რა აზრის ხართ საერთოდ მჩხიბავებზე და მათ საქმიანობაზე?
გიმჩხიბავიათ თუ არა?
მოგწონთ თუ არა მჩხიბავოსნები?
გწამთ თუ არა, რომ ისინი სულიერად მშვიდი ადამიანები არიან.
და ბოლოს, დაწერეთ მჩხიბველობასთან დაკავშირებული პატარა ისტორია, კურიოზი ან მოგონება
რას ნიშნავს მჩხიბავი არ ვიცი, მკითხავის ვარიანტია?
ხო მკითხავია
აგრეთვე საინტერესო იქნება მოვისნინოთ:
მჩხიბავების როლი ისტორიაში
მჩხიბავები და პოსტ-მოდერნისტული ერა
მჩხიბავები როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული
სტატისტიკა არ მაქ მაგრამ მგონია რომ მკითხავების 80% მატყუარაა
მე გიმკითხავებთ თუ გინდათ, ეხლახანს ვისწავლე.
მე იქით ვუხდი ფულს ვისაც ვუმკითხავებ )
რა ვქნა დრომ მოიტანა))
მართლააა, მაშინ მე 1 ლი ვარ რიგში ყავაზე მკითხაობ?
კი ყავაზე ვიცი ჯერ
ეეეჰ ყველაზე ძლიერი ვანგა იყო რა და ნოსტრადამუსზეც ამბობენ კიდევ არ იყოო ცუდი). ნათელმხილველობა ცოტა ფაქიზი პროცესია, არამგონია, რომ მკითხავს ყოველ მომსვლელზე ეხსნება "პირდაპირი კანალი" და ყველაფერს ხედავს. თან თვითონ პიროვნებაც უნდა იყოს განვითარებული. აქაურ მკითხავებს, რომ შეხედავ ძალიან ცუდი შეგრძნებები გრჩება მაგ მხვრივ, ნარაბოტანი ტექნოლოგიები აქვთ თუ იმაზე რა ილაპარაკონ, ცოტათი ფსიქოლოგებიც არიან და ინფორმაციას კლიენტებისგან ღებულობენ და გაბოლებენ...და საერთოდ ზეტის არ იყოს, ამაში ფულის აღება არ შეიძლება, ტაკ ჩტო მე ზეტის უფრო მჯერა)))
ასე იაფად აფასებ ჩემ ცხოვრებას)))
აგერ ვ ტემუ:
http://imedinews.ge/ge/droeba/2007-12-23/391
კარგი იყო))) მაყვალა ნათელმხილველთან მინდაააააააააააააა)))))))))))) არა ნარგიზა უფრო მაგარიაააააა, ქვის სროლის ხანა მოვიდაო, კოსმოსის არჩევანი შალვა ნათელაშვილიაა))))) რა გვეშველებაააა((
დიდოსტატის მარჯვენაში ხშირად იხმარება ეგ სიტყვა. ნამდვილი ძველი ქართული სიტყვაა
ნახეთ რა საიტს წავაწყდი ინტერნეტში http://www.ikaextrasens.com
მოკლედ ეს ირაკლი არის მკურნალი, წინასწარმეტყველი, ხილვებია აქვს და ესაუბრება სულებს, თან სტიგმატები გამოსდის, იკლევს კარმას, აურას და რაც მთავარია საიტზე წერია,რომ ილია II-მ კურთხევა მისცა...
შეიძლება გაგეცინოთ კიდეც მარა მე მეგულება ერთი მჩხიბავი რომელიც დაახლოებით 60-70% ზუსტად მეუბნება
და თვეში ერთხელ მივდივარ ხოლმე
თუ შეიძლება გვითხარი მაგ მჩხიბავის კოორდინატები. ეგეთ ხალხს ვეძებთ სწორედ
ვეძებთ არა რაა- შენ ეძებ და მე არ მაინტერესებს! ოკ
გმადლობ.
თუ შეიძლება დააზუსტე როგორი მეთოდით მუშაობ, მიღებები როდის აქვს, რამდენს იღებს და ეგეთი რაღაცეები.
old_man
უკეთესი იქნებოდა თუ დაურეკავდი...
და რაც მე ჩემ თავზე გამოცადე იყო კარტი, სანთელი და ვიზუალური კონტაქტი
TeO
პრობლემა არაა
old_man
როგორც ბოლო პოსტიდან მივხვდი უხეშად რომ ვთვათ თავიდანვე გადაგიშლიათ ყველა კარტი
და მე რო მივედი არც არაფერი არ მითქვამს აქეთ ვალაპარაკე და მისივე ნალაპაკებზე კითხვებს ვუსვამდი და ვავრცობინებდი
ან არაფერი არ უნდა უთხრა ან ძაან მწირი ინფორმაცია უნდა მისცე რაზე ჯაჭვს ვერ ააწყობს
როცა ადამიანი ღებულობს ინფორმაციას მომავალზე ის ძალაუნებრივად ცვლის თავის მომავალს, იმიტომ რომ დამოკიდებული ხდება ამ ინფორმაციაზე, ნაკლებ ენერგიას დახარჯავს ამ მომავლის მისაღწევად და სწორ ემოციებს ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ ზუსტი პროგნოზები არც ისე სასარგებლოა ადამიანისთვის და ნამდვილი მკითხავი არასდროს არ გეტყვის სიმართლეს ბოლომდე (შეიძლება არ იყო ამ ეტაპზე მზად იმისთვის, რომ სიმართლე გაიგო).
პრინციპში ჩვენ მკითხავებთან არაა საშიში მისვლა, იმიტომ რომ ძირითადში გაბოლებენ. მიხვალ და დაიწყებენ, ციფრი 1 გამოგივიდა (თუ ყავაა) 1 კვირაში, 1 თვეში ან 1 წელისადში)) რაღას სუფრაზე გაიჩითები, ვიღაცას გაიცნობ ან მნიშვნელოვანი საუბარი გექნება. თუ ახალგაზრდა გოგო ხარ, ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის, ეგრევე სიყვარულზე იწყება ბაზარი ვიღაცა შორიდან გიყურებს უნდა მოგიახლოვდეს და ვერ ბედავს და რაღაც ამდაგვარი, 100 ვარიანტს შემოგთავაზევს და ეხლა თუ მთლად მახინჯი არახარ 1ს მაინც გაარტყამს და ერთ რამეს თუ გაარტყამს მერე ფიქრობ,რომ ყველაფერი რაც ილაპარალა სიმართლეა ))
აი შენ პერიოდულად რომ დადიხარ, შენზე უკვე ბევრი ინფორმაცია აქვს დაგროვებული, შენი ძირითადი პრობლემები იცის და ყოველ მოსვლაზე ანვითარებს თემას. თუმცა შეიძლება შენ შემთხვევაში ვცდები, მაგრამ ძირითადში ასეა.
Uma
ნაწილობრივ მართალი ხარ, მარა რო დაგაბოლოს ცოტა მაინც ფსქოლოგიაში ერკვეოდეს და არც მე წავიკოჭლებ მაგ საკითხში
მარა მამენტ რაღაც ისეთ ნიუანსებს არტყამს/იტყვის რაც პროსტა ვერ ეცოდინება
მჩხიბავი კი არ მკითხაობდა მარტო, რაღაცეებს აკეთებდაა ნახშირითა, დანითააა, უუუუ!.. ბუა მოდის!
ანუუ მაგას შეეძლო.. არც მეტი, არც ნაკლები კარმის შეცვლა
ამ საკიტხებს ნაწილობრივ შევეხეთ თემაში : ”ბედი გამეხსნა” მაგრამ მინდა აქ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ და შევაჯამოთ ეს საკიტხები.
დიდი კამათი მიდის იმის შესახებ არის თუ არა ჩვენი ცხოვრება განსაზღვრული. ზოგი ამტკიცებს რომ არის, ზოგი ამტკიცებს რომ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და მხოლოდ იგი ქმნის ტავის ბედს. რეალურად სიმართლე ამ ორს შორის დევს, ანუ: დაწერულია ჩვენი ცხოვრების უამრავი ალტერნატივა, მაგრამ თავისუფალი ნება სწორედ აქ ჩანს - ადამიანი თვითონ ირჩევს ამ ალტერნატივებიდან ერთ-ერთს.
როგორც წესი, არსებობს ერთი მთავარი ალტერნატივების ჯგუფი (ანუ თუ სული გაუმკლავდება ცხოვრებაში დაგებულ კარმულ ხაფანგებს აირჩევს ამ სწორ გზებს და შეასრულებს ტავის მისია და წინ წაიწევს განვითარების გზაზე) და სხვა მცდარი ალტერნატივები.
თუმცა აუცილებელი არ არის რომ ეს ალტერნატივები აუცილებლად შავი და თეთრი იყოს. ეს ალტერნატივები იკვეთება როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. წარმოდიგინეთ ჩვეულებრივი ხე, რომელსაც რაღაც სიმაღლეზე უამრავი ტოტი ეზრდება... ამ ტოტებს ტავის მხრივ სხვა პატარა ტოტები და იმათ კიდევ უფრო პატარა და წვრილი ტოტუნები აი ეს ხე არის ადამიანის ცხოვრება და ტოტტები კი მისი ცხოვრების ალტერნატივები. სქელი ტოტებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რომელიც ადამიანის ცხოვრებაში სულ რამდენიმეა და მის ცხოვრებას კარდინალურად ცვლის, პატარა ტოტები უმნიშვნელო გადაწყვეტილებებია, რომლებიც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია და ცხოვრებას უმნიშვნელოდ ცვლის. მე პირადად ყველაზე დიდი ალტერნატივის ცვლილება მქონდა ჯერჯერობით მხოლოდ ერთხე 19 წლის ასაკში (ოღონდ არ მკითხოთ რა )
მაიკლ ნიუტონსაც საკმაოდ კარგად აქვს ახსნილი ეს ალტერნატივები, მათ შორის ტავისუფალი ნების და ბედისწერის ფენომენი. მისი ერთ-ერთი დაჰიპნოზებული პაციენტი იხსენებს თავის წინა ცხოვრებას, სადაც კარგად ჩანს ეს ყველაფერი. ამერიკაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ერთ-ერთ ფერმაში ცხოვრობს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს მშვიდად, ჰყავს საცოლე და ემზადება ქორწილისთვის. მიდის ამ სოფელში ამერიკელი ოფიცერი, ჰოდა ეჩალიჩება ამ ბიჭს. ეუბნება რომ ერთი დღის საქმეს დაავალებს, ცხენით წერილი უნდა წაიღოს რომელიღაც სამხედრო ნაწილში და მერე ეგრევე დაბრუნდება. ამ ბიჭს არ უნდა, ეშინია, მაგრამ ბოლოს დაითანხმებს, ფულს შეპირდება და მიდის ამ დავალების შესასრულებლად. მოკლედ გზაში კლავენ ამ ბიჭს ნიტო ჩრდილოელები თუ სამხრეთელები.... მისი დანაღვლიანებული სული იმ სამყაროში რომ ბრუნდება, იქ საყვედურობენ - რატომ მოხვედი ასე მალე აქ (ანუ რატომ აირჩიე ეს არასწორი ალერნატივაო) შენ ხომ ის გოგო უნდა მოგეყვანა ცოლადო....
მოკლედ მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. სასურველია ტქვენი საკუტარი ცხოვრებიდან მაგალითებიც მოიყვანოთ
[quote name='Tvalebi' date='1st April 2008 - 02:47 AM' post=5286]
შეიძლება გაგეცინოთ კიდეც მარა მე მეგულება ერთი მჩხიბავი რომელიც დაახლოებით 60-70% ზუსტად მეუბნება
და თვეში ერთხელ მივდივარ ხოლმე
[/quote ერტი ამბავიგამახსენდა,მჩხიბავებზ
ეე არაა,მაგრამ ენერგიებტან არის დაკვშირებული.ერტ ბერთან ბუდისტი მივიდა და უთხრა შენგან დიდი ენერგია მოდისო,ხოლო ბერმა მიუგო:მე კი ვიცი საიდან მოდის ეს ენერგია,მაგრამ შენ თუ იციო.ანუ ენერგიის და ძალის მოცემა ეშმაკსაც შეუძლია.აპოკალიფსში წერია,რომ ანტიქრისტე გამეფდება ეშმაკის ძალით და მისი დახმარებით აღასრულებს სასწაულებს,მაგრამ ეს 'სასიკეთო' სასწაულები მერე ისევ დააკნინებს ადამიანს სულიერად და ფიზიკურად
http://www.youtube.com/watch?v=eJUSQ58FQ54&feature=player_embedded
1. edgari.
2. chemi ubneli karena da aza
arian sauketeso mchxibavebi. tyvias-tyviashi ajenen.
Zet
რამე რო იყოს
- ფეხბურთი
დრო: 15.03.13
საათი: 00:05
თამაში: ლაციო - შტუტგარტი
რა ანგარიშით მორჩება ვერ გამიგებ?
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)