ადნაკლასნიკებში გავჩითე რაღაც თამაშები და ერთერთი არის ეს:
ვინც აქ შემოვა უნდა უპასუხოს წინა მპოსტველის კითხვას და დაწეროთ თავისი კითხვა კითხვა..
კითხვა შეიძლება იყოს ნებისმიერი, პახოდუ რახან ეზოტერიული ფორუმია ეზოთერიული კითხვებიც გაურიოთ...)
პირველი კითხვა:
......
გეშინია თუ არა ქუჩის ძაღლების..
ურაა! ეს თამაში მომწონს, მაგრამ ზეტ ეს შეკითხვა არ მომწონს რატომ არ მომწონს და იმიტომ რომ მეშინია. ძაღლები მიყვარს, მაგრამ ქუჩის ძაღლების მეშინია. ვიცი, ვიცი მეტყვით ყველა ერთად, რომ ძაღლმა არ უნდა შეგამჩნიოს, რომ გეშინია, თორემ უარესიაო, ხო მეშინია, ვაღიარებ დანაშაულს, არ დამხვრიტოთ
( გავართვი თავი პირველ შეკითხვას, უუჰ )
მეორე შეკითხვა:
......
როგორ ფიქრობ, არსებობს თუ არა ამ ფორუმის აურა.
ალბათ კი
რადგან ისევე როგორც ეგრეგორი, რადგან ბევრი ხალხი აღიქვამთ ამ ტექსტებს როგორ რაღაც "ეზოთერულ ფორუმს"
შემდეგი შეკითხვა, ხშირად იტყუებით თუ არა?
უწყინარ კითხვებს ველოდი და დაკითხვა აღმოჩნდა =D
ხშირად არა
მარა ხშირად ვისთვის რამდენია ჩემთვის რამდენი, რაც არ უნდა იყოს უბოროტოდ :]
ხოდა აბა ჩემი კითხვა ასე ჟღერს - რა არი ბედნიერება თქვენეულად?
ზოოპარკში?! მგონი 15 წლის წინ თუ უფრო მეტი. არც კი მახსოვს.
შემდეგი შეკითხვა:
გიყვართ თუ არა თეატრი?
თეატრი მიყვარს ირმა, მაგრამ ამ სეზონზე ჯერ არ ვყოფილვარ!
სად დაიკარგა აპაჩი?? მომენატრააა ძალიან!!!
10–11ზე
რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასი??
დრო, რომელსაც სულ ვფლანგავ
და
სიყვარულის განცდა, ზოგადად.
მის გარეშე, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი და არასაინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრება და საერთოდ ცხოვრება
წამო ყავა ან ჩაი დავლიოთ, არ გინდა?
მე მინდააააააა
მინდააა. მინდა სოფია, ყავა გინდა თუ ჩაი, თუნდაც ერთი ჭიქა წყალი, მინდა... მაგრამ ყველაზე მეტად წამო მინდა, რუსთაველზე... რუსთაველზე იყო ერთი ლამაზი, ძალიან ლამაზი კაფე არა! არა! პირობას გაძლევთ მალე ჩამოვალ და სადაც გინდათ იქ წავიდეთ სადაც გინდათ. რუსთაველზე კი, აუცილებლად ჩავივლი, აუცილებლად, ძალიან მინდა და მენატრება ის ძველი, მშვიდი დრო...
(ახ სოფო, სოფო, შენი შეკითხვით ცრემლი ჩამომივიდა, მადლობა სოფო ამ ცრემლისათვის...)
შემდეგი შეკითხვა:
რწმენა, იმედი, სიყვარული ანუ ვერა, ნადეჟდა, ლიუბოვ,– ამ სახელთაგან რომელი სახელი მოგწონთ?
კი - მარა ვიცოდი ეგ :დ
თუ აკეთებთ ფიზიკურ ვარჯიშებს და კერძოდ რას|რომლებს?
საერთოდ არ ვვარჯიშობ.
რა შეკითხვა დავსვაა?
ოფტოპიკის გარეშე არაფერი არ გამოდის ხო??????
არვიცი. მგონი უკეთესი იქნებოდა გაგვეგრძელებინა თამაში...
შეკითხვა:
გიყვართ თუ არა მოგზაურობა და თუ გიყვართ, რა წარმოგიდგათ პირველი, სად ისურვებდით ახლა წასვლას არანაირი შეზღუდვა რომ არ იყოს?
ცალსახადიახ - რა და მწვანე ტყე წარმოვიდგინე :] შეზღუდვა რო არ იყოს ნაშუაღამევს მწვადებს შევათამაშებდი სადმე შორეულ კოსმოსში :დ
დღეს როგორი დღე გქონდათ?
დღე -მოლოდინი და ფინალში ინტერნეტი დამიდგეს ასე რომ ახლა ფორუმზე ხშირად ვიქნებიიი
მზიანი ამინდი როდის იქნებაა?
არვიცი, მაგრამ ერთს ვიტყვი მიყვარს მზიანი ამინდები. წვიმაც მიყვარს, თოვლიც, მაგრამ ყველაფერი მბეზრდება, არვიცი ინგლისში როგორ ძლებენ, ალბათ ერთ თვეზე მეტს ვერ გავძლებდი.
წელიწადის რომელი დრო მოგწონს და რატომ?
მე ის დრო მიყვარს, რომელშიც ვარ ხოლმე! ანუ შემოდგომაზე -შემოდგომა, ზამთარში ზამთარი იმიტომ, რომ კარგიაა )
გიყვარს ზღვა?
მიყვარს. მე და ჩემს ქმარს სახლი გვაქვს ათენს გარეთ ზღვასთან ახლოს, ხოდა „პენსიაში“რომ გავალთ იქ გადავალთ საცხოვრებლად ვცდილოფთ ნაადრევად პენსიაში გასვლას.
ყველაზე კარგად როდის გამოგდის მედიტაცია?
საერთოდ არ გამომდის..
.....
რამდენი წლისახარ?)
მეც ხან ბებერი ვარ, ხან ახალგაზრდა, ხან პატარა ბავშვი. ჩემი ქმარი 13 წლისას მეუბნება ხო ასაკი რაც მაქვს ბუნებრივი, ნამდვილად ვერ ვგრძნობ და მართლა უფრო ხშირად ცამეტი წლის მგონია მართლა თავი
როდის დადგამ ნაძვისხეს?
არასდროს ალბათ)))))
ამ წელს იქნება თოვლი?
იქნება, აუცილებლად. აუცილებლად იქნება. ახალი წელი დადგება თუ არა, მეორე დილას ფაფუკი თოვლი დაგვხვდება. ისე აბა რა ფასი აქვს ან ზამთარს, ან ახალ წელს
რომელ ქვეყანაში ან ქალაქში ისურვებდი მოგზაურობას და რატომ?
საქართველოში, კერძოდ თბილისში და დიდი სიამოვნებით წავიდოდი რაიონებშიც. იმიტომ რომ მენატრება.
რამდენი წლისამ იგრძენი პირველი სიყვარული(ან ასე ვთქვათ პლატონური სიყვარული, იმიტომ რომ პირველი სიყვარული უმთავრესად პლატონურია)
ხოო მაშინ 6 წლისა ვიყავიი
ანგელოზი რა ფერისაა?
რთული შეკითხვა დამისვი თეო, ანგელოზი არ მინახავს, მაგრამ ეს ფოტო ძალიან მომწონს.
http://img407.imageshack.us/my.php?image=dsc5017lnz4.jpg
[URL=http://g.imageshack.us/img407/dsc5017lnz4.jpg/1/][IMG]http://img407.imageshack.us/img407/dsc5017lnz4.jpg
შემდეგი შეკითხვა:
გიყვართ თუ არა ბავშვები და რატომ?
რა კარგი კითხვაა!
მე ძალიან მიყვარს!!! და იმიტომ რომ არ სიყვარული შეუძლებელია!..მათ სიახლოვეს ყოფნა უკვე ბედნიერებაა და დადებითი ემოციებით მავსებს (რომ გავაგრძელო ძალიან დიდი პოსტი გამოვა ......
მზე უფრო მოგწონს თუ მთვარე?
მზე
ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი?
ჰმ! მოუნდა რა პასუხი
შენ როგორ ფიქრობ?
გენეტიკოსებმა გამოიკვლიეს რომ ეჯრ კვერცხი.
ანუ რაღაც სხვა არსებად დადოო კვერცხიო, რომლისგანაც გამოიჩეკა ქათამი
შემდეგი კითხვა, რამდენათ ხშირად იყენებთ ეზოთერულ პრიომებს რეალურ ცხოვრებაში?
ar viyeneb mara vitvalistsineb zogjer))))
................
ratoa aq dasasmeli kitxvis mopiqreba dzneli?
ისე, ჩვენ იმ კითხვას ვსმამთ, რომელზეც თავად გვინდა პასუხის გაცემა! (ყოველ შემტხვევაში მე ასე გამომდის )
რა განსხვავებაა ქალსა და მამაკაცს შორის არამატერიალურ პლანზე?
არამატერიალური თვისებების თვალსაზრისით?
კითხვა კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ჩემი აზრით, ქალებში საწყისი არის ემოცია. გრძნობა არის პირველადი, მერე აზრი. მამაკაცებში სხვაგვარად არის - ჯერ კონკრეტულად - ვნება, მერე აზრი და ბოლოს გრძნობა. თუ საერთოდ გაუჩნდათ გრძნობები
შეცვლიდი რამეს შენს ხასიათში და საერთოდ შენს ცხოვრებაში?
(კითხვა აბსტრაქტული მქონდა,.. პასუხით კმაყოფილი ვარ!
მე ჩემ ხასიათს ვცლი,. ცხოვრება მომწონს, რომელიც ავტომატურად იცვლება. ქვეყნად არაფერია უცვლელი
კითხვა: ბედნიერი ხარ?
ალბათ კი!
ბიჭო, ბიჭო, ბიჭოოო!" -საიდანაა ეს ფრაზა?
სხვათაშორის ეგ ტატიშვილი ჩემი მეგობრის მეგობარია და კარგი ექიმიაო ამბობენ. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ რომ დამჭირდეს მისი თავი, ალბათ ვერ ვენდობი... - ეს პასუხი იყო
ვინმეს ბაძავდი ბავშვობაში? ვისა?
ვბაძავდი, კი, ოღონდ ეს გაუცნობიერებლად ხდებოდა! (ხარი ხართან რომ დავაბათ-ის პრინციპით) უახლოესი დაქალებისგან გადმომქონდა ქცევები, ჟესტები, სიტყვები..
და თუ კითხვა კუმირს ეხება -მაშინ იდეალი და კუმირი არა მყოლია!
ცოტა იუმორში :
რა ზომის ფეხი გაქვს?
შინდისფერი მუქი იასამნისფერი ყვითელი წითელი ლურჯი
ყველა ფერი მომწონს მაგრამ ყველაფერი არ მომწონს
რატომ არარის ისე ყველაფერი როგორც მე მინდა
რა რთული კითხვა დამისვია
ნარინჯისფერიიი (ამ ეტაპზე}
კატა უფრო მოგწონს თუ ბუ? (ჩემი პასუხია -კატაბუა! )
კნატაკნუტები ძალიან მიყვარს
ბავშვობაში ორი პაწაწა ბუც გვყავდა სახლში. მერე ერთი მოგვიკვდა და მოვკვდით ტირილით. დავასაფლავეთ საწყალი
უკაცრავად კითხვები არ მაქვს
შეკითხვა არ არის–პასუხიც არ იქნება.
შემდეგი კითხვა:
შეგიძლიათ თუ არა აღიაროთ თქვენი უარყოფითი თვისება?
არც კატა მიყვარს და არც ბუ,
მაგრამ კატაბუა მიყვარს და მეტარება.
ტატიშვილი ექიმია ნამდვილად ! კიდევ რადიო "სინდიკატზე" მიყავს გადაცემა ჯაზზე. უნივერსალ ტიპი გამოდის
აბსოლუტურად ყველა ფერი მიყვარს, მაგრამ ყვითელ ტანსაცმელს საერთოდ არ ვიცმევ, იშვიათად ვეკარები აგრეთვე ე.წ. მალინისფერს. ამ ფერების ტანსაცმელი უბრალოდ და უხეშად მეჩვენება. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სტილი და სილუეტი უბრალოვდება.
ვინ არ რა გენატრება ამ წუთას ყველაზე მეტად?
რომ დავფიქრდი, მე ახლა არაფერი/არავინ მენატრება!
? (ანუ თავისუფალი კითხვაა)
ნო კომენტს!
ავტოსტოპით მინდა მოგზაურობა, ვინმე წამომყვებით?
ავტოსტოპი არ ვიცი რაარის
უარყოფითი თვისება?
ძალიან ბევრს ვფიქრობ
კითხვის დასმა დამავიწყდა:
ყველამ იცით რაარის ამ ცხოვრებაში თქვენი მისია?
მე არ ვიცი ჩემი რაარის
ყველასი არ ვიცი და აი ჩემ მისიას თითქოს ვეძებ რაა...
ბოლოს ზღვაზე როდის იყავი? მე აღარც კი მახსოვს
წელს არა, შარშან ვიყავი. ეს წელიწადი რომ ჩავაგდე, ალბათ ამიტომ მენატრება ზღვა და მზე...
არსებობს ადგილი სადაც თავს იმაზე უკეთ გრძნობ ვიდრე შინ? რა ადგილია ეს?
ყველაზე კარგად სახლში ვგრძნობ თავს! არი მსგავსი ადგილებიც..
რა აზრი მოგივიდა ახლა თავში?
აზრად მომივიდა, რომ ცვლილებები მჭირდება , მაგრამ ჯერ უნდა კარგად დავფიქრდე რა მოვიმოქმედო, რამე სისუსლელე რომ არ ჩავიდინო კიდევ აზრად მომივიდა რომ რაღაცეები მომბეზრდა. სულ ერთი და იგივე აღარ მინდა ყოველ დღე...
კითხვა:
როცა ფორუმზე არ ხარ, სკაიპში არ ლაპარაკობ, სამსახურში არ ზიხარ , ან არ მუშაობ, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
მე ვიტრუნები, ვყუჩდები
შენ?
მე მომბეზრდა გაყუჩება გატრუნვა და რამე სა სარგებლო საქმე უნდა მოვნახო.
კათედრალში volunteer-ად მინდა
ვნახოთ თუ საინტერესო იქნება დავრჩები
კიდევ საყვარელი ადამიანისთვის სადილის მომზადება მიყვარს ))
სოფია კარგი კითხვაა, სხვებმაც უპასუხონ რას აკეთებენ დიდი სიამოვნებით და თუ მოგვეწონება ჩვენც გავაკეთებთ
ვთამაშობ
მარა მიჩვევა იცის
ვაჰ, თამაში გართულდა კითხვა არ არის.
უნდა მოვიფიქრო რამე
მოვიფიქრეეეეე:
აბა ვინ მეტყვის,
რა მოვუხერხოთ მოჩხუბარ და უხასიათო მამიკოებს?
ხო, და დამავიწყდა დამემატებინა, რომ ამ კითხვას სხვებტან ერთად აუცილებლად უნდა უპასუხოს ბატონმა ZET-მა
uxasiato mamikoebs mouvlian uxasiato dedikoebi.
isaa..
tvit ganvitarebis dasachqareblad ra xerxebs mivmartooooo...?
(uahahahaaaa.. tvitganviterebis dasazkebadaaa..!)
რაიო, რაიო??? ააა, თვითგანვითარებისოო? ხო მიმართე თვითგანვითარების სავარჯიშოებს
გუშინ რა ჭამე?
რაღაცეები. მაგრამ დამამახსოვრდა ნამდვილ ლავაშში შეხვეული ქართული ყველი, მგონი ცხვირს ყველი იყო და ამასთან ერთად ცხელი და გემრიელი ყავა.
მომეწონა ეს კომბინაცია.
რა პროფესიის გინდოდა ყოფილიყავი ბავშვობაში?
ბავშვობაში მინდოდა მასწავლებლობა, რომელიც გადავიფიქრე მეორე კლასში, რადგან მასწავლებელმა დიდ დასვენებაზე დამავალა ერთი ჩამორჩენილი მოსწავლისათვის რაღაცეების სწავლება მათემატიკაში, მოვიკალი თავი, მაგრამ იმას ვერაფერი გავაგებინე , მაშინ გადავიფიქრე მასწავლებლობა, თუმცა ბოლოს მაინც გავხდი მასწავლებელი.
რა სახის მუსიკას უსმენთ?
კლასიკას ვუსმენდი თიტქმის მტელი ცხოვრება - სიმფონიურს და ოპერასაც.
ახლა ცოტა გული ავიყარე, შეიძლება დროებითია, შეიძლება დავიღალე (კლასიკა კონცენტრაციას და ემოციებს საჭიროებს ჩემგან) შეიძLება მეგობრებს "ავყევი"
მოკელდ ამ ბოლო დროს ელექტრონულს უფრო ვუსმენ. რა სერიოზულიგადასვლაა არა?
კიტხვა: უი, კენგურუმ გაირბინა, საით მიდიოდა ხომ არ იცით?
აქ თუ გაირინა ე.ი. თავის გუნდს ჩამორჩა და ახლა მთელი ძალით ავსტრალიისკენ გარბის!..
ამ წელს მოთოვს ნეტა საქართველოში?
ანგელა ნანახი გაქვს? თუ არა მაშინ უყურე და თემაშიც გამოთქვი აზრი
ოკ?
ოკ. მაგრამ სად არის ეგ ფილმი?
ვიდეოთეკაში მაქვს გახსვილი თემა
როდის დაიძინებ?
ეს კითხვა ჩემთვის ძალიან აკტუალური გახდა, იმიტომრომ ბოლო დღეები ქაუნტერს ვთამაშობ ონლაინში და რამის ღამეებს ვათენებ და მეორე დღეს 3 საათზე ვდგები კაკ მინიმუმ იმედია მალე გადამივლის...
სად მუშაობ?
არ გადა გივლის თავისით. შეეჩვევი. ეს გამოიწვევს მხედველობის დაქვეითებას და შიდა ქალის წნევას + ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას კომპიუტერზე/ვირტუალურ სივრცეზე. სულ გენდომება რომ 'მიერთებული' იყო
მესამე სართულზე ვმუშაობ
ციფრების დამთხვევა მოხდა უცნაური. მე-3-ზე ვმუშაობ, მე-3-ზე ვცხოვრობ 310 303 3130 (არ დარეკოთ, ტელეფონის ნომერი არარის
ნიშნების გჯერათ?
ნიშნების მჯერა.
გაქვთ თუ არა წინათგრძნობა?
სიზმრებს ვხედავ რომლებშიც რაღაცეებს მეუბნებიან და მაფრთხილებენ. ისე სხვანაირი განცდები არ მაქვს.
ახალი წლის აღნიშვნას როგორ აპირებ?
ციფრების დამთხვევა მოხდა უცნაური. მე-3-ზე ვმუშაობ, მე-3-ზე ვცხოვრობ 310 303 3130 (არ დარეკოთ, ტელეფონის ნომერი არარის
ააა, ანგარიშის ნომერია ალბათ რომელ ბანკში?
ისე რიცხვებს მეც ვაქცევ ყურადღებას. ოთახის ნომერს, ტელეფონს, სართულს, ბარათის კოდს. ადრე სულ ისეთი ბარათის კოდები მხვდებოდა რომელსაც სულ ერთნაირი ციფრები ჰქონდა, ისიც კი ვიკითხე რა თქვენთან სულ ასეათქო? ეხლა კი შემიცვალეს და ყველა ბარათზე დისკომფორტი შემექმნა, ვეღარ ვიმახსოვრებ ამ სხვადასხვა ციფრებს, მგონია რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ შვიდიანები და ჰა, ჰა რვიანები უნდა იყოს (შიგადაშიგ ხუთიანებიც)
კი, ტუ გინდა date of expiration-საც მოგცემ
არა, არ მახსოვს.
რისთვის ვარსებობს? რისთვის ვიბადებით და თანაც ამდენჯერ?
იქნებ მოგვწონს სოფ?! ამ დილას ვინატრე ისე, ნეტავ იმ მომენტში მოვკვდე როცა ძააალიააან მენდომებათქო ცხოვრება იქნებ რაღაც გვრჩება დასამთავრებელი, განსაცდელი, იქნებ ყველგან და ყველაფერში გვინდა თავი მოვსინჯოთ, რატომაც არა?!
გეთანხმები! რომ არ გვინდოდეს არც მოვიდოდით..ეტყობა ცხოვრებას ააქვს თავისი მუღამი
გიყვართ ზღარბი?
ძალიან საყვარელია.
და შემდეგი კითხვა რა არის და ვინ დასვამს? იქნებ ამოგეწურათ შეკითხვები?
მონანიება უკეთეს ადამიანებად გვაქცევს მართლა?
ბლანკა, კითხვა სადაა?
ოკ. ისევ მე მაშინ :
"ჯანმრთელი ამბიცია" - არსებობს ასეთი რამე?
უი ეგ ”ზიუგმაა” ან ”ოგზიმერონი” რა თქმა უნდა არსებობს თუ საზოგადოება არის თავად იმდენად ”არაჯანსაღი” რომ კონკურენციის გარეშე არსებობა არ შეუძლია
რა არის ჩვენი დროის და საზოგადოების ყველაზე დიდი დეფიციტი?
რწმენა
როდის დამყარდება პირველი ოფიციალური კონტაქტი ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის?
ვინ იცის და იქნებ უკვე დამყარებულია
გჯერა უცხოპლანეტელების არსებობის?
ბავშვობაში მჯეროდა, მერე აღარც ვიცი, აღაც მიფიქრია. ერთი ვიცი, მინდა არსებობდნენ. რაც უფრო ბევრგან იქნება და რაც უფრო "ვრცელი" იქნება სიცოცხლე, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება და არ დასრულდება
რა ფერისაა სიყვარული? თანაგრძნობა? ნდობა?
წითელი, მწვანე, ყვითელი...
რა ფერი გიყვარს ყველაზე მეტად?
თეთრი - თეთრში ყველა ფერია.
როცა ამბობ - 10 წლის წინ... - რა გაგონდება პირველი ?
ჩემი ქორწილი, ზუსტად 10 წლის წინ იყო
შენ?
ბულგარეთი, პირველად ჩავედი...
მიხარია?
TeO
გიხარია!!!!
აბა რაააა :D
და არსებობს "გვიან?" (ანუ გვიანიაო )
არსებობს. ურთიერთობებში განსაკუთრებით. დროზე თუ არ თქვი სათქმელი და არ გააკეთე გასაკეთებელი, მერე გვიანი იქნება
რა გვაკლია დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად?
რეალითი ურთიერთობები
ამ საღამოს რას აკეთებ?
პიცას ვჭამ
გიყვარს თუ არა ზამთარი და რატომ?
მიყვარს! იმიტომ რომ მანდ დავიბადე!
ბამბის ნაყინი რა ხილია?
ბამბის ნაყინის ისხილია, რომელიც მაცივარში არ უნდა შეინახო
კუმ ფეხი გამოყო?
ვერა,ვერ გამოყო. გუშინ უვარჯიშია და კუნთები სტკივა.
ხოოო, მესმის!
33 დეკემბერს ვინ არის დაბადებული?
ის ვისაც ახალ წელს დააგვიანდა
იყიდება თუ არა თავისუფლება?
თან კი, თან არა და შეიძლება ორივე ერთადაც!
რატომ ანა? (კითხვის აზრი თავად არ მესმის, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ პასუხი გასცეს?)
იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სახელია.
თოვლი რომ თეთრი არ ყოფილიყო, რა ფერი იქნებოდა?
იისფერი. და კი არ იქნებოდა, ხანდახან არის კიდეც. გააჩნია როგორი თავლებით ვუყურებთ.
პოეზია პაუზაა?
პოეზია გარინდებაა.
როდის ბერდება ადამიანი?
ამას ალბათ თავად წყვეტს
ოქროსფერი ფოთლები ლურჯი ზეცის ფონზე - მოგწონს?
ძალიან, განსაკუთრებით შემოდგომის მზეში, როცა ცაზე ერთი ღრუბელიც არ არის.
ჩანჩქერში ჯობს ბანაობა თუ ზღვაში?
გააჩნია,..ახლა არც ერთში
კითხვა?
რა ვიცი აბა, ეს დღეებია რაღაც კითხვას გულს ვერ ვუდებ
რომელი სპორტის სახეობაში შეიძლება გახდეს ადამიანი მსოფლიო ჩემპიონი თუ ვარჯიში 33 წლის ასაკში დაიწყო?
ალბათ ჭადრაკში. რატომაც არა!
სიყვარულს მალვა უნდა მართლა? ქალს მოკრზალება მართებს ამთვალსაზრისით? ვითომ?
არა სიყვარულს მალვა არ უნდა! ქალი და კაცი ჩემთვის თანასწორია, ზოგჯერ საჭიროა ქალმა გადადგას პირველი ნაბიჯი. მთავარია უშიშრობა. თუ გიყვარს, რატომ უნდა დამალო. არ დამალო, შეიძლება ისე დაშორდე რომ ვერ გაიგოს. სიყვარული სიხარულია, ბედნიერებაა. თუ დამალე და დაფარე შეიძლება გეტკინოს. მეტყვით ალბათ თუ გაამჟღავნე და მაინც გეტკინა,– მაშინ არ ყოფილა შენი სიყვარულის ღირსი .
ეწევი თუ არა სიგარეტს?
პარასკეობით, მთელ კოლოფს, სანამ გული არ ამერევა
როგორ ებრძვით მავნე ჩვევებს?
მე წინა წელს აქტიურად! - ახლა პასიურად!
რა მეშველება?
პასიურად ეწევი, თუ პასიურად ებრძვი მავნე ჩვევებს?
რა უნდა გეშველოს. დრამატიზირებას მოეშვი და უბრალოდ be Happy
დღე თუ ღამე? მზე თუ მთავრე?
(კითხვები გამოთავდაააა )
მზე (მიუხედავად იმისა რო კირჩხიბი ვარ მუჰაჰს)
როგორ ფიქრობ იპოვე შენი პროფესია? და რა არი ის?
ცხოვრება
თქვენი სამსახური თქვენი საყვარელი საქმეა?
ამჯერად არც საყვარელია და არც საძულველი. 50–50
გიყვარს თუ არა შენი დაბადების დღე? როდის არის?
რათქმაუნდა და ძლიერ :] მზემ სულ სხვანაირად გაანათა 1986 წლის 4 ივლისს
რემბო უფრო მაგარია თუ ვანდამი?
თუ ორივეს ერთად სულ ვავას აძახებინებს შვარცნეგერი და დესარტად კიდე ჯეკი ჩანს მიაყოლებს?
ყველაზე ძლიერი მაინც ეს სმაილია და შვარცნეგერსაც დაამარცხებს
მზე მაინც სულ სხვა! (?)
სულ სხვადასხვა მზე რომელიც წვავს, მზე რომელიც ყინავს, მზე რომელიც ათბობს და მზე რომელიც გიყვარს
როგორ უნდა გაიგო რომ ჩაგეძინა?
ხვრინვა ამოუშვა
რა რწმენისა ხარ?
როგორ შეიძლება რამე რწმენის ვიყო? (ამჯერად)
არსებობენ ცუდი ადამიანები?
არაა, მხოლოდ მავნე ჩვევები
რომელ სათზე იღვიძებთ?
Alpha
ნებისმიერ საათზე
"სიგნატურეს" შეცვლა არ გინდა?
ეს კითხვა მე არ მეხება მაგრამ გავკადნიერდები და ვუპასუხებ რას უწუნებ, მშვენიერია. მე მახალისებს
რა გჭირდებათ სრული ბედნიერებისათვის?
სრული ბედნიერება! -კითხვა შეიცავს პაუხს
შენ?
ჩემთვის ბედნიერება რაღაც წამებია და წამების განმარტება რთულია. ასეთი წამები მქონია და სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ისინი სხვადასხვა რაღაცეებით ყოფილან გამოწვეულნი. სრული და აბსოლუტური ამ მიწაზე არაფერია.
მაგრამ, ბანალურად და ყოფითის დონეზე თუ შევხედავ ბედნიერებას, მოცემულ მომენტში, აი, ამ მომენტში ის ძალაიან მარტივად გამოიყურება ჩემთვის. ბევრი არაფერი მინდა,
სულ ორი ადამიანი მჭირდება სიახლოვეს. მათგან ის, რომელიც უკვე ჩემთან არის, მინდა კარგად იყოს და დიდხანს...
აი, ის, რომელიც მოშორებით დგას, მინდა ახლოს მყავდეს, ძალიან ახლოს და ესეც მინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს. და მე ბედნიერი ვიქნები... სხვა რაღაც წვრილმანებს აზრი არ აქვს.
და შენ რა გჭირდება ამ ე.წ. სრული ბედნიერებისთვის?
მე არ მიველტვი სრულ ბედნიერებას და საერთოდ არ მესმის ეგ რა არის. ანუ რაღაც მომენტში ”სრულიად ბედნიერი” შეიძლება გამხადოს თუნდაც ერთმა ჭიქა რძემ და სხვა დროს მთელი კასრიც რომ დამანახო არც კი შევტოკდები ზოგადად ალბათ ეს ეგრეთ წოდებული ”სრული ბედნიერება” ჰარმონიაა შენსა და გარე სამყაროს შორის და როგორც ჩანს ეს ერთი შეხედვით ასე მარტივი ”ჰარმონია” არც თუ ისეთი მარტივი მისაღწევია მუდმივ ქაოსში.
როგორი შოკოლადი გიყვართ (თეთრი, შავი, ქიშმიშიანი, კარამელიანი, რძიანი, ცხელი თუ....)?
ცხელზეც არ ვიტყოდი ახლა უარს მხოლოდ კალაბრიიდან უნდა მომიტანოთ
ისე რძიანი და ქიშმიშიან-თხილიანს ვჭამ ამ ბოლო დროს და საერთოდ ყველანაერი მიყვაარს!!!
მოკლედ შოკოლადის ფანი გამოვდივარ
ხატვა გიყვარს?
კი, მაგრამ არ ვხატავ, თუმცა მჯერა რომ მოვხუცდები აუცილებლად დავუბრუნდები
სამსახურს თავი დავანებო?
...
ეგ კითხვა შენ თავს დაუსვი??
მე კითხვა არ დამისვამს. ჩემი კითხვაა:
ამ ფორუმზე რომელი განყოფილება მოგწონს?
მე ასეთ მარტივ რაღაცეებზე არჩევანს ვერასდროს ვაკეთებ. ანუ მნიშვნელოვანს ცხოვრებაში იოლად ვირჩევ, რაღაც დეტალებზე კი პასუხი არ მაქვს.
ზოგადად ეს ფორუმი მიყვარს. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა.
რას ისურვებდი მომავალ წელს საჩუკრად?
nissan 350Z !!!!!!!!
რაარი ამ ცხოვრებაში შენი მთავარი მიხწევა შენი აზრით
მთავრისთვის არ მიმიღწევია ჩემის აზრით.
პირველ შეხედვაზე სიყვარულის გჯერა თუ არა?
მჯერა
რატომ მიჭირს აქ კითხვის დასმა? ნუთუ საკითხავი აღარაფერი დამრჩა და ყველაფრის პასუხი ვიცი
ბლანკა, რას ვუპაზუხო ახლა? უუუფ, სულა სე მეკცევით რა. სად არის კითხვა?
მაშინ წინა კითხვებს ვუპასუხებ
რაარი ამ ცხოვრებაში შენი მთავარი მიხწევა შენი აზრით ? - გამომუშავებული მოთმინება (საერთოდ არ მქონდა) და ასევე სულ ცოტა სიმშვიდე (ჯერ ამ საკითხზე ვმუშოაბ), შრომის უნარი, მე ხომ სინამდვილეში ძალიან ზარმაცი ვარ, კიდევ ის, რომ ამ ცხოვრებაში სხვა , ბევრად ნამდვილი და კარგი ცხოვრების მჯერა.
ისე კი ამქვეყნიურ მთავარ მიღწევებს, ამ ცხოვრების ბოლოს მივხვდებით, ახლა ვერა.
პირველ შეხედვაზე სიყვარულის გჯერა თუ არა? - არ მჯერა, ერთი შეხედვით შეიძლება მოვიხიბლო ნივთით, ხელოვნების ნიმუშით, - ნახატით, მაგრამ არა ადამიანით. ადამიანი სიღრმეებისგან შედგება და ის ბრტყელი არაა, რომ ერტი თვალის შევლებით შემიყვარდეს. შესაძლოა ასე ხდება ხოლმე, მაგრამ არა ჩემს შემთხვევაში. ერთი შეხედვით ალბათ შეიძლება ვიგრძნო რომ მიზიდავს. ანუ შეიძლება მივხვდე რომ შესაძლებელია შემიყვარდეს და ამისი ალბატობა არის - 50/50. მაგრამ ნამდვილი სიყვარული ურთიერთობაში მოდის და კონკრეტულად რომელი მომენტიდან ხშირად გაუგებარია. მე ასე მგონია
შეგეძლო გეპასუხა ჩემს კითხვაზე
კითხვის დასმა დაგავიწყდა. ამიტომ მეც წინა კითხვებს ვუპასუხებ:
რაარი ამ ცხოვრებაში შენი მთავარი მიხწევა შენი აზრით : ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი მიღწევა აქვს. მათ შორის უმეტესი და უმცირესი არ არსებობს. მიღწევა ყველა მთავარია. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფრისთვის მიმიღწევია
პირველ შეხედვაზე სიყვარულის გჯერა თუ არა?: სოფიას ვპასუხობ: ვფიქრობ თვალს არ უყვარდება. უყვარდება სულს.
სულის სულთან შეხება, ნაცნობი სულის პოვნა ვფიქრობ შეიძლება წამის მეასედში და უფრო მცირე -ასედში.
მე არ შემყვარებია ერთი ნახვით, მაგრამ მჯერა.
შესაძლებლობების ველზე ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს
რას ისურვებდი მომავალ წელს საჩუკრად შეინ
რომელი უფრო გიყვარს, რომ ჩუქნი თუ რომ გჩუქნიან .............................................. (ბავშობა გამახსენდა )
საჩუქრად ვისურვებდი ნახატს, თუნდაც პატარა ჩანახატს ოღონდაც იმ მეგობრისგან, რომელიც ვერაფრით ვაიძულე ხატვას დაუბრუნდეს :l_sunny
მიყვარს როცა მჩუქნიან, მაგრამ უფრო მსიამოვნებს როცა ვჩუქნი.
ბლანკა, არ მითქვამს რომ თვალს უყვარდება, პირიქით, ვამბობ, რომ ურთიერთობაში მოდის სიყვარული, ნამდვილი სიყვარული, რომელიც ვნების გარდა თანაგრძნობას, ერთმანეთის გაგებას და ერთმანეთის საჭიროებასაც გულისხმობს. ერთი დანახვით სიყვარულის არ მჯერა მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი რამ არ გამომიცდია და არ მიგრძვნია. ერთხელ მეგონა რომ ასე მომივიდა და რომ გავიცანი ახლოს...
კითხვა: რატომ არის დედამიწა მრგვალი? და რატომ ბრუნავს?
იმიტომრომ ჩემი ავატარიდან გადააკატავეს (გადაიხატეს)
ცოცხით პრენა ვის შეუძლია??
აუფ, ისე დასვა კითხვა, გეგონება ჯერ არ გვეფრინოს ეზოთერიკებს ღამ-ღამობით ცოცხით
31 დეკემბერს რას გადავუფრინოთ?
P.S. არ დაგავიწყდეთ, ახალ წელს ახალი ცოცხები გვჭირდება, ზამთარში კარგად რომ ვიფრინოთ და მთელი წელი რომ გაგვიძლოს !!!
აუ რამდენი ხანია ცოცხი არ მინახავს და გუშინ ვნახე მაღაზიაში სურნელოვანი დეკორატიული ცოცხი,ძველებური ჩვენებური ფორმის
სოფია, არ გედავები. უბრალოდ მჯერა რომ ერთი ნახვითაც შეიძლება შეყვარება, მიუხედავად იმისა რომ მე არ შემყვარებია. რატომ მჯერა> არ ვიცი, არააქვს რაციონალური ახსნა, ისევე როგორც სიყვარულს.
შენს მოსაზრებასაც ვიზიარებ რომ სიყვარული ურთიერთობაში მოდის. რა თქმა უნდა. რაც უფრო ეურტიერთები მით უფრო გივყარდება და ერთდროს უცნობი ადამიანი ახლობელი ხდება.
მაგრამ ვერ დავყოფ ესე რომ ერთი ნახვით შეყვარება არარის ნამდვილი და ურთიერთობაში მოსული სიყვარული ნამდვილია
სართოდ არ მომწონს გამოთქმა 'ნამდვილი სიყვარული' იმიტომ რომ სიყვარულს თუ უწოდებ ის უკვე ნამდვილია
კი სიყვარული ურთიერთობაში მოდის, მაგრამ არსებობს ერთი ნახვით სიყვარული, ხო ესეთი სიყვარული არსებობს ეზოთერიკებში , ხომ იცით გრძნობა, რაღაც შინაგანი ხმა, თუნდაც ხმა იმ ადამიანის. არსებობს ერთი ნახვით სიყვარული, მაგრამ ის ძალიან იშვიათი მოვლენაა. სიყვარული არ არის მხოლოდ გარეგნული. რა თქმა უნდა მე პირადად ერთი ნახვით სიყვარულში ადამიანის სურათის ნახვას არ ვგულისხმობ. ეს არის ადამიანის გაცნომა და მასთან პირველი გასაუბრება, კი ასე არსებობს ერთი ნახვით სიყვარული.
და რადგან დროა დავსვათ შემდეგი შეკითხვა, გეკითხებით:
აი ახლა ამ წუთში ხართ თუ არა შეყვარებული?
მეც ამის გარკვევა მინდა ვარ თუ არა, მაგრამ ვიცი რა მინდა : მინდა რომ ვიყო
ანონომუშკასავით აღარასდროს შემიყვარდება ალბათ
რატომ არის პირველი სიყვარული სხვანაირი?
ადვილად ვბრაზდები და ადვილად გადამივლის ხოლმე სიბრაზე.
რა თვისებას არ აპატიებდი ადამიანს?
წინა პოსტის შესწორება მინდოდა მაგრამ არ მაძლევს საშუალებას შევასწორო
აი შესწორებული ვარიანტი:
ეხლა გადავხედე და გამეცინა ჩემს არპატიებებზე განსაკუთრებით შეყვარებულის მიმართ
ყველაფერს ვპატიობ, სხვანაირი სიყვარული როგორია თუ არ 'აპატიე'
არ მომწონს ეს სიტყვა როცა მე ვხმარობ: ანუ ვერ ვიტყვი: აი მე შენ გაპატიე. ძაან მედიდურად ჟღერს
ვის რა არ უნდა ვაპატიო თვითონ არსაპატიო-საპატიებელმა
ასე რომ შეკითხვაა:
რა თვისებაა ზოგადად ადამიანში, რომელსაც არაფრით არ აპატიებდი?
ღალატს
სიმხდალეს. თუმცა ვერ ვაპატიებდი არა, უფრო რაღაცას დავკარგავდი მის მიმართ, პატივისცემას ალბათ. პატიება და კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება ნებისმიერთან შეიძლება, ალბათ იმასთანაც კი ვინც შვილს მოგიკლავს (ძნელია, მაგრამ შესაძლებელია), უბრალოდ პატივისცემას კარგავ ან გეცოდება ეს ადამიანი და შეცოდება კი ყველაზე საძაგელი გრძნობაა იმათ შორის რასაც კი შეიძლება შენს მიმართ ვინმე გრძნობდეს.
რისი შესწავლა გინდათ ყველაზე უფრო?
რისი შესწავლა მინდაა?? ბევრი რამის,– ადამიანის მკურნალობის კი ყველაზე მეტად(ყველა სახის დაავადების განკურნა მაქვს მხედველობაში,– სულიერი თუ ხორციელი)
შენ?
მე ცეკვის. ქართულ ცეკვებს ვისწავლიდი დიდი სიამოვნებით.
ახალ წლისთვის ყიდულობთ საჩუქრებს?
მიყვარს საჩუქრის ჩუქება და ვყიდულოოობ!
სად შეხვდები ახალ წელს?
რა მაგონდება და აუუუ ისევ მომშივდა მეზარება
საჭმელს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. შიმშილი დაკმაყოფილებული უნდა იქნას: ჯანმრთელად, ყოველგვარი ზედმეტი ქონებცხიმების შეწვა მოხრაკვის გარეშე არც არასდროს არ მომნატრებია რამე საჭმელი. საერთოდ ცოტას ვფიქრობ.
ერთხელ მგონი ნევროზში გადამივიდა ფიქრი, თუ რატოა ჭამა საჭირო. სამი დღე არ ვჭამე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ნუ რა თქმა უნდა მხოლოდ ნევროზი არ იყო. მაინტერესებდა ახალი შეგრძნებები. ძალიან საინტერესო შეგრძნება იყო. ხორციელმა ქრობა დაიწყო. გონებამ გახსნა და საოცარი სისწრაფით აზროვნება
კარგით, დავსვამ მოკვდავთა საყვარელ კითხვას:
თქვენი საყვარელი საჭმელი რაარის?
ჩემი ბროწეული და ვაშლი
ცხელი შოკოლადი.
გყავთ სახლში ცხოველები?
უი, ეს თემა არც კი მინახავს. რა კარგი თემააა. კითხვები იმდენი მაქვს რომ, რამოდენიმესაც დავწერ თუ შეიძლება
პატარა ლეკვი მყავდა, ძალიან საყვარელი და ბუთხუზა. ახლა აღარ მყავს .((
ასე რატომ გვიყვარდება ადამიანი ვირტუალში, როცა ნანახიც არ გვყავს?
გჯერავთ ვირტუალური სიყვარულის? (მეგობრულს არ ვგულისხმობ)
რა ვიცი აბა, რატომაც არ შეიძლება ვირტუალურ სამყაროში შეყვარება, თუმცა არ ვიცი რამდენად მოხერხდება ამის ”რეალურ სამყაროში” გადმოტანა. მე ასე არ შემყვარებია და ვერ ვიქნები კომპეტენტური
ისე მე სახლში წყლის კუ მყავს
გიყვართ თეატრი?
მე ძაღლი მყავს- ნიკე
თეატრიოო? უფრო მიყვარდა და ახლა ისე რა
შენ?
მე ისე რა მიყვარს...
სად ისურვებდი მოგზაურობას?
სტოპ! ... ვის ჩაეხუტებოდი?
მას
წიგნებს ვეღარ ვკითხულობ, ნებისყოფა აღარ მყოფნის მოკლედ დავასკვენი რომ რაც წასაკითხი დამრჩა, წაკითხულის გადამღერებაა მოკლედ სურათების დათვალიერება მირჩევნია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს.განსაკუთრებით საქართველოს სურათები
თქვენ? ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?
მეც მიჭირს ამ ბოლო დროს წიგნების კითხვა, ადრე კი წიგნს არ ვუშვებდი, მარტო ჩამვარდნოდა ხელში, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ წიგნი ერთადერთი მატერიალური საუნჯეა.
რა ფერის თვალები მოგწონს?
არ მაქვს გამორჩეული ყველა ფერის ლამაზია
ისე მე ქამელეონი თვალები მაქვს, ფერს იცვლიან იმის მიხედვით თუ რა მაცვია ანუ ლურჯზე ლურჯდებიან და მწვანეზე მწვანე ელფერს იძენენ
Sen ra feris Tvalebi gaqvs?
მე დილას ყველაზე საღი ვარ , აი საღამოს კი დამჩკნარი
შენ? (კითხვების არ ქონის გამო, შეკითხვებს ვაბრუნებ )
მე საღამოს და უფრო ღამე ვარ ძლიერი
მართლა მგონი კითხვები ამოიწურა.
რას გინდა რომ მიაღწიო?
ჩემი მიზანი არ მაქვს განსაზღვრული
და ცხოვრება მშვენიერია?
მგონი უფრო სიმპატიურია
სიზმარში ფრენა მოგწონს? გიფრენია საერთოდ?
როგორ არა, დავფრინავ შიგა და შიგ!.. კარგია აბა რა მარა არ ვარანატებ მნე ნა ემლე ტოჟე ხოროშო
შენ?
მე მიწის სტიქიისა ვარ, თავიდან ბოლომდე. მაგრამ კარგად შეგუებული ვარიანტი სხვა რამეებთანაც. ანუ ვცურვაც შემიძლია და კარგადაც დავფრინავ. სიამოვნებით დავფრინავ ხოლმე სიზმარში. თუმცა ძალიან მაღლაც ვერ ავდივარ (იქაც მეშინია სიმაღლის), აქვე დავფარფატებ ხოლმე, სახურავების თავზე. როგორც ბულგაკოვის მარგარიტა
უცხო ადგილებში ხშირად დადიხარ ძილში?
მე ძალიან ხშირად. უცხო და გაურკვეველ ადგილებში სადაც გზას წესიერად ვერ ვიგნებ ხოლმე.
არ გაგიხარდათ რომ მოთოვა?
მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ჰაერი მსიამოვნებს, და ჩემი ფანჯრიდან ეზოს ხედი მხოლოდ თოვლშია ლამაზი, მაინც დიდად არ ვარ მოხიბლული. თბილისში თოვლი 15 2უთში ტალახია და ტალახში სიარული არ მიყვარს. მოკლედ არ ვიცი გამეხარდა თუ არა
ბოლოს როდის იგუნდავე? არ გინდა ვცადოთ?
ბოლოს, წლის დასაწყისში! გამოდი აბა გარეთ
რა არის თოვლი? (რომანტიკული განმარტებით პლზ )
თოვლი სიახლეა. სასწაულია. ფიფქებია. ზღაპარია. თოვლი სიცივეა და სითბო ერთდროულად. კიდევ იმედია. თოვლს შეუძლია დრო გაყინოს (თუმცა არა თბილისში, სადაც ეგრევე ტალახად იქცევა). თოვლი სრულყოფილებაა.
გეშინიათ სისხლის?
Shou თოვლის განმარტებაში ფრიადი 5+
სისხლის მოკრძალება მაქვს, შიში? ალბათ ნაკლებად
შენ?
არ მეშინია
სისხლის მოკრძალება რაარის??
დედა რა კითხვაა? არ ვიცი და შესაბამისად არ მეშინია, მგონი
გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. ეთანხმებით?
მე კი ვუბრძანე მაგრამ არ ესმის
არ ვიცი რა კითხვაა, თეომ თქვა, ვერ გავიგე რა თქვა და ვიკითხე
გააჩნია როდის აპირებ ბრძანების მიცემას.
ბრძანება არ არის საჭირო. გულთან ურთიერთობის სხვა ფორმა უნდა მოძებნო და ყველაფერი გამოგივა. მთავარია სურვილი და ყველას და ყველაფრის დავიწყებას მოახერხებ. გულს ერთი საოცარი თვისება აქვს, საოცრად გულმავიწყია მენდე. მთავარია არ ”გასქელკანიანდე” და მიმღებლობა არ დაკარგო და არ შეგეშინდეს ხელახლა შეყვარების, თორემ დავიწყება შესაძლებელია, თანაც მიზანმიმართული დავიწყება. მთავარია ძალადობის სასტიკ ფორმებს არ მიმართო და ისე ”გაცვითო”
აუ, გამოვედი ესე იგი ექსპერტი
ხო, მესმის რას გულისხმობ TEO, მეც მიყვარს სისხლი
წუხელ ვის ეღვიძა და ვინ უყურებდა როგორ ბარდნიდა?
არ ვიცი საიდანაა. და საიდან არის?
სიყვარული თავისთავად მოდის, არ გეკითხება არაფერს შენ გინდა თუ არა. სიყვარული ურთიერთობიდან მოდის. შეიძლება უეცრად გეწვიოს ან ნელ-ნელა განვითარდეს. მე ურთიერთობიდან შემიყვარდა და თან ძალიან .
ბლანკა შენ ამბობ რომ არ იცი ზუსტად შეიყავრო თუ არა პიროვნება ? ვერ ვხვდები როგორ უნდა იფიქრო"შევიყვარო თუ არა?" ეს თავისთავად მოხდება, თუ ადამიანი მოგწონს, გსიამოვნებს მასთან ურთიერთობა...
თეო ეგ ვინ იცის.... ადრე სულ ისეთი ვიყავი... მეგონა მე თუ არ მინდოდა , არც არავინ შემიყვარდებოდა. მართლა ვერავინ ვერ მოახერხა ვერაფერი. ანუ სერიოზული სიყვარულით არ შემყვარებია. მეგობრებსაც ვერ წარმოედგინათ მე "შეყვარებული" ... რომანტიკულიც არასდროს ვყოფილვარ, ახლა სულ სხვა ვარ რა... აუ ამაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. სორრი
რა ყოფილა სიყვარულიიიიიიიიიი, გული გადამელია... რომელი ფილმიდანაა?
იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება შენს ცხოვრებაში.
მე ვფიქრობ ვისაც სიყვარული არ გაუვლია ის ჯერჯერობით ნახევარადამიანია
შენ უკვე გამთლიანდი
სიყვარული რჩება თუ არა შენთან, მაინც უფრო კარგს ხდის ვიდრე იყავი.
ეს ალბათ ”სიყვარული ყველას უნდა”, არა? ეს ის მთავარი გმირი არ მღერის არა, არა მოვიტაცებო?
არის რაიმე ისეთი რაზეც მაშინაც კი გაგეღიმებათ როცა ძალიან გტკივათ? და რა არის ეს?
გამჭვირვალეა და გეგონება სულს ირეკლავს. სული რომ დაგავიწყდეს ცას უნდა ახედო და ..
შეგიძლია ეხლა გაიცინო, ისე უმიზეზოდ?
თუ მეგობარს არ ვუყვარვარ აბა ის რა მეგობარია?!;) A real friend is the one who knows us but loves us anyway.
ისე, ხუმრობის გარეშე, ვიტყოდი რომ ეს შესანიშნავია. თუ ადამიანს შეყვარება შეუძლია ეს მართლა დასაფასებელია.
შენ რას იტყოდი?
მე ვფიქრობ ანონიმუშკამ იგულისხმა მეგობარი ბიჭი. საქართვ ელოში მტკივნეულად აღიქვამენ როცა მეგობარს მეგობარი უყვარდება და ალბათ აქედან გამომდინარე დასვა კითხვა.
რას ვეტყვი? გააჩნია მე რა დამოკიდებულება მაქვს მასთან. თუ ჩემი გრძნობებიც მეგობრობას ცდება მაშინ გამიხარდება და მივახვედრებ რომ თანავუგრძნობ.
თუ არასდროს მიფიქრია მასზე მაშინ ვეტყვი რომ არასდროს მიფიქრია სიყვარულზე. რასაკვირველია დავფიქრდები და შესაძლოა შემიყვარდეს კიდეც. აუცილებლად ველაპარაკები. საერთოდ ქართველებმა არ იციან ლაპარაკი და ურთIერთობების ლაპარაკში გარკვევა. მოკლედ ყველაფერს უნდა 'გაიასნება'
ჰო, ზუსტად მეგობრულ სიყვარულს არ ვგულისხმობდი.
ერთხელ მოხდა(სკოლის პერიოდში) და ცუდი რეაქცია მქონდა.
და მე ბლანკას ვეთანხმები თუ შენც შეგიძლია შეიყვარო, მაშინ ეს სასიამოვნო მოსასმენი იქნება, მაგრამ თუ შენი სიყვარული მეგობრულს ვერ გასცდება.... ოი ოი
დღე უფრო გიყვარს თუ ღამე?
მე უფრო დღე
ღამე.
რატომ აქვს ადამიანს წარბები?
გამომდინარე იქედან რომ სამხრეთელებს უფრო სქელი და ხშირი წარბები აქვთ ვიდრე ჩრდილოელებს, ალბათ იმიტომ რომ თაკარა მზის ქვეშ მომუშავეს ოფლი თვალებში არ ჩასვლოდა
... რამე უცნაური დამთხვევა ან შემთხვევა დაწერეთ რაც გახსენდებათ, თუ გახსენდებათ :::
აი მაგალითად :
რამდენიმე დღის წინ ერთ ავტობუსში ჩავჯექი და სადღაც წავედი. არ ვიცოდი რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი. გაჩერების სახელი ვიცოდი მხოლოდ. იქამდე დიდი მანძილი იყო როგორც ვიცოდი.
გაჩერების სახელები ავტობუსში ტაბლოზე ინთება ხოლმე და ვიფიქრე პრობლემა არ იქნებოდა: აინთებოდა სახელი და მეც მძღოლს ვანიშნებდი და გააჩერებდა.
მაგრამ ტაბლო ამ ავტობუსში არ მუშაობდა. შევწუხდი. მერე დამეზარა ნერვიულობა და ვიფიქრე დრო რომ მოვა რაღაცა მანიშნებს და ჩავალ მეთქი.
მოკლედ გავიდა დრო. მივდივარ. არ ვიცი სად უნდა ჩამოვიდე მაგრამ სრულიად აუღელვებლად ვზივარ. ვიცი რომ ზუსტად იქ ჩამოვალ სადაც საჭიროა.
ვიღაცამ ანიშნა მძღოლს ავტობუსი გაჩერებულიყო. გაჩერდა. დაუფიქრებლად ავდექი მივედი მძღოლთან და ვიკითხე რამდენი იყო დარჩენილი იმ გაჩერებამდე. მძღოლმა მითხრა რომ ეს იყო ის გაჩერება.
ავტობუსიდან ჩემს გარდა არავინ ჩასულა. ალბათ ან შეცდომით, ან შემთხვევით ჩამოქაჩეს ზონარს რომ მძღოლისთვის ენიშნებინათ.
"ჰო, ზუსტად მეგობრულ სიყვარულს არ ვგულისხმობდი. "
არც მე მიგულისხმია მეგობრული Anonymouska:) მეგობრობის თემაზე ვიხუმრე და ესეც მივუთითე
ალბათ ადვილია მაშინ როცა ამაზე არ იძაბები და ზედმეტად არ კონცენტრირდები.
გჯერათ ბედისწერის?
მჯერა, მჯერა....
ახალი წელი მოდის. გიყვარს თუ არა ეს დღეები?
პრინციპში კი იმიტომ, რომ დადებითი ემოციებია აწეული საზოგადოდ და ეს მახარებს
იანვარი გიყვარს?
არც ახალი წელი მიყვარს არც იანვარი არც თებერვალი
ალბათ იმიტომ არ მიყვარს რომ უნდა მიხაროდეს რაღაც და ეს რაღაც არ მიხარია. ანუ უფრო ნორმალურია გიხაროდეს ვიდრე გეკიდოს.
ნუ პატარა რომ ვიყავი ძალიან მიხაროდა. ეხლა ვერ ვიგებ რატომ უნდა მიხაროდეს კალენდარზე ორი ციფრის ნაცვლად სამის შეცვლა
კი, ვიცი, ზედმეტად ბევრს ვფიქრობ
მაშ ასე:
რატომ გიყვართ ახალი წელი?
მე ამ კითხვაზე პასუხი გაცემული მაქვს (ზემოთ )
ანგელოზი?
თამაში გამიჭედია
პასუხი: კი!! http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
კითხვა: გავიზარდე??
ეს მას შემდეგ რაც დაიბადე?
ძალიან, ძალიან.
ისევ მოთოვს?
აუცილებლადო აბა ზამთრის სამკაულია თოვლი და მააშ
ოფოფი გინახია ცოცხლადა?
მე მინახავს ოფოფი. ძაან მაგარი ტიპია
სახელიც ზუსტად ისეთი ქვია როგორიც არის.
თქვენი მომავალი გონებაში ხშირად დაგიხატავთ?
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ჩემი მომავალი არ მაქვს წარმოდგენილი/დახატული! და ეს ბავშვობიდაბვე..
ვტოვებ კითხვას, რადგან მე პასუხი არ გამიცია -თქვენი მომავალი გონებაში ხშირად დაგიხატავთ?
არაა, აზრზე არ ვარ რა იქნება
რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემა?
ადამიანი.
სად წახვიდოდი?
ნორვეგიაში.. მაფანატებს მაგ ქვეყანაზე... და სკანდინავიაზე საერთოდ... მაგრამ ნორვეგია განსაკუთრებით...
შოტლანდიაშიც გადაირბენდა მაქედან კაცი. როსლინში კერძოდ...
რედიოჰედის გლასტონბერი 2003 რომელი ამიტვირთავთ ქართულ სერვერზე?..
Kaspar Hausser მე ამას ვერ შევძლებ!!
შენ შეძლებ?
blanca
მდაა.. თითქოს ჩემ დაწერილს ვკითხულობდი
მაგრამ ეს 1- წელია მე ჩემი თხის რქობა ცოტა შევცვალე და უკვე დიდად არ ვჯდები ამ ნიშნის განმარტებაში
დასახული მქონდა ცხოვრებაში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გამოკვეთილ-ვიზუალირებული და მისკენ მაქსიმალური ძალებით ვისწრაფოდი დიიდი ხნის განმავლობაში....
მაგრამ შემდეგ ჩემ ცხოვრებაში მოხდა დიდი გარდატეხა და ეს მიზანი განმიქარწყლდა და რაც ჩემთვის ძალზედ მტკივნეული გამოცდა იყო და ერთი პერიოდი მაგრად ამომაგდო კალაპოტიდან (ეს ზუსტად მაშინ მოხადა როდესაც ამ ფორუმზე მოვხვდი და აქაურობა ძალიან დამეხმარა იმ "ტრაგედიის" გადალახვაში!! )
........ ამ გამოცდილებიდან მივხვდი იმას, რომ შეიძლება რაღაც მიზანი აირჩიო და იღწვოდე მის შესასრულებლად და უეცრად გზაში მიხვდე, რომ ეგ უკვე აღარ გჭირდება/გაინტერესებს! )) მძიმე გადასატანია რაა - ჩემ ტყავზე მაქვს გამოცდილი
კითხვები ძალაში რჩება
საინტერესო იქნება სხვების აზრის მოსმენა
მე ძალიან მიყვარს ოცნება ოცნებისთვის. ანუ ადრე ამას ”ვარდისფერ ოცნებას” ვეძახდი, ის რაც არც კი გინდა რომ ასრულდეს, ისე დამოუკიდებელი ცხოვრება რომ აქვს შენგან განყენებული და არავის არაფერში სჭირდება. რაღაც ძალიან საცოდავად დავხატე მაგრამ მერწმუნეთ მაგარი მხიარული ”ვინმეა”
თქვენ არ ”გყავთ” ასეთი ოცნებები?
ზუსტათ მაგეთი ოცნებები „მყავს“ და მიყვარს. უფრო მეტი ბავშვობაში, ამ ბოლო დროს მათ ვკარგავ, სამწუხაროდ...
როგორი ამინდია თბილისში?
დღეს მზიანი, თუმცა ცივა. ისე საბერძნეთში მეც ვაპირებდი, წესით 25 იანვარს უნდა ვყოფილიყავი მეჯვარე მაგრამ სამწუხაროდ საელჩოში 29 იანვარზე ადრე ვერ ჩავეწერე. არა უშავს ზაფხულში გეწვევით, ალბათ უკეთესი იქნება.
რისი კეთება გიყვართ ცივ ამინდში ყველაზე უფრო? ან რისი კეთება გიჭირთ ცივ ამინდში ყველაზე მეტად?
ცივ ამინდში სახლში მიყვარს თბილად ყოფნა
ყველაფერი მეზარება. არ მიყვარს ცივი ამინდი მზე მიყვაააააააააარს და სითბო
ახლა რას ინატრებდი?
ჩემთან იყოს, სულ და ყველაფერი კარგად იყოს
იმასაც უყვარხარ?
ნუუ, ეს რა შეკითხვებია მე არ მწამს ცალმხრივი სიყვარულის, უბრალოდ არსებობს განსხვავებული აღქმისა და გამოხატვის უნარი.
სიყვარულს ფიზიკური სახე რომ ჰქონდეს, როგორი იქნებოდა? შეგიძლიათ აღწეროთ?
სიყვარულს ფიზიკურ სახეში ვერ ჩატევ, ისევე ვერ ჩატევ როგორც ვერ ჩატევ გრზნობებს სიტყვებში
თუ მაინცდამაინც გინდათ რომ ფიზიკურად დაგანახოთ:
ჩემთვის უფორმოა სიყვარული და ყოვლისმომცველი. მხოლოდ ფერი აქვს და ენერგია. ცეცხლის ფერია
უფორმოა იმიტომ რომ ყველგან არის
ყოვლისმომცველია იმიტომ რომ ყველა ფორმაში, ყველა არსებაში, ყველაფერშიც და არაფერშიც, ჰაერშიც მიწაშიც და ზღვაშიც სიყვარულია.
არააქვს ერთი ფორმა.
როცა სიყვარულს ერთი ფიზიკური ფორმა ეძლევა, ეს ადამიანია, შენთვის ძვირფასი ადამიანი
მიყვააარს!!!!!!!!!!!
იმიტომ, რომ უფრო კარგი ვხვდები (მგონი) თან მადა მეკარგება და ვსუსტდები...და კიდევ უფრო შეყვარებული ვარ ვიდრე სხვა წელიწადის დროებში
ვოტს!
და შენ?
მეც ძალიან ძალიან მიყვარს გაზაფხული. აქ უკვე ნუში ყვავის და სასიამოვნო სურნელი ეფინება ყველაფერს.
გიყვართ თუ არა აყვავებული ნუში?
ნუშის ყვავილობას რა ჯობიაა ძალიან მიყვარს!!! აქაც აყვავდა უკვე აი, მზიურის შესასვლეთან
და იქით კვირას დაგეგმილი გვაქვს პახოდი ნუშებთან თუ რამემ არ შეგვიშალა ხელი
იები აყვავდაა ეზოში
გიყვარს იების სურნელი?
იების სურნელიც მიყვარს და მათი ნაზი სილამაზეც
რომელია შენი საყვარელი ყვავილი?
პაწია ცისფერი ყვავილები მიყვარს, გაზაფხულზე ღილებივით რომ არიან დასკუპული მიწაზე
ხის ქვეშ ამოსული იებიც და თოვლში ამოსული ენძელები.. ყველა ყვავილი მიყვარს
რას გაუხარებიხართ ყველაზე ძალიან, რა გახარებთ? რა გიხარიათ ხოლმე?
ბუნება, ანუ მთები, ყვავილები, ბალახი, სივრცეები. და კიდევ ”გაგება”. როცა ერთმანეთის გვესმის
რა გაკლიათ ყველაზე მეტად?
ამ წუთას - ჩახუტებააა!!!!!
შენა?
მეც
ხშირად სეირნობთ?
თითქმის ყოველ ცისმარე დღეს ბუნებაში გასვლა სიცოცხლეა ენერგიით მავსებს..
დღეს რა ხდება?
დღეს კამელოტი იკრიბება (არ შეიმჩნიოთ ჩემი რსრ ს გუნდია.. )
კიდე კარგი ამინდია და როსლინიდან ჩამოსულ მეგობარს უნდა შევხვდე..
დღეს დაბადებისდღის მეორე დღეა და როგორც ყოველთვის "უფროსების მოსვლის დღეა" .. კიდევ რაღაც კინოს ვუყურებ ვერაფერი გავიგე, მეტროების ლოგოებზ უნდა ვიმუშაო და კიდე პლაკატებზე ცეკვის.. ბევრი საქმე მაქვს : ((
anuchi
ეს თამაში შეკითხვა და პასუხია. უპასუხე კითხვას და დასვი ახალი კითხვა, თუ არა და ოფ ტოპიკია
ზღვაზე ალბათ წელსაც არ წავალ ))
დიდ გამყინვარება3-ზე არ გინდა წახვიდე?
მე ჰარი პოტერზე მინდა წავიდე
კარგად ცეკვავ?
ვერა )))
პ.ს. მეც მინდა ჰარი პოტრეზე, მაგრამ სადააა?
ნეტავ როდის გამოდის მეშვიდე სერია??
http://harrypotter.warnerbros.com/harrypotterandthehalf-bloodprince/ აი, ეს ბმული ნახე. წესით 17 ივლისს არის მსოფლიო პრემიერა. იმედია ჩვენთანაც დროულად ჩამოაღწევს. თუმცა ზაფხულია და შესაძლოა სექტემბრამდე არც გამოჩნდეს თბილისის კინოთეატრებში.
წყაროზე როდის წამიყვან?
როცა მეტყვი მე მზად ვარ
ნაყინი გიყვარს?
აღარ
ცივი საზამთრო?
ჯერ კიი მაგრამ არ ვიცი სამომავლოდ შეიძლება გამოვნება შემეცვალოს და აზოტის მოთხოვნილება აღარ ქონდეს ორგანიზმს
ნუნისში მალე წავალთ? ინტერესნოო
აგვისტოს ბოლოს
აბა, ვინ მოდიხართ ნუნისში?
მე ვერა...
რატომ არიან ადამიანები ხშირად აგრესიულები? რატომ უყვართ სხვისი შეურაცხყოფა? რაააატომ?!!!!!!
იმიტომ, რომ ოდესღაც ისინიც "ჩაწიხლეს", ეტკინათ, თავი ვერ დაიცვეს, კომპლექსი გაჩნდა, აგრესია დაგროვდა და ეხლა სხვებთან ცდილობენ "დააკომპენსირონ" ან უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება უბრალოდ ურთიერთობა "მოწინააღმდეგის" დათრგუნვის გარეშე. ცხოვრება საბრძოლო არენას ემსგავსება, ადამიანები კი მოწინააღმდეგეებს მოკლედ კომპიუტერული თამაშია რა
როგორ იქცევით როცა გზად მსგავს ადამიანს გადაეყრებით ხოლმე?
თუ უბრალოდ გზად გადავეყარე გვერდს ავუვლი, თუ ცხოვრებაში (რაღაც პერიოდი) აუცილებელია მასთან სიახლოვე,–ვებრძვი, ვცდილობ შეძლებისდაგვარად ავუხსნა, მაგრამ ხშირად გული გაქვავებულიც აქვთ ხოლმე და არაფერი ესმით
რა გრძნობას დააყენებდით ამ ცხოვრებაში პირველ ადგილზე?
Love, Love, Love რა თქმა უნდა, შენი ფარი, მახვილი, თვალი და სმენა
მთაში ამჯობინებთ დასვენებას თუ ზღვაზე?
მთა 100%-ით მთა მირჩევია ყველაფერს. მაგრამ მინდა მდინარე და წყაროს წყალი რომ იყოს მთაში. უფ
შენ?
მთა რა თქმა უნდა და მდინარე (ტბაც შეიძლება პრინციპში).
როგორ ებრძვით სიზარმაცეს?
შრომით
რა არის შენი ჰობი?
სხვისი პრობლემების მოგვარება
თქვენი?
ჩემი ჰობია საჩუქრების კეთება (საჩუქარი ჰენდმეიდი უნდა იყოს თან პერსონალური )
ყურძენი გიყვარს?
ყურძენს გააჩნია და კიდევ ხასიათს
საჭმლის კეთება თუ გიყვართ?
ჰმმ უფრო ჭამა
შენ?
სხვათაშორის არც მეზარება, კარგი მზარეული ვარ, მაგრამ არ არის ჩემი ჰობი
სხვებს თუ უყვართ თქვენი გაკეთებული საჭმელი? (ამოვწუროთ ჭამის თემა )
დიახ, თან ძალიან! (გაზვიადების გარეშე)
ახლა ჯაზის მუზაზე ვარ))
შენ მოუსმენდი ახლა კარგ ჯაზს?
არ მიყვარს ჯაზი
აი დისკო მირჩევია, ანდა თანამედროვე კლასიკური მუსიკა.
შენ გიყვარს დისკო?
აუ, არ ვიცი
აი, კლასიკური მუსიკა- რომელი კომპოზიტორი გიყვარს ყველაზე მეტად?
არ ვიცი ბევრია.
აი, ერთ ლინკს დავდებ: http://www.youtube.com/watch?v=wlDWXv-cIh8&feature=related
მოგეწონათ?
კი მაგრამ http://www.youtube.com/watch?v=c5IIXeR5OUI&feature=related უფრო მიყვარს
შენ რა სიმღერა მოგწონს ყველაზე მეტად? (ამ პერიოდში)
ოოოო
ახლა მე მომწონს ტიბეტური ზარების კომპოზიციები
როდის მოთოვს თბილისში?
წელი გრანდიოზული!!!
ამ, წინა საახლაწლოდ სერიოზული კითხვები: შევადაროთ სპილო და ადამიანი. პირველი არის ბალახიჭამია, მეორე -ხორციჭამია.
და რატომ ამტკიცებენ ამის მერეც, რომ ადამიანი ხორცის გარეშე სრულყოფილად ვერ განვითარდება?
TeO
TeO
TeO
გოზინაყი )
აჭარული გიყვარს თუ იმერული ხაჭაპური ?
იმერული მაგრამ წელს ერთი კვირა ზაფხულში სულ აჭარულ ხაჭაპურს ვნატრობდი
ბოლოს რაზე იტირე?
მენა? აუ, გუშინ ხახვს ვხეხავდი და იიიი ეგ მატირებს თუ მატირებს..
როდის მოთოვს ბაკურიანში? მინდაააა
არასოდეს
როდის წავალ გუდაურშI?
უკვე იყავი )))
ალუბლის ყვავილები?
მზეონა
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)