გამოსადეგარი (სიანტერესო სიტყვაა ) თემაა ვგონებ, ხოდა ვკითხოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს.
თუ ზედმეტია და წასაშლელია, წავშალოთ ბატონო და ასე შემდეგ
გმადლობთ ყურადღებისათვის
ამჟამად ამ წიგნს ვეძებ და ვერ ვპოულობ რომ გადმოვიწერო
Кэтрин Пондер «Динамические законы процветания»
sky
ძალიან აქტუალური თემა გახსენი. მადლობა თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერაფრით გეხმარები
ვეძებ/მჭირდება კოტე ბაქრაძის "ლოგიკა".
სად შეიძლება რომ ვიყიდო ან თქვენ ხომ არა გაქვთ?
ტოლეს წიგნები დადეთ რა თუ გაქვთ
ინგლისურად მაქვს Nutsa, თუ გინდა აგიტვირთავ...
კი მინდა დიდი მადლობა THE POWER OF NOW მაქვს დანარჩენი არ მაქვს
http://www.files.ge/file/468695/A-new-Earth-pdf.html
ესეც ტოლეს "A New earth" ნუცასათვის
http://www.files.ge/file/468698/stillness-speaks-pdf.html
ესეც მეორე... ამოვწურე ჩემი მარაგი
სად დამეპოსტა არ ვიცოდი, აქ დავწერ
4 მარტიდან ჟურნალ გზასთან ერთად წიგნებიც გაიყიდება. ყოველკვირა იქნება ახალი წიგნი, ორივე 4 ლარი ეღირებაო. პირველი დოჩანაშვილის მოთხრობებს ბეჭდავენ, მერე ვნახოთ კიდე...
http://biblusi.blogspot.com/2010/02/blog-post_15.html
მგონი კარგი პროექტია
ეს წიგნი მინდაა "Возвращение Мерлина"
და
ოშოს თემაში კი დავწერე მაგრამ კიდევ ვცდი აქ, ოშოს "on women" ხომ არ მოგეძევებათ ვინმეს, ინგლისურაააად
ან თუნდაც ბერდიაევის, ან ვინმესი, ქალზე დაწერილი. მოკლედ რამდენი ხანია ვეძებ...
ვინმემ თუ იცით თბილიში იყიდება წიგნი ქვებზე, ანუ ყველაფერი ქვების შესახებ, მათი ზემოქმედება ჩვებზე და ასე შემდეგ. აქ კი არის კარგი წიგნები, მაგრამ ზოგი ქვის სახელი ითარგმნება და მერე ქართული შესატყვისი არ ვიცი ხოლმე.
მადლობა წინასწარ
ATMAN შენი დადებული ქარჩხაძის ზღაპარი უფლისწულზე გადმოვქაჩე და ძალიან მომეწონა
მაგის გარდა არაფერი მაქვს ქარჩხაძის წაკითხული, და იქნებ სხვა რამეებიც მოგეძევებოდეეეს
Anna
http://lib.ge/body_text.php?7309
Kaspar Hausser დიდი მადლობა , მაგრამ დამავიწყდა მეთქვა რომ რაჰათ-ლუხუმიც წაკითხული მაქვს , მეტი კი აღარაფერი დევს ქარჩხაძისა lib.ge-ზე.
Anna
რამდენიმე დღეში ავკრეფ მის ძალიან მაგარ ზღაპარს, რომანიდან განზომილებას და ლინკს დავდებ საიტზე
Anna
არაფერს..
P.S. XI თუ XII კლასის პროგრამაშია "იგი" შეტანილი და თუ ნახავ წაიკითხე..
Anna
"იგი" მეც მაქვს და თუ გინდა აგიტვვირთავ
Atman მინდა, მინდააააა
Anna
http://www.bin.ge/file/143589/igiiiiii.doc.html
გაიხარე შენა Atman და იმ ზღაპარსაც ველოდები
აპოკრიფები მინდა ინგლისურად ან ქართულად ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო?
Molen
http://www.sacred-texts.com/chr/apo/index.htm (ისე google "სერჩავს" ძალიან მარტივად )
serafinapekkala
დიდი მადლობა.
ალაზნისპირელის და ბერი პაისის თემები წაიშალა?
KLINIKUR SIKVDILZE VEDZEB INPORMACIAS.
გურჯიევის ბელზებელის საუბრები და შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან იშოვება ქართულად ?
კი, მაქვს ქართულად "შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან".... მარა, ვერ ეღირსებით...
priad ubralo
რატომ ასე? გვათხოვე. დაგიბრუნებთ უვნებელს თანაც გავამრავლებ და თუ ვინმეს დასჭირდება შემდგომ ვათხოვებ
ყველას გთხოვთ თუ მოგეპოვებათ მერაბ ცინცაძის '' წერილები ბიძას ჭადრაეზე'' არ დაიზაროთ და დადოთ.
გაუმარჯოს ყველას მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და იქნებ ვინმესმოგეპოვებათ გუეჯიევის წიგნები....
მე პატარა წიგნი ვეთხოვე ადრე ერთ ადამიანს ეხლა იმას ვეღარ ვნახულობ იმ წიგნს ერქვა ”საუბარი მოწაფეებთან” ასევე არის წიგნი ”საუბარი უნიკალურ ადამიანებზე”
იქნებ ვინმეს მოგეპოვებათ ეს წიგნები? ან სხვა ნებისმიერი გურჯიევზე.......
დიდი მადლობა წინასწარ......
ARIMATIELI
მე მაქვს ციფრული ვერსიები ინგლისურ ენაზე, ზუსტად რომელი წიგნებია აღარ მახსოვს...
თუ წაიკითხავ შემიძლია აგიტვირთო
сборник священных тибетских текстов
тибетская йога и тайные доктрины ЭВАНС-ВЕНЦ
ხომ არ გეგულებად გადმოსაწერი ლინკი ?
ინგლისურად ვერ ვკითხულობ..... დიდი მადლობა .....ისე ტუ დადებ მაინც კარგი იქნება იმიტომ რომ მე თუ არა სხვა წაიკითხავს...
სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა- მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება. ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები.
იდოს მაინც ინფორმაციისთვის......
ბიოგრაფიული ცნობები
ცნობილი მისტიკოსისა და მედიუმის გიორგი გურჯიევის წარმომავლობა და ბიოგრაფიული მონაცემების ნაწილი დაზუსტებით არაა ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1866-დან 1877-მდე წლებს. პასპორტის მიხედვით, ის დაბადებული იყო 1877 წლის 28 ნოემბერს, თუმცა მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ამას უტყუარ ფაქტად ვერ მივიღებთ (უფრო კონკრეტულად ქვემოთ შეიტყობთ). აზრთა სხვადასხვაობაა მის ბიოგრაფებს შორისაც. მაგალითად, ჯეიმს მური 1866 წელს მიიჩნევს უფრო შესაფერისად, უილიამ პეტერსონი – 1872-ს. ოჯახის შესახებ ტრადიციულად მიჩნეულია, რომ პონტოელი ბერძენი მამისა და სომეხი დედის ოჯახში დაიბადა. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ქართველებს “გურჯებს” ეძახიან, ამიტომ გვარის გამო მის ქართულ ფესვებზეც არის ეჭვები.
გურჯიევის ოჯახი
ამერიკელი მისტიკოსი და ოკულტური წიგნების ავტორი დევიდ ალან ჰულსი წიგნში “ენციკლოპედიური მეგზური წმინდა ენებისკენ” საუბრობს ქართულ ენაზე (გვ.218) და იქვე აყოლებს: ქართულ დამწერლობაში ძირითადად ორი სტილია გავრცელებული: ხუცური, რომელიც მრგვალი ფორმებით გამოირჩევა და მხედრული. მხედრული დამწერლობა ძალიან ჰგავს იმ საიდუმლო ანბანს, რომელსაც გურჯიევი იყენებდა წერისას. შეიძლება სწორედ ეს დამწერლობა დაგვეხმარება, გავშიფროთ მისი სიმბოლოები (ე.წ. “ენაგრამები”), რომლებსაც ნაშრომებში რთავდა.
გურჯიევი გაიზარდა ყარსში და მსოფლიოს მრავალი ადგილი მოიარა – ცენტრალური აზია, ეგვიპტე, ევროპა.. 1912 წელს რუსეთში დაბრუნდა და თქვა: “დავიწყე რუსეთით და დავასრულე რუსეთით.” 1912 წელს მოსკოვში მას უკვე გამოუჩნდა მოწაფეები. ამავე წელს იქორწინა პოლონელ ჯულია ოსტროვსკაზე და გადავიდა სანკტ-პეტერბურგში. მის მოწაფეებში ირიცხებოდნენ ფილოსოფოსი პიოტრ უსპენსკი, კომპოზიტორი ტომას დე ჰარტმანი და მისი მეუღლე ოლგა. 1916 წელს კი უკვე 30 მიმდევარი ჰყავდა.
1917 წელს სომხეთში, ალექსანდროპოლში დაბრუნდა. ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდში თავის სწავლებებს ავრცელებდა ესენტუკში, ტუაფსეში, მაიკოპში, სოჭაში, ფოთში. 1918 წელს უსპენსკი მას გამოეყო. 1919 წელს გურჯიევი ყველაზე მეტად დაახლოებულ მოწაფეებთან ერთად ტიფლისში (თბილისში) ჩამოვიდა. აქვე გახსნა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”, რომელსაც შემდგომში ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მალე მას ოჯახის წევრებმა ჩააკითხეს და შეატყობინეს, რომ თურქებმა მამამისი დაჭრეს სომხების გენოციდის დროს, დედა და რამდენიმე ნათესავი კი ტიფმა იმსხვერპლა. 1920 წელს სიტუაცია აირია და ჯერ ბათუმში, შემდეგ კი სტამბულში გადაინაცვლა. აქ მოწაფეებთან ერთად გაეცნო დერვიშების ადათ-წესებს, დაინტერესდა სუფისტური ცერემონიით ‘სამა’. სტამბულშივე შეხვდა ბრიტანელ მეცნიერს, მკვლევარსა და მწერალს ჯონ ბენეტს, რომელიც მალევე გახდა მისი და უსპენსკის მიმდევარი.
1921-22 წლებში მისტიკოსმა შემოიარა დასავლეთ ევროპა, ლექციებს ატარებდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი და ლონდონი. აქ შეძენილი მოწაფეებიდან აღსანიშნავია ბრიტანელი ინტელექტუალი ალფრედ რიჩარდ ორეგი.
1924 წელს პარიზიდან ბრუნდებოდა, როცა ავარიაში მოყვა და მძიმედ დაიმტვრა, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. არის ვარაუდი, რომ ეს ავარია თავიდან მოსაშორებლად მოუწყეს. თავისი ცოდნის დახმარებით მას ექიმი არც დასჭირვებია, ისე გამოჯანმრთელდა. ამავე წელს დაიწყო წერა წიგნისა “ყველა და ყველაფერი”. 1925 წელს მისი ცოლი კიბოთი დაავადდა. სამწუხაროდ, ვერც რადიოთერაპიამ უშველა და ვერც გურჯიევის მკურნალობამ და 1926 წლის ივნისში გარდაიცვალა. ფრიც პიტერსის წიგნი “გურჯიევი ამერიკაში” გვამცნობს, რომ მისტიკოსი 1925-26 წლებში აქტიურად სტუმრობდა ნიუ-იორკს და თავისი ქონება დაახლოებით 1 მილიონი დოლარით გაზარდა (გაითვალისწინეთ, როდის ხდება მოქმედება და მცირე თანხად არ მოგეჩვენებათ).
სწავლებას და ქადაგებას გიორგი მეორე მსოფლიო ომის დროსაც აგრძელებდა. ამ პერიოდში ის პარიზში ცხოვრობდა.
გურჯიევი პარიზში, თავის “სიტროენში”.
გარდაიცვალა 1949 წლის 29 ოქტომბერს საფრანგეთში, ამერიკულ საავადმყოფოში. დაკრძალულია ფოტენბლოს სასაფლაოზე.
გურჯიევი დაკრძალვისას
პიროვნული თვისებები
მისი თანამედროვეები არცთუ ისე დადებითად ახასიათებდნენ გიორგის. მათი აღწერით, მისტიკოსი ფრიად ცბიერი და საშიში ადამიანი იყო. მისი ქარიზმა ვერავის დატოვებდა გულგრილს. ჰქონდა ადამიანის დაჰიპნოზებისა და მისტიფიკაციის საოცარი უნარი. მასთან საუბრისას ყველა კარგავდა დროის შეგრძნებას. ბევრ მათგანს ეგონა, რომ საუბარი სულ ახლახანს დაიწყეს, არადა უკვე 6 საათი იყო გასული. როცა ევროპელ ინტელიგენტებს მათივე ისტორიიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელ საინტერესო ამბებს უყვებოდა, ისეთ წვრილმანებს ახსენებდა, რომ ტოვებდა შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. ადამიანებთან კონტაქტისას სიფაქიზეს ავლენდა, ყველას სხვადასხვანაირად ესაუბრებოდა. სადაც კი ჩადიოდა, ყველას თავიანთ მშობლიურ ენაზე უსაუბრებოდა, არასდროს სჭირდებოდა თარჯიმანი.
ფილოსოფია, იდეოლოგია და პრაქტიკა
გურჯიევი ამტკიცებდა, რომ მის მიერ შემუშავებული ინფორმაციის ათვისება ადამიანს ჭეშმარიტების კარს გაუღებდა. ეს ინფორმაცია კი დამყარებული იყო უძველეს რელიგიებზე, სხვადასხვა ხალხების ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე. მისი მოწაფეები სულიერ ლიდერად მიიჩნევდნენ, ასევე ეზოთერიკოსად და ოკულტისტად.
ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას, რადგან ისინი იმყოფებიან ერთგვარ “ფხიზელი ძილის” მდგომარეობაში. “ადამიანი ცხოვრობს ძილში და ძილშივე კვდება”. გურჯიევის მტკიცებით, ადამიანები რომ უფრო გააზრებულ მდგომარეობაში იყვნენ, არ მოხდებოდა ისეთი საშინელებები, როგორიც მაგალითად ომია. ადამიანები ერთფეროვანი ყოველდღიურობის გამო ერთგვარად დაჰიპნოზებულნი არიან და გაუცნობიერებლად ემგვანებიან მექანიკურ სათამაშოებს.
მისტიკოსი ამბობდა, რომ რელიგიები და უძველესი ტრადიციები ერთ დროს დიდ ცოდნას ინახავდა, მაგრამ ადამიანებმა ზოგჯერ თავიანთი პატივმოყვარეობის გამო, ზოგჯერ კი უნებლიედ დაამახინჯეს და არსი დაუკარგეს, ამიტომ მათ აღარ ჰქონდათ ის ძალა, რაც უწინ. ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი, გაერჩია კარგი და ცუდი, ჩასწვდომოდა ჭეშმარიტებას. ამის ნათელი შედეგი იყო 1914-18 წლებში მიმდინარე I მსოფლიო ომი.
გურჯიევი მოწაფეებთან ლექციისას
ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან – სხეული, გონება და ემოციები. ჰარმონიისთვის საჭიროა სამივე მათგანი განვითარდეს. ამიტომაც გურჯიევმა შეიმუშავა სისტემა “მეოთხე გზა”, რომლის შესრულებაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა იმდროინდელი საშუალო ევროპელისა და ამერიკელისთვის. თუმცა ამ ტერმინს თავად არ ხმარობდა, “მეოთხე გზა” მისმა მოწაფეებმა უწოდეს, სალაპარაკო ენაში კი გავრცელდა უსპენსკის წიგნის “მეოთხე გზის” შემდეგ, რომელიც მისტიკოსის ლექციებზე იყო დაფუძნებული. სწავლებას ასევე უწოდებენ “გურჯიევის ნაშრომს”, “სისტემას”, “საკუთარ თავზე მუშაობას” და ა.შ.
მეოთხე გზა ასწავლის ადამიანს, როგორ მოახერხონ ყურადღებისა და ენერგიის მართვა თავიანთ სასარგებლოდ, განავითარონ ფარული უნარები, ნაკლები დრო დაუთმონ ოცნებებს და იყვნენ მობილიზებულნი. ადამიანი არ იბადება სულით, არამედ თავისი ცხოვრება უნდა წარმართოს ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული, თუ არადა “მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება, მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.
გურჯიევს შემუშავებული ჰქონდა მოძრაობების სისტემა, რომელსაც “წმინდა ცეკვებს” ეძახდა. მას მოწაფეებთან ერთად ასრულებდა. ამ ცეკვების სისტემას მოგვიანებით “გურჯიევის მოძრაობები” ეწოდა. მათი საწყისები იმალება სხვადასხვა რელიგიებში, ასევე ტრადიციებში, რომლებიც სათავეს იღებენ ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, ტიბეტში, შორეულ აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
ცეკვები შედგებოდა 39 მოძრაობისგან:
1. ავტომატი
2. ლოცვა სამ ნაწილში
3. ოთხი თვალწარმტაცი სანახაობა
4. ლოცვა სწავლებისთვის
5. დერვიშის მითითება
6. მოძრაობა კანონით
7. ეზოთერიკა
8. ტრიადები წყვილებში. სირთულეები სიმარტივეში
9. ‘ოლბოგმეკი’, ანუ ორმაგი გამრავლება
10. ნათელი ცეკვა
11. უფალო შეგვიწყალენ
12. ალილუია
13. მოძრაობის ლოცვა
14. წმინდა წიგნის კითხვა
15. ტიბეტური დღეები
16 – 17. ცხრაკუთხედის გამრავლება
18 – 19. ვარჯიშის შეწყვეტა
20. ექვსი გადააადგილება. დერვიშების ვარჯიში
21. სინდისის ქენჯნა
22. მეზოთერიული სერიები
23 – 24. ჩაძე ვაძე (უფალო, შეგვიწყალენ!)
25. შავი და თეთრი მაგია
26. გამრავლება
27. კანონი
28 – 29 – 30. კოსმიური ცეკვა
31. თხუთმეტი რიტმი
32. ავტომატი
33. ვარჯიში ‘ამერიკაში დაბრუნება’
34. გამრავლება
35 – 36. დერვიშების მოძრაობა
37 – 38. კანონი
39. ფიქრი, შეგრძნება, ემოცია
გურჯიევი ასწავლიდა, რომ სულიერი განვითარება შედგებოდა სამი ნაწილისგან, სამი გზისგან:
# ფაკირის გზა
ეს ნაწილი მოიცავდა რთული ფიზიკური ვარჯიშებისა და პოზების შესრულებას, ემსახურებოდა სხეულის განვითარებას. დაფუძნებული იყო ფაკირების, ანუ მუსლიმი სუფისტი ასკეტების პრაქტიკაზე.
# ბერის გზა
ბერის, იგივე მონაზვნის ვარჯიშები მიმართული იყო ემოციური წონასწორობის განვითარებისკენ. ყურადღება ექცეოდა ბილწი ვნებების დათრგუნვას და სულიერი, ჭეშმარიტი შეგრძნებების განვითარებას. დაფუძნებული იყო ქრისტიანი და ბუდისტი ბერების პრაქტიკაზე.
# იოგის გზა
დაფუძნებული ინდუისტი და სიქჰისტი იოგების პრაქტიკაზე, იოგის ვარჯიშები ემსახურებოდა თვითშემეცნებას, ავითარებდა გონებრივ შესაძლებლობებს და ფარულ ნიჭებს.
ეს სამი ნაწილი მთლიანობაში ადამიანს წარუძღვებოდა ჰარმონიისა და სრულყოფისკენ, რაც იყო კიდეც ნებისმიერი რელიგიის ძირითადი არსი. სამი გზა იკვრებოდა ერთ მთლიანობად, ჭეშმარიტ სწავლებად, რომელსაც სიმბოლურად ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მაგრამ ეს ცოდნა არ იყო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ის არ წარმოადგენდა დაფარულ საიდუმლოს, მაგრამ ბევრს უბრალოდ არ აინტერესებდა. მხოლოდ მცირედნი, ვინც აღმოაჩენდნენ მასში ხსნის გზას, მიჰყვებოდნენ კიდეც. გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანების მხოლოდ 20% დაფიქრებულა ერთხელ მაინც მაღალ ღირებულებებზე. მათგან მხოლოდ 20%-ს გადაუწყვეტია რამის გაკეთება ამ მხრივ, და ამ მცირედის 5% აღწევდა რაიმე შედეგს. ანუ საბოლოო ჯამში, 0.002%, იგივე 500-დან ერთი ადამიანი აღებდა კარებს რეალობაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლებისა იყო ის, რომ გურჯიევის აზრით, სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში. თუკი ადამიანი ერთი რამის შესწავლას მიჰყოფდა ხელს, ის მისდაუნებურად აითვისებდა სხვა რამესაც და შეიძენდა ახალ უნარ-თვისებებს.
გავლენა
თავისთავად ცხადია, გურჯიევი ეხვეოდა ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში. ბევრი მას მიიჩნევდა შარლატანად, რომელსაც ეს ყველაფერი საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა. თუმცა აშკარაა, რომ მან გავლენა მოახდინა უამრავ მისტიკოსზე, მოაზროვნეზე, მწერალზე, ლიდერზე. მაგალითისთვის საკმარისია ორი პიროვნება, რომლებზეც ამ ბლოგზე ცალ-ცალკე პოსტებია: ოშო და კარლოს კასტანედა. მისი წიგნები ბესტსელერი იყო, თავად გურჯიევზე კი რამდენიმე ათეული წიგნი დაიწერა.
“ღმერთის მოსვლის მაცნე”. დაიბეჭდა 1933 წელს.
ტრილოგია “ყველა და ყველაფერი”
* ნაწილი I – “ბელზებუბის ამბები, რომელსაც შვილიშვილს უყვებოდა”. დაიბეჭდა 1950 წელს
* ნაწილი II – “შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან”. დაიბეჭდა 1963 წელს
* ნაწილი III – “ცხოვრება მხოლოდ მაშინაა რეალური, როცა ‘მე ვარ’ “. დაიბეჭდა 1974 წელს
“ხედი რეალური სამყაროდან”. დაიბეჭდა 1973 წელს
ასევე გადაღებულია ფილმი შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გურჯიევი ერთ-ერთი ვერსიით ითვლება ვოლანდის პროტოტიპად. რუსული გაზეთი “Ставропольская правда” 2006 წლის 4 თებერვლის ნომერში წერს:
– არ გვაქვს დაზუსტებული ცნობები იმის შესახებ, მისტიკოსი მართლა შეხვდა თუ არა ბულგაკოვს, თუმცა ის რომ მწერლის შთაგონების წყარო გურჯიევია, აშკარაა. ამასთან, 1917 წელს ორივე ესენტუკში ისვენებდა და ეს კიდევ უფრო ზრდის ალბათობას. ასევე ცხადია, რომ მეოცე საუკუნის მთელი რუსული ინტელიგენცია ამ საოცარი ადამიანის გავლენის ქვეშ იყო.
გაზეთი ასევე საუბრობს გურჯიევისა და სტალინის ურთიერთობაზე. ისინი საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და არის ვარაუდი (არცთუ ისე საფუძველს მოკლებული), რომ ერთად სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა ამ დროს მისტიკოსს იმხელა ცოდნა ჰქონდა, გასაკვირია, სემინარიაში სწავლა რაში სჭირდებოდა. მაგრამ დადასტურებულია ის, რომ ეს ორი მეგობარი ამ პერიოდში ერთ ბინაში ცხოვრობდა თბილისში. თავის მხრივ, გურჯიევიც განიცდიდა სტალინის გავლენას და მასთან ერთად მონაწილეობდა აჯანყებებში. მოგვიანებით, ის იხსენებდა, როგორ დაჭრეს კავკასიაში ყოფნის პერიოდში – მას ტყვია მოხვდა 1904 წელს ჭიათურაში, როცა ის და იოსები საფოსტო ეტლის გაძარცვას ცდილობდნენ.
მკვლევარების დიდმა ნაწილმა გურჯიევის გავლენა აღმოაჩინა სტალინის რიგ ნაშრომებში. გურჯიევისვე გავლენით შეიცვალა სტალინმა დაბადების თარიღი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისას: ის დაბადებული იყო 1878 წლის 18 დეკემბერს, მისტიკოსმა კი შეაცვლევინა და 1 წლითა და სამი დღით წინ გადააწევინა – 1879 წლის 21 დეკემბერი. ამით დიდ ბელადზე მაგიურ-ოკულტური გავლენის მოხდენა შეუძლებელი გახდა. ამ ფაქტის გამო რეალობას არაა მოკლებული აზრი, რომ იგივე მიზეზით თავად გურჯიევსაც შეცვლილი ჰქონდა დაბადების თარიღი.
ციტატები ნაშრომებიდან
# შეუძლებელია მიხვდე, რომელია მცდარი გზა, თუკი თავდაპირველად არ შეიცნობ სწორ გზას.
# ყოველდღიურობაში ჩვენ ხშირად ზედმეტ, უსარგებლო რამეებზე ვსაუბრობთ. რომ შევამციროთ ჩვენი საუბრის ხანგრძლივობა და მხოლოდ სასარგებლო რამეები ვთქვათ, ძირითადად ჩუმად მოგვიწევს ყოფნა. იგივე ეხება ძილს, ჭამას და სხვა ხორციელ სიამოვნებებს.
# ადამიანის ევოლუცია ეს იგივე შემეცნების ევოლუციაა.
# შეუძლებელია ადამიანის პიროვნული “მე” იყოს მუდმივი. ის ყოველ წუთს იცვლება მისი ფიქრების, აზრების, ქცევების, განწყობის გამო. ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ ჩამოყალიბებული, უცვლელი პიროვნებები არიან, მაგრამ რეალურად მათი “მე” ყოველდღე იცვლება და ახლდება. ჩვენ ისიც კი არ ვართ, რაც ვიყავით თუნდაც ნახევარი საათის წინ.
# საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ადამიანი ვერ გათავისუფლდება, ვერ იქნება საკუთარი თავის მმართველი (ანუ თავის-უფალი) და სამუდამოდ მონად დარჩება.
# შემეცნების ერთგულება თავისუფლებაა, გრძნობების ერთგულება სისუსტე, სხეულის ერთგულება კი სისულელე.
# შემეცნების იმედად ყოფნა ძალაა, გძნობების იმედი მონობა, სხეულის იმედი კი ავადმყოფობა.
# რწმენას ადამიანს ვერ მისცემ, ის თავისთავად უნდა აღმოცენდეს სწავლისა და შემეცნების ხარჯზე.
# ცოდნა და შეცნობა სხვადასხვა რამეა. მხოლოდ შეცნობა გაგიძღვება თავისუფლების არსისკენ, რაშიც ცოდნა მხოლოდ პატარა როლს თამაშობს.
# ყველა რელიგია საუბრობს სიკვდილზე, რომელიც დედამიწაზე არსებობის დასასრულია, არადა სიკვდილი ხელმეორედ დაბადებამდე უნდა დადგეს. მაგრამ საკითხავია, რა უნდა მოკვდეს? პირველ რიგში, მცდარი აზრები, უსარგებლო ფიქრები და ეგოიზმი. ამის შემდეგ იშვება ხელახლა ადამიანი. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ძალიან რთული მანქანები ვართ, ამიტომ ეგოიზმის მსხვრევა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
# გულწრფელობა ის გასაღებია, რომელიც ახალ სამყაროში გაგიხსნით კარს. სამყაროში, სადაც ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენთ. ნელ-ნელა უნდა მოიშოროთ ის ნიღაბი, რომელსაც ყოველდღე ატარებთ ხალხთან ურთიერთობისას.
# დაეხმარე მხოლოდ მას, ვინც შორსაა სიზარმაცისგან.
# პატივი ეცი ყველა რელიგიას.
# ნუ განსჯი კაცს სხვისი მონათხრობით.
# ასწავლე სხვას და ისწავლი შენც.
# აქ (იგულისხმება ლექციაზე) არ არიან არც რუსები და არც ინგლისელები, არც ქრისტიანები და არც იუდაისტები, არამედ მხოლოდ ისინი, ვისაც აქვს ერთი მიზანი – იცხოვროს სწორად.
მოგესალმებით ყველას! ეს ჩემი პირველი პოსტია ამ ფორუმზე
რახანია ვეძებ პატანჯალის "იოგა-სუტრა"-ს ქართულ ენაზე. გაყიდვაში აღარ არისო მითხრეს, რადგან მცირე ტირაჟით გამოიცა. იქნება ვინმეს გქონდეთ და მათხოვოთ რომ დავაქსეროქსო, ან იქნებ ვინმეს ელ.ვერსია გაქვთ?
sky
ვიპოვე, ინგლისურადაა The dynamic laws of prosperity
http://www.link.ge/file/348632/The-Dynamic-Laws-Of-Prosperity-Catherine-Ponder.rar.html
Anna
ოშოს on woman , რუსულად
http://www.link.ge/file/348620/on-woman.docx.html
სად შეიძლება შევიძინო გივი ალაზნისპირელის ნაშრომები? დამეხმარეთ რა? მე არ ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ,გამოვაგზავნინებ ჩემებს. მისი ფანი ვარ
პარალელურ სამყაროზე რამე წიგნი ხომ არ გეგულებათ?
эстер и джерри хикс "учение о воплощении желаний в жизнь"
მაპოვნინებთ?
sky
ever
გაიხარე ) უღრმესი ადლობა
sky
არაფრის
"მერწყულის ეპოქის ევანგელე" - ასეთი ტექსტი გაგიგიათ ვინმეს? თუ იცით იქნებ ლინკი მიმითითოთ...
ალაზნისპირელის გაზეთის რამდენიმე ნომერი მაქვს. მაგის საშუალებით გავერკვიე რაღაცეებში, რაზეც აზრზე არ ვიყავი, ტერმინებში მაგალითად ასე რომ თავიდან დამეხმარა... მაგრამ სამყაროს მისეული მოდელი და კიდევ რაღაცეები მიუღებელია ჩემთვის. გაზეთებს გავატან ვისაც უნდა
Lashapoli
ეხლა დაურეკე მის ახლობელს და ელექტრონული ვერსია არ მაქვსო, როგორც ჩანს შოვნა რთული იქნება რაღაცეები აქვს და ეხლა მიგზავნის აქ დავდებ.
მაშ ასე, უნდა დავიმახსოვროთ, რომ თეთრი ველის ყველაზე მთავარი სიმპტომი - ბავშურობაა!
ახლა კი ჩამოვთვლი მეორად თვისებებს...
ამგვარად, თუ ორგანიზმის ბიოაურა თეთრი ველით შეივსო, ასეთ ადამიანს უნდა ახასიათებდეს...
1. რწმენა ღმერთის არსებობისა.
2. ალტრუიზმი.
3. სხეულის სიზარმაცე.
4. ნელი ხელი საქმიანობის დროს.
5. ღიმილიანი ემოცია ან ემოციური ღიმილი.
6. შეგვიანებული რეაქციები.
7. ხმის კეთილი ტემბრი.
8. სწრაფი ორგაზმი.
9. ფრიგიდულობა.
10. საშარდე და საკვერცხე ორგანოების ანთება (დედაკაცებს), საშარდე ბუშტისა და თირკმელების სისუსტე (მამაკაცებს).
11. ........................ აზრი არა აქვს ამაზე საუბარს, მითუმეტეს ფორუმზე.
12. აქვთ სახის იდეურად თეთრი და კეთილშობილი ნაქვთები.
13. არა აქვთ ბევრი ფული.
14. ასეთები ხშირად ექსტრასენსებიც არიან.
15. ძლიერ არ უყვართ კროსვორდების შევსება, რადგან თეთრი ველის მოჭარბებას ახასიათებს მეხსიერების ძლიერ დაქვეითება. ზოგ შემთხვევაში ქვეითდება მხედველობაც და იმ ყველაფრის გარდა, რაც ორი თვალით ჩანს, ხედავენ ბურუსს სრულ სიბნელეშიც კი.
16. ერიდებიან პოეზიას, რადგან ლექსებს მეტწილად მიწიური ველით მდიდარი პირები თხზავენ.
17. არ გააჩნიათ ხატვისადმი მიდრეკილება, რადგან "მხატვარი" ხშირ შემთხვევაში ნიშნავს "მიწიური" ველით მდიდარ პიროვნებას.
18. თეთრები მიმდობნიც არიან.
19. გონებაში შეინიშნება ციფრების სუსტი ანგარიშუნარიანობა.
20. ახასიათებთ ძლიერი ორგანიზაციისა და დიდი რაღაცის შექმნის უნარი.
21. ალკოჰოლი მათთვის საწამლავია. ამიტომ თითქმის არ სვამენ ალკოჰოლს.
22. ხშირად ახასიათებთ ღებინების შეგრძნება და განსაკუთრებით ხორცის ჭამის შემდეგ.
23. თითქოს გულუბრყვინონიც არიან.
24. თუ გამოუდგებით, არ გაიქცევიან.
25. შეინიშნება მათი სხეულის ბავშური ჟესტიკულაციები (ბავშვურია მათი საუბარიც).
26. ხშირად ღიპიანებიც არიან და არა იმიტომ, რომ ბევრს ჭამენ, არამედ, ამისი საიდომლო მათ ბავშურობაში იმალება... (პატარა ბავშვებიც ხომ ხშირად ღიპიანები არიან). აქედან გამომდინარე, ღიპი ეტყობათ მათაც - დიდ ბავშვებს.
27. მალევე გრძნობენ ორგანიზმის შინაგან კანკალს, თუნდაც მცირე წაკამათების მომენტში.
28. თუ შეგპირდებიან , -შეასრულებენ!
29. აქვთ წყლიანი თვალები.
30.სხეულით ულამაზონი, მაგრამ სულით სიმპატიურები არიან.
31. სჩვევიათ ძლიერი დათმენა.
32. არ სჯერათ ჭორების.
33. სპორტი აღიზიანებთ.
34. ცდილობენ უსმინონ, და არა თვითონ ილაპარაკონ.
35. იშვიათად ცრუობენ.
36. როდესაც ხურდას უბრუნებენ, არ ითვლიან.
და ბოლოს ახასიათებთ უძილობა ყავის დალევის შემდეგ. ამიტომ, ცდილობენ აღარ დალიონ ჩაი ან ყავა დღის მეორე ნახევარში... (თუ ვინმემ საღამოს რამდენიმე ფინჯანი მაგარი ჩაი ან ყავა დალია და თქვა - უფრო კარგად დამეძინებაო, - ასეთი პირი "მიწიური" ველით არის სავსე).
შევეცდები მაქსიმალურად მოკლედმოგითროთ სამყაროს ნამდვილი თავგადასავალი და ის რაც დღემდე თიტქმის არავისათვის ცნობილი, ცხადი არ იყო...
(წარმოიდგინეთ დრო მაქვს ასაღწერად დაბადებიდან დღემდე რა მოხდა ძალიან ცოტა და მაქსიმალურად მოკლედ უნდა ვთქვა რა მოხდა ოდესღაც და როგორ მოვედით დღემდე)
მაშ ასე...
ღმერთის გადაწყვეტილებით იქმნება სამყარო...
144 000 მართალი სულის მქონე სასუფეველში გატყორცნილი უფლის მონათესავე შტოს რჩეული ხალხიდან პირველები გამყარებას იწყებენ ადამი და ევა...
ამ მომენტისათვის ადამიანები ჯერ კიდევ მიწისქვეშა "ცივილიზაციას" არ გასცდენიან (ისინი ქუეყანაში არიან)
დედამიწის მიერ უკანასკნელი "მშობიარობის" მომენტში გრავიტაციის კანონიდან გამომდინარე შობის მომენტში გარეთ გამოსასვლელი წყალი, რომელიც კოსმოსში უნდა გაფანტულიყო, ისევ დედამიწის შიგნით სწორედ "ქუეყანაში" ჩაიღვარა (ქუეყანა კი ფაქტიურად საბადებელს წარმოადგენს ამავდროულად, შუმერულად ეს არის იგივე იგივე "ნუნ")
დედამიწის შიგნით ჩარვრილმა წყალმა ქუეყანის წყლით ამოვსება დაიწყო, რასაც დიდი შფოთი მოჰყვა ჯერ კიდევ ქუეყანაში გაბნეული ადამიანების რიგებში ისინი იწყებენ ენით აუღწერელი "სიმდიდრის" (რაც პირველ რიგში დადებითი ენერგეტიკული ველის არსს მოიცავს, ანუ ენერგეტიკული - დავარქვათ მას ყველანაირი შესაძლებლობების მქონე "ველი") გადასარჩენად ბაბილონის გოდოლის აშენებას...
მაგრამ შესწვდა რა ადამიანი სამყაროს მთავარ საიდუმლოს რაც პირველ რიგში სიცოცხლის ხის არსის გაცნობიერებამ და მასთან დაკონტაქტებამ განაპირობა და მათ "აზრში" მთელი სამყარო "დაიპყრეს (ისინი გაუტოლდნენ ფაქტიურად ღმერთს)
ამასობაში "ქუეყანა" ნელ-ნელა წყლით ისევ ივსება...
გადის ეპოქები...
ქრონოლოგია ბიბლიაში შეგნებულად არასწორადაა დალაგებული, და სინამდვილეში სწორედ ამ პროცესებმა აიძულა ღმერთი დედამიწაზე ნოეს დახმარებით გამოეწვია ხელოვნური წარღვნა...
ეს ნოემ მის მიერ გაკეთებული საქმე უფალი-ღმერთის მიერ მისი სულში გაყვანისას მომავლის ხილვის დროს ნახა პირველად (და ნახა რა ნოემ მომავალი დაბრუნებული წარსულში -უფრო სწორად აწმყოში, იქცევა ისე როგორც უნდა მოიქცეს და მან დედამიწა სამყაროს მეტაფიზიკური ღერძის -იგივე სიცოცხლის ხის ირგვლივ პირიქით, ანუ სხვა მიმართულებით დაატრიალა, რამაც დედამიწაზე, ანუ "ქუეყანასა ზედა" -ზე არსებული წყლები კალაპოტიდან ამოაგდო და მოხდა წარღვნა...)
ამასობაში ქუეყანა წყლის დიდმა მოცულობამ თითქმის მთლიანად ამოავსო (და დაიძირა ლეგენდარული ატლანტიდელთა ცივილიზაცია, სინამდვილეში მათი კუნძული იმ მომენტისათვის წყალში კი არ დაიძირა, არამედ წყლის დონემ დაფარა ის)
ნელ-ნელა "ქუეყანის" შესახებ მონაცემები საერთოდ ქრება, ღმერთის გადაწყვეტილებით ამ ენით აუღწერელი ზღაპრული სამყაროს შესახებ ინფორმაციას ედება ტაბუ (იდეური ბოქლომი და მას შემდეგ სამყარო არასწორად ვითარდება)
მონაცემები უფალი ღმერთის სამოსახლო ადგილის შესახებ მიუწვდომელი ხდება...
ღმერთი დიდი ხნით იკეტება "ქუეყანის" შიდა სივრცეებში და ადამიანებს მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია აღარ ეძლევათ...
უკანასკნელი მონაცემები უფალი-ღმერთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით შეაქვთ მხოლოდ ძველქართულად დაწერილ ბიბლიის ტექსტებში სადაც შეფარვით 21-ე საუკუნის მოდგმისათვის (რომელიც სამყაროს დროში არსებობის ბოლო მოდგმად შეიძლება ჩაითვალოს) ტოვებენ ინფორმაციებს ღმერთის სამოსახლო მთის წმიდა სიონისა და "ზეციური იერუსალემის" შესახებ"...
იმისათვის რათა "სამყარო" უფალი-ღმერთის ნამდვილი მისამართისა და "ზეციური იერუსალემის" ზუსტი ადგილმდებარეობის ცოდნის ნაცვლად სხვა მიმართულებით გაახედონ აუცილებელიხდება თანამედროვე მოდგმა სხვა მიმართულებით გაახედონ და იქმნება დღევანდელ დრომდე მოღწეული ფსევდო ისრაელი და ეგვიპტე.
ალბათ ნელ-ნელა ის დროც მოვიდა, რომ ვიცოდეთ. ბიბლიური გმირების სახელწოდებაში ეზოთერული სიხშირეებია კოდირებული, რომლებიც ხშირ სემთხვევაში დედამიწის აქტიური ზონების ან თარიღთან დაკავშირებულ ცნობებსაც კი იძლევა.
ლაზარე!
ლ - უდრის ოცდაათს
ა - ერთს
ზ - შვიდს
ა - ერთს
რ -ასს
ე - ხუთს.
ლაზარე = 144-ს! 30+1+7+1+100+5=144!
აბრამ!
ა -ერთს
ბ - ორს
რ - ასს
ა ერთს
მ - ორმოცს.
აბრამ = 144-ს! 1+2+100+1+40=144!
მაგრამ ერთ დღეს უფალი ღმერთი მიმართავს აბრამს რომ მისი სახელი აღარ იქნება აბრამ და იგი აბრაჰამ უნდა გახდეს. (თუ რატომ იფიქრეთ)
იოანეს გამოცხადების ტექსტში აღწერილი ზეციური იერუსალემის ზომები (გალავანს ვგულისხმობ) ალბათ გახსოვთ - მისი სიგრძე და სიგანე არის 144 წღრთა (ანუ მანძილი იდაყვსა და შუა თითის ბოლომდე)
იმ უდიდესი (ბაბილონი, ატლანტიდა, შუმერული ერიდუ და ა.შ.) ცივილიზაციებისა და ცოდნის მისამართი რომელსაც უამრავი მკვლევარი დღემდე ეძებს ოდესღაც გადამალეს... აი რა მოხდა მაშინ...
1. უნდა შეექმნათ ახალი ანბანი.
2. აუცილებლად უნდა გამოეცვალათ თავისი საცხოვრისი ადგილიც.
3. საჭირო შეიქმნა ისეთი ასოთა სისტემა შექმნილიყო, რომელიც შთაბეჭდილებას დაუტოვებდა მომავალ თაობებს, თითქოს იგია დასაბამისეული და კაცის მიერ პირველქმნილი (მხედველობაშია "ლურსმული" ან სხვა ასეთი დამწერლობა)
4. ასევე აუცილებელი გახდა განვლილი საუკუნეების მატიანეც დაწერილიყო, მაგრამ ისე, რომ ეპოქების გამოვლიტ არავის გაეგო ჭეშმარიტი "ქანან" ქვეყნის სწორი მისამართი. ერთ-ერთი ასეთი მატიანე წმინდა ბიბლიაა (თუმცა იგი მხოლოდ ნაწილია გადამალული ტექსტების).
თუ ქანან ქვეყნის სწორ მისამართს არ დამალავდნენ, ამ შემთხვევაში აზრი არ ექნებოდა ნამდვილი ბაბილონის დაკეტვასა და შემდეგ მის მიტოვებას, რაც ქანან ქვეყნის (ე.ი. ქუე-ყანის) გულსაც წარმოადგენდა. ამიტომ ყველა ის სახელწოდება რომელიც მშობლიური ტერიტორიის რეგიონებს ერქვათ, მომავალი თაობების თვალის ასახვევად მათთვის უცხო მიწაზე განლაგებულ ქალაქებსა და მთებს დაარქვეს.
ასე გაჩნდა მეორე დამოგონილი "ქანაანი", მეორე "იორდანე", "ნინევია", "ევფრატი", "ასურეთი", "ტიგროსი", "ინდოეთი", "ეგვიპტე" და რარა ტქმა უნდა მეორე "არარატი" (გტხოვთ აქ ჩამოთვლილი სახელწოდებების ასოთა რაოდენობას მიაქციოთ ღურადღება, ყველა შვიდშვიდია)
ასევე შვიდი ასოსაგან სედგება იმ მთის ერთ-ერთი დასახელება, რომელზედაც ზეციური იერუსალემია აღმართული. ამ მთას "პატმოსი" ჰქვია. მეორე და მოგონილი პატმოსის მთა დღეს საბერძნეთის წყლებში მდებარეობს.
მაგრამ სად არის პირველი და მართალი პატმოსი? - იბერიის ქვეშ!
ვისგან დაორსულდა ევა?
მოდით შევეცადოთ მორიდებული პასუხი მოვუძებნოთ ამ საუკუნოდ გაუხსნელ, საყოველთაოდ მიტოვებულ და სწორი განმარტების გარეშე დარჩენილ კიდევ ერთ კითხვას. მაშ ასე, ვისგან უნდა დაორსულებულიყო ქალბატონი ევა მას შემდეგ, როდესაც მისი მეუღლე ბატონი ადამი მიიცვალა...
შეეცადეთ ეს თემა წაიკითხოთ მშვიდ გარემოში მარტომ, და რაც შეიძლება ნელა... სხვა შემთხვევაში არა მგონია რაიმე აქ შემოთავაზებული დეტალი თქვენთვის სარწმუნო და დასაჯერებელი გამოდგეს.
(ფრაგმენტი ხუთწიგნეულიდან "მსოფლიო დასაბამისეული აღმოჩენა". მეოთხე ტომი)
"უნდა მაპატიოს მკითხველმა თუ დღეს კვლავაც "გახსნილი სივრცის თეორიის" ირგვლივ განვითარდება საუბარი. ვიცი მოსაბეზრებელიცაა ამ თემის გაუთავებელი განხილვა, მაგრამ იმდენი უპასუხო შეკითხვის სწორი პასუხი შემოგვთავაზა აღნიშნულმა კვლევამ არა მხოლოდ ფიზიკის, არამედ მეტაფიზიკისა და ასტროფიზიკის საკითხებში, რომ ალბათ ღირს კიდევ ერთხელ მივენდოთ მას.
კიდევ ერთხელ უმოკლესად ჩამოვაყალიბებ ზემოხსენებული თეორიის არსს...
კაცობრიობის არსებობის თავგადასავალის შესწავლის დროს ძველ ინდურ სასულიერო ტექსტებს აღმოაჩნდათ ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ უწინ არ ყოფილა სივრცე ისეთი ცივი და ჩაბნელებული, როგორიც ახლაა დღეს.
დავინტერესდი!
და ხანგრძლივი კვლევის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ რაც უფრო უკან დავიხევდით დროში და აზროვნებით შორს გავყვებით ძირძველ წარსულს, მით უფრო თანამედროვე კაცის ფიქრები მივა ზეროგორიღაცა ღვთიური სინათლის ფენომენთან, რითაც საწყის ეპოქებში მთელი სივრცეა განათებული (გაკაშკაშებული). მასში მხოლოდ სულთა სულიერი ნეტარებაა დავანებული. ხომ გასაგებია სიტყვა "ზამთარი" მათთვის უცხოა, თუმცა ახსოვთ. მაგრამ მას შემდეგ ჩვენი სამყარო და მთელი არეალი ბნელდება, ბნელდება და სულ ბნელდება.
და ნახეთ რა სახის დეტალი დავიჭირე ძველქართულ ლოცვებში, კარგად "ჩააკვირდით" ამ სიტყვებს - "უკკუნითი უკუნისამდე"! ვიცით კი რას ნიშნავს ეს?
აი თურმე რა არის აქ ნავარაუდები: ეს გახლავთ ოდესღაც არსებული ზეგანათებული სივრციდან დღემდე განვლილი დროის უკანასკნელი მონაკვეთი. - "უკუნითი უკუნისამდე", როდესაც მთელ სივრცეში ბნელდება და ცივა...
ამას გარდა სცოდნიათ ისიც, რომ ზესინათლის კრიზისით ბოლო-ჟამში ვეღარ გავიხსენებდით, რა ხდება ოდესღაც სინამდვილეში. ვინ არის უზენაესი პიროვნება, რა ჰქვია, სად არის იგი, რატომ ცოცხლობდნენ ასე ხანგრძლივად ან რა იყო იმისი მთავარი მიზეზი, ასე, ხშირად ესაუბრათ უწინ უფალ-ღმერთთან. მაგრამ გპირდებით რომ იმის შემდეგ როდესაც თავის უზნეო არსებობას ჩაამთავრებს "უკუნითი უკუნისამდე", ერთ დღეს მოულოდნელად კვლავაც დიად ნათელში გადავა ჩვენი პლანეტა და დავისვენებთ. ეს გახლავთ ბიბლიური წინასწარმეტყველება უფლის, ე.ი, დასაბამისეული ზეცნობიერი ნათელის უცებ დაბრუნების ალბათობისა, რომელსაც ძველი სასულიერო ტექსტებით "მეორედ მოსვლა" ეწოდება.
უფლება არ გვაქვს არ დავინტერესდეთ, რა ხდება შორს, დიად ნათელ-სასუფეველში. რა სახით იწყება მატერიიდან გამოვლინება იქიდან აქეთ და ა.შ. (შეგახსენებთ, რომ ავტორის მოსაზრებით დრო წრის მსგავსად მრვალია, ანუ ყველაფერი დაიწყება თავიდან და გრძელდება ასე უსასრულოდ)
ბიბლიის თხრობით...
თავდაპირველად დედამიწაზე არსებობენ ადამი, ევა, და მათი ორი ვაჟი. აბელი მალევე კვდება თავისი ძმის კაენის ხელით. ხოლო ადამის სიკვდილის შემდეგ ჩვენს ნორჩ პლანეტაზე რჩებიან დიდი ქალბატონი ევა და მისი ორი ვაჟიშვილი - კაინი და სეთი.
აქ თავს იჩენს ფრიად უხერხული სასაყოველთაო შეკითხვა, თუ როგორ გამრავლდა შემდეგ ადამიანის მოდგმა, თუ ადამი უკვე მკვდარია, ხოლო ევასა და მისი ორი ვაჟიშვილის გარდა იმ ეპოქაში დედამიწაზე მეტი არავინაა...
როგორ გამრავლდენ ისინი? ხვდებით რას ნიშნავს ეს? მაშასადამე ერთ-ერთმა შვილმა გაანაყოფიერა თავისი დედა? და რა გამოდის: ჩვენ, ყველა, მთელი კაცობრიობა ამ სისაძაგლის ნაშიერნი ვართ?
სხვათაშორის მეც დავიჯერე ეს და ვიფიქრე - იქნებ რაღაც მართლა ახსოვს ამ მხრივ ახალგაზრდა მამაკაცთა ქვეცნობიერებას და, სადაც მიმოვიხედავთ დღეს, ალბათ ამიტომ გვესმის ყოველდღიურად "ჩემი დედა მტყ..."! ნუთუ ეს სიმართლეა და პირველი ეპოქის პირველი ოჯახის ამორლური საქციელი უდევს საფუძვლად ჩვენს არსებობას? თუ ეს ასეა, რიღათი ვიამაყოთ ამის შემდეგ პირადი ღირსების წინაშე? რა ვუთხრათ ამის თაობაზე შვილებს, შვილიშვილებს, ან რა მოვიმოქმედოთ აწი, ისეთი იქნებ დიდ სიცრუეს დავამსგავსოთ წარსულის ეს უხერხული სინამდვილე? - ერთ დღეს გავყევი ღრმა და წარსულის შორეულ ფიქრებს.
მაგრამ დაიცათ, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე და ვგონებ გადავრჩით.
მოკლედ...
ახლა შევეცდები მოსეს გენიალური ტექსტების გამოყენებით ლოგიკურად დავადასტურო, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე და მსოფლიოს დიდი დედა - ევა ზნეობრივად სუფთაა თავისი შვილთა-შვილიშვილთა წინაშე. ამის დადგენაშიც ჩემი მოკრძალებული თეორია დამეხმარა. რაზედაც ჯერ ბევრი მაქვს სათქმელი.
თუ ძველთა დიდ ცოდნას ვენდობით იმის თაობაზეც, რომ ადამიანის მოდგმა თავდაპირველად სულიერად და სექსუალური აქტის გარეშე არსებობს იქ, - "აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი იყუნენ ცათა შინა"
- ბოლო ჟამიდან სასუფეველში გასული 144 000 წმიდა სული დროის გასვლასთან დაკავშირებით ნელ-ნელა იძენს სხეულს და მყარდებიან.
ამ დროს გვაცნობს მოსე წინასწარმეტყველი : "ადამ იცნა ევა, ცოლი თვისი და მიდგომილმან შვა კაინ"
ე. ი, ეს გახლავთ კაცობრიობის პირველი სექსუალური აქტი. მაგრამ, ყველა გათვით, ადამისა და ევას დღეებში, როცა მათი მეტაეპოქის ზეგავარვარებული სივრცე ნელ-ნელა იწყებს ჩანავლებას, იქვე უკვე არსებობენ ჯერ კიდევ ასტრალური სხეულების მქონე ზეადამიანები, რომლებიც დროთა მანძილზე დაქორწინებასა და შეუღლებას იწყებენ. აქედან გამომდინარე, ადამისა და ევას ეს ორი პიროვნება არ უნდა გავაიგივოთ,როგორც მხოლოდ და მხოლოდ ორი პირველარსების არსებობა სადრაც ედემის სივრცეში, რამეთუ მოსე წინასწარმეტყველის თხრობით, იმ მომენტში იქვეა 144 000 სხვა სულიერი სხეულიც (ამ ორის გამოკლებით) რომლებიც მათთან ერთად პარალელურად იწყებენ ხორცშესხმას. ე.ი, ბიბლიის დაბადებისეული ადამი გახლავთ ის პირველქმნილება, რომელმაც სხვათა უწინარეს შეიძინა ხორციელი სხეული. ბოლოს და ბოლოს, თუ იქაურმა ირგვლივეთმა მატერიალიზაცია დაიწყო, ვიღაც ხომ უნდა გამყარებულიყო კაცტა შორის პირველი, ჰოდა ეს გახლავთ ადამი. მოგვიანებით გამყარდა ევა.
ამ დროს ადამი მიიცვალა. გავიდა ათასწლეულები.
და ჩაბნელებული კოსმოსის მეხსიერებას დღემდე აწვალეს ეს უპასუხო შეკითხვა, ვისგან უნდა დაორსულებულიყო ევა მეოთხეჯერ. არადა ფაქტია მოსე ამბობს - პლანეტის პირველ ოჯახს არ ჰყავდა ქალიშვილი!!!
- და რომც ჰყოლოდათ, მაინც ზნეობრივად შეგვაწუხებდა ეს შეკითხვა - ადამიც რომ ცოცხალი ყოფილიყო, ვისგან დაორსულდებოდა ევას ქალიშვილი, თუ იმ მომენტში მამისა და ორი ძმის გარდამეტი არავინ იყო დედამიწაზე კაცტა გენის მატარებელი. და ვართ ასე, უპასუხოდ.
აი, სად მივიდა "უკუნითი" დასნეულებული მეხსიერება. მაგრამ ბოლო ჟამის თბილისში დაიბადა "გახსნილი სივრცის თეორია", რომელმაც თავი გაართვა ამ სამარადისო შეკითხვასაც და შეგვახსენა კერძოდ: თუ ძირძველ სასულიერო ტექსტებს ვენდობით და წუთიერად მაინც გავითავისებთ, რომ ჩვენი არსებობის დიდი სათავე დიდი ღვთიური სინათლიდან იწყება ოდესრაც, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ არქაულ მეტაარსებობას თან მოჰყვებიან უფლის "მეორედ მოსვლის" დროს ბოლო ჟამიდან გადატყორცნილი დადებითი სულები, რომელთა განხორციელებულ სხეულებს თავისუფლად შეეძლოთ ხორციელი განმრავლება. მაგრამ ეს ხდება არა სასუფეველში, არამედ მოგვიანებით...
"ხოლო იხილეს რაი ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თვისთა ცოლებად ყოველტაგან, რომელნი გამოირჩინეს" (დაბადება 6-2)
მასასადამე იქვე არსებობენ ნახევრად გამყარებული გოგონებიც, რომლებსაც, ქალბატონ ევასთან ერთად "დიდი დედები" შეგვიძლია ვუწოდოთ. ასე, რომ შორეული წარსულის დაოჯახების პირველი ფაქტები თვითნებურად გამორიცხავენ ევას ორი ვაჟის საკუთარ დედასთან ხორციელი შეუღლების ვარაუდს, რითაც ჩვენი მოდგმა პირნათელი რჩება საკუთარი სულისა და ადამიანური ღირსების წინაშე.
ამგვარად ჯერ სულები გამყარებულან ახლად შემყარებული დედამიწის შიგნით გამოკეტილ წმიდა არეალში, ეს გახლავთ აღწერილობის ედემის სივრცე, - და ჩამთავრდნენ თუ არა "დღენი სასუფევლისანი", მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა სექსუალური აქტი ზესინათლეში დავანებულ ადამიანის ფანტომს. ნახეთ, რა მშვენიერი ლოგიკა მოგვაშველა მოსემ. რა გვიშლის ხელს ვენდოთ მას? სწორი აზროვნებით და დასკვნებით მსოფლიო თავს აარიდებს
სიცოცხლის ისეთ უმსგავსო საწყისს, რომლის მიხედვითაც თითქოს ჩვენ ყველა ერთი ნაბუსარი ოჯახის შთამომავლები ვართ... თურმე არავითარი!!!
ეს არ გახლავთ სურვილი და მცდელობა, იქნებ შემელამაზებული თეორიით თავი ავარიდოთ ზნეობრივად დაცემული კაცობრიობის ამ ახალ გულისტკივილს. ეს გახლავთ ის ჭეშმარიტება, რასაც კარგა ხანია ეძებს იდეურ სიბნელეში ჩარჩენილი ადამიანი."
მადლობა ნიბირუ, მარა ადამის და ევას ეს ვერსია მთლად ვერ მოვიდა ჩემამდე. ისე გივისეული ატლანტიდის ვარიანტი უფრო მაინტერესებდა კონკრეტულად და ისმააშიც უნდა იყოს სიმართლის რაღაც მარცვლები, რომ ჭეშმარიტი იერუსალიმი, სხვაგან უნდა იყოს. დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმუნებში რომ უგალობს იერუსალიმს, მის მყინვარიან მთებს და მჩქეფარე მდინარეებს და რავი ეგეთ რაღაცეებს მოიხსენიებს და დღეს ეგეთი რამე ნაღდად არ არის მანდ და დავითის დროს თU იყო არვიცი
nibiru3013
ძალიან კარგი ინფორმაციაა . საიდან არის ეს მონაცემები? მე სხვა ენიდან მაქვს ნათარგმნი და ალგორითმულ-პიქტოგრამულზე-ძველი ჰებრეიკული თოღა ( თორა - ბიბლია).
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,
და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],
და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,
და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].
და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,
და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.
ამ გეგმიდან გაუფიქრია გივის რომ რეალში გამოეძიათ , შემდეგ სხვანაირად დაინახა ბიბლიური წყაროდან.
შემდეგ ჩემ დამოუკიდებლად შევისწავლე ძველი ჰებრეული ენა , რათა გამერკვია საიდუმლოების ფარდით ახდით მიზნით , მაგრამ გამიჭირდა.
გავიცანი ერთი რელიგიური ებრაელი და მასთან ერთად ვიძიებდი რეალურ წყაროს.
nibiru3013
ცალკე თემა რომ გახსნა და იქ გადაიტანო ეს ყველაფერი არ სჯობს? აქ არ დაიკარგოს ან არ აირიოს...
td.........
მართალი ხარ, მაგრამ მეტი ინფორმაცია არ მაქვს და თემის გახსნას რა აზრი აქვს, თუ ვიშოვე კიდევ რაღაცეები მერე გავხსნი
ისე მე ვაპირებ მაილით დავუკავშირდე და თუ ცვენი ფორუმელები წინააღგმდეგნი არ იქნებიან ვეტყვი თუ თვითონ მოახერხებს, რო სემოვიდეს ხოლმე აქ. ვნახოთ მივწერ ამ დღეებში
"ღვთაებრივი კომედია"
"დონ ხუანის სწავლება"
მეორე სქესი"
მგონი ესენი მინდოდა ბოლოს..
კიდევ პიანინოს გაყიდვა მინდა, მყიდველს ვეძებ )))))))))))))))))))
td.........
ანა
Ever
PDF
ანა
აგიტვირთავ ცოტახანში
ანა
ეს კასტანედა. ყველა ერთადაა
* The Teachings of Don Juan: A Yaqui Way of Knowledge (1968)
* A Separate Reality: Further Conversations with Don Juan (1971)
* Journey to Ixtlan: The Lessons of Don Juan (1972)
* Tales of Power (1975)
* The Second Ring of Power (1977)
* The Eagle's Gift (1981)
* The Fire from Within (1984)
* The Power of Silence: Further Lessons of Don Juan (1987)
* The Art of Dreaming (1993)
* The Active Side of Infinity (compilation) (1999)
http://allshares.ge/download.php?id=68B79D2770
ესეც ღვთაებრივი კომედია
http://allshares.ge/download.php?id=5C4092EB65
Ever
მადლობთ
"ეს ადამიანი მოსე" მხოლოდ რუსულად, ახლა მირჩიია მამაჩემის მეგობარმა.. იცით?
მოგესალმებით.
მაინტერესებს საქართველოში რამდენად რეალურია შტაინერის წიგნების შოვნა რუსულ ენაზე?
ნლპ-ზე მინდა წიგნები,ქართულ ენაზე..
არის სადმე?სად მივაგნო?
თომას მანის ჯადოსნური მთა მათხოვეთ ვინმემ
http://saba.com.ge/books/shop#genre:35:1
1 -2 ლარად საბავშვო წიგნები ფასდაკლებები საბაში
მინდა ოკულტურ-მისტიკური ენციკლოპედია ქართულ თუ არა რუსულ ენაზე, სასურველია ელ.ვერსია და რაც შეიძლება სრული. ვინმეს ხომ არ გეგულებათ სადმე?
ჭიაბერი
აჰა არვიცი რამდენად კარგია მეგობარს ვკითხე ეხლა და ნორმალური წიგნიაო მე არ წამიკითხავს ეს http://royallib.ru/book/g_o/kurs_entsiklopedii_okkultizma.html
matashi
მადლობა, ვნახავ
ჭიაბერი
არაფრის
ჭიაბერი
სარჩევი ვნახე და დამაინტერესდა, მაგრამ ვერაფრით გადმოვწერე ვერც ერთი საიტიდან
იქნებ ვინმემ მითხრათ საიდან გადმოვწერო ეს წიგნი?
Г. О. М. Курс Энциклопедии оккультизма
matashi
სარჩევი ვნახე და დამაინტერესდა, მაგრამ ვერაფრით გადმოვწერე ვერც ერთი საიტიდან
იქნებ ვინმემ მითხრათ საიდან გადმოვწერო ეს წიგნი?
Г. О. М. Курс Энциклопедии оккультизма
ჭიაბერი
არვიცი ჭიაბერ მე მეგობარმა მომცა ეს ლინკი და არვიცი როგორ გადმოწერა
ინდური სიყვარულის ტრაქტატი
კამასუტრა
ალან პიზი-სხეულის ენა
ესენი მინდა ქართულად,სად ვიშოვნო?
alan pizis da deil karnegis deda m....an
sirebi! gartkmashi ar arian arcerti
Gregori Kafka.
Cota koreqtulad cere..
tavxedi!
მეორე წელია უშედეგოდ ვეძებ გივი ალაზნისპირელის "მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენის" მეოთხე ტომს. თუ ვინმეს გაქვთ ძალიან გთხოვთ რომ მათხოვოთ :/
Star Child თვითონ მას ჰკითხე, ფეისბუქზე აქვს გვერდი http://www.facebook.com/givi.alaznispireli.3?fref=ts
ხალხნო ფორუმელებო, უკრავთ ვინმე რამე მუსიკალურ ინსტრუმენტზე?? ვეძებ ხალხს , მაპოვნინეთ..დიდი მადლობა და რატომ და რისთვის ეს მერე,...
მე მარტო სხვის ნერვებზე ვუკრავ... მიდა გითხრა საკმაოდ მუსიკალურია..
td.........
ძალიან სასაცილოა
გრალი ხე შემეცნებისა რაულ მამალაძისს სად იყიდება?
ქაღთულად ეზოთერული წიგნების ონლაინ ვერსის კინკები დადეთ რა გთხოვთ, მადლობა წინასწარ
X-Man
ადრე მახსოვს თუ არ ვცები მისმა შვილმა მითხრა ბიბლუსში იყიდებაო, ოღონდ თუ არ ვცდები და სხვა ვინმეში თუ არ მეშლება ეგ მამალაძე
მქონდა ლეო ტაქსილის სახალისო ბიბლია", დავკარგე, არ ვიცი სად. მინდა კვლავ წავიკითხო, ვერსად ვნახე. თუ ვინმეს აქვს ვთხოვ მომწეროს პირადში.
ვეძებ კინდატმას მიერ გახსნილ თემას მუსიკალურ ჰერცებზე: 440 და 432 ჰერცებს ეხებოდა. თუ ვინმემ იცის ეს თემა იქნებ დამილინკოთ. გმადლობთ წინასწარ!
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1920
:*
ხალხნო ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება!!!..
მოკლედ ვისაც კარლ ბრანდლერ პრახტის წიგნი "ოკულტიზმი" გაქვთ(მე მქონდა და დამიკარგეს) მანდ მეორე ნაწილში უნდა იყოს მეათე თავი რომელსაც დაახლოებით ჰქვია ასე: "მონოიდეიზმი და წინასწარგამოწვეული გრძნეული სიხმრები" ხოდა აკრეფაზე რათქმაუნდა ვერც და არც გაწვალებთ და ვისაც სკანერი გაქვთ ან თუარადა ტელეფონით მთლიან მაგ თავს(რამოდენიმე გვერდი იქნება დაახლოებით) ნორმალური სურათები რომ გადაუღოთ ერთი იმდენი რომ იკითხებოდეს და რამენაირად რომ მომაწოდოთ არ შეგიძლიათ?
ძალიან მჭირდება თორემ არ შეგაწუხებდით ასე ნამდვილად..
რუდოლფ შტაინერის „ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახლა დაბადებამდე“ დამაინტერესა ძალიან. იქნებ იყოს ამის ლინკი სადმე
ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ "ნუნისთან" დაკავშირებული მასალები.. ? ან წიგნი "მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა"
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)