Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პარამეცნიერება _ კრისტალები, ქვები, მინერალები

Posted by: რეალისტი Aug 5 2011, 08:19 PM

ჩაკრები და მინერალები
http://www.radikal.ru
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად.
დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით.
გამოყენების მეთოდები
ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით.
თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე.
თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან.
იხილეთ: www.aura-help.ge/node/65
www.aura-help.ge/node/52

Posted by: რეალისტი Aug 5 2011, 08:25 PM

კრისტალებით მკურნალობა
( სთოუნ თერაპიის მოკლე მიმოხილვა
)

ქვებიდან არეკლილი ენერგიით აურის სინათლით შევსება, უშუალოდ ზემოქმედებს მასზე და მის ყველა ასპექტებზე. ამ დროს ის ამაღლებს მენტალურ აღქმას და ემოციონალური სხეული ხდება ჰიპერ მგრძნობიარე. თუ, სრულდება აუცილებელი პროცედურები, სულიერი ენერგია შეიძლება შევიდეს ფიზიკურ სხეულში და აწარმოოს საუკეთესო განმკურნება. ამ პროცესებზე არა სერიოზულ მიდგომამ, მიამიტურმა წარმოდგენებმა და არა კონტროლირებადმა ენერგიის ნაკადებმა, შეიძლება მოგვიტანოს მეტი მავნებლობა, ვიდრე სიკეთე. გარკვეული თერაპევტული ტექნიკის გამოყენებით, რომელიც მოცემულია შემდეგ თავებში, კრისტალებისა და ქვების ძალა შესაძლებელია მოქცეული იქნას კონტროლის ქვეშ და მათი ენერგია გამოყენებული იქნას ორგანიზმის განვითარების და მისი სხვადასხვა დაავადებისგან განმკურნებისთვის.
კრისტალებით მკურნალობა წარმოადგენს პროგრესულ შემოქმედებას, რომელშიც ჩაქსოვილია მთლიანი განმკურნება მენტალურ, ემოციურ, სულიერ და ფიზიკური სხეულის. კრისტალებით მკურნალობის პრაქტიკა - ეს არის განთავისუფლების და ზეციური ენერგიის გამოხატვის საშუალება. ამ დროს გული უსმენს სულის გზავნილს. ეს არის დრო, შინაგანი ”მე”-ში ჩაღრმავების და მისი ღრმა რწმენის.
კრისტალებით მკურნალობა მიმართულია უმაღლესი სინათლის და ფერის ენერგიებისკენ . მათ მოქმედებისკენ ადამიანის ნატიფ არსებობაზე. როდესაც ხდება ასეთი ენერგეტიკული ურთიერთქმედებანი იხსნება კარიბჭე პიროვნების ღრმა ადამიანური არსისკენ. სწორედ მაშინ ხდება შესაძლებელი დავინახოთ თუ, რატომ შევქმენით რეალიები, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც მივხვდებით თუ, რატომ ვიწვევთ იმას, რაც, ხდება ჩვენ ცხოვრებაში და რა ფასდაუდებელი სულიერი გაკვეთილები არის ჩადებული ცხოვრებისეულ სიტუაციებში, შეგვეძლება მივიღოთ მთლიანი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ჩვენ თვითონ მივმართოდ საკუთარი ცხოვრება, ჩვენს მიერ ამორჩეულ კალაპოტში.
სიმშვიდე და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა - ეს არის არსებობის ბუნებრივი პროცესი მათთვის, ვინც იმყოფება საკუთარ თავთან ჰარმონიაში და ესმის თუ, რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ზოგჯერ მოვლენები ისე, როგორც ხდება. მაშინ უკვე აღარ იქნება საჭირო ითამაშო მართავი, უსუსური არსების, ცხოვრების ტყვეს, და მსხვერპლის როლი.

Posted by: Lashapoli Aug 5 2011, 11:18 PM

ეს მინერალითუ იცით ვინმემ, მუმიო?? თუ არ ვცდები ესე უნდა ერქვას

Posted by: რეალისტი Aug 5 2011, 11:36 PM

. ქვების დალაგების სქემები
ამ თავში მიცემულია მინერალური ქვების დალაგების სხვადასხვა ვარიანტები. გამოყენების დროს შეგიძლიათ ამოირჩიოთ ნებისმიერი კომბინაცია. მართალია, ამ დროს თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ცოდნა ჩაკრების, ფერის ზემოქმედების და ქვების უნიკალური ძალების შესახებ. მაგრამ ამორჩეული თქვენს მიერ კომბინაცია, ყოველთვის იქნება პერსონალური ინტუიციური რეაქციის შედეგი, გამომდინარე მომენტიდან და ადამიანის მდგომარეობიდან.
თუ თქვენ გახსნით გულს, მოეშვებით, გონებას მისცემთ უფლებას მოუსმინოს შინაგან ხმას, შეგეძლებათ სწორეთ ამოირჩიოთ საჭირო ქვა, მიხვდებით სად უნდა განათავსოდ ის, როდის და რა მომენტში უნდა აიღოთ.
ქვების დადების მეთოდები უპირატესად განისაზღვრება იმ ადამიანის მდგომარეობიდან, რომელიც უნდა განიკურნოს .
თუ, ადამიანის სავსეა შიშით, ნაღვლით, ანდა არა საკმარისად უყვარს საკუთარი თავი, თქვენ უნდა გაამახვილოთ თქვენი ძალისხმევა მის გულის ჩაკვრის გარშემო. ამ დროს უნდა გამოიყენოთ ვარდისფერი კვარცი, ანდა ტანდემში ვარდისფერ ან მწვანე ტურმალინთან ერთად. შესაძლებელია სხვა კომბინაციებიც - მწვანე ავანტიურინი, კუნციტი, როდონიტი, როდოქროზიტი, ან ისეთი მინერალები რომლებიც შეესაბამება ამ თუ იმ ჩაკრას. თუ ადამიანს არ შეუძლია გამოიძახოს საკუთარი მიზნის მისაღწევად ცხოვრების ძალა, ანდა გრძნობს თავს ძალა დაკარგულად, უსუსურად, მაშინ ყურადღება გასამახვილებელია მანიპურა ჩაკრაზე. ამისთვის გამოიყენეთ ციტრინი, კვარცი თვითნაბად ოქროს შენაერთებთან, ოქროსფერი ტოპაზი, ვეფხვის თვალი, ოქროს შემცველ კალციტი.
თუ, ადამიანს არ ძალუძს გამოხატოს საკუთარი გრძნობები, გახსენით ვიშუდჰა - ჩაკრა კეთილშობილ კაჟის, აკვამარინის, ცისფერ აქატის, ამაზონიტის ან ქრიზოკოლის საშუალებით. იმ შემთხვევაში თუ, თქვენ მუშაობთ მხოლოდ ერთ ჩაკრასთან , მიზანშეწონილია დადოთ თითო ქვა დანარჩენ ჩაკრებზე. რომ დააბალანსოთ ენერგეტიკული ცენტრები და გადაანაწილოთ ენერგია მთელ სისტემაზე. მაგალითად:
1. ჩაკრაზე (მულადჰარა) - დაბურული ბროლი; სერდოლიკი;
2. ჩაკრაზე ( სვადჰისტანა) - ჭიპზე, - ციტრინი;
3. ჩაკრაზე (მანიპურა) - მზის წნულზე,- მწვანე ავანტიურინი;
4. ჩაკრაზე (ანაჰატა) - გულზე, ვარდისფერი ბროლი;
5. ჩაკრაზე (ვიშუდჰა)- ყელზე, - ამაზონიტი;
6. ჩაკრაზე (აჯნა) - წარბებს შუა,- ამეთვისტო;
7. ჩაკრაზე (საჰასრარა) - თმების საზღვრებთან,- გამჭვირვალე ბროლი.
არსებითად, ქვების დადების სქემა დამოკიდებულია ადამიანის მდგომარეობაზე, დროზე და თქვენს განწყობის მიმართვაზე, მოცემულ მომენტში. ფერთა მანდალი და მათი შეთავსება, რომელიც იქმნება თითოეულ შემთხვევაში, ყოველთვის განსხვავებულია და შეესაბამება თითოეულ სიტუაციას. სინათლის და ფერის ძალებთან მუშაობისას გექმნებათ შესაძლებლობა გამოამჟღავნოთ ნატიფი მგრძნობელობა და შემოქმედება. იხელმძღვანელეთ საკუთარი შეგრძნებებით, შინაგან ცოდნით და ყური მიუგდეთ იმას, თუ რას გეუბნევიან ქვები.
როდესაც ქვები განთავსებულია და ადამიანი განეწყობა საკუთარ მანათობელ ცენტრს
(დაახლოებით 15 წთ) ის ძალიან მგრძნობიარე და მოწყლადია. მკურნალი უნდა იყოს მეტად ყურადღებიანი და ფრთხილი, ვინაიდან მძლავრი ენერგიის ნაკადი ავსებს აურას, რის შემდგომ აღწევს ფიზიკურ სხეულში. სწორედ ამიტომაც ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღრმა სუნთქვას. ის აძლევს განსაკუთრებულ ნატიფ სახეობის ენერგიას შეაღწიოს ფიზიკური სხეულის სხვადასხვა სისტემებში. პასუხად ენერგიის მოქცევისას, ნივთიერებათა ცვლა გარდაიქმნება მთლიანად. ხოლო პულსის სიხშირე და სისხლის მიმოქცევის წნევა ჩვეულებრივად მატულობს. რის შემჩნევაც შესაძლებელია თუ, დააკვირდებით ჭიპზე და ყელზე, პულსაციას.
პაციენტი ხდება საკმაოდ მიმღებიანი, ვინაიდან მისი გონება იფლება წმინათა წმიდაში
საკუთარ ” მე”- ში . გარკვეულ მომენტებში (თუ, მას არ შეუძლია მიიღოს აურაში ქვების უმაღლესი ენერგია) შესაძლებელია საჭირო გახდეს სასწრაფოდ მოაშოროთ ზოგიერთი ან ყველა ქვა. როდესაც სუნთქვა და პულსი ჩადგება კალაპოტში და გაწონასწორდება შესაძლებელია სეანსის გაგრძელება
http://www.radikal.ru

Posted by: თამარი Aug 6 2011, 12:10 AM

ციტატა(Lashapoli @ 5th August 2011 - 11:18 PM) *
ეს მინერალითუ იცით ვინმემ, მუმიო?? თუ არ ვცდები ესე უნდა ერქვას

Lashapoli

კი, ლაშა, ვიცით... ჩინურ მედიცინაში გამოიყენება ძალიან ინტენსიურად!
რად გინდა?

Posted by: Lashapoli Aug 6 2011, 12:16 AM

QUOTE(თამარი @ Aug 6 2011, 12:10 AM) *
Lashapoli

კი, ლაშა, ვიცით... ჩინურ მედიცინაში გამოიყენება ძალიან ინტენსიურად!
რად გინდა?

მე არა, უბრალოდ სადღაც გადავაწყდი, ერთი პიროვნება საუბრობდა და დამაინტერესა

Posted by: რეალისტი Aug 6 2011, 12:40 AM

. მზის წნულის გაწმენდა

რამოდენიმე ქვის განთავსება მზის წნულის მიდამოში ამსუბუქებს დათრგუნული ემოციების გამონთავისუფლებას. ამ შემთხვევისთვის ლითო თერაპევტები უპირატესობას ანიჭებენ მალაქიტს. მალაქიტი ფლობს ყველაზე მძლავრ ზემოქმედებას ემოციონალურ შეგრძნებებზე. ის აღწევს უარყოფით ემოციებში რომლებიც ჩაბუდებული არიან მზის წნულში და გადაკეტილი აქვთ შემაერთებელი არხები გულთან. მალაქიტი ზემოქმედებს ემოციონალურ სხეულზე ისე როგორც აზურიტი გონებაზე. ისინი ორივენი აღწევენ სიღრმეებში და იძლევიან განმარტებას თუ, რა დევს ზედაპირზე და რა უხილავ საშიშროებას წარმოადგენენ. მალაქიტი აგრეთვე აზურიტთან ( ინდიგოს ფერი) და ქრიზოკოლთან (ციური ცისფერი)ერთად წარმოქმნიან ერთიანობას. რის შედეგადაც წარმოიქმნება უნიკალური ტანდემი. სიღრმეებს რომელსაც შეუძლიათ მიაღწიონ ამ ტანდემს, თითოეული მათგანისთვის დამოუკიდებლად შეუძლებელია. როდესაც მალაქიტსა და აზურიტს ათავსებენ ორივე მხრიდან მზის წნულზე, ეს იწვევს ფიქრთა კავშირების და ქვეცნობიერ მოგონებების გამოღვიძებას, დაკავშირებულს ემოციონალურ სტრესთან. როდესაც დიდი მოცულობის მალაქიტს თან ახლავს ქრიზოკოლი დადებული მზის წნულის მიდამოში, ქრიზოკოლით მომქმედი წყნარი ცისფერი ფერი არბილებს მალაქიტის გამასუფთავებელ ძალას. მალაქიტ-ქრიზოკოლური ქვები შეიძლება განთავსდეს მზის წნულის არეში, ვინაიდან ეს საბოლოო, ხელს უწყობს გასუფთავების პროცესების დარბილებას. რადგან, დამოუკიდებლად მალაქიტის ძალა საკმაოზე ძლიერია. როდესაც მალაქიტი უერთდება ქრიზოკოლს და გადადის ცისფერ სხივში, ამ ტანდემის სამკურნალო თვისებები ძლიერდება, იქმნება შესაძლებლობა ემოციონალური ტვირთის გაფანტვის. რაც ცალკე არ შესწევს მარტო მალაქიტს.
ენერგიის ზოგადი ბალანსირებისთვის მალაქიტი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ქვას, რომელიც გამოირჩევა სხვა ქვებისგან განთავსების სქემის სიმარტივით. მალაქიტის გამოყენების დროს მოისაზრება ”ემოციონალური განტვირთვა” ის ქაჩავს და ამოყავს ზედაპირზე და აირეკლავს დართგუნულ ემოციებს. მაგრამ თვითონ მალაქიტი არ ფლობს იმ კრისტალის ძალას,რომელიც გაფანტავდა ამ ემოციებს. ამიტომაც უკეთესია ამ პროცესში მალაქიტთან ერთად გამოყენებული იქნეს ერთი ან ორ მწერვალიანი მთის ბროლის რამოდენიმე კრისტალი. რომელიც, განთავსებულ იქნება მის გარშემო. მალაქიტის დიდ ნაჭერთან რომელიც დადებულია მზის წნულის არეში, ყველაზე მცირე, მიმართული უნდა იყოს ოთხი კრისტალი, რათა დაიცვათ ის მეტისმეტად ემოციური ენერგიის ნაკადისგან.
სამკურნალო სქემებში რომლებიც გამიზნულია ემოციონალური ბიძგების ასიმილირების ან სისტემატიზაციისავის, საკმაოდ ეფექტურია როდოქროზიტის განთავსება მალაქიტთან ერთად. როდოქროზიტი, მატარებელი სუფთა ატმის ფერის,ის საუკეთესოდ ერწყმის ჭიპის ყვითელ-ნარინჯისფერ ფერს და გულის ვარდისფერს. ასეთი სახით ის ადგენს ჰარმონიულ ურთიერთკავშირებს ამ ორ ენერგეტიკულ ცენტრს შორის.
საკუთრივ როდოქროზიტი, დადებული მზის წნულზედ ქმნის ხიდს ზედა და ქვედა ენერგეტიკულ ცენტრებს შორის. მოჰყავს ქვედა ცენტრები ჰარმონიაში ზედა ცენტრთან და ქმნის ფიზიკური და სულიერი სხეულების გაერთიანების შეგრძნებას.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru


Posted by: რეალისტი Aug 6 2011, 12:52 AM

თუ თქვენ ეს თემატიკა გაინტერესებთ ეს ჩემი ერთ ერთი გამოშვებული წიგნია. ”ადამიანის აურა და მინერალები” გამოხმაურების შემთხვევაში გავაგრძელებ ამ წიგნის პატარ პატარა ამონაკრებების დადებას რა თქმა უნდა ადმინისტრაციის თანხმობით.

Posted by: რეალისტი Aug 6 2011, 01:57 PM

გულის მკურნალი ქვები
არსებობს გულის ჩაკრის, რამოდენიმე ძირითადი ქვა. რომლებიც განუსაზღვრელ კომბინაციებით შეიძლება დალაგდეს გულის ჩაკრაზე. ესენია შესანიშნავი სამეული -1.ვარდისფერი ბროლი, 2.კუნციტი და 3.ვარდისფერი ტურმალინი.
გარდა ამ ძირითადი სამეულის, რომ განიკურნოთ სიყვარულის ძალით, აგრეთვე შეიძლება ეფექტურებად გამოვიყენოთ. როდონიტი, მწვანე ავანტიურინი, მწვანე ტურმალინი და როდოქროზიტი.
http://www.radikal.ru ვარდისფერი ბროლი http://www.radikal.ru კუნციტი http://www.radikal.ru ვარდისფერი ტურმალინი
1.ვარდისფერი ბროლი - არის კუთხურ წახნაგოვანი გულის ფუნდამენტის ქვა, რომელიც იძლევა მაგალითს საკუთარი თავის სიყვარულის, პატიების და შინაგანი სამყარო სიმიმართ სიყვარულის.
2.კუნციტი - აღვიძებს სიყვარულის ძალას. იმ დროს, როდესაც 3.ვარდისფერი ტურმალინი დინამიურად გამოხატავს მას.
როდოქროზიტი სიყვარულის ძალას გარდაქმნის მდგრადად, რომელიც ჩამოურჩენელად მოგვყვებათ თქვენ. მაშინ, როდესაც მწვანე ავანტიურინს გააჩნია უნარი შეგიმსუბუქოთ და განმკურნოთ ნებისმიერი თქვენი ტკივილისგან.
მწვანე ტურმალინი უმაღლესი გრძნობების გამოხატვის მოსამზადებლად, ამაგრებს ემოციონალურ სხეულს. ხოლო ატმის ფერი როდოქროზიტი გადაწნის ხიდს მზის წნულზე, რათა ფიზიკური და სულიერი ენერგიების ჰარმონიული შერწყმით შეაერთოს მანიპურა-ჩაკრის ძალა გულთან.
ნებისმიერი ამ ქვების სხვადასხვა სქემებში გამოყენების დროს გულზე, გაითვალისწინეთ მათი კონკრეტული დანიშნულება და გამოიყენეთ ისე, რომ მათ მოგცენ სასურველი ეფექტი. პროგრესიული სქემის მიღწევა გულის ჩაკრისთვის შესაძლებელია გულის ცენტრზე ვარდისფერი ბროლის დიდი ნაჭრის დადებით. რომელიც მიმართავს სიღრმეში ისეთ ენერგიას, რომელიც საჭიროა პიროვნების განახლებისთვის. ამ დროს მის გარშემო თავსდება სიმეტრიულად ოთხი ნაჭერი მწვანე ავანტიურინი, რომლებიც იძლევიან სამკურნალო ენერგიას. გულმკერდის ზემო ნაწილში უნდა დაიდოს მინიმუმ ოთხი ნაჭერი ვარდისფერი ან მწვანე ტურმალინი, მიმართულებით ყელისკენ. ისინი გაატარებენ სიყვარულის ძალას ვიშუდჰა- ჩაკრაში, გრძნობების ნათლად სიტყვიერი გამოხატისთვის.
მზის წნულზე პირდაპირ განათავსებული როდოქროზიტი კუნციტთან ერთად და როდონიტი მათ ქვეშ, ააქტივებენ სიყვარულის მკურნავ ძალას. და გადაცემენ მას, მანიპურა- ჩაკრაში. რაც იძლევა საშუალებას მისი უშუალო ყოველდღიური გამოყენებისათვის.
http://www.radikal.ru როდონიტი http://www.radikal.ru როდოქროზიტი
დამოუკიდებლად იმისგან, თუ როგორი სახით ან რა კომბინაციაში გამოიყენებთ ამ ქვებს, მათ მოაქვთ პირად განცდებში რეალური თანაგრძნობა. ეს ქვები ხდებიან თქვენი საუკეთესო მეგობრები განმკურნების საქმეში. ვინაიდან ისინი საკმაოდ ლამაზად გადასცემენ სიყვარულის გაკვეთილებს და გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს.


Posted by: Atman Aug 6 2011, 02:50 PM

რეალისტი

ამ ქვების (ხარისხიანის) შოვნა სად შეიძლება?

Posted by: რეალისტი Aug 6 2011, 03:29 PM

მოგესალმებით Atman
გაგება” ხარისხიანი” ამ შემთხვევაში მიუსადაგებელია. აქ მთავარია რომ ეს მინერალები იყოს ნატურალური.
მიზან შეწონილია რომ ეს ქვები არ უნდა იყოს დამუშავებული, არამედ ბუნებრივი.
ეს ქვები შესაძლებელია ინახოს მინერალების მუზეომში ლესელიძის ქუჩაზე, პოლიტექნიკური უნივერსიტეტში გეოლოგიის კათედრაზე, არის ეგეთი მაღაზია ”ლინდაო” ალექსანდრე ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე. და საერთოდ ნატურალური მინერალები თბილისში მართალი გითხრად მე არ მინახია რომ კომერციულად იყიდებოდეს . ეს უფრო თუ, ექნებათ კერძო კოლექციონერებს, ანდა შესაძლებელია იცოდნენ ოქრომჭედლებმა, ვინც ქვებზე მუშაობენ. რაც შეეხება მთის ბროლს (ის გამოიყენება თითქმის ყველა სამკურნალო კომბინაციებში) თავისი მოდიფიკაციებით(მრავალ სახეობებით) მოიპოვება სვანეთში და ხევსურეთში.
პატივიცემით
რეალისტი

Posted by: რეალისტი Aug 6 2011, 03:44 PM

ინდივიდუალური მუშაობა ქვებთან და კრისტალებთან

კონკრეტული კრისტალები რომლებიც არიან ეფექტურები სეანსების ჩატარების დროს , შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ სამუშაოებშიც. თუ, ძირითადი მიზანია სიყვარულის გამოფხიზლება საკუთარი თავის მიმართ, შეიძლება გამოვიყენოთ ვარდისფერი ბროლი. ანდა თუ, თქვენ მუშაობთ ძალის განვითარებაზე, აუცილებელია კონკრეტული შედეგის განსახორციელებლად გამოიყენოთ ციტრინი. და ა.შ..
შემდგომისთვის თქვენ შეგიძლიათ ატაროთ ეს ქვები. ინახავდეთ ინდივიდუალურად. ანდა დამოუკიდებად მათთან ერთად მედიტირებდეთ. აგრეთვე შეგიძლიათ ისინი დაიდოთ სხეულზე შესაბამის ჩაკრის მიდამოში, როდესაც წევხართ და ატარებთ თვით განმკურნების პროცედურებს.
განკურნების ეფექტების გასაძლიერებლად შეიძლება დააპროგრამიროთ კრისტალ-პროექტორები, ფიქრებით და სასურველი შედეგების ხატოვნებით.
კრისტალებთან ასეთი მეთოდებით მუშაობისას, სრულიათ შესაძლებელია მიაღწიოთ ეფექტებს. სხვა ნაირად დაგჭირდებოდათ უფრო მეტი დრო. ვინაიდან დაპროგრამირებული კრისტალი მუდმივად ასხივებს პოზიტიურ პროექციას კაზუალური გეგმით. რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფად შედეგების გამომჟღავნებას ფიზიკურ ასპექტებში. კრისტალების ასეთი პროგრამირებისას აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილე. ადამიანი უნდა იყვეს მომზადებული იმის აღქმისთვის, რაც ჩადებულია კრისტალებში და კრისტალები აუცილებელად უნდა პროგრამირდებოდნენ ყველაზე პოზიტიური ფიქრთა ფორმებით..
ერთ-ერთ საუკეთესო ქვად პოზიტიური ეფექტების ჩასადებად დამოუკიდებელი პროგრამირების სამუშაოებისას, მიღებულია შავი ან, მუქი-მწვანე ტურმალინი.
პირველ ჩაკრის სიღრმეში, განმკურნებელ მწვანე სხივის ჩადებისას, ხშირად ხდება, რომ შავი ტურმალინი სინამდვილეში არის მუქი-მუქი მწვანე. ამ ქვის სხეულზე ან ხელში ტარება და მასთან მედიტაცია საკმაოდ სასარგებლოა. შავი ტურმალინი წარმოადგენს ღვთაებრივ ძალების დედამიწაზე გამტარს. ანეიტრალებს რა, ჩვევაში გადასულ ნერვულ პატერნებს შეუძლია გახდეს ამ გარდამავალ პერიოდში თქვენი ყველაზე კეთილი მეგობარი.

http://www.radikal.ru შავი ტურმალინი http://www.radikal.ru მწვანე ტურმალინი

Posted by: Atman Aug 6 2011, 03:56 PM

რეალისტი

QUOTE(რეალისტი @ 6th August 2011 - 03:29 PM) *
გაგება” ხარისხიანი” ამ შემთხვევაში მიუსადაგებელია. აქ მთავარია რომ ეს მინერალები იყოს ნატურალური.
მიზან შეწონილია რომ ეს ქვები არ უნდა იყოს დამუშავებული, არამედ ბუნებრივი.


მეც ეგ ვიგულისხმე ხარისხიანში.

ლითოთერაპიის შესწავლას მეც ვაპირებდი ერთ დროს, მაგრამ მერე ვეღარ მოვახერხე.

გმადლობთ ინფორმაციისთვის!

Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 01:16 AM

ზეციური კრისტალები (ანგელოზთა საჩუქარი)
ზეციური კრისტალები, უფრო მეტად ცნობილია როგორც სტრუქტურირებული ბროლი. ეს ბროლის განსაკუთრებული კრისტალები, არის საჩუქარი შემოტანილი ჩვენს პლანეტაზე, რათა ხელი შეეწყოს ადამიანთა მოდგმის გაწმენდას, განმკურნებასა და კაცობრიობის გამოფხიზლებას მთელ პლანეტაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მას თან მოაქვთ ძლიერი ძალა. კერძოდ, აუცილებელი ძალა ადამიანის ემოციათა ტვირთის გადალახვისათვის.
ზეციურ კრისტალებს საკუთარ თავში კოდირებული აქვთ, თვით ფიზიკური არსი სინამდვილის და ამავე დროს განწყობილი არიან ანგელოზთა ვიბრაციებზე. მათი საწყისები ცდებიან დროის საზღვრებს. ისინი წარმოშობილი არიან ზეციური სფეროდან. როდესაც მოხდა ზეციური ძალების მატერიალიზაცია ფიზიკურ დროსა და სივრცეში.ზეციური კრისტალები წარმოშობა მოახდინა ოთხი ელემენტის გაერთიანებამ.
ბევრი მათგანი გვეჩვენება შეკვალული, ვინაიდან თან ატარებენ ცეცხლის ელემენტს და ხშირად იღებენ ნამდვილ დაბურულ ფერს. ეს კრისტალები ამოდიან, რა დედა- მიწის წიაღიდან, ფიზიკური თვალსაზრისით არიან უსუფთავესნი. როგორც წესი ისინი იზრდებიან სხვა კრისტალებიდან განცალკევებულად. მათ პოულობემ სუფთა წყაროებთან ანდა წყლის ახლო მიდამოებში. ხშირად ისინი ჰგვანან გამდნარ ბროლს. არა თუ, იშვიათად გაჯერებული არიან წყლის ბუშტუკებით.
ზეციური კრისტალები ხდებიან მომაკვდავთა უდიდესი დამაწყნარებლები. ადამიანებს ეხმარებიან სიკვდილთან დაკავშირებულ შიშებისგან განთავისუფლებაში, რათა მოახდინონ სულის უკვდავების ინდენტიფიკაცია. წარმოქნილი თვითონ მიწიდან, ხელს უწყობენ ადამიანებს, მიწიდან სიცოცხლის ენერგიის შესრუტვაში და მოაქვთ ამ სამყაროს გაწონასწორების და კეთილდღეობის შეგრძნებები.
ფორმის მიხედვით ზეციური კრისტალები არ გვანან არც ერთ ბროლის სხვა სახეობას. კრისტალის სხეული ბოლოვდება ბუნებრივი მწვერვალით და როგორც წესი მათ არ გააჩნიათ გლუვი ანდა გადახრილი წახნაგები. ამის გამო ისინი შეუდარებლად ნათლად ბრწყინავენ.
განსხვავებით ჩვეულებრივი ბროლისგან, ზეციური კრისტალებს გააჩნიათ ერთი ან რამოდენიმე, მწვერვალი. ან, ანდა საერთოდ არ ააქვთ ის. ყველაზე ნათლად დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს ის რომ, მრავალ წამონაზარდებით და შეზნექილობებით გააჩნიათ ფენოვანი სტრუქტურა. ზეციური კრისტალები დალაგებულია გეომეტრიული ფორმებით, რომლებიც გამოხატავენ სამყაროს ფუძემდებელ კანონებს. ამ კრისტალების ფორმაში თითქოსდა ჩაბეჭდილია კოსმოსური ანბანის ასოები.
http://www.radikal.ru

Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 01:25 AM

ამ ნაწილის გაგრძელება

როდესაც გონება დაწყნარებულია, მიმართულია და ღიაა, თუ დაიკავებთ კრისტალს მარჯვენა ხელში და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით გაივლით მათ გამონაზარდებსა და ჩაზნექილ ზედაპირებზე, შეუერთდეთ ცოდნის წყაროებს და იგრძნობთ უნივერსალურ ენას, რომელიც ჯერ უცნობია ადამიანის გონებისთვის. ენას რომელზედაც საუბრობენ კრისტალები - ეს ენაა უმაღლესი ცოდნის. ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის უმაღლეს გონებას. მათი უმრავლესობა გვაგონებენ ტვინის ქსოვილებს.
კომბინაციას, მაღალ ენერგიებით დამუხტულ ბროლს და ამ კრისტალთა ფენოვან სტრუქტურებს შორის, მიჰყავს თქვენი გონება თქვენს შიგნით, რათა აღმოაჩინოთ კოსმოსური შემეცნება და შესაძლებლობა მოახდინოთ ინდენტიფიკაცია მათთან.
უმზერით რა, ზეციურ ბროლს, მის სხეულში შენიშნავთ მრავალ ურთიერთ დალაგებულ ფენებს, რომლისგანაც შედგება ამ კრისტალთა შინაგანი სივრცე. უბრალოდ თუ, შევხედავთ ამ კრისტალებს და შემდგომ დავხუჭავთ თვალებს, შეგეძლებათ ჩაიხედოთ თქვენი საკუთარი არსების სიღრმეში, ვინაიდან კრისტალის შინაგანი აღნაგობა იბეჭდება თქვენს ქვეცნობიერებაში და ემსახურება როგორც კარიბჭე თქვენ სიღრმის ”მე”-ს. ეს კრისტალები აწონასწორებენ თქვენი ტვინის ვიბრაციებს და ანეიტრალებენ ქაოსურად მოძრავ ფიქრ-ფორმებს. როდესაც ეს ხდება, აქტივიზირდება საჰასრარა - ჩაკრა და გამოიყოფა ჰიპოფიზისში დაფიქსირებულ გირჩის მსგავს ჯირკვლიდან (glandula pinealis). ჰორმონები. რომელიც იწვევს აღქმის მდგომარეობის გაფართოებას. როდესაც გონება სტაბილიზირდება და ხდება ნეიტრალური, ის შეიძლება შეივსოს ანგელოზური სამყაროს ვიბრაციებით.
ეს კრისტალები წარმოადგენენ იმათ გონებას, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ ჰარმონიას უმაღლეს ”მე”- სთან. ასეთი სახით აკავშირებენ ისინი ადამიანს კოსმოსური ენერგიის ძალებთან.
ზეციური კრისტალების ძალა მდგომარეობს მათ უნარში გადასცენ გონებას ყველაფერი ის, რაც არის ნამდვილად საიმედო და ჭეშმარიტი.
თუ, ადამიანი მიეჩვია ფიქრს რომ ის ფიზიკურად არის ლამაზი, და ააწყო მყარი ინდენტიფიკაცია ამ ხატოვნების გარშემო, ზეციურ კრისტალებს შეუძლიათ აჩვენონ მას, რომ უფრო ფართო მასშტაბით საგნის აღქმასთან ფარდობაში, ფიზიკური შესახედაობა - ეს არაფერია თუ, არა ბუნდობანი ჩრდილი იმის, რასაც ის სინამდვილეში წარმოადგენს. მის ”მე”-თვის, ეს ადვილად არ იქნება მისაღები. მაგრამ ჭეშმარიტება დარჩება ჭეშმარიტებად.
ზეციური კრისტალი დაგიყვანთ თქვენ საგნის არსამდე, ჭეშმარიტებამდე, ყველაზე მთავარ ფუნდამენტალურ მცნებამდე - ” მე”.
ეს კრისტალები ჩვეულებრივად მოდიან ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის მზად არის ჩაღრმავდეს სიღრმისეული ფესვებით საკუთარ არსში. თუ თქვენ შეხვდებით ერთ-ერთ მათგანს, მიიღეთ ის როგორც მეგობარი, ვინაიდან სინამდვილეში ეს ასე არის. ეს არის მეგობარი, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენი ანგელოზური ბუნების სიღრმისეულ ფუნდამენტთან.

Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 01:37 AM

კრისტალების გასუფთავება და განმუხტვა
ასეული წლების განმავლობაში ამერიკელი ინდიელები კრისტალების გასაწმენდათ ხმარობდნენ ეგრეთწოდებულ წმინდა ბალახებს. ამ ტრადიციის მიხედვით ყველაზე ძლიერი არომატული სამკურნალო მცენარეებია კედრი და სალბი. როდესაც ამ მცენარეთა წვის დროს გამოიყოფოდა არომატული კვამლი, ინდიელები კრისტალებს ათავსებნენ ამ კვამლში. ეს აირები საუკეთესოდ ასუფთავებენ სამკურნალო კრისტალებს. მიზანშეწონილია, რომ თითოეული სამკურნალო სეანსის დასაწყისში და დამთავრების შემდგომ ეს კრისტალები გაატაროთ ხოლმე ამ კვამლში. რაც ხელს შეუწყობს არა მარტო კრისტალების გასუფთავებას, არამედ მის გარშემო ატმოსფეროს გაწმინდვას დარჩენილი გვერდითა მოვლენებისაგან. ეს მშვენიერი არომატი აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა განწმენდი პრაქტიკის დროს. მაგალითად მედიტაციის, ორთქლის აბანოებში, საუნებში, სიტუაციის გასაწმენდათ კონფლიქტებისა და კამათის შემდეგ, ანდა წინა ნეგატიური ენერგეტიკული ნაშთებისგან განთავისუფლებისას.
სხვა მეთოდს კრისტალების და ქვების გასუფთავლებლად და გადამუხტვისთვის წარმოადგენს მათი განთავსება პირამიდის ქვეშ. პირამიდის უნიკალური გეომეტრიული ფორმა ატარებს კოსმიურ ენერგიებს, რომელიც ასუფთავებსა და აჯერებს ყველაფერს, რაც განთავსებულია მის შიგნით. განთავსება დაზიანებული, დასხივებული ანდა გამოფიტული კრისტალების დიდი ხნის ვადით პირამიდის ქვეშ აღადგენს მის სამკურნალო უნარებს და აწინასწორებს მის პოტენციალურ ენერგეტიკულ თვისებებს..


Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 01:39 AM

კრისტალი საკუთარი მკურნალობის და პრაქტიკისათვის
როდესაც თქვენ იძენთ ერთ მწვერვალიან გენერატორულ კრისტალს, სამკურნალოდ გამოსაყენებლად, აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ რამოდენიმე მომენტზე.
ერთერთ აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს მისი მწვერვალი. უკეთესია, რომ მწვერვალის წახნაგებს და თვით პიკს არ ჰქონდეს ნაბზარი, ნაკაწრი, ნაბხაჭნი და ნაკბილები. ასევე ცუდი არ იქნება, თუ რომელიმე მისი წახნაგი წარმოადგენს სწორ სამკუთხედს.
ეს ხელს შეუწყობს ენერგიას წამოვიდეს პირდაპირ ნაკადით.მაშინ, როდესაც ის მოდის კრისტალის საწინააღმდეგო ბოლოდან, გადის სამკუთხა წახნაგის ფუძით, საწინააღმდეგო სიმეტრიული მხარის გვერდის ავლით და გადის პირდაპირ კრისტალის მწვერვალზე.
ამის გარდა კრისტალი რაც უფრო გამჭვირვალეა მით უფრო უკეთესია. ეს შიდა გამჭვირვალობა აუცილებელია იმიტომ, რომ თქვენი სამკურნალო ენერგია სუფთად გადადიოდეს კრისტალით.
გენერატორული კრისტალები რომელსაც თქვენ იყენებთ სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად ანდა პირადი მედიტაციისავის, უნდა იყოს ერთ მწვერვალიანი.
მაშინ მისი ინტენსიობის საკმაოდ ეფექტურია მრავალწახნაგოვან კრისტალებთან შედარებით. როდესაც თქვენ საკუთარ სამკურნალო სხივს აგზავნით ერთწვეროვანი კრისტალ გენერატორიდან, ეს ენერგია გაივლის მის შიგნით სუფთავდება, მძლავრდება, და ის ასხივებს მას საკუთარი მწვერვალიდან. მიზან შეწონილია არ მისცეთ უცხოს, უფლება შეეხონ თქვენს კრისტალებს. რომელიც გემსახურებათ თქვენ, თქვენს მეგობრებს და სხვებს სამკურნალო სეანსების ჩატარების დროს.
როდესაც კრისტალები დამუხტულია თქვენი პირადი სამკურნალო ძალით, ისინი გამოდგებიან მაშინ, როდესაც თქვენ თითონ იგრძნობთ თქვენ თავს განმუხტულად და გამოსულად წყობილებიდან. სწორედ მაშინ გამოგადგებთ თქვენი გენერატორი თუ ის არ არის სხვის მიერ ხელშეხებული.

Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 03:26 AM

ემპათიური კრისტალები
ზოგჯერ შესაძლებელია რთულად წარმოვიდგინოთ, კრისტალებმა და ქვებმა სინამდვილეში იციან თქვენ რას ფიქრობთ ან რას გრძნობთ ?. მათ არ გააჩნიათ ნერვული სისტემა, მაშინ როგორ გრძნობენ ? მათ არ გააჩნიათ ტვინი. მაშინ როგორ ფიქრობენ ? ისინი არ იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ადამიანები. მაშინ როგორ შეიცნობენ ისინი, თუ როგორ მოვიქცევით მოცემულ სიტუაციაში ?
დიახ ეს ასეა. კრისტალები და ქვები არიან აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების ფორმები, ვიდრე ჩვენ. შესაბამისად არსებობს სხვა რეალობაც. მაგრამ ვის შეუძლია თქვას რომ, მათ არ შეუძლიათ რაღაც ფორმით გრძნობდნენ, თუ რას განვიცდით ამა, თუ იმ სიტუაციების დროს.
ცნობილია შემთხვევები,როდესაც სუფთა ბროლის ერთ მწვერვალიანი გენერატორული კრისტალები იბზარებოდნენ მკურნალობის სეანსების დროს. როდესაც მათ იყენებდნენ აურასთან სამუშაოდ და ხდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
არა ერთი შემთხვევაა სამკაულების შთამბეჭდავ გამოფიტვასთან დაკავშირებით. ხშირად ეს ქვები იბზარბოდნენ და ტყდებოდნენ კიდეც. თუ მას ატარებდნენ განსაკუთრებულ სტრესულ დღეებში.
კრისტალების და ქვების ფერები კარგავდნენ სიკაშკაშეს მათთან აგდებულ და უხამსად მოქცევის დროს. მეორე მხრიდან ერთხელ დაბინდულ კრისტალებს რომლებსაც იყენებდნენ პირადი მედიტაციისას, ხდებოდნენ უფრო გამჭვირვალენი, თუ მათში იგზავნებოდა სიყვარულს და კეთილი აზრებიტ დამუხტული ფიქრები. ხოლო ქვები გამოყენებული განმკურნებისთვის იძენენ დიდ ძალებს თუ, მათით სარგებლობენ შეგნებით და ზრუნავდნენ მათზე და აფასებდნენ..
ადამიანები მომუშავნე კრისტალებზე და ქვებზე, რეგულარულად უნდა ასუფთავებდნენ და უბრუნებდნენ მათ სიცოცხლის აუცილებელ ელემენტებს. როგორიცაა წყალი, მზის სხივები,ყურადღება და სიყვარული მათ მიმართ.
ძველ ინდურ, ტიბეტურ მედიცინასა და მათ ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში მინერალებიდან გამოყოფენ სახეობებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად ზემოქმედებენ ადამიანის შინაგან სამყაროსა და მის ფსიქიკაზე. მინერალთა ამ ჯგუფს პირობითად უწოდებენ "ემპათიურ კრისტალებს”. მცნება ემპათიური ნიშნავს, ”უნარს დააყენოს საკუთარი თავი სხვის (ადამიანი,საგანი) მაგიერ, ანუ სუბიექტურად შეაღწიოს სხვის სამყაროში და თანაუგრძნოს მას.
ქვემოთ მოყვანილია ამ მინერალთა ჯგუფის გამორჩეული ზოგიერთი სახეობები, რომლებსაც გააჩნიათ ადამიანის ჯამრთელობასა და ფსიქიკაზე ზემოქმედების გამორჩეული უნარები.
http://www.radikal.ru

Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 03:28 AM

ემპათიური კრისტალები
ზოგჯერ შესაძლებელია რთულად წარმოვიდგინოთ, კრისტალებმა და ქვებმა სინამდვილეში იციან თქვენ რას ფიქრობთ ან რას გრძნობთ ?. მათ არ გააჩნიათ ნერვული სისტემა, მაშინ როგორ გრძნობენ ? მათ არ გააჩნიათ ტვინი. მაშინ როგორ ფიქრობენ ? ისინი არ იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ადამიანები. მაშინ როგორ შეიცნობენ ისინი, თუ როგორ მოვიქცევით მოცემულ სიტუაციაში ?
დიახ ეს ასეა. კრისტალები და ქვები არიან აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების ფორმები, ვიდრე ჩვენ. შესაბამისად არსებობს სხვა რეალობაც. მაგრამ ვის შეუძლია თქვას რომ, მათ არ შეუძლიათ რაღაც ფორმით გრძნობდნენ, თუ რას განვიცდით ამა, თუ იმ სიტუაციების დროს.
ცნობილია შემთხვევები,როდესაც სუფთა ბროლის ერთ მწვერვალიანი გენერატორული კრისტალები იბზარებოდნენ მკურნალობის სეანსების დროს. როდესაც მათ იყენებდნენ აურასთან სამუშაოდ და ხდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
არა ერთი შემთხვევაა სამკაულების შთამბეჭდავ გამოფიტვასთან დაკავშირებით. ხშირად ეს ქვები იბზარბოდნენ და ტყდებოდნენ კიდეც. თუ მას ატარებდნენ განსაკუთრებულ სტრესულ დღეებში.
კრისტალების და ქვების ფერები კარგავდნენ სიკაშკაშეს მათთან აგდებულ და უხამსად მოქცევის დროს. მეორე მხრიდან ერთხელ დაბინდულ კრისტალებს რომლებსაც იყენებდნენ პირადი მედიტაციისას, ხდებოდნენ უფრო გამჭვირვალენი, თუ მათში იგზავნებოდა სიყვარულს და კეთილი აზრებიტ დამუხტული ფიქრები. ხოლო ქვები გამოყენებული განმკურნებისთვის იძენენ დიდ ძალებს თუ, მათით სარგებლობენ შეგნებით და ზრუნავდნენ მათზე და აფასებდნენ..
ადამიანები მომუშავნე კრისტალებზე და ქვებზე, რეგულარულად უნდა ასუფთავებდნენ და უბრუნებდნენ მათ სიცოცხლის აუცილებელ ელემენტებს. როგორიცაა წყალი, მზის სხივები,ყურადღება და სიყვარული მათ მიმართ.
ძველ ინდურ, ტიბეტურ მედიცინასა და მათ ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში მინერალებიდან გამოყოფენ სახეობებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად ზემოქმედებენ ადამიანის შინაგან სამყაროსა და მის ფსიქიკაზე. მინერალთა ამ ჯგუფს პირობითად უწოდებენ "ემპათიურ კრისტალებს”. მცნება ემპათიური ნიშნავს, ”უნარს დააყენოს საკუთარი თავი სხვის (ადამიანი,საგანი) მაგიერ, ანუ სუბიექტურად შეაღწიოს სხვის სამყაროში და თანაუგრძნოს მას.
ქვემოთ მოყვანილია ამ მინერალთა ჯგუფის გამორჩეული ზოგიერთი სახეობები, რომლებსაც გააჩნიათ ადამიანის ჯამრთელობასა და ფსიქიკაზე ზემოქმედების გამორჩეული უნარები.



Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 03:31 AM

ვარდისფერი კვარცი - ითვლება, რომ ვარდისფერ კვარცზე გასუფთავებული წყალი იძენს სამკურნალო და მასტიმულირებელ თვისებებს. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევებში მინერალური წყაროების წყალი ბუნებრივ პირობებში გადის ამ მინერალის პლასტებში. ვარდისფერი კვარცის სხეულზე ტარების დროს სპეციალისტები ამტკიცებენ რომ, ის ამაგრებს მეხსიერებას, ანვითარებს წარმოსახვას. ხელს უწყობს აზროვნების გააქტიურებასა და ხდის მის პატრონს ნათელსა გაცისკროვნებულს.
არაგონიტი - არაგონიტის თვისებაა ოჯახის წევრებზე დადებითი ზემოქმედება. ოჯახის დიასახლის ხდის მზრუნველს და მოსიყვარულეს. ხოლო ოჯახის უფროს სტუმართმოყვარეს. არაგონიტის კრისტალების ოჯახში ქონებისას ბავშვები ხდებიან ყურადღებიანი და დამჯერები. სამკურნალო თვისებები : ის აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციას და ქალთა გაციებას პარტნიორის მიმართ. არაგონიტის საწოლ ოთახში ქონების დროს, კურნავს უნაყოფობისგან. ხსნის სტრესებს და კურნავს ნერვიულ დაავადებებს.
სელენიუმ-შეცველი კალციტი - კალციტის კრისტალი არის ნათელი ენერგეტიკის წარმომადგენელი. ის ეხმარება პატრონს მედიტაციასა და ექსტრასენსორიკაზე მუშაობის დროს. სამკურნალო თვისებები: ის მოქმედებს ყველა შინაგან ორგანოებზე. განსაკუთრებით ღვიძლზე, ელენთასა და თირკმელებზე. აგრეთვე მკურნავს გაციებისგან.
სპილენძ-შეცველი კალციტი - ეს კალციტის კრისტალიც ანალოგიურად არის ნათელი ენერგეტიკის მატარებელი. მასში არსებული სპილენძის შენაერთი უწყობს ხელს მის პატრონს იყოს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამ ტიპის კრისტალის მატარებელის აურა დაცულია გარე სამყაროს უარყოფითი ენერგიების ზემოქმედებისაგან.რეკომენდირ
ბულია მისგან დამზადებული სამკაული ატაროთ გულთან ახლოს, ვინაიდან ის იცავს ორგანიზმის ენერგეტიკას გარე ტექნო საშუალებათა გამოსხივებისგან. როგორიცაა მობილური ტელეფონი და ანალოგიური აპარატები. სამკურნალო თვისებები: მის მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია შინაგან ორგანოებზე, ღვიძლზე, ელენთასა და თირკმელებზე.ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში წარმოშობილ ანთებად პროცესებზე, საწყის სტადიაში.
ცისფერი კალციტი - ცისფერი კალციტის კრისტალებს იყენებენ მედიტაციის დროს. ამ კრისტალის გამჭვირვალე ნიმუშებს იყენებენ ჩაკრების გახსნისას და მას უწოდებენ” სულიერების ვარსკლავს”. ეს კრისტალები ეხმარება პატრონს ნერვიული გადატვირთვისა და სტრესის დროს. ითვლება რომ, კრისტალი ხელს უწყობს ეკონომიურ კეთილდღეობას.
როდოქტოზიტი - ამ კრისტალს წარმოსახავენ როგორც, სიყვარულისა და ცხოვრების ენერგიის მამოძრავებელ სტიმულატორს. კრისტალს,რომელიც ააქტიურებს ცოდნის წყურვილს. მისგან დამზადებული სამკაული მიმართულია საწინააღმდეგო სქესებს შორის წარმატების მომტანად. გამოიყენება აგრეთვე ხასიათის სპონტანური აფეთქების საწინააღმდეგონ. ის ხელს უწყობს ადამიანებს შეიცნონ თავის შიდა სამყარო. კრისტალი ხელს უწყობენ ოჯახების კეთილდრეობას. სახალხო მედიცინაში არსებობს აზრი ,რომ ეს კრისტალები ასუფთავებენ სისხლს და გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები. აღმოსავლეთ მედიცინაში ამ მინერალით დამზადებულ ბურთულაკებს ხმარობენ ზოგად გასაჯანსაღებელ მასაჟის დროს. ზოგიერთი კოსმეტოლოგი იძლევა რეკომენდაციებს ამ მინერალის საშუალებით მოახდინონ სახის კანის მასაჟირება. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კაპილარებში და კანის ელასტიურობას. ლიტო თერაპევტები ურჩევენ დღეში რამოდენიმე წუთი უყურონ ამ კრისტალს ვინაიდან ის აწყნარებს მხედველობას გამოიყენება თვალის დაავადებათა წინააღმდეგ პროფილაქტიკის მიზნით. როდოქროზიტი მოქმედებს გულის ჩაკრაზე.
დოლომიტი - კრისტალი უშუალოდ მამაკაცებისათვის. ის გადასცემს პატრონს შინაგან ძალას. სულიერ სიმტკიცეს, სიძლიერეს, სიმამაცეს, ცხოვრებისეულ სიბრძნეს. კეთილშობილებასა და გალანტურობას. მამაკაცი რომელიც ატარებს მუდმივად ამ კრისტალისგან დამზადებულ სამკაულს იძენს ჭეშმარიტ ჯენტლემენის თვისებებს. რაც მას უქადნის განუმეურეობას საწინააღმდეგო სქესთან. ოღონდ, მეოჯახე პიროვნებებს მუდმივად ამ კრისტალის ტარება არა რეკმენდირებულია აქვთ. ვინაიდან ის გამუდმებით არის საწინააღმდეგო სქესის თვალთახედვაში. სამკურნალო თვისებები: ლიტოთერაპევტები ამტკიცებენ, რომ დოლომიტი ახდენს ტონიზირებულ ეფექტს მთლიანად ორგანიზმზე. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე. აწყნარებს, აშორებს ფობიებს, მანიებს, უძილობას და უმიზეზო ნერვიულობას.
ფლუორიტი - ინდოეთში ითვლება,რომ ამ კრისტალს გააჩნია თითქმის განუმეორებელი მაგიური უნარი. მას სცემენ თაყვანს და ეშინიათ. უძველეს დროიდან ფლუორიტიდან ამზადებდნენ ბურთულებს სპირიტული სეანსების ჩასატარებლად. ბევრნი მას ხმარობენ მედიტაციის დროს. მისგან დამზადებული ამულეტები იცავს პატრონს გარშემო მყოფ ადამიანთა ნეგატიური ზემოქმედებისგან. რეკომენდირებულია ადამიანებისთვის, რომლებიც ზედმეტად ღიზიანდებიან. ქალთა სქეს ფლუორიტიდან დამზადებული ბრასლეტები ეხმარებიან ემოციების შებოჭვაში. იცავენ ისტერიული მდგომარეობებიდან. იზიდავენ მათკენ წარმატებასა და სიყვარულს.
გალენიტ შემცველი როდონიტი - ამ კრისტალებს გააჩნიათ უნარი მიიზიდონ ყურადღება და წარმატება პატრონისკენ. ის მიესადაგება არტისტულ და შემოქმედებით პროფესიების მქონე ადამიანებს. გალენიტს უწოდებენ ”ნათელი აზროვნების ” კრისტალს. ის ითხოვს მუდმივ ყურადღებას და ურთიერთობას პატრონისგან. როდონიტი გალენიტთან ტანდემში ახდენს მფლობელთან აზროვნულ ინფორმაციის გაცვლას. სამაგიეროდ ის აძლევს პატრონს ძალას, რომელიც მას ხდის მიმზიდველსა და ექსტრავაგანტურს.
ვულფენიტი - ვულფენიტს გააჩნია ”ინ” ენერგია. ის გამოყოფს ამ ენერგიას და ააქტიურებს მას. ვულფენიტი არის სასარგებლო კრისტალი ვინაიდან, ის ხელს უწყობს მიიღოს თავზე ცხოვრების არასასიამოვნო მხარეები. ის აზღვევს განწირულობის გრძნობებს, რომელიც შეიძლება დაიწყოს ცხოვრების ნეგატიურ სიტუაციებთან ან ემოციებთან შეჯახების დროს. ის განსაკუთრებით მისაღებია გაუწონასწორებელ, მაგრამ მხოლოდ დადებითად მიმართულ ადამიანებისათვის. რომლების ალამაზებენ რეალობას და არ უნდათ შეამჩნიონ ცხოვრების უარყოფითი მხარეები. ამიტომაც ისინი კარგავენ რეალობის შეგრძნებას.
ნარინჯისფერი კვარცი - ძველ დროს ადამიანებს სჯეროდათ, რომ ნარინჯისფერი კვარცისგან დედამიწაზედ ხვდებოდა ღვთაებრივი ცეცხლი. ამიტომ ამ მინერალისგან ამზადებდნენ სფეროებს და ლინზებს, რის საშუალებითაც ტაძრებში ქურუმები ანთებდნენ შესაწირებს. ქურუმები ამ კრისტალების საშუალებით უწინასწარმეტყველებდნენ მომავალს. ითვლებოდა რომ, რომ ყველა ბროლის სახეობა ეს არის პლანეტის ასტრალური კანი. ხოლო ეს კრისტალები არიან თავისებური ჩამწერი დანადგარები. რომლებიც ინახავენ სამყაროს ყველა შეტყობინებას.
მწვანე ფლუორიტი - სახალხო მედიცინაში გამოიყენება როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება. არსებოს აზრი რომ ეს კრისტალები მოქმედებენ დადებითად გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და თავის ტვინზე. ეს მინერალი გამოიყენებოდა ეპილეფსიისა და გაფანტული სკლეროზის დროს. ზოგიერთი ლიტო თერაპევტები ვარაუდობენ რომ, მწვანე ფლუორიტი ამსუბუქებს ადამიანთა მეტეო -დამოკიდებულებეს. ატონიზირებს ნერვულ სისტემას, ხსნის სტრესულ სიტუაციებისაგან ნეგატიურ ნაშთებს. ეხმარება უძილობისა და ღამის კოშმარებისგან. მწვანე ფლუორიტი მოქმედებს ხორხისა და მესამე თვალის ჩაკრებზე.[ვიშუდჰა,აჯნა].

Posted by: Lashapoli Aug 7 2011, 04:14 AM

შუნგიტზე თუ იცით რამე, დაწერეთ 2სიტყვით smile.gif

Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 02:21 PM

მოგესალმებით Lashapoli
რაც შეეხება შუნგიტს ჯერ ნახეთ ჩემი ვების ლინკი ( ამ ლინკის ბოლოში მოცემულია შუნგიტი)
http://www.aura-help.ge/node/95
შემდეგ პოსტებში დადგება მაგის დრო მისი უფრო ფართო მიმოხილვითვის
პატივისცემით რეალისტი



Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 02:27 PM

თვითმკურნავი კრისტალები
ბუნებაში შედარებით უფრო ხშირად მოიპოვება კრისტალები, რომელთაც გააჩნიათ მწვერვალი მხოლოდ ერთი მხრიდან. ზიგიერთ შემთხვებში მოიპოვება კრისტალები, რომლებსაც გააჩნიათ მწვერვალი ორივე მხრიდან. მათთან ერთად არის კრისტალები რომელთაც აქვთ დამთავრებული ფორმა. ასეთ კრისტალებს მწვერვალები არ გააჩნიათ. ამ კრისტალეს არ ააქვთ ექვს კუთხა ქიმი, რომელიც დამახასიათებელია ორ მწვერვალიანი კრისტალებისთვის. მაგრამ აქვთ ბუნებრივად ჩამოყალიბებული ფორმა და არ გვეჩვენება გადამტვრეული მეორე მხრიდან.
ჩვეულებრივად კრისტალები იზრდებიან მაგარ კლდოვან ზედაპირზე, რომელიც წარმოადგენს ფუძეს და საიდანაც ჩანს კრისტალის ერთი მხარე. ორ მწვერვალიანი კრისტალები ფორმირდებიან შედარებით უფრო რბილ ნიადაგოვან თიხებში და თავისუფალი არიან ზრდის შეზღუდვებისგან, რომელზეც მოქმედებს მთის მაგარი ქანები. ამიტომაც მათ შეუძლიათ გაიზარდონ ორივე მხრიდან. და ჰქონდეთ ორი მწვერვალი. ბუნებრივად ზრდასრულ კრისტალებს ზრდის გარკვეულ მომენტში ერთ-ერთი დაბოლოება გადაუტყდა ან გამოეყო კლდოვან ქანს. შემდგომ მოხდა მისი დამოუკიდებელი განვითარება. რამაც გამოიწვია მისი დამთავრებული ფორმის ჩამოყალიბება. მაგრამ მათ ვერ მოასწრეს სრულფასოვანი მწვერვალის ჩამოყალიბება. ასეთ კრისტალებს ეწოდებათ თვითმკურნავი. მართალია ისინი იყვნენ გამოყოფილები მყარი ფუძიდან, მაგრამ მათ განაგრძეს დამოუკიდებელი განვითარება.
თვითმკურნავი კრისტალების აღმოჩენა ადვილია, თუ ყურადღებით დავათვალიერებთ ბროლის ერთ მწვერვალიან გენერატორულ კრისტალის ფუძეს. თუ კრისტალს გააჩნია დაუმთავრებელი ფუძე და გამოიყურება გადატეხილად ის არ არის თვითმკურნავი და ბუნებრივად დამთავრებული. მაგრამ თუ, თქვენ შენიშნავთ ლამაზად გამოყოფილ ფორმას დამთავრებული წახნაგებით,იცოდეთ, რომ თქვენ იპოვეთ თვითმკურნადობის შემომქმედი მასწავლებელი.
თვითმკურნავი კრისტალები საკუთარ ევოლუციის პროცესში დაეუფლენ აღადგინონ და განმკურნონ საკუთარი თავი. ამიტომაც შეუძლიათ გადაგინაწილონ ცოდნა და გამოცდილება და გაჩვენონ ასეთივე გაკვეთილი. ამ კრისტალებს შეუძლიან გახდნენ ჩვენი მშვენიერი თანამოაზრენი, პარტნიორები და დამხმარეები.
კრისტალების გამოყენებისას თვითმკურნალობის პრაქტიკაში. თქვენ შეგიძლიათ თვითმკურნავი კრისტალები მოათავსოდ პაციენტის ხელის გულზე, ანდა დადოთ სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. რომ მათ გადასცენ სხეულს, გულს და სულს, ანდა ქვეცნობიერებას, თვითკურნადობის ხელოვნება.
ამ კრისტალებმა იციან, თუ როგორ მოიქცნენ სიტუაციებში, რომელიც თქვენ გეჩვენებათ კატასტროფიული, და მედგრად გადალახონ ეს მდგომარეობა, იპოვონ სრული წესრიგი და მისი ბუნებრივი დაბოლოება.


Posted by: Lashapoli Aug 7 2011, 04:56 PM

QUOTE(რეალისტი @ Aug 7 2011, 02:21 PM) *
მოგესალმებით Lashapoli
რაც შეეხება შუნგიტს ჯერ ნახეთ ჩემი ვების ლინკი ( ამ ლინკის ბოლოში მოცემულია შუნგიტი)
http://www.aura-help.ge/node/95
შემდეგ პოსტებში დადგება მაგის დრო მისი უფრო ფართო მიმოხილვითვის
პატივისცემით რეალისტი

თუ იცით საქართველოში სად შეიძლება დიდი ზომის შუნგიტის შოვნა?? ლესელიძეზე არის, მაგრამ ძალინ მცირე ზომბისაა

Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 11:29 PM

ტურმალინის, ოქროსფერი ტოპაზის, კუნციტის და აკვამარინისთვის
დამახასიათებელი კვალის მნიშვნელობა

არსებობს რამოდენიმე კრისტალური ფორმაცია,რომლებშიც ნათლად ჩანს პარალელური ღარები (კვალი) რომლებიც მიყვება კრისტალებს. ეს ბუნებრივი ფენომენი ნათლად გამოხატული აქვთ ტურმალინს, კუნციტს, ოქროსფერ ტოპაზსა და აკვამარინს. როდესაც არ უნდა გამოვლინდეს ეს ენერგეტიკული ხაზები, ისინი უჩვენებენ, რომ კრისტალის სხეულზე გავა დინამიური ძალა. თანმყოლი მაღალი ელექტრული მუხტით. ეს კვალი მსგავსია ელექტრო გამტარის, რომელზედაც ფიზიკურ სინამდვილეში შესაძლებელია გადიეცეს მაღალი ძაბვის დენი.
http://www.radikal.ru
თითოეულ ზემოთ მოცემულ კრისტალს გააჩნია მწვერვალი,რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ მიმართულებით იმოძრავებს ენერგია. მაგალითად ბუნებრივად ზრდა დამთავრებული ვარდისფერი ტურმალინი, რომ დავდოთ გულის ჩაკრაზე, მიმართული ქიმით ყელისკენ,ის შესაძლებელს ხდის სიყვარული გამოხატვას ბგერის საშუალებით. მივმართოდ რა, მის ძალას წარმოთქმულს სიტყვის სახით. ტოპაზის კრისტალი რომლის მწვერვალი მიმართული გაქვთ ჭიპისკენ გაატარებს, საჰასრარას- ჩაკრას ოქროს სხივს, ფიზიკურ სხეულში. რითაც ხელს შეუწყობს ნებისიყოფის შეგნებულ გონებრივ გამოხატვას.
ვარდისფერი კუნციტი ემსახურება გულის ჩაკრის გამოფხიზლებას. მისი ძალა დინამიურად ტრანსფორმირებს, სიყვარულის ძალის ურწმუნობის და შეხზუდულობის დროს.
ტურმალინი მის ფერთა მრავლფეროვნებით მკურნავს და ამაგრებს ფიზიკურ სხეულს. ეხმარება სულიერ ძალას შეავსოს ნერვული სისტემა.
აკვამარინი ასტიმულირებს ვიშუდჰა-ჩაკრას. ხელს უწყობს ბგერის უმაღლესი ოქტავის გამოყენებით, ხმის საშუალებით ჭეშმარიტების გამოსახატავად.
ოქროსფერი ტოპაზი გამომდინარე იქიდან თუ, საით მიუთითებს მისი მწვერვალი გადაცემს ენერგიას ან საჰასრარა-ჩაკრიდან სხეულს ანდა მიმართავს გონებაში ინფორმაციას ორგანიზმის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე.
ეძებეთ ეს, ან სხვა კრისტალები, რომლებიც ფლობენ გრძელი აბსოლუტურად პარალელური კვლებით გეომერტიულ სტრუქტურებს. მათი კრისტალებში არსებობა, აჩვენებს კრისტალის უნარს, გაატაროს დინამიური ენერგიები ნებისმიერ იმ მონაკვეთებში სადაც თქვენ მათ ამუშავებთ. ასეთ ღარებიან ქვებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კრისტალების ფორმაციას, უფრო მეტად გააჩნიათ უნარი გადასცენ ენერგია მაღალი ვიბრაციების მატერიალურ საგანზე ანდა სხეულზე, რათა გააქტიურონ ჩაკრები და განამტკიცონ ფიზიოლოგიური სისტემები სულიერი ტრანსფორმაციებისათვის მოსამზადებლად.


Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 11:33 PM

მენტალური სამეული - ფლუორიტი, კალციტი, პირიტი

http://www.radikal.ru
ეს არის ფლუორიტი, კალციტი და პირიტი. საინტერესოა ის, რომ ამ მინერალებს ხშირად მოიპოვებენ ერთ და იგივე რაიონებში. ხშირად ისინი იზრდებიან ერთი მეორის მეზობლად, ანდა ერთი მეორეზე. პირიტს ხშირად პოულობენ ფლუორიტის ოქტაედრში და არც,თუ ისე იშვიათად ფლუორიტთან ერთად. ყველას მათ გააჩნია ერთი საერთო. ანალოგიური ფუნქციები და დანიშნულებები. კერძოდ, ზემოქმედებენ, უმაღლესი გონების ვიბრაციებზე და ასტაბილურებენ მას.
ფლუორიტი ემსახურება გონებაში ინტუიციური ძალის გატარებას ყოველდღიურ მოქმედებისას. კალციტი გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს ცვალებადობას ან მენტალობასთან შეჯერებას. პირიტი ამაგრებს გონებრივ თვისებებს და ანვითარებს ადამიანის გონების უმაღლეს უნარებს. ის აგრეთვე ხელს უწყობს უმაღლესი ცოდნის დაუფლებას. ხოლო კალციტი ეხმარება განთავისუფლებაში, ძველი დამოკიდებულებებისა და წარმოდგენებიდან. პარალელურად უადვილებს ადამიანს ცოდნასთან დაახლოებას. ფლუორიტი აძლევს ნებას ამ უმაღლეს ცოდნას იმოქმედოს ფიზიკურ ასპექტში. ეს მენტალური სამეული წარმოადგენს ქვათა კომბინაციას, რომელიც ძალიან კარგად შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლების პროცესში,როდესაც მუშაობთ ძველი მენტალური ფორმების შეცვლაში. ან შეგნებულად ფსიქიკის მონაცემთა განვითარებისათვის.
ეს ქვები არიან მშვენიერი დამხმარეები მედიუმების ან პროფესიონალური კონსულტანტების.
ამ ქვების პაციენტის სხეულზე დალაგებისას ფლუორიტი,პირიტი ანდა კალციტი შეიძლება განათავსოდ მესამე თვალზე (აჯნა). რათა დაასტიმულიროთ ტვინი უმაღლესი ტალღოვანი რხევები. ან განათავსოდ თავის ქალის ფუძესთან დამალული ინტელექტის გასააქტიურებლად. ისინი შეიძლება თან ატაროთ, მოახდინოთ მათთან ერთად მედიტირება ანდა გამოიყენოთ მათი თვისება ინტელექტისა და ინტუიციის გამაერთიანებლად.

Posted by: td......... Aug 7 2011, 11:34 PM

პირიტი ძალიან მიყვარს.. smile.gif მთის ბროლიც...

Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 11:43 PM

Lashapoli

რაც შეეხება შუნგიტს შედარებით შხვა მინერალებთან შუნგიტს
Чистый шунгит встречается в природе довольно редко, да и то в основном в виде тонких, до 30 см шириной, прожилок. Чаще он присутствует в качестве примеси в шунгитовых сланцах и доломитах, распространенных по всему Заонежью — от Гирваса на западе до Толвуи и Шуньги на востоке.
Основные запасы шунгитов находятся на территории Заонежского полуострова и вокруг северной оконечности Онежского озера. К настоящему времени разведано одно Зажогинское месторождение с запасами 35 млн тонн.
Шунгит используется в качестве фильтрующего элемента в фильтрах для воды, отделочного материала, а также при изготовлении лечебных шампуней для волос.
Шунгит содержит как твердый углерод, так и значительные количества оксида кремния; оба эти компонента в нем представлены весьма химически активными формами. В связи с этим он может быть использован в металлургии как восстановитель и - одновременно - как SiO2-содержащий флюс и источник кремния (например, при производстве феррохрома или ферросиликохрома).
ვწუხვარ მაგრამ საქართველიში და კერძოდ თბილისში ეს მინერალი აქვთ მხოლოდ კოლექციონერ გეოლოგებს ისიც ძალიან მცირე რაოდენობით და როგორც ზემოთ მოგეცით პატარა ინფორმაცია ბუნებაში დიდი ზომების ეს კრისტალები არ მოიპოვება.
პატივისცემით
რეალისტი


Posted by: რეალისტი Aug 7 2011, 11:55 PM

მანიპურა ჩაკრის ჩართვა,ოქროსფერი ტოპაზის და ბროლში თვითნაბადი ოქროს საშუალებით
http://www.radikal.ru
ჩვენი პირადი ძალა ფიზიკურად იწყებს გამოვლენას, სწორედ მანიპურა-ჩაკრაში. მისი ფერი ნარინჯისფერ - ყვითელია და მისი ენერგია ცხოვრების აუცილებლობაა, ჩვენი ბედნიერების და დაკმაყოფილებისთვის.
თუ, მანიპურა-ჩაკრა დახურულია ან მივიწყებულია, ჩვენი ნებისყოფის უნარი ყოვედღიურ ცხოვრებისთვის საკმაოდ მცირდება. ეს ჩაკრა წარმოქმნის ქვედა ენერგეტიკულ სამკუთხედის მწვერვალს. ის აერთიანებს პირველ მეორე და მესამე ჩაკრებს, ის ხელმძღვანელობს ჩვენს მოქმედებების ფიზიკურ მხარეს და ჩვენი ინდივიდუალობის გრძნობას.
მანიპურა ჩაკრის ანალოგიური ფერადი ვიბრაცია გააჩნია საჰასრარა ჩაკრის ოქროს სხივს, რომელიც აძლევს ადამიანს მიაღწიოს პირად ინდენტიფიკაციას უსასრულო სულიერებით. ასეთი ფორმით საჰასრარა-ჩაკრა ზემოქმედებს ნებისყოფის გამოვლინებაზე უშუალოდ სხეულში. როდესაც საჰასრარა-ჩაკრას გააჩნია პირდაპირი კავშირი მანიპურა-ჩაკრასთან, შესაძლებლობა გამოვლინდეს ღვთაებრივი ძალა დედამიწაზე მრავალ ჯერადად იზრდება.
არსებობს სამი ძირითადი ქვა, რომლებიც შეიძლება განვათავსოდ მანიპურა-ჩაკრაზე, რათა გავატაროთ ყოველდღიურ მოქმედებებში საჰასრარა-ჩაკრის ოქროს სიბრძნე. ეს ქვებია ციტრინი, ბროლი ჩართული მასში თვითნაბადი ოქროთი და ოქროსფერი ტოპაზი. თითოეულ მათგანს გააჩნია უნარი ტრანსმუტირებდეს ნეგატიური ჩვევების პატერნაზე და სტერეოტიპურ ტენდეციების გონებრივ მოქმედებაზე. რომელსაც ხელმძღვანელობს გამოფხიზლებული ნებისყოფა.
თუ, განვათავსებს ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ოქროსფერ ტოპაზის კრისტალის მწვერვალს მანიპურა-ჩაკაზე, ის გაატარებს ამ ენერგოსადგურში სახასრარა- ჩაკრის საგნის მიზანს. თუ, თქვენ გსურთ საწინააღმდეგო, ანუ გნებავთ მიმართოდ ფიზიკური სახის ჭარბი ენერგია გონების ენერგეტიკულ ცენტრში, კრისტალი რომელიც განთავსებულია თავთან განათავსედ მწვერვალით ზემოთ გულისკენ. ჩვეულებრივად, ამ მანიპულაციას აკეთებენ როდესაც ადამიანს ზედმეტად გამახვილებული აქვს ყურადღება საკუთარ თავზე და ჩაფლულია საქმეებში. ანდა ავლენს მიდრეკილებას მშრომელობისკენ. ოქროსფერი ტოპაზი დაფარული კვლებით, რომელიც მატარებელია საკუთარ სხეულში მაღალ სიხშირიან ელექტრო დენის, ძალით და ენერგიით ავსებს, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთს სადაც ის არის თქვენც მიერ განთავსებული. ბროლი თვითნაბადი ოქროთი არსებობს გამჭვილვალე და დაბურული. ეს ოქროს ენერგეტიკული ხაზები ძალიან მძლავრად იმუხტებიან ბროლისთვის დამახასიათებელი დინამიური ძალით და ასეთი სახით ხდებიან არხები. რომლებშიც საჰასრარას ოქროს ენერგიას შეუძლია ჩაიტვირთოს მიწის ფესვებში.
ბუნებრივად ზრდა დამთავერბული ბროლის კრისტალები ოქროს ჩანართვებით გამოიყენება ისე, როგორც ოქროსფერი ტოპაზი. მოარაყებული, წახნაგოვანი ანდა გაპრიალებული კრისტალები შეიძლება დავადოთ მანიპურა-ჩაკრას ან განვათავსოთ მის გარშემო, ნებისყოფის გამოსაფხიზლებლად. ასევე ეს კრისტალები შეიძლება მოვათავსოდ სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, თუ არის საჭირო დამატებითი ენერგია. ხშირად მეტისმეტი ემოციური ენერგიის მოზღვავების დროს, ამ ქვებს მალაქიტთან ერთად ათავსებენ მზის წნულზე,
ხშირად ოქროსფერ ტოპაზს, ბროლს თვითნაბად ოქროს ჩანართვით და ციტრინს აგრეთვე ათავსებენ საჰასრარა-ჩაკრასთან, როდესაც ადამიანს აქვს სურვილი შეიძინოს ფართო წარმოდგენები და მიიღოს ინტუიციური გულახდოლობა, სულიერ უსასრულობის და არსებობის არსის შესახებ.

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 12:12 AM

.ფერადი ქვები
ფერად ქვებში იგულისხმება ნებისმიერი ათეულობით ქვები. ეს არის შემაგროვებელი ტერმინი ყველა ქვებისთვის. რომლებსაც გააჩნია ძვირფასი თვისებები, მაღალი გამჭვირვალობა და შიდა სტრუქტურებში არ გააჩნია წუნი (ანდა წუნი ფარდობითად საკმაოდ მცირეა).
შედარებით გავრცელებული ფერადი ქვებია: ალმასი,ზურმუხტი,საფირონი, ლალი. მაგრამ პრაქტიკულად კრისტალური ფორმაციების ნებისმიერი ქვების მოპოვება შეიძლება მოცემულ თვისებების მატარებლებად. ფერად ქვების ერთერთ თვისებას წარმოადგენს მათი
საკმაოდ მყარი სტრუქტურა, ამიტომაც მათი ტექნიკური დამაშავება არ წარმოადგენს დღევანდელობისთვის დიდ სირთულეებს.
ფერად ქვებს ჩვეულებრივად გააჩნიათ პატარა ზომები და გაყიდვა ხდება კარატების მიხედვით. მათი ფასი დამოკიდებულია მათი წონის და ქვის ხარისხზე.
მცირე ზომების და ფასის გამო ისინი ხშირად არ ხვდებიან სამკურნალო ქვებთა კოლექციებში. მაგრამ მკურნალობისას მათ გააჩნია საკმაოდ დიდი მნიშვნელობა. ვინაიდან ფერადი ქვები აირეკლავენ ფერს თითოეული თავისი წახნაგებიდან და აბრუნებენ აურაში ძალიან სუფთა ფერთა სხივებს. მაგალითად თუ, მესამე თვალის ჩაკრზე განვათავსედ მუქი-ინდიგოს ფერი საფირონი, მისი მოქმედება ანალოგიურია ძალის, როგორც რამოდენიმე ნაჭერი აზურიტის გამოყენების დროს.
დადებული მეორე ჩაკრაზე ლალს, როგორც არც ერთ სხვა ქვას შეუძლია სტიმულირება სქესობრივი ვნებების ან გამოაფხიზლოს შემოქმედებითი ძალები სხვა ჩაკრებზე გადასატანად.
ზურმუხტების ბრილიანტ-მწვანე ნათება გარდაქმნის ნეგატიური ენერგიების ნაკადებს მძლავრ სამკურნალო ძალებად. ხოლო ალმასი არის ერთად ერთი ქვა, რომელიც გამჭვირვალეობითა და სიპრიალით, სჭარბობს გამჭვირვალე ბროლს. ის შესაძლებელია განთავსდეს საჰასრარას ჩაკრასთან. ფერადი ქვების სამკურნალოდ გამოყენების ერთ-ერთ საუკეთესო თვისებად წარმოადგენს მათგან ნაყენების დამზადება. ამ შემთხვევაში მაქსიმალური ეფექტურობით შეგეძლებათ გამოიყენოთ მათი მაღალი ენერგიების ვიბრაცია.
ამეთვისტი, ციტრინი, ტოპაზი, ტურმალინი და სხვა ფერადი ქვები ხარისხებით გამოხატავენ სისუფთავეს, გამჭვირვალეობას, ნათებას, და შესაძლებელია ისინი მიაკუთნოთ ფერად ქვათა რიგებს. ყოველთვის როდესაც თქვენ იყენებთ ფერად ქვებს თქვენ მუშაობთ ძალიან სუფთა სინათლის ძალასთან და არეკვლის მაღალ ენერგიებთან.
http://www.radikal.ru


Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 12:21 AM

ინდიგოლიტი - ლურჯი ტურმალინი
http://www.radikal.ru
ინდიგოლიტი ატარებს ყველაზე მძლავრ სიმშვიდის ლურჯ სხივს. ვიდრე სხვა დანარჩენი ქვები პლანეტაზე. ინდიგოლიტი მიეკუთნება ტურმალინის ოჯახს. მას გააჩნია მაღალი ელექტრო მუხტი. თავის გრძელ პარალელურ კვლებში ინდიგოლიტი მატარებელია დადებითი ენერგეტიკული დენების. თუ, ტურმალინს ენერგიულად გაახახუნებთ, გამომუშავდება ბუნებრივი სითბო და შეიძლება იგრძნოთ ქვის ელექრული მუხტი. ასე მისი ერთ-ერთი დაბოლოება ხდება დადებითი (მწვერვალი), ხოლო საწინააღმდეგო დაბოლოება უარყოფითი.(ფუძე). ეს ბუნებრივი სითბო შესაძლებელია მიმართოდ კრისტალიდან იმ ადგილებში, სადაც არის აუცილებლობა დამაწყნარებელ ენერგიებში. ( სახლში. ოფისში, საბავშო ოთახებში, გულზე და ა.შ.).
ტურმალინის ოჯახის ქვები გამოირჩევიან მრავაფეროვანი ფერებით. აქ ინდიგოლიტს უკავია სპექტრის ლურჯი ნაწილი. დაწყებული ღია მსუბუქი სუფთა ბაცი -ცისფრიდან დამთავრებული თითქმის ღრმა ინდიგომდე. ფლობს, რა ვეებერთელა ძალას, გრძელი და ვიწრო ინდიგოლიტის ჩხირებს შეიძლიათ გამოხატონ მთლიანი ფერთა სპექტრი დაწყებული მუქი-ლურჯიდან ფუძეზე ლაჟვარდის ფერი შუაში დამთავრებული უსუფთავეს ყინულოვან-ცისფერით. მწვერვალთან. ეს ჯადოსნური ჩხირები საკმაოდ არა ჩვეულებრივია. მათი საშუალებით მიწისკენ შეგვიძლია გავატაროთ მამცური სიმშვიდის ძალა. ეს ჩხირები არის საჩუქარი და თვითონ იპოვნიან გზას მათკენ, ვინც მზად არის შეავსოს საკუთარი ცხოვრება მშვიდობით და შეგნებით გამოიყენოს ისინი, რათა გაავრცელოს ეს შეგრძნებების სამყაროს სიმშვიდისთვის.
ინდიგოლიტის ჩხირები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გენერატორები აურასთა სამუშაოდ. დაეხმაროს მას ემოციურ ბლოკირებისა და მენტალური კოფლიქტების გაფანტვაში.
განმკურნების სეანსის დროს ლურჯი ტურმალინი შეგიძლიათ დაადოთ ნებისმიერ იმ ადგილას, რომელიც მოითხოვს დინამიურ დამაწყვარებელ სხივს. განსაკუთრებით კარგია მისი დადება მესამე თვალის მიდამოში, გაღიზიანებული გონების დამაწყნარებლათ. ანდა გულის ჩაკრაზე, რათა დააწყნაროთ გული შემოპარული სიბრაზით ან სინანულით.
ვინაიდან ლურჯი ფერი არის, ფერი ვიშუდჰა- ჩაკრის, ინდიგოლიტი იდეალურად ერგება მას, და ეხმარება გრძნობების ნათლად სიტყვიერ გამოხატვაში. მას აგრეთვე შეუძლია ემსახუროს ხმის საშუალებით ბგერათა სუფთა გამოხატვაში. მას ხშირად იყენებენ მომღერლები, ლექტორები და მედიუმები. მისგან დამზადებულ სამკაულებს , რომლებსაც ატარებენ ყელზე, ხურავს ვიშუდჰა-ჩაკრის წეტილებს. ლურჯი ტურმალინი თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ ვიშუდჰა-ჩაკრიდან მუდმივი სიტყვიერი ძალის გამოხატვის სტიმულირებისათვის.
ის არის ერთ-ერთი ყველაზე მისადეგი ქვა, ქრონიკული ფარენგიტის, ფარისებული ჯირკვლების და ვუშუდჰა-ჩაკრასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ. ვინაიდან ის გარდა სამკურნალო ეფექტებისა აჯერებს ორგანიზმს ენერგიით და სიმშვიდით.

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 12:32 AM

ბატონო ფორუმელებო
თუ ეს თემა დაგაინტერესებთ მინერალების ზემოქმედება აურასა და ჩაკრებზე შემიძლია კიდევ მოგაწოდოთ ინფორმაცია
პატივისცემით
რეალისტი

Posted by: Zet Aug 8 2011, 01:11 AM

ძალიან ადრე კრისტალივით თუ მინერალივით რაღაც მაჩუქეს და ეხლა მივხვდი რატომაც მაჩუქეს. და მე კიდე შევინახე უაზროთ.

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 02:17 AM

Mist.Zet
ე.ი. განვაგრძოთ
O.k

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 02:26 AM

ძოწი (გრანატი)
http://www.radikal.ru
ძოწი ყველა თავის სიმშვენიერს გამოხატავს მრავალფეროვანი ფერებით. დაწყებული მწვანე-ზურმუხტის ფერიდან, ნარინჯისფერის ჩათვლით, სიღრმისეულ წითლამდე. ძოწის კრისტალები, როგორც წესი ბუნებაში მოიპოვებიან შედარებით მცირე ზომებით. ლამაზად მოვარაყებული ამ ქვებს უფრო ხშირად შეხვდებით საიუველირო მაღაზიებში. მაგრამ ისინი დიდი ეფექტურობით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა სამკურნავ ქვებთან ერთად განმკურნების სხვადასხვა სქემებში. მის დიაპაზონში შემავალი ფერები ზემოქმედებს გულის ჩაკრისა და მეორე ჩაკრას შორის არსებულ მონაკვეთებზე. რომლებიც შესაძლებელია იყოს დაბლოკილი. იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე ჩაკრის (სექსუალური) შემოქმედებით სასიცოცხლო ძალას, არ ძალუძს ემოციური დაძაბულობისგან თავისუფალი ცირკულაცია, და ეს ემოციები დაგროვებულია მზის წნულში. მაშინ ძოწს შეუძლია შეასრულოს თავის სამკურნალო ფუნქცია.
როდესაც შემოქმედებითი ძალა ფერხდება, ადამიანი დათრგუნული და აპატიური. მას უჩნდება მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ. ასეთ შემთხვევებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მწვანე და წითელი ძოწი. რომლებიც უნდა განთავსდეს მზის წნულის არეში.ისინი ამ შემთხვევაში ატარებენ ემოციონალური ცენტრებისკენ სამკურნალო ენერგიას და სიცოცხლის ძალას, სწორი ასიმილაციის და შემოქმედებით კონცენტრაციისათვის.
წითელი ძოწი ამ ფორმაციის მინერალებში არის ყველაზე გავრცელებული და იგი დემონსტრირებს სუფთა წითელი ფერის ენერგიის ძალას. სხვადასხვა სქემებში განმკურნების სეანსების დროს განსაკუთრებულად კარგია მისი დადება მეორე ჩაკრაზე, რათა მიეცეს ბიძგი გაახალგაზრდავებას , შემოქმედებითი საწყისების გამოფხიზლებას, სისხლის გასუფთავებას და რეგენერაციას. მისი დადება აგრეთვე შეიძლება ნებისმიერ ჩაკრაზე, რათა მოხდეს მოცემულ ენერგეტიკული ცენტრის შემოქმედებითი გამოხატვის სტიმულირება. მაგალითად, როდესაც წითელ ძოწს ამეთვისტოსთან ერთად ათავსებენ მესამე თვალზე, იღვიძებს ინტუიციური ძალის შემოქმედებითი ენერგია.
თუ, თქვენ ძოწს თან ატარებთ,ან მედიტირებთ მასთან ერთად, ის აამაღლებს შემოქმედებით ენერგიას და შესაძლებელია გააქტიუროს სქესობრივი ვნებები. ამიტომაც ეს ქვები ძალიან კარგია გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ სექსის მეშვეობით გამოხატონ საკუთარი თავი.
ცნობილია რომ, ძოწი ზემოქმედებს დადებითად უნაყოფობასა და ფრიგიდულობაზე. ამ ქვის მუდმივად მოხმარებისას, შეგეძლებათ ისწავლოთ მეორე ჩაკრის შემოქმედებითი ძალის მიმართვა, ნებისმიერ სხვა ენერგეტიკულ ცენტრებზე. რითაც მიიღებთ მრავალფეროვან ექსპრესიულ განცდებს.

Posted by: თამარი Aug 8 2011, 12:30 PM

რეალისტი

თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რამდენიმე სურათს შემოგაშველებთ, ლევან.
ეს ალმანდინია, - ძოწის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს კი დემანტოიდია, - იგივე მწვანე ძოწი. ძოწებიდან - ყველაზე ძვირფასია და ყველაზე ძლიერიც...
http://www.radikal.ru

კაბაშონით დამუშავებული ძოწი - თავიის ძალას ყველაზე არ ავლენს. მხოლოდ მისთვის რჩეულებზე! ანუ ასეთი ძოწი თავად ირჩევს თავის პატრონს. მისი მოქმედება ადამიანზე ან 0-ის ტოლია და ან - ძაააალიან დიდ ძალას მატებს! smile.gif

Posted by: თამარი Aug 8 2011, 12:30 PM

http://www.radikal.ru

კაბაშონით დამუშავებული ძოწი.

Posted by: თამარი Aug 8 2011, 12:35 PM

ეს ამეთვისტოს დაუმუშავებელი კრისტალია.

ლეგენდის მიხედვით (ლეგენდაში კი - ყველაფერი მართალი ეწერა ყოველთვის) - ენის ქვეშ დადებული ამეთვისტოს კრიტალი ადამიანს თრობისგან იცავს, ანუ მინიმუმამდე მცირდება ალკოჰოლის ზემოქმედება: ღვინოს სვამ და არ კი თვრები!

Posted by: თამარი Aug 8 2011, 12:36 PM

http://www.radikal.ru

ვაახ, სურათის დადება მავიწყდება-ხოლმე... smile.gif))

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 12:48 PM

მწვანე ავანტიურინი
http://www.radikal.ru მწვანე ავანტიურინი ეს ბროლია, რომელიც აირეკვლას ნამდვილ სუფთა მწვანე ფერს. მას ხშირად შიგნით ახასიათებს პატარა სიბრჭყვიალე, რომელითაც ამ ქვას აღვიქვამთ როგორც მხიარულს და მბრწყინავს.
მწვანე ავანტიურინი უშუალოდ არის ერთერთი საუკეთესო ქვა, რომელიც გამოიყენება ქვებით მკურნალობისას სხვადასხვა სქემებში. თუ, თქვენ სურვილი გაქვთ დააწყნაროთ აღელვებული გული, გაანეიტრალოთ ემოციები და შეავსოდ ფიზიკური სხეული გაწონასწორებულობის და კეთილდღეობის გრძნობებით, ამ დროს ის თქვენ საკმაოდ დაგეხმარებათ. ფაქტიურად მწვანე ავანტიურინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერ უძლურობისას. ჰქონდეს მას მენტალური, ემოციონალური თუ, ფიზიკური მხარე.
ამ ქვის სუფთა მწვანე განმკურნებელ ძალას, შეუძლია გამსჭოლოს ნებისმიერი პრობლემა და გადაცეს თავისი ვიბრაცია ადამიანს, ნებისმიერი მისი არსის დასამშვიდებლად.
ვინაიდან მწვანე ავანტიურინი წარმოადგენს ბროლის ნაირსახეობას, მასაც გააჩნია ძალიან მაღალი დინამიური ძალა, რომელიც ფანტავს არაჯამრთელ აზრებს, გრძონებებს და მასთან დაკავშირებულ ფიზიკურ დარღვევებს. მწვანე ავანტიურინი შეგიძლიათ განათავსოდ სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. რომელიც დაავადებულია და გააჩნია დისბალანსი. რათა ადამიანის აურაში მივმართოდ მწვანე სამკურნალო სხივი და უშუალოდ ფიზიკურ სხეულში გავატაროთ მისი განმკურნებელი არსი.
მწვანე ავანტიურინის ქვები შეგვიძლია ვატაროთ სტრესებისა და მღელვარებების პერიოდში. ის დაეხმარება ადამიანს შეინახოს შინაგანი წონასწორობა და ჰარმონიულობა.
თუ, რომელიმე ქვას შეიძლება უწოდოთ უნივერსალური მკურნალი, ის აღმოჩნდებოდა მწვანე ავანტიურინი. რომელიც ცნობილია თავის დინამიური ძალით და უნარით შეუმსუბუქოს და გაუქარწლოს ადამიანს ტკივილი. განმკურნოს და აღადგინოს წონასწორობა.
ქვების განთავსების სქემებში, რომლებიც გამოიყენება განმკურნების დროს მისი განთავსება განსაკუთრებით კარგია, გულის ჩაკრის და მზის წნულის შორის მიდამოში. სადაც ის ხელს უწყობს დათრგუნული ემოციების ნეიტრალიზაციას. მისი დანიშნულება არ გამოიხატება იმაში, რომ მსგავსად მალაქიტისა გამოამჟღავნოს ემოციები, ანდა ამოიყვანოს ისინი ზედაპირზე, მისი უშუალო ფუნქციაა გაფანტოს ნებისმიერი გრძნობები, რომლებიც გამოიწვევენ გულის ჩაკრის ანდა მზის წნულის ბლოკირებას. ამიტომაც კარგია მისი გამოყენება მალაქიტთან ერთად. როდესაც თქვენ მუშაობდ მიზნობრივად მზის წნულის გასასუფთავებლად, გაჩერებული ემოციებიდან. ამ დროს მალაქიტი გამოიყვანს მათ ზედაპირზე, ხოლო მწვანე ავანტიურინი მათ გაფანტავს.
მწვანე ავანტიურინის აგრეთვე ნამდვილი მეგობარია ვარდისფერი ბროლის. ორივენი ტანდემში ხელს უწყობენ გულის ჩაკრის განწყობას და მის მკურნალობას.

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 12:54 PM

http://www.radikal.ru
კალციტი ითვლება მენტალურ ქვად. მწვანე კალციტი ემსახურება უშუალოდ მენტალობის მკურნალობას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ სიტუაციისას როდესაც ადამიან სურს მიაღწიოს მენტალურ გაწონასწორებას. მწვანე კალციტი არბილებს ზოგჯერ მეტად მკვეთრ ინტელექტუალურ გონების საზღვრებს. და ნებას რთავს ჭეშმარიტ შინასგან ცოდნის გამოვლინებას.. ის განსაკუთრების ადგებათ ბავშვებს სკოლის პროგრამების გათვიცნობიერებისათვის. ასევე ძალიან სასრგებლოა ადამიანებისთვის, რომლების განიცდიან გონებრივ სისუსტეს ან ადამიანთა მცდელობისას შეგნებულად მოახდინონ გადაპროგრამირება ძველი დამოკიდებულებების და აზროვების პატერნის.
საკუთარი განმკურნების პროცესისას,ხშირად დგება აუცილებლობა გარდავქმნათ აზროვნება, რომ მოვიცვათ შედარებით ფართო რეალობა. ამ შემთხვევებში მწვანე კალციტს შეუძლია გაგვიწიოს საუკეთესო სამსახური. გაგვანთავისუფლოს ძველ მოძველებულ წარმოდგენებისგან და მიგვაღებინოს ახალი. ხშირად ჩვენ გარს უვლით იმას, რაც ჩვენ ვიცით და იმ შემთხვევებშიც თუ ეს ცოდნა არ არის ჭეშმარიტება. მწვანე კალციტი ჩვენ გადმოგვცემს საკუთარ მწვანე სამკურნალო ძალას, რომ განვთავისუფლდეთ ძველისგან და შევიდეთ ახალში. ის ეუბნება რეალობის აღქმის ძველ ფორმებს ’ ”ყველაფერი წესრიგშია, თუ თქვენ დათმობთ თქვენ პოზიციებს, თქვენ შეგეძლებათ გახდეთ ნაწილი უფრო გლობალური მთლიანობის”. მწვანე კალციტი ლაპარაკობს ინტელექტის ენაზე ისე რომ თქვენ გამოხატავთ ნდობას მის მიმართ.
ეს ქვა კარგია განათავსოდ მესამე თვალზე ან ყელის ფუძეზე სხვადასხვა სქემათა რიგში. შემთხვევებში, როდესაც ხდება განთავისუფლება ძველი მენტალური პატერნებისგან. ასევე დაალაგოთ გულის ჩაკრის არეში, რომ შეატყობინოთ ემოციებს,ხშირად დაკავშირებულთ ისეთ აზროვნების პატერნებთან, რომ მათი წასვლა - ე.ი დაუთმო უფრო მაღალს და უფრო მძლავრ ძალას. მწვანე კალციტის ტარება კარგია მაშინ როდესაც ადამიანი გადის მენტალური ცვლილებების ქვეშ. ის ემსახურება მკურნალებს და სხვებს ტრანსფორმაციისა და გარდაქმნების პერიოდში.
როდესაც ემოციონალური პატერნები ხდებია ძალიან მდგრადები და მკვეთრები, მჟღავნებიან ფიზიკურ სხეულში,მათ შორის ძვლების, მყესებისა და ხტილების დაავდებების სახით. ამიტომაც მწვანე კალციტი სასარგებლოა მიიღოთ არტრიტების, ტენდინიტების, რევმატიზმის და სხვა ოსტეოპატიური დაავადებების დროს. ამ ქვის გამოყენება შესაძლებელია კიდევ სპორტული ტრამვებისა და უბედური შემთხვევების დროს.რომელიც იწვევს კვანძების დაზიანებას. მწვანე კალციტი საუკეთესო დამხარეა ექიმების, რომლების სპეციალიზირებული არიან ძვლების დაავადებებზე. ის ეხმარება საკურნალო ენერგიის შეღწევაში უშუალოდ ძვლის ქსოვილებში. იმის გამო რომ, მწვანე კალციტი ირეკლავს ღია-მწვანე დამაწყნარებელი შეფერადებლობის ფერს, მას გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სიტუაციისას, როდესაც წითელი ენერგია ქმნის დისბალანს. ამ ქვის გამოყენება ამსუბუქებს ციებ-ცხელებას, დამწრობის მკურნალობისას და გაცხარების სინდრომის დამშვიდების დროს. თუ, მწვანე კალციტი დადეთ სხეულზე დაზიანებული მონაკვეთის გვერდით და ფიქრებით წარმოვიდგინეთ ეს ხატოვნება, მივმართედ რა, ეს სამკურნალო ენერგია დაზიანებული მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლეზე, გავანთავისუფლებთ რა მას სტრესებისგან, გამოწვეული ტკივილით შესაძლებელია მოხდეს მშვენიერი ეფექტი. რომ მივაღწიოთ მდგრად ეფექტს,აუცულებელია ჩავააროთ ეს პროცედურა არა უმცირეს 15 წუთის , დღეში ოთხჯერ. ასევე აუცილებელია გავასუფთავოდ ეს ქვა ყოველი სეანსის დამთავრების შემდეგ. დავტოვოთ, რა ეს ქვა გადამუხტვისთვის სუფთა ბროლის ქიმზე ანდა მოვათავსოდ პირამიდაში.
კალციტების ამ ოჯახში შედის არა ნაკლებ ეფექტების მქონე მეორე ქვაც. - ოქროსფერი კალციტი. თუ, დავიცვათ ხარისხს რომელიც აუცილებელია მენტალთან სამუშაოდ, და თუ, ოქროსფერი კალციტს ჩავრთავთ ქვების დალაგების სქემაში, მანიპურა ჩაკრაზე მუშაობის დროს, მას აქვს თვისება გაატაროს საჰასრარა-ჩაკრის უმაღლესი გონებრივი უნარი, ფიზიკურ სხეულამდე. ასევე შეიძლება მისი განთავსება საჰასრარა-ჩაკრის გვერძე, რათა მოახდინოს პროექცირების სტიმულირება უმაღლეს ფიქრთა ვიბრაციების ენერგიის შემოქმედებით საწყისებზე. ოქროს კალციტი კარგად ადგება მედიტაციას, თუ თქვენთვის აუცილებელია შეინარჩუნოთ აზროვნების სიმახვილე და მოძრაობა რათა მოიზიდოთ უმაღლესი ენერგიები.

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 01:03 PM

http://www.radikal.ru

ვეფხვი თვალი არის ერთერთი საკმაოდ უნიკალური და ულამაზესი ქვა, ბროლის ოჯახიდან. მისი ფერები თამაშობენ თეთრი მუქი-ყავისფერიდან ოქროსფერ-ყვითლამდე და გადადიან ერთი მეორეში სხვადასხვა ზომის ზოლებით.
ეკუთვნიან რა ბროლის ოჯახს, ვეფხვის თვალი,საწყისიდანვე ატარებს თავის თავში ვიბრაციის მაღალ მუხტს. მაგრამ მისი მუქ-ყავისფერი სხივი, უშვებს ამ ენერგიას მიწის ფესვებში. ვეფხვის თვალში არის ორი ნათლად გამოხატული ენერგიები. - მუქი ფერის ფონი, ეს თვით მიწის გაჯერებაა, ნატიფად შეფერადებული საჰასრარის ოქროს სხივი. .ენერგიების ასეთი შეჯერებით, ვეფხვი თვალი შეგვიძლია დავადოთ მანიპურა ჩაკრაზე, საჰასრარა ჩაკრის ამაღლებული გონების ჩამოსასვლელად ფიზიკურ სამყაროში. როდესაც ეს ქვა სქემებში სხვადასხვა ქვებთან ერთად იდება ჭიპზე, შეიძლება შევნიშნოთ, თუ, როგორ შედის სხეულიში უმაღლესი ენერგიების ნაკადი.რომელიც ქმნის მთლიანად მოცულ კეთილდღეობის გრძნობებს.
ხავერდოვან -ოქროსფერი ბრწყინვა,რომელიც გვაგონებს ვეფხვის თვალს, სიმბოლოა პირადი ძალის, მთლიანობის და უნარის ჩამოვიყვანოთ ციური მიწაზე. ვეფხვის თვალს შეუძლია გასცილდეს ფიზიკური ასპექტების ილუზორულ შეზღუდვების საზღვრებს და მიაღწიოს საოცრება შეცველ სულიერ გამარჯვებამდე.
ვეფხვის თვალს შეუძლია მოგცეთ ძალა, დაინახოთ უზენაესი, ყველა მატერიალურ ფორმაში. ამავე დროს ხელი შეუწყოს ნებისყოფის განვითარებას. ეს ქვა საკმაოდ პატივსაცემია და უნიკალურია თავის თვისებებით.
ვეფხვის ქვა ითვლება მანიპურა-ჩაკრის ერთერთ ძირითად ქვად. ის უთმობს ციტრინსა და ტოპაზს, მაგრამ ის ფლობს უფრო გამოკვეთილ მიწიერ თვისებებს. ეს ქვა განსაკუთრებით სასარგებლოა გაფანტულ ცხოვრებასთან ვერ შეთავსებულ ადამიანებისთვის. ან იმათთვის ვისაც არ ძალუძს გამოხატოს თავის ნება მოქმედების ფორმით.

Posted by: თამარი Aug 8 2011, 01:42 PM

ციტატა(რეალისტი @ 8th August 2011 - 01:03 PM) *
ვეფხვი თვალი არის ერთერთი საკმაოდ უნიკალური და ულამაზესი ქვა, ბროლის ოჯახიდან

რეალისტი

ამაში - ვერაფრით დაგეთანხმებით!
ვეფხვის თვალი (ყავისფერ-ყვითელი), ისევე როგორც კატის თვალი (მომწვანო-ყვითელი), შევარდნის თვალი (ლურჯ-თეთრი) და ხარის თვალი (შავ-თეთრი) - ონიქსის სახეობებია,, თავად ონიქსი კი - აქატის ჯგუფს განეკუთვნება!

მთის ბროლი კი - კვარცის ნაირსახეობაა.

მე და დედაჩემი 25 წელი ვასწავლიდით ჯავახიშვილის უნივერსიტეტში საიუველირო საქონელმცოდნეობას. დედას წიგნიც აქვს დაწერილი - ”საიუველირო ნაწარმის საქონელმცოდნეობა.”
ასე რომ, ვიცი, რასაც ვამბობ და მომიტევეთ ასეთი შემოჭრა პოსტებში.

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 03:08 PM

მოგესალმებით ქალბატონო თამარ!
ნამდვილად სწორი ბრძანდებით. ამ პოსტებს მე ვიღებ არა ინტენეტიდან, არამედ ჩემი გამოშვებული წიგნიდან. რომელიც ტიპოგრაფიის რედაქტირების შემდეგ მართალი გითხრათ აღარც გადამიმოწმებია. აღარც მინახია მე ხელზე დამრჩა მხოლოდ ელექტრონული ვერსია. სადაც შესაძლებელია იყოს შეცდომები, გეოლოგიურ- მინერალოგიურ ტერმინებში. ამიტომ ჩემთვისაც საინტერესოა ნებისმიერი გაპარული შეცდომა. ვინაიდან ეს წიგნი განახლებისა და თავების დამატების შემდგომ მინდა ხელმეორედ გამოვცე.
პატივიცცემით
რეალისტი
P.S.კიდევ ერთხელ მადლობა

Posted by: Atman Aug 8 2011, 03:16 PM

ძვირფასი ქვები როგორც მე ვიცი ყველა ადამიანისთვის უნდივიდუალურად უნდა იქნეს შერჩეული და ისიც კი საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს, თუ რომელ თითზე და რომელ ფალანგზე უნდა ვატაროთ ეს ქვები. ქვების მოქმედება პლანეტების ზემოქმედებითაა განპირობებული. და ვინმემ საქართველოში იცის ქვების შერჩევა (პროფესიონალურ ცოდნას ვგულისხმობ).

ეს არის ოლეგ ტორსუნოვის ლექციის აუდიო-ჩანაწერი ძვირფასი ქვებით მკურნალობაზე:

http://torsunov.ru/ru/downloads/lections.html?downloadid=78

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 03:30 PM

ქალბატონო თამარ!
ესეც პატარა კორექტირება ვეფხვის თვალთან დაკავშირებით


Минералы и разновидности кварца
Кварц на почтовой марке, 2009Авантюрин — желтоватый или мерцающий буровато-красный кварцит (в связи с включениями слюды и железной слюдки).
Агат — слоисто-полосчатая разновидность халцедона.
Аметист — фиолетовый.
Бингемит — иризирующий кварц с включениями гётита.
Волосатик — горный хрусталь с включениями тонкоигольчатых кристаллов рутила, турмалина и/или других минералов, образующих игольчатые кристаллы.
Горный хрусталь — кристаллы бесцветного прозрачного кварца.
Кремень — тонкозернистые скрытокристаллические агрегаты кремнезёма непостоянного состава, состоящие в основном из кварца и в меньшей степени халцедона, кристобалита, иногда с присутствием небольшого количества опала. Обычно находятся в виде конкреций или гальки, возникающей при их разрушении.
Морион — чёрный.
Празем — зелёный (из-за включений актинолита).
Празиолит — луково-зелёный, получается искусственно прокаливанием жёлтого кварца.
Раухтопаз (дымчатый кварц) — светло-серый или светло-бурый.
Розовый кварц — розовый.
Халцедон — скрытокристаллическая тонковолокнистая разновидность. Полупрозрачен или просвечивает, цвет от белого до медово-жёлтого. Образует сферолиты[5]., сферолитовые корки, псевдосталактиты[6] или сплошные массивные образования.
Цитрин — лимонно-жёлтый.
Сапфировый кварц — синеватый, грубозернистый агрегат кварца.
Кошачий глаз — белый, розоватый, серый кварц с эффектом светового отлива.
Соколиный глаз — окварцованный агрегат синевато-серого амфибола.
Тигровый глаз — аналогичен соколиному глазу, но золотисто-коричневого цвета.

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 03:45 PM

Тигровый глаз[править]Материал из Википедии — свободной энциклопедии
Происхождение исходного минерала — крокидолита (щелочной амфибол) магматическое. Образуется в субщелочных гранитах совместно с кварцем и др. минералами, где амфиболы образуются по трещинам.
Находится совместно с соколиным глазом.
Замещение крокидолита кварцем и гидрокислами железа происходит в гидротермальных условиях, поэтому тигровый глаз, а равно и соколиный глаз можно отнести к минералам гидротермального происхождения. Причем замещение происходит сначала гидрокислами железа, а уж затем кварцем.

Класс минерала: Агрегат
Твердость: 7

Плотность: 2,4-2,7

Цвет: золотисто-коричневый
Цвет черты: желто-бурая
Блеск: шелковистый
Прозрачность.: непрозрачный
Спайность: отсутствует
Излом: занозистый
Сингония: нет
Минерал хрупкий?: Да
Ковкость.: Нет
Реакция на HCl: Нет
Плеохроизм кристалла: Нет
Иризация: Нет
Магнитные свойства: Нет
Светопреломление: 1,544-1,553
Плеохроизм: отсутствует
Люминисценция: отсутствует

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 04:21 PM

მოგესალმებით ატმან!
"ქვების მოქმედება პლანეტების ზემოქმედებითაა განპირობებული. და ვინმემ საქართველოში იცის ქვების შერჩევა (პროფესიონალურ ცოდნას ვგულისხმობ)."

რაც შეეხება პლანეტებს და მინერალებს და მათ შორის ბიოენერგეტიკულ კავშირებს. ატმან აქ ბევრი არა რეალური და ფანტაზიური კორელაციებია. და ბევრი ინტერპრეტაციის დროს ცაში დაფრინავენ. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. და არც მსურს, ამ თემაზე საუბარი მოიტანს უარყოფით შედეგებს. ვინაიდან შესაძლებელია შეირყეს ბევრი ადამიანის სოფმხედველობა. ეს ჩემი ამოცანა არარის.
რაც შეეხება ოლეგ ტორსუნოვს - ბევრი მისი კონცეპციებიდან ნამდვილად მისაღებია. მაგრამ ყველაფერი არა. ყოველ შემთხვევაში ბევრი სუსტი წერტილები გააჩნია თავის მოსაზრებებში. (თქვენს მიერ მოწოდებული ტორსუნოვის ლექცია ყურადღებით მოვისმინე ბევრ მცდარ ინფორმაციას აფქვევს, ნამდვილად არარის სპეციალისტი ლიტო თერაპიაში)
საქართველოში დიდი ხნის წინ იყვნენ სპეციალისტები ლიტოთერაპიაში, აკადემიური მინერალოგიისა და არატრადიციული მედიცინის მცოდნე.. მაგრამ 80 და 90 წლებში ბევრმა დაანება თავი. რადგან იმ პერიოდში ეს ფორმა იწვევდა მათვის სერიოზულ გვერდით მოვლენებს. . ბევრი გარდაიცვალა. ბევრმაც დატოვა ეს ქვეყანა. პირადად მე სადღაც 1975 წლიდან ვიცნობდი ბევრს. დღეს ჩათვალეთ რომ თითებზე დასათვლელები დარჩნენ და თითქმის ყველა ღრმა მოხუცები არიან. ისინი უკვე დიდი ხანია პრაქტიკას მოცილდნენ.
ისე თუ, პერსონალურად გაინტერესებთ შემიძლია დაგაკვალიანოთ ვის მიაკითხოთ. (PM-ში)
პატივისცემით
რეალისტი

Posted by: Atman Aug 8 2011, 04:42 PM

რეალისტი

კარგი იქნება. პმ-ში მომწერეთ, ვინაა კარგი სპეციალისტი, პირადად მე რომ შემირჩიოს ქვა. ალბათ ასტროლოგიასაც კარგად უნდა იცნობდეს...

ტორსუნოვს რაც შეეხება, კომენტარს არ გავაკეთებ...

Posted by: თამარი Aug 8 2011, 04:43 PM

მართალი ხარ, ლევან... აქატიც - კვარცის სახესხვაობაა... მაგრამ ამ პრინციპით - გრაფიტი და ალმასი - ორივე ნახშირბადის ალოტროპიული სახესხვაობებია... და სულ არ ჰგავს გრაფიტი ალმასს... smile.gif

კვარცი - SiO2 (სილიციუმ-ო-ორი) - იგივე ქვიშაა, რომელიც მინის წარმოებაში გამოიყენება... smile.gif
და არც მთის ბროლი ჰგავს ზღვის სანაპიროზე დაყრილ ქვიშას... smile.gif

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 04:57 PM

ქალბატონო თამარ!
ძალიან მასიამოვნეთ რომ ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთა დაკავშირებით ინდენტურობასთან ახლოსაა.
პატივიცემით
რეალისტი

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 05:12 PM

http://www.radikal.ru
ბროლის ოჯახში საკმაოდ ახლო მეგობრად ვეფხვის თვალთან და მის მოძმედ, ითვლება მიმინოს თვალი (ზოგჯერ მას უწოდებენ შევარდნის თვალს), ვინაიდან ვეფხვის თვალი ავლენს ოქროსფერ- ყვითელ ფერს, ხოლო მიმინოს თვალი ნაცრისფერ-ლურჯს ან ნაცრიფერ- მწვანე ფერი კონსტანტირებს გაჯერებულ შავ-ყავისფერთან. ეს ქვები გაოცებენ, როდესაც მათ უყურებთ სინათლის სხივზე. როდესაც მათში თითქოს და მონაცვლებით ბრჭყვიალებენ ხავერდოვანი კუთხეები. მიმინოს თვალი ფერთა ასეთი მიმზიდველ მონაცვლების გამო ხშირად გამოიყენება საიუველირო საქმეში და ორნამენტების მოსაპიქკეთებლად. .
მიმინოს თვალი არის ერთ ერთი ქვა, რომელიც აჯერებს თავისი ენერგიით პირველ ჩაკრას. ის ძალიან გეხმარებათ შეიძინოთ სწორი სოფმხედველობა იმ ამოცანებისა და სიტუაციების გადასალახავად, რომელისაც თქვენ ეყრებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ მიმინოს თვალს მოვათასებთ სხვადასხვა ქვებით მკურნალობის სქემებში, პირველი ჩაკრის მონაკვეთზე ან მას ატარებთ თან ან მედიტირებთ მასთან ერთად, ის გაატარებს ფიზიკურ კუთხით ღრმა სიმშვიდეს და განმკურნებას. ეს ქვა ერთ ერთი საუკეთესოა ნეგატიურ პატერნათა მკურნალობის დროს. რომლებიც მჟღავდებიან ფიზიკური დაავადების კუთხიდან. ვინაიდან ის გადასცემს დამაწყნარებელ სამკურნალო სხივს უშუალოდ სხეულში.
ეს ქვა გვაგონებს შევარდენს და სიმბოლიზირებს მიწაზე ხედვას. ასევე ყველაფერს რაც ხდება ფიზიკური კუთხით გარშემო, თითქოს და ამას აკვირდებით ზემოდან. შევარდნები ყოველთვის ითვლებოდნემ ღრმეთისგან მოგზავნილნი ადამიანებთან. შევარდნის თვალს შეუძლია დაგეხმაროთ მიიღოთ ინტუიციურ გულახდილობა სამგანზომიანი სამყაროს თვალსაზრისით. გაიგოთ, თუ ეს სამყარო როგორ არის ფუნქციონირებს, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა ეფექტურად იმუშაოთ მიწიერ კანონზომიერებასთან, რათა მიაღწიოთ დასახულ საკუთარ მიზნებს.
მიმინოს თვალი ცნობილია თავის უნარით ხელი შეუწყოს ადამიანის გონების შინაგან ხედვას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეხედოთ ცხოვრებას უფრო ფართო პერსპექტივებიდან. ამისთვის ის უნდა დაიდოთ მესამე თვალის ჩაკრის არეში.
მუქი ფერის ქვებიდან, არის, რა ეს ქვა, ერთერთი ლამაზი, მიმინოს თვალი გადმოგცემთ უნარს მიწიერებისკენ, თან ისეთი სახით,რომ თქვენ ადვილად გამოიყენოთ.
ერთად მუშაობის დროს, მიმინოს თვალი და ვეფხვის თვალი ეხმარებიან ადამიანს დინამიურად შეიგრძნოს ზეციური განცდები დედამიწაზე.


Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 05:17 PM

http://www.radikal.ru
ჰერკიმერის ალმასებს, მითუმეტეს იმის, რომ მათ გააჩნია მცირე ზომები, აქვთ უნარი გაატარონ საკმაოდ ძლიერი მაღალსიხშირიანი ენერგეტიკული ნაკადები. რომლებიც შეესაბამება ალმას, ლალს, საფირონის და ზურმუხტის ენერგეტიკულ ნაკადებს.
ჰერკიმერის ალმასი გაანთავისუფლებს თქვენს სულს და აიყვანს ახალ დონეებზე. ის საუკეთესოდ გამოდგება ასტრალში გასასვლელად. ეს ქვები ეხმარებათ მატერიალური სამყაროს ჩარჩოდან გამოსვლაში და ფიზიკურ სხეულთან ძლიერ კავშირებიდან განთავისუფლებაში.
ეს ალმასები აღებენ ვიზუალიზაციის არხებს. ის იძლევა ნათელ და მშვენიერ სურათს მოცემულ თემებზე.
ჰერკიმერის ალმასები ირეკლავენ სინათლეს, ერთ წერტილში კონცენტრირებულ ყველა თავის წახნაგებით. ფლობენ რა, ბუნებში ყველაზე სრულყოფილ მწვერვალებს, ისინი წარმოადგენენ ბროლის განსაკუთრებულ კრისტალებს, რომელსაც მოიპოვებენ მხოლოდ ჰერკიმერში (ნიუორკის შტატი).
ხშირად ისინი გვაგონებენ ორ მწვერვალიან ბროლის კრისტალებს. სინამდვილეში გააჩნიათ ორი და ზოგ შემთხვევაში სამი,ოთხი მწვერვალი.
არც, თუ ისე იშვიათად მის კუთხეებიდან გამოდიან ასეთივე, ოღონ საკმაოდ მცირე ზომის კრისტალები. მათ თითქმის არასდროს არ აქვთ დაუმთავრებელი კუთხეები. სწორედ ხერკიმერიის ალმასებს, ასეთი მრავალ მწვერვალიანობა აძლევთ მათ დამატებით დინამიურ ძალებს.
ჰერკიმერის ალმასები არიან ერთერთი საუკეთესო ქვები, სქემათა შემადგენლობაში. რომლითაც სუფთავდება ემოციური დაძაბულობები ანდა ემოციური შეფერხებები, დაგროვილი ნებისმიერ მონაკვეთში. თუ, ამ ქვებს განვათავსებთ ჩაკრათა შუა, ისინი ხელს უწყობემ არხების გაწმენდას, ენერგიის თავისუფალი გასვლისთვის. სწორედ ამიტომ საკმაოდ კარგია მათი მალაქიტთან ერთად განთავსება მზის წნულის არეში. ამ დროს მალაქიტი გამოიტანს დართგუნულ ემოციებს გარეთ, ხოლო ეს ბროლის ალმასები გაადნობენ და გაფანტავენ მათ.
ამ ქვების თან ტარება საკმაოდ სასარგებლოა, თუ თქვენ გრძნობთ მოთხოვნილებას ენერგიის დამატებითი მუხტის. ხშირად ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან საიუველირო ნაწარმში და გააჩნიათ უნარი გაალამაზონ ნებისმიერი ადგილი სადაც მათ განათავსებენ.
ცნობილია, რომ ძილის დროს მათი განთავსება ბალიშის ქვეშ საკმაოდ სასარგებლოა. ვინაიდან მათ შესაძლებელია გამოიწვიონ გონებრივ განცდები სხეულის გარეშე არსებობის გამოცდილების, ანდა ხელი შეუწყოს ზუსტ წარმოსახვას მეხსიერებაში ძილის დროს წარმოქმნილი ხატოვნების.
ჰერკიმერის ალმასები იწვევენ ბუნებრივ აღფთოვანებას. ისინი ბედნიერები არიან. ისინი თქვენც გაგაბედნიერებენ.

Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 09:31 PM

http://www.radikal.ru
ოპალი წარმოადგენს საოცარ და საკმაოდ განსაცვიფრელ ქვას. მისთვის დამახასიათებელია ცისარტყელას ფერთა მრავაფეროვანი ცვალებადობა, თანდაყოლილ ფერთა ოპალესცენცია, მხედველობის არის კუთხის შეცვლისას. ოპალესცენციის ეს მოვლენა, ემსახურება ერთერთ ფაქტორად, რომელიც განსაზღვრავს მის განსაკუთრებულ ბუნებას.
ფერთა სიღრმე იცვლება მასზე სხვადასხვა კუთხიდან მზერის დროს. მისი პიროვნება არასდროს არ სტაბილიზირდება იმდენად, რომ უშუალოს მასთან მოხდეს პირდაპირი შეხვედრა. ქალბატონ ოპალისგან მხოლოდ შეიძლება არღფთოვანდე მისი მუდმივ ფერთა შეცვლის და ფერთა ეფექტების სიამოვნების გრძნობის წარმოშობის გამო.
ოპალი მუდმივად შეიცავს წყალს, რომელიც ზემოქმედებს ემოციონალურ სხეულზე. როდესაც, მას თან ატარებენ ანდა მედიტირებენ მასთან ერთად. ამ ქვასთან წარმატებით შეუძლიათ მუშაობა მხოლოდ ემოციურად გაწონასწორებულ ადამიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპალი გააძლიერებს და ინტენსიფიცირებს იმ ემოციურ მდგომარეობას რომელიც დომინირებს მოცემულ მომენტში. ეს უნიკალური ქვა აირეკლავს ადამიანის ემოცინალურ სხეულს და გიბრუნებთ ამ ანარეკლს გაძლიერებულ სახით.
თუ, ადამიანი განრისხებულია ან განაწყენებული, ოპალი აძლიერებს წითელი ენერგიის ნეგატიურ ძალას. მეორე მხრიდან თუ, ადამიანი დათრგუნულია ან საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული ის უფრო აღრმავებს ამ გრძნობებს.
ხოლო ,თუ ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ თავში, გრძნობს ბალანს და ფლობს შინაგან სიმშვიდეს, ოპალი გაბრწყინდება საკუთარ მნათობ არსების თითოეული წახნაგით.
ვინაიდან ოპალი შეიცავს 30% წყალს, ამ ქვებთან საჭიროა მოიქცე ფრთხილად.
თუ ის გაიბზარა, შესაძლებელია დაკარგოს საკუთარი წყალი, რის საშუალებითაც შესაძლებელია ოპალესცენცია. ამ ქვების შენახვა დასაშვებია ნამიან ბამბის ქსოვილში ანდა ბროლის ჯაგრისში.ამით თქვენ აჩერებთ მის სიბერეს და აძლიერებთ ოპალესცენციას. მათი შენახვა არ შეიძლება სითბოსთან ახლოს. ვინაიდან მათვის აუცილებელი წყალი შეიძლება აქროლდეს. წყლის დაკარგვის შეთხვევაში კარგავს ფერის დინამიკას და თვით სიცოცხლის ენერგიას.
ფაქტიურად ოპალი არის შორეული ნათესავი ბროლის ოჯახის და იყოფიან სამ ძირითად ჯგუფად. ძვირფასი ოპალესცენსირებულ ოპალი, ცეცხლოვანი ოპალი და ჩვეულებრივი ოპალი. ძვირფასი ოპალები ჩვეულებრივად არიან თეთრი ან რძის ფერები, შიგნით სხვადასხვა ერთიმეორეში გარდამავალი პალირტით. ძვირფასი ოპალები აგრეთვე შეიძლება იყვნენ მუქი-ლურჯები, მუქი-მწვანეები, მუქი-ნაცრისფერი და იშვიათად შავი ქვები. ცეცხლოვანმა ოპალმა მიიღო ეს დასახელება თავის ნარინჯისფერი შეფერადებულობით და ჩვეულებრივად არიან რძის ფერი მკვრივი, იშვიათად ავლენენ ოპალესცენციას.
ცეცხლოვანი ოპალი არ შეიძლება ატაროს ადამიანებმა, რომელთაც გააჩნიათ დათრგუნული განრისხება ანდა შეიძლება იყვნენ იმპულსურნი. ვინაიდან ის გააძლიერებს ამ ენერგიას.
ჩვეულებრივი ოპალი უფრო ხშირად არის მუქი, მათ არ გააჩნიათ ფერთა დინამიური თამაში და გვხდებიან უფრე-გამჭვირვალედან - ყვითელ-მოყავისფრომდე. .
ოპალი ჩვეულებრივად არ შედის დასადებ ქვათა სქემებში, თუ ადამიანს არ სურს თავის ემოციური მდგომარეობის ინტენსიფიკაცია.
წარმატებით მისი გამოყენება შეუძლიათ მათ, ვისაც აქვთ წარმოდგენა მის მოქმედებაზე და ესმით, რომ როდესაც დაიწყება ემოციონალური ცვლილებები, ოპალი მისცემს ნებას მთლიანი ძალით გამოვლინდეს თითოეული ემოცია. ოპალი ძალიან მგრძნობიარეა ჩვენს მიერ განცდილი სტრესებზე და ექვემდებარება განწყობის შეცვლას ისე ადვილად, როგორც შეგვიძლია ჩვენ. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსტაბილდებით ჩვენს ემოციურ სხეულში, ოპალში მყოფი წყალი ზუსტად აირეკლავს, სიყვარულით აღსავსე გულის სინათლეს. ამიტომაც ოპალი შეიძლება სპეციალურად ვატაროდ ანდა გამოვიყენოთ, მაშინ როდესაც, ჩვენ გვსურს გავაძლიეროდ სასიხარულო და სასიამოვმო გრძნობები.
ქალბატონი ოპალი იქნება თქვენი მეგობარი ,თუ თქვენ იქნებით საკუთარი თავის მეგობარი.


Posted by: რეალისტი Aug 8 2011, 09:33 PM

http://www.radikal.ru

Posted by: თამარი Aug 8 2011, 10:25 PM

ოპალის სურათებს მეც მივამატებ და კიდევ დავამატებ, რომ ოპალს ახასიათებს ირიზაციის საოცარი უნარი, ანუ ცისარტყელასებური ელვარება და ფერთა ციმციმა გადასვლა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 12:38 AM

http://www.radikal.ru
იასპი მიეკუთნება ყველაზე გავრცელებულ მინერალებს. რომელიც ჯერ კიდევ ცნობილი იყო პირველყოფილ ადამიანებისთვის. იასპი განსაკუთრებით ფასდებოდა ჩინეთში. მისგან აკეთებდნენ სხვადასხვა სამკაულებს. იასპს ხმარობდნენ ხმლის სახელურების მოსპირკეთებლად, მუზარადების და ქამრების გასალამაზებლად. ითვლებოდა რომ ის გიცავდათ მტრებისგან.
ჩინელი მკურნალები იასპს თვლიდნენ, ერთერთ მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ საშუალებად, შინაგანი ორგანოების გასასუფთავებლად. წითელ იასპს მათი წარმოდგენით შეეძლო გაეჩერებინა სისხლდენა და განერკურნა ზოგიერთი ქალური დაავადებები.
მწვანე იასპი სასარგებლოა ყურადღების კონცენტრაციისათვის, რის შედეგადაც ადამიანს ეხსნებოდა ის რასაც ვერ ხედავდა თვალით. ”დაოს” მოძღვრებაში იასპი ითვლებოდა სიცოცხლის ქვად. ის ამაგრებდა ფიზიკურ სხეულს და ახანგრძლივებდა ცხოვრებას.
ერთერთ ტაილანდურ ტაძარში არის ბუდის 5 ტონიანი მწვანე მონოლიტური იასპის უნიკალური ქანდაკება. ამ უნიკალური ქანდაკებას გააჩნია სამკურნალო საკმაოდ ძლიერი ენერგია.
ჯერ კიდევ ცნობილი ავიცენა ურჩევდა ადამიანებს ეტარებინათ იასპის ქვა მუცელზე, რათა დაეცვათ ორგანიზმი დაავადებისაგან. ზოდიაკოს მიხედვით იასპი მიეკუთნება ქალწულს. პლანეტა - იუპიტერი, მერკური. მისი ენერგია მიმღებია ”ინ” საწყისის.

Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 12:43 AM

http://www.radikal.ru
თავის დასახელება ამ მინერალმა მიიღო ინგლისური სახელიდან (Sodium- ნატრიუმი) მისი მოპოვება ხდება ბრაზილიაში, აშშ- ში, კანანადაში, ინდოეთში, ბირმასა და ნამიბიაში. სოდალიტი არის ბუნებაში არის თეთრი, ლურჯი, წითელი და უფერო. საინტერესოა რომ, მზის სხივების ზემოქმედების შემდგომ ეს მინერალი იცვლის ფერს. მაგალითად მიწის ზედაპირიდან მოპოვებული ღია - წითელი ნიმუშები, გარკვეული დროის შემდეგ იღებენ ნაცრის ფერს და ხდებიან შეუხედავი. ამოღებული სიღრმიდან ვარდისფერი სოდალიტი შეიძლება გახდეს თითქმის შავი ფერის. ქინბირის მთებში არსებობს სოდალიტი, რომელის შემადგენლობაში არის ატომური ნახშირბადი. ამ მინერალს მეორე ნაირად შეარქვეს ”გაკმანიტი”. ფინელი მკელევარის ვიქტორ გაკმანიტის საპატივცემლოდ. გაკმანიტიც მზის სხივების ზემოქმედების შედეგად იცვლის ფერს. ინდოელი იოგების მოძღვრების მიხედვით ამ მინერალი გამოიყენება სამედიტაციო ქვად. მათი აზრით ეს ”მესამე თვალის” ერთერთი ქვაა. რომელიც ასუფთავებს გონებას, მიმართავს შინაგან ხედვისკენ და ინტუიციური ცოდნის შეძენისკენ.
პრაქტიკულ მაგიაში სოდალიტი ითვლება აშლილი ფსიქონევროტიკული მდგომარეობისას კარგ სამკურნალო ქვად. მისი ტარება სასარგებლოა შინაგანი ჰარმონიის დასამყარებლად. ის განეკუთნება აჯნას და ვიშუდჰას ჩაკრებს. მისი ენერგია მიმღებია ”ინ” საწყისის.

Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 12:47 AM

http://www.radikal.ru
ფინეთში ტალკოქლორიტი ითვლება ნაციონალურ მინერალად. ფინურ ენაზე მას ეძახიან ”ტულიკივიტს - ცხელი ქვა” ესეთი სახელწოდება ფინეთში დაარქვეს არა შემთხვევით. ამ მინერალს გააჩნია მაღალ ტემპერატურის გამძლეობის თვისებები. ეს ქვა არის იდეალური ცეცხლგამძლე მასალა, რომელიც სწრაფად ხურდება და ნელა ცივდება. ტალკოქლორიტი რომ, მოვათავსოდ 5 წუთით ცხელ წყალში მის გაციებას მოუნდება თითქმის ერთი საათი. ამ უნარის გამო ეს მინერალი ითვლება ბუნებრივ სათბურად. ფინურ და კარელიურ მედიცინაში ”ტულიკივი” გამოიყენება რადიკულიტის, იშიაზის, ოსტეოქონდროზის და ტრამვული დაზიანების დროს. რომელთა მკურნალობისთვის სასარგებლოა თანაბარი და გრძელვადიანი გახურება. დადგენილია რომ ტალკოქლორიტს გააჩნია აგრეთვე ძლიერი ”იანური” ენერგეტიკა.მისი ვიბრაციების სიხშირე ემთხვევა თავის ტვინის ვიბრაციების სიხშირეს. სწორედ ეს თვისება არის ამ მინერალის ბიოსტიმულატორად მუშაობის საფუძველი. ამიტომაც ბიოსტიმულატორების მიმრთულებას, ქმნიან ამ მინერალის თვისების საუძველზე. ეს მინერალი მიესადაგება ნებისმიერ ჩაკრას და მის შეთხვევაში პროექციული ენერგია არის (იანი).

Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 12:51 AM

http://www.radikal.ru
ამ მინერალს თავის მსგავსებით ზეთისხილის ფერთან სხვანაირად უწოდებენ ”ოქრო ქვას”.
არარის შემთხვევითი, რომ ბერძნულიდან თარგმანში “chyrsos” არის ოქრო. მონღოლები უწოდებენ ქრიზოლიტს დრაკონის ქვას. ვინაიდან მას ნახულობენ ხაგაის მთაგორებიან სისტემაში ვულკანებთან ახლოს. ხალხური ლეგენდებით ქრიზოლიტს მოაქვს გამართლება ყველა საქმეში. აძლევს პატრონს ძალას და გამჭრიახობას. მისტიკოსები და ქვების მცოდნენი ამტკიცებენ, რომ ქრიზოლიტს გააჩნია უნარი დაიცვას თავის პატრონი უგუნური შცდომებისაგან. ის ეხმარება პატრონს ცხოვრებაში გულ აცრუების შემდგომ მოიკრიბოს თავის თავში დამაჯერებლობის უნარი. იოგებს და ლამა-მკურნალებს სჯერათ, რომ ”დრაკონის ქვა” პოზიტიურად მოქმედებს ჭიპის ჩაკრაზე. ხოლო ლიტო თერაპევტები თვლიან, რომ ქრიზოლიტი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ემოციონალურ მდგომარეობაზე. მას ნორმაში მოყავს გულის ფუნქციონირება, აზღვევს წნევის ცვალებადობას, და აშორებს ადამიანებს ღამის კოშმარებს.
არის აზრი, რომ ქრიზოლიტი სასარგებლოა გაციების და ხერხემლის მკურნალობის დროსაც. ამბობენ, რომ ქრიზოლიტით შეიძლება მკურნალობა ენა ბლუობის დროსაც. როგორც ფირუზს, ქრიზოლიტს იყენებენ ჰომეოპატიური მკურნალობის დროსაც.
ზოდიაკოს მიხედვით მას მიაკუთნებენ თევზებს. მას გააჩნია იანის ენერგიის პროექცია, და მიესადაგება მანიპურა ჩაკრას. .

Posted by: თამარი Aug 9 2011, 01:01 AM

აი, კიდევ, ქრიზოლიტი:
http://www.radikal.ru
ეს დაუმუშავებელია...
და აი, დამუშავებულიც:
http://www.radikal.ru

ძალიან მიყვარს ეს ქვა!

ლევან, შპინელზეც გექნება რამე...
და ფირუზია კიდევ საოცარი ქვა, - ერთადერთია, რომელიც ბერდება!

Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 01:11 AM

ქალბატონო თამარ!
PM-ში არ მიყვარს საუბარი. დიდი გამოცდილება მაქვს СТ ტექნოლოგიების. ამიტომ აი ჩემი ერთ-ერთი აუთლუქის მისამართი
exhibit@eelco.com.ge გადმოაგდეთ თქვენი მეილი და გავაგრძელოთ საუბარი მინერალების მისტიკურ თვისებებზე.
პატივისცემით

Posted by: თამარი Aug 9 2011, 01:25 AM

გამოვაგზავნე... smile.gif

Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 03:23 AM

http://www.radikal.ru

ოფიკალციტს უწოდებენ მცირე მარცვლოვან მარმარილოს, კეთილშობილი სერპენტინ ოფიტის შემცველობით. ისინი წარმოქმნიან მინერალის ზედაპირზე დამახასიათებელ უზორებიან ანდა უზოროვან - ბადოვან ნახატებს. რის გამოც ოფიკალციტს ამსგავსებენ იასპს.
როგორც დეკორატიული ქვა ოფიკალციტს იყენებდნენ უკვე ძველ საბერძნეთსა და რომში. რუსეთში ის მოიპოვება ურალში. საქართველოში და მთლიანად კავკასიაში ეს მინერალი მოიპოვება თითქმის ყველა მთაგორიან რეგიონებში.
თანამედროვე ქვის დამამუშავებელნი მისგან ამზადებენ სხვადასხვა დანიშულების დეკორატიულ ვაზებს, სამაჯურებს, ზარდახშებს. თანამედროვე ლიტო თერაპევტები თვლიან რომ ჩინური ბურთულაკებით მასაჟირების საუკეთესო საშუალებაა, მისი დამზადება ოფიკალციტიდან. ვინაიდან ამ ქვაში არსებობს ორი საპირისპირო არსი ( მარმარილო და ოფიტი ) . ითვლება ,რომ ოფიკალციტს აქვს უნარი დაეხმაროს ორი საპირისპირო საწყისების ”ინი” და ”იანს” ჰარმონიზაციაში. აგრეთვე თვლიან, რომ ეს მინერალები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეხმარებიან ადამიანს ნევრასტენიის, კუნთების სპაზმის და ხელების კანკალის დროს. ის მიესადაგება მანიპურა - ჩაკრას და ენერგიაა - ”ინ” მიმღები.

Posted by: Fee Aug 9 2011, 12:59 PM

რეალისტი დიდი მადლობა ასეთი საინტერესო თემისთვის, ძალიან მიყვარს ქვები და ჩემი ოცნების სამსახური ქვების დიდ მაღაზიაში მუშაობაა smile.gif ( თუმცა ცოდნა არ მაქვს სათანადო biggrin.gif )

ჰემატიტზე რას იტყოდით? ჩემი პირველი ქვა იყო და ძალიან მიყვარს smile.gif ერთი პერიოდი სულ ჯიბით დავატარებდი, დეპრესიული და ცუდი პედიოდი იყო გახსენებაც არ მინდა, მერე შევატყვე რომ ფორმა იცვალა, თითქოს შეიკუმშაო. სადღაც წავიკითხე წყალთან შეხება არ უყვარსო და როგორ გავწმინდო, განვმუხტო და დავმუხტო? მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: თამარი Aug 9 2011, 02:32 PM

მე რომ გიპასუხო, მიიღებ ამ პასუხს? smile.gif

ჰემატიტი - ენერგოვამპირია და მისი ტარება მხოლოდ მაღალი წნევის დროს და საერთოდ მაღალწნევიანებისთვის არის რეკომენდებული.
ის იმ პიროვნების აურითა და ენერგიით იკვებება, ვინც მას ატარებს.
ასე რომ, თუ ის "შეიკუმშა", ჩათვალე, რომ შენ დაგცალა ენერგიისგან და "შესაყლაპი" რომ აღარაფერი დარჩა, შიმშილობს ახლა.

ცოტა ფრთხილად იყავი ჰემატიტთან! smile.gif

Posted by: თამარი Aug 9 2011, 02:50 PM

http://www.radikal.ru

აი, ესეც ოფი-ო-კალციტია, იგივე სერპენტინი, ქართულად - გ ვ ე ლ ა ძ უ ა


Змеевик, синоним - серпентинит. "Серпентариа" по латыни - змеевидный (серпентиновые породы иногда имеют некоторое сходство по пятнистому рисунку со змеинной кожей). Опаловидная или гелеподобная богатая водой разность серпентина, обладающая восковым блеском и однородной окраской (бледно-зеленой, желтовато-белой, реже буровато-зеленой), называется офит (по-гречески - змея).

Posted by: Fee Aug 9 2011, 03:53 PM

თამარი მადლობა smile.gif წნევასთან დაკავშირებით მსმენოდა, მაგრამ ვამპირი თუ იყო არ ვიცოდი, კარგად შევინახავ მაშინ biggrin.gif

ერთ ზარდახშაში რომ მიყრია ჰემატიტი, მთვარის ქვა და გადაუმუშავებელი მარჯანი შეიძლება ნეტავ?

Posted by: თამარი Aug 9 2011, 04:42 PM

მინერალი მინერალს - ვერაფერს დაუშავებს!

ჰემატიტი შეუცვლელია მაღალი წნევის დროს!
მთვარის ქვა ღამე გაძლევს ენერგიას და დღე - გართმევს. ამიტომ მხოლოდ საღამოობით ატარე!

და მარჯანი - ნებისმიერ დროს კარგია. ძალას გმატებს. smile.gif

Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 06:29 PM

http://www.radikal.ru
მინერალის დასახელება წარმოშობილია პორტუგალიურ ” ჟიადა” და ესპანური ”იჟადა”-დან. რაც ნიშნავს თირკმელს. ითვლებოდა რომ ეს ქვა ეხმარება თირკმელების კოლიკის დროს.
ზურმუხტის ან ღია-მწვანე ფერის ჟადეიტი როგორც ნეფრიტი - ეს არის აღმოსავლეთ ხალხებში ერთერთი საყვარელი ქვა. ქვის ხანაში ამ მინერალისგან აკეთებდნენ საფხეკებს და დანებს. კოლუმბადე ამერიკაში, მაიას, აცტეკების და ტოლტეკების ტომებში, ჟადეიტი მიღებული იყო როგორც საკულტო ქვა. განსაკუთრბულ ნაირსახეობას ამ მინერალის წარმოადგენს თითქმის გაჭვირვალე კეთილშობილი ”იმპერატორის ჟადი”. მისი სამშობლოა (მიანმა) ბირმა. ეს ქვა ნეფრიტთან ერთად გამოიყენება ტიბეტურ და ჩინურ მედიცინაში, როგორც კარგი ენერგეტიკული სტაბილიზატორი.
მკურნალები თვლიან, რომ კეთილშობილური ჟადეიტი თავისი ენერგეტიკით ”ცი” ასწორებს დათრგუნულ ბიოენერგეტიკას, იძლევა ემოციურ დამუხტვას და რეგულირებს არტერიალურ წნევას. ჟადეიტის ენერგეტიკა შედარებით ნაკლებათ არის გამოხატული, მაგრამ მაინც შეუძლია გააწონასწოროს და დაამშვიდოს ემოციონალური აფეთქებები.
ესპანელი კოლონიზატორები ჟადეიტს უწოდებდნენ ”თირკმელების ქვებს”, და თვლიდნენ მას თირკმელების დაავადებების საწინააღმდეგო თილისმანად.
ჟადეიტისგან დამზადებული მძივები და ბრასლეტები დადებითად მოქმედებენ გულის კუნთის მუშაობაზე. აწონასწორებენ სისხლის წნევას და იცავენ ორგანიზმს გარემოს ამინდის ზემოქმედებისგან.

Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 06:32 PM

http://www.radikal.ru
სერპენტინიტი თავის გარეგანი შეხედულობით წააგავს ნეფრიტს. მაგრამ ეს სრულიად სხვა სახის მინერალია. (ლათინურად serpens - "გველი"). ასეთი დასახელება მიუთითებს ქვის ფერის დამახასიათებელ შეფერილობას. რომელიც შესაძლებელია იყოს მომწვანო-ყვითელი ან მუქი-მწავნე დამახასიათებელი ლაქებით. ისინი აძლევენ მინერალს მსგავსებას გველის ტყავის შეფერილობასთან. ეს მინერალები ნეფრიტთან ერთად დიდი რაოდენობით მოიპოვებიან ჩინეთში. ხშირად ადამიანები ცვლიდნენ შედარებით უფრო ძვირფას ნეფრიტს ამ მინერალით. ძველი ლეგენდის თანახმად ადამს ვაშლის მეშვეობით, აკრძალული ცოდნის შეძენის მცდელობისას, პირიდან გადმოუარდა სერპენტინიტის ნატეხი. ამიტომაც ამ მინერალს თვლიან მზაკრულ ქვად. ვნებების და ხშირად ცოდვის სიმბოლოდ.
ზოგჯერ მას ატარებენ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეგნებულად შეიყვანონ გარშემონი შეცდომაში. ძველი ცოდნის მცოდნე ადამიანები ამტკიცებენ, რომ, სერპენტინიტისგან შექმნილ სამკაულების ტარება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ აიცდინონ ცხოვრების გზიდან მოსალოდნელი საშიშროებები.
მონღოლეთში ნეფრიტის მსგავსი სერპენტინიტი (ტოლიგორი).ითვლება გველის და ქვეწარმავლების კბენებისგან დამცველ ქვად. ადგილობრივი ადამიანების აზრით, ამ ქვას გააჩნია უნარი მისი პატრონი დაიცვას სხვა ადამიანების ნეგატიური ზემოქმედებისაგან.
ზოდიაქოს მიხედვით ეს ქვა ეკუთნის ქალწულს. პლანეტა- მერკური, ნეფპტუნი.
ჩაკრა - ანაჰატა, მანიპურა. ენერგია პროექციული ”იანის”


Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 06:40 PM

http://www.radikal.ru
ამ მინერალმა თავის სახელწოდება მიიღო ბერძნულიდან, ”სხივოსანი ქვა” ( artis, artinos - "სხივი", lithos - "ქვა"). თხელბოჩკოვანი შენაერთი აქტინოლიტის (ეგრეთ წოდებული თმიანი ქვა), წარმოიქმნება ბევრ გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირმალე მინერალებში. რომლებიც ქმნიან ლამაზ სხივურ ოპტიკურ გარდაქმნებს. მსგავსად ”კატის თვალის".
აქტინოლიტის აგრეგატებითვის დამახასიათებელია რადიალურ-სხივური აღნაგობა. საინტერესოა , რომ ისეთი ცნობილი მინერალი როგორიცაა ნეფრიტი, ისიც წარმოადგენს აქტინოლიტის სახესხვაობას. რომელშიც უამრავი ბოჩკოვანი კრისტალები ერთიმეორეში ქაოსურად არის წარმოდგენილი. როგორც მალაქიტი აქტინოლიტიც შეფერადებულია მწვანე ფერის სხვადასხვა ვარიანტებში.
აქტინოლიტი გამოიყენება თანამედროვე ჩინურ ლიტოთერაპიაში. მისი სამკურნალო თვისებები აღწერილია სუი ტოციუნის ცნობილ სამედიცინო მონოგრაფიაში რომელიც გამოცემული იყო 1960 წელს. მასზე დაყრდნობით აქტინოლიტს გააჩნია მატონიზირებელი, ანტისეპტიკური და ამგზნები თვისებები. მისგან დამზადებული ფხვნილით მკურნალობენ პროსტატიტს.

Posted by: რეალისტი Aug 9 2011, 06:50 PM

http://www.radikal.ru
ცეცხლის სტიქიას მიეკუთნება ორი მოწითალო ქვა პიროლი და ალმადინი. .აღმოსავლეთის ბევრი ხალხი ამ უკანასკნელს მიაწერდნენ მაგიურ თვისებებს. - უნარს გააქარწლოს სინანული და მოუტანოს სიხარული, განმკურნოს გული და ტვინი და აღზნას ვნებები. ითვლებოდა რომ ალმადინს ამცირებს ტკივილის გრძნობას. ჯვაროსნებს ეს ქვა თან დაჰქონდათ ლაშქრობებში რათა თავი დაეცვათ ჭრილობების და წყლულებისგან. სლავებში ალმადინს უწოდებდნენ ”ბეჩეტას” მე 16 საუკუნის სამკურნალო წიგნებში ის მოიხსენება როგორც გულ მომლხენი საშუალება, რომელიც ასუფთავებს ფიქრებს და გონებას უარყოფითი აზრებისგან. აგრეთვე ორსულ ქალებს ეხმარებათ ბავშვების ჯამრთელად დაბადებაში. ინდურ ”აიუვერდაში” ნათქვამია რომ ეს ქვა ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის მოშლას ორგანიზმში. ” ( ვატტა კაფხა)". ის ეხმარება ჭრილობების მოშუშებაში. იძლევა ენერგიას გულის და ფილტვებისთვის. ეხმარება იმუნიტეტს. იოგები ხშირად აღნიშნავენ რომ, ალმადინის მსუბუქი ვიბრაციები მიმართულია მენტალურ და ფიზიკურ სხეულისკენ. ეს ქვა კეთილშობილად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე, ასტაბილებს გულსისხლძარღვთა მოქმედებას, ეხმარება ორგანიზმს ანთების პროცესების დროს. ხელს უწყობს ორგანოების და ქსოვილების რეგენერაციას. ასტიმულირებს სისხლის მოძრაობას და ამაღლებს პოტენციას.
სიმტკიცე - 7,5. სიმკვრივე 4,3. ზოდიაკოს მიხედვით მიეკუთნება თხის რქას. ჩაკრა სვადჰისტანას.


Posted by: რეალისტი Aug 10 2011, 02:16 PM

http://www.radikal.ru
ჰელიოტროპს უწოდებენ კაშკაშა ლაქებიან გაუმჭვირვალე ხალცედონის ნაირსახეობას. ანდა ზოლებიან დაჟანგულ ჰემატიტს. შუა საუკუნეებში ამ დამახასიათებელი ლაქებს ამსგავსებდნენ იესო ქრისტეს სისხლს. ამიტომაც ჰელიოტროპს ანიჭებდნენ მაგიურ თვისებებს. მას თვლიდნენ საუკეთესო ქრისტიანულ დაცვის ქვად. გასაკვირი არ არის რომ, ოდითგან გამოიყენებოდა სხვადასხვა ამულეტების დასამზადებლად. ლიტოთერაპევთები თვლიან, რომ ეს მინერალი კარგად მოქმედებს სისსხლის მიმოქცევაზე. კერძოდ, იზრდება ჰემოგლობინის რაოდენობა სისხლში. შესაძლებელია, რომ ეს აზრი წარმოიქმნა მისი შეფერადობლობის და მისთვის დამახასიათებელი სისხლისფერ-წითელი დანართებით გამო.. ჰელიოტროპი ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას. ეხმარება ადამიანს და წინააღმდეგობას უწევს სტერსულ მდგომარეობას. ინდოელი იოგები ჰელიოტროპს განიხილავენ როგორც, ქვას რომელიც წარმოქმნის ძლიერ დაცვით ენერგეტიკულ ველს. რომელსაც შეუძლია პატრონი დაიცვას ნეგატიურო ზემოქმედებისგან.
სიმტკიცე 6,5-7; სიმკვრივე 2,5; ზოდიაკოს მიხედვით ქალწული. პლანეტები იუპიტერი და მერკური. ჩაკერბი ანაჰატა, სვადჰისტანა. ენერგია პროექციული ”იანი”. და მიმღები ”ინ” ენერგიის.

Posted by: რეალისტი Aug 10 2011, 02:21 PM

http://www.radikal.ru
რუბელიტი ლათინურიდან ნიშნავს ” მოწითალოს”. ასე ეწოდება ტურმარიმის ერთერთ მრავალ სახეობას, რომლის ფერი ვარირებს ვარდისფერიდან წითლამდე.
ტურმალინს გააჩნია სხვადასხვა ფერები. ამიტომაც არარის გასაკვირი, რომ ზოგიერთ მათგანს გამოყოფენ განსაკუთრებულ ჯგუფებად საკუთარი სახელწოდებებით. განსაკუთრებით ფასდება რუბელიტები, რომლებსაც გააჩნიათ ლალისფერ-წითელი შეფერადებლობები. ქვების მისტიკური თვისებების მცოდნეებს სჯერათ, რომ ტურმალინი კეთილშობილად მოქმედებენ ადამიანის გონებასა და ფიზიკურ სხეულზე. ეხმარებიან მათ შიშების და განგაშებისგან. როგორც სხვა ვარდისფერი ქვები, (კუნციტი, ვარდისფერი ბროლი, სკაპოლიტი) რუბელიტი კეთილშობილად მოქმედებს გულის ჩაკრაზე. ავსებს რა, მათ სიყვარულის და რწმენით. ლიტო თერაპევტებს სჯერათ, რომ ,თუ გულის ჩაკრაზე დაალაგებთ ვარდისფერ ან ჟოლოს ფერ ტურმალინს, მწვანე ტურმალინთან ერთად , მაშინ ასეთი კომბინაცია გაახალგაზრდავებს გულს და აჩუქებს ადამიანს ძალას და სიმხნევეს.
რუბელიტის კრისტალებით შესაძლებელია ნერვული სისტემის გამაგრება და სტიმულირება. ტურმალინის ყველა სახეობების ტარება რეკომენდირებულია ოქროს ძეწკვზე ან ოქროს ბეჭედში.
სიმკიცე 7- 7,5; სიმკვრივე 2,6; ზოდიაქოს ნიშანი სასწორი.
ჩაკრა- ანაჰატა, პროექციული ენერგია ”იანი”.

Posted by: Ninukala Aug 10 2011, 03:39 PM

ძალიან საინტერესოა ქვები, თან მამა გეოლოგი მყავს და ადრე ბევრი ქვები ჩამოქონდა ხოლმე მთიდან, ძალიან ბევრი გაჩუქებული გვაქვს, მაგრამ რაღაც რაღაცეები ისევ არის სახლში, როცა მოვახერხებ გადაუღებ სურათებს და დავდებ... ზოგი ძალიან მაინტერესებს რა არის... smile.gif

Posted by: რეალისტი Aug 10 2011, 04:46 PM

http://www.radikal.ru
პიროპს უწოდებენ ძოწის ნაირსახეობას. ბერძნულად (pyros -ცეცხლი). შესაბამისად ქვის დასახელება ანიშნებს მის ცეცხლისფერს. მუქი-წითელი ან ნარინჯისფერ- წითელი. მონგოლები პიროპს ეძახიან ” გალიტ-ჩულლუუ” ცეცხლოვანი ქვა. ძველ დროს მათ წამდათ რომ ეს არის გაჩერებული ცეცხლის ნაწილი, რომელიც გამოაფრქვია ვულკანმა. ძველი მათი ლეგენდა ამბობს, რომ ” ცეცხლოვანი ქვას გააჩნია უნარი ღამე ანათებდეს, ის არის დრაკონის გამშრალი სისხლი, რომელის აძლევს ადამიანება წარმოუთქმელ ძალას და უშიშრობას. თემერლანის ლაშქრობების წინ ისინი სვამდნენ ბროწეული წვენს ან მინერალით დამზადებულ ჭურჭლებიდან. ინდოელი იოგები თვლიან რომ ამ ქვის ტარება სასარგებლოა ენერგიულ, ძალაუფლობის მოყვარულ ადამიანებმა რომლების მუდმივად იმყოფებიან დაძაბულ მდგომარეობებში. პიროპი ეხმარება მათ შეინახონ საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალი. იოგების მოძღვრებით პიროპი შემკულია თავისი სისხლისფერ-წითელი ფერით ნორმალურ ენერგეტიკული ბალანსის დროს და ქრება შეფერადებლობა ამ ბალანსის დარღვევისას. იოგებით თვლიან აგრეთვე, რომ ის ასტიმულირებს სისხლისმიმოქცევას, აძლევს ენერგია და აღვივებს ვნებებს.
სიმტკიცე 7 – 7,5; სიმკვრივე 4,3; ჩაკრა- სვადჰისტანა..


Posted by: რეალისტი Aug 11 2011, 03:46 PM

http://www.radikal.ru
ეს შედარებით ახალი საიუველირო - დასამუშავებელი მინერალია. მან ეს სახელწოდება მიიღო ადგილმდებარეობის მიხედვით, მის აღმოჩენა მოხდა ციმბირში მდინარე ჩარეს დელტაში. ჩაროიტი ითვლება უნიკალურ ქვად, არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მისი ანალოგები ჯერ არ არის აღმოჩენილი სხვაგან. ჩაროიტის შეფერადებლობაში დომინირებს ნაზი იასამნის ფერი მუქ იისფრამდე. მისთვის დამახასიათებელია რბილი გადასვლები ღია ფერებიდან თითქმის მუქ შავ იისფრამდე. ამ მინერალისგან ამზადებენ ვაზებს, ზარდახშებს სამაგიდო ატრიბუტიკას.
თავის შეფერადებლობით ჩაროიტი ზემოქმედებს ადამიანის სულიერებაზე და იწვევს დადებით ემოციებს. ის ხელს უწყობს ადამიანში ჰარმონიის ჩამოყალიბებას. ადამიანების შორის სასიამოვნო ურთიერთობის დამყარებას. პეტერბურგის ს.ა. ბუგროვის სახ. დახმარების და აღმოსავლეთ მიმართულების მკურნალობის ინსტიტუტი იძლევა რეკომენდაციებს , რომ ეს მინერალი ეფექტურია თირკმელების, გულის, ღვიძლის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების მკურნალობის დროს.
სიმტკიცე - 5-5; სიმკრივე 2,5; ზოდიაკოს ნიშანი ტყუპები.
ჩაკრა- ვიშუდჰა, საჰასრარა, ანაჰატა. პროექციული ენერგია ”იანი”.


Posted by: Fee Aug 11 2011, 04:12 PM

[URL=http://imageshack.us/photo/m ამ ქვების შესახებ გააქვთ ვინმეს ინფო? მდედრი და მამრი Boji ქვები

Posted by: Fee Aug 11 2011, 04:13 PM

<script src='http://img845.imageshack.us/shareable/?i=boji.jpg&p=tl' type='text/javascript'></script><noscript>http://imageshack.us/photo/my-images/845/boji.jpg/</noscript>

სურათის ატვირთვა დამვიწყებია biggrin.gif

Posted by: Fee Aug 11 2011, 05:13 PM

http://www.turmalinavitalis.de/turmalin-blog/turmalin-fotos-videos/tourmaline-video/


<script src='http://img825.imageshack.us/shareable/?i=chemiaa.jpg&p=tl' type='text/javascript'></script><noscript>http://imageshack.us/photo/my-images/825/chemiaa.jpg/</noscript>

<script src='http://img8.imageshack.us/shareable/?i=turmalinquerschnitt1.jpg&p=tl' type='text/javascript'></script><noscript>http://imageshack.us/photo/my-images/8/turmalinquerschnitt1.jpg/</noscript>

ღმერთო რა სილამაზეაა...

Posted by: Star Child Aug 11 2011, 05:34 PM

რამდენიმე კრისტალის ერთად ტარება შეიძლება ?

Posted by: თამარი Aug 11 2011, 08:39 PM

კრისტალს გააჩნია, Star Child .

ზოგი კრისტალი - აძლიერებს ერთმანეთს და ზოგი - პირიქით, - ანეიტრალებს. მათი ერთად ტარება - შეიძლება სილამაზის ხათრით, მაგრამ... მტარებელს ვერაფერს შეჰმატებს!

Posted by: რეალისტი Aug 12 2011, 01:21 AM

http://www.radikal.ru
ლაბრადორი ან ”ხარის რქა” - მიეკუთნება საველე შპატების დიდ ჯგუფს. ამ მუქ-ლურჯმა ანდა მუქ- ნაცრისფერმა მინერალმა ეს სახელწოდება მიიღო ადგილმდებარეობის მიხედვით ლაბრადორის ნახევარ კუნძულზე, სადაც პირველად მოხდა მისი აღმოჩენა. არსებობს აგრეთვე თითქმის შავი ფერის ლაბრადორიც. ზოგიერთ ამ მინერალის წარმომადგენლებს ზედაპირი მთლიანად სეფერილი აქვს ცისარტყელას მთელი პალირტით. ასეთ ქვებს უწოდებენ სპექტროლიტებს.
ავსტრალიაში მოიპოვებემ უფერო, გამჭვირვალე და მოყვითალო ფერის ლაბრადორსაც. რომელიც გამოიყენება სამკაულების დასამზადებლად. მისტიკური ცოდნის სპეციალისტები თვლიან, რომ ახალ მთვარისას ქვა ცივდება ანათებს უფრო ნათლად და იძენს მაგიურ ძალას. ეს სპეციალისტები თვლიან რომ ლაბრადორი თავის პატრონს უძლიერებს მიდრეკილებას ხედვების და მისტიკურ გულ გახსნილობას. ბრიტანეთში ასტროლოგები თვლიან ან ქვას სისუფთავის და სიბრძნის ქვად. არსებობს თქმულება, რომ ლაბრადორი იცავს სახლს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან და უნვითარებს მფლობელს ნებისყოფას. ზოგიერთი ლიტო თერაპევტები თვლიან, რომ ლაბრადორს შეუძლია იყოს სასარგებლო უშვილობის მკურნალობის დროს. ის აგრეთვე ეხმარება პატრონს ფარისებული ჯირკვების და სახსრების დაავადებების დროსაც.
სიმტკიცე 6 – 6,5; სიმკვრივე - 2,7;
”ინ” ენერგიის მიმართ მიმღები.

Posted by: რეალისტი Aug 12 2011, 01:27 AM

http://www.radikal.ru
მარგალიტის სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ მოხსენებულია ავიცენას ”კანონში” და ძველ არაბულ მკურნალთა შრომებში. ითვლება, რომ მარგალიტის ჭვრეტა ამშვიდებს ფსიქიკას და ხელს უწყობს სულიერ გაწონასწორებას. არ არის შემთხვევითი, რომ ტიბეტის მედიცინის გამოჩენილ ძეგლში ” ჩუდ-ში” მითითებულია რომ, მარგალიტი ეხმარება პარტრონს ნერვული აშლილობის, მეხსიერების დაკარგვის და ნერვული სისუსტის დროს.
ჩინეთში დაოსელები თვლიდნენ, რომ მარგალიტი არის ქალური საწყისის ”ინ”ის გაჩერებული მდგომარეობა. ის არის ცხოვრების გაახალგაზრდავების ელიქსირი, რომელსაც შესწევს უნარი გაახანგრძლივოს სიცოცხლე. დღევანდელ დღესაც მონღოლეთსა და ჩინეთში აქვთ რწმენა, რომ მარგალიტში ჩაქსოვილია საოცარი სამკურნალო ძალა. რომელიც ეხმარება კატარაქტის და თვალის სხვა დაავადებათა მკურნალობის დროს. ლიტო თერაპევტები დარწმუნებული არიან, რომ მარგალიტისგან დამზადებულ ნივთები ეხმარებიან ადამიანებს თირკმელების, ღვიძლის, და საჭმლის მონელების სისტემის დაავადებებისას. აგრეთვე დადებითად ზემოქმედებს ორგანიზმზე ჰიპერტონიის დროსაც.
სამკურნალო წამლის მიზნისათვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული ”მარგალიტის წყალი”. აიუვერდას ძველი ტექსტები მის დამზადებისთვის რეკომენდირებენ - წყლის ჭიქაში, წყალთან ერთად ღამისთვის მოათავსედ 4 – 5 ცალი ნატურალური მარგალიტი. დილით ეს წყალი მიირთვით. ის დაგეხმარებათ ღრძილებიდან სისხლის დენისას. ასევე ბუასილის (ჰემაროი)და კონიუქტივიტის შემთხვევაშიც. ეს წყალი სასარგებლოა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებისასაც.
”მარგალიტის წყალს აქვს ანთება საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და სისხლდენადობის შეჩერების თვისებები.
სიმტკიცე 2,5 – 4,5;
სიმკვრივე 2,7; ზოდიაქოს ნიშანი კირჩხიბი, პლანეტა მთვარე.
ჩაკრები - ვიშუდჰა, საჰასრარა. მიმღები ენერგია ” ინი”.

Posted by: Star Child Aug 12 2011, 06:09 PM

თამარი
მაგალითად, გულის მკურნალი ქვებიდან რომელიმე და შუნგიტი ან საჰასრარასთვის რომელიმე კრისტალი smile.gif

Posted by: Star Child Aug 12 2011, 06:10 PM

Fee
ძალიან ლამაზია

Posted by: რეალისტი Aug 12 2011, 08:03 PM

http://www.radikal.ru

რძისფერ-თეთრი კახოლონგი წარმოადგენს ფაიფურის მსგავს ოპალის ნაირსახეობას. ქიმიური თვალსაზრისით კახოლონგი ეს არის კაჟის ორჟანგი. ეს ტერმინი მიახლოებით წარმოქმნილია კალმიკური სიტყვიდან ”კახე” -მდინარე და ”ჰალონგი”-ქვა. ეს მინერალი წარმოადგენს იშვიათ საიუველირო ქვას.რომელსაც აღმოსავლეთში მაღალი შეფასება გააჩნია. ინდოეთში ამ ქვას სცემდნენ დიდ პატივს თავის თეთრი ფერის სისუფთავის გამო და უწოდებდნენ ” წმინდა ძროხის გაქვავებული რძე" მონგოლები ამ ქვას ამსგავსებდნენ ბუდის წმინდა ყვავილთან, ლოტოსთან. რომელიც წარმოადგენს სულიერი სისუფთავის სიმბოლოს. შესაძლებელია რომ რძესთან ასოცირების შედეგად კახოლონგი ითვლება ”ქალურ ქვად”.ის დაკავშირებულია დედობასთან. ითვლება რო ორსული რომელიც ატარებს ამ მინერალს ამულეტის ფუნქციით ექნება ადვილი მშობიარობა. კახოლონგი არის აზრების სისუფთავის სიმბოლო. ეს ქვა მედიტაციის დროს გამოიყენება”სულის გასასუფთავებლად ”. ანდა ფსიქიკაში ჩარჩენილი განგაშის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. ასევე ითვლება, რომ კახოლონგი ამაგრებს ჯამრთელობას და კეთილგანწყობას. მოაქვს მშვიდობა და ოჯახში, სახლში სიმშვიდე.
სიმტკიცე 6,5 -7; სინკვრივე -2,4; ზოდიაქოს კურო, პლანეტა -მთვარე.
ჩაკრა - საჰასრარა, მიმღები ენერგია ”ინი”.

Posted by: რეალისტი Aug 12 2011, 08:14 PM

http://www.radikal.ru
კვამლისფერი ბროლი. მას სხვანაირად უწოდებენ რაუჰტოპაზს. წარმოადგენს მუქი ქვებიდან ერთ ერთ ყველაზე ძლიერ ენერგეტიკის მატარებელ ქვას. მასში ჩაქსოვილია პლუტონის ძალა. ის აღგზნებს ფანტაზიას და ეხმარება მესამე თვალის გამონთავისუფლებაში. ამ ქვის დანიშნულებაა - გამოიყვანოს თქვენი ფიქრები შავი ქვეცნობიერებიდან ნათელ ნაწილში, გაცისკროვნების და ზეგონებაში გადასავლელად. განსაკუთრებული ძალით გამოირჩევიან ამ ბროლის გადაჯაჭვული კრისტალები.
კვამლისფერი ბროლი, მუქ ოქროსფერ-ყავისფერ შეფერადებულობით - არის ერთერთი საუკეთესო ქვა მედიტაციისათვის. ინდოელი იოგები თვლიან, მას მულადჰარა ჩაკრის მთავრ ქვად. ის გვეხმარება ორგანიზმიდან გამოვიყვანოთ ჩაკირული პათოლოგიური ენერგია და შლაკები.
კვამლისფერი ბროლი მიღებულია როგორც ბუდას ქვა. ინდური ლეგენდები ხშირად, ყვებიან თუ როგორ ემსახურება ამ მინერალის კრისტალები ადამიანებს, რომელთა მეშვეობით იმკურნებოდნენ ადამიანები მრავალი დაავადებისაგან. ითვლება რომ ამ მინერალისგან დამზადებული სამკაულები ანეიტრალებენ სიბრაზეს, და ხსნიან გამაღიზიანებელ ფაქტორების ზემოქმედებას. კვამლისფერ ბროლს შეუძლია ”გაადნოს სიბოროტე” და მოუხსნას ადამიანებს სტრესები. ლიტო თერაპევტები ამისთვის გვირჩევენ, ავიღოთ მარცხენა ხელში ეს კრისტალები და დაველოდოთ სანამ ისინი არ შეთბებიან.
სიმაგრე - 7; სიმკვრივე - 2,6. ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა.
ჩაკრა - მულადჰარა, მიმღები ენერგია ”ინი’.

Posted by: რეალისტი Aug 12 2011, 08:23 PM

http://www.radikal.ru
ამ განსაცვიფრებელ მინერალის სახელს უკავშირებენ ძველ ბერძენ მწყემს მაგნუსომს. რომელმაც შენიშნა, რომ ამ ველურმა ქვამ მიიზიდა ლურსმანი და და მისი სანდალი. ძველად მაგნეტიტს უწოდებდნენ ასევე ”დამცველ ქვას”, ”ჰერკულესის ქვას”, ” სისხლბად ქვას’.
თითოულ ამ სახელწოდებაში აისახებოდა მაგნეტიტის უნიკალური თვისებები. ძველ ჩინეთში, მაგნეტიტი ითვლებოდა ქალურ ” ინ” ქვად, ვინაიდან ის იზიდავდა რკინას ისე, როგორც ქალის შარმი მამაკაცს. მას თვლიდნენ ძლიერ დამცველ ქვად, რომელიც მათ იცავდა მტრისგან. მაგნეტიტი წვრილად დაფხვნილ ფორმებში გამოიყენებოდა მედიცინაში, როგორც სისხლმბადი საშუალება მცირე სისხლიანობის შემთხვევებში. მას იყენებდნენ სისხლის რაოდენობის დაკარგვის შემდგომ, ორგანიზმის სისუსტის დროს.
მაგნეტიტს არ დაუკარგია თავის ფასეულობა თანამედროვე დროსაც. მაგნიტური ზონდების საშუალებით სასუნთქი გზებიდან და საკვების მონელების სისტემიდან დღემდე იღებენ მეტალის საგნებს. ასევე დღეს ფართოდ არის გავრცელებული მაგნიტო თერაპია. რომლის დროსაც ორგანიზმის სტიმულაციისათვის გამოიყენება სპეციალური სამაჯურები და ბურთულაკები.
სიმტკიცე 5,5; სიმკვრივე - 5,5. ჩაკრა - მულადჰარა, ”ინ ენერგიის მიმღები.”

Posted by: Fee Aug 13 2011, 12:03 AM

რეალისტი ძალიან გთხოვთ ჰემატიტზე თუ გაქვთ რამე დადეთ smile.gif ან ეპიდოტზე( 12 სახელი ქვია ამ ქვასო მარტო ეს ვიცი), ეხლა მიკიდია, ძალიან მიყვარს და მაინტერესებს smile.gif

Posted by: რეალისტი Aug 13 2011, 02:37 AM

http://www.radikal.ru
ჰემატიტი - რკინის ოქსიდისგან შემადგენელი მინერალი.მისი მუქი წითელი ფერისთვის ამ მინერალს კიდევ უწოდებენ სისხლჭარბს. ამ ქვის დამახასიათებელი ფერები ადამიანებში იწვევენ შედედებულ სისხლთან ასოციაციას. ითვლება რომ, ეს ქვა აშუშებს ჭრილობებს და ასუფთავებს სისხლს. აღმოსავლეთში თვლიდნენ რომ, ის დადებითად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოებზე. მას გააჩნია უნარი გამოდევნოს ორგანიზმიდან მავნე მეტაბოლიტები.
ძველ ტიბეტსა და ჩინეთში მას აქტიურად იყენებდნენ სისხლძარღვთა საცობების და სისხლდენის შეწყვეტის მიზნით. ლიტო თერაპევტები თვლიან რომ, ჰემატიტს შეუძლია დაეხმაროს ჰორმონალურ და შარდსადენ პრობლემებისას. ეს მინერალი დადებითად ზემოქმედებს ფუძისეულ ჩაკრის ენერგეტიკაზე და ასტიმულირებს სისხლის დაგროვებას სქესობრივ ჩაკრაში [სვადჰისტანა].
ამ ქვას კიდევ უწოდებენ მაგების ქვას. ის ფართოს გამოიყენებოდა შუა საუკუნეების მაგიაში. ის იცავს მათ მოჯადოებისგან. მასში ჩაქსოვილია მარსის მძლავრი ენერგია.რომელიც ეხმარება მათ პატრონებს იმოქმედონ სხვაზე.

აგრეთვე ნახეთ ელიოტროპი მას უწოდებენ კაშკაშა ლაქებიან გაუმჭვირვალე ხალცედონის ნაირსახეობას. ანდა ზოლებიან დაჟანგულ ჰემატიტს.

Posted by: რეალისტი Aug 13 2011, 02:44 AM

http://www.radikal.ru
ბევრ ევროპულ და აზიურ ხალხებში კაჟი ითვლება დამცველ მინერალად. მას ინახავდნენ სახლებში ოჯახის სიმტკიცის გასამაგრებლად. მისგან ამზადებდნენ დამცველ ამულეტებს. მონღოლურ სამკურნალო პრაქტიკაში შაფრანისფერ-ყვითელ კაჟს ( ლამაიზმის ფერი) იყენებდნენ კუჭნაწლავის დაავადებათა დროს. ამისთვის კაჟის ამულეტებს იმაგრებდნენ მზის წნულის არეში. ბოლო პერიოდში რუსეთსა და ბელორუსიაში შავ ოპალ-ხალცედონოვან კაჟს იყენებენ კონდიციონირებისა და წყლის აქტივაციისათვის. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კაჟ ნარევი წყალი გააჩნია ტკივი დამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და სისხლშემაკავებელი თვისებები. ის აგრეთვე აქტივირებს რეგენერაციულ პროცესებს. სახალხო მკურნალები კაჟიანი წყლით მკურნალობენ ჰიპერტონიას, ტროპიკულ წყლულს, შარდსადენ და კუჭ-ნაწლავის სისტემებს. კაჟი გამოიყენება აგრეთვე აღმოსავლეთ ხალხების მკურნლათა პრაქტიკაში დამწვრობის, ანთებადი პროცესების, ანემიის, ალკოჰოლურ დამოკიდებულობის, ფურუნკულების და საკვებით მოწამლის დროს. ასეთი ეფექტები შესაძლებელია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ენერგეტიკულად აქტიურ ამ მინერალის საშუალებით. აუცილებელია აგრეთვე გათვალისწინებულ იქნას, რომ, ამ ქვის ზოგიერთი ნაირსახეობას გააჩნია ბუნებრივი რადიაცია, რომელიც 2 -3 აღემატება სანიტარულ ნორმებს.
სიმტკიცე 6,5 – 7; სიმკრივე - 2,6.
პლანეტა მარსი. ჩაკრა მანიპურა, პროექციული ენერგია ”იანი”

Posted by: Fee Aug 13 2011, 09:35 AM

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: რეალისტი Aug 13 2011, 12:01 PM

http://www.radikal.ru
დასახელება ეპიდოტი წარმოქმნილია ძველ ბერძნულიდან და ნიშნავს ”გამადიდებელს” ამ მინერალს აქვს კიდევ სხვა სახელებიც ”პუშკინიტი”, ”აკანტიკონიტი”, ”დელფინიტი”, ”პიემონიტი”, ”სელფინიტი”, ”პნეტაციტი”
ეს მინერალი შემადგენლობით რთული მინერალია .ის წარმოადგენს ალუმინის, რკინის, და კალციუმის წყალ სილიკატს. სიმკვრივე 3,0-4,0 გრ/სმ. სიმტკიცე 6,0-7,0.
მოიპოვება ძირითადად რუსეთში (ურალი),ნორვეგიაში, ავსტიაში, აშშ-ში, მექსიკაში.
სახალხო მედიცინაში არსებობს აზრი, მწვანე ფერის ეპიდოტი ხელს უწყობს გულის მოქმედების ნორმალიზაციას, ანუ ეხმარება ტახიკარდიის და არითმიის დროს. ამ მინერალს გააჩნია უნარი განმკურნოს ორგანიზმი გაციების, ხერხემლის დაავადებების და თავის ტკივილის დროს. ლითო თერაპევტები თვლიან, რომ ეს მინერალი მკურნალობს ნევრალგიას, აუმჯობესებს მეტეო დამოკიდებულებას, ხსნის დაძაბულობას. ითვლება რომ, წითელ-ყავისფერი შეფერადებლობის მინერალი აუმჯობესებს კანის შეფერადებლობას და იცავს კანს სხვადასხვა დაავადებებისგან.
ამ ქვას აწერენ უნარს, რომ მას მოაქვს ბედნიერება პატრონისთვის. ეს მინერალი ვერცხლში ჩასმული იცავს პატრონს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. ის ეხმარება ადამიანებს ზუსტად აღიქვან მოვლენები და გამოვიდნენ არა სასიამოვნო სიტუაციებისაგან.
ეს ქვა არის ტყუპების ნიშნით დაბადებული ადამიანების ქვა. ქალებს ”ტყუპებს” ის ეხმარება გახსნან საკუთარი ნიჭი, ხოლო მამაკაც ”ტყუპებს” გამოვიდნენ რთული სიტუაციებიდან, თავმოყვარეობის შეულახავად. პროფესიონალურ მოღვაწეობის დროს.
ეპიდოტი არის თილისმანი შემოქმედებაში მოღვაწე ადამიანების.(მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები) ქალებს მათი შემოქმედების ასაღიარებლად მიზანშეწონილია ატარონ ამ ქვით დამზადებული სამკაულები მარჯვენა ხელზე. ხოლო მამაკაცებმა უნდა შეინახონ ეს ქვა დამუშვებულ მდგომარეობაში, ბალიშის ქვეშ, როდესაც გადასაწყვეტი აქვთ ყველაზე რთული საკითხები
ეპიდოტი მოქმედებს მზის წნულის ჩაკრაზე.

Posted by: რეალისტი Aug 14 2011, 07:56 PM

http://www.radikal.ru
ძვირფასი მწვანე-გამჭვირვალე ქრიზობერილი ( ბერძნულიდან ”chrysos” -ოქროს)
ცნობილი იყო ადამიანებისთვის უკვე უძველესი დროიდან. ქრიზობერილის ნაირსახეობას წარმოადგენს ალექსანდრიტი, რომელსაც გააჩნია დღის სინათლეზე მწვანე-ზურმუხტის ფერის შეფერილობა. ხოლო ელექტრო განათებისას იისფერ-წითელი.
გარდა ოქროსფერ-ყვითელი შეფერილობის, ბუნებაში მოიპოვება ყავისფერი, წითელი და იისფერი ქრიზობერილები. ინდოეთში ამ ქვას უწოდებენ ”ვაიდურიამს”. ინდოელებს სწამთ რომ ეს მინერალები ეხმარებიან მაგებს ფრინველების და ცხოველების ენის გაგებაში. ჩვეულებრივ ადამიანებისთვის ”ვაიდურიამს” მოაქვს გამჭრიახობა, სულიერი გაწონასწორება და განმკურნება.
ითვლება რომ, ქრიზობერილი იცავს ადამიანებს უბედურებისაგან. ქალებს ეხმარება მოიპოვონ წარმატებანი საქმეებში. ხოლო მამაკაცებს მოიპოვონ გამარჯვებები ქალთა საზოგადოებაში. ცნობილ კრებულში ” სვიატოსლავის კრებული” ნათქვამია, რომ ეს ქვა იცავს კეთრისგან, მუნისგან და აზღვევს პატრონს თრობისგან. ქრიზობერილს გააჩნია ძლიერი განმკურნების ძალა. ის ეხმარება სისხლის მიმოქცევის რეგულირებაში, ასუფთავებს სისხლს და ამაგრებს სისხძარღვებს. ტიბეტურ და ინდურ მედიცინაში ქრიზობერილი გამოიყენებოდა სხვა დაავადებათა საწინააღმდეგოდ.
სიმტკიცე 8,5; სიმკვრივე 2,8
. ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა. პლანეტა მერკური .ჩაკრა - ანაჰატა. ენერგია პროექციული ”იანი”.

Posted by: რეალისტი Aug 14 2011, 07:58 PM

http://www.radikal.ru

Posted by: რეალისტი Aug 14 2011, 08:08 PM

http://www.radikal.ru

Posted by: რეალისტი Aug 14 2011, 08:34 PM

ლამაზი კრისტალები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: თამარი Aug 14 2011, 10:42 PM


მიყვარს ეს სურათი... მარგალიტები!
http://www.radikal.ru

Posted by: Fee Aug 15 2011, 10:15 AM

რეალისტი
ამ მწვანეს რა ქვია? ძალიან ლამაზია.

Posted by: Atman Aug 15 2011, 03:52 PM

რეალისტი

QUOTE(რეალისტი @ Aug 14 2011, 08:08 PM) *
http://www.radikal.ru


საკმაოდ მოზრდილი აქატის ქვა მაქვს სახლში. გერმანიიდან ჩამოვიტანე. რაში შემიძლია გამოვიყენო? რა თვისებები აქვს? აი შუაში რომაა შავ ფონზე, ეგეთია დაახლოებით...

Posted by: რეალისტი Aug 15 2011, 04:52 PM

Atman
აქატი
http://www.radikal.ru

Описание минерала и его характеристики

Существует несколько версий возникновения названия этого минерала. Например, некоторые ученые считают, что название «агат» произошло от греч. abates - счастливый. Другие утверждают, что минерал получил название от сицилийской реки Ахатес, в которой его добывали в древности. Существуют другие названия агата и его разновидностей: сардоникс, карнеол-сардоникс, нерахитовый оникс, арабский оникс, бастионный агат, дендритовый камень, ласточник, совиный глаз.
Агат является разновидностью тонковолокнистых халцедонов. У этого минерала прозрачные серые или голубые лентообразные слои чередуются с белыми полупрозрачными или непрозрачными. Полоски могут быть самых различных цветов: белые, серые, желтые, голубые, черные.
Твердость — 6,5-7,0; плотность — 2,6 г/см3.
Основные месторождения: до начала XIX века Германия; в наше время Уругвай, Бразилия, Монголия, Армения, Грузия, Крым, Урал.
Лечебные свойства
Литотерапевты утверждают, что агат способен помочь своему владельцу справиться со многими недугами. Нужно только его правильно носить. Например, при затяжном кашле, ангине его носят в виде бус, при различных заболеваний зубов — в виде серег. При подагре, болезнях суставов надевают агатовые браслеты. Перстень с агатом носят на безымянном пальце левой руки те, кто страдает сердечными заболеваниями; на среднем пальце правой руки — люди, склонные к истерикам, страдающие бессонницей и беспричинными страхами. Агатовая брошь помогает избавиться от таких недугов, как астма, воспаление легких, бронхиты.
Агаты в зависимости от цвета минерала воздействуют на любую чакру. Красный оказывает влияние на сердечную чакру; голуоой — на чакру, заведующую деятельностью щитовидной железы.

Магические свойства

В Древнем Египте с помощью агатовых изделий люди защищались от грозы. Путешественники, особенно те, кому нужно было пересечь пустыню, сосали небольшие пластинки из этого камня, когда их начинала мучить жажда. Римляне посвятили этот минерал богине садоводства Помоне и во время посадки растений закапывали в землю маленькие шарики, выточенные из агата.

Считалось, что агат помогает сохранить верность возлюбленных друг другу, поэтому когда им предстояла разлука, они обменивались перстнями с агатовой вставкой. Агату приписывались свойства улучшать зрение владельца, делать его красноречивым, прозорливым, даже ясновидящим.

Более всего агат подходит людям, рожденным под знаком Тельца. Им следует носить этот камень в медной оправе. Оправленный в золото или серебро агат могут носить и люди, рожденные под знаками Рака, Водолея, Весов. Рыбы тоже могут носить этот камень, если будут надевать украшение с ним не чаще одного раза в неделю. 'Совершенно противопоказан этот камень Стрельцам и Овнам — он возбуждает и нервирует этих людей, вносит в их жизнь суету и панику, делает их жалкими и ничтожными в глазах окружающих.



Талисманы и амулеты

В качестве талисмана агат помогает владельцу открыть обман, выявить недоброжелателей, предупреждает о надвигающихся неприятностях. Минерал настраивает своего владельца на волну восприятия тонкого мира, делает его яснослышащим, ясновидящим и яснообоняющим. Однако тем, кто желает достичь нетрадиционных способностей, следует помнить, что обрести их с помощью агата они смогут только при условии, если научатся понимать «речь» камня. Изучить язык минерала (не только агата, но и любого другого) можно, если ежедневно по 10-15 минут сосредоточивать все свое внимание на камне, налаживая таким образом контакт с ним. Когда контакт установится (при созерцании камня буду!' появляться четкие картины, например река, дерево, здание и т.д.), можно начинать работать с агатом, развивая экстрасенсорные способности.

Posted by: Atman Aug 15 2011, 05:06 PM

რეალისტი

QUOTE(რეალისტი @ 15th August 2011 - 04:52 PM) *
Совершенно противопоказан этот камень Стрельцам и Овнам — он возбуждает и нервирует этих людей, вносит в их жизнь суету и панику, делает их жалкими и ничтожными в глазах окружающих.

ვერძი ვარ sad.gif

აი თურმე რატომ არ მომწონდა!

ვინმეს არ უნდა სხვა ქვაში გავუცვალო? biggrin.gif


Posted by: მზეონა Aug 15 2011, 05:58 PM

ძალიან საინტერესო თემაა მინერალებზე და ქვებზე. ვინც მათ გრძნობს, მათთვის განსაკუთრებით wink.gif

ასეთი სურვილი გამიჩნდა, რომ დაიწეროს ყველა ზოდიაქოები და ის ქვები რომლებიც მათ შეეფერებათ..

ეს, კიდევ საინტერესო ინფო, თუ როგორ უნდა გავწმინდოთ ქვები:

Чистка камня

Для очистки камня ужно налить в небольшой полиэтиленовый мешочек воды, положить туда камни, оставив немного воздуха, и завязать. Пакет поставить в морозильную камеру на трое суток. Замороженная вода вытянет всю информацию из камня. На третий день камни размораживают, промывают в проточной воде, а воду нужно обязательно слить в унитаз, так как она информационно грязная. Мешочек нужно выбросить.

Шпаты и сланцы (оникс, например) чистят только огнем церковной свечи. Остальные камни, особенно прозрачные, чистят водой. Металлы тоже чистят, а потом протирают тряпочкой с нашатырем. Все чистки лучше производить на убывающей Луне — в третью или четвертую четверти.

Posted by: რეალისტი Aug 15 2011, 07:21 PM

მზეონა

მოგესალმებით! ეტყობს კარგი პიროვნება ბრძანდებით.
ამიტომ მერწმუნეთ რა თქმა უნდა თუ, არ გამინაწყენდეთ.
ინტერნეტში ბევრი სისულელე წერია. ყველაფერს ნუ აღიქვამთ სინამდვილედ.
მაგალითად:
1. "Шпаты и сланцы (оникс, например) чистят только огнем церковной свечи."
2.Для очистки камня нужно налить в небольшой полиэтиленовый мешочек воды,
3.Замороженная вода вытянет всю информацию из камня
კიდევ ერთხელ მაპატიეთ
პატივისცემით
რეალისტი

Posted by: რეალისტი Aug 15 2011, 07:56 PM

http://www.radikal.ru
Название «оникс» произошло от греческого слова опух — ноготь. Другие названия минерала и его разновидностей: халцедон-оникс, карнеол-оникс, сардоникс, ногат.
Оникс является одной из разновидностей агата. Окраска минералов бывает от темно-зеленой до светло-зеленой. Отличительной чертой оникса являются полоски красного, белого, бурого, черного цветов. Считается, что чем полосы тоньше, тем большую ценность имеет камень. Встречаются прозрачные и непрозрачные кристаллы.
Физические свойства:
а) по цвету выделяют арабский оникс (или собственно оникс) - слои белые и черные, карнеол-оникс - красные и белые, сардоникс - бурые и белые, серые и белые - халцедононикс, а также обыкновенный оникс с самыми различными сочетаниями цветов. Встречаются также однотонные темные ониксы,
б) твердость оникса - 6,5-7,в) плотность - 2,6 гр/см3,г) степень прозрачности - просвечивающий до прозрачного.
Лечебные свойства
Оникс называли камнем ораторов, во время процессов его клали под язык, чтобы поразить собравшихся красноречием.
Излучение оникса полезно для возбуждения аппетита и нормализации пищеварения.
Рекомендуют носить амулеты с ониксом на уровне солнечного сплетения. Это помогает при заболеваниях мозга, склонности к суициду, при потере аппетита и поносах, при болезнях печени, запорах, глистах, ревматических заболеваниях.
В народной медицине бытует мнение, что оникс лечит многие заболевания. Например, если изделия из оникса носить на теле, то он улучшит работу практически всех внутренних органов (особенно благоприятно влияние этого минерала па почки и печень), облегчит состояние метеозависимых людей, укрепит позвоночник, улучшит слух. Литотерапевты предполагают, что оникс лечит нервные заболевания, депрессию, снимает негативные последствия стрессовых ситуаций, избавляет от бессонницы и ночных кошмаров. В некоторых странах считается, что оникс способен повысить потенцию. Знатоки лечебных свойств минералов утверждают, что вода, настоянная на ониксе, полезна при ожирении: она снижает аппетит.
Магические свойства
Оникс издревле использовали в магических ритуалах. В Библии можно найти упоминание об Иерусалимском храме, в котором стены были сделаны из полупрозрачного оникса. В мусульманском храме, который находится в Каабе, вставлен в стену черный оникс. В Древнем Риме этот камень считался одним из самых сильных оберегов. Многие маги и колдуны утверждают, что оникс имеет огромные магические свойства, но они дейтвуют только в том случае, если у человека благие намерения и доброе сердце. Оникс — камень пожилых людей, которых он оберегает от одиночества, помогает легче переносить невзгоды и с оптимизмом смотреть на будущее.
Этот минерал наиболее подходит людям, родившимся под знаком Девы. Им он дарит способность быстро накапливать положительную энергию, приносит удачу и везение.
Оникс влияет на чакру солнечного сплетения.

Posted by: Fee Aug 15 2011, 11:06 PM

[quote name='მზეონა' date='Aug 15 2011, 06:58 PM' post='50539']

ასეთი სურვილი გამიჩნდა, რომ დაიწეროს ყველა ზოდიაქოები და ის ქვები რომლებიც მათ შეეფერებათ..


ხო კაი იდეაა smile.gif

თუმცა ინტერნეტშიც და წიგნებშიც რომლებიც ადრე ვნახე, ძალიან განსხვავებული მონაცემებია. ერთ წიგნში წერია რომ მალახიტი ჩემს ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, მეორეში თხის რქასო და ვერ გაიგებ, ვისაც რა მოუნდა ის დაწერა მგონი.

Posted by: რეალისტი Aug 17 2011, 06:04 PM

http://www.radikal.ru
.ზურმუხტი - ძველ სლავებში ზურმუხტს უწოდებდნენ სიბრძნის და თავშეკავებულობის ქვას. ჯერ კიდევ ძველი ებრაელები წერდნენ, რომ “ არ არის ამაზე უკეთესი ფერი თვალისთვის” სინამდვილეშიც ცნობილია, რომ მწვანე ფერი ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, კონცეტრაციას უკეთებს აზროვნებას და იძლევა სიმსუბუქის შეგრძნებას. ლითოთერაპიის მიმდევრები თვლიან რომ, ნატურალური ზურმუხტის ქვით დამზადებული სამკაულები აძლიერებს აზროვნებას. ეხმარება ადამიანს უძილობისა და არა სასიამოვნო სიზმრებისგან. ხელს უწყობს გულის მუშაობას, აფერქმთალებს მელანქოლიას და უხანგძრლივებს ადამიანს სიცოცხლეს. ადამიანის აურა თავისუფლად ითვისებს ამ მინერალის ვიბრაციებს. ხოლო გულის ჩაკრა [ ანაჰატა ] დისბალანსის შემთხვევაში იწყებს გაწონასწორებულ
მუშაობას.
მარჯანი - ჯერ კიდევ შუმერების სამეფოში, ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში ვარდისფერი მარჯანი სიმბოლო იყო უკვდავებისა და ბედნიერების. ინდოეთში მარჯანს სცემდნენ პატივს არა მარტო სილამაზისთვის, არამედ მის სამკურნალო და მაგიური თვისებებისთვის. თუ, ვენდობით აიუვერდას წითელი მარჯანი შედგება სამი ელემენტისგან: წყალი, მიწა და ცეცხლი. მისი მოქმედება ვრცელდება ნივთიერებათა ცვლის, სხეულის ტემპერატურასა და კანის მდგომარეობის მარეგულირებელ ენერგიაზე. მარჯანის ვიბრაციას ითვისებს შვიდივე ძირითადი ჩაკრა. ადამიანის აურა მის ვიბრაციებს იღებს “ინ” საწყისის დახმარებით
კატის თვალი - მინერალი რომელიც იცავს ადამიანს ღალატისგან. მინერალების კარგად მცოდნე ადამიანები თვლიან, რომ კატის თვალი საუკეთესო დამცველია მეპატრონის. ის ფარავს მას გარეგან ნეგატიურ ზემოქმედებისა და ცუდი თვალისგან. ამაგრებს ოჯახურ კვანძებს და იცავს ცოლ-ქმრულ ღალატისგან. ეს მინერალი ეხმარება ხორხის ჩაკრას ენერგიის ჰარმონიულ გადანაწილებაში. ის იღებს პროექციულ ენერგია “იანს”. კატის თვალი იცავს ადამიანის აურას როდესაცის დასუსტებულია სხვა ადამიანის უფრო მძლავრი აურის ზემოქმედებით.

Posted by: Zet Aug 18 2011, 11:12 AM

http://www.youtube.com/watch?v=DZptViAI_Tg
http://www.adyaclarity.biz/

მინერალი რომელიც დაბინძურებულ წყალს წმინდავს. მემგონი რადიაცულსაც კი.

Posted by: რეალისტი Aug 18 2011, 02:14 PM

მოგესალმებით ზეტ.
ნამდვილად ეს ესეა. ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს საქართველოში ფართოდ გავრცელებული მინერალი ცეოლიტი. რომელიც გამოყენებული იყო ჩერნობილის კატასტროფის დროს. ასევე ეს მინერალი, მინერალ დოლომიტთან ერთად არის საუკეთესო საშუალება სასმელი წყლის ფილტრაციისთვის. ის დღესაც გამოყენებულია სასმელი წლის მისაღებად მოსკოვის წყალ კანალის სისტემაში.
პატივისცემით
რეალისტი

Posted by: kate Aug 18 2011, 11:50 PM

რეალისტი
მთვარის ქვას რომ ეძახიან რა მინერალია?
წინასწარ მადლობთ

Posted by: რეალისტი Aug 19 2011, 12:39 AM

http://www.radikal.ru
მთვარის ქვა - ადულიარი
ნაირსახეობა ორთოგლაზის. კალიუმის შემცველი საველე შპატი (K AL Si 3 O8) ადულა - მთა შვეიცარიაში. სადაც პირველად ევროპაში ნაპოვნი იყო ეს ქვა.
სიმტკიცე 6,0-6,6; სიმკვრივე 2,6 გ/სმ 3
ეს დასახელება ამ მინერალმა მიიღო ცისფერი და ვერცხლისფერ-თეთრი ფერების ერთი მეორეში გადასვლის გამო. ძველ აღმოსავლეთის ქვეყნებში მას უბრალოდ აკავშირებდნენ მთვარესთან. ტიბეტში თვლიდნენ, რომ ეს მინერალი უნდა გამოიყენოთ მთვარის ფაზების გათვალისწინებით. ვინაიდან მისი მისტიკური ძალა საუკეთესოდ მოქმედებს მთლიანი მთვარის ფაზის დროს. კენინგემის მიხედვით ეს მინერალი აღიქვამს და იზიდავს სიყვარულს. მას ატარებენ ცხოვრებაში სიყვარულის მოსაზიდად. ინდოეთში მას ეძახიან ”ჯანდარაკანდ-ს” რაც თარგმანში ნიშნავს მთვარის ნათებას. ისინი თვლიან, რომ ქვა შთანთქამს მთვარის ცივ ენერგიას, აცივებს და აწყნარებს გონებას, რითაც ადამიანებში აღვიძებს ოცნებებს და სინაზეს. ტიბეტში მას ხმარობდნენ ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებებისგან განმკურნებისთვის. ითვლება რომ, მთვარის ქვიდან დამზადებული სამკაულები ეხმარებიან ინტუიციის განვითარებაში და წარმოსახვაში. ეს მინერალი დადებითად მოქმედებს ანაჰატაზე [გულის ჩაკრა] მის ენერგიას აღიქვამს ადამიანში ”ინ” საწყისი.

Posted by: kate Aug 19 2011, 12:56 AM

რეალისტი
მადლობთ

Posted by: Zet Sep 19 2011, 12:46 PM

მოგესალმებით,

აბა ნახეთ ამის ყიდვა თუ ღირს:

http://www.amazon.com/gp/product/B003IQBT2Q/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&m=A2KNG87O0STGO1

და ამისი:

http://www.amazon.com/gp/product/B002CNVNM2/ref=ox_sc_act_title_2?ie=UTF8&m=A209TSFO4G48S8

Posted by: Zet Sep 19 2011, 02:08 PM

და კიდე წყლის გასაწმენდათ ვარდისფერი კვარცი არის ყველაზე კარგი?

აი ეს მერკაბას ფორმის არის:
http://www.amazon.com/Rose-Quartz-Merkaba-Star-1pc/dp/B004763P8C/ref=sr_1_1?m=A2RMF4S5OLFSE5&ie=UTF8&qid=1316460279&sr=1-1




და ეს პირამიდის:
http://www.amazon.com/Rose-Quartz-Pyramid-1-1-1pc/dp/B0047BO388/ref=sr_1_7?ie=UTF8&m=A2RMF4S5OLFSE5&s=generic&qid=1316425415&sr=1-7

Posted by: რეალისტი Sep 19 2011, 10:43 PM

Mister Zet
თქვენი ლინკები არც ერთი არ მუშაობს

Posted by: td......... Sep 19 2011, 10:50 PM

ციტატა(რეალისტი @ 19th September 2011 - 10:43 PM) *
თქვენი ლინკები არც ერთი არ მუშაობს

ლინკები კი გაიხსნა, მაგრამ ერთიდაიგივეა ორივე

Posted by: Zet Sep 19 2011, 11:27 PM

QUOTE(რეალისტი @ 19th September 2011 - 10:43 PM) *
Mister Zet
თქვენი ლინკები არც ერთი არ მუშაობს

აბა ესე სცადეთ: დააკოპირედ ლინკი და ისე ჩასვით ბროუზერში smile.gif

QUOTE(td......... @ 19th September 2011 - 10:50 PM) *
ლინკები კი გაიხსნა, მაგრამ ერთიდაიგივეა ორივე

მერკაბას ლინკი შემეშალა და შევასწორე)

Posted by: gio.geoo Sep 19 2011, 11:40 PM

რეალისტი
ბატონო რეალისტო რა შეგიძლით თქვათ ნეფრიტის მინერალზე??

Posted by: რეალისტი Sep 20 2011, 08:22 PM

ბატონო გიო-გეოო
დიდ ბოდიშს გიხდით მაგრამ ეხლა მეტისმეტად დაკავებული ვარ.
ამოტომ. თუ არ შეწუხდებით შებრძანდით ჩემ საიტზე აქ
http://www.aura-help.ge/node/95
და იქ არის მწირი ინფორმაცია ნეფრიტზე

Posted by: gio.geoo Sep 20 2011, 11:20 PM

QUOTE(რეალისტი @ Sep 20 2011, 08:22 PM) *
ბატონო გიო-გეოო
დიდ ბოდიშს გიხდით მაგრამ ეხლა მეტისმეტად დაკავებული ვარ.
ამოტომ. თუ არ შეწუხდებით შებრძანდით ჩემ საიტზე აქ
http://www.aura-help.ge/node/95
და იქ არის მწირი ინფორმაცია ნეფრიტზე

მადლობთ ვნახე smile.gif smile.gif

Posted by: Atman Sep 21 2011, 05:08 AM

რეალისტი

მე როგორც ვიცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ქვას სხეულის რომელ ნაწილზე (რომელ მხარეს, რომელ თითზე და რომელ ფალანგზე) ვატარებთ. სწორი შერჩევის გარეშე ქვამ შეიძლება უარყოფითიეფექტიც გამოიწვიოს.

Posted by: ever Oct 25 2011, 05:49 PM

მართალია ქვების და მინერალების თემაა, მაგრამ მაინც მგონია რომ მივიღებ პასუხს smile.gif
შეიძლება თუ არა სპილენძის გულსაკიდის ოქროზე დაკიდება?

Posted by: რეალისტი Oct 25 2011, 07:50 PM

ევერ გააჩნია რა მიზეზით. ესთეთიკური პოზიციიდან თუ ენერგეტიკული მოსაზრებით ?


Золото
Продлевает жизнь, способствует повышению социального статуса. Оно успокаивает. При стрессах для профилактики срывов носите золотую цепочку с большим кулоном.
Медь
Устанавливает гармонию между человеком и природой.
У Вас проблемы с давлением, метозависимость? Носите возле локтя или на запястье замкнутый медный браслет! Это поможет снять головную боль и защитит от магнитных бурь.Медь способствует заживлению ран. Если охладить медной монетой ушиб – можно избежать появления гематомы.
Пятачок, выпушенный до 1961 г, приложенный по назначению, способен вылечить интимную болезнь – геморрой. Укрепленный на спине, он помогают при радикулите, на ногах – при докучающих «звездочках» и варикозе. Его прикладывание помогает и при гайморите, шуме в ушах.

ენერგეტიკული პოზიციიდან ისინი შეუთავსებელი არიან

Posted by: რეალისტი Oct 25 2011, 07:55 PM

აი კიდევ

Титан
Долговечный металл будущего.
Если Вы аллергик – носите украшения с включением титана. Это поможет избежать обострений. Увлекаетесь гаданиями и предсказаниями? Украсьте любой палец правой руки титановым колечком. И вперед, в астрал!
Свинец
Прикрепленный к спине, нормализует потенцию. А кольцо из свинца избавляет женщин от лишнего веса.
Латунь
Помогает в учебе, способствует гармоничному общению между людьми. Наденьте латунное кольцо на экзамен или ответственную встречу!
Олово
Связано с благосостоянием, достающимся собственным нелегким трудом.
Вообще олово – магический сплав, использующийся при гаданиях и ритуальной ворожбе со статуэтками. Оно хорошо запоминает отрицательную энергию. Не приобретайте оловянные предметы в антикварных лавках!
Бронза
Сплав, запоминающий прошлое, но нейтрализующий негатив.
Бронза может делиться своей энергии, но только в том случае, когда человеку этой энергии действительно не хватает.
Сталь
Металл мужественности и стойкости.
приложенная к стопам, спасает от эпилепсии.
Мельхиор
Делает человека мудрее, уравновешеннее, создает гармонию и устойчивость. Пользуйтесь мельхиоровыми столовыми приборами во время застолья, и душевные разговоры и развлечения Вам гарантированы!
Магнит
Благотворному влиянию магнита посвящено много теорий, лежащих в основе современного направления медицины – магнитотерапии. Доказано, что магнит настраивает организм на самоисцеление.

Posted by: ever Oct 25 2011, 09:13 PM

რეალისტი

QUOTE(რეალისტი @ 25th October 2011 - 08:50 PM) *
ევერ გააჩნია რა მიზეზით. ესთეთიკური პოზიციიდან თუ ენერგეტიკული მოსაზრებით ?

ენერგეტიკული თვალსაზრისით მაინტერესებდა.
QUOTE(რეალისტი @ 25th October 2011 - 08:50 PM) *
ენერგეტიკული პოზიციიდან ისინი შეუთავსებელი არიან

გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა kiss1.gif

Posted by: old_man Dec 8 2011, 09:07 PM

დიდი ფიქრის შემდეგ დღეს ვიყიდე ვარდისფერი კვარცი. ეს ქვა ძალიან კარგია ანაჰატა - გულის ჩაკრისთვის.
ასევე აძლიერებს წარმოსახვა, ინტუიციას.
აგერ ისიც: confetti.gif

angelchik.gif

Posted by: Existence Dec 8 2011, 09:18 PM

QUOTE(old_man @ 8th December 2011 - 09:07 PM) *
ვარდისფერი კვარცი


რა მიეცი ? ტოესწ რამდენი მიეცი ? ნტოოოო.........მოკლედ რა დაგიჯდა რაა ? ... biggrin.gif

Posted by: old_man Dec 8 2011, 09:25 PM

ეს 12 ლარი ღირდა ლინდაოში.
პატარა ქვები 4-5 ლარი ღირს. ბევრი ქვა აქვთ ჩამოტანილი ტიბეტიდან.

Posted by: Existence Dec 8 2011, 10:57 PM

QUOTE(old_man @ 8th December 2011 - 09:25 PM) *
ეს 12 ლარი ღირდა ლინდაოში.
პატარა ქვები 4-5 ლარი ღირს. ბევრი ქვა აქვთ ჩამოტანილი ტიბეტიდან.


გასაგებია და პირამიდები აქვთ თუ გახსოვს სხვადასხვა ქვების ?

Posted by: old_man Dec 8 2011, 11:02 PM

რაღაც პირამიდას კი მოვკარი თვალი, მაგრამ არ ვიცი ქვებისგან იყო თუ არა...

Posted by: tikoroma Dec 8 2011, 11:38 PM

old_man

ციტატა
ეს 12 ლარი ღირდა ლინდაოში.

მისამართიც რა pls

Posted by: sentimennte Dec 8 2011, 11:41 PM

old_man
რა ლამაზიააააა,ნაზი და უცნაურად საყვარელი,თითქოს ცოცხალია smile.gif angelgirl.gif tender.gif

Posted by: ჯი-ნია-ნი Dec 9 2011, 12:47 AM

QUOTE(tikoroma @ Dec 8 2011, 11:38 PM) *
old_man

მისამართიც რა pls

ოპერის მოპირდაპირე მხარეს ასახვევია,ალექსანდრე ჭავჭავაძის,ხელმარჯვნივ არის მაღაზია ლინდაო : )
პ.ს. ხვალ ვაპირებდი ყიდვას ზუსტად ვარდისფერი კვარცის და ბრასლეტიც აქვთ,შესაბამისად დამუშავებულია..ხოდა რას მირჩევთ დამუშავებული ვიყიდო თუ?

Posted by: old_man Dec 9 2011, 06:41 AM

ჯი-ნია-ნი

QUOTE
პ.ს. ხვალ ვაპირებდი ყიდვას ზუსტად ვარდისფერი კვარცის და ბრასლეტიც აქვთ,შესაბამისად დამუშავებულია..ხოდა რას მირჩევთ დამუშავებული ვიყიდო თუ?

დამუშავებული უფრო ლამაზი იქნება, მაგრამ დაუმუშავებელს უფრო ძლიერი ენერგეტიკა ექნება.

Posted by: მზეონა Dec 9 2011, 10:26 AM

QUOTE(Existence @ 8th December 2011 - 10:57 PM) *
პირამიდები აქვთ თუ გახსოვს სხვადასხვა ქვების ?

ნეფრიტის პირამიდა ვიყიდე, ძალიან კარგია! (მგონი 18 ღირს, ზუსტად აღარ მახსოვს), კიდევ პატარა შუშის პირამიდები აქვთ, მაგრამ არ მომეწონა smile.gif

Posted by: Existence Dec 9 2011, 11:47 AM

QUOTE(მზეონა @ 9th December 2011 - 10:26 AM) *
კიდევ პატარა შუშის პირამიდები აქვთ, მაგრამ არ მომეწონა


ეგ შუშის პირამიდები მემგონი მზის სხივებით იტენება და ღამე ანათებს თუ დამაგოიმეს huh.gif ?


Posted by: Green Mama Dec 9 2011, 01:40 PM

ინჩეეეს?!
-ინჩეს, ინჩეეს....
ეს სომხური საიდან დავამუღამე ასე არ ვიცი?!

ხო ქვებს რაც შეეხება მაქვს: ტოპაზი, ქრიზოლითი და მივრილი და ვერ ვიყენებ ვერაფერში

Posted by: Qocho Dec 10 2011, 10:10 PM

ციტატა(Existence @ 9th December 2011 - 11:47 AM) *
ეგ შუშის პირამიდები მემგონი მზის სხივებით იტენება და ღამე ანათებს თუ დამაგოიმეს


არამგონია smile.gif

2-3 წლის წინ იყიდებოდა ლინდაოში კაილაშის მთის ფორმის ბროლი.
ძალიან ლამაზია, სხვადასხვა კუთხიდან სულ სხვა ფერს იღებს:

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: ანა Jan 21 2012, 07:05 PM

გაყინული ვულკანი მინდა და ის ქვები რაც თევზებს არგებთ smile.gif

თანხაზე პრობლემა არ იქნება, მხოლოდ მიმასწავლეთ და დამაკმაყოფილებლად უნდა ამიხსნან რა რას ემსახურება.. რაღაც ერიოდი მინდა "დამცავი" ქვა მქონდეს ყელსაბამი ან სამაჯური. მმ.. ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორს ეკეთახოლმე რაღაც მწვანე, მორიალია და მამშვიდებსო

Posted by: Helen Mar 18 2012, 04:41 PM

არსებობს რომელიმე კრისტალი რომელიც შაკიკის დროს თავის ტკივილს შეამცირებს და ადამიანს ენერგიას შემატებს? smile.gif

Posted by: Zet Mar 19 2012, 11:31 PM

QUOTE
არსებობს რომელიმე კრისტალი რომელიც შაკიკის დროს თავის ტკივილს შეამცირებს და ადამიანს ენერგიას შემატებს?

წყალი სვი ბევრი დილიდან საღამომდე და არც შაკიკი და არაფერი არ გექნება wink.gif

Posted by: ჭიაბერი Apr 19 2012, 12:08 PM

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საკუთარი კრისტალის ტარება ჯობია თუ მიზნის მიხედვით შერჩეული, რაიმე კონკრეტული თვისების მქონე ქვისა?

Posted by: Helen Jun 11 2012, 04:43 PM

QUOTE(Zet @ Mar 19 2012, 11:31 PM) *
წყალი სვი ბევრი დილიდან საღამომდე და არც შაკიკი და არაფერი არ გექნება wink.gif


მადლობა smile.gif
ისედაც ვცვამ...

პ.ს.

მე დაბადებული ვარ 22 დეკემბერს (ან თქხის რქა ვარ, ან მშვილდოსანი, საზღვარია და)

ჰოდა მთვარის ქვის გულკსაკიდი მომყიდეს, თხის რქებისთვის კარგიაო(კი მივხვდი ვირაც გაუნათლებელი გადამყიდველი რომ იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო და ვიყიდე)

ჰოდა შეგიძლიათ მითხრათ ეს ქვა ზოდიაქოს მიხედვით თუ წამადგება და ისედაც რა თვისებები აქვს?

ძალიან გთხოვთ, თორემ აშკარად ვატყობ, რომ ეს დღეები ძალიან შევიცვალე, რაღაცნაირად ვარ
თან რაღაც ძალიან დიდი ცვლილებები ხდება ჩემს ხასიათშიც და ცხოვრებაშიც..
ეჭვი მაქვს რომ მთვარის ქვის ბრალია, ზუსტად ამ პერიოდში სულ გულზე მეკიდა...


Posted by: tikoroma Jun 11 2012, 09:04 PM

Helen
მოიშორე ეგ ქვა. დაბადების საათი თუ იცი ზუსტად, იოლად დავადგენთ ზოდიაქოს.
თხის რქის ქვები ესაა: ამეთვისტო, იაშმა, ონიქსი, ძოწი, მთვარის ქვა, ლაზურიტი, აქატი, ალქსანდრიტი
მშვილდოსნის: ამეთვისტო, საფირონი, ზურმუხტი და აქატი.

ეს მთვარის ქვის შესახებ და გაერკვიე გჭირდება თუ არა
მთვარის ქვა - [ მთვარის ენერგიის მშთანთქმელი]. ეს დასახელება ამ მინერალმა მიიღო ცისფერი და ვერცხლისფერ-თეთრი ფერების ერთი მეორეში გადასვლის გამო. ძველ აღმოსავლეთის ქვეყნებში მას უბრალოდ აკავშირებდნენ მთვარესთან. ტიბეტში თვლიდნენ, რომ ეს მინერალი უნდა გამოიყენოთ მთვარის ფაზების გათვალისწინებით. ვინაიდან მისი მისტიკური ძალა საუკეთესოდ მოქმედებს მთლიანი მთვარის ფაზის დროს. კენინგემის მიხედვით ეს მინერალი აღიქვამს და იზიდავს სიყვარულს. მას ატარებენ ცხოვრებაში სიყვარულის მოსაზიდად. ინდოეთში მას ეძახიან ”ჯანდარაკანდ-ს” რაც თარგმანში ნიშნავს მთვარის ნათებას. ისინი თვლიან, რომ ქვა შთანთქამს მთვარის ცივ ენერგიას, აცივებს და აწყნარებს გონებას, რითაც ადამიანებში აღვიძებს ოცნებებს და სინაზეს. ტიბეტში მას ხმარობდნენ ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებებისგან განმკურნებისთვის. ითვლება რომ, მთვარის ქვიდან დამზადებული სამკაულები ეხმარებიან ინტუიციის განვითარებაში და წარმოსახვაში. ეს მინერალი დადებითად მოქმედებს ანაჰატაზე [გულის ჩაკრა] მის ენერგიას აღიქვამს ადამიანში ”ინ” საწყისი.
( ამ დახასიათების შემდეგ ცუდად რატომ უნდა იმოქმედოს ვერ ვხვდები, მაგრამ შეიძლება შენამდე ეკეთა ვინმე ისეთს, ვისი ენერგიაც გამოყვა)
http://www.aura-help.ge/node/95 - ეს საიტი ქვების შესახებ.


Posted by: woodlandelven Jun 12 2012, 08:43 AM

ციტატა(ჭიაბერი @ Apr 19 2012, 12:08 PM) *
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საკუთარი კრისტალის ტარება ჯობია თუ მიზნის მიხედვით შერჩეული, რაიმე კონკრეტული თვისების მქონე ქვისა?


მეც მაინტერესებს ეს ზუსტად და თევზებისთვის რომლებია კარგი?

Posted by: tikoroma Jun 12 2012, 07:08 PM

woodlandelven
ასტროლოგიური თვლები ესენია: საფირონი, მარგალიტი, ამეთვისტო.
ამ თვლების შესაძლებლობები აქაა დაწვრილებით http://www.aura-help.ge/node/95
ნახე რომელი გჭირდება
ისე საინტერესოა, რის მიხედვით ურჩევენ ზოდიაქოებს ქვებს

Posted by: tamriko_faso Jun 12 2012, 11:38 PM

ძალიან საინტერესოდ წერთ, იმედს ვიტოვებ გააგრძელებთ თქვენ წიგნს.

Posted by: მზეონა Jul 3 2012, 09:23 PM

ეს ქალი ძალიან კარგად ხსნის მინერალების/ქვების თვისებებზე..დადებბითი აურა აქვს რაღაცნაერი, მე მომეწონა მისი ვიდეოები wink.gif >> http://www.youtube.com/user/MsSvetlana94/videos

Posted by: Helen Sep 16 2012, 07:47 PM

მთვარის ქვის ყელსაბამი ვიყიდე(ეს უკვე მეორე biggrin.gif და სახლში მოტანის შემდეგ აღმოვაჩინე რომ გაცვეთილია, თან ისე, რომ დარწმუნებული ვარ ადრე სხვა პატრონი ჰყავდა.
ძალიან გთხოვთ მასწავლოთ როგორ გავწმინდო წინა პატრონის ენერგეტიკისგან ჩემი მთვარის ქვა.
გამიგია გამდინარე წყალში უნდა ამყოფო ცოტა ხანიო, ან წყალში უნდა ჩადო და გაყინოო და ა.შ. ათას რამეს ამბობენ (სარწმუნო წყარო ვერ დავადგინე biggrin.gif)
იმედი მაქვს თქვენ დამეხმარებით.

smile.gif

ბოდიშით, რომ ამდენი კითხვით გაწუხებთ, უბრალოდ ჯერ განუსწვლელი ვარ მაინც ამ საკითხში sad.gif

Posted by: Helen Sep 16 2012, 07:55 PM

tikoroma
დიდი მადლობა რჩევებისთვის smile.gif
პირველი მთვარის ქვა ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე (თან ახალია, არავის არ კეთებია)
ზუსტად ამიტომ ვიყიდე მეორე და ეს მგონი მართლა ეკეთა ვინმეს.. sad.gif

Posted by: Existence Sep 16 2012, 07:55 PM

აზრზე არა ვარ თორე გეტყოდი

Posted by: td......... Sep 16 2012, 08:09 PM

Helen
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია(პირადად მე ასე ვწმენდ ჩემს ქვებს) კარგია გამდინარე წყალი , ასევე ნაკურთხ წყალში ჩადება და მზეზე გაჩერება.. smile.gif

Posted by: earth Sep 16 2012, 09:56 PM

+მზეზე გაჩერება ერთი დღე. ასევე შენი აზრებით დარწმუნდი რომ გაიწმინდა, ეს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანიაwink.gif

Posted by: matashi Dec 28 2012, 09:08 PM

არა არა და არა მზეეზე ქვა ენერგიით იტენება და არა იწმინდება და საერთოდ სანამ დატენი მანამ უნდა გაწმინდო ქვა,გაწმენდვის უამრავი ხერხი არსებობს და თითქმის ყველა სწორია შეგიძლია გამდინარე წყალში ჩადო,მარილში ერთი დღით(ზოგი სამი დღითაც დებს)შეგიძლია ცეცხლით გაწმინდო მაგალითად ანთებული სანთელი ქვას რამოდენუმეჯერ შემოატარო და მისცე ბძანება გაწმინდოს ნეგატივისგან ქვა,შეგიძლია მთვარის შუქზე ნადები წყლითაც გაწმინდო.ანუ ერთი დღე წყალი იდება მთვარის შუქზე და მეორე დილას უკვე შეგიძლია ჩადო ქვა წყალში და წყალს ბძანება მისცე გაწმენდვის.რაც მთვარის ქვას შეეხება მართლაც არაა ცუდი მთვარის ქვა და ალბათ ადრე სხვა პატრონი ყავდა და გადმოყვა რამე.ისე ონიქსი არისცოტა მძიმე ქვა ასერომ კარგად დაფიქრდით სანამ იყიდით

Posted by: Fee Dec 29 2012, 08:35 AM

მე როგორც ვიცი მთვარის ქვა მთვარის შუქზე უნდა დატენო. ხო და კიდევ ყველა ქვის წყლით გაწმენდა არ შეიძლებაო, მაგალითად ჰემატიტს არ უყვარს წყალი და იწმინდება შალით.

matashi რატომ არის ონიქსი მძიმე ქვა? მამაჩემს ვაჩუქე, იმას კიდე დამძიმება უნდა?! biggrin.gif მელანქოლიას შველისო ისაო ესაო და....

Posted by: gio.geoo Dec 29 2012, 08:54 AM

matashi
რას ლაპარაკობ მატაში ონიქსს უამრავი სამკურნალო ფუნქცია გააჩნია მაგ: ფილტვები, თირკმელები, ნერვვები, სტრესების დაძლევა და ასევე ამაღლებს პოტენციას
ანთავისუფლებს ადამიანს ღამის კოშმარებისგან.. ასევე ეხმარება ადამიანს მალევე აღიდგინოს დადებითი ენერგია და ასევე კარგ გავლენას ახდენს მანიპურა ჩაკრაზე.
სად ხედავ აქ სიმძიმეს?

Posted by: matashi Dec 29 2012, 01:42 PM

gio.geoo
მერე ვინ თქვა რომ ის სამკურნალო არ არის ვთქვი სდმე?საერთოდ ონიქსი ითვლება მებრძოლების ქვად,სიმძიმე იმაში გამოიხატება რომ მძიმედ შეიძლება გახადო თილისმად ეს ვიგულისხმე,ანუ მისი დაპროგრამებაა რთულიFee
კი არის გამონაკლისები მაგრამ მე უმეტესობაზე ვთქვი

Posted by: gio.geoo Dec 29 2012, 04:06 PM

matashi
მატაში არ შეგიძლია ისე დააწერო როგორც არის მერე ისევ რო არ დაიწყო რას გულისხმობდი

Posted by: matashi Dec 29 2012, 04:17 PM

gio.geoo
რა რავწერო როგორც არის რაიმე გაურკვევლად დავწერე მითხარი რა და დავწერ უფრო გარკვევით

Posted by: gio.geoo Dec 30 2012, 08:41 AM

matashi
რა უნდა დაწერო მატაში და რატოა მძიმე ქვა ის უნდა დაწერო... მძიმე ქვაა და ვსო ეხლა ადამიანი ფიქრობს რამხვრივაა მძიმე ქვა რას გულისხმობს...

Posted by: matashi Dec 30 2012, 02:00 PM

ხოდა ხო დავწერე

Posted by: Ever Jan 1 2013, 04:51 AM

ლინდაოში ვნახე ძალიან უცნაური რაღაც. შეიძლება ჩემთვისაა უცნაური, რადგან პირველად ვნახე smile.gif
ეს იყო ქვისგან (არ მახსოვს რა ქვა იყო) გაკეთებული "ბედნიერების დამჭერი".
დიდ ბურთში იჯდ პატარა ბურთი და ორივეს დახვრეტილი იყო. გარეთა ბურთს გველები ეხატა. ტიბეტურიო

მაინტერესებს თუ იცით ზუსტად რა ქვია, ან რისთვის გამოიყენება smile.gif

Posted by: anima mundi Jan 4 2013, 03:29 PM

სამკაულები მინდა დამცავი ქვები და დახმარე. რაც მქონდა ყველაფერი გაცუქებული მაქვს და იქნებ იმიტომ რომ შემევსო იმით რაც რეალურად მჭირდება smile.gif

სად იყიდება..
მინდა აუცილებლად ყელსაბამი. ყელსაბამები.

matashi

არ მიაქციო მაგ ცუდ მოდერს ყურადღება და არ დაიგრუზო kiss1.gif

Posted by: matashi Jan 4 2013, 04:15 PM

anima mundi
არც ვაქცევ სრული ნეიტრალობაააა whistling.gif whistling.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

Posted by: Ever Jan 12 2013, 02:24 PM

anima mundi

QUOTE
სამკაულები მინდა დამცავი ქვები და დახმარე.

ტიბეტური დზი მძივები მოგეწონება შენ მგონი smile.gif
მაგალითად 6 თვალა დზი

Posted by: Star_light Feb 15 2013, 04:24 PM

ძალიან გთხოვთ ცუდი თვალისგან დამცავი ქვა მირჩიეთ რა

Posted by: matashi Feb 15 2013, 05:16 PM

Star_light
ნუ ყველაზე ცნობილი არის რათქმაუნდა გისერი და ვფიქრობ ეს ყველამ იცის,შემიძლია გირჩიო ნეფრიტი(მწვანე)ის იცავს ადამიანს ავი თვალისგან და უარყოფითი ენ ერგეტიკისგან ამასთანავე ასტიმულირებს ადამიანის ენერგეტიკას,კიდევ მთის ბროლიც კარგია მაგრამ მოუხერხებელია (მთის ბროლი მთელ ნეგატივს თავის თაზე იღებს და თავისში აგროვებს ამის გამო მისი ხშირი გაწმენდა მოგიწევს სხვა ქვებისგან განსხვავებით რომლებსაც თვეში ერთხელზე მეტად არ სჭირდებათ ეს)რავიცი სხვა ასე რა გირჩიო იმასაც აქვს მნიშვნელობა რა ზოდიაქოს მატარებელი ხარ და რა ქვებიც მე ჩამოვთვალე ყველა ზოდიაქოს ერწყმის.

Posted by: Star_light Feb 15 2013, 06:01 PM

matashi
ნეფრიტი მომეწონა, მაგრამ ზოდიაქოთი კურო ვარ და რომელი ჯობია ჩემთვის რო ვატარო ნეფრიტი თუ გიშერი?

და ქვის გაწმენდა როგორ ხდება?

Posted by: matashi Feb 15 2013, 08:48 PM

Star_light
ნეფრიტი სჯობია,კუროსთვის კარგია ონიქსი(მარტოობისგან იცასვს და გამბედაობას გმატებს)და იაშმა(ენერგიას გმატებს)ქვების გასუფთავებაზე წერია პოსტები ამ თემაში მაგრამ მოკლედ გეტყვი ჩადე ქვა მარილში და დატოვე მასში ერთი დღე მინიმუმ მარე შეგიძლია დატენო მზის ან მთვარის შუქით ასევე შეგიძლია გამდინარე წყალში ჩადო,ეს მოკლედ ეხლა მეჩქარება და მერე უფრო ვცლად დავწერ აკლია ამ თემას ეს smile.gif

Posted by: Atm@n Apr 25 2013, 03:13 PM

კრისტალების გაწმენდა და მათი მოვლა


სხვა სხეულებთან კონტაქტში შესვლისას ქვები და კრისტალები მოქმედებენ პაწაწინა ტრანსფორმატორების მსგავსად – ისინი იწოვენ სხვა არსებების და საგნების უარყოფით ვიბრაციებს, სანაცვლოდ კი მათ ენერგიას წმენდენ და აბალანსებენ. არსებობს მთელი რიგი დამაბინძურებელი ფაქტორებისა, რომლებსაც შეუძლიათ კრისტალების სამკურნალო და ენერგეტიკული ძალის შემცირება. ესაა ნეგატიური ენერგიები, რომლებიც გარემოში არიან ან არიან იმათი ვიბრაციების შედეგი, ვინც კრისტალთან ადრე ურთიერთქმედებდა. დაბინძურების წყარო შეიძლება სრულიად სხვადასხვა იყოს: ბგერა, სინათლე, ემოცია, აზრები, სურვილები, მაგნიტური ველები, მავნე აირები და ა.შ.

ქვების გაწმენდას ორი მიზანი აქვს:

გავანეიტრალოთ კრისტალის უარყოფითი ენერგია;

გადავმუხტოთ იგი, აღვადგინოთ საწყისი სისუფთავე.


ქვების გაწმენდის მეთოდის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მათი თვისებები. კრისტალებს სხვადასხვა გზით წმენდენ, მაგრამ ყველა ქვა ვერ იტანს მარილს, მზის შუქს ან წყალს. რაც უფრო მაგარია ქვა, მით უფრო მეტად უძლებს დამაზიანებელ ფაქტორებს გაწმენდისას.

არ შეიძლება წყლით გავწმინდოთ სელენიტი, მოხარშული მარილი, ცელესტიტი, აზურიტი, მალაქიტი, ორთოკლაზი.

ქვების გაწმენდა უმჯობესია მთვარის თვის ბოლო დღეებშ, ახალმთვარეობამდე. ეს დაკავშრებულია იმასთან, რომ ქვები სავსემთვარეობისას ისრუტავენ ენერგიას, გაწმენდილმა ქვამ კი უნდა დაისვენოს და ძალები აღიდგინოს.

მას შემდეგ, რაც ქვა იწმინდება და იმუხტება თქვენს მიერ, არ შეიძება მისი გადაცემა სხვის ხელში, ამის შემდეგ ქვა კვლავ უნდა გაიწმინდოს.

ქვის გაწმენდა ცეცხლით: ავიღოთ ანთებული სანთელი მარჯვენა ხელში და დავხატოთ ქვის გარშემო წრეები, იანის ტიპის ქვებისთვის საათის ისრის მიმართულებით, ხოლო ინის ტიპისთვის – პირიქით. წარმოვიდგინოთ, როგორ სცილდება ყველაფერი ბინძური ამ ქვას. უმჯობესია გავაკეთოთ წრეების კენტი რაოდენობა. შეგვიძლია ასევე ავიღოთ ქვა და მოვატაროთ ცეცხლის ალის ზემოთ, მაგრამ ქვის ცეცხლთან შეხება კატეგორიულად აკრძალულია. გაწმენდის მერე სანთელი არ უნდა ჩავაქროთ და უნდა დაველოდოთ სანამ ბოლომდე ჩაიწვება (ამიტომ უმჯობესია გამოვიყენოთ წვრილი საეკლესიო სანთელი). შეგიძლიათ წაიკითხოთ ლოცვები, მანტრები ან ნებისმიერი ფრაზა, რასაც მისაღებად ჩათვლით.

ქვის “შებოლვა”: ნეგატიური ენერგიისგან გასაწმენდად გამოიყენება დამწვარი ბალახების კვამლი. ადაპტირებული მეთოდია ქვის შებოლვა კეთილსურნელოვანი ჩხირებით ან საკმეველით (თქვენი გემოვნების მიხედვით). საკმეველის ანთება უკეთესია ასანთით. შემდეგ ავიღოთ კრისტალი და დავიკავოთ კვამლის წვრილი ნაკადის თავზე მანამ, სანამ არ მოვა შეგრძნება, რომ კრისტალი გაიწმინდა.

ქვის გაწმენდა ბგერებით: ზარების, კამერტონების, მელოდიური თასების და სხვა ვიბრაციის წყაროების მეშვეობით. ამისთვის საჭიროა დავალაგოთ ქვები და მათ გვერდით გავაჟღეროთ ბგერითი ვიბრაცია თქვენს მიერ არჩეული ინსტრუმენტით. თუ გვაქვს მელოდიური თასი, შეგვიძლია ქვები პირდაპირ მასში მოვათავსოთ.

ქვის გაწმენდა წყლით: ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური განწმენდის მეთოდია. აუცილებელია მოვათავსოთ კრისტალი ჭურჭელში და დავაფიქსიროთ წყლის ნაკადის ქვეშ მანამ, სანამ არ მივიღებთ მისი სისუფთავის შეგრძნებას. თუ ბუნებაშ გადიხართ, თან წაიღეთ ქვები და წყაროშ ან ნაკადულშ გაწმინდეთ ისინი. ეს მეთოდი გამოდგება იმ ქვების განწმენდისთვის, რომლებზეც მცირე ნეგატივია.

წყლით გაწმენდის კიდევ ერთი მეთოდი: ახალმთვარეობამდე ორი-სამი დღით ადრე ქვები მოვათავსოთ პოლიეთილენის პაკეტში, ავავსოთ წყლით და შევინახოთ საყინულეში. ამგვარად ხდება ინფორმაციის „განულება“. ქვა უნდა ავიღოთ ახალმთვარეობაზე, დავაცადოთ გალღობა, გადავავლოთ წყალი, გავაშროთ და რბილი ნაჭრით გავწმინდოთ. ქვები მზად იქნებიან.

ქვების გაწმენდა დამდგარი წყლით: რაღაც პერიოდის განმავლობაშ დადგით ქვის გვერდზე ჭიქით წყაროს/ჭის/სტრუქტურირებული წყალი და გააკეთეთ ვიზუალიზაცია, რომ წყალი კრისტალიდან ნეგატივს იწოვს. ეს მეთოდი კარგია იმ კრისტალებისთვის, რომლებსაც წყლის ეშინიათ.

ქვების გაწმენდა მარილით: მოათავსეთ კრისტაები ჭურჭელში, დააყარეთ მარილი და დატოვეთ იმდენი ხნით, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით. ეს ქვების გაწმენდის უფრო ღრმა მეთოდია. თუ მათზე ბერვი ნეგატივია, ან ქვასთან ბევრი იმუშავეს, მაშნ ასეთი განწმენდა შეიძლება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. უმჯობესია ჭურჭელი დავიცვათ სინესტისგან, მტვრისგან და ა.შ. ეს მეთოდი გამოდგება ძალიან მაგარი ქვებისთვის.

ქვების გაწმენდა მარილიანი ხსნარებით: საშალებას იძლევა კარგად გავწმინდოთ ქვა ენერგეტიკულ დონეზე, მაგრამ დამანგრეველად მოქმედებს რბილ ქვებზე. პროცედურა მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროა კრისტალი ჩავდოთ ზღვის წყალში, ხოლო თუ ეს არაა შესაძლებელი, მაშინ ჩვეულებრივ წყალში ზღვის მარილით პროპორციით 250 გრამი მარილი 1 ლიტრ წყალზე. როგორც წესი ასეთი განწმენდის პროცედურა გრძელდება 1 საათიდან რამდენიმე დღემდე. ამის შემდეგ საჭიროა ამოვიღოთ ქვები მარილიანი ხსნარიდან და გავრეცხოთ ცივი სუფთა წყლით, გავაშროთ და ყოველი კრისტალი რბილი ნაჭრით გავამშრალოთ.

ქვების გაწმენდა მიწით: განეკუთვნება განწმენდის რადილაკურ მეთოდებს. ავიღოთ საყვავილე ქოთანი, დავფაროთ იგი ნახევრად მიწით, დავდოთ მასზე ქვა და მოვაყაროთ მიწა. იდეალურ შემთხვევაში სასურველია ამ ქოთნის მიწაში ჩამარხვა. ქოთანი შეგვიძია რამდენიმე კვირით დავტოვოთ. სახლის პირობებში ქოთანი უნდა შევინახოთ ბნელ და ცივ ადგილას.

ქვების გაწმენდა ჰაერის ნაკადებით: დაიდეთ კრისტალი ხელისგულზე, დაიგროპვეთ ფილტვებშ ჰაერი და სული შეუბერეთ კრისტალს. შეგიძლიათ გააკეთოთ ვიზუალიზაცია, რომკრისტალიდან, როგორც მტვერი, გამოვა ენერგეტიკული სიბინძურე. ასევე კარგად წმენდს ქარი. ამისთვის საჭიროა კრისტალი ეზოში, ან აივანზე დავდოთ ქარიან ამინდში.

ქვების გაწმენდა მზის სინათლით: დადეთ ქვები მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, რომლებსაც უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგია გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ ქვები დედამიწის ბნელ წიაღში იბადებიან, მათ აქვთ ენერგიის აკუმულირების უდიდესი უნარი. უნარი – დაიჭირონ მზის სხივები – სინათლის და ენერგიის ყველაზე ძლიერი წყარო, რომელიც მთელ სპექტრს მოიცავს – ულტრაიისფერიდან ინფრაწითელამდე.

ქვების გაწმენდა მთვარის სინათლით: შეგვიძია დავალაგოთ კრისტალები მთვარის სინათლეზე, რომელიც უფრო მეტად ეთერული, ნატიფი და დელიკატურია, ვიდრე მზის სინათლე. განსაკუთრებით სასარგებლოა მთვარის სინათლე მედიტაციისთვის, რელაქსაციისთვის და სულიერი ძიებებისთვის განკუთვნილი კრისტალებისთვის.

ქვების გაწმენდა რეიკის ენერგიით: მოცემული მეთოდი მშვენივრად უმკლავდება ამოცანას. გაწმენდა მოითხოვს დროის მინიმუმს, ამასთან ეს უსაფრთხოა ქვის სტრუქტურისა და მეხსიერებისთვის. ერთადერთი შეზღუდვაა – ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ რეიკის ინიცირებულებს შეუძლიათ.

გახსოვდეთ, თუკი ქვის მოხსნას გთხოვენ, რათა დაათვალიერონ, ან მოიზომონ, სამკაული მაგიდაზე უნდა დადოთ, რათა სხვა ადამიანმა მაგიდიდან აიღოს ქვა და არა ხელიდან. მას შემდეგ რაც ადამიანი შეხედავს ქვას, მანაც ასევე მაგიდაზე უნდა დადოს. წინააღმდეგ შემთხვევაშ არსებობს მისი ენერგეტიკული ვიბრაციებით „დაბინძურების“ საფრთხე. შენახვისთვის სასურველია ქისის გამოყენება ყოველი ქვისთვის ცალ-ცალკე ქისა სასურველია იყოს აბრეშუმის ან ბამბის. ასეთი სახლით ქვების შენახვა ერთადაც შეიძება ყუთში ან სხვა ჭურჭელში.

http://geoastro.ge/?p=771

Posted by: annavertinskaia Jun 23 2013, 06:41 PM

ძალიან კარგია ქვების თვისებების შესახებ ეს წიგნი: Величко, Феликс; Глоба, Павел; Рафаэль, Катрин и др.Мистические свойства камней
ბრილიანტი და ზურმუხტია ჩემი მთავარი ქვები biggrin.gif

Posted by: annavertinskaia Jun 23 2013, 06:54 PM

მართლაც სასიამოვნო და მშვიდი ენერგიების მატარებელი ადამიანია:
http://www.youtube.com/watch?v=dL7PRewGlfY

Posted by: starscream Jan 28 2018, 04:12 PM

გამარჯობათ სად შეიძლება ვიყიდო თეთრი კვარცი საქართველოში ან მთის ბროლი ოღონდ ცოტა დიდი და ფორმა რომ ქონდეს ნორმალური ნათელმხილველობისთვის მინდა ამ ფორმის რომ იყოს ამაზონზე ღირს 10 დოლარი პლიუს გამოგზავნა არ ვიცი რა დაჯდება და კაი ხნის მერე ჩამოვა
https://radikal.ru[/img]

Posted by: earth Jan 28 2018, 04:57 PM

starscream

QUOTE(starscream @ 28th January 2018 - 05:12 PM) *
ნათელმხილველობისთვის მინდა

მეც გამიგია, რომ თეთრ კვარცს აქვს მისტიური ძალა, მაგრამ როგორ ხდება მისი გამოყენება არ ვიცი. სადღაც წავიკითხე დააკვირდი, უყურე და მოვაო პასუხი. რაღაც ესეთი. შენ როგორ იყენებ?
შენს სურათზე ვარდისფერი კვარცია, ვარდისფერი კვარცი სიყვარულის გაძლიერებაში გეხმარება.

Posted by: starscream Jan 28 2018, 05:42 PM

earth
ხო ვარდისფერია მე თეთრი კვარცი მინდა. არ მაქვს გამოცდილება ამიტომ მინდა შევიძინო. ირმა იგივე ნაირად უნდა უყურო როგორც სანთელზე ანუ უნდა განჭვრიტო ოთახში სიბნელე უნდა იყოს რადგან კვარცს ააქვს დატენვის ფუნქცია მზეზე ენერგიით ამიტომ სიბნელეში თავისი ენერგიით ანათებს. გააჩნია ადამიანს თანდათან დაიფარება ფერით ან მწვანეთი ან რძის ფერით მერე გაქრება კვარცი და ამ ფერებისგან ჩამოყალიბდება გაჩნდება ეკრანი სადაც ჩავარდები და ნახავ სხვადასხვა ამბებს. ეს ეწ გარეთ ნათხელხილვა რომელიც ასტრალში გასვლას უფრო გავს და არის მეორე ე.წ. შიდა როცა თავის შიგნით ხედავ ამ ყველაფერს და ადამიანს გააჩნია თუ ამვეყნიური საქმეებით არ ააქვს ტვინი დაღლილი გარე ნათელხილვა უფრო ძლიერია და ეგ ექნება და თუ არაა ძლიერი შიგნით ტვინში ნახავს მაგრამ მე როგორც ვიცი თვეებით უნდა ვარჯიში რომ შედეგი მოგცეს ანუ შეიძლება რამოდენიმე სესიაზე ვერ დაინახო ვერაფერი ზოგი საერთოდ ვერსადროს ვერ ხედავს ვერაფერს მე მაინტერესებს თუ დავინახავ რამეს ეხლა სანთლეზე ვარჯიშს კიდე თეთრ ფურცელზე შავი წერტილი დავუმატე და რამოდენიმე კვირაში როცა ვიქნები მზად სარკეზე გადავალ და მერე რომ მოვძლიერდები ვაპირებ თეთრ კვარცზე გადასვლას უბრალოდ ის არის რომ სანთელი და სარკე და შავი რგოლი ფურცელზე კარგი მოსამზადებელია მაგრამ თავიანთი ენერგია არ ააქვთ სარკეს ააქვს მაგრამ კაციშვილმა არ იცის უმეტესად ნეგატიური ენერგია,სანთელი ძალიან ძლიერი არ არის უფრო თვალებს აძლევს ცეცხლის ძალას, ის ფურცელი ხო საერთოდ და ეს მინერალები ცოცხალი არსებებია რომლებიც მრავალი ათასი წლის არიან შესაბამისად ძლიერი ენერგეტიკა აქვთ და მაგაზე კონცენტრაციას ძლიერი შედეგი აქვს და რავიცი ვნახოთ აუცილებლად უნდა ვიყიდო.

Posted by: earth Jan 28 2018, 09:08 PM

starscream
ძალიან კარგი აზრია, მართლაც კვარცი უკეთესი იქნება.

Posted by: tikoroma Jan 30 2018, 03:10 AM

starscream
ფეისბუქზე რომიყო მიგასწავლიდი
სად იყიდება
მაღაზიები:
https://www.facebook.com/pg/omniamor8/photos/?ref=page_internal
https://www.facebook.com/Lin-Dao-213694368732241/
https://www.facebook.com/profile.php?id=100011073100840

Posted by: INVICTUS Feb 8 2018, 05:28 PM

starscream
მე რაც ქვები მაქვს სულ გამოწერილებია ამაზონიდან, მათ შორის თეთრი მთის ბროლიც

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)