ვფიქრობ რომ გასხივოსნება და წმინდანობა არ არის ერთი და იგივე..
როგორც შტაინტერი ამბობდა არსებობს ღმერთი სახალხო,ღმერთი დაფარული და ღმერთი გაცხადებული.. ვფიქრობ სახალხო ღმერთი ნიშნავს იმ ეთიკურ და მორალურ კანონებს რომელთაც ადამიანი უნდა დაემორჩილოს რომ ცხოველათ არ გადაიქცეს.. აი ღმერთი ფარული ზუსტად არის გასხივოსნებულთათვის რომლებიც გრძნობენ ღმერთს მაგრამ ვერ ხედავენ. წმინდანები კი ხედავენ ღმერთს და "ჭვრეტენ" თავიანთი გონებით მათთვის კი ღმერთი არის გაცხადებული.. რისთვის ლოცულობს ადამიანი?როგორია ქრისტიანული გასხივოსნება ანუ "ცეცხლით ნათლობა" და საკუთარი ხელით შენი სულიერი სხეულის შექმნა. როგორც გურჯიევი ამბობდა ადამიანი მექანიკური არსებაა მას არ ააქვს სული მას ძინავს გააჩნია მხოლოდ ფიზიკური სხეული და სამშვინველი. სწორედ მეორე ცეცხლის ნათლობით ხდება "გასხიოსნება" ადამიანში სულის შთაბერვა და ის დგება ქრისტეს გზაზე მისი სულის და ცნობიერების ნაპერწკალი ღვივდება რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება იმ სულიერი სხეულში რომელშიც მოთავსდება მისი ცნობიერება და გადავა სამოთხეში.. თავიდან ესეთი ადამიანები იძახიან ან ეძახიან რომ ქრისტე მასში არ ჩვილი შემდეგ როცა ქრისტე მასში ხდება 33 წლის ანუ ქრისტეს ცნობიერება გამოვლინდება მასში სრულად (თუ მან გაიმარჯვა სულიერ ბრძოლებში)ანუ მას შეუძლია იგივე გააკეთოს რასაც ქრისტე აკეთებდა დედამიწაზე მას ააქვს მატერიაზე ძალაუფლება და ის წმინდანია ღმერთის შვილია ღმერთის ძეა როგორც ქრისტე იყო. გასხივოსნებულსაც ანუ ქრისტეს გზაზე დამდგარიც ღმერთის შვილია.. ვიმსჯელოთ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე კაი ხანია მგონი სერიოზული თემა არ ყოფილა ნამდვილად ეზოთერული. აბა გელოდებით!
და მოუნათლავ და ათეისტ ადამიანს, ან ბავშვს სული არ აქვს? ადამიანი მექანიკური არსება ნამდვილად არ არი აი აქ ვერ ვეთანხმები ვერც გურჯიევს და ვერც სხვა დანარჩენებს, ვინც ამ აზრს იზიარებს. ადამიანი--უკვე ნიშნავს სულს და ხორცს, შტაინერი იმასაც ამბობს რომ ადამიანი ინკარნაციების მანძილზე აგროვებს ფიზიკურ სხეულსო, იმასაც ამბობს ერთი საერთო მეს ცალეული ნაწილები ვართო... მოკლედ არ მომწონს მექანიკური არსება. თუ ქრისტიანი არაა ადამიანი, გასხივოსნება არ ეღირსება? ან რარაც სწორად ვერ გავიგე..
elli
სული გეშლება სამშვინველში ემოციურ სხეულში
თვითონ ქრისტიანობა ამბობს რომ სულთან კავშირი დაკარგულია..
გასხივოსნება ეღირსება მაგრამ არა ქრისტეთი
სული არავის არ ააქვს
starscream
starscream
kate
რა არის მე კი არ ვთვლი რომ მართლა არავის ააქვს ამჟამად არავის ააქვს უფრო სულს ააქვს ადამიანი ჩვენს მაღალ მეს..
მაგრამ შეერთება ხომ ჭირდება ადამიანს სულთან
ქვემოდან ზემოთ
starscream
სულის ქონა არ ქონა თუ მხოლოდ სიტყვების თამაშად გამოიყენე არ ვიცი, მაგრამ არის ერთი რამ, რაზეც ეზოთერიკაში არ კამათობენ, სულის ცნობიერებას რომ არ ვატარებდეთ არ ვიქნებოდით ადამიანი . ჩვენ ვართ სულიერი არსებები ფიზიკური სხეულით და არა პირიქით.
და სწორედ ამ შეერთების გზების ძიებაა სულიერი გზა. გასხივოსნება კი ამ გზის ფიზიკური სხეულიდანვე მიგნებაა.
განვავრცოთ კიდე
გურჯიევის ასე მარტივად წაკითხვა და გაგება მართლა არაა სწორი.. თვითონაც ამბობს ამის შესახებ..რაც შეეხება ადამიანის უსულობას ესეც მიუღებელია ჩემთვის. სამშვინველი გრძნობადი აღქმის სხეულია, სული კი თვითონ არსებაა. ღვთის ნაწილი, ერთი მთლიანის მიკრო ასლი,ნაწილი. სხვა ამბავია თუ ადამიანი ამას უარყფს და ივიწყებს და ურჩევნია მექანიკურობა. გასხივოსნებას რაც შეეხება და წმინდანობას ძალიან პირობითი მცნება მგონია, იმისთვის შემოღებული რომ ადამიანისათვის უფრო მარტივი გასაგები გამხდარიყო მისი დანიშნულება.
td.........
ნამდვილად მეორე ნათლობაზე ცეცხლით რას ფიქრობ
starscream
ქრისტიანობაში პირველი აპოკალიპსი, წარღვნა მოხდა წყლით, ხოლო მეორე იქბნება ცეცხლითო ამბობენ...
Starscream
და შენ თვლი რომ ქრისტესავით რომ იაზროვნო იმ ყველაფერს შეძლებ რასაც ის?' რატომ წავიდა იესო 40 დღით მარხვაზე, მხოლოდ პურზე და წყალზე? სად იყო იესო როდესაც მარხვის ეს სახეობა არსებობდა, სახელით:ნეკრომანტის მარხვა. ასე რომ, ჯდომა და იმის ლოდინი რო ქრისტე გაახელს შენში თვალს, არაფერს მოგცემს თუ არ იშრომე მეგობარო. 😉
თუმცა კი, თუ ქრსტესავით იაზროვნებ მაშინ პრაქტიკაშიც მოიყვან ბევრ რამეს. მაგრამ ამეების და უფრო მეტის გასაკეთებლად საჭირო არაა ქრისტე გახდე. სხვა ბევრი გზაც არსებობს, უბრალოდ უნდა იცოდე რა და როგორ გააკეთო.
Maha Kali
ნეკრომანტის მარხვა რატო ქვია
Maha Kali
ნეკრომანტულ მარხვაზე წავიკითხე რომ ძაღლს ჭამდნენ თუ ძაღლის თირკმელს შავ პურს და წყალზე იჯდნენ 40 დღე მაგრამ მე რო ვიჯდე შავ პურზე და წყალზე ეგ ხო არანაირ ძალებს არ მომცემს ნუ მკვდრებს ვერ წამოვაყენებ ამას კიდე ლოცვები უნდა უეჭველი. თტელი დღედაღამე ან უნდა იმედიტირო ან ილოცო ან მატრები იკითხო და ასე შემდეგ. მირჩიე აბა ესეთი 40 დღიანი მარხვა რომ მოვარტყა პლიუს ტრატაკა და მედიტრაცია ვიპსანა და სექსუალური თავ შეკავება რა შედეგი დადგება ენერგეტიკის მხრიდან გაძლიერდება?
მარხვა მარტო რაღაცეების არ ჭამა არაა. ეს თავშეკავებაა
და როცა ერთისგან იკავებ თავს, ანუ როცა ერთს კარგავ, აუცილებლად მეორეს იღებ, არაფერი დიდი ლოცვები და ცეცხლის გარშემო სირბილი არ სჭირდება :დდ.
სხვათაშორის ლეგენდის მიხედვით სანამ ლილიტი ადამიანი იყო, მან 1000 წელი იცოცხლა. რადგან ნეკრომანტი იყო, და მათ შეუძლიათ როგორც სხვის ასევე საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივება, მოუნათლავ ბავშვებს ჭამდა 100 წელიწადში ერთხელ, ასე რომ შეგიძლია თამამად მიირთვა სადილი. 😂😂.
ბოლოს მაინც დედა უტირა კარმამ და მოკვდა.
საჭირო რომ იყოს გეცოდინებოდა რა როგორ კეთდება,
მაიმუნს რატომ უნდა მისცე ავტომატი?
Maha Kali
არ მჯერა რაღაც მაგის რომ 40 დღიანი მარხვით ადამიანების მკვდრეთით აღდგენა შეიძლება მასე ოსვენციმის ბანაკში ხალხს უნდა აღედგინა ერთმანეთი სისულელეა ყველა წმინდანი მარხულობდა და ასკეტები იყო ქვეყნის მაგრამ ძალიან ერთეულებმა თუ აღადგინეს ვიღაც მკვდრეთით ამიტომ არ მწამს ეტყობა მარხვა კომპონენტია და იმათმა რაღაც სხვა იცოდნენ კიდევ ის რაც ჩვენ არ ვიცით
ჩვენ არა. შ ე ნ. 😉
Maha Kali
გაქრი ეხლა
პრანაინამის ციგუნის და მედიტაციის და შიმშილობის გარდა თუ არსებობს კიდე ენერგიის ასაკრეფი რამე. ნეკტომანტია მკვდარ ენერგიაზე მუშაობს და
იიი სენ მეისპეე. :დდდ
ენერგია და მკვდარი? ენერგია არ ქრება, ენერგია არ კვდება, ენერგია გარდაიქმნება. ახლა ეს გაიაზრე. და ამიერიდან თავი აღარ შეირცხვინო. მკვდარი ენერგია არ არსებობს!
😘
Maha Kali
ვერ გამიგე რასაც ვამბობდი ნეკრო ენერგიის აკრეფა არ მინდა ცოტა სხვანაირს აქცევს ადამიანს სახეზეც და ასე შემდეგ ვაი ვაი ამდენი მაგი და მისტკოსი საიდან ამ საიტზე ამდენი ხანია ვწერ და ამდენი ვითომ მაგების და მისტიკოსების შემოსევა ჯერ არ ყოფილა და თან ნაი ნაირ სახელებს რომ ირქმევენ და რო მასწავლიან =D მეცინება თან თავი უუძლიერესები რო გონიათ. არ გინდათ თქვენ წესიერი ურთიერთობა ძალის ენა გესმით მარტო მანდამაინც ტრაკიდან ელვას უნდა ვისროდე და სიდჰები უნდა მქონდეს თქვენს დარად რომ ჩამთვალოთ ალბათ
იოცნებე სიდჰებზე.😂😂😂. კარგახანია მაგაზე ვიზრუნე, ჩაკეტილი ხარ მირო 😉. სიდჰები კიარა ნორმალურ ცხოვრებაზე უნდა იოცნებო თავი დიდი ვინმე ნუ გგონია, რაღაც სისულელეებს წერ და თავის გამართლებაც არ გამოგდის.😂😂😂. რავიცი თუ ესე ძაან გესიამოვნება შეგიძლია ცადო ტრაკიდან ელვის გამოშვება 😂.
და სხვადასხვა ენერგიის აკრეფა ადამიანს სხვანაირს არ აქცევს. ან უძლებ გარკვეული სახის ენერგიას, ან დედა გეტირება და მოკვდები, ყველა ვერ იქნება ნეკრომანტი, ყველა ვერ იქნება კალის მიმდევარი, ზოგი უბრალოდ სახლში უნდა იჯდეს და ფერიასავით დაფარფატებდეს, და ოცნებობდეს რომ არავინ არ ასწიოს მასზე ხელი. მისმინე ძმაო, არ მიცნობ, და მერე გვიანი იქნება, გირჩევ დაწყნარდე და მიაყენო, და ინფორმაცია გუგლიდან კიარა სანდო წყაროებისგან მიიღო, იმიტომ რომ გუგლში 99%, სისულელეა. ამიტომაც წერ ასეთ რამეებს. ახლა შეგიძლია სპერმა აღარ ანთხიო და შენთვის შეინახო. 😂😂😂
და რო გასწავლიან? და სწავლა ოდესმე არის გვიანი? ყველას და ყველაფრისგან შეიძლება რაღაცის სწავლა
აჰაჰ და სახელის დარქმევა რა შუაშია შენ საერთოდ starscream გაწერია, და კიდევ მე მეუბნები რომ რაღაც "მისტიური" სახელი დავირქვი? 😂😂😂
ცოტა ძლიერი არგუმენტები შეარჩიე ხოლმე, თან ისე რომ მასში აგრესია და ცინიზმი არ იყოს, რომ საპასუხოდ იგივე არ მიიღო. 😉
Maha Kali
ერთ რამეს გეტყვი ძმაო მართლა მე მგონი შენც ბევრი რამე გეშლება აშკარად ჩემი სახელი იცი და ალბათ ფეისბუქიც ხოდა თუ ისეთი ტიპი ხარ როგორც შენ ამბობ დამიმატე და ვიურთიერთოთ და თუ არა შეგიძლია ჩემი პოსტებით შექმნილ ჩემს მე ს წერო და იქიდან აანალიზო და პასუხები წერო და ასე შემდეგ სხვა მანიპულაციები აკეთო. ხოდა დანარჩენი ვინ რას გააკეთებს და სად ყველასი თავის საქმეა და დასაცინი სულაც არ არის ყველას თავის ცხოვრება აქვს მე ხო ხედავ არ ვეხები ვინ როგორც ცხოვრობს ან სპერმას იკავებს ან ასე შემდეგ ჩემი გზა სხვაა ჩაკეტილი არ ვარ თავისუფალი ვარ ძალებზე უარი ვთქვი,ჯანმრთელობა დავკარგე და ბევრი რამე დავკარგე ხო და ძალებზე უარის თქმა შეიძლება და ასე შემდეგ თუ გადარჩები მერე მაგრამ მაინც ვერ გადამიწყვეტია ეს ნეგატიური ზემოქმედება იყო თუ უარის თქმის გამო მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ხოდა ერთხელ გადარჩენილი ვარ ხოდა მიაყენე რა მართლა რას მემუქრები ვერ გავიგე არ მეშინია არაფრის ზომბის მდგომარეობიდან ვარ გამოსული და სიცოცხლე მქონდა თვალებში ლამის ჩამქრალი როცა დადიხარ აქეთ იქით მაგრამ იცი რომ დღე დღეზე მოკვდები სარკეში იხედები და ადამიანს ვერ ხედავ პლიუს მაგის გამო თვალების ფერი შეცვლილი მაქვს გამიმუქდა. ხოდა რა გინდა ვერ გავიგე? ხო ძალები მაგიტომ აღარ მაქვს 40 % ვარ დარჩენი გონება დამიჩლუნგდა და ინტელექტიც ქრონიკული გადაღლილობა მაქვს და გამოუძინებლობა 8 წელია აგერ და სხვა ზემოქმედებას შეიძლება ვერც გავუძლო ნეგატიურს. ერთხელაც არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება ესაა გარანტი მსხვერპლი იმის რომ მე არ ვიცავ ჩემს თავს და სხვები დამიცავენ თუ ვინმე თავს დამესხმის ნუ იმედი მაქვს მე კიდე ძაან ეჭვი მეპარება რო აქ საქართველოშია ისეთი ლიტერატურა რომ ინტერნეტის გარეშე განათლდე სერიოზულს ვგულისხმობ.
პირველად რომ განვსხივოსნდი სიყვარულუ , სიხარული და უდიდესი სექსუალური ენერგია იღვრებოდა ჩემში და როგორც ჩანს არასწორი გზა მივეცი ამ ყველაფერს და შემდეგ განსხივოსნებაზე(მცდელობაზე) წინ ჩამოთვლილი სიტყვების ანტონიმები იღვრება. მრისხანება , აგრესია, ტკივილი.
თუმცა გამუდმებით მესმის ომმმმ. შეუწყვეტლივ სამი წელია მესმის ომმმ და სიცარიელე! რავ მტანჯავს.
Aum
როგორ უნდა ეცადო გასხივოსნებას? ეგ გასხივოსნებაა რაც აღწერე? მეც მქონდა დიდი სიყვარული დამეცა თავზე თავიდან და ძმური სიყვარული ადამიანებისკენ მერე მამური და თან მდუმარებაში შევედი რადგან გონება მიიზიდა გრძნობება ერთგვარ მედიტაციაში მერე გამოვედი და მაგას უბრალოდ მადლს ეძახიან ქრისტიანობაში და ბერები არიან დიდ მადლში ანუ ნეტარებაში თუ მიაღწევენ ლოცვით მაგ მდგომარეობას. ხოო ჯოჯეხტეთია ეგ ყველაფერი მესმის
starscream
მე იოგით და მანტრებს ვუსმენდი საათობით. ახლა გახსნილია აურა თუ თავის არე(აჯნა ქვია მგონი) და ეზოთერიკოსებს და ოკულტისტებს ყველაფერი ესმით ჩემი ანუ რას გავიფიქრებ რას ვიტყვი გუნებაში.
ეგ კი არა ზოგჯერ გაღვიძებულზე ველაპარაკები კი არა მელაპარაკებიან გარდაცვლილი ადამიანები, ანუ გაფრენამდე ცოტა მაკლია არ ვიცი თავი როგორ დავხურო.
Aum
საინტერესოა მე ვერაფერს გეტყვი მეც მქონდა მესამე თვალზე რარაცეები მაგრამ არც იოგით ვიყავი დაკავებული და არც მანტრებს ვუსმენდი
Maha Kali
რას უნდა მივხედო რაც არ დგინდება მედიცინით? რა ინფორმაციას ვათავსებ მე როგორც ვფიქრობ იმას ვწერ წიგნი იმისთვისაა რომ ცოდნა და ძალები აიღო და თუ უარი ვთქვი რაღად მინდა წიგნი მე რაც მაინტერესებს იმაზე მიმიწვდება მარტივად ვუდგები ყველაფერს რაც არის მარტივი ის არის ეფექტური და ძლიერი უბრალოდ ხალხს ეზარება მიყოლა უმეტესობას. თავს მიხედილი მაქვს და მრავლის მთქმელი პოსტებს არ ვწერ სწორად ვწერ ჩემი აზრით რასაც ვწერ. ეხლა არ მითხრა რომ იმ დონის მაგი ვარო რომ თვალის ფერს ვიცვლიო =D ხო არ ლევიტირებ კიდევაც =D პრობლემა მაქვს დასათმენია ეს პრობლემები და ვითმენ აბა რა ვქნა ჩემი და შენი აზროვნება განსხვავდება ძალიან. საწყენი არაფერია ყველას თავისი აზრი აქვს არავისთან არაფრის გადამოწმებას არ ვაპირებ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ არის ცხოვრება
მედიცინით რომ ვერ მიხედავ მაგიით მიხედე. დიახ მე ვიცვლი თვალის ფერს! ამაში გასაკვირი არაფერია. ორ აზრს შორის სიმართლე სიმართლე კიარა პრობლემაა. და რადგანაც შენი აზრია არ არის საჭირო გამოაქვეყნო და ხალხი შეცდომაში შეიყვანო. როგორც ვიცი ბანი გედო ამ ფორუმზე მაგრამ ახალი ექაუნთით გამოანათე :დდ. და წინა ჯერზე ბანი ამ მრავლისმთქმელი პოსტების გამო არ გედო? და რაც მარტივია ეფექტური სულაც არაა, ჩემთვის ეხლა მარტივია რო ვთქვა თვალის ფერი ლურჯი გახდეს მეთქი, ეს ეფექტურია? არა, ამიტომაც მიწევს დროის დახარჯვა კონცენტრაციაზე და გარკვეულ პრაქტიკებზე. 😉.
და წიგნიდან ძალებს როგორ იღებ მასწავლი? უნდა ამოვახიო? წიგნიდან ინფორმაციას იღებ. ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა ს.
შენთან საუბარს რა აზრი აქვს. წადი და რამდენიც გინდა იმდენი დაითმინე 😉
Maha Kali
კარგი მაჰა კალი წავედი მე იმაზე ნუ ლაპარაკობ რაც არ იცი ეს აქაუნთი 8 წლის უკანდელია და ძველი აქაუნთი მეტი წლის ამ ფორუმზე კიდე ლამის 13 წლიდან ვარ 25 ის ვარ ეხლა =)) და ნამდვილად არ მაქვს სურვილი რო გიპასუხო ყველას თავისი აზრი აქვს და ფორუმი იმიტომ არის რომ ყველამ თავისი აზრი დაწეროს
starscream
გასხივოსნება და წმინდანობა აშკარად სხვა და სხვა მდგომარეობაა, მაგრამ შეიძლება თუ არა გასხივოსნებული ადიანი იყოს წმინდანი? წმინდანობას სინოდი წყვეტს, ნუ იდეაში გაცილებით მარტივია იყო წმინდანი ვიდრე გასხივოსნდე. ეს უფრო ეწლიგიური საკითხია მაგრამ ჩემთვის თეთრი თეთრია.
Aum
გასხივოსნებას თავისი წინა საფეხურები აქვს, მაგრამ რადგან შენი მდგონარეობა ასე აღწერე ესე იგი საკმაოდ ძლიერი იყო. რადგან არ იცი რა იყო ესე იგი გაგიმართლა და რომელიმე იერარქმა აგწია მოგცა ენერგია, დაგმუხტა, დროთა განმავლობაში გახარჯე და დაუბრუნდი შენს ჩვეულ ენერგიას, გასხივოსნებისას ასე არ ხდება, თუმცა რაც შენ მიიღე ესეც ძალიან მაგარია. ამბობ რომ უნარები გაქვს გახსნილი და ვერ აკონტროლებ, ვინ გყავს გვერდში ეზოთერიკები რომ ვერ დაგეხმარნენ, ყოველ შემთხვევაში შეიძლება მართო ეგ უნარი, აქ ბევრი წვალიბს რომ გაააქტიურონ ეგ ჩაკრა.
Maha Kali
ეცადე კორექტულად მიუდგე ფორუმელებს, მართალია starscream თვითონაც ხშირადაა არაკორექტული მაგრამ ეს არ იქნება გამართლება. ხო და ეცადე არ დაცინო ფორუმელებს, უნარები იხსნება და იკეტება, განვითარების დინე ყველას სხვა და სხვა გვაქვს, მთავარია ურთიერთ გაგება მოხდეს თორემ საომარ მდგონერეობაში მოგვიწევს ყოფნა სულ, მეც ვიცი ვინაა მირო, რამდენიმე დღის წინ მეც მომაყენა შეურაწყოფა მაგრამ არაფერი მომიმოქმედებია, ძალა რომ გაქვს პატივი ეცი შენ ძალას და აუცილებლობების დროს გამოიყენე, წარმატებებს გისუტვებ სულიერ განვითარებაში, შენი ასაკისთცის საკმაოდ წინ ხარ წასული.
.
Maha Kali
ეცადე კორექტულად მიუდგე ფორუმელებს, მართალია starscream თვითონაც ხშირადაა არაკორექტული მაგრამ ეს არ იქნება გამართლება. ხო და ეცადე არ დაცინო ფორუმელებს, უნარები იხსნება და იკეტება, განვითარების დინე ყველას სხვა და სხვა გვაქვს, მთავარია ურთიერთ გაგება მოხდეს თორემ საომარ მდგონერეობაში მოგვიწევს ყოფნა სულ, მეც ვიცი ვინაა მირო, რამდენიმე დღის წინ მეც მომაყენა შეურაწყოფა მაგრამ არაფერი მომიმოქმედებია, ძალა რომ გაქვს პატივი ეცი შენ ძალას და აუცილებლობების დროს გამოიყენე, წარმატებებს გისუტვებ სულიერ განვითარებაში, შენი ასაკისთცის საკმაოდ წინ ხარ წასული.
[/quote]
ძლივს, საღი აზრი. აუცილებლად გავითვალისწინებ. 😊
starscream
იცით ის მინდა ვთქვა, რომ რაც ეძებ ადამიანი ცოდნას ამ საკითხებში, რაც მეტს იგებ და ცდილობ გამოიყენო ცხოვრებაში, ისე გემატება სხივი. გასხივოსნების წინა საფეხურებია გასავლელი და ეს საფეხურები ძალიან ლამაზია.
jarmen
კი და მე მინდა რომ დავხურო. ისეთი რაღაცეები მესმის და ვხედავ ხოლმე თან მე ვერც ვაკონტროლებ მთელი დღეებია ძილბურანში ვარ ანუ არც აქეთ ვარ და არც იქით(ფიზიკურად არაფერი მჭირს) , აზრი გონი რასაც მეტყვის ეს ხარ ის ვხვდები მაგალითად მეტყვიან ვიშნუ ხარო და ვიშნუს "ვთამაშობ".
Aum
ბევრნი არიან?
მე როგორც ვხვედავ წმინდანობაა როცა გასხივოსნების სტაბილურობას მიაღწიე ქრისტიანულ ეზოთერიკულ ცოდნას თუ დავიხმარებთ წმინდანი ვერ ეცემა ანუ სულ რო ქალმა შიშველი იაროს ან ქალთან სექსი ქონდეს ან ვინმე მოკლას ან ასე შემდეგ მაინც წმინდანია ანუ მან გადალახა ის საზღვარი უკვე ის ადამიანიც არ არის პრაქტიკულად აღარ ააქვს ადამიანური ცნობიერება. ზოგიერთ ტიპის იოგებს გასხივოსნების პრობლემა აქვთ ანუ როგორ ავხსნა ზემოთ ადის ენერგია კუნდალინის სანსარაში. გასხივოსნდება ანუ გაწმინდანდება და მაგრამ ჩამოდის 5 წუთის მერე ან 30 საათის მერე ანუ არ არის სტაბილური თუმცა მერე აღწევენ უკვე და წმინდანები ხდებიან მერე გასხივოსნების მომენტი ანუ ენერგიის ზემოთ სანსარაში ასვლის მომენტი ხდება ხოლმე როგორც აუმს დაემართა მეც მქონდა რაღაც ეგეთი მაგრამ მე მგონია მარტო გულის ჩაკრამდე ავიდა და ჩამოვიდა. და სხვა კიდე დასავლეთში გავსხივოსნდიო არადა ჩამოვიდა ქვემოთ ენერგია და ჩვეულებრივი ადამიანია ამას ვეძახი ავანსს ანუ ძალები აძლევენ წახალისებისთვის უფასო ავანს მაგრამ ისევ მაგ მდგომარეობას რო მიაღწიო რატქმაუნდა წვალება გიწევს მედიტაცია ლოცვა და ასე შემდეგ ჩემით რომ ვთქვა იერარქები ავერბოვკებენ ესე ხალხს აქიდან მცირეს ძალიან მოეწონება და გაყვება გარკვეულ მიმდინარეობას მაგრამ ამისთვის ბერობა მოუწევს სექსუალური ენერგიის შეკავებაც ასკეტიკაც და ასე შემდეგ ერთგვარი გადაბირებაა რა ხალხის ან შეიძლება კარმულიც და რეინკაციულია და რომელირაც წინა ცხოვრებაში მაგ ასაკში გქონდა ეგეთი გამოცდილება ძნელია თქვა.
ცოტა ძნელია ვისაუბროთ წმინდანობაზე თეოსოფიურ ჭრილში, იმიტომ რომ არ არის მკვეთრად გამოხატული ასპექტები რითაც ვიმსჯელებდით ამა თუ იმ ადამიანის წმინდანობაზე, საინტერესოა იმის განსაზღვრა ვინ უფრო წმინდანია, ან ეს წმინდანობა მდგომარეობაა თუ სტატუსი, დღეს წმინდანის სტატუსი განისაზღვრება სინოდის გადაწყვეტილებით შესაბამისადწმინდანად ირაცხება ის ადამიანიც ვინც ხოცავდა დატყნაურობდა და დაქეიფობდა ამასთან ისიც ვინც მთელი ცხოვრება სულიერ პრაქტიკას მიუძღვნა, შესაბამისად აქ კონკრეტული შტამპი არ არსებობს. რაც შეეხება აღმოსავლურ სწავლებას, გასხივოსნება არ არის იოგური პრაქტიკა, ეს არის წმინდა წყლის ბუდას გზა, თავის მხრივ გასხივისნებას გააჩნია თავისი წინა ეტაპები რომელსაც ეძახიან გასინათლებას და ყველა ეტაპს აქვს თავისი მახასიათებელი ექსტაზური მდგომარეობა და არ გამოიხატება კუნდალინის სახასრარა ჩაკრაში ასვლით(არსებობს სხვა მაღალი ჩაკრებიც, ეს არ არის გზის ბოლო), ეს უფრო პოპულისტური დასავლური შეხედულებაა აღმოსავლურ მისტიციზმზე. რაც შეეხება იოგურ პრაქტიკებს, იოგაში არის 112 გზა იმის მისაღწევად რასაც ინდუისტები ეძახიან მოკშას, იგივე გათავისუფლება, სამსარიდან, ინკარნაციის ჯაჭვიდან ამოსვლა. თუმცა თავის მხრივ მოკშა არ ათავისუფლებს არსებას მიზეზშედეგობრიობიდან, რადგან ის მაინც არის ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილი, რადგან მისი ენერგიის ნაწილი ამ სამყაროშია, თუმცა თეორიულად მისი ატმა სამყაროს გართ არსებობს, ხოლო მისი ჯივა მიეკუთვნება ჩვენს, 4 განზომილებიან სამყაროს. რაც შეეხება დაცემას დაცემა ყველა წერტილიდანაა შესაძლებელი, მაგალითისთვის სემიტური მითოლოგიის მთავარანგელოზის დაცემა შეიძლება მოვიტანოთ, ასევე შეიძლება დაეცეს ნებისმიერი წმინდანი და გასხივოსნებული, უნდა აღინიშნოს რომ დაცემაში იგულისხმება, ცნობიერების(მიდგომების, დამოკიდებულებების) შეცვლა/გაჩენა ამიტომ ბუდისტური გზა ირჩებს მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებას. თუმცა საკითხავია რა აეის მერე რა არის ამ ყველაფრის ბოლო წერტილი. შეგიძლიათ წაიკითხოთ პატანჯალი იოგას სუტრა, სადაც პატანჯალი აღწერს როგორ მიაღწია მოკშას, იგივე გასხივოსნებას და მიხვდა რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა და ამ დროს აღწერს გამოცხადებას "ღმერთისა რომელიც გულშია" სადაც იგი ეუბნება რომ აძლევს წყალობას აძლევს ენერგიის ულევ და მარადმზარდ წყაროს, აქვევუხსნის რომ ეს არ იყო დამსახურება პატანჯალის რთული მისტიური პრაქტიკებისა და ასკეზების, არამედ ეს ყველაფეეი იყო მხოლოდ და მხოლოდ წყალობა...
jarmen
კი. სამწუხაროდ
-----
jarmen
ხო გეთანხმები ეგრეა ქრისტიანობაში ისაა რო ადამიანი ანუ ბერი როცა რეალურად ხდება წმინდანი და ეს თავის სიცოცხლეშივე ხდება როცა ცოცხალია ამ ბერს რა მოუხერხონ მაღალმა ქრისტიანმა იერარება არ იციან ხან მღვდელმსახურებას უწყვეტავენ ხან სადღაც ძალიან შორ მონასტერში გზავნიან და იქ გამოკეტავენ
მოკლედ მიხვვდი ჩემთვის ვინ არის წმინდანი და ვინ არის გასხივოსნებული და მაგას რომ მივხვდი ასევე მივხვდი აწი უკვე წმინდა ბერი გაბრიელი რატომ ამბობდა რომ მე ღმერთი ვარ და ანი და ჰოე ალფა და ომეგა და ასე შემდეგ. ამიტომ ამბობდა მე ვერ გამიგო ქართველმა ხალმაო კიდე ამბობდა ბერებში დირექტორი მე ვარო. იმიტო რო არ იყო წმინდანი უფრო სწორედ წმინდანი იყო მაგრამ დროის რაღაც მონაკვეთში და გასხივოსნდა.
მაინც ვერ გავიგე ვინ იყო ქრისტე
zeppelin
როდესაც ადამიანი იპოვნის თავის 'მე'-ს, იპოვნის ქრისტეს, ხოლო როდესაც დაკარგავს თავის 'მე'ს, მხოლოდ იმის შემდეგ რაც ჯერ იპოვნის მას, მას საძებარი აღარაფერი ექნება, რადგან გათავისუფლდება ბოლო რაღაცისგანაც, თავისი მესგან, იგივე ქრისტესგან. ეს არის აბსოლუტური თავისუფლება. ეს არის, როდესად ქრისტე გათავისუფლებს ქრისტესგან.
ქრისტე, ატმანია, რომელიც ადამიანის გულში ზის. მე მინახავს ის ჩემს გულში და ამიტომ ვსაუბრობ იმაზე, რაც მინახავს. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რაც არ მინახავს, ანუ არ ვსაუბრობ ქრისტეს კონცეფციაზე.
ნუ გეგონებათ, რომ ქრისტე წვერებიანი, ქერათმიანი, ცისფერთვალება მამაკაცია. ქრისტე, ატმანია და ადამიანის გულში იმყოფება. ის არათუ სახეა, არამედ ვისაც ეს სახე უნდა ქონდეს ის. ის არათუ მეტყველებს, არამედ თავად არის მეტყველაბა. ის არათუ სიტყვებს ამბობს, არამედ ტავად არის სიტყვა. ის არათუ ცოცხალია, არამედ თავად არის სიცოცხლე და ის ყველას გულში ზის. არათუ ვინმეა, არამედ ის, ვინც ეს ვინმე უნდა იყოს, ანუ არის ის, ვინც ვინმეს ანიჭებს ვინმეობას. ის თავად არის ყველა შესაძლო ვინმეობა რაც შეიძლება არსებობდეს, რადგან ის ანიჭებს ვინმეობას ვინმეობას.
ეს გავს მაგნიტს. ქრისტე, ატმანია, ატმანი კი მაგნიტივითაა. ის, ყველაზე მძლავრი მაგნიტია მაგნიტებს შორის. როგორც სიამოვნება, განცხრომა და ჰედონიზმის სხვა ფორმები იზიდავს ადამიანს, თუკი მისი ყურადღება მიპყრობილია სიამოვნების მომნიჭებელ ობიექტებზე, სწორედ ასე იზიდავს ატმანი ადამიანს, როდესაც ის ყურადღებას მიაპყრობს ატმანს, იგივე ქრისტეს. ატმანი, უმაღლესი ნეტარებაა, ამიტომ თუკი ერთხელ დაინახე უმაღლესი ნეტარება, სხვა ყველა სიამოვნებები, ძალას კარგავენ შენს თვალში და ამიტომ ვერ გიზიდავენ. ატმანი გაცილებით უფრო ძლიერი მაგნიტია, ვიდრე ჰეროინი, სუბუტექსი, ელესდი, კოკაინი, ორგაზმი, შეყვარებული, შვილი, მამა, ძმა, ქმარი, საყვარელი, სამშობლო და ა.შ. ამიტომ ამბობდა ქრისტე, რომ თუ ჩემთან გინდა, ყველაფერი დაივიწყე აიღე შენი ჯვარი და გამომყევიო და მკვდრები მიხედავენ მკვდრებსო. ქრისტე არ იყო მატყუარა. ის ამბობდა იმას, რაც არის. ამიტომ ამბობდა, რომ მე ყველაზე დიდი მაგნიტი ვარო. მე ვინც დამინახავს, ის არასდროს მომშორდებაო. ეს გავს ტრანსპორტით მგზავრობას. ფანჯრიდან უამრავ რამეს მოკრავ თვალს, მაგრამ მხოლოდ მოკრავ, ტრანსპორტი აგრძელებს მოძრაობას, ამიტომ შენ თუ ატმანს თვალს მოკრავ, დიდი ალბათობით ვერაფერსაც ვერ იგრძნობ ისეთს, რადგან ცხოვრება ტრანსპორტია და არ ჩერდება, არამედ სულ მიდის. ამიტომ თუ ლამაზი გოგო დაინახე ტრანსპორტიდან, გააჩერე და ჩადი, დაელაპარაკე, ანუ შენი ყურადღება ბოლომდე მიაპყარი, განა გაკვრით, არამედ ყურადღებით დააკვირდი. კი არ გადაიიკითხო ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტები, არამედ ჩაუჯექი და გულდასმით იკითხე. მთელი ყურადღება მიაპყარი. ეს ქრისტეს იგავს გავს პურის მარცვლებზე, რომელიც ქვა-ღორთიან ადგილას დაეცა ფესვი ვერ გაიკეთა და მალე მოეშთო. თქვენ რა გგონიათ რას განასახიერებს აქ ნიადაგის ფორმები? ნიადაგი ყურადღებაა. ვინ რა დოზითაც მიაპყრობს ყურადღებას ატმანს, იმ დოზით დაინახავს. როგორც შავ ხვრელს აქვს მოვლენების ჰორიზონტი, ასევე ატმანს აქვს წერტილი, რომლის დანახვის დროსაც, ვეღარასდროს დარჩები ძველებურად. ეს უკანმოუბრუებლობის მომენტია. მანამ უნდა მიაპყრო ყურადღება, სანამ ამ უკამოუბრუნებელ წერტილამდე არ მიხვალ. ეს არის გასხივოსნება. ეს არის ქრისტე.
ხშირად გაიგებთ, რომ ადამიანები ციტირებენ მამა გაბრიელის სიტყვებს, მაგრამ ცოტა თუ ხვდება რას ამბობდა ის. აი მაგ. როდესაც ის ამბობდა, რომ თქვენ ალბათ გსმენიათ რომ ნუ დაიჯერებთ სანამ საკუთარი თვალით არ იხლიავთო, ხოლო მე კი გეუბნებით, რომ საკუთარი თვალით ნანახიც არ დაიჯეროთ ხანდახანო. გაგიგიათ ჩაკრების აღწერილობა აღმოსავლური ფილოსოფიებიდან, ქრისტიანობაში ამას ცები ქვია. მე-7 ცა, მე-8 ცამ, მე-9 ცა და ა.შ. მოკლედ გასხივოსნება ხდება, როდესაც იხსნება მე-7 ჩაკრა, ანუ საჰასრარა, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე ხდება გამოცხადებები, ხედვები. აი სწორედ ამაზე საუბრობდა მამა გაბრიელი, რომ არ უნდა ენდო ამ ხედვებს. ეს არის ინგისმიერი არქეტიბები. ქრისტიანი ხედავს იესოს ჯვარზე, ან ღმრთისმშობელს, როგორც წმინდა სერაფიმ საროველი. ბუდისტი არ ხედავს ქრისტეს ჯვარზე, არამედ ხედავს ბუდას ლოტოსის ყვავილზე მჯდომს, იდუსი ხედავს კრიშნას ფლეიტით, ან ვიშნუს, ან შივას და ა.შ. მათემატიკოსი არ ხედავას არც ქრისტეს და არც ალაჰს, ის დაინახავს მათემატიკის ფორმულებს. ანუ მნიშვნელობა არ აქვს არქეტიპის ფორმას, მაგრამ ის ჩნდება გასხივოსნების წინ. ეს არის არქეტიპი, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერშია და ყველაზე მეტად ახლოსაა ჩვენს სულთან, რისიც გვწამს და გვჯერა, იმას ვხედავთ, მაგრამ ეს არის ილუზია. ატმანს და ქრისტეს, არანაირი ფორმა არ აქვს. ატმანი არც ფორმიანი და არც უფორმო. არც არის და არც არ არის. ვერაფერს იტყვი მასზე. თუ თქვი, ე.ი. საუბრობ მის არქეტიპზე და არა თავად მასზე. ეს არის ბოლო ეტაპი. ეს არის როდესაც ვთქვი, რომ ქრისტე გათავისუფლებს ქრისტესგან. როდესაც ქრისტიანი ხედვას ჯვარცმულ ქრისტეს , უნდა გაანალიზოს, რომ ეს ბოლოა რასაც ის დაინახავს. ბევრი ჩერდება და ენდობა ამ ხილვებს და რჩება ილუზიაში, ისე რომ ვერ აღწევს გასხივოსნებას. თუკი პიროვნება ბოლომდე შეინარჩუნებს სიმტკიცეს და ამ ხილვების დროსაც დასვამს კითხვას: ვინ ხედავს ქრისტეს, ბუდას? აი ამ დროს გაქრება ქრისტე. ეს არის წამი, როდესაც ქრისტე გათავისუფლებს ქრისტესგან. ბუდა გათავისუფლებს ბუდასგან. ამის მერე მოდის არაფერი. ეს არის გასხივოსნება. მასზე ვერაფერს ვერასდრის ვერავინ ვერ იტყვის, რადგან არავინ არასდროს არ გასხივოსნებულა. გასხივისნებაში არავინაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის ვინც არის, მარტო ის არის. მაგრამ ჩვენ გვიჭირს წარმოვიდგინოთ ისეთი რამ, რაც ერთად ერთია, ამიტომ ვამბობ რომ არავინაა. ის რაც არის, ერთია, მთლიანია და დაუნაწევრებელი, ამიტომ სულ ერთია არის თუ არ არის. ვინღა უნდა გასხივოსნდეს ან ვირ რას უნდა მიაღწიოს? ყველაფერი მიღწეულია. ყველაფერი გაკეთებულია. ყველაფერი ყოველთვის თავის ადგილას არის. ყველა და ყველაფერი სრულყოფილია.
ძალიან საინტერესოა, ეს ვიზუალური არქეტიპები მეც მასე ვფიქრობდი
და მადლობა რომ გვახსენებ პრიორიტეტს რაც არის ადამიანის ცხოვრებაში
David Monny
მადლობა საინტერესო პასუხისთვის
Merlin
საინტერესოა ძალიან. მადლობა პასუხისთვის
David Monny
ანუ როგორც გავიგე და თუ სწორად გავიგე ბუდა, კრიშნა, ქრისტე და ა.შ ერთია უბრალოდ სხვა და სხვა გამოვლინება?
zeppelin
David Monny
zeppelin
David Monny
მაგის შემდეგ რამოდის? თუ მანდ მთავრდება ყველაფერი?
zeppelin
"მაგის შემდეგ", მთავრდება ყოველგვარი "მაგის შემდეგ", რადგან "მაგის შემდეგ", მხოლოდ დროებით ფენომენს შეუძლია წარმოიდგინოს, ანუ გონებას. გონება დუალისტურია. მისთვის რაღაც აუცილებლად უნდა დაიწყოს, გაგრძელდეს და დასრულდეს. ამიტომ ნირვანა, გონია ადგილი, როდესაც რაღაც დასრულდა, მაგრამ უჩნდება კითხვა: მაგის შემდეგ? არც არასდროს ყოფილა არაფერი არაფრის შემდეგ. ყველაფერი ერთდროულად არის აქ და ახლა, რადგან ყველაფერი ახლავე არის, როგორც ერთი მთლიანი. არაფერი არსად არ მიდის და არ მოდის, მაგრამ არც დგას. გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს სიჩუმე და უძრაობა. ამიტომ, ყველა ბრძენი ამბობდა, მდუმარებაშია ჭეშმარიტება და გასხივოსნება. მდუმარება, ნიშნავს ფიქრების ნაკადის შენელებას, მაგრამ არა გაჩერებას. მანამ, სანამ არსებობს ფიზიკური სხეული, ფიქრები იარსებებს, მაგრამ როდესაც ადამიანი აღწევს ნირვანას, ის აცნობიერებს, რომ ეს ფიქრები მას არ ეხება. ის ხვდება, რომ ის არის ის, ვინც ამ ფიქრების უკან დგას, და აცნობიერებს ამ ფიქრებს.
zeppelin
წარმოიდგინე სამყაროს განზომილებები. სიგრძე, სიგანე სიმაღლე და დრო. 3 სივრცითი და 1 დროითი განზომილებები. ეს არის არეალი, სადაც ფუნქციონირებს გონების ინტელექტუალური ნაწილი. ეს არის ეგოს მოქმედების არეალი. მაგრამ იქ, ანუ ნირვანაში, არ არსებობს ეს განზომილებები. თუ აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით ვიმსჯელებთ, 6 ჩაკრა, ეგოს არეალია. აჯნა ჩაკრა. რომელიც წარბებს შორის არის მოტავსებული, არის მეექვსე და ეგოს გაქრობის წინაპირობაა. როდესაც ცნობიერება აღწევს აჯნა ჩაკრას, აქ ეგოისტური აზროვნება, იმდენად დასუსტებულია, რომ გაქრობის პირასაა, თუმცა შეიძლება ასე შესუსტებული დარჩეს მთელი ცხოვრება. როდესაც ეგო განიცდის უნივერსალურ ცნობიერებას, როდესაც ეგო ჭვრეტს შივას, ანუ სიცარიელეს, ასევე ბრაჰმანს, ანუ ქმნადობას, ის აცნობიერებს საკუთარ ილუზორულობას და სუსტდება, მაგრამ მაინც რჩება. ყველაფერი წამის მემილიარდედში წყდება, როდესაც ცნობიერება აღწევს მე-7 ჩაკრას, ანუ საჰასრარას, ამას უწოდებენ გასხივოსნებას, ნირვანას, მოკშას და ა.შ. ეს არის ეგოს სიკვდილი. ადამიანი არ კვდება, ყველაფერი იგივე რჩება, მაგრამ კვდება ეგო. რეოდესაც ეგო კვდება, ის სამუდამოდ კვდება. აქამდე იყო მომენტები, როდესაც ეგო ხან სუსტდებოდა, ხან დროებით ქრებოდა, მაგრამ ისევ ბრუნდებოდა, როგორც კი სოციუმში აღმოჩნდებოდა, მაგრამ გასხივოსნებას, აქვს დასაწყისი, ეს არის წამი, როდესაც ეგო კვდება, ხოლო მას არ აქვს დასასრული. გასხივოსნებას მხოლოდ დასაწყისი აქვს, დასასარული კი არა. როგორ დაასრულებ დაუსრულებელს? ის ვინც ასრულებდა ხოლმე რაღაცეეებს, მკვდარია, მაშინ ვინღა დაასრულებს რაიმეს? გესმის, ეს 1 განზომილებიანი სინგულარული მდგომარეობაა. თავიდან ის 2 განზომილებიანად შეიძლება მოგეჩვენოს. ამ განზომილებებს არ ქვიათ სიგრძე ან სიგანე, არამედ ეს მეტაფიზიკური განზომილებებია და ქვიათ ყოფნა და არ ყოფნა. სინამდვილეშ ორივე ერთია. როცა ხარ, მაშინაც ხარ, როცა არ ხარ, მაშინაც ხარ და როცა არ ხარ, მაშინაც არ ხარ და როცა ხარ, მაშინაც არ ხარ. სხვანაირად ვერ ვიტყვი. ეს არის ერთგანზომილებიანი მდგომარეობა. ყველაფერი მთლიანია.
ბავშვობიდან მაინტერესებდა, რატომ იბადება ადამიანი ერთი? რატომ არ ვარ მე 2 ან მეტი? რატომ ყველა ერთია? ტყუპებიც კი არ არიან ორნი. ისინი ცალკ ცალკე ერთები არიან. ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე. ყველაფერი ერთია.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)