სპეციალურად შემოვედი ამ ფორუმზე რომ ეს დავწერო, ამ ბოლო დროს უცნაური რამეები მემარტება, რამოდენიმე წელია. არ ვიცი ეგებ ადრეც მომდიოდა და ყურადღებას არ ვაქცევდი.
როდესაც ვწევარ, არ მძინავს მაგრამ 100 % არ ვარ გამოფხიზლებული, მარა აშკარგად არ მძინავს, იცით ეს პროცესი გაიღვიძეთ ან იძინებთ...ხოდა კადრების სახით ინფორმაციას ვიღებ, თითქოს ფილმია, დეპეშაა, არ ვიცი როგორ გამოვტქვა. წამიერად ვხედავ ამას. არადა ძალიან კარგად. წარმოდგენა არ მაქვს რატომ და რისი მანიშნებელია ეს.
დღეს დილას გამოღვიძებულზე მომდის ინფორმაცია თუ ვხედავ კადრს, როგორც გინდათ ისე უწოდეთ ვხედავ მამაკაცს თეთრი პერანგი და შავი კოსტუმი აცვია, შავი თმა მხრებამდე, ასე 1,75 სიმაღლის, მომდის ინფორმაცია ეს არის ვინმე ამერიკელი იტალიაში!(ალბათ იტალიური წარმოშობის რამეთი იტალიელს გავს), სულ ეს არის! ხოდა ძალიან ვკვირდები ვინ არის და რაში მაინტერსებს ეს ეხლა მე?
მსგავს უამრავ კადრებს ვიღებ რეგულარულად, ეს ეხლა მახსოვს მიტომ რომ ამ დილას ვნახე და დროზე დავწერე არ დამავიწყდეს. ჩიმეთშიც ვხედავ კადრებს
ერთი რომელიც არ დამავიწყდება არის შემდეგი, ვხედავ ქალს, აცვია თეთრი პერანგი, შავი შარვალი, ყავისფერი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, კარე აქვს შეჭრილი მუქი თმა, ლამაზი სიმპატიური ქალი, ასე 40 წლ, ზის ამერიკული ფილმებში რომ სახლებია კიბეები რომ ადის ზევით, აი, მაგ კიბეებზე ჩამოჯდება და წერილს კიტხულობს.
ხოდა რა არის ეს ეხლა?
ამბობენ ადამიანები ამ დროს ხედავენ კადრებს განვლილ ცხოვრებიდან(ცხოვრებებიდან),ჩ
ენ მრავალი ცხოვრება გვაქს განვლილი როგორც ამბობენ. მე როგორც ვხედავ თეთრის და შავის შეხამება მყვარებია თუ ეგენი მე ვარ
ეხლაც მასე მიყვარს
მე კიდევ ბევრი რაღაცეები მომდის მარა ეხლა ამაზე მინდოდა მეტქვა, ეს ძალინა ხშირად მემარტება ამ ბოლო წლებში, ადრე არ შემიმჩნევია
anouk
ამ კადრებს ღამე როცა გეღვიძება, დგები, ფხიზლდები და წვები ფხიზელ მდგომარეობაში დასაძინებლად ალბად მაშინ ხედავ. ღამის 3დან-6 სთ-ის ფარგლებში .
მე მაგას ვეძახი სიზმრის კადრებს. ეს არის სიზმარში გადასვლის ეტაპი.
თავიდან ჩნდება აზრობრივი კადრი, შემდეგ შედიხარ ამ კადრში და ხვდები სიზმარში.
ასე შეგიძლია გაცნობიერებული სიზმარი ნახო. ანუ სიზმარში იქნები და თან ამავდროულად გეცოდინება, რომ სიზმარში ხარ და სინამდვილეში შენს ლოგინში გძინავს.
anouk
რასაც შენ ნახულობ, ეს ხილვებია. დაძინებამდე და გამოღვიძების მომენტები ის გარდამავალი პატარა პერიოდებია როცა ქვეცნობიერება, თუ როგორც გინდა ისე დაარქვი, პირდაპირ კავშირშია ცნობიერებასთან. და ამ ხილვების მნიშვნელობას სხვა ასე მარტივად ვერ განგიმარტავს, რადგან პასუხი შენშია. ხმებს რაც შეეხება, სპონტანურია და შენ ვერანაირად ვერ გააკონტროლებ, ოღონდ ყოველთვის რაღაცის მიმანიშნებელია. ხილვებიც სპონტანურია, მაგრამ, შეგიძლია დიდი სურვილით და მონდომებით მათთან კავშირის დამყარება, დაკონტაკტება, ოღონდ მენტალურად, რა თქმა უნდა, როგორც emigrant-მა გითხრა.
ერთი რამის თქმა შემიძლია მარტო, თეთრი და შავი, ქალი და კაცი, მიმანიშნებელი უნდა იყოს, გარდა იმისა, რისი პასუხიც შენშია და მხოლოდ შენ უნდა მიაგნო, მკვეთრი ცვლილებების, რაც უკვე მოხდა ან უნდა მოხდეს შენთვის.
anouk
შეეცადე და ჩაიწერე ყველა ეს მოვლენა თუ სიზმარი, ამით უფრო კარგ დასკვნას გააკეთებ.
ამერიკელის თუ იტალიელის ნახვასაც მრავალი ახსნა შეიძლება მოეძებნეს. გონება ხშირად თამაშობს ჩვენთან, როცა ძილ-ბურანის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ხშირად აკავშირებს ერთმანეთთან სრულიად განსხვავებულ საკითხებს. რაც შეეხება იმას, რომ სიზმარი გიხდება, ეს კარგია, ბევრი ადამიანია მასე... მაგრამ არის შესაძლებელი, რომ გარკვეული დროის მერე სიზმრები არ აგიხდეს, მერე ისევ აგიხდეს და ა.შ.
მეც მინახია ბევრი უცნაური სიზმარი, ისეთი რომ საერთოდ არანაირ კავშირშია ჩემთან. მაგ: ერთი ქალი ვნახე გრძელი კაბით ჩაცმული, კოშკივით რაღაცაში ცხოვრობდა, ორი გოგო ჰყავდა, ერთი ალბათ 11-12 წლის, მეორე უფრო პატარა. ეს ქალი ვიღაცას ელოდებოდა, არვიცი საქმროს? მოკლედ ქვევით ჩავიდა, მაგრამ ამ დროს ის ვიღაცა ზევით კარიდან მოვიდა. იყო ერთი ძალიან მაღალი ქერა გოლიათივით ბიჭი. გოგონას შეეშინდა და გარბის, ჩარბის კიბეებზე, რომ ქალს უთხრას, მაგრამ იმ ბიჭის ნაბიჯი იყო ამ პატარა გოგონას სამი ნაბიჯის ტოლი. საცაა მიეწევა... შემეშინდა და გამეღვიძა...
მოკლედ ვერ მესმოდა ამ სიზმრის მნიშვნელობა, ვერაფრით ვერ დავაკავშტრე ჩემს ამ ცხოვრებასთან, თანაც ქალის და ბიჭის სახე ნათლად მახსოვდა. მერე ვიფიქრე, ჩემი რომელიმე წინა ინკარნაციაა მეთქი, მეგონა, რომ ის ქალი ვიყავი მე... რამდენიმე დღე ფიქრად მომდიოდა ეს სიზმარი, მერე აზრი მომივიდა, რომ ის პატარა გოგონა ვიყავი, ხოლო ის ქალი იყო დედაჩემი, ის გოლიათივით რომ მომეჩვენა ბიჭი, იმიტომ რომ მე მაშინ პატარა ვიყავი და ის ძალიან დიდი იყო. ვფიქრობ იმ სიზმარში იმ მომენტში, ცხოვრებაში რაღაც ძალიან ცუდი შემემთხვა...
დაახლოებით მსგავსი რაღაც ვიკითხე რამოდენიმე თვის წინ აქ, სხვა განყოფილებაში
იქნებ ამ თემაში იცოდნენ რა ხდება ჩემს თავს
ever
არვიცი ეს მოვლენა როგორ აგიხსნა. როცა ითიშები, მაშინ აქ რას საქმიანობ არაფერი გახსოვს?
მე გირჩევდი ფსიქოლოგთან მისვლას. ეს მოვლენა ღრმა ფსიქოლოგიური პროცესია.
ირმა
ever
აშკარად ბლექაუთს გავს, მაგრამ თვითონ ბლექაუთი ვერ აგიხსნის რა ფენომენთან გაქვს პირადად შენ შეხება. რამოდენიმე ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, ასე მაგალითად; რამდენი ხანია რაც გაქვს ეს შეგრძნება, და ასევე მნიშვნელოვანია დროს როგორ აღიქვამ ამ ეპიზოდამდე და მის შემდეგ - დაჩქარებულად თუ პირიქით - გაწელილად, შენელებულად.
ever
ირმა
kate
kate
kate
ever
საინტერესოა, მე ხშირად მაქვს განცდა რომ რეალობა იცვლება, დეფორმირდება სივრცე ამ დროს, და განცდაა რომ თითქოს სწრაფმავალი ლივტები რომაა აი ეგეთი რაღაც მემართება, და თითქოს რაღაც შეიცვალა, მაგრამ ისევ აქ ვრჩები... არ ვიციეს რა არის, რაიმე სხვა რეალობაა თუ აქ იცვლება რამე და ესაა , მოკლედ იმ მომეტში განსხვავებულია გარშემო ყველაფერი , მაგრამ ამავე დროს ისევ აქ ვარ.. რაღაც უხილავი კარი რომ გაიარო, ამავე დროს ეს კარი გარკვეული, უხილავი სუბსტანციაა, რომელშიც ხვდები და მას განსხვავებულ რეალობაში გაყავხარ..ვერ ვხსნი ზუსტად.
ქეით ეს რაღაა?
kate
კი წამიერია, იმიტომ დავწერე მხოლოდ შეგრძნებებზე, მეხსიერებაში არაფერი რჩება, მხოლოდ განსხვავებული ფერები, განათება, ესეც შეგრძნებებია.. მერე ყველაფერი ბრუნდება იგივე გარემოში.მაგრამ რარაც მაინც შეცვლილი რჩება თითქოს შინაგანად, მერე ესეც გადის...
td.........
kate
არა წამზე ცოტა მეტია.. რამდენიმე წამია, ისე მართალი გითხრა სულ უფრო და უფრო მიჭირს აქ გაჩერება, ეს შეგრძნება დღიდან -დღემდე უფრო მძაფრდება.. აქაური კანონები, დოგმები, მირებული შეხედულეებები აბსოლუტურ აბსურდად მეჩვემება. ამიტომ გარკვეული მდგომარეობა მაქვს, დაუგეგმავად ვცხოვრობ , რეალურ დროში. რარაც მოლოდინის რეჟიმში ვარ, აქაური გაგებით ჩემოდნებზე ვზივარ სულ.. სხვატაშორის ეს განცდა 3 წლიდან მაქვს, მაშინ ჩემი უსაყვარლესი ბებო გარდაიცვალა და ზუსტად ვიცოდი სადაც მიდიოდა, რომ გარდაიცვალა მისი ხელი მეჭირა და იმის მერე რაღაცის მოლოდინის განცდა დამყვება...
ერთი მეგობარი მყავს, არ ჩავუღღმავდები მის მდგომარეობას, მაგრამ მას იმდენად უჭირს აქ ყოფნა, რომ, რომ დგება და გარეთ გადის, მიწაზე ფეხის დადგმაც კი უჭირს.. უცნაურად ჟღერს , მაგრამ უჭირს, ასე მგონია ვაწუხებო.. აქ მხოლოდ თავისი ახლობლების გამო არის.. ხან მიდის ხან ბრუნდება.. ალბათ სულ მალე წავა.
td.........
Existence
ვერ დაგეტანხმები, რა=დგან არ იცნობ მას და მის მდგომარეობას, ასე ხელაღებით დასკვნებს ნუ გააკეთებ. ბევრი ისეთი რამე შემიძლია მოგიყვე მის შესახებ , რომ ფანტასტიკის ჯანრი გეგონება ან ვინმეს გამოგონილი აბები, მაგრამ რეალობაა. ასე რომ იმიტომ კი არ უჭირს დადგმა ფეხის რომ აიდეალებს, არამედ იმიტომ რომ ზუსტად იცის ვის და რას უნდა დაადგას ფეხი.. ცოტა რთული გასაგებია და ასახსნელია. აქ კი მხოლოდ იმიტომაა რომ 2 შვილი ყავს და ჯერ ვერ ტოვებს. თორემ ვიცი იქ ურჩევნია და ტანაც ფაქტიურად სულ იქითაა, აქეთ დროდადრო ბრუნდება ჩვენ სანუგეშებლად და იმისთვის რომ მივეჩვიოთ იმას რომ უნდა წავიდეს.
Existence
ხოდა ლახავს, უჭირს აქ ყოფნა , მაგრამ ამასაც ეგუება სიყვარულის გამო.. ვირაცას მიაჩნია , რომ ძროხა იმისთვის შეიქმნა , რომ მოკლა და მწვადი შეჭამო, მას კი ისიც უწირს რომ აქ დადის..) შეიძლება უჭირს ზუსტი სიტყვა არაა, ნუგამომეკიდები მაგის გამო. ისე ეგ ადამიანი დაბადებიდან ვეგანია..)
მეც მაქსვ ეგეთი რაღაც, და ამ ბოლო პერიოდში უფრო ხშირად დიდხანს და უფრო ზუსტად. ადრე რამოდენიმე წამიანი ეგეთი რაღაც მთელ ენერგიას მაცლიდა. ხოდა მე სხვა სამყაროს და რეალობის სეგრძნება კიარ მაქბს, პირიქით, აქ საკუთარი თავის შეგრძნება უფრო მეუფლება, ანუაქაურობის აღქმას ვიწყებ რამოდენიმე წამით, ნუ დაახლოებით ესე შემიძლია აღვწერო.
ჩემ ვერსიასაც დავწერ, თუმცა არვიცი რამდენად ესადაგება) საერთოდ სულის ფრაგმენტაცია მუშაობს შემდეგ ნაერად: მაგალითად ავიღოთ სული რომელსაც აქვს 12 ფრაგმენტი, ჩვენ სამყაროში თორმეტ ნაწილად ფრაგმენტაცია არის მიღებული თუმცა კანონი არ არის რათქმაუნდა. ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი ზე სულის მეთორმეტედი ფრაგმენთი და ვართ ცალკე პიროვნება. იმ ჩვენ ზე სულს ცალკე თავის ზე სულის მეთორმეთედი ნაწილია. ფრაგმენტაციის პრინციპი ისეთია რომ ჩვენი ზე სული რიგრიგობით იმყოფება ამ თორმეტ თავის ფრაგმენტში და ამას აკეთებს რათქმაუნდა ძალიან სწრაფად. მაგალითად თუ ავიღებთ ინტერნეტ კაფეს და წარმოვიდგინოთ ჩვენ ვართ ჩვენი ზე სული, ჩვენ ვჯდებით ერთ კომპიუთერთან და ვართ ერთ გარკვეულ რეალობაში პერსონაჯი (ანუ ის რაც ჩვენ დგეს ვართ), მერე ვდგებით ამ კომპიუტერიდან ვივიწყებთ ამ კომპიუტერის რეალობას და ვჯდების ახალ კომპიუტერზე როცორც უკვე სხვა პიროვნება, მერე ვდგებით ამ კომპიუტერიდან ვივიწყებთ ამ პიროვნებას ვჯდებით შემდეგ კომპიუტერზე და ასეშემდეგ, იმ სიხშირეზე რაც ეს ტექნიკურად ხდება დრო არარის ამიტომ ეს ზე სული რიგიგობით დარბის თავის ფრაგმენტებში ისე სწრაფად რო ეს ხდება ერთდროულად. ამიტომ ჩვენ, ჩვენ თავს ვგრძნობთ როგორც ცალკე პიროვნება თუმცა გვყავს სავარაუდოთ 12 ფრაგმენტი რომელიც შესაძლოა დედამიწაზე არიან ოღონდ დროის სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა რეალობაში. ever-ის შემთხვევაში შესაძლოა მისი სხვა ფრაგმენტის რეალობა გადმოდის მის რეალობაში. ანუ როდესაც მისი ზე სული დახტუნავს ერთდან მეორე რეალობაში, სანამ ევერის რეალობას მიაღწევს იქამდე მისი წინა ფრაგმენტში იმყოფება და სანამ ევერში მოხვდება იქამდე გადის ამნეზიას, და შესაძლებელია ეს ამნეზია შესუსტებულია გარკვეული მიზეზების გამო და everis რიგით წინა ფრაგმენტიდან გადმოდის ამ წინა ფრაგმენტის რეალობა, ანუ რიგით მისი წინა ფრაგმენტის ამბები გადმოდის ever-ze, და everi რათქმაუნდა ამას აღიქვამს რომ ის ხვდება სხვა რეალობაში.
ნუ ალბათ სინამდვილეში ყველაფერი უფრო რთულად არის ვიდრე მე დავწერე იმიტომრომ ესეთ სისტემებში შეცდომები უმიზეზოდ არ ხდება.
Zet
აზრი?
ვეცდები ცოტა გავამარტივო, რაც ZET-მა დაწერა. ჩვენ ვართ იმ ზე-ს ანუ უმაღლესი მეს, ჩვენი სულის მეთორმეტედი, რომელიც, ასევე მეთორმეტედია მისი უმაღლესი მეს. ანუ ჩვენ, ჩვენი ნამდვილი არსების, ჩვენი რეალობის მხოლოდ 144-დს აღვიქვამთ ახლა, მესამე განზომილებიდან მეტის აღქმა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ზღვარზე, საიდანაც უკვე შესაძლებელი ხდება ჩვენი სულის, ანუ იმ ზე-ს, იმ უმაღლესი მეს აღქმა რომლის მეთორმეტედსაც, ასე ვთქვათ ჩვენ წარმოვადგენთ, როდესაც ცნობიერების დონის აწევას, ვახსენებთ ამ დროს ჩვენ წამიერად ვუერთდებით ჩვენს უმაღლეს მეს, ანუ გადავდივართ სხვა რეალობაში უმაღლესი მე კი არ შემოდის ჩვენში, ჩვენ ვუერთდებით მას. უფრო სწორად რომ ვთქვა, უმაღლეს მე ჩვენთან ყოველთვის კავშირშია, უბრალოდ ამას ვერ აღვიქვამთ, ჩვენი გაგებით ეს ის ღმერთია რომელმაც ჩვენი ცხოვრების ყველა წამი იცის და აღიქვამს. ქრისტეს ცნობიერების ქსელი, რომელიც რამოდენიმეჯერ ვახსენე, მარტივად რომ ვთქვათ ჩვენს ნამდვილ მესთან, მანდვილ რეალობასთან კავშირის საშუალებაა, რომელიც ათასწლეულებია დაკარგული გვქონდა. ჩვენს დაჩქარებულ დროში, ტრანსფორმაციის ეპოქაში, თანდათან უფრო მეტი ადამიანი ახერხებს ამ ქსელში წამიერ ჩართვას, როდესაც ასეთ ადამიანთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს რეალობაც შეიცვლება.
გამარტივება მინდოდა და მე მგონი უფრო გავართულე
kate
არა ქეით პირიქით , შენ ყოველთვის ძალიან მარტივად და მისაღებად ხსნი ურთულეს საკითხებს) ადრეც ვთქვი ამასტან დაკავშირებით, ჩემი სუბიექტურ იაზრი ცოტა სხვაგვარია ამ თემასთან დაკავშირებით.
td.........
მართალი ხარ, ნამდვილად ძალიან ვცდილობ რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად ავხნა რთული თემები, რამდენად ვახერხებ არ ვიცი, ის კი ვიცი რთული გზით რომ წავიდე ალბათ ამ ფორუმის ფორმატი არ მეყოფა, და თან არც მგონია საინტერესო იყოს. მე რომ ე.წ. ქრისტეს ცნობიერების ქსელის ახსნა დავიწყო, რომელსაც ძალიან რთული გეომეტრიული სტრუქტურა აქვს და ძირითადად იკოსაედრის პრინციპზეა აგებული სპირალური ენერგიების კვეთის შედეგად, შორს წაგვიყვანდა, არც ის მიხსენებია, რომ ცნობიერების ამ ახალ ქსელში ვერავინ ჩაებმება შემთხვევით, თუნდაც წამიერად, დაწყებული რომ არ იყოს ჩვენი დნმ-ის ძაფების თუ ფენების აღდგენა, რომელიც როგორც ვიცით სპირალური კიბის ფორმისაა, მაგრამ რეალურად არა ორი არამედ თორმეტი ძაფიგან შედგება, რომლის აღდგენაც მენტალურად იწყება და მერე გადმოდის ასტრალურში... მაგრამ სულ სხვა თემაა. ახლა რაც შეეხება შენს მეგობარს, რომლისთვისაც ძნელია აქ გაჩერება, და რომ არა სიყვარული წასული იქნებოდა. და ალბათ ფიქრობთ როცა წავა იქ ყველაფერი ეცოდინება.
ამასთან დაკავშირებით პატარა ისტორია მინდა მოგიყვეთ ჩემზე, ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს ყოველთვის მაინტერესებდა ყველაფერი ეზოთერიკული, თუმცა სიტყვა ეზოთერიკა, მეტაფიზიკა, ოკულტიზმი... გაგებულიც არ მქონდა, პრინციპში მაშინ ფიზიკა და ქიმიაც არ მქონდა გაგებული ჯერ. მოკლედ იმ ასაკიდან მოყოლებული ყველა ინფორმაციას, ყველა ლიტერატურას ვეცნობოდი ამ საკითხებზე, რაზეც კი ხელი მიმიწვდებოდა. ვესაუბრებოდი ყველა რელიგიის წარმომადგენლებს, ისეთ წიგნებს ვშოულობდი მაშინ, მე თვითონ მიკვირდა, განსაკუთრებით 1913 წლამდე გამოშვებულებს (1913 წლამდე იყო მცირე პერიოდი სულიერი გამოღვიძების, მაგრამ 1913 წელს მოხდა დრო-სივრცე-განზომილების ნაკლებად ცნობილი გარღვევა რომელსაც ისევ უკან დაბრუნება მოყვა). მოკლედ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რაც ნამდვილად მაინტერესებდა სულიერი საკითხები იყო: ვინ ვართ, საიდან და რატომ მოვდივართ, სად მივდივართ, ბოლოს კი, დავასკვენი რომ ეს ყველაფერი სისულელე და დროის კარგვა იყო, რადგან როცა მოვკვდებოდი, ყველაფრის პასუხი თავისთავად მეცოდინებოდა, რატომ უნდა მეჩხრიკა და მეძებნა ის რასაც მაინც გავიგებდი. და მართლაც შევწყიტე მედიტაციები, აღარ ვეძებდი და არც ვკითხულობდი არაფერ ეზოთერიკულს და მეტაფიზიკურ, მხოლოდ მატერიალური და მორალური კანონებით ვცხოვრობდი რამოდენიმე წელი, ყოველგვარ სულიერს თავს ვარიდებდი, ეკლესიაშიც აქ იქ თუ შევივლიდი. მაგრამ მერე რაღაც მოხდა(ამის მარტივად ახსნა ნამდვილად გამიჭირდება, თუნდაც რთულად, უბრალოდ უნდა მენდოთ) და გავიგე რომ სიკვდილის შემდეგ ვერ ვიღებთ პასუხებს, რომელსაც ვეძებთ, თუმცა ბევრი რამე რაც აქ ვერ წარმოგვიდგენია, იქ გასაგები ხდება, მაგრამ ის თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ საბოლოოდ იქაც ისევე უცნობია, როგორც აქ. მაგრამ აქ თუ მაინცდამაინც ამაზე თავს არ ვიწუხებთ, იქ ძირითადად ამის ძიებაა. და მერე ისევ აქ ვბრუნდებით, რომ რამე წავიღოთ უკან, მაგრამ აქ მეხსიერებადაკარგულები და კარმის ხლართებში დაბმულები ერთდაიგივე წრეზე დავდივართ, დაბრუნებით ყოველთვის საკუთარი სურვილით ვბრუნდებით, (გარდა თვითმკვლელებისა, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ და ის დარჩენილი ცხოვრება მაინც გაიარონ), რადგან აქ, როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს მეტი შანსი გვაქვს ჭეშმარიტების შეცნობის, მითუმეტეს ამ დროში. როცა ათასწლეულების მანძილზე პირველად გვეძლევა შანსი დავიწყოთ გზა შინისაკენ, რადგან ბევრ ჩვენთაგანს (და ეს უკვე ძალიან ძალიან რთულია), ჩვენი ნამდვილი სახლი და ნამდვილი ოჯახი, ასევე ნამდვილი სხეული სულ სხვა სამყაროში გველოდება.. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი....., მაგრამ როდესაც სახლში მივალთ, იქედან უკვე ერთი ნაბიჯია ყველა პასუხამდე.
kate
kate
ყველაფერი მესმის რასაც ამბობ ქეით..
zura2
kate
ზალიან უსიამოვნო სიზმარი იკო.ხოდა გადავიფიქრე წერა..
td.........
ის შენი მეგობარი თუ შემოდის ამ ფორუმზე? საინტერესო იქნებოდა, თუ თვითონ აგვიხსნიდა ამ ყველაფერს.
ირმა
არა არ შემოდის, ის უკვე ჩვეულებრივ კონტაქტშიც იშვიატად შედის ადამიანებტან არა ტუ ნეტით.. არ შემოდის და რაც შემოვა. და ტანაც სრულიად განსხვავებული მიდგომები აქვს, ეზოთერიკა რომ უხსენო დიდი ლამაზი თვალებით შემოგხედავს და გაოცება გამოესახება, ბავშვური..
ერთი რაღაც მინდა ვთქვა , ნუ ჯერ პირველი რომ ეს დგებია შემოვედი ამ ფორუმზე და ბევრი რაღაც ცავიკითხე, ტან ალბათ კიდ შემოხვალთ ამ გვერდზე ისიც დავასკვენი რომ ვისაც ამ ქვეყნად ეზოთერიკა და სხვა მაგდაგვარი რამ აინტერესებს ყველანი ერთნაირები ვართ, სხვანაირები გარშემო არსებული ადამინებისგან განსხვავებით და ყველას უყვარს მარტოობა და ბუნება ( ნუ მე ეს მიყვარს და რომ ვკითხულობდი თქვენს ნაწერებს ჩემტან გაგაიგივეთ) ხოდა ბოლოს რაც kate დაწერა სულის მეთორმეტედი და სიკვდილი რეიკანრაცია, რაღაც მომენტში რელიგიისგან და კერძოდ ქრისტიანობსგან შორს მიდის მგონია ტან ვერ ვხვდები თუ როცა მოგვინდება მაშინ შევძლებთ იმ ქვეყნიდან დაბრუნებას , მაშინ არც ჯოჯოხეთი არსებულა რადგან ყველა მაინც ერთგან მივდივართ. ნუ გამოდის რომ ჯოჯოხეთი გამოგონილია რათა ბოროტების გაკეთების შიშში ვიყოთ? ნუ რამე თუ არასწორად დავცერე იმედია ვინმე აქამდე არსებული ამ თემაში კიდევ მოხვდება აქ და მიპასუხბს ან ცოტა უფრო ჩამახედებს რა ხდება
პირველ რიგში გამარჯობა, ყველას მოგესალმებით , ქვენი ახალი წევრი ვარ და იმედია მიმღებთ , არ ვიცი მე ვერ ვპოულობ თუ ცოტაა ასეთი თემებით დატვირტული ფორუმები, როცა იცი ,რომ რასაც დაწერ შეიძლება სწორად აღიქვან და გაიგონ ...
წავიკითხე თქვენი პისტები და თემის ავტორისმაგვარი რაღაც მეც მჭირს და მინდა გითხრათ .
იმ დროს არც მძინავს ,არც დაწოლას ვაპირებ ,არც ახალი გაღვიძებული ვარ და არაფერ კავშირში არაა ძილთან თუმცა სიზმრებიც ძალიან უცნაური მაქვსხოლმე ,მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა .
აი წამიერად მეთიშება აზროვნება საერთოდ მე მე არ ვარ ,რაღაც კადრებს ვხედავ სხვა ადამიანის ცხოვრებას ან რაღაცას რაც შეიძლება მოხდეს ან მოხდა უკვე ან ხდება ...
ეხლა უცებ რაც გამახსენდება რამდენიმე მაგალითს გეტყვით , ზუსთი თარიღი არ მახსოვს მაგრამ ეს იყო წინა დღე სანამ მიწისძვრა მოხდებოდა იაპონიაში , ჩემთვის ვიჯექი ბავშვი მყავს პატარა და ვეთამაშებოდი ,,, უცებ ამასთან პარალელურად თითქოს ფიქრები გამექცა არ ვიცი ეს როგორ ავხწერო , ვგრძნობ მტვრისა და გაჯის საშინელ სუნს ,ყურებში მესმის ქაოსი და ვხედავ კადრებს ,სადღაც ვარ მოყოლილი არ ვიცი რაღაც ნანგრევებია, ვხედავ სინათლეს პატარა ადგილიდან ,ჩემ თავს ზემოთაა ეს სინათლე,ანუ ვხვდები რომ მე მიწის ქვეშ ვარ მოყოლილი ,მინდა ავიწიო ,ვყვირივარ ,ვიტანჯები ,მარტო ერთ ხელს ვწევ ზემოთ და კისერს ვატრიალებ მახსოვს ,ტანი არ მომყვება თითქოს ჩაჭედილი ვარ სადღაც ... მერე უცებ ისევ გამოვედი ამ ფიქრებიდან და ისევ ვზივარ და ბავშვი თამაშობს ჩემთან ახლოს ,თავი საშინლად ვიგრძენი ,ვერ ვიგებდი რა ხდებოდა რატომ ვნახე ესეთი რაღაცა ... მეორე დღეს თითქოს ეს არარც მახსოვდა ტელევიზიით უყურე როგორ ინგრეოდა და როგორ მოყვა ხალხი შენობებში ... არ ვიცი რა მოხდა და რა იყო ამ ფაქტს ვერ ვხსნი და რატო მემართება ასე არ ვცი
\\
კიდევ სულ ახლახანს ასე დამემართა ,ჯერ ვხედავ ზემოდან ადგილებია სოპლებია თუ ქალაქებია არ ვიცი და ვხედავ როგორ მოდის დიდი წყალი და ამ ადგილებს ტბორავს ,მერე უცებ კიდევ სხვაგან ვარსულ სხვაგან ,ვხედავ ჩემ ახლობლებს თუმცა ვიცი რომ ისინი ,ისინი არ არიან ... ანუ როგორ გითხრათ თითქოს სხვა ადამიანებს ანსახიერებენ . ვხედავ ის ადგილი თითქმის დაცარიელებულია ხალხი გარბის ვისაც შეუძლია ,რომ გაიქცეს , ვხედავ ოჯახია "მამაჩემი" მეზობლისგან იპარავს საწვავს რომ გავიქცეთ და გადავრჩეთ ,,, მანქანაში ვჯდებით დედაჩემი ,მამაჩემი ,მე ჩემი შვილი და მეზობლები გვატანენ თავის შვილებს იმ შემთვევაში თუ წყალი მათ ადგისაც გადაუვლის ... ხო და კიდე ითქოს სხვაგან ვარ კიდევ სულ სხვაგან ,ვხედავ დიდი წყალია საკმაოდ ქუჩებში მოდის ერთ ადგილზე ასვალტია ამოგლეჯილივით და იქ უფრო დიდი ნიაღვრები კეთდება ,მანქანები დაცურავენ და ხალხი ნავებით დადის და შველას ითხოვს ,მერე უცებ მოვედი ისევ ჩემ ფიქრებთან
ეხლა შეიძლება ცოტა გრძლად ვწერ მაგრამ ეს ხდება წამიერად ,ანუ რამდენიმე წამში ეტევა ეს ყველაფერი და საკმაოდ კარგად ვიაზრებ
ხო და კიდევ რა მჭირს ,ნებისმიერ სიტუაციაში რაშიც არ უნდა ვიყო ,რაღაც ისეთ კადრებს ვხედავ რაც მაშინებს ,მაგრამ მერე ვხვდები ,რომ ეს ან ვინმეს შეემთხვა ან რამე ასეთი მოხდა ადრე და მე ამას რაღაც წამიერ კადრებათ ვხედავ .
მაგალითად ერთხელ ბავშვი ჩამყავს კიბეებზე ხელში მიჭირავს ,მეშინია ფეხი არ გამიცურდეს და ამ დროს ვხედავ როგორ ვარდება ვირაცა ქალი ბავშვთან ერთად კიბეებზე ... აი ვერ აგიხწერთ რას ვგრძნობ ეგეთ სიტუაციაში , სულიერად მანგრევს ესეთი კადრები , არ მინდა ბევრი რამის გახსენება ,ხანდახან საშინელ კადრებს ვხედავ და არ ვიცი რატომ , მაგალითად როგორ კლავს ვიღაცა ვიღაცას ,,, თუმცა შეიძლება რამე კარგი კადრიც ვნახოხოლმე უცებ მაგრამ უფრო იშვიათად
miss-tika
დაახლოებით რამდენი ხნის წინ გქონდა წყალდიდობის ხილვა?
David27
ზუსთ თარიღს ვერ ვიხსენებ ,ალბათ ერთი კვირის ან ცოტა უფრო მეტი ორ კვირამდე დროში , საერთოდ თარითებს , დღეებს , დროს ძალიან ცუდათ ვიმახსოვრებ
miss-tika
გსაგებია. რამდენი ხანია რაც მსგავსი ხილვები გაქვს? გარდა იაპონიის კატასტროფისა ყოფილა დამთხვევები?
ერთხელ დამემართა ასეთი რამე კიდევ , 26 აპრილი იყვრა ,რომ იყო თბილიში , სახში ვიყავი ზემოთ ოთახში ,ქვემოდან ზემოთ ადიოდა ჩემი ოთახი და დამრეცი კიბეები იყო , ხო და ვზივარ ჩამთვის და აი რაღაცა კადრებივით დამიდგა ხალხი გარბის ,პანიკაა, და თითქოს ავზანზარდი ,შევირხიე, იმდენად რეალური იყო მიწისძვრის შეგრძნება ,რომ კიბეებზე ჩამოვირბინე და ქვემოთ ჩამოვედი,სახში მარტო ვიყავი ,ჭაღს ავხედე არ ირხევა ,ყველაფერი ისევ ისეა , ავბრუნდი ოთახში და ზუსტად რამდენიმე წამში დაიწყო მიწისძვრა , ცუდათ მახსოვს ის დღე ,რაღაც რამდენიმე წამში პანიკა ჩამოვარდა , მე ჩემი ოთახიდან პირველ სართულზე ჩამოსასვლალ კიბიდან დავგორდი და რკინის მოაჯირებზე დავეცი , იმ მომენტსი ვერანაირ ტკივილს ვერ ვგრძნობდი , გამოვრბივარ მთელი ძალით და აი ზუსტად წამის მერამდენედში ვერ აგიხწერთ კიდე ვხედავ რაღაც კადრს ,რომ ვიღაცა ეჯაჯგურება კარს და ჩაკეტილია და პანიკაშია , მეც გავრბივარ კარისკენ , ვეჯაჯგურები კარს და კიდევ ერთი კადრმა გამირბნა ვიღაცას რაღაცა ეცემა თავზე , კარები ჩაკეთილი არ მქონდა მაგრამ თითქოს გაიჭედა , მთელი ძალით დავეჯაჯგურე დ აგამოვარდი და კარების ზემოდან და გვერდებიდან გარედა მხროდან ჩამოიშალა ბათქაში და ყველაფერი დამეყარა თავზე , ერთი წამითაც არ მომიდუნებია ყურადღება , გავრბივარ ეზოს მთავარი ჭიშკრისკენ ,კიდევ ერთი კადრი ,ვიღაცა ძვრება ღობეზე და გარბის , ისე რომ არცკი შემიმოწმებია და უცებ ვერც გავიხსენე გარეტა კარების ბოქლომი თუ მქონდა ჩაკეტილი ავძვერი ღოეზე და მერე მხარეს გადავხტი საქმე ისაა ,რომ მერე რომ ვნახე ეს ბოქლომი ჩაკეტილი არ მქონია ანუ უბრალოდ გაყრილი იყო და რატომ გადავძვერი ღობეზე ვერ ვიგებ ,თითქოს ვერ ვიგებდი სხვის კადრებს ვხედავდი თუ ჩემი საკუთარი ფიქრი იყო ,რომ შეიძლება კარები მართლაც ჩაკიტილი ყოფილიყო .
ამ მიწისძვრის შედეგად , ჩემ სახლს შემოეხსნა ჭერი , სახის ერთი ნაწილი დაზიანდა ,მე კი დაბეჟილი ვიყავი და თითი მქონდა მოტეხილი
miss-tika
და როდიდან დაგეწყო ხილვები?
David27
არ ვუიცი როდიდან და ისიც არ ვიცი ამას ხილვები თუ ქვია , არ ვიცი რა ქვია , ბავსობიდან ცოტა უცნაური ბავშვი ვიყავი და თავიდანვე მახასათედა უცნაურობები ,მაგრამ ადრე უფრო იშვიათად ვხედავდი ასეთ კადრებს ,ეხლა კი ძალიან ხშირად , რაცშეეხება სიზმრებს ბავსობიდან ვხედავდი რაღაც უცნაურ სიზმრებს ,რომლებიც ხშირშემთვევაში ხდებოდა ,მაგრამ იყო ისეთი სიზმრებიც რომელიც არ ხდებოდა მაგრამ ვიცოდი ,რომ ის სიზმარი ჩემზე არ იყო და ჩემი არ იყო ,სხვათაშორის დედაჩემიც დაახლოებით ჩემნაირადაა , არ ვიცი ამას რა ქვია ისიც ხეავს ხშირად რაღაც წინასწარმეტყველურ სიზმრებს ,მასაც აქვს და ქონია ხილვებისმაგვარი ,ოღონდ ჩემნაირად კადრებით არა , ამბობს რომ როცა რაღაც ხილვა აქვს უფრო გამთენიისას ,ჩემ შემთხვევაში ეს დრო საერთოდ არ არსებობს .
ყველაზე ცუდი ისაა ,რომ ეს ცხოვრებასი ძალიან მიშლის ხელს , ამ თემაზე საერტოდ ცოტას ვსაუბრობ რეალურად , ინტერნეტში მყავს საკმაოდ ბევრი მეგობარი ,რეალურად კი თითქმის არავინ , ჩემი სამყარო მაქვს
miss-tika
სწორ მისამართზე მოხვდი
David27
მეც ასე ვფიქრობ
miss-tika
ალბათ ეს ხილვები, მას შემდეგ უფრო გაგიხშირდა რაც დედა გახდი?
kate
გამარჯობა
არ ასე არ ვიტყოდი ,მანამდეც მქონდა ასეთი რაღაცეები , თუმცა ბავშვი როცა გავჩინე მაშინაც რაღაც უცნაურობა დამემართა , არ მიდნა თავი შეგაწყინოთ ,გავბედავ და ამ ერთსაც დავწერ
დაახლოებით 2 კვირის გაჩენილი მყავდა ბავშვი , დედა მეხმარებოდა და დიდათ გადაღლილი და გადატვირთული არ ვყოფილვარ .ოთახში ვიყავით მარტო მე და ბავშვი ,ბავშვი დავაძინე და წამოვწექი დავიძინე დღე იყო . მესმის ბავშვის ტირილის ხმა გაიღვიძა, როცა ბავშვი ტირილს იწყებდახოლმე ძალიან სწრაფად მქნდახოლმე რეაქცია და მაშინვე ხელში ვიყვანდიხოლმე და . ხმა მესმის ტირის ბავშვი თვალები გავახილე მაგრამ რაღაც სხვანაირად ვხედავ ,აი როგორ ავხწერო ვერ ვიგებ ჩემი მხედველობა მაშინ.ბავსვის საწლი ჩემ საწოლთან ახლოსაა ვცდილობ ავდგე და სხეული არ მომყვება ,და სხვანაირად ვგრძნობ თავს აი არ ვიცი როგორ , ვიყურები ისევ დაწოლილი მთელი ძალით ვცდილობ ავდგე და ვერ ვიგებ რა მჭირს , გვერძე ოთახში დედაჩემი მეგულება და მიდნა დაუძახო დამეხმაროს ,ბავშვი აიყვანოს , ვეცადე დამეყვირა მარა ხმა არ ამომდის დეეეე ამას ვიძახი მაგრამ გულში ,ხმა არ ამომდის და სიტყვის დაბოლოებას გულსიცკი ვერ ვახერხებ ,ვიტანჯები რაღაც საშინელება მჭირს მიიიიიიიიშშშშ და ვერ ვიძახი მიშვეეთ .ეს ბავშვი კი ისევ გაბმულად ტირის და უცებ წამოვარდი ლოგინიდან მაგრამ ისე მსუბუქად ვერ ავხწერ ... ბავშვის ტირილი იმ მომენტსი თითქოს აღარ მესმოდა ვერ ვიგებდი რა ხდება რა მჭირს ,მერე არ ვიცი როგორ გიტხრათ შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ ვხედავ რაც მეცვა ვარდისფერი ხალათი სადღაც ჰაერში კიდია ,ჩემ გვერძე და მე შიშველი ვარ და ამიტანა საშინელმა შიშმა და ეხლა უკვე ვყვირივარ ,მიშველეთთთ მიშველეთთთ რა მჭირს მიშველეთთთ ,პანიკაში ვარ თან მიკვირს რატომ ვერ ვგრძნობ შიშველ ფეხებს იატაკზე ,მერე ისევ ბავშვის ტირილი მესმის რასაც ქვია ვიტანჯები და როგორც გიჯი ისე დავურებ ბავშვს და თან ვყვირი , უკან არ ვიხედები , არ ვიხედები იქ სადაც ვიწექი ,აი არ მინდაა არ მიდნა გავიხედო რა და ზურგით მივდივარ საწოლისკენ და მთელი ძალით ვეხეთქები , თითქოს რაღაც დიდ მასაში ,თითქოს ტალახში თუ არ ვიცი ეს როოგრ ავხსნა და მთელი ძალით დავიყვირე მიშველეთთთთ მიშველეთთთთ , ჩემ ხმაზე შემოცვიდნენ და ბავშვი მართლაც ტიროდა ,და რაც მახსოვს ის იყო ,რომ მთელი სხეულიდ აბუჟებული მკონდა ,აი დაბუშების მერე რაღაც წვრილად ,რომ გერჭოა თითქოს აი ასე ...
ბოდიშით თუ თავი შეგაწყინეთ
miss-tika
არავინ, მითუმეტეს აქ, გიჟად არ ჩაგთვლის, ჩემო კარგო . ვერც იმ ხილვებს, თუ სურათებს გააკონტროლებ ვერანაირად. ვეცდები აგიხსნა, რას ვფიქრობ, ოღონდ ეს ჩემი აზრია მხოლოდ. მარტივად რომ ვთქვა, ყველა ადამიანი შეგვიძლია შევადაროთ რადიო ტალღებს, ყველას თავისი უნიკალური სიხშირე აქვთ, ანუ თავის სიხშირეზე "ფიქრობს" , ამიტომაც ჩვენი ფიქრები და ემოციები არ ერევა ერთმანეთში, ჩვენ არ ვიცით რას ფიქრობს და რას განიცდის ჩვენს გვერდით მჯდომი, თუმცა ამ "სიხშირეებს აქვს ქვედა და ზედა ზღვარი, და ჩვენ ყველანი იმ ზღვრებს შორის "ვფიქრობთ, ვგრძნობთ", თუმცა ძლიერი ემოციის დროს, როგორიცაა შიში პანიკა, ზოგჯერ ჩვენი სიხშირე ამ ზღვარს ზემოთ ადის.
ყველა ჩვენთაგანს აქვს ასევე "უნივერსალური გადამრთველი", რომელსაც არ და ვეღარ ვიყენებთ ახლა, და რომლის საშუალებითაც შეგვიძლია "ჩავერთოთ" ვისაც გვინდა. ეს ტელეპათიაა.
მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა "სიხშირეც" ზედა ზღვარზე მაღალია და მათ უნარი შესწევთ მათ სიხშირეზე დროებით შემოჭრილ ტალღაში ჩაერთონ, ეს სპონტანურად, მათგან დამოუკიდებლად ხდება და ეს არის, მე მგონი შენი შემთხვევები. ასეთი "მაღალი სიხშირის" ადამიანებში იშვიათად, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც შეუძლია "ისწავლონ" თავისი "სიხშირის" მართვა, ანუ დაწიონ დაბლა და გარკვეული პიროვნების "სიხშირეზე" ჩაერთონ, ესენი ნათელმხილველები არიან. არის კიდევ ერთი რთული მომენტი, რომლის მარტივად ახსნაც გამიჭირდება, საბოლოოდ ყველა "სიხშირე" ერთ დონეზე იყრის თავს, და ეს "მაღალსიხშირიანი ადამიანები", ანუ შენნაირები, იმ დონიდან იღებენ ხილვებს, მაგრამ იმ დონეზე სივრცეც და დროც ერთ წერტილშია, ამიტომაც შენ შეძელი მანამნდე სანამ მოხდებოდა, გეგრძნო და გენახა ის რაც სადღაც იაპონიაში შემდეგ იგრძნო ვიღაცამ.
როგორც გითხარი, ამ ხილვების გაკონტროლება, მართვა, სურვილისამებრ შეწყვეტა, თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამ კი შემიძლია გირჩიო, იფიქრე მხოლოდ პოზიტივზე, ეცადე თავი მიაჩვიო მხოლოდ დადებითზე ფიქრს, მხოლოდ პოზიტივზე გადართვით შეძლებ თავიდან აიშორო შიშის და პანიკის "სიხშირეზე ჩართვა", იმ ტკივილის და შიშის განცდა, მათ ვერაფრით ვერ დაეხმარები, და თუ რამე ისეთია, რისი შეცვლაც შენ შეგიძლია, იმას მაინც ვერანაირად ვერ დაბლოკავ.
ის შემთხვევა, ბავშვის ტირილის დროს რომ აღწერე, ამასთან კავშირში არ არის, ეს უფრო სხეულიდან სპონტანურ გასვლას გავდა, ორგანიზმი შეეწინააღმდეგა ადგომას, მაგრამ დედის ინსტიქტმა აჯობა და სხეულის გარეთ აღმოჩნდი, უკან იმიტომ არ იხედებოდი, რომ იცოდი, იქ შენს მწოლიარე სხეულს ნახავდი და ამისათვის არ იყავი მზად. სხეულში უცბათ დაბრუნება ყოველთვის იწვევს რაღაც სისველის და სიცივის უსიამოვნო გრძნობას.
kate
გეთანხმები სრულიად
ყველაზე ცუდი ამაში ისაა,რომ დროისა და სივრცის შეგრძნება საერთოდ არ მაქვს , ვერ ვიგებ ეს უკვე მოხდა,მოხდება თუ ხდება , ან სად .ხშირად ისეტი რამე მინახია მიფიქრია იქნება ჯერ არ ომხდარა ეს და სად ხდება რომ ვიცოდე ,რომ იქნება დავეხმარო იმ ადამიანს ...
თან რაც იმნისვნელოა ისეთ რაღაეებიც ,რომ მემართება ეს რაღა საჭიროა ვერ ვიგებ , მარტო კადრებზე არაა საუბარი , აი მაგალითად გუშინ ვდგევარ ჩემთვის , მესმის დედაჩემის ტელეპონის ზარი , დედაჩემს ვეძახი და ვეუბენბი , შენი ტელეპონი რეკავს აიღე , რა რეკავს ხელში მიჭირავსო სად რეკავს აბაო , არადა ეს ზარი ნამდვილად მესმის , სხვას ჩვენ ოჯახში ასეთი ზარი არავის აქვს ტელეფონზე , კერძო სახლი გვაქვს და მეზობლებიც მოშორებით ცხოვრობენ ,ტელევიზორიდანაც არ ისმის , მერე ეს ზარი შეწყდა და უცებ რეკავს დედაჩამის ტელეპონი
ხო და რა მაინტერესებს , თუ იცით და იქნება მირჩიოთ როგორ გავიმყარო ფსიქიკა , ანუ არ შემიძლია ვიყო მძლეთამძლე როცა რაღაცა ისეთი ხდება რაც ... მქონია ისეთი შემთხვევა ,რომ შემშინებია არ გავგიჟდე , არ ავყვე იქრებს , ან შევეგუო ყველაფერს , თუ არის რამე მეთოდი რომ ეს ვაკონტროლო არ ვციი ეს როგორ გითხრათ
miss-tika
არ ვიცი რა გირჩიო, ჩემო კარგო, გარდა იმისა, რომ არ შეგეშინდეს და არ იფიქრო, ამას იმიტომ ხედავ, რომ ისინი უნდა გადაარჩინო, ის მოვლენა, რაც დაინახე, შეიძლება უკვე მოხდა, ან მაშინ მიმდინარეობდეს, ან მოხდეს ხვალ, მაგრამ იმდენად შორს, ვერ მიწვდები, თუნდაც სურათიც და პიროვნებაც გარკვევით გქონდეს ნანახი. ვერანაირად ვერ იქნები მძლეთამძლე და არც თავი დაიდანაშაულო რომ არ ხარ. ყოველთვის შეეცადე ასეთი ეპიზოდების, ხილვების დროს თავი მაქსიმალურად გარეთ გეჭიროს, ანუ არ ეცადო სიტუაციის გაკონტროლება - შეცვლა. არ შეგეშინდეს, დადებითზე იფიქრე ძირითადად, ეცადე ხილვები გარედან დაინახო, მეტს ვერაფერს გირჩევ. არასწორმა რჩევამ შეიძლება ზიანი მოგიტანოს, არაფერი არ ხდება შემთხვევით და არც ეს შენი უნარია შემთხვევითი, მაგრამ რისთვის გაქვს ეს უნარი პასუხი სადღაც შენშია და შენი საპოვნელი .
kate
მადლობა შენი სიტყვებისთვის , დამაფიქრებელია ჩემთვის ბევრ რამეზე
me gadamxda ramdenime kviris cin aseti ram: psiqologiuri tavdasxmebisgan dasacav varjishs vaketebdi da ukve boloshi rom viyavi tvalebi mqonda daxuchuli da aseti xilva mqonda pentagrama davinaxe creshi chaxatuli da shig satanistebis tayvaniscemis obieqti iyo gamosaxuli,piri gaago da chemsken camovida eg pentagrama im shig gamosaxuli obieqtianad,ragac momentshi davibeni da shishis grdznobac gamichnda,magram movikribe yuradgeba da gmerts vtxove daxmareba da shemdeg davinaxe magali tetri ori prtit angelozi romelmac gachra eg pentagrama da gaqra kvlav,is yvela arasasiamovno shegrdzneba mashinve gamiqra da daculobis shegrdzneba mqonda,mag dges upalma momivlina angelozi da mixsna ukve meramdened,miyvars upali chemi!
mamu_ka
უფალი შეგეწიოს ძალიან საინტერესოა
miss-tika
მადლობა,შენც ასევე
vano kazbegi
მართლა უფალმა გადამარჩინა
უფრო ადრე თითქმის ერთი წლის წინ ღამე დასაძინებლად რომ ვწვებოდი უკვე ძილამდე რომ ვიყავი მისული თითქოს ფეხზე მადებდა ხელს რაღაც შემანჯღრია და მეღვიძებოდა სანამ არ გათენდებოდა ვერ ვიძინებდი ხოლმე,ჩემი საწოლის გვერდით პატარა რაგაც მიდგას ხის და იმაზე კაკუნიც მესმოდა,ერთ მომენტში თვალები გავახილე და რაღაც სახე დავინახე თვალები დავახამხამე და გაქრა,შემდეგ სახლი ვაკურთხებინეთ და ნორმალურად მძინავდა უკვე
HERMES555
მადლობა რჩევისთვის
აი კდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ .ეს არავისთვის არ მომიყოლია ,ვცდილობ არ ავყვე შიშს მაგრამ ძნელია , დაახლოებით 2 წლის უკან გარდაიცვალა ერთი გოგო ,რომელიც იყო მგალობელი ეკლესიაში , ჩემი ნათესავის მეგობარი იყო და მეც ვიცნობდი ,მოულოდნელად დაიღუპა მდინარეზე გადავიდა ვიდეოს იღებდნენ და წყალმა წაიღო , ის ვიდეოც ვნახე და საშინელი იკო , როგორ მიქონდა წყალს ... ძალიან განვიცადე ,რომ ასეთი ახალგაზრდა 24 წლის და ასე ტრაგიკულად დაიღუპა ... იმის მერე რამდენჯერმე დამესიზმრა ეს გოგო , ერთხელ დამესიზმრა და მეუბნება ჩემ ნათესავზე , აუ უთხარი რა რო ნამცხვრებს ნუღა მიცხობს ხინკალი მიდნა მაგრადო ,მეორე დღეს გავიღვიძე და ვფიქროდბი რა სისულელეა რა ნამცხვრები ,რა ხინკლები ??? ავედი ჩემ ნათესავთან და ვხედავ ნამცხვრებს აცხობს , დღესო ნინოს დაბადების დღეაო და მინდა მის საფლავზე წავიღო ნამცხვრებიო ,,, ნუ რათქმაუნდა ხინკალზეც ვთქვი და მას შემდეგ კაი ხანი აღარ დამსიზმრებია , მერე ისევ გამოჩნდა ოღონდ სიზმრებში არა შეგრძნებებში , ძნელია გადმოვცე , თან საკმაოდ დრო გავიდა მისი დაღუპვიდან , ასე მგონია ვერ ეგუება თავის მდგომარეობას , ჩემ სახლთან სანამ მივალ ჭიშკრიდან სახლამდე ბილიკია და დიდი ეზო, ეზოში გვქონდა მზესუმზირის ყვავილები , მივდივარ და ვგრძნობ თთქოს ამ მზესმზირებიდან რაღაც მზერას , ღამე იყო დაახლოებით 9 -10 საათი , გავიხადავ არავინაა , გადავდგავ რამდენიმე ნაბიჯს და კიდე ვგრძნობ ,მერე თითქოს ნაბიჯებს , ვგრძნობ არ ვციი როგორ გითხრათ თითქოს მთელი ტანით რო იქიდან არის ეს ენერგია , გავიხედავ არავინაა ,მერე უცებ ისევ ეს კადრები რაც მაქვს , ამ კადრებში ვხედავ იმ მზესუმზირებთან თითქოს ის დგას ,მიღიმის , ხან თითქოს ხელს მიქნევს , თან თითქოს არ უნდა შემეშინდეს , ამას კადრებში ვხედავ ,მაგრამ როცა ვიხედები იქ არ ჩანს , ნუ ეს შეგრძნება ხშირად მაქვსხოლმე ,ერთხელ მის საფლავზე ვიყავი და ვთხოვე ,რომ არარ დამესიზმრო და გთხოვ ნუ მაშინებთქო , თითქოს მართლა აღარ მქონდა რაღაც პერიოდი ის შეგრძნებები , თუმცა ხანდახან მაინც ვგრძნობ ...
დღეს მარჯანიშვლის თეატრში შეგვემთხვა უცნაური რამ. ოთახში დრო გაჩერდა. უფრო სწორად ჩვეთან დრო გავიდა 5 წუთი და გარეთ 40 წუთი.. ვერც ავხსნი, სამივეს ძალიან ძალიან გაგვიკვირდა ფაქტია და მერე ხუმრობებს მოვყევით სხვა განზომილებეზე. თუმცა სამი ადამიანი როგორ უნდა გაითიშოს ერთნაირადასე ვერ წარმომიდგენია.. ჰმმ.
მხოლოდ სამ წუთიანი პროცედურები ჩავატრეთ მაქიმუმ ) ადა გამოსულებს ეს ჩაგრიმულ, დახატული მსახიობები უკვე ჩვეულებრივად გამოწყობილები დაგვხვდნენ გარეთ. ჯაბა კილაძე უკვე ვცხრი ქონდა გაყინული დიდ ხანს რომ ვიღაცას ელოდება და წინ და უკან დადი ისე იყო ))))) ან ძალიან სწრაფად მოასწრეს ყველაფერი, ან არ ვიცი. თეატრს უკვე კეტავდნენ, არადა სამი წუთის ჩასულები ვიყავით. მართლა
kate
Ra archevani unda gaaketos adamianma rom aseti tavdacvis teqnikebi dachirdes? : )
kate
Getanxmebi yvelapershi tundac am momentshi grdznobaze pasuxi martlac saocaria ise magiac mainteresebs
ანა
მარჯანიშვილის თატრში რა გინდა?
გამარჯობა ერთი კითხვა მაქვს შეიძლება თუ არა სიზმარში მიყენებული ტკივილი ცხადში გამოყვეს ადამიანს?
მე მქონდა ერთი შემთხვევა სიზმარში თითქოს რაღაცამ ჩამავლო ბრჭყალი ბეჭში ტკივილი ვიგრძენი და იმწამსვე გამომეღვიძა მაგრამ ეს ტკვილი ცხადში გამომყვა და ახლაც დროდადრო მახსენებს თავს (გამწვავს ხოლმე). ბოდიში თუ რამე უაზროდ დავწერე
ise sizmarze gamaxsenda,adre mqonda eseti sizmari,medzina da dzilshi davinaxe titqos vigac miaxlovdeboda adamianis porma chanda meti araperi danarcheni shavad mis zurgs ukan sinatle iyo da uceb zurgidan neknebshi orive mxridan titebi shemomartya mashinve gamomegvidza da iseti shegrdzneba mqonda titqos martla realurad damartyes mase cota tkivilis shegrdznebac mqonda
Legatus
კი კი კი ...
\
აი მაგალიტად მეც ხშირად მქონია ეგეთი შემთვევები , და ჩემს ნათესავ ბავშვს გაეღვიძა დამწვარს , სხეულზე ქონდა დამწვრობები , ოატარა ზომის მაგრამ ამინც ,რამდენიმე ადგილზე
მეც ვიცი სიზმარში დაწვის ფაქტები. სხვათაშორის ჩემს სოფელში იყო ეგეთI რაღაც ხშირი. ძირითადად ხელებზე
miss-tika
პლაცებოს ეფექტი არ ქვია მაგას?
ანა
სიმართლე გითხრა არ ვიცი რა ქვია .
ერთხელ სიზმარში ვნახე ჩემი მეგობრის მამა რომელიც ახალი გარდაცვლილი იყო , მოვიდა და მთხოვა უთხარიო ჩემ შვილსო რატომ არ ამოდის საფლავზეო , ძალიან მკაცრად მითხრა რა თან , ჩემი მეგობარი მართლა არ ადიოდა საფლავზე , სულ იძახდა ვერ ვეგუები მამაჩემის გარდაცვალებას და მე საფლავზე არასდროს მივალო , ხო და ეს კაცი მეუბნება ,რომ უთხარი იცოდე არ დაგავიწყდესოოო !!! და თავში სამჯერ ჩამიკაკუნა აი მაგ დროს გამომეღვიძა და თავის ერთი ნაწილი მტკიოდა , ძალიან არა მაგრამ მტკიოდა ზუსტად იმ ადგილზე სადაც იმ კაცმა დამიკაკუნა , დაბუჟებულივით მქონდა თან
miss-tika
მე ამის ახსნა შემიძლია ასე, რომ:
გული გწყებოდა მეგობარის გამო, რომ ის არ ნახულობდა მამის საფლავს. შენი მორალიდან და ხედვიდან გამომდინარე ის ცუდად იქცეოდა. შენ გულში თუ ღრმად გონებაში ფიქრობდი რომ არასწორი საქციელი იყო, ფიქრობდი რომ მისი მამაც უკმაყოფილო იქნებოდა, ამიტომაც ერთხელაც შენივე სურვილი შენივე ფიქრო მოგევლინა სიზმრად და ნახე ის რასაც ელოდი რომ გეტყოდნენ სიზმრები საერთოდ სხვა თემაა. მე ერთხელ მკველი დამდევდა, დამიჭირა და მთელი სხეული დანით დამისერა, გაღვიძებულს მტკიოდა, მეწვოდა.. ხდებახოლმე. თუმცა ყოფილა რომ გემრიალი სასუნავი მიჭამია და იმის გემოც მიგრძვნია გაღვიძებულს )))
პლაცებოს ეფექტი სამედიცინო ტერმინია, ეს არის როდესაც ადამიანს რაღაცის სჯერა და ეს მართლაც ემართება. ექიმები აძლევენ პაციენტებს უბრაალო შაქრის ტაბლეტებს და ეუბნებიან რომ ის განკურნავთ, ექიმის სჯერა პაციენტს და ყოფილა შემთხვები რომ ისინი ნამდვილად განკურნებულად. ყოფილა ბოროტი ექსპერიმენტებიც, უთქვამთ რომ წამალი არ იყო ნამდვილი და ავადმყოფობა ისევ დაბრუნებულა, რწმენა დაკარგეს. კიდევ აი ასე: წარმოიდგინე რომ ადამიანი ყავთ დაბმული და უნდა აწამონ, მან ეს იცის, ეუბნებიან რომ დაადებენ გავარგავრებულ დანას და მას დაეწვება სხეული. პაციენტი წინასწარ განწყობილია ამისთვის ყველა ტბილის გამანალიზებელი უჯრედით და მას ცივი დანაც რომ დაადონ უბრალოდ, მაინც ასევე დაწევება როგორც გავარვარებულის შემთხვევაში.. მე პირადად ასე ავხსნიდი. მარტიცაში რომ იყო გახსოვსთ? თუ დაიძინებული მოკვდებოდა "მატრიცაში" მაშინ ის რეალობაშიც მოკვდებოდა (ძალიან სუბიექტურად).. მოკლედ პლაცებოს ეფექტი ქვია იმას რომ თუ ადამიანი გონებრივად დაიჯერებს რაღაცას, ეს მართლაც ასე მოხდება.
Lashapoli
ძალიან საინტერესო ფაქტია და რატომო რას ამბობდნენ? რაიმე მითი ან ცრურწმენა ხომ არ იყო გავრცელებული სოფელში?
ანა
კიკი გეთანხმები , ხშირად ადამიანი სიზმარში იმას ხედავს რაც ალბათ თვითონ აწყობს , ალბატ მეც არ ვიქნები გამონაკლისი და მეც ვხედავ მსგავს სიზმრებს , თუმცა ემი სიზმრები ხშირად არაა ისეთი მე რომ მინდახოლმე და მე რომ ვფიქრობხოლმე და არც ჩემ ფიქრებთან აქვს მგონი კავსირი , რავიცი რავიცი ,,, ისეთი სიზმრებიც ხომ არსებობს ,წინასწარმეტყველური ან რამე ეგეთი , ესეთებსაც ხშირად ვხედავ და ყველაფერს ჩემ ანტაზიას ვერ მივაწერ , თუმცა გეთანხმები ადამიანის წარმოსახვა ისეტი რამეა ხშირად ალბბათ ჩვენივე თავზე ცვენ ვმოქმედებთ
Lashapoli
Lashapoli
აი სოპლებში უფრო ხშირად ხდება ეგეთი რაღაცეები მე რაც ვთქვი დამწვროიბაზე , ეგეც სოფელში მოხდა , ჩემი ნათესავის ბავშვს ქონდა დამწვრობები ...
ერთი სოპლელი ქალია ადრე ისეთი რაღაცეები მომიყვა ,,,, გადავირიე რა
ქალაქებშიც ხდება, მაგრამ არ ხმაურდება ან არ აქცევენ ყურადღებას. სოფელი კი პატარაა..
აი მაგალითად ეხლა მე ვარ სოპელში ,თბილიDი დავიბადე და გავიზარდე მაგრამ სოპლის სახში გადმოსვლა ვამჯობინეთ რაღაც პერიოდი , გინდ დაიჯერეთ და გინდ არა მარა კვირა არ გადის ისე ,რომ ვიღაცამ არ დაიძახოს და გასულებს არავინ გვხვდება ... ეს ძირითადათ საღამოს ან ღამე ხდება და ოჯახის ყველა წევრს გვესმის .
ერტხელ მე და ჩემი შვიული ვართ სახში და საღამოა დაახლოებით 8-9 საათი , გარედან დედაჩემის ხმა მესმის იძახის ჩემ სახელს ,გამიკვირდა თბილიში იყო დედაჩემიდა იქ აპირებდა დარჩენას , გარეთ გავედი რომელი ხარ დავიძახე , არავინ იყო , შუქი ავანთე გავიხედე კარგად არავი იყო
რამდენიმე დღისმერე კიდევ გამეორდა ასე საღამოს , მე და ჩემი ძმა ვიყავით სახში და გავიგონეთ ჩვენი ნათესავის ხმა დაგვიძახა გარედან , ძალიან აშკარა იყო ხმა და საკმაოდ ახლოდან , გავიდა ჩემი ძმა და არაფერი იყო ამასინად კი დედაჩემი ამოვიდა ქვემოდან , მეძახდიო ? არათქო , პადვალში ვიყავი და აშკარად გავიგონე წინა ოთახიდან შენი ხმა დამიძახე დედაააა ასეო
ამასწინად კიდე ასე ვიჯექით ყველა სახში თან რაღაცას ვსაუბრობდით ვიცინოდით და ვიღაცა იძახის ეზოში ჩემი ძმის სახელს . ყველა გავჩერდით ვიღაცა იძახისო , გავიხედეტ და არავინ იყო
miss-tika
))))))) პირდაპირ არ გეტყვი და ირიბად მიგახვედრებ რაც შენი პოსტის წაკითხვისას გავიფიქრე:
http://www.radikal.ru
ანა
ეს რა ფილმია ანა ? არ მაქვს ნანახი ,რაზეა ?
miss-tika
მაშინ გირჩევდით გენახათ (ბავშვისთვის არაა რეკომენდირებული) მშვენიერი ნიკოლის თამაშითაც და დაკბებით და თქვენს აღწერილ სიტუაცისთან შედარებებს გააკეთებთ.. დასასრულის შემდეგ კი იმედია მიმიხვდებით რის თქმაც მინდოდა )))
ანა
კარგი აუცილებლად ვნახავ ანა , ეხლა ჩემი ინტერნეტი აქ ვერ მუშაობს ისე ,რომ გადმოვწერო და თბილიში ჩავალთუარა გადმოვწერ და უყურებ , ძალიან დამაინტერესა ,მადლობა
Lashapoli
რა გულგრილად ამბობ ))) მე ხვალვე დავრეკავდი ან ჩავიდოდი და გამოვიკითხავდი ამბებს ჩავიწრდი სიზმრებს და მოვაყოლებდი სათითაოდ, ხელებზე სურათებს გადავიღებდი და ა.შ
მერე ყველას დადებითად განვაწყობდი და მალაოებს დავურიგებდი თითო ინტერვიუსთვის.
miss_tika
Ise tu mag saxlshi tqvenamde vinme cxovrobda,sxva ojaxi girchev gaigo mag saxlis istoria vin icis ra moxda manamde,eg bunebrivi movlena araa dametanxmebi da kargi iqneba tu gaicmindeba eg saxli,akurtxebinot jobia da tu isev ganmeorda mashin cudad yopila saqme aseve rogorc KATE-ma dacera unda gaxsovdes rom yoveltvis daculi xar,nu me ase girchev
mec maqvs erti shemtxveva sopeltan dakavshirebit,clebis cin moxda,me da chemi bidzashvilebi garet gamovedit,axali celi modioda da asapetqeblebi gvindoda agvepetqebina tan edikas dro iyo da rogor sheidzleboda vinmes saxlshi shuqi qonoda,meore sartulze asasvleli kibeebzi titqos vigac chamodioda xmaurianad,shevvardit shignit bidzachemi gamovida mashinve avida zevit daatvaliera ezoc magram aravin iyo,tan chvens garda iq vicodit aravin iyo da ar mgonia im sibneleshi vinme sxva yopiliyo,nu eg erti iyo marto
Ertxel chems saxlshi moxda titqos saxuravidan micaze daxta ragac tan daxtomis xmaze etyoboda patara ar iyo da ezodan saxlshi shemosasvlel karebs echalicheboda chaketili iyo,arada shuqi antebuli mqonda komptan vijeqi,adamiani ar iyo darcmunebuli var,ra iyo ar vici arc minda gageba im momentshi chamomcxa da civma oplmac damasxa 1 clis cin moxda mgoni es ambavi,an meti cota
mamu_ka
მახსოვს ეგ შემთხვევა
ამასწინად დამემართა ასეთი რამე , დაახლოებთ ერთი ვირის უკან ,თითქოს გავითიშე ისევ რარაცა კადრები და შეგძნებები ,,,,არ ვიცი ვისი თვალებით ვიყურებოდი მარა მე ვიყავი თუ სხვა არ ვიცი , ვიყავი ფეხმძიმედ დიდი მუცელი მქონდა ძალიან და უცებ ვხედავ ბევრ სისხლს , ძალიან ბევრს , ამ ქალის სხეულს ვხედავ შიშველს და სულ სისხლიანია თავიდან ბოლომდე სისხლით იფარება ,თან ტირის ,პანიკაშია , მერე უცებ ისევ მოვედი აზრზე , ისეთი შემზარავი იყო ..... ამ ქალის სახეს ვერ ვხედავდი ,აი როგორ იყო იცით ? თითქოს იმის თვალები ვიყავი ,ჩამ ტანს დავყურებდი თუ მე ვიყავისავით ანუ სახეს ვერ ვხედავდი ...
გუშინ დამირეკეს და ცუდი ამბავი გამაგებინეს , ჩემს უახლოეს მეგობარს , რომელსაც ბავშობიდან ვიცნობ და დღედღეზე ბავშვი უნდა გაეჩინა ,მუცელში დაეღუპა ბავშვი ( არ ვიცი ეს ორი პაქტი არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში
miss-tika
შEნ ეს წინასწარ იგრძენი.
დავიბადე
მინდა რომ ყველა წინა ცხოვრება გამახსენდეს. დამღალეს Fლეშბექებმა
ხო, ეს მოვლენები არ წყდებადა უფრო და უფრო დიდ ფორმებს იღებს, კიდევ მოგზებნეტ და კიდევ დავწერ ახალ განვიტარებებს.
არ მზინავს! სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში ვიღებ რარაც ინფორმაციებს რაც არანაიარად არაა ჩემთან დაკავშირებული და არც მაინტერესებს(მაგ. რომ ვფიქრობდე და მიტომ ვირებდე).
მაგ. აი დრეს, ვხედავ კადრს; პატარა 6ოდე წლის გოგონა მოჩიტული კაბიტ, მისი სახე და ტმაც მახსოვს პატარა სიმაღლიდან ვარდება და საბარგო მაქანა გაკრავს. 1 წამის კადრია. თითქოს ფილმს ვუყურებ, სრულიად მღვიძავს, ვწევარ, დილას.
მაგ. თითოს ვიღაც პირში მიდებს სიტყვებს, ვიღაც რუსი ქალის სახელი და გვარი (?), ვინ რის და რაში მაინტერსებს.
რაღაცაზე ვფიქრობ და ამ დროს ტავში პანაშვიდის მუსიკა მესმის. (ჩემს მტერს!ჯვარი სწერია მას, ვისზეც ვფიქრობ!უფალმა დალოცოს და დიდი სიცოცხლე მისცეს!) და ასეტ რამეებს ვხედავ, უაზრობეს, რომლეტაც ჩემტან არანაირი კავშირი აქვტ. ჰეეელპ. სრულ ჭკუაზე ვარ მარა ვერ გამიგია რა ხდება ჩემს ტავს.
კადრის სახიტ ვირებ უამრავ წამიერ ინფოებს, უაზროს ტან, ნუ მე ასე მგონია, თითქოს ფილმს ვუყურებ. რამე აზრიანი მაინც იყოს. რა ხდებააა, ამ ფორუმზე ვინმე ოპმეკი ტუ მსგავსი იყო ადრე, არარ შემოდის? ეგებ მან იცოდეს. ყურადღებას არ ვაქცევ/დი მარა არარ ჩერდება ეს რა არის, ვინმეს გაქვტ ეგეტი ხილვები? ხილვებია აბა რა ვხედავ, მარა უაზრო რამეებს.
იმ უნარს რა ქვია ვინმეზე რომ გაბრაზდები და მერე იმას უბედურება ემართება?
ბოროტია ეგეთი ადამიანი?
ან იმას რა ქვია ვიღაც რომ გულით ინატრებს და შენ უბრალოდ უსრულებ ამას,უბრალოდ მოგინდება რომ შეუსრულდეს და შეუსრულდება რა ქვია მაგ ნიჭს?
ბოროტი და ეშმაკეულია ასეთი ადამიანი?
anouk
არ ვიცი ინდიგო ვარ თუ ნათელმხილველი თუ რა , სიმართლე გითხრა ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა , ვცდილობ გადავერთოხოლმე რამეზე ,უფრო დავიტვირთო თავი ,თითქოს ასეთ დროს ნაკლებიახოლმე შედარებით ეს შეგრძნებები ,მარა მერე სიზმრებს ვხედავ კიდევ მსგავსსს , ვერ ვგრძნობ თავს კომპორტულად ამ გრძნობით . წარმოიდგინე ხედავ რარაცა ფაქტს , ზუსტად არ იცი ეს უკვე მოხდა თუ მოხდება , ხშირშემტხვევაში ეს ჯერ არ მომხდარახოლმე ან ძალიან მალე უნდა მოხდეს , ხშირად რა მემართება იცით ?აი ვთქვათ რაღაც ძალიან ცუდი ფაქტი დავინახე ასე კადრებად და იმ კადრებში უცხო ადამიანია , ვერ ვიგებ ეს ვის ეხება , მაგრამ იგივე რარაცა ჩემ ნაცნობს დამართვია , ანუ ხანდახან წინასწარ არ ვიცი ეს უცხო ადამიანი რომელსაც ეს ემართება ნამდვილად უცხოა თუ ვინმე ჩემ ნაცნობზეა რამე მინიშნება , მოკლედ ძნელი ასახსნელია ასე ძალიან , ამ თემაზე თითქმის არც ვსაუბრობ ,იმიტომ რომ ვიცი ბევრი ვერ გაიგებს ან არასწორად გაიგებს
ამ მიწისძვრებზე განსაკუთრებულად მიმძაფრდებახოლმე ეს შეგრძებები , იაპონიაში მომხდარი მიწისძვრების წინა დღეებში სულ ასეთ რაღაცეებს ვხედავდი რამის გავგიჟდი . სხვა ქვეყნებზეც
ეხლა თარიღს ვერ ვიხსენებ და ამასწინადაც ხომ იყო რაღაცა მიწისძვრა მგონი ისევ იაპონიაში ?
ისეთი მძაფრი სიზმარი ვნახე სულ კანკალით გავიღვიძე , თუთქოს ზუსტი იყო ,ყველა შეგრძნება ,ყველა სიტუაცია , ცუნამი ვნახე ,ხალხს ვამშვდებდი დიდი არ იქნება ვერ მოგვწვდებათქო , მახსოვს წყალი შემომესხა სახეში ,ისეთი მძაფრი შეგრძნება იყო გამეღვიძა
ეხლა ისეთი სიზმარი ვნახეეეეეეეეეე ცოტა შეშინებული ვარ , იმ სიზმარში მე ვიყავი , ჩემზე იყო მარა ვერ ვიგებ იქნებ ჩემი სახე იყო მარა სხვა ადამიანი იგულისხმებოდა , დედაჩემსაც ასევე აქვსხოლმე ხილვებივით ,სიზმრები , შეგრძნებები მარა ჩემსავთ მძაფრად არა ,მაგალითად თუ ვინმე უნდა გარდაიცვალოს ახლობელი ან ნაცნობი ,მთელი დგე ცუდატ არის და მეკიდე ყურებში მესმის წუილი ძალიან ძლიერი , ეხლა ეს სიზმარი რომ ვნახე დედაჩემი მეუბნება დღეს ,ისე ვარ მემგონი ვიღაც გარდაიცვლება ვგრძნობი , მოკლედ ეს სიზმარიც ჩემზე და ,.....ცოტა შეშინებული ვარ , ეხლა სიზმრების ახსნის თემაროა იქ დავწერ იქნებ გამიშიფრონ ეს სიზმარი და ცოტა დავწყნარდე
..
miss-tika
ჩემი აზრია, ეს სიზმრები უბრალოდ მიიღო, გაატარო, არ მიაქციო ყურადღება. როცა უარყოფით, ასე ვთქვათ ცუდ სიზმარს ნახულობ, რაც უფრო ხშირად მოყვები მით მეტ ენერგიას აძლევ მაგ სიზმარს და მით მეტი შანსია აგიხდეს. შეეცადე არ ჩათვალო მნიშვნელოვან მოვლენად, შეეცადე ჩათვალო გონების თამაშად... ჩვენი ტვინი ხომ ნამდვილი სასწაულია, მის სიღრმეებში ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი შეიძლება იპოვოს კაცმა და ეს ან სიზმრის სახით დაინახოს ან მოლანდების. საქმე იმაშია, ჩვენ რა გვინდა? ჩვენ რისი დანახვა გვიყვარს? აი, აქ გაამახვილე ყურადღება, შეეცადე მოყვე ისეთი სიზმრები, რომლებიც მოგწონს, შეეცადე არ, მოყვე ასეთი სიზმრები, რაც გვერდით თემაში მოყევი და ფიქრები მშვიდად, ფრთხილად გადაიტანე სხვა თემაზე. დაიხსომე შენ უდიდესი ძალა გაქვს, იცოდე ეს ყველაფერი შეგიძლია, შენ მართავ შენს მომავალს, შენ ჰქმნი შენს სიზმარს, შენშია ყველაფერი, ამიტომაც აირჩიე რა გაინდა და იმაზე ილაპარაკე.
ზოგიერთ მხარეში, ძველთაგან აქვთ გადმოცემა მოხუცებს, შვილო თუ ცუდი სიზმარი ნახე არ მოყვეო
რა ბრძნობა იცოდა ადრე ხალხმა, სწორედ ეს სიბრძნე დღეს დაკარგული და დავიწყებულია, მაგრამ მადლობა ღმერთს ისევ გამოვლინდა ნელა-ნელა ჩვენს დროშიც
LAIRA
ჰმმ,ეგეთი ადამიანი ალბათ წინა ცხოვრებებში,სერიოზული ჯადოქარი იყო,რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ,და ეშინოდათ რამე რომ არ წამოცდეთ.პრინციპში ფიქრების ძალაც არსებობს,ზოგის ფიქრები უფრო ძლიერია,და შეუძლიათ სწრაფად აისახონ მატერიაში.შესაბამისად ამ ძალის განვითარებაც შეიძლება....უხხ მასწაცლებლებო დაიმალეთ.
[quote name='LAIRA' date='Apr 24 2012, 03:18 PM' post='70128']
არ ებრძოლო,და გაიმარჯვებ
tikoroma
გამოუცნობი მოვლენა ალბათ არაა, მაგრამ მაინც მოვლენაა... მე როცა ვინმე გამაბრაზებს ან მაწყენინებს, მემართება ერთგვარი სკლეროზი და არ მახსოვს რატომ გამაბრაზეს, მავიწყდება... მერე ხან ვცდილობ გავიხსენო და არაფერიც ზოგჯერ მერე ვიღაცა მიხსნის ასე და ასე იყოო მე ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ ამაოდ. აი, საპირისპირო კი არასოდეს მავიწყდება, როცა სიკეთეს ვნახავ ყოველი წვრილმანი მახსოვს.
საერთოდ ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს, მაგრამ აი, ერთ რამეში ვერა
კიდევ ერთი, ხშირად დავკვირვებივარ, აი ვიღაცას უნდა გაუვარდეს რამე ხელიდან, შევხედავ და არასოდეს არ დავარდნიათ, რავიცი ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა.
უცნაური ხმები რო გესმის არავინ იციით რას ნიშნავს?
ხან ჩურჩულია ხან რაღაც დაძახებისმაგვარი.შეიძლება დღეში რამდენჯერემე გავიგონო და მერე მთელი კვირა აღარაფერი მსგავსი არ მესმოდეს.არ დავკვირვებივარ რა ინტენსივობით.ჩურჩულის მეშინია ხოლმე და ვერ ვარჩევ წესიერათ სიტყვებს.და ისე ლაპარაკის სახით როცა მესმის რავიცი სხვადასხვა ფრაზებს
marissa
შეეცადე გაარჩიო რას გეუბნებიან. და კარგი იქნება თუ ჩაიწერ. შეიძლება ასტრალური არსებები ცდილობენ შენთან კონტაქტში შემოსვლას.
მაგალითად გარკვევით მესმის ხოლმე როცა სადმე მივდაივარ მაგალითად ძახილი:არ წახვიდე ან ფრთხილად იყავი ჯერ ჩემი სახელი ისმის რამდენჯერმე და მერე ძირითადად გამაფრთხილებელი შინაარსის ფრაზებია.და ჩურჩულს ვერაფრით შევეჩვიე ყოველთვის,ყოველთვის ან ტელევიზორს ვრთავ ან რავიცი რამეს რაც მაღალ ხმას გამოსცემს და ის ხმები მერე ნელნელა ქრება
marissa
ყოველთვის იმდენათ ვიბნევიხოლმე,არ დავკვირვებივარ აქმდე, რაღაც შეჩვეული ვიყავი ყოველთვის,ეხლა მივხვდი რო მთლად ნორმალური არაა
marissa
ნორმალური რა არის ეგაა ჯერ გასარკვევი
დააკვირდი აბა. შეიძლება მართლა რომელიმე სიმკვრივიდან გიკავშირდებოდეს არსება. რომელი სიმკვრივიდან ეგ არის გასარკვევი
უფრო გამოცდილები გიპასუხებენ
არ ვიცი ამ თემას რამდენად შეეფერება მაგრამ ერთი კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ.როგორ შეიძლება სახლი გავწმინდოთ უარყოფითი ენერგიისგან და რამ შეიძლება გამოიწვიოს სახლში ესეთი ენერგიის დაგროვება
marissa
შენ თვითონ ხედავ (პირდაპირი გაგებით) ამ ენერგიას?
არა პირდაპირი გაგებით არა.მოკლეთ მოვყვები ისტორიას ეს ეხება ჩემი სოფლის სახლს სადაც ყოველზაფხულს ვისვენებ.პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ.ჩასვლიდან მეორე დღეს უკვე რაღაცნაირი სიმძიმის შეგრძნება მაქვს,სულ ცუდათ ვარ,თავი მტკივდება(საერთოდ არ მახასიათებს ესეთი რამეები)იგივენაირად არის ჩემი დაც და ნებისმიერი სხვაც ვინც იქაა.საკმარისია სახლს გავცდე,როგორც კი ეზოდან გავალ კარგად ვხდები,თითქოს ვნთავისუფლდები.მგონია რო შეიძლება ეს რაღაც წლების განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ენერგიაა,ამ სახლში რამდენიმე წლის წიონ თვითმკვლელობა მოხდა,იქამდეც რამდენიმე ოჯახის წევრი ახალგაზრდა უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა.ოჯახი ეკლესიური არაა და ვერ ვიტყვი რო ყველა ეკლესიური რიტუალი შეასრულეს.მოკლეთ ზაფხული მოდის ეხლა და არ ვიცი როგორ შეიძლება თავის დაცვა ამისგან
ლაირა-შენ რაც დაწერე ის ნეჭი მეც მაქვს, მოუთმენლად ველოდი სხვის პოსტებს, რა პასუხს მიიღებდი სენ. მაგრამ იმ ანსხვავებით რომ არასოდეს არავისთვის არ მდომებია ცუდი, ამასწინათ კი ძალიან შემეშინდა აგარაკზე მეზობელი სახლს ყიდიდა და ჩემს ნაცნობს ვთხოვე დახმარებოდა გაყიდვაში, გაუყიდა ის სახლი რაშიც თავის გასამრჟელოს, რაღაც პროცენტს ითხოვდა მაგრამ, (მაპატიეთ პირდაპირობისთვი)- ფული კი არა ძალიან ცუდი ჯესტი დაანახა იმ მამაკაცმა ქალს, და უთხრა, არანაირ ფულს არ მიიღებ და კიდევ ძალიან ცუდი სიტყვები რომელსაც ვერ დავწერ. როცა მომიყვეს ძალიან გავბრაზდი, ტიროდა შეურაცყოფილი ქალი. არაფერი მითვავს მაგრამ როდესაც იმ სახლთან გავიარე, გავიფიქრე, ნეტავ ამ კაცს ღმერთის არ ეშინიათქო?. მოეტანა დიდი რაოდენობით ქვიშა, ხრეში, რავიცი რა აღარ რემონტს აპირებდა ალბათ. იმ საღამოს საშინელი წვიმა მოვიდა, გახსოვთ ალბათ მსხვერპლიც მოჱვა იმ ამინდს. დილით რომ გამოვიარე, შემეშინდა აღარც სახლი, აღარც ქვიშა აღარც არაფერი, მხოლოდ ცარიელი ეზო იყო, გალავანიც კი დაენგრია წვიმას. სიყვარულით ძალიან ბევრი სიკეთე გამიკეთებია და ამის დაწერას აზრი არა აქვს, ჩემი სურვილით ბევრი სასწაული მომიხდენია, მაგრამ ასეთი შემთხვევა არასოდეს მქონია. პატიებას ვითხოვ იმის მერე რომ გავბაზდი, ყოველთვის როდესაც ვიღვიძებ ერთს ვთხოვ უმაღლეს გონს, მშვიდობა მომცეს გულში, რომ არ განნვრისხდე, რათა არ გავბოროტდე- ეს უკანასკნელი კი იესოს სიტყვებს დავესესხე
tamriko_faso
ხო, რომ არ განვრისხდე, აბა როცა ძალიან ბრაზდები, მერე ცუდი აზრები მოდის, ამიტომ უბრალო სიბრაზეც კი არ შეიძლება, კიდევ კარგი ჩემი ბუნება ისე არის მოწყობილი რომ წყენა ძალიან მალე მავიწყდება, ხანდახან მინდა გავიხსენო რა მაწყენინა ამათუ იმ ადამიანმა და ვერ ვიხსენებ, სულ პატარა სიკეთეც კი თუკი ოდესმე გაუკეთებია ვინმეს დღევენდელი დღესავით მახსოვს. უკან რომ მივხედავ ჩემს ცხოვრერებას მიხარია არასოდეს მიჩხუბია არავისთან, ტუკი ყოფილა რაიმე ასეთი ყოველთვის მეტირება და ჩხუბს ვერ ვახერხებ. სიბრაზეც უცებ გადის. ასეთ დროს როცა მიჭირს ყოველთვის მესმის გონებაში სიტყვები, სოლომონის სიტყვები "ესეც გაივლის" და ყველაფერი, წყენა, სიბრაზე, ტკივილი ქრება. ამისთვის კი ყოველტვის მადლიერი ვარ.
მე დემონები მყავს ხილვაში ნანახი, ნუ არ ვიცი სულიერიპიროვნებები იყვნენ რა დემონს მე ვარქმევ ახლა ტორემ სინამდვილეში რა არსებები იყვნენ აზრზე არ ვარ დაახლოვებით 3,5 დან 4მ–მდე სიმაღლის სამკუთხედი ფორმის თავებით, ორნი იყვნენ, ადამიანებივით ჩაცმულები, ეს ვნახე ოპერის ფოიეში როდესაც სარკეში ვათვალიერებდი საკუთარ თავს საეკეში აისახნენ კედელთან იდგნენ და დარბაზში შემსვლელ ხალხს ათვალიერებდნენ თან რაღაცაზე საუბრობდნენ სიტყვები უჩვეულო ენაზე იყო არ მესმოდა, ამ ამბის შემდეგ ოპერაში აღარ წავსულვარ არადა ძალიან მიყვარს იქაური გარემო, ეხლა ვიღაცამ რომ არ თქვას რომ ადამიანები იყვნენო იმათ გასაგებად ვიტყვი რომ აჩრდილსა და ადამიანს კარგად ვარჩევ, ჰო კიდე ბრმაც არ ვარ. არ ვიცი ეს რა იყო მაგრამ ნაღდად იყო.
მარსელები იქნებოდნენ წასვლა რატომ არ გინდა, რა უნდა დაგიშავონაჩრდილებმა? თან იქ ხომ არ არიან დაბმულები, რომ უნდოდეთ სახლშიც მოგაკითხავენ
tikoroma
Dakaray
tikoroma
რაღაც უცნაურ სიზმრები ვხედავ სამი ღამე აუკე ერთი და იგივე მესიზმრება, რაღაც ფერებს ვხედავ, რაღაცას ვაწყობ თითქოს სამსახურში დავდივარ Yოველ ღამე რაღაც უცნაურს ვაკეთებ მეც არ ვიცი რას, როგორც აღმოჩნდა გადმოცემაც მიჭირს, თიტქოს ფერებს ვწელავ, ვალაგებ, რაღაც უცნაური ხდება ხასხასა აი თითქოს გამოეყოფა საერთო ფერის მასას მერე უმატებ უკვე შედგენილ სქემას, თითქოს რაღაცას ვაშენებ, ამაღამაც თუ გავაგრძელე, ფაქტია ვიღლები. დილით დაღლილი მეღვიძება.რა მჭირს ვერ გავარკვიე, სერიოზულს ვაკეთებ რაღაცას და ვგრძნობ,მაგრამ რას ვერ გავარკვიე.
tamriko_faso
ხუმრობ? მე მართლა მაინტერესებს, ხუმრობა თუა მაშინ გაგაცინებ, წუხელ შაბათი ღამე იყო და დამასვენეს, არაფერი დამსიზმრებია. არადა მართლა ძალიან უცნაური სიზმრები იყო.
tamriko_faso
ჩემთვის ფეხბურთი აბსოლიტურად ტყუილად დროის ხარჯვაა, არ გეწყინოს შენ ინტერესებს პატივს ვცემ, მაგრამ სამწუხაროდ სპორტი არ მიყვარს.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)