პეტრე იბერი V საუკუნის გამოჩენილი საელკესიო მოღვაწე ქალაქ მაიუმის ეპისკოპოსი,ქართლის სამეფო ტახტის პირდაპირი მემკვიდრეა.მას ეკუთვნის თეოლოგიურ-ფილოსოფიური შრომა,რომელიც ამჟამდ და ადრიდანვე ცნობილი იყო დიონისე არეოპაგელის შრომების სახელით,რომელიც იყო ქალაქ ათენის პირველი ეპისკპოპოსი I საუკუნეში.სხვადასხვა მეცნიერების მტკიცებულებით ეს შრომები ვერ დაიწერებოდა I საუკუნეში და მისი ავტორი აზროვნების თავისებური გადმოცემის მიხედვით არ უნდა ყოფილიყო ბერძენი.ბერძნულიდან ქართულად ამ შრომების თარგმანი შესრულებულია XI საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწის ეფრემ მცირის მიერ.
აქვე უნდა აღინიშნოს დიდი სკითიელი ბერის გამონათქვამი პეტრე იბერის მიმართ : "ის სიყვარულს ცეცხლი , რომელიც ღმერთმა მოგანიჭა , ამ თაობის არცერთ კაცს არ ღირსებია ჰქონოდა ასეთი სიძლიერით.... "
ცეცხლი იერუსალიმში მხოლოდ დიოფიზიტი პატრიარქის ლამპარზე გადმოდის და იგი წმიდაა - არ არის შემწველი და მაშასადამე ეს ცეცხლი არის ღმრთის სიყვარულის გამოხატულება კაცთა მოდგმის მიმართ.წმინდა მამები ამბობენ : "ღმერთი სიყვარული არს" და ყოველივე ზემოთ მოყვანილის მიხედვით პეტრე იბერს ეს სიყვარულის ცეცხლი უხვად ქონდა მინიჭებული ღმერთისგან.ეს გამოხატა კიდეც პეტრე იბერმა არეოპაგიკის შრომების ერთ - ერთ თავში,რომელიც მიძღვნილია უდიდესი სიყვარულის - ტრფიალების რაობის გაგებისადმი.
"არეოპაგიკა"დაწერილია რთული და გრძელი წინადადებებით და ძალიან ძნელი გასაგებია,სასულიერო ფილოსოფიური კრებული შედგება 4 შრომისა და 10 ეპისტოლესაგან , ის რთული საკითხავია ფართო მკითხველისათვის,ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ ჩამოგვეყალიბებინა ეფრემ მცირის თრგმანის გამოკრებილი ,მოკლე საკითხავი თხრობა ჩვენი ძალისაებრ.
I. საღმრთოთა სახელისათვის
მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ მცირე ამონაწერი :
"რამეთუ ვითარცა მიუწვდომელ და უხილავ არიან გრძნობადთა და საცნაურნი და აგებულებათა და სახეთა შინა მყოფთაგან მარტივი და გამოუსახველნი და ხორცთა სახითა დასახულთა და უხორცოთა იგი შეუხებელი და გამოუსახველი უსახეობაი , ეგრეთვე ჭეშმარიტებისა სიტყუათაებრ ზეშთა - იქმნების არსებათა უზეშთაესი იგი არსთა უსაზღვრობაი და გონებათაისა ზეშთაგონებისა იგი ერთი ; და გამოუთქმელ არს ყოვლისა სიტყვისაგან ზეშთასიტყვისა იგი სახიერებაი , ერთობაი. ერთ მყოფელი ყოვლისა ერთობისაი და არსებაი ზეშთაარსებისაი , გონებაი მოუგონებელი , სიტყვაი გამოუთქმელი , უტყუებაი , მოუგონებლობაი , დაუსახველობაი რამეთუ არარაით არს არსთაგანი მიზეზი ყოველთა არსებისაი , ხოლო თვით უზეშთაესი არსთაი ,ვითარცა მიერ კერძოი ყოვლისა არსებისაი , რათა თვით მხოლოი ოდენ გამოჩნდეს ფლიობით მეცნიერ თავსა თვისსსა. "
აი ასეთი გრძელი ურთულესი წინადადებებით მოგვითხრობს პეტრე იბერი ღმერთის შესახებ და ამბობს : "მრავალნი ღმრთის - მეტყველნი ჰპოვნე , რომელთა არა ხოლო უხილაობაი და მიუწვდომლობაი იგალობეს მისთვის , არამედ თანა გამოუძიებლობაიცა და გამოუკვლელობაი , ვითარცა არა არს ალაგი , არცა კუალი ერთი განსავლელი დაფარულსა მას შორის განუზომლობასსა მისსა." და შემდეგ ჩამოთვლილია ის უამრავი სახელები რომლითაც ღმერთს უგალობდნენ , მათ შორის არის "ძველთა დღეთასა" , "მზედ , ღრუბლად ყოვლად - ყოვლად და არცა ერთად მათ ყოველთაგან."
ეს პირველი თავის ერთი ნაწილია და თუ ვიმსჯელებთ წაკითხულზე ძალიან საინტერესო იქნება
რადგან მე პირადად არსად ასეთი სიზუსტით არ წამიკითხავს ახსნა თუ რა არის ის არსება რომელმაც შეგვქმნა ჩვენ.
ჩემს გაოცებას იწვევს საოცარი მდიდარი ძველ ქართული სადაც მთელი სიცხადით არის გადმოცემული გამოუსახველი უსახეობაი ის მართლაც აგმოუსახავია,უსახოა, და კიდევ არსებათა უზეშთაესი იგი არსთა უსაზღვრობაი და გონებათაისა ზეშთაგონებისა იგი ერთი იგი მართლაც რომ არსებათა უზეშთაესია,არსთა უსაზღვრობაა,გონების ზეშთაგონებაა,უმაღლესი გონებაა,და ის ერთია.
ერთ მყოფელი ყოვლისა ერთობისაი და არსებაი ზეშთაარსებისაი იგი მართლაც ერთ მყოფელია ერთობისა,ის აერთიანებს სამყაროს ზე არსება,სიყარული და დასაბამი
გონებაი მოუგონებელი გონება რასაც ჩევენი გონებით ვერ მოვიგონებთ, სიტყვაი გამოუთქმელი სიტყვით ვერ გამოვთქვავთ, უტყუებაი სიმართლე სიცხადე, მოუგონებლობაი არ გამოგონილი არამედ არსება გონი, დაუსახველობაი რამეთუ არარაით არს არსთაგანი მიზეზი ყოველთა არსებისაი მართლაც რომ არსაიდან არის მიზეზი ყოველივე იმისა რაც არსებობს,რაშიც ვართ ჩვენ,რა არის მიზეზი ყოველი არსებისა?ხოლო თვით უზეშთაესი არსთაი ,ვითარცა მიერ კერძოი ყოვლისა არსებისაი ხოლო თვით ზე არსება განხორციელებული ყოველ სულიერში,პირადად ყოველ არსებაში მყოფი რათა თვით მხოლოი ოდენ გამოჩნდეს ფლობით მეცნიერ თავსა თვისსსამართლაც ამ არსებებში გამოჩნდება მისი არსებობა ))
ყოველთვის ვფიქრობდი ამაზე,ყოველთვის ვოცოდი ეს და აი სიტყვები,რომელიც მჭIრდებოდა ამის გასაცნობიერებლად,რადგან მე თავად ვარ მისი ნაწილი,ერთ ერთი მისინატეხი,განა ქვეცნობიერად კი არ ვიცოდი თუ რა ვარ მე? ))
ამ თემას გულისხმობდი? ლაო ძის ჰგავს ძალიან
ამ თემას სხვა ფორუმზე გავეცანი შეძლებისდაგვარად.
LAIRA
ხო კიდე ერთი თხოვნა მაქვს რა დიდი დაკოპირებული და ძნელად წასაკითხი ტექსტები არ დამიდო,არამედ რაც გულიდან ამოგივა და აზრი მოგივა ის დაწერე,არ ვკითხულობ მე მაგ ტექსტებს ძალიან მეზარება,არც სიტყვების ტყუიილად რახარუხი მიყვარს რასაც ვწერ გულიდანაა იმიტომ რომ ღმერთზე ვწერ და ასევე უნდამიუდგეთ ამ საკითხს გულიდან,დაკოპირებული ტექსტები შინაგან განწყობას არ გადმოსცემს.
LAIRA
LAIRA
რატომ აღარ აგრძელებ?!
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)