გამარჯობა.. რა აზრის ხართ ამ ძლიერ ჰალუცინოგენზე?
ლსდ (ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი) LSD ნახევრად სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც აწარმოებენ აბების, კაფსულების ან სითხის სახით. მას ხშირად დებენ საშრობ ქაღალდზე, რომელიც იწოვს ნივთიერებას და ქუცმაცდება ისე, რომ ქაღალდის თითოეული ნაგლეჯი შეიცავს ერთ დოზას. LSD-ს ჟარგონული დასახელებები: მჟავა, ცისფერი სამოთხე, სიდი. LSD-ს ახდენს შემდეგი სახის ფიზიკურ ზემოქმედებას: - გუგების გაფართოვება; - სხეულის ტემპერატურის მატება; - გულისცემის გახშირება და წნევის აწევა; - ენერგიის მოჭარბება. LSD -ს ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვლინდება: - ვიზუალურ ჰალუცინაციებში; - სხვადასხვა მანიაში; - განწყობის ცვალებადობაში; - შიშის გრძნობასა და ნერვიულობაში.
LSD პირველად სინტეზირებული იქნა 1938 წელს. მრავალი წლის განმავლობაში უკიდურესი მაღალი ეფექურობის გამო მას იყენებდნენ მენტალური დარღვევების მექანიზმების შესწავლის დროს.
სინთეზური LSD-ს ჰალუცინოგენური თვისებები აღმოჩენილია შვეიცარიელი ქიმიკოსის ალბერტ ჰოფმანის მიერ 1943 წელს ერგოტის წარმოებულობის შესწავლისას. ჰოფმანის მიერ სესწავლილ 25 ნაერთს შორის მხოლოდ d-დიეთილამიდი დიზერგინის მჯავას გააჩნია ჰალუცინოგენური აქტივობა.
ვირთაგვებზე ცდების დროს ალბერტს შემთხვევით ხელზე დაებნა ლაპორატორიული ნივთიერების მცირე რაოდენობა, LSD-25 სწრაფად შეიწოვა კანიდან და ჰოფმანი იძულებული გახდა სასწრაფოდ შეეწყვიტა მუშაობა. აი როგორ აღწერს იგი საკუთარ შეგრძნებებს: “დაახლოებით 12 საათზე წავედი სახლში, ვგრძნობდი უჩვეულო გამოცოცხლებას, მსუბუქ თავბრუსხვევას. სახლში წამოვწექი და ჩავიძირე ძილზე სასიამოვნო მდგომარეობაში, გაძლიერებულ წარმოდგენებში. მდგომარეობა წააგავს ძილს. მე ვიწექი დახუჭული თვალებით და ვაკვირდებოდი, ჩემი ცნობიერების ჩვეული სახეები თანდათან როგორ გარდაიქმნებოდა ფანტასტიკური სურათების უჩვეულო ნაკადად, უჩვეულო გეომეტრიულ ფორმებად ნათელი კალეიდოსკოპიურობით”. ჰოფმანი მიხვდა, რომ მისი განცდილი წარმოდგენს ახალი რეაქტივის კანზე მოხვედრის შედეგს და გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს ვარაუდი.
პირველი ექსპერიმენტის დროს მან მიიღო 250მგ ნივთიერება(შარშია ამ დოზით 1 ბატალიონი ამაღლდება ). არნგარიშის ჯურნალში იგი აღნიშნავს: “გამოვლინდა თავბრუსხვევა, აგძნება და მოუსვენრობა, აღქმის დარღვევა, დამბლის სიმპტომები, სიცილის ძლიერი სურვილი, ხელახლა დაბადების შეგრძნება და ბედნიერება”. ამ მომენტში პრეპარატის მოქმედება იმდენად გაძლიერდა, რომ მეცნიერმა ვერ შეძლო წერის გაგრძელება. კვლევაში მონაწილე ასისტენტმა ჰოფმანი გააცილა სახლში. შემდგომი ანგარიში მან დაწერა უკვე ისტორიაში პირველი “LSD-ტრიპის” დამთავრების შედეგი: “სახლისაკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მდგომარეობამ მიიღო სახიფათო სახე. ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემი მხედველობის ველში, აღიქმებოდა როგორც მრუდე სარკეში არეკლილი. სახლში მისვლისას მე ძლივს ვთხოვე ასისტენტს გამოეძახა ექიმი… ამის შემდეგ ჩემს გარშემო არსებული გარემო შეიცვალა: ყველაფერმა ჩემს ოთახში მიიღო გროტესტიკული, შემაშინებელი ფორმა. ყველაფერი ტრიალებდა, ყველაფერი მუდმივად მოძრაობდა, ყველაფერი გახდა სულიერი. საგნები მოძრაობდა, თითქოს ყველაფერი შეიპყრო მოუთმენლობამ. ჩემმა მეზობელმა ქალმა მომიტანა რძე. იგი ძლივს ვიცანი. იგი უკვე აღარ იყო ქალბატონი არამედ გახდა ბოროტი ალქაჯი ფერად ნიღაბში. მისი გამოჩენის მომენტში მე შევშინდი და ვეცადე დავმალულიყავი საწოლის ქვეშ, მაგრამ საწოლმა არ შემიშვა…”
ამ ყველაფირს შემდეგ ჰოფმანმა აღნიშნა რომ მაინც მოეწონა LSD-ს ეფექტი.
პირველი ექსპერიმენტების შედეგებმა ალბერტს მისცა საფუძველი ევარაუდა, რომ პრეპარატს შესწევს უნარი შეარყიოს პაციენტის პიროვნების, მისი ცნობიერების დაცვითი მექანიზმები და არაცნობიერის ნაკადს მისცეს საშუალება შეაღწიოს ფსიქიკით კონტორლირებულ მიდამოში.
Mel
ზოგადად არ ვარ მომხრე ლაბორატორიულად გამოყვანილი ნარკოტიკის მოხმარების, რაც ხელოვნული და ადამიანის მიერ მიღებულია, ბევრი ნაკლი და "გვერდითი მოვლენა" შეიძლება აღმოაჩნდეს:
1) ყველა მომხმარებელზე ერთნაირად არ მოქმედებს: ზემოქმედება და ეფექტი სხვადასხვა ცნობიერების ადამიანზე, სხვადასხვაა. იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა განწყობა აქვს ნარკოტიკის მიღების მომენტში; რადგან ჰალუცინოგენია, ის შეგრძნებები და ის ემოციური მდგომარეობა, რაც მისი გასინჯვის დროს აქვს მომხმარებელს ძლიერდება; ეს რაც შეეხება მოხმარების მომენტში...
2) მოხმარების შემდგომ, LSD-მ რა კვალი შეიძლება დატოვოს ორგანიზმზე;
3) გასათვალისწინებელია LSD-ს სწორად მოხმარება, ანუ რა დოზა უნდა მიიღოს მომხმარებელმა, მით უმეტეს პირველ ჯერზე. ხშირად დოზის გადაჭარბების გამო ფიქსირდება სიკვდილი.
ნარკოტიკებს შორის არ ვიცი LSD მერამდენე ადგილი უკავია სიკვდილიანობის მხრივ.
narilla
როგორც ვიცი ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს ძალიან.. LSD იწვევს ფსიქიურ აშილილობას, ფსიხოზს. გააჩია ადამინის სულიერ სტაბილურობას,ვისაც ისედაც მიდრეკილება აქვს დეპრესიებისკენ ერთჯერადი ხმარების შემდეგაც კი შიძლება სერიოზული ფსიქიური პრობლემბი დაეწყოს.
ფიზიკურად დამოკიდებული არ ხდები.. მართალია რომ ყველა მომხმარებელზე ერთნაირად არ მოქმედებს. არსებობს bad და good trip და ეს ალბათ შენზეა დამოკიდებული, ანუ რა განწყობით მიიღებ მას. ისე მე ჩემი განწყობით რო მივიღო დარხეული მაქვს )
რამდენიმე ვიდეო LSD ზე :
http://www.youtube.com/watch?v=X0gyqsPdWFE
http://www.myvideo.ge/?video_id=22918
მეც ვთვლი, რომ მისი გამოყენება არასასურველია. რაც არაბუნებრივია არ არის კარგი,–ასეთია ჩემში ფიქრი.
ასევე მისაუბრია ადამიანთან, ვისაც ხშირად გამოუყენებია ლსდ და თვლის რომ იყო შეცდომა, რადგან გახსენებაც კი ბევრი მომენტისა მასში ერთგვარ შიშს იწვევს. თავიდან შეიძლება საინტერესო მოეჩვენოს ყველას, ვფიქრობ ეს მხოლოდ ჰალუცინაციაა და მეტი არაფერი.
რაც შეეხება კანაფს,–არავითარი უარყოფითი ზემოქმედება არ აღნიშნულა და მკვლევარები სიკვდილიანობით კანაფს მე-14 ადგილზე ამბობენ.
ჰალუცინოგენთა ჯგუფში შედის კაქტუსის ალკალოიდი ნივთიერება მესკალინი (რომელსაც "ჯადოსნურ სოკოებსაც" უწოდებენ). ის ბუნებრივი ნივთიერებისგან მიიღება და სხვადასხვა სახის რიტუალის დროს გამოიყენებოდა აბორიგენულ მონახლეობაში.
LSD-ს გამოყენების მიზანი რა არის? ცნობისმოყვარეობა? უჩვეულო განცდების დაჭერა, ჯერარგანცდილ მდგომარეობაში ყოფნა? რეალობიდან ამოვარდნა? ან ძველად რა იყო ნარკოტიკის მოხმარების მიზანი? მათ შორის მე დიდ განსხვავებას ვხედავ; არა მხოლოდ მიზანია სხვადასხვა, თვითონ ჰალუცინოგენების მიღებისა და დამზადების გზებიც შეიცვალა. ამ ორს შორის კი ბუნებრივი მაინც პირველ ადგილზე დგას, ვიდრე LSD.
რა არის მასში განსაკუთრებული? მისი გამოგონება შემთხვევითობის შედეგია, თუმცა იყო საზოგადოებისგან ამის შექმნის მოთხოვნილება, თუნდაც რომ გავიხსენოთ ჰიპების მოძრაობა, მათში ყველაზე გავრცელებული ნარკოტკული საშუალება ეგ იყო, მათ აიტაცეს პირველად და გამოსცადეს საკუთარ თავზე მისი "ავ-კარგი", თუ შეიძლება ასე ითქვას.
საინტერესოა, ადამიანს თუ შეუძლია ყოველგვარი დანამატებისა და მასტიმულირებელი საშუალებების გარეშე მიაღწიოს იმავე მდგომარეობას, რასაც ჰალუცინოგენის საშუალებით აღწევს? რახან ვიცავ ბუნებრიობის უპირატესობას მოდი ისევ ამ პოზიციიდან შევაფასებ, დავუშვებ აზრს (და ვეთანხმები კიდეც), რომ არაფერია სამყაროში (ადამიანის გარეთ) ისეთი, რაც არ მოიპოვება ან რისი გამოწვევაც არ შეიძლება თვითონ ადამიანშივე. ამდენად, გვაქვს ადამიანის მიერ შექმნილი LSD? უნდა გვქონდეს, მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული ეფექტის ანალოგიური მდგომარეობა ოღონდ ბუნებრივ პირობებში - ადამიანის შინაგან სამყაროში. მგონია, რომ ადამიანის ცნობიერებას აქვს შესაძლებლობა ადამიანშივე გამოიწვიოს ფანტაზია, აღძრას წარმოსახვის ისეთი სფეროების სურათები, რომელიც სხვა სამყაროში გაიყვანს მას, ამისთვის კი შეიძლება მხოლოდ სურვილი, მონდომება და მხოლოდ "თვალების დახუჭვა" იყოს საკმარისი (ელემენტარული თვალების დახუჭვისასაც რამდენი რამ შეიძლება წარმოვიდგინოთ...). თუმცა ეს არჩევანია, LSD ალტერნატივა გამოდის. თუ მაინც და მაინც შემოქმედებითობა და წმინდა ტექნიკური კრეატივი უნდა ადამიანს (სწრაფად და ხარისხიანად) LSD ამის საშუალებას კი ნამდვილად აძლევს.
პრობლემა ჩნდება: ადამიანი ცდილობს რაღაცის სემცვლელი მოძებნოს... ყოველთვის. ბოლოს შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე, რომ ადამიანს დაეზაროს ადამიანობა და მისი ადგილი რობოტმა დაიკავოს, ადამიანზე უფრო სრულყოფილმა რობოტმა (თუ ასეთის შესაძლებლობას დავუშვებთ ). ანალოგიურად, ადამიანს შეუძლია ფხიზელი გონებიტაც შექმნას მსგავსი რამ, რასაც LSD-ს ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას სექმნის.
მეორე პრობლემა: რომელი უფრო ფასეულია? ან სხვაგვარად როგორ დავსვა კითხვა, რომელი უფრო მისაღებია? პოეტი, რომლსაც პირობიტად მუზა ესტუმრება და საკუთარი შემოქმედებითი იმპულსების დაჭერას შეეცდება (ცნობიერების ნაკადს გაახმოვანებს) თუ LSD-ს მიიღებს და მისი ეფექტის საფარველქვეშ წერას შეუდგება?
მივხვდი დაახლოებით რაზეც წერდი...
narilla
გეთანხმები ყველაფერში.. მაგრამ ! ადამიანს (მე(ც)) ურჩევნია ამ კონკრეტულ შემთხვევაში LSD გამოიყენოს, ვიდრე ბუნერბრივად, თვითონ მივიდეს იგივე შედეგებამდე, რასაც ეს ჰალუცინოგენი იწვევს ) უმოკლესი და უსწრაფესი გზა ურჩევნია.. თან ბუნევრივად მაგის დამუღამება არ გინდა ?! ნიძლავს დაგიდებ, ვერასოდეს შეძლებ
თუ ვინმე მაშოვნინებს სიამოვნებით მოვიხმარდი რამოდენიმეჯერ........... თუ ვინმეს მოგეპოვებათ, ინფორმაცია აქვარ )))))
Lashapoli
Black Market ვიცი, სანდო
pm ჩემთანაც
ვისაც არ გაუსინჯავს წინასწარ დასკვნებს ნუ მოყვება თუ როგორი მავნებელია.ნურც სხვის გამოცდილებას გაიზიარებს. იმიტომ რომ ამაზე დიდი სკოლა მე პირადად არ მიმიღია,ცხოვრებაში ერთხელ აბსოლიტურად ყველამ უნდა გასინჯოს ოღონდ შესაბამის დროს და ადგილას.
თუ გასინჯავთ დაწერეთ რას იგრძნბთ კოსმოსში თუ გახვალთ
თუ კაი ადგილას მიდიხართ...
ეჰ, ჯერ არაფერი სასიკეთო სიახლე მეგობრებო,თუ რამე ხოიც ყველაფერი თვქნთვის მინდა ))
Lashapoli
დაჩალიჩდი რაც მოგწერე? : ))
Simulated
Simulated
რაზეა ლაპარაკი, მიმტკიცებ ქიმიურად მიღებული შეიძლება კარგი იყოს ადამიანისათვის, მე კი ეს არ მჯერა.
რომელია ჩვენში მართალი ამას მომავალი გვიჩვენებს.
მე დავწერ იმიტომ რომ აქ რომ ახალგაზრდა შემოვა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებაში და ჯერ არ იცის რა არის კარგი და ცუდი ის ახალგაზრდა არ დადგეს მცდარ შეხედულებაზე.
გიფიქრიათ ამაზე?
იქნებ ეს თემა დაგვემალა ისე, რომ მხოლოდ ფორუმის წევრებმა წაიკითხონ?
მელ დავრეგისტრირდი ოღონდ დალშე რა ვქნა არ ვიცი იქნებ დამაკვალიანო PM.
ამასსაც უყურეთ!!!!!!!
https://www.youtube.com/watch?v=xZng1k73ih8
earth ნახე ეს დოკ. ფილმი
JUST PROGRESS
ინტერნეტიდან რამე თუ გამოგიწერია, მიხვდები. თუ არა და გადამზიდ კომპანიებზე წაიკითხე..
http://fractalenlightenment.com/15605/spirituality/the-meaning-of-the-pineal-gland
გამარჯობა . უპირველესყოვლისა მინდა ავღნიშნო რომ ძალიან საინტერესო ფორუმი აღმოვაჩინე დღეს "თქვენი" სახით )) ამ თემაში იმიტომ ვწერ რომ პირველი რაც შემხვდა იყო ეს თემა კონკრეტულად. რაც შეეხება ლსდს უკუჩვენებებს, აქ ვიღაც დილეტანტები წერნდნენ რომ თურმე ქიმიური ნივთიერება ყოფილა და სწორედ ეს განაპირობებს უკუჩვენებებს . მაგრამ არა!! ქიმიური ნივთიერებები დღეს საკვებში უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ლაბორატორიებში. რომელი ფიქრობთ რომ დღეს რაიმე ნატურალური იყიდება ლეგალურ სუპერმარკეტებში??? ლსდ–ს უკუჩვენება განპირობებულია ცალკეული ინდივიდის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მოკლედ რომ ვთქვან ან ხარ მზად ან არ ხარ ! და დვურთავდი იმას რომ "უკუჩვენებაც" პროგრესული წინსვლაა , ამ პროცესით დგინდება ის რომ "პრობლემა" მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია და ლსდ ნათლად გაჩვენებთ ამ პრობლემებს ღრმა "თრიფებში". რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას , დიახ ზემოქმედებს , მაგრამ დაახლოებით ისეთივე შეფარდებით რამდენადაც შესაძლებელია იმოქმედოს 2გრამმა ცარცმა გამოდის რომ ერთი ღერი სიგარეტი 12 000 ჯერ მეტ ზიანს იწვევს ვიდრე 200 მიკროგრამი "ალისა" ) დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ.
ეხლა მინდა მივმართო მას ვინც ეძებს და ვერ პოულობს ამ პრეპარატს. დღესდღეობით პრობლემას აღარ წარმოადგენს მისი შოვნა თბილისში. თუმცა მთლად თავზესაყრელადაც არ არის. მეტი მონდომება მეგობრებო )
Liri
პირველ პოსტში აღწერილმა სიმპტომებმა ცოტა შემაშფოთა
Liri
ერთ-ერთ ეგეთ საშუალებაზე თქვეს, რომ მსგავს რაღაცას განახებს, რაც შეიძლება სიკვდილის დროს დაინახო და წინასწარ შეგუება-შეცნობასავითააო და რამე ასეთი კვალიფიკაცია თუ შეიძლება მივაიჭოთ.
თორემ მნიშვნელოვან რამეებს მედიტაციისას და სიზმარშიც ვხედავ ხოლმე/.
მსგავსი აღწერა მსმენია "სამადჰის" დროსაც.
პ.ს. ლინკზე ვიხუმრე :დ
აქ ვიდეოს დადება არის შესაძლებელი? თუ არის მასწავლეთ როგორ დავდო
Liri
Liri
Liri
ჰოლოტროპულის და სხვადახვა მედიტაციების გამოცდილება მაქვს. ე.ი. მსგავსია მაინც ერთმანეთის, გააჩნია რა გჭირდება
ფორუმელებს თუ ვინმეს გაქვთ კოკაინის ან ლსდ_ს "პადძეშკა" გამასინჯეთ, ძალიან მინდა. არ გამისინჯავს არასდროს არც ექსტაზი. ერთად ერთი ალკოლოიდებიდან მხოლოდ ალკოჰოლი და კანაბისის მომხმარებელი ვიყავი. მარიხუანას 23 წლამდე აქტიურად მოვიხმარდი ყველა "პოზაში". საჭმელად, (კაშა), სასმელად (მანაგუა) და ა.შ. აღარ ვეწევი არც სიგარეტს და არც მარიხუანას, არც სხვა მოსაწევ საშალებებს; აღარც ვაპირებ პილტვებში კვამლის შეშვებით ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას. ამიტომ მაინტერესებს კოკაინი და LSD დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
David Monny
ერთ საკანში მაიცნ ჩაგვსვამენ ფორუმელებს, რომ ბრძნული საუბრებით გავერთოთ ხოლმე
ასე ღიად ვინ რა უნდა გაგასინჯოს, არ გამოეხმაურო, თუ რამე შემოგთავაზეს. მიცლილი პოლიციელი იქნება ვინმე
tikoroma
კაი კოკაინზე არ გამომეხმაუროთ და ლსდ_ზეც იჭერენ? აბა დეკრიმინალიზაციაააო?
tikoroma
ichi
David Monny
გამარჯობა.
რაკი ყოველმხრივ მოგიხმარია კანაფი, კითხვა მაქვს:
რომლის ზემოქმედებას მეტად ამჯობინები და თუკი ახასიათებს მკვეთრი სხვაობა ჩვეულებრივი მოხმარებისგან, მოწევისგან, რა სახისაა ეს?
Mel
Lashapoli
თუ კაი საქმეზე მიდიხართ მეც წამიყვანეთ )))
ლსდზე დაგიჭერენ თუ გიპოვეს, მერე თუ გაშიფრეს რა არის ) ამოგდებით არ აგდებს ნარკოლოგიურში.
დათო.
დათო.
მარიხუანა შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს C21H30O2 ეს არის ქიმიური ფორმულა. ეს იწვევს ნარკოტიკულ თრობას. THC ინგლისური აბრევიატურაა და ТГК რუსული. რაც უფრო მეტია THC მარიხუანაში, მით უფრო ძლიერი მოქმედებაა აქვს. მანაგუაში რადგან ის მოხარშული კანაფია, THC შემცველობა გაცილებით ბევრია, ვიდრე კვამლში. ასევე (კაშა). ზემოქმედება კი THC ერთი და იგივე აქვს. იგი სხვა რამეს არ შეიცავს, მხოლოდ THC იწვევს თრობას
David Monny
ესე იგი, კაშა და მანაგუას შემთხვევაში, THC-ის რაოდენობა აბსოლუტურად იდენტურია?
საშუალოდ მომხმარებელი ვარ კანაფის და იმდენად ჰიპერმგრძნობიარე ორგანიზმი მაქვს, 6 საათი ან მეტი, ისედაც მიგრძელდება.
როცა ჩამივარდება ხელთ ჩვეულებრივზე მცირე რაოდენობა, ორივეს ვცდი.
გმადლობ, ინფორმირებისათვის.
დათო.
David Monny
გასაგებია.
რაკი ჩემთვის, ჯამრთელი პრიორიტეტულია – თანაც, იმდენად, რომ ალკოჰოლს, კოფეინის თითქმის არ ვეკარები – ერთეული შემთხვევების გარდა, არ ვცდი.
ალკოჰოლს რაც შეეხება, როგორც ყველაფრის მიმართ, მის მიმართაც მსგავსი ჰიპერმგრძნობიარობა მახასიათებს, უბრალოდ, საჩემო არ არის, ასე ვთქვათ, და ვერ შედის ჩემს დოპინგთა სიაში.
კვლავ დიდ მადლობას მოგახსენებ.
ვაჰ, ისევ აქტუალური ყოფილა ეს თემა , გამიხარდა
ამ პოსტის გახსნის მიზანი იყო ის , რომ გამეგო თქვენი აზრი, გამეცნო ლსდ და მეტი ინფორმაცია მქონოდა მასზე. სხვადასხვა წყაროდან გაგებული ინფორმაცია არ მაკმაყოფილებდა და თან ფორუმელთა აზრიც მაინტერესებდა.
მოკლედ, მანამ ვერ ვხვდებოდი იმ "მოგზაურობებს" რასაც ხალხი წერდა ინტერნეტში სანამ მე თვითონ არ გამოვცადე. ეს არის სასწაული, სულ სხვანაირი, " კაშკაშა " თვალით დანახული სამყარო. ისეთ რაღაცებზე ვფიქრობდი, ნეტა პასტა-ფურცელი მქონოდა და ჩამეწერა მუსიკის ყველა ელემენტი მესმოდა, ყველა ქვეხმა რაც დამალული იყო და რასაც ფხიზელზე ვერ გაიგებ, დჯ ის მთლიანი შრომა ჩანდა !! წარმოიდგინეთ დჯ თავის ნებაზე გათამაშებთ.. პირველად როცა მივიღე მინდოდა მუსიკა დამთავრებულიყო, ვეღარ ვძლებდი, ლამის გავრეკე და ის კიდე ურტყამდა და ურტრყამდა მატრიალა, მახეთქავა აქეთ იქით !
რაც შეეხება ვიზუალებსა და ჰალუცინაციებს, მეგონა ზღვის ქვეშ ვიყავი და ხელებს ვიშვერდი მაღლა , ამოცურვა მინდოდა.. ფერები სასწაული !! ყველაფერი ლამაზია ირგვლივ, ნათელი, კაშკაშა ფერები.. ცოტა ბედ თრიფიც მქონდა, საკუთარ ხელებს რო ვუყურებდი თითები საშინლად იკლაკნებოდნენ და ა.შ. ერთმა სიგარეტი მთხოვა და გაიარა, მე კიდე სახე გამიშტერდა დავუყურებდი, კადრი ჩამრჩა მაგრამ ის იქ აღარ იდგა. მერე დამწვრის სუნი მეცა, მერე მეგონა ცეცხლი წამეკიდა და ეს ცეცხლი ყველას გადაედო, იქაურობა აფეთქდა და ბოლოს როგორ გავყავდი საკაცით სასწრაფოდ მაგასაც კი ვხედავდი. მეგონა რო ყველაფერს გვიან აღვიქვამდი და რაღაც მოვლენები უკვე მომხდარი იყო, ასე რომ მინდოდა გამოვფხიზლებულიყავი, მაინტერესებდა რეალურად სად ვიყავი
კიდე 1000 რამის დაწერა შეიძლება, უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოსცემ ეს რა არის. happy trip my friends
უფრო ძლიერი დმტ მიჯობს. ისე ყველანაირი ფსიქოდელიური მოგზაურობების მოხრე ვარ.
განსაკუთრებიტ აიოვასკა.
სოკოები არ გამისინჯავს და მაინტერესებს.
ზოგადად ჩვეულებრივი ადამიანისთვის ცნობიერის გააზრება, ასტრალი-კოსმოსი-ტირე ზე ცნობიერტან კავშირი პსიქოდელიკების გარეშე, განსაკუთრებით დმტ შემცველი ფსიქოდელიკების გარეშე ძალიან ძალიან ძნელი მგონია
ეჰ, აიოვასკა და დმტ მეც ძაან მაინტერესებს მაგრამ სადაა მაგის ფუფუნება
https://youtu.be/f22z02qlLes ამ აუდიოწიგნში სულიერი სწავლებების 28 წლიანი სტაჟის მიმდევარი ყვება საკუთარ ისტორიას, მათ შორის ეხება ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ფსიქოდელურ საშუალებებს. ემდიემეი, ექსტაზი, სოკო...
საერთოდ მიკვირს რატომ იღებენ ადამიანები ამ საშუნელებებს. რატომ უნდა შესწირო შენი ცხოვრება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა წამიერ სიამოვნებას.
Worldabove
ალბათ ძიება იმისა, რომ ამ გზით შეიძლება რამე ნახონ, რამე უცნაური. სინამდვილეში ბინდი მოიცავთ, სინამდვილეში კეტავენ ინფორმაციის ველს.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)