აქ დაწერეთ ახლა რა წიგნს კითხულობთ და რითი არის ის საინტერესო?
მე ისე გამომივიდა, რომ ახლა ბევრ წიგნს ვკითხულობ ერთდროულად:
- Ричард и Лесли Бах. “Единственная”- მაგარია
- Грантли Дик-Рид. “Роды без страха” - ძალიან მომწონს!!!!
- Дзэнкэй Сибаяма “Цветок Безмолвствует” -ძალიან მაგარი წიგნიააააააა
- Энтони де Мелло “Свобода и Любовь” & “ Одна минута глупости” - არაჩვეულებრივიაააა
- Анхель де Куатьэ “Маленькая принцесса ” - კარგია!
Мигель Руис - Четыре Соглашения. Книга Толтекской Мудрости
ძალიან კარგი წიგნია.
Экхарт Толле - О чем говорит тишина
Экхарт Толле - Сила Момента Сейчас
Тадеуш Голас Руководство к просветлению для ленивых
ძალიან მაგარია...
Луиза Хей - Как исцелить свою жизнь
Мантэк Чиа - Внутренняя Улыбка
ОШО - Тантра высшее понимание
ვაუუ რამდენ წიგნს კითხულობ!:l_book:
გასაკვირი არაა, რომ ფორუმისთვის ვერ იცლი
მე ვკითხულობ "სხეულიდან გადმოვარდნა სამშაბათ დილით"; ზუსტად მაგას ვხატავ და... გამოგიგზავნით მერე... სამშაბათ დილით
მე ახლა კუაწიეს მე7ე წიგნს ვამთავრებ და ვაპირებ ანასტასიას წიგნები გადავიკითხო (ეგ უკვე ტრადიციად მექცა - კაჟდაი ვისნოი ყველა ტომის გადაკითხვა), დიდი ენერგიით ვივსები ხოლმე და ცხოვრების ხალისი მიბრუნდება...
საღოლ თქვენ ამდენ წიგნის ერთდროულად კითხვას ვერ მოვახერხებ ნაღდათ, აზრები ამერევა
ეხლა ანასტასიას პირველ წიგნს ვკითხულობ
ეხლა ვკითხულობ С.Н. Лазарев-ის Человек Будушего - Первый шаг в будушее-ს ძლივს ვიშოვე, აგრეთვე ვკითხულობ დოსტოევსკის "იდიოტს" და პახოდუ უდნა დავიწყო რიჩარდ ბახის "ничего не случаинно"
მაგრა მყოველდღე ცოტ-ცოტას ვკითხულობ, დრო არ მყოფნის
მონროს წაკითხვა მინდა. ხომ არ იცით ინტერნეტზე სად დევს ?მადლობტ
koob.ru -ზე ალბათ იქნება, მანდ ყველა წიგნებია ესეთ თემებზე
ვკითხულობ ეკერმანის "საუბრებს გოეთესთან" (მოსაწყენია, არ გაეკაროთ )
ფამუკის "თეთრ ციხესიმაგრეს"
კამიუს "კალიგულას"
და შიგადაშიგ თანამედროვე დრამატურგიას
და რა მეშველება? ? ?
ვაჰ, მე აშკარად სულ სხვაგან ვარ
არა, არა, ოშოს უნდა ჩავუჯდე თორემ აქედან გამაგდებენ
საერთოდ არ მაქვს დრო წიგნების წასაკითხად
ოდნავ დრო თუ გამოვნახე ხოლმე ბრავაკაზას ჟურნალებში ვიკარგები ხოლმე
მიყვარს დიზაინების და ინტერიერების განხილვა
[quote name='Sophia' date='Jun 21 2008, 04:34 AM' post='8043']
ვკითხულობ ეკერმანის "საუბრებს გოეთესთან" (მოსაწყენია, არ გაეკაროთ )
ფამუკის "თეთრ ციხესიმაგრეს"
აუ სოფ, დიდი ხანია პამუკის წაკითხვას ვგეგმავ და რას მირჩევდი, ღირს ამად?:-)))
ისე მე ეხლა ამ ფორუმიდან გადმოქაჩულ წიგნებს ვკითხულობ, ბევრს ერთად, მაგრამ უნდა ვთქვა რომ ოშოს ”სიახლოვემ” ”ამაყირივა” საერთოდ. ანუ ძალიან დიდი ხანია აღარ წამიკითხავს და ეხლა ერთდროულად დავიწყე ”სიმამაცე”, ”მდოგვის მარცვალი” და ”სიახლოვე”, მაგრამ რაც ”სიახლოვემ” დამმართა, ასე არცერთ წიგნს არ უქნია მგონი.
ალბათ დამცინებთ მაგრამ ამ წიგნის გამოისობით ისეთი წიაღსვლა გავაკეთე რომ რამოდენიმე წამმაც კი 2 დღით აბსოლიტურად დამაკარგვინა წონასწორობა და პირველი საღამო საერთოდ მოვკვდი ტირილით. ისე, რომ იცოდეთ ტირილი ძირითადად არ მახასიათებს:-))) ვაღიარებ, ეს ადამიანი იმდენად მართალია და იმდენად ღრმად ვგრძნობ ამ სიმართლეს რომ მზად ვარ მართლა დავივიწყო ყველაფერი რაც მისწავლია აქამდე და მოვისროლო როგორც ზედმეტი ბარგი:-)))
Riirso mekitxebi da gpasuxob rom pamukis cakitxva girs. ramdenime mizezis gamo. 1. imitom rom mteli msfolios kuradgeba daismsaxura da tundac imitom rom sheni damokidebuleba gkondes... 2. nobelianti gaxda 2007cels da chemtvis amis gamoc saintereso gaxdeboda. 3. martlac kargi mceralia. tumva chemtvis xshirad zalian scorxazovani, magram...
bevrs verafers girchev. kvelaferi ar maqvs misi cakitxuli. magram tetri cixesimagrit ar daicko. ajobebs daicko romanit "me mkvia citeli". saertod me vetanxmebi im azrs rom mcerali cers ert cigns, mtavars da danarchenebshi metnaklebad meordeba, ragacas ukve migceuls amushavebs. shesazloa zalian vcdebi...
zalian midna cavikitxo pamukis "stamboli - mogonebebis kalaki" - scored am romanistvis mianiches nobelis premia, magram amitom ki ar mainteresebs. stamboli chemi mogonebebis ara, magram ocnebebis qalaqia. sharshan vikavi da mivxvdi rom es aris qalaqi sadac bednieri var kovelgvari sxva mizezebis gareshe. ik kvelaferia rac chems cinaagmdegobriv bunebas schirdeba da taanc zustad vici rom am kalaqtan zalian bevri makavshirebs. zustad ar vici ra, magram albat gavarkvev odesme...
samcuxarod es cigni rusul enaze shemovida ertxel da ver movascari mekida. mokled tbilisshi ar aris gakidvashi. pamukis danarcheni romanebi uamravis magaziebshi. mokeld an "me mkvia citeli", an "tovli", anda "shavi cigni"... stambols tu gadaackde sadme mitxari...
osho - me davicke mdogvis marcvali da is is iko shevedi da sevicheri rom gverdze gadadeba momicia. ragac temas vcer universitetistvis da... roca cavikitxav chems shtabechdilebebs mogaxseneb
მადლობა სოფ. მგონი ჩემს მეგობარს უნდა ჰქონდეს ნაყიდი ”სტამბული - მოგონებების ქალაქი” (რუსულად რა თქმა უნდა), გავარკვევ და თუ მართლაც არ ვცდები გამოვართმევ ასლს გადავიღებ და შენც გათხოვებ:-)) ისე წელს არ გინდა სტამბულში? მე ვგეგმავდი ამ ზაფხულს და თუ გინდა ერთად წავიდეთ 1 კვირით.
...ertdroulad ramdenime cigns verafrit ver cavikitxav....martla axerxebt amas? ???? kargia! ...zalian shablonuri tu ar viknebi - mtavari "kachestvaa" da ara "kalichestvo"...;-)
სოფია,
არ იფიქრო რომ გადაგადე და შენი წიგნის თხოვების ამბავი დამავიწყდა:-))) მეგობარმა მათხოვა ”მე ვარ წითელი”, ”თოვლი” და როგორც აღმოჩნდა სტამბულს დედამისი კითხულობს ამჟამად. იმედია, დიდხანს არ მოუნდება:-))) მოკლედ, შეგეხმიანები აუცილებლად. ხო, ადმინისტრატორის გასაგონად, ეს საკითხი თემას პასუხობს, ადამიანს ახალი წიგნის წაკითხვა სურს:-))))
ენტონი დე მელოს ვკითხულობ
უხხ, მ ა გ ა რ ი ა !
Xo, am bolo dros mec dzalian nela vkitxulob. adre namdvili maniaki viyavi, daviwyebdi wigns da ver vwydebodi sanam ar davamtavrebdi, mteli arsebit shignit vertvebodi da gamosvla ar shemedzlo sanam bolo winadadebas ar wavikitxavdi, ghameebs vatenebdi. exla samwuxarod amis pupunebas veghar vadzlev sakutar tavs, amitomac mxolod agarakze, chemi shvebulebis periodshi vkitxulob adamianurad (anu dzveleburad:-))). ramdeni xnis win iyo roca davwere Oshos siaxloves vkitxulobtko da mxolod exla davamtavre. dzalian momewona, ara, momewona cudi sityvaa, mteli arsebit vigrdzeni, es upro axlosaa chems damokidebulebastan am wignis mimart:-))))
ამ ბოლოს გიორგი დანელიას აუდიო წიგნს მოვუსმინე "უბილეთო მგზავრი".
ძალიან მომეწონა და დადებითით დამმუხტა
ხოო და მერე "პარფიუმერს" ვუსმენდი..და ბოლომდე ვეღარ დავამტავრე განწყობა გზაშივე გამიქრა
ლას კასე "ნაპოლეონის დღიურები კუნძულ ელბაზე"
დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" წავიკითხე. არა პიესა, არამედ ახლადგამოცემული რომანი.
ძალიან, ძალიან , ძალიან საინტერესოდ წერს, ისე რომ ამოსუნთქვას ვერ მოასწრებთ და ბოლო გვერდებზე იქნებით უკვე.
ეს არ არის რომანტიზმით გადმოცემული ჰეროიკული ამბავი, ეს არის ძალიან რეალისტური ტექსტი, ხშირად დოკუმენტური ეპიზოდებით შეკრული .
საერთოდ მიყვარს ტურაშვილი, მიყვარს როგორ მსუბუქად წერს და ამავდროულად როგორი გულწრფელია.
ზეტ, იმედი მაქვს თემას არ გადავუხვიე. თუ გადავუხვიე, მომიტევეთ.
სულ ამის თქმა მინდოდა, წავედი
ეხლახან წავიკითხე მერაბ მამარდაშვილი-ბევრი ტვინის ოფლი აქვს დაღვრილი,
ყველაზე მეტად ამ სიტყვებმა მოახდინა ჩემში გარდატეხა: "ქრისტე ათასჯერ რომ დაბადებულიყო ბეთლემში, თუ ის ერთ დღეს თქვენში, თავიდა არ დაიბადა მაინც დაიღუპებით..... (არ გიშველით არც ლოცვა და არც მარხვა). და შემდეგ ასე აგრძელებს.....თუ ის ერთ დღეს თქვენ სულში თავიდან არ დაიბადა თქვენ დაიღუპებოდითო..."
ისე ეხლა ვეღარ ვკითხულობ წიგნებს, საერთოდ აღარ მაქვს განწყობა, ალბათ ინტერნეტის ბრალია... .
"ქრისტე ათასჯერ რომ დაბადებულიყო ბეთლემში, თუ ის ერთ დღეს თქვენში, თავიდა არ დაიბადა მაინც დაიღუპებით.....
აი, სწორედ ამ სიტყვების გამო მიყვარს მამარდაშვილი. ხშირად ვიმეორებ ამ ციტატას ჩემებურად ოღონდ.
მეც მიჭირს კითხვა ამ ბოლო დროს
მიხარია, რომ გიყვარს მამარდაშვილ. საერთოდ მერაბ მამარდაშვილი საქართველოში პოპულარული არასოდეს არ ყოფილა. ქართველ ფილოსოფოსს, რომელსაც ფრანგები და იტალიელები- სორბონისა და მილანის უნივერსიტეტებში "ქართველ სოკრატე"-ს უწოდებდნენ, ქართველობამ მას ხელები უქნია და რუსეთუმე ეძახა.
რას ვიზამთ,...ჩვენ ვიკითხოთ თორემ მამარდაშვილის სახელი და ფილოსოფიური მემკვიდრეობა ჩვენზე ათასჯერ დიდ ქვეყანას და ხალხს ეყოფოდა საამაყოდ!!!
საქართველოში პოპულარულია ადამიანი რომელიც ხელს გულზე იბრაგუნებს და გაუმარრრრ ჯოს იძახის
საერთოდ ქართული ტვინისთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა გიყვარდეს ან მოგწონდეს განსხვავებული
მოკლედ ძალიან შეზღუდულია აზროვნება.
გონიათ ტვინის და გულის ჩაკეტვით გადაარჩენენ რამეს. არ იციან რომ პირიქით არის
ფილოსოფიაააააააააააა... დღეს მქონდა რეიტინგული ეკონომიკის ფილოსოფიაში
ჰოდა თემასთან შესაბამისი რომ იყოს მეც ვკითხულობდი ერქომაიშვილის წიგნს ეკონომიკის ფილოსოფიაზე
რეიტინგული ეკონომიკის ფილოსოფია რაარის?
აუ რითი უტენიან ბავშვებს თავებს
წადი ცხოვრებას მიხედე სანამ არაა გვიან
ბოლო თვეში წავიკითხე:
უელბეკი: "ბრძოლის ველის განვრცობა", "ელემენტარული მაწილაკები"
ბეგბედერი: "ექსტაზი. კაიფში დაწერილი მოთხრობები"
შურე: "დიადი ხელდასხმულნი"
შტაინერი: "აკაშა ქონიკიდან"
ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა: "იოლი მოგზაურობა სხვა პლანეტაზე", "ბჰაგავად გიტა" "შრი იშოპანიშადი"
კენ კიზი: "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"
ბორის ვიანი: "შემოდგომა პეკინში"
რიჩარდ ბახი: "თოლია ჯონათან ლივიგსტონი"
ეხლა ვკითხულობ ტარჯეი ვესას "ყინულის სასახლე" და "ხიდებს"
და ჯერი ჰოპკინსისა და დენი შუგერმანის გენიალურ დოკუმენტური ჟანრის წიგნს "Никто из нас не выйдет отсюда живым"... მორისონზეა..
Kaspar Hausser როგორ ასწრებ ამდენის წაკითხვას?
ეიიფ! ეტყობა ჰობად გაქვს ლიტერატურა (თან სპეციფიური )
საღულ!! http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm უვაჟაიუ
ჩემი ჰორორი სიზმრების გადამკიდე ღამე ფაქტირად არ მძინავს... ამიტო თითქმის მთელი ღამე ვკითხულობ...
თან პარალელურად ბევრ წიგნს...
ეგრე ჯანმრთელობა არ დაიზიანო!:( ცოდვაა ორგანიზმი...
ვსო ვ მერუ!
ვააა გუგულის ბუდე... ჩემი ერთ დროს საყვარელი წიგნი ..
ხოოო მეც ესე პარალელურ რეჟიმში ვკითხულობდი რამდენიმე წიგნს ერთად და ნერვები დავიზიანე
დიდი სიამოვნება იყო
გუგულის ბუდე აუცილებლად ინგლისურად უნდა წაიკითხოთ, უძალიანმაგრესი ენაა. ნუ მაშIნ ესე მომეჩვენა
ქრთული თარგმანი არ ვარგა, რუსულიდანაა ნათარგმნი
სხვათაშორის იმდენად მიყვარდა ეს წიგნი ქართულად თითქმის ბოლომდე ვთარგმნე, ისე, კაიფისთვის
გავითავისე ესე უფრო. ყველა სიტყვა და აზრი ჩემი გახდა. მერე მახსოვს სულ ცოტა მქონდა დარჩენილი რომ ვიღაცის ნათარგმნი გამოვიდა. აშკარა იყო რუსულიდან იყო ნათარგმნი. აუ მახსოვს რა ტრაგედია იყო ეს ჩემთვის. ასე მეგონა შვილი წამართვეს
კაია ბავშობა
ესეეგი ბოლო ათი წლის მანწილზე წავიკითხე:
1 სინელნიკოვის პირველი წიგნის ერთი მესამედი
2 მეგრეს წიგნები ბოლომდე))
3 ოშო, რამდენიმე ფურცელი
4 მაიკლ ნუტონი (2 წიგნი)
5 რობერტ მონრო, რამდენიმე აბზაცი
აუხდენელი ოცნება: კასტანედას წაკითხვა...
და მონროს წაკითხვაც...
Kaspar Hausser
ჩემი იანვრის მონაგარი..
ჯორჯ ორუელი 1984 დღემდე შოკში ვარ და მესამედ ვკითხულობ ეხლა...
მორის მეტერლინკი ჭიანჭველების ცხოვრება
ბორის ვიანი წითელი ბალახი
ერლენდ ლუ ნაივური სუპერი
ზიუსკინდი ბრძოლა, ბიძგი სიღრმისკენ
დოსტოევსკი ეშმაკნი
ტაკს პარალელურად ბევრს ვკითხულობ და ჩამოვთვლი :
ეხლა მოვრჩი იუნგი - "ფსიქოლოგია და ალქიმია"
რუდოლფ შტაინერი - "აკაშა-ქრონიკიდან" (მე2 ჯერ)
შტაინერი - "იდუმალთმეტყველების ნარკვევები"
ფროიდი - ფსიქოანალიზი
ბჰაგავატ-გიტა
ი-ძინი
დოსტოევსკი - "დამცირებულნი და დამდაბლებულნი"
ჯეუმზ ჯოისი - "დუბლინელები"
სულ ვამბობ რომ ახალს აღარ დავიწყებ სანამ ძველს არ მოვრჩები მაგრამ მაინც ვერ ვაზერხებ ახალ წიგნს რო ჩავიგდებ ხელთ ...
ვეღარ ვკითხულობ წიგნებს. ასე მგონია ტვინი გადმომივა, თავი ვეღარ იტევს ინფორმაციას
შემიძლია მხოლოდ გაზეთის სათაურების კითხვა, ინფორმაციის სწრაფად მისაღებად
ანუ ფილტრდაყენებული მტვერსასრუტივით ვარ. ინფორმაციის მხოლოდ წვრილ ნაწილაკებს ვატარებ ტვინისკენ
უიიიიი ამდენს ვერაფრით წავიკითხავ, ტვინი მეღლება , როგორ უნდა დაიტიო თავში ამდენი ინფორმაცია ერთდროულად..ტვინი ვერც გადაამუშავებს ამდენს .
მე მირჩევნია რაც მჭირდება იმაზე მივიღო ინფორმაცია, თან რაც შეიძლება მალე, ბევრი კითხვა არ მიყვარს
ჰეჰ... მესამე რაიხზე მაგარი ინტერნეტ წიგნი გავჩითე... ხვალ ან ზეგ დავდებ...
და ალისტერ კროულის სიცრუის (კანონთაში არ აგერიოთ) წიგნი... მაგასაც დავდებ...
და ჯუნიო ვალერიო ბორგეზეს მემუარები კიდე...
P.S. მე აქ ვარ კასპარი თორე ისე ყველგან † Lord Borgeze † ვარ...
ეეჰ, Kaspar Hausser შენ კი დადებ, მაგრამ ვინაა ამ ყველაფრის წამკითხველი? (აქ)
TeO
რა იცი რა ხდება... ყოველ შემთხვევაში კროული წაიკითხეთ... ზე კაცია...
იცით რა აღმოვაჩინე?.. მე (ნაგლიც ვყოფილვარ), ესენინი, ალისტერ კროული და ნიცშე სასწორები ვართ!!
ორი დღე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...
მოსწრებული ენა გაქვს თეო
საინტერესოა თხის რქები მოგ ვეზიებინა არ გყვაყვს ნეტა ;საამაყო თხის რქები?
ჯეკ ლონდონი მახსოვს მარტო ერთი დაბდღე გვაქვს მაგრად მიყვარდა ჟეკ ლონდონი ბავშობაში
Kaspar Hausser
მეც სასწორი ვარ
ხალხნო ეცადეთ რა რომ ოფტოპიკზე არ გადახვიდეთ მაგისთვის თავისუფალი თემები არსებობს აქ დაწერეთ მარტო რა წიგნებს კითხულობთ და ეგარი...
Kaspar Hausser
okicha
კითხვა მაქვს თქვენთან, ძალიან გიყვართ კითხვა და..
ამ ჩვენს ბიბლიოთეკაში, რომ წიგნები გვიდევს იმათგან რამე თუ გაქვთ წაკითხული?
აი, რა მაინტერესებს!
TeO
რიჩარდ ბახის და ოშოს გარდა არა
blanca
ბლანკა, ეს და ძირითადი განყოფილება არის ამ ფორუმის სახე... როცა ადამიანი ესეთ ფორუმში შემოდის ძირათადი განყოფილების მერე აქ შემოდის რო გაიგოს ნეტა რას კითხულობს ეს ხალხი ესეთ თემებზე რო ბაზრობენ... და აქ უკეთესია თუ მარტო იმ კონკრეტულ წიგნებს დავასახელებთ რასაც ვკითხულობთ...
მოკლედ რაც გინდა ის ქენი... რავქნა ეხლა....)
დღეს რატომღაც "ანასტასიას" კითხვა დავიწყე
დადე გეთაყვა ყველაფერი
ხოო, გუშინ დავამთავრე "ანასტასიას" კითხვა..
დღეს უნდა დამეწყო მეორე წიგნის კითხვა და..აღმოვაჩინე, რომ IIტომი ჩემ მეგობარს აქვს წაღებულიი
წაღებული წიგნი ბევრი მინახია და მოტანილი არასდროს)))))))
მე მასტერ ი მარგალიტას ვკითხულობ, რავიცი და ვხვდები რო ეს წიგნი ჩემთვის არარი))
არა და მაგარი წიგნია ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა"!!!!!!!!
მე მახსოვს, რომ ძალიან მომეწონდა და ილუსტრაციებიც კი გავაკეთე
TeO
ახლა დიპაკ ჩოპრას წიგნს ვკითხულობ და ძალიან მომწონს
ბევრი საინტერესო ინფო აქვს >>
კუბში მისი გვერდი - http://www.koob.ru/chopra/ და მისი საიტიც - http://www.chopra.com/ ესც ელ. წიგნები >> http://www.chopra.com/library
უი ამ გახსენებაზე...
იუნგის ფილოსოფია და ალქიმია feat ფრიდრიხ ნიცშე "ზარატუსტრა" და ამ ქვეყნისა აღარა ვარ...
ეხლა ვკითხულობ ეკხარტ ტოლეს ”ახალი დედამიწა - გამოღვიძება თქვენი ცხოვრების მიზნისთვის”. ჩემი თარგმანი ვერ ჟღერს რაღაც კარგად მაგრამ წიგნი ძალიან საინტერესოა. ამ ფორუმის ბიბლიოთეკას მოუხდებოდა
Shou გეთანხმები ტოლე მაგარია!
და იცი რა, შენ გაუხსენი ამ ავტორს თემა, ოკ
A NEW EARTH -გადმოვიწერე
უი, Teo დიდი მადლობა მაგარმ ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ვიკისრებ ჩემ თავზე
Shou რა პასუხისმგებლობა ეგაა?
მაშინ მე რა უნდა ვთქვა იმდენი თემები რომ მაქვს გახსნილი -სოკოებივითა
უკვე მცხვენია კიდევაც
http://shop.biblio-globus.ru/item.shtml?id=9237777
Инаят Хан
Серия: Мудрость суфиев
Гаян. Песнь суфия
ეს წიგნი ვიყიდე და ძლიან, ძალიან მომწოონს!!!!!!!!!!! მაგარი სიბრძნეებიაა
მარა რამდენიც არ ვეძებე, ელ. ვერსია რომ დამედო, მარტო შოპ.საიტებს მიგდებს
Kaspar Hausser
ამ ბიბლიოთეკის წიგნებიდან ოშო მაქვს მარტო წაკითხული, სიყვარულზეეე.. ძლაიან მომეწონა და ყველაფერს ვეთანხმები
ის რეავიცი.. ბევრ რაღაცებს ვკითხულობხოლმე ერთდროულად.. თქვენთვის საინტერესო ისეთი მგონი არაფერი
anuchi
სხვა თემაში დაწერე, რომ "პატარა უფლისწული" მოგეწონა
მე ამ ნაწარმოებს ზღაპრებს არ მივაკუთვნებდი!
და აი, შეგიძლია მელო წაიკითხო, მართალია ძალიან პატარა მოთხრობები აქვს, მაგრამ იქნებ დაგაინტერესოს
ეს თემა, რომელიც მას გავუხსენი აქ >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=374
და კიდევ მისი ერთ-ერთი წიგნის ბმულიო >> http://www.koob.ru/mello/why_does_the_bird_sing
მე რომ წავიკითხე, მახსოვს ძალიან მომეწონააა
პატარა უფლისწული რომ მომეწონა საიდან იცი??? აქ ოშოზე დავწერე მე თუ სხვა თემაში ნახე..
რუსული ისე მეზარება ამ ბოლო დროს.. შენი ხათრით გადვხედავ
anuchi
ეჰ, ყველანი ხათრ(ებ)ით ვკითხულობთ აქ
თუ არ მოგეწონა (რაშიც ეჭვი მეპარება), მაშინ ხათრი-მათრი არ ვიცი მე, ნუღარ წაიკითხავოო!
კაი მეც მგონია რომ მომეწონება.. ისე ხათრებით დავიწყე ერთი წიგნი მასე და ბოლოს ვტიროდი..
ისე ეხლა წავიკიტხე ალბერ კამიუს დაცემა და რაგაც სიგიჟეა
მართლა ძალიან აგარი რამეა...ყველაფერი უმაგრესად და უმარტივესად აქვს დაწერილი მართLა რას უნდა აფასებდეს ადამიანი და რას არა..
კიდევ ერთი მწრალი რომელმაც დაანგრია ის დაყ... იდეალები მე რო ვლაპარაკობბდი სხვა თემაშI
მოკლედ ვისაც არ გეზარებათ აუცილებლად წაიკითხეთ.
ალბერ კამიუ რა "ხოდშია" ჩემს ირგვლივ სულ -კამიუ..კამიუ..კამიუ მესმის
მართლაც მშვენიერია
st peter
შემთხვევით შენც აკადემიელი ხომ არა ხარ? :
კამიუს "კალიგულასა" და "სიზიფეს მითის" პარალელებზე.. მშვენიერი ლექცია მაქვს მოსმენილი!
ნუუ თქვენთვის სასცილოა ალბათ რასაც მე ვკითხულობ... "ჯინსების თაობას"
ყველას არ გეხებათ
სახლში ეგზიუპერს ვამთავრებ...
st peter
შენ როდის წაიკითხე ბრაბჰუპადას და ოშო??? 12-13 წლისამ?
ცოტა რეალურად ილაპარაკე რა გთხოვ.. თუ რჩეულ ხალხს გულისხმობ არ ვიცი მე..
ჩემი აზრით ბავშვს ბავშობა უნდა ქონდეს
გეტანხმები ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩემი აზრით.
Линн Дениза "Прошлые жизни, нынешние сны" >> http://www.koob.ru/deniza/proshlie_jizni_sni
სანმა მირჩია, მგონი საინტერესო უნდა იყო თქვენთვისაც
http://www.burzum.org/rus/library/
შრი შანკარს ვკითხულობ ახლა და ძალიან მომწონს, სულ მედიტატიური განწყობაში ვარ, ისეთ მოდუნებული ვარ მეცინება
ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა: ეს საინტერესოა.
კრშნას გართობებზე წავიკითხე არ მომეწონა, ზღაპარივითაა..
რამდენი ხანია აღარ დამიპოსტავს..
ეხლა HTML ის ლექციებს ვკითხულობ..
და რაც შეეხება უფრო საინტერესო რამეს ლათინოამერიკელებზე ვარ ჯერ-ჯერობით ჩაციკლული...
გივი ალაზნისპირელის შესახებ გაგიგიათ, წაგიკითხვთ რამე? ძალიან საინტერესო ვერსიებს გვთავაზობს ხოლმე სხვადასხვა საკითხზე, ზოგჯერ კი მეჩვენება რომ მაგრად ჭედავს, მარა ეგ არაფერი
მე მმაქვს გაზეთ ნოეს რამდენიმე ნომერი.. პროსტა კლავიატურა მაქვს ისეთი ვრცელ ტექსტებს ვერ დავბეჭდავ, თორემ გავხსნიდი ახალ თემას და შემოგთავაზებდიტ მის ნააზრევებსა... ქართველი ეზოთერკები ვინ იცით კიდევ?
ახლა დავიწყე (კიდევ ერთხელ) ელ მორიას "247 კოსმიური კანონის" კითხვა საინტერესო წიგნია..
ქართულად მხოლოდ ელ ვერსია არსებობს, რადგან მისი დაბეჭდვა არ მოხერხდა..
და ისიც მარტო ამ ჩვენს ფორუმზე დევს >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=255&st=0&gopid=18050&#entry18050
შტაინერი- თხზულებების I ტომი
და მამარდაშვილი "საუბრები ფილოსოფიაზე"
ეხლა ზელანდის წაკითხვას ვაპირებ. ვის წაგიკითხავთ და რას იტყოდით, ღირს დაწყება?
ახლა მოვრჩი ანასტასიას მესამე წიგნს და მეოთხეზე გადავდივარ და კიდევ შრი შანკარს ვამთავრეებ!
კამიუ "სიზიფეს სიზმარი"
და შტაინერი "ანთროპოსოფია"
david6david ვინ ამბობს მერე რომ ყოველ წუთში ერთხელ იძახეო?! მე ვამბობდი და ვიმეორებ იმას რომ-თუ კაცი ქართველობაზე თავს არ დებდა, და არც ნაციონალური ფაღარათი აწუხებდა, არ არის აუცილებელი რომ მას რუსეთუმე, კრემლის აგენტი, და სუკის ოფიცერი ეძახო.
მას ფიცი არ დაუდია საქართველოს წინაშე და არც როგორც საქართველოს პრეზიდენტს ინავგურაცია არ გაუვლია, რომ ეხლა პრეტენზიები წაუყენო რატო მაინც და მაინც ეროვნულ ჩარჩოებში არ აზროვნებდაო... გაიგეთ რა ხალხნო!- ის იყო: მსოფლიო მოქალაქე...., უდიდესი მოაზროვნე. მისი აზროვნება საფრანგეთიდან, იტალიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან დაწყებული და საქართველოთი დამთავრებული - ყველას ეხებოდა. და ეს არ იყო მარტო რუსეთი, თუ რა თქმა უნდა ფაქტებს დავუჯერებთ და არა ვიღაც შიზოფრენიკ ურა!-პატრიოტებს.
და მაპატიეთ ახლა, თუ მამარდაშვილი ეზოთერიკულ ფორმატის ჭრილში ვერ ჯდება.
st peter
ახლა დავამტავრე ფამუქის "სიჩუმის სახლი", მგონი ასე უნდა ვთარგმნო... ძალიან ძალიან კარგია. დიახ, მე ისევ მხატვრულ ლიტერატურას ვუკირკიტებ.
პ.ს.ცნობისთვის, ორჰან ფამუქი თურქი მწერალია და 2007 წელს ნობელის პრემია აიღო ლიტერატურის დარგში. წიგს ვერ გათხოვებთ, თვითონ მეგობარს გამოვართვი.
ანთიას ხელმოწერაში ვნახე და მომინდა ამ წიგნის წაკითხვაა
Урсула Ле Гуин - «Волшебник земноморья» >> http://www.phantastike.ru/le_guin/volshebnik_zemnomorya
ახლა დავიწყე ინდოელი მწერლის, სალმან რაშდის "შუაგამის შვილების" კითხვა. ეს არის მწერალი, რომელიც ისლამის მიმდევრებმა სიკვდილმისჯილად გამოაცხადეს. ყველას დიდებას პირდებიან , ვინც ამ კაცს მოკლავს. დიდ ბრიტანეტში კი რაშდი "ბუკერით" (მთავარი ლიტერატურული პრემია ბრიტანეთში) დააჯილდოეს. შემდეგ კი აღიარეს რომ მისი ბუკერი იყოდა არის ყველა სხვა გამარჯვებულთა შორის საუკეთესო.
სალმან რაშდი ძირითადად მალვაშია, რათა რომელიმე ფანატიკოსმა ისლამისტმა სიცოცხლე არ მოუსწრაფოსს. რას წერს ამისთანას და რას ერჩიან, ამას არ მოგიყვებით, აჯობებს თავად გაეცნოთ ამ მწერალს.
დენ სიმმონსის კვადროლოგიას ლამის დავაკვდი... მთელი სულითა და გულით ვკითხულობდი ეხლა კიდევ მენანება რომ დავამთავრე,,,
გივი მარგველაშვილის "მუცალი", ალბერ კამიუს "დაცემა" ფრანც კაფკას "მეტამორფოზა" გიორგი გურჯიევის "ჭეშმარიტების სამყაროში" ნუ, ეხლა კარლოს კასტანედაზე არა მაქვს ლაპარაკი, ალბათ ოსდაათჯერ მაქვს წაკითხული და კიდევ უამრავჯერ წავიკითხავ. მოკლედ "კასტანედაელი" ვარ!
ჰერმან ჰესეს მოთხრობები მიყვარს, მსუბუქია წასაკითხად არც არაფერს გაკლებს და არც არაფერს გმატებს.
მოკლედ საპირფარეშოში წასაკიტხია.
ეხლა მეძინება, დანარჩენს მერე გავაგრძელებ.
georgius-asmoday
აუჰ რა ხანია აქ არ დამიპოსტავს.. რა ჩამოთვლის ეხლა იმათ რაც ამ ხნის მანძილზე წავიკითხე..
ნუ უმნიშვნელოვანესი: დაბ დგეზე ბეჭდები მაჩუქეს სამივე... ეხლა ჰობიტს ვკითხულობ და მაგათ უნდა ჩავუჯდე... თან ორიგინალიაა..
Вадим Зеланд - ძლიერი წიგნები აქვს - ყველას გირჩევთ
ბრედბერი მარსის ქრონიკები.
ვეფხისტყაოსნის აუდიო ვერსია მაქვს თუ გინდატ ავტვირთავ თუ გაქვთ არ მაწვალოთ
ჯემალ ქარჩხაძის ზღაპარია: "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული". მხატვრულობით დიდი არაფერია, ზღაპარის სტილია, მაგრამ ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ-მისტიური ვეშია რა... ჩემი ხელით ავკრიფე რომ წაგეკითხათ და აბა თქვენ იცით, ველოდები კომენტარებს
http://bin.ge/file/102927/bednierebis-maZiebeli-ufliswuli.doc.html
Atman
წავიკითხავ აუცილებლად, რახან ამდენი გიშრომია
ზღაპრები მაგრა მიყვარს..
ემბერის 9 პრინცი (ემბერის ქრონიკები) თუ გაქვთ წაკითხული? ვისაც არა - ეს არის როჯერ ჟელიაზნის შემოქმედება.. და მინდა გითხრათ, რომ მხატვრული პროზა - ამ სიღრმის, შინაარსის და ფილოსოფიის - მემგონი ძალიან ცოტა მინახავს ცხოვრებაში (4 წლიდან ვკითხულობ და ახლა უკვე დიდი დეიდა ვარ ). დაჟე ტოლკიენი "დამიჩრდილა" ცოტათი "ბეჭდებში" უფრო ეთიკური მომენტებია აქცენტირებული, "ემბერში" - ინტელექტუალური.. ამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ძაან მაგარია რა ორივე
Luko
კი, ზელანდი ძალიან საინტერესო და სერიოზულია
და ბოლოს - ამჟამად ვკითხულობ Друнвало Мелкизедек-ის «Древняя тайна Цветка Жизни». ძალიან სერიოზული ეზოთერული ბექგრაუნდის გარეშე ამ წიგნში საერთოდ შეუძლებელია რაიმეს გაგება (უბრალოდ სიგიჟედ მოეჩვენება ადამიანს), მოკლედ ტვინის "გადაწვის" არაჩვეულებრივი საშუალებაა
Tiya
TeO
ჩემი ავატარიც მაქედანაა
მივხვდი მეთქი საიდან მეცნობა
Shou
9 принцев амбера - დავიწყოთ იქედან, რომ ეს არის ათტომეული. ამ ლიტერატურული შედევრის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნებისმიერენოვან ვიკიპედიაში. არსებობს ემბერის უამრავი ფანი და "ნავაროჩენი" საიტი ამ თემაზე (თქვენ თვითონ მონახავთ მერე და ისიამოვნებთ)
ცხადია ყველა წიგნი ერთნაირი სიძლიერის არ არის, თუმცა უმაგრეს რაღაცეებს ყველაზე "უინტერესო" ტომშიც გადააწყდებით
აი ამ ლინკებიდან შეიძლება გადმოწერა (რუსულად):
http://lib.aldebaran.ru/author/zhelyazny_rodzher/zhelyazny_rodzher_devyat_princev_ambera/
http://bookz.ru/authors/jelazni-rodjer/amber1.html (გვერდის ბოლომდე დასქროლეთ, ყველა წიგნია)
TeO
ჰო და კიდევ - სიამოვნებით ვატარებდი ეგეთ ყელსაბამს
TeO
TeO
ვიცი ეგ თემა. მაგრად მიყვარს ქარჩხაძე, თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული და ყველა თავისებურად გენიალურია. მერე მოთხრობების კრებულს გათხოვებ თუ გინდა, თითქმის ყველა მოთხრობა შედის.
Atman კარგი
http://forum.lit.ge/index.php?showtopic=167&st=0&p=17862&#entry17862 (დაუმთავრებელი ინტერვიუ ჯემალ ქარჩხაძესთან)
აი, ეს ინტერვიუ "ვიპოვე" )
ფაუსტის და 100 ფრთიანი ღამის დასკანერებული ვერსია მაქვს თუ გინდათ დავდებ
წეროს შემეშალა
dato დადე თუ არ დაგეზარება :*
dato
"ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" (ნაწყვეტი):
"დიდო დედაო, ცაო მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო,
უსასრულო სამყაროში ჩაუტეველო,
უმცირესში ჩატეულო,
უწონ-უმანძილო,
ცარიელო და სავსეო,
უჟამო, უძრავო, წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთო და ერთთა ერთობაო,
მომეც უფლებათა უფლება
დავრჩე მართალი ჩემთა უფალთან და
სამართლიანი სხვათა მიმართ,
რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყვე თავისუფალი, ვითარცა შენ ცაო თავნებაო!"
გავოგნდი და გავგიჟდი ეს რომ მოვისმინე! აქყველაფერია, შეადარეთ ლაო ძის (დაო დე ძინი), უმაღლესი დიალექტიკაა. ესაა ძველქართული ლოცვა, რომელიც იოანე ზოსიმემ შემოგვინახა. რაულ მამალაძის ვიდეოში მოვისმინე ეს და ჩავწერე. სხვათა შორის კარგად ახსნა რატომ გვაქვს ჩვენ "დე დაო", ხოლო აღმოსავლეთში "დაო დე". აღმოსავლეთში კაცური საწყისი იდგა პირველ ადგილზე, ქართულში კი ქალურია ჯერ: დედ-მამა, ქალ-ვაჟი, ქალის პატივისცემის კულტზე ხო აღარაფერს ვამბობ. ლოგოსზე რომ არაფერი ვთქვათ შინაარსით იგივეა ფაქტიურად.
ვსო, დღეიოდან ამ სიტყვებით ვილოცებ!
http://www.myvideo.ge/?video_id=680012
ამ ბმულში წავაწყდი შემთხვევით, დაახლოებით მეათე წუთიდან იწყება.
TeO
Atman ჰო, თან არ დაგავიწყდეს გურულია!!! ეგ ყველაფერს "აიასნებს" ის შენ ხომ აშკარად ხედავ ამ სიტყვების გაშიფვრაში რომ ყველა ძველ სიტყვა სანსკრიტიდან, ძველი ერთი ენის ერთი ფუძიდან მოდის და სულ არ უნდა ეს ეროვნული კუდების გამობმა ეგრე ერთი რუსის სიტყვების ახსნები მაქვს მოსმენილი და მაგას თუ დაუჯერებ ყველა რუსები იყვნენ და ეგ ენაა თავი და თავი!
ესეც მართAლია, ისიც და ჩვენც! ))
TeO
ჭეშმარიტად!
მამა გიორგი ბასილაძის ორივე წიგნი: "ძალა და თავისუფლება" და "ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი" (ვორდის ფაილებია)
http://www.megaupload.com/?d=CBYKATOZ
ეზოთერიკაა ფაქტიურად ახლა ვკითხულობ და ძალიან მომწონს!
გამარჯობა ადამიანებო
Кэтрин Пондер «Динамические законы процветания»
ამ წიგნს ვეძებ, გადმოწერა მინდა და მიისამართს ხომ ვერ მიმასწავლიდით?
ეხლა 1984 ს ვკითხულობ კიდევ ერთხელ ვიხსენებ.. ნუ გენიალურია..
ისე რა ხანია არაფერი არ წამიკითხავს ახალი.. ნუ თუ ბეჭდების მბრძანებლს და ლილე იროელს არ ჩავთვლით..
ლაო-ძის დაო დე ძინის აკრეფა დავიწყე... ვისაც გაინტერესებთ, მალე დავდებ ფორუმზე
tikoroma
კარგი იქნება, გმადლობ წინასწარ
იქნებ ბჰაგავატ გიტაც დადო, ქართულად. ოღონდ ცალკე, კომენტარების და შესავლების გარეშე.
Atman
tikoroma
არა უშავს
ბერი პაისი (ნანატრი წიგნი 2) ძლივს ვიშოვნე 5 თვეა ვეძებდი, კიდევ პაოლო კოელიოს ალქიმიკოსი მინდა რააა დადეთ ვინმეს თუ გაქვთ?? გამახარებთ მაგრად
ახლა ვკითხულობ ჯონ გრიშემის წიგნს სახელად კლიენტი.
საკმაოდ საინტერესო მწერალია მომწონს ძალიან. ამერიკელია და საკმაოდ ცნობილი დასავლეთში საქართველოში არამგონია ცნობილი იყოს.საერთოდ არ მქონდა გაგებული საქართველოში მაგ ავტორის შესახებ.
ადრე ადვოკატი და პოლიტიკოსი იყო .მერე ყველაფერს თავიი დაანება და მწერლობა დაიწყო საკმაოდ წარმატებითაც გამოსდის. უამრავი ფილმია გადაღებული მისი წიგნების მიხედვით. მაგალითად ფირმა,კლიენტი,პელიკან ის საქმე, გაქცეული ჟიური .მკვლელობის დრო და ასე შემდეგ.
ძირითადად სასამართლოსა და სამართალზეა მისი რომანები მაგრამ კარგადაა აღწერილი უამრავი წვრილმანი და ასს შემდეგ.
სადღაც უკვე 5 წიგნი წავიკითხე მისი ავტორობით და კარგია მოკლედ რომ ვთქვათ.
sentimennte
გაიხარე შენააააა
ანდრეა ლევის "პატარა კუნძული"
ხალხო რა მაინტერესებს იცით ქართულად ნათარგმნი წიგნები ეზოთერიკის თემაზე არის სადმე??
Simulated
კი შტაინერის წიგნები იყიდება..
რაც შეეხება წიგნებს, ნაყოფიერი კვირა მქონდა..
აზიმოვი, აიტმატოვი, ორუელი(კიდევ მერამდენედ), ტოლკინი(ჰობიტი ორიგინალში), გორდერი
ვკითხულობ ვკითხულობ ვკითხულობ...
პულმანი "ოქროს კომპასი"
ტოლკინი "ბეჭდების მბრძანებელი"
სტივენსონი "შავი ისარი"
დიბისი პიერი "ვერნონ გენიოს ლითლი"
გორდერი "ფორთხოლისფერი გოგონა"
ადრე როცა ვკითხულობდი, მეც მასე ვიყავი)
ახლა წიგნს ძალიან იშვიათად ვკითხულობ არ ვიცი რატომ, არადა როგორ მიყვარდა წიგნების კითხვა
georgius-asmoday
კი ერთად...
შტაინერის წიგნების წაგიკიტხავთ? ვიყიდო, კარგია?
tikoroma
იყიდე
tikoroma
კენჭი ვყაროთ
აი, წიგნების სია ვნახე პარნასში და იაფი მეჩვენა, რითი დავიწყო არ ვიცი. ყველას ერთად ვერ ვიყიდი ნამდვილად. და თიუ გაქვთ მანდ ყიდვის გამპოცდილება, სახლში რომ მოვატანინო კურიერს რამდენი დაემატება ფასს, ხომ არ იცით?
ადამიანის სული
ავტორი: ერიხ ფრომი
ფასი: 1.50 ლარი
აკაშა-ქრონიკიდან
Staineri 5,80
ანტროპოსოფია
Staineri 4,80
იდუმალთმეტყველების ნარკვევი
Staineri 11,20
მდოგვის მარცვალი
oSo 8.00
ხელდასხმა და მისტერიები
Staineri 5.00
არამიწიერი ცივილიზაციები
Salva sabaSvili 2.80
დიადი ხელდასხმულნი
eduard Sure 21.20
ლექციები
Staineri 4.40
მფრინავი თეფშები
Salva sabaSvili 2.80
სამყაროს ფარული განზომილებები
g. dvali 130
სიმართლე დედამიწის უძველესი ცივილიზაციის შესახებ
guram maisuraZe 9.00
ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში
Staineri 10.00
აგვისტოს ნათელი
folkneri 10.80
ავანტიურისტ ფელიკს კრულის აღსარება
Tomas mani 8.60
ბუზთა ბატონი
uiliam goldingi 9,20
უი მხატვრულებიც შემყოლია სიაში
tikoroma
tikoroma
შტაინერი აუცილებლად წაიკითხე.
Atman
Atman
ატმან, ბუზთა ბატონი წაგიკიტხავს? მაგ წიგნით ვიგრძენი, როგორ დაეცა ადამიანი... მმმაგარი ემოციური წიგნი იყო...
tikoroma
ჩემთვის შტაინერი ზოგჯერ ძალიან რთულია გასაგებად, ზოგჯერ კი ისეთი მარტივი თითქოს წინასწარ ვიცოდი წაკითხულიო მე პირადად პირველი წიგნი ანტროპოსოფია იყო რომ წავიკითხე და მომეწონა, მერე კიდევ ბევრი წავიკითხე, ძალიან ბევრი ლექციაა ჩაწერილი და გამოცემული წიგნად. მანდ რომ ვიყო ყველას ვიყიდიდი რაც მაკლია შტაინერის წიგნებიდან.
თუმცა გემოვნებასაც გააჩნია, როგორც ჩანს ატმანს არ მოეწონა
აქ ათას განსხვავებულ აზრს გაიგებ, შედეგად იმას გირჩევ რომ წაიკითხო და „ხვალ“ შენით მიხვდე კარგი და ცუდი
tikoroma
сказки дервишей
http://www.bin.ge/file/136039/-----------------------------.doc.html
აუ მარაზმია ბუზთა ბატონი... მაგარი გაცვეთილი თემაა.. :|
ჩამოთვლილი წიგნებიდან ერთადერთი შურეს დიადი ხელდასხმულნის ყიდვას გირჩევდი..
მარტო იმიტო რო საინტერესო ინფორმაციას გაიგებ ბევრს..
[quote name='tikoroma' date='Mar 18 2010, 09:08 PM' post='29758']
კენჭი ვყაროთ
აი, წიგნების სია ვნახე პარნასში და იაფი მეჩვენა, რითი დავიწყო არ ვიცი. ყველას ერთად ვერ ვიყიდი ნამდვილად. და თიუ გაქვთ მანდ ყიდვის გამპოცდილება, სახლში რომ მოვატანინო კურიერს რამდენი დაემატება ფასს, ხომ არ იცით?
მდოგვის მარცვალი
Osho 8.00
ხელდასხმა და მისტერიები
Staineri 5.00
---------------------
ჩემი რჩევაა, აუცილებლად წაიკითხო ოშოს მდოგვის მარცვალი .
არ ინერვიულოთ, მაინც ყველას წავიკითხავ
ისე, თუ რაიმე ღირებულს წააწყდეთ ქართულ ენაზე თბილისის მაღაზიებში მიმასწავლეთ...
ახლა ვკითხულობ ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელ ბოლო რომანს: "განზომილება". მინდა პროლოგიდან ნაწყვეტი დავწერო:
ღმრთისა მიმართ
გმადლობ, უფალო, იმისთვის, რაც მომეც, რაც არ მომეც, იმისთვისაც გმადლობ, უფალო, რამეთუ შენა ხარ არსი ჭეშმარიტი და თავად უწყი, ვის რა მისცე და რამდენი მისცე. დანარჩენი, ვიცი, ჩემზეა დამოკიდებული, და იმისთვისაც გმადლობ, რომ დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი სათხოვარი კი მინდა კრძალვით შემოგბედო: ვინიცობისაა ტვინი ისე გადამიბრუნდეს, გონება ისე დამიბნელდეს, გემოვნებამ ისე მიმტყუნოს, ლიტერატურული თვალისჩინი ისე დავკარგო და მხატვრული გზაკვალი ისე ამერიოს, რომ ფეხი სიყალბის ბილიკზე გადამიცდეს, ნუ ამაღებ ხელს, ნუ შემაქცევ ზურგს, ნუ მიმატოვებ საკუთარი სინდისის საჯიჯგნად, ნუ გამიმეტებ გრძელი ტანჯვისთვის! მომმადლე წყალობა და მომანიჭე შენი მაღალი რისხვა დამსახურებისამებრ!
სხვაფრივ დავიშთები სიმართლის ერთგული მსახური და ფარისეველთა შეურიგებელი მოწინააღმდეგე.
Atman
მურაკამი მივახრჩე და ეხლა რუსულად უნდა მივყვე მაგის დანარჩენებს თორე სანამ რამეს თარგმნიან კიდე რა დამასვენებს..
Kaspar Hausser
ხარუკი მურაკამი ხომ? და რა წაიკითხე?
რუსულად არის სამაგიეროდ უამრავი და ეგ წიგნიც წესით სამი ნაწილისაგან შედგება რამდენადაც მახსოვს.
Bernhard Schlink Der Vorleser ამ წიგნის ეკრანიზაცია თუ არ ვცდები წინა წელს იყო და ქეით უინსლეტმა ოსკარი მიიღო.
მოგესალმებით ყველას; აქ ვიღაც ანასტასიას წიგნს ახსენებდით და ვინ არის და სად შეიძლება, ვნახო მაგის წიგნები?
eneagrama
აი აქ შეგიძლია ნახო - http://www.anastasia.ge
serafinapekkala
დიდი მადლობა. გადავხედავ ეხლა
Atman-ის წყალობით ჯემალ ქარჩხაძის "იგი" წავიკითხე. მართლა არ ვიცი რა ვთქვა... როდესაც რაღაც ძალიან მომწონს, იმაზე ვერ ვლაპარაკობ
აქამდე ჭილაძეს ვყავდი მონუსხული, ეხლა ქარჩხაძე აღმოვაჩინე
ვინც ჯერ არ იცით, ყველას, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ
Anna
1-2 დღეში იმ ახალი ზღაპრის აკრეფასაც მოვრჩები და დავდებ
ისე რომანები წაიკითხო გირჩევ, და მოთხრობების კრებული.
Atman სულმოუთქმელად ველოდები
რომანები ხო ექნებათ ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში?
არადა ერთ ფორუმზე გადაუარეს ქარჩახძეს და რას ერჩოდნენ ვერ მივხვდი...
ნაწყვეტი ჯემალ ქარჩხაძის დაუმთავრებელი რომანიდან "განზომილება".
"უფლისწული და გველეშაპი"
(ზღაპარი)
http://allshares.ge/download.php?id=9F5C1C2431
ყველას გირჩევთ!
უეზოთერულესი ზღაპარია
ბისეტის ზღაპრებს დავუბრუნდი + (ნინის )ნათხოვარი ) მურაკამი ..
.
Atman
ისე თუ ეგ "განზომილება" დაუმთავრებელია და შესაბამისად ალბათ არცაა გამოცემული, შენ საიდან ჩაგივარდა ხელში?
Anna
ინა ვნახავ აუცილებლად
მაინც ამოვთხრი!
Kaspar Hausser, nutsa,
ეხლა მივხვდი რაზე ლაპარაკობთ ჩემი ბავშვობის საყვარელი ზღაპრები
მახსოვს წიგნს ყდა არ ქონდა და ცოტა ფურცლებიც ეკლდა, ხოდა ავტორიც ამიტომ არ ვიცოდი
საოცარი და ძალიან უცნაური ზღაპრებია, "ყველაფერი ყურამალა"...
მე კიდევ იკარუსზე ვგიჯდებოდი სულ და საერთოდ მარტლა შედევრებია
Kaspar Hausser + 1000
jgvenza
ხო.. ამერია..
წუხელ 4 საათზე დავამთავრე "შტამი ანდრომედა"
კრაიტონის.. Sci-Fi -ა ნორმალურად წაიღო... ეს კრაიტონი რა მაგარი ტიპი ყოფილა.. იურული პერიოდის პარკი მაგის რომანის მიხედვითაა გადაღებულიო.. ჰარვარდის პროფესორია ტიპი..
http://en.wikipedia.org/wiki/Michael_Crichton
აგერ თუ რამე გაინტერესებთ ამ კაცზე..
წუხელ მოვრჩი ზურაბ ლეჟავა - ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში
შემიძლია თამამად განვახადო რომ თანამედროვე ქართელ პროზაიკოსებში ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია..
თითოეული მოთხრობა არის მინი შედევრი.. მაგრად ვისიამოვნე..
ვისაც გინდათ მიიღოთ მსგავსი სიამოვნება http://www.sulakauri.ge/info.php?id=358 იხილეთ ლინკი
აუუ ლეჯავაზე ვგიჯდებიი და წიგნი ვერ ვიშოვეე ... მშრალ ხიდზე მუშაობსიო და ერტხელ იმდენი ვეძებეე გაცნობა მინდოდა
nutsa
დღეს იყო ექს-ლიბრისში შეხვედრა.. მაქედან მოვედი ეხლა...
P.S. წიგნი იმავე ექს-ლიბრისსში(თუ ეს სახელი არაფერის გეუბნება მაშინ სანტა-ესპერანსა, ერთი და იგივეა) იყიდება და მიზერული ფასი, 12 ლარი ღირს..
აუუუუ ჩათში მაინც დაგეწერა (სკაიპში) ( ან კოშკას მაინც ეთქვა ).. იმედია ტირაჟI არის ხვალ ვიყიდი : )
nutsa
არის ტირაჟი.. ნუ ნერვიულობ.. თუ არადა დარწმუნებული იყავი როხელმეორედ ჩაუშვებს ბაკური.. ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მწერალია, რას ლაპარაკობ.
+10000
MAHATMA GANDHI-ს ცხოვრებას ვკითხულობ
პრომეთეოს დიდებულიძის აზრები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან "განზომილება":
"სიცოცხლე, კაი, წარმავალია, მარა სიქვტილი თუა მარადიული?"
"სანამდის ვარსებობთ, ვერ გევიგებთ, რატომ ვარსებობთ, და, თუ გევიგებთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ აღარ ვარსებობთ."
"შენ უნდა იყო კაი, და შენ თუ კაი იქნები ყველაფერი კაი იქნება"
"მხატვარი რომ საკუთარ ნახატს გაჩუქებს, საამაყო კია, მაგრამ ცოტა საჩოთიროცაა, ვინაიდან მოგწონს თუ არა, მაინც კედელზე უნდა გეკიდოს, თორემ ავტორმა რომ გაიგოს კედელზე არ გიკიდია, შეიძლება ეწყინოს".
გაგრძელება იქნება?..
"არა "დიდმა სიყვარულმა იცის დიდი სიძულვილი, არამედ "ცხოველურმა სიყვარულმა იცის ცხოველური სიძულვილი." ეს კი განვითარების ეტაპია."
"შორეული სოკრატე ახლა ყველასთვის კარგი და მოსაწონია, მაგრამ ყველასთვის კარგი და მოსაწონი იქნება, ახლაც რომ ბაზრის მოედანზე იდგეს და თავისებურად ყბედობდეს?"
"ზნეობრივი გააფთრება უფრო ხშირად უზნეობის ნიშანია"
"მონა თუ იბრძვის, იმისთვის იბრძვის, რომ სხვები დაიმონოს, და არა იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვოს. თავისუფლების მოსაპოვებლად მხოლოდ ის იბრძვის, ვინც თავისუფალია."
"როცა ვამბობთ "რაც მეტი აქვს, მით მეტი უნდა", ასე გვგონია, თითქოს სიხარბის აბსოლუტური კანონი ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ საკმარისია ეს დებულება სულიერ ფასეულობათა სფეროში გადავიტანოთ, წამსვე არსებობის ღვთაებრივ პირველიმპულსს მივიღებთ".
"მონობაში, სანამ გახსოვს რომ მონა ხარ, ჯერ კიდევ თავისუფალი ხარ; საბოლოოდ მაშინ იქცევი მონად, როცა დაგავიწყდება, რომ მონა ხარ."
"და სხეული ტაძარია სულისა თუ ციხე? - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, როცა ავად იყო, - თუ ციხეა, უნდა დაინგრეს; თუ ტაძარია, უნდა გარემონტდეს."
დღეს დავამთავრე ცეცხლისა და ყინულის სიმღერის მეოთხე წიგნის კითხვა.
Нил Доналд Уолш
"Счастливее Бога"
აი ამას ვკითხულობ.
ხოდა კარგი იქნებაა თუ წაიკითხავთ. ახალი ისეთი არაფერი წერია, უი კი წერია, ის რომ ჩვენთვითონ ვიზიდავთ სიბნელეს, ნათელი რომ გამოჩნდესო
Спасибо Тебе, Бог. Спасибо за эту книгу, и за эту
жизнь, и за чудо текущего мгновения. Спасибо за
все, что произошло, происходит и произойдет со
мной. Ибо из всего этого слагается совершенство
следующего вздоха и великолепие Того,
Кто Я Есть и кем стану.
ასე იწყება
Хейч Элизабет " Посвящение"
ეს წავიკითხე კიდევ; მე პირადად ძალიან მომეწონა ხოდა ამასაც გირჩევთ
И каждый
человек, который превращает себя из существа, отождествляемого с телом,
в существо, пробудившееся в духе, отождествляя свое сознание с божественной
сущностью, -- выполнил свой долг. Он одухотворил кусочек земли,
продвинул на один шаг спасение земли.
Нил Доналд Уолш
"Счастливее Бога"-დან Если вы удовлетворены своей жизнью и миром, такими, как они есть, — нет причин искать, как изменить эту реальность, и все фантазии больше не нужны.
Кен Кейес, Таддеус Голас –" Путь к высшему сознанию"
ტერი ბრუკსი - შანარას ხმალი
მომავალში იგეგმება შანარას სერიის დანარჩენი 12 წიგნის წაკითხვა, რომელთაგან 8 უკვე მაქვს პირად მფლობელობაში..
ჰარი ჰარისონი - ფანტასტიკური საგა..
გაასწორა. მაგარი ტონკი იუმორი აქვს.
კაზანცევი-ფაეტები
კომუნისტური პათოსით გაჟღენთილი Sci-Fi კია, მაგრამ მაინც გაასწორა..
ეხლა პერუმოვის "წყვდიადის ბეჭდის" დაწყებას ვაპირებ
კლარკი - ქალაქი და ვარსკვლავები.
მიუხედავად იმისა, რომ კარგი წიგნია, მაინც დამუღამება უნდა წაკითხვას.. თუ სიუჟეტის ხაზს არ გაჰყევი და კლარკს აჰყევი შეიძლება ჭკუიდან შეგარყიოს იმდენ არასაჭირო რაღაცეებს წერს.. მიუხედავად ამისა მაინც კარგია.
ვისვენებ ფანტასტიკისგან.
ვკითხულობ ამელი ნოტომს.. ვიცინი ბევრს..
წავიკითხე ნოტომი - კრძალვითა და ცახცახით..
ეხლა დავიწყე საროკინის რიგი.. ვნახოთ რა იქნება.. წესით კარგი რამე ჩანს..
Kaspar Hausser
როგორ მშურს რომ იცოდე შენი, ამდენი წიგნის წაკითხვის დრო და შესაძლებლობა რომ გაქვს
მგონი დავბერდი, ისეთი სიამოვებით ვეღარ ვკითხულობ როგორც ადრე
კატასტროფაა სოროკინი თავისი რიგითურთ. რაში ვკარგავდი დროს ტფუი..
დავიწყე Dark Tower. წარმატებები მე და განსლინგერს..
ააა... განსლინგერი... გადავედი მეორე ნაწილზე დარქ თაუერის... კინგი... იუმი იუმი..
მე კიდევ ახლა წავიკითხე მიხაელ ენდეს "მომო"
ძალიან, ძალიან მომეწონა!!! ყველას ვურჩევ, დიდსაც და პატარასაც
პ.ს. მადლობა :*
მომო ჩემი ერთერთი საყვარელი წინია! ჩემს დას უნდა ყიდვა და თუ ვინმე წააწყდებით მითხარით რა ძალიან მადლობელი ვიქნები )
გამსახურდიას ''დავით აღმაშენებელს '' ვკითხულობ უკვე მეათასეჯერ და მაინც ვერ ვწყდები.
გენიალუურ
რევაზ ერისთავის მზის შვილები - ისტორიულ-ეზოთერული ნაშრომიაო. ამ წიგნით გაიგებთ, რომ არა მხოლოდ შუმერები და ეგვიპტელები იყვნენ ქართველები (იბერები და იბერიული ტომები) არამედ ირლანდიელთა, შოტლანდიელთა, ბერძენთა წინაპრები, ბასკები, გასკონელები, სკანდინავიელები, ინდოელები, აღდგომის კუნძულელებიც კი. ასევე მაია, აცტეკები, ინკები ძველიბერული ტომებია და ბოლოშია დასკვნა _ ღმერთო, რატომ ვარ ცოცხალი!!!
tikoroma
))) ჰო, საერთოდ ყველა ერს, რომ ერთი საწყისიდან მოდის. ამას საერთოდ თქმა უნდა?!
ერთ ნაციამდე ყველაფრის დაყვანა არ არის საჭირო, უბრალოდ აფსურდულიცაა P
Kaspar Hausser
Kaspar Hausser ti shto! Sorokini dzalian mamaa, dzalian! Mara me amjamad safoti vkaifob, magari ezoteriki qali iyo safo. (Tavis droze)
ბავშვობის შემდეგ არ მქონდა გოდერძი ჩოხელი წაკითხული, დღეს მომხვდა თვალში და ვიფიქრე გადავავლებთქო. ასეთი მაგარი თუ იყო არ მეგონა, მართლა რამხელა მნიშვნელობა აქვს წიგნის "სწორ" ასაკში წაკითხვას.
"სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული" - ასე იწყება "თევზის წერილები".
"...მაშინ მიხვდები, რომ აქამდე უნდა გეზრუნა სულისათვის, რომ ყოველივე სხვა, გარეშე სულისა მყოფი, მოჩვენებაა, მოგაშუქებენ დიდი სინათლეს და შენს გარშემო მყოფი მოჩვენებანი უცებ გაქრებიან. თუ მიჩვეული ხარ ამაო პატივს და გაგიქრება ეს პატივი და თუ აღარაფერი გაქვს შემონახული საიმისოდ, რომ ინუგეშო, აი მაშინ დაიწყება შენი ჯოჯოხეთი" - ესეც ამონარიდი "ჩრიჩილის აღსარებიდან".
Anna
გენიალურია ჩოხელი.. საოცარი ენა აქვს და საოცრად გულში ჩამწვდომ რაღაცეებს წერს..
მე ტუვე იანსონის მუმინების ციკლს ვკითხულობ ეხლა, კერძოდ კი "ჯადოსნური ქუდი"-ს
Jack Kerouac ''On the road'' , გემრიელია
ალბათ გაუქმდებოდა ლინკი და თავიდან დავდებ:
ჯემალ ქარჩხაძე:
1) "იგი" (პრეისტორიული მოთხრობა)
2) "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული" (ზღაპარი)
3) "უფლისწული და გველეშაპი" (ზღაპარი რომანიდან "განზომილება")
http://bin.ge/file/19816/Jemal-Qarchxadze.zip.html
თუ რომელიმე წაკითხული არ გაქვთ, გირჩევთ!
მომწონს ქარჩხაძე
ვრსკვლვურ ომებზე წიგნთა სერიას..
მემგონი მართლა ძალიან კარგი წიგნია ვისაც უნდა რომ ბუდისტურ (ეწ.) ფილოსოფიაში ცოტა აზზე მოვიდეს
http://psylib.org.ua/books/pjati01/index.htm
ახლა ვკითხულობ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის "წინასწარმეტყველს" http://lib.ge/body_text.php?4488
ძალიან მომწონს..
პ.ს. მადლობა სან-ს..
ახლა ვკითხულობ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის "წინასწარმეტყველს" http://lib.ge/body_text.php?4488
ძალიან მომწონს..
პ.ს. მადლობა სან-ს..
დავიწყე ტერი პრეტჩეტის დისკვორლდის სერია.
მოვრჩი Color of Magic -ს.
არ ვკითხულობ, მაგრამ ვუსმენ აუდიოწიგნს ფილიპ პულმანის ტრილოგიაზე - "Темные начала". ყველამ იცით ალბათ ფილმი "The golden compass" ( http://gol.ge/index.php?cat=movies&details=3944&order=1.1&search=The%20golden%20compass ), ჰოდა ეს ფილმი ამ ტრილოგიის პირველი ნაწილია.
თუ ვინმეს უნდა ავტვირთავ ელ-წიგნს, ან აუდიოწიგნს...
არავის გაქვთ წიგნი რომ მათხოვოთ? (რუსულ ენაზე)
Kaspar Hausser
არა გმადლობ, ქართულად კითხვას ისევ რუსულად მოსმენა მირჩევნია
ფრიდრიხ ნიცშე '' სიცრუისა და ჭეშმარიტების შესახებ ,მორალის გარეშე აზრით'' მაგარი წიგნია...
axla vkitxulob- "babuinebis saxarebas" dakabadonda, daibejda da gamoica patriarqis locva-kurtxevit
ბერტრან რასელის ------ “დასავლეთის ფილოსოფიის ისტორია''
აღმოსავლეთსაც ჭირდება ერთი რასელი , რანდენი რაღაცაა იქ რისიც გონზეც არაა მასა
ანდა რატო უნდა იყოს მასა გონზე
ooo mec miyvars chemi patriarqi -bertran raseli! (ho raseli chemi patriarqia vagiareb!) Uzarmazari filosofosi, da tavis drois da yvela drois ert erti udidesi moazrovne.
გუშინ დავამთავრე ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი
სიდჰარტა რო წავიკითხე ისე მომეწონა და შიგნით დავრჩი, რომ სხვა წიგნს გულს ვეღარ ვუდებდი, რაღაც მსგავსს ვეძებდი, სამწუხაროდ მაშინ არც ნეტი მქონდა და არც არაფერი
თუ იცით, ქართულად არსებობს ეგ წიგნი?
მე გერმანულად წავიკითხე ორივე, ჩემი დისთვის მინდა ქართულად
ეხლა მაქს ფრიშის ჰომოფაბერი დავიწყე, მხოლოდ 2 ფურცელი წავიკითხე
Fee
ინგლისურიც იციიი ?
რომელი სულიერ სამყაროსხედვაში ხარ თუ თავისუფალი აგენტი ხარ ჩემსავით ? თუ არ გაინტერესებს ტრანსცედენტული ხედვა საერთოდ .
ან ფილოსოფოსი მაინც მითხარი ?
ოშო მოგწოონს ?
მე მაგალითად ოშოს კომენტარების მერე ბუდას დჰარმაპადაზე , ზარატუსტრაზე , ლაო ძი ზე , მაჰავირაზე, იესოზე. კაბირზე , კრიშნაზე, ტანტრისტებზე და აშ .....მხატრულ ლიტერეატურას ვეღარ ვეკარები და ვერც ფილოსოფოსებს ........
გასხივოსნებული ხალხისგან რასაც ვიღებ მერე ბიო რობოტი მწერლები და ფილოსოფოსები ..... მთენთავენ .........
ინგლისური ჯერ არ ვიცი, აუცილებლად უნდა ვისწავლო
ასე ვთქვათ თავისუფალი აგენტ+მაძიებელი ვარ, მაგრამ ცოტა არიყოს და ზარმაცი ანუ ისე ძირფესვიანად არცერთ სამყაროსეულ ხედვას არ ვიცნობ, რომ მას გავყვე ალაგ ალაგ ვარ ჯერ
ოშო არ წამიკითხავს, ქართულად არის საერთოდ რამე საინტერესო? ყველაფერი რუსულად არის და რუსულად კითხვა პატარაობიდან არ მიყვარდა,( მოსმენა უფრო მიყვარს) ეხლა ხო მითუმეტეს ძალიან გასახსენებელი მაქვს.
მოსათენთია აბა რა არის, მაშინ როცა ამდენი სიბრძნეა წასაკითხი, უბრალოდ ენა რომ არ დამავიწყდეს მაგიტომ
Existence
მადლობა რჩევისთვის
როგორვ ზევით დავწერე სულიერი ინფორმაცია (ჩემი აზრით გასხივოსნებული ადამიანების) მთლიანად მავსებს და ბიო რობოტი და ნახევრად ბიო რობოტი ტიპების ოდნავ გაბრწყინებებების დევნა მხატრულ ლიტერატურაში თუ ფილოსოფიაში დიდად აღარ მიზიდავს მაგრამ მაინც საინტერესოა ჩემთვის ჩემი გადმოსახედიდან დაკვირვება საინტერესო ხალხზე
ერთ ერთი ვინც ბოლო წავიკითხე იყო ალბერ კამიუ ...
Посторонний
http://vse-knigi.su/book/36217
კარგად წერს, საინტერესო ფილოსოფია აქვს აბსურდის და მთავარ პერსონაჟსაც მერსოს საინტერესო დამოკიდებულება აქვს ცხოვრებაზე ღირს მასზე დაკვირვება .......ლიციმერ მხოლოდ ფორმებზე გამოკიდებულ საზოგადოების ინდივიდუუმთან
დაპირისპირება რომელიც ბოლომდე რჩება საკუთარ თავთან მართალი .........მაგარია.
ეხლა დავიწყე კამიუს ......Миф о Сизифе
მერე ვაპირებ .....Бунтующий человек
მერე...........Падение
და..........Калигула
Чума ნახევარი წავიკითხე რაღაც გაწელილია როცა Посторонний პატარაა მაგრამ აბსოლუტურად ნათლად ჩანს კამიუს ხედვა.
ხო კიდე ადრე რო ვწერდი Бертран Рассел ის დასავლური ფილოსოფიის ისტორიას ვკითხულობ მეთქი ...ძალიან მაგარია ძალიან..ძალიან .. .....ჩემიაზრით ეს წიგნი ყველას უნდა ქონდეს წაკითხული თუ აინტერესებს როგორ ვითარდებოდა სამყაროს აღქმა აქეთ ......ისე იქითები ჩვენი აღმოსავლელი ძმები მაინც არსის მამები იყვნენ რააა ეხლა რო ვადარებ.
..როგორც ყოველთვის ის წიგნს, რომელის კითხვას ყოველ წელს მარტში ვიწყებ უკვე 22 წლის განმავლობაში...
td.........
რუსულად ვკითხულობ ალაზნისპირელის "Величайшее открытие мира".ქართულად არ ვკითხულობ.იმედი მაქვს რომ ერთი წიგნით გივი ძია არ უნდა იწურებოდეს...
ალბერ კამიუ
შალამოვის "Колымские рассказы" + შუკშინის მოთხრობებს
axla nicshe vshtantqe da magra gamabrua......mainc magaria es beberi chatlaxi!
“Homo Faber” --- კარგია ..
ვიქნები თუნდაც განტენბაინი --- არ მომეწონა
Тайная доктрина. Том III «Тайная доктрина» – масштабнейшее и таинственнейшее из произведений Елены Блаватской, одного из величайших теософов, философов и мистиков второй половины XIX – начала XX в., женщины, долгие годы изучавшей эзотерические учения самых разных народов – и создавшей на основе этих учений свое собственное – всеобъемлющее, уникальное, очень необычное – и удивительно логичное в своей явной неортодоксальности.
Кто мы? Зачем пришли в этот мир? Куда уйдем после смерти? Существует ли вообще тот самый «смысл бытия», который веками, тысячелетиями ищут ученые, философы, маги?
Возможно, ответы на эти «проклятые вопросы человечества» найдутся в странной, загадочной Книге Дзиан, тайна которой открывается лишь избранным. ანალოგიური ჯერ არ წამიკიტხავს..,,ზაან მაგარი ნაშრომია...(დგეს არსებული ჩენელერები ზოგიერტის გარდა სულ ამ წიგნიდანაა..ია ტაკ დუმაიუ) http://bookz.ru/authors/blavatskaa-elena/tainaa-d_468.html
Existence
დღეს მოვიტანე და დავიწყე კითხვა რუდოლფ შტაინერის "ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება"
აბა ვნახოთ
ამ წუთას ჩამომივიდა ეს წიგნი, ზაან მაგარია Robert Bruce-ის სხვა წიგნიდან ვკითხულობდი იგივე მასალებს რაც აქ წერია მაგრამ ამ წიგნში ძალიან ბევრი სავარჯიშოა და უმარტივესია გასაკეტებლად
ფოლკნერის "ხმაური და მძვინვარება" მალე დავამთავრებ.
ძალიან შთამბეჭდავია.
ულისეს ვკითხულობდი ადრეისიც ცნობიერების ნაკადის ჟანრია, ძალიან გამაწვალა და დავანებე, ისე სიამოვნებით წავიკითხავდი ორიგინალში რომ ვიცოდე ის, რაც ამ წიგნის წაკითხვისთვის არის აუცილებელი.
რუდოლფ შტაინერის "მამაო ჩვენო ეზოთერული მიმოხილვა"
ძალიან პატარაა და დღესვე მოვრჩები კითხვას
ბოლოს არა მაგრამ
მართლა მომეწონა
მარტენ პაჟის
როგორ გავხდი იდიოტი
ბოლოსკენ აი მეორედ რო გადაასხავს კომპს ყავას ჩემი აზრით უკვე იქიდან ვეგარ გაქაჩა ავტორმა მარა
არის მაგ წიგნში დეტალები რომლითაც საოცრად მოვიხიბლე და არაღაც პონტში ჩემ თავსაც მივამზგავსე .......
მერე შეიძლება დავდო Famous Sayings ში იქიდან რა ფრაზებიც მომეწონა მაგრად ....
ინგლისურად ------- > http://allshares.ge/download.php?id=89486B4A12
ოშოს
Hidden Mysteries
ძაალიან საინტერესოა
ესეთ რაღაცეებზე ბევრგან არ საუბრობს და ამ წიგნს რო მივაგენი გამიხარდა
სამი მეგობარი -
ცერცვის მარცვალი -ოშო
ფრედერიკ ბეგბედერი - 99ფრანკი (კარგი წიგნია და სასიამოვნო წასაკითხი )
Симона де Бовуар ''Второй пол''
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)