Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ ruslan_ის პროექტი

Posted by: ანა Apr 5 2012, 02:36 PM

რვა აპრილს ჩამოვალ თბილისში, ისე კი ყოველთვის თბილისიდან შორს ვარ ხოლმე.
ჩემი პროეკტი ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენთვის იმ მხრივ რომ ვხედავ დიდ ინტერესს, სულიერი და ჯანსაღი ცხოვრების წადილს.
მე სამი –ოთხი წელიწადია რაც სოფელში ვცხოვრობ და ძალიან მომწონს გლეხური ცხოვრება.
ვმუშაობბ ბიო პროდუკტის წარმოებასა და მათ პოპულარიზებაზე.
გერმანიაში საკმაოდ კარგი გამოცდილება შევიძინე ამ მხრივ და მინდა საქართველოშიც მსგავსი პროეკტები განვახორციელო, კერძოდ კი ის რომ კონკრეტული საზოგადოებები იქმნება იმისათვის რომ შექმნან მცირე მეურნეობები. რამდენადაც ვიცი ამ თემაზე უკვე იყო ამ ფორუმზე საუბარი.
ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, მინდა თბილისში მაცხოვრებელი ხალხი რომლებიც უმეტესად ასფალტზე დადიან მოვუწოდო, მიწაზე და ბალახზე იარონ. და რაში შეიძლება ეს გამოიხატოს? იმაში რომ ამ ფორუმმა, ანუ ჩვენ შევქმნათ პატარა სოფელი, ან შევიძინოთ მიწები და დავაარსოთ კონკრეტული საზოგადოება რომელიც თავის თავს თვითონ შეინახავს. ანუ ისეთი მოდელი შევქმნათ რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე კარგად მუშაობს.
მე პირადად ამ მხრივ საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და მზად ვარ ამ იმპულსის სატარებლად. ძალიან რთულია ამ ყველაფრის ასე კონკრეტულად დაწერა თუმცა ვფიქრობ რომ ბევრი მიხვდება თუ რაზეა აქ აქცენტი გაკეთებული. და სწორედამის გამო მაქვს სურვილი ტქვენს შეკრებაზე დასწრების.

ruslan

JC_cupidgirl.gif


ქრისტიანია გამახსენდა

http://www.radikal.ru

Posted by: ruslan Apr 5 2012, 06:01 PM

მადლობთ ანა თემის გახსნისთვის, ძაან მაგარი ფოტო დაგიდია.
gossip.gif

Posted by: ruslan Apr 5 2012, 06:46 PM

ხო ეხლა ჩემი პროეკტის შესახებ, მე ძირითადად სოფელში ვცხოვრობ. იმიტომ ვარ სოფელში რომ მომწონს ბუნებასთან სიახლოვე და ის რომ ჩემთვის საჭირო პროდუკტის მოყვანის საშუალება მაქვს.
ერთი ესეთი აზრი მაქვს უკვე დიდი ხანია, ადამიანები რომლებიც ძირითადად თბილისში ცხოვრობენ და ნაკლები შესაძლებლობა აქვთ სოფელთან შეხების, მინდა საინტერესო პროეკტი შევთავაზო, ანუ მე სოფელში ვაწარმოებ სოფლის პროდუკტს და მხოლოდ მგობრებისთვის და დაინტერესებულ ფორუმელებისთვის მაქვს შემდეგნაირი წინადადება.
ვისაც აინტერესებს სოფლის მეურნეობა და ზოგადად სოფლის პროდუკტი, იქნებ გავუკეთოთ ორგანიზება იმას რომ. გაზაფხულზე დავთესოთ ვისაც რა უნდა და შემოდგომას ავიღებთ. ეს ასე ადვილი სათქმელია ალბათ და მე დაინტერესებულებს ვთავაზობ ამ ყველაფრის ორგანიზებას.
მიწები უკვე შეგულებული მაქვს კახეთში და იმასაც ვთავაზობ დაინტერესებულებს რომ ვისაც სურვილი ექნება შეუძლიათ ჩამოვიდნენ და დარჩნენ კიდევაც.
მაგალითად იქ სადაც მე ვმუშაობ, ბევრი უცხოელი ჩამოდის მოხალისედ და ბევრს გვეხმარებიან. მე და ჟანჟაკი ვმუშაობთ ერთად, ჟანჟაკი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და აგერ უკვე ხუთი წელია რაც საქართველოში ცხოვრობს. ორგანიზაციას ქვია მომავლის მიწა შეგიძლიათ გუგლში მოძებნოთ ინფორმაცია.
მე ადამიანებს მინდა შევთავაზო გაზაფხულზე შევკრიბოთ მცირე თანხა დაახლოებით 100 დან 300 ლარამდე, მე მაქვს მიწები და ვისაც რაუნდა დავთესოთ და შემოდგომას კი მოსავალი გავინაწილოთ. ორგანიზებაშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი სიამოვნებით მივესალმები.
აი სწორედ ამ პროეკტის გასაცნობად მინდა თქვენთან შეხვედრა, რადგან ვფიქრობ აქ უფრო დაინტერესებულ ადამიანებს გავიცნობ.
ათმა ადამიანმაც რომ გამოთქვას პროეკტში მონაწილეობის სურვილი, პროეკტი შედგება.
საერთოდ კი ჩემი მიზანია პატარა და ლამაზი საზოგადოებრივი სოფლის შექმნაა. ალბათ მაგასაც მოვესწრები.
მე გერმანიაში ერთ ერთ ასეთ სოფელში პრაკტიკას გავდიოდი და შემიძლია დაინტერესებულ პირებს მოდელიც წარვუდგინო.
მე ვფიქრობ რომ დროა საქართველოშიც შევქმნათ მსგავსი სოფელი, სადაც ყველა იზრუნებს ბუნებსა და გარემოს დაცვაზე. Laie_23.gif l_sunny.gif

Posted by: ანა Apr 5 2012, 11:37 PM

მშვენიერია, სიამოვნებით დავთესავ რამეს. კარგი იქნება შეხვედრაზე თუ მოხვალ და უფრო განვრცობილად მოყვები. საზღვარგრეთ გაქვს რამე კავშირი ასეთ სოფლებთან?

Posted by: natuka Apr 5 2012, 11:43 PM

თავიდან ყველაფერი ლამაზად იწყება ...

Posted by: ანა Apr 5 2012, 11:52 PM

და კიდევ უფრო ლამაზად გრძელდება smile.gif

Posted by: natuka Apr 5 2012, 11:54 PM

გულშემატკივრობთ smile.gif

Posted by: Cyber Apr 5 2012, 11:55 PM

მეც ასევე წარმატებები

Posted by: Ceeport Apr 6 2012, 01:13 AM

საინტერესოა, დიდი ხანია მინდა მსგავსი რამის გაკეთება smile.gif სიამოვნებით მოვისმენ დეტალებს შეკრებაზე

Posted by: Lashapoli Apr 6 2012, 05:36 AM

ნიბირუს გაახარებს ეს თემა განსაკუთრებით, ეტყობა არ უნახავს, იშვიათად შემოდის ამ ბოლო დროს თორე აუცილებლად გამოგეხმაურებოდა. იმედია შეხვედრაზე წამოვა და იქ უფრო დეტალურად დავილაპარაკოთ, მეც ვარ დაინტერესებული ამ საკითხით...

Posted by: ruslan Apr 6 2012, 04:33 PM

შეხვედრაზე აუცილებლად მოვალ და ვისაუბროთ ამ თემის გარშემო. მაქვს კარგი გამოცდილება და მიხარია რომ აქ დაინტერესებული ადამიანები ბევრნი არიან მე უკვე დავიწყე ეს პროეკტი და გამიხარდება თუ ვინმეს კიდევ დააინტერესებს ეს პროეკტი.
კვირას მოვალ პირველ საათზე ვაკის პარკის წინ.

Posted by: Zeus Apr 6 2012, 04:50 PM

მეც მიყვარს ძალიან ბუნება და სოფლის ცხოვრება,თუმცა თბილისში დაბადებულ გაზრდილი ვარ,რომ მოვწიმფდები ვაპირებ,რომ სოფელში წავიდე საცხოვრებლად,მაქვს ორი ვარიანტი სვანეთი და ლეჩხუმი,მე უფრო სვანეთისკენ მიმიწევს გული,თუმცა სვანეთში არ ვყოფილვარ,მოკლედ ღმერთი შენსკენ ძმაო wink.gif

ეს ყველაფერი მომინდა რაც აკაკი წერეთლის გამზრდელი წავიკითხე,მართლაც,რომ მშვენიერია სოფლის ცხოვრება,სადა და ღმერთთან მიახლოებული smile.gif

Posted by: Barmalei Apr 7 2012, 01:21 AM

ruslan

მეც მაინტერესებს ეგ თემა

Posted by: nibiru3013 Apr 7 2012, 09:28 AM

Lashapoli wink.gif გაიხარე! ეხლა ვნახე ეს თემა და ძაან გამიხარდა, ხვალ ვერ მოვდივარ, ჩემი მანქანის იმედზე არიან სხვები და ვერ გადავაგდებ თორე გადავიფიქრებდი შულავერში წასვლას, მოკლედ კარგად განიხილედ ეგ თემა და იქნებ რამე პატარა ხვნა-თესვას-მომკვას მოვაბათ თავი და მერე გადავიდეთ დიდ ამბებზეც.

Posted by: ანა Apr 7 2012, 11:33 AM

http://www.radikal.ru

დრიმ დრიმ დრიმ დრიიიიიიმზ.. ო აი ლავ იუუ JC_cupidgirl.gif

Posted by: atinati Apr 7 2012, 01:21 PM

ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს ეს იდეა wub.gif სულ წარმომედგინა, როგორ ვცხოვრობ ისეთ ადგილას, სადაც ჩემით ვთესავ და შემდეგ ვიღებ მოსავალს. უჰ მშვენიერია grass.gif

Posted by: LAIRA Apr 7 2012, 02:27 PM

ვთქვათ დათესეთ და ვინ მოუვლის? biggrin.gif თავისით მოდის ყევალფერი?მას ხომ რწყვა გათოხნა და მოვლა სჭირდება?
ასე ადვილი ვირტუალურ ფერმებშია ყველაფერი რომ დათესავ და მოსავალს აიღებ biggrin.gif

Posted by: tikoroma Apr 7 2012, 04:11 PM

LAIRA

ციტატა
ვთქვათ დათესეთ და ვინ მოუვლის? თავისით მოდის ყევალფერი?მას ხომ რწყვა გათოხნა და მოვლა სჭირდება?

ამის დიდი გამოცდილება მაქვს biggrin.gif მთელი ბავშვობა თითქმის biggrin.gif
დიდ მეურნეობაზე არ ვოცნებობ, დავბერდი biggrin.gif მაგრამ პატარა ბაღჩას და ყანას მოვუვლიდი როგორმე smile.gif

Posted by: td......... Apr 7 2012, 04:22 PM

მე აივანზე მერამდენე წელია ყვავილების ქოთანში კარტოფილი მყავს..biggrin.gif ერთხელ დამრჩ და ლამაზად გაიკვირტ-გაიასამნსფრდა და შემეცოდა გადასაგდბად.. ხოდა ჩAვრგე და გაიხარა.. კიდე პატარა ქოანში ნიორი, ჩილი და ჩერის ჩითილები მაქვს.. ჩერი ტაოკლარჯეთიდან ჩამოვიტანე და ეხლქა გავახარე.. იმედია შემოდგომით დავტკბები მოსავლით..smile.gif მოკლედ თუ რამეა აგრონომად გამოვდგები..

Posted by: ანა Apr 7 2012, 04:33 PM

td.........

კარტოფილს ყვავილები აქვს? პირველად გავიგე ჩემდა სასირცხვილოდ smile.gif)))

Posted by: ruslan Apr 7 2012, 06:26 PM

იმ სოფელთან აქტიური კავშირი მე არ მაქვს მაგრამ იმ სოფლის ერთ ერთი მცხოვრები, საქართველოში ხან თვეობით ჩამოდის და შემიძლია დაინტერესებული პირები შევახვედრო. ვალდემარი ქვია. ის სოფელი საქართველოშიც აქტიურობს მაგრამ აქ ბევრ ქართველს ეშინია დამფინანსებელი არ დავკარგოთო და ამის გამო იმ კაცზე გასვლა ცოტა ჭირს. ისე მე კი მეგობრული ურთიერთობა მაქვს და შეიძლება რომ დავიწყოთ ერთხელ მოვიწვიო.
ანა კარტოფილს ყვავილი გამოაქვს და წესით ყვავილის გაქრობა კარტოფილის ამოღების ნიშანია. თუმცა არის ისეთი ჯიშები, მეტ წილად გენური ინჟინერიით გამოყვანილი რომელსაც ყვავილი არ გამოაქვს.
გათოხვნას და მოვლას ვიდრე მასშტაბი გაიზრდებოდა ჩემს თავზე ავიღებდი.

Posted by: vano kazbegi Apr 7 2012, 06:35 PM

ყაზბეგში - კარტოფილი უფრო გემრიელია ვიდრე ახალქალაქის კარტოფილი. ყაზბეგური კარტოფილი არ იყიდება ხევს რადგან ძნელად ხარობს . ისე კი არის ადგილები სადაც კარტოფილი იხარებს. მარტო კარტოფილი აზრი არ ააქვს . ისე კი მთიან ადგილებში მაგალითად ჩემთან ხარობს-ტარხუნა, ვაშლი, მწვანილეულობა მარტყვი მეტნაკლებად და ძნელი მოვლაა.
ყველაფერი ბუნებრი მარგებელია ვიდრე ქიმიური ნარევი და ხელოვნური მცენარების მირთმევა .

Posted by: LAIRA Apr 7 2012, 06:39 PM

ruslan

QUOTE(ruslan @ 7th April 2012 - 06:26 PM) *
გათოხვნას და მოვლას ვიდრე მასშტაბი გაიზრდებოდა ჩემს თავზე ავიღებდი.

მეც სიამოვნებით მოგეხმარებოდით
თანაც ეს ხომ თერაპიაა l_daisy.gif

Posted by: elli Apr 7 2012, 06:39 PM

ანა
http://www.radikal.ru
ეს ბაბუა და შვილიშვილი ბეჩოში გადავიღე, კარტოფილის ყანაში. ასეთი ლამაზია კართოფილის ყანა, მე ძალიან მომწონს

Posted by: vano kazbegi Apr 7 2012, 06:44 PM

კარგი იქნებოდა რარას გეგმა ან პროექტი შექმნილიყო და მომგებიანი პროგრამა შეგვექმნათ . ყველგან ფული რომ არის საჭირო - ყველამ ვიცით მაგრამ ნდობის ფაქტორი ძალიან ძნელია . ამაში პროგრამ უნდა შეიქმნათ რომ დამაჯერებელი მასალა ჩანდეთ.
ყველას თავისი ნაკვეთი აქვს, მაგრამ მოუვლელი მიწებია. ჩვენთან ყაზბეგში ყველა თავის საქმეს აკეთებს მაგრამ ერთად ყოფნა და ერთად რომ დაამუშაო პროექტი , არავინ გამოვა. მიზეზად არ ნდობაა. გულში იტყვიან -> ამის გამკეთებელი აქამდე გაკეთდებოდაო და ჩვენ მაგ საქმეში ტყუილად დავკარგავ დროს . ჯობია ჩემ ტავს მე თვითონ მივხედავ და ა.შ.<-. მგონი ყველა ადამიანშია შიში რომ დრო არ დაკარგოთ.
თბილისში არის ისეთი ადგილები - მგონი შეიძლება ამაზე ფიქრით და გეგმის შედგენაც კი.

Posted by: vano kazbegi Apr 7 2012, 06:50 PM

წინაპრებმა ანუ ყაზბეგში და ჩრდილო ოსეთში იცოდნენ მთვარით მიხედვით დაედგინათ თუ რა დროს უნდა დაეთესას და რომელი კარტოფილი უნდა შეენახათ მომავლისთვით-. ბებიაჩემი მთვარის მიხედვით ასრულებდა და მართლა ამართლებდა.

Posted by: ანა Apr 7 2012, 07:29 PM

QUOTE(elli @ Apr 7 2012, 06:39 PM) *
ანა
http://www.radikal.ru
ეს ბაბუა და შვილიშვილი ბეჩოში გადავიღე, კარტოფილის ყანაში. ასეთი ლამაზია კართოფილის ყანა, მე ძალიან მომწონს


რა კარგია smile.gif დოქტორს რომ ეს ენახა, იტირებდა..

vano kazbegi

ხვალ შეხვედრაზე მოდი რა, ძალიან ეცადე smile.gif იქ უფრო კარგად დავილაპარაკებთ ყველაფერზე. მართალია ბოლოს ისე 'დანარცენი ფორუმზე ან სკაიში გავაგრძელოთ" იქნება, მაგრამ მაინც smile.gif)))

Posted by: td......... Apr 7 2012, 09:04 PM

ანა
კი როგორ არ აქვს, ცვრილი, მოიასამნისფერო ყვავილები აქვს, მაგრამ მე ის ვიგულისხმე, რომ კარტოფილი რომ იდო დიდხანს კვირტები გამოიღოდა გაიტოტა, ეს ტოტები იასამნისფერი გახდა და ძალიან ძალიან ლამაზი იყო.. ასევე დავდე ქოთანში, მერე ფესვები გაიდგა და აგერ მერამდენე წელა ამ ფესვებზე კარტოფილებს ისხამს...smile.gif))

Posted by: vano kazbegi Apr 7 2012, 09:19 PM

QUOTE(ანა @ Apr 7 2012, 07:29 PM) *
რა კარგია smile.gif დოქტორს რომ ეს ენახა, იტირებდა..

vano kazbegi

ხვალ შეხვედრაზე მოდი რა, ძალიან ეცადე smile.gif იქ უფრო კარგად დავილაპარაკებთ ყველაფერზე. მართალია ბოლოს ისე 'დანარცენი ფორუმზე ან სკაიში გავაგრძელოთ" იქნება, მაგრამ მაინც smile.gif)))


გაიხარე. წინასწარ არ ვიცი მოვახერხებ თუ არა შეხვედრაზე. გათენდეთ და შედეგს შევხედავ.

Posted by: ანა Apr 7 2012, 10:07 PM

ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..

angelgirl.gif

Posted by: Simulated Apr 7 2012, 10:54 PM

იდეა!!!!!_________________ რითიც შევძლებ დახმარება ჩემზე იყოს.

Posted by: ruslan Apr 10 2012, 09:52 PM

დღეს საინტერესო დღე მქონდა, მთელი დღე მიწის ნაკვეთებსა და სახლებს ვეძებდი. ამას გარდა ორი გოჭუნას ყიდვაც მოვასწარი და პატარა ნაკვეთიც შევიგულე.
ეხლა მინდა რომ ამ ჩვენმა წამოწყებამ აქტუალურობა არ დაკარგოს და თქვენი იდეებიც მოვისმინო. მაგას გარდა დავგეგმოთ დაინტერესებულ პირთა ჩამოსვლა, ოთხი ხუთი ადამიანი რომ წამოვიდეს ერთი მანქანით. სოფელსაც გადახედეთ და ჩვენი მუშაობისა თუ არსებობის მოდელს.
უახლოეს მომავალში ჩვენს ინტერნეტ გვერდსაც დავდებთ ინტერნეტში და შეგეძლებათ გადახედოთ. მანამდე კი უბრალოდ რომ ჩაწეროთ გუგლში << მომავლის მიწა<< ბევრ ინფორმაციას ამოიღებთ.
ეხლა გადაწყვეტილი მაქვს ნახევარი ჰექტარი (5 000 კვადრატული მეტრი) მიწის ყიდვა და სამომავლოდ საბოსტნედ მომზადება.
ამ სოფელში ბევრი კარგი რამ არის და ბევრი კარგიც ხდება მინდა რომ ერთხელ დასათვალიერებლად ჩამოხვიდეთ.
დაწერეთ თქვენი აზრი. welcomeani.gif

Posted by: Qocho Apr 10 2012, 10:16 PM

ruslan

იდეა კარგია მაგრამ

ციტატა(ruslan @ 10th April 2012 - 09:52 PM) *
ამას გარდა ორი გოჭუნას ყიდვაც მოვასწარი


ანუ ვეგეტარიანული არ იქნება სოფელი?

Posted by: Existence Apr 10 2012, 10:28 PM

ruslan good.gif

რუსლან უეჭველი უნდა ჩამოვიდეთ ამ შაბათ კვირას ჰოლოტროპიკას ვგეგმავთ და იქით კვირაში დავათვალიერებთ , ყოჩაღ რა მაგრად უბერავ smile.gif

QUOTE(Qocho @ 10th April 2012 - 10:16 PM) *
ანუ ვეგეტარიანული არ იქნება სოფელი?


აუ ეს მეც მაინტერესებს გოჭებზე რო დაწერე

Posted by: ruslan Apr 10 2012, 10:36 PM

მე ვეგეტარიანელი ვარ უბრალოდ მინდა შემდეგან გავყიდო ან კიდევ გავამრავლო და შეიძლება ადამიანებს ისე ვაჩუქო. სოფელი აუცილებლად ვეგეტარიანული უნდა იყოს ეს ერთერთი წინაა პირობაა.
თან ეხლა მიწის ყიდვა რომ მინდა არსად არ ვმუშაობ და ნაკვეთის ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიტანო..... მაგიტომაც გოჭებს რომ გაავზრდი, გავყიდი და იმით ნაკვეთს ვიყიდი. სულ ეს არის გოჭების ამბავი.

Posted by: Barmalei Apr 10 2012, 10:55 PM

QUOTE(ruslan @ Apr 10 2012, 11:36 PM) *
მე ვეგეტარიანელი ვარ უბრალოდ მინდა შემდეგან გავყიდო ან კიდევ გავამრავლო და შეიძლება ადამიანებს ისე ვაჩუქო. სოფელი აუცილებლად ვეგეტარიანული უნდა იყოს ეს ერთერთი წინაა პირობაა.
თან ეხლა მიწის ყიდვა რომ მინდა არსად არ ვმუშაობ და ნაკვეთის ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიტანო..... მაგიტომაც გოჭებს რომ გაავზრდი, გავყიდი და იმით ნაკვეთს ვიყიდი. სულ ეს არის გოჭების ამბავი.

smile.gif
ვეგეტარიანელობის მუღამი რა არის?

Posted by: ruslan Apr 10 2012, 11:52 PM

ციტატა(Barmalei @ Apr 10 2012, 10:55 PM) *
smile.gif
ვეგეტარიანელობის მუღამი რა არის?

გეთანხმები, ეს ორი რამე ერთად არ თავსდება და რთულია ამ გადმოსახედიდან ამ საკითხის გარშემო მსჯელობა. ადამიანი როდესაც თავად გახდები გლეხი მერე შეიძლება ბევრ რამეს სულ სხვა თვალით შეხედო.
ჩვენ ფქვილს თვითონ ვამზადებთ და ზეთსაც თვითონ ვხდით, ანუ ღორებისთვის საუკეთესო კომბინირებული საკვები გვრჩება და რაღაცას ხომ უნდა ვაჭამოთ.......... l_sunny.gif

Posted by: Barmalei Apr 10 2012, 11:59 PM

ruslan

სად არის ეგ შენი სოფელი?

Posted by: ruslan Apr 11 2012, 12:18 AM

ახმეტის რაიონი სოფელი არგოხი

Posted by: Simulated Apr 15 2012, 01:32 AM

ერთხელ თუ ითავებს რომელიმე მანქანიანი ფორუმელი ჩავიდეთ და ვნახოთ სოფელი.

Posted by: ruslan Apr 15 2012, 09:01 AM

ციტატა(Simulated @ Apr 15 2012, 01:32 AM) *
ერთხელ თუ ითავებს რომელიმე მანქანიანი ფორუმელი ჩავიდეთ და ვნახოთ სოფელი.


იქნებ ლაშაპოლს დაუკავშირდეთ ვინმე და ერთხელ ჩამოსვლა შეძლოთ. მე უკვე მიწებს ვეძებ და კარგი იქნებოდა თუ ჯერ ჩამოხვიდოდით და არსებულ რესურსებს შეაფასებდით და მერე დაგვეწყო უფრო აქტიური მუშაობა ამ მხრივ.

ორი დღის წინ 2500 კვადრატულ ფართობზე კარტოფილი დავთესეთ და გუშინ 45 ძირი გოგრის სანერგე დავთესე სპეციალურად დაჩქარებული წესით რომ გამოვიყვანო.
იქნებ ნიბირუს შეეხმიანო რომ მგონი მაგას აინტერესებს ეს პროეკტი და ავტო სტოპითაც შეეძლო ჩამოსულიყო.........

Posted by: Lashapoli Apr 15 2012, 07:44 PM

QUOTE(ruslan @ Apr 15 2012, 10:01 AM) *
იქნებ ლაშაპოლს დაუკავშირდეთ ვინმე და ერთხელ ჩამოსვლა შეძლოთ. მე უკვე მიწებს ვეძებ და კარგი იქნებოდა თუ ჯერ ჩამოხვიდოდით და არსებულ რესურსებს შეაფასებდით და მერე დაგვეწყო უფრო აქტიური მუშაობა ამ მხრივ.

ორი დღის წინ 2500 კვადრატულ ფართობზე კარტოფილი დავთესეთ და გუშინ 45 ძირი გოგრის სანერგე დავთესე სპეციალურად დაჩქარებული წესით რომ გამოვიყვანო.
იქნებ ნიბირუს შეეხმიანო რომ მგონი მაგას აინტერესებს ეს პროეკტი და ავტო სტოპითაც შეეძლო ჩამოსულიყო.........

რუსლან, როგორ შეკრებაზე დავთქვით ჩამოვალთ აუცილებლად, სავარაუდოდ ამ თვეს არ გადავაცილებთ... smile.gif

Posted by: atinati Apr 15 2012, 11:09 PM

QUOTE(Lashapoli @ Apr 15 2012, 07:44 PM) *
რუსლან, როგორ შეკრებაზე დავთქვით ჩამოვალთ აუცილებლად, სავარაუდოდ ამ თვეს არ გადავაცილებთ... smile.gif



ძალიან მინდა წამოსვლა... და ეს იდეა არა და არ მტოვებს... wub.gif

Posted by: ruslan Apr 17 2012, 07:28 PM

მოკლედ მე ერთი სახლი ვნახე სადაც თქვენ დარჩენას შეძლებთ და მიწებიც ვნახე მაგრამ მანამდე უნდა ჩამოხვიდეთ რომ მე ეს ყველაფერი დავქოქო.

Posted by: ruslan Apr 18 2012, 09:44 PM


იქნებ ვინმემ ნიბირუს ნომერი მომცეს ან დაინტერესებულმა ადამიანებმა მომწერეთ ამ ნომერზე. 599 244 844 რუსლან.

Posted by: tikoroma Apr 18 2012, 10:14 PM

ალბათ ზაფხულში მეც შევძლებ ჩამოსვლას დასათვალიერებლად მაინც rolleyes.gif
გუშინ ვუყურებდი ფილმს ფერმერებზე და ვიტირე ლამის smile.gif

Posted by: ruslan Apr 19 2012, 03:41 PM

ხო ზაფხულში აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ. იქნებ ზაფხულის შეკრება აქ, სოფელში მოვაწყოთ. მშვენიერი ბუნებაა და მაგას გარდა შეიძლება პატარა ექსკურსიაც მოვაწყოთ მთებში.
ვისაც წამოსვლა მოუნდება საძილე ტომარა აუცილებლად დასჭირდება, სხვა დანარჩენი ადგილზე მოგვარდება. და კიდევ კარგი იქნება თუ ჩამოსვლას შაბათ კვირას რომ დავამთხვიოთ.

Posted by: ruslan May 7 2012, 07:23 AM

გამარჯობათ კეთილო თანაფორუმელებო,
რას იტყვით პანკისის ხეობაში, ერთი ან ორი დღით, კარვებითა და საძილე ტომრებით რომ წავიდეთ სალაშქროდ?
მე ორი კარვისა და არგოხიდან ერთი ორ ხიდიანი უვაზის შოვნა შემიძლია ათი კაცი მაინც ჩავეტევით მთელი აღჭურვილობით. აქედან პანკისის ხეობა 45 კილომეტრშია და მანქანაც გაზზე მუშაობს, საწვავი იაფი დაგვიჯდება და აქამდე იქნებ როგორმე აუტოსტოპით ჩამოხვიდეთ.
ავალთ ბაწარის ნაკრძალში და ბევრ ლამაზ ადგილს დავათვალიერებთ.
დავთქვათ რომელიმე დღე და ჩამოდით. პირველ დღეს კარგი იქნება თუ აქაურობასა და ჩვენს არე მარეს დაათვალიერებთ, ძალიან ლამაზი და საინტერესო სოფელია ლამაზ მთებში ჩაფლული. პირველ ღამეს შეგეძლებათ აქ სახლში დარჩენა და მეორე დღეს მანქანას ვითხოვებ და წავალთ პანკისში. იქაც ძალიან საინტერესო სურათი დაგვხვდება.
ერთი ეგ არის მანქანის ქირა და საწვავის ფული ერთად 50–60 ლარის გადახდა გვიწევს.
თუ ვინმეს გინდოდეთ შეგიძლიათ დამირეკოთ კიდეც. 599 244 844. welcomeani.gif

Posted by: ruslan May 7 2012, 07:30 AM

ხო კიდევ ის რომ თუ აქ ვინმეს მოგეწონებათ სიტუაცია შეგვიძლია იაფათ მიწის ნაკვეთები ვიყიდოთ.
შევქმენით საკუთარი ვებ გვერდი: მომავლის მიწა ან momavlis mitsa. ამ ვებ გვერდზე ორგანიზაციის ფოტოებიც დევს.

Posted by: ruslan May 7 2012, 07:46 AM

http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom.cgi/georgian/attraction_geo

Posted by: ანა May 31 2012, 11:54 AM

მინდოდა ძალიან წამოსვლა.. იმ დღის ნახევარი ნახევარი დავკარგე თქვენთან ყოფნაზე ფიქრში და რატომ არ ავარ იქთქო smile.gif))))) მომიყევით მერე რამ და როგორ ჩაიარა,,

Posted by: tikoroma May 31 2012, 09:10 PM

რუსლან რა სასუქებს ხმარობ? ბიოჰუმუსი იცი? ერთი კაცი გავიცანი ვინც მაგას ამზადებს, ძალიან დამაინტერესა

Posted by: ruslan Jun 3 2012, 12:15 AM

ციტატა(tikoroma @ May 31 2012, 09:10 PM) *
რუსლან რა სასუქებს ხმარობ? ბიოჰუმუსი იცი? ერთი კაცი გავიცანი ვინც მაგას ამზადებს, ძალიან დამაინტერესა

სასუქებს საერთოდ არ ვხმარობთ მითუმეტეს ეგრედწოდებულ ქიმიას. ჩვენ უფრო ბიო პრეპარატებს ვხმარობთ, რომლებსაც ჟონ ჟაკი თვითონ ამზადებს.
ეს პრეპარატები ძირითადად შტაინერის მიერ დანერგილი მეთოდებით მზადდება და ეფექტურიც არის.
აი მათი სახელწოდებებიც.. გუგლში შეგიძლია მოძებნო.. fladenpreparat, hornmistpreparat და kieselpreparat. nach rudolf steiners weise.
აუ ზუსტად ვერ ვთარგმნი ქართულათ და იქნებ გუგლში უფრო კარგათ მოძებნო ინფორმაცია.

ეხლა სხვა ჩემი ამბები..მოკლეთ ეს გაზაფხული მოსალოდნელზე მეტად დატვირთული აღმოჩნდა ჩემთვის და ბევრი საქმეები დამიგროვდა. და მაინც 20 მეასედზე ანუ 2000 კვადრატ მეტრზე დავთესე სიმინდი, 20 მეასედზე დავთესე საზამთრო, 10 მეასედზე დავთესე ნესვი და 10 მეასედზე დავთესე გოგრა. ამას გარდა გვითესია 4 ჰექტარზე ანუ 40 000 კვადრატზე გვითესია ხორბალი, წითელი დოლი და 25 მეასედზე ანუ 2500 კვადრატზე კარტოფილი. კარტოფილი მგონი რაღაც ეგვიპტური ჯიშია ზუსტად არც მე არ ვიცი.
2010 წელს საქართველოში ცუდი მოსავალი იყო და კარტოფილის მოსავალი საერთოდ არ იყო. მაშინ მთავრობა ამას მოუმზადებელი შეხვდა და 2010–2011 წლების ზამთარში პროდუკტებზე ფასებმა მკვეთრად აიწია, რამაც დიდი საზოგადოებრივი უკმაყოფილებაც გამოიწვია და ეს ყველაფერი მომდევნო წელს მთავრობამ გაითვალისწინა და პირველად სამომხმარებლო ბაზარი ზამთრის დადგომამდე წინასწარ მოამარაგა. ძირითადად იმპორტირებული პროდუკტით. დიდი წილი მათგან სწორედ კარტოფილს ეკავა, რადგან საქართველოში კარტოფილი მეორე პურად არის წოდებული. მოხდა ისე რომ ქვეყანაში დიდი ოდენობით კარტოფილი შემოვიდა და მთავრობამაც და იმპორტიორებმაც ხელი მოითბეს აწ უკვე გაზრდილი ფასებით. და მაინც რატომ გამიგრძელდა ეს კარტოფილის თემა?... დღეს ბაზარზე რომ იკითხოთ ყველა გეტყვით რომ ახალციხის ან ახალქალაქის კარტოფილს ყიდიან, სინამდვილეში ჯავახეთში მოყვანილი კარტოფილი ქვეყანას იანვრის ბოლომდე ძლივს გაყვება ხოლმე ისიც თუ კარგი მოსავალი თუ მოვიდა და დანარჩენ დროს კი ხალხი ძირითადად იმპორტირებულ იაფად შემოტანილს და ძვირად გაყიდულ კარტოფილს მოიხმარს. მაგალითად 2011 წელს ძირითადი მომწოდებლები ეგვიპტე და პაკისტანი იყვნენ ეს მაშინ როცა მათ თავიანთი მოსახლეობა ვერ გამოუკვებიათ.
აქ შედარებით მეტს უხდიან ვიდრე თავის გაღატაკებულ ქვეყნებში და თან მაინცდამაინც არავინ უმოწმებს თუ რა საშუალებებით მოჰყავთ ჰექტარზე 60 ტონა კარტოფილი.


თემა კი გამიგრძელდა და თუ ვინმეს რამე შეკითხვა ექნება სიამოვნებით გამოვეხმაურები.

Posted by: ruslan Jun 3 2012, 12:21 AM

ხო ბიო ჰომუსი კარგად გვაქვს ათვისებული.

Posted by: shotazi Jun 6 2012, 07:34 PM

ruslan
სალამი, თემას გადავხედე და ძალიან დამაინტერესეთ. ანუ როგორც მივხვდი სოფელში ცხოვრობთ და გაქვთ თქვენი დამოუკიდებელი მეურნეობა. რაიმე კომპანიაა თუ თქვენი სურვილით პიროვნებებმა გააკეთეთ? ანუ რა სახის ორგანიზაციაა თუ არის საერთოდ ორგანიზაცია?

და ინტერნეტი გაქვთ? : ))

Posted by: ruslan Jun 6 2012, 11:12 PM

ინტერნეტიც მაქვს და აქ ძაან კარგი სიტუაცია მაქვს მოწყობილი. სოფლის მეურნეობას ვეწევი და თან უცხოელ სტუმრებსაც ვღებულობთ, ოღონდ უფასოთ და სამაგიეროთ უფასოთვე ასრულებენ სხვა და სხვა სახის სამუშაოებს. მოკლეთ აქ კარგი სიტუაციაა და ჩვენი საზოგადოების წევრები, (მხედველობაში მაქვს ორგანიზაციის სამეგობრო( აქ მიწებსა და სახლსაც იყიდიან თუ გაინტერესებს ეს ყველაფერი შემიძლია გიმასპინძლოთ კიდევ ერთ 5 ადამიანს შაბათ კვირას მაქვს ხოლმე ცოტა მეტი დრო და გამიხარდება კიდეც თუ ვინმეს კეთილათ გამოადგება ჩემი გამოცდილება. მე ოთხი წელია რაც სოფლელი გავხდი და გლეხურათ ვცხოვრობ სოფელში. მეც მინდა რომ დაინტერესებულ ხალხთან ერთად დამოუკიდებელი და უფრო ეკოლოგიურად მოაზროვნე ხალხთან ერთად , სგავსი საზოგადოება შევქმნა და ამაზე კარგ ფორუმსა და ხალხს სად ვნახავდი.
გერმანიაში გავიარე საკმაოდ კარგი პრაკტიკა, ბიომეურნეობებში და მინდა დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად რამე გავაკეთო. ამ სოფელი მენაგვეს მეძახიან რადგან მათ დაყრილ ბოთლებსა და ცელოფნებს ვაგროვებ და კონტეინერში ვყრი იმ იმედით რომ როდესმე ისწავლიან ბუნების მოფრთხილებას.
უცხოელებიც რომ ჩამოდიან მათაც ვასუფთავებინებ ხოლმე სოფლის ორღობეებს რომ იქნებ მაგალითი მაინც გადაიღოს ვინმემ. აბა კკიდევ რა დავწერო მინდა საღად მოაზროვნე ხალხთან ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა. ხო მთავარი დამავიწყდა ამ ფორუმიდან უკვე იყვნენ ჩემთან და თუ ვინმეს პირადად იცნობ მეტ ინფოს მოგაწვდიან. ზეტი, ოლდმენი, ლაშაპოლი, ნიბირუ, ექსისტენცი და კიდევ ორი ბიჭი იყო რომლების სახელებიც არ მახსოვს.

Posted by: marissa Jun 6 2012, 11:31 PM

კარგია სოფელში რომ ცდილობ რამის წამოწყებას,მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც თბილისურ ყოფასაა შეჩვეული დიდხანს ვერ გაძლებს სოფელში.უბრალოდ შორიდან მიმზიდველი ჩანს ეს ყველაფერი მაგარმ რეალურად ძალიან ძნელია

Posted by: shotazi Jun 6 2012, 11:39 PM

ruslan
შესანიშნავია, სიამოვნებით გეწვეოდით. სკაიპი ან ფეისბუქი რომ დამიპიემოთ თქვენი შეგიძლიათ?

marissa
საკუთარ თავზე მუშაობისთვის გაცილებით უკეთესი პირობებია სოფლად : )

Posted by: td......... Jun 7 2012, 12:55 AM

არა მარტო კარტოფილია სამწუხაროდ იმპორტული, სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ... მე მახსოვს ბავშვობაში ადვილად ვარჩევდი ახალციხის კარტოფილს ქვემოქართლში მოყვანილისგან, იმერეთში სხვა ჯიში იყო, მთისა სხვანაირი.. ეხლა ის ჯიშები თითქმის აღარც არის.. ერთი ისაა ზაფXულში სოფელსი როცა ვარ იქ ნამდვილად ადგილობრივი კარტოფილია და გემოც სულ სხვანაირი აქვს...

სამწუხაროდ მე ჩემი მიწა არ მაქვს, თორემ კარგი მეურნეობა მექნებოდა.. კორპუსის 4 სართულზე მაქვს ლამის ბაღ-ბოსტანი გაშენებული.. რათქმაუნდა ისე დლა დუში, თორე ქოთანსი გაზრდილ კარტოფილს ვერც შეჭამ, მოგერიდება, კაი მეგობარივით არის უკვე შენიbiggrin.gifbiggrin.gif:D

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)