ეს თემა არ იყო გახსნილიიიი? თუ მე ვერ ვანხე??? ვეფხისტყაოსანზე განხილვები აქ არ გაქვთ??? გავგიჟდი და გადავირიე ))))))))))))))))
ეგ სკოლაში შემაზიზღეს პწიჩკებით რო მინიშნავდნენ საზეპიროებს... ისე ერთი უნდა ჩავუჯდე მაგას იქნებ რაღაც ეზოთერულად აღვიქვა და მარტო ქართულ ჯიგრულ ვაჭკაცობის მაგალითად არ ასოცირდებოდეს.......
ეს სტატია ადრე ვიპოვე ინტერნეტში სადღაც, შევინახე და ახლა აქანა ჩავაკოპირებ
თუ არ დაგეზარათ წაიკითხეთ
საინტერესოა,
----------------------------------------------------
რუსთაველი, სულ ცოტა რამ სიბრძნის ოკეანიდან
ლევან რამიშვილი
სტატია არ გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში"
გაღმერთებული, კერპად ქცეული და მაინც ვერგაგებული...
ერთი აღმოსავლელი, ქართველი ბრძენის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ამბავი
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, სწორედ წელს აღმოვაჩინე ჩემთვის გასაოცარი და გამაოგნებელი რამ _ ის, რომ ვეფხისტყაოსანი არის წმინდა წიგნი, ანუ რელიგიური პირველწყარო.
ამ აღმოჩენამ ისე გამაოგნა, რომ ვერაფრით ვეღარ მოვეშვი ამ თემას. მალე გამოვა წიგნი, რომელშიც ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ, ახლა კი შვეცდები, როგორმე ორიოდ გვერდში გადმოსცე ის, რასაც ორასგვერდიან წიგნშიც ძლივს ვაბამ თავს, რაც, როგორც ვატყობ არც ისე ადვილია. ამიტომ წინასწარ ბოდიშს ვიხდი, თუU რაიმე განუმარტავი დარჩა.
ნელ-ნელა ისიც გამოჩნდა, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მთელს რუსთველოლოგიურ ლიტერატურაშია გაბნეული, ოღონდ ძალიან მკრთალად, მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნებების სახით. მაგალითად ვეფხისტყაოსნის პირველი გამომცემელი, ვახტანგ მეექვსე წერს, ეს წიგნი `საბოზო~ კი არ არის, როგორც ეს გონიათ, არამედ `საღმრთოაო~. ასევე `საღმრთოდ~ ესმოდა იგი დავით გურამიშვილს. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის რუსთველოლოგებიც ხედავდნენ პოემაში რელიგიურ შინაარსს, მაგრამ ვაი ამ დანახვას _ მაჰმადიანიო, მანიქეველიო, ქრისტიანიო... ხან რას აბრალებდნენ საწყალ შოთას, ხან რას.
მხოლოდ აქა იქ თუ შეხვდებით მინიშნებას იმის შესახებ, რომ რუსთაველი დამოუკიდებელი და ყოველგვარი `იზმებისგან~ თავისუფალი მოაზროვნეა; რომ ის რელიგიური მოაზროვნეა და რომ მისი რელიგია მსოფლიოში არსებულ არცერთი რელიგიის ჩარჩოებში არ ეტევა, არცერთ აღმსარებლობას არ ემთხვევა და არ იმეორებს. მაგალითად გაიოზ იმედაშვილი რამოდენიმეგან წერს, რომ რუსთაველი `ქრისტიანობის ნიადაგზე ქმნის ახალ რელიგიას~. ეს მართალია, ოღონდ რატომ მხოლოდ ქრისტიანობის ნიადაგზე, ეს გაუგებარია...
პირველად ვეფხისტყაოსნის ეზოთერული შინაარსი კარგად და საფუძვლიანად ზვიად გამსახურდიამ შეისწავლა, რითაც არნახული საქმე გაუკეთა თავის ქვეყანას, თუმცა ცოდვა გამხელილი ჯობია, მიუხედავად იმ უდიდესი შრომისა, რაც მან გასწია, მიუხედავად ფანტასტიური ერუდიციისა და უამრავი პარალელისა, რომელიც მან მსოფლიო ლიტერატურაში დაძებნა, საბოლოოდ მან ყველაფერი მაინც რაღაც მომესიანისტო გაუგებრობით დააგვირგვინა, რაზეც მე პირადად ძალიან მწყდება გული. საბოლოოდ გამსახურდიამ ყველაფერი რატომღაც ერთი შუასაუკუნეობრივი სექტანტური თეორიით ახსნა. იყო ასეთი თეორია, რომლის მიმდევრები თამარ მეფეს ღვთაებად ასაღებდნენ. გამსახურდიაც ამ თეორიას მიემხრო. მისი რწმენით, ყველაზე კარგი რელიგია ქრისტიანობაა, ყველაზე კარგი ქრისტიანობა კი _ შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანობა, რომელიც თამარ მეფეს ღმერთად აცხადებდა... ამ სექტანტური მიმდინარეობის მამამთავრად დაგვისახა ზვიადმა შოთა რუსთაველი _ მსოფლიო პოეტი და მარადიული სიბრნის მატარებელი...
მოკლედ გამსახურდია `ამაოდ დაშვრა~ _ ჩვენი რუსთაველი ისევ `ობოლ მარგალიტად~ დარჩა.
სხვა ოდნავ მაინც სერიოზული მცდელობა, გაეშიფრათ ვეფხისტყაოსანში კოდირებული საიდუმლო ცოდნა, საქართველოში არ ყოფილა. სამაგიეროდ ამის მცდელობები იყო საზღვარგარეთ. ინგლისელი მკვლევარი, კეთრინ ვივიანი წერს:
`დავით აღმაშენებელი კარგად იყო გათვითცნობიერებული მაჰმადიანურ სწავლებაში და განჯელ ყადებთან ერთად ყურანის თემებზე მოწყობილ თეოლოგიურ დისკუსიებში მონაწილეობდა. დავითმა მუსულმან და სუფია პოეტებს ცენტრი აუშენა და მის შესანახ თანხასაც იღებდა... ორივე პოეტი (ჩახრუხაძე და შოთა, ლ.რ.) რელიგიური თვალთახედვით წერს, მაგრამ ორთოდოქსულ ქრისტიანობაზე ბევრად უფრო ფართო თვალთახედვით... ალუზიები მათ პოემებში გვიჩვენებს, რომ ისინი სპარსელი და არაბი პოეტების შემოქმედებასაც კარგად იცნობდნენ...
`თამარიანის~ შექმნის შემდეგ ჩახრუხაძემ თამარის სასახლე დატოვა... ის ირანსა და არაბულ ქვეყნებშიც გამოჩნდა და თავის ლექსებს ირანულსა და არაბულ ენებზე კითხულობდა... ირკვევა, რომ იგი ისე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, როგორც ისინი, ვინც სუფიათა გზას მისდევდა.
`...რას გვარგებს ფილოსოფოსთა ცოდნა~, კითხულობს ავთანდილი, `თუ მის მიხედვით არ ვიმოქმედებთ?~ შოთას სწავლების მიზანი ჩვენი საკუთარი ბუნების სრულყოფა და ზეციურ არსებებამდე ამაღლება იყო... `სიყვარული აგვამაღლებს!~
...აქ იგი საუბრობს მეგობრობაზე, რომელიც იმ სიყვარულის ფორმაა, თვითსრულყოფის გზას რომ წარმოადგენს...~
აქ არ შემიძლია არ დავამატო, რომ იმას, ვინც არაა ნაზიარები თვითრეალიზაციის აღმოსავლურ სკოლებს, სიტყვები `ბრძენი~, `თვითსრულყოფა~ და `ამაღლება~ ყოველთვის უსაგნოდ, აბსტრაქტულად ესმის, მაშინ როცა აღმოსავლეთში (იგივე სუფიზმში) ამ სიტყვებს სრულიად კონკრეტული, პრაქტიკული აზრი აქვს. სუფია, ისევე, როგორც ინდოელი იოგი, ან დაოსელი ბერი, მედიტაციისა თუ სხვადასხვა სახის ფსიქოტექნიკის გამოყენებით სრულიად კონკრეტულად, გნებავთ `ფიზიკურად~ უერთდება თავის თავში მიღმიერ სამყაროს, ღმერთს. იგივეს ამბობს შოთაც:
`არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა~.
შოთას იდეალია ბრძენი, მაგრამ არა უბრალოდ `ჭკვიანის~, არამედ ამ სიტყვის სწორედ აღმოსავლური გაგებით _ ადამიანი, რომელმაც დისციპლინისა და ფსიქოტექნიკის გამოყენებით საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მოცემულობა შეცვალა და სულ სხვა არსებად იქცა _ მიაღწია იმ მდგომარეობას, როცა მატერიალური სამყარო მასზე ვეღარავითარ გავლენას ვეღარ ახდენს, როცა მასზე ფიზიკურად ვერ მოქმედებს სიცხე და სიცივე და როცა მისი გასხივოსნებული ცნობიერებისთვის უმნიშვნელოა ნებისმიერი ადამიანური ბედნიერება თუ უბედურება. ასეთი მდგომარეობა უამრავ აღმოსავლურ წმინდა წიგნშია აღწერილი, მაგალითად ბჰაგავადგიტაში:
`არცა ცოცხლებზე და არცა მკვდრებზე არა სწუხს ბრძენი და ცრემლსაც არ ღვრის~.
`ვინც ბრძენია და სიბრძნით მოქმედი, ვისთვის ერთია ოქრო და მიწა~
`ქვეყნად სიმწარეს და სიტკბოებას ვინც ერთნაირად, გულმტკიცედ ხვდება,
ვისაც ვერცერთი ვეღარას აკლებს, ცად უკვდავების ღირსი ის ხდება.~ და სხვა.
ახლა კი შოთას მოვუსმინოთ:
`ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი, ზედა-ზედი~...
`რუსთაველი ორთოდოქსულ ქრისტიანობასთან არავითარ კავშირს არ ამჟღავნებს~ განაგრძობს კეთრინ ვივიანი, `მის პოემაში არის ორი თუUსამი ციტატა ბიბლიიდან, მაგრამ არავითარი ხსენება ქრისტესი ან ქალწული მარიამის, ან რომელიმე ქრისტიანული რიტუალის... ანონიმურ წყაროზე მითითება (`ესე ამბავი სპარსული...~, ლ.რ.), ისეთ წყაროზე, რომლის ამოცნობაც შეუძლებელი იყო, ზოგჯერ თავის დამცავ საშუალებას წარმოადგენდა და მწერალს პროგრესული თუ არაორთოდოქსული შეხედულებების გამოთქმის საშუალებას აძლევდა. იმ შეხედულებების, რომელთა გამოც მას შეიძლება ეკლესია ან სახელმწიფო დასხმოდა თავს.~
როგორც ხედავთ, აქ კეთრინ ვივიანი ცდილობს დაგვანახოს, რომ რუსთაველი დამოუკიდებელი, თავისუფალი მოაზროვნე იყო და რომ შესაძლოა მას უშუალო კავშირი ქონოდა სუფიებთან.
სუფიზმი მუსულმანურ წიაღში აღმოცენებული არაორთოდოქსული, თავისუფალი შემეცნების მომხრე მიმდინარეობაა. სუფიზმი გამოირჩევა `არსებობის ერთიანობის~ თეორიით, ანუ იმის რწმენით, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, ერთი მთლიანობაა. მათ ასევე ჯერათ, რომ ღმერთი სამყაროს ერთადერთი წყაროა. უფრო მეტიც, მათი რწმენით, `არ არსებობს არაფერი გარდა ღმერთისა~, ანუ ყველაფერი, რაც არსებობს, ღმერთია, რადგან სხვა რამემ, უბრალოდ შეუძლებელია იარსებოს. აქედან გამომდინარე, ღმერთი არ არის სადმე სხვაგან, ცაში ან მიწაში, ის თვით ადამიანშია და მის საპოვნელად ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის სრულყოფა და თავის თავში ჩაღრმავება სჭირდება. ამ იდეებს ბევრი სუფია შეეწირა. ერთ-ერთი სუფია პოეტი, მანსური (ალ-ჰალაჯი), იმისთვის დაწვეს, რომ ხმამაღლა განაცხადა, `მე ვარ ღმერთიო~ და ეს გადატანითი მნიშვნელობით კი არ თქვა, როგორც ეს შეიძლებოდა ყველაზე თამამ ქრისტიანს ან მაჰმადიანს ეთქვა, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ეს ჰინდურ თუ ბუდისტურ რელიგიური ტრადიციებშია მიღებული. ანუ არა `ღმერთთან მიახლების~ მნიშვნელობით, არამედ მასთან სრული შერწყმის, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, `სუბსტანციონალური შეერთების~ მნიშვნელობით (რუსთაველის ენაზე ამას `შერთვა~ ეწოდება). სუფიზმი მუსულმანური და ინდური სამყაროების საზღვარზე გაჩნდა. ზოგჯერ მას `მუსულმანურ ჰინდუიზმსაც~ უწოდებენ.
სუფიზმი იმით გამოირჩევა, რომ მისი გზა მიჯნურობის, ანუ ექსტაზში ღმერთის სიყვარულით თრობის გზაა, თვით ღმერთი კი უპიროვნოა, მაშინ როცა მსოფლიოში არსებული ყველა `სიყვარულის რელიგიის~ ღმერთი პიროვნული ღმერთია. რუსთაველის გზაც ექსტატიური სიყვარულის გზაა, და რუსთაველის ღმერთიც უპიროვნოა (`რომელმან შექმნა სამყარო...~).
სუფიები აღიარებენ, რომ ღმერთი ადამიანშია. რუსთაველიც ასე ხედავს (`მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი~ და სხვა). სუფიათა სწავლებით ღმერთთან აქვე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შეერთება. რუსთაველის რელიგიაც იგივეს აღიარებს.
რუსთაველის მიჯნურიც სხვა არაფერია, თუ არა არაბული `მაჯნუნი~ _ ღმერთის სიყვარულით მთვრალი და `შმაგი~. თუმცა ამას თვითონ შოთაც გვეუბნება _ `მიჯნური შმაგსა გვიქვია არაბულითა ენითაო~. გვეუბნება, მაგრამ ვინ უსმენს... სუფიურ პოეზიაში ღვთაებრივი სიყვარული ყოველთვის ერთი სიმბოლოთი _ მიწიერი სიყვარულით არის გამოხატული, ღმერთისა და მიღმიერი მშვენიერების სიმბოლო აქ ქალი და მისი სილამაზეა... ისევე როგორც ვეფხისტყაოსანში. ნესტანი და თინათინი პოემის შინაგან ეზოთერულ განზომილებაში სწორედ ღვთაებრივი ცნობიერებისა და მშვენიერების სიმბოლოები არიან. პოემის შინაგან, ეზოთერულ შრეში ტარიელი და ავთანდილი სწორედ მიღმიერ ცნობიერებას დაეძებენ საკუთარ თავში და არა უბრალოდ ტარიელის სატრფოს...
კეთრინ ვივიანი წერს: `...ვეფხისტყაოსანი იმ ნაწარმოების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ სპეციფიური, წინასწარ გათვლილი ეფექტი მოახდინოს... ლექსი პროზაზე უფრო ადვილი დასამაზსოვრებელია, უფრო ნაკლებად ექვემდებარება დამახინჯებას... ეს იყო სიყვარულის დოქტრინის დასაცავად და გადასაცემად მარჯვედ, ჯადოქრულად ნაკეთი ჯავშანი.
როგორც ირკვევა, რუსთაველს უშუალო კავშირი არა მხოლოდ სუფიზმთან აქვს, არამედ შორეული ინდოეთის საკრალურ ლიტერატურასთანაც:
`ვეფხისტყაოსანს, წერს ვივიანი, `რაღაც საერთო აქვს უძველეს ჰინდურ რელიგიურ ეპოსთან, `რამაიანასთან~... რომანტიკულ პოეზიაში რუსთაველის პოემას ის უჩვეულო თავისებურება გამოარჩევს, რომ მის გმირ ქალს ერთი გმირი, მისი სატრფო ტარიელი კი არ იხსნის ტყვეობიდან, არამედ სამი გმირი. ოსტატური დახასიათების წყალობით ისინი ადვილად შეგვიძლია გავარჩიოთ ერთმანეთისგან... ტარიელში, მაშინაც კი, როცა ის უკიდურეს მწუხარებაშია, ყველა, ვინც მას ხვდება, უმაღლესიი ნიშნით აღბეჭდილ ტიპს ხედავს, ლამის ღმერთის მსგავსს, მანათობელ არსებას (`შენსა მე ვეძებ ნათელსაო~, პირდაპირ ეუბნება ავთანდილი ტარიელს, ლ.რ.). იგი ვეფხვის ტყავს ატარებს. ჰინდუთა ღმერთი, შივა ვეფხის ტყავით არის შემოსილი.~ (უნდა დავამატო: შივას დაწინწკლული ვეფხის ტყავი კოსმოსის ცნობილი სიმბოლოა. ტარიელი, ისევე როგორც შივა, კოსმოსითაა შემოსილი, ანუ განასახიერებს სამყაროს ცენტრს _ სულს, რომელსაც კოსმოსი, მატერია მოსავს, მთლიანობაში ტარიელი, რომელიც ერთდროულად ღვთაებაც არის და ღვთაების მაძიებელი მოკვდავიც, იმის გამოსახატადაა შექმნილი, რომ ღმერთი ადამიანშია, ნებისმიერ მოკვდავში და არა მის გარეთ. ლ.რ.)
`ტარიელი~, განაგრძობს ვივიანი, `მიუხედავად მისი ღვთაებრივი ბუნებისა, ქვეყნიურ საქმეებში დაბნეულია და მოვლენებთან ადაპტირების უნარი არ შესწევს... მას სიკვდილისგან იხსნის და სატრფოს ძიებაში ეხმარება ავთანდილი, კიდევ ერთი მანათობელი ფიგურა, თუმცა არა იმავე სიბრტყეზე, როგორც ტარიელი. ავთანდილი პრაქტიკულია, კარგად ართმევს თავს ადამიანებთან ურთიერთობას, საქმეებს. მას გონება მართავს და არასოდეს კარგავს თავს, როგორც ეს ტარიელს მოსდის. ორივე, ის და ტარიელი, მარტო მოგზაურობს, არავინ ახლავს, თუ არ ჩავთვლით ტარიელის ერთგულ მსახურს, ასმათს. მესამე გმირიც, ნურადინ ფრიდონიც უფლისწულია. მისი სამეფო პატარაა, და ის სრულიად დაქვემდებარებულია დანარჩენ ორ გმირს. იგი არ არის მარტო: მათს საქმეს ის ჯარით და აღჭურვილობით ეხმარება. ფრიდონი არის ის, ვინც ტარიელს მის ქარის უსწრაფეს ცხენს აჩუქებს.
რამასა და სიტას ამბავშიც რაღაც მსგავსს შეიძლება გავადევნოთ თვალი. სიტას დემონები დაატყვევებენ _ იმავე სახის არსებები, როგორებმაც ნესტან-დარეჯანი მოიტაცეს. რამა მის გადასარჩენად მიდის თავისი ერთგული ძმის, ლაქშმანის თანხლებით... სიტას ხსნის საქმეში მათ მესამე მოკავშირე ეხმარება _ მაიმუნთა მეფე, თავისი კარგად გაწრთვნილი მაიმუნთა ჯარით... მაიმუნთა მეფემ დაინახა, როგორ წარატყვევნეს დემონებმა სიტა და, ამის შესახებ რამას აცნობა. ფრიდონმაც დაინახა მონების ხელში ჩავარდნილი, დატყვევებული ნესტანი და ტარიელს მისი ბედნიერების პირველი გასაღები მისცა. რამა მაიმუნთა ხელმწიფის გვერდიგვერდ იბრძოდა და მას სამეფოს დაბრუნებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მისი მოკავშირეობა მიიღო. ტარიელიც იბრძოდა ფრიდონის მხარდამხარ, ფრიდონის მემკვიდრეობის დასაბრუნებლად, შემდეგ კი მისი დახმარება მიიღო. არ არსებობს არავითარი საბუთი იმისა, რომ რუსთაველი იცნობდა რამას ისტორიას, თუმცა თუU გავითვალისწინებთ, როგორ მიმოდიაოდა მსოფლიოში ლეგენდები და ისტორიები, ამაში დაუჯერებელი არაფერია. შეიძლება მაინც დავსვათ კითხვა _ იქნებ ორივე ნაშრომის ძირითადი სტრუქტურა ბუნებრივ კანონთა ერთნაირი აღქმის შედეგია? ინდივიდის შკალაში გული და გონება მხოლობითი ერთეულია _ როგორც რამა და ტარიელი (გული), ლაქშმანი და ავთანდილი (გონება). სხეული, ანუ ფრიდონისა და მაიმუნთა მეფის ჯარები, ბევრი ნაწილისგან შედგება. სამივე ეს ელემენტი უნდა გაერთიანდეს, რომ სული მისი ბნელი საკნიდან ნათელ ცნობიერებაში გაიყვანოს.~
ასე ესმის კეთრინ ვივიანს ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის ეზოთერული მნიშვნელობა. თუმცა ეს ახსნა ამომწურავი არ არის. ამას შეიძლება დავამატოთ, რომ სიტყვა რამა სანსკრიტზე `შავს~ ნიშნავს. ტარიელის ფერიც შავია და სხვა.
რა ამომწურაობაზეა საუბარი, როცა ვეფხისტყაოსანში არ არსებობს არცერთი სტროფი, მასში ფარული, ეზოთერული ცოდნა რომ არ იყოს კოდირებული. და ეს არც ჩემი ფანტაზიაა, და არც კეთრინ ვივიანის. საქმე ისაა, რომ უძველეს მსოფლიო ლიტერატურას თავისი სიმბოლური, ალეგორიული ენა აქვს, რომელიც მსოფლიოს უამრავი დიდი პოემისთვის საერთოა. ასეთი სიმბოლური მეტყველება აერთიანებს გილგამეშს, რამაიანას, მაჰაბჰარატას, დანტეს `ღვთაებრივ კომედიას~ და სხვა მსოფლიო ნაწარმოებებს... შოთაც, იმისათვის, რომ მისი პოემა ბოლომდე ამოუცნობი არ დარჩეს, ამ საყოველთაო სიმბოლიზმის კანონებს იყენებს. ასე გვაძლევს ის თავის პოემაში უმაღლესი ჭეშმარიტების ცოდნას და აღგვიწერს მისი მიღწევის პრაქტიკულ გზას.
ისევე, როგორც აღმოსავლეთის წმინდა წიგნებში, რამაიანაში, მაჰაბჰარატაში და სხვა, ვეფხისტყაოსანშიც სიუჟეტი ადამიანის მიერ მიღმიერ სამყაროსთან დაკავშირების პრაქტიკული გზის სიმბოლური გამოხატვაა. აქ ყველა დეტალს, ყველა პერსონაჟსა თუ მოვლენას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად 12 მონა, რომელსაც როსტევანი ტარიელს მიუგზავნის, თორმეტი თვის, ანუ მატერიალური დროის სიმბოლოა. ტარიელის მიერ მათი დახოცვა მის შინაგან გზაზე გადადგმულ ნაბიჯს _ მედიტაციაში მატერიელური სამყაროს მიღმა გასვლას განასახიერებს. `ქვაბი~, რომელშიც ტარიელი ცხოვრობს, მედიტაციის, საკუთარ თავში დანთქმის სიმბოლოა, მხეცები, რომლებსაც ტარიელი ხოცავს, ხორციელ ვნებებს, ინსტიქტებს აღნიშნავენ და ა.შ. მთლიანად სიუჟეტი _ გმირების მიერ ნესტანის გამოხსნა ადამიანის მიერ დაკარგული ღვთაებრიობის დაბრუნებას, მიღმიერებასთან შეერთებას ნიშნავს, რადგან დადგენილია, რომ ნესტან-დარეჯანი იშიფრება, როგორც `ის, რაც აქ არ არის~ (სპარს.), ანუ მეტერიალურ სამყაროში არ მოიპოვება.
მაშ ასე _ გული, გონება და სხეული უნდა გამთლიანდეს, სრულ ჰარმონიაში უნდა მოვიდეს, რომ ადამიანი საკუთარ სულში ჩაიძიროს, თავისთავში მარადიული რეალობა იპოვოს და მას შეუერთდეს. ასეთია რამაიანასა და ვეფხისტყაოსნის შინაგანი, საკრალური სიუჟეტების მნიშვნელობა.
ვეფხისტყაოსანში კიდევ ბევრი რამ არის გამაოგნებელი. მაგალითად ის, რომ ნიუტონამდე ბევრად ადრე ის შავით თეთრზე წერს ინერციისა და მიზიდულობის კანონების შესახებ (ერთ-ერთი პლანეტის პირით შოთა ამბობს: `მზე მაბრუნებს, არ გამიშვებს...~)
რუსთაველს იგივე მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის, რა მნიშვნელობაც აქვთ ბუდას, ლაო-ძის, ქრისტეს, კრიშნას... ის იგივე რანგის პოეტია, როგორი რანგისაც იყვნენ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი პოეტი-წმინდანები ვიასა, ქაბირი, ვალმიკი, იბნ ალ არაბი, ჯალალედინ რუმი...
არ ვიცი, რას დავაბრალო, რომ მსოფლიო დღემდე ისე კარგად არ იცნობს შოთას, როგორც თუნდაც ზემოთჩამოთვლილ პოეტებს. პირველ რიგში ალბათ იმას, რომ დღემდე მსოფლიოს არც ერთ ენაზე არ არსებობს ვეფხისტყაოსნის მეცნიერული თარგმანი. საქმე ისაა, რომ ასეთი ტიპის საკრალური ტექსტები მთელს მსოფლიოში სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, რომ არ დაიკარგოს აზრის არცერთი ნიუანსი და უცხო ენაზე მკითხველმა გაიგოს, რა წერია შიგ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ზუსტი თარგმანიც კი არაა ხოლმე საკმარისი და უამრავი განმარტების დართვა ხდება საჭირო. ასეთი პოემის მხატვრული თარგმნა მის ართარგმნას ნიშნავს. რა თქმა უნდა, მხატვრული თარგმანებიც უნდა არსებობდეს, მაგრამ არა მხოლოდ მხატვრული თარგმანები. თუმცა არც დღემდე შესრულებული მხატვრული თარგმანების უმეტესობა უქნია დიდად ღმერთს...
ვეფხისტყაოსნის ყველა თარგმანში აბსოლუტურად დაკარგულია მთელი მისი შინაგანი, საკრალური შინაარსი. ამიტომ, ჩემი აზრით, ქართველები ძირითადად ვეფხისტყაოსნის თარგმნითადა განმარტებით უნდა ვიყოთ დაკავებულები, ისევე როგორც ჩინელები, იაპონელები, ინდოელები, ტიბეტელები და სხვები არიან დაკავებული თავ-თავიანთი საკრალური ლიტერატურის ევროპულ ენებზე თარგმნითა და განმარტებით. ჯერ კიდევ ერთი საკუკუნის წინ ევროპა არც ლაო-ძის იცნობდა რიგიანად, არც ბუდასა და კრიშნას, დღეს კი ევროპასა და ამერიკაში ვერ ნახავთ ვერცერთ წიგნის მაღაზიას, აღმოსავლური საკრალური ლიტერატურის უზარმაზარი განყოფილება რომ არ ჰქონდეს. უკვე ათეული წლებია, რაც დასავლეთში გაჩნდა აღმოსავლურ სიბრძნეს დაწაფებული ხალხის უზარმაზარი მასა. დასავლეთის ნებისმიერ ქალაქსა თუ დაბაში არსებობს სხვადასხვა აღმოსავლური თვითსრულყოფის გზის შემსწავლელი ცენტრები... დასავლეთი რუსთაველსაც მიიღებს, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა მიაწოდოს, უთარგმნოს მაინც? ოღონდ უნდა მიაწოდოს, როგორც მარადიული სიბრძნის ერთ-ერთი გაბრწყინება და არა როგორც `მეთორმეტე საუკუნის გენიალური ქართველი პოეტი~. თანამედროვე ადამიანს შუა საუკუნეების ქართული პოეზია არ აინტერესებს.
გვინდა თუ არა, ოდესმე მაინც უნდა გავაცნოთ რუსთაველის მარადიული სიბრძნე მსოფლიოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ყველაზე მომგებიანი საქმეა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც კი ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. საქმე ისაა, რომ დასავლეთს ჩვენში თავისთავის დანახვა კი არ სურს (რის ჩვენებასაც ჩვენ ასე გამწარებულები ვცდილობთ), არამედ რაღაც ახალი, მისგან განსხვავებული სამყაროსი. დასავლეთს დიდი ხანია მობეზრდა საკუთარი თავისი რაციონალიზმი, პრაქტიციზმი, ათეიზმი... ის სულიერად დაიშრიტა და ახალ საზრდოს ეძებს. ამიტომ მიაწყდა ასე მასიურად აღმოსავლურ სწავლებებს. ამიტომ დაეხეტება მილიონობით ევროპელი და ამერიკელი ინდოეთში, ტიბეტსა თუ ნეპალში. იქ მათ იმ სულთან უშუალო შეხება სურთ, რომელსაც წიგნებში ეზიარენ. ევროპელს იმიტომ უნდა ჩინეთში თუ ტიბეტში მოგზაურობა, რომ მის აღქმაში ეს ბუდას ქვეყნებია და არა უბრალოდ იმიტომ, რომ იქ ძალიან ძველი შენობები დგას.
საქართველომაც, თუ მას მართლა სურს ტურიზმის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა, ჯერ თავისი კულტურა უნდა გაიტანოს მსოფლიოში. ჩვენ თავი უნდა დავიმკვიდროთ, როგორც `რუსთაველის ქვეყანამ~. მსოფლიოს არა მხოლოდ უნდა წაართვა და გამოგლიჯო, არამედ რაღაც უნდა მისცე კიდეც, რაღაც უნდა შესძინო, რადგან ურთიერთობა ყოველთვის ორმხრივია და უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია. ჩვენ კი ჯერჯერობით ესა გვაქვს, რაც გვაქვს და რისი მიცემაც შეგვიძლია _ ვეფხისტყაოსანია ის, რამაც მსოფლიო ყველაზე მეტად შეიძლება დააინტერესოს საქართველოში.
ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას გრძელვადიანი და მრავალმხრივი სახელმწიფო (ან რაიმე სხვა სახის) პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ვეფხისტყაოსნის მსოფლიოს ენებზე მეცნიერულად და მხატვრულად თარგმნას, ასევე მისი განმმმარტავი ლიტერატურის შექმნასა და თარგმნას, სხვადასხვა ენებზე ადაპტირებული (საბავშვო, საყმაწვილო და სხვ.) ვეფხისტყაოსნის გამოცემას, კონფერენციებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სხვადასხვა ქალაქებში, პუბლიკაციებს შოთას შესახებ, დოკუმენტურ და სატელევიზიო ფილმებს სხვადასხვა ქვეყნების ტელეარხებზე და სხვა.
ჩვენ, ქართველებს რუსთაველი გაფეტიშებული გვყავს. ჩვენთვის ის `სიწმინდეა~, კერპი, და ჩვენც მას ისე ვექცევით, როგორიც ნამდვილი კერპთაყვანისმცემლები თავიანთ კერპებს _ ისტერიკა გვემართება, თუ ვინმე მას შეეხო. ვეფხისტყაოსანი ჩვენთვის მკვდარია, ის თაროზე უნდა იდოს, ის სკოლაში უნდა დაიზეპირო და დაივიწყო. სინამდვილეში კი ის ცოცხალია და სუნთქავს, ეს ჩვენ ვართ მკვდრები. ჩვენ რომ ცოცხლები ვიყოთ, ფილმებსაც გადავიღებდით ვეფხისტყაოსანზე, მულტფილმებსაც და კომიქსებსაც გავაკეთებდით... და დღემდე მსოფლიოშიც ათასჯერ გავიტანდით _ მოკლედ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებდით, რადგან სწორედ ესაა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მოვალეობა... ლაო-ძის ან რუსთაველის დონის პიროვნების ყოლა ნებისმიერი ერისთვის პასუხისმგებლობაა. რუსთაველმა მოგვცა ჩვენ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ჩვენ კი რას ვაკეთებთ მისთვის? _ მხოლოდ იმას, რომ უტვინო სწავლებით ბავშვებს ვაძულებთ, თაროებზე გვიწყვია და არც ჩვენ გვესმის და ვერც სხვას ვაგებინებთ. საქართველო ვალშია რუსთაველთან და ამ ვალს გადახდა უნდა. სწორედ თავისი მოვალეობის შესრულებაა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ნამდვილი ცხოვრება და არა მისგან გაქცევა.
გასაკვირია, თუ მილიონობით ჩინელი ცხოვრობს და სულდგმულობს ბუდათი და ლაო-ძით, მილიონობით ინდოელი კი რამათი და კრიშნათი, ჩვენ რითი ვართ მათზე უკეთესები _ ევროპელები გავხდით? სასაცილოა, ევროპელმა თვითონ არ იცის, სად დაემალოს თავისთავს _ საკუთარ სიცარიელეს და ეგზისტენციალურ კრიზისს, ჩვენ კი ევროპელები გავხდით... საერთოდ ვინ ვართ?
მეც მინდა ახლა დავიწყო კითხვა. რა ცი რა დამიტოვა წინაპარმა.. იქნებ აღარ მჭირდება გადმთიელების, იაპონელების დაათასი ლიტერტურის დევნა.. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ ადგილი უკავია ამ წიგს მსოფლიო ცნობიერებაში. კარგი იქნებოდა უფრო გეაქტიურად. ბევრია სალაპარაკო
გირჩევთ ლევან გველესიანის ვეფხისტყაოსნის განხილვა წაიკითხოთ
ვეფხისტყაოსანი...ქართული ბიბლია, ქართული ბჰაგავატ-გიტაა, თუ მოვიცალე, რამოდენიმე განხილვას გავაკეთებ
ვეფხისტყაოსანი სულიერებაა... აზრით, გაგებით, რეინკარნაციით...
ქართულ სულიერ სამყაროს ორი ტიტანი ჰყავს ვაჟა და რუსთაველი.... ქართულ სულიერ ლიტარატურას კი ორი განძი "გველის მჭამელი" და "ვეფხისტყაოსანი"
visama vritti pranayama
მოიცალე გეთაყვა, გელი
visama vritti pranayama
ზუსტ, მოკლე და ბევრისმომცველ პოსტებს წერ
td.........
დიდი მადლობა
visama vritti pranayama
მცირედ ჩემებურ განხილვას შემოგთავაზებთ
დავიწყოთ სათაურით - "ვეფხისტყაოსანი" ვეფხვი - სურვილებია... ვეფხისტყაოსანი კი პიროვნება ვინც "სურვილს ტყავი გააძრო" ანუ ის ვინც მატერიალურ სამყაროზე ზემოთ ავიდა.
ტარიელი - რომელმაც დაძლია სურვილების და დაბრკოლებების კორიანტელი... რომელმაც მიიღო წყალობა - ნესტან-დარეჯანი ანუ სიყვარული.
(შოთა რუსთაველის და თვით ნაწორმების "პრობლემაზე" სხვა დროს ვისაუბრებ. პს. ნაწარმოებს პრობელმა არ ჰქონია...დაბრკოლება კი რელიგიას შეექმნა - შედეგად "ვეფხისტყაოსანი" არაერთხელ დამწვარა ცეხლზე და ავტორი უგზოუკვლოდ განდევნილი)
ახლა კი მცირედი მონაკვეთი
ნახე, თუ ოქრო რასა იქმს კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღეიდ სიკვდილმდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა
შესდის და გასდის, აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა
კვლა აქა სულსა დაუბამს დაუშლის აღმაფრენასა.
1. ტაეპი. მატერიალური სურვილი - ოქრო.
2. ტაეპი. მატერიალური სურვილი, რომელიც არადოეს მოგცემს ლხენას.
3. ტაეპი. ადამიანი სიკვიდალმდე დაკავებულია ამ მატერიალური სურვილებით.
4. ტაეპი. ერთს აისრულებს - მეორე უნდა...თუ ვერ აისრულა...ემდურის კაცობრიობას, დროებას, ღმერთსაც სავარაუდოდ (ეტლთა რბენასა)
5. ტაეპი. "კვლა აქა სულსა დაუბამს" - მანამ სანამ არსებობს ეს მატერიალური სურვილი ადამიანში... კვლავ აქ იქნება სული დაბმლული!!! ანუ კვლავ დაიბადები!!! ეს კი რეინკარნაციაა "დაუშლის აღმაფრენასა" - ამის განმარტება ზედმეტად მიმაჩნია
დღეს დავიწყე კითხვა საბავშო წიგნის პროლოგმაც კი გამაკვირვა, აქამდე სად ვიყავითქო.. მიხარია რომ თემაც გავხსენი და პარაელურად გავარჩევთ
visama vritti pranayama
უბრალოდ, გკითხულობთ
LAIRA
ავნერვიულდი
visama vritti pranayama
LAIRA
ვარდის ფურცლობის ნიშანი.. დღეს ხვალაა და გელი
LAIRA
"იტყვის :"ჰე მზეო,ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა ერთისა,მის უჟამოსა ჟამისად,
ვინ გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
და ბედსა ნუ მიცვლი,მიაჯე,შეყრამდის ჩემად და მისად".
ამ სტროფის მეორე პწკარი შეიძლება წაკითხულ იქნას როგორც:
"ერთ არსებისა ერთ-სამ ის უჟამოსა ჟამისად"
სიმრთლე გითხარათ...სამი საიდან განჩნდა ჩემთვის გაუგებარია...სიამოვნებით წავიკითხვ თქვენს განმარტებას ამის შესახებ.
"მე სოფელმან მომაშორვა ,უკეთესსა ჩემსა მზესა"
ანუ
"ჩემ სამ ზესა
შთაბეჭდილება რჩება...სიტყვით თამაშია...ჩემის აზრით კი აქ შემდეგი აზრია (მე ამ სოფელმა...სურვილება...მომაშორა უფრო დიდ რამეს უკეთესს ვიდრე ეს სოფელია ანუ ჩემს მზეს...ანუ ნათელს)
სტრ 377 :
"სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია"
ანუ
"..საგ მირონი"
შეიძლება გაგებულ იქნას როგორც მირონის გასაგი საქმე.
გადამეტებულად მეჩვენება ესეც...1) მირონი, მხოლოდ ქრისტიანებითვის არაა. 2) საყვარელი ამ შეთხვევაში ითველბა მიზანი...მიზანი კი ღმერთია...ანუ უჩვენე უფალს საქმენი საგმირონი,რომ დაამარცხე გრძნობები, რომელბიც გიშლიან შენ სულიერ ზრდაში
სტრ. 324 :
"ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა."
აქ ნაჩვენებია , რომ ფარსადანმა იზეიმა ხარება დღე
აბსურდად მეჩვენება.
სტრ.821 :
"სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი ? "
სვეტი ნათელი საყოველთაოდ ცნობილია
ნათელი და სვეტი...სხვა რელიგებს და ურელიგიო ადამიანებსაც ააქვთ.
visama vritti pranayama
ცოტას კიდევ გადავწერ
რაც მე ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია გაგიზიარებთ )))
ახლა გამახსენდა მარგალიტებზე
ვწყვეტ წერას.
visama vritti pranayama
მარტივად და გასაგებად წერთ და ისეთი გრძნობა რჩება, ჰოო! აქამდე როგორ ვერ ვხედავდი! ) გააგრძელეთ! )
მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი სკოლაში ვეფხისტყაოსნის იმ ფორმით სწავლებისა, როგორც ჩვენთან ხდებოდა.. ბავშვებს არაფერი რჩებოდათ თავში გარდა უსიამოვნო მოგონებებისა. ნუ უმეტესობას
ძალიან დიდი დრო გავიდა იმის მერე, რაც სკოლა დავამთავრე და შოთას მივუბრუნდი
LAIRA
"მარგალიტებს" რაც შეეხება, ყველა ნაწარმოებში შეიძლება მათი პოვნა, თუ მაგ კუთხით მივუდგებით, მითუმეტეს ისეთ მასშტაბურში, როგორიც ვეფხისტყაოსანია, თან ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, რატომ უნდა გადაემა და დაეშიფრა ქრისტიანული შეხედულებები?!
მეორე მხვრივ, ვეთანხმები td.... ს, visama vritti pranayma-ს მიერ შემოთავაზებული განმარტებები, იმდენად გასაგები და მისაღებია, მართლა თითქოს იმას გაძლევს რასაც ეძებდი როცა გინდოდა გაგეგო ვეფხისტყაოსნის გენიალურობა, მე პირადად ვერ მივაგენი, ვიცი. რადგან როცა მთელი ბავშვობა გიმეორებენ რაღაცის გენიალობას და ზედაპირზე ვერაფერს ისეთს განსაკუთრებულს ვერ ხედავ, აღარ ენდობი (ისე ეს ჩემს, თაობას უფრო ეხება). ახლა კი, მართლა ძალიან მომინდა გადავიკითხო, და ველოდები ახალ განმარტებებს
LAIRA
მე ვეფხიტყაოსანს ისე კარგად არ ვიცნობ, რომ თავს უფლება მივცე ვიკამათო. ჩემს პოსტს კი, არაფერი არ ქონდა მართმადიდებლობის და მითუმეტეს, პირადად შენი საწინააღმდეგო , ჩემო კარგო. უბრალოდ მართლა არ მესმის, რაში უნდა დაჭირვებოდა მართმადიდებელ შოთა რუსთაველს მართმადიდებლურ ქვეყანაში, ასე მწარედ შეენიღბა და დაემალა მართმადიდებლური შეხედულებები, ამისათვის ვინ უსაყვედურებდა?! - ეს არის მხოლოდ.
LAIRA
kate
td.........
კეთილო ხალხნო
სულიერება - ყველა რელიგიას მოერგება...
რელიგია კი - სულიერების მხოლოდ გამოვლინებაა.
"ვეფხისტყაოსანი" იმდენად წმინდაა, სათუთი და ყოვლისმოცველი, რომ ნებისმიერ რელიგიას მოერგება და მიუდგება. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ადამიანი არის მართმადიდებალი, ის ჭეშმარიტებას დაინახავს მართმადიდებლური გადმოსახედიდან...როდესაც ადამიანი არის ბუდისტი, ის ჭეშმარიტებას დაინახავს ბუდისტური გადმოსახედიდან
რამოდენიმე ადამიანი სპილოს სხვადასხვა ადგილზე მოჰკიდებენ ხელს, ერთი ფეხში, ერთი ხელში, ერთიც ხორთუმში და შემდეგ დაობენ თუ რომელმა მათგან წაავლო ხელი ნადვილ ჭეშმარიტებას...სინამდვილეში მათ ხომ ერთ სპილოს ჩაავლეს ხელი?
ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი, როგორიც არის, რა კუთხითაც მიუდგება, ისე ხედავს სპილოს, ჭეშმარიტებას და ეს დასაგმობი სულაც არ არის...
მე ერთი ადამიანი ვარ რელიგიისგან თავისუფალი და "სპილოს", "ვეფხისტყაოსანს", "ჭეშმარიტებას" ჩემებური თვალით შევხედე... და ამოვიკითხე შემდეგი "მე არ ვეძებ რელიგიას, მე ღმერთს ვეძებ"
LAIRA
კეთილო ლიარა მე არ ვებრძვი არც ერთ რელიგიას...რაღათქმა უნდა არც ქრისტიანობას
მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთვი თქვენს მოტანილ განმარტებეზე და ჩემი აზრიც თქვენს მიერ დადებულ მაგალითებზე, თუ არ გეთანხმებით ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ან თქვენ, ან რომელიმე რელიგიას ვებრძვი...თუ ჩემს დასკვნებს აკლდა სინაზე ვარდისა...ნუ მიწყენთ
ნუ შეგაშინებთ არ გავნებთ
მთიდან ყვირილი ხარისა
visama vritti pranayama
არ მიხსენებია ბრძოლა არსად და არც მიფიქრია.ეგ რომ მეფიქრა ამ თემაში ერთ სიტყავსაც კი არ დავწერდი,რადგან მიმაჩნია რომ რასაც დაცვა არ ჭირდბა იქ დამცველები ზედმეტია.
visama vritti pranayama
LAIRA
ძალიან მოხარული ვარ თქვენი განმარტებიდან, მოგისმინეთ, წავიკითხე და ახალიც გავიგე. მიხარია თუ არ მიწყინეთ. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს შემდგომ განმარტებეს...
ჰომ...მართლა არ დაგავიწყდეთ... ის რაც უბრალო და ბუნებრივია...
საცა სიმართლე ღაღადებს,
იქვეა აზრთა ცდომაცა.
თქვენის ნებართვით გავაგრძელებ... კიდე ერთს მცირედ მონაკვეთს, რომელზედაც ფიქრზე ძალზედ დიდი დრო გავლიე. და მცირედ პარარელს მოგვიანებით გადავატყდი. თვითონ სტროფი...რაღაც მასში დაფარულის გარეშე...დიადია და ერთ-ერთი საუკეთესო...მაგალითი, მათთვის ვინც რომელ გზაზეა.
კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმერთის ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორედ გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი.
I ტაეპი. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრალი!
1) როგორც ზემოთ ვახსენე, აქ ეზოთერული თვასაზრისის გარეშეც დიადი აზრია...კაცო ფიზიკურ ძალას ნუ იქქადიო. 2) კაცო...ნუ იქქადი შენს შინაგან ძალებს, რომელიც სულიერაბასთანაა დაკავშირებული... (სულიერი პიროვნებების...ზებუნებრივი შესაძლებლებებზე ყველამ კარგად ვიცით)
II ტაეპი. არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმერთის ძალი!
1) ფიზიკურ.მატერიალური თვალსაზრისით, ეს ტაეპი ჩემს განხილვას არ საჭიროებს. 2) შინაგანი ძალები...თუ საკუთარ ინტერესებს მოახმარე, არ ივარგებს...შინაგანი ძალები, რომელიც ღმერთის წყალობაა და მასვე უნდა დაუკავშირო.
III ტაეპი. დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი
1) უდიდესი შედარება!... აზრით - დიდი ძალების დაკარვა...მცირედი "სურვილით" ან "ნაპერწკალით" ხდება...2) და ამავე აზრის ამოტრიალებული ვარიანტი! სწავლება - დიდი "ვნებების", "სურვილების" (ანუ ხე) დაძლევა... მცირედით იწყება...
IV ტაეპი. ღმერთი გფარავს, სწორედ გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი
ყველაზე "საპრობლემო" ეს ადგილი იყო...
მე...უბრალო მოკვდავს...გზაზე დამხვდა...ყაჩაღი. მე არ ველოდები ღმერთის დახმარებას და ვიცავ თავს...ვიქნევ ხელს - ფეხს.
წინ წასულს...რომლსაც თავისი ინტერესები არ გააჩნია, რომელიც თავისთვის ხელ-ფეხს აღარ იქნევს... მასში უკვე ღმერთის ძალა იჩენს თავს...და თვითოვე წყვეტს "შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი"
მცირედ პარალერს კი აქვე შემოგთავაზებთ... "შივა და თავის მეოღლე დასავენებლად იყვნენ...უცვად შივამ მეოღლეს უთხრა: უნდა დაგტოვო, რათა ჩემი მაძიებელი საფრთხეშია და ვიხსნაო... და შივაც გაემართა დასახმარებლად... უკავე კი მალე მობრუნდა...მეოღემ ჰკითხა: შივა ასე მალე რად მობრუნდიო? შივამ უპასუხა... მაძიებელმა თვითონ დაიწყო ხელისა და ხმლის ქნევაო
სანამ" შენი-ჩემი" არსებობს..ხელ-ფეხი დასაცავად უნდა იქნიო...
როცა " შენი-ჩემი" ქრება...ის მოქმედებს შენში და სწორედ გაჰკვეთს "შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი"
visama vritti pranayama
ამ თემის მერე გამიჩნდა ინტერესი მეც გადამეხედა ვეხსიტყაოსნისთვის. ადრე წავიკითხე თავი რომელიც ასტროლოგიას ეხებოდა, მაგრამ დეტალებამდე არ ჩავყევი, ახლა უკეთ მივხვდი რაღაც რაღაცეებს
ამ თავში კარგადაა გადმოცემული პლანეტათა ენერგეტიკა და მათი გავლენა ადამიანებზე. უბრალოდ 2 სიტყვით დავწერ ამაზე და პარალელებს თქვენთვითონ ძალიან მარტივად გაავლებთ:
მო,ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: "ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა
პლანეტა ზუალი იგივე სატურნია, რომელიც წინაღობას ქმნის და სჯის ადამიანს.
ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?
მუშთარი კი იუპიტერია, რომელიც წარმატების, სამართლიანობის პლანეტაა.
მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული არღარას ლხენით-ა.
მარიხი-მარსი, ყველაზე აგრესიული პლანეტა. პირდაპირ კავშირშია ადამიანის სხეულზე ჭრილობასთან.
მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა
ასპიროზი ვენერაა, ყველაზე დადებითი ენერგეტიკის პლანეტა, იარების მოშუშებას ავთანდილი ვენერას სთხოვს.
ვენერა სილამაზის პლანეტაა - ''შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა''
ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.
ოტარიდი-მერკური. აქ აღწერილი ისიცაა რომ მერკური ყველაზე ახლოსაა მზესთან, და მის გარშემო ბრუნავს. ჰელიცენტრული მზის სისტემაა ნაგულისხმევი.
ენერგეტიკულად მერკური, კომუნიკაციის პლანეტაა, მართავს ცნობიერის ქვედა ნაწილს. ავთანდილი თავისი ტკივილის ფურცელზე გადმოტანას სწორედ მერკურის სხოვს
ვხვდები ბევრად დიდი შინაარსი დევს ამ და სხვა სტროფებში რომელსაც ჯერ ვერ ვხვდები...
Qocho
გურამ ფანჯიკიძეს აქვს ვრცელი წერილი რუსთაველის ასტრონომიულ ცოდნაზე, წაკითხული მაქვს ადრე.
kate
რეალურად არანაირი განსაკუთრებული მხატვრულ ღირებულება ვეფხისტყაოსანს არა აქვს. უბრალოდ, ძალიან დიდია!
ვეფხისტყაოსანი - მართლმადიდებლობასთან ერთად ქართველებისთვის მოჩვენებით ღირებულებებს წარმოადგენს. ჩვენ დიად ეპოქაში ვცხოვრობთ.(ყალბი ფასეულობების ნგრევის ეპოქაში.)ახლა ნგრევის დროა! დაანგრიეთ სტერეოტიპები, გათავისუფლდით მათგან!
Qocho
ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბეთ!!!
earth
დიდი მადლობა
visama vritti pranayama
ხშირად პოსტე ხოლმე რა .. რა მოგივა.... )))
ხო ...არამარტო ამ თემაში რა !
ვეთანხმები Existence -ს
Existence
earth
დიდი მადლობა
განვიხილოთ ერთი მონაკვეთიც...მასში რამოდენიმე აზრია გაბნეული და ყველას შემოგთავაზებთ შეძლებისდაგვარად.
ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა.
I ტაეპი. ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
1)(სოფელი - ილუზია - სურვილი) ვინც თავის თავის შემეცნების გზას ცოტათი მაინც დაადგება მას წინ ეღობება "დაბრკოლება" სახელად ილუზია. შედეგად ილუზიის და სურვილის ზნეს შეუძლია ადამიანის ზრდა შეაფერხოს. 2) რას გვაბრუნებ - როგორც ილუზიას - ისევე სურვილს შეუძლია ადამიანის უკან მობრუნება - კარმა.
II ტაეპი. ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
ეს კანონი ყველასთვის ერთიაო.
III ტაეპი. სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა!
აქ თავისუფლად მოვა აზრი ბედის შესახებ, კარმის შესახებ. "სოფელი", რომელიც (სად წაიყვან სადაურსა) დღეს აქ გავიშვებს ხვალ იქ.
IV ტაეპი. მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა
თავის ულამაზესი ადგილი...აქ კი გამიჯვნა ხდება ღმერთისა და სოფლისა. ღმერთი არ სჯის ადამიანს - ეს "სოფლის" კარმის კანონი მოქმედებს ადამიანზე. კი არ გწირავენ - გასწავლიან. (აქ დამატება მინდოდა, აზრისა, თუმცა შეიძლება არაობიექტურობა გამომივიდეს და ამჯერზე თავს შევიკავებ)
გაგრძელებას ველით
ავთანდილის ლოცვას ვკითხულობდი გშნ, ყველაფერია აქ..
809
ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო,
ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!
ლოცვაში ეგოისტური მიწიერი სურვილების დათმობას სთხოვს ის უფალს და უწოდებს გულის თქმატა მცოდნეს.. სურვილებზე უარის თქმა.
რატომღაც მეც ვეფხისტყაოსნის კითხვა დავიწყე ისევ
Anima Gemella
მფლობელი მცოდნეცაა
Anima Gemella
ეგ სადავოა
ჭეშმარიტი ცოდნა რა არის? არა ის რაც გონებით იცი, არამედ ის რასაც ფლობ ^^ ხო და მოკლედ ვკითხულობ მე ამ წიგნს თავიდან,
ნეტა შოთა რუსთაველი რა ცნობიერების იყო..
"რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა" ამაზე რას იტყვით?
"შიში შეიქმს სიყვარულსა" ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი
კიდევ არის მოსაზრებები?
მოვიყვანთ რუსთაველის ერთ სტროფს, რომელიც რელიგიური და მითოლოგიური ტექსტების მსგავსად სულიერი შინაარსის მატარებელია და ვერ იქნება გაგებული თუ ჩვენ არ ჩავრთავთ შემეცნების პროცესში სულისმეცნიერებას. აქ რასაც ვიტყვით მაგის გასაგებად საჭიროა ვთქვათ, რომ ადამიანი როდესაც იძინებს მისი ასტრალური სხეული და ''მე'' ტოვებს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს და გადადის სულიერ სამყაროში...
რუდოლფ შტაინერი წერს შემდეგს:
"ჩვეულებრივ, ფიზიკური და ეთერული სხეულებისაგან თავისუფალი ადამიანი დაძინებიდან გამოღვიძებამდე ცხოვრობს წყვდიადში, რადგანაც სულიერი სამყარო, რომელიც მას ამ დროს გარემოიცავს, მისი მზერისაგან დაფარულია. ეს წყვდიადი თანდათან ღრმავდება, აღწევს გარკვეულ ზღვარს და გათენებისკენ ასევე თანდათან ინქვრევა; ამ დროს ადამიანიც იღვიძებს. გარკვეულ მომენტში ის, ასე ვთქვათ, თავის უკიდურეს, ერთგვარ უმაღლეს საფეხურს აღწევს. სულიერი წყვდიადის ეს უმაღლესი საფეხური შეიძლება შევადაროთ იმას, რასაც მიწიერ სამყაროში შუაღამეს უწოდებენ. როგორც ფიზიკური სიბნელე, სავსებით ბუნებრივად, თავის უკიდურეს ზღვარს შუაღამისას აღწევს, შემდეგ კი ნელ-ნელა კლებულობს, ასევე სულიერ წყვდიადსაც გააჩნია თავისი უმაღლესი საფეხური - შუაღამე. ნათელხილვის გარკვეულ საფეხურზე, სწორედ იმ დროს, როდესაც დანარჩენი ადამიანებისათვის წყვდიადი ღრმავდება, მოსწავლეები სტიქიის სულებს ხედავენ; იგივე ხდება წყვდიადის განქრობის დროსაც. როდესაც ადამიანი ნათელხილვის ყველაზე დაბალ საფეხურს იუფლებს, ჯერ სტიქიათა ღმერთებს აღიქვამს; შემდეგ, როდესაც მას სურს განიცადოს უმაღლესი სულიერი მომენტი - “შუაღამე”, იგი ჯერ ისევ წყვდიადშია და მხოლოდ რაღაც დროის შემდეგ ჩნდება სინათლე. მაგრამ თუ იგი აღწევს ნათელხილვის გარკვეულ საფეხურს, ეს შუაღამე უფრო და უფრო მეტად ნათდება, მეტი სინათლე შემოდის მასში და მაშინ, სწორედ შუაღამის ჟამს, ადამიანი აღწევს უმაღლეს წერტილს (ეს ის დროა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში ყველაზე მკვეთრად მიჯნავს ადამიანს ღვთაებრივ-სულიერი სამყაროსაგან, ყველაზე ღრმად ძირავს ილუზიაში - მაიაში), ამ დროს ადამიანი ღვთაებრივ-სულიერ არსებებს აღიქვამს, ... სტიქიათა არსებების მიღმა ხედავს მაღალ სულიერ სამყაროს, სულიერ მზეს, მსგავსად იმისა, როგორც ფიზიკური თვალი აღიქვამს ფიზიკურ მზეს; ადამიანი მიისწრაფვის სულიერი მზისკენ, ესე იგი, უმაღლეს ღვთაებრივ-სულიერი არსებებისკენ. ნათელმხილველი ამ არსებებამდე აღწევს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანებისათვის სულიერი სამყარო უშორეს სიღრმეებშია დანთქმული. ... ეს არსებები კი ისეთივე მიმართებაში არიან სტიქიის ღმერთებთან, როგორც მზე - ფიზიკურ დედამიწასთან. ადამიანი მზის უმაღლეს შემოქმედ ღმერთებს აღიქვამს. ტექნიკურად ამას შუაღამის მზის ხილვის მომენტი ჰქვია.“
‘’ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.’’
აქ ჩვენ ვხედავთ თუ როგორ შეიძლება ნათელი მოეფინოს ისეთი შინაარსის სიტყვებს, რომლებიც სხვაგვარად გაუგებარი დარჩებოდა და უბრალო მეტაფორა გვეგონებოდა. ჩვენ შტაინერთან ვკითულობთ, რომ ხელდასხმული ნათელხილვის დაბალ საფეხურზე სტიქიათა მიღმა მდგარ სულიერ არსებებს ხედავს, ხოლო შემდეგ მაღლდება "შუაღამის მზის" - ანუ მზის უმაღლესი სულიერი არსებების ხილვამდე. რუსთაველიც ღმერთს სთხოვს, რომ ჯერ სოფლის შრომისგან დაიხსნას, ანუ ფიზიკური სამყაროსგან, შემდეგ ჯერ ოთხ სტიქიას - ცეცხლს, წყალს, მიწასა და ჰაერს ასახელებს, როგორც სულიერ სამყაროში არსებულ დაბალ საწყისებს, შემდეგ ნათელხილვით სტიქიებზე ამაღლებას ხატოვნად იმით გადმოსცემს, რომ ასაფრენად ფრთებს შესთხოვს ღმერთს და ამ ყველაფერს აგვირგვინებს მიწიერი თვალსაზრისით სრულიად გაუგებარი სიტყვებით: ''დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა". დღისით გასაგებია, მაგრამ ღამით მზის ხილვა ფიზიკური აღქმისთვის შეუძლებელია. ვფიქრობ ეჭვს არ იწვევს, რომ რუსთაველიც ხელდასხმულის იმ გამოცდილებას აღწერს, რასაც რუდოლფ შტაინერი შუაღამის მზის ხილვის მისტერიას უწოდებს (მზე ანგელოზთა მეორე იერარქიის არსებების სამყოფელია, რომელთაც ეწოდებათ უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი - ამ არსებების ერთობლიობა ქმნის სულიერ მზეს).
ვფიქრობ, აქ რაცაა მოყვანილი ძალიან ბევრ რამეს ცხადყოფს. პირველ რიგში იმას, რომ ერთდროულად ადასტურებს როგორც რუდოლფ შტაინერის ისე შოთა რუსთაველის მაღალი საფეხურის ნათელხილვის უნარს, რადგან ორი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი სულიერი სამყაროს აღქმის იდენტურ გამოცდილებას აღწერს. მეორეს მხრივ კი იმას ცხადყოფს, რომ რუსთაველის ვეფხისტყაოსანში ძალიან დიდი სულიერი შინაარსი დევს, რომელსაც ჩვენ ვერ ამოვიკითხავთ, თუ არ გვექნება ღრმა ეზოთერული ცოდნა.
ზვიად გამსახურდიას კვლევები ვეფხისტყაოსნის ეზოთერული შინაარსის შესახებ ვფიქრობ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია
https://www.youtube.com/watch?v=hZlR8vJSUjc
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)