http://www.beksinski.pl/
ჩემი უსაყვარლესი მხატვარი.
ბევრისთვის საშიში.
ბევრისთვის მიუღებელი.
მაგრამ ჩემთვის გენია.....
შავი სიურეალიზმის ერთერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი )))
ნახატები,ფოტოები და კომპ/გრაფიკები ნახეთ საიტზე.
საიტზეც ბევრი არაა მაგრამ ვისაც უფრო მეტი დააინტერესებს გუგლი ბიძიას მიმართოს )))
შესანიშნავი ფოტოები აქვს! მე რომმიყვარს ისეთი. დანქე
რა გიჟობაა მაგარია ! მეც ძალიან მიყვარს
oto dix bosch გავს რაღაცით ! ცოტა გოიასაც . .4ვე მაგარია
მე ვერ ვამსგავსებ ვერცერთს არადა
მე მაქვს ბევრი ნამუშევარი, ვისაც უნდა მომწეროს და გავუგზავნი
მე მინდა სადმე საიტზე ამიტვირთე და დადე რა ლინკი თუ შეგიძლია
Simulated
ვაიმე რამაგარიაა ^_^ როოგრ მიყვარს იცი მე ვაპიირებდი თემის გახსნაას და გამიხარდა რომ აღმოჩნდა უკვე გახსნიილიი ურაა <3
ზძისლავის ვირტუალური გალერეა http://www.dmochowskigallery.net/select_gallery.php?lang=e
ფუ რა მარაზმია.........
მარაზმი თავი გაბია უზარმაზარი ფერმწერი!
ეს ნახეთ რაღაც სიგიჟეა: http://www.beksinski.pl/
ასე ძაალიიან მოგეწოონაათ კიდეე დავდეებ ^_^
Internet Cоntraband
ეხლა მარაზმის ხმა მესმისთქო მოგწერო თუ კაიბიჭურად დავიძაბო
როცა ნამუშევრები საზოგადოების წინაშე გამოგაქვს უფლება აქვს ნებისმიერს შეაფგასოს როგორც გაუხარდება და პირადად ჩემთვის ეგ უზარმაზარი მარაზმია უზარმაზარი ძიძიგურის აქცენტით დაჟე....
ისე ახალი ხარ ფორუმზე და ეგ ზედმეტი ფამილარობა ცოტა მოთოკე.........
მე მიყვარს მასეთი ნახატები და არ ვიცი რატომ. თან ფანტასტიკურია
ძალიან ''ნიჭიერი'' კი ჩანს, მაგრამ, შავი შავია, გინდ სიურეალიზმი იყოს, გინდ ექსპრესიონიზმი.
ისე საკუთარ თავთან არ გიჩნდებათ კითხვა, რაღაც ძალიან ნეგატიური რატომ განიჭებთ სიამოვნებას?
Qocho
კარგი კითხვა იყო..
აქ აღარ შემოვიხედავ....
ხანდახან ბლივოწინაშიც შეიძლება საინტერესო კომპოზიციის აღმოჩენა და ფერთა პალიტრის ჰარმონიული თAმაში....
აი გოია აქ ნაღდად ახლოსაც არ დგას არც ბოსხი.. ოტო კიდე ჰო...
თქვენი ნატრაკი არ გაიშვა რა! ცხოვრებაში ფანქარი არ შჭერიათ ხელში, და ამ დროს კი სხვებს ასწავლიან, როგორი უნდა იყოს კარგი ნახატი
როცა ფანქარს ასე ფლობ და ესეთ კომპოზიციებს ქმნი.....აქ სიტყვები ზედმეტია! გინდაც ტეხნიკით, გინდაც იდეით, გინდაც შესრულებით და კომპოზიციის ასეთი განაწილებით ჩემი აზრით უზარმაზარია.... როგორც გინდა ისე შეაფასეთ, მიმიფურთხებია თქვენი ჯააან ტაკოი სპეტაკი შეხედულებებისთვის! სხვაგანაც დავწერე და აქაც ვიმეორებ, რომ მან უბრალოდ პიკი დაუსვა ხატვას!
http://www.picz.ge/img/s1/1111/27/2/2a922b25f4d7.jpg
http://www.picz.ge/img/s3/1111/27/2/2ebfb160fc68.jpg
Internet Cоntraband
ზრდილობიანად შენ, პირად შეურაწყოფაზე გადადიხარ, ყველას აქვს უფლება როგორც გაუხარდება ისე შეაფასოს ნებისმიერი ნახატი.........
მოდერ მიხედეთ გეთაყვა პიროვნებას.........
Internet Cоntraband
ფორუმზე იკრძალება:
1.2 ნებისმიერი უხეში მიმართვა, ცინიზმი, დაცინვა, უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება...
ამჯერად მხოლოდ გაფრთხილება
ვააიმე, ეხლა დავაკვირდი მეორედ. ძალიან კარგებია.. დაწერეთ ამ მხატვრის ბიოგრაფია...
ზდისლავ ბეკსინსკი დაიბადა სანოკში (პოლონეთი)1929 წლის 22 თებერვალს.
1955 წელს კრაკოვში არქიტექტურული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება სანოკში, და მშენებლობაზე იწყებს მუშაობას.
ამის შემდეგ ბეკსინსკი ინტერესდება მხატვრული ფოტოგრაფიით, ფოტომონტაჟით, სკულპტურით და ხატვით. ის სკულპტურებს გიფსისგან და მეტალისგან ქმნის, თავის ფოტოებში მთავარი დატვირთვა შუქ-ჩრდილის თამაშზე გადააქვს.
უფრო გვიან ბეკსინსკი მხატვრობით ინტერესდება და თავისი პირველ ნამუშევრებსაც აბსტრაქტულ მხატვრობას უთმობს, მაგრამ სამოციანი წლების მიწურულს ის მთელ ტავის ყურადღებას სურეალიზმს უთმობს.
1970იან წლებში ბეკსინსკიმ შეაბიჯა პერიოდში, რომელსაც თვითონ "ფანტასტიკურს" უწოდებს და რომელიც 80იან წლებამდე გრძელდებოდა.
მისი შემოქმედების ამ ცნობილ პეროდში მან შექმა თავისი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი სტილი.
სურეალისტური და პოსტაპოკალიფსული ნახატები სადაც გამოსახულია სიკვდილი, პეიზაჟები სკილეტებით, გამოფიტული სხეულები.
ყველა ნახატში ბეკსინსკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წვრილმან დეტალებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე უხეშ, არათანაბარ ფორმებს ეხება.
ზოგადად ნახატები ზომებით ძალიან დიდია და გვაგონებს ავსტრალიელი მხატვრის ერნესტ ფრუკსის ზოგ ნამუშევარს თავისი დეტალურობით.
მიუხედავად შთამბეჭდავი და ზოგ შემთხვევაში შემაძრწუნებელი ნამუშევრებისა, ბეკსინსკი თვლიდა, რომ ბვრი მისი ნახატი ამოუცნობი და ბოლომდე გაუგებარია, რადგან ისინი საკმაოდ ოპტიმისტური და სასიამოვნოა.
პრაქტიკულად ბეკსინსკის ყველა გამოფენა წარმატების მომტანი იყო, მაგრამ 1964 წელს ვარშავაში გამართული გამოფენა მხატვრის ყველაზე წარმატებულ გამოფენად იქნა აღიარებული, რადგან გამოფენაზე გამოტანილი ყველა ნახატი გაიყიდა. 80იან წლებში კი მხატვარმა ევროპაში, იაპონიაში და შეერთებულ შტატებშიც კი გაითქვა სახელი. ბეკსინსკი ერთადერთი თანამედროვე პოლონელი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც ოსაკაში (იაპონია) გამოიფინება.
1977 წელს ვარშავაში ჩასვლამდე მხატვარი თავისი სახლის უკანა ეზოში წვავს ყველა თავის ჩანახატს. ცოტა მოგვიანებით კი ხსნის, რომ ზოგიერთი მისი ჩანახატი ზედმეტად პირადული იყო, ზოგი კი არადამაკმაყოფილებელი და მას არ უნდოდა, რომ ხალხს ისინი ენახა.
1980იანი წლები მხატვრის ხელოვნებისთვის გარდამავალი წლებია.
ადრეული 90იანი წლების შემოქმედება ძირითადადსურეალისტური პორტრეტები და ჯვრებია. ეს ნამუშევრები ბევრად უფრო მდიდარია დეტალურად ვიდრე "ფანტასტიკური პერიოდის" ნახატები, მაგრამ უფრო დამაჯერებელი და ძლიერი.
90იანი წლების მეორე ნახევარში მხატვარი ინტერესდება კომპიუტერით, ინტერნეტით და ციფრული ფოტოგრაფიით და სიცოცხლის ბოლომდე თავის ყურადღებას უთმობს მათ.
ბეკსინსკი ყოველთვის ხატავდა თავის ნახატებს ორიდან ერთ სტილში, რომელსაც ის უწოდებდა ბაროკოს და გოთიკურს, პირველ სტილში მთავარი შევსება იყო მეორეში - ფორმა. მხატვრის ცხოვრების უკანასკნელ 5 წელს შექმნილი ნამუშევრები ძირითადად გოთიკურ სტილშია შესრულებული.
1990 წლების მიწურული მხატვრისთვის მძიმე აღმოჩნდა. 1998 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე სოფია, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1999 წელს მისმა ვაჟიშვილმა ტომას ბაკსინსკიმ (პოპულარული რადიო წამყვანი, მუსიკალური ჟურნალისტი და კინო მთარგმნელი) თავი მოიკლა. მისი სეული თავად ზდისლავ ბაკსინსკიმ იპოვა.
2005 წლის 22 თებერვალს მხატვარი ვარშავაში, საკუთარ სახლში იპოვეს მოკლული. სხეულზე 17 ჭრილობა აღმოაჩინეს, აქედან 2 სასიკვდილო იყო. მალევე ამის შემდეგ დააპატიმრეს ბაკსინსკის სახლის კომენდანტის არასრულწლოვანი შვილი და დამნაშავედ სცნეს თავის მეგობართან ერთად. გაირკვა, რომ სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე ბაკსინსკიმ ამ ბიჭს სესხად არ მისცა გარკვეული თანხა.
ცნობილი რომ: ბაკსინსკი არასოდეს არ ასათაურებდა თავის ნახატებს.
ბაკსინსკი ხატვისას ვერ იტანდა სიჩუმეს, ძირითადად უსმენდა კლასიკურ მუსიკას.
ბაკსინსკის ვაჟი The Legendary Pink Dots ის მსმენელი იყო, ხოლო მისი თვითმკვლელობის შემდეგ ამ ჯგუფის ალბომების გარეკანის ციფრულ სამუშაოებს, პოლონეთში ასრულებდა ბაკსინსკი.
ბაკსინსკი ფაქტიურად არასოდეს არ სტუმრობდა გამოფენებს და მუზეუმებს.
სუურათეებიის ატვიირთვაას ვაპიირებდიი მარაა ამ პიხ ჯიდან ვეღარ ავტვირთეე გაწედა
მიხარიაა რომ ზოოგს მოოსწოონსს
ყველას ერთნააიირი გემოვნეება ვერ ექნეება:
Internet Cоntraband
Internet Cоntraband
არავინ აპირებს ყურებზე ხახვი დაგაჭრას
უბრალოდ ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს აქ, თუ არ მოგწონს და არ დაემორჩილები, შეგიზღუდავთ პოსტინგს
აუ მე ძაან მომეწონა ბეკსინსკის ნახატები. შემაძრწუნებლად ლამაზია
როგორი ბნელია . . .
ძალიან მიყვარს . ძალიან.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)