Sigur Rós - ისლანდიური ჯგუფია, რომელიც ასრულებს ემბიენტისა და პოსტ-როკის ელემენტების მქონე მუსიკალურ კომპოზიციებს. ჯგუფი ჩამოყალიბდა რეიკიავიკში, 1994 წლის აგვისტოში. Vonlenska არის ისლანდიური ენის ჟღერადობის მსგავსი ენა, რომელსაც ჯგუფი საკუთარ სიმღერებში იყენებს. ამ ენაზე ნაწილობრივ ან მთლიანად სრულდება მათი კომპოზიციები.
ჯგუფის წევრები არიან :
იოუნ სოურ პირკისონი (Jón Þór Birgisson) - ვოკალი, გიტარა
გეორგ ჰოულმი (Georg Hólm) - ბას გიტარა
ქიარტან სვეინსონი (Kjartan Sveinsson) - კლავიშები, გიტარა
ორი პაუთლ ტირასონი (Orri Páll Dýrason) - დასარტყამი ინსტრუმენტები
ჯგუფის სახელი მომდინარეობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, იოუნსის უმცროსი დის, სიგურ როსის სახელიდან. ეს სახელი აღნიშნავს „გამარჯვების ვარდს“. გოგონა დაიბადა სწორედ იმ დღეს, როდესაც ბიჭებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი. მათ მოიპოვეს კონტრაქტი ლეიბლთან Bad Taste და, 1997 წელს გამოსცეს პირველი ალბომი Von (ისლ.:იმედი). 1998 წელს ჯგუფს შეუერთდა კიარტან სვეინსონი (კლავიშები). იგი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელსაც მუსიკალური განათლება და წარსული ჰქონდა. მას ეკუთვნის კოლექტივის კომპოზიციების ორკესტრირება. საერთაშორისო წარმატება Sigur Rós-მა მოიპოვა 1999 წლის სტუდიური დისკით Ágætis byrjun (ისლ.:კარგი დასაწყისი). ალბომის წარმატება შემდეგ წლებშიც გაგრძელდა. კრიტიკოსებმა მას უწოდეს ყველა დროის საუკეთესო ალბომი. გარკვეულწილად, წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა კომპოზიციამ "Njósnavélin", რომელიც მოხვდა ფილმში „ვანილის ცა“. მათი სტუდიური ალბომებია : Von Ágætis byrjun, Takk... Með suð í eyrum við spilum endalaust Valtari.
მოკლედ, ეს არის სასწაულებრივი მუსიკა, რომელიც სულ სხვა სიბრტყესა და განზომილებაში გადაგიყვანთ, უსმინეთ, შეიყვარეთ და შეიგრძენით სულ სხვა სამყარო Sigur Rós -თან ერთად
http://www.youtube.com/watch?v=2cAxLZpelmQ
http://www.youtube.com/watch?v=wfJVAoTE2PI
http://www.youtube.com/watch?v=TCDGlGK2aaQ
http://www.youtube.com/watch?v=oN_Pr89B-jE
http://www.youtube.com/watch?v=mMYIuUe0BGw
http://www.youtube.com/watch?v=FgYfvD2-mDo
http://www.youtube.com/watch?v=tHabcP2CcGw
http://www.youtube.com/watch?v=sBubnbNFyW0
http://www.youtube.com/watch?v=OLMMOg-g2lo
http://www.youtube.com/watch?v=84i7zQ_ACnU
http://www.youtube.com/watch?v=QaIxnp4G84E
http://www.youtube.com/watch?v=RpKOawpMtsk
აააააააა აი ამ თემას აქ არ ველოდი
<3
ბავშვობიდან ძველ კლასიკურ როკს ვუსმენ ბოლო 1 წელია ნელ-ნელა სხვა ჟანრებშიც განსაკუთრებული მუსიკის ძიება დავიწყე და ვპოულობ კიდეც. ერთ-ერთი საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენა იყო Sigur Ros-ი
http://www.youtube.com/watch?v=MBNFJ2AqYQI
მე შარშან აღოვაჩინე ეს ჯგუფი, მეგობარმა მომასმენინა და მართლა სხვა სამყაროა ეს მუსიკა.
საქართველოში პირველი sigur ros ის გვერდი ფეისბუქზე ჩვენ გვაქვს ^_^
ვა ეგ არ ვიცოდი, დალინკე რა მე Sigur Ros-ის ოფიციალური გვერდის მუდმივი სტუმარი ვარ, საშინლად მიყვარს, არაამქვეყნიური მუსიკაა, უკვე 2 წელია აქტიურად ვუსმენ და მუდმივად სიახლის მოლოდინში ვარ
სიგურროსიც მიყვარს ბიორკიც და ისლანდიაც
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)