Printable Version of Topic
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ოჯახი - პლანეტა დედამიწა _ მეგობრები
Posted by: Shou Nov 25 2009, 01:30 PM
ხალხო, ეს თემა ნოსტალგიამ გამახსნევინა. ისე გამოვიდა, რომ ყველა ვისთანაც ვმეგობრობ, ნახევარი ცხოვრება ფაქტიურად ერთად გამიტარებია, ვინც ძალიან მიყვარს და ჩემი ახლობელი ადამიანებია, ყველა საქართველოს გარეთ ცხოვრობს ეხლა და კიდევ დიდხანს იცხოვრებს ასე, შეიძლება არც დაბრუნდნენ. ერთი ძველი მეგობარი მრჩებოდა და ისიც დეკემბერში მიემგზავრება, ისიც დიდი ხნით, საცხოვრებლად. მოვიწყინე შეიძლება არაეზოთერიულია, არც დრო და არც მანძილი არ არსებობს მაგრამ ვინ ვართ ჩვენ მეგობრების გარეშე? რა თქმა უნდა მეგობრების შეძენა ყოველდღე შეიძლება, ცხოვრება გრძელდება და თუ ადამიანი ხარ, შეუძლებელია ისე დაიკეტო არავინ და არაფერი ახალი არ შემოუშვა შენს ცხოვრებაში მაგრამ ის ხალხი ვისთანაც მრავალი წელი გაკავშირებს, ვისაც ისეთი ახსოვხარ გუშინ რომ იყავი და შენც ისინი ისეთი გახსოვს გუშინ რომ იყვნენ, ვისაც თვალდახუჭული ენდობი, ვინც ოდესღაც აირჩიე და გაიზიარეთ, მაინც სულ სხვაა.
მეგობარი წესით ეს ის ადამიანია ვინც შენს განვითარებას და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს, ვისაც მხარდაჭერა შეუძლია როცა ძალიან გიჭირს ან შენი სიახარულის მთელი გულით გაზიარება, ვინც შეიძლება არაფერი აზრიანი არ გითხრას და მაინც ყველაზე უფრო მეტად დაგეხმაროს მარტო იმით რომ არსებობს. ადამიანი ვისთან ერთადაც სწავლობ ცხოვრებას, ვინც ისეთს გიღებს როგორიც ხარ და სამაგიეროდ მხოლოდ იმას ითხოვს რომ იყო.
გთხოვთ თქვენც დაწერეთ რაიმე მეგობრობაზე და მეგობრებზე.
Posted by: TeO Nov 25 2009, 01:41 PM
QUOTE(Shou @ 25th November 2009 - 01:30 PM)
გთხოვთ თქვენც დაწერეთ რაიმე მეგობრობაზე და მეგობრებზე.
Shou თემას მივესალმები!!!
ჩემს აზრს ახლავე დავწერ))) შოუს მსგავსი სტაჟი არ მაქვს მეგობრების გარეშე დიდი ხანი არ გავყოფილვარ..
თმცა ერთი კი მყავს, ჩემი გიჟუნა ლამის 2 წელია წასულია სასწავლებლად..ხოდა მაგაზე მოგახსენებთ
მოკლედ, არანაერად არ დამაკლდა, რაღაცნაერად პირიქითაც უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თვეზე მეტი არც გვქონდეს კავშირი (სმს, ტელ..) მაინც ჩემთანაა, ჩემშია, ამიტომ ვერანაერ ჩვენ შორის დაშორებას ვერ ვგრძნობ!)))
სულ ეგ არის, მეტი რა ვთქვა?
Posted by: miss Nov 25 2009, 01:48 PM
QUOTE(Shou @ Nov 25 2009, 01:30 PM)
ხალხო, ეს თემა ნოსტალგიამ გამახსნევინა. ისე გამოვიდა, რომ ყველა ვისთანაც ვმეგობრობ, ნახევარი ცხოვრება ფაქტიურად ერთად გამიტარებია, ვინც ძალიან მიყვარს და ჩემი ახლობელი ადამიანებია, ყველა საქართველოს გარეთ ცხოვრობს ეხლა და კიდევ დიდხანს იცხოვრებს ასე, შეიძლება არც დაბრუნდნენ. ერთი ძველი მეგობარი მრჩებოდა და ისიც დეკემბერში მიემგზავრება, ისიც დიდი ხნით, საცხოვრებლად. მოვიწყინე
შეიძლება არაეზოთერიულია, არც დრო და არც მანძილი არ არსებობს მაგრამ ვინ ვართ ჩვენ მეგობრების გარეშე? რა თქმა უნდა მეგობრების შეძენა ყოველდღე შეიძლება, ცხოვრება გრძელდება და თუ ადამიანი ხარ, შეუძლებელია ისე დაიკეტო არავინ და არაფერი ახალი არ შემოუშვა შენს ცხოვრებაში მაგრამ ის ხალხი ვისთანაც მრავალი წელი გაკავშირებს, ვისაც ისეთი ახსოვხარ გუშინ რომ იყავი და შენც ისინი ისეთი გახსოვს გუშინ რომ იყვნენ, ვისაც თვალდახუჭული ენდობი, ვინც ოდესღაც აირჩიე და გაიზიარეთ, მაინც სულ სხვაა.
მეგობარი წესით ეს ის ადამიანია ვინც შენს განვითარებას და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს, ვისაც მხარდაჭერა შეუძლია როცა ძალიან გიჭირს ან შენი სიახარულის მთელი გულით გაზიარება, ვინც შეიძლება არაფერი აზრიანი არ გითხრას და მაინც ყველაზე უფრო მეტად დაგეხმაროს მარტო იმით რომ არსებობს. ადამიანი ვისთან ერთადაც სწავლობ ცხოვრებას, ვინც ისეთს გიღებს როგორიც ხარ და სამაგიეროდ მხოლოდ იმას ითხოვს რომ იყო.
გთხოვთ თქვენც დაწერეთ რაიმე მეგობრობაზე და მეგობრებზე.
თუ ასე ძალიან განიცდი მათ სიშორეს, ჯობია გაყვე იმ შენ მეგობარს
'Shou' როგორც ჩანს მათ არ გაჭირვებიათ ახლობლებისგან და ძველი მეგობრებისგან შორს ცხოვრება, ტაკ ჩტო შენც ნუ "დაბრკოლდები" და სიახლეები შემატე ცხოვრებას. რადგან ნახევარი ცხოვრება არ გაგიტარებია პიროვნებასთან, სულაც არ ნიშნავს იმას რომ არ უნდა დაუმეგობრდე, კარგი ადამიანები ვისაც მეგობრობის გაწევა შეუძლია არც ისე ცოტაა, უბრალოდ ადამიანის ცნობა უნდა შეგეძლოს.
Posted by: Shou Nov 25 2009, 05:55 PM
მადლობა miss
რა პრობლემაა მეგობრის ისეთ ადგილას გაშვება სადაც უკეთ იქნება, პირიქით სასიხარულოა. უბრალოდ ერთ დღესაც როცა მოიხედავ და აღმოაჩენ, რომ უუუფს, ყველა წასულა, მაშინ ცოტა უსიამოვნო გრძნობა დაგეუფლება დამიჯერე, თორემ ცხოვრება გრძელდება და უსიამვნოს ისევე როგორც სასიამოვნოს თავისი დრო აქვს, ისიც და ესეც გავლადია
Posted by: Emigranti Nov 25 2009, 07:25 PM
QUOTE(Shou @ Nov 25 2009, 10:30 AM)
ხალხო, ეს თემა ნოსტალგიამ გამახსნევინა. ისე გამოვიდა, რომ ყველა ვისთანაც ვმეგობრობ, ნახევარი ცხოვრება ფაქტიურად ერთად გამიტარებია, ვინც ძალიან მიყვარს და ჩემი ახლობელი ადამიანებია, ყველა საქართველოს გარეთ ცხოვრობს ეხლა და კიდევ დიდხანს იცხოვრებს ასე, შეიძლება არც დაბრუნდნენ. ერთი ძველი მეგობარი მრჩებოდა და ისიც დეკემბერში მიემგზავრება, ისიც დიდი ხნით, საცხოვრებლად. მოვიწყინე
შეიძლება არაეზოთერიულია, არც დრო და არც მანძილი არ არსებობს მაგრამ ვინ ვართ ჩვენ მეგობრების გარეშე? რა თქმა უნდა მეგობრების შეძენა ყოველდღე შეიძლება, ცხოვრება გრძელდება და თუ ადამიანი ხარ, შეუძლებელია ისე დაიკეტო არავინ და არაფერი ახალი არ შემოუშვა შენს ცხოვრებაში მაგრამ ის ხალხი ვისთანაც მრავალი წელი გაკავშირებს, ვისაც ისეთი ახსოვხარ გუშინ რომ იყავი და შენც ისინი ისეთი გახსოვს გუშინ რომ იყვნენ, ვისაც თვალდახუჭული ენდობი, ვინც ოდესღაც აირჩიე და გაიზიარეთ, მაინც სულ სხვაა.
მეგობარი წესით ეს ის ადამიანია ვინც შენს განვითარებას და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს, ვისაც მხარდაჭერა შეუძლია როცა ძალიან გიჭირს ან შენი სიახარულის მთელი გულით გაზიარება, ვინც შეიძლება არაფერი აზრიანი არ გითხრას და მაინც ყველაზე უფრო მეტად დაგეხმაროს მარტო იმით რომ არსებობს. ადამიანი ვისთან ერთადაც სწავლობ ცხოვრებას, ვინც ისეთს გიღებს როგორიც ხარ და სამაგიეროდ მხოლოდ იმას ითხოვს რომ იყო.
გთხოვთ თქვენც დაწერეთ რაიმე მეგობრობაზე და მეგობრებზე.
ეგ მგონი ემიგრაციის პრობლემატიკას უფრო ეხება, ვიდრე მეგობრობისას. ირმას გახსნილ თემაში ჩაჯდებოდა კარგად.
არ მოიწყინო. მერე რა რომ ყველა საზღვარგარეთაა. ჩაალაგე ჩემოდანი და ჩამოუარე ეხლა სათითაოდ ყველას. შენც გაერთობი და იმათაც გაუხარდებათ. სულ ერთად როცა ვართ მეგობრები, ბავშვობაში კი კარგია, მაგრამ მერე ნახვის სიხარული იკარგება. ასე კი მონატრება იბადება, მხიარული შეხვედრა, სიხარული. ადამიანი მეგობრების კარგ მხარეებზე უფრო კონცენტრირდება და ნაკლოვანებებზე აღარ იციკლება.
Posted by: ირმა Nov 26 2009, 12:01 AM
მეც დავკარგე მეგობრები სამწუხაროდ. ((
ახლა ინტერნეტში ვეძებ მათ ადნოებიდან დაწყებული, მაგრამ ალბათ ნეტი არა აქვთ
Posted by: ირმა Nov 26 2009, 08:49 PM
სიტყვა მეგობრები ჩემთვისაც სიყვარულის სიტყვასთან არის ჩაწნული.
ხშირად ჩემი მეგობრები აღნიშნავდნენ ჩემზეც, რომ უცნაური ვარ და უცნაური თვალები მაქვს. არ ვიცი თვალები რატომ
Posted by: TeO Dec 3 2009, 10:31 AM
Posted by: TeO Dec 10 2009, 03:28 PM
QUOTE(anonymouska @ Dec 22 2008, 01:41 PM)
TeO, რავი როცა მეორე დღეს წავიკითხე ასეთი ვიყავი >>>>
როდესაც გიჭირს და ვერ უგებ მას
მიენდე ყოველთვის შენს მეგობარს
გაგიგებს, გაგიხსნის გულისკენ გზას
და რჩევის სახით შენ მოგაწვდის აზრს.
თუ ვინმემ გაგიგო, გულის გზა გაგიღო
თუ რჩევა მოგცა მან სათადარიგო
ზოგჯერ ჯობია მადლი გაიღო
მეგობრის რჩევა შენ უნდა გაიგო.
მაგრამ თუ მაინც მათ მახე დაგიგეს
მეგობრის გარდა შენ ვერავინ გაგიგებს
ვინც არ გენდობა, არ გინდა, გარიყე
მეგობრის რჩევით შენ ფიქრი დაიწყე.
როდესაც გენდობა ენდობი მას
ვერავინ შეძრავს თქვენს ერთობას
იცოდე როდესაც უყურებ მას
მარტო არ გაივლი ეკლიან გზას.
მოვა მწუხარება მოგიტანს სევდას
მოვა მონატრება შენს ტვალთან ცრემლად
მოვა ემოცია მაგ გულთან დარდით
მაშინ გაიხსენებ მეგობარს ნატვრით.
მოვა მეგობარი გაანდობ ფიქრებს
მოვა და გეტყვის საოცარ სიტყვებს
მოვა დაგამშვიდებს თან გულს გაგიხარებს
ნამდვილ მეგობრობას ვერავინ დაიბრალებს.
Posted by: TeO Dec 20 2009, 08:59 PM
მეგობრებს თავად ირჩევთ თუ გირჩევენ? არის აქტიური და პასიური მეგობრები, თქვენ რომელ ჯგუფს ეკუთვნით?
Posted by: ირმა Dec 20 2009, 09:35 PM
TeO
QUOTE(Tea @ 20th December 2009 - 09:59 PM)
მეგობრებს თავად ირჩევთ თუ გირჩევენ? არის აქტიური და პასიური მეგობრები, თქვენ რომელ ჯგუფს ეკუთვნით?
მგონი აქტიური))) შენ?
Posted by: TeO Dec 21 2009, 11:07 AM
QUOTE(Tea @ 20th December 2009 - 08:59 PM)
მეგობრებს თავად ირჩევთ თუ გირჩევენ? არის აქტიური და პასიური მეგობრები, თქვენ რომელ ჯგუფს ეკუთვნით?
ალბათ გარებნულად უფრო პასიური ვარ, მაგრამ შინაგანად აქტიური?! ასე, რომ მირჩევენ თუ მე ვირჩევ ეგ კიდევ საკითხავია
Posted by: Shou Dec 21 2009, 05:51 PM
მგონია, რომ მეგობარს არ ვირჩევთ, მეგობარს ვგრძნობთ და ზოგჯერ მხოლოდ ერთი შეხედვაა საკმარისი, როგორც შეყვარება, დაახლოებით მასე ხდება
Posted by: TeO Dec 21 2009, 06:00 PM
QUOTE(Shou @ 21st December 2009 - 05:51 PM)
მგონია, რომ მეგობარს არ ვირჩევთ, მეგობარს ვგრძნობთ და ზოგჯერ მხოლოდ ერთი შეხედვაა საკმარისი, როგორც შეყვარება, დაახლოებით მასე ხდება
ეგ მართალია
არჩევა, შერჩევა -განა ბაზარია, მაგრამ ალბათ მიხვდით რომ მე სხვა რამეს ვგულისხმობდი
ჰო, მთავარი ეგ არის როდესაც გული გულს ცნობს და ერთ ვიბრაციებზე ვართ..მაგრამ გამონაკლისებიც არის
ერთმა ამირჩია (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და ისე ძლიერად ჩამიკრა, რომ არანაერი ვიბრაცია და ტალღები მაგას არ აინტერესებს
მგუდავს და ვერც ხვდება
ჰეფი ენდის იმედი მაქვს
Posted by: Shou Dec 21 2009, 06:50 PM
ხო, TeO ზოგჯერ ეგრეც ხდება, აი, წარმოიდგინე უპატრონო ლეკვი აგეკიდა ქუჩაში, არ გეშვება, მარტო შენ უნდიხარ, რას იზამ? რა თქმა უნდა შეიკედლებ და ვერ კრავ ფეხს. ესეიგი მისთვის ამ ეტაპზე ძალიან საჭირო ხარ.
Posted by: Kaspar Hausser Dec 21 2009, 11:13 PM
ციტატა(Shou @ 25th November 2009 - 02:30 PM)
ხალხო, ეს თემა ნოსტალგიამ გამახსნევინა.
მე კიდე ეს პოსტი დამაწერინა.. :|
თემა არ ამრევია..
ამბავინაცრისფერო მეზღვაურო, ისევ ისველებ თითებს გვირილის ნაყენში? იცით, როცა რძიან ჩაის ვსვამ, თქვენ მახსენდებით და ყელამდე ამოსულ ცრემლებს უკან ვაბრუნებ , თქვენს ამანათთან ერთად. ალბათ არ გაქხსოვთ, როდის ნახეთ ის ქერა ბიჭი საქანელაზე? არადა, მე ყოველ ღამე მესიზმრებიან შენი კაპიტანი და მზარეული , იმ გემიდან, აი, რა ერქვა, ,, ნეკი” ?? და ის ქალიშვილი, ერთად რომ გადმოცურეთ მთელი ხმელეთი. იმ ქალიშვილს, ხომ ეკეთა ლურჯი სათვალე მაქმანებით და თქვენც, ხომ საერთოდ არ ხართ ზღვისფერი? იცი, როგორ მწყინს, როცა რძიან ჩაის ვსვამ. შენი ფანჯრების ქვეშ დავდივარ ხშირად; თითქმის ყოველდღე, როცა გიგზავნი ამანათებს, შენივე ამანეთებს, თითო ნაჭერი შოკოლადის ნამცხვრით.
ხელჩაკიდებულები შემოცვივდით ქალაქში, ჩრდილების საზომზე მარტო სათველე და შენი ნაცრისფერი თითები დაფიქრირდნენ და ისევე გაქრით, ყველას ეგონა, რომ დავასრულე ტირილი. მერე რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი სახლი თქვენი გემის ღუზა აღმოჩნდებოდა , მე ზღვის ვარსკვლავი.
ნაცრისფერთითებიანო მეზღვაურო , თქვენ საერთოდ არ ყოფილხართ წყალში?? იცით, მე მახსოვს, როგორ მოგძვრათ პირველი თითი. და დააბრალეთ გვირილის ნაყენს, რაშიც იბანდით ხელებს. მე კი ვცდილობდი დამერწმუნებინეთ, რომ აჩრდილები აღარ იბადებიან. გოგონა, იმ ქალიშვილმა, ისევ აიხვია თვალები მაქმანებით და შეწყვიტა ხელ-პირის ბანა. აი, მეზღვაურო, თუ გახსოვს, როგორ ვაცხობდით შოკოლადის პეჩენიებს ქრისტესთვის, როცა პირველად დაიჯერეთ მოგონებების ? და მეოთხედ ფურცელზე ახლა უკვე რვა თითით წერდით პიესებს, უმოქმედოდ. თქვენს გოგონას, თანდათან გაუქრა თვალები და ბოლოს ხეზე დავასაფლავეთ, ისევ იპოვით, ოღონდ ხომ იცით,აჩრდილები არ იბადებიან. ნეტა რა მოხდა, იქნებ ოდესმე ამიხსნას ბიჭმა, ოქროსფერი საყელოთი?
თუ ახსოვს, როგორ დაგაპატიმრეს და სულ ორი თითიღა დაგრჩათ და დანარჩენი, ჩემთან ზარდახშაში იანეხებოდა.. შავი დღისათვის, როცა მე დავიწყებდი ჭამას და შენ ტირილს. ის ბიჭი, ხომ გრძნობს, რომ მე არ მინდოდა ასე და მთელი მანძილი , რაც გავცურეთ, მე არ ვჭამდი. თქვენ კი თვალები ისე გაგებერათ ცრემლებისგან, პირველივე ამანათი, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ.. თქვენი თითი იყო, იქვე შევჭამე, ჩრდილების საზომთან.
თქვენ სულ რძიან კაკაოს მაგონებთ.სხვათაშორის, ჩვენთან კაკაო ოქროსფერია და ზოგ ქალიშვილს, რომლებიც არ ხმარობენ ფქვილს და წყალს, თითები ოქროსფერი აქვთ. ახლა მახსენდება... იგულისხმეთ, რომ იმ საქანელას, ოქროსფერი ბიჭით, არ დაცემია მეხი. თქვენც წერთ პიესებს ოქროსფერი სილუეტებისთვის? მე კი ყოველდღე მავიწყდება გამოვტოვო ლიანდაგები და სულ სხვა ქუჩაზე მიწევს საუზმობა. არც სიტყვებს შორის ვაკეთებ ამოსუნთქვებს და ჩემი ტრაგედია.. (რა ბევრის სამი წერთილი სამყაროსთვის და რა ცოტა სამყარო, იმისთვის, რომ სამმა წერტილმა გამოხატოს. ) ოქროსფერსაყელოიანო ბიჭო, უკვე გითხარით, რომ კაკაოს მაგონებთ და ის რა დაგაქვთ?? ნუთუ საჭეა იმ ხომალდისთვის? იქნებ, ისევ ჩამოკიდოთ საქანელა იმ ხის მაგივრად, თორემ დავიღალე დგომით.
იცით, გუშინ პირველად შევიდა მეზღაური ცრემლებში და მიეშველეთ, რომ არ დაიხრჩოს, მაგრამ თქვენ თავად... ნუთუU ეგ ბარგი კიბეა, ჩემი მოთმინებით შეკრული და იმ ხომალდის საჭით აწყობილი? და ის მაქმანები??? ის ბიჭიც? თქვენ დაათრევთ ამხელა ტვირთს?
ის კარს ვერ აღებს, მომეცით ტვირთი, მხოლოდ, თქვენ იგრძნობთ, რა მსუბუქია რკინის კარი თქვენი გუდის მერე.
ოქროსფერ ბიჭს ყოველთვის ემახსოვრება , როგორ ვიფშვნეტ თვალებს, ორი წუთია ბაქანზე გელოდებით .
მივდივარ ისტერიულ სიბრმავემდე , ყოველთვის მემახსოვრება ხეზე დასაფლავებულუ შენი ქალიშვილი, სადილები, რომლებსაც მარტო შევექცეოდი და შენი თითები.
ოქროსფერსაყელოიანო ბიჭო, იქნებ ფურცლებზე სეირნობა ისწავლე? შენ ყოველთვის ბევრს ტიროდი
მეზღვაურო, ნაცრისფერი ხელებით, წვდები ფანჯარას? ვიცი, ვერ დამინახავ. შენ ყოველთვის ბევრი უნდა გეტირა.
ისევ ვდგავარ ბაქანზე, თქვენ ხელს გიქნევთ, ცისკენ smile.gif
კენ
Posted by: anonymouska Dec 22 2009, 06:25 PM
A good friend is like a computer; me 'enter' ur life, 'save' u in my heart, 'format' ur problems, 'shift' u 2 opportunities & never 'delete' u from my memory!
Posted by: anonymouska Dec 22 2009, 06:26 PM
Posted by: keti Jan 1 2010, 01:14 AM
[quote name='Shou' date='Nov 25 2009, 01:30 PM' post='22743']
ხალხო, ეს თემა ნოსტალგიამ გამახსნევინა. ისე გამოვიდა, რომ ყველა ვისთანაც ვმეგობრობ, ნახევარი ცხოვრება ფაქტიურად ერთად გამიტარებია, ვინც ძალიან მიყვარს და ჩემი ახლობელი ადამიანებია, ყველა საქართველოს გარეთ ცხოვრობს ეხლა და კიდევ დიდხანს იცხოვრებს ასე, შეიძლება არც დაბრუნდნენ. ერთი ძველი მეგობარი მრჩებოდა და ისიც დეკემბერში მიემგზავრება, ისიც დიდი ხნით, საცხოვრებლად. მოვიწყინე შეიძლება არაეზოთერიულია, არც დრო და არც მანძილი არ არსებობს მაგრამ ვინ ვართ ჩვენ მეგობრების გარეშე? რა თქმა უნდა მეგობრების შეძენა ყოველდღე შეიძლება, ცხოვრება გრძელდება და თუ ადამიანი ხარ, შეუძლებელია ისე დაიკეტო არავინ და არაფერი ახალი არ შემოუშვა შენს ცხოვრებაში მაგრამ ის ხალხი ვისთანაც მრავალი წელი გაკავშირებს, ვისაც ისეთი ახსოვხარ გუშინ რომ იყავი და შენც ისინი ისეთი გახსოვს გუშინ რომ იყვნენ, ვისაც თვალდახუჭული ენდობი, ვინც ოდესღაც აირჩიე და გაიზიარეთ, მაინც სულ სხვაა.
მეგობარი წესით ეს ის ადამიანია ვინც შენს განვითარებას და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს, ვისაც მხარდაჭერა შეუძლია როცა ძალიან გიჭირს ან შენი სიახარულის მთელი გულით გაზიარება, ვინც შეიძლება არაფერი აზრიანი არ გითხრას და მაინც ყველაზე უფრო მეტად დაგეხმაროს მარტო იმით რომ არსებობს. ადამიანი ვისთან ერთადაც სწავლობ ცხოვრებას, ვინც ისეთს გიღებს როგორიც ხარ და სამაგიეროდ მხოლოდ იმას ითხოვს რომ იყო.
გთხოვთ თქვენც დაწერეთ რაიმე მეგობრობაზე და მეგობრებზე.
[/quot
არაუშავს, შენ, კამიუ და დოსტოევსკი ჩემი მეგობრები ხართ
Posted by: keti Jan 1 2010, 01:15 AM
არაუშავს, შენ, კამიუ და დოსტოევსკი ჩემი მეგობრები ხართ
Posted by: moonbayer Jan 1 2010, 01:59 AM
keti
Posted by: moonbayer Jan 1 2010, 02:00 AM
აბა მე რა დავწერო მეგობრებზე? ჩემი ნდობა ძნელი მოსაპოვებელია თან რა აზრი აქვს მოტყუებას ეგენი რო ფიქრობენ მე უკვე ვიცი რო მატყუებენ
Posted by: anonymouska Jan 2 2010, 12:05 AM
QUOTE(moonbayer @ Jan 1 2010, 03:00 AM)
აბა მე რა დავწერო მეგობრებზე? ჩემი ნდობა ძნელი მოსაპოვებელია
თან რა აზრი აქვს მოტყუებას ეგენი რო ფიქრობენ მე უკვე ვიცი რო მატყუებენ
მართლა? რა აზრებს კითხულობ თუ ხვდები როდის ცრუობენ? ))
Posted by: moonbayer Jan 2 2010, 01:03 PM
anonymouska
QUOTE(anonymouska @ 2nd January 2010 - 12:05 AM)
მართლა? რა აზრებს კითხულობ თუ ხვდები როდის ცრუობენ? ))
ხო აი როგორ იცი ნახევრად ინტუიციურად ვხვდები და ნახევრად ქცევებზე მანერებზე.. ეგრევე ვატყობ რო რაღაც ისე არ არის.. არადა სხვისი თვალით რომ შეხედო ხოლმე სრულიად ბუნებრივათ იქცევიან პროსტა მე ვხედავ სხვანაირად
(უფრო ინტუიციურად ვხვდები რომმატყუებენ )და ჩემ მეგობრებზე ყველაფერი ვიცი რას მატყუებენ აი მაგალითად.. ჩემმა ძმაკაცმა იმ გოგოს უთხრა ვინც მე მომწონს მოონბაიერს უყვარხარო.. (არადა საიდუმლო იყო და არ უნდა ეთქვა მიღალატა ჩათლახმა
)მარტო მაგ 2 მა იცის სხვებითვის ნათქვამი არ ააქვთ და თვითონაც ხშირად არ ლაპარაკობენ ამაზე მარამ მე ვიცი და დაააახლოებით დროც ვიცი როდის უთხრა
ეს ყველაზე ადვილი
მაგრამ 2 ივე სრულიად ბუნებრივათ იქცევა ისე რო ვერაფერს შეატყობ
კაი მსახიობები არიან მაგრამ ჩემზე კარგი ინტუიცია დაკვირვების უნარი მსახიობური ნიჭი არ აქვთ
ამ დროს მეც მიწევს ვაიგნორო რო ვიცი.. და ჩემი ძმაკაცი ისე ნაგლია რო მე ჩემი ძმაკაცი და სასტავი რომ ვართ ხოლმე ჩემზე და წოლით და კბენით ცდილობს აიმაღლოს იმ გოგოსთან რეპუტაცია .. საწყალი... რას იზამ ესეთი კომპლეკსიანებიც გვხვდება ხოლმე..
ტიპობს რა ერთი სიტყვით რა.. არადა მე ჩუმად ვზივარ და ვაკვირდები იმას გონია კიდე რო რაღაცეებს ვაკეთებ.. ხანდახან გაგიჟებასააა
.. მაგრამ რა უნდა ვუყო ეხლა მე ამ ბავშვს თავიდან რო მოვიშორო და იმ გოგოს რო მოვეწონო? ინა მ მითხრა დასტოინად იყავიო ეს რას ნიშნავს ვერ გავიგე..
Posted by: Shou Jan 5 2010, 06:05 PM
moonbayer
ადამიანების მიმართ ნუ იქნები ასეთი კრიტიკული ძნელია როცა იმაზე მეტს ხედავ ვიდრე სხვები, მძიმე ტვირთია მაგრამ მიმდობიც იყავი, ზოგჯერ სჯობს მიენდო, თუნდაც გატკინონ მაგრამ შანსი მისცე, აბა, სხვანაირად მეგობრებს ვერ ვიპოვით. მეგობრობა მარტო "ვაიმე როგორ მიყვარხარ-მენატრები" არ არის. მეგობარია ის "ვინც გვიცნობს და მაინც ვუყვარვართ" ანუ ვისაც ვიცნობთ და მაინც გვიყვარს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ მეგობარი იდეალური ადამიანი იყოს, განა ვინ არის იდეალური? შენ ხარ? ზოგჯერ შეიძლება გვიღალატონ კიდევაც, ზოგჯერ ისე გვატკინონ ყველაზე უფრო საშინელი მტერი რომ ვერ გატკენს მაგრამ მაინც მეგობრებად დარჩეთ, დრომ გამოგცადოთ.
keti
დიდი პატივია ჩემთვის შენი მეგობრობა.
Posted by: Atman Jan 5 2010, 06:25 PM
მე მყავს 12 უახლოესი მეგობარი (გვარებს არ დავასახელებ)
Posted by: Shou Jan 5 2010, 06:29 PM
Atman
ეგენიც დოსტოევსკის ციკლიდან იქნება ეჭვი მაქვს
Posted by: Atman Jan 5 2010, 06:34 PM
დოსტოევსკის პელევინი მირჩევნია
Posted by: sentimennte Jan 5 2010, 07:06 PM
აბა რააა ეგაა მეგობრობა როცა ადამიანს ისეთს მიიღებ როგორიც არის ისეთს შეიყვარებ რაც არის და გაუგებ, მიიღებ თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით,(თუმცა ესეც პირობითია,შენთვის უარყოფითი შეიძლება მისთვის სულაც არ ნიშნავდეს იგივეს )
Posted by: Shou Jan 12 2010, 07:03 PM
არა, მაინც კარგია როცა მეგობრები "ახლოს" არიან, ანუ ახლოს ტერიტორიულად. მეტად მოსახერხებელია
Posted by: sentimennte Jan 12 2010, 07:08 PM
QUOTE(Atman @ Jan 5 2010, 07:25 PM)
მე მყავს 12 უახლოესი მეგობარი (გვარებს არ დავასახელებ)
მე 11-ე ჩამსვი რაააა
Posted by: Shou Jan 12 2010, 07:22 PM
მე ნებისმიერ ნომრად ჩამსვით რა ვინმემ ვინც ახლოს ცხოვრობთ და უახლოეს მომავალში უცხოეთში ემიგრაციას არ აპირებთ
Posted by: sentimennte Jan 13 2010, 01:33 PM
QUOTE(Shou @ Jan 13 2010, 12:27 PM)
sentimennte მადლობააააა
დამღალეს შემოდგომაზე ფრინველებივით "ემიგრაციაში" წასულმა მეგობრებმა
შემოგევლე გულში შენა! ძალიან საყვარელი ხარ
მე უბრალო ბეღურას ბარტყი ვარ, აქ თოვლში მციოდეს ის მირჩევნია ვიდრე სსხვაგან მცხელოდეს, ჩემს ქვეყანაში რომ გაზაფხულზე იების და ენძელების სუნი ტრიალებს,პირველივე მარტიდან,აბა სხვაგან,ეგეთი სურნელი სად არის??
მიყვარს ჩემი საქართველო თავისი იებით და ენძელებით,ზამთრითაც და გაზაფხულითაც
Posted by: Shou Feb 3 2010, 12:00 PM
თუ გინდა ვინმესთან იმეგობრო მაშინ საკუთარი ეგოს დათრგუნვა (შევიწროება) უნდა ისწავლო
Posted by: nutsa Feb 3 2010, 08:54 PM
ციტატა(atman @ 5th January 2010 - 07:25 PM)
მე მყავს 12 უახლოესი მეგობარი (გვარებს არ დავასახელებ)
შენ ფანების დათვლა დაიწყო ჯობია
Posted by: tsisakura Nov 9 2010, 03:08 PM
QUOTE(Shou @ Feb 3 2010, 12:00 PM)
თუ გინდა ვინმესთან იმეგობრო მაშინ საკუთარი ეგოს დათრგუნვა (შევიწროება) უნდა ისწავლო
მმ, არ გეთანხმებით, ამის გამო 7 წლის მეგობრობა დავასრულე, კი ცუდად ვარ, მენატრება ხოლმე, მიყვარს კიდეც და სულ ასე იქნება მაგრამ ვერა... ისიც ასე ფიქრობს, ზატო ბევრი კარგი მოგონება დაგვრჩა
Posted by: starscream Nov 9 2010, 05:49 PM
მმ, არ გეთანხმებით, ამის გამო 7 წლის მეგობრობა დავასრულე, კი ცუდად ვარ, მენატრება ხოლმე, მიყვარს კიდეც და სულ ასე იქნება მაგრამ ვერა... ისიც ასე ფიქრობს, ზატო ბევრი კარგი მოგონება დაგვრჩა
თუ რაიმე ძალიან ცუდი არ გააკეთე არ უნდა დაშორდე ადამიანს.. შენი თავი უნდა გადალახო..
უნდა გარდაიქმნე ყველაფერს აისხლიტავ.. არაფერი მოგეკარება..
Posted by: tsisakura Nov 9 2010, 08:18 PM
სულაც არა, ვისაც როგორი უნდა ისეთი ვერ ვიქნები და მსხვერპლს როგორც მე არ მოვითხოვ არც სხვამ უნდა მომთხოვოს! მე ''ასეთი'' ვარ და ''ისეთი'' როგორიც სხვებს უნდათ რომ ვიყო ვერ ვიქნები ძალიან მიყვარს და მენატრება ვიცი რომ მასაც მაგრამ ასე ჯობია... 14 წლის ასაკში კი გვესმოდა ერთმანეთის კარგად მაგრამ რომ იზრდები შეხედულებებიც გეცვლება, მასაც და მეც შეგვეცვალა ღირებულებები, პრინციპში ეს პროცესი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს და მაგიტოც ვფიქრობ რომ ეს ბუნებრივია თუმცა მტკივნეული...
Posted by: starscream Nov 10 2010, 08:35 PM
tsisakura
სულაც არა, ვისაც როგორი უნდა ისეთი ვერ ვიქნები და მსხვერპლს როგორც მე არ მოვითხოვ არც სხვამ უნდა მომთხოვოს! მე ''ასეთი'' ვარ და ''ისეთი'' როგორიც სხვებს უნდათ რომ ვიყო ვერ ვიქნები ძალიან მიყვარს და მენატრება ვიცი რომ მასაც მაგრამ ასე ჯობია... 14 წლის ასაკში კი გვესმოდა ერთმანეთის კარგად მაგრამ რომ იზრდები შეხედულებებიც გეცვლება, მასაც და მეც შეგვეცვალა ღირებულებები, პრინციპში ეს პროცესი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს და მაგიტოც ვფიქრობ რომ ეს ბუნებრივია თუმცა მტკივნეული...
დასტურ..
Posted by: მზეონა Nov 10 2010, 09:00 PM
მირო, კარგი რა!, ციტატაში ჩასმას რა უნდა, ნუ დაგვტანჯავ პლზ!
Posted by: starscream Nov 10 2010, 09:18 PM
მზეონა...
ბანი მადევს და პროქსით შემოვდივარ და არ შეუძლია მონიშვნა და ციტატაში ჩასმა
Posted by: მზეონა May 5 2011, 09:58 PM
ეძღვნება ჩემი სიხარულის თამადობით, ყველას მეგობრებს!..
http://www.youtube.com/watch?v=ldGpEgqfXZs&feature=related
(მომენატრა)
Posted by: Existence May 6 2011, 06:59 PM
რეებს აყურებინებდნენ ბავშვებს ტო....
Posted by: jonjol first May 6 2011, 09:00 PM
გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს ჩვენს საყვარელ ადამიანებთან
Posted by: მზეონა May 23 2011, 08:23 PM
ვუგზავნი სადაც არ უნდა იყოს, ჩემს ძველისძველ მეგობარს <3 http://www.youtube.com/watch?v=_dWkzTbECwc
Posted by: მზეონა Feb 19 2012, 09:11 PM
http://www.trulylovable.com/get/friendship-wallpapers/if-friends-were-flowers.htm
Posted by: მზეონა Feb 19 2012, 09:14 PM
ჩემ სიხარულ და სიყვარულ მეგობრებს <3<3<3.....
http://www.trulylovable.com/get/friendship-wallpapers/whenever-i-see-your-smiling.htm
Posted by: metallica Oct 19 2013, 06:44 PM
ციტატა(Ani_Noza @ Oct 18 2013, 05:00 PM)
მაგარ რა ჯობია მერე?
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)