ამ თემაში თუ სურვილი გექნება, შეგიძლია გამოთქვა განცდილი დადებითი ემოცია - სიხარული, სიყვარული, ბედნიერება რათა გაგვიზიარო ჩვენ ...და ყველანი ვიქნებით ბედნიერები!!!!!!!!!
ამ თემის გახსნის იდეა, იმიტომ მომივიდა, რომ მე თვითონ მაქვს ჩემი სიხარულის გაზიარების სურვილი ... თქვენთვის......
....სახლში ახლა შემოვედი, აქამდე ჩემს ბაღში ვიყავით მე და დედა და ყვავილებს ვრგავდით.. ო, რა მშვენიერი გრძნობაა, რომ იცოდეთ!!!!!!!!! ირგვლივ ყველაფერი ყვავის - ხეები, ყვავილები და ჰაერში არაჩვეულებრივი სურნელია,.. ერთი სიამოვნებაა სუნთქვა!!!!!! ...თავს ზევით ჭიკჭიკა მერცხლები დაფრინავენ და ნავარდობენ ზეცაში,.. ბინდდება... და მე აქ ვარ და ჩემს გრძნობებს გიზიარებთ!!!
მადლობა იმას ვინც გამიგო და იგრძნო
კეთილი თემაა
სულ ცოტა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის. გუშინ კოტეტიშვილს ვუსმენდი და ერთი კარგი რაღაც თქვა, ,,მე სიცოცხლის ნიჭი მაქვსო!'' ალბათ ყველაზე ნიჭიერი ადამიანი ისაა, ვისაც ელემენტარულით შეუძლია ტკბობა, ძალიან იოლია საკუთარ თავს კომფორტი შეუქმნა, თუნდაც სხვისი კარგად ყოფნით... უბრალოდ ამის სურვილი უნდა გქონდეს.
აუ მეც მინდა სადმე ბუნებაშიი
ხოდა ბედნიერება ეს არის გრძნობა, როდესაც არაფერზე არ ხარ დამოკიდებული
ეხლა ჩემი ნახატი უნდა ვაჩუქო ჩემს მეგობარს...
ამ დროს ისეთი შეგრძნებაა....ვერ ავღწერ...ჩემი სულის ნაწლი სადღაცა მიდის....
სხვა განზომილებაში....
ყველაზე ბედნიერი მე მაშინ ვარ როცა გავცემ...ჩემს სულიერ ენერგიას...
დედა
სიტყვა დედა, ალბათ დამეთანხმებით, ყველა ადამიანში განსხვავებულ გრძნობას და ემოციას ბადებს!
მე ჩემს საკუთარ აზრს გაგიზიარებთ...
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბევრი დედა მყავს -ანუ რისი თქმა მინდა, რა თქმა უნდა ბიოლოგიური დედა ერთი მყავს, რომელმაც ამ ქვეყნად მომავლინა, მაგრამ სხვა ქალებს-დედებს (ნაცნობებს, უცნობებს, ჩემზე პატარებს, მოხუცებს, უშვილოებს) ვერ აღვიქვამ გულგრილად-უცხოდ, მე მათ მიმართაც მაქვს შვილური გრძნობები!..
...საკუთრივ ჩემთვის დედა ვერ იქნება კონკრეტულად ერთი ადამიანი! დედა უფრო მაშტაბური და დიადია, ის ყველგან არის: დედა-მიწა, დედა-ბუნება, დედა-ენა, დედა-ქალაქი, დედა-ბოძი...
ჩემი დედიკო არის უძვირფასესი ადამიანი ჩემთვის, ერთი შეხედვით არაფერით გამორჩეული ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ ეს იმათთვის ვინც მას არ იცნობს! (ჩემი მეგობრებისთვის ის ნამდვილი დედაა, რადგან მე მიყვარს ისინი როგორც საკუთარი და-ძმა (და ასეთებიც არიან, რადგან სისხლით ნათესაობა სულაც არ არის საჭირო და-ძმური სიყვარულისთვის!) )
მადლობა ღმერთს იმ საჩუქრისთვის რომელსაც დედა ჰქვია! შეიძლება ეს ჩემი ემოცია გადაჭარბებულად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ასე ვგრძნობ და რა ვქნა - დედაჩემი ჩემთვის დედის იდეალია!..
ანასტასიაში, რომ წერია- ბავშვის აღზრდა უნდა დაიწყოთ საკუთარი თავის აღზრდიდანო - ამას ხუთიანზე ახერხებს! ფაქტიურად რასაც (უარყოფითს) გადააკეთებს თავის თავში- ჩვენშიც ავტომატურად გამოსწორდება ადრე თუ გვიან!
მასზე გაუთავებლად შემიძლია ვწერო და ვილაპარაკო, მაგრამ არ მინდა დავშალო ის მთლიანობა და დავამახინჯო! - იყოს ერთიანი და გაბრწყინებული!..
დედაშვილობა ეს უძლიერესი დიადი და წმინდა გრძნობაა, რომელსაც დიდი სასწაულები ჩაუდენია და მომავალშიც ჩაიდენს...
იცით, რამხელა სითბოს და სიყვარულს ვიღებ, როდესაც სხვის დედას როგორც საკუთარს ისე ვუყურებ... - არაჩვეულებრივი გრძნობაა!!!
...ტყუილად კი არ არის ხალხურ ზღაპრებში, როდესაც ყმაწვილი კუდიან დედაბერს, ან დევის დედას- სიტყვა ”დედით” რომ მიმართავს- ისინი მას ეხმარებიან (იმის მიუხედავად, რომ უარყოფითი პერსონაჟები არიან), იმიტომ რომ ეს სიტყვა ჯადოსნურია და მათ შორის უხილავი ზავი-თანხმობა იდება...
ეს ჩემ მიერ დახატული დედაშვილობაა
http://imageshack.us
Shot with http://profile.imageshack.us/camerabuy.php?model=hp+635+Digital+Camera&make=Hewlett-Packard
ძალიან დიდი სიყვარულით მახსენდება ჩემი მყინვარწვერზე მოლოცვა,.. დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი იყო ყველანაერად!
...დილას ადრე გამეღვიძა, მზე ჯერ არ ამოსულიყო, ყველას ეძინა.
გარეთ გამოვედი (მეტეოდან) და ჩემს თვალწინ არაჩვეულებრივად ლამაზი ხედი გადაიშალა - ირგვლივ ყოველმხრივ თეთრად შემოსილი დიადი მთები და მათ ფერხთით მოსეირნე ღრუბლების ქარავანი! (ძალიან ლიტერატურულად გამომდის, მაგრამ რა ვქნა) და ყოველივე ამას ზემოდან ცისფერი ჰაეროვანი გუმბათი ხურავს, ...ცაზე მოსჩანს ნათელი ცისკრის ვარსკვლავი...
...და აი, ამოდის მზე!
ის თავისი ვარდისფერი სხივებით სიყვარულით ეფერება და კოცნის სპეტაკ, ქათქათა მთას და ისიც წითლდება, ინთება და შემოდის შუქი სამყაროში...
ძალიან წარმტაცი ნახატი იყო - ახლაც თვალწინ მიდგას და გრძნობა მიჩნდება არაჩვეულებრივად ამაღლებული!
მადლობა ღმერთს.., რომ იმ წუთებში მარტო ვიდექი და არავინ არ მიშლიდა სამყაროსთან უსიტყვო საუბარს...
ეს წელს გადაღებული ფოტოა (ისე ცოტათი წარმოდგენა რომ შეგექმნათ) გერგეთის სამება და მყინვარწვერი
http://imageshack.us
Shot with http://profile.imageshack.us/camerabuy.php?model=Canon+PowerShot+A540&make=Canon
ვისურვებდი თქვენც განგეცადოთ ასეთი ლამაზი წუთები ცხოვრებაში!!!
აბა ეს ნახეთ, მგონი ძალიან საყვარელი ნახატიააა
http://imageshack.us
ზოგს რა სჭირდება ბედნირებისთვის და ზოგს რა!!!
მე ათასი მიზეზი მაქვს ვიყო ბედნიერი! და ყველაფერი აქ რომ დავწერო ფორუმი ვერ გაუძლებს
ამიტომ ცოტას დავწერ
ადამიანები უნდა ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს მოვესიყვარულოთ! არ აქვს ნაცნობ-უცნობობას მნიშვნელობა, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ეს არის მთავარი!
ორ შემთხვევას გავიხსენებ...
ერთხელ გაჩერებაზე ვდგავარ, ავტობუსს ველოდები, გავიხედე მოხუცი ბაბუა დგას გვერდზე - თეთრი წვერი აქვს და ძალიან კეთილი სახე, ლამის ანათებს! შევხედე და ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ მომინდა რამე გამეკეთებინა მისთვის, ჯიბეში კანფეტი მედო, მივედი და
-თუ შეიძლება ძალიან მინდა და კანფეტს გაჩუქებთ-მეთქი!
გაოცებით შემომხედა, -რატომო?
-გულით მინდა-მეთქი!
-შენ რამე ფარულ კამერას ხომ არ მიწყობო?- ძალიან ფრთხილად მკითხა
-არა, რას ამბობთ!
---
მოკლედ დარწმუნდა, რომ არ ვეხუმრებოდი და სხივები ჩაუდგა თვალებში! გამომართვა კანფეტი, თითქოს უძვირფასესი თვალმარგალიტი ყოფილიყოს.
-ბაბუაო, მე სოფლიდან ვარ ჩამოსული და რომ დავბრუნდები, მოვყვები, რომ ქალაქში ასე კარგად მომექცნენო!
ვერც კი გადმოგცემთ რა დონეზე გახარებულები და ბედნიერები დავშორდით ერთმანეთს! ყველაზე მთავარი მაინც ის ჩვენი სიტყვები კი არა, არამედ რაღაც ამაღლებული განწყობა იყო და გრძნობით დონეზე ინფორმაციის გაცვლა!
რატომ დავწერე ეს ამბავი? ის ჩემი ძალიან პირადულია!.. ალბათ, უბრალოდ მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს თავი!
მიმოიხედეთ ირგვლივ იქნებ ვინმეს თქვენი დახმარება უნდა, არა მატერიალური, არამედ თუნდაც ერთი პატარა გაღიმების სახით!:blush:
რამდენიმე წლის წინ რაღაც დღესასწაულია და გამოპრანჭული თმაში ყვავილებით და ხელში თაიგულით მივდივარ სასეირნოდ!.. მოხდა ისე რომ ახლობელმა ძალიან მატკინა გული გაჩერებაზე და წავიდა,. ვდგავარ მარტო და წამსკდა ტირილი , არანაერი რიდი და მოკრძალება არ ჭრის. მოდის ცრემლების წვიმა, ვერაფერს ვხედავ (”დვორნიკები” არ მუშაობს ). დავეგდე გაჩერების სკამზე და მიდი მოვდივარ!
ხოდა იქვე ახალგაზრდა კაცი იდგა, მოვიდა და მაწყნარებს, მეფერება, ცრემლებს მიწმინდავს! არ მშველის გაგიგონიათ- უვარესად ავღრიალდი პატარა ბავშვივით, რაც კი წყენა მქონდა სულ ამოვუთქვი! მისმენდა და თანამიგრძნობდა და ”ვდრუგ” ცრემლებმაც გადაიღეს, მზე ამოვიდა და გულზე მომეშვა!
ავდექი - არც მადლობა, არც ნახვამდის, სახეშიც არ შემიხედია, დავჯექი ჩამომდგარ მარშუტკაში და წავედი!
ამ დროს როგორ დამეხმარა!!!!!! დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ ვიცი ვინ არი
ასეა ადამიანები ზოგჯერ ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს გაჭირვებისა თუ სიხარულის დროს, მიუხედავად ყველაფრისა!
აი, ამ ადამიანურ გრძნობებს მინდა, რომ გაუმარჯოს!
რა ლამაზი ოქროს შემოდგომაა!!! მ ა დ ლ ო ბ ა
ესე მინდა
მეგობრობას გაუმარჯოს!!!
მეგობრობა და მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ ძალიან გამიჭირდებოდა!!
ხიზან მიყვარხარ და ეს ფოტოები..
შენ რომ არ მედგე გვერდში და ერთი-ორი კარგად არ შემანჯღრიო ხოლმე, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა
კარგი და დადებითი განწყობისთვის...
.......... be heppy.....
გაზაფხულიააააააააააააააააა
აააააააააააააააააააა
მაგარი ამინდია გარეთ!!!!!!!!!!!!!!!
უფფფფ, ეს დღეები მაგრა ვერთობი კბილის ექიმთან!!!!!!!!!!
ადრე კიდევ მეშინოდაა
აი ეს არის ჩემი ამ დღეებში განცდილი ბედნიერებაააააააა
მაგრა მეკაიფება და მიხარია!!! კიდე ვინ არის სტომატოლოგთან სტუმრობის მოტრფიალე?
მეც მიხარია ხოლმე, ოღონდ უფრო როცა გამოვდივარ ხოლმე სტომატოლოგიდან ....
დაიკო სამშობიაროშია და მოუთმენლად ველოდები პატარა ბაიას დაბადებას!!!!!!!!!!!!!!
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მიხარია რადგან ფორუმს რამდენიმე ახალი აქტიური წევრი შეემატა!!! და კიდევ დიპლომის ხატვა დავიწყე და ესეც მიკვირს და მიხარია
გუშინ ისათი სიყვარულის "ვსპლესკი' მქონდა, რომ სმს-ები, რომ არ დამეგზავნა ალბათ მართლა გავსკდებოდი!
ძალიან, ძალიან მაგარი იყო და ყველას მადლობა ვინც გამიგეთ და შემეხმიანეთ და ახლაც გესმით
მადლობა და ძალიან მიყვარხაააართ!!!!!!!!!!!
გკოცნით ბევრს
დღეს ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რადგან პატარა ცუგრუმელა ანგელოზები ვნახე!!!))))))))
დამიბრუნდა ხატვის სურვილი და ძალიან მიხარია - ამ დღეებში იმდენი ნახატი დავხატეეეე, მაგრამ აი, ატვირთვა კი მეზარება და ასე, რომ ვერ ნახავთ!;))
გვანახე რა
მადლობა თეო
ეს ვარდები შენთან არის ბაღში? და ის პატარა გოგონა შენ ხარ?
პირველი სურატი 'დედაშვილი' ულამაზესი ფერებია. ძაან მაგარია .. რა კარგია რომ ხატავ
მე ვეღარ ..
მძივებს მეც ვაკეთებდი ადრე და მახსოვს პეპლებს ვაკეთებდი ესე:
მავთული ჩვეულებრივი, ცოტა ისეთი ადვილად რომ არ იღუნება
მერე ზედ გადავაკრავდი 'კალგოტკას': ცისფერი, წითელი ან რავიცი ნებისმიერი ლამაზი ფერი
მერე პეპლის ფორმა რომ მიმეცა ბრჭყვიალა ძაფით შემოუვლიდი ნაპირებში... მოკლედ აამუშავე ფანტაზია და დანარჩენი თვითონ დაინახე თუ როგორს ვაკეთებდი
ულამაზესი იყო. მახსოვს სკოლაში მეკეთა ხოლმე და მერე ბევრმა მთხოვა მსგავსის გაკეთება
ქოლგებსაც ვაკეთებდი ფერადფერადს. ძაან საყვარლები გამოდიოდნენ
აუ რას არ ვაკეთებდი, რა ჩალიჩის თავი მქონდა :lol3:
არაფრის
ვარდები ჩემი ეზოსია
პატარა გოგონა ჩემი უმცროსი დაიკოა
რა ნიჭიერი ყოფილხარ, ისე ჩემი გატაცებაც ბისერებით ა ა.შ. ნელნელა ქარდება )
ნიჭიერი?
არაააა, ტემპერამენტის ტიპია ესეთი - მელანქოლიკი
უნდა იმოძრაოს, იფუსფუსოს, ხელები მოძრაობაში მოიყვანოს
აშენოს,ხატოს, კეროს, ქარგოს .. ისე გაგიჟდება
და რა, მეც ასეთი ვარ?
რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევ
მთავარია რომ პეპლები ძალიან ლამაზია
ძალიან ლამაზი თემაა. დავტკბი.
მადლოოობააააააააააა ყველას სახელით
ისე მიხარია სხვას რომ უხარიააა
ცხოვრება მშვენიერია და ფერები უფრო მკაფიო და ნათელი! )
დღეს ძალიან, ძალინ მიხარია!!!!!!!!!!...........
აბა, კონკურსისთვის თემა მზადაა და ყველას მოუთმენლად ველოდებით!!!
ვინ იქნება პირველი კონკურსანტი?
პ.ს. პოსტები შეზღუდული არ არის მაგრამ თემას არ უნდა გადაუხვიოთ!
(ზომიერად მკაცრი ვარ )
„ერთი კაკალი ირმასათვის“
ეს სულაც არ არის ზღაპარი, სინამდვილეა და რა სინამდვილე.
მე და ჩემს და-ძმას,– რომლებიც ჩემზე პატარები არიან, ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩემი ძმა სამი წლითაა ჩემზე უმცროსი, ჩემი და კი რვა.
ჩემს დაზე რახან რვა წლით ვიყავი დიდი, მასთან ბევრი არ მითამაშია ბავშვობაში, რადგან როცა მან თამაში დაიწყო მე უკვე „დიდი“ გოგო ვიყავი, მე და ჩემი ძმა კი ბევრს ვთამაშობდით ხოლმე ერთად. თამაშის დროს ხან ვჩხუბობდით, მაგრამ ვინ გაბედავდა დედასთან ენის მიტანას , დედა ორივეს დაგვსჯიდა და მეორე წუთში აღარ გვახსოვდა და ისევ ვთამაშობდით. ვიცოდით რომ არ უნდა გვეჩხუბა, და თუ მაინც ვიჩხუბებდით არ იყო მტყუანი და მართალი და ასე ისევ ვშველდებოდით, და ვთამაშობდით
არ არსებობდა რამე შეგვეჭამა უერთმანეთოდ, თუ ვინმე რომელიმეს ერთ კამფეტს მოგვაწვდიდა, მოვრბოდით სახში და ყოველთვის შუაზე ვიყოფდით. ასეთი გემრიელი კამფეტები, მხოლოდ მაშინ იყო
ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ გვქონდა სახლი რაიონში. ერთხელაც მამაჩემი წავიდა სოფელში ერთი დღით და თან მარტო ჩემი ძმა წაიყვანა. მაშინ ჩემი ძმა დაახლოებით სამ წლის იყო. ჩემმა ძმამ ეზოში ერთი კაკალი იპოვა(ეზოში კაკლის ხე არ გვედგა), როგორც ჩანს რომელიმე ფრინველს ჩამოუგდია გასატეხად. ხოდა აიღო კაკალი და თბილისში წამოიღო ირმასთან ერთად გავტეხ და შევჭამთო. წარმოიდგინეთ პაწუა ხელი და პაწუა ჯიბე, რომელიც მას ჰქონდა.
დადგა წამი და კაკალი ერთად გავტეხეთ. მაგრამ კაკალი ცარიელი იყო
ასეთი საჩუქარი მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი სიყვარულია, ძალიან დიდი სიხარულია
33 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ეს სიხარული არ წაშლილა და არც წაიშლება არასოდეს. ეს ნამდვილი წრფელი სიყვარულია
გიყვარდეთ ყველას ასე ერთმანეთი და იმ წუთის გრძნობა რაც მე მქონდა ყველას გადმოგდებოდეთ და იყოს სიყვარული მარად ძლიერი
ირმას ამბავმა გამახსენა ერთხელ ავად ვიყავი და ძამიამ ერთი ცალი შოკოლადი მომიტანა. დღესაც მახსოვს რა ბედნიერი იყო.
ეს შოკოლადი განსაკუთრებული იყო. თუ გახსოვთ რეკლამა იყო ხოლმე ბალერინა ცეკვავს და მერე ლამაზად შეფუთულ შოკოლადს აჩვენებენ. ხოდა მოვიდა და ძალიან დიდი სიყვარულით ეს ერთი ცალი შოკოლადი მომცა
ეს შოკოლადი განსაკუთრებით მიყვარს და ხშირად ვყიდულობ ხოლმე
ე.ი ჩანახატებიც შეიძლება. და ჩემს თავზე შემიძლია ის ვთვა რომ შეიძლება უცებ ისეთმა ელემენტარულმა რაღაცამ მომანიჭოს ბედნიერება რომ სხვას ამაზე გაეცინოს... უიიი,არ ღირს თქმად.... ჯობია სხვისი ეს ჩანახატი დავწერო...სხვა ამდაგვარებსაც ვნახავ და დაწერ
"რაზე ჩურჩულებენ ჯვრისწერის სანთლები"
_ნახე გათენდა
_ჰო, მგონი როგორც იქნა
უჩურჩულა ერთმა ყვითლად ჩამოქნილმა სანთელმა მეორეს, რომელიც მასზე მიკრული იყო
_დღეს ჯვრისწერაა, ალბათ ეკლესიაში დაგვანთებენ.
_ისინი სიყვარულით იწვიან, ჩვენ კი ცეცხლით დავიწვებით. . .
_ეჰ,რას იზამ, ასე ყოფილა განგების ნება, ისე მაინც ბედნიერი ვარ, ჩვენ ხომ ორი ადამიანის შესაერთებლად დაგვანთებენ.
_ჰმ! დიდი ბედნიერებაა
_ჩუ, მგონი მოდიან
_აი, ნახე ნეფე-დედოფალიც გამოჩნდა, რა ლამაზი კაბა აცვია არა?
_კი, ორივე ლამაზები არიან, თან სიყვარულით არიან გაცისკროვნებული. მეც ადამიანი ვიყო და მეც შემეძლოს სიყვარულის განცდა, აუცილებლად შეგიყვარებდი.
_მე დედოფალს ვეკუთვნი, შენ კი ნეფეს, ესე იგი მე დღეს დედოფალი ვარ, შენ კი ნეფე.
_ვაი,ვაი, თავზე ცეცხლი წამეკიდა.
_ცოტა მოითმინე ჩემო კარგო, მე ხომ ხედავ როგორ ვაჟკაცურად ვითმენ.
_ნახე, ნახე, ნეფემ რა სინაზით აკოცა დედოფალს.
_შენ რატომ კანკალებ?
_არა, მე არ ვკანკალებ, უბრალოდ დედოფალს უკანკალებს ხელები, ალბათ ეს მისი პირველი კოცნა იყო.
_ღმერთო! რა ბედნიერები არიან არა? არ ვნანობ რომ მათ სიყვარულს ვეწირები.
_მე კი, მათ შემხედვარეს ლოცვა მინდება, მოდი ილოცე, მე კი ამინს გეტყვი ბოლოს!
_ღმერთო! შენ ხომ სიყვარული ხარ, შენ ხომ სიყვარულით შობე შენი ძე, ჩვენც ამ სიყვარულს ვეწირებით. . . ეს სიყვარული კი ყოფილიყოს ისეთი წრფელი და უანგარო, როგორიც ჩვენგან ჩამოღვენთილი ცრემლებია. . .
_გვისმინე ღმერთო, ამინ!
ამ რამდენიმე დღის წინ მეც ვმგზავრობდი ავტობუსით და თითქმის მზგავს სიტაუციაში ამოვყავი თავი, ოღონდ ის რადიკალურად დადებითი გამოვიდა!
ან უბრალოდ ვარდისფერი სათვალეებიდან ვუყურებდი? http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
..მოკლედ, ვზივარ უკან და ჩაძირული ვართ მგზავრები ჩვენ-ჩვენ ფიქრებში და "ვდრუგ" ამოდის კაცი, რომელიც რაღაც მანქანებით უკრავს დოლ-გარმონზე http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm და თან არ ამღერდა?!! ( რეპერტუარს ვეღარ ვიხსენებ )
ავტობუსმა ეგრევე გამოიღვიძა და გამოცოცხლდა.. ატყდა ფხუკუნ-შუშუნი და დადებითმა ემოციამ მაქსიმალურზე აიწია!!
ნუ ჩათავდა ეს "გრძელი" გაჩერება და ფულით დაჯილდოვებული ბიძია გავაცილეთ მხიარული მზერით, მაგრამ ჯერ სად ხარ!!!!!!!! ვსო ვ პერედი!!!
კარებმა დახურვა ვერ მოასწრო, რომ პატარა კარუზოს ხმამ არ დაფარა მთელი ავტობუსი?! ის ჩავიდა და ეგ ამოვიდა)
..ხალხი ჯერ გაისუსა და მერე, რომ იფეთქა სიცილმა ვინ სად დახოხავდა ვერ გადმოგცემთ (აქ ავტორის უტრირებაა, ბოდიშით-ვერ მოითმინა და როლებში შეიჭრა! )
მოკლედ, "პუბლიკის" ასეთ თავშეუკავებელი რეაქიას არ ელოდა "კარუზო" და შეცბუნებული მიყუჩდა დამფრთხალი ბარტყივითა (ეტყობა იფიქრა- ამდენი გიჟი ერთად როგორ შეიყარაო?) მარა ჯერ კიდევ სადა ხართ!
აუხტა ერთი სპორტსმენი ტიპი (რომლის საუბრიდანაც გამოჩნდა, რომ ამის რეპერტუარს უკვე იცნობდა) და უკვეთავს მიდი სერიალი შეასრულეო და ფულს მე მოგცემო!
ნუ ჩვენ დავაღეთ ფართოდ თვალები და მივაჩერდით იმას (ანუ კარუზოსა), ხოდა ის გაყუჩებულია ისევ, მაგრამ ორ წუთში აზრზე მოვიდა და არ ჩაგვირთო თავის რეპერტუარი ნუ ჩვენ ავყირავდით და ვიღას ახსოვდა დოლიანი კაცი http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
ეს იყო რაღაც და "პროსტა" უნდა გენახათ რა!!!!!!! http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
..სამწუხაროდ გაჩერებაც მოახლოვდა და ეს შემსრულებელიც გავისტუმრეთ, მაგრამ ხალხი ისეთ "უდარში" ვიყავით, რომ ჩემ გვერდზე ქალი კაიფობდა- ახლა მესამეც რომ "გაიჩითოს" ეგეთიო?!.. მაგრამ "ნა ეტომ ნაში პრიკლუჩენია ოსტანავილის"? ..
to be continued..
პ.ს. პოსტი დაწერილია იმპროვიზირებულად, რომ მაქსიმალურად გადმომეცა განწყობა! ასე, რომ თუ შეგხვდათ შეცდომები ბოდიშით
იყო ბედნიერი,–ნიშნავს გიყვარდეს
ბედნიერებისათვის არ გვჭირდება მიზეზები. ჯერ არის ბედნიერება და მერე როცა მიზეზებზე ფიქრი იწყება, რჩება მხოლოდ მიზეზები.
დაე ყოფილიყოს ბედნიერება და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ მიზეზებს. ჰა, ჯერ კიდევ ორჭოფობთ, არ გადაგიწყვეტიათ იყოთ ბედნიერი? იყავით რა, გაიღიმეთ რა pleeeeeeeeeeeeeeeeeeeaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaase
Счастье как произведение искусства >> http://psychologies.ru/themes/personality/archive/personality_1554.html
საინტერესო სტატიაა
მიხარიაააააააააააააააა
გუშინ დილას გავიღვიძე საოცრად სევდიანმა და ვიწუწუნე: ”ყველა ჩემი ძველი მეგობარი საზღვარგარეთაა, აქ მხოლოდ ერთი მეგობარიღა დამრჩა და იმასაც ვერ ველაპარაკები წესიერად, თანაც ისიც მალე მიდის.” ისე მოვიწყინე, რომ შუადღისას ისევ დავწექი და საღამომდე საწოლიდან არ ავმდგარვარ და ისიც იმიტომ, რომ ის ერთი დარჩენილი მეგობარი წვეულებას აწყობდა და ხალხს ეპატიჟებოდა. წასვლაც კი არ მინდოდა და რა მოხდა მერე იცით, არ დაიჯერებთ. ჩემი ორი უახლოესი მეგობარი ჩამოსულა გაფრთხილების გაერშე და სურპრიზი გამიკეთეს. თვალებს არ ვუჯერებდი, არც ყურებს. ასეთი ბედნიერი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. სურვილი ისე ახდა ჩაფიქრებაც ვერ მოვასწარი. ბედნიერი ვარ.
Shou რა კარგიააა
მიკაალხართ და იყავით სულ ბედნიერები და გახარებულებიი
არ გინდათ რა ხალხნოო!!! ცოტა გაიღიმეთ და უკანასკნელ მოჰიკან-ღიმილაკსაც ნუ ჩაკლავთ
აუ, TeO მადლობა ამდენი პოზიტიური ენერგიისთვის. "თუ ქვეყანა იქცეოდა შენ რა გიხაროდაო" აი, მასეა ეხლა ჩვენი საქმე დღეს ბითლზების "Happiness" მიტრიალებს სულ თავში.
Shou
Shou
TeO
ვიღიმით მაშ
დღეს მეც მიხარიაააააააა, რადგან გუშინ კარგი დღე იყო და დღეს მიხარიაა
http://www.youtube.com/watch?v=ORC8YSS1WrI&eurl=http%3A%2F%2Fteen%2Ege%2Findex%2Ephp%3Fshowtopic%3D32128%26hl%3D&feature=player_embedded
მოვაწყოთ ერთი ასე დღეე... არ ვართ ქართველები ღირსები მარა მაინც
გუშინ ზღვაზე ვიყავი და ვიბანავეეეეეე, ძალიან სასიამოვნო იყო ზღვა,– სუფთა, მაცოცხლებელი, ძალის მომცემი... მერე სანაპიროზე ფეხშიშველა სიარულით ვისიამოვნე, ძალიან კარგი იყოოოო
http://www.youtube.com/watch?v=LCs2ljRxkLw&feature=related
აი, მე რა მაჩუქეეს მ ი ხ ა რ ი ა ! ! .
სასიხარულოა ასევე ჩვენი ფორუმი http://www.esoteric.ge/forum
ირმა
მეც მიხარია!!!
ესეც ზღვაააააააააააააააააააა
ვარდი
ამოიწია თემამ
http://www.mysmiley.net/free-happy-smileys.php
http://pic4ever.com/index-2.htm
ირმა ვაუ, რა მაგარი სმაილებიაა
ამათ ბეეევრი რედ ბული აქვთ დალეული http://www.thescubasite.com/Scuba-Diving-Forum/
TeO
აი ეს განსაკუთრებით ამ თემას შეესაბამება:
გადავიკითხე თემა და ამ სიცივეში მართლაც კარგად ათბობს
დღეს ირაკლი ფარჯიანის ახალ გამოცემული ალბომს (საააკმაოდ სქელტანიანი) ვათვალიერებდი და ცრემლები მომდიოდა ღაპაღუპით.. ბედნიერებაა )))) ანუ მიხარიაა!! მისი ნამუშევრები არაჩვეულებრივად დადებით ემოციებს იწვევს, თუნდაც რეპროდუქციითაც
კიდევ ორი ნახატი გავაშვილეე
მე როგორ შენი ერთერთი ნახატის მომავალი დედობილი, მოხარული ვარ და ვიმედოვნებ კიდევ ბეეეევრს დახატავ
TeO
ეს თემა სიხარულის თემაა და დღეს ძალიან მიხარია და მიყვარს ყველააააააა
მეც მიყვარს
ძალიან ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ იმით რომ შემიძლია ჩემთვის საყვარელი ადამიანები სულში და გულში ჩავიკრა ბედნიერი ვარ მაშინაც როცა,სითბოს და სიყვარულს მჩუქნიან ბედნიერი ვარ იმით რომ საერთოდაც ვარ ! ! !
რომ შემიძლია სხვებიც გავახარო, აუუუ ეხლა მართლა მაგრად ვარ, ყველაფერი ცუდი,ადრე თუ გვიან მთავრდება სოლომონ მეფეს ჰწონდა ერთი ბეჭედი,რომელზეც ეწერა, და ესეც გაივლის,
ასე რომ dont worry, be happy !
http://www.radikal.ru
გაივლის პაწუ გაივლის აბა რას იზამს. არ არსებობს განსაცდელი რომელიც არ მტავრდება ეგებ უფალი გცდის?? მოთმინებას გასწავლის, გწრვთნის, გაივლის ყველაფერი და მერე შენც ხმამაღლა იტყვი, რა ბედნიერი ვარრრრრ!!!! მიკალქალ გულში
მათ საყურადღებოდ ვინც უბედურად გრძნობს თაცს: ჩამოკიდეთ კარებზე წარწერა: "ყველაფერი წარმავალია!"
მხოლოდ ერთი რჩევა: ეს წარწერა მას შემდეგაც არ ჩამოხსნათ რაც ბედნიერად იგრძნობთ თავს!
ნუ ეს შოუს სიტყვების სხვანაირი ინტერპრეტაცია იყო!
ანუ, ჩამოკიდეთ კარებზე "ესეც გაივლის" და მერე ყველა და ყველაფერი შეუმჩნევლივ ჩაუვლის თქვენს კარებს
რატომ შერაცხავთ ხოლმე უბედურებად მაშინვე?
არაფერიც არაა უბედურება
უბრალოდ უკვე დავიღალე და მაინც ვიტან,როდემდე მომიწევს არც ეგ ვიცი,არადა უბედური არ ვარ,ყველაფერი ჩემს ხელშია,ან როგორ ვიყო უბედური,როდესაც ასეთი ემგობრები მყავს?
არა ვარ უბედური ნუ მომაკერეთ იარლიკი
რა კარგები ხართ, მიყვარხართ და ბედნიერი ვარ რომ არსებობთ
ამ ფორუმზე მართლაა ის ხალხი ვისი არსებობის გამოც საოცრად მადლიერი ვარ
დღეს კუს ტბის ზემოთ მთები დათოვლილი იყო და თეთრად ქათქათებდა
აი, რა მიხარია..ასეთი მშვენიერი პეიზაჟის ცქერა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
BE HAPPYYYYYY
ამ ბოლო დროს სულ ბედნიერი ვარ ხოლმე და მიყვარს როცა ადამიანს ეგ გარედანაც ეტყობა ხოლმე, ზოგი ისეთი სახით დადის ვერაფრით რომ ვერ იჯერებ როგორ შეილება იყოს ეგ ადამიანი ბედნიერი როცა არაფერი ეტყობა აი მასეთი რაღაცეები არ მესმის, მიყვარს ადამიანი რომ ანათებს ხოლმე ბედნიერებისგან, რა ლამაზია არა მასეთ დროს.. და კიდევ რა პრობლემაც არ უნდა გქონდეთ საერთოდ ეგ იდეაში არც არსებობს ყველაფერს თქვენ იგონებთ ხოლმე ნა ბედნუუ სვოუ გოლოვუ მაგრამ მაინც ეცადეთ რომ ბედნიერები იყოთ ვერ ვხვდები რა გიშლით ამაში ხელს.. ხშირად გაიღიმეთ გიყვარდეთ ერთმანეთი, თუნდაც ახლობელი თუნდაც უცხო, გიყვარდეთ რა ვახ ცხოვრება განა ზეა, მაგარი, სუპერ პუპერ და რაღაც კიდე უბრალოდ კარგია..... და ამას არ იძახის ის ადამიანი ვისაც ოჯახი ჰყავს, ან ბევრი მეგობარი, ან სასახლე აქ, ან სამსახური, შეილება სულ არ მქონდეს ეგ ყველაფერი და საერთოდ მაროტობისგან ვიტანჯებოდე ეგ ხომ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, ამჩნევთ ხო ყველა ძალიან დაკავებული რომაა და ერთმანეთისთვის რომ აღარ სცალიათ ეგ ისე ზოგადად, რაღაც ორ სამ შემთხვევაზე არ მაქ ლაპარაკი. ხო და მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება მაინც კარგია, ალბათ იმიტომ რომ ამ ყველაფერზე ზემოთ დგას ან ეტყობა მე ვაყენებ :-? მოკლედ რა მნიშვნელობა აქ ჩემთან მუდამ მზეა, თქვენც იგივეს გისურვებთ
Andrea
რომ იცოდე როგორ კარგად მესმის შენიიიი
მართალი ხარ ხო იცი, ზოგჯერ მიზეზების ძებნა სულაც არაა საჭირო რომ თავი ბედნიერად იგრძნო ,როცა ძალიან კარგად ვარ, (ერთი სეხედვით სხვებისთვის უმიზეზოდ)
მაგ დროს სულ ჰერმან ჰესეს სიტყვები მახსენდება ხოლმე,
"ადამიანი შეიძლება არც ფლეიტას გაეკაროს,არც ვიოლინოს სიმს შეახოს ხელი,მუსიკა კი მის სულში ხმიანობდეს და ხმიანობდეს "
ასეა როცა ბედნიერებით სიცოცხლე გიხარია არაა საჭირო გამოიძიო რატომ, უბრალოდ უნდა შეირგო და ეგაა
ეს სმაილი მიყვარს მაგრად
ახლა კიდევ ერთი ჩემი ნახატი გავაშვილე ბედნიერება, სიხარული, სიყვარულიიიიი
დედამიწას თქვენი ღიმილი სჭირდება, ძაააალიან სჭირდება
http://www.youtube.com/watch?v=P5ItNxpwChE
ბედნიერი ვაააააააააარრრრრრრ აეეეტტტ
i'm happpy ,i m happy, i m happpyyyyyy yy
ყველანი მიყვარხართ ! ! !
sentimennte
გაიღიმეთ!
http://www.youtube.com/watch?v=gakWXPIXcdU&feature=related
მიხარიააააააა! რა ლამაზი დღეაა დღეს ჩემი შეყვარებული ჩამოდის ჩემთააან ყველას გისურვებთ ასეთ ბედნიერ დღეებს!!!
ვაიმეეე ძალიან მიხარიაა
Fee
რაღაც საეჭვოდ დაიკარეგე ქალო.
გამოჩნდი რა
რაღაც სააეჭვოდ ხარ შენ დაკარგული
Emigranti
ყველაზე დიდი ბედნიერება მართლა წამიერია, თუნდაც სრულიად უცნობს რომ დაეხმარები, უთანაგრძნობ, მადლს რომ იზავ, ქვაზე დადებ და მეორე დღისთვის რომ აღარაფერს ელოდები. უანგაროდ გაკეთებულ სიკეთეს ყოველთვის უდიდესი ბედნიერება მოაქვს
მზეონა
позитиввввввввввв... >> http://www.youtube.com/watch?v=T0M9b_lqzDk&NR=1http://www.youtube.com/watch?v=T0M9b_lqzDk&NR=1
ოხ,როგორ მინდა სულ დადებითი ემოციებით ვიყო გაჟღენთილი.ამოვიდა ყელში ამდენი ბოღმა და უარყოფითი ემოციები.
ვიცი რომ სულ მარტივია იყო ბედნიერი,მაგრამ არ გამომდის.
მაგრამ ვდევნით უარყოფით აზრებს,რაც უფრო მეტი დადებითი აზრებით გაივსება ჩემი ბაშკა მით უკეთესი.
აი,ენას გიყოფთ და გავდივარ.
ირმა
იიისა იცი რომ შენგან რაღაც დედობრივი სითბო მოდის?
emilie
Мы желаем счастья вам >> http://www.youtube.com/watch?v=mGbYDsyt2Dc
მშ
Текст песни «Мы желаем счастья вам»
В мире, где кружится снег шальной,
Где моря грозят крутой волной,
Где подолгу добрую
Ждём порой мы весть,
Чтобы было легче в трудный час,
Нужно верить каждому из нас,
Нужно верить каждому
В то, что счастье есть.
Мы желаем счастья вам,
Счастья в этом мире большом,
Как солнце по утрам,
Пусть оно заходит в дом.
Мы желаем счастья вам,
И оно должно быть таким,
Когда ты счастлив сам,
Счастьем поделись с другим.
В мире, где ветрам покоя нет,
Где бывает облачным рассвет,
Где в дороге дальней
Нам часто снится дом,
Нужно и в грозу, и в снегопад,
Чтобы чей-то очень добрый взгляд,
Чей-то очень добрый взгляд
Согревал теплом.
Мы желаем счастья вам,
Счастья в этом мире большом,
Как солнце по утрам,
Пусть оно заходит в дом.
Мы желаем счастья вам,
И оно должно быть таким,
Когда ты счастлив сам,
Счастьем поделись с другим.
Мы желаем счастья вам,
Счастья в этом мире большом,
Как солнце по утрам,
Пусть оно заходит в дом.
Мы желаем счастья вам,
И оно должно быть таким,
Когда ты счастлив сам,
Счастьем поделись с другим.
Мы желаем счастья вам,
Мы желаем счастья вам,
Мы желаем счастья вам!
პ.ს. ატმან, შენ ალბათ ტორსუნოვი გაგახსენდებოდა
მზეონა
ბავშვობა გამახსენდა..
საკურა აყვავდაააა, ნახვა მინდააააა
ფუჯიიიი
აი, ასეთი დავიარები და მიხარია
(ძველია,წელს ჯერ არ აყვავებულა,მოუთმენლად ველოდები და მანამდე მარტო ფოთლების გადაღებით შემოვიფარგლები )
გაიხარე! მზეონა
რა სურათებიიი. ასეთი ლამაზი ბაღი მინდააა.
რა სურნელი იქნებააა. სლ მინდა, რომ მქონდეს პატარა სახლი დიდი ეზოთიიი.
გაზაფხული უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნება:
http://pix.ge/
მარწყვიიიიი ))
http://pix.ge/
http://pix.ge/
და ყვავილები)))
http://pix.ge/
გუშინ კლუმბაში ბეევრი ყვავილები დავრგე .. შეგრძნება _არაჩვეულებრივი!!!!!!!!!!!!!
ფორუმზე ძალიან დათბა და ეს მახარებს!!! ყველას სიყვარულს გიგზავნითო
მზეონა
ეხლა ვზრდი, ლიმნის ხეს ქოთანში, ძალიან მიდოდა და ჩემმა მეგობარამა ძალიან გამახარა და მაჩუქა და ისე დავფოფინებ თავზე, ჯერ პატარაა
Lashapoli
მე მაჩუქეს ლიმონი, მაგრამ დიდი იყო უკვე რომ მომიყვანეს. რაღაც ცოტა უჭირს თითქოს. თბილისში არ ცხოვრობდა მანამდე და მგონია რომ მაგიტომ უჭირს ვერ ძლებს აქ.
წყალი უყვარს და მზე, ხო იცი
თუ პატარაა არ გაუჭირდება, კარგად მოუარე, მოეფერე და დიდი და ჯანმრთელი გაიზრდება
ხო ვეფერები ხოლმე )))) ვიცი უფრო ნოტიო ადგილები უყვარს, ღია მზესთან შედარებით
http://www.youtube.com/watch?v=d-diB65scQU
http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1182
ცხოვრების სტილი,–პოზიტიური ენერგია ძალიან სასიამოვნო სტატიაა, დავაკოპირებ :
პრაქტიკული გაკვეთილები და რჩევები/
პოზიტიური აზროვნება წარმოადგენს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისადმი დადებით მიდგომას, რომელიც ვლინდება ფაქტის, მოვლენის, საკუთარი თავის, მთლიანად ცხოვრების მიმართ პირად მოსაზრებასა და დამოკიდებულებაში. ამგვარი აზროვნება გამოიხატება სიხარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, შექმნილი სიტუაციისა თუ მიღებული გადაწყვეტილების წარმატებულად დასრულების მოლოდინში. მაგრამ განა ყველას ესმის და სჯერა პოზიტიური აზროვნებისა. ზოგს ის უაზროდ მიაჩნია და დასცინიან კიდევაც ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ ამ სახის აზროვნების პრინციპებს. იმავდროულად მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებისთვისაც მისაღებია აზროვნებისადმი ამგვარი მიდგომა და რომლებმაც იციან როგორ უნდა გამოიყენო პოზიტიური აზროვნება დადებითი შედეგების მისაღწევად. ამის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საზოგადოების ყურადღება ამ თემისადმი გამოკვეთილად იზრდება.
ეს მასალა დააინტერესებს მათ, ვისაც სურს, რომ მისი ცხოვრება ნათელი და სიკეთის მომტანი გახდეს.
გავიხსენოთ ჭიქის კლასიკური მაგალითი: „ჭიქა ნახევრად ცარიელი თუ ნახევრად სავსეა ?“ (რეალურად კი სითხე ზუსტად ნახევარი ჭიქა ასხია). ოპტიმისტი და პესიმისტი, მათი ხედვიდან გამომდინარე, განსხვავებულად შეაფასებენ ამ ფაქტს.
გამოდის, რომ ჩვენ თვითონვე ვირჩევთ, როგორი რეაგირება მოვახდინოთ ამა თუ იმ მოვლენაზე. ნებისმიერ ვითარებაში ადამიანს შეუძლია იპოვოს ის, რაც მას შთააგონებს ან ის , რაც მას თრგუნავს. მნიშვნელოვანი კი ის არის - რაზეა მიმართული მისი ყურადღების ფოკუსი - პოზიტივზე თუ ნეგატივზე.
შთამბეჭდავი მაგალითის სახით მოგიყვებით სხვა საინტერესო ისტორიასაც, რომელიც ხშირად გხვდება ინტერნეტში. ფეხსაცმლის ორი გამყიდველი გააგზავნეს აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ფილიალის გასახსნელად. პირველი გამყიდველი ჩადის ახალ რეგიონში და ხედავს, რომ ყველა ფეხშიშველი დადის. ურეკავს უფროსს და მწუხარებით აუწყებს: „უფროსო, აქ ყველა ფეხშიშველად დადის “. ჩამოდის მეორე გამყიდველი, ისიც ხედავს, რომ ყველა ფეხშიშველია და სიხარულით ყვირის ყურმილში: „უფროსო, სასწრაფოდ გამოაგზავნე ფეხსაცმლის ორმაგი პარტია!! აქ ყველა ფეხშიშველია! “ პირველ შემთხვევაში ადამიანს ეკარგება ინტერესი, მეორე შემთხვევაში კი - საოცარი წარმატების მოლოდინშია, იგი შთაგონებისა და ამაღლების ტალღაზეა.
ცხოვრების გაკვეთილი: ცხოვრებისგან ადამიანი ყოველთვის იღებს იმას, რასაც ელის.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. წვიმს... ოპტიმისტმა გაიხედა ფანჯარაში და იფიქრა „წელს კარგი მოსავალი იქნება!“, ან „რა კარგია, ქოლგა რომ გამაჩნია“. პესიმისტმა გაიხედა და სევდიანად გაიფიქრა: „არ გავცივდე დღეს!“, ან „როგორ წავიდე ახლა? ახალი ფეხსაცმელი ხომ გამიფუჭდება, არა და სწორედ მის ჩაცმას ვაპირებდი“, ან იტყვის ხშირად გამოყენებად ფრაზას - „ეს რა უბედურებაა?“. აქედან გამომდინარე ოპტიმისტს კარგი მოსავლის მიღების, ან სასარგებლო საქმეზე ქოლგით წასვლის შესაძლებლობა უჩნდება, პესიმისტს კი მხოლოდ ის რჩება, რომ ავად გახდეს, ან გაუფუჭდეს ფეხსაცმელი, ან და საერთოდ უბედურება დაემართოს. და თუ ოპტიმისტი არ ცხოვრობს სოფელში და უშუალოთ თვითონ არ ელოდება უხვ მოსავალს, კარგი ხილის ყიდვის დროს მაინც იფიქრებს: „ეგრეც ვიცოდი - კარგი მოსავალი რომ იქნებოდა...“. პესიმისტი, წვიმის დროს რომც არ წასულიყო არსად, უსაქმურად წოლის შედეგად მაინც ცუდად გახდებოდა და იტყოდა: „აი, ეს სულ წვიმის ბრალია... წვიმა, რომ არ მოსულიყო, ხომ წავიდოდი სადმე, ამდენს არ შევჭამდი და ცუდად არ გავხდებოდი“.
მიაქციეთ ყურადღება, რომ თვითოეულმა ის შედეგი მიიღო, რომელსაც ელოდებოდა. ამიტომაც, თითქმის შეუძლებელია ოპტიმისტს და პესიმისტს შეაცვლევინო აზრი და დამოკიდებულება - ისინი ყოველდღე ღებულობენ საკუთარი მოლოდინის დასტურს. აქ მუდმივად მუშაობს ერთი და იგივე კანონზომიერება: ანუ რამდენიც არ უნდა უმტკიცო, რომ შავი შავია და თეთრი - თეთრია, მაინც საკუთარი აზრით იცხოვრებს... იმედი გვაქვს, რომ უმეტეს პესიმისტს სურს გახდეს ოპტიმისტი, რაც მისი აზრით შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველაფერი ხომ „მართლაც ცუდად არის“.
ცხოვრების გაკვეთილი: როგორ გამოვიმუშავოთ პოზიტიური აზროვნების უნარი?
ძალიან მარტივად: პოზიტიურად დაიწყეთ ფიქრი. იმისათვის, რომ არ იფიქროთ ნეგატივზე, პოზიტივში ჩადეთ თქვენი ენერგია. მიუჩვევლობის გამო თავიდან გაგიძნელდებათ. შემდგომში კი პოზიტივი იმდენად შეავსებს თქვენს ცხოვრებას, რომ ნეგატივისთვის ადგილიც კი არ დარჩება, ის - „გაქრება“.
უდაო, რომ პოზიტიური აზროვნება ნეგატივურზე უკეთესია, ამის შესახებ ბევრმა იცის. მაგრამ, ერთია - იცოდე და მეორეა - ამ წესით ცხოვრობდე.
როგორ გამოვიმუშავოთ პოზიტიური აზროვნების უნარი?
პირველ რიგში დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი ბედ-იღბალი ჩვენი ყოველდღიური ფიქრების შედეგია. ყველაფერი უშუალოდ აზროვნებაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ დადებითი აზრები ჭარბობენ, ადამიანის ცხოვრება ივსება პოზიტიური მოვლენებით. ოდნავ სახუმარო სიტუაციამ: „მომილოცე! კომპიუტერი გამიფუჭდა“, რომელსაც მოჰყვება დასკვნა: „ესეიგი მალე ახალს ვიყიდი!“, შეიძლება მიგიყვანოს ახალი კომპიუტერის ყიდვამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტრიქონის წაკითხვის დროს პესიმისტი ფიქრობს: „რა სისულელეა! ფული, თუ არა მაქვს, როგორ ვიყიდი ახალს?“ რაზეც შეიძლება ვუპასუხოთ - ფულის უქონლობის შემთხვევაშიც ოპტიმისტი პოზიტიურად მიუდგებოდა ამგვარ სიტუაციას. მაგალითად: „კიდევ კაი, რომ ეს მოხდა ახლა, ხვალ მექნება ფული და დაზიანებას შევაკეთებ ...“. ალბათ ატყობთ მათ აზროვნებაში სხვაობას? ეს მარტივი მაგალითი აღიქვით როგორც იმის ილუსტრაცია თუ როგორ მოქმედებს და რა გავლენას ახდენს პოზიტიური განწყობა ადამიანის ცხოვრებაზე.
პოზიტიური აზროვნების უნარის გამომუშავების გზები:
პოზიტიური გამონათქვამები
მაგალითად: „დღეს ძალიან კარგი დღე მექნება“, „ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა“, „დღეს წარმატება, ბედნიერება, კეთილდღეობა მელის“. ამ სახის გამონათქვამები თქვენი ცხოვრების ნებისმიერ მოვლენას პოზიტიური ენერგიით ავსებენ. ამით ხელს უწყობთ მოვლენის, რომლის შესახებ ჯერ არც კი იცით, წარმატებულად განვითარებას!
დაიწყეთ მარტივად - ყოველდღე დილით გაღვიძების დროს, შუა დღეს ჭამის დროს, საღამოს ძილის წინ აუცილებლად წარმოთქვით: „რა კარგია!“. შემდგომ უფრო ხშირად გამოიყენეთ და გაამდიდრეთ ამ სახის გამონათქვამები: „რა მშვენიერია!“, „რა ლამაზია!“, „რა ბედნიერებაა!“...
გახსოვდეთ - სიტყვას დიდი ძალა აქვს!
წარმატების დღიური
წარმატების დღიური - რვეული ან ბლოკნოტია, რომელშიც ყოველდღიურად ჩაიწერთ საკუთარ მიღწევებს. ზოგიერთი ადამიანის პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ ჩვევად აქვს ქცეული აქცენტის იმაზე გაკეთება რაც შეუსრულებელი რჩება, ან რაც არ გამოუვიდა. ამ ტიპის ადამიანს ასე ასწავლეს, ის ასე აღზარდეს. წარმატების დღიურის ამოცანაა - ისწავლოთ აქცენტირების კეთება გაკეთებულსა და მიღწეულზე. სხვათა შორის ე.წ. ბლოგების ან სოციალური ქსელების მეშვეობითაც შესაძლებელია შეასრულოთ ეს ამოცანა. მაგალითად თქვენს ბლოგში ან Facebook - ის თქვენს გვერდზე მუდმივად თუ დააფიქსირებთ საკუთარ დადებით აზრს, განწყობას, მიღწევას თქვენს მიმართაც შეიქმნება პოზიტიური განწყობა და გარემო. ამით თქვენი ცხოვრება უფრო სახალისო გახდება.
„მადლიერების ატრიბუტი“ ანუ თილისმა
ეს შეიძლება იყოს პატარა ზომის ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ატარებთ ჯიბით ან ჩანთით: ჯვარი, ან სხვა რელიგიური ნივთი, აგრეთვე შესაძლოა ეს იყოს თქვენთვის ძვირფასი და სამახსოვრო მონეტა, კრიალოსანი, ბრელოკი, ზღვის ქვა და ა.შ. მას როდესაც დაინახავთ ან ხელს მოჰკიდებთ თქვენს სიცოცხლეში ყველა სიკეთისთვის, რაც გაგაჩნიათ მადლიერებას გამოხატავთ. ორიოდე წუთით, პოზიტიურზე ფიქრით, ხელში დაიკავეთ ეს ნივთი. ამით თქვენ გამოსცემთ პოზიტიურ ენერგიას, რომელზეც სამყარო შესაბამისად გიპასუხებთ.
რამდენად ხშირად გაგიგონიათ ფრაზა და მოწოდება: „იაზროვნე პოზიტიურად“? როგორც წესია ამ სიტყვებით მიმართავენ ადამიანს, რომელიც განიცდის წარუმატებლობას, ცუდად გრძნობს თავს ან რაღაცით არის შეწუხებული. მაგრამ ბევრი ადამიანი სერიოზულად არ აღიქვამს ამგვარ მოწოდებას, ვინაიდან არ იცის, რომ პოზიტიური აზროვნება მართლაც სასარგებლო და ეფექტურია, ხოლო ნეგატივური აზრები, გამონათქვამები და დამოკიდებულება მხოლოდ აგრეთვე ნეგატივურ განწყობას და ქმედებას ბადებენ. ამ გზას მივყავართ მხოლოდ წარუმატებლობისკენ, სასოწარკვეთილებისკენ და იმედის გაცრუებისკენ.
პოზიტიური და ნეგატივური აზროვნება გადამდებიც არის. ამა თუ იმ გზით, ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე, ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებით საკუთარ აზრსა და განწყობას ჩვენ გადავცემთ ადამიანებს, რომლებსაც ვხვდებით ცხოვრებაში და ზეგავლენას ვახდენთ მათზე. ადამიანები გრძნობენ ჩვენ აურას, ზოგჯერ იტანჯებიან კიდევაც ჩვენი აზრებისგან. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ყველას გვსურს გარშემო მეტი პოზიტიური ადამიანი გვყავდეს და გავურბივართ ნეგატივურ მოვლენებს. ჩვენ უფრო ვიზიდავთ ადამიანებს თუ ვაზროვნებთ პოზიტიურად. ყველასთვის ნაკლებად მიმზიდველია ნეგატივური აზრები.
მართლაც, თუ დავიწყეთ პოზიტიურად აზროვნება, ჩვენ ცხოვრებაში აუცილებლად სასიკეთო რამ ხდება. ეს - ბუნებრივია. როდესაც კარგზე ფიქრობთ, თქვენ სასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ და მეტ ყურადღებას აქცევთ იმას, რაც სინამდვილეში გსურთ. თვალები გაგინათდებათ, თქვენში ენერგია მატულობს, წელში იმართებით, თავს მაღლა სწევთ, ხმას სასურველი ჟღერადობა ემატება და სხეულის ენა მეტყველებს იმაზე, რასაც გრძნობთ.
გახდით საკუთარი თავის ფსიქოლოგი - დაინახეთ სილამაზე, მშვენიერება, სიკეთე, სიყვარული - და თქვენი ცხოვრება მოულოდნელად სწრაფად სიკეთით შეივსება!
ავტორი :მზია გიგუაშვილი-ნაკაშიძე
ეძღვნება ოლდ მენს )
http://www.radikal.ru
ყველამ იგრძენით ბედნიერება
რატომ არის ჩახუტება აუცილებელი ?
მეცნიერები დიდი ხანია აწარმოებენ მოხვევის სამკურნალო ძალის გამოკვლევას. ახლახან გამოიყვანეს თვითშეგრძნების იდეალური ფორმულა. ადამიანს ახლობლებთან და მეგობრებთან მოხვევა-ჩახუტება დღეში არანაკლებ 12-ჯერ ესაჭიროება. საქმე ისაა, რომ შეხების დროს გამომუშავდება ენდორფინები-ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები. მოხვევა ასევე ორგანიზმში ააქტიურებს ნივთიერება ოქსიტოცინს, რომელიც დეპრესიასა და სტრესს ებრძვის, ხოლო ბიონეგრეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ურთიერთშორის პოზიტიური ენერგიის გაცვლით ადამიანები ერთმანეთს მთელი დღით კარგი განწყობით მუხტავენ.
http://angel.ge/index.php?newsid=20861
ბედნიერების საიდუმლო >> http://www.4motivi.com/2011/09/blog-post_06.html
თურმე რა ცოტა სჭირდება ადმიანს რომ იყოს ბედნიერი, უბრალოდ გააზრება იმისა რომ რადგან ცოცხალია, ეს უკვე დიდი ბედნიერებააა
როგორ მიყვარს ეს თემა
ეს ადამიანი ძალიან დიდ იმპულს იძლევა იმისა, რომ დავაფასოთ.. და ვიყოთ ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ი!!! http://www.youtube.com/watch?v=ciYk-UwqFKA&feature=player_embedded
თუ დაინახავთ რომ გეკარგებათ ცხოვრების ხალისი, ამ ვიდეოს გადახედეთ..
მზეონა... გავსკდი ტირილით.
მზეონა
რამხეა სიყვარული მოდის ამ ადამიანისაგან! ფ.ბ ზეც დავდებ! <3
ბუნების საოცრებაა
ვის გინახიათ ორთაღიანი ცისარტყელა, ან სამიანი?
მზეონა
ბედნიერებას გისურვებთ! <3 http://www.youtube.com/watch?v=q3G_DTGocLw
ვფიქრობდი, რომელ თემში დამედო და საბოლოოდ ეს ავარჩიე, რადგან ეს გულის შემძვრელი, ადამიანური ვიდეოა, ბევრს საკუთარი ძალების რწმენას მისცემს..
http://www.youtube.com/watch?v=EINHMO5cXes (აქ რუსული სუბტიტრებითაა >> http://www.valyaeva.ru/?p=992 )
რას იტყვით ამ და სხვა საინტერესო თემებზე ინტერნეტ რადიოში რომ ვისაუბროთ? http://eqskluzivi.com/ ზე მიმყავს გადაცემა "მოდი ვისაუბროთ" სამშაბათს და შაბათს, ღამის 12 საათზე. მსმენელები გამყავს ეთერში სკაიპის და ტელეფონის საშუალებით და ვსაუბრობთ. ინტელექტუალურ თანამოსაუბრეების მწვავე დეფიციტს განვიცდი, თქვენი თანადგომა მჭირდება
დააკლდა ამ ლამაზ თემას ყურადღება და პოსტებიც ცოტაა, სულ 8 გვერდი, გდავიკითხე და თითქოს ლამაზ წარსულში ვიყავი სტუმრად)
http://www.radikal.ru
გაზაფხული მოსულა, ბედნიერ გაზაფხულს გისურვებთ
ამ თემის ენერგეტიკა სულ სხვაა!! აი გამოვშტერდი, ეს ძალაინ დადებითია, აი სიმსუბუქეს რომ იგრძნობ უცებ და სხვისი ბედნიერება რომ გადმოგედება ^_^
უუუ აქ ხშირად შემოვალ ხოლმე.
ყველაზე კარგი თემაა ^_^
+1
earth
ამ ყვავილებს გიაცინტები ქვია, უამრავი ფერის არსებობს და ძალიან მიყვარს, ყვავილებიც და გაზაფხულიც, გაიხარე ძალიან ლამაზი იყო
elli
ეს შენ
http://www.radikal.ru
earth
ეს კიდევ შენ..
http://www.radikal.ru
elli
აი ძალიან მიყვარს (ნეტა თუ არსებობს ყვავილი, რომ არ მიყვარდეს )
http://image.geotorrents.com/
MY WORLD
მმ, როგორ მომწონს ამ თემას რომ ათბობთ! დიდი მადლობები გოგოებოოო
მეც გილოცავთ ნანატრი გაზაფხულის დადგომას!!!
ჩემი ახალი გატაცება მინდა გაგიზიაროთ, შემიყვარდა მინიატურული ბაღები
და ჯერ მართალია მარტო ფოტო და ვიდეო მასალას ვაგროვებ და ვეცნობი, მაგრამ ახლო მომავალში სურვილი მაქვს თავად შევქმნა ეს ციცქნა ეზოების კომპოზიციები, ვოტ
ვინც არ იცნობთ, აი რამოდენიმე ფოტო მგალითისთვის :
ძალიან კარგია ვისაც ეზო არ გვაქვს,
სახლსჰიც შეიძლება..
მზეონა
ძალიან ლამაზებია, მესამე რომაა ის მომეწონა, მდინარე და ტბა რომ აქვთ გაკეთებული
წლების წინ ვიღაცამ სადღაც დაწერა, თბილისში მიწისძვრა არის მოსალოდნელიო და შევედი იმ ადამიანების რიცხვში, ვინც ეს დაიჯერა, აღელდა და გადაირია. სახლში ვერ გავჩერდი, წავედი მარტო ქუჩაში, მერე ავღმოჩნდი რუსთაველზე და აღარ მახსოვს რომელიღაც კაფეში შევედი. ახლოვდებოდა უკვე ის საათი, რომელიც გამოცხადბეული იყო და ვზივარ ყავას ვსვამ და ვერ ვერევი თავს და ვტირივარ საშინლად და მახსოვს გვერდით მაგიდასთან ასე 5-6 ადამიანი იყო, რა მიწისძვრა, ერთობოდნენ და მხიარულობდნენ და ყვავილები იდო მაგიდაზე, ალბათ ერთ ერთ გოგოს მოუტანა რომელიმემ და მოკლე,დ ერთი ბიჭი ადგა, იქიდან ერთი ცალი ყვავილი მომიტანა და მითხრა ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნებაო, ეგონა რაღაც პირადულზე ვტიროდი, არ ვიცი რატომ მახსოვს ასე მძაფრად ეს ამბავი, თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ მე ძალიან დამამახსოვრდა.
მეორედ გვიანი იყო და ვარაზის ხევიდან ჩამოვდიოდი, დოლიძეზე ფეხით მივდიოდი და უკან ვიგრძენი ვიღაცეები მოდიოდნენ. ჩამოვრჩი რომ გაესწროთ, ორი ბიჭი იყო. მე ხომ მშიშარა ვარ ძალიან და შემეშინდა, ნაბიჯს კიდევ შევუნელე და გაჩერდა ერთი, მოტრიალდა წამოვიდა და ნასვამი იყო ეტყობოდა უცბად ლექსის მოყოლა დაიწყო. არ მახსოვს რომელი ლექსი იყო, მაგრამ ძალიან კარგი მომენტი იყო, მერე მითხრა მიგაცილებ თუ გინდაო.
Teddybear
მომენატრა ჩვენი ფორუმის ოქროს წლები
earth
მომენატრა ჩვენი ფორუმის ოქროს წლები
ზუსტად გუშინ ვფიქრობდი ამაზე. ძალიან ძალიან მომენატრეთ ყველანი
elli
მე ვარ ძალიან ძალიან ბედნიერი, ვხედავ სამყაროს მოქმედებას და ვენდობი..
დღეს 31 დეკემბერია, იყავით ბედნიერი, იგრძენით შინაგანი სიხარული, დაგეგმეთ ახალი წელი ისე როგორც გაგიხარდებათ. თქვენ და მხოლოდ თქვენ იცით რა გინდათ.
http://image.geotorrents.com/
ზღაპარიც კი რეალურად იქცევა, თუ ეს თქვენ გინდათ.
http://smayliki.ru/smilie-749353767.html
გაზაფხულდა!!!! http://smayliki.ru/smilie-57699111.html
http://smayliki.ru/smilie-1328309991.html
გილოცავთ!!!
ეს ძალიან მომეწონა, ბედნიერებისათვის გზას გაგიხსნით, ვაკოპირებ:
უარყოფით ემოციებთან ბრძოლის მეთოდები
1. სპორტით დაკავდით. ფიზიკური დატვირთვა ძალიან კარგად გადაგატანინებთ ყურადღებას. ორგანიზმის ტონუსსაც ამაღლებს.
2.გაიღიმეთ, ძალიანაც რომ არ გინდოდეთ მაინც. სარკეში ჩაიხედეთ. რაიმე კარგი გაიხსენეთ. კიდევ შესაძლებელია გააკრათ მთელს სახლში თქვენი ფოტოები, სადაც იღიმით და კარგად გამოიყურებით. რამდენჯერაც თვალში მოგხვდებათ ასეთი ფოტო იმდენჯერ ბედნიერი იქნებით და გაგეღიმებათ.
3. თქვენი უარყოფითი ემოციები გადაიტანეთ ფურცელზე. აიღეთ რვეული და დღის ბოლოს ჩაწერეთ ყველაფერი ის რისი დავიწყებაც გინდათ. შეგიძლიათ აიღოთ ერთი ფურცელი და ჩამოწეროთ ყველანაირი უარყოფითი, შემდეგ კი დახიეთ ფურცელი. ასევე შეგიძლიათ დაწვათ, მაკრატლით დაჭრათ ძალიან წვრილ ნაწილებად. როცა დამთავრდება იგივე შეგიძლიათ გაუკეთოთ რვეულს.
4. ჩართეთ მუსიკა და მიენდეთ მას. იცეკვეთ ისე, რომ არც კი დაფიქრდეთ მოძრაობებზე. შეგიძლიათ თვალებიც დახუჭოთ და თქვენმა სხეულმა იმოძრაოს ისე როგორც უნდა.
5. არომათერაპია. გარშემომყოფი არომატები თქვენზე მორალურად და ფიზიკურად მოქმედებს. ცხადია შეგინიშნავთ , რომ ცუდი სუნი თქვენზე უაროფითად მოქმედებს. თუ აანთებთ არომაზეთების ლამპას მაგ. ფორთოხლის, პიტნის, ლავანდის, მანდარინის, ძალიან დადებითად იმოქმედებს თქვენზე.
6. ჩართეთ ხმამაღლა მუსიკა და იყვირეთ. შეგიძლიათ აარჩიოთ რომელიმე დღე და წახვიდეთ ტყეში, იქ იყვირეთ , მანამ სანამ არ გახდებით უკეთ. მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ.
7. მიიღეთ შხაპი, ეცადეთ ტემპერრატურა იყოს თქვენთვის სასიამოვნო. დაიბანეთ თავი, უკეთესია თუ დამამშვიდებელი ნახარშებით ჩამოიბანთ თავს.
8. ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში თავი ხელში აიყვანეთ. რაც ხდება მშვიდად მიიღეთ, არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება რომ უარყოფითმა ემოციებმა თქვენი გონების მართვა შეძლონ.
9. მედიტაციები და სუნთქვითი ვარჯიშები. აუცილებელია განტვირთვა ვისწავლოთ არა მარტო სხეულის არამედ ტანისაც. სუნთქვითი ვარჯიშები დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და უარყოფითისაგან კი გაგათავისუფლებთ.
10. გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი. ეს შეიძლება იყოს პატარა ნივთი რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. თეატრში, კინოში ან ზოოპარკში წასვლა. მოკლეთ რაიმე ისეთი რაზეც საკუთარ თავს ზღუდავდით.
ავტორი თიკა ქოქაშვილი
ლინკი: http://www.tikas-fengshui.com/ka/article/okVRp
http://image.geotorrents.com/
გაზაფხული დადგა და არ შემიძლია არ აღვნიშნო, ძალიან მიყვარს ეს პერიოდი
ბედნიერ დღეს გისურვებთ
http://image.geotorrents.com/
დილა მშვიდობისა, დღეს სამოთხიდან გელაპარაკებით ვარ სოფელში, სახლი მდინარის პირას, მდინარის ჩუხჩუხი, ბულბულების გალობა, საოცარი ჰაერი, სასიამოვნო სიგრილე. მიხარია ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, ზუსტად ასეთი ადგილი.
მადლობა ამ ფორუმს, რომელმაც მასწავლა, როგორ მივაღწიო მიზანს და შევიძინე ეს სოფელი შარშან. მადლობა თქვენ
earth
საქართველოში?
INVICTUS
არა, მაგრამ მთა ყველგან ლამაზია. სწორედაც ისაა, რომ აქ რაც მაკლდა ეს იყო ლამაზი მთის ბუნება, ეს მაკლდა საქართველოდან და აჰა, ავისრულე ოცნება
earth
გილოცავ
INVICTUS
მადლობა
ხო, კიდევ ის რომ ულამაზესი ციცინათელები ღამე, სასწაული ამდენი ბრილიანტი აბრწყინებული ერთად
ადამიანი რომ ბედნიერი იყოს, უბრალოდ უნდა გადაწყვიტოს რომ ბედნიერია და ის ბედნიერი იქნება. ეს ძალიან უბრალოდ ხდება. ყველა გასაღები ჩვენს ხელშია და ჩვენ ვართ ღმერთის მსგავსნი, მან შეგვქმნა თავის ხატად, ამიტომაც ვართ სასწაული შესაძლებლობების. მართლაც შეგვიძლია ყველაფერი რაც მოგვესურვება.
იყავი ბედნიერი!!!
დილით როგორც კი გაიღვიძებთ, თქვით რომ ლამაზი და ნათელი დღე იქნება!!! ირწმუნეთ რომ დღეს რაღაც კარგი იქნება. იგრძენით მადლიერება.
ცხოვრება შეიცვლება და გალამაზდება!!!
იცით ალბათ გამოთქმა მარცხენა ფეხზე ავდექიო... ხოდა დღე არ წამივიდაო. ყველაფერი კი ფეხზე კი არა ტვინზეა დამოკიდებული. რას დააპროგრამებთ ის მოხდება. დილის დაპროგრამებას დიდი ძალა აქვს. დილა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღე ლამაზად დაიწყოს.
გახსოვდეთ, როგორც კომპი დააპროგრამო ისე შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრება დააპროგრამოთ. თქვენი ცხოვრების პროგრამისტი თქვენ ხართ.
ეს თემა გავაცოცხლოთ, იყავი ბედნიერი,– ეს სიტყვები ჯადოსნურია, რადგან მართლაც მოქმედებენ.
შეეცადეთ ამ დღეებში მოძებნოთ სვადასხვა პატარა სიხარულები და დაფიქრდეთ მათზე და გონებაში თქვით მადლობა ყველა იმ პაწუა სიხარულზე რაც ხდება. სიხარული მოძებნეთ ყველაფერში, ამინდში, დილის მშვიდ გარემოში დალეულ ყავაში, გემრიელ სამზარეულოში, ლამაზ სურათში, ლამაზ ურთიერთობებში... გაიხარეთ, გზაფხულია!!!!
გიგზავნით სიყვარულს, იყავით ბედნიერები, აქ და ახლა
მეც გიგზავნით სიყვარულს!
ერთ რამეს დავამატებ, არ ეჯაჯგუროთ ამ რეალობას, მივიღოთ ყველაფერი რაც ხდება ცივი გონებით და ვეცადოთ ყველაფერი შევფუთოთ და გავახვიოთ სიყვარულის საბურველში.
td.........
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)