ისა, სულ მინდოდა მეკითხა. საქართველოში ეხლა რაიმე ეზოთერული ჟურნალ-გაზეთები თუ გამოდის და ნეტა რას წერენ? თუ კითხულობთ და რაიმე საინტერესოს თუ წაწყდომიხართ. მოგვიყევით.
თუ ყველა რაღაც სისულელებს წერს? როგორ შეაფასებდით მათ? ეგეც საინტერესოა.
ასავალ-დასავალი
Emigranti
მე გამიგია რომ იყო ასეთი გაზეთი "ნოე" მემგონი
ალაზნისპირელი წერდა ხოლმე რაღაცეებს
ჟურნალი "ფენომენი"- რამდენიმე ნომერი წავიკით ხე და შევეშვი...უაზრობაა (( სერიოზული ქართული ეზოთერული გაზეთი ან ჟურნალი მე პირადად არ მინახია, თუმცა ვეძებდი ))
ისე კვირის პალიტრაში არის ერთი რუბრიკა-წისქვილმა კი ფქვასო და მანდ საინტერესო რაღაცეებს წერენ, ვკითხულობ ხოლმე
ნოე მგონი ისევ გამოდის. მე ვიპოვე სახლში 10 ნომერი და ვკითხულობდი... მერე მინდოდა მეყიდა მაგრამ ყველგან არ იყიდება და ძებნა მეზარება და მავიწყდება...
ისე საქართველოში ყვითელი პრესა ყვავის, სერიოზული ეზოთერული კი არა მეცნიერული ჟურნალი ან გაზეთი თუ გამოდის რამე, არც ვიცი
კიდევ აკაკი ჯორჯაძე უშვებს რაღაც გაზეთებს და წიგნებს. მარა ეგ ეზოთერულია, რელიგიური, პოლიტიკური თუ ფსიქიატრიულის ფაციენტის ნამუშევარი, საკითხავია...............
მე რო პატარა ვიყავი "ნაუკა ი რელიგია" იყო მარტო ესოთერიული ჯურნალი და ძაამ მაგარი სტატიები იყო, ყოველემთხვევაში მაშინ ეგრე ვფქრობდი
მაშინ სხვა არაფერი არიყო, არც ინტერნეტი არც ომპიუტერი, და ეს ჯურნალები რაღც სასწაულად მეჩვნებოდა)))
ეხლა ალბათ რუეთში ეგეთი ჯურნალებ ძაან ბევრი იქნება...
ასავალ დასავალი მახსოვს მეც, სულ კაი სტატიები იყო ხოლმე როგორც მახოვს)
აი ასავალ-�“ასავალის არქივი. http://www.asavali.ge/index_2009_46.html
თქვ�”ნ სხვა გაზ�”თზ�” საუბრობთ თუ სა�“ ნახ�”თ ამ გაზ�”თში �”ზოთ�”რიკა?
Zet
გამარჯობა...
რადგან ერთი ეზოთერული გაზეთი ან ჟურნალიც არა გვაქვს, მოდი ამ თემაში დავდებ სტატიებს, რომლებიც სხვადასხვა გაზეთებში იბეჭდება... მაგალითად ასეთ წერილებს http://myprice.ge/index.php?katid=14%20&id=750&poz=CL5&more
ყველა ასეთ წერილს ცალკე თემას ვერ გავუხსნით, ვერც დავამტკიცებთ რომ სანდო ინფორმაციაა...
ეს თემა რომ არ ჩაკვდეს, აქ მოვუყაროთ თავს მსგავს წერილებს.. რას იტყვი?
tikoroma კარგი იდეაა
საინტერესო ელ. სტატიას რა ჯობია!
Tikoroma
ძაან საინტერესო სტატიაა. საერთოდ საქართველოს რაც ეხება ყველაფერი ძაან საინტერესოა. მადლობთ.
ისა ეს სტატია, განსახილველად, რომ დვაქოფიფეისთო აქ, ძაან გავბერავ თემას?
უკვე დროა ჩვენი გაზეთის ან ჟურნალის გამოშვებაზე ვიზრუნოთ. მთავარი რედაქტორი იქაც ზეტი იყოს
გაზეთი ან ჟურნალი არც ისე იოლია.. თუმცა ცდა შეიძლება
მე გთავაზობთ ეს ჟურნალი იყოს ყოველთვიური, სახელად დავარქვათ-"ეზოთერული სამყარო". რამე ოფისი ვიქირაოთ და სამსახურიც გამოვა. ყველა ფორუმელს თავისი გვერდი ექნება ინტერესების მიხედვით
კვირის პალიტრის ელ ვერსიაში ეგ გვერდი არ შეაქვთ ( თორემ ამდენი ხანი დავდებდით ხოლმე )
ფენომენი ვიყიდე და გადავხედე. არაფრად ვარგა.. მხოლოდ სახალხო-მკურნალები და ინკოგნიტო წინასწარმეტყველები... ერთი ეგაა გიორგი ბასილაძეზე წიგნი ფეხითმოსიარულე იბეჭდება, მაგრამ თვეში ერთხელ ერთი გვერდის წაკიტხვას რა აზრი აქვს, გემოსაც ვერ ჩაატან
ბიბლიური წარღვნა და იდუმალი შავი ზღვა (იქნებ კიდევ უფრო დიდი ისტორია გვაქვს?..)
შავი ზღვის უძველესი სახელწოდებაც კი საიდუმლოებითაა მოცული. ხეთები მას "ცალპის ზღვას" უწოდებდნენ, იდუმალებით მოცული ქვეყნის, ცალპას მიხედვით, რომელიც ხეთების სამეფოს ჩრდილოეთით ამ ზღვის პირას მდებარეობდა ქრისტეს შობამდე 16 საუკუნის წინ. იმ მოსაზრების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც პროტოქართველური ტომების განსახლების არეალი ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცალპას ქვეყანაც ჩვენი წინაპრებით უნდა ყოფილიყო დასახლებული. აქედან გამომდინარე, აშკარაა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართველი ერის ისტორიის უძველესი პერიოდისათვის შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში ზღვის ფსკერზე ნებისმიერ ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას.
ბერძნებისათვის თავიდან "პონტოს აქსინოს" (არასტუმართმოყვარე ზღვა), ხოლო მოგვიანებით "პონტოს ევქსინოს" (სტუმართმოყვარე ზღვა), ანტიკურ სამყაროში ყველაზე იდუმალ ზღვად ითვლებოდა. ეპითეტები: "უღრმესი", "ბნელი" კიდევ მეტ მისტიკას მატებდა მას. უძველესი ლეგენდები, მითები და გადმოცემები მოგვითხრობენ დიდი კატასტროფების, წარღვნებისა და წარღვნამდელი მოსახლეობის შესახებ. ამ ლეგენდების მეცნიერული შემოწმება ბოლო წლებამდე შეუძლებელი იყო - არ არსებობდა მყარი გეოლოგიური, კლიმატოლოგიური თუ არქეოლოგიური მასალა, რომელიც საშუალებას მისცემდა თანამედროვე მეცნიერებს, დაედასტურებინათ ან უარეყოთ ლეგენდებში გადმოცემული ამბები.
ზღვებისა და ოკეანეების "ინდიანა ჯონსად" წოდებულმა ამერიკელმა ოკეანოგრაფმა და წყალქვეშა არქეოლოგმა რობერტ ბალარდმა 1985 წელს ატლანტის ოკეანის ფსკერზე ლეგენდარული "ტიტანიკის" აღმოჩენით მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი: "ბავშვობაში ვოცნებობდი კაპიტან ნემოს დავმსგავსებოდი", - უთქვამს ერთხელ მას. რობერტ ბალარდი აშშ-ის სამხედრო ფლოტის რეზერვის ოფიცერია. 14 საპატიო წოდება და ექვსი სამხედრო ჯილდო აქვს და 30 წელია დიდი წარმატებით ემსახურება ოკეანოგრაფიასა და წყალქვეშა არქეოლოგიას. "ტიტანიკის" გარდა, მისი აღმოჩენილია მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ლეგენდარული გერმანული სამხედრო ხომალდი "ბისმარკი", ამერიკული ავიამზიდი "იორკთაუნი", სამგზავრო ლაინერი "ლუზიტანია" და გუადალკანალის დაკარგული ფლოტი. 1999 წელს ბალარდმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, იმ თეორიის დასამტკიცებლად, რომლის მიხედვით ნოეს კიდობანთან დაკავშირებულ ბიბლიურ წარღვნას ნამდვილად ჰქონდა ადგილი შავი ზღვის ტერიტორიაზე.
ყველაფერი დაიწყო ამერიკელი გეოლოგების უილიამ რაიანისა და უოლტერ პიტმანის მიერ 1997 წელს დაწერილი წიგნით "ნოეს წარღვნა". წიგნის ავტორები ბიბლიურ წარღვნას უკავშირებენ 7500 წლის წინ შავ ზღვაში მომხდარ კატასტროფას, რომელმაც, მათი ვარაუდით, საფუძველი დაუდო ბიბლიაში აღწერილ ამბებს. მათ მიერ შავ და ხმელთაშუა ზღვებში ჩატარებულმა კომპლექსურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მასშტაბურ კატასტროფას რეალურად ჰქონდა ადგილი. ამერიკელი გეოლოგების მიერ აღდგენილი სურათი ასე გამოიყურება:
ძვ. წ. 6200 წელს შავი ზღვის ადგილას მდებარეობდა უზარმაზარი მტკნარი ტბა, რომელიც შედარებით მცირე იყო, ვიდრე მისი დღევანდელი მლაშე მემკვიდრე. იგი ხმელთაშუა ზღვიდან გამოყოფილი იყო ბუნებრივი ბარიერით იქ, სადაც დღევანდელი ბოსფორის სრუტეა. ოთხი საუკუნის განმავლობაში გრილმა და მშრალმა კლიმატმა, ტბის გარშემო არსებულმა ნოყიერმა მიწებმა ხელი შეუწყო მოსახლეობის სწრაფ ზრდას (და შეიძლება უცნობი ცივილიზაციის დაბადებასაც - კ.ტ.). დაახლოებით ძვ.წ. 5800 წელს დაიწყო სწრაფი დათბობა, რასაც მოჰყვა დიდი წვიმები. გამყინვარების ეპოქიდან ხმელთაშუა ზღვის დონე ისედაც ყოველთვის მატულობდა. და აი, ერთბაშად, ზღვა არღვევს დღევანდელ ბოსფორის სრუტესთან არსებულ ბუნებრივ ბარიერს და ნიაგარის ჩანჩქერზე 200-ჯერ მეტი სისწრაფით, 150 მეტრის სიმაღლიდან ეშვება მტკნარ ტბაში. სულ რამდენიმე დღეში წარმოიქმნა ღრმა და მლაშე შავი ზღვა.
ამ თეორიას უკვე მრავალი მხარდამჭერი ჰყავს. რობერტ ბალარდის კომენტარი ასეთია: "ძნელია ირწმუნო, რომ ეს დაკავშირებულია ბიბლიურ ლეგენდასთან, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ასეთი წარღვნა ნამდვილად მოხდა და რომ კატასტროფის ადგილზე ხალხი ცხოვრობდა. ეს იყო წარღვნათა წარღვნა".
უნიკალურმა კატასტროფამ უნიკალური გარემო შექმნა ახალ, თითქმის ჩაკეტილ მლაშე ზღვაში. შავი ზღვის სიღრმეები თავისებური, ხელუხლებელი კაფსულებია. 200 მეტრის სიღრმის ქვემოთ არის დედამიწაზე ყველაზე დიდი ანოქსიკური (უჟანგბადო) წყლის სივრცე. გასაოცარია გარემოს ასეთი თვისება. ბრიტანული გაზეთი "თაიმსი" წერს, რომ შავი ზღვა სამოთხეა წყალქვეშა არქეოლოგიისათვის. ამ უნიკალურ გარემოში მცენარეულობა, ქსოვილი თუ სხვა ორგანული მასალები არ ლპება და არ ქრება. რამდენიმე ათასწლეულის წინ ჩაძირული გემები უნაკლოდაა შენახული. 1999 წელს ბალარდის ექსპედიციამ აქ აღმოაჩინა 1500 წლის წინ ჩაძირული გემი, რომელიც "განსაცვიფრებლად კარგად იყო შენახული და ერთი კვირის წინ ჩაძირულს ჰგავდა". ადვილი წარმოსადგენია, თუ რა იდეალურად იქნება შენახული შავი ზღვის უჟანგბადო სიღრმეში რომელიმე ჩაძირული დასახლება თუ ქალაქი (ვთქვათ, ჩვენთვის ყველაზე სანატრელი აიეტისა და მედეას აია). საჭიროა მხოლოდ თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და მეცნიერის შემართება იმისათვის, რომ ცივილიზაციის ისტორიაში ახალი, აქამდე სრულიად უცნობი ფურცლები გადაიშალოს.
1999 წელს, თურქეთის ქალაქ სინოპის ჩრდილოეთით, შავ ზღვაში, 170 მეტრის სიღრმეზე ბალარდის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილ იქნა უძველესი ჩაძირული მტკნარი ტბის სანაპირო ზოლი - ეს ფაქტი მხარს უჭერს რაიანისა და პიტმანის თეორიას. კვლევის ადგილიდან ამოღებული ნიჟარებისა და დანალექი ქანების რადიოკარბონულმა დათარიღებამ და პალეონტოლოგიურმა შესწავლამ აჩვენა, რომ მასიური დატბორვა მომხდარა 7500 წლის წინ. დანალექ ქანებში ნაპოვნია ობსიდიანის ნატეხი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ისრის პირებისა და სხვა იარაღების წარმოებისათვის. სწორედ ამ ნაპოვნმა დაარწმუნა ბალარდი გაეგრძელებინა კვლევა უძველეს დასახლებათა კვალის ძებნაში.
2000 წელს, იმავე რეგიონში, 100 მეტრის სიღრმეზე მან აღმოაჩინა დიდი კატასტროფის შედეგად დატბორილი უძველესი სტრუქტურის ნაშთი. ეს არის ერთი მთლიანი, ხის შენობის ნარჩენები. ნაპოვნია ქვის იარაღები, სავარაუდოდ - ნაჯახები და კერამიკული ჭურჭლის საწყობი, აგრეთვე - სწორად დაწყობილი ქვის 30 ბლოკი. არქეოლოგების აზრით, ეს არის პირველი მყარი დადასტურება შავი ზღვის რაიონში წარღვნამდელი მოსახლეობის არსებობისა. ეს აღმოჩენა თავიდან გადაწერს ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციათა ისტორიას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კატასტროფას გადარჩენილი ადამიანები ალბათ გადაინაცვლებდნენ მთიან ადგილებში და არ დაკარგავდნენ თავიანთ კულტურას, ენას, ტრადიციებს. ზოგიერთი მეცნიერი თეორიულად უშვებს ფაქტს, რომ ამ კატასტროფის დროს ეგვიპტურსა და მესოპოტამიურ ცივილიზაციებზე ადრინდელი ცივილიზაცია დაიღუპა, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ წარღვნას გადარჩენილმა ხალხმა დაუდო სათავე სხვა ცივილიზაციებს. რობერტ ბალარდი დარწმუნებულია თეორიის სისწორეში: "უკვე არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ კატასტროფა ნამდვილად მოხდა და რომ იქ ხალხი ცხოვრობდა. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ ვინ იყო ეს ხალხი". ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებაც (Nატიონალ Gეოგრაპჰიკ შოციეტი), რომელიც მხარს უჭერს ბალარდის კვლევას, ასევე დარწმუნებულია თეორიის სისწორეში და სამომავლოდ დიდ აღმოჩენებს მოელის.
საინტერესოა ბალარდის დამოკიდებულება ნამარხებისადმი: "არქეოლოგიური გათხრა დესტრუქციული პროცესია", - ამბობს იგი. "შლიმანმა გათხრების დროს უდიდესი ზიანი მიაყენა ტროას. ჩვენ არ ვაპირებთ აღმოჩენილი ადგილის გათხრას. რაც ვიპოვეთ, ყველაფერს ხელუხლებლად დავტოვებთ და მხოლოდ იმ ნიმუშებს ავიღებთ, რომლებიც დათარიღებაში დაგვეხმარება. ოკეანეები და ზღვები იდეალური და უსაფრთხო ადგილებია ძველი ცივილიზაციის ნაშთების შესანახად" (საინტერესოა ის ფაქტი, რომ შლიმანი რუსეთისაგან ითხოვდა ნებართვას ფაზისის მოძებნაზე, მაგრამ უარი მიიღო - კ.ტ.).
გასულ წელს ბალარდმა განაცხადა, რომ ყოველ ზაფხულს მოაწყობს ექსპედიციას უნიკალურ შავ ზღვაში. "ეს აღმოჩენის დასაწყისია და არა დასასრული", - თქვა მან.
2001 წლის სექტემბერში, ამერიკულ-ბულგარული ექსპედიცია შეუდგა დაკარგული ცივილიზაციის ახალი კვალის ძებნას შავი ზღვის ფსკერზე. მიუხედავად იმისა, რომ ბალარდი არ მონაწილეობს ამ ექსპედიციაში, მუდმივი სატელიტური კავშირი აქვს მასთან. ბულგარეთის მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობს პროფესორი პეტკო დიმიტროვი, რომელმაც 1972 წელს ვარნასთან ახლოს ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა ნეოლითის ხანის ნეკროპოლი, ხოლო 1985 წელს მანვე, ნაპირიდან 40 კილომეტრის მოშორებით, ზღვის ფსკერზე იპოვა უძველესი ქვის ფილა, რომელსაც "ნოეს ფილა" უწოდა. ნუთუ შავ ზღვასაც აქვს თავისი "ატლანტისი"?
ეროვნული გეოგრაფიის საზოგადოებამ 21-ე საუკუნე "აღმოჩენების ეპოქად" გამოაცხადა. უკვე მომხდარმა გასაოცარმა აღმოჩენებმა საფიქრებელში ჩააგდო მეცნიერები. ჩინეთში ნაპოვნია 100-მდე უძველესი პირამიდა, რომელთაგან უდიდესი 300 მეტრის სიმაღლისაა. იაპონიის ნაპირებთან, ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა უზარმაზარი შენობის ნანგრევები. დღევანდელი თურქმენეთისა და უზბეკეთის ტერიტორიაზე ნაპოვნია კვალი აქამდე სრულიად უცნობი ცივილიზაციისა, რომელიც ყვაოდა ქრისტემდე 2500 წელს. მონღოლეთში აღმოჩენილი ნაგებობათა კომპლექსი იდუმალებითაა მოცული.
სახელგანთქმულ ნორვეგიელ მეცნიერს ტურ ჰეიერდალს კავკასიის მთებში ძველ გერმანელთა ლეგენდარული ღმერთების ქალაქის, ასგარდის პოვნა განუზრახავს. 2000 წლის 9 სექტემბერს საქართველოში ყოფნისას მკვლევარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორია მოიცავს პასუხებს უამრავ ისტორიულ საიდუმლოებაზე.
ნორმალური ქვეყანა ნორმალური მთავრობით დიდად მოწადინებული იქნებოდა, რომ რობერტ ბალარდისა და ტურ ჰეიერდალის მსგავს მეცნიერებს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები ჩაეტარებინათ. თუმცა იქნებ ვინმეს არც კი სურდეს, რომ რომელიმე პატარა ერს კიდევ უფრო დიდი ისტორია აღმოაჩნდეს! - ამის მაგალითები საკმაოდ ბევრია.
კახა ტაძრელი
http://itv.ge/?p=62727
საღვთისმეტყველო ენა ქართული იქნება
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტრომა და პროფესორმა ალეკო ცინცაძემ 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, იოანე ზოსინმეს ნამუშევრის "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" გაშიფრვა მოახერხა და ციფრ 94-ის საიდუმლოც გახსნა.
tikoroma საინტერესო ინFო იყო მადლობა ))
ეს იარაღი ბევრად უფრო საშიში გახდება, ვიდრე ატომური ბომბი
პარაფსიქოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი, ოფიციალურად ჯერჯერობით აღიარებული არ არის. ამ ფენომენის არსებობას მეცნიერები ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ. ბოლო დროს გახშირდა მსჯელობა პარაფსიქოლოგიური იარაღის სპეცსამსახურების მიერ გამოყენების თაობაზე. ის, რაც მეცნიერულად ჯერ დაუსაბუთებელია და ამოუხსნელი, ბუნებრივია, უნდობლობას იწვევს. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ ის, რაც წინა საუკუნეებში ზღაპარი და შეუძლებელი რამ იყო, ახლა ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენაა.
მას შემდეგ, რაც სმოლენსკში პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავმა მეტად უცნაურ ვითარებაში განიცადა ავიაკატასტროფა, ექსპერტები, სპეცსამსახურების ყოფილი ჩინოვნიკები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ პარაფსიქოლოგიური იარაღის არსებობასა და ავიაკატასტროფასთან მის კავშირზე. არსებობს თუ არა ეს იარაღი, პარაფსიქოლოგია მითია თუ რეალობა, ეს საკითხი, ალბათ, კარგა ხანს იქნება განსჯის საგანი. თუმცა ამ კუთხით რომ ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, ფაქტია.
ალექსანდრე ხომერიკი, ექსპერტი პარაფსიქოლოგიის დარგში: – პარაფსიქოლოგია უდიდესი ძალაა, რომელსაც ვერავითარი ტექნოლოგია ვერ დაუპირისპირდება. ეს არის იარაღი ადამიანსა და სამყაროზე ზეგავლენის მოხდენისა, საზოგადოების სამართავი ყველაზე საშიში ტექნოლოგია. ამას გინდ ზომბირების მეთოდი დაარქვით, გინდ კოდირებისა. პარაფსიქოლოგიით მეტად იყო დაინტერესებული და სპეციალური განყოფილება ჰქონდა შექმნილი ჰიტლერს.
მოგეხსენებათ, ჰიტლერი არიელებსა და ძველ რომს ერთმMანეთს უკავშირებდა. ფაშისტები რომაელი რაზმების სიმბოლიკას იყენებდნენ, თავად სვასტიკაც ხომ მაგიური ნიშანი იყო. ცნობილია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის შექმნიდან ძალზე ცოტა ხანში ტიბეტში ფელიქს ძერჟინსკიმ ექსპედიცია გაგზავნა, მოგვიანებით და არაერთხელ – სტალინმაც. ბოლშევიკებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო დარგი, რომლის მეშვეობითაც შეიძლLებოდა მსოფლიოზე ბატონობა მოგეპოვებინა – იმდროინდელი თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი საიდუმლო ლაბორატორიებიც ჰქონდათ. რა თქმა უნდა, არც ამერიკელები, იაპონელები და ინგლისელები ისხდნენ გულხელდაკრეფილი. ეს იყო მარათონი, ვინ ვის დაასწრებდა ამ ტექნოლოგიის განვითარებასა და პრაქტიკაში დანერგვას. არალეგალური შეჯიბრება ამ დარგში სახელმწიფოთა შორის ჯერ კიდევ 20-იან წლებში დაიწყო. საბჭოთა კავშირი დიდძალ ფულს ხარჯავდა, მუშაობდნენ ამ პროფილის გასაიდუმლოებული ინსტიტუტები.
– ამბობთ, რომ მაგია ტექნოლოგიაა და სადამდე მიიყვანს მისი გამოყენება მსოფლიოს? – ეკლესიისგან დაწესებული შეზღუდვები და კონსერვატიზმი სამყაროს გადარჩენის წინა პირობა იყო. რომ არ ყოფილიყო ეკლესია, შესაძლოა, არც ყოფილიყო დღევანდელი სამყარო. ეს არის უდიდესი ძალა, რომლის უკონტროლოდ გამოყენება დაანგრევს მსოფლიოს. ის ძალზე საშიშია მათ ხელში, ვინც ამ ტექნოლოგიებს კარგად ვერ ფლობს. ასეთი ადამიანი შეიძლება უნებურად გახდეს ბოროტების თანამონაწილე. პარაფსიქოლოგიაში ცნობილი და გამოკვლეულია მოვლენები, რომელსაც ფსი-გამოსხივება ჰქვია. ადრე ამ გამოსხივებაში იგულისხმებოდა უცნობი ტალღა, ფიზიკისთვის უცნობი ველი, რომელიც უცნობი ხერხით გადასცემს ინფორმაციას. – რა სახის ველია ეს, შესაძლებელია მისი გაკონტროლება? – სწორედ ამიტომ დაიბადა ამ ველის რეგისტრატორის გამოგონების აუცილებლობა. თავდაპირველად უნდა შექმნილიყო ისეთი მოწყობილობა, რომელიც ამ ველს დააფიქსირებდა ან დაადასტურებდა მის არსებობას. იყო ერთი თბილისელი მეცნიერი, ბობროვი, რომელმაც სპეციალური მოწყობილობა გამოიგონა. ჩაკეტილი ჰქონდა სეიფში და ფიქრით სხვა ოთახში მდებარე კომპიუტერს გადასცემდა სიგნალს. ასეთი ცდა მოგვიანებით ქალაქგარეთ ჩავატარე და შედეგი იგივე იყო. ცდებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები და ფიზიკოსები დაესწრნენ და შედეგი იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, რომ მამაჩემს ოფიციალურად მისცეს ამ დარგში მუშაობის გაგრძელების უფლება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიაში გაშიფრეს ტვინის გამოსხივება. სპეციალური მოწყობილობით თავის ტვინის განსაზღვრული წერტილებიდან აიღეს ბიოდენები და ახალგამოგონებული სპეციალური დეკოდერის საშუალებით გაშიფრეს ინფორმაცია, რომელიც ტვინში დაიბადა. მერე ის ტექსტურ მონაცემებში გადაიტანეს. ეს ამ სფეროში უდიდესი მიღწევაა. ტვინის ბიოდენების დეკოდირება ურთულესი ამოცანა იყო. ეს პროცესის პირველი დონეა, მალე ისეთი აპარატურაც შეიქმნება, რომელიც ადამიანის შეუხებლად მოახერხებს მისი აზრების გაშიფვრას.
ეგრეთ წოდებული ტორსინული, იგივე ფსი-ველი სამყაროში ერთდროულად ვრცელდება. სინათლეს 300 კმ/წმ სიჩქარე აქვს, ტორსინულ ველს კი – უსაზღვრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ასხივებს თავის ინდივიდუალურ, განუმეორებელ კოდს, რომელიც მთელ სამყაროს გადაეცემა; ანუ სამყარომ იცის, რომ ეს ადამიანი არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს ერთსა და იმავე დროს და რამდენიმე ადგილას ერთდროულად იგრძნობდა. ეს ველი უდიდესი ინფორმაციის გადამცემია, მისთვის არ არსებობს დაბრკოლება სივრცეში და მანძილზე. მეტიც, ყოველ კონკრეტულ საგანს აქვს ეს ველი, ქვასაც კი. სხვათა შორის, სწორედ სილიციუმი, ქვა არის (ჟანგბადით დაბომბილი) კომპიუტერების მთავარი ნაწილი, ინფორმაციის შემნახავი და გადამცემი. პარაფსიქოლოგიური იარაღი ყველაზე საშიში იარაღია. შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა იცის კიდეც, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ ვერაფერს დაუმტკიცებს, ხმასაც ვერ ამოიღებს, რადგან ეს ადამიანებისთვის ისეთივე ზღაპარია, როგორიც XIX საუკუნეში ტელევიზორი იყო. მოვა დრო და დასაფიქსირებელი ხელსაწყოებიც შეიქმნება, მაგრამ ახლა ამას ვერავინ დაამტკიცებს. მეტიც, ჩემი აზრით, პანიკაც ბიოენერგეტიკული პროცესია.
ალბათ, იცით, რომ სტალინმა 1942 წლის ივნისში სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა ფრონტზე პანიკიორების ადგილზევე დახვრეტის შესახებ. მან კარგად იცოდა, რომ პანიკური ველი გადამდებია და მისი ჩახშობა მხოლოდ ადამიანის ლიკვიდაციით შეიძლება. პარაფსიქოლოგი ნაუმოვი, რომელიც მოკლეს, ამბობდა, რომ ნანახი ჰქონდა აპარატი, რომელიც პანიკის ველს ავრცელებდა. პარაფსიქოლოგიური ტექნოლოგიები უმძლავრესი და საშიში იარაღია სპეცსამსახურების ხელში. იარაღითა და თოფებით ბრძოლა ახლა იგივეა, რაც ჩაქუჩით მუშაობა. ეს ტექნოლოგია ისე ვითარდება, რომ სამყარო მალე ახალ ფაზაში გადავა.
ეს იარაღი ბევრად უფრო საშიში გახდება, ვიდრე ატომური იარაღი, რადგან ნივთმტკიცება არ არსებობს, მსოფლიოს იმის საშუალებაც არ ექნება, ბოროტმოქმედს პასუხი მოსთხოვოს. თავის დროზე, ჩვენი მუშაობით ძალზე დაინტერესდა ჯემალ გოგიტიძე. ითხოვდა, ცდები აჭარაში გაგვეგრძელებინა, მაგრამ ვერ გავრისკე. არ ვიცოდი, ვის მხარეს იყო ეს კაცი, ვის სამსახურში ვდგებოდი და უარი ვთქვი აჭარაში ლაბორატორიის შექმნასა და კვლევის გაგრძელებაზე. მოგვიანებით ჩვენი გამოკვლევებით ჩვენი სპეცსამსახურები დაინტერესდნენ, დაგვიბარეს, ჩანაწერებიც გააკეთეს, მაგრამ მერე ისე აირია ქვეყანა, რომ ამისთვის ყურადღება აღარავის მიუქცევია. არადა ძალზე კარგი საფუძველი და შესაძლებლობა გვქონდა ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავენი ვყოფილიყავით.
http://mee.comuf.com/?p=355
საქართველოში გამოსული პრესა არ ვიცი, მაგრამ ერთ ელ. ჟურნალს ვკითხულობ ხოლმე ყოველ თვე გამოდის და ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, http://www.star-transform.org/index.html -ს საიტის ჟურნალია.. კარგ რამეს წერენ >> http://gazeta.star-transform.org/default.html
31-31 გვერდზე მომეწონა, ზღაპარი დროზე, ძალიან კარგად აქვს დრო გადმოცემული..წამები..
(მუსიკამ თუ შეგაწუხათ შეგიძლიათ გათიშოთ, ზემოთ აქვს ღილაკი ) და წინა ნომრებმაც თუ დაგაინტერესათ აქედან შეგიძლიათ მოიძიოთ >> http://star-transform.org/forum/index.php?t=1323
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)