Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ პარანორმალური მოვლენები

Posted by: annalex May 11 2021, 08:42 PM

სალამი, ნება მიბოძეთ ჩემს გამოცდილებაზე გითხრათ, ამისთვის დავრეგისტრირდი (ადრე მგონი ვიყავი აქ როდესღაც)

მოკლედ, დღეს ისევ დაიწყო. კაი ხანია არ შევუწუხებივარ

წეღან მეძინებოდა და დივანზე მივდე თავი. მესმის ჩხაკუნი; ჩხაკ, ჩხუკ...ვიფიქრე ძილში შევდივარ და მეჩვენება. იყო წყლის მადუღარას ხმა, იცით რა ხმებს უშვებს რომ გამოირთვება, აი ეგ ხმა იყო. რამდნჯერმე განმეორდა. მერე კიდევ რაღაც უცნაური ხმა მომესმა, ვერც მივხვდი რა იყო...ლამის მეძინა და კიდევ ვიფიქრე მეჩვენება!

ახლა ვდგევარ სამზარეულოში ვჭრი სალათას და უცბად ჩემს თვალწინ ჩაირთო ეს მადუღარა ცარიელი იყო და აშიშინდა. ვეცი გამოვრთე! ახლაც ხომ არ მეძინა!
5 წთის წინ წიკლაურის იებს ვუსმენდი და ''იქ'' წასულ დედებზე წერდნენ დედა როგორ მენატრებიო...რატომღაც ვიფიქრე რომ ეგებ დედაჩემი იყო თავს მახსენებდა...და ვამბობ თუ დედაჩემი ხარ აბა ახლა ჩაირთე თქო! და იმ წუთსვე ჩაირთო! angelchik.gif

მოკლედ, ვინმეს გაქვთ მსგავსი შემთხვევები?

მე დიდი ხანია არ მქონია...და აჰა ისევ დაიწყო! unsure.gif

თუ არის მსგავსი თემა გადაიტანოს მოდერმა მე ვერ ვნახე

Posted by: td......... May 11 2021, 08:57 PM

annalex
საინტერესოა.. smile.gif

Posted by: lexa Aug 22 2023, 12:18 PM

ბევრი პარანორმალური მოვლენა გადამხდენია თავს ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ამ ბოლომ გამაოცა და ვერ ამიხსნია.

ვცხოვრობ ბოლო მე10 სართულზე. ამ ბინაში გადმოსვლის პირველივე დღიდან ბრახ ისმის კედლებიდან ხან აქ ხან იქ(იშვათად ჭერიდან), მოკლედ ყველა ოთახში! (აბზაზანაშიც კი)
დაიწყო კვირაში 2-3ჯ, მერე მოხშირდა, ბოლოს ყოველ დღე და მერე დღეში ბევრჯერ! იმდენად შევეჩვიე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ეს რამოდენიმე ხანია ეს ხმაური შეწყდა! იქნება ასე 2 კვირა! დიდად გავვოცდი, არ ვიცი რას დავაბრალო განა რა მოხდა. ერთი რაც მაგონდება ამ ბოლო კვირეების მანძილზე ყოველ დილას ვკითხულობ ლოცვას (დედის ლოცვა, სამებას/მარიამ ღვთისმშობელს/მთავარანგელოზს მიქაელს კარიბჭე საიტიდან), რასაც ადრე არ ვაკეთებდი, უბრალოდ გულში ვესაუბრები ხანდახან უფალს როგორც ბევრი თქვენთაგანი. და რაც ეს დავიწყე შეწყდა ბრახუნი! ვერ დამიჯერებია ამასთან რამე კავშირში იყოს? მარა დრო ემთხვევა და სხვა არაფერი მაგონდება გამეკეთებინოს. ამ ბოლოდ დროს სულ ამაზე ვფიქრობ, მაინტერსებს განა რა მოხდა, სად გაქრა ეს ბრახუნი და ხმაური
ვისაც მსგავსი შემთხვევები გქონიათ ან რამე პასუხი გაქვთ ეგებ დაწეროთ, მადლობა

Posted by: earth Aug 23 2023, 06:35 PM

lexa
მთავარია შეწყდა ბრახუნ-ხმაურები და შენ შეგიძლია იყო მშვიდად შენს სახლში. 264166.gif

Posted by: old_man Aug 24 2023, 11:03 AM

აქ ორი ვარიანტია:
1. შეიძლება ეს იყოს ჩარჩენილი სული, ადამიანი რომელიც მოკვდა ამ ბინაში და თავისი ძლიერი მიჯაჭვულობების გამო მისი სული ვერ გადავიდა სხვა სფეროებში. ახლა გაბრაზებულია, რომ მის ბინაში სხვები ცხოვრობენ და ასე ავლენს თავს
2. დაბალი ასტრალის არსება, რომლებიც თქვენამდე მიზიდულ იქნა ამ ბინაში სხვადასხვა ფაქტორის გამო. ასეთი არსებები უამრავია (მაგალითად ლოთების და ნარკომანების ბუნაგში შესაბამისი ასტრალური არსებები მიიზიდება, რომლებიც მსგავსი ვიბრაციის არიან როგორიც სახლის მობინადრენი და მათი ფიზიკურ სამყაროში გამოვლინებაც აგრესიული იქნება, სხვა ფაქტორებია: შავი მაგია, რიტუალები და ა.შ.)

Posted by: lexa Aug 27 2023, 11:00 PM

QUOTE(old_man @ Aug 24 2023, 11:03 AM) *
აქ ორი ვარიანტია:
1. შეიძლება ეს იყოს ჩარჩენილი სული, ადამიანი რომელიც მოკვდა ამ ბინაში და თავისი ძლიერი მიჯაჭვულობების გამო მისი სული ვერ გადავიდა სხვა სფეროებში. ახლა გაბრაზებულია, რომ მის ბინაში სხვები ცხოვრობენ და ასე ავლენს თავს
2. დაბალი ასტრალის არსება, რომლებიც თქვენამდე მიზიდულ იქნა ამ ბინაში სხვადასხვა ფაქტორის გამო. ასეთი არსებები უამრავია (მაგალითად ლოთების და ნარკომანების ბუნაგში შესაბამისი ასტრალური არსებები მიიზიდება, რომლებიც მსგავსი ვიბრაციის არიან როგორიც სახლის მობინადრენი და მათი ფიზიკურ სამყაროში გამოვლინებაც აგრესიული იქნება, სხვა ფაქტორებია: შავი მაგია, რიტუალები და ა.შ.)

კი, ზუსტად მაგას ვფიქრობ მეც, გაჭედილი იყო და ვეუბნებოდი წადი სინათლეში თქო
მეორე ვარიანტიც შესაძლოა, ამ ბინაში ცხოვრობდა მოხუცი ქალბატონი, რომელიც მერე/90წლ სხვაგან(რომ უვლიან) გადაიყვანეს, ალბათ გარდაიცვალა და თავის სახლს მოინახულებდა, ლოღიკურია, , შაბატს რომ საკურტხს ვაკეტებ მის სახელსაც ვახსენებ ხოლმე ჩემს მიცვალებულთა ერთად მარა ეს მაინც გრძელდებოდა....ეს რამდნიმე ხანია ლოცვანს ვკიტხულობ, აი, ამას http://karibche.ambebi.ge/locvani/locvani/1601-dedis-locva.html
ვერ ვიტყვი ამის გამო შეწყდა მაგრამ დრო ემთხვევა!
სხვა რა ვიფიქრო არ ვიცი
რამდენიმე დღე დამავიწყდა ამ ლოცვის წაკიტხვა და ისევ მომესმა ხმა...ოღონდ ძან შორიდან...ახლა სხვის სახლიდან. აქეთ იქიდან მყავს მეზობლები, სავარაუდოდ მაქედან, ჩემს თავზე არავინ ცხოვრობს

Posted by: lexa Aug 27 2023, 11:24 PM

დააკვირდით ამ ფოტოს, რას ხედავთ
სურათი როგორ უნდა დავდო? ლინკს მიჩვენებს, ლინკი კი არა ჩემი კომპიდან უნდ ა დავდო და ამის არჩევავერ ვნახე

Posted by: earth Aug 29 2023, 10:47 PM

lexa

QUOTE(lexa @ 28th August 2023 - 12:24 AM) *
სურათი როგორ უნდა დავდო?

რაღაც საიტებზე ვდებდით და მერე ლინკით ვდებდით სურათებს, უმეტესი ეს ძველი საიტები გაუქმდა.
ალბათ ვინმე დაგვილინკავს რომელიმე ახალ საიტს.

lexa
QUOTE(lexa @ 28th August 2023 - 12:00 AM) *
ეს რამდნიმე ხანია ლოცვანს ვკიტხულობ

ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ამ დროს შენი შინაგანი გრძნობებია მთავარი. გრძნობ მადლიერებას და ითხოვ, გრძნობ მოწიწებას და ერთგვარ სიყვარულსა და რწმენას. ამ გრძნობის ძალა ძალიან დიდია.

Posted by: Worldabove Dec 1 2023, 10:12 AM

ვაა რა საინტერესოა

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)