მოგესალმებით
მინდა გითხრათ, რომ ძალიან არ მსიამოვნებს როდესაც ფოტოს მიღებენ, თუნდაც იყოს ნათესავი ან მეგობარი, მით უმეტეს უცხო ადამიანი. ხომ იცით, არის სიტუაციები როცა ფოტოს გადაღებაზე უარის თქმა არ გამოდის, რომ ცუდად არ გაგიგონ, ხან კი შემთხვევით მოხვდები კადრში. ზოგს კიდევ პაპარაცობა უყვარს და დაგდევს და გისაფრდება რომ გადაგიღოს. იცით, იმის შეგრძნება, რომ სხვას შენი ფოტოები აქვს, რაღაც ძალიან ცუდად მოქმედებს, არა იმდენად დათარსვის ან ჯადოს შიშის გამო, უფრო საკუთარი "მე"-ს ნაწილის დაკარგვის თუ გაფანტვის შეგრძნებაა.
ძალიან საინტერესო იქნება სხვათა (მით უფრო ამ საკითხებში გარკვეული ადამიანების) შეხედულებები ამასთან დაკავშირებით, თქვენც თუ გაქვთ ეგეთი შეგრძნებები და რით აიხსნება ეს ყველაფერი.
ფოტოს საშუალებით შეიძლება ადამიანის აურაზე, ენერგეტიკაზე ზემოქმედება. როგორც მაგიური რიტუალებით, ასევე ქვეცნობიერად.
ქვეცნობიერი ზემოქმედება უფრო ხშირია. მაგალითად ძლიერი ენერგეტიკის ადამიანი, როცა დაჰყურებს იმ ადამიანის სურათს, რომლისაც ქვეცნობიერად შურს ან ანტიპათიას განიცდის, იმ ადამიანს შეიძლება ცუდად წაუვიდეს საქმეები.
ხშირად სურათი არც არის საჭირო, ხომ არის ადამიანი ამბობს რაღაც კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ არ ვიტყვიო. რომ გამოვა მერეო. და ძალიანაც სწორად იქცევა ვთქვათ ხმამაღლა თქვა რასაც ელოდება და გაიგონა ძლიერი ენერგეტიკის მქონე ადამიანმა, სულაც მისმა მეგობარმა და შეიძლება გაუცნობიერებლად იმდენი იფიქროს ამ ამბავზე ნეგატიური კუთხით, რომ გაუფუჭოს საქმე...
თუმცა ფოტო უფრო აძლიერებს ენერგეტიკულად ზემოქმედების საშუალებას.
"მე"-ს დაკარგვის განცდაზე ვერაფერს ვიტყვი )
მარტალია, ფოტო დიდი ინფორმაციის მატარებელია, მაგრამ თუ ადამიანს ცუდის გაკეთება სურს სხვისთვის, ფოტო არ არის აუცილებელი... რაც მეტი სიყვარული გვაქვს მით ნაკლებად მოქმედებს ცვენზე სხვისი ნეგატიური განწყობა და მიზნები... ვეცადოთ გვქონდეს სუფთა და წრფელი გული და გვიყვარდეს, მაშინ არც არაფრის შიში გვექნება.. მითუმეტეს "მეს" დაკარგვის, რომელსაც რატომღაც ასეთი თავგანწირვით ვებრაუჭებით...)
კიდევ ვინმე ხომ არ დაამატებდით რამეს ? .. მეც ძალიან მაინტერესებს .. ერთ გოგოს ვუღებდი სურათებს, მაგრამ არ მაღებინებდა, არ მინდაო .. უარყოფითად მოქმედებს ჩემზეო .. იქნებ ახსნათ ეს "შიში" ? ..
old_man
ყოველთვის როცა რამეს ვამბობ წინასწარ,მერე აღარაფერი გამომდის..მაინტერესებდა სულ რაში იყო საქმე და შენი წყალობით მივხვდი...გმადლობ..
ჯი-ნია-ნი
როცა გინდა რომ რაღაც გააკეთო ჯობია ამაზე არ ისაუბრო, რადგან ჩვენი სამყარო სხვადასხვა ძალთა მოქმედების ადგილია და შენ თუ რაღაცის უკეთესობისაკენ შეცვლას აპირებ ყოველთვის გამოჩნდება სხვა ძალა რომელიც საპირისპიროს მოინდომებს ამიტომ როცა დაფარულად აკეთებ გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობა შეგხვდება.
რათქმაუნდა შეიძლება ცპოტათი არასასიამოვნო იყოს და გქონდეს იმის შიში რომ შეიძლება შენზე ზემოქმედება მაოხდინონ ფოტოთი,მგრამ თუ ადამიანს უნდა შენი სახელიც რომ არ იცოდეს მაინც გაგიკეთებს ცუდს ასე რომ ამაზე ღელვა არაა სწორი სჯობს უბრალოდ მტრები არ გაიჩინო
ფოტოებით მანიპულირება ძალიან საინტერესოა, სულ მინდოდა გამეგო მუსლიმან წმინდანთა სურათებზე სახე რატომ არ ჩანდა. ეტყობა არაბეთში კარგად ესმოდათ ეს ყველაფერი...
Qocho
Mec msiamovnebs fotoebis gadageba, magram yoveltvis ara. Soc-qselebshi veridebi suratebis dadebas. Ase mgonia mere me realurad energetikulad vipitebi.
#####
დაბრუნდი?სორი ფორ ფლუდ
საინტერესო თემაა.. მეც დიდად არ მიყვარს ფოტოების გადაღება.. საერთო მხიარულება ან რამე როა და უცებ, აბა აბა დავდექით ყველანი
მეც დიდად არ ვიღებ ფოტოებს. მეზარება ხოლმე.
და კიდევ ერთ რამეს გამოვყოფდი. ზოგადად ალბათ უფრო ამიტომ არის რომ ჩემთვის ფორუმები უფრო კომფორტული სივრცეა ვიდრე ფეისბუკი. სულ ფოტოებით როა აჭრელებული, დამღლელია. და ფორუმები უფრო მყუდროა ამ მხრივ. თან ავატარით, ნიკით და წერის სტილით რაღაც სხვანაირი შთაბეჭდილება გექმენბა ხალხზე და საინტერესოა..
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)