არის სახარებაში ესეთი სიბრძნე: "ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, თორემ მოგიბრუნდებიან და ფეხქვეშ გათელავენ."
რას ნიშნავს ეს? რომ უნდა იცოდე სიკეთე ვის გაუკეტო?
მაშ უანგარო სიკეთე რას ნიშნავს, სიკეთე უანგაროდ აკეთეთო ამასაც ხომ გვასწავლის?
ძალიან გულნატკენი ვარ. რატომ არ იციან ადამიანებმა დაფასება და გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ საფრთხეში გაგდებენ და ცუდად იქცევიან?
დაფასებაში არ ვგულისხმობ სამაგიეროს გადახდას. არანაირად.
ვალდებულად რატო გთვლიან?
როგორ გავარჩიო 'ღორია' თუ არა ადამიანი? როგორ გავიგო?
პრინციპში ისეთი ვინმეა არავის მასთან ურთიერთობა არ უნდა და მარტოა. ხო უნდა მივმხვდარიყავი რა ნაგავია
რამხელა სიყვარულის უნარია როცა მთელი ღორი კაცობრიობა ესე ძალიან გიყვარს?დაფიქრებულხართ ამაზე?
მოკლედ...
თქვენ თუ გქონიათ ღორების და მარგალიტების შემთხვევა ცხოვრებაში და რა უსწავლებია ამ გამცდილებას თქ ვენთვის?
თუ არ ვცდები მათეს სახარების ეს სიტყვები სხვანაირად არის განმარტებული და სიკეთეს არ ეხება. მარგალიტებში იგულისხმება ღვთის სიტყვა, ჭეშმარიტება, სიმართლე. რომ უგუნურ, ამპარტავან ადამიანს ჭეშმარიტება არ უნდა გაანდო რადგან იგი ამას მაინც ვერ გაიგებს, წაბილწავს. "ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს გადაუყრით ძაღლებს წინ, რომ ტავიანთი ფეხებით არ გათელონ ისინი და შემობრუნებისას არ დაგგლიჯონ თქვენ". ჩვენს ფორუმზეც გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა ჩვენს პოსტებს დასცინიან და აბუჩად იგდებენ. არადა არის ამ პოსტებშI ჭეშმარიტების მარცვლები. ან თუნდაც ის ფაქტი რომ დღეს ბევრმა მხოლოდ დოგმებად აქცია ქრისტეს სიტყვები და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღორია და თელავს მარგალიტებს
თუმცა შენი თემა მაინც აქტუალურია. ჰო თუ სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა გაქვს ის უნდა გააკეთო განურჩევლად. თუ ვინმემ ვერ დაინახა ეს სიკეთე, არაუშავს. უნდა იფიქრო რომ ის განუვითარებელი სულია და უნდა გაიზარდოს. შენ შეეცადე დახმაებოდი ამ ზრდაში, მაგრამ არ გამოგივიდა. არა უშავს, ე.ი. ჯერ ადრეა მისთვის.
პ.ს. ეს თემა გადასატანია ჯენერალში
ვეთანხმები old_man-ს. მარგალიტი ღვთის სიტყვაა და ყველასთან თქმა არ აგებს. მქონია შემთხვევა და მართლა ძნელია იმის გრძნობა, როცა თელავენ. უმეტესობა ადამიანებისა სამწუხაროდ ქვად არის ქცეული და არ აინტერესებს არანაირი სულიერი, უნდა დააკვირდე მათ სალაპარაკო თემებსაც ხშირად არ ვიცი როგორ ველაპარაკო ზოგიერთებს. თემები რაზეც ხშირად ისინი საუბრობენ ხშირად ძალიან უინტერესოა ჩემთვის. მაგრამ მაინც უნდა გვიყვარდეს ეს ადამიანები, რადგან „არ იციან“... უცოდინარობაა დასაწყისი მათი ასეთი ხასიათისა. ძნელია, მართლა ძნელია შეიყვარო ყველა, მაგრამ თუ მათი უცოდინარობის კუთხით მიუდგები ალბათ შეიძლება. „არ ცოდნა, არ ცოდვაო“ .
ბლანკ. არ ვიცი რამდენად სწორად ახდენ სახარებიდან პერიფრაზირებას, მარა ჩემი მოკლე, მოკრძალებული ჭკუით-ა:
"ღორს" ისე უნდა მოექცე, რომ შანსი მისცე საკუთარი ღრუტუნით თვითონვე დატკბეს...
მაგალითად უნდა დააჯერო, რომ ძალიან მაგრად მღერის...
და როცა სიმღერის ნაცვლად ღრუტუნს დაიწყებს, ვინმე გამვლელი მონადირე აუცილებლად ახდის კეფას...
პ.ს.
მომიტევეთ ტვინის ვანდალისტური ფანტაზიისთვის.
:D
♫♫♫ საინტერესო კუთხიდან გამოგივიდა ამ თემის გაშუქება
პ.ს. ფანტაზიაც ნამეტნავად განვითარებული გაქვს, 21 ს. ხელოვნებაში შორს წახვიდოდი, ან წახვალ თუ მოინდომე - გვიანი არ არის, ან კიდევ უკეთესი უკვე წასული ხარ და მე არ ვიცი
თემის გაოფება ქვია ახლა ამას? :მოკრძალებული ღიმილაკი:
ადამიანები ღორები არიან. ნებისმიერი რასაც აძლევ ან გაიღებ მათთვის -მარგალიტები
არა არ მენანება ,არც კეთილად გადახდილ სამაგიეროს მოველი.
უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი
ხვალ კიდევ ერთხელ დავრწმუნდები
ზეგაც მერეც მერე კიდევ ისევ და ისევ
უცნაური ხალხი ხართ. რა მნიშვნელობა აქვს თემა სად იქნება ან ვინ რა იგულისხმა
მოკლედ სულ მზიმე წერტილს დასდევტ
ეს გამოთქმა არასწორად არ უნდა გავიგოთ.
ყველანი ვყოფილვართ "ღორები" ან ამ ცხოვრებაში ან წინა ცხოვრებებში. ყველანი დავცემულვართ ჭაობის ფსკერამდე, მაგრამ ყოველთვის იყვნენ სულები, რომლებიც გვიყრიდნენ მარგალიტებს და თანაც ძალიან უხვად, რომ ცოტა მაინც აგვებოჭა.
განსხვავება ერთია: "ღორები", რომლებიც აგრესიულნი არიან და სხვებსაც ხელს უშლიან გამოსწორებაში და "ღორები", რომლებმაც აღმოაჩინეს რომ სულები არიან და გამოსწორებას ცდილობენ. პირველებს მარგალიტი არ უნდა დავუყაროთ თუ თავად არ ვართ ძლიერნი, ხოლო როცა გავძლიერდებით ესეც ჩვენი ვალი იქნება, რამეთუ ნებისმიერი უკანასკნელი "ღორი" ან ჩვენი წარსულია, ან ჩვენი შესაძლო მომავალი და არავიზე მაღლა არ ვდგავართ უამრავი მისტიკური ძალა ან სუფთა გონებაც რომ გვქონდეს!
Atman
აი როგორც შენ აღნიშნე მინდა განვავრცო:
ადამიანი, რომელიც გრკვეულად მაინც ფლობ ჭეშმარიტებას და იცი რომ ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, მას უნდა მოუფრთხილდე. მოდით ერთ მაგალითს (ფაქტს, უფრო სწორად) მოგიყვანთ: ცოდნის მიღების შემდეგ მამაკაცმა გადაწყვიტა დაეწერა ნაშრომი. მან დაიწყო წერა, მაგრამ როდესაც ნაცნობების წრეში მოხვდა და თავისი ნაშრომის ზოგადი მონახაზი გააცნო, მათ დასცინეს თავიანთ ბრძენ მეგობარს და აზრი შეაცვლევინეს, უთხრეს, რომ მისი ცოდნა სასაცილო იყო და ისიც ჰაერში დაფრინავდა. მოკლედ მან მიატოვა წერა და რაღაც სხვა შექმნა. მაგრამ ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი პირველად დაწყებული ნაშრომის ესკიზი იყო დიდი მეცნიერული და სულიერი გარდატეხის გზა და რომ არა თავისი ნაცნობებისა და მეგობრების მიერ ხელის შეშლა, იგი აუცილებლად გაიმარჯვებდა.
ეს რას ნიშნავს?! ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საკუთარ თავში ნებისმიერ საკითხს ისე უნდა ეკიდებოდეს, გეგონება მასზე მთელი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ისიც ასე მოულოდნელად არ გადადგამს ნაბიჯს, კარგად გააანალიზებს საკითხს, აწონ-დაწონის, შეიძლება რამდენიმე მართლაც ღირსეულ ადამიანს გაანდოს აღნიშნული საკითხი და საბოლოოდ მივიდეს იმ აღმოჩენამდე, რაც სტარტისას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.
ანუ: როდესაც ადამიანი ფლობ ჭეშმარიტებას, პირველ რიგში უნდა შეიცნო იგი, ხოლო როდესაც შეიცნობ მას უნდა იცოდე მისი დაცვაც, თუ არადა დაემსგავსები კაცს, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ქონება ღარიბებისათვის დაერიგებინა, ადგა და ყველას გაანდო ეს და მათაც მოუწოდა ამისაკენ, მაგრამ როდესაც კაცი ამ კეთილი საქმის აღსასრულებლად მიდიოდა დახვდნენ ისინი და ქონებაც წაართვეს და კარგადაც დაბეგვეს. ეს კაცი კი გულგატეხილი, ცხოვრებაზე აღრენილი დაბრუნდება შინ და რთულად თუღა შეძლებს მიუბრუნდეს კეთილი საქმის კეთებას, რადგან იგი გველებთან ბრძოლაში, გველეშაპად გადაიქცევა.
ეს კი უწყის შემდეგს: მოუფრთხილდით ჭეშმარიტებას, რადგან ის საგანძურია, ნებისმიერ მთხოვნელს მიეცით იგი, მაგრამ იცოდეთ ვინ რისთვის გამოიყენებს მას, რადგან ნარკომანმაც შეიძლება გთხოვოთ ფული, თქვენ კი თუ მას მიეცით ის, იგი ადგება და ავ საქმეში გამოიყენებს მას, შედეგად კი თქვენც დაზარალდებით და ისიც.
ამიტომ ფლობდეთ ჭეშმარიტებას და განაგეთ იგი, მაგრამ არ უთხრათ უარი ღირსეულს.
ეს მაგონებს ადამიანს, რომელიც ფლობს დიდ ბიბლიოთეკას. იგი ყველა მიმსვლელს აძლევს უფლებას წიგნის წაკითხვისას, მაგრამ მხოლოდ ნამდვილად დაინტერესებულ, მაძიებელ და პატიოსან ადამიანებს ატანს შინ მათ.
Molen
Atman
გეთანხმები. სადინარის მაგალითი ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ ჯერ კარგად უნდა გაიწმინდოს სადინარი რომ ავზიდან მოწოლილი წყალი კარგად გაატაროს.
და მაინც, ეს შედარება ურიგოდ არ მიმაჩნია: ჭეშმარიტება გავს წყალს, რომელიც ყველა მწყურვალს უნდა მიაწოდო, მაგრამ უნდა ფრთხილობდე, ვაიდა მოვიდეს ისეთი, რომელსაც არ სწყურია და შენ მიერ გაცემულ წყალს ძირს დაღვრის, რითაც შენც შეიძლება აგიცრუოს გული და პოტენციურად ერთი მწურვალით მეტს დატოვებს.
Molen
Atman
ნიცშე გამახსენდა, რომ ამბობს, ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყოს ადამიანი, ბინძური მდინარე შეიერთოს და მაინც არ წარწყმდესო.
Molen
ძნელია ადამაინმა ისე გასცე რაღაც, იქნება ეს სიკეთე,თუნდაც ცოდნის სახით გაცემული, თუ სხვა რამ და ნეიტრალური დარჩე შენივე საქციელის მიმართ. შეიძლება არც მოელოდე საპასუხო შედეგს, ან სამაგიეროს, მაგრამ ყოველ საქციელს ხო აქვს თავისი უკურეაქცია?!.
ხოდა, თუ არ დააფასებენ სათანადოდ შენს სულგრძელობას და მაგითელავენ მარგალითებს, შენ მაინც გრჩება რაღაც, რადგან ბოლომდე მარგალიტების დახარჯვა შეუძლებელია
ამ ღორებს რომ ახსენებს სულ რუსები მელანდება.
ვისურვებდი ეს ფრაზა რაც შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო გამოყენებული ...
ესეც რაღაცა მსგავსია...
ზუსტია.....
თან მშვენიერი ლექსია
გემრიელი ლექსები აქვს ომარ ხაიამს
მგონი უფრო აზრია შესაგრძნობი ... და ის სული, ენერგია, გრძნობა, მსოფლმხედველობა, არსი, რაც აზრშია გადმოცემული.... სწორედ ამაში გამოიხატება ბევრი რამ და არა რაიმეს მიმდევრობა არ მიმდევრობაში, ისტები და იზმები არაფერია... სხვა რამაა მთავარი... და ამ შემთხვევაში ეს მთავარი სწორედ ისაა, რაც შენ მოგეწონა
რამდენი თემაა ამ ფორუმზე, რამდენი მარგალიტია დაწერილი...
წლები გავიდა ამ თემაში დაწერილი პოსტებიდან. დღეს შემთხვევით ისევ ჩავიკითხე ეს პოსტები. მე ჩემი გამოცდილებით იმას ვიტყვი, რომ როცა დავხმარებულვარ ისეთ ადამიანს, რომელსაც არა თუ ესმის, პირიქით თავისი აგრესიულობით გპასუხობს, მე ეს ცოვრებაში უკან მწევს. მე არ მაქვს ძალა მათ დავეხმარო. თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ ისევ გამიღია გული ზოგიერთისათვის, მაგრამ ამაოდ...
ჩვენ მოსულები ვართ ამ ქვეყნად, რომ „გავიზარდოთ“. ამ ცხოვრებაში ავიღოთ ახალი და გავზარდოთ ჩვენი სული. ასეთი ადამიანები მუხრუჭები არიან და არ გიშვებენ წინ. თუმცა იქნებ ზოგჯერ ასეთი დამუხრუჭებები უფრო გვაძლიერებენ.
მე ვცდილობ მოვერიდო „ღორებს“ რომლებიც მარგალიტებს გამითელავენ. ასე უფრო კარგია ცხოვრება.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)