მოკლედ ცოტა გავმხიარულდეთ ამ თემაში დავწეროთ სახალისო გამოცანები თავის სახალისო პასუხებით (შეიძლება სააზროვნოებიც) მოკლედ მე დავიწყებ და თქვენ მხოლოდ მას შემდეგ დადეთ კითხვები როდესაც ყველა ჩემ კითხვებს გაეცემა პასუხები
აბა მზად ხართ?
1.პირველი მარცვალი — ასოა ბერძნული,
მეორე მარცვალი — ღმერთი ძველეგვიპტური,
მესამე მარცვალი — ნოტი მუსიკალური,
მეოთხე მარცვალი — კავშირია ქართული.
გამოიცანით ეს სიტყვა…
2.არნოლდ შვარცენეგერს იგი გრძელი აქვს, მაიკლ ფოქსს — მოკლე, ჯოკონდას იგი საერთოდ არ აქვს, რომის პაპი კი დიდი ხანია მას არ იყენებს. რა არის ეს?
3.აშშ-სა და კანადაში — 1, რუსეთში — 7, იტალიაში — 39, იაპონიაში — 81, საქართველოში — ?
4.არცერთ ორგანოს არ ჭირდება იმდენი კუნთი, რამდენიც მას. ჩემს მიერ აღმოჩენილებს თუ არ ჩავთვლით, როგორც ცნობილია, ამ კუნთების რაოდენობა 24-ია. ხოლო მოძრაობების რაოდენობით, იგი ყველა ორგანოს უსწრებს წინ.” რომელ ორგანოს აღწერდა ასე ლეონარდო და ვინჩი?
5. აშშ-ში 1965 წლის 9 ნოემბერს მომხდარი ეს ფაქტი მიზეზი გახდა 1966 წლის აგვისტოში შობადობის რიცხვის გაზრდისა. რა მოხდა 1965 წლის 9 ნოემბერს?
6.მეტის დედას ჰყავს 12 შვილი სახელად: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და . . . ?
7.ჯეკი სასეირნოდ იყო გასული როცა წვიმა დაიწყო. მას არც ქოლგა, არც ქუდი და არც კაპიშონი არ ჰქონია. მისი ტანსაცელი სრულიად დასველდა, მაგრამ მის თავზე ერთი ღერი თმაც კი არ დასველებულა. რატომ მოხდა ასე?
8.წამში ერთხელაა,წუთშიც ერთხელ,წელიწადში ორჯერ და საუკუნეში არცერთხელ
აბა რა არის?
პ.ს თუ რომელიმე ვერ გამოიცანით პასუხები აუცილეცბლად იქნება
აბა პასუხებს ველოდებიი
1. პირამიდა ?
2. გვარი
7. არ ჰქონდა
ყველაზე მარტივები დაგასწარით
პასუხებს ხვალ დავდებ მანამდე დანარჩენებზე იფიქრეთ და თუ გამოიცანით ხვალინდელ დგეს არ დაველოდები :)
8. "წ"
პ.ს. tikoroma, მე კიდევ უფრო ადვილი ვიპოვნე
5. სიყვარული, ჩახუტება და მბაავი...
4, ვინაიდან და რადგანაც ყველაზე უფრო ძლიერი, მოქნილი, მწარე, ტკბილი, და რა ვიცი კიდევ რაგვარი... არის ენა. ალბათ ეგაა.
მი სკუზი, ცდუნებას ვერ გავუძელი, სახალისო გამოცანებია და რადგან შესაბამის განწყობაზე ვარ, ამოვყევი ქვემოდან ზევით, ვერტიკალურად, აღმაფრენით...
ერთი-ორი დარჩა აქა-იქ და თქვენც ისიამოვნეთ
5. სიყვარული, ჩახუტება და მბაავი...
მაგის მიხვედრა არაა ძნელი მთავარია რატო მაინცდამაინც იმ დღეს
3. 995
5. სინათლე არ იყო )) და რა გავლენა იქონია 90 წლებმა საქართვლოში სტატისტიკა თუ იცის ვინმემ?
6. მეტი. ძალიან რთული იყო
შეკითხვა:
რა ფერი იყო ნაპოლენის თეთრი ცხენი? ))
პასუხი : თეთრი აბა შემდეგი კაი კითხვები დააყარეთ
ოპაა მოისმინეთ
კითხვა: ვინც აკეთებს ის ყიდის ვინც ყიდულობს თავისთვის არ იყენებს და ვინც იყენებს ამას ვერ ხვდება აბა რა არი??
))))
თუ დაპიქრდებით ძალიან მარტივია დავდო პასუხი??
ეს არის კუბო ახლა გელიდებოთ თქვენი ჯერია დადეთ თქვენი გამოცანები
Cyber
კიდევ დადე გამოცანები
კარგი დავფიქრდები
ყველანი გიყურებენ : შეგიძლია ყველაფერი გააკეთო ( მოიპარო, +18 დრო გაატარო და ა.შ შეაგინო და ა.შ ) - . ( გამოიცანით )
საროსკიპო
....
...
progress
Mგონი სწირია
vano kazbegi
გამოიცნო??
vano kazbegi
რაღაც პოლი-ტიკ-ურია
პო მოი-მუ
))
ტვ.
ინტერნეტი, მაშ-ვინ vano kazbegi
vano kazbegi
ხალხო, აი, ეს ვერ მივხვდი რატომ, გამაგებინეთ რა
ეგ ციფრები არის ინდექსები :* საქარტველოში რო დარეკო უცხოეთიდან უნდა აკრიფო +995 და ა.შ.
vano kazbegi
აბა მაშინ ისა.. ჩვენთვითონ რა
აბა ბოლოსდაბოლოს თქვი რა არი
კაი თუ არ ამბობ მე დავდებ ახლებს
1.რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?
2.კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის?
3.რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს?
4.რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს?
5.შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?
6.ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?
7.ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?
ეს უკვე მართლა სახალისოებია არანაირი ლოგიკა.............
აბა პასუხები მინდა ძალზედ ადვილებია
http://smayliki.ru/smilie-1156534695.html
Cyber
6.ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?
7.ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?
ორივეს პასუხია არცერთი.
1.რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?
დროა ალბათ ამის პასუხი, სხვა რა უნდა იყოს?
ნატუკა პირველის პასუხი სწორია
მეშვიდე არასწორი და მეექვსე სწორია (მაგრამ დაასაბუთე)
აბა იაქტიურეთ კიდე ვინ მიხვდება
მეექვსე სწორია (მაგრამ დაასაბუთე) - 6. მწყერი ხეზე არ ჯდებაო?
7. 5 რატო დარჩა?
3. ყველაზე მაღალი სახლის?
4. კარები?
5. დენს? (ელგაყვანილობა ხოა წესრიგში?)
2. კბილები ჩანგალსაც ააქვს და სხვა ბევრ ნივთსაც და რა ვიცი
tikoroma
7. 5 რატო დარჩა?
ხუთი ჩააქრეს და დანარჩენი ჩაიწვა
natuka
: D:
შევაჯამე და ყველა პასუხი სწორია გარდა მე5 სი და მესამესი მაგრამ მესამე სულელური გამოცანაა და გავაუქმებ მისი პასუხია რომელიც ახალი აშენებილია ამიტომაც გამოსაცნობი დარჩა მხოლოდ მეხუთე
მართალია ახლა თქვენ დადეთ
1 სად თიბავენ თივას?
2 ქალების უმრავლესობამ წვიმაში მაღლა რო აიხედოს რას დაინახავს?
2. ქოლგას (ჩემს გარდაა )
1. სათიბში
მეორე სწორია პირველი არა
ძალიან მარტივია პირველი აბა პასუუხებიი
კარგი პასუხს დავდებ ესაა : თივას არ თიბავენ, თიბავენ ბალახს და მერე ხდება თივა
თქვენ არ გინდათ გამოცანები და ისევ მე დავდებ
კაცი მიდის გზაზე დაინახავს ბარს და შევა, ბარმენს ეუბნება ერთი ჭიქა წყალი დამისხიო ბარმენმა ხელი წაიღო ვითომ წყლის აღება უნდოდა და ამოიღო იარაღი, და დაემუქრა არ გაინძრე თორემ გესვრიო, ხით წუთში კლიენტი ბარისან გაბრწყინებული სახით გამოდის...
აბა ჰოლმსებო ისმის კითხვა: რა მოხდა სინამდვილეში
უადვილესია
აუ ეს რა მაგარი თემა ყოფილა და მე ეხლა ვნახე, ხვალ დილით შევეცები გამოცნობას)))
ველი პასუხეებს
ძალიან პასიურობთ
არასწორი პასუხები მაინც დაწერეთ ახლოს თუ იქნებით გეტყვით
არ მომდის თავში აზრი
Cyber
natuka
ეხლა ვფიქრობ რამე მინიშნების დამატება თუ შეიძლება და რაც თავში მომდის ეგენი რო დავამატო უკვე აზრი აღარ ექნწბა ძალიან გაადვილდება
ასლოკინებდა
მართალია ვაშააა
Zet
შავი ძაღლი დგას შავად შეღებილი ქალაქის ქუჩაში. არცერთი ქუჩის განათება არ მუშაობს. რადგან წინა დღეს ქარიშხალი იყო და დენის მიწოდება გათიშა. მანქანა კი გატეხილი ფარებით ამ ძაღლისაკენ მოემართება. მაგრამ მალევე დაინახა ძაღლი და შეჩერდა. როგორ მოახერხა მან ძაღლის დანახვა? აბბაა ეხლა ეს გამოიცანით
არაა სხა რამეშია საქმე
აპა ველოდები პასუხებს
:?
Lashapoli
კი ასეა : )))
კიდე არ იქნება??
სლოკინის მსგავსი აღარაფერი არ დადო
დავფიქრდები და კიდე დავდებ მარა თქვენ არაფერი არ იცით??
1)დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის?
მოდით ჯერ ეა გამოიცანით და მერე რო არ დამავიწყდეს (საათზე დავდებ გამოცანას)
მართალია ეხპა საათზე დავწერ თუ გავიხსენე ზუსტად როგორ იყო
კაცი შევიდა ვიწრო გვირაბში. ხედავს წინ ცეცხლია. მობრუნდა – უკან ცეცხლია. რა ქნას კაცმა, როგორ დააღწიოს ცეცხლს თავი?
ჰმ
ადრე ვიცოდი რაღაც ამდაგვარი :X
როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?
როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?
საიდამ მოგაქ ესენი?
ანუ ესეა
1)კაცი შევიდა ვიწრო გვირაბში. ხედავს წინ ცეცხლია. მობრუნდა – უკან ცეცხლია. რა ქნას კაცმა, როგორ დააღწიოს ცეცხლს თავი?
2)როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?
ერთმანეთს ნუ გადავუვპით ))
tikoroma
ჯერ შევიდა და მერე გაჩნდა უკაან ცეცხლი?
არა
თუ არა აბა მაშინ რატომ შევიდა თავიდანვე თუ ცეცხლი იყო გვირაბში?
აააა მივხვდიიი წინ ხო ცეცხლი იყო და რო შებრუნდა მის უკან იყო ცეცხლი ანუ გვირაბში იყო ცეცხლი გასასვლელში არაა (party)
სწორიააა???
Cyber
ყოჩაღ!
http://www.radikal.ru
tikoroma
უიჰ, რა მარტივი ყოფილა
აუუ რატოომ დამასწარიიით მაცადეთ რააააააა უუფ
:D
ანუ ეს დარჩა -როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?
natuka - ს დასმული კითხვაა
P.s აზრზე ვერ მოვდივარ რა შეიძლება იყოს
ფანჯარაში აქვს გაყოფილი თავი
tikoroma
ნუ ეს გურულები რააა
როგორ უნდა მოიქცე თუ დაინახავ ზებრას და მწვანე კაცუნას?
აქ თავიდან დავწერ სამს ერთად... ჩასწორება მინდოდა და არ მომცა საშუალება...(
1.როგორ უნდა მოიქცე თუ დაინახავ ზებრას და მწვანე კაცუნას?
2. არ ყეფს , არ იკბინება, მაგრამ იგივეს ეძახიან, რა არის?
3 . რას ვერ შეჭამ საუზმეზე?
td.........
1. მწვანე კაცუნას? არარსებობს
3. რაც არ იჭმევა
3 . რას ვერ შეჭამ საუზმეზე?
სადილს, ვახშამს
1.როგორ უნდა მოიქცე თუ დაინახავ ზებრას და მწვანე კაცუნას?
ზებრა არ ვიცი და მწვანე კაცუნას დანახვაზე ქუჩას ვჭრით
2. პოლიცე?
tikoroma
გურულს ეს როგორ მოგივიდა? ვახსჰამი და სადილი იჭმევა? ან პასუხი რაც სადილზე და ვახსჰამზე შეჭამ )))
უი მეორეს , ხოოოოოოოოოოო ))))
პოლიცია
რა ვიცი მე, ზოგი ყველაფერს ჭამს და
(წავედი დავდექი კუთხეში)
ვახშამი და სადილი სწორია, პოლიცია და მწვანე კაცუნა რომ არ არსებობს არაა სწორი...)
ვახშამზე ეგრევე მივხვდი და ესენი არ ვიცი ...
და td იგივეს ეძახიანში რას გულისხმობ??
მამამ დაურეკა თავის ქალიშვილს, რომ მივლინებაში მიდიოდა და რამდენიმე ნივთი იყო საყიდელი. ფული იდო კონვერტში და საწერი მაგიდის უჯრაში ინახებოდა. მამამ ისიც შეატყობინა, რომ ფულის რაოდენობა კონვერტზე ეწერა. ქალიშვილმა აიღო კონვერტი და დაინახა, რომ მასზე ეწერა 98, კონვერტი გადააგდო, ფული კი დაუთვლელად წაიღო მაღაზიაში. ნავაჭრმა შეადგინა 90 ლარი. ქალიშვილი ფიქრობდა, რომ დარჩებოდა 8 ლარი, მაგრამ მოხდა პირიქით, დააკლდა 4 ლარი. რამ გამოიწვია ასეთი გაუგებრობა?
tikoroma
უკუღმა ეჭირა კონვერტი
ჩემ კითხვებზე პასუხები:
3. სადილი და ვახშამი
2. არ იკბინება, არ ყეფს და მასაც ძაღლუკას ეძახიან > @
1. თუ დაინახავ ზებრას და მწვანე კაცუნას უნდა გადახვიდე გადასასვლელზე)
მომეწონა 1 და 2 პასუხები
1. ასე ვაზროვნებდით ბავშვობაში
ეს ამოცანა საბავშვო ბაღის მოსწავლეს დაუსვეს და მან იგი უპრობლემოდ ამოხსნა. ვნახოთ რას იზამთ თქვენ:
8817=4
7777=0
2298=3
1023=1
6089=5
8923=3
9102=2
9842=3
თქვენი ამოცანაა გაიგოთ რას უდრის: 2581?
2. ერთი საშლელი შლის მხოლოდ ფანქარს, მეორე შლის ფანქრის გარდა ყველაფერს.
თქვენი ამოცანაა გაიგოთ რას შლის მე-3 საშლელი.
P.S არაფერს არ შლის და ყველაფერს შლის - არასწორია!
3. დაასახელეთ ის ეშმაკისეული რომელიც შედგება: სამშენებლო მასალისგან, ადამიანის ორგანოსგან, საეკლესიო ნივთისგან და ფრინველისგან.
4.
ჩავთვალოთ რომ:
1=5
2=24
3=124
4=4210
თქვენი ამოცანაა გაიგოთ რას უდრის 5.
ერთ მზიან დღეს გემი რომელიც პორტში იდგა და ხალხი მას უყურებდა ჩაიძირა ყველას თვალწინ მაგრამ არც ქარიშხალი და არც შტრორმი არ იყო
კითხვა რატომ?
6. როჰორი წყლის გადატანა შეიძლება საცერით??
7. ოტახში ზიან კატები ყოველ კუთხეში 1 კატაა ამ კატების წინ 3-3 კატა ზის და ყოველ კატას კიდევ 1 კატა ასის კუდზე სულ რამდენი კატაა ოთახში??
ირაკლის გზაზე შეხვდა ორი მამა და ორი შვილი. ის კი ამბობს, რომ მას მხოლოდ სამი ადამიანი შეხვდა. მართალია თუ არა ირაკლი?
აპა ტქვენ იცით მეყო ალბათ ჯერ ესენი გამოიცანით
ოოფ გამოიცნო ყველაფერი...
პირველში ასაბავშვო ბაღის პონტში რომ იყო პასუხია -2.
გემი კიდე ძირგავარდნილი იყო და იმიტომ ჩაიძირა...
რა დარჩა გამოსაცნობი იმას დავწერ ეხლა :X
2. ერთი საშლელი შლის მხოლოდ ფანქარს, მეორე შლის ფანქრის გარდა ყველაფერს.
თქვენი ამოცანაა გაიგოთ რას შლის მე-3 საშლელი.
P.S არაფერს არ შლის და ყველაფერს შლის - არასწორია!
5.ერთ მზიან დღეს გემი რომელიც პორტში იდგა და ხალხი მას უყურებდა ჩაიძირა ყველას თვალწინ მაგრამ არც ქარიშხალი და არც შტრორმი არ იყო
კითხვა რატომ?
7. ოტახში ზიან კატები ყოველ კუთხეში 1 კატაა ამ კატების წინ 3-3 კატა ზის და ყოველ კატას კიდევ 1 კატა ასის კუდზე სულ რამდენი კატაა ოთახში??
ესენი დარჩა
Cyber
მესამე საშლელი შლს საშლელს...
გემი ქაღალდის იყო და ჩაიძირა...
კატა კიდე 4 იყო...
კატა 4 იყო სწორია და ისინი არა
Cyber
აბა რას შლის სხვას?
გემს კიდე რა დაემართა?( ეხლა მოვკვდები ინტერესით...
ის საშლელი არ არის, მონსტრია, ახლოს არ მიხვიდეთ.
გემიც მაგან ჩაძირა http://www.radikal.ru
კაით დავწერ
5. ის გემი წყალქვეშა გემი იყო
2. საშლელი შლის თქვენს ნერვებს
1.ორი კაცი არის უდაბნოში და მათ ორივეს აქვთ თითო-თითო ჩანთა. ერთ-ერთი კაცი მკვდარია და მისი ჩანთა არაა გახსნილი. მეორე ცოცხალია და მისი ჩანთა გახსნილია.
კითხვა: რა არის ჩანთაში?
2.დედამიწის ისტორია შეცვალა სამმა ვაშლმა დაასახელეთ ეს ვაშლები:
3.დააბავ დადის აუშვებ ერთ ადგილზე დგას რაარის??
4.კაცი დაიკარგება ტყეში და უნდა სახლში წასვლა,არადა სახლშია, მაგრამ ტყეში არ ცხოვრობს, რა უნდა გააკეთოს რო სახლში დაბრუნდეს
5. როდის გადის ყველაზე სწრაფად დრო?
6. დიდი ბრიტანეთიდან მეცნიერი წავიდა საცხოვრებლად ეგვიპტეში და ორი წელი გაატარა .მეცნიერებმა მის მოსანახულებლად ახალგაზრდა სტუდენტი გაუშვეს.მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მის სახში მხოლოდ კუბო,ჩაიდანი და კოვზი იყო .მეცნიერმა უთხრა რომ ამ კუბოში მძინავსო. სტუდენტს ეჟვი შეეპარა.. და განაწყვიტა გამოცდა მოეტყო…
როდესაც სტუდენტი შამოვიდა წერილი დახვდა.იგი მეცნიერს გამოეგზავნა და შეგნიტ ეწერა თქვენ ქურდი ყოფილხართო ერთი კოვზი მქონდა და ისიც როგორ მომპარეო?? სტუდენტმა კი უპასუხა თვენ კი მატყუარაო
თქვენი აზრით რა ხარხს მიმართა სტუდენტმა სიმართლის გასაგებად???(64%-მა)
7. და და ძმა ერთ ოთახში არიან ძმა კომპიუტერზე თამაშობს ხოლო და კითხულობს უცებ სინათლე წავიდა .რათქმაუნდა ბიჭმა შეწყვიტრა თამაში მაგრამ გოგომ გააგძელა კითხვა როგორ???
8. ერთმა კაცმა მოიყვანა ცოლი და უთხრა ყველა ოთახში შეგიძლია შესვლა ერთის გარდა . ქალმა ვერ მოითმინა და როცა მეუღლე სახში არ იყო შევიდა იმ ოთახში .იმ ოთხში გვამეიბი იდო ქალს გული წაუვიდა. ნახევა საათს შემდეგ გონს მოეგო.შუქი ჩააქრი და გამოვიდა 20 წუთის შემდეგ მოვიდა ქმარი და მიხვდა რომ ცოლი აკძალულ ოთახში შევიდა როგორ მიხვდა???
9. 5. ერთ-ერთ ქვეყანაში ყველა საზოგადო საპირფარეშოში არის ლურჯი შუქი რატო??
10. ერთ სახში ცხოვრობს დამნაშავე .ეს ამბავი მთელმა ქალაქმა იცის პილოციამაც მაგრამ ვერ აპატიმრებენ რატომ??
კი
სამოთხის ვაშლი სწორია ადამმა და ევამ რო ჭამეს და ისინი არა
მეორე კიდე ნიუტონს რომ დაეცა თავში ის იქნება ალბათ
FORZAROMA
სწორია დარჩა მესამე
მესამე ვაშლზე არ მახსენდება არაფერი და..
7. დღე იყო.
მეექვსე მეშვიდე გამოცნობილებია მეორესაც ჩაგითვლით მისი პასუბია
სამოთხის
ნიუტონს რო დაეცა
და... apple
მართალიაა.. ყოჩაღ
1.ჩანთაში პარაშუტია
3.ტროლეიბუსი
5.ძილში
7. ბრმა იყო და ბრეილის ანბანიტ კითხულობდა
8. ქმარი 20 წუთის შემდეგ მოვიდა და ქალი ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა გონს..
tikoroma
სხვათა შორის მეშვიდეს გასცეს უკვე პასუხი დღე იყოო
ესენი დარჩა
3.დააბავ დადის აუშვებ ერთ ადგილზე დგას რაარის??
8. ერთმა კაცმა მოიყვანა ცოლი და უთხრა ყველა ოთახში შეგიძლია შესვლა ერთის გარდა . ქალმა ვერ მოითმინა და როცა მეუღლე სახში არ იყო შევიდა იმ ოთახში .იმ ოთხში გვამეიბი იდო ქალს გული წაუვიდა. ნახევა საათს შემდეგ გონს მოეგო.შუქი ჩააქრი და გამოვიდა 20 წუთის შემდეგ მოვიდა ქმარი და მიხვდა რომ ცოლი აკძალულ ოთახში შევიდა როგორ მიხვდა???
9. 5. ერთ-ერთ ქვეყანაში ყველა საზოგადო საპირფარეშოში არის ლურჯი შუქი რატო??
10. ერთ სახში ცხოვრობს დამნაშავე .ეს ამბავი მთელმა ქალაქმა იცის პილოციამაც მაგრამ ვერ აპატიმრებენ რატომ??
3.დააბავ დადის აუშვებ ერთ ადგილზე დგას რაარის??
კარები
shendaukar
არ არის სწორი
როგორც ჩანს ვეღარ იცნობთ და ხუთი კაცი მაინც თუ მეტყვის დაწერე პასუხრბიო დავწერ ))
პასუხებზე შეიძლება ვიკამათოთ! :D
დადე პასუხები
tikoroma
ციტატა(Cyber @ 5th June 2012 - 01:41 AM) *
8. ერთმა კაცმა მოიყვანა ცოლი და უთხრა ყველა ოთახში შეგიძლია შესვლა ერთის გარდა . ქალმა ვერ მოითმინა და როცა მეუღლე სახში არ იყო შევიდა იმ ოთახში .იმ ოთხში გვამეიბი იდო ქალს გული წაუვიდა. ნახევა საათს შემდეგ გონს მოეგო.შუქი ჩააქრი და გამოვიდა 20 წუთის შემდეგ მოვიდა ქმარი და მიხვდა რომ ცოლი აკძალულ ოთახში შევიდა როგორ მიხვდა???
ნათUრა იყო ცხელი[/quote]
არა
ვაიმე კარი დატოვა ღია და გვამები გამოიქცნენ ოთახიდან
არა
თუ გინდა დავდებ პასუხებს
გინდა?
არა
კარგი გელოდები
კაცს შუქი ანთებული ქონდა დატოვებული და ქალმა გამორთოოოოოოოოოო
იეს, იეს, სწორია. სხვა პასუხს არ მივიღებ !!!!!!!!!
tikoroma
ყოჩაღთ
I am the beginning of the end, and the end of time and space. I am essential to creation, and I surround every place. What am I?
კაი ეხლა შენებს ვეცეთ ჩემებიდან ერთი დარჩა
1. რაც მეტი გაქვთ, მით უფრო ნაკლებად ხედავთ... რა არის ეს?
2. თქვი ჩემი სახელი და მე გავქრები. რა ვარ?
3. რას აქვს ყელი და არ აქვს თავი, აქვს მკვლავები და არ აქვს ხელები?
4. როცა თქვენ ის გაქვთ, გსურთ სხვებს გაუზიაროთ. მაგრამ თუ გაუზიარებთ, კარგავთ. რა არის?
Cyber
natuka
არა
Lashapoli
Cyber
4. როცა თქვენ ის გაქვთ, გსურთ სხვებს გაუზიაროთ. მაგრამ თუ გაუზიარებთ, კარგავთ. რა არის?
საიდუმლო?
shendaukar
1. რომელ თვეშია 28 დღე?
natuka
ს
აუუ გამოხმაურებებს რაღაც სხვანაირი სახით მიჩვენებს და თუ გასწორდა კაია ...
ეს კი გამოცანა
ერთ ქალაქში ასეთი სასამართლოა. დამნაშავემ ყუთიდან უნდა ამოიღოს ორი ქაღალდიდან ერთი. ერთზე წერია უდანაშაულოა, მეორეზე დამნაშავეა. რომელსაც ამოიღებს იმ განაჩენს გამოუტანენ. ერთი კაცი დაიჭირეს და ასამართლებენ. მაგრამ მისმა მტრებმა ყუთში ფურცლები ჩაუგდეს, რომლებზეც ორივეზე დამნაშავეა წერია. ამ კაცმა ეს გაიგო და ისეთი ხერხი იხმარა, რომ ის უდანაშაულოდ გამოაცხადეს. რა ხერხი იხმარა მან?
დაველოდო რამეს მოიფიქრებთ თუ დავდო პასუხი??
დადე, აზროვნების კნოპკა გამიფუჭდა...
რატო თქვიიი
სახლი მიდის
იქ მცხოვრებნი ჩუმად არიან...
კაცმა ამოსხა ბინადარნი და წაიყვანა,
სახლი გადახტა ფანჯრებიდან და გაიპარა...
ბავშვობაში მომწონდა ეს გამოცანა
ჰმმ და კითხვა რაში მდგომარეობს??
რა არის აღწერილი უნდა გამოიცნო
ქმარმა ცოლს სსაყვარელთან შეუსწრო?? სხვა იდეა არ მომდის
Cyber
'სახლი' გადახტა ფანჯრიდან, კაცი კი არა კაცმა შიგ მცხოვრები წაიყვანაო ადამიანი არ ცხოვრობს მანდ
რაღაც ბოსტნეული იქნება..
არაა
მოძრავ სახლში ცხოვრობენ ვიღაცეები
ადამიანები მიდიან იჭერენ და მიჰყავთ
tikoroma
ქვირითი? მოიცა რა მოძრაობს კიდე რაც ადამიანს დააინტერესებდა? და მერე სახლი რომ გაიპაროს..
ახლოს ხარ სახლი არ აინტერესებს, რაც სახლში ბინადრობს ისა
tikoroma
ზღვა და თევზი მაშინ...
td.........
მე არაა
ესეთი რაღაცეები თუ იცოდი ეს თემა კაი ხანია გახსნილია უკვე
ჩემი ბავშვობის მერე 20 წელი გავიდა, ახლა კი აღარ მეუბნება გამოცანებს არ მახსოვდა
tikoroma
ეგ კი ვიფიქრე, მარა დავეჭვდი..
1. კაცი ისეთ ადგილას ზის რომ რომც ადგეს და წავიდეს შენ იქ ვერანაირად ვერ დაჯდები.
სად ზის კაცი?
2. გზაზე მიდის 2 მამა და 2 შვილი დაინახეს 3 მონეტა და თანაბრად გაიყვეს. როგორ?
3. ერთი კაცი იყო რომელმაც წერა არ იცოდა და დედამისმა გამოუგზვნა წერილი. ამ კაცმა ეს წერილი ცოლს მიუტანა და უთხრა მითხარი რა წერიაო. ცოლმა წერილი წაიკითხა და როგორც კი კითხვა დაამთავრა, ქმარს გაეყარა. გაოცებულმა კაცმა ეს წერილი სამსახურში მიიტანა. სამსახურშიც წაიკითხეს ეს წერილი და ეს კაცი გამოაგდეს სამსახურიდან. შემდეგ პოლიციაში მიიტანა წერილი. წაიკიტხეს თუ არა ეს წერილი, ეგრევე დააპატიმრეს. შემდგეს ეს კაცი გამოვიდა ციხიდან კითხვა ისწავლა, წაიკიტხა წერილი და თავი მოიკლა რა ეწერა წერილში???
წყარო: ყველანაირი მასალა ნებისმიერ თემაზე
ეს ვნახე და ვერ მივხვდი პასუხიც არ ეწწერა აბა თქვენ იცით.
2, მიდიოდა მამა, შვილი და შვილიშვილი-2 მამა და 2 შვილი და 3 მონეტა გაიყვეს, თითომ თითო აიღო..
წერილში ეწერა რომ ის კაცი მკვლეფელიფიაფააა
2 სწორია
მესამე არ ვიცი თუ
td.........
ეგ წყარო რო წერია შემთხვევით გადმომიკოპირდა
Cyber
tikoroma
არა
natuka
მოდი მაგას საერთოდ თავი დავანებოთ
Cyber
სწორი პასუხი სასწრაფოოდ!!!
1. ის ადამიანი ზის თქვენს კათაში
2. სამნი არიან: ბაბუა, შვილი და შვილიშვილი
ეხლა თქვენ დაწერეთ
1. ალექსანდრე მაკედონელი ?
tikoroma
როგორც შენ თქვი თუ ეგ კაცი მკვლეფელიფიაფა არ ვიცი ეგ რას ნიშნავს მაგრამ თავი რატო უნდა მოეკლა ?>
მგონი დედამისმა მიწერა შვილო რატო მომკალიოო
ან მამამისი მოკლა და ეგ მიწერა :\
მსოფლიოში არის 4 ბურთი 1 ბურთი შლის თხევად ნივთიერებებს 2 ბურთი შლის აირად ნივთიერებებს 3 ბურთი შლის მყარ ნივთიერებებს.
რას შლის მეოთხე ბურთი ?
ალბათ პლაზმას(ნივთიერების მეოთხე მდგომარეობას)???
ნერვებს შლის
და ნამდვილ პასუხს არ გვეტყვი Fantastikos
tikoroma
კი სწორია
1) ხართ ოთახში სადაც გასასვლელი არ არის ონკანი მოშვებულია და მოდის წყალი ოთახი წყლით ივსება , თქვენ გაქვთ თოხი სავარცხელი და სარკე . რა უნდა ქნათ რომ გადარჩეთ ?
2) მეფე დაიჭერს დამნაშავეს და შეუშვებს ოთახში სადაც არის 2 უჯრა რომლიდან ერთ-ერთში არის ოქრო და 2 მცველი 1 მცველი სულ ტყუილს იძახის მეორე მცველი სულ სიმართლეს ამ კაცს აქვს 1 კითხვის შანსი , რა უნდა ქნას კაცმა რომ გადარჩეს ცოცხალი და აიღოს ოქრო ?
ხო უჯრის გამოღებაც ერთხელ შეუძლია თუ ვერ გამოიცნობს რომელ უჯრაშია ოქრო მოკლავენ
3) სერიული მკვლელი მოიყვანს ცოლს და ეტყვის:სარდაფში ჩასვლა არ გაბედო თორე მოგკლავო. გავა 2 წელი ეყოლებათ შვილი მამა წაიყვანს შვილს სასეირნოდ სარდაფის გასაღებს დატოვებს სახლში ცოლს დააინტერესდება რა არის სარდაფშიო აიღებს გასაღებს გააღებს კარებს აანთებს შუქს ნახავს მიცველებულ ადამიანებს ჩააქრობს შუქს გამოიხურავს კარებს გადაკეტავს გასაგებით და გასაგებს ისე დადებს როგორც ქმარმა დადო. მოვა 2 წუტის შემდეგ ქმარი შევა სარდაფში გამოვა და მოკლავს ცოლს... როგორ გაიგო რომ სარდაფში იყო ?
2) ერთერთ დარაჯს ასე ჩამოვუყალიბებ კითხვას:
-შენ რომ მეორე დარაჯი იყო რას მეტყოდი რო, რომელ უჯრაშია ოქრო?
ამ კითხვის შემდეგ რომელ დარაჯსაც არ უნდა დავუსვა ეს კითხვა მიმითითებს იმ უჯრაზე რომელშიც ოქრო არაა ასე რომ მეცოდინება სადაცაა ოქრო
აუფ რა ჩამოვაყალიბე
3) ნათურა იყო ცხელი/თბილი
1-ს ვაფშე ვერ ვტვინავ
Cyber
კი სწორია და პირველი ძალიან ადვილია
ის არ არსებობს არც იარსებებს რომ იარსებოს კაცობრიობა გაწყდება. რაარის ?
1.დავიხრჩო?
1 ის პასუხი დაწერე რა თუ ძმა ხარ
4- დაავადება რომელსაც კაცობრიობის განადგურება შეუძლია
1. ონკანი უნდა დაკეტო?
tikoroma
აუ ეგ არის რას ვერ ვხვდებოდი
დღეს მკითხეს და გამოვიცანი აბა თქვენ რას იზავთ
მამა შვილი იყვნენ შეხვდნენ დედა შვილს და მოიყვანეს ცოლები. მამამ შვილი მოიყვანა ცოლად და შვილმა დედა მოიყვანა ცოლათ ამათი შვილები რეები გამოვიდნენ ერთმანეთის?
აბა ამას თუ მიხვდებით ძალიან რთულია ოგონდ
მარის მამას ყავს ხუთი შვილი: ლალა, ლელე, ლილი და ლულუ... რა ქვია მეხუთეს
მარი
დედ მამა ერთმანეთის შვილები, დები, ძმები, ქვისლები და რავი კიდე რა :დ
ლოგიკური ამოცანები შეილება?
Cyber
პირველი კი
1.არსებობს სამი ღმერთი, სიმართლის, ყოველთვის სიმართლეს ამბობს, სიცრუის, ყოველთვის იტყუება, და ღმერთი რომელიც შემთხვევით ამბობს ხან სიმართლეს, ხან სიცრუეს. საჭიროა ამ ღმერთების დადგენა, თუ რომელი ვინ არის. თითო ღმერთს თითო კითხვა უნდა დაუსვა, რომლებზეც პასუხი იქნება კი ან არა, სულ 3 კითხვის უფლეება გაქვს, ანუ თითოეულს ერთი კითხვა. ღმერთებს შენი ენა ესმით, მაგრამ პასუხობენ თავიანთ ენაზე, რომელშიც არის ორი სიტყვა "დუ" და "ჯა", თანაც უცნობია რომელი სიტყვა ნიშნავს კის და რომელი არას.
ასევე შეიძლება, რომელიმე ღმერთს, კითხვა საერთოდ არ დაუსვა, და მის მაგივრად სხვას ღმერთს დაუსვა, ანუ ერთი ღმერთი კითხვის გარეშე დატოვო
მე არ ვიცი პასუხი და თუ გავიგე დავწერ
ეს არის აინშტაინის ამოცანა, ადამიანების მხოლოდ ორ პროცენტს შეუძლია მისი ამოხსნა 15წუთში. ეგრე ამბობენ, ნახეთ აბა თუ შეძლებთ
ხუთი ადამიანი ცხოვრობს ხუთ სხვადასხვა ფერის სახლში, ეწევა ხუთ სხვადასხვა მარკის სიგარეტს, ჰყავს ხუთი სხვადასხვა ცხოველი და სვამს ხუთ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ სასმელს.
ინგლისელი ცხოვრობს თეთრ სახლში
შვედს ჰყავს ძაღლი
დანიელი სვამს ჩაის
მწვანე სახლი წითელი სახლის მარცხნივაა
მწვანე სახლის ბინადარი სვამს ყავას
"Pall Mall” -ის მწეველს ჰყავს ჩიტი
შუა სახლის მეპატრონე სვამს რძეს
ყვითელი სახლის მეპატრონე ეწევა "Dunhill” – ს
ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში
"Marlboro” – ს მწეველის მეზობელს ჰყავს კატა
ცხენის პატრონის მეზობელი ეწევა "Dunhill” – ს
"Winston” -ის მწეველი სვამს ლუდს
ნორვეგიელი ცხოვრობს ლურჯი სახლის გვერდით
გერმანელი ეწევა "Rothmans” – ს
"Marlboro” – ს მწეველის მეზობელი სვამს ღვინოს
ვის ჰყავს თევზი?
კი ამოვხსენი მარა 15 წUტსI VEღA:( LOL
http://qartveli.ucoz.com/publ/ilovemathema...24#.UiUJbn-0yyE აქიდანაა
GERMANY !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
GERMANY !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გერმანელი-მწვანე-Rothmans-ყავა-თევზი
ეხლა 2 ვარიანტია ეს ამოხსნა ან სწორია ან არასწორი
თუ არასწორია ხომ კარგი და თუ სწორია კიდევ რამდენიმე ვარიანტი მაქვს
პირველი და ყველაზე ნაკლებად სავარაუდო: შევდივარ იმ 2 % ში რომლებიც ამ ამოცანას 15 წუთში ხსნიან
მეორე: სიაფანდობაა და არანაირი 2 % და მასეთი რამე არ არსებობს
და მესამე:2% აინშტაინის დროს იყო ეხლა მოსახლეობა გაიზარდა და შესაბამისად ამ ამოცანასაც მოსახლეობის არა 2 არამედ ბევრად მეტი % ხსნის
tikoroma
კი სწორია
დ ამეორეს პასუხია კბილებიანი საშო :დ
anonimus
ესეიგი ერთ ღმერთს ვკითხავ მეორე ღმერთზე ამ ღმერთს რო ვკითხო შენზე სიმართლეს იძახის მეთქი რას მიპასუხებს მეთქი ის მეტყვის არას რადგან მატყუარას რო ვკიტხო მეორე გმერთზე რო ვკიტხო შენ სიმართლის ღმერთი ხარ მეთქი რას მეტყვის მეთქი ტუ მატყუარას ვეკითხები მეტყვის არას ანუ მეორე ღმერთი სიმართლეს იძახის და იგივეს შევეკითხები მესამე ღმერთზე ეს ღმერთი არის ხან სწორს ამბობს ხან ტყუილს-ის ღმერთია მეთქი მაგის პასუხს შევადარებ პირველის პასუხთან და თუ იგივე გამოდგება ვისაც ეკითხები ის მატყუარაა მეორე გმერთზე რომ ვეკითხები ის მართალი და მესამე ხან კი ხან არას ღმერთი მგონი სწორია
anonimus
თევზი არავის ყავს რადგან ცხოველებზეა ლაპარაკი ?
რა კითხვა გამიჩდა აინშტაინის დროს იყო ვისტონი ?
Fantastikos
რა დღეში არიან ეს ღმერთები
Fantastikos
Cyber
ის მაინც თქვი ესეთი დიდი პასუხი აქ თუ პატარა
Fantastikos
მე რავიცი არაა ჩემი დაწერილი კითხვა
Cyber
აბა ის საიდან იცი რო არაა ჩემი პასუხი სწორი
Fantastikos
არ ვიძახი არასწორიათქო უბრალოდ ავღნიშნე რომ ვერაფერი ვერ გავიგე შენი პასუხიდან
დებს მამა გარდაეცვალათ, მეორე დღეს ვიღაც მამაკაცი სრულიად უცხო მოვიდა სამძიმარზე და ერთ-ერთ დას შეუყვარდა. გავიდა დრო. ეს გოგო ამ კაცს ვერ ივიწყებდა.. ერთხელაც ადგა და თავის და მოკლა ... რატომ მოლლა თავისი და ?? (დამტკიცებულია ფსიქოლოგების მიერ, რომ ვინც ამას გამოიცნობს მკვლელის ინტუიცია აქვს)
რომ ისევ მოსულიყო ის უცხო სამძიმარზე...
მკვლელის ინტუიცია
earth
არა ირზ
tikoroma
არა? აბა მაშინ არვიცი პასუხი
იმიტომ მოკლა თავისი და, რომ ქონება დარჩენოდა
მკვლელი მიხვდებოდა
უზნაძის გამოცანა ყოფილა
მე კი მგონია, რომ ყველა ჩვენგანი ოდესღაც ალბათ ვიყავით მკვლელები, მატყუარები და ყველაფერი...
თუმცა მხოლოდ ასე შეძლებ „გაუგო“ მკვლელს და აპატიო.
tikoroma
უზნაძეს უთქვამს კიო და
არის ღამე და წვიმს კაცი მიდის და დაინახავს ქუჩაში ბარს შევა ბარში და ბარმენს წყალს შეუკვეთავს ბარმენი იარაღს დაუმიზნებს კაცი მადლობას ეტყვის და გამოვა ბარიდან. რატომ უთხრა მადლობა და რა მოხდა ბარში ?
ვიცი და არ გეტყვით
წყლის პისტოლეტი დაუმიზნა შიგ პირში
Fantastikos
ასლოკინებდა იმ კაცს -_-
ესეიგი გვაქვს 4 ციფრი: 8 8 3 3
როგორც გინდათ ისეთი თანმიმდევრობით დაალაგეთ თუ გინდათ შეაერთეთ მსგალითად 38 83 88 338 და ა.შ.
თქვენი ამოცანაა ამ ოთხი ციფრით და მოქმედებებით: მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა.
მიიღოთ 24
8 8 3 3 = 24
აბა წარმატებები
ველოდები თქვენს გამოხმაურებას თუ არა დავწერ პასუხს )
სვანი ეკითხება თავის ცოლს:
-ყველას ესეთები რატო ვგონივართ? (და მაგიდაზე აკაკუნებს?)
ცოლი: -აკაკუნებენ
სვანი: -იჯექი მე გავაღებ
tikoroma
თემა შეგეშალა
ისე ბოლო კითხვაზე თუ დაფიქრდებით და პასუხს გამცემთ გამეხარდება ^_^
ვიფიქრე და ვერ მოვიფიქრე, იმდენი ვიფიქრე თემებიც ამრევია
არ ვიცი 8X3=24
8X8=64
8+8+3+3=25
ტვინი არ მიმუსჰაობს ახლა
8/(3-(8/3))=8/(1/3)=24 ვოტ :დ
Cyber
ეს რა მათემატიკაა? გვეხუმრები?
სხვანაირად ვერ ვწერ 8 მერე ამას ქვევით ხაზი და ქვევით წერია 3-8/3
ანუ ქვევით 3-8/3=1/3 ანუ რა დარჩა
8
-
1
-
3
ხოდა ეს რო ატრიალდება არი იგივე 8*3=24
კაროჩე , ვისესხე 5 ლარი სიგარეტისთვის.. დავკარგე... შემდეგ კიდე ვისესხე 5 ლარი , ვიყიდე სიგარეტი რომელიც ღირდა 3 ლარი, და დაუბრუნე 1 ლარი ერთს 1 ლარი მეორე მოვალეს, ანუ დამრჩა ვალი ერთისთვის 4 ლარი მეორისთისაც 4 ლარი ანუ მთლიანობაში 8 ლარი, მაგრამ სიგარეტში 3 ლარი მივეცი ანუ სულ 11 ,,, როგორ?
კარგად
only-
ეგ არის სიგარეტში გადახდილი ფული და არა მევალეებისთვის დასაბრუნებელი და თუ გინდა 10 ლარი გამოვიდეს მაგ 8 ლარს დაუმატე ის 1+1 რაც უკვე დაუბრუნე და მიიღებ 10 ^_^
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)