ვყოყმანობდი გამეხსნა თუ არა ეს თემა და გადავწვიტე გავხსნა...
მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით
მოკლედ... არც თუ ისე დიდი ხნის წინ მქონდა ასეთი ხოლვა, უფროსწორედ რამდენიმე მიყოლებით....
ღამე იყო და ვიჯექი ჩემთვის კომპიტერთან, უცბად თითქოს ბინდი ჩამომეფარა თვალებზე და...
ვხედავ მარიამ ღვთთისმშობელს რომლის უკნაც არის სასწაულად კაშკაშა და უცნაური ნათება და უცბად ვხედავ როგორ მიღიმის მარიამ ღვთთისმშობელი
მერე უცბად ვხედავ ასეთ სურათს... მე ვდგევარ ჩემსავე გასვენებაში და ვუყურებ როგორ ხალხი მოდის და მისამძიმრებს ჩემსავე გარდაცვალებას
და ბოლოს ვხვედავ ჩემ თავს და ჩემს წინ დგას ლომი, და უცბად ეს ლომი წამოვიდა ჩემზე მარა მე ადგილიდანაც არ განვძრეულარ, მომიახლოვდა მიყურა მერე თათი დამკრა და წავიდა
ამ ხილვების მერე რაღაცნაირი გრძნობა მქონდა, თითქოს იმხელა ენრგიის მოზღვავება იყო ჩემში რომ მტასაც გადავდგამდი
P.S. ეს ყველაფერი გრძელდებოდა დახლოებით 10-15 წამი, და იყო ერთმანეთის მიყოლებით და ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით
ხოო რაღაც სიმბოლური დატვირთვა აშკარად აქვს ამ ხილვას. მაგრამ რა? მე ასე ავხსნიდი: შენი გარდაცვალება იმას ნიშნავს რომ მოკვდა შენი ძველი მე, ანუ შენში კათარზისი მოხდა და ახალი ადამიანი დაიბადა. სამძიმარზე ხალხი ეთხოვება იმ შენ ძველ მეს და თან გილოცავს ახლის დაბადებას. ამასვე ნიშნავს ლომის თათის დარტყმა, ანუ სიმბოლურად შეგეხო და უკვე სხვა ადამიანად იქეცი. ცნობიერების მაღალ დონეზე ახვედი. ამის დასტურია და შედეგია ის, რომ ამ შეხების შედეგად იგრძენი დიდი ენერგიის მოზღვავება....
აბა რას იტყვი ასეთ ახსნაზე?
არც შებებური ვერსია არაა ლოგიკას მოკლებული მარა მე ცოტა სხვანაირად გავშიფრე
ღვმთისშობლის გამოცადებამ და გაღიბამ მანიშნა რომ ღმერთის მფარველობა მაქ, გარდაცვალება რომ ვნახე იყო რაღაც ხიფათი რომელსაც ამარიდა, ხოლო ლომი როგორც სიძლიერის ნიშანი ანუ მიმახვედრა რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და საამისო ძAლაც გამაჩნია
არც შებებური ვერსია არაა ლოგიკას მოკლებული მარა მე ცოტა სხვანაირად გავშიფრე
ღვმთისშობლის გამოცადებამ და გაღიბამ მანიშნა რომ ღმერთის მფარველობა მაქ, გარდაცვალება რომ ვნახე იყო რაღაც ხიფათი რომელსაც ამარიდა, ხოლო ლომი როგორც სიძლიერის ნიშანი ანუ მიმახვედრა რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და საამისო ძAლაც გამაჩნია
ნიცშეს ააქვს ზარატუსტრაში (რუსულად დავწერ, მომიტევეთ). Дух проходит 3 превращения: дух становится верблюдом, верблюд львом, а лев ребенком. Все самое трудное берет на себя сильный дух, становясь верблюдом и спешит в пустыню. В пустыне совершается превращение, львом становиться дух и свободу хочет он добыть и господином быть в своей собственной пустыне. ნუ მე ასე მესმის ადამიანი განვითარების გზაზე ჯერ აგროვებს ინფორმაციას, მაგრამ მერე ლომის ძალა სჭირდება, რომ ეს ინფორმაცია გაანალიზოს და გამოიყენოს თავის ცხოვრების მიმართ. პრინციპში ოლდ მენის ტრაქტოვკა მომწონს ბავშთან დაკავშირებით რამეს თუ ნახავ, ესეიგი განვითრების მე-3 საბოლოო ეტაპზე გადახვალ და პრასვეტლიონი გახდები
old_man
Uma
ორივე ინტერპრეტაცია საკმაოდ დამაჯერებელი და საინტერესოა
თან ამ ხილვის მერე იყო რაღაც ნიუანსები რამაც დამაფიქრა და ბევრი რამე გადამაფასებინა
მემგონი მარტო შენ უნდა იცოდე რას ნიშნავს ეს ხილვა..
მე მაქვს ხოლმე რაღაც ძაან უცნაური წინასწარიმეტყველებები
თან არც თუ ისე იშვიათად
და სიმართლე გითხრათ ხშირად შევუშინებივარ ამ რაღაცას
პირველად სოფელში მომივიდა და რადგან ბავშვი ვიყავი ვერ მივხვდი რა მოხდა
დილით ადრე ვიღვიძებ გადმოვდივარ საწოლიდან და ჩუსტებში ვაპირებდი ფეხების შეყოფას
რომ რაღაცა საოცარმა ინსტინქტმა მარჯვენა ფეხი უკან გამომაწევინა და
თვალტახედვაში წარმოისახა ტარაკანა რომელიც იქ იჯდა
ჩუსტები დახურული იყო და არაფერი ჩანდა
დავიხარე ავიღე და გადმოვბერტყესავით
გამოვშტერდიიიიიიიიიიიიიიიი მართლა ტარაკანა გადმოვარდა
შოკში ვიყავი ძაან შემეშინდა
ო ჰოო ჰოოოიიი.... ხილვები ბევრ ვინმეს ქონდა! მაგალითისთვის მაგალითად: წმინდა ანასტასიას ჰქონდა, წმინდა ბარბარას ჰქონდა, წმინდა მარეხის ჰქონდა, ლოთარ I-ს ჰქონდა, ანრი მატიის ჰქონდა..... აეეე აე... ავოიე...! რა შუაშია კაცები, ქალებზეა საუბარი აქ, ქალებზეა და ქალები იყოს, ჩემი რა მიდის? მაშ ვაგრძელებ: წმინდა ზეინაბს ჰქონდა, წმინდა ანჟელას ჰქონდა, წმინდა კარკუშას ჰქონდა, წმინდა ელენეს ჰქონდა, და წმინდა სამარიტელ დებს ჰქონდათ, რაღა შორს მივდივარ, და Katabua-ს ქონდა იმისთანა, ხილვები, რომ მტრისას!
-არა კაცო...! Katabua-ს "სხეულიდან გადმოვარდნები" ჰქონდა, რაღა დაგიმალოთ და ისეთი "სხეულიდან გადმოვარდნები" ჰქონდა, რომ ქვას ხეთქავდა, ქვას!
მოკლედ მეგობრები დამემოწმებიან რომ ფემინისტკებთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს მარა, პირდაპირ ქალების შემოსევას რომ აქვს ადგილი ამას ვაღიარებ, "კაცი წმინდანი" რომელსაც "ხილვები ჰქონდა" ერთიც არ მოიხსენიება სულ რომ სანთლით ეძებო, ვერ იპოვი.
მარა, როგორც გარედან ჩანს მთავარი ის კი არ არის თურმე, მართლა ხილვები გაქვს თუ უბრალოდ ფაღარათი გაქვს, მთავარია ისეთი რამე თქვა რაშიც ვერავინ შეგედავება, ანუ რაც არ გემჩნევა, აი რომ თქვა გული მიწუხსო, მაშინვე მაჯას გაგისინჯავენ, და გამოგიჭერენ ადგილზევე.... ეგეთები არ ჭრის....
ზოგიერთი სიზმარი ხილვად შეიძლება ჩაითვალოს.
სიზმარი რომელმაც ისე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა შენზე, რომ არ გავიწყდება ხილვად შეიძლება ჩაითვალოსო.
საინტერესოა თუ გქონიათ ასეთი სიზმარი?
2-3 წლის ვიყავი და თითქმის ყოველ ღამე კარგა ხნის მანძილზე ძილის წინ ვხედავდი ფანჯარასთან ფეხებით ჩამოკიდულ კაცს. მისი სახის ნაკვეთებსაც კარგად ვარჩევდი. სახე ძაან ბოროტი ჰქონდა. ეს იყო ნამდვილი ხილვა. ეს ის ასაკია როცა ტელევიზორში არც უჟასებს უყურებს (მაშინ სად იყო რო) ბავშვი და ცხოვრებითაც იმდენად არ არის დატვირთული ემოციურად რომ წარმოდგენით ასეთი სურათი შეექმნას. ეს გაგრძელდა ალბათ დაახლოებით ერთი წელი. მე ამას ვუკავშირებ წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილ, სულში ღრმად ჩაბეჭდილ სურათს....
old_man
შიშით კი მეშინოდა, მაგრამ არავის ვეუბნებოდი. მერე გაქრა თავისით ეს ხილვა იყო თუ რაც იყო.
.
აბა გუშინ ვის ქონდა ხილვა რომ დღეს მე გამოვჩნდებოდი?!
FEBRUARY
ხე-ხე რ დაიჯერებ და შენზე ვფიქრობდი გუშინ.
რატომ შემოდის ასე იშვიათად თქო
საქართველოდან გამგზვრებამდე ვნახე-ხილვა. ერთი ჩემი ძველი ნაცნობი ჯადოქარი, თითქოს წიგნში იყო და ფურცელიდან ფურცელში გადადიოდა. თავზე მგლის ნიღაბი ეკეთა. სამწუხარო ისაა რომ თითოეული ფურცელი ვიღაც ადამიანის სიცოცხლე იყო. დავინახე თუ როგორ შედიოდა მსხვერპლის საცხორებელში კედლიდან და ჩამდა მათ როგორც კანფეტებს . როდესაც გამომეღვიძა ვიგრძენი რომ ვიღაცამ მომეხმარა მის დანახვაში.
Guru
ხილვების გარჩევა - საქმის გარჩევას ბევრად სჯობს, ბევრად!
ისე, სჯობს თუ სჯობია რომელია სწორი ფორმა ამ შემთხვევაში?
priad ubralo
"სჯობს" უკეთესად ჟღერს ჩემი აზრით
mata
მადდლობა
სიზმრები და ხილვები? - ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო!
სიზმრის საშუალებით მოვხვდი პირველად იმ სამყაროში და მერე - ხილვებში გადაიზარდა.
ახლა აღარ მჭირდება დაძინება ხილვისთვის... სამივე სამყაროში ისე ვმოგზაურობ, როგორც საკუთარ სახლში:
რეალურში (აქ), ირეალურში (იქ, სადაც სულები ხვდებიან) და კოსმიურში (სხვა ცოცხალ პლანეტებზე)...
daliela
priad ubralo
მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი რამ როცა გღვიძავთ, აბსოლიტურად საღ გონებაზე ხართ,დაკავებული ხართ რამით თან პარალერულად ხედავთ რომ სადღაც სხვაგან ხართ, გესმით იქაური საუბარი, თან თქვენც იღებთ მონაწილეობას და გაქვთ ისეთივე შეგრზნებები იმდენად რო რეალობისგან გარჩევა რთულია. მოკლედ აქაც ხართ და იქაც
მასე აქაც და იქაც ვარ უკვე 37 წელია!
ეს სრულიად რეალური შეგრძნებებია! ))
აქაც ვდებ:
დამეხმარეთ, რომ გავშიფრო ეს "შტამპი" თუ ბეჭედი?
ხილვაში ვნახე, ამ გამოსახულებას ბეჭედივით " ვარტყამდი" ფურცელზე და მერე ამ ფურცლებს ვარიგებდით სადღაც.
არ ვიცი რა იყო ეს.შეიძლება სასაცილოც იყოს, ერთხელ გამეგვიძა გამით და ვხედავ თეთრ არსებას აი როგორ ავღწერო ჰარი პოტერში დობი როა ეგეთი იყო და უფრო ბოროტი სახე ქონდა და იჯდა მე არ ვიცი არც შემშინებია და ახლოს მივედი მასთან და ვეცადე რომ დამეჭირა მაგრამ გაქრა შეიძლება სასაცილოა მაგრამ ესე მოხდა
ნუ არ ვიცი ხილვა იყო თუ ჩვეულებრივი სიზმარი ,მარა თეთრებში გაბრწყინებული თეთრ წვეროსანი კაცი მყავს ნანახი ...
აი დახლოებით ''გენდალფი'' როა მასეთი მიყურებდა და
წინასწარ ხილვით მილიონი პროცენტი კი არა დაუთვლელი პროცენტი მჯერა. ამას ვერც ერთი ვერ გადამარწმუნებ რომ არ არსებობო და ან ზღაპარიაო.
გრიფონი
ბოლომდე ვიტყვი ბარემ, ესეგი დიდი ეკლესია იყო ოტხივე შესასვლელ კარი ღია ქონდა, მე ვითომ ხატები გამომქონდა და სადღაც ჩამქონდა , და ბოლოზე რო შევედი ეს კაცი იდგა ნამდვილად, თეთრი წვერი ქონდა და თეთრი გრძელი თმა,მგონი უფრო ბრწყინავდა და მოჩერებული იყო ჩემზე მეც გაშეშებული ვიყავი და ესე ვუყურებდით ერთმანეთს, ტიტქოს ამ მზერით რაგაცას მეუბნებოდა, და( მადანაშაულებდა) ასეთი შთაბეჭდილებ ა დამრჩა, ბოლოს ჩემ თავს ვკითხე სადვართქო მოვკვდი თქო და გამომეღვიძა.
გრიფონი
მეც მყავს ასე მბრწყინავი ქალი ნანახი. მისი სილამაზე შეუდარებელი იყო. მისი სამოსი თეთრი ღამე ვარსკვლავებით სავსე. სახე არ მახსოვს, რადგან მბრწყინვალებით აშუქებდა.
განსხვავება ჩემს სიზმარში ისაა, რომ დანაშაულის გრძნობა არ მქონია, პირიქით სიხარულის გრძნობა იყო.
მას შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა და დღესაც ჩემი ყველაზე სასიამოვნო ოცნებაა, ბედნიერი ვარ მისმა ბრწყინვალებამ მისი ნახვის უფლება რომ მომცა, ძალიან ბენიერი ვარ
დიდი ხანია უკვე რაღაცა ხილვების მაგვარი მაქვს , სხვა ტემებში კი მიწერია ამაზე და ხშირად წინასწარმეტყველურიც ,მარა ეს დღეები რაღაცა უცნაური ხილვები მაქვს ვერაფერით ავხსენი
1 ) ამასწინად ვხედავ ამას სიზმარში , თეთრი კედელია და უცებ ამოდიან უამრავი ობობებიიი , აი ძალიან ბევრი ,პატარა ნაცრისფერი ობობა ,რომაა ისეთი ოღონდ უფრო დიდი ზომის, ძალიან ბევრი გადმოდიან და ვრცელდებიან , მე ფეხშიშველი ვარ ,იატაკი ნაცრისფერია ობობისმაგვარი ფერი აქვს , ვერ ვხედავ მასზე ჩამოსულ ობობებს , გარშემო ბავშვის ფეხსაცმელები ყრია ,ვცდილობ მოვკლა ეს ობობები მარა ვერ ვახერხებ ამ პატარა ბავშვის ფეხსაცმელებით , მერე ფეხზე დავიხედე ,კოჭთან ვხედავ სისხლი მომდის ერთი წერტილიდან,გვერძე კი იქაც ვითომ ობობის ნაკბენი მაქვს ,დასიებული ამობურცული , მთელი ძალით თითს ვაჭერ ზედ და მტკივა ,,უცებ მეღვიძება , ფეხზე ის ადგილი სადაც ობობის ნაკბენი მქონდა საშინლად მტკიოდა , ზუსტად იმ წერტილში , უაზრობაა მარა რატო ვერ გავიგე
2 ) დღისით მზისით კომპიუტერთან ვზივარ ჩემთვის ,უცებ ეკრანის ერთ კუთხეში ვხედავ ბუზი ზის , ნამდვილად ვხედავ რეალურ ბუზს ,ჩემი ძმა მიჯდა ახლოს და გავეხუმრე , ნახე რა ჯანმრთელი ბუზია ამ ყინვაში აქ საიდან გაცნდათქო , გადმოიწია აბა სად ხედავ გოგო ბუზს აქ სად დაინახეო .მე მივბრუნდი ჩემი ძმისკენ და ვეუბნები რას ვერ ხედავ ბოჭო კომპიუტერზე ზის გახედეთქო და უცებ შემოვტრიალდი ისევ ისე და დავხედე იმ ადგილს და გადავირიე რამის ვხედავ ძალიან ბევრი ბუზიაააა , აი როგორც ობობები იმ სიზმარში რო ამოდიოდნენ , რაღაც ამდაგვარად , უამრავი ბუზი ,გადავირიე რამის ვერც ვერაფერი ვთქვი , ვისთვის მეთქვა , ჩემი ძმა აშკარად ვერ ხედავდა ,არადა რეალური იყო ,რამდენიმე წამი და უცცებ გაქრნენ .
3) იმავე საღამოს დავწექი და უყურებ ტელევიზორს , შუქი მაქვს ოთახში გამორთული , ტელევიზორის სხივები ირეკვლება , აი როგორ მიგახვედროთ ვერ ვიგებ , თითქოს რაღაცა სხივებივით რომ კეთდება არ ვიცი რა ქვია მაგას , მზემაც იცისხოლმე თვალს რომ გაუშტერებ , ხო და ამ სხივებს ვხედავ და უცებ ვხედავ ერთ ერთ ასეთ სხივზე დადიან ლოკოკინები ,აშკარად ლოკოკინააა ,ვაა გადავირიე
4) ვწევარ ღამე მძინავს და უცებ მაღვიძებს ზანზარი , მთელი ტანით შევზანზარდი შევქანდი ,ყურებში მესმის რაღაცის ნგრევის ხმა ,ვგრძნობ მიწისძვრას, წამოვარდი ლოგინიდან ,ვაა გადავირიე , არანაირი მიწისძვრა , თან რა მარტო მე ხო არ გავიგებდი ეგეთი მიწისძვრა ,რომ ყოფილიყო ? ხანხს ისევ ეძინა ოჯახის წევრებს ,დავწექი და გავაგრძელე ძილი აბა რა მექნა
5) გუშინ მოხდა ეს , ბავშვი მიწევს გვერდით ,ხშირად შემინიშნავს ,რომ ჩემი ფიქრები გადაეცემა ტუ არ ვიცი როგორ დავარქვა ამას , ხანდახან მგონია ,რომ ესეც ხედავს იმას რასაც მე ,სიზმრებსაც და ხილვებსაც , გუშინ ასე გვძინავს ერთად და სიზმარში ვხედავ ჩემ შვილს , ვითონ თავზე ვეფერები დაუცებ თმები გადაუწიე და ვხედავ უამრავ ტილებსსსს , აი უამრავსსს , დარბიან აქეთ იქეთ , ისე როგორც ის ობობები, ის ბუზები და ის ლოკოკინები ,ეს ტილებიც ასე ბევრი დარბიან , მერე სიზმარშივე უცებ ვეღარ გავიგე რა რა ხდება , ვხედავ ჩემ საწოლს სადაც ვწევართ მე და ბავშვი ,მე ისევ ისე ვწევარ ვხედავ რო მძინავს , ჩემი შვილი კი ლოგინის გარშემო დარბის და თამაშობს , უცებ დაწვდა ლოგინს და ცდილობს გადამხადოს ,ფეხებთან ებღაუჭება საბანს და და ფეხზე მექაცება , მე თავს ვწევ ვითომ და გაბრაზებული ხმით ვეძახი ნიკააა გაჩერდიი ნიკააა ნიკააა ნიკაააა და უცებ გამაღვიძა ბავშვის ხმამ და ბავშვს ვხედავ ნახევრად ძინავს ისევ და იძახის მტელი ხმით ნიკააა ნიკააა .... გადავირიე რაა , მერე გამოფხიზლდა , ცავეხუტე
ეს ყველა სიზმარი თუ ხილვა ამ 3–4 დღის განმავლობაში ხდებოდა ,ვერ გავიგე რატო ვხედავ ამდენ მწერებსა და რაღაცეებს ,რას მიმანიშნებენ და ეს მიწისძვრის შეგრძნება ხშირად მაქვსხოლმე ,მაგრამ როცა ასე მემართება მიწისძვრა ხდებახოლმე სადღაც , ამ 3–4 დღის განმავლობაში რამე მიწისძვრა ხომ არ ყოფილა სადმე ? ანუ ტელევიზორში ხო არ გამოუცხადებიათ თუ იცით ?
miss-tika
11 დეკემბერს იყო ახალქალაქთან 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.
David27
როგორც მითხრეს გუშინაც ყოფილა მიწისძვრა იაპონიაში , მგონი 5 ბალიანიო , მესამე შემთხვევა მაქვს იაპონიის მიწისძვრასთნ დაკავშირებით , მწერებს აღარ ვხედავ
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)