Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ სხეულის და ფსიქოლოგიის კავშირი

Posted by: Syd Barrett May 26 2019, 09:36 PM

გამარჯობა! ახალი ვარ აქ და იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ... მოკლედ მაქვს რაღაც ისეთი შეგრძნებები რაც უკვე დიდი ხანია ვიცი რომ ნორმალური არ არის, მაგრამ მხოლოდღა ახლა ვხვდები რომ ამის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ფსიქოლოგიის და სხეულისთვის... რაც შეეხება შეგრძნებებს ეს არი რეალისტური სიზმრები და მიახლოებითი წინასწარმეტყველებები, ტელეპატიური ნიშნები და სხვადასხვა ენერგიების მოზიდვის უნარები... სულ ცოტა ხნის წინ თავისდაუნებურად დავკავდი იოგით და მაქვს ძალიან ძლიერი შეჯახებები სხვადასხვა სამყაროსთან... მოკლედ ბავშვობიდან შინაგანად ვიცოდი ამის შესახებ მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ და ჩავღრმავებულვარ... ახლა კი შინაგანად ვგრძნობ რომ ამ ყველაფრის მართვა მესაჭიროება და არ ვიცი როგორ, უფრო სწორად დამოუკიდებლად რასაც ვაკეთებ ვფიქრობ ნორმალურად გამომდის, მაგრამ ცოტათი მაშინებს იმდენად ძლიერია იმპულსები და ყოველ ჯერზე ახალ-ახალი შეგრძნებები მაქვს... ვინმეს ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ ვის მივმართო რომ ამ ძალების შესახებ მომცეს ინფორმაცია?

Posted by: jarmen May 27 2019, 09:49 AM

შეგიძლიათ აღწეროთ შეგრძნებები კონკრეტული სიტუაციებისას ანდაც პრაქტიკებისას? და იღებთ თუ არა რაიმე სახის ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ, ფსიქოდელორ ან სხვა სახის ნოვთიერებებს?

Posted by: Syd Barrett May 28 2019, 02:49 PM

QUOTE(jarmen @ May 27 2019, 09:49 AM) *
შეგიძლიათ აღწეროთ შეგრძნებები კონკრეტული სიტუაციებისას ანდაც პრაქტიკებისას? და იღებთ თუ არა რაიმე სახის ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ, ფსიქოდელორ ან სხვა სახის ნოვთიერებებს?



კონკრეტულად იმის თქმა შემიძლია, რომ ადამიანებს აურებით ვცნობ, მათთან გარკვეულ დროს (ყოველთვის არა) შემიძლია ტელეპატიური კავშირები, რომლის შემდეგაც ან მირეკავენ ან ისეთ დროსა და გარემოში მხვდებიან როგორშიც წარმოვიდგენ წინასწარ... ენერგიებს რომ ვიზიდავ ამას მთელი სხეულით ვგრძნობ და ძირითადად ხელებში შემიძლია კონცენტრაცია, რის შემდეგაც არ ვიცი როგორ ვმართო და მოდუნება მიწევს. ეს ძალიან მაწუხებს რადგან ყოველ ჯერზე ბევრ დანაკარგს განვიცდი ფსიქოლოგიურად... სიზმრებში ნანახი სცენების მართვა ისე შემიძლია რომ არავის ზიანი არ მიადგეს, მაგრამ ხანდახან მსხვერპლი თავად აღმოვჩნდები ხოლმე და ვითრგუნები. თუმცა ხშირად გამარჯვებულად დაბრუნებულს რაღაც დამრთგუნველი აურები მომყვება ხოლმე სიფხიზლეში და სწორედ ამიტომ მინდა ვისწავლოს სწორი მართვა საკუთარი ენერგიების, სხეულის და ფსიქიკის.
რაც შეეხება ნარკოტიკებს ნამდვილად მიმიღია, მაგრამ არა ინტენსიურად... რაღაც დოზით სწორედ ნარკოტიკებმა დამაფიქრა რომ ეს ენერგიები მემართა, რადგან ზემოქმედების ქვეშ კიდევ უფრო მძაფრი შეგრძნებები და სამყაროები შემეჩეხა...

Posted by: Dimmu Jun 28 2019, 10:35 PM

საციცოცხლო ენერგიას (პრანას) შეიძლება, გრძნობდე მაგაში საშიში არაფერია, მართებულია მაგის ტრიალი რომელიმე ჩაკრაში. აურით ცნობა? აქ გაუგებარია რას გულისხმობ. დანარჩენზე ვერაფერს ვიტყვი.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)