Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ გამონათქვამების კუთხე _ легенды

Posted by: nutsa Feb 13 2010, 11:08 AM

ПУСТОЙ ОРЕХ

Некий молодой суфий, весьма почитаемый односельчанами за свою мудрость, проходил по деревне и увидел, как двое мальчишек дерутся за один грецкий орех. Вспомнив свое детство, суфий решил преподнести мальчишкам урок мудрости.
„Ради чего вы тут устроили драку?: – окрикнул он мальчишек. „Ваша проблема решается очень просто“ – сказал он.
Суфий взял в руки орех, поднял с земли камень и, с многозначительным видом, брошенным на удивленные лица мальчишек, расколол его, чтобы сердцевину поделить между ними пополам.
Орех оказался пустым!
Мальчишки весело расхохотались, глядя на озадаченное лицо суфия.


girl_sigh.gif

Posted by: nutsa Feb 13 2010, 11:10 AM

კარგი იქნება თუ ამ ტემაში დავწერთ იმ ლეგენდებს რაც გვსმენია ან ახალ ლეგენდებს მოიფიქრებთ biggrin.gif smile.gif

Posted by: Emigranti Feb 13 2010, 03:57 PM

საინტერესოა ძალიან.

უბრალოდ ამ განყოფილებაში უფრო ჩაჯდებოდა --> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showforum=15


Posted by: nutsa Feb 13 2010, 04:22 PM

sweet.gif ohmy.gif სხვა ბევრი ლეგენდის დაპოსტვა შეიძლება მაგრამ.. სხვებიც თუ დაპოსტავენ კარგიი იქნება.არა პრობლემა წაშალონ მაშინ თემა smile.gif

Posted by: მზეონა Feb 13 2010, 04:27 PM

nutsa მშვენიერი თემაა good.gif

აი, ეს აუდიოhttp://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=819&st=20მომწონს ძალიან!! JC_cupidgirl.gif

Posted by: nutsa Feb 13 2010, 04:29 PM

l_daisy.gif მადლობ! ბევრი საინტერესო ამ ტიპის ე.წ ლეგენდა მაქვს მაგრამ მგონი არ ჯდება თემაში smile.gif

Posted by: nutsa Feb 13 2010, 04:31 PM


ШРАВАНА.


Жил некий царь по имени Шравана. Он был богат, умён, красив и обладал многим на зависть всем блеском, величием и славой царской персоны. Но главный его талант проявлялся в умении праздновать и веселиться. Все женщины были поклонницами его музыкального таланта и они считали за честь оказаться в обществе вечно празднующего Шраваны.
Шравана же со временем стал всё менее и менее проявлять интерес к празднованиям и пиршествам. С одной стороны ему всё это надоело, а с другой, его пересыщенному телу всё труднее было находить удовольствие в том, что уже удовольствия не доставляло. С каждым днём он становился задумчивее, мрачнее и угрюмее. Его праздная жизнь потеряла весь смысл. Всё чаще его стали посещать мысли о самоубийстве. Возможно, что этим и закончилась бы его жизнь, если бы вдруг в тех краях не появился проповедующий Будда.
Шравана, в поисках нового объекта для развлечения, решил пойти со своей свитой и послушать проповедь. Неожиданно для всех, Шравана на столько проникся учением Будды, что в тот-же вечер, отрёкшись от своего царства, попросил Будду взять его в ученики. Для всех подданных царя: для его жен и детей, для его друзей и придворных это был день траура и скорби. Но кто смел противостоять пожеланию царя? Все лишь с любопытством наблюдали за переменами, происходившими в жизни Шраваны. И в скорее люди заметили, что что-то происходит не так, как следовало бы. Буквально за несколько дней Шравана не просто похудел, а стал похож на скелет обтянутый кожей и жизненные силы всё более покидали его. Он потерял всю свою красоту и привлекательность.
Людей, знавших и любивших Шравану, это крайне беспокоило. Однажды, они собравшись все вместе, решили пойти к Будде и портребовать ответ за состояние здоровья любимого царя.
Будда, выслушав упрёки людей, спокойно и вразумительно объяснил им, что тут никакой его вины нет и что во всём виноват ум царя. Который сначала находился в одной крайности, а теперь кинулся в другую. Будда сказал, что он своим ученикам рекомендует спать четыре часа в сутки - Шравана спит лишь два. Будда рекомендует принимать пищу один раз в день - Шравана питается один раз в два дня. Медитировать рекомендуется сидя в тени деревьев - Шравана медитирует сидя прямо под раскалёнными лучами солнца.
Конечно же телу человека очень трудно выдержать такую аскезу. Но в утешение людей Будда пообещал, что он попытается помочь Шраване.
Вечером Будда вошёл к Шраване. Тот, при виде Будды, попытался встать с постели, но от бессилия не смог даже приподняться.
«Шравана,» - обратился к нему Будда, - «мне известно, что ты будучи царём, был так-же и превосходным музыкантом».
«Да это так» - подтвердил Шравана - «но я об этом не хочу вспоминать».
«Я не хочу, чтобы ты снова стал музыкантом» - успокоил его Будда, -
«Ответь только на мой вопрос: Возможно ли играть на музыкальном инструменте, если его струны не натянуты?»
«Нет, конечно!» - ответил Шравана.
«А если они сильно перетянуты?» - продолжил свой вопрос Будда.
«И в этом случае тоже нет» - сказал Шравана, - «Музыки не получится. Струны должны быть и не ослабленны, и не перетянуты. Они должны быть натянуты правильно, тогда получится музыка.»
«У меня есть к тебе просьба» - сказал Будда, - «Натяни, пожалуйста, струны своей жизни так, чтобы в ней звучала музыка.»

Posted by: Guru Feb 14 2010, 02:19 AM

გ მ ი რ ი ა მ ი რ ა ნ ი


ამირანი ღვთისშვილია, ქალღმერთ დალის შვილი. იგი ქართველთა ეროვნული გმირი და სიკეთის სიმბოლოა. ამირანმა ადამიანებს ცეცხლი მიუტანა, მათი ქომაგი გახდა. იგი დევების ქაჯებისა და გველეშაპების დაუძინებელი მტერია. ამირანს თორმეტი უღელი ხარ - კამეჩის ღონე აქვს, მგლის მუხლი, ზვავის სისწრაფე და საცრისოდენა თვალები.
ერთხელ მონადირე სულკალმახი უდაბურ ტყეში ნადირობდა. უეცრად კლდიდან ქალის კივილი შემოესმა. კლდის თავზე, გამოქვაბულში ულამაზესი ქალღმერთი, ოქროსთმიანი დალი იწვა. იგი საშინელი ტკივილისგან იტანჯებოდა. ქალღმერთმა სულკალმახს თავისი ამბავი უამბო: თურმე დალის მამაცი მონადირე დარჯელანი შეჰყვარებია და თავის გამოქვაბულში დაუსახლებია. დარჯელანის კოჭლმა ცოლმა მიაგნო შეყვარებულებს და მძინარე დალის ოქროს ნაწნავი მოაჭრა. დალიმ ძალა დაკარგა. დარჯელანი იძულებული გახდა ოჯახს დაბრუნებოდა. დალი ორსულად იყო, მაგრამ ძალადაკარგულ ქალღმერთს მშობიარობა არ შეეძლო. ამიტომ მან სულკალმახს სთხოვა, ალმასის დანით მისთვის მუცელი გაეჭრა და ბავშვი ამოეყვანა. მონადირემ შეასრულა ქალღმერთის თხოვნა. ასე გაჩნდა ამირანი. ჩვილი თავად ღმერთმა მონათლა. ბავშვი იამანმა იშვილა და თავის შვილებთან - ბადრისთან და უსუპთან ერთად ზრდიდა. უსუპს ბეჭებს შუა მზე ეხატა, ბადრის კი - მთვარე. ამირანი კი ორივესაგან გამოირჩეოდა თავისი სიძლიერით:

ცოტა კაცია ამირან, ცოტა სმა - ჭამა ეყოფა,
სადილად ბუღა კამეჩი, ვახშმად არც სამი ეყოფა...
ბადრი ქალსა ჰგავს ლამაზსა, საქმარედ გამზადებულსა;
უსუპი ბროლის ციხესა, თავ - ბოლო გამაგრაბულსა,
ამირან შავსა ღრუბელსა, საავდროდ გამზადებულსა.

ამირანის გმირობების შესახებ რამდენიმე მითი მოგვითხრობს. იგი დევებსა და გველეშაპებს ებრძოდა. ამირანმა დახოცა თავისი მამობილის, იამანის დამაბრმავებელი დევი, დევგმირ ცამცუმის მტერი სამთავიანი ბაყბაყდევი, ამოწყვიტა დევების ოჯახი, რომელიც ხალხს აწუხებდა. იგი შეებრძოლა ბაყბაყდევის თავებიდან გამოსულ და გველეშაპებად გადაქცეულ ჭიებს და ძმების - ბადრისა და უსუპის დახმარებით გაანადგურა ისინი.

ამირან დევი შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალი,
ამირანმა დევეი დასცა, ადგილი შეხვდა ქვიანი,
დასცა და მხარი მოსტეხა, დააწყებინა ღრიალი.

ამირანმა მოიტაცა ციური ქალწული ყამირი. იგი იძულებული გახდა შერკინებოდა ყამირის მამას - ქაჯთა ბატონს და მის ლაშქარს. ამირანმა შეძლო თავისი სიმამრის მოკვლა, თუმცა ბრძოლაში დაიღუპნენ მისი ძმები უსუპი და ბადრი. ამირანმა მოკლული ძმების დანახვაზე თავი მოიკლა, ხოლო ყამარმა სამივე ძმა გააცოცხლა.
ამის შემდეგ ამირანმა მრავალი გმირობა ჩაიდინა. მან დევები თითქმის სულ გაწყვიტა. ამასობაში ღმერთებმა ადამიანს ცეცხლი წაართვეს, რადგან შიში ჰქონდათ, ვაითუ ხალხი ისე გაძლიერდეს, რომ ჩვენ დაგვამხოსო. დედამიწაზე სიცივემ დაისადგურა. ამირანი კავკასიონის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, იალბუზზე ავიდა, ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს დაუბრუნა. ღმერთებმა ამისთვის მისი დასჯა განიზრახეს. ამირანიც ამასობაში ისე გადიდგულდა, რომ ღმერთებთან შერკინება ჰქონდა განზრახული. ერთხელ გზად თავისი ნათლია შემოხვდა. ამირანმა დაიჟინა, უნდა ვიჭიდაოთო. ღმერთმა უთხრა, მიწაში ჯოხს ჩავასობ და ჯერ ის ამოიღეო. ამირანმა ორჯერ ამოიღო ჯოხი მიწიდან. მესამედ ღმერთმა ისე ჩაასო ჯოხი მიწაში, რომ მისი ფესვები დედამიწას გარშემოშემოერტყა, წვერი კი ცას მისწვდა. ამირანმა ძვრაც კი ვერ უყო ჯოხს. ღმერთმა მიაჯაჭვა იგი ამ ხეს, ზედ კი მყინვარწვერის მთა დაახურა. მას შემდეგ ამირანი ხესაა მიჯაჭვული და ყორანს მისთვის საზრდოდ დღეშიერთი პური და ერთი ხელადა ღვინო მიაქვს.
ხალხს გაუჭირდა უგმიროდ. იმძლავრეს დევებმა. ამირანის დასახსნელად რჩეული ვაჟკაცები გაეშურნენ, მაგრამ გზა ვერ იპოვეს.
სხვა თქმულების მიხედვით, ამირანი კავკასიონზეა მიჯაჭვული. მისი გოშია ჯაჭვს ლოკავს, დაწვრილდება ჯაჭვი, სადაცაა გაწყდება, მაგრამ დიდ ხუთშაბათს შეიკრიბება ყველა მჭედელი, დაჰკრავენ გრდემლს დეა ჯაჭვი ისევ მთელდება

Posted by: Guru Feb 14 2010, 02:29 AM

ხევური თქმულება ამირანზე

სამოციან წლებში ჩემს სოფელში მეტყევე ინჟინრად მუშაობდა ერთი მეტად საინტერესო პიროვნება - ვანო ხართიშვილი. იგი მოხევე იყო და იცოდა უამრავი ლეგენდა და თქმულება. ხშირად სტუმრობდა მამაჩემთან. უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა და საინტერესო ამბების მოყოლა. მათ შორის ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ,, ამირანი და მონადირე“.
სოფელ გერგეტში ცხოვრობდა ერთი განთქმული მონადირე, რომელიც ნადირობიდან ხელმოცარული ჯერ არ დაბრუნებულიყო. ალბათ იმიტომ, რომ ზედმიწევნით იცავდა იმ წეს-კანონებსა და ტრადიციას, რაც ნადირობას ახლავს.
კარგი მონადირე სანადიროდ წასასვლელად რამდენიმე დღე ემზადება. წასვლის წინა ღამეს კი ერდოზე(გარეთ) უნდა დაიძინოს. დილას კი გათენებას უნდა აასწროს და ვიდრე სოფელი გაიღვიძებს ის ჭიუხებს უნდა იყოს მიჯარებული(მიახლოებული).
ამ მონადირემ ერთ დილას სანადიროდ გასწია. ალბათ იცით, რომ სოფელი გერგეტი მყინვარის ფერდობის ძირს მდებარეობს, და მონადირეც მყინვარისაკენ მიმავალი სანადირო ბილიკებს გაუყვა. აქამდე დაველათიანს (იღბლიანს) იმ დღეს რატომღაც ხელი მოეცარა. თავის შერცხვენა არ უნდოდა და ამიტომ ჯიუტად განაგრძობდა კლდიან ჭინჭუხებზე (ქიმებზე) სასურველი ჯიხვისა თუ არჩვის ძებნას.
ცნობილია მთიელისათვის, რომ მყინვარს აქვს თავისუფალი იდუმალება. რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩამავალი მზის სხივები ყველაზე ბოლოს მის მწერვალს ტოვებენ და იმ წუთიდან ირგვლივ ბინდი ისადგურებს.
ხეტიალში გართულ მონადირესაც მოულოდნელად შემოაღამდა. თავშესაფრად ეხის(გამოქვაბულის) ძებნა დაიწყო, რათა თავი დაეცვა ღამის სიცივისა და ეშმაკთ ცდუნებისაგან, რომლებიც ღამით გამოდიან სასეირნოდ და ყველაზე მეტად მონადირეს ემტრებიან.
მონადირემ იპოვა მცირე გამოქვაბული, მოაგროვა ხმელი ფოთოლ-ბალახი ქვეშაგებად. უფალსა და ადგილის დედას მიაბარა თავისი თავი და დაწვა დასაძინებლად. მაგრამ როგორც კი თავი დადო მიწაზე , მის სმენას მისწვდა ადამიანის გმინვა-კვნესის მაგვარი რაღაც, რამაც ძილი გაუკრთო და მოსვენება დაუკარგა.
როგორც იქნა გათენდა დილა. მონადირემ მოჩხრიკა არე-მარე, ბოლოს ერთ ჭიუხს შემოუარადიდი წვალებით და მის თვალწინ გამოჩნდა დიდი ქვაბული, რომელსაც მყინვარებში შავად დაეღო ხახა. ბინდ-ბუნდში მოძრავი არსებაც გაარჩია და უფრო მიუახლოვდა ეხს. მის წინ ნამდვილი ამირანი იდგა და არა ლეგენდარული, მაგრამ ნამდვილად ჯაჭვით დაბმული. იმხელა წვერ-ულვაში გაზრდოდა , ფერდობზე იყო გადმოფენილი.
ამირანმა გაიხარა მონადირის დანახვით და სთხოვა , იქნებ როგორმე მოეძრო მისი ხმალი, რომელიც მოშორებით მიწაში იყო ჩასობილი. მონადირე ბევრს ეჯაჯგურა, მაგრამ ძვრაც ვეღარ უყო, რადგან ამდენი ხნის მიწაში ყოფნით ნიადაგს ჩაჟანგებოდა . ამირანმა მონადირეს სთხოვა, ხმალს მოსჭიდებოდა, თითონ კი ფეხებით ეწეოდა მონადირეს, მაგრამ კაცი კინაღამ შუაზე გასწყვიტა, ძვრაც ვერ უყვეს ხმალს. დაღონდა ამირანიც და მონადირეც , მაგრამ რაღას იზამდნენ. ბოლოს ამირანმა უთხრა მონადირეს, რომ თუ მისი დახმარება უნდოდა, დაბრუნებულიყო სოფელში. მჭედლებისათვის გამოეჭედებინა ასი ლიტრა რკინის ჯაჭვი (ასი ლიტრა, ალბათ ასი კილო იყო) და ამოეტანა. თან დაარიგა , როცა მისკენ მიმავალ გზას დაადგებოდა, უკან არ მიეხედა, გინდ ქვეყანა დაქცეულიყო.
ტყუილად არა არის ნათქვამი: ,,ქალი ეშმაკზე სამი დღით ადრეა დაბადებულიო“, მონადირის ცოლმა რაღაც იეჭვა . ჯერ იმაზე იყო მწყრალად, მისი ქმარი ხელცარიელი რომ დაბრუნდა. ახლა რაღაც მზადება რომ შეამჩნია, ფხიზლობდა. როგორც კი აიკიდა მონადირემ ჯაჭვი და მყინვარის გზას გაუდგა, ქალი კარში გამოვიდა და ქმარს კითხვა დაუწყო, თუ სად მიდიოდა. კაცმა არ მიაქცია ყურადღება და გზა განაგრძო, მაგრამ ქალი არ მოეშვა და ძახილით უკან გაჰყვა. გაბრაზდა მონადირეც და დაავიწყდა ამირანის დარიგებაც. მობრუნდა და ქალს გაუწყრა ასეთი საქციელის გამო. როგორც კი მონადირემ ქალს შეხედა, ქალმა მაშინვე სახლისაკენ იბრუნა პირი.
მონადირემ გზა განაგრძო. აიტანა ის მძიმე ჯაჭვი მეგობრის დასახმარებლად, მაგრამ იმ გამოქვაბულის ნაცვლად გლუვი ფერდობი დახვდა . დაღონდა მონადირე. მიხვდა შეცდომას, რომ ცოლისათვის არ უნდა მიექცია ყურადღება და უკან არ უნდა მიეხედა.
ლამარა გუშარაშვილი. სოფელი თველიევი. ჩაწერილია 1961 წელს

Posted by: ირმა Feb 14 2010, 10:37 AM

Guru

QUOTE(guruli @ 14th February 2010 - 03:29 AM) *
ხევური თქმულება ამირანზე

ძალიან კარგია ასეთი სახის თქმულებები. სულმოუთქმელად ჩავიკითხეsmile.gif

nutsa
მომილოცავს, კარგი თემაა good.gif

Posted by: nutsa Feb 14 2010, 10:44 AM

l_daisy.gif მადლობ ირმა

Posted by: მზეონა Feb 14 2010, 10:52 AM

ხალხური თქმულება - http://children.wanex.net/mcerloba/zgaprebi/qartuli_zgaprebi/abesalom_eteri.htm

ადრე ილუსტრაციებიც კი გავაკეთე ამ თქმულებაზე rose-178.gif

Posted by: Emigranti Feb 14 2010, 01:38 PM

QUOTE(მზეონა @ Feb 14 2010, 07:52 AM) *
ადრე ილუსტრაციებიც კი გავაკეთე ამ თქმულებაზე rose-178.gif
დადებ?

Posted by: მზეონა Feb 23 2010, 05:35 PM

არა smile.gif)

Posted by: Atman Feb 23 2010, 06:03 PM

ძალიან კარგი და ყველაზე ცნობილი ვედური ლეგენდები (აუდიოწიგნები):

http://www.svirel.com/tema/audioknigi/

Posted by: Kaspar Hausser Feb 23 2010, 06:03 PM

ვახ ვახ.. smile.gif რა კარგი თემაა.. შემოგიერთდებით ცოტა ხანში.. biggrin.gif

Posted by: Atman Feb 23 2010, 06:32 PM

ძალიან კარგი და ყველაზე ცნობილი ვედური ლეგენდები (აუდიოწიგნები):

http://www.svirel.com/tema/audioknigi/

სქრინები:

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Atman Feb 23 2010, 06:33 PM

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


http://www.svirel.com/tema/audioknigi/

Posted by: Guru Mar 11 2010, 11:52 PM


ტენგუ



მარისიტენის სალოცავი



გარუდა





Posted by: tikoroma Mar 12 2010, 10:35 PM

Guru

ციტატა(guruli @ 12th March 2010 - 12:52 AM) *
ტენგუ

ციტატა(guruli @ 12th March 2010 - 12:52 AM) *
გარუდა

რა ხალხია ეს? smile.gif რომელი რელიგია-მითოლოგიაა?

Posted by: Guru Mar 13 2010, 12:22 AM

tikoroma

სიუგენდო ,იაპონური ბუდიზმის განხრა .

ტენგუ - ადამიანი აჩრდილი.

მარისიტენი - მისტიკური მეომრების დამცველი ღვთაება.

გარუდა - რწმენის მცველი.




Posted by: Atman Mar 13 2010, 09:18 AM

გარუდა ღვთაებრივი ფრინველია (არწივის თავით), რომელიც ასე ვთქვათ ღმერთის ტრანსპორტის ფუნქციას ასრულებს (და სხვა ფუნქციებსაც). უზარმაზარი ზომისაა და შეუძლია პლანეტათა შორის გადაადგილება როგორც მატერიალურ, ისევე სულიერ სამყაროში (მიეკუთვნება ვედურ მითოლოგიას).

Posted by: tikoroma Mar 26 2010, 10:10 PM

გერმანული მითოლოგია

ბალდერი
(მზის ღმერთი)
ერთხელ ბალდერმა საშინელი სიზმარი იხილა. იგი აზებთან მივიდა და უამბო ყველას: `ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო~.
აზები შეიკრიბნენ და დაიწყეს თათბირი, როგორ ეხსნათ ყველასათვის საყვარელი ღმერთი. ბოლოს აზებმა გადაწყვიტეს ყველა ცოცხალი არსებისათვის ეთხოვათ მშვიდობა მზის ღმერთისათვის.
ადგა ამაღლებული ქალღმერთი ფრიგი, სამყაროებში გავიდა, ყველა მხარე დაიარა და თავისი საყვარელი შვილისთვის წყალობა ითხოვა. ყველამ წმინდა ფიცი დადო, რომ ბალდერს შეიბრალებდნენ.
გახარებული დაბრუნდა ქალღმერთი ასგარდში და აზებს ახარა, რომ ყველამ შეჰფიცეს, ბალდერს არას ვავნებთო.
ოდინმა გადაწყვიტა ჯოჯოხეთში ჩასულიყო, რათა შვილის ბედი სეეტყო. ოდინმა იხილა შავეთის დედოფლის ჰელის ციხე, ჯოჯოხეთის ძაღლი გრიმი. დაინახა განათებული დარბაზი, რომლის კარი ღია იყო სულებისათვის. საპატიო ადგილი იყო დარბაზის შუაგულში გამოყოფილი კეთილი სულებისათვის.
ოდინი მიადგა ჯადოქარი ქალის ვალას სამარეს, გააღვიძა და ჰკითხა, ვის ელოდნენ სასახლეში.
_ ბალდერს ელიან. ბალდერი სიკვდილისაა და მალე ჩამოვა ჰელის სასახლეში. _ მიუგო ბუმბერაზმა ქალმა.
აზგარდში კი დიდი სიხარული იყო. აზები ზეიმობდნენ მზის ღმერთის გადარჩენას. ხან შუბს აძგერებდნენ, ხან მახვილს ურტყამდნენ, მაგრამ მას არაფერი მოსდიოდა.
მხოლოდ ლოკის გული ივსებოდა შურით და გადაწყვიტა მოეკლა ბალდერი, რადგან ეჯავრებოდა იგი. ლოკი ქალად იქცა და ქალღმერთ ფრიგს ესტუმრა. მან ქალღმერთს ათქმევინა, რომ ყველამ დადო ფიცი მის წინაშე ფითრის გარდა.
ლოკი ვალჰალში დაბრუნდა. მონახა ფითრი, ტოტი შეატეხა და წვერი წაუმახა. შემდეგ მონახა ბრმა ღმერთი ჰოდერი და ჰკითხა, რატომ არ ერთვებოდა თამაშში. იგი მიეხმარა ჰოდერს, რომელმაც ფითრის ისარი ესროლა ბალდერს და ისიც გულგანგმირული დაეცა მიწაზე.
ბალდერის კუბო მისსავე გემზე რინგჰორნზე დაასვენეს. მარტო ღმერთები კი არა, ბუმბერაზები და ჯუჯებიც მიჰყვებოდნენ ნეშტს და დასტიროდნენ ბალდერს.
ქალღმერთ ნანას, ბალდერის მეუღლეს, გული გაუსკდა და სული განუტევა, როცა გემი და ზედ დანთებული კოცონი დაინახა. ორივე მიცვალებული გვერდი-გვერდ დაასვენეს, გემი ზღვაში შეაცურეს და ქარმა თავის ნებაზე წაიყვანა. როცა გემი დაიწვა, ღმერთები დამწუხრებულები დაბრუნდნენ ასგარდში.
ფრიგმა სთხოვა ღმერთებს, წასულიყვნენ ჰელისთან და ეთხოვათ მისთვის, რომ ნებისმიერი გამოსასყიდის ფასად დაეთმოთ ბალდერი. ეს საქმე ჰერმოდმა ითავა. იგი ჩავიდა საიქიოში, ბალდერი და ნანა ინახულა, შემდეგ კი ჰელის ეახლა და ფრიგის თხოვნა გადასცა.
ჰელმა მიუგო: _ თუ ღმერთები და ადამიანები, ყვლა არსი და საგანი ქვეყნიერებისა, ცოცხალი თუ მკვდარი, ბალდერისათვის გულწრფელად იტირებს, მაშინ შემიძლია მისი დაბრუნება მზის სამეფოში. ხოლო თუ ერთი სულიერი მაინც გამოჩნდა, ვინც უარს იტყვის მისთვის ცრემლის დაღვრაზე, მაშინ ბალდერი ვერასოდეს გადალახავს ჩემი სამეფოს კარიბჭეს.
ჰერმოდმა ღმერთებს უამბო ყველაფერი. აზებმა ქვეყნიერებას სთხოვეს ეტირა. ბალდერისათვის ატირდნენ ადამიანები და მხეცები, ხეები და ბუჩქები, ქვა და მიწა, ცეცხლი და წყალი, ბუმბერაზები და ჯუჯები.
ბოლოს იპოვეს ერთი ბუმბერაზი ქალი თოკი, რომელმაც არ ისურვა ბალდერის გამო ტირილი (ეს იყო გადაცმული ლოკი) და ბალდერი სამუდამოდ ქვესკნელში დარჩა.

(გაგრძელება)

ლოკის ბრალად ედებოდა ბალდერის მოკვლა და შურისძიებისგან თავდასაღწევად დამალვა გადაწყვიტა. იგი კალმახად იქცა და მდინარეში დანავარდობდა, მაგრამ თორმა შეძლო მისი დაჭერა ბადით.
ლოკი ღმერთებმა ერთ დიდ გამოქვაბულში მიიყვანეს და სალი კლდის სამ ქიმზე მიაჯაჭვეს. გულაღმა მიჯაჭვული ლოკის ზემოთ ერთი ასპიტი დააკრეს. მისი პირიდან გამოყოფილი შხამი განუწყვეტლივ ეწვეთებოდა ლოკის სახეზე და აუტანელ ტკივილს აყენებდა.
ზიგინმა, ერთგულმა ცოლმა, არ მიატოვა ლოკი. მან ფიალა აიღო და გველის შხამს მასში აგროვებს. როცა ფიალა აივსებოდა, გადაღვრიდა და ისევ შეუშვერდა. ვიდრე გადაღვრიდა, გესლი ეცემოდა ლოკის სახეზე და ღმერთი ტკივილისაგან დაიგრიხებოდა და მაშინ ხდებოდა მიწისძვრა.
ასე მიჯაჭვული უნდა ყოფილიყო ლოკი ოდინის მოდგმის ღმერთების დაღუპვამდე.

http://img440.imageshack.us/i/balder1.jpg/
ბალდერი


Posted by: tikoroma Mar 26 2010, 10:11 PM

http://img404.imageshack.us/i/loki1k.jpg/
ლოკი (ამირანის ელემენტებით) smile.gif

Posted by: Kaspar Hausser Mar 26 2010, 10:31 PM

აუ მეზარება ეხლა თორე კარგ რაღაცეებს დავამატებდი ამ სტატიას.. smile.gif
პატარ-პატარა გაპარული ლაფსუსებიც აღმოიფხვრებოდა.. smile.gif

Posted by: tikoroma Mar 26 2010, 10:36 PM

ნუ გეზარება... wink.gif ძალიან ლამაზი მითები აქვთ...

Posted by: მზეონა Mar 28 2010, 06:29 PM

ხალხური

კოპალა

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, მთელი არაგვის ხეობა, ჟინვალიდან დაწყებული მათურა-წუბროვანის მთებამდე, დევებით ყოფილა დასახლებული. იმდენად გამრავლებული ყოფილან დევები, რომ ხალხი შიშით კარში ვეღარ გამოდენილა, გუთანი ვერ გამოუტანია და უშიშრად ვერც ცხვარ-ძროხა უძოვებია. სადაც კი მოახელთებდნენ დევები ხალხს და საქონელს, დაიჭერდნენ, მორეკავდნენ მთავარ სიმაგრეში და ერთ წუთში გადასანსლავდნენ.

მთავარი ციხე-სიმაგრე ხევსურეთის ერთ მთაზე ჰქონიათ, ამ მთას დღესაც ციხეგორი ჰქვია. ციხეგორში ჰყოლიათ თავიანთი უფრო ცხრათავიანი დევი, სახელად ბაჭიჭაური. თურმე დაჭერილი ხალხი და ცხვარ-ძროხა ჯერ იმასთან მიჰყავდათ, ის ამოარჩევდა ყველაზე საუკეთესოებს და დანარჩენს ხელქვეითებს უტოვებდა შესაჭმელად.

ერთხელ ერთი ქვრივი ქალი ტყეში ფიჩხზე წავიდა და თან თავისი პატარა ბიჭი კოპალაც წაიყვანა. მოასწრეს დევებმა, შეიპყრეს ორივე დედა-შვილი და ბაჭიჭაურს მიჰგვარეს. ბაჭიჭაურმა ქალი მაშინვე გადასანსლა, ბიჭი კი ცოცხალი დატოვა, - ჯერ გაიზარდოს და მერე შევჭამო.

ჩავარდა ამ დღიდან კოპალა დევების ხელში. დევები პატარა ბიჭს უმოწყალოდ იმსახურებდნენ - ხან წყალს მოატანინებდნენ, ხან შეშას და თან სულ თავში უტყაპუნებდნენ. კოპალას ძალიან სწყინდა დევების ასეთი თავგასულობა, მაგრამ პატარა იყო, ძალადობა არ შეეძლო და ითმენდა.

ამ ტანჯვა-წვალებით გაიზარდა და კარგი თვალტანადი ვაჟკაციც დადგა. უკვე ვეღარ იტანდა დევების თარეშს ხალხზე და დღე და ღამე სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა. მაგრამ რა შეეძლო, დევებს რით გაუმკლავდებოდა?

ადგა ერთ უკუნეთ ღამეს კოპალა და ციხეგორიდან გაიპარა, გადაიარა მთები, ტყეები, ხევები და მდინარე ივრის პირას, იხინჭის მონასტერში მივიდა. დადგა იქ ბერებთან და დაიწყო ლოცვა. დღე და ღამე ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, იმდენი ღონე მომეცი, რომ დევებისათვის სამაგიეროს გადახდა შევძლოო.

ღმერთი თვითონაც განრისხებული იყო დევებზე, რომ ხალხს ასე უდიერად ანადგურებდნენ, და კოპალას ვედრება შეისმინა, - მისცა სამოცი უღელი ხარის ღონე და ერთი ცეცხლის მფრქვეველი საომარი ლახტიც აჩუქა. კოპალამ მკლავში ღონე იგრძნო. ჯანის გამოსაცდელად ეკლესიის წინ მდგარ უზარმაზარ იფნის ხეს მისწვდა და ძირფესვიანად მოგლიჯა. რაკი თავის იმედი დაიჭირა, აღარ დააყოვნა, იმავ დღეს მონადურულად ჩაიცვა და ციხეგორს ესტუმრა. ნაცნობმა დევებმა კოპალა ვეღარ იცნეს, მართლა მონადირე ეგონათ და იმისი მისვლა ძალიანაც გაუხარდათ, - საკბილო თავისი ფეხით მოგვივიდაო.

გათენდა მეორე დილა და დევებმა ჩვეულებრივ შეჯიბრი გამართეს - მოიტანეს ორმოცფუტიანი საჯილდაო ქვა და სროლაში გაიჯიბრნენ. ზოგი შორს ისროდა, ზოგი - ახლოს. კოპალა მივიდა და განგებ მორიდებულად სთხოვა, - მეც მასწროლონეთო. - დევებმა სიცილად არ იკმარეს, - შენ რა ხარ და შენი გასროლილი ქვა რაღა უნდა იყოსო.

დევებში ხუთი ძმა მჭედელი იყო. იმათ გამოუტანეს კოპალას რკინის გრდემლი და ერთი ნაჯღანი ცული და უთხეს:

- თუ ამ ცულით ამ რკინის გრდემლს ნაფოტს ააძრობ, ქვასაც გასროლინებთო. - დევები, რა თქმა უნდა, დასცინიან, ჰგონიათ, რომ კოპალა ცულსაც ვერ დასძრავს, მაგრამ მოტყუვდნენ, კოპალამ ერთი შემოკვრით გრდემლიც ფუტუროსავით გახლიჩა და ცულიც ზედ მიაფშვნიტა. ახლა კი შეკრთნენ დევები და ფერი ეცვალათ: ეს ვიღაც სასიკეთოდ მოსული არა ჩანს და ჯობია, მშვიდობიანად მოვიცილოთ თავიდანო.

- რა გინდა, ჩვენთან რატომ მოხვედიო? - ჰკითხეს ბოლოს.

- რა მინდა და ეს ადგილი ჩემი საკუთრებაა და დღეიდან აქედან უნდა აიყაროთო, - მიუგო კოპალამ.

- მაშ, შევეჯიბროთ და ვინც აჯობოს, ციხეგორიც იმას დარჩესო, - უთხრეს დევებმა.

- შევეჯიბროთო, - დათანხმდა კოპალა.

წამოიღეს საჯილდაო ლოდები და უძილაურთის ვაკე მთაზე, ირემთ-კალოზე გამოვიდნენ. გამოვიდნენ და გასძახეს ფშავ-ხევსურეთის მთებში მცხოვრებ დევებს, - მოდით და მოწმეებად დაგვესწარითო.

ყველაზე დიდი და ღონიერი დევები ივრის კუდებიდან მოსულან. ირემთკალოს ვაკეზე დიდი სიპები დაუწყვიათ, რომ ქვის სროლის დროს ფეხები მიწაში არ ჩაფლობოდათ. ირემთ კალოზე ახლაც ისევ აწყვია ის სიპები. შემდგარან დევები ზედ და დაუწყიათ სახლისოდენა ლოდების ციხეგორისაკენ სროლა. ციხეგორში დევებს ჩუმად ქაჯები დაუყენებიათ, - თუ ვინიცობაა, კოპალამ გვაჯობოს, იმისი ნასროლი ქვა უკან გადმოაგორეთო.

კოპალას ნასროლი ქვა სამოცი ნაბიჯით შორს დაცემულა. მისცვივნიან მაშინვე ქაჯები და გადმოუგორებიათ, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩამოუტანიათ, ერთ-ერთი დევის ნასროლ ქვას წამოსდებია და გაჩერებულა. ეჯაჯგურებიან ქაჯები, უნდათ, როგორმე გადმოაცილონ ქვას და სულ ბოლოს მოაქციონ, მაგრამ სულ ტყუილად - ძვრას ვეღარ უშვრებიან. ამ დროს დევებიც და კოპალაც მისულან ნასროლის სანახავად და შესამოწმებლად. კოპალა მიხვედრილა დევების გაიძვერობას და უფრო გაჯავრებულა, ჯერ ის ქაჯები დაუხოცია ქვასთან, - ის ქვები დღესაც ისევ ისე აწყვია. - მერე დარევია თავისი ცეცხლისმფრქვეველი ლახტით დევებს და სულერთიანად ამოუჟლეტია.

დამკვიდრდა ამ დღიდან კოპალა ციხეგორში, თავს ნადირობით ირჩენდა და დევების თარეშისაგან ხალხს საიმედოდ იცავდა, სადაც კი დევებს დაიგულებდა, თავისი ლახტით უმალ იქ გაჩნდებოდა და მუსრს ავლებდა.

ციხეგორელი დევების შემდეგ ყველაზე მეტად კართანელი დევები იყვნენ გამხვივნებული და ხალხიც უფრო მათ უწვალებიათ. კართანა ჩერგლისა და მაღაროსკარს შუა, მდინარე არაგვის ვიწრო გასასვლელს ჰქვია. დევებს მდინარის მარჯვენა ნაპირზე ჰქონიათ ციხე-სიმაგრე. საფშავ-სახევსურეთო გზა სწორედ მათი სახლის წინ გადენილა, ეს გზა შეკრული ჰქონიათ და ზედ მგზავრი არ გაუტარებიათ. კართანელ დევებში ყველაზე ღონიერი და განთქმული სამი ძმა ყოფილა, უფროსი - შავშალიკა, შუათანა - ავთანდილი და უმცროსი - მიგრი. გაუგონიათ ამ ძმებს ციხეგორელი დევების გაჟლეტის ამბავი და განრისხებულან. შავშალიკას უთქვამს ძმებისთვის: წავალ და იმ ვიღაც კოპალას, თუ ვერ მოვკლავ, ბიძაჩვენის საჯდომ ქვას მაინც წავართმევო.

წავიდა შავშალიკა და ციხეგორს იმ დროს მივიდა, როცა კოპალა შინ არ იყო, - სანადიროდ იყო წასული. შემოახვია თოკი შავშალიკამ ბიძის საჯდომ ქვას, წამოიკიდა ზურგზე და გამოიტაცა.

დაბრუნდა კოპალა სანადიროდან, ნახა, ქვა აღარსად არის, მიხვდა, ვისი ოინიც იქნებოდა და მაშინვე კვალზე გამოჰყვა. მოეწია კართანასთან, სადაც ახლა ის ქვა დევს და შორიდანვე ლახტი ესროლა. ლახტმა დევს თავზე გადაუარა, მოხვდა კლდეს და უზარმაზარი გამოქვაბული გააკეთა. შავშანიკამ ჭახანი რომ გაიგონა, მიხვდა, კოპალა მომდევსო, ქვა ძირს დაადგო და გაქცევა დააპირა, მაგრამ მოასწრო კოპალამ, სტყორცნა მეორედ ლახტი და ადგილზევე სული გააფრთხობინა.

კოპალამ ქვა იქვე დატოვე და თვითონ დევების ციხე-სიმაგრესთან ავიდა. ქვა დღესაც არაგვის პირას დევს. ქვის გვერდით ერთ მოგრძო გორაკს დღესაც დევის საფლავს ეძახიან.

ციხის ბანზე შავშალიკას დედა იჯდა, წინ ჯარა ედგა და მშვილდის გასაბმელ ბაწარს გრეხდა. ხვიოდა ჯარა და მისგან ატეხილი ქარისაგან მთელი ტყე ბალახივით ილასტებოდა. დაინახა დევების დედამ კოპალა და დაცინვით ჩამოსძახა:

- რა მოსულხარ ეს ბუზის ტოლა, მოდი კალთაში შემომეფარე, ან ჯარამ არ აგიხვიოს და ან ჩემმა შვილებმა არ მოგასწრონ, თორემ კბილის საჩიჩქნად არ ეყოფიო.

- სად არიან შენი შვილებიო? - ჰკითხა კოპალამ.

- ავთანდილი, აგე, იმ მთაზე წავიდა სანადიროდ. - უთხრა დევების დედამ და პირდაპირ ჩაყუდებული ქედი დაანახვა, თან თავმომწონედ დაუმატა, - დედა ენაცვალოს, ალბათ მთის იქით გადავიდა, თორემ იმისი ფეხის ხმაც კი თავზარს დაგცემდაო. მიგრი მიგრიაულის ქედზე ნადირობს, შავშალიკა კი ციხეგორს წავიდა, კოპალას ბიძის საჯდომი ქვა უნდა წაართვასო.

კოპალამ გულში ჩაიცინა და უთხრა:

- დევების დედას, გატყობ, შვილებით თავი მოგწონებია, მაგრამ გაფრთხილდი, ისე არ გაგიხდეს საქმე, რომ თავი მოგძულდესო.

კოპალა და დევების დედა რომ ამ საუბარში იყვნენ, დიყელის მთაზე ავთანდილი გადმოდგა, ცალ მხარზე ირემი ეკიდა, ცალში მშვილდი ეჭირა და შინისაკენ მიდიოდა. დაინახა კოპალამ, ესროლა ლახტი და სული გააცხებინა. ავთანდილი მოსწყდა ადგილს და თავქვე სრიალ-სრიალით გამოქანდა. სწორედ იმის ჩამონაცურზე გაჩნდა ის ღელე, კოპალას ქვის პირდაპირ რომ ჩამოდის. ავთანდილი ხევში ჩავარდა და ლურჯ კლდედ გადაიქცა. ის ლოდიც ისევ იქა დევს.

უცებ ჰაერში რაღაცამ გაიშხუილა და კოპალას გვერდით ტოტებგაშლილი ჭადარი ჩაესო მიწაში წვერით. ახლაღა დაინახა კოპალამ, მიგრი მიგრიაულის მთაზე გადმომდგარიყო და მეორე ჭადარს ამზადებდა სასროლად, მაგრამ კოპალამ აღარ აცალა, დასცეცხლა ლახტი და ისიც შავშალიკასა და ავთანდილის გზას გაუყენა. მერე მათი დედაც მოკლა, ბოლოს შეუვარდა ციხეში და, რაც დევები იყო, სულიერთიანად ამოჟლიტა. დაბრუნდა ისევ ციხეგორში და დაიწყო მშვიდობიანი ცხოვრება, თან ხალხს თვალფხიზლად დარაჯობდა და ხევსურეთის მიწა-წყალზე დევებს არ აჭაჭანებდა.
* * *

სოფელ ბაზალეთში ყოფილა ერთი ძალზე მამაცი და ღონიერი ბიჭი და სახელიც შესაფერისი ჰრქმევია - გულადა. შრომობდა გულადა - ხნავდა, თესავდა და გლეხის კვალობაზე კარგადაც ცხოვრობდა. ერთ დღესაც გააწყო გულადამ ხარ-გუთანი და ბაზალითის ტბის პირას ყანის ხვნას შეუდგა. ერთი მძლავრი ხარი ჰყავდა, მეორე სუსტი - და ხვნა უჭირდა. უცებ ტბიდან დევი ამოვიდა, გულადას ხარის სახით გამოეცხადა და უთხრა:

- გამოუშვი ეგ სუსტი ხარი და მე შემაბიო.

გაუხარდა გულადას და შეაბა. ხარმა ჯერ კარგად გასწია და გუთანი კვალზე სწორად გაატარა. მერე უცბად ტბისაკენ გასწია და ხარ-გუთნის ტბაში ჩათრევა მოინდომა. გულადა მაგრად მოეჭიდა გუთნის ერქვანს, მოსწია და ხარ-გუთანი უკანვე გადმოყარა. დევმა თავი დაიძვრინა გუთნიდან და ისევ ტბაში გაუჩინარდა, ხოლო გულადამ ისევ სუსტი ხარი შეაბა და საღამომდე იმუშავა.

საღამოს, ხარ-გუთანი რომ გაუშვა, ჩამოჯდა იქვე და ქალამნებიდან მიწის გადმობერტყვა დაიწყო. უცებ ტბიდან ისევ ამოვიდა დევი, გულადას ახლა კაცის სახით გამოეცხადა და ჰკითხა:

- გულადას შენ გეძახიანო?

- მეძახიან და ვარ კიდეცო! - მიუგო გულადამ.

- თუ მართლა გულადა ხარ, მაშ დამეჭიდეო, - უთხრა დევმა.

- დაგეჭიდები და დედასაც გიტირებო, - მიუგო გულადამ, წამოუხტა დევს, დაავლო ხელი, წააქცია, დააჯდა მაღლიდან და ყელში წაუჭირა.

დევი შეშინდა და შეეხვეწა:

- ოღონდ ნუ დამახრჩობ და ბედსა გწევო.

- ვინ იქნება იმის მოწმე, რომ პირობას ნამდვილად აასრულებო? - ჰკითხა გულადამ.

- მოწმედ აი ფშარაველის ნიში მომიციაო, - უთხრა დევმა. ფშარაველის ნიში მაშინ ბაზალეთში ყოფილა და დევმაც ის დაიმოწმა. თან გააფრთხილა გულადა, - ოღონდ არ შემარცხვინო, არავის უთხრა, რომ მე წამაქციე, თორემ შენი სიმდიდრე იმავ წამს გაქრება და ფშარაველასაც ბეგრად წელიწადში თითო წყვილ ქალ-ვაჟს დავადებო.

- კარგიო, - დათანხმდა გულადა, აუშვა დევი და წავიდა შინ. შევიდა სახლში და რას ხედავს: სახლი ოქრო-ვერცხლითა და თვალ-მარგალიტით არის გამოტენილი. ჰკითხა ცოლმა გულადას:

- რა ჰქენი ისეთი, ეს სიმდიდრე საიდან გაგვიჩნდაო?

გულადამ უთხრა:

- თავი დამანებე, ნუ მათქმევინებ, თორემ ყველაფერი გაგვიქრებაო.

ცოლი მაინც არ მოეშვა, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ, იმდენი ქნა, იმდენი, რომ ბოლოდ ათქმევინა. გულადამ გააფრთხილა, არსად სთქვაო, მაგრამ დედაკაცის პირში რა გაჩერდება! - გავარდა მეზობლებში და ყველას გააგებინა, - ჩემმა ქმარმა დევი წააქცია და იმიტომ გავმდიდრდითო.

გაიგო დევმა ეს ამბავი და მთელი სიმდიდრე იმავ დღეს გააქრო. ფშარაველასაც ბეგარი დასდო. ყოველ ფშარაობა დღეს ამოდიოდა ტბიდან, სალოცავად მოსულ ხალხში ამოირჩევდა საუკეთესო ქალ-ვაჟს, შეიყვანდა ტბაში და ჭამდა.

შეწუხდა ხალხი, შიშით სალოცავად ვეღარ მოდიოდა. ლანძღავდნენ და საყვედურობდნენ გულადას, - სალოცავს ეს ხარკი შენს გამო დაედოო. გულადა ითმენდა ხალხის საყვედურს, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაუძლო. ერთ ღამეს სახლიდან გაიპარა, ფშარაველის ნიშიც თან წაიღო და ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრის სასაზღვრო მთაზე დაამკვიდრა, - იქნებ აქ მაინც ვეღარ მოაგნოს იმ წყეულმა დევმა და ხალხმა მოისვენოსო.

მაგრამ დევი რას მოეშვებოდა, მეორე წელსვე მიაგნო და თავისი ბეგარა მოითხოვა. ასე გაგრძელდა რამდენსამე წელს, მოვიდოდა თუ არა ხალხი სალოცავად, დევიც იმავ წამს იქ გაჩნდებოდა, ამოარჩევდაა წყვილ ქალ-ვაჟს, რომლებიც მოეწონებოდა და იქვე გადასანსლავდა.

არა და არ დაადგა ხალხს საშველი.

ბოლოს ეს ამბავი გაიგო კოპალამ, გამოეწყო მლოცავივით, ლახტი ტანსაცმლის ქვეშ დამალა და ფშარაულის დღეობაში წავიდა. დღეობაზე დიდძალ ხალხს მოეყარა თავი. ფშავ-ხევსურეთიდან და გუდამაყრიდან კაციშვილი არ აკლდა. იკვლებოდა საკლავი და ისმებოდა ლუდ-არაყი. ყველა ლხინობდა და მხიარულობდა, მაგრამ გულში კი არავის ელხინებოდა და დევის გამოჩენას ყველა შიშ-ელდით მოელოდა.

უცებ დევის ღრიალმა მთა შეაზანზარა, იმავ წამს თვითონაც ამოძვრა კლდიდან და მლოცავ ხალხს თავს წამოადგა - საზარელი, ბანჯგვლიანი, ეშვებიანი და თვალებბდღვიალა. კოპალამ ხალხი გააფრთხილა, სანამ მე არ დაგრთოთ ნება, რაც გინდა დაინახოთ, კრინტი არავინ დასძრათო.

დევმა ჩამოუარა მლოცავ ხალხს და ჩამოათვალიერა. ხალხში ერთი ახლადჯვარდაწერილი ქალ-ვაჟი ერია და დევმაც სწორედ იმათ დაადგა თვალი. მაშინ მივიდა კოპალა და უთხრა:

- ქალი ეგ წაიყვანე და ბიჭის მაგიერ მე წამოვალო.

დევმა არ იცოდა, თუ ეს კოპალა იყო, გაუხარდა კიდეც, რომ უფრო მოზრდილი ჩაიგდო ხელში, და დათანხმდა, წაიყვანა ორივენი, ჩასასვლელ ვიწრო კლდესთან რომ მივიდნენ, კოპალას ჰკითხა:

- რა გქვიაო?

- ამე მქვიაო, - მიუგო კოპალამ.

- ჩამიძეხ, ამეო, - უბრძანა დევმა.

- ჩამიძეხ, დევო, - მიუგო კოპალამ.

- ჩამიძეხ, ამეო, - კიდევ გაუმეორა დევმა.

- ჩამიძეხ, დევოო, - არ დაუთმო მაინც კოპალამ.

კარგა ხანს ასე იკამათეს, ბოლოს ისევ დევმა დასთმო და ჩაუძღვა. ძალიან ვიწროში რომ ჩავიდნენ, კოპალამ გამოიღო დამალული ლახტი, შემოუქნია დევს და თავი გააგდებინა. დაგორდა თავი თავქვე და ატეხა ყვირილი: - გავსკდი, გავსკდიო!

როცა კოპალა ხალხს აფრთხილებდა, ხმა არ ამოიღოთო, ერთი ქალი მაშინ იქ არ იყო. წყაროზე იყო წასული და კოპალას ნათქვამი არ მოუსმენია. წყაროდან მომავალმა დაინახა დაგორებული დევის თავი და მიაძახა:

- ადრე გასახეთქი იყავ და გასკდი და გაცამტვერდიო!

ამის თქმა და, თავის გახეთქვა ერთი იყო, თავი ოთხად გაიპო, გაპობილი თავიდან ქვის სეტყვამ იხუვლა და მთელი ხალხი დაფარა. შიშველ მთაზე აბა რა დაიფარავდა.

ახლაც ფშარაოს მთის ვაკე წვერზე სამი სასაფლაოა, ერთში ფშაველები მარხია, მეორეში - ხევსურები და მესამეში - გუდამაყრელები. ის ქვის სეტყვაც - შავი უზარმაზარი ლოდებიც იქვე ყრია. მართალია, ამ დღიდან დევის ბეგარისაგან ხალხი საბოლოოდ გათავისუფლდა და ფშარაულას ხეობაც ისევ აღადგინა, მაგრამ თავიდან გადმოსულმა ქვის სეტყვამ ისე შეაშინა ხალხი, რომ დღესაც იმ ვაკეზე ღამის გათევას ყველა ერიდება, - ემანდ კიდევ არ მოვიდეს ქვის სეტყვაო და არ ამოგვჟლიტოსო.
* * *

რაკი დევები თვითონ ვერაფერს გახდნენ კოპალასთან, ეშმაკები მოიხმარეს, შეიკრიბნენ ერთად და გადაწყვიტეს, - სანამ კოპალა ჩვენს ჯილაგს ძირიანად ამოაგდებს, არაგვი დავაგუბოთ, ფშავ-ხევსურეთი წყალში ჩავახრჩოთ და კოპალაც თან ჩავაყოლოთო. ჩავიდნენ კართანაში, სადაც წინათ დიდი ციხე-გალავანი ჰქონდათ, მოზიდეს უზარმაზარი ლოდები და დაიწყეს ხეობის ამოვსება. ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ, არაგვი მხოლოდ ერთ ადგილასღა გადიოდა ვიწროდ, ერთი ლოდის ჩაგდებაღა აკლდათ და არაგვიც დაგუბდებოდა. სწორედ ამ დროს მოუსწრო კოპალამ. დასცეცხლა და დასცეცხლა ლახტი, დევები სულერთიანად გაჟლიტა და ფშავ-ხევსურეთი დაღუპვას გადაარჩინა. ხოლო მოზიდული ლოდები ხელუხლებლად დატოვა და არაგვის ხეობაც სწორედ ამიტომ არის იმ ადგილას ასეთი ვიწრო და ძლივს გასასვლელი.

ამდენ ბრძოლაში კოპალას ისრის პირები შემოელია და უკანა - ფშავს მჭედელ პირქუშთან წავიდა. ეს ადგილიც და სამჭედლოც წინათ დევებს ეჭირათ, პირქუშმა ყველაფერი კოპალას დახმარებით ჩაიგდო ხელში, მაგრამ პირქუშს შურმა წასძლია, რატომ აქვს კოპალას ასეთი დიდი სახელიო, და ისრის პირების გაკეთებაზე უარი უთხრა.

წამოვიდა კოპალა ნაწყენი. გაიგეს ქუშხეველმა დევებმა კოპალას და პირქუშის დამდურება და პირქუში ტყვედ წაიყვანეს. კოპალას გულმა მაინც არ მოუთმინა და პირქუშის საშველად გაეშურა. ქუშხეველ დევებს ციხე-სიმაგრე მოხერხებულ ადგილზე ედგათ და კარგადაც ჰქონდათ გამაგრებული. კოპალამ იცოდა, რომ პირდაპირ მისვლით ციხის გატეხა გაუჭირდებოდა, ამიტომ ირგვლივ შემოუარა და უკეთ მისადგომი ადგილის ძებნა დაიწყო.

ბედად ამ დროს ციხეში დევებს ჩხუბი მოუვიდათ და ერთი დევი კარში გამოაგდეს. კოპალასაც ეს უნდოდა, დაიჭირა ეს დევი და ჰკითხა:

- მასწავლე, ციხეში როგორ შევიდეო?

დევი უარზე დადგა. მაშინ კოპალამ ლახტი მოიმარჯვა და მოკვლით დაემუქრა. დევი შეშინდა და ციხის მთელი საიდუმლო ერთ წუთში ჩამოფქვა:

- მზე რომ შუა ცაზე წამოვა და ხეებს თავიანთი ჩრდილები დაუსწორდებათ, დევები მაშინ ისადილებენ, ბანგნარევ ღვინოს დალევენ და დაიძინებენ. იმ დროს მიდი და წინ აღარაფერი დაგიდგებაო.

შეიცადა კოპალამ სანამ არ მოშუადღევდა და ხეებს ჩრდილები არ დაუსწორდათ, მერე წაიმძღვარა დევი და შევიდა ციხეში. დევებს მართლაც ეძინათ - ჭერეხებივით ეყარნენ და მათი ხვრინვა-ფშვინვისაგან კედლებიც კი ზანზარებდა.

დასჭექა კოპალამ ცასავით, გააღვიძა დევები და თავისი ცეცხლისმფრქვეველი ლახტით სულ მუსრი გაავლო. გაათავისუფლა პირქუში, წამოიყვანა და შუაფხოში ისევ თავის სამჭედლოში დაამკვიდრა. პირქუშს შერცხვა თავისი საქციელისა, კოპალას პატიება სთხოვა და ღვთის ფიცი მისცა, - ამიერიდან მუდამ შენი შემწე და ერთგული თანამებრძოლი ვიქნებიო.

მართლაც, ამ დღიდან კოპალა და პირქუში ერთმანეთს აღარ მოშორებიან. კოპალა ციხეგორში ცხოვრობდა, პირქუში - შუაფხოში, მაგრამ ერთმანეთთან ძმური მიმოსვლა ჰქონდათ და დევებსაც მუდამ ერთიანი ძალით ებრძოდნენ. თუ სადმე ფშავ-ხევსურეთის მიწაწყალზე დევების ბუნაგი იყო, ყველგან მისწვდნენ და ყველგან პირწმიმდად გაჟლიტეს. გაწმინდეს ყველა ხოება უწმინდური დევებისაგან და ყველგან ხალხი დაამკვიდრეს. ხალხმაც შეიყვარა თავისი მშველელი და მოამაგე გმირები, როცა დაიხოცნენ, სამახსოვრო ნიშები დაუდგა და მათს სახელებს დღესაც მხურვალედ ლოცულობენ.

Posted by: nutsa May 1 2010, 11:37 AM

цветок

Некогда жил один цветок. Он был так красив, что никто из проходящих мимо не мог удержаться, чтобы не остановиться, не полюбоваться и не понюхать его. Цветок, конечно же , был очень польщён таким вниманием к нему, но сам никак не мог понять, что привлекает так окружающих? Что они находят в нём? Его долгие поиски ответов не увенчались успехом. Сдколько он ни старался, он никак не мог найти в себе ничего необыкновенного. Всё для него было так естественно: и его форма, и цвет, и аромат. И тогда, устав от бесплодных размышлений, он решил обратиться за помощью к трём живым существам, которые, как он полагал, могли бы помочь ему понять – кто же он такой и что привлекает других к нему?
Он обратился за помощью к трё существам – земляному червю, который ползал среди его корней, к корове, которая приходила пощипать травку и к пчеле, прилетавшей, чтобы полакомиться нектаром.
Лучше бы он этого не делал. Ибо то, что он узнал от них, никоим образом не помогло ему, а наоборот погрузило ещё в большие размышления.
Червь рассказал ему о корнях, корова о листочках и себельках, а пчела об аромате о нектаре. Бедный цветочек никак не мог увязать одно с другим. Между тем, что сказал червь, что сказала корова и что сказала пчела он не уследил никакой связи. Теперь ко всему добавилась ещё проблема – Кто из троих говорит правду, а кто лжёт?
Бедный цветочек, от своих размышлений, он потерял покой и всякий интерес к жизни. Вскорее но пожелтел и завял.


Posted by: nutsa May 1 2010, 11:40 AM


пьян и свящ


Жили как–то два друга и волею судбы оказалось так, что один из них стал приходским священником, а другой – водителем автобуса и, к тому–же, пьяницей. Один из них вёл праведную жизнь и призывал к этому своих прихожан. Другой же вёл разгульную жизнь и всегда, даже за рулём своего автобуса напивался до безсознания. Случилось так. Что умерли они оба в один день и вместе предстали на суд перед богом. Священика отправили в ад, пьяницу–водителя в рай. Священник очень возмутился и стал упрекать бога в несправедливости, напоминая ему о своём праведом образе жизни. На это бог ему ответил так: ” Дело не в том, что ты праведно пытался жить, что тебе не всегда удовалось, а в том, что ты ни одного человека не привёл ко мне за всю свою жизнь. На твоих проповедях твои прихожане крепко спали, а когда он вёл автобус – все молились, как одержимые.”


Posted by: nutsa May 1 2010, 11:41 AM

ЖАДНОСТЬ ДУХА

Один богатый человек давал вечер в часть какого-то особого случая. Король тоже присутствовал на этом вечере. Поэтому радость xозяина не знала границ. Но как только гости приступили к трапезе, радость его сменилась гневом. Слуги его прислуживали за столом. Один из слуг уронил тарелку полную горячиx яств прямо на его ногу. Нога его обожглась и гнев вспыxнул в его глазаx. Для раба не оставалось ни шанса остаться в живыx и он весь трясся от страxа. Но тонущий xватается даже за соломинку. В своё оправдание он процитировал высказывание из религиозного писания той страны:
“Небеса открыры для теx, кто может сдержать свой гнев.“
Глаза xозяина источали гнев, но услышав это, он сдержался и сказал:
“Я не в гневе.“
Услышав это все гости заxлопали, и даже король поxвалил его. Гнев в глазаx xозяина сменился гордостью. Он возликовал.
Раб продолжил:
“Небеса для теx, кто прощает.“
Тогда xозяин сказал:
“Я прощаю тебя.“
Прощение может питать гордость. Пути гордости очень тонки. Xозяин перед гостями предстал, как очень религиозный человек. Они всегда знали его, как жестокого эксплуататора. Увидев теперь его новое лицо, они были поражены. Король очень благожелательно и с интересом смотрел ему в лицо. Xозяин уже не чувствовал себя на земле. Голова его почти касалась неба. И тут слуга завершил цитату писания:
“... потому, что бог любит сострадающиx.“
Богач огляделся. В его глазаx всегда была мирская алчность. Сегодня она сменилась на дуxовную и он сказал слуге:
“Иди, я отпускаю тебя. Отныне ты больше не раб. “
И в придачу дал ему мешок, полный золотыx монет. В его глазаx гнев превратился в гордость, а та в алчность. Гнев, алчность, ненависть, страx – разве все они не есть проявления одной и той же энергии. И если религия так дёшево стоит, кому из богатыx людей не заxочется её купить? Не опираются ли все религии на страx и алчность. Если религия так мало стоит, кому не заxочется купить её? Нет ли гордости на самой вершине религии? Что-же наxодится на вершине xрама неверия?


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)