს უკანასკნელი სწორედ რომ სივდილის გამომწვევი მიზეზი ხდება, მეც მარტოობა მაწუხებს ხშირად, ხოდა მინდა რომ ამ ნაწერით ჩემი დარდი, მსოფლმხედველობა და მოსაზრება გავუზიარო ფართო საზოგადოებას, შეიზლება ვიღაცამ გულში ბოროტად თქვას, რაში მაინტერესებს ან მისი დარდი და ან რაიმე მოსაზრებაო, აბსოლუტუად მართალი ხართ ბატონო, დღეს ხომ ერთმანეთის არ მოსმენა და უპატივისმცემლობაა მოდაში.მოდა ეს დროის ერთერთი შემადგენელი ნაწილია, ის ფართოდაა გავრცელებული ჩვენში, მოდას აყოლიებული კი ბევრს ივიწყებ. ვარდები აწმყოში და უცბად მიფრინავ მომავალში, მაგრამ ეს ხომ წარსულის გარეშე ა რმოხდებოდა? პატივი მაინც ვცეთ ჩვენს წარსულსა და ღირსებას!
მოკლედ ძალიან უაზრობად მიგაჩნიათ ალბათ ჩემი საუბარი ხომ? არადა როგორ მიყვარს ჩემი აზრების გაფანტვა გაშლა, იმდენი აზრი მიტრიალებს თავში არც კი ვიცი რომელით დავიწყო, ან საერთოდ რა დავიწყო? უბრალოდ ისევე როგორც მწველი ადამიანი უშვებს კვამლს, აფრქვევს მას ცაში დიდი სიამოვნებით,შეიძლება იმასაც არ უფიქრდებოდეს რომ მოწევით ის არამარტო თავს არამედ სხვასაც ვნებს, თუმცა რა ? მას ხომ სიამოვნებს ბოლის გაშვება, რომ ჩაისუნთქავს და თითქოს დარდს ყლაპავს, ხოლო ამოისუნთქებს და დარდიც ქრება, მეც შემიძლია ჩემი თავი შევადარო მწეველს, ვდარდობ ბევრს, შემდეგ დავუჯდები ჩემს საწერ მაგიდას ჩემივე ოთახში, რომელიც საკმაოდ მოკრძალებულია და ჩემს წყვილთან ერთად,ჩემს კალამთან ერთად ვუფიქრდები ჩემს წარსულს, ვაანალიზებ აწყმოსა და ვგეგმავ მომავალს, ერთს ჩავისუნთქავ, აი ცჰავიდა დარდი, გონების ფანტაზიებში ცისარტყელისფერ ცხოვრებას ეკიდება დარდი, გამოჰქაჩავს და აი ამოვისუნთქე, როგორც იქნა ვიღაცას გავუზიარე ჩემი დარდი! ჩემი ფანტაზიები... ოჰჰ რამდენს ვწერ, აღარც ვიცი რა დავწერო თუმცა მაინც ვწერ, იმასაც დავწერ რომ ახლა ვზივარ მონიტორის წინ, ღამე ბნელ და არაფრისმთქმელ ოთახში,სადაც მხოლოდ მხიარული ჭრიჭინების ხმა ისმის,ალბათ ერთმანეთს ესალმებიან, ესიყვარულებიან, პატივს სცემენ, ისე ცოტა გამაზიანებელიცაა, რადგან ადამიანს ხომ არ ესმის მათი? მეც ვერ ვუგებ მათ, ვზივარ მდუმარე აზრებში ჩაფლული და ვგრძნობ ოფლის წვეთებს რომელიც ჯერ ცხელი მოფერებით შუბლზე დამივლის, შემდეგ ნაზად ლოყაზე მომეალერსება, ვგძნობ სითბოს, ის სველია ძალიან სველი, ჩემს გულში ნამყოფი ალბათ ტირის და გავარვარებული მეამბორება,ვგრძნობ როგორი სიცივით მტოვებს იგი,მშორდება, ცივად ალბათ იმიტომ რომ ჩემს წარსულში ღრმად ჩაიხედა, უნდოდა უფრო ღრმად ჩაედედა მაგრამ რაღაცამ იფეთქა იქ სიღრმეში და უცბად ამოაგდო...
ძან გაურვკევლად ვწერ ხომ? ალბათ არ მაქვს შესაბამისი ნიჭი, ეს რომ დავწერე მეგონა რომ მთავარი საქმე გავაკეთე, ახლა კიი იმაზე ვფიქრობ ავტვირთო თუ არა ეს ნაწერი? მთავარია როგორ მიმიღებს პუბლიკა, ეხლა ის მომენტია როდესაც ადამიანი სასამართლოს წინაშე დგება და დამსწრე საზოგადოება ურიცხვია, მე კი ვცდილობ თავი გავიმართლო და საპატიოდ წარვსდგე უპირველეს ყოვლისა მოსამართლის მიერ, თუ მოსამართლემ მიმიღ, ალბათ საზოგადოების ერუდირებული ნაწილიც მიმიღებს, მაგრამ მთავარია მოსამართლეს წინაშე წარვსდგე პირწმინდათ !
lasha
მე კი ყოველთვის მიყვარდა მარტოობაა. მაშინ მეძლეოდა საშუალება ჩემთვის საინტერესო თემებზე მეფიქრა და მეოცნება. ვწერდი მეც ჩემს აზრებს, მაგრამ შენსავით კარგად ვერა. ჩემი მაშინდელი ნაწერები და ლექსები ახლა სისულელედ მეჩვენება და არის კიდეც..
მიყვარხარ ღმერთო
რო გადახვალ გააჩერე რა
რატომ არ გვეკონტაქტები ღმერთო?
მაპატიე რომ მოვიტყუე დღეს ორჯერ. მიყვარს ეს ჯაშუოშობანა და ჟურნალისტობანა ხო იცი... მაპატიე, ფილმების გავლენის ქვეშ ვარ აი ბრედ პირი რო ჯაშუშია ))) ხო და არ ვიცი რა გთხოვო. შენ უკეთ იცი..
წმინდა ნიკოლოზი თუ სადმე შენთანაა უთხარი ანის ოჯახს მადლი არ მოაკლოს, მე ვერ მივალ მაგ ხატის სანახავად და იმ ადამიანმა ისე გულით დამპატიჟა, ვიცი მაგის დიდი ციფერი თვალები როგორი რიდით და მოკრძალებით იქნება ხატის წინ.. ხო და ძალიან მიყვარს ეგ გოგო, მაგის შვილებსაც და ქმარსაც ცუდი არაფერი შეახვედრო ამ ცხოვრებაში თუნდაც ის რომ ეგ ადამიანი გამაცანი ნიშნავს რომ არსებობს და მადლობელი ვარ, მოკლედ თავს აღარ შეგაწყენ,
ძილის წინ შემოგეხმიანები კიდევ ალბათ :*
ღმერთო ვერ გავიგე ვინ ხარ,მოკლედ მაგარი დაბნეული ვარ და ასეთი რა გადავწყვიტე,იესო ქრისტე მეუბნება,რომ მომყევით მე და ჩემი მეშვეობით მიხვალთო,ხოდა მეც მასე ვაპირებ მოსულა?
ბავშვობაში იმდენად მიყვარდი, რომ შენთან ვთამაშობდი. მერე ცოტა რომ მოვიზარდი, რჩევებს გეკითხებოდი და შესაბამისად ვცდილობდი დამჯერე ვყოფილიყავი, დიდ ხანს ვერ გავქაჩე და გაგეცალე, შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის, დრო და დრო ვახსენებდით ერთმანეთს თავს და მოვიკითხავდით ხოლმე, მერე მომენატრე, მომენატრე ძალიან ძალიან და მოგნახე, გამახსენდა ბავშვობა, ჩვენი თამაშები, დაცემები და წამოდგომები, გამახსენდა სითბო, გამახსენდა სიცილი, რომელც ახლაც სასიამოვნო ჟრუანტელად მივლის ტანში... ახლა კი, ახლა შენ სხვა ნაპირზე ხარ, მე სხვა ნაპირზე, თითქოც აღარ მინდა შენამდე მოსვლა, რაღაც გაუცხოვდა ჩვენს შორის, არადა შენ რა შუაში ხარ? მაგრამ მაინც შენ იქეთ ხარ მე აქეთ? ამიტომაც არარ გესიმის ჩემი... არც მე მესმის შენი... მე არ ვბრაზდები, ეგ ეტაპიც გადავლახეთ მე და შენ, ამიტომაც ვიცი მოვა ისევ დრო როცა შენს სიცილს ისევ გავიგოენებ და სასიამოვნო ჟრუანტელი დამოვლის ტანში...
მეც მომინდა მომეწერა შენთვის. არ მგონია რომ თეთრი წვერები და თბილი ღიმილი გაქვს. მაგრამ მაინც გგრძნობ და მიყვარხარ... უამრავი მიზეზის გამოც და უმიზეზოდაც.
ვგრძნობ რომ შენი ნაწილი ვარ და საკუთარ თავში გეძებ
ეხლა იმიტომ მოგწერე, რომ მინდოდა მადლობა მეთქვა, იცი შენ რატომაც.
მადლობა
Zalian gTxov daexmare. me ar SemiZlia.. gaugzavne sizmrebi an mfarveli angelozebi damatebit
ღმერთო რატომ მტანჯავ? ვიმსახურებ? მომეცი მითითებები რათა გამოვასწორო შეცდომები
ადრე უფრო მიყვარდი ვიდრე ახლა, თუმცა მე მაინც შენთვის ვიქნებიი ახლოს თუ შორს მაინც შენს გზაზე ვივლი
უფალო მომეცი ცოდნა და ძალა გაგიგო და გემსახურო
"დავიღალე....დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო! "
td.........
sentimennte
ვიცი რომ აქ ხარ, ჩემთან, მაგრამ დედამიწაზე მცხოვრებთ გულმავიწყობა გვჩემდება..ვიბნევით, ვიკარგებით, ამაოება გვითრევს და ამ უაზრო საქმეებში გახლართულები ისე ვიქანცებით, ცოცხალ-მკვდრებივით უმიზნოდ ვატარებთ დარჩენილ დროს... ამიტომ გეძახი... დავიღალე, ვეღარ გხედავ, აღარ მახსოვს ვინ ვარ და რისთვის.. მოდი ჩემთან უფალო!
td.........
შენთანაა სულ სულ შენთანა და გელოდება,ერთ პაწაწა ნაბიჯს ელოდება შენგან რომ მერე თვითონ თითქმის გამოიქცეს შენსკენ და გულში ჩაგიკრას!
ხო მართლაც.ღმერთი ჩვენ სულ გველაპარაკება,უბარლოდ ჩვენ არ გვესმის.არ განრისხდეთ სინათლის არსებებო,ღმერთი თქვენში ცხოვროოოობს!
შენ მომეცი ძალა რომ დავამარცხო ბოროტი, შენი კეთილი ნება იყოს და რწმენა გამიძლიერე
იმედია ჩემი მოკრძალებული ჩანახატი მოგეწონებათ.
“ღვრთის ნიშანი“
ცა,მოწმენდილი, ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა,და მე ამ ცის ქვეშ მწოლი. შემვედრე,შემვედრე ღმერთს:
-ღმერთო,მწამს შენი!
-მწამს რომ შეისმენ ჩემს თხოვნას,და ამისრულებ მას,ღმერთო,თუკი ოდესმე მომანიჭებ იმ ბედნიერებას,რასაც შვილი ჰქვია,გთხოვ ნუ წამართმევ მას,გევედრები თუ ის იქნება სიკვდილისთვის განწირული მე წამიყვანე,მე,არ დაუშვა მისი სიკვდილი,ღმერთო არ განმაცნდევინო ეს ტანჯვა,შენ ხომ იცი რა არის შვილი დაკარგვა.შენი შთაგონებით ხალხმა ყველაფერს უპოვა სახელი გარდა ამისა.
მე ველოდი,ველოდი ნიშანს ღმერთისგან, ჩემი გონება,ჩემი სხეული,სული,იყო მოლოდინში, მოლოდინში სასწაულისა.
ციდან ვარსკვლავი ჩამოვარდა,და ამასთან ერთად დაიბადა ახალი რომელსაც,შვილი დავარქვი.და მე ვიცი რომ ღმერთმა ისმინა ჩემი ლოცვა
matashi
საჩუქარი სიყვარულით,სიყვრაულისგან და სიყვარულისთვის
გაიხარე
ღმერთო ბედნიერება მაღირსე და გაურკვევლობის უთავბოლო ქსელიდან გამომიყვანე, რომელიც ძლიერ მოქმედებს ჩემს ფსიქიკასა და ტვინზე.
P.S Beats By Dre Studio - ს ყურსასმენები მინდა მაგრად ..
აი აი აი აი აი
მე კიდე ფილიპსის ფოტოეპილატორი მინდა
აი ეს
მადლობა. დღეისთვისაც
ერთი ნიშნაიც მინდა, ვსწავლობ.. ერთი ნიშანიც და მიმართულება..
რამდენს მეკაიფები შენ მე??!!!
პ.ს. ვინ გგონივარ???
sky
daujere da damijere yvelaze magrad iqnebii ))
madloba da iyos ise rogorc dges mamam gvitxra, shen rogorc ginda mixaria rom dges gamaxare
sentimennte
რო ვარჩევდე, რაღა მიჭირს, მარა ყველა და ყველაფერი ეგააო და მაშინ აბა რაღა მიჭირს
:*
sky
genacvale gulshi :*
ღმერთო ძალა სიყვარული და გონი მომეცი, რომ მუდამ თავისუფალი ვიყო
მადლობა. უბრალოდ იმხელა მადლობა რო ჩემი მთელი დღის 24 საათს რომ გაწელოს თქმა მანტრასავით იმხელა მადლობა
კი მადლობა იმ ჩუმი,შრიალა სიხარულისთვის,ისეთი ჩუმის, მე და შენს მეტს რომ არავის გაუგია
sentimennte
წერილი ღმერთს
შუაღამე იდგა.
საბჭოთა არმიის ერთი ნაწილი სასტიკი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სიჩუმეში საყვირის ხმა გაისმა. ეს შეტევაზე გადასვლის ნიშანი იყო. უფრო კი - სიკვდილთან შესახვედრად უხმობდა მეომრებს. საყვირის ხმაზე ჯარისკაცები წამოიშალნენ. მათ შორის იყო ალექსანდრე ზაცეპაც. ალექსანდრესთვის ეს შეტაკება პირველი როდი იყო, მაგრამ ახლა გული სულ სხვაგვარად უცემდა, თვალი სხვას ხედავდა და სიტყვებიც ისეთი მოსდიოდა, აქამდე რომ არ იცოდა და არასოდეს წარმოეთქვა... იმ ღამით, ბრძოლაში გასვლის წინ, ღმერთმა წყალობით მოხედა მას, გონების თვალი აუხილა და გული გაუხსნა; წუთისოფლის ამაოება, სიცრუე და მარადიული ღმერთის დიდებულება უჩვენა. საოცარ სიხარულს და ტკივილს ერთდროულად გრძნობდა. განახლებული გული განცდილს ვეღარ იტევდა. ჯიბეებში საწერ-კალამი და ფურცელი მოიჩხრიკა და წერა დაიწყო. დრო აღარ ჰქონდა. მისი სიცოცხლე მთავრდებოდა. უნდა მოესწრო.
ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის მძვინვარებისას, 1944 წელს მოხდა. იმ შეტაკებაში თითქმის ყველა დაიღუპა. გამთენიისას სანიტარულმა ინსპექტორმა, რომელიც დაღუპული მეომრების გვამებს ათვალიერებდა, ერთ-ერთის ფარაჯაში ფრონტისეულად გაკეცილი სამკუთხა ბარათი ნახა. ჯარისკაცს იგი ფარაჯის გარეთა ჯიბეში ჩაედო, ალბათ იმ განზრახვით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბარათს იოლად იპოვნიდნენ. დაღუპული ალექსანდრე ზაცეპა იყო. ბარათზე კი სიცოცხლის ბოლოს, თავის გულში აღმოჩენილი ღმერთისთვის ნათქვამი ეწერა.
მისმინე ღმერთო… არცერთხელ ჩემს ცხოვრებაში შენთან არ მისაუბრია, მაგრამ დღეს მინდა სალამი მოგიძღვნა. შენ იცი, ბავშვობიდანვე სულ ამას მეუბნებოდნენ, რომ შენ არა ხარ, და მე სულელმა, ეს დავიჯერე. შენს ქმნილებათა მჭვრეტელი არასოდეს ვიყავ, და აი, ღამით, კრატერიდან, ხელყუმბარამ რომ ამოგლიჯა, ვუყურებდი ვარსკვლავიან ცას, თავს რომ მეკიდა, და ამ ციმციმით აღტაცებული უცბად მივხვდი, რა საშინელი შეიძლება იყოს სიცრუე.
არ ვიცი ღმერთო, გამომიწვდი კი ხელს ? მაგრამ ერთს გეტყვი, შენ მე გამიგებ. საკვირველია, ამ ჯოჯოხეთში გული განათდა და შეგიცანი. ამის გარდა კი არაფერი მაქვს სათქმელი.
და კიდევ ერთი - მიხარია, შენ რომ გიხილე. შუა ღამისას იერიშზე უნდა წავიდეთ. არ მეშინია, შენ ჩვენ გვიყურებ. მესმის საყვირი. წასვლის დრო დადგა. რა კარგი იყო აქ, შენთან ყოფნა. ამასაც გეტყვი: შენ უწყი, თუ რა სასტიკი იქნება ბრძოლა; და შეიძლება, რომ დღესვე ღამით შენს კართან დავდგე…
თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ ?
მგონი ავტირდი… ღმერთო, ხომ ხედავ, რაც მოხდა ჩემს თავს - შენ შეგიცანი. მშვიდობით ღმერთო - მივდივარ, და არ მგონია უკან დავბრუნდე; უცნაურია - ახლა სიკვდილის არ მეშინია.
სიცოცხლის ბოლოს ღმერთის აღიარებით, რუსი ჯარისკაცი ალექსანდრე ზაცეპა მონანულ ავაზაკს მიემსგავსა, რომელიც „აღასუბუქნა მეცნიერებამან ღმრთისმეტყველებისამან“.
„მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“, - ასეთი გულშემუსვრილებით ითხოვა ავაზაკმა. „თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ?“ - ამბობს ბოლო წუთებში ალექსანდრე ზაცეპა. და სიკვდილის აღარ ეშინია, რადგან შეიცნო. შეიცნო და მისი სული განათდა. განათდა იმედით, სიყვარულით - ღვთისადმი სიყვარულით, რომელმაც მისი გულიდან სიკვდილის შიში განდევნა.
მინაწერი:
ეს წერილი ფრონტზე ხელიდან ხელში გადადიოდა. იმ ჯოჯოხეთურ დღეებში მრავალი სულისთვის ჭეშმარიტების შეცნობის საწინდარი გახდა და შესაძლოა, დღესაც, ყოველ სულში დრომდე დაფარულის გასაღები აღმოჩნდეს.
http://www.orthodoxy.ge/skhva/tserili_gmerts.htm
ჭიაბერი
ra magrad utxra,shens karebtan davdgebio
წერილი არვიცი მაგრამ რაც საკუთარი თავი მახსოვს მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, მინდა შემეძლოს ვღმერთის შეცნობა, ვფიქრობ ესაა სულის ყველაზე საბოლოო მიზანი, თუ შეგიძლია ღმერთის წარმოდგენა იქ ყველაფრი ახსნა და ყველა დეტალში ჩაწვდომაა შესაძლებელი, არანაირი კითხვები აღარ შეგვაწუხებდა,,,,,,,,,,,,,,როდესაც იცი ,,რისთვის" ყოველი ,,როგორ" შესაძლებელია
მადლობა ყველაფრისთვის,
ჩემი ცხოვრება არის ერთი დიდი სასწაული და არცერთო ადამიანის აზრი არ მაინტერსებს შენზე, არც სასულიერო პირის და არც არავისი მოკლედ, ვინც აზრს გამოთქვამს საერთოდ ყველა ცდება. ჩვენ ვიცით.
გულში სითბო ჩამეღვარა ამ თემის გადაკითხვით. დავიწყებული მქონდა ეს თემა.
ყველა ადამიანმა სწორედ თავისი სიტყვებით, უფრო სწორედ შინაგანი გრძნობით უნდა ელაპარაკოს ღმერთს. როცა გრძნობით ელაპარაკები მას ესმის შენი.
ამ თემას კიდევ ერთხელ ვაცოცხლებ: მართლა კარგი თემაა. აქ გულის შინაგანი შეგიძლია გადმოშალო.
ღმერთო გადაგვარჩინე! გადაარჩინე და დაეხმარე ყველას დედამიწაზე!
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)