ძალიან მაინტერესებს ეს ხელოვნება...
რაიცით ბონსაის შესახებ...როგორ შეიძლება ან შეიძლება თუ არა ჩვეულებრივ პირობებში და ჩვეულებრივმა ადამიანმა ასეთი ხეები გაზარდოს?
იქნებ ელექტრო წიგნები გეგულებათ ამის შესახებ...?
http://www.bonsai.su
და რამდენად რეალურია ისეთი ბაღის გაშენება, რომელიც დიდი ფიზიკური ენერგიის დახარჯვას არ ითხოვს, ისე როგორც წიგნში წერია? ასეთი ცოდნა ნამდვილად არ გაგვაჩნია. საქართველოში კი მგონი ტრადიციული მეთოდითაც კი არ იციან მიწის დამუშავება. მახსოვს ბავშობაში სოფელში გვყავდა სტუმრად ჩინელი ექიმი და ის ამბობდა რამხელა მიწები გაქვთო და რა არარაციონალურად გაქვთო გამოყენებულიო...
ახლახანს მქონდა ერთ-ერთ ფორუმზე საუბარი ბონსაის შესახებ. ერთხმად ამტკიცებდა ყველა, რომ ეს არის მცენარეთა უფლებების დარღვევა.
რატო რის მცენარეების უფლებების დარღვევა? რას უკეთებენ მცენარეებს რამეში ხელოვნურად ერევიან???
რა სილამაზეები არიან როგორ მომწონს ეგ ხეები
http://images.google.com/images?client=opera&rls=en&q=Japan%20garden&sourceid=opera&oe=utf-8&um=1&ie=UTF-8&sa=N&hl=en&tab=wi
ძალიან ლამაზია ბონსაის ხეები და ძალიან რთული მოსავლელია, თუ ვინმე დაინტერესდება მათი ყიდვით შემიძლია შევთავაზო
ბონსაი ჩვეულებრივი ხეა რომელსაც თავისებური მოვლა სჭირდება, მე ეხლა გამომყავს ექვსი სახვადასხვა ჯიშის (ბროწეული, კაკალი, მუხა, ნაძვი, ფიჭვი და რცხილა) ბონსაი, თუ გაინტერესებთ მოვლის შესახებ მაქვს გამოცდილება და გაგიზიარებთ.
zazazaza
ზღმარტლი კარგი გამოვა მე არ მიცდია, თესლით ბონსაის გამოყვანას საერთოდ ერიდებიან, სჯობს ნერგი ამოიღო ან შეიძინო ფორმას უფრო შეარჩევთ და დროც ნაკლები დასჭირდება. მე 5 წლის ბროწეული გადავრგე ქოთანში და მაგარი ფორმა ექნება დარწმუნებული ვარ გაზაფხულზე.
სურათი როგორ გამოვაგზავნო მასწავლეთ.
zazazaza
ეს არის ბროწეული გაზაფხულისთვის უკვე ფორმაში იქნება. ყოველგვარი სიბნელის და დატყვევების გარეშე გამომყავს.
ეს არის რცხილა, გაზაფხულზე გადაირგვება ბონსაის კონტეინერში.
zazazaza
რატომ დიდ ხეებს არ აჭრიან ტოტებს?
აქ მარტო ტოტებს ხომ არ აჭრიან. მე როგორც ვიცი ფესვებსაც აჭრიან(
ფესვებში აჭრიან საყრდენ ფესვს, მკვებავ ფესვებს რომლებიც დაზიანებულია ან დამპალია მაგათ აჭრიან ხის გასხვლის ვარიანტში, საყრდენი ფესვი მაღალ ხეს სჭირდება რომ არ წაიქცეს ისე ფესვებში მთავარი მკვებავი ფესვებია. ისე რომ იცოდეთ რა პირობებიდან წამოვიღე ეს ნერგები და რა მოვლაში მყავს არა მგონია, რომ ცუდ დღეში იყვნენ. ისე ბოლო-ბილო ხომ არ ვკლავთ ჩემი აზრით ხომ კარგ პირობებში ვაცხოვრებ.
zazazaza
თუ გინდა შემოდგომაზეც შეიძლება გადარგვა ნოემბერში რომ გადარგო ქოთანში გაიხარებს, მე ალუბალს ვაპირებ შემოდგომაზე გადავრგო ქოთანში, დაჩაზე მაქვს ბევრი ალუბლები და ერთი მინდა ბონსაი გავხადო.
რამე ლიტერატურა გაქვს ბონსაიზე?
ერთი წიგნი მაქვს, საერთოდ ყველაფერი ერთად და ბონსაის შესახებადაც არის ინფორმაცია. წიგნი ბერძნულადაა. წიგნი დაჩაზე მაქვს. თუ წავალ წავიკითხავ, როგორც მახსოვს ალუბალი ლამაზი ბონსაი გამოდის)))
ალუბალი კარგი გამოდის იმიტომ, რომ თვითონ პატარა ფოთოლი აქვს თან, რომ დააპატარავებ ფოთლებს კარგი უნდა გამოვიდეს. ზედ ტოტზე მინდა ფესვები გაუკეთო რომ კარგი ფორმის გამოვიდეს. ზაფხულში შევახვიე ტოტი და ნოემბერში ვნახავ თუ ფესვები ექნება გაზაფხულზე ქოთანში გადავიტან.
zazazaza
ალუბალი მაგარი გამოვა.
ბროცეული ნაყოფს იკეთებს მაგრამ ყვავილი უფრო უხდება ბონსაის ვიდრე ნაყოფი, ნაყოფი უნდა მოწყვიტო რამდენიმე წელი სანამ გაიზრდება და ნაყოფსაც შესაბამისად იპატარავებ, რაც შეეხება ფოთლების დაპატარავებას ივნისის ბოლო დაივლისის პირველ კვირას მთლიანად უნდა გააცალო ხეს ფოთოლი ისე, რომ ფოთლის ძირში კვირტები არ დააზიანო და ორ კვირაში უკვე ფოთლი დაპატარავებული წამოვა. (ეს უნდა გააკეთო ორ წელიწადში ერთხელ)
ფესვები როგორ უნდა გაუკეთო ტოტზე ფოტოებს ჩავაგდებ ისე ვერ აგიხსნი.
zazazaza
თავიდან კანს შემოატყავებ ხეს და მერე როგირც სურათზეა ისე აკეთებ.
zazazaza
ტოტზე ზაფხულში მიწას ან ნეშომპალას შემოახვევ და მერე ნაჭერს და გაზაფხულზე გახსნი
zazazaza
ნახეთ რა ლამაზია
http://www.google.gr/images?um=1&hl=el&tbs=isch%3A1&sa=1&q=%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98&btnG=%CE%91%CE%BD%CE%B1%CE%B6%CE%AE%CF%84%CE%B7%CF%83%CE%B7&aq=f&aqi=&aql=&oq=&gs_rfai=
ხო, ვნახე... თურმე ზეთისხილიც შეიძლება
http://pix.ge/
ლამაზია
ამ მეთოდით გამოდის ის ხეები რომლებსაც ტყავი კარგად ეხდება.
კი ზეთისხილი მინახავს სურათში. ყველა ხისგან გამოდის ბონსაი უკეთესია თუ შედარებით პატარა ფოთლები ექნება. მე ნაძვი და მუხა მაქვს კიდე.
ისე ძალიან მინდა წითელი ნეკერჩხალი, მაგრამ ვერ ვშოულობ.
ცხენისწაბლი
შემოდგომაზე აპირებთ რამე ჯიშის გამოყვანას?
zazazaza
ეხლა რომ შემოვახვიო რამეს ტოტზე ნოემბრამდე არ გამოიღებს ნეტა ფესვებს? მე მქონდა მუხის გამოყვანის მცდელობა, მაგრამ არ გამომივიდა.. სოფლიდან პატარა მუხა წამოვიღე , მაგრამ გახმა.. იქაც ცუდად იყო,მემგონი ავადმყოფობდა სულ რაგაც 10 სმ იქნებოდა ნერგი.. ეტყობა არასწორად ამოვიღე..
ისე ჯუჯა ბროწეულები მაქვს , მაგრამ ეგ ეგეთი ჯიშია.. ისხამენ კიდეც , ზალიან ლამაზია..მერე სურატებს დავდებ
ეხლა რომ შემოახვიო გაზაფხულზე უნდა გახსნა და წესით უნდა ჰქონდეს ფესვები, თან გარედან ეცადე ხავსიც შემოახვიო ტენი, რომ შეინარჩუნოს.
ეგ ბროწეული ბონსაი არ არის ბონსაი უფრო ფორმაა და სტილი ვიდრე სიპატარავე.
მუხა ზამთარში ირგვება.
zazazaza
ხო ეს დეკორატიული ბროწეულია, ბონსაი ვიცი რაცაა, დაჯუჯავებული ხეა, ხელოვნურად დაპატარავებული, ეს ბროწეული კი მგონი სელექციის გზით მიიღეს.. ისე უნდა ვცადო და მუხა რკოდან გავზარდო გამოვა ნეტა? ვცდი ხის ტოტის შემოხვევას, სამწუხაროდ სოფელი შორსაა, აქ ეზოში კი ვინ გააჩერებს ცემ ნაჩალიჩარს, ეგრევე ებრდღვნებიან და გაფატრავენ მეზობლები.. მაგრამ მაინც ვცდი.. ატამსაც...
ქოთანში დარგე პირდაპირ სახლში დადე, უკეთესია მე რასაც დავაკვირდი სახლში სჯობია უფრო ეჩვევა გარემოს. ისე მუხა გადარგვა სჯობსო ამბობენ, რკოთი გაზრდა დიდ დროს მოითხოვს.
მუხას ეხლა თუ ნახავ ტყეში, ფორმები თუ მოგეწონება რამე ლენტით დანიშნე და ზამთარში ამოიღე და პირდაპირ ქოთანში ჩარგე. 90% გაიხარებს.
ნახეთ: http://www.bonsaitreessouthampton.co.uk/Others.htm
ეს კიდევ ივისკო(Hibiscus), ძალიან მომეწონა:
http://pix.ge/
თურმე შეგიძლია თესლით მოიყვანო და ერთ წელში თითქმის მზად იქნება. თუმცა არა ისე როგორც სურათზეა. ამას ალბათ მეტი დრო დასჭირდება.
http://www.artofbonsai.org/galleries/pall.php
zazazaza
ხო, მე სოფელში ვნახე, ისეთ ცუდ ადგილას იზრდებოდა, პაწაწუნა, მაგრამ აი ბონსაის ფორმა ქონდა უკვე ბუნებრივად, წამოვიღე და ვერ გადაიტანა მგზავრობა, უფრო სწორად კარგად იყო და მერე რაღაც დაემართა, ვერგადავარჩინე.. არადა ჩემ სახლში ჯოხიც რომ ჩაარჭო ხარობს..
მე ადრე მირჩიეს გადარგვის დროს, ფესვები არ უნდა გამოშრესო. მუხას 10 წუთში უშრება ფესვები და მერე ვეგარ ცოცხლობს, ამიტომ გადარგვის დროს რამე სველი ნაჭერი ან სველი სალფეთქი შემოახვიე და ისე წამოიღე დასარგველად.
ტირიფის ბონსაი როგორი გამოვა ხომ არ იცით?
გამარჯობათ, Acer palmatum ვიყიდე როგორც იქნა და მინდა მისგან ბონსაი გამოვიყვანო, ჯერ ბასასოა და ვერ მეტყვით რამდენ ხანში შეიძლება დავიწყო ეს პროცესი? ახალი გადარგული მყავს და ცოტა მოიწყინა თან, არ ვიცი როგორ მოვიქცე იქნებ მირჩიოთ რამე
მცენარის მოვლის გამოცდილება არ მქონია არასდროს და პირველი პატარა ბონსაი მაჩუქეს .. 2 თვეც ვერ გაძლო ვუვლიდი არა და : ( დარწმუნებული ვარ არასწორად მარა მაინც
ლამაზი იყო
David
აქ რაც ბონსაები იყიდებოდა ყვავილების მარაზიებში, მგონი ვერცერთმ ავერ გაძლო, არასწორი ტრანსპორტირების და შემდგომი , გაყიდვამდე მოვლის გამო... გული არ დაგწყდეს..
მეც მინდოდა მათი ყიდვა მაგრამ გადავიფიქრე, საცოდავად გამოიყურებოდნენ და ვიცოდი რომ ვერ გავახარებდი, ამიტომ თავად გამოყვანა გადავწყვიტე, ჯერ საჭირო ცოდნას ვაგროვებ იმედია შედეგიც მექნება...
ისე ერთის მხრივ მცენარეების დაჯუჯავება ცოტა არასწორი მგონია... თითქოს წამებაა მათი...თუმცა კი ყვავიან მაინც და ისხამენ ნაყოფსაც, მაგრამ.. რავიცი.. ხშირად მიფიქრია ამაზე..
ძალადობა ყველა შემთხვევაში გამოდის მაგრამ...შედეგი ხომ საოცარია
tsisakura
მე ჩინელების ბონსაი უფრო მომწონს.. არა ეს ზალიან მომწონს, მაგრამჩინური უფრო ნაკლები წამებაა.. ისინი იმ ზომამდე ზრდიან მცენარეებს , რომ ბარში ქონდეთ , პატარა სივრცეზე სხვადასხვა სახეობის ხე.. ანუ თუ ფიჭვი რეალურად 10 მეტრი უნდა იყოს , ამათ აქვთ 1-1,5 მეტრის.. რაც ბუნებაშიც გვხვდება ხოლმე , მაგალითად ხრიოკ და კლდოვან ადგილებში , თან უზომოდლამაზიცაა და გარეთაც არიან, ისევე როგოც ბუნებაში.. ისე სახლსი იმდენი მცენაე მაქვს, რომ ტყეში მგონია თავი.. ალბათ მათი უმრავლესობა ღია სივრცეი ცხოვრებისთვისაა შექმნილი, ტუმცა კარგად ვუვლი და კარგადაც გრძნობენ თავს..
ბონსაის გამოყვანის ჩინურ მეთოდზე მეც მსმენია მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა ეს ჩემი ბასასო წითელი ნეკერჩხალი უბრალოდ გავზარდო თუ მისგან პაწაწო წითელი ნეკერჩხალი გამოვიყვანო... არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ ვაცადო გაზრდა... მე ჩინური ვარდები და იები მაქვს ძირითადად და ჩემთვის მათთან ურთიერთობა მთელი რიტუალია... მშურს თქვენი...წლების მერე ქალაქგარეთ საკუთარი სახლი მექნება სადაც ულამაზეს ბაღს გავაშენებ და დღეს დავიწყებ და დავამთავრებ ბაღში, ვიცი ამას გავაკეთებ
tsisakura
იმედია
მიხარია რომ გესმით ჩემი, კარგი ტიპები ხართ რატომ არ მხვდებიან თქვენნაირი ადამიანები ლაივში ვერ ვხვდები, ჰეჰ...
tsisakura
Acer palmatum-ი სად იშოვნეთ ნამყენია თუ თავის ძიზეა?
120 ლარი მაგარი ძვირია, მე ალბად ჩვეულებრივ ნეკერცხალზე დავამყნობ. მასე უფრო ხარობს. ისე რამე ხეები გაქვთ გამოყვანილი?
ეს ჩემი ჯუჯა ბაღია.
აუ რა საყავრელი ტიპები არიან წინა რიგში მარცხნიდან მეორე ნაძვია ხომ? მომეწონაა უკვე ეტყობა რომ დიდი შრომა გაქვს ჩადებული, რამდენი ხანია რაც მათ გამოზრდას ცდილობ? და ის ბოლო მარჯვნივ რა ხეა? მცენარეები შენი ჰობია თუ ბოტანიკოსი ხარ ან რამე მსგავსი? მე ჯერ თეორიულ ცოდნას ვიძენ, ნეკერჩხლის გამოზრდა ჩემი პირველი მცდელობაა, იქნებ რამე ლიტარატურა მიმითითო რა და როგორ გავაკეთო, რომ უფრო აზრზე მოვიდე?
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1852798 ნეკერჩხალი მიყვარს და ვფიქრობ მისი დატანჯვა ხომ არ გადავიფიქრო, ძალიან ადამიანურია
ბოლო მარჯვნივ წიფელაა, შემდეგ რცხილა, ნაძვი, მუხა, ნაძვის და მუხას შორის დეკორატიული კიწახურია (კოწახურს ბინსაით გამოყვანას არ ვაპირებ, მაგი დაჩაზე მინდა გაზაფხულზე გადავრგო), უკანა მხარეს მეორე მუხაა და ბროწეულია. მეორე წელია ბონსაის ხელოვნებით დავინტერესდი და რა ვიცი ჯეჯერობით გამომდის. ლიტერატურა საკმაოდ მაქვს ფოსტა მომწერეთ და გამოგიგზავნით რუსულ ენაზეა. ისე ეკონომისტი ვარ ეს უბრალოდ ჰობია თუ პროფესიაში არ გადაიზარდა (რა თქმა უნდა ვხუმრობ).
zazazaza
ისე საბოლოოდ ბონსაი დაბალ ქოთანში უნდა იყოს, მაგრამ თავიდან სანამდე პირობებს შეეჩვევა ჩვეულებრივ ქოთნებში ათავსებენ. მარჯვნივ წიფელი რომ დგას უკვე პატარა ქოთანშია წელიწადნახევარში უფრო შევამცირებ ქოთანს, დანარჩენი ხეები ჯერ რაც გამომყავს ორი წელი არ გასულა და გაზაფხულზე უწევთ დაბალ ქოთნებში გადარგვა.
ჩემმა მუხამ მგონი გაიხარა, პირველი ყლორტი გმოუშვა...
ყლორტი თუ გამოიღო მაგარია, მთავარია ზამთარში არ გაგეყინოს, გადაჭრის დროს მცენარის მაზი გამოიყენე მუხამ წვენის გამოშვება იცის და არ გახმეს. ფორმის მიცემა თუ გინდა იანვარ-თებერვალში უნდა შეჭრა.
zazazaza
თან მეცოდება... ეგებ მერე გრუნტშ გადავრგა.. ვნახოთ ჯერ ასე იყოს, ფანჯრის რაფაზე.. კიდე რკოებიც მაქვს დარგული.. გამოიწვერნენ, მაგრამ მიწის ზედაპირზე ა ამოსულან ჯერ... ეტყობა სძინავთ ...
რავიცი ჩემი აზრით ამ ხეებს შესაცოდი არაფერი არა აქვთ, ბუნებაშიც ხომ სხლავენ ხეებს და ბონსაის პირობებს ტყის პირობებს ვერც შევადრი. ისე ზოოპარკის ცხოველებივით არიან, მაგრამ ზოოპარკსაც ხომ აქვს თავისი უპირატესობები ცხოველებისთვის.
http://s007.radikal.ru/i301/1012/6b/8c2fc2080d7c.jpg
მარჯვნივ მუხაა, მარცხნივ წიფელი, გაზაფხულზე ფოთლები რომ გამოვა კიდევ დავდებ ამ ხეების ფოტოს ვნახოთ რა გამოვა.
zazazaza
ხო რავიცი... მე თავისუფლება მიყვარს და ზოოპარკის ცხოველებიც მეცოდებიან.. მერე გადავუგებ ცჰემ მუხასაც და დავდებ სურატს.. ასეტი მსხვილი ტანი ჯერ არა აქვს.. გაკნაჭულია..წვრილი...
პატარა მუხა მეც მაქვს და ზამთარში ვაპორებ ქვაზე გადავრგო, მაგარი ლამაზია ქვაზე გაზრდილი მუხა.
ქვაზე? არ აქვაზე არ გადავრგავ...
რატომ ბუნებაშიც ხომ არის კლდის მუხა.
კი არსებობს...
მერე ხესაც ხომ უყვარს ლამაზი რომ იყოს და იმიტომ ვაპირებ გადარგვას
zazazaza
ხეს უყვარს კარგი ნიადაგი და წყალი... კიდევ სივრცე.. მითუმეტეს მუხას, კიდევ მზე...
საქართველოს ბონსაისტებს მოწინააღმდეგეები გვყავს.
გვიშველეეეთ.
zazazaza
მე თუ მიგულისხმე მოწინააღმდეგეებში, ცდები.. უბრალოდ ფაქტები ჩამოვთვალე.. არჩევანს ყველა თვიტონ აკეთებს..
გასაგებია, ვიხუმრე.
მეც
ცჰემი მუხები ამოიწვერაა.. პაწაწა ფოთლები აქვს უკვე..
მაგარია. რკო, რომ გქონდა დათესილი მაგაზე ამბობ?
zazazaza
ხო რკოც ამოვიდა და გაიფოთლა და პატარა ნერგიც, ტოი გამოიღო და ფოთლები,რომელიც წამოვიღე ტყიდან, რადგან ისეთ ადგილას იყო მაინც ვერ გაიხარებდა, გაფუჭდებოდა, გადათელავდა ვინმე..
დადე რა მუხის სურათი, საინტერესოა.
zazazaza
აი ესაა:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
td.........
ძაან მაგარია
გაიხარეთ! )
რკო რა დროში ამოვიდა?
zazazaza
7 ნოემბერს ცამოვიტანე დ აჩავრგე მიწაში.. ოღონდ გაღივებული იყო უკვე, იმიტომაც წამოვიღე..სადღაც 1 კვირაა რაც ამოიწვერა..
ყველას გილოცავთ ახალ 2011 წელს
აუუუ რას აწვალებენ ხეებს!...ეს ხალხი მოცლილია
გაუშვი და გაიზრდოს რაა...
♫♫♫
გაშვებული იყო.. რატო ვაწვალებთ? აი ის მუხის ნერგი , მაგალიტად ეხლა არაც იქნებოდა ცოცხალი.. (ისეთ ადგილას იზრდებოდა) რკოებიც ასევე, ამოიყლორტებოდა დ ავერ გაიზრდებოდა ან დალპებოდნენ სულაც.. ან ჭია შეჭამდათ.. ასე გავახარებ ად მერე ჩავრგავ სადმე.. ცუდია?
შენ გეტყობა ზალიან დაკავებული ხარ დასაქმიანი! წარმატებები შენს საქმეებში, თუ სიკეთეს ემსახურები რატქმაუნდა..
ეს იაპონელლები თურმე ყველანი მოცლილები არიან ბონსაის რომ ზრდიან. ისე ტყეს რომ, ჭრიან და მწვადს წვავენ მაშინ რატომ არ შეტკივათ გული?
აუ ღამეები აღარ მძინავს რაც bonsai tools ვნახე... ფასი გულს მტკენს მთელი 200 ევრო...
კითხვა ხო იცით მეგობრებო?! ჰოდა ხანდახან ისეთი რაღაცეების წაკითხვაც უნდა შეძლოთ, რისი გაგებაც არ გაწყობთ ხოლმე!
ლიტერატურა ვისაც უნდა გაუგზავნი, თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნებათ.
ისე ორ წელზე მეტია ამ საქმით ვარ დასაქმებული და არც ვაპირებ თავის დანებებას.
სად ნახე 200ევრო, რომ ღირდა?
http://www.bonsaioutlet.com/10pc-Japanese-Tool-Set-BTK1-P113C23.aspx ეს არ არის ცუდი მაგრამ მე რომელზეც ვამბობდი, ვეძებ და ვეღარ ვიპოვე ამ ნაკრებს ბევრად ჯობდა, სულ მცირე ეს მინდა
td.........
მომეწონა, საყვარელი და აშკარად ჯანმრთელი მუხებია, საინეტერესოა როგორ ფორმას მიიღებს დაჯუჯავების მერე, იმედია კარგები გამოგივა
ერთი კვირის წინ ქუთაისიდან ჩამოვიტანე პატარა მუხა, მგონი თავს ჯერ კარგად გრძნობს ჰო რკოებიც დავთესე რომ მეპოვა სათაფლიის ნაკრძალში მომიწია ასვლა ამისთვის, რამდენიმე გაღვივებულიც კი იყო ისე და თუ იცი არის შანსი რომ ამოვიდეს ამ დროს?
კი ეხლაა ზუსტად მაგის დროა, მუხის გადარგვა და რკოს ჩათესვაც ზამთარში ხდება.
ოგოო, მიხარიაა იმედია გაიზრდებიან... და თქვენ ყველას გაქვთ ბონსაის გამოსაყვანი იარაღები? თუ ჰო სად იყიდეთ?
meti saqme ara gaqvt
გვაქვს როგორ არა
რა იყო მართლა მეტი საქმე არა გაქს, ხეს დავრგავ თუ გავსხლავ ვის ვაბარო ანგარიშები, თუ არ გაინტერესებს რაც გაინტერესებს ის აკეთე ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
tsisakura
ამოვა, შენ სიყვარულით მოუარე და ამოვა..
მე არანაირი იარარები არ მაქვს და მგონი ეს არცაა იმდენად მნიშვნელოვანი..
კიდევ 4 მუხა ამოიწვერა ჩემთან, ერთიც უნდა დავრგა, ირანიდან ჩამოვიტანე , შაჰის სასახლიდანაა წამოღებული, იმ მუხის რკოა..
kaia kai, me aravis agronomiul grdznobebs ar vexebi ubralod sanam velosipeds gamoigonebdet tavidan iqneb kidev ertxel kargad dafiqrdet: schirdeba ki "namdvil muxas-dajujaveba.....
♫♫♫
ირმა
გიერთდები , მეც ასევე.. მთელი ცხოვრება მაქვს სურვილი მქონდეს ეს ხე, მაგრამ ვებრვი თავს.. ამ პატარა ნერგებს კი ჯერ მხოლოდ ვახარებ.. მერე მოვიფიქრებ როგორ ჯობია.. განა ცუდია 8-10 ცალ მუხას თუ დაგვრგავ ეზოში მაგალიტად და მოვუვლი.. მერ ეგაიზრდებიან და მოსახლეობაც მადლობას იტყვის , მუხნარი მოგვიწყვეო.. პლასტმასის ბოთლებით და ცელოფნებით ეზოს მორთვას,მუხებიდ დარგვა ჯობია.. ერთი შეიძლება მაინც დავაჯუჯავო..
♫♫♫
რას გეტყვი იცი? კაცობრიობა საერთოდ მარაზმშია აძირული, გადახედე რამდენი ჯიშის ძაღლი და კატა გვყავს, ქათმები, ძროხები, ღორები.. ძირითადად ადამიანების გამოყვანილებია, ასევე მცენარეები... ზაღლები და კატები გასართობად, მაგრამ არავინ დაფიქრებულა რომ ამ სელექციონერობიტ ვტანჯავთ ცხოველებს, ვამახინჯებთ მათ.. ჩვენი ნაქები კავკასიური ნაგაზები მაგალიტად იტანჯებიან არაადამიანური წონის დასახსრების და ძვლოვანი სისტემის დაავადებებით, რადგან არაბუნებრივი ზომის გახადეს სელექციონერებმა.. ბულდოგები ვერ სუნთაქვენ აქვთ გულის დაავადებები, პტბულები და ბულტერიერები კი საერთოდ ძარლი სბუნებისთვის არადამახასიათებელი თვისებბის მატარებლები გახდნენ, მათი მტავარი დანიშნულეაა მოწინააღმდეგის მოკვლა! მარაზმია არა?
ძროხები, ქათმები და სხზვა ცხოველ-ფრინველები კი გადააგვარეს , რომ მეტი ხორცი ქომდეთ, მეტო რძე მოიწველონ, მარაზმია? კი! რამდენი მცენარე გადააჯისეს , მხოლოდ იმიტომ რომ ყინვას გაუძლოს, მეტი მოსავალი მოგვცეს, არადა არსებობდა ბუნებრივი ჯიშები, რომლებიც გააქრო კაცობრიობამ...მარაზმია? კი!
ასე , რომ ჩემო კარგო ადამიანო, არ გინდა მორალურ-ეთიკურ საკიტხებზე ასეთი ტონით საუბარი, აქ ყველა ვაცნობიერებთ ჩვენ-ჩვენ წილ პასუხისმგებლობას მგონი, ნუ მე მგონია რომ ასეა ფორუმის დასახელებიდან გამომდინარე.. განა რა გინახავს კლდეზე, უნიადაგოდ გაზრდილი ხე, რომელიც ბუნებრივი ბონსაია? გვუწყრეთ უფალს ამის გამო? რატომ ჩატესა ეს ხე კლდეების ნაპრალებში, ის ხომ იტანჯება?!
td......... ეგრე მაშინ შინაური ცხოველები და ფრინველები საერთოდ არ გვეყოლებოდა ,ადამიანმა თავის გადასარჩენად ყველაფერი იღონა რომ ისინი მოეშინაურებინა და დაეხვეწა თავის გემოზე, ეს რომ არ ეღონა ალბათ აქმდე ვერ მოვიდოდით.
Barmalei
ფრანგულ ბულდოგი რისთვის ჭირდებოდა, ან კანე კორსო? კაი რა... აქამდე მოვიდოდით , მაგრამ ნაკლები პრობლემებით, ნუ შესაბამისად ნაკლები რაოდენობითაც.. რაც ბუნებისთვის ცუდი არ უნდა იყოს, მგონია...
შენ ის ბარმალეი ხარ, კატორი კუშაეტ ძიწეი?
გეთანხმებით დედამიწა ღმერთმა ადამიანებისთვის შექმნა, არსად არ წერია, რომ ხის დაჯუჯება ცოდვაა.
zazazaza
თუ ამ ჯუჯა მცენარეების ცქერა სიამოვნებას მოგანიჭებს, შენში რაღაცას კარგს, დადებითს გააღვიძებს ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ... თუმცა ვაღიარებ, რომ მეც მიფიქრია იმ ტკივილზე, რასაც შეიძლება განიცდიდნენ ისინი დაჯუჯავების პროცესში...
Barmalei
რატო გგონია ძაღლი არ არსებობს ბუნებაში გარდა სელექციით მირებული ჯიშებისა? მე მაგალითად სრულიად უჯიშო მყავს და მინდა გითხრა ერთი ერთში გავს დინგოს.. კატები კიდე უძველესი დროიდან იყვნენ, ისევე , როგოც ზაღლები,უბრალოდ ბევრი მათაგნი, რომელიც ეხლა პპულარულია ადამიანების შინაური ცხოველების სიაში არაბუნებრივადაა გამოყვანილი...
მულწიკიც მიყვარდა და ფილმიც,ბარმალეის როლის გენიალური როლან ბიკოვის შესრულეით!
იყო ასეთი დიდი აგრონომი-ტაკუცინო ტაკოში რომელმაც სელექციური მეთოდით გამოიყვანა გენმოდიფიცირებული ბონსაის ხე! რომელსაც შემდგობ მიკრო ჩიპი ჩაუყენა და მორალური აფგრეითი გაუკეთა. ტაკუცინოს გამოთვლებით, ახალ, მიკრო ჩიპით აღჭურვილ ხეს უნდა წაეკითხა ოსკარ უაილდის-"ვარდი და ბულბული" და გაეცა კითხვაზე პასუხი: თუ რა ლოგიკით შეირჭო ბულბულმა ვარდის ეკალი და თავი მოიკლა?! მაგრამ, მოხდა საშინელება-მეორე დღეს აგრონომი ტაკუცინო, თავისსავე შექმნილი ბონსაის ხის უზარმაზარი ტოტით განგმირული ნახეს!
"ვარდი და ბულბულის" წაკითხვის შემდეგ ბონსაის ხეს ისე ძლიერ მოუნდა გაზრდა, რომ მისსავე შემქმნელს თავის ხის ტოტი სასიკვდილოდ ატაკა!
p.s.
..........
♫♫♫
წიგნად გამოცემა არ გიცდია? თუ ჯერ ფორუმზე გინდა მოსინჯო...? ფორუმ.გე-ზე მეტ პოპულარობას მიაღწევ, დამიჯერე!
ეს თემა აქ ნამდვილად "პოპულარული" იქნება. ისე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ბონსაის ხელოვნება აქ არავის არ აინტერესებს. სჯობს ყველამ თავისი საქმე აკეთოს ჩემი თამადობით. წარმატებებს გისურვებთ ყველას აბა კარგად.
zazazaza
არა, ვერ გაგვიგე, გვაინტერესებს და შენმა გამოჩენამ ეს თემა გააცოცხლა. უბრალოდ ცოტა უცნაური ხალხი ვართ, ვცდილობთ ჭიანჭველას ფეხი არ დავადგათ
გააგრძელე აუცილებლად საინტერესოა...
zazazaza
კიე 4 მუხა ამოვიდა.. მოკლედ მუხების დიდი ფერმა მაქვს...
'ertxel sadgac "katmandushi"
amosuli xis var ylorti,
Menatreba safrangeti,
Diuma da salvadori...
Am zangebma ar ician
Arc kocna da arc-ambori,
Adzvrebian xeze naglad,
Tavt amozdit mandragori...
Tundac ertxel rom menaxa
Marseli end neapoli,
Sul kaifshi viqnebodi,
Ar gegonot martla gRori"!...
priad ubralo
ტაში, მხურვალე აპლოდისმეტები, ფარდა!
td.........
priad ubralo
თემას რომ აოფებ ალბათ ვერ ხვდბი, არის სხვა განყოფილებაში "თავისუფალი" თემა იქ შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ ჩვენი ჰუმორი და გონებამახვილობა... წამო თუ გინდა იქით.. აქ სხვა თემაზეა საუბრები..
priad ubralo
და კიდევ...
მინდა გითხრა და შენი დაკვირებულობა(თუ ჩსაფრებულობა..) გადავიტანო ფრაზების აზრსა და მნიშვნელობაზე, რადგან ნეტ.სივრცეში და ფორუმებზე მართლწერას იმდენად დიდი ყურადღება, ვგონებ არ უნდა დაუთმო როგორც ეს ხდება ლაივში რაიმე აზრის გადმოცემისას წერლობით თუ სიტყვიერად, რადგანაც კლავიატურაზე ტექსტის აკრეფვისას ხშირია გაპარული უზუსტობები.. ბევრჯერ მინახავს იუზერები, რომლებიც აზრს უგულვებელყოფენ, მაგრამ თავგამოდებით ჩაჰკირკიტებენ გაუმართავი კლავიშა "შივტის" გამო გაპარულ შეცდომას, დაკლებულ ასოსა თუ არასწორად დეწერილ სიტყვებს.. ჩემი გულთბილი რჩევაა აზრს მიჰყვე და არა სიმბოლოებს.. სიმბოლოები ყურადსაღები სხვა რეალობაში უფროა ვიდრე აქ, ფორუმზე..
http://www.radikal.ru
აუუ არ ვიცი სად დავწერო, იქნებ დამეხმაროთ რა, ჩემს ჩინურ ვარდს ორი ფოთოლი ჩამოუვარდა, გაყვითლება დაიწყეს ფოთლებმა, აშკარად ცუდად არის, მიზეზს ვერ ვხვდები, შეგიძლიათ ვინმემ დამეხმაროთ თუ გყავთ სახლში ჩინური ვარდი და გაქვთ მსგავსი გამოცდილება? ვიცი რომ უყვარს წყალი, სითბო და ოთახი ხშირად უნდა ანიავო, ასეც ვიქცევი მაგრამ მაინც ცვივა ფოთლები არ მინდა რომ დამეღუპოს
tsisakura
ფოთლების გაყვითლება უმეტეს შემთხვევაში რკინის ნაკლებობითაა გამოწვეული. ალბათ კარგი იქნება ცოტა სპეციალური რკინა იყიდო დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი დაუყარო და მორწყა. ასევე ცოტა კარგი მიწა დაუყარე, ქოთანი ხშირად კარგავს მიწას.
როცა რკინას იყიდი, იკითხე დოზები, რადგან სხვადასხვანაირი არსებობს. ასევე აუხსენი შენი პრობლემა, წესით უნდა იცოდეს ამ საკითხით მოვაჭრე ადამიანმა.
tsisakura
Martals geubneba irma daaxloebit "naxevari chais kovzi dauyaro unda" aseve meti egzotikistvis cota niori unda chaaxexo, marili da wiwaka gemovnebit.
ai mere maxe rogor gaifurchqneba sheni vardi...
რა, არ იყიდება რკინის ფხვნილი? არვიცოდი...
ისა და რამე გამომრჩა? მადლობა ირმა მეორე დღესვე ვიყიდე და მიწაც გამოვუცვალე, ახლა მგონი უკეთაა
tsisakura
კი ფანჯარასთან ახლოს მიდევს, მაგიტო გამიკვირდა რომ დაიწყო ასე გაყვითლება უცბად არაფერს ვაკლებდი და ახლა მგონი უკეთესადაა, მადლობა
ჩEმი მუხებიდან 2 დამრჩა. ერთი ღია გრუნტში გადავრგეთ და მგონი კარგად გაიხარებს და ისტორიასაც შექმნის) ის იმიტომ გამოვარჩიე, რომ ღია გრუნტში გარდილი ნერგი იყო.. დანარჩენები გაღვივებული რკოებიდან სახლის პირობებში გავზარდე და როგორც ჩანს ბუნებაში ვერ გაუძლებენ.. ამიტომ ბუნებრივი ბონსაი გამოვიდა.. ეხლა გადავრგავ ახალ ქოთანში და სურათებსაც გადავუღებ , შემდეგ კი დავდებ კიდეც..
Lashapoli
ჯერ არაა ბონსაი რკოდან გავზარდე და პატარა ნერგებია, კი გადავუღებ და დავდებ.. ადრე დავდე ამ თემაშია უფრო წინ მფგონი.. ეხლა 2 ცალი დამრჩა.. 1 დაიღუპა და ერთი ღიაში გადავრგე, მუზეუმს ვაჩუქე..) ხოდა 2 დამრჩა.. მგონი კი გავზრდი ბონსაიად
ისე ნაღდ ბონსაის მგონი რამოდენიმე ატწლეული უნდა ბოლომდე რომ ჩამოყალიბდეს.. მე ვერ მოვესწრები
ხო დიდი ხანი უნდა. მე კიდე იაპონური ბაღები მომწონს, მედიტაციისთვის
Lashapoli
კი კარგია , ულამაზესია, მაგრამ სულ ეხლახანს გავიგე, საკურა 35 ჯიშის ყოფილა და მხოლოდ 2 ისხავს ნაყოფს და 3 თავისით მრავლდებაო (თუ სწორად მახსოვს) იაპონელებისათვის მთავარია აყვავებული საკურა, მისი ისლამაზეო.. ამან გული დამწყვიტა..
ხო ლამაზია, მაგრამ მე უფრო ჩინური მომწონს, ბონსაიც ჩინური მომწონს უფრო, მიუხედავად იმისა, რომ იაპონური უფრო "საყვარელია".
td.........
♫♫♫
Ever
რკო უნდა გააღივო, ნესტიან ადგილას ამყოფო ცოტახანი, მაგალითად ხავსში გაახვევ და დაასველებ ხოლმე ხავსს ან ბამაბში... რომ ამოიწვერება ყლორტი, მერე გადარგავ მიწაში. მე გაღივებული რკოები ტყეში მოვნახე, იქმაინც ვერ გაიხარებდნენ , დალპებოდნენ და წამოვიღე, მერე გავახარე, ეხლა ერთის ვაღვივებ, ირანიდან ჩამოვიტანე , შაჰის სასახლის ბაღიდან არის ის რკო და თუ გაიზრდება, მაგარი იქნება)
დღეს მაჩუქეს კომშის ნერგი, მაქვს ნახევარი მეტრის სიმაღლის ქოთანი და მიწა. მინდა გავზარდო ჯუჯა ხე და მასწავლეთ!!! ერთი თვეა ველოდები და აი ეხლა ვუყურებ, ისე მიხარია თიტქოს რაღაც სასწაულის გაკეთებას ვაპირებდე, ვინმე თუ გამიწევტ კონსულტაციას მადლობელი ვიქნები. ნერგი ახლა არის გამხმარი, დღეს ამოიღეს მიწიდან. მიდევ ჯერ პარკში და რა ვქნა? რა ვქნა? რა ვქნა???? თუ ვინმეს ედარდება ჩემი ხე, სკაიპში დამიმატოს და იქ მივწერხოლმე და ვკითხავ სულ, როცა რამე დამჭირდება
skyep: an_orange_girl
არა ეს ამხელა შრიფტი რა იყო ეხლა ძალიან მინდა მაე მომქაციოს ვინმემ ყურადღება
მხოლოდ მიწა სველია ჯერ
ახლა გამახსენდა, ადრე ამ ქოთაში ერთი გამხმარი რაღაცის ფესვი იყო, აი სულ პატარა, 5 სანტიმეტრის ძლივს, წლების განმალობაში აივანზე ყინვაზე ნადგამი. რატომღაც ძალიან მოვინდომე გაცოცხლება დ ნაკურთხ წყალს ვასწავდი სულ, ველაპრაკებოდი და სასწაული მოხდა მართლა ფოთლებიც გამოიღო და იმხელა გაზირადა, კედლებს მოედო..
ახლა ამას ნამდვილად გავზრდი, და მერე არაყს გავკეთებ ))))) დღეს შევპირდი
ანა
კომში არ მინახია დაჯუჯავებული. არვიცი თუ გამოგივა...
მცენარე ჩემი აზრით პატარა უნდა იყოს ამისათვის. მთავარი ფესვი უნდა მოეჭრას.
ისე თუ ზემოთ პოსტებს წაიკითხავ, ახსნილია როგორ ხდება ხის დაჯუჯავება. zazazaza-ს პოსტები გადაიკითხე, მას ბევრი ჯუჯა მცენარე აქვს გამოყვანილი
რამდენ ხანში გამოიღებს ნეტა პირველ ფოთოს.. "კარმასთან" ახლოს არ უნდა იდგას ხომ? გათბობაა ცართულიდა ხომ არ იმოქმედებს ცუდად
ახლა გავიგე, მხოლოდ ნამდვილი იაპონური ბონსაი რჩება ჯუჯა, გადაკეთებული მცენარე როგორც კი ცოტა დრო გავა იზრდება, უნდა მუდმივად ამოიღო და ფესვები აჭრაო, ცოტა უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა, შემეცოდა მცენარე, რომელსაც მუდამ ფესვები უნდა აჭრა, რომ ჯუჯად დარჩეს... არა, არმინდა მასე. მცენარეც ცოცხალი არსებაა და როგორც უნდა ისე უნდა იცოცხლოს.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)