ბოლო დროს დამაინტერესა რუნებმა და მაინტერესებს ვინ რა იცის რუნების მაგიის შესახებ
არის აქ ვინმე ისეთი ვისაც გამოუყენებია რუნების მაგია?
რამდენადაც ვიცი რუნების გამოყენება ბევრი სხავადასხვა რამისთვის შეიძლება:მკითხაობისთვის,თილი
სმად,სამკურნალოდ...შეიძლება ცალკეული ასოებიც გამოვიყენოთ და რამდენიმე ასოს კომბინაციაც(მოკლედ მრავალმხრივი დანიშნულება აქვს)საინტერესოა ისე,სასურველი რუნის თილისმად გამოყენება ცუდი აზრი არაა,მართლა ატარებენ გარკვეულ ენერგიას
marissa
რუნებს თუ დატენი და რუნების ეგრეგორთან დააკავშირებ უკეთესი იქნება,უფრო დიდი ძალა ექნება
ეგ არ ვიცი,დატენვაც თუ უნდოდა
მოყვარულის დონეზე გამომიყენებია და დიდი სურვილი მაქვს გავაკეთო ჩემი ხელით...
რუნებს სხვა ავირთვაც აქვს ჩემთვის.ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანმა მაჩუქა მედალიონი რუნებით , მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს დავკარგე... გარკვეულ ნიშნად აღვიქვი.. ეს მედალიონი მისთვსაც ძალიან ძვირფასი იყო, რადგან მისი მასწავლებლის ნაჩუქარი იყო... იმედია როდესმე გამომივა იმ მედალიონის მიახლოვებლი ასლის შექმნა.. ამისთვის გარკვეული ცოდნა უნდა დავაგროვო ჯერ..
marissa
დატენვის გარეშეც აქვს ძალა მაგრამ დატენილი ჯობია
td.........
mamu_ka
ხო ვიცი, ამიტომაც არ ვჩქარობ...
ცოტა მეტი ინფორმაცია რომ დადოთ? ხო კარგია რომ იცით და არ შეგიძლიათ სხვებსაც გაუზიაროთ ცოდნა? ან ლიტერატურა ქართულ ენაზე თუ მოგეპოვებათ, დაასკანეროთ, ან რავი...
lusterless
ქართულად ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენადაც ვიცი ცოტაა ძალიან,რამდენიმე რუნის მნიშვნელობა ვიპოვე მხოლოდ,წიგნი მაქვს მაგრამ ის რუსულადაა თუ არ ვიწვალეთ თავისით არაფერი მოდის
რუნებს არ ვეკარები რუნებს წესუთ ისინი ხმარობენ ვისაც სწამს და მისდევენ ოდინს და სხვა შუმერულ ღმერთ.მეც მქონდა ერთი თილისმა რუნესკრიპტით და იმდენი ძალა გამომწოვა რომ ცარიელი დამტოვა და ფილტვების ანთებაც ამკიდაიმწუთში მოვიშორე მადლობა გადავუხადე და მიწაშიო ჩავმარხე
სხვათა შორის რუნები როგორც დადებითი ასევა უარყოფითი შეიძლება იყოს, უარყოფითი ენერგიის მაგიის(შავი) ერთ ერთი ატრიბუტის კერძოდ ათამის ტარზე გამოსახავენ როგორც ვიცი რუნებს. სკანდინავიური მითოლოგია ძალიან გავს ბერძნულს და რომაულს. არ ვიცი შეიძლება ვცდება მიგრამ არ მგონია ბერძნებსა და სკანდინავიელებს ანტიკურ პერიოდში რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონოდათ, ვფიქრობ ორივე ერმა დამოუკიდებლად მიიგო ეს ინფორმაცია.
მაგრამ ვიცი რომ ჩინურ იერეგლიფებსაც აქვთ გარკვეული ძალა და ენერგეტიკა მე ნანახი მაქვს ტესტი ლამას დახატულ იეროგლიფებზე.
თუ შეგიძლიათ დადეთ ინფორმაცია იმაზე თუ როგორ შჰეიძლება დამზადდეს დადებითი ენერგიის მატარებელი ამულეტი რუნების იეროგლიფებით...
tu runebi amotrialebulia da isea gaketebuli kombinacia an tundac erti runa mashin aqvs uaryopiti zemoqmedeba
Runebis amuletis damzadeba tu ginda jobia monaxo kombinacia internetshi bevria,shemdeg druidebis horoskopshi monaxe sheni shesabamisi xe da imisgan gaakete jobia,aucilebelia dadebiti gancyoba roca aketeb,aseve sisuptave unda iyos otaxshi sadac aketeb,rogorc pizikur ise energetikul doneze,gamotale ra pormisac ginda xe da panqrit daxaze shesabamisi tanmimdevrobit is kombinacia romelic shercheuli gaqvs mere an amocvi an danit amocheri specialurad amistvis nayidi da causvi citeli an mcvane sagebavi,jobia naturaluri shemadgenlobis,shemdeg mgoni qartuladac laki qvia imashi amoavle da gaashre rom daculi iyos casmuli sagebavi,shemdegi nabijia rituali es agar maxsovs zepirad,nu mokled sachalichoa magram tu dadebiti energiit datenili ginda rogorc cesia ise unda damzaddes
tu shen tviton ginda kombinaciis sheqmna mashin getyvi cigns sadac kargad aris axsnili eg yvelaperi,aq ver avxsni magdens
რუნები... ამის შესახებ იმდენი მაქვს დაწერილი მაგრამ სამკითხაოდ არ ვიყენებ, ტარო ავირჩიე ამ შემთხვევაში. მაქვს ქაღალდისგან დამზადებული რუნები, რომლებიც სპეციალურად ერთი რაღაცის გამო შევქმენი, 2-3-ჯერ ამოვიღე თითო რუნა და მერე აღარც გამომიყენებია. რუნებს თილისმებისთვის უფრო ვიყენებ, მაგრამ ძალიან მოკლე ვადიანი შედეგებისთვის მიმიღწევია. როგორც ამიხსნეს, პრობლემის მიზეზი ჩემს ენერგეტიკაშია. ან იქნებ, მიზეზი ის არის, რომ სისხლით არ ვხატავ და ჩემსა და რუნსკრიპტს შორის შედარებით სუსტი კავშირი მყარდება. მოკლედ, პრაქტიკას თეორია მირჩევნია ამ ეტაპზე
Anna Dark
მეც არ მიყვარს რუნები ძაან იშვიათად რო მივეკარო მიზეზი უკვე ზევით დავწერე არამგონია სისხლი იყოს მთავარი მიზეზი ალბათ არაა ეს ჩვებნი უბრალოდ
Anna Dark
რავი მე არც ისე კარგად განვეწყვე იმის შემდეგ მათტან და რავი აბა ისე როცა ათასში ერთხელ ვხმარობ კი მეხმარებიან მარა არ მიყვაააააააარს.ხო მართლა კეთილი იყოს სენი ფეხი გავბედავ და ვიტყვი ცვენს ფორუმზე.რამდენი წლისახარ საიდუმლმო თუ არაა?
უი არ დავკვირებივარ მე 16 სამწლიანი სტაჟით მაგიაში და ნახევარიწელი ტარო :D
მშვენიერია
და მართლაც და ვინც ერკვევით ამ რუნებში, არ აჯობებს ცოტა გაგვანათლოთ რუნებზე. მე რავიცი თემას რო ხსნიან იმ თემის შესაბამის შინაარსაც წერენ. მაგრამ ეს თემა ეტყობა გამოცდილებისთვისაა შექმნილი.
ანა დარკ იქნებ ახსნა მე მეზარება მერე კიდევ ვინმეს ჩემი ახსნილი რომ არ მოეწონოს ნუ იყო გუშინ ეგეთი ინციდენტი
რა ვიცი, როგორ გაგანათლოთ? უამრავი წიგნია რუნების შესახებ დაწერილი. ქართულად თუ გაინტერესებთ, მე მაქვს დაწერილი ყველა რუნის განმარტება + დამზადების წესები + თილისმების შექმნის მეთოდები + სტიქიები + ტაროსთან შეთავსება, მოკლედ საკმაოდ ბევრი მასალა, მაგრამ არამგონია, აქ საიტის რეკლამირების უფლება მქონდეს, ამიტომ თავს შევიკავებ ლინკის განთავსებისგან კონკრეტული შეკითხვები თუ გაქვთ, დასვით. თუ მეცოდინება, გიპასუხებთ
matashi
მოკლედ მაინც დაწერეთ... უყურე ამათ გამართეს დიალოგი გამოცდილმა ეზოთერიკემბა ნაცნობ თემაზე
წიგნი გაქ დაწერილი?
Anna Dark
ჯერ იქიდან დაიწყეტ, თუ ვინ იყვნენ საერთოდ ეს რუნები, რატომ იცოდნენ ამდენი ჯადოქრობა? და ა.შ.
matashi
წიგნი არა, სტატიები
#####
:D ნუ არ შემიოძლია მოვკვდი ნნაცინები რუნები ხალხი არ ყოფილან შუმერიდან გერმანიიდან წამოვიდა რუნები პროსტა დამწერლობას ქვია როგორც ნუსხური ხუცური :: მოკლედ მაგარია ჩაგეთვალა
#####
რუნები ძველი გერმანული დამწერლობაა. გადმოცემის თანახმად შექმნა ოდინმა, ფრეია კი რუნების დამცველია. რუნებს იყენებენ სამკითხაოდ, მაგიური ფორმულების შესაქმნელად და უბრალოდ, რაიმე ტექსტის დაწერის მიზნითაც
დინი მთავარი ღმერთია შუმერულ მითოლოგიაში,ყოველი რუნა რომელიმე ღვთაებას ასახავს
ოდინი უკაცრავად თორე ვიცი გამომეკიდებიან
შუმერული კი არა, სკანდინავიური
matashi
აჰა. თავშივე რო დაგეწერათ ინფორმაცია, არ შევრცხვებოდი Anna Dark
Anna Dark
ჰო ბოდიში ვაი სირცხვილოოოოოოოოოოო
#####
ერთერთ ფორუმში მაქვს ტექსტი განთავსებული და მასალას ვერ დავაკოპირებ, უკვე ფორუმის საკუთრებაა ის სტატიები. სწორედ ამას ვამბობ, რომ პირდაპირ ლინკი რომ დავდო, არამგონია სწორი იყოს. თუ შეიძლება, რომ ფორუმის ლინკი მივუთითო, კი ბატონო
Anna Dark
ჩვენ ლინკებს ვდებთ. წყაროს როცა ვუთითებთ. ტაკ შტო ეს აუცილებელიცაა. ამ მხრივ შეხედე შენი ლინკის ამ ფორუმში დადებას და ფორუმის წესიც არ გექნება დარღვეული.
კარგი. მაშინ აქ არის მთელი ის მასალა განთავსებული, რაც პირადად მე მოვაგროვე, გადავთარგმნე, დავალაგე და ა.შ. ვფიქრობ, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ http://www.magnika.org/f6-forum
Anna Dark
მადლობა წყაროსთვის
არაფრის
Anna Dark
FBზე ასტროლოგია ეზოთერიკის ჯგუფში ხოარ დებდი რუნებზე რაღაც თემებს??
Lashapoli
არა
რუნები კარგია მაგრამ ვისაც განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს სხვა მხრივ რაღაცაზე დამოკიდებული ხდები და ერთი მიზეზი ესაა რატომაც ვთქვი უარი რომ შემესწავლა
მე ვცდილობ რომ ბევრი რამე შევისწავლო ეს უკეთესია ვიდრე ერთი რამის
და თქვენც გირტჩევთ მარტო ეზოთYეიკაზე ნუ ჩაციკლდებით მაგიასაც გადაავლეთ თვალი
Anna Dark
საგანგაშო არაა ნივთზე დამოკიდებულება ვიგულისხმე
matashi
მაგია ეზოთერიკაში შედის
Anna Dark
გეთანხმები
რაღაცა მინდა ვთქვა. იქნებ რუნების მაგიამ მაინც დამეხმაროს.
ჩემი აზრით მე ვარ სუსტი ადამიანი, როემლიც ვერ ინარჩუნებს საკუტარ ენერგიას და ასე ვთქვათ ვაძლევ სხვას ჩემს ენერგიას ჩემი სურვილით. იქნება ეს ლოცვით თუ რომელიმე პიროვნებაზე უბრალოდ ფიქრით.... ამ დროს ის ადამინი კარგად ხდება მე კი სულ ცუდად ვარ.
ცუდად ვარ, იმ გაგებით რომ ვარ და ვიყავი სულ დეპრესიული, უმოქმედო ვარ ხოლმე, ანუ არ ვარ აქტიური. მახსოვს ბავშვობიდან მოყოლებული ვარ ეგრე. სულ უხასიათოდ. როცა ყველა კარგადაა მაშIნ ვარ ხოლმე კარგად. შესაბამისად ცხოვრებაში მარტო ორჯერ ვიყავი ბედნიერი. ეს იყო ომამდელი პერიოდი. მაშინ ყველა კარგად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს. ამ ომის მერე თითქოს ვარსებობ..... ლოცვით შემიძლია სხვას დავეხმარო. სერიოზული დაავადებაც კი მოვურჩინო. შეიძლება ვისთვისაც ვლოცულობ, მასზე გადადის მთელი ჩემი ენერგია, მაგრამ ლოცვის დროს ღმერთს მივმართავ იმ ადამიანის ჯანმრთელობას.
ერთხელ ბიცოლამ გამიკეთა რღაცა თილისმასავით. შავი კატის ბეცვი და რაღაცეებისგან, შელოცვა გაუკეთა და მითხრა ტანსაცმლის ქვეშ მიიკარიო ქინძისთავით და მერე კარგად იქნებიო. მართლაც მერე არაფერი ცუდი ჩემს თავს არ ხდებოდა. ამ თილისმას ტარებამდე ვგრძნობდი, რომ ვინმე თუ შემომხედავდა, შემეძლო წამებარბაცა კიდეც. ამ თილისმას მერე ვინმე თუ შემომხედავდა ავი თვალით, ის ეცემოდა თვითონ .
მე ვიფიქრე ეს რააც ეშმაკისეულია თქო და გადავაგდე (ახლა ვნანობ) ხოდა იმის მერე ისევ ისეთი გავხდი. მომოკვდავივით. კი არ ვცხოვრობ ვარსებობ.
მე მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა რუნების მაგიით (ან სხვა საშუალება) ენერგიის აღდგენა, შენარჩუნება არ მინდა. პირიქით თუ ვინმეს დაეხმარება ჩემი ენერგია, მინდა გავსცე კიდეც, მაგრამ აღდგენაც მჭირდება თორე ...
#####
შესაძლებელია მაგრამ დამზადება უნდა თავისი წესების მიხედვით კიდევ ერთი მომენტი რუნები როგორც დამატებითი ელემენტი ისე უნდა გამოიყენო და დამოკიდებული არაფერზე არ უნდა იყო ასე რომ უმჯობესია რამე პრაქტიკებით დაკავდე,ვარჯიშებით რაც ენერგეტიკას აძლიერებს კიდევ გახსოვდეს ყველაფერი შესაძლებელია მთავარია მოინდომო და იპოვი დასვი კითხვა როგორ და არა რატომ წარმატებები
მგონი, შემიძლია შენი დახმარება.
სანამ მე დაგეხმარები, მანამდე სცადე და სხეულზე რუნა Sowilo დაიხატე. ხატვის პროცესში წარმოთქვი მისი სახელი (სოუილო) და თქვი, რა მიზნით ხატავ დაახლოებით ასე: "მე გამოვსახავ სოუილოს, რომ აღვიდგინო ენერგია". თან წარმოიდგინე, როგორ ივსები ენერგიით.
ხვალ აქ დავდებ რუნსკრიპტს, რომელიც განკუთვნილია ენერგიის აღდგენისთვის. ნაცადი მეთოდია და მოქმედებს, დანარჩენი კი შენზე იქნება დამოკიდებული
mamu_ka
რა ვარჯიშები აძლიერებს ენერგეტიკას. ბარემ რამე ხელმოსაჭიდი დამიწერე........
#####
http://http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1313
აი ეს ყურადღებით წაიკითხე
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1313
რატომ არ ჩაჯდა იქ
Anna Dark
მაშინ გამოჩენილიყავი როცა ძალიან ვიყავი რუნებით დაინტერესებული
ვიცი რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი აძლიერებს ენერგეტიკას. ასევე ღრმა უწყვეტი ძილი, მაგრამ აღარ შემიძლია. აი რომ იტყვიან ეშმაკები ერევიანო, ეგრე ვარ. თითქოს ხელს მიშლის რაღაცა თუ ვიღაცა. ჩემი სუსტი ენერგიის გამო. ანუ მაქვს სუსტი ენერგია და ვინმემ მსუბუქად ბოროტება რო გაიფიქროს ეგერევე მიხდება. მერევა..... თუმცა დალოცვაც ეგრევე მშველის.
mamu_ka
#####
არაფრის
მეც ვყოფილვარ მასე დაახლოებით კარგად მესმის რაც არის ეგ
ბევრი არ უყურებს სერიოზულად მაგრამ http://olmek.ru/Sikvarulis%20praqtika.htm ნახე,მე ძალიან დამეხმარა
წარმატებები
#####
ეს ფსალმუნი არ გაწყენს, სიტყვებს დააკვირდი ტან და გაიაზრე.
ფსალმუნი 90
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარ შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრთხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთსაშუვალითა მისითა გფარავდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან. რომელი ფრინავნ დღისით. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო, რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასრთგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმაყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
Anna Dark
Anna Dark
კი მაგასაც ვხდები რომ ქვეცნობიერს დიდი ძალა აქვს. ყევალფერი ქვეცნობიერთანაა კავშირში........ ქვეცნობიერის დონეზე შთაგონებასაც ძალა უნდა. მაგ ვარჯიშის დაწყებას. არ მაქვს მაგის ნებისყოფაც. ის კი არადა ლოცვაზე რო დავიწყე საუბარი, მაგანაც ცუდად გამხადა ახლა. და წარმოიდგინე ახლა ლოცვის პროცესში რა დონეზე ვხდები ცუდად.. ვამთქნარებ და გული თითქოს მიმძიმდება და მერე ტირილს ვიწყებ. ხშირი ლოცვის მერე თითქოს აღვადგენ ძალებს, მაგრამ მერე ისევ ...
მოკლედ ცოტა რთულად მაქვს საქმე. და ამასთან დაკავშირებით დაახლოებითი იდეა მაქვს. მაგრამ ახლა სხვისი აზრი მაინტერესებდა ამაზე
#####
შენში უნდა შეცვალო რამე გარესამყაროც შეიცვლება თავისით
#####
როგორც შეგპირდი, ვდებ რუნსკრიპტს.
ხატავ ჯერ რუნა Mannaz-ს და ამბობ, ვისთვის ქმნი ამ ფორმულას.
შემდეგ ხატავ Hagalaz-ების და Ehwaz-ის ნაერთს, თან ამბობ, რომ მათი საშუალებით ამარცხებ დეპრესიას/ენერგიების ნაკლებობას.
შემდეგი ეტაპია 2 Sowilo-ს, Tiwaz-ის და Nauthiz-ის დახატვა. ამბობ, რომ მათ ენერგიის და მიღების მიზნით და არსებულ სიტუაციასთან ბრძოლისთვის ხატავ, რომ გქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი და სულით არ დაეცე.
გადადიხარ შემდეგ რუნებზე - Kenaz და Fehu. ამბობ, რომ მათი დახატვის მიზანი კონკრეტულ ჩანაფიქრზე კონცენტრირება და დადებითი ცვლილებების მოტანაა.
სულ ბოლოს ხატავ Jera-ს და Isa-ს ნაერთს და ამბობ, რომ მიღებულ შედეგს ამყარებ/ამტკიცებ და საშუალებას არ აძლევ დეპრესიას/ენერგიების ნაკლებობას, რომ ხელახლა შეგაწუხონ.
რუნსკრიპტს ხატავ ქაღალდზე შავი ან წითელი საღებავით, სისხლი უკეთესია. აღმავალი მთვარის პერიოდი საუკეთესო დროა, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ იგრძნობა სავსე მთვარის გავლენა, შეგიძლია, დაამზადო. დაღმავალი მთვარის პერიოდში დამზადებას არ გირჩევ. როცა იგრძნობ, რომ მოქმედება შეწყვიტა, ან ძილი გაგიფუჭდა, ან შინაგანად მოუსვენრად ხარ, აფორიაქებულად გრძნობ თავს და ა.შ., რუნსკრიპტი დაწვი.
თუ რამეს ვერ გაიგებ, მკითხე
ანა ამ შეწმთხვევაში ფეხუ საჭიროა?არა უბრალოდ ფეხუ ხომ უფრო მატრერიალური წინსვლის რუნაა და კიდევ ისა ის ყინავს რაღაც პროცესს დაგაზი ხომ არ სჯობდა ამ შემთხვევაში როგორც დეპრესიისა და სისუსტის დასასრული და ჯამრთელობის დასაწყისი?ეს რათქმაუნდა ვარაუდით რუნებში ისე კარგად არ ვერკვევი რამდენადაც შენ მაგრამ თუარა ამიხსენი რტომ თ არ შეწუხდები მაინტერესებს
mamu_ka
რატო რა ხდება რო? მე გამომიყენებია სისხლი და რავიცი აბა...
Anna Dark
ჰო ეგ მართალია მემაგალითად ვხმარობ ხოლმე როცა სიცხე მაქვს ისას უბრალოდ წარმოვიდგენ ისას მერე ჰაერში ხელით დავხატავ და წარმოვიდგენ რომ ყინულში ვარ.რავი მშველის მარა მეერე სამაგიეროდ თავი მტკივდება და ისევ ისას ვხმარობ (პარადოქსია რა)
კიდევ მიხმარია ანსუზი და იეირა იგივენაირად გამოცდებზე დამხმარებია
ერთხელ უნდა დამეზეპირა ტექსტი 20წუთსი გამოსვლამდე(სკოლაში რაღაც ჩატარდა და იქ)და ანსუზი ვიხმარე და არ დაიჯერებთ და იმხელა ტექსტი 15 წუთსი დავიზეპირე სულ სხაპასხუპიტთ მოვყევი
Anna Dark
ჰო ვცდილობ იმპროვიზაციას
Anna Dark
რაიმე საინტერესოს ვერ მასწავლი ნუ რაიმეს ისეთს რო გამომადგეს რუნებს ვგულისხმობ,ან ტაროს რაიმე საინტერესო გაშლა თუ არ შეწუხდები
matashi
დაფიქრდი სისხლს რომელი მხარის წარმომადგენლები იყენებენ
Anna Dark
ნათელ მხარეს სისხლი არ ჭირდება თუმცა ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს
mamu_ka
დიდა ღმერთო ჩემო რატო სისხლს ნუთუ მარტო შავ მაგიაი ხმარობენ რა სისლელეა ნწნწწნ არა არაა ეგრე
matashi
Anna Dark
კარგი ვნახავ აუცილებლად
Anna Dark
მარტო რუნოლოგიაში არ ხმარობენ სიხლს კი გასაგებია რომ სისხლის ხმარება რარაც ნეგატიურთან ასოცირდება მაგრამ იგივე სამკურნალო მაგიაში იყენებენ სიხლს(სამკუნალო მაგია კი არ ითვლება შავ მაგიათ)იგივე აერომანტიკაშიც (ქარის მართვა)იყენებენ და ბავრი კიდევ სხვა მაგალითი არსებობს სადაც სისხლი იყენებენ კარგი მიზნებისათვის
matashi
გეთანხმები. საერთოდაც, სისხლის გაღებაც სხვადასხვაგვარია. სად ცხოველს რომ ყელს გამოჭრი და ისეთ სისხლს შესწირავ, და სად - თითს რომ გაიჭრი
Anna Dark
ყველაფერი ერთიანია მაგრამ სადაც ჩვენ ვართ მაინც გვიწევს არჩევანის გაკეთება
mamu_ka
თუ ყველაფერი ერთიანია, გამოდის, რომ არც დუალიზმის სამყაროში ვცხოვრობთ
არჩევანის გაკეთების საშუალებას კი, ამ შემთხვევაში, სწორედ რუნოლოგია გაძლევს - ის არც ნათელია და არც ბნელია. შენ გაქვს ძალა (რუნები) და რა მიზნითაც გინდა, იმ მიზნით გამოიყენებ. აქ არ არის ერთი მიმართულება, შენი ქმედება კი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ან ნეიტრალურიც კი, ან პირიქით - დადებითის და უარყოფითის გამაერთიანებელი.
მაგალითისთვის რუნების კომბინაცია ავიღოთ, რომელიც სარკისებრ დაცვას ქმნის - ის, რასაც მტერი გიკეთებს, ისევ მტერს უბრუნდება. შენი აზრით, ასეთი ქმედება ნათელ მხარეს წარმოადგენს თუ ბნელს? თუ ეს ნათელია, მაშინ მტერი რატომ ზარალდება? და თუ ეს ბნელია, მაშინ რატომ გიცავს? დაცვა შენს სასიკეთოდ ხდება, ე.ი. ლოგიკურად ნათელის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ეს ასე არაა.
აი, მაგიის განხრები, რომლებიც გიკრძალავენ რაიმე ცუდის ჩადენას, ის სულ სხვაა. რუნოლოგია კი არაფერს გიკრძალავს - ყველაფერი შენს ხელთაა, კარგიც და ცუდიც.
Anna Dark
გეთანხმები კარგი მაგალითიაmamu_ka
მამუკა შენ კარგი ხარ თუ ცუდი?შენ შეიძლება რაღაც მომენტში სიკეთე გააკეთო მეპორეწამს კი ცუდი აქედან დასკვნე შენ არც კარგი ხარ და არც ცუდი შენ ხარ შენ ნეიტრალური არც იქეთ და არც აქეთ.აქ პირადად შენზე კი არმაქვს საუბარი უბრალოდ მაგალითად მოგიყვანეეხლა შენ დაფიქრდი და მიპასუხე,კარგი ხარ თუ ცუდი?როგორც შენ ამბობ შუალედი არ არსებობს.
Anna Dark
ერთიანობა ამ პლანზე სადაც ჩვენ ვართ არ მიგულისხმია მე რუნების სითეთრეზე და სიშავეზე არ ვსაუბრობ, მე სისხლის გამოყენებაზე გითხარი, არჩევანი თვქენია
matashi
ეხლა თუ ჩვენ დიაპაზონზე დავიწყებთ საუბარს ეგ სხვაა და რაც მე გითხარი ის სხვაა,კარგი ნუ მოკლედ ამაზე კამათი შეუძლებელია და არაკორექტული იმიტომ რომ ეს ზოგადად შენი სუბიექტური აზრია
ეგ მხოლოდ და მხოლოდ მაგალითი იყო მაგრამ როგორც ჩანს ვერ გაიგე
კაი კაი მეკი გავიგე შენ რას მეუბნები მაგრამ შენ ვერ გაიგე მე რას გეუბნები
matashi
Anna Dark
კიდევ რა სახის მაგიით ხარ დაინტერესებული?
კარგი ლინკი რუნებზე:
http://runa-odin.narod.ru/book/prs/sr.htm
ესეც:
http://www.belmagi.ru/runi/runi.htm
Anna Dark
ამ წიგნებიდან
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2983303
რომლებია შედარებით უკეთესი?
შეიძლება რუნების სადმე შეძენა თუ მე თვითონ უნდა დავამზადო?
Atm@n
შენ თვითონ დაამზადე იოლია მაგრამ მანამდე კარგად გაეცანი მათ,და მერე დაამზადე
matashi
ჯერ უნდა განვსაზღვრო მოტივაცია, მჭირდება თუ არა, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო გასაგებ და ძლიერ მეთოდს ვფლობ - მანტრებს, და თან გამიჭირდება ერთმანეთში ავურიო სკანდინავიური და ვედური მითოლოგია (მიუხედავად იმისა, რომ ერთი წარმოშობა აქვთ).
ვნახოთ, კიდევ დიდხანს თუ გასტანა ამ ინტერესმა, მერე შევისწავლი
Atm@n
ვედური და სკანდინავიური გვანან ერთმანეტს?ჰმ პირველად მესმის.ჰო მართალია თუკი შენ მანტრებს ფლობ სჯობს ისევ მანტრებით განაგძო რუნეტიკა ის განხრა არაა მაგიაში რომელსაც ზერელედ შეგძლია მიუდგე(თუმცა არცერთი განხრა არაა ეგეთი)
matashi
Anna Dark
გმადლობ!
Anna Dark
ოო შამანიზმი რთული და საშიშია ამიტომ არც გავკარებივარ და არც ინტერესი გამჩენია.სპირიტიზმზე რას იტყვი მე მივზდევ და შენ გიცდია?
Anna Dark
უუჰ კაიხანია უკვე ნუ გასართობად არა რათქმაუნდა რაღაც რო მჭირდება მაშინ,აქ ხალხს ვერ დავაჯერე რომ სულები რომ მოდიან იმისათვის მოდიან რომ ჩვენი ენერგიით იკვებონ და გაერთონ წაილაპარაკონ პაწაარა გაიძახიან ძალით მოდიან და ცოდვააო
ჰო ტოტეიზმზე თითქმის არაფერი არ ვიცი ინტერესნინკო გადავხედო აბა
Anna Dark
კონკრეტულად რა ქვია არ ვიცი ან თუ ქვია რამე, თვითგანვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა და ა.შ. რიტუალური არ მიზიდავს, სულ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული თუმცა ეგეც საინტერესოა ძალიან
Anna Dark
Anna Dark
ჩემი საყვერელი რუნა არის ვუნიო მსუბუქი სიხარულისა და ენერგიის მომტანი ნათელი რუნა რომელიც უზღვავ ენერგიას და ბედიერებას განიჭებს.
და თქვენი რომელია?
matashi
მე Laguz მიყვარს გამორჩეულად, მაგრამ ერთხელ ასეთი სიზმარი ვნახე:
ჩემთან მოვიდა კაცი, რომლისგანაც ძალიან დადებით ენერგიას ვგრძნობდი. მე ხელში ჩემს მიერ დამზადებული რუნები მეჭირა, ქვის, რომლებიც რეალურად არ გამაჩნია. ამ კაცმა გამომართვა ეს რუნები და მითხრა, რომ ახლა დაადგენდა, თუ რომელი რუნა შემესაბამებოდა მე და ამოიღო Dagaz.
სიმართლე რომ გითხრა, ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი
Anna Dark
დაგაზი ხომ ლაგუზიც მომწონს მარა ვუნიოსავით არცერთი
რატო დაგაზიც არაა ცუდი ისო რომ დავუკვირდეთ მაგრამ დაგაზი უფრო ბევრისმომცველი რუნაა შეიძლება ამოატრიალოს ყველაფერი
მე Laguz მიყვარს გამორჩეულად
რატო ინტუიცია გიტაცებს
Anna Dark
კინ ნამდვილად მისტიური რუნაა და საინტერესო.
ხო მხიარული ვარ
სულ მაინტერესებდა და გადავწყვიტე უკვე სერიოზულად მივუდგე ამ საკითხის შესწავლას
რუნებს და ტაროს. ტაროს წყალობით მოვხვდი აქ
ოღონდ არ ვაპირებ არანაირი მიზნით გამოყენებას (ჯერ), უბრალოდ მინდა ვისწავლო და მინდა რუნულად ვწერო
Anna Dark
შეიძლება ეგრე? უბრალოდ რაღაცის დაწერა რომ მომინდება და რუნებით ვწერო? მაგალითად სიზმრები
Lashapoli
http://www.radikal.ru
ვინმე მოდით რა ჩემთან სახლში და რამე დამცავი რუნა დამიხატეთ სახლის კარზე.. ათასი რჯულის "ღმერთი" მოხეტიალებს ჩვენთან, ყოველდღე ვიღაცაა და რა რჯულის არ გინდა. სულ საშინალდ ვგრძნობ თავს სახლში. თუ მე არ მაქვს განწყობა ანუ თავისით სახლი ძალიან უარყოფითია.. მინდა გაწმენდა. რუნებით დახატვა მომეწონა
როგორ შეიძლება? მე დავმუხტავ ჩემი სიყვარულით და თუ იმოქმედებს
anima mundi
მოვდივარ ხვალ მისამართი თუ შეიძლება
fukoshima.
გინება აქ ყვ ელამ ვიცით მაგრამ რომ არ ვიგინებით ალბათ აქვს რაღაც მიზეზი
matashi
fukoshima.-ას მოენატრა ბანი, ორი დღეა არ ადევს
ეს ნახეთ,რუნების ქართულ წარმოშობაზეა ლაპარაკი
http://iberiana.wordpress.com/alphabet/d-bakhtadze/
რუნის ტატუთ "გამოყენება" თუ შეიძლება?
ჯი-ნია-ნი
ზოგი იყენებს თუმცა მე არ მივესალმები გარკვეული ფაქტორებისდაგამო
matashi
და რა ფაქტორებია?
ჯი-ნია-ნი
ჯერერთი სულ ენერგიას მოგთხოვს მერე მეორე რაიცი რომ მთელი ცხოვრება დაგჭირდება ეგ რუნა ნუ თუმცა ვუნიოს დახატვა შეიძლება კიდევ ჩემის აზრით და კიდევ ბევრი ფაქტი თუ დაგაინტერესებს მერე უფრო დაწვრილებით დავპოსტავ ეხლა მეჩქარება
matashi
მახსოვს რომელიღაც თემაში ტატუებზე რომ წერდი , მეც მინდა გაკეთება რამე პატარა რომ იყოს სიმბოლოს მაგვარი ...
matashi
კი,როცა გეცლება დაწერე,თუ არ შეწუხდები..
რამე ტატუ მინდა და ვერ გავიგე რა..დიდი ხანია რუნებს ვუმიზნებ ისე..
Erekleee
რავიცი აბა გააჩნია შენროგორები მოგწონს გოგო ხარ თუ ბიჭი?ჯი-ნია-ნი
რავიცი რუნებზე რა გითხრა....ხო გავაგძელებ მერე კიდევ ის ფაქტია რომ ეგ სიმბოლო ჩაგაგდებს რუნების ეგრეგორში,მთელი ცხოვრება გინდა რუნებთYან ერთად გაატარო?
matashi
ბიჭი ვარ ბიჭი
იცი რა მაინტერესებს აი ტიბეტური სიმბოლოები ანდაც რაღაც ნაწერები რომ არის , მაგის გაკეთება მინდა და რამეს ხო არ მეტყოდი მაგაზე ?
Erekleee
მანტრებს გულისხმობ ალბათ ნუ ყველაზე აქტუალური არის მანტრა ომმმმ ლამაზიცაა სხვატაშორის დაგუგლე და ნახავ
matashi
ისე რას მირჩევდი გავიკეთო მაგის ტატუ? როგორი ენერგეტიკა აქვს ?
Erekleee
ვერგეტყვი არ მქონია მანტრებთან ახლო შეხება მაგით ალბათ ატმანს უნდა მიმართო მაგრამ როგორც ასეთი ომმმ მანტრა დადებით ენერგიას გამოყოფს
matashi
კარგი მადლობ
თU შესაძლებელია წაშალეთ ეს თემა
mamu_ka
რატომ?
Erekleee
ფასეული არაფერი წერია და ამიტომ
mamu_ka
რა იცი იქნებ ვიღაცისთვის ფასეულია ან მინიმუმ საინტერესო მაინც )
Erekleee
შეიძლება
odrexi
ნუ მიაქცევ ყურადღებას...
odrexi
შეიძლება, რომ ყველაფერი სატანიზმს არ დავუკავშიროთ? რა შუაშია რუნები და სატანიზმი? საერთოდ, ერკვევი ან რუნოლოგიაში და ან სატანიზმში, მათ შორის პარალელებს რომ ავლებ? რუნსკრიპტს თავის მოქმედების დრო აქვს. იმოქმედებს და მერე თავიდან უნდა მოიშორო. სად ნახე აქ რამე სატანისტური?
ეს სიმბოლო განმიმარტეთ, მაინტერესებს.... ) ისე მომხვდა თვალში, კალმით კი დავიხატე ხელზე. ყველაფერი ისეა გადახლართული O_o
MinD
ამას რუნებთან არ აქვს კავშირი, ეს არის კელტური სიმბოლო ტრისკელიონი. აღნიშნავს პიროვნულ, სულიერ ზრდას. ისე, ამ სიმბოლოს ბევრად დიდი განმარტება აქვს და თან რამდენიმენაირი ტრისკელიონი არსებობს. ეს ლინკი ნახე http://www.whats-your-sign.com/triskelion-celtic-symbol-meaning.html
არსებობს რუნების გიმნასტიკა . გესტაპოს ოფიცრების სავალდებულო ცოდნა იყო და არი რუნების მაგია.
ვინმეს შეგიძლიათ მასწავლოთ როგორ გავაკეტო ისეტი რუნები რომ სამსახურში დამაწინაურონ და წარმატება მომიტანოს?
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D1%83%D0%BD%D1%8B
კარგი იქნებოდა ვინმეს დაედო ისტორიულად საიდან დაიწყო რუნების გამოყენება და სხვადასხვა ამბები ამ საკითხზე. თემა უფრო საინტერესო გახდებოდა.
კი შეიძლება მაგრამ ჩემი აზრით მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომ გადავხედე ჩემს ძველ პოსტებს ამ თემაში მივხვდი რომ მესამე კლასის დონის საუბარი იყო
mamu_ka
მეგობარო რაწიგნია დამაინტერესა
[quote name='mamu_ka' date='Jun 6 2012, 11:29 PM' post='72573']
td.........
შეგიძლია სახელი მითხრა?
აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს.
https://www.youtube.com/watch?v=f5jhnCHgeIY
ერთი კითხვა მაქვს რუნებთან დაკავშირებით:
სიტყვაზე ადამიანს სჭირდება მხოლოდ რუნოსკრიპტის ან რუნების ფორმულის გამოყენება (მაგალითად, ფურცელზე დაწერა) რაღაც მიზნის მისაღწევად. ამ შემთხვევაში ამ პიროვნებას რაში სჭირდება რომ მან მთელი რუნების ანბანი გამოთალოს?
ეუნებზე მოკკე სტატია მაქვს დაწერილი, ბევრი კითხულობს ძალიან და ვიგზავნი ხოლმე ვინც ახლობელია და ინტერესდება. პრინციპში აქ სულ სხვა ნეთოდი მუშაობს და შიგნიდან რეალურად სხვა სპეციფიკაა. ერთია რუნების განმარტებების დაზეპირება და მეორეა ამუშაო, მაგალითად მაქვს რუნსკრიპტები რომლებიც ვანახე რამდენიმე "რუნოლოგს" და მითხრეს რომ არანაირად არ შეიძლევოდა მეტარებინა, არა და რეალურად კარგად მუშაობენ. რუნოლოგიაში სამუშაოდ კარგი ექსტრასენსორიკაა საჭირო თუ არა და თეორიული მიმდინარეობა რომელიც პოპულარული გახდა ღუპავს ხალხს. აი მაგალითად კიდევ ერთ ვიტყვი, როგორ აცოცხლებენ რუნსკრიპტებს? ერთი მეუბნება რომ ლუდს ტოვებს ტყეში მუხის ძირას, თუმცა რა კავშირშია ეს რუნსკრიპტის გაცოცხლებასთან ვერ ხსნის, მინახავს ადამიანები ვინც საკუთარ სისხლს უსვამს რუნებს, ესეც ცოტა გაუგებარი პროცედურაა, ცოტა უფრო წინ წასულები ენერგიას უშვებენ რუნებში და ესე ააქტიურებენ.
ერთი რაც უნდა იცოდეს პრაქტიკოსმა რუნებთან მუშაობისად ისა რომ რუნებს აქვთ ხისტი ენერგია და ოდნავი ექსტრადენსორული შეგრძნებითაც შეიგრძნიბა როცა აცოცხლებთ რუნსკრიპტს, თუ არ გაქვსლთ მკაფიო შეგრძნება და რუნებიდან არ მოდის ძლიერი ენერგია ჩათვალეთ რომ უბრალოდ სუვენირი გაგიკეთებიათ.
brevalo
"ერთი კითხვა მაქვს რუნებთან დაკავშირებით:
სიტყვაზე ადამიანს სჭირდება მხოლოდ რუნოსკრიპტის ან რუნების ფორმულის გამოყენება (მაგალითად, ფურცელზე დაწერა) რაღაც მიზნის მისაღწევად. ამ შემთხვევაში ამ პიროვნებას რაში სჭირდება რომ მან მთელი რუნების ანბანი გამოთალოს?"
ვინმე ამბობს რომ საჭიროა? საერთოდ ეს თლა და დურგლობა რა შუაშია რუნებთან მაგასაც ვერ ვხვდები. ძალიან მარტივი სპეციფიკაა, არ არის აუცილებელი შპაკატებში ჩაჯდომა. თუ რუნებთან გაქვს კავშირი მეტი არაფერი გჭირდება რომ ამუშაო.
შტაინერთან ვნახე, განდობის მეორე საფეხურზე გადაეცემა ადამიანს საიდუმლო დამწერლობა
ეს გადაეცა ოდინს და თუ სადმე რამე სიმართლეს ამბობენ ისტრიკოსები, ესე უნდა იყოს ასომთავრული ანბანიც
თიკო რომელი იერარქიის განდობაზეა საუბარი?
აბა მე რა ვიცი. ლინკს ჩავაგდებ http://magma.ge/library/363-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A4-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90?showall=&start=5
მოაშორე თუ და ხარ რა ზღაპრები მინდა ეხლა? 😂😂😂
მე ვიყავი დაინტერესებული,ვცადე კიდეც ფორმულები,თვითონ რუნოლოგებსაც ვაცადინე ჩემზე მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა და დღესაც მიდევს ლამაზად გამოთლილი რუნები.თუმცა ისიც უნდა დავამატო რომ მათი თქმით მათ რუნები ძალიან ეხმარებათ
რუნების სიმბოლოებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს
დასაწყისისთვის ერთი ან ორ სიმბოლიანი კომბინაცია ჯობია
იწერება სხეულზე შავი პასტით, კალმით, მარკერით... ნუ რაც სურვილის ასრულების შემდეგ წაიშლება,
აქტივაციის ერთერთი მეთოდია სულის შებერვა,
ფეისბუკზე ბევრი ადამიანი წერდა და ვერავის გავაგებიე რუნების ტატუირება არ შეიძლება არ ვარგა ის იღებს ადამიანისაგან ენერგიას, ამიტომ იწერება დროებით დამერე უნდა მოხდეს წაშლა ანუ დეაქტივაცია
ჯერ ზოგადად გაეცანით ინფორმაციას არის ვიდეოები იუთუბიზე და მერე გადაწყვიტეთ დაიწერთ თუ არა
რუნის ტატუირება არ ვარგა
რუნა სხეულზე უნდა დაიწეროს დროებით.
ეს სხეულზე დაწერას ეხება. სხვა არ ვიცი
გამარჯობათ, ინდივიდუალური ფორმულის შედგენა მსურს, ასევე თილისმის გაკეთებაც.. კარგ რუნოლოგს ხომ ვერ მიმასწავლით?)🙂
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)