აი რა იდეა დამებადა, მოდით თბილისის მახლობლად ყველამ შევიძინოთ მიწის ნაკვეთები, ჩავდგათ გვერდი-გვერდ პატარა სახლები (აი თეოს რომ აქვს ისეთი) ჰოდა საღამოობით ერთმანეთთან შევიკრიბოთ და ფინჯან ყავასთან ერთად ვისაუბროთ ეზოთერულ თემებზე. ჰა რას იტვით? ) ყველაფერი ძალიან მარტივია, კაჭარავასნაირი რამე ჩახლართული არ გეგონოთ. ჰოდა ვიქნებით ბუნებასთან ჰარმონიაში. გავაშენებთ ხეხილს, ბოსტნეულს და რამე. ძალიან მაგარი იქნება!
მე ყავას რომ არ ვსვამ?
საინტერესო თემაა, მე ჯერჯერობით თვალყურს ვადევნებ, რადგან სახლი და ბაღი მაქვს
ეეჰ, ხომ იცი ბევრი რამ ფინანსებთან არის დაკავშირებული
თან ძაან დიდ ფინანსებთან, თბილისთან ნაკვეთი იცი რა ღირს???
მარა ერთი კაი აზრიც მაქვს, უფრო სწორედ ეს ის ერთერთაგანი მიზეზია რაც ეს ფორუმი გამაკეთებინა....
ვისაც ანასტასია წაკითხული აქვს ალბატ იმას ეცოდინება....
წარმოვიდგინოდ დედამიწა და ამ დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, და რაზე უნდა იცხოვროს ადამინმა? მიწაზე.. და რამდენია დედამიწაზე მიწა? ძალიან ბევრი იმდენი რო წესით ყველას უნდა ეყოს რო თავისი წილი მიწა ქონდეს). მარა დღეს რა სიტუაციაა? ის რომ ას კვადრატულ მიწაზე ცხოვრობს 50 ადამიანი (მაღალ სართულიანებს ვგულისხმობ). სადარი ლოგიკა, ამდენი აუთვისებელი მიწებია და ჩვენი არცერთი არარი რატომღაც, და ყველა იმ ას კვადრატულში ვართ შეყუჟულები... ხო შეიძლება რო ყველა ადამიანს ქონდეს თავის კუთვნილი პატარა მიწის ნაკვეთი...
ლოგიკით როცა ადამიანი იბადება იმას ავტომატურად ეკუთვნის თავის წილი ნაკვეთი, ეს იმის საქმეა მერე სახლს ააშენებს თუ რას იზავს......
წარმოიდგინეთ რამდენი სოციალური პრობლემა გადაიჩრება ამით!!! და ამდროს ამდენი მიწები და ტერიტორიები ტყვილა არის, ტავისთვის, როცა ამ დროს შეიძლება რომ ადამიანმა ის თავის სასარგებლოდ გამოიყენოს,
ხოდა იქნებ ნელნელა ჩვენ მთავრობასაც გავაგებინოთ, რომ მიწა ადამიანებისთვისარი და არა სხვარამითვის...
ნუ ეს სამომავლო გეგმებია, და იმედია როდისმე ეგრე იქნება
მართალი, რომ ვთქვა რეალურად საქართველოში არ არის სახარბიელო სიტუაცია! ... ამ მთავრობას თავი დავანებოთ, რომელიც ყიდის ყველა კარგ ”ლუკმას” რაც გაგვაჩნია, მაგრამ ეს ჩვენი ბრალიაააა!!!!!!!!! და აი რატომ:
1) კომუნისტების პერიოდში ჩატარებული აგიტაციების გამო დაიწყო ტენდენცია სოფლებიდან ხალხის გადმოსახლება ქალაქებში (დიდ!)
2) შექმნილი იყო ილუზია, რომ ქალაქში ცხოვრება ძალიან ადვილია!!! ხოლო ბუნებაში კი ძალიან რთული! (რას არ შვება რეკლამა და ფსიქოლოგიური ზეწოლა)
ბევრი შეგნებული ადამიანი უარს ამბობდა გაეწყვიტა კავშირი საუკუნეების განმავლობაში მამა-პაპათა ნაშრომ მიწაზე, რომელიც უბრალოდ მიწის ნაკვეთი კი არა, არამედ ბევრად მეტი იყო!
ასეთ ადამიანებს კიდევ იძულებით ჰყრიდნენ, რათა გაეწყვიტათ ის ძლიერი კავშირი მიწასა და ადამიანს შორის.
პატარა გადახვევა: თუ გახსოვთ ჩვენი ისტორიიდან, როდესაც მტერი შემოგვესეოდა ის აჩანაგებდა უბრალო ხალხის ნაკვეთებს-ბაღებს (რადგან იცოდა, რომ მათში იყო ჩვენი სიძლიერე! და ცდილობდა ამოეძირკვა ფესვები!..) მაგრამ როგორც კი მტერი წავიდოდა ქართველი კაცი ჩამოდიოდა ოჯახითურთ თავის გადაბუგულ კარ-მიდამოზე და ნოლიდან იწყებდა ყველაფერს!
ახლა კიდევ რა ხდება? თანამედროვეებს გადაგვავიწყდა მამა-პაპათა სიცოცხლის ხარჯზე შემონახული ჩვენი მიწა (რომელიც ცოცხალი და სულიერია) და ზოგი უცხოეთში გარბის, ზოგიც ქალაქში გამორბის და ამაში ხედავენ ხსნას! (მაგრამ ბედნიერებას ვერ პოულობენ, იმიტომ რომ მას თავად გაურბიან!)
ჩვენს პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ სამშობლოს დატოვება ფესვებთან მოწყვეტის ტოლფასია! მართალია და სიტყვა ”სამშობლოში” არ იგულისმება ზოგადად საქართველო, არამედ, უფრო ის ფესვები საიდანაც ჩვენი გვარი მოდის და სადაც ვართ ჩვენ მიბმული!
მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ , როდესაც ადამიანი იბადება იმ ადგილზე (ნაკვეთზე) სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, ის ავტომატურად ამ (ადგილის საშუალებით) უეერთდება კოსმოს, სამყაროს და ფლობს სრულ ინფორმაციას (მოკლედ, ”დოსტუპი” აქვს რა)!!! ხოლო ჩვენ კი მოკლებული ვართ ამას და ამიტომ არ ვართ სრულფასოვანი ადამიანები.. (არავის წყენინება არ მინდა! )
არაჩვეულებრივად ლამაზი - საქართველოში მიმოფანტული სოფლები ცარიელდება (დაცარიელდა) პირდაპირ გული გეტკინებათ, რომ ნახოთ! - სადაც ადრე 300 კომლი ცხოვრობდა ახლა ერთ-ორიღა დარჩა!
...
იცით რაშია საქმე? როდესაც სახლდები ახალ ადგილზე და ის მიწა შენთვის უცხოა, საჭიროა გარკვეული დრო, რომ მონახოთ მასთან საერთო.
ბუნება დინჯია ის ყოველ ახალ ადამიანს აკვირდება, შეისწავლის, რასაც საკმაო დრო სჭირდება. ამიტომ ჩემი აზრით უკეთესი იქნება თუ შენთვის ნაცნობ ადგილზე (მაგ: სოფელში ან კუთხეში საიდანაც ხარ წარმოშობით) გადაწყვიტავ ცხოვრებას (რადგან იმ ბუნებისთვის შენ ნაცნობი ხარ, ის პატარაობიდანვე გიცნობს)...
...
ხალხი რო სოფლებიდან გამორბის მთავრობის ბრალი ნაკლებად არის. ხალხს თვითონ უნდა ქალაქში... თუმცა რატო უნდა გაამტყუნო სადაც ინდა იქ იცხოვრებს, თავისი არჩევანია... სოფელში თუ ადამიანს უჭირს თავის ბრალია და არა სხვისი...
მთავრობა რო ყიდის ბევრ რამეს მე ამას ვეთანხმები, ნაკვეთებს და მიწებსაც თუ მეტს გაყიდის ალბათ ჯობია, მეორე საკითხია იმას მერე მყიდველი (ხალხი) როგორ გამოიყენებს... თუ ცუდად გამოიყენებს ეს ხალხის სიცუდეზე მიუთითებს და არა მთავრობის..
დაუშვად და მთავრობან დაიწყო მასიურად ნაკვეთების გაყიდვა (რათქმაუნდა ისეთ ადგილებში სადაც ტყე არარის და ბუნებას ზიანი არ მიადგება)..., ამაში ცუდი მემგონი არაფერი არარის, ნაკვეთების ფასი ძალიან დაეცემა.. და ყველას ექნება საშვალება ნაკვეთის ყიდვის, ვისაც უნდა რათქმაუნდა.
იმის გაკონტროლებაა მერე ძნელი იმ ნაკვეთს მერე რასუზავენ)))
აუ ისე მაგარი იქნება ქალაქგარეთ სახლი.
და ხალხი სოფლებიდან ქალაქში იმიტომ რომ სტერეოტიპი არსებობს რომ ქალაქში ცხოვრება კარგია
თქვენი არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში (2-5 წელი) ვაპირებ ჩემი იდეა განვახორციელო. ვიყიდი პატარა სახლს და მიწას წყნეთში ან კოჯორში და მექნება არა როგორც სააგარაკო სახლი არამედ უმეტესად იქ ვიქნები. ნუ რა თქმა უნდა თბილისში სახლს არ გავყიდი. ესეც დამჭირდება. ეზოიანი საკუთარი სახლის ყიდვა თბილისშიც შეიძლება, მაგრამ აქ ნიტო პონტია, ისე მაინც ვერ იგრძნობ თავს როგორც სჭიროა. ზამთარში თბილისში ვიქნები, დანარჩენ დროს იქ. სამსახურშიც იქიდან ვივლი. ჰო ამისთვის მანქანა დამჭირდება. ვიყიდი ალბათ ამასაც შემოდგომაზე. )) აი ხედავთ ცხოვრებაც ავაწყე))
იდეალური სურათისთვის ცოლი და ბავშვები გამოგრჩა))) აქეთ მზე, იქეთ მთვარე უკან კიდევ ვარსკლავები))) პირველი იასნია ვაჟიშვილი, გვარის გამგრძელებელი!!!
ოლდ მენ, კაი იდეებია, ცემმა ოჯახმა ამ იდეის განხორციელება 6 წლის წინ დავიწყეთ, ნაკვეთი ვიყიდეთ, საძირკველიც გავაკეთეთ სახლის და ჯერჯერობით ამაზე ვართ გაჩერებულიბი:-)
შენც ადრე რო დაგეწყო ამის განხორციელება მაგარ ნაკვეთს გაყიდინებდი იაფად, ეხლა ყველაფერი გადზვირდა, მაგალითად ჩემი ნაკვეთი ეხლა შემიძლია 10 ჯერ ძვირად გავყიდო, არ ვაჭარბებ....
არა, ნამდვილად კარგი იდეაა მაგ: ეკო-დასახლება!
რატომ არ არის ასეთი რამ საქართველოში? თუ არი და მე არ ვიცი?
რა ჯობია იმას, როდესაც მეზობლები მოაზროვნე და გამგები გეყოლება, შეხედავ გაგიხარდება!
აბა მე მყავს მეზობლები (ყველას რა თქმა უნდა არ ვეხები)- დათვრებიან და მიდის ბილწსიტყვაობა მთელ უბანზე და ”სერენადების” სიმღერა! თან კიდევ ისიც მაგრა ტეხავს- გაივლის მწეველი შენს ეზოსთან და მთელი გამონაბოლქვი შენს ეზოში გადმოდის (მოკლედ იწამლები რა) და ვისი ბრალია?
დასკვნა: რაც არ უნდა მაგარი ნაკვეთი გქონდეს ლამაზი ბაღ-ბოსტანით, თუ შენს ირგვლივაც ისეთივე მდგომარეობა არ იქნა, მანდამაინც ვერ გაიხარებ! იმიტომ რომ ჰაერი ზიარი გვაქვს და თან ვერ დაიბრმავებ და დაიყრუებ თავს ზოგიერთი (უგნური)ადამიანის უზნეო საქციელის გამო...
რამდენიმე ფოტო - იქნებ ვინმეს მუზა დაებადოს...საზღვარგარეთ კარგახანია მოდაშია ეკო-დასახლებები!..
რა სიმშვიდე და სიწყნარეა ამ ფორუმში. ხალხიც 'დალაგებულია' და არარის დაბოღმილი
რა იქნება მთელ საქართველოში ასე იყოს
ბლანკა
საქართველო ამქვეყნიური სამოთხეა, მაგრამ მარტო ბუნებამ რა ქნას ადამიანმა თუ არ გაიგო ეს?
ჩვენ ადამიანები ვიქმნით შინაგანად სამოთხესა და ჯოჯოხეთს! ამიტომ არ შეერგება იმ კაცს (ვის გულშიც ჯოჯოხეთი ტრიალებს) სამოთხეში ჯდომა-პირიქით ვერც დაინახავს!:(
და თუ აზროვნება შეიცვალა გლობალურად და ადამიანებმა შეიგრძნეს ჭეშმარიტება და ბუნებასთან ჰარმონიაში შევიდნენ, მაშინ ყველაფერი აღდგება და მოგვარდება..
ანასტასიას წიგნებში ზუსტად ეს პროექტი აქვს ჩადებული - ადამიანების მობრუნება/ჰარმონიის აღდგენა დედამიწაზე და ადამიანებს შორის! და ამის შედეგად აპოკალიფსისგან თავის აცილება..
მე ორივე ხელით ვეთანხმები და მომწონს მისი იდეა
ხალხი უბრუნდება დედამიწას...
ნახეთ საინტერესო ლინკებია!!!
http://www.hatabobriv.org.ua/links_r.html
როგორ მინდა სადმე სოფელში ვიცხოვრო
ადრე ვცადე მაგრამ რამდენიმე ხანში ძალიან მიტოვებულად ვიგრძენი თავი
თან ღამით ძალიან მეშინოდა
ახლა ა ღარ მექნება ის შიშები და ისევ ვფიქრობ სადმე სოფელში ბუნებასი ცხოვრებაზე
მართლაც რა ჯობია
მიხარია რომ თქვენც ასე ფიქრობთ
ეჰ მარტო ფიქრი, რომ რამეს ნიშნავდეს? ქმედებაში უნდა გამოჩნდეს.. აი, მაშინ კარგი იქნება!
მე არ მინდა სოფელში ცხოვრება!.. იქ კამეჩი უნდა ვწველო თუ ძროხა.. ერთი-ორჯერ კი გავერთობი, მაგრამ მერე?!.. ხმაურიანი, დიდი ქალაქები მაგარია.. ენერგეტიკული ნეკადები მაგრად ურტყამენ და იძულებული ხარ ძალიან ენერგიულად იცხოვრო. ..და ძალიან დატვირთულად. გააჩნია გვინდა ცხოვრება თუ meditation. აქ მცხოვრებისთვის meditation უფრო ადვილია ვიდრე სავსე ცხოვრება.. მეტი დროა მედიტაციისთვის..
აქ თუ დავრჩები, ისედაც ტყე და სოფელი არ არის მთელი ქალაქი? (ვაიმეე, არავინ მცემოს.. )
ბარემ უღრან ტყეში ვარ და, დავრჩები აქ!
სოფელი საცხოვრებლად არ მიზიდავს
მაგრამ ზამთარში სიამოვნებით ჩავიდოდი სადმე ისეთ სოფელში სადაც დიდი თოვლი მოდის ხოლმე
9 წელი შუა აზიაში ვიყავი. დაილოცოს აქაურობა
მეც მომბეზრდა ქალაქი, მომბეზრდა და როგორ,– გაჩერება აღარ მინდა.
ისე ჩვენთან, რომ სოფელში არ უნდა ვინმეს ცხოვრება არც ეგ მიკვირს. სოფელი, კამეჩი და ძროხა არ არის მარტო. მე მინდა სოფელში ცხოვრება. ევროპაში არც სოფლებში არ არის უფლება კამეჩების და ძროხების ყოლა. თუ მაინცდამანც გინდა რომ გყავდეს, უნდა იყოლიო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ამიტომაც სოფლები აქ სულ სხვანაირია. ადრე არც მე არ მინდოდა სოფელი. ახლა ბინძური, გამონაბოლქვებით დაბინძურებული ქალაქი არ მინდა. განსაკუთრებით დიდი ქალაქი.(მაგ: ათენი საშინელებაა, განსაკუთოებით ზაფხულში)თუ პატარა ქალაქია, მომწონს.
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში, მექნებოდა საკუთარი მეურნეობა
მაგრამ დილაობით თმების უთოობა რომ მიყვარს ვერ მოვასწრებდი თან ჩიტების ჭიკჭიკი მინდა და ბოსტანში მწვანილების დარგვა. რა ვქნა?
კაი, დარჩეს ოცნებად
აუუ რამდენი ხანია მერცხლის ხმა არ გამიგია
ეს ანასტასიას რუსული საიტის ხალხის ეკო-დასახლებაა
>> http://www.youtube.com/watch?v=ocWtg8NkwKQ&NR=1
კიდევ ერთი რეპორტაჟი >> http://www.youtube.com/watch?v=ZK0mdBkhRNo&NR=1
კანუდოსი და რამე =)) სამწუხაროდ მაგდენი საშუალება არ მაქვს რომ სახლი ვიყიდო.. ისე გესტუმრებით ერთხელ:*
Жизнь в поселении >> http://www.ganeymoledet.org/forums.php?page=forum&sess=
საინტერსოა )
Планы и эскизы Поселений >> http://www.1-sovetnik.com/Clan-colonies-1.html
რატომ არ არის რეალური, აი, ეხლა მე ვეძებ სახლს და პრაქტიკულად შევხედავ რამდენად რეალურია მინი ”ეკო-სოფელი” ჩემი ნაკვეთის სახით
Shou მივესალმები
ესეც ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებლები რომელიც ენერგეტიკუად დამოუკიდებელს გხდის.. ერთადერთი მზეზე და ქარზე ხარ დამოკიდებული
Дома из мешков http://gnozis.info/?q=node/5089
Earthbag Building: Building with Bags http://www.youtube.com/watch?v=hJc2traH6N4&feature=player_embedded
http://www.youtube.com/watch?v=P6IKMaSR1yU&feature=player_embedded
რა ბედნიერებაა ასეთი ცხოვრება
http://video.mail.ru/mail/vera_fizhenko/4410/5453.html ვუყურე მშვენიერია!
პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ანასტასიას იდეით შთაგონებულებმა შექმნეს ეს თავიანთი სახლ-კარი..
კარგი იდეააა ოლდ მენ სხვათა შორის .... და არც ისე ძნელი გასაკეთებელი თუ რეალურად მოვინდომებთ
ადრე თუ გვიან მე მაგას გვაკეთებ ან ამ ქვეყანაში ან სხვაგან ..... ერთ ორ ადამიანტან ერთად მაინც
ცოტა დრო მჭირდება
აუ კარგია სოფელი, ბუნება, მდინარე, დასვენება .........................ხის სახლი აივანი და ტყე ცივილიზაციას მოწყვეტილი რომ ხარ.............და სულიერად და ხორციელად რომ ისვენებ ........................................................................ თორე გასკდა თავი ამ მანქანების და მრბოლელების ღმულით თავი ვერ დამიძინია ნორმალურად
http://www.simondale.net/house/index.htm სერიოზულად ვამბობ თუ მოვინდომებთ გამოვა მითუმეტეს მსგავსი ნაგებობების აგებას დიდი არაფერი წვალება არ უნდა.
მაგარი თემაა
მეც მინდა თქვენთან ერთად სოფლის შენება
ამის გაკეთება თბილისის შემოგარენში შეიძლება, თუ უფრო სერიოზულ სახეს მივცემთ და დიდი ტერიტორიები გვინდა მაშინ ცემი აზრით კახეთი იდეალურია,მიწებიც უსაშველოდ ძვირი არ არის კახეთში.
მოკლედ თქვენს გვერდით ვარ სულით და გულით.
ძალიან კარგი იდეაა
old_man
გამარჯობა
რამე მოფიქრებული გააქ? სად რა როგორ გაკეთდეს,სახლები როგორი იქნება,ბაღები და ა.შ , საინტერესო იქნება თუ დაწერ ამის შესახებ.
Barmalei
ჯერჯერობით ზოგადი იდეაა..
ჰო კახეთი კარგი იქნება. შეიძლება ხის ასაწყობი, კოხტა სახლები ჩაიდგას. უკვეთავ და თვითონ აწყობენ ყველაფერს..
Simulated
მართლა მაგარია. საკმარისი თანხები რო მქონდეს ყველასას მე გავაკეთებდი
ტოლკინის ჰობიტის სახლს გავს
http://spinquad.com/wp-content/uploads/2011/01/lotr-hobbit-hole.jpg
Pisces
ეს მგონი ორკნეის კუნძულებზეა აღმოჩენილი, წარსულში უნდა დავბრუნდეთ
http://radikal.ru/F/s59.radikal.ru/i165/1107/83/857f67795e3b.jpg.html
ბავშვობაში რამდენს ვოცნებობდით, კლდეში ოთახის გამოთხრაც კი დავიწყეთ ბავშვებმა, გამოქვაბული არ გვქონდა სოფელში და რა გვექნა...
მერე გამოგვყარეს უფროსებმა, ჩამოგენგრევათ ეგ კლდე თავზე ნუ თხრითო... სამი დღე ვიმუშავეთ, მკვდრები ვიყავით. 10-12 წლისები .. ეჰ რა კაი დრო იყო
tikoroma
ვაიშნავური სოფელი რომ გაკეთდეს საქართველოში ვინ შემოგვიერთდება?
მოიცა ვაიშნავების გარდა სხვებს არ შეუშვეეეეებთ ?
ჩემებურად ვაიშნავი რო ვიყო მააქვს ამის უფლებააააა?
Existence
Existence
Existence
Existence
ტონკი პლანზეა, მაგრამ აუცილებლად იქნება (ოღონდ რამდენ ხანში იქნება ეს უკვე არ ვიცი).
Existence
ბუეჰეჰეჰე
Existence
Existence
მაგარი კაცი ხარ! :D
Atman
არ აყვე პროვოკაციას!
td.........
Atman
კი ძალიან კარგი ბოვშვია ) სუპერ!
ლექციებს ყოველ კვირა ატარებ? ერთხელ უნდა მოგისმინო...
td.........
Atman
აუFF, შენი მოსმენა აქაც მეყოფა, რათქმაუნდა ლეციის..
Atman Existence
ეს სმაილიკი მგონი პირველად დაიპოსტა ამ ფორუმზე .. )
mata
მატა ეგ კი არა ეს უნდა დაგეპოსტა
Existence
მაინც მიყვარხარ!
ისე მე არ მომწონს არანაირი კომუნების და სოფლების შექმნა... ყოველ სემთხვევაში ჯერ არ მომწონს.. ცუდი მოგონებები მაქვს..) რასაც ამ ფორუმზე ცდილობთ თავი დაარწიოთ , ამ ტიპის დასახლებებში საკმაოდ დიდი დოზითაა და საკმაოდ დიდი გავლენა აქვს იქ მცოვრებ ადამიანებზე..
რაც უფრო შორს იქნება ქალაქიდან და რაც ნაკლები ხალხი იქნება მით უკეთესი
იდეალური სოფელი წარმომიდგენია მთაში მეტი არაფერი ვიცი რა, სად, როგორ
Existence
ჩემი ქმრისგან სიკრეტები არ მაქვს , შენ კი მართლა საყვარელი ხარ და რა ვქნა. რა არის ეს გარდატეხის ასაკი კაცო , ყველაფერს ერთ და მარტივ ჭრიულში აღიქვამთ...
Fee
იდეალური სოფელია , ცივილიზაციიდან შორს, Mტაში სადაც მაქსიმუმ 5 ადამიანი იქნება, ისიც ოჯახი სწევრები
არა მაქსიმუმ 5 ოჯახი. ბევრი ხალხი ქალაქშიც არის და დიდ სოფლებშიც და რაღა გამოვა
მე 5 ოჯახის მებევრება
Atman
sky
იმით ,რომ იქ ჩაკეტილი საზოგადოება იქნება დ აუფრო მაგრად დაგაბოლებენ...
sky
natuka
როგორ გეთანხმები! ))
მეც მარტო მინდა ანუ ორგანიზებულად ერთად დასახლებული ხალხი კი არა, შორიახლო რომ ვესახლოთ რომ ერთმანეთთანაც გვქონდეს ურთიერთობა...
მეც სიმარტოვის მომხრე ვარ
tikoroma
sky
ეს რა კარგი თემა ყოფილა! "სალუტ" ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, რომ ერთი აზრის მართალი და კეთილი ადამიანები ერთად დასახლებულიყვნენ სადმე მთაში.
ამ თემას არმაზში შეკრებაზე შევეხეთ, მე მგონია იდეალური ადგილია რაჭა იქ არის სოფლები რომლებიც მიტოვებულია აი იქ უნდა ვიყიდოთ სახლები ფასებიც სასაცილოა ორი სამი ათასი დოლარი ღირს სახლები თავის მიწით და ეზოთი, მზა სოფელს იმიტომ ვფიქრობ რომ იქ ელემენტალური ინფრასტრუქტურა შექმნილია გზა და წყალი დანარჩენს შენ ჭკუაზე გააკეთებ.
მეკიდე ვიცი, რომ თუ რამე ეგეთს გადაწყვეტ კავკასიონის ქედზე არუნდა იყოს
Lashapoli
რატომ კავკასიონზე?
არ უნდა იყოსო.. ისე რაჭაში საკმაოდ მარალი სეისმიური აქტივობაა.. ისე კარგაი რაჭა..
ხო სეისმური აქტივობა ეგ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
მაშინ თრიალეთის ქედზე შეიძლება ან გომბორზა, მაგრამ რაჭა ძაამ მიზიდავს ძაან მრავალფეროვანია და მაინც შეულახავი, მიწისძვრაზე არ უნდა ვიფიქროთ და აგვცდება
old_man
მართალი ხარ კომუნა და ობშიჟიტიე ტეხავს, მაგიტომ ვამბობ არსებულ ნახევრად მიტოვებულ სოფელში უნდა იყიდო სახლები და იქ დასახლდე მესტნი ბებო ბაბუები არაფერს შეგიშლიან პირიქით თავიდან ბევრი იქნება სასწავლი და რჩევებით დაგეხმარებიან, უბრალოდ ეს სახლები ერთ უბანში უნდა იყიდო და გადააკეთო როგორც გინდა, მდინარესთან ახლოს უნდა იყო და დენი გექნება მზისგან ცხელი წყალი თუ ქარიანი მდელო იქნება დენს იქიდანაც მიიღებ ეს ყველაფერი ერთობლივად უნდა გაკეთდეს დანარჩენი სახლი ეზო და ასე შემდებ ყველამ თავის გემოვნებით და შესაძლებლობით უნდა მაიწყოს, ანუ არ უნდა ეცადო ცალკე მინი სახელმწიფოს ჩამოყალიბება თორე იგივე ბეტონის ჯუნგლებს მიიღებ სადაც ეხლა ვარსებობთ. აბა თქვენი იდეებიც მოაყარეთ
ზეგ რაჭაში მივდივარ, იქიდან ჩამოვითან ფოტო მასალას და ინფორმაციას, ერთი ორი სოფელი მაქვს შეთვალიერებული და ვნახოთ რას იტყვიან
ქრისტიანია )))))))))))))
ჩემი აზრით ცუდი დიდეაა. სექტა ხომ არ ხართ.. შეიძლება იყდოთ ერთი დიდი სახლი (ორ სართლინაი) და იქ შეიკრიბოთ და დაისვენოთხოლმე.
ჩემი სოფლის სახლს დაგითმობთ თთუ გინდათ წლებია დაკეტილია.. დაგეგმილი და ძალით რომანტიკული მარაზმია უკვე
წელზე მეტია ამ თემაში არავის დაუპოსტავს, არადა რა კარგი თემაა.
http://www.radikal.ru
მეტი არც გვინდა კლიმატი რომ გვიწყობდეს ხელს
tikoroma
მინდა
რა სიმშვიდეაა
აუ გავააქტიუროთ ეს თემა ხალხნო. თორემ დავბერდით და დაგვრჩა პროეკტი განუხორციელებელი.
sofeli da bostani aris imattvis vinc shecveulia shromas. da arc gaatrakot da ar tqvat ro ase araris ra! me ver gavdzleb sofelshi. xmauriani qalaqebi mizidavs. tavis korpusebit, tavis manqanebis gamonbolqvit. da a.sh!
benzinis suni tu ar chavylape dilit.. raa mamuli?! Magrad miyvars benzinis suni da gamonabolqvic!
მართალია miG27...
სოფელს ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ ყველამ ვიცით მასეთი შრომა ჯანმრთელობაა.
ასეთ სოფლებში დილით შრომობ, საღამოს კი ბუხარს ირგვლივ შეკრებილი ეზოთერიკები სხვადასხვა ეზოთერიულ საკითხებს იხილავენ. ინტერნეტის გარეშეე
earth
Ki magram me mkidia janmrteloba. ra mnisvneloba aqvs janmrteli mokvdebi tu arajanmrteli. sofelshi fizikur shromas mirchevnia qalaqshi 10 kilometri virbino. an dzagli vaseirno.
2 dge viyavi sul sofel digomshi da lamis gavafrine im sazizgar sichumeshi.
miG27
კაცო მერე ვინ გაძალებს? კი არ შეგბოჭავთ და წაგიყვანთ. მარტო წავალთ და მრავალნიკიან იუზერს დავუტოვებთ ფორუმს, აბა.
ქალაქში სტრესია მე მთაში მინდა სახლი!
მე სოფელ ში ვარ და უკვე მიწას ვჩიჩქნი.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)