ამ თემაში ჩაწერეთ თუ რაიმე სიახლის, წამოწყების, ანდა მოვლენის შესახებ გაიგებთ ახალს.
ასევე კარგი იქნება, თუ დალინკავთ ტექსტებს.
იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ ბევრიიიიიიიიიიიიიიიიი
ვისაც უმბერტო ეკო უყვარს
უმბერტო ეკო: "სილამაზის ისტორია"
http://24saati.ge/index.php/category/culture/2009-11-21/1525.html
2012-ზე
"ერთად შევხვდეთ 2013 წელს"
http://24saati.ge/index.php/category/culture/cinema/2009-11-18/1466.html
Sophia
მივესალმები შენს ახალ თემას!!! იმედია აქტიურობა იქნება
ხვალ - ჩემი მეგობრების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა
17:00 სთ-ზე კოპალას გალერეა
მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა 7
26 ნოემბრიდან გალერეაში "ჰობი" იხსნება ალექს ბერდიშევის გამოფენა.
სულ არ დადის ეს ხალხი გამოფენებზე (( დღეს კუხალაშვილების გამოფენაზე რატომ არ მოხვედიით? )) თუ ჰობიში არჩიეთ წასვლა?
თეო, 2 კვირაა სახლში ვიჯექი... საერთოდ არ ვიცი გარეთ რა ხდება. გვითხარი ერთი რა არის საინტერესო ამ კვირაში
აკადემიაში ვიყავი დღეს და ალექსიძის გამოფენაა და ხვალ 2 საათზე ჰოლანდიელები აწყობენ გამოფენას, მგონი პერფომანისა (წამსვლელი არ ვარ )
და კიდევ რაღაც გამოფენას აწყობენ ფერწერის IV კურსელები. თემა - ვაჟა ფშაველა, მგონი ეგეც პერფომანსია ან?
მოკლეედ, Sophia ვერ გამოვიდა ჩემგან კარგი ინფორმატორი
http://www.mindia.ge/
Sophia
გუშინ გაიხსნა გამოფენა და 12 თებერვკამდე გასტანს.
სამხატვრო აკადემიის განახლებული დიდი გალერეა + გამოფენა "ქვა, ქაღალდი, მაკრატელი" - ბრიტანეთის საბჭოს კოლექციიდან...
ვიყავი დღეს და აღფრთოვანებული ვარ გარემონტებული დარბაზით- სუპერ!!!!!!!!!!!!!!!! შეხვალ და გამოსვლა არ მოგინდება! ჰო, რაც შეეხება გამოფენას, ნუ რავიცი რა
კიდევ ერთი ინფო (აფიშA ვნახე დღე):
ორშაბათიდან დაიწყება იაპონური ფილმების პირველი ფესტივალი საქართველოში! ელ ვერსია ვერ მოვიძიე და ვინც ნახოთ დადეთ
დასწრება თავისუფალია, მის: რუსთაველის კინოთეატრი დარბაზი #2. ფილმები იქნება რუსული სუბტიტრებით.
სულ წარმოდგენილია 4 ფილმი და ჩვენებები იქნება 14.00, 16.00, 18,00
პ.ს. უფრო მეტი ინფო აღარ მაქვს (ანუ რეFისორები და ფილმის სათაურები) ერთი წაკითხვით რა დამამახსოვრებდა?
ვინმე დადიხართ იაპონური კინოს კვირეულზე??? მაინტერესებს!
ხალხნო, დაწერეთ რა არტ სიახლეები პლზ. (ვისაც ვეუბნები მიხვდება ალბათ ) ეგ ინფო მაინც თქვენს ხელთაა! აბა, მე სანამ აკ-ში გავიჩითები და სტენდზე გაკრულ პლაკატებს ვნახავ, ხომ ჩამთავრდა ყველა კულტურული ღონისძიება!
წინასწარ გმადლობთ
"ლიტერატურული გაზეთი" იუწყება, რომ გაიმართება:
ერთი მოთხრობის კონკურსი
"ლიტერატურული გაზეთი" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს ერთი მოთხრობის კონკურსს 18-დან 30 წლამდე პროზაიკოსებისთვის. ავტორებმა ერთი გამოუქვეყნებელი მოთხრობა, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს 40 000 კომპიუტერულ ასო-ნიშანს, უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე konkursi2010@yahoo.com
მოთხრობას თან უნდა ერთვოდეს ავტორის პირადობის მოწმობის ასლი და ტელეფონის ნომერი.
მოთხრობის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 მაისი.
სამი გამარჯვებული ავტორი დასახელდება ივნისში.
გამარჯვებულებს გამოავლენს ხუთი პროზაიკოსისგან შემდგარი ჟიური.
სამი გამარჯვებული ნაწარმოები და, ასევე, მოწონებული მოთხრობები გამოქვეყნდება "ლიტერატურულ გაზეთში".
I პრემია _ 1200 ლარი.
II პრემია _ 800 ლარი.
III პრემია _ 500 ლარი.
შაბათს, 27 მარტს, 5 საათზე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში (ტოვსტონოგოვის 2-ში) ვმართავთ საქველმოქმედო პოეზიის საღამოს.
"შევაგროვოთ ხელისგულზე გამოზამთრებული პატარ-პატარა მზეები და ავუტანოთ ძეგველ პაწუკებს და გავუთბოთ ხელისგულები და ის პატარა ფრიალა გულები ხომ თავისთავად გაუთბებათ და ცოტა უფრო მეტი სიხარულით მაინც შეხვდებიან ყველა ჩვენგანისთვის უდიდეს დღესასწაულს და მერე ის ჩვენი ნაჩუქარი პატარ-პატარა მზეები დაეზრდებათ გულებში და ვინ იცის იმ მზენაკლულ მომავალში ვის სად დაგვჭირდეს დაღლილი გულების მოთბობა..."
კითხულობენ:
ნუკრი ბერეთელი, კატო ჯავახიშვილი,გვანცა ჯობავა, თეა თაბაგარი, ნიკა ჩერქეზიშვილი, ნინო ნეკერიშვილი, მაია კილაძე, გიო ზედვაკელი, ბექა აბუთიძე, ნინო ნადირაძე, მარიამ წიკლაური, ირმა მალაციძე, ნატა ვარადა და ისინი, ვისაც სურვილი აქვს და გაუჩნდება იქვე... არანაირი შეზღუდვები...
ვეცადოთ... ჩვენი არსებობა ხომ ერთი დიდი მცდელობაა მხოლოდ...
ვეხმარებით ძეგვის ბავშვთა სახლს... ვეხმარებით ჰაერებს, სუნთქვებს, სითბონაკლულ ბარტყებს...
გავათბოთ ერთმანეთი 27-ში და მერე მეტი სითბო წავუღოთ ბავშვებს...
http://armuri.4forum.biz/-f7/-t30-810.htm#8793
ვაა რა საინტერესოა!
ცისკარას დღეები
დავით აკრიანი ისევ გვთავაზობს "ცისკარას დღეების" პროგრამით საინტერესო საღამოების სერიას, რომელიც წელს 1 აპრილიდან დაიწყება.
ესენია:
მუსიკა ჩვენი არსობისა" - 1 პრილი, 19 საათი;
"მწარე და ძვირფსი" - შარლ ბოდლერს შემოქმედებითი პარაკლისი, 9 აპრილი, 19 საათი;
ფოტოფერწერა "სარკმელი" -თოჯინების მუზეუმში, შავთელის 17ა, კონკასთან, 14-18 აპრილი;
"ორი გვირგვინ-წიგნის კინოპრეზენტაცია" , 17 აპრილი, 19 საათი.
და ბევრი ახალი გამოცემების შეთავაზება მკითხველებისათვის.
ამ ყველაფერის სანახავად და მოსასმენად საჭიროა აბონიმენტი. ფასი 5 ლარი და მოქმედებს მთელი პროგრამის ფარგლებში.
აბონიმენტის ელ ვერის, წინა და უკანა მხარე
სასურველია, რომ ამასობაში მსურველების რიცხვი დადგინდეს (თქვენი მხრივ) და მარტის ბოლომდე მოხდეს აბონემენტების გადმოცემა ან პირადად
ჩემგან, ან ერთ-ერთ დათქმულ წერტილში, რომელთა მისამართებს აქ
გატყობინებთ:
1) მაღაზია `პარნასი (ლესელიძის N33); ნინო (98-90-64);
2) ლიტერატურული კაფე (თარხნიშვილის N2, ფილარმონიასთან); ხათუნა (44-45-46; 8.99.15.83.04).
3) ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსი (ტელევიზიის პირდაპირ), ორგანული ქიმიის კათედრა, ირმა ლაგვილავა
სამივე წერტილი ღიაა შაბათ-კვირასაც.
აბონემენტის ფასია 5 ლარი.
სიხარულის ციცინათლებით და სინათლის ფრინველებით,
დათო მეფუტკრე
27 მარტი 13.00
სააღდგომო ბაზრობა ვალდორფის სკოლაში >> http://waldorfschule.ge/index.php?id_pages=15
მე მინდა წასვლაო )
გეპატიჟებით საქველმოქმედო კონცერტზე 26 მარტს, 4 საათზე "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში"
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ "მგზავრები", სალომე კორკოტაშვილი და ჯგუფი "პაპარაცი", "ზღვარი", შოთა ადამაშვილი, "Sunny Universe", "The Georgians"
ბილეთის ფასი 5 ლარი.
პ.ს. ბილეთებს შეიძენთ ადგილზე, ოღონდ წინასწარ დაწერეთ ვინ აპირებს წამოსვლას, ეგ აუცილებელია!
აი, ამ გოგონას სჭირდება დახმარება, თანხა ოპერაციისთვის >> http://www.gestudio.ge/maiko%20gvelesiani/[color="#FF0000"][/color]
დღეს გაიხსნა აკადემიაში გამოფენა, მაგრამ მე რეკომენდაციას არ გავუწევ. )))
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
>>> წიგნის ფესტივალის თემა http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=9813&st=0
მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში მიმდინარეობს მე-18 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს კამერული, სიმფონიური, ხალხური მუსიკის კონცერტებს.
მონაწილეთა შორის არიან: დირიჟორები – ვახტანგ კახიძე, ავნერ ბირონი, სოლისტები – მარინა ნადირაძე, ფილიპ ჯენკინსი, ელენე ჭელიძე, მეგი ჩიხრაძე, ეთერ ხალვაში, ანზორ ხიდაშელი, ლეგი იმედაშვილი, ნატალია შერი, არიე ბარ- დრომა, იანე ტომსენი, იანა ბოუშკოვა, გიორგი ცაგარელი, თეონა კახიძე, ნატო კახიძე, დავით ქავთარაძე, თამაზ მამალაძე, დავით რატიანი, დავით ჯაფარიძე, ნიკა გვრიტიშვილი, ზურაბ შავაძე, დავით მასტერანოვი, ამირან ცქიტიშვილი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ს. ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ისრაელის კამერული ორკესტრი, სტუდენტთა სიმებიანი კვარტეტი, ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი, საფესტივალო სიმებიანი კვარტეტი, ცენტრალური სამუსიკო გიმნაზიის სიმებიანი კვარტეტი, თბილისის ოპერის თეატრისა და კონსერვატორიის გაერთიანებული გუნდი, ანსამბლები ‘რუსთავი, ‘ბასიანი, ‘მძლევარი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, ეთნო-ჯაზ კვინტეტი ‘”კოლსიმხა”.
ფესტივალი გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე.
მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზ. 123/125
სალაროს ტელ: 96-22-07 (11:00-17:00)
ბილეთების ფასები: 5-20 ლარი
კონცერტების დაწყების დრო: 19:30
პროგრამა :
http://s004.radikal.ru/i206/1010/f5/0ff2abfb7c50.jpg
http://s003.radikal.ru/i204/1010/be/2909b3330640.jpg
http://s59.radikal.ru/i163/1010/0e/2d6f4d9b9eeb.jpg
http://i065.radikal.ru/1010/4b/d37b4c2d1771.jpg
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი >> http://netgazeti.ge/GE/26/culture/2384/
ჩემი ჯგუფელების გამოფენა ))
22 დეკემბერს გალერეაში "Hobby" გაიმართება მერაბ აბრამიშვილის დიდი რეტროსპექტული გამოფენა,რომელშიც პირველად იქნება თავმოყრილი მხატვრის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრები კერძო კოლეკციებიდან.
იმედი გვაკვს,რომ ეს გამოფენა იქცევა კიდევ ერთ დღესასწაულად ჩვენი საზოგადოებისთვის და მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის
გახსნა: ოთხშაბათი, 18:00-ზე - დახურვა 2011 წლის 15 01, შაბათი, 19:00-ზე
მის: გ. ჭანტურიას #8.
კაია
არაჩვეულებრივი გამოფენა აჯაროში
ხვალ ბოლო დღეა, უცებ არ გამახსენდა აქ დამეწერა..
ტანამედროვე ქართული მინიატურა
წარმოდგენილია სხვადასხვა მხატვრის მინიატურები. გამოფენის მარგალიტი ფარჯიანის ხელნაწერი სახარებებია მინიატურებით! მიდით და ნახეტ არ ინანებთ! 10 დან 6 მდეა.
სად არის გამოფენა ვერ მივხვდი. აჯარო? დაწერე მისამსართი პლზ
მზეონა
საჯარო ბიბლიოთეკაში
ეროვნული ბიბლიოთეკა
გუდიაშვილის ქ. 7
ჰაჰა ახლა გასაგებია
აფიშის ატვირთვა დამეზარა, ვისაც უნდა აკაც ნახავს >> http://www.facebook.com/photo.php?fbid=128108030588170&set=o.186647578030685&ref=nf
აფ
რა ლამაზია ეს კვერცხები და სათამაშოები )))
საქვემოქმედო ხალხური კონცერტი დღეს, 18 04, ორშაბათი · 19:00 - 20:30 >> http://www.facebook.com/event.php?eid=208719475822441
ვალდორფელები აკეთებენ
გულით მათთან ვარ, მაგრამ ფიზიკურად ალბათ ვერ შევძლებ თქვენ თუ მოახერხებთ აუცილებლად ეწვიეთ! :*
ბილეთი მხოლოდ 2 ლარი ღირს
http://www.facebook.com/event.php?eid=199043873466752
მეგობრების გამოფენა დღეს, 19.00, ვერნისაჟი
კარგი გამოფენა მომენატრა (
შაბათს და კვირას 18, 19 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება ვალდორფის სკოლელ 11 კლასელთა სპექტაკლი _ "კავკასიური ცარცის წრე"
დეტალები ნახეთ აქ http://www.facebook.com/event.php?eid=228660910480104
არტგენის ფესტივალი იწყება დღეს თბილისშიო, ასე, რომ მოყვარულებს დღეიდან ეთნოგრაფიულის სტუმართმოყვარე კარები ელის ))
http://artgeni.ge/index.php?task=page&id=15&lang=geo
http://www.facebook.com/pages/Art-Gene-Festival-_-ფესტივალი-არტ-გენი/182024891836839?ref=ts&sk=wall
22 ოქტომბერს 14–დან 18 საათამდე შეგიძლიათ გაიცნოთ და დაათვალიეროთ თბილისის ვალდორფის სკოლა
გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
14:00 საათი
– მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა
– ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა
– მოსწავლეთა რვეულებისა და ნამუშევრების გამოფენა
– კაფე
– სკოლის გაცნობა–დათვალიერება
15:00 საათი
თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენა – I ნაწილი
– ქართული ფოლკლორი ყოფილი ვალდორფელების შესრულებით
– ნაწყვეტები სპექტაკლებიდან:
- მოლიერი "ეჭვით ავადმყოფი" (2008 წლის სპექტაკლი),
- გ. რობაქიძის "მალშტრემი" (2009 წლის პექტაკლი
16:15 საათი
– მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა
– ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა
– მოსწავლეთა რვეულებისა და ნამუშევრების გამოფენა
– კაფე
– სკოლის გაცნობა–დათვალიერება
17:00 საათი
თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენა – II ნაწილი
– ქართული ფოლკლორი ყოფილი ვალდორფელების შესრულებით
– ნაწყვეტები სპექტაკლებიდან:
- ა. ჩეხოვი "დათვი" (2010 წლის სპექტაკლი)
- გ. რობაქიძე "მალშტრემი" (2009 წლის სპექტაკლი)
- ა. ჩეხოვი "ხელის თხოვნა (2010 წლის სპექტაკლი)
სკოლის მხარდასაჭერ გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები:
გია გუგუშვილი
ქეთი მატაბელი
ლეილა შელია
ოლეგ ტიმჩენკო
გურამ წიბახაშვილი
იურა მეჩითოვი
გია ლორია
გოგა ჯაფარიძე
გია აფციაური
სოფო ტაბატაძე
დავით კაშმაძე
მურთაზ შველიძე
ქეთი ზაუტაშვილი
ნინო კვაჭაძე
ასევე გაიმართება სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების ნამუშევრების გამოფენა
http://www.facebook.com/event.php?eid=294681187211098
http://www.facebook.com/photo.php?fbid=10150417315066334&set=a.437912126333.215942.327416706333&type=1&ref=nf
დღეს ჩემი მეგობრის პერსონალური გამოფენაა
გეპატიჟებით ყველას (იმიტომ, რომ ძალიან კარგი ნამუშევრები აქვს და მინდა ბეევრმა ნახოს.. )
მის: ქარვასლა (სიონის გვერდით)
თენგიზ ჭოლოკავა
15 დეკემბერი, გახსნა 17 საათზე
პ.ს. აფიშა არ მაღირსა და რა ნახატებიც მქონდა იმას ავტვირთავ
სხვადასხვა სტილში ხატავს
მზეონა
მოვდივარ
ვიყავი, ვისიამოვნე ლომი მომეწონა ძალიან.. კიდე პირველი ნახატი, ტორტიც ვიგემე და ღვინოსაც არ დავაკელი.. ))) მაგრამ ვინც მიგვიწვია ის თავად ვერ ვნახე
ანუჩი, მე კი ვიყავი, მაგრამ ადრე მივედი და გახსნას აღარ დავლოდებივარ, გამოფენა კი მართლაც ძალიან მომეწონა. აი, ლომი სად ნახე ეს არ ვიცი
მეხუთე სურატი იყო, კარიდან რომ შედიხარ პირდაპირ დაინახავდი, სამკუთხედში.
ქალებით არ ავღფრთოვანებულვარ სიმართლე გითხრა..
ვაჰ, მართლა?! ე.ი. მე გამომეპარა სიღრმისკენ უფრო გულმოდგინედ დავათვალიერე, შესასვლელში ძველი სურათები ეკიდა და
მე თენგოს ქალები მომწონს, სხვამ რაც უნდა ის თქვას )) რომანტიქოსი ტიპია ნატურით
აღდგომის ნახატმა დამაინტერესა, ცისფერ და თეთრში რომ იყო? და ორნამენტები ქართულს არ გავდა
,,აბრეშუმის გზა"
http://www.facebook.com/events/313609308668473/
აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების სტუდენტთა კონცერტი.
http://www.facebook.com/events/299586913412771/
"მექანიკური ფორთოხალი"-ენტონი ბერჯესის ნოველის მიხედვით.
http://www.facebook.com/events/109403715844433/
STREET CATS OLD TBILISI. Hans Heiner Buhr
http://www.facebook.com/events/338617869488376/
"საშობაო ვარიაციები" (ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა)
http://www.facebook.com/events/122295284551031/
Rita Herman - ნამუშევრების გამოფენა "იდენტობა"- ში
http://www.facebook.com/events/327241460622261/
საქველმოქმედო აქცია ,,ჩვენ ერთი სახლი გვაქვს!"
http://www.facebook.com/events/258389197549082/
"თავისუფლების იდეა გერმანულ იდეალიზმში"
http://www.facebook.com/events/256650187731829/
ზოგი ხვალეა,ზოგი ხვალამდე,ზოგი მერე
ნუ რაც ვნახე ეხლა :დ გადახედეთ
შეიძლება ბევრმა იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ:
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
14-30 სექტემბერი
პროგრამა .. http://www.tbilisiinternational.com/userfiles/SAERTASHORISO_PROGRAMA.pdf
გვერდი FB-ზე >> http://www.facebook.com/TbilisiInternational
მითხრეს, რომ ბილეთების ყიდვა 10 აგვისტომდეა მხოლოდ შესაძლებელი
პირველად ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი, რა სილამაზე დახატა
https://www.youtube.com/watch?v=Ay-tD7x6dK8
https://www.youtube.com/watch?v=llLlFcq3K3U&feature=related
https://www.youtube.com/watch?v=z8QdYGbTeH4&feature=related
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა :
ყველას სალამიი :* ♥
ამ კვირას გეპატიჟებით საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე )
23 დეკემბერს, 11.00-დან 19.00 სთ-მდე
მის: სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, ცოტნე დადიანის #7, მე-2 სართ.
წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები..
აგერ ღონისძიების გვერდი ფბ-ზე >>> http://www.facebook.com/events/341645282600539/
გ ე ლ ო დ ე ბ ი თ!!!! ♥
პ.ს. ჩემი ნამუშევრების გვერდი >> http://www.facebook.com/TKsArt
დამრჩა 2 დღე, ვემზადები და ერთ ამბავშვი ვარ )
წარმატებები..
მადლობები <3
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)