გამარჯობა, გილოცავთ ყველა დღესასწაულს!
მოკლედ ბოლო რამდენიმე თვეა ყველგან რიცხვი 13 მხვდება იმ დონეზე რომ უკვე შესამჩნევი გახდა.
ტელეფონს რომ ხელში ავიღებ თითქმის ყოველდღე 13:13 მხვდება,
ისე მოხდა რომ უძრავი ქონება ვიყიდე და არ ვიცოდი რა ნომერს ვყიდულობდი და თურმე 13 ნომერი მიყიდია, და კიდევ უამრავჯერ ყოველდღიურად ეს რიცხვი სულ თან დამყვება.
ვინმე იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ რას ნიშნავს სულ ამ ციფრის დანახვა და რაშია საქმე? დიდი მადლობა
მშვენიერია, რახან უძრავი ქონება გიყიდია ამ ნომერზე ე.ი. ეს რიცხვი კარგი არის.
მე პირადად მიყვარს ეგ 13 რიცხვი. არაფერი პრობლემა და თარსი, როგორც ზოგი ამბობს ჩემთვის არ არსებობს,პირიქით. ჩემთვის წარმატების რიცხვია.
კიდევ მინდა ვთქვა, რომ ასეთი შემთხვევები ჩვენ შეგვიძლია დავაპროგრამოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ვთქვათ,_აი რა კარგია, ისევ დავინახე ეს 13 რიცხვი, ეს კარგი ნიშანია და რაც გინდათ....
როგორც გაგიხარდებათ ისე დააპროგრამეთ, თქვენი სურვილის მიხედვით.
მადლობა პასუხისთვის
Franklyn_09
გაიხარე
13 რიცხვში სამშაბათ დღეს გაწყვიტეს ტამპლიერების ორდენი.
nancho41 პარასკევ დღეს, აქედანაა წამოსული პარასკევი 13 ცნება, როგორც რაღაც სატანურის
ყველაფერი როგორც კომპში ისეა, რასაც დააპროგრამებ ისე იქნება.
დაპროგრამდა 13 თარსი და მართლაც ბევრ ადამიანს ცუდად უკავშირდებოდა ეს რიცხვი რეალურადაც.
მე შევცვალე რომ 13 არის წარმატებული რიცხვი ჩემთვის, გადავაპროგრამე ქვეცნობიერით და მართლაც კარგად მიმდის ხოლმე ეს რიცხვი.
ჩვენ ვართ ჩვენი შინაგანი კომპიუტერის პროგრამისტები, ჩვენ ვქმნით ამ კომპს და როგორც გვინდა ისე ვიყენებთ, რასაც გვინდა იმას ვუპროგრამებთ.
earth
მართალი ხარ.
მე არასდროს მეთარსებოდა 13.
earth
ჰუგენოტების ხოცვაც 13 რიცხვი იყო თუ სწორედ მახსოვს და ორშაბათი დღე
მე ძაან არარეალური მგონია ეს 13 რიცხვის ამბავი, 2 თვის წინ ვიქირავე ბინა მეცამტე იყო განცხადებბის ველში და მერე ადგილზე რომ მივედი რეალურადაც 13 რიცხვი იყო ბინის ნომერი ცოტა კი დავიძაბე თავიდან მაგრამ მერე რავი მშვენივრად წავიდა ყველაფერი. გადასარევად ვიცხოვრე მაგ ბინაში, ეგ კი არა მერე სხვაზე რომ არ ყოფილიყო გაქირავებული კიდევ დიდხანს დავრჩებოდი.
მე მომწონს ეს რიცხვი კარგადაც ჟღერს "ცა" მეტი ასევე მეუცნაურება ჩვენ ენაში თანმიმდევრობას რომ არ მიყვება, მაგალითად თ ერთ მეტი თ ორ მეტი თ სამ მეტის მაგივრად ცამეტი, შესაძლოა წარმოთქმა იყო რთული და თსამმეტის მაგივრად ცამეტიც ამიტოა არვიცი.
აქვე აღმოჩნდა რომ დღეს 13 თებერვალია ასევე ქვემოთ ამოაგდო იუზერი მეცამეტე რომელსაც დაბადების დღე აქვს )
არაფერი
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)