ხართ ცრუმორწმუნეები?
მე არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, არც შავი კატის, მარილის დაყრის და ვითომ 13 ცუდი რიცხვია;
მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით მანქანით, მეგობრის მანქანით, კატამ გადაურბინა, მიატორმუზა და არ წავალო შეშინებულმა))) და სანამ უკან რიგი არ დადგა პიპინით იქამდე არ დაძრა)))
ვეტყვი აქ შემოვიდეს და თავის კომპეტენტური აზრი დაწეროს, კატების გადარბენასთან დაკავშირებით))
forumis #13 wevri var! imedia crumorwmuneebi ar xart da gamagdebt!
me 6 sartulze vcxovrob da chemi bina 66 nomeria:)))
ერთი ამბავი გამახსენდა
მოკლეთ იყო ერთი ტიპი, რომელსაც დოღზე სტავკების (ფსონების) დადება უყვარდა. (დოღი არის ცხენები რო დარბიან და ვინ პირველი მივა )
ხოოოდა, გადიოდა წლები და ეს კაცი სულ აგებდა.. და ერთ დგესაც მიხვდა როგორ უნდა მოეგო, რომ შვიდიანი მისი ბედნიერი ციფრი იყო და ამაზე უნდა აეგო ყველაფერი.
შვიდ რიცხვში ადგა დილის შვიდ საათზე, ხველა მოქმედება შვიდს დაუკავშირა ან შვიდჯერ გააკეთა, მერე მეშვიდე სალაროში, მეშვიდე ნომერ ცხენზე დადო შვიდი დოლარი..
და ცხენი მეშვიდე მივიდა
))))))
exla shevamchnie wina Post-i me 6 nomeria))))
ასეთი ისტორია ვიცი მე, იყო ერთი მფრინავი, რომელმაც გადაწყვიტა დაემტკიცებინა რომ რიცხვი 13 თარსი არაა. და გადაწყვიტა რომ 13 რიცხვში, 13 საათსა და 13 წუთზე აფრენილიყო თვითმფირავით და 13 კილომეტრი გადაიფრინა. ხოდა გაემზადა ეს მფინავი, თვივთფინავს დიდი 13-იანი დააწერა, შუბლეც 13 დაიწერა ფლომასტერით და ა.შ.
ხოდა იტოგში ფრენა წარმატებით დაასრულა. ამით გახარებული საღამოთი ბარში აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად ამ გამარჯვებას, მაგრამ უცბათ ყელში კურკა თუ რაღაცა გაეჩხირა და მოკვდა...
ისე ეს ყვალასთვის ინდივიდუალურია, თუ გჯერა ცრურწმენების, ისინი ხდება შენი იქითა სამყაროსთან ურთიერთობის საშუალება და თუ რამე ცუდი მოგელის იქიდან "განიშნებენ" რომ დაფიქრდე საით მიდიხარ
ხო კონსენსუსი დაფიქსირდა....
მეც მასე ვფიქრობ... თუ გჯერა ახდება... "ჰოი თქვენ მცირედ მორწმუნენო, ხორბლის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ წყალზე გაივლიდითო"... ერთი კი არის რო ცუდს უფრო ადვილად იჯერებს ადამიანი
zet- 7 გაასწორა
მე მაქ ერთი ცრურწმენა საკმაოდ კარგად დაცდილი...
თუ მარცხელა ხელის გული მომექავა მაქსიმუმ 3 დღის ვადაში რაღაც შემოსავალი უნდა მომივიდეს
ასეთი მინიშნება არაფერი არ მაქვს
მაქვს ხოლმე წინათგრძნობა და სიზმარი
თემას გავაცოცხლებ
ჩემის აზრით რო არ ვიცოდეთ გაგონილი მაინც, რო არ გვქონდეს, რომ 13 რიცხვი თარსია, რომ შავი კატის გადარბენა ავის მომასწავებელია და ა.შ. არანაირი გავლენა არ ექნებოდა ამ ყველაფერს. შეიძლება ვინმეს ამის არ ჯეროდეს, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც ილექება ქვეცნობიერში, ტვინის რომელიღაცა უჯრედები ამას იჯერებენ და იმიტომაცა რომ მართლაც რეალურად ხდება. არადა ეს ყველაფერი ჩვენი ფსიკიკიდან მოდის... მეც ხშირად ამხდენია, მაგალითად მარცხენა ხელის ფხანაზე, ფული მიმიგია, მაგრამ აბა დაუკვირდეთ რამდერჯერ არ აგვხდენია ... კოსნერზე წავიკითხე ერთხელ, 8 ციფრზე გართულება ქონია და ერთხელაც შევიდა სასადილოთ რესტორანში და სოკო შეუკვეთა, შემთხვევით რა სოკოც შეუკვეთა 8 ცალი იდო თეფშზე და გაბრაზებულმა კოსნერმა მოისროლა ეს თეფში და გავარდა გარეთ. მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს სოკო ერთ-ერთ ოფიციანტს უჭამია და მოწამლულა.... ასე რომ საკმაოდ ძლიერი ფსიქიკა გვაქს ადამიენებს, რას ვირწმუნებთ და რას არა ეს ჩვენი ნებაა, მაგრამ შევეცადოთ რომ ყველაფერი დადებითისკენ მოვმართოთ და ვირწმუნოთ, ისედაც ძლიერ დაბინძურებულია დედამიწის ენერგეტიკული ველი... ჩვენ ინდივიდებს გვაქს ამის ძალა რო ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ ეს დაძაბულობა...
აუუ მგონი რაგაც მოწოდებასავით გამომივიდაა, რაც საშინლად არ მიყვარს, მარა მგონი ცუდი არაფერი მითქვამს არა???
13 რიცხვი მიყვარს და შავი კატა ჰოროსკოპის მიხედვით ჩემი თალისმანია რადგან ამ მხრივ "ჩაწყობილი" მაქვს,- შავ კატაზე პირველი გადავდივარ ხოლმე..
შეგვიძლია ახალი ცრურწმენები დავნერგოთ, მგონი ძალიან ადვილია, - მაგ: გრძელთმიან ქერა ქალს მისალმებისას თვალებში არ შეხედოთ, არ ვარგა. (თავის ტკივილი იცის);
გრძელთმიანი შავგრემანი ქალის დატოვებული არც ლუკმა შეჭამოთ, არც მისი თეფშიდან რამე.. ფულის წასვლა იცის.
ერთად თუ ნახოთ შავგრიმანი და ქერა ქალი, აუცილებლად შუაში ჩაუარეთ, - თორემ ჩხუბი მოგივათ...
"ნასკი" თუ გაგძვრეთ ფეხიდან, სასწრაფოდ მეორეზე ჩაიცვით, თორემ მეზობლის ძაღლს რაღაც მოუვა (განუტევებს)..
კიდეე?
დაა ბაი გრძელ წითელ თმიანზე რას გვეტყვი????
13 რიცხვს არანაირი განსხვავებული თვისება და შინაარსი არ გააჩნია ჩემს ცხოვრებაში
რაც შეეხება შავ კატას არ ვიცი რატომ მაგრამ პირიქით პირველი გავდივარ
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მექმნება ამ საქციელზე თითქოს ვიღაცაზე მაგარი ვარ
მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ოჯახში გვასწავლეს ხო?
ბებიებმა, დედებმა ნათესავებმა და ასე სემდეგ.......
მარილი რომ დამეყრებოდა დღეს ვიღაცასთან იჩხუბებო სულ მეუბნებოდნენ, არადა მშვიდობის მტრედი ვარ
ამიტომ არსებობს გამოსავალი, ცვენ მაინც არ დავუბინძუროთ ჩვენს მომავალს, სვილებს ნათესავებს ტვინები და არ მივაწოდოთ ეს ინფორმაციები
და თუ ერთ დღესაც ისინი მაინც მოიტანენ ამ ინფორმაციას, ბაღიდან, სკოლიდან, ქუჩიდან
მაშინ უფრო მეტად გადავაჯეროთ რომ ეს გაუნათლებელი ხალხის მოგონილია და რომ ეგეთებს ყურადღება არ მიაქციონ
ერთ მაგალითს გეტყვით: როგორც ვიცით მარილიზ დაყრა ჩხუბს უკავშირდება(ანუ თუ მარილი დაგეყარა ვიღაცასთან იჩხუბებ) მე გეტყვით საიდან გამომდინარეობს ეს ცრურწმენა .... თუ არ ვცდები ეს ინდოეთიდან მოდის და ძალიან ძველ პერიოდთანაა დაკავშირებული. იმ დროს მარილი ძალიან ძვირად ფასობდა (არა მარტო ინოეთში) და შესაბამისად მისი დაბნევაც დუდს ნიშნავდა და ჩხუბიც მოსდიოდათ (100 გარმიანი ოქროს ძეწკვი რომ დაუკარგოთ ოჯახის რომელიმე წევრს მემგონი ჩხუბს გამოიწვევს) ხოდა მარილის სიძვირის გამო მისი დაბნევა იკავშირდებოდა ცუდს , ჩხუბს... შემდეგ ეს გავრცელდა მაგრამ მე მგონი მხოლოდ ჩვენთან შემორჩა მაგრამ ციფრებზე რა გითხრათ 13 რიცხვზე მოვლენები 50% - 50% ნაწილდება ისტორიაში იყო ამ რიცხვთან როგორც ცუდი ასევე კარგი ფაქტები თანაბარი რაოდენობით. მაგრამ როგორც ვიცით ასტროლოგიაში ციფრებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ... და არსებობნს ყველასათვის იღბლიანი და ცუდი ნიშნები... ნიშნებს ასტროლოგიაში განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ნუმეროლოგიის დარგში ანიჭებენ (ასტროლოგიის ერთ ერთი დარგია) რა ვიცი ესაა ის ულ რაც ვიცოდი (რისი თქმაც მინდოდა) თუ რამე შემეშალა ბოდიშს მოგიხდით (მე ხომ მხოლოდ 15 წლის ვარ )
ცრურწმენა სიზმარს არ ეხება. სიზმარი სხვა რამეა. ცრურწმენა სამწუხაროდ ძალიან ბევრი ოჯახის თანმდევია. 13 რიცხვიც მიყვარს და კატის გადავლილზეც გავდივარ. საცოდავი კატა. თუ ყველამ დაიწყო მისი თარსად ჩათვლა. ისე კატას ძალიან ძლიერი ბიოველი აქვს, შეიძლება ამანაც განაპირობა ცრურწმენის წარმოქმნა მის შესახებ. ვისაც კატა ახლოს ყავს და ხშირად ეფერება გულის დაავადება არ დაემართებაო გამიგონია.
საერთოდ თუ ირწმუნე სხვადასხვა ეს ცრურწმენები, როგორიცაა მარილის დაყრა, კატის გადარბენა, სარკის გატეხვა, ცოცხის შემთხვევით ვინმეს ფეხზე შეხება მოვკვდი აღარ შემიძლია, ეს ყველაფერი ცხოვრებას ართულებს და მღლის. ბავშვობაში გამოგიტყდებით, რაც მესმოდა სხვადასხვა ხალხისაგან მეც მჯეროდა, ჩემი ოჯახი არასოდეს იყო ცრუმორწმუნე მაშინ, ახლა არც მჯერა და არც ვფიქრობ. გაიცინეთ , სიცილი ბევრი რამის წამალია– აი ახალი „ცრურწმენა“, რომელიც მხოლოდ კარგს მოგიტანთ.
არ მჯერა ცრურწმენების!
როგორც ვიცი 1წლის ბავშვს არ უხდიან დაბადების დღეს. ღვთისმშობელს გადაუხადეს დიდი დაბადებისდღე 1წლის რომ იყო, და საინტერესოა ერთი ვინ მოიგონა რომ არ შეიძლება.
ამ მარილს და კატებს რაღას ერჩიან კიდე. ლოლ
სიცილი რომ კარგია ჯანრმთელობისთვის ცრურწმენა არარის, მეცნიერული ფაქტია.
ბევრი იცინეთ, ან უბრალოდ გაიღიმეთ. ამ დროს ტვინში კარგი რამეები ხდება
ისე ზოგიერთი ცრურწმენა სულაც არაა ტყუილი, უბრალოდ მისი ნამდვილი აზრი დაკარგულია და შემდგომში დამახინჯებული დოგმასავით გადადის....
მე ვიტყვი იმ ცრურწმენაზე, რომელზეც ვიცი ანუ მაგიდის კუთხეში თუ დაჯდები 7 წელი არ გათხოვდები/ცოლს არ მოიყვანო :დ
საიდან წამოვიდა ეგ "აზაბოჩენი" იდეა არ ვიცი, მაგრამ ის სიმართლე, რომელიც მაგიდის კუთხეს უკავშირდება ნამდვილად ყურადსაღებია!!!
შეკრული კუთხის წვეროდან მოდის ენერგეტიკა, რომელიც ასე ვთქვათ ჭრის მის წინ მდებარე ობიექტს/სუბიექტს ენერგეტიკულ დონეზე, რაც საკმაოდ არასასურველია!
ასე, რომ ერიდეთ კუთხეში დაჯდომას, მაგრამ თუ მაინცდამაინც სხვა გზა არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ მრგვალი მაგიდის კუთხეში დაჯდეთ!
მაგიდის კუთხის სამკუთხედი აზიანებს მანიპურა ჩაკრას. ამიტომ მაგიდასთან კუთხეში არ დაჯდეთ
ჰოო ირმა
და არა მარტო მაგიდის, "ვოფშემტა" საერთოდ, ზოგადად კუთხე ვერაა კარგი ადგილი როდესაც ის წვერითაა შენზე მომართული!
მეც შემიმჩნევია, როდესაც რამე მჭრელ საგანთან ვარ ეგრევე ხელებით ვეფარები მზის წნულს (ინსტიქტურად )
ადმინისტრაცია:
ამ ფორუმზე ახალ შემოსულებს მინდა შევახსენო...
ამ ფორუმზე არარსებობს არანაერი ავტორიტეტები, ისეთი როგორიცაა მაგალითად რელიგიური პერსონაჯები, ნებისმიერი რელიგიური პერსონაჯების აზრებს და მიდგომებს არანაერად არააქვს აქ უფრო მეტი წონა ვიდრე ამ ფორუმის რომელიმე უზერის გამონათქვამებს თუ აზრებს...
და ასევე კიდე მინდა ყველას შევახსენო ამ ფორუმზე მოერიდეთ რელიგიური საკითხებზე მსჯელობას და რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებას..
ისე, ცრურწმენებს ზოგადად ვებრძვი ჩემს თავში, მაგრამ ზოგჯერ ვპოულობ რომ გამაჩნია. მაგ. ვცდილობ დილით ყვავის ჩხავილს არ მივაქციო ყურადღება და ხარხარად აღვიქვა. მაგრამ სადღაც მჯერა რომ მაფრთხილებს და იმ დღეს, პირველ ნახევარში მაინც, უფრო დაკვირვებულად ვმოქმედებ..
შავი კატა კი დრუგ მოი.. კარგი ნიშან..
ხოო, კიდევ არ მახსენდებაა, ბლომად მექნებაა
როდესაც გეუბნებიან რომ
ცოლად არ უნდა მოიყვანო ისეთი გოგონა რომელიც ხუთშაბათ დღეს დილიდანვე მაგიდასთან მოირბენს და ჩაიდანს მარცხენა ხელით აირებს და დაცლის მთლიანად ( 3 ლიტრა წყალი... გოგო კი არა მედუქნეა ) ...
ანუ ცრურწმენებს გაგება უნდა.
ასეთი გოგო უფრო სამკურნალოა ვიდრე ცოლამოსაყვანი ( თუმცა ერთი მეორეს არ უშლია და პირიქით ).
ძირითადად ცრურწმენებს იგონებდნენ სოციუმის დაბალი ფენების წარმომადგენლები ვინაიდან უფრო იოლია იაფია გამოსადეგი დროში და სივრცეში გეშინოდეს რარაცის ვიდრე ფიზიკის და ქიმიის და ბიოლოგიის კანონები იცოდე და ორსული ქალი რაღაცის გადასაზიდათ არ გაუშვა ( არა და უწევდატ შრომა ყველას . გლეხის ოჯახში ყოველივე ხელი დათვლილი იყო ).
მარილი იყო ძვირი ? იყო. მიდით ეხლა ვინმე ოხერი მოგივიდოდათ სახლში და უწივლებდი კი არა მოლეკულებზე დავშლიდით თუ კი გადაყრიდა ამ პროდუქტს უაზროდ.
გვეშინოდეს...
თუმცა რეალური ანუ საშიში ცრურწმენები.. .ძირითადად ბუნებრივი წარმოშობის არიან მაგ ჩიტი ნისკარტით ურტყავს ფანჯარაში ( გრძნობენ იმ პრესიკვდილის დისსონანსს თუ კი ამ გზიდან ვერ/არ გადადის ადამიანი და უახლოვდება ბოლო წერტილს ამას გრძნობენ და გვაცნობენ ). შავი კატა კიდევ პირიქით უნდა იყოს ანუ კარგია უკვე ამ კატამ აიღო ტავისთავზე იმ სავარაუდო ნეგატივის ნაწილი ( ვიცით ცხოველების თვისებებზე ).
ჩემი სწავლის ცრურწმენა ? ავტობუსი ან ეწ მარშრუტკა დროზე თუ არ მოდიოდა აზრი არ ჰქონდა წასვლას. აუცილებლად ან კარგი დღე არ იქნებოდა ან ზედმეტი ძალის დახარჯვა მიწევდა.
ამ ბოლო დროს ყვავი წარმოვიდგინე ღვთიურ ცხოველად და მისი ჩხავილი სასიხარულო ამბად... ისეთი კმაყოფილი ვარ ვერ წარმოიდგენთ სულ აღარ გავურბი მათ ჩხავილს
არა ნუ მაინც საიდან მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა ჩემი თავისა მიკვირს... ყველას ეჯავრება ყვავები და მე კიდე არაჩვეულებრივად ვარ განწყობილი მათ მიმართ... რას ვერჩოდი აქამდე არ მესმის...
მათ ჩხავილზე მეღიმება ხოლმე, რადგან ვიცი კარგ ამბავს გავიგებ
mata მე მაგის მსგავსი კატაზე გამომდის,–კატამ თუ გადამირბინა რაღაც კარგი უნდა შემემთხვას
არ ვიცი ამას ცრურწმენა უნდა დავარქვა? ამას წინათ, სოფელში ძალიან დიდი ხნის, ჩემთვის უცნობი ადამიანების, ჩემთვის კი არა მამაჩემს რომ აღარ ახსოვს ისეთი ნათესავების, ძალიან დიდი ხნის გარდაცვლილების სურათები დავწვი, ისე სინდისი რომ მშვიდად მქონოდა მამაოს მაინც დავეკითხე, იმანაც დაწვი არა უშავსო და მეც სინდისის აუღელვებლად დავწვი. ახლა ვფიქრობ ხომ არ დავაშავე?
elli
Existence
არადა მე ველაპარაკები ხოლმე, ჩემთან ეზოში არიან 3 ოჯახი.. ადრე სულ ყვავები იყვნენ, ეხლა 3 ცალი ყორანიც გაიჩIტა.. მაგარი მასტები არიან! ერთია, აი აივნის წინ დიდი კიპარისია იმის კენწეროში შემოჯდება და დაჩახველბს , როგორც დავასკვენი მეძახის ხოლმე, გავალ და რამეს გადავუგდებ, სასუსნავს, გაიხედავს გამოიხედავს და დააფრინდება.. ასევე ძაღლებს თუ დავუძახებ, ეგრევე გაჩნდება, დაჯდება შორი-ახლ;ოს და ელოდება რამეს თუ გადავუგდებ.. მერე ცაფრინდება და დასტაცებს ნისკარტს.. რომ ადდიან მიწაზე ისეთი "ვაჟნები არიან" პირდაპირ შეგშურდება..D
ის რომ ყვავები ცუდი ამბის მომტანია ბიბლიიდან მოდის: წარღვნა რომ დამთავრდა, ნოემ იმის გასაგებად თუ იყო სადმე ხმელეთი დარჩენილი. ჯერ ყვავი გაუშვა კიდობნიდან, რომელიც უკან ვეღარ დაბრუნდა რაც იმას ნიშნავდა რომ ყველაფერს ისევ წყალი ფარავდა, მერე მტრედი - რომელიც სისხლიანი ფეხებით მაგრამ ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა, რაც მერე (პიკასოს ნახატი) მშვიდობის სიმბოლო გახდა
kate
რავიცი ჩემ ყვავებს მხოლოდ ახალი ამბები მოაქვთ, ამინდის პროგნოზი არა ზალიან საყვარელი და ჭკვიანი არსებები არიან!
td.........
დარწმუნებული ვარ შენი ყვავები კარგი ამბის მომტანი არიან, იმიტომ რომ შენ ასე გჯერა, ვისაც ეშინია და სჯერა ცუდ ამბავს მოუტანს ისინი მხოლოდ ასეთი ამბის წინ ნახავენ და მოისმენენ ყვავის ჩხავილს
არ მჯერავს მე ეგეთების
kate
კი კარგი ამბები მოაქვთ, ხანდახან ჭორებიც.. ესრთხელევესწარი საოცარ სურათს, ერთი ყვავი და ერთი კაჭკაჭი როგორ უშრობდნენ სისხლს ჩვენი ეზოს კატას. იჯდა ის კატა და ყვავი მოქაჩავდა ყურზე, მოტრიალდებოდა შიშინით ეს ფისო და ამ დროს კაჭკაჭი კუდზე მოქაჩავდა... ასე გაგრძელდა კაი ხანს, საცოდავი კატა ხან აქეტ მოაწყდებოდა, ხან იქით , არაადამიანურ-არაკატურ ხმებს გამოსცემდა, ეს ოხრები კიდე კვდებოდნენ სიცილით.. ძალიან ვიხალისე... მერე მივედი ახლოს და დაანებეს ტავი და გადაფრინდნენ ხეზე..
kate
დიდი მადლობაა
მდააა...
ესე იგი რა ხდება:
არანაირი ცრურწმენა, როგორც ასეთი, არ არსებობს, მე იმის თქმა მინდა რომ რწმენა "ცრუ" არ არსებობს, თუ შენ გწამს და გჯერა რაიმესი, ის შენთვის აუცილებლად მოხდება
და ამაზე რომ თქვა არ არსებობსო და ცრუაო, უბრალოდ უაზრობაა.
აი ზოგს ჯერა რომ თუ შავი კატა გადაურბენს, მოსთვის მთელი დღე სახიფათო რაღაცეებია მოსალოდნელი და იგი ქვეცნობიერად ელის რაღაც ცუდს, ხოდა ეს ცუდი "რაღაც" არ აყოვნებს და როგორც წესი ხდება ხოლმე, ასე რომ თუ გჯერათ და გწამთ (მნიშვნელობა არ აქვს "ცრუა" თუ "მართალი") ის აუცილებლად მოხდება, ამგვარად თქვენ ქმნით თქვენს კარგ და ცუდ რწმენებს
და კიდევ საკუთარი "ცრურწმენის" გამოცდილებიდან (ვფიქრობ დაგაინტერესებთ)..
მეც მჯეროდა ხოლმე ადრე პატარ-პატარა "ცრურწმენების" და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო 13 რიცხვი, ანუ თუ ამ დღეს რამე გამოცდა მქონდა, ან რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ რაიმე საქმე, წინასწარ დარწმუნებული ვიყავი ხოლმე რომ აუცილებლად ჩამივარდებოდა საქმ, ანუ 13 რიცხვს ემთხვეოდა, ე.ი. მარცხი მელოდა.
ესე გრძელდებოდა კაი ხანს, ხოდა ერთხელ დავფიქრდი და მივხვდი რომ ამ იდიოტური მარცხების მიზეზი თვითონ მე ვიყავი და "გადავაპროგრამე" ეს ცრურწმენა და ყოველთვის როდესაც 13 რიცხვია, მჯერა და მწამს, რომ ეს ერთ -ერთი საუკეთესო დღე იქნება ხოლმე ჩემთვის და საოცარია, მაგრამ მას მერე რაც ასეთი განწყობით ვიღვიძებ ხოლმე ყოველ 13 რიცხვში, ის დღე ძალიან კარგად მიმრთავდება ხოლმე, ანუ მე ვუთხარი ჩემს თავს, რომ 13-ში არათუ რაიმე ცუდი არ მოხდებოდა, არამედ მხოლოდ კარგი ამბები იქნებოდა და ასეცაა, ანუ 13 რიცხვი ჩემთვის მხოლოდ კარგის მომტანი გახდა
პ.ს. ასე რომ მეგობრებო არანაირი ცრურწმენები არ არსებობს (თუ გწამს, ე.ი. არსებობს)
რომ ამბობენ თავზე რამდენი გვირგვინიც აქვს ადამიანს, იმდენჯერ იქორწინებსო... მითხარით რა რომ არ არის მართალი http://yoursmiles.org/s-sad.php
არ მჯერა, მაგრამ ჩემს ორ ბიძაშვილს აქვს, - ორივე მეორე ქორწინებაშია. ჩემს მეგობარსაც და ისიც
მითხარით რომ სისულელეა http://yoursmiles.org/m-sad.php
Ever
მაგარი სისულელეა
რა გვირგვინზეა საუბარი? ვერ მივხვდი
td.........
Ever
კაცო ტირილი თუ გინდოდა კაია, ღმერთმა სულ სიხარულად გიქციოს ეგ ცრემლები.. მაგაზე მეტი ცუდზე არარაფერზე გეტიროს ცხოვრებაში
td.........
Ever
პაპიკოს ქონდა ორი გვირგვინა და ყავდა ერთი ცოლი.
ჩემს ძმასაც აქვს და რავიცი ერთი ცოლი ყავს.
მეგობარი მყავს ერთი გვირგვინით 30 წლისას მესამე ცოლი ყავს
natuka
Ever
ჩემმა ერთმა ნათესავმა მე-6 ცოლი მოიყვანა ბოლოს, მაგრამ 6 გვირგვინი არ ქონია ნამდვილად
Ever
kate
Ever
Ever
ჩემს ძმას ორი გვირგვინი აქვს, მაგრამ ერთი ცოლი ჰყავს და ძალიან კარგადაც არიან
ასე რომ სისულელეა მასეთი ცრურწმენა.
ისე არსებობს ცრურწმენა, რომელსაც მართლა აქვს ნიადაგი. მაგ: მაგიდის კუთხეში ნუ დაჯდებიო... არა, არ დაიჯეროთ შვიდი წელი არ გათხოვდებიო რომ ამბობენ, მაგრამ მაგიდის კუთხეში დაჯდომა არ ვარგა. კუთხეს ენერგია რომ აქვს არ ვარგა, რადგან მზის წნულის ჩაკრაზე ცუდად მოქმედებს. ისე მგონი მრგვალი მაგიდა უნდა იყოს კარგი
ჩემი ცრურწმენაა რომ სამყარო იდეალურია და ყოველი დღე სრულყოფილი. და სულ მიხარია, ცრუწრმენაა სიყვარული.. სხვა მგონი არაფერი. ძირითადად რაც აღმომიჩენია ცრურწმენა გამოთქმები, ხალხური ანდაზები და აფორიზმები ყველაფრი სიმართლეა, ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზის შემდეგ ერთი შეხედვით ბავშური სისულელე რაც ჩანს.. ანდაზების თემა უნდა იყოს აქ.
http://s001.radikal.ru/i193/1607/16/fffe50deead1.jpg
რეალისტი
http://radikal.ru/big/3d270a864e3e4b689a3498ca9901f36a
და რას ნიშნავს ეს ჩამონათვალი
http://s018.radikal.ru/i510/1607/82/ac671889db63.jpg
საიდუმლოს შენახვა თუ გიჭირს, ორმოს მოუყევი და მიწა დააყარე.
სტუმარი რომ წავა, სახლი მაშინვე არ უნდა დაგავო.
კარის ზღურბლზე მისალმება – უსიამოვნებაა.
კარადაში შაქარი და მარილი ერთად არ უნდა იდოს.
ცოცხი კედელზე არ უნდა მიაყუდო – „მტრები ფეხზე დგანანო“, კედელზე უნდა დაკიდო.
დილით მარჯვენა ფეხზე უნდა ადგე.
თუ მტრედები ფანჯარაზე გიკაკუნებენ – ახალ ამბავს გაიგებ. თუ მტრედი შავია – ცუდი ამბავია, თუ თეთრია – კარგი.
თუ კატა ტახტზე გორაობს, სიკეთეს ელოდე.
საქმეზე რო მიდიხარ, უკან არ უნდა მოიხედო. ხეირს ნახავ.
უზმოზე მათხოვარი თუ შეგხვდა, უნდა გაიკითხო( დაეხმარო).
თუ დილით მერცხლებმა შემოგჭიკჭიკეს, სასიამოვნო სტუმარს ელოდე.
მგზავრი რომ შორ გზაზე წავა, ნაკვალევზე წყალი უნდა დაასხა – მშვიდობით ივლის.
გარდაცვლილის სურათი საძინებელში არ უნდა დაკიდო.
ჭექა – ქუხილის დროს ფანჯრის მინას სარკე უნდა მიადო – მეხს აირიდებ.
ჩვილი სარკეში არ უნდა ჩაახედო, დაელმდება.
ცუდი სიზმარი წყალს ან ცეცხლს უნდა მოუყვე.
გოგოს თუ გათხოვება უნდა, ტანსაცმელში დაფქვილი მაგნიტი უნდა ატაროს.
ფული და ბარაქა რომ არ მოგშორდეს, თან ღორის კბილი უნდა ატარო.
გატეხილ სარკეში ჩახედვა არ შეიძლება, უბედურება შეგემთხვევა.
ღამე ნაგვის გადაყრა არ შეიძლება, ბარაქა გაყვება.
ღამე ფრჩხილების დაჭრა არ შეიძლება – უბედურებას მოიტანს.
ავი ამბავი ქვას ან ხეს უნდა მოუყვე.
ორშაბათს ფული არ გაასესხო – ვალებს ვერ მოიშორებ.
თმას ახალ მთვარეზე თუ შეიჭრი, მალე გაგეზრდება.
მარილი თუ დაგეყარა, ჩხუბის ნიშანია.
ახალ მთვარეს ოქრო ან ფული უნდა აჩვენო და უთხრა: „ როგორც შენ იზრდები, ისე გაიზარდოს ჩემი ოქრო, როგორც ილევი, ისე დაილიოს ჩემი დარდი“
დანა ხელიდან ხელში არ უნდა გადასცე – ჩხუბის ნიშანია.
კარის ზღურბლზე თუ დგახარ – ვალს აიღებ.
მაგიდაზე ბავშვი არ უნდა დასვა – არ გაიზრდება.
მაგიდაზე სავარცხლის დადება არ შეიძლება, თავი აგტკივდება.
ნემსი ძაფის გარეშე არ უნდა დატოვო – ღარიბი სიძე გეყოლება.
ცისარტყელის ქვეშ თუ გაივლის – ბიჭი გოგო გახდება, გოგო ბიჭი.
წვიმამ რომ გადაიღოს, მიწაზე მარილის ჯვრები უნდა დახაზო.
რომ იბანავებ, ჯერ სახის გამშრალება არ შეიძლება.
40 დღე მძინარე ჩვილი არავინ არ უნდა ნახოს, თვალი ეცემა.
ტყეში ვინმემ თუ დაგიძახა, არ უნდა მიიხედო – ოქროსფერთმიანი ალია. თუ გაიხედე ალი მოგაჯადოებს.
თუ გინდა რომ წვიმა მოვიდეს, ათი მელოტი უნდა ჩამოთვალო.
ახალი წლის დღეს, როგორი სტუმარიც მოვა, ისეთი იქნება მთელი წელიწადი.
თუ ალს ოქროს თმის ბეწვს მოპარავ – ყველა სურვილს აგისრულებს.
ქორწილში პატარძლის ფეხსაცმლის ძირზე ვის სახელსაც დააწერენ, ის გათხოვდება პირველი.
სახლში მარჯვენა ფეხით უნდა შეხვიდე.
ღამე სასაფლაოზე არ უნდა გაიარო – ავსულები ბედს მოგპარავენ.
ახლად დაქორწინებული ქალი თუ ქორწილში წავიდა, პატარძალთან ერთად საცერით წყალი უნდა გაცრას – ორივე ბედნიერი იქნება.
ზღვას რომ გახედავ, თუ ჰორიზონტზე მუქი ზოლია – იწვიმებს.
სახლიდან რომ გადიხარ – „სად მიდიხარ“ – არ უნდა გკითხონ. თუ გკითხეს, პასუხი არ უნდა გასცე.
სიგარეტს სანთლიდან არ უნდა მოუკიდო, მეზღვაური მოკვდება.
კიბის ქვეშ გავლა არ შეიძლება – დაითარსები.
თუ ღორები უმიზეზოდ ჭყივიან -ავდარია.
კვამლი თუ ცაში სწორ ხაზად მიდის – ყინვა იქნება.
ცოცხი არავის არ უნდა მიარტყა – ხელი გაუხმება.
ზღვაზე თუ ქარი სამხრეთიდან უბერავს, ავდარია, თუ აღმოსავლეთიდან – დარია.
ობობის ნახვა – ბედნიერების ნიშანია.
მაგიდაზე ცარიელი ბოთლები არ უნდა დატოვო – ავსულები ჩასახლდებიან.
ჩანთას მაგიდაზე თუ დადებ, საფულე ცარიელი გექნება, თუ იატაკზე დადებ – სავსე.
შობას ან აღდგომას ხორბლის მარცვლები ეკლესიაში უნდა წაიღო და ღამე გაათენო. წვიმა რომ წამოვა, ერთი მარცვალი უნდა გადააგდო გარეთ და წვიმა შეწყდება.
წიწაკის ხელში მიცემა არ შეიძლება – გამწარდები.
ღამე კერვა არ შეიძლება, ბედი შეგეკერება.
სანაპირო თუ გასწორებულია – კარგი ამინდი იქნება. თუ ქვები ან ქვიშა – გორაკებად არის – ცუდი.
თუ ტანსაცმელს არ გაიხდი და ისე გაკერავ, თავზე ძაფი უნდა დაიდო – თორემ ბედი შეგეკერება.
თუ მეთევზეები თევზს ვერ იჭერენ – ზღვაზე ქარიშხალი იქნება.
ზღვა თუ ყმუის, მალე ვინმეს წაიყვანს.
თუ კატა პირის ბანისას ყურზე თათს გადაისვამს – დარი იქნება.
თუ ძაღლს სძინავს – გაავდრდება.
მაგიდის კუთხეში დაჯდომა არ შეიძლება – 7 წელი ვერ გათხოვდები/ ცოლს ვერ მოიყვან.
სახლში ვინმე რომ მოკვდება, საათი უნდა გააჩერო.
როცა სახლში მიცვალებულია, სარკეს ნაჭერი უნდა ჩამოაფარო.
მარჯვენა ხელი თუ გეფხანება – ვინმეს გაიცნობ, თუ მარცხენა გეფხანება – ფულს იშოვნი.
კოვზი ან ჩანგალი თუ დავარდა სტუმარი მოვა.
მეზობელი მარილს თუ გესესხება, უკან უნდა დაგიბრუნოს, თორემ ბარაქას გაიყოლებს.
შემოსასვლელს რომ დაგვი, ნაგავი გარეთ არ უნდა გაგავო, ბარაქა გაყვება.
პატარა ნაკადულს არ უნდა გადაახტე, უჟმური აგყვება.
თმას რომ დაივარცხნი, სავარცხელზე დარჩენილი თმის ნაგავში გადაყრა არ შეიძლება, ჩიტი ბუდეში წაიღებს და თავი აგტკივდება. უნდა დაწვა ან წყალს გაატანო.
სარკე თუ გაგიტყდა – 7 წელი დაწყევლილი იქნები.
ბავშვს რომ პირველი კბილი ამოუვა, ვერცხლის კოვზი უნდა მიუკაკუნო – ბედნიერი იქნება.
ტანსაცმლის უკუღმა ჩაცმა არ შეიძლება – დაითარსები.
თვეებში, რომელსაც ‘რ’ არ ურევია ქორწინება არ შეიძლება.
თავი თუ გტკივა და ვინმეს თუ ეტყვი- „ქვას ეყურებოდესო“ უნდა დაამატო, მოსაუბრესაც რომ არ ასტკივდეს.
სახლიდან გასულს, თუ რამე დაგრჩა, დაბრუნება არ შეიძლება. თუ მაინც დაბრუნდი, სარკეში უნდა ჩაიხედო.
(ც) მარიამ ნატროშვილი-ცრურწმენების მუზეუმი
http://www.sadarismelia.com/other-works/museum-of-superstitions
მე გადამირბინა ერთხელ შავმა კატამ , ვიფიქრე დამერხა მეთქი , 5 წუთის შემდეგ გავრბოდი და უკან ჩემხელა ძაღლი მომდევდა. :დ
დიდად არ მჯერა , უფრო დამთხვევები მგონია. საერთოდ ცუდი რარაცეები კატის გარეშეც ხდება მაგრამ როცა საქმეში კატა ფიგურირებს და ცუდი რამ მოხდება მაშინვე ჩვენს გონებაში მოცოცავს ეს ცრურწმენა და ჩვენც ვიჯერებთ. :დ
Me kidev mjera, radgan es tsru rtsmena ki Ar aris, aramed chveni tsinaprebis mier datestili ase vtqvat algoritmebi, romlebic utkuarad mushaobs! Aris ragac qmedebebis tanmimdevriba rac amoqmedebs uarkofit energias.magalitad igive gemis saxelebi.zustad vici ,rom kvela gemi saxelad admoral naximov, izireba...
Me bevri ram maqvs dacdili zogi kargad da zogic cudad.xelis gulis fxana da fuli mec dacdili maqvs, ukan shemobrunebac da paraskevi 13 shi vcdilob vabshe ar gavide garet...
ფაქ, რა აქსიომაა ნახე, სახელიც გაუბნება "ცრუ რწმენა" ანუ ცრუ, არასწორი, ტყული. თუ ტყუილია მაშინ არ იმუშავებს ხო(როგორც ეზოთერიკაში აღწერილი პრაქტიკების ნახევარი(უი ხო ზოგი მუშაობს მაგრამ არა ისე როგორც უნდათ ))? წარმოიდგინეთ რა ბანძია ტიპი რომელმაც იცის რომ რაღაც კონკრეტული ვრურწმენაა, ანუ ატყუებენ, არ მუშაობს და მაინც ჯერა, ჯიუტად ჯერა. დაიკიდეთ რა...
jarmen
ტყუილი სიმართლედ იქცევა თუ გჯერაო გამიგია........... რა არის რეალობა და რა არა ეს ცალკე თემაა, ჩემი აზრით საკმაოდ რთული..........
Taa
TeO
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)