Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ვიდეოთეკა _ Baraka

Posted by: TeO May 7 2008, 06:32 PM

welcomeani.gif
ადრე მქონდა ამ ფილმის თემა გახსნილი და ახლა კიდევ მომიწიაა...

Baraka



http://gol.ge/index.php?cat=movies&details=2598&order=1.1&search=baraka

უძლიერესი ფილმია და უყურეეთ wink.gif

Posted by: TeO May 21 2008, 04:51 PM

აბა ჩემო კარგო კატაბუა, როგორც ფილმების კარგო გამაანალიზებელო გთხოვ ეს ფილმიც ნახე და ველი შენს გარჩევას wub.gif kiss1.gif (ძალიან)

Posted by: Katabua May 21 2008, 06:27 PM

რაღაც "Permission denied"-ს მიგდებს, და.. აუცილებლად ვნახავ, - როცა დავიჭერ. biggrin.gif

Posted by: Katabua May 23 2008, 11:12 AM

ვნახე ფილმი, რომელზეც ბევრი დაწერილა, მაგრამ მაინც მეც ვწერ:
1. პირველ რიგში ეს დიდებული საოპერატორო ნამუშევარია, რონ ფრიკე (ავტორი) კი ფოტოგრაფიის შესანიშნავი ოსტატი; მე დავინტერესდი თუ რამდენ ხანში გადაიღეს ეს კადრები, (24 ქვეყანაში მუშაობდნენ, 152 ადგილზე) აღმოჩნდა, - 14 თვეში, და ჯგუფში სულ ოთხი კაცი მუშაობდა.. 4 მლნ ამერიკული დოლარის ბიუჯეტით;
2. სიტყვა "ბარაქა" სუფისტური ყოფილა და რატომღაც თარგმნეს როგორც " blessing", ჩვენთან კი ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობით ხმარობენ...
3. ფილმში არ არის დიალოგი, სუფთა ვიზულური ნაწარმოებია, "მაგარი" მუსიკით (Dead can dance); ამიტომ მისი ყურებისას მაყურებელში ემოცია ჭარბობს, და არა გონება, რაც მისასალმებელია..
4. "ბარაქა" ჩემთვის , - ეს არის ოდა დედამიწაზე, დედამიწის რიტმზე. მის ყურებისას დედამიწას როგორც უცხოპლანეტელი, ისე აღვიქვამდი. დედამიწის პულსი, - მისი ორგანული შვილები (ადამიანები, ცხოველები, ბუნება..) სრულად არის ამეტყველებული (სიტყვის უთქმელად);
რაღაც მომენტში, როდესაც ფილმში ცივილიზაციის კადრები შემოიჭრა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ეს მშვიდად მსუნთქავი პლანეტა ვიღაც "ბოროტებმა" დაიპყრეს.. თუმცა "დამპყრობელების" რიტმიც შესანიშნავადაა ნაჩვენები..
ფილმი ძალიან ფერადია, მართლაც "ბარაქაა"; ეს დედამიწის კარგი რეკლამაა, სავიზიტო ბარათი, - გრძელი, "მომთმენი " კადრებით და ზოგჯერ დედამიწისეული, ზოგჯერ არადედამიწისეული ხედვით და სიღრმით გადმოცემული;
"ბარაქას " დრამატურგიულ ხაზზე შეგვიძლია უფრო ვრცლად ვიმსჯელოთ,- რა თქმა უნდა, თუ ეს ვინმეს დააინტერესებს..
მანამდე კი გისურვებთ დაუვიწყარი წუთების გატარებას "ბარაქასთან" ერთად: - იმდენი საინტერესო მოვლენაა დაჭერილი, რომ მათზე ლაპარაკს ყურება ჯობია!!.. l_sunny.gif

Posted by: TeO May 23 2008, 07:00 PM

მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის... და ეს სიტყვა ბარაკა რას ნიშნავს ქართულად?

Posted by: Katabua May 24 2008, 11:03 AM

"ბარაქა" ქართულ ენაში გამოიყენება როგორც "დოვლათი," "სიუხვე", "სისავსე"..
ხომ გაგიგია "ბარაქა მოგცათ ღმერთმა".. "აქა ბარაქა".. და ა. შ.
იმის თქმა მინდოდა რომ ამ სიტყვის წარმოთქმა ფრაზაში როგორც ქმედება, არის დალოცვა.. მაგრამ როგორც ზმნა არ ითარგმნება "დალოცვად", ("blessing");
- გისურვებთ სიუხვეს ოჯახში!.. , - შეიძლება გაგებულ იქნას როგორც - "ვლოცავ თქვენს ოჯახს!.."
მოკლედ, მთარგმნელობით ინტერპრეტაციებზე "გავახურე"..
თურმე არაბულიდან შესული იგივე სიტყვა გამოიყენება ივრითში, და ფრანგულ ჟარგონზე(იშვიათად).. იღბალის აღსანიშნავად.

P.S. "ბარაქა" კინოკომპანია "Koyaaniqatsi"-ს პიველი ფილმია, - სავარაუდოდ შედგა ფოკუს-ჯგუფი, სადაც გადაწყდა თუ რა უნდა გადაღებულიყო ისეთი, რაც კინოკომპანიას პირველივე სვლაზე სახელს მოუტანდა. ალბათ რონ ფრიკეს მოუმზადეს კონცეფცია და "დაუკვეთეს" ქარგის მიხ. მოქმედება.. Laie_61.gif

Posted by: TeO May 27 2008, 05:09 PM

იცი რა არის საინტერესოო..გუშინ ტელევიზორის არხებს ვრთავდი და ერთ-ერთზე მოულოდნელად ამბობენ ...ამას ბარაკა ქვია, რაც წყალობას ნიშნავსო..

აი სად მომივიდა კითხვაზე პასუხი ..და შენი პოსტი კი დღეს ვნახე კატაბუა - დიიიდი მადლობა smile.gif

Posted by: Alpha Jun 20 2008, 02:59 PM

ვუყურე მეც, მართლა მაგარი კადრებია და მუსიკაც კარგათაა შერჩეული smile.gif

Posted by: Monochroma Jun 22 2008, 01:17 PM

ჰამლეტ გონაშვილს საუნდტრეკი რა მაგრად უხდება )
ჩემი საყვარელი ფილმია

Posted by: TeO Jun 26 2008, 02:04 PM

QUOTE(Monochroma @ Jun 22 2008, 02:17 PM) *
ჰამლეტ გონაშვილს საუნდტრეკი რა მაგრად უხდება )
ჩემი საყვარელი ფილმია

მართალი ხარ ძალიან უხდება გონაშვილის სიმღერა, რომ ვუსმენ ძალიან კარგად მოქმედებს, მბურძგლავს პირდაპირ!:)

Posted by: TeO Dec 1 2008, 09:11 PM

საკულტო ფილმი.
სამყარო სიტყვებს მიღმა... მომხიბვლელი ვიზუალური რამ, საოცარი ხმოვანი გაფორმებით... ეს არის დოკუმენტური ფილმი ბუნებაზე, დედამიწაზე და ჩვენზე. შესანიშნავი კადრები დედამიწის ულამაზესი ადგილებიდან, სხვადასხვა ტომების უჩვეულო რიტუალური წესები, ქალაქის ცხოვრება და მრავალი სხვა... გადაღებები მსოფლიოს 24 ქვეყანაში, რამოდენიმე წელი მიმდინარეობდა...

Posted by: godo Feb 20 2009, 12:42 AM

აქ რა შენს გარდა კომენტი არ დაუტოვებია არავის დამიჭირე არა გოიმიwink.gif მგონი მე და შენს გარდა ეს ფილმი არავის არ უნახია ამ ფორუმში მაინც იქნებ შენც არ გაქვს ნანახი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif .ეს ყველაფერი ხუმრობით ისე ფილმი საკმოდ შთამბეჭდავი გამოდგა. მოკლედ კაი იყო და რ ვნანობ იმ 1.36საათს რაც მაგ ფილმის ყურებაში ჩემი თავისუფალი დროიდან დავხარჯეwink.gif.მარა ამ ფილმს იმ ფილმებს მივაკუთვნებდი რომლებიც ერთხელ მაინც უნდა ნახო იმას მაინც ვერ გეტყვიან ძაან დონე ფილმიაო და როგორ არ გინახიაოwink.gifესეც ხუმრობით.არა კაი ფილმი იყო და ჩემს 10 ბალიან სიტემაში საპატიო7ქულა ერგო(მაშინ როცა 10ბალიანი ფილმი არ არსებობს როგორც იდეალური არ არსებობს არაფერი).

Posted by: TeO Feb 20 2009, 10:00 AM

godo
კომენტარები იყო, მაგრამ მერე სამწუხაროდ თემები წაიშალა, მათ შორის ამისიც და ხელახლა გავხსენი wink.gif
მადლობა, რომ უყურე და არ გამიბრაზდი biggrin.gif

პ.ს. ისე შენ რა ფილმებიც მოგწონს და გვირჩევდი ყურებას დაწერე ამ თემაში >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=24

Posted by: godo Feb 20 2009, 12:03 PM

რაზე უნდა გავბრაზებულივყავიიი რა მართლა მომატყუე რამეეე:^)smile.gif.რო მოვიცლი რამე ფილმს შემოგთავაზებთთთ tongue.gif

Posted by: TeO Feb 20 2009, 06:58 PM

godo ოკ wink.gif

Posted by: teo- Apr 27 2009, 02:15 AM

დაგლიჯაააააააააააააააააააა
აააააააააააააააააააააააააა
აააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააა

Posted by: TeO Apr 27 2009, 09:33 PM

teo- ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონა smile.gif))






პ.ს. ამათი რიტუალი მომწონს ძალიან, ძალიან!!





Posted by: TeO May 16 2009, 04:28 PM

რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, სულ აღფრთოვანებული ვრჩები smile.gif

Posted by: TeO Jun 21 2009, 10:50 AM

იდეით ბარაკას მსგავსი ფილმი Койаанискацци: Жизнь Вне Баланса>> http://www.intv.ru/view/?film_id=18518

ნეტა როდემდე უნდა ვუყუროთ ასეთ ფილმებს და არაფერს არ ვცვლიდეთ,..
გამოვიღვიძოთ და ამ აფსურდს თავი დავაღწიოთ? ეეჰ sad.gif (ჩემ თავს ვეკითხები wink.gif )

Posted by: რათა_ჰა? Jun 23 2009, 12:39 AM

QUOTE(TeO @ Dec 1 2008, 09:11 PM) *
welcomeani.gif
ადრე მქონდა ამ ფილმის თემა გახსნილი და ახლა კიდევ მომიწიაა...

Baraka



http://gol.ge/index.php?cat=movies&details=2598&order=1.1&search=baraka

უძლიერესი ფილმია და უყურეეთ wink.gif
მაგ ფილმში ქართული ხალხური მუსიკაც არის გამოყენებული, მე მგონი გონაშვილის შესრულებით. ადრე მაქვს ფილმი ნანახი და არ მახსოვს რომელი სიმღერაა, მაგრამ ის ნაწილი ფილმში მახსოვს, სადაც ეგ მუსიკაა: ასკეტი მედიტირებს, სანთლეს წვავს (ლოტოსში ზის) და ლოცულობს-მაგ დროს არის.

კარგი ფილმია ვიზუალურად და საუნდტრეკებიც ძალიან კარგი აქვს.

Posted by: TeO Jun 24 2009, 10:17 PM

რათა_ჰა? მართალი ხარ-გონაშვილია და ფილმის რამოდენიმე ადგილშია ჩასმული..
პირველად, რომ ვუყურებდი და ქართული სიმღერა გაჟღერდა..მახსოვს ძალიან მაგრად იმოქმედა-დამბურძგლა და გამაჟრიალა)) მართლაც ძლიერია!! Laie_61.gif

პ.ს. და კიდევ სულ რომ არ ველოდი ამ ფრანგულ ფილმშიც ( http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=734 ) არ გამოიყენეს საუნდტრეკად ორი ქართული სიმღერა ცისფერი ტრიოს შესრულებით,.მოულოდნელი იყო, მაგრამ სასიამოვნო blush.gif

Posted by: TeO Jul 8 2009, 06:06 AM

wub.gif

Posted by: Andrea Jan 20 2010, 07:08 AM


ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტი აი ეს პერეხოდი მკლავს რა huh.gif hang2.gif
მართლა ყველამ უნდა ნახოს ეგ ფილმი ნუ ერთხელ მაინც........ smile.gif ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას!
ხუთიანს ვუწერ ხუთ ბალიანიდან)) თუმცა ციფრებს ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქ ..

Posted by: Emigranti Jan 20 2010, 07:36 AM

რა კარგია ახლები რომ შემოდიან და ძველ თემებს ამოქაჩავენ ხოლმე. მათ გარეშე ბევრი ძველი თემა მივიწყებული დარჩებოდა. მეც ეს თემა ეხლაღა აღმოვაჩინე. მართლაც კარგი ფილმია. რომ ვნახე პირველ რიგში ამ ფილმის სახელწოდება მომხვდა თვალში (თუ ყურში) - "ბარაქა".

Posted by: Emigranti Jan 20 2010, 07:49 AM

QUOTE(TeO @ Apr 27 2009, 06:33 PM) *

პ.ს. ამათი რიტუალი მომწონს ძალიან, ძალიან!!
ეს სცენა მეც მომწონს. რაღაცნაირად ცნობიერებას თიშავს კარგად. გეხმარება შეწყვიტო ფიქრი.

Posted by: Emigranti Jan 20 2010, 08:16 AM

QUOTE(რათა_ჰა? @ Jun 22 2009, 09:39 PM) *
მაგ ფილმში ქართული ხალხური მუსიკაც არის გამოყენებული, მე მგონი გონაშვილის შესრულებით. ადრე მაქვს ფილმი ნანახი და არ მახსოვს რომელი სიმღერაა, მაგრამ ის ნაწილი ფილმში მახსოვს, სადაც ეგ მუსიკაა: ასკეტი მედიტირებს, სანთლეს წვავს (ლოტოსში ზის) და ლოცულობს-მაგ დროს არის.
მართალი ხარ. ეხლა დავაკვირდი კიდევ ერთხელ და მეშვიდე წუთზე აშკარად გონაშვილის ხმა ისმის -"...ჰარი ჰარალო". ნეტა რეჟისორს საქართველოში თუ იქნება ნამყოფი...

Posted by: Atman Jan 20 2010, 09:35 AM

ბარაკას სოუნდები:

http://www.bin.ge/file/121167/BARAKA---Original-Motion-Picture-Soundtrack.zip.html


Posted by: Emigranti Jan 21 2010, 11:11 AM

გერმანულ ვიკიპედიაში ფილმ “ბარაქას” შესახებ შემდიგი რამ აღმოვაჩინე. იქ წერია: “ბარაქა” არის რონ ფრიკეს ექსპერიმენტალური დოკუმენტური ფილმი 1992 წლიდან. სიტყვა “ბარაქა” “http://de.wikipedia.org/wiki/Baraka_(Segenskraft)” მიანიშნებს... ( წყარო: http://de.wikipedia.org/wiki/Baraka_(Film) )

ამ სიტყვას (დალოცვის ძალა) რომ დააკლიკებთ იხსნება შემდეგი სტატია სიტყვა “ბარაქას” მეორე მნიშვნელობის შესახებ. გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს გერმანული ვიკიპედიიდან:

ბარაქა (დალოცვის ძალა)
არაბულად: بركة

ბარაქა ისლამში ერთგვარ დალოცვის ძალას ნიშნავს. ის ძალიან ხშირად რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ან ადგილს უკავშირდება. ბარაქა კონკრეტული ადგილებიდან და ადამიანებიდან სხვადასხვა საგნებზე შეიძლება იქნას გადატანილი.

ისლამური ხალხური ცრურწმენის თანახმად, საგნები შეიძლება დამუხტულ იქნენ ბარაქათი. მაგალითად ნაჭერს დებენ წმინდანების საფლავებზე, გარკვეული ხნის შემდეგ ისევ იღებენ და ატარებენ. ხანდახან საგნები კლიტეთი მაგრდება წმინდა ადგილებზე, იმისთვის რომ მოგვიანებით, შემდეგ ისევ აიღონ.

ბარაქა რომელიმე პიროვნების მიერ მის შთამომავლებზე შეიძლება იქნეს გადაცემული მემკვიდრეობით.

ბარაქას შეიცავს ასევე ცერნცერნის წყაროს წყალი კა’ბას წინა ეზოში.

[თარგმანი ჩემია]

წყარო http://de.wikipedia.org/wiki/Baraka_(Segenskraft)

Posted by: Atman Mar 4 2010, 08:07 PM

ძალიან საინტერესო ეზოთერული მულტფილმია:

The Secret of Kells
ბრენდანი და კელთა საიდუმლო
Брэндан и секрет Келлов
ანიმაცია, სათავგადასავლო
2009
საფრანგეთი, ირლანდია, ბელგია, France 2 Cinéma
ტომ მური, ჰორა ტვომი

მეცხრე საუკუნე. ირლანდიის სიღრმეებში მიმალულ, უძველეს სააბატოს ავტორიტარული ზედამხედველი ხელმძღვანელობს. მისი აღსაზრდელი - ნიჭიერი და მხიარული ბიჭია. სხვა ბერებთან ერთად ის სააბატოს კედლებს ამაგრებს, რომლებმაც ისინი ვიკინგების თავდასხმებისგან უნდა დაიცვას. ბიჭუნას ახალი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ეწყება მას შემგეგ, რაც სააბატოში სახელგანთქმული ოსტატი ჩამოდის...(წარდგენილია 2010 წლის ოსკარზე)(V)

http://www.gol.ge/?cat=movies&download=16462

Posted by: king crimson Aug 30 2010, 11:25 AM

wub.gif ძალინ მიყვარს ეს ფილმი

Posted by: paco Nov 10 2016, 09:19 PM

An ancient Middle Eastern word, meaning "a blessing" or "breath of life".
Also the eponymous title of a most excellent Ron Fricke film (1992).

ესეთი თარგმანი ვნახე ამ სიტყვის. ჩემი აზრით breath of life უფრო მეტად შეესაბამება ამ ფილმს თარგმანით, ვიდრე blessing. გენიალური ფილმია და კიდევ უფრო დახვეწილია Samsara, რომელიც ასევე უნდა ნახოთ

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)