როდესაც ღმერთმა შექმნა ეს დიდი სამყარო თავის მილიარდობით გალაკტიკების ჩათვლით, მისი თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო გამოეკვლია დუალურობა.
ამიტომ ძირითადი იურიდიული თამაშის წესი "კეთილ ნებაზე" დააფუძნა, ანუ არსებებს აქვთ უფლება ითამაშონ იმ თამაშის წესებით რაც მათ სურთ. საბოლოოდ სამყაროში ჩამოყალიბდა ორი მიმართულება ერთი "კლანური" მმართველობის სისტემას (ნეგატიური) და მეორე გარკვეულ წესებზე დაწყრდნობილი "დემოკრატიული" (პოზიტიური). კლანური სისტემაში შედიან სამყაროები და უამრავი რასები რომელსაც ცვენ ნეგატიურ არსებათ მოვიხსენიებთ (რეპტილიები, დრაკონები და სხვა) რომლის ძირითად თამაშის წესებს ადგენს არსება (დემონი/დემონები).
ხოლო პოზიტიურ მხარეს წარმოადგენს უამრავი რასა სხვდასხვა სინათლის არსებები, გალაკტიკური კონფედერაცია და ასეშემდეგ. ამ სასტავს ხემძღვანელობს ღმერთი. მინდა ავღნიშნო სიტყვა ნეგატიური გამოიყენება პირობითად, ნეგატიური სამყარო სულაც არ თვლის რომ ნეგატიურია. უბრალოდ მათ განვიტარების სხვა გზა აირჩიეს და მათ ამის უფლება ჰქონდათ.
დედამიწაზე არის შექმნილი ამ დიდი სამყაროების სისტემის მინი ანალოგი, ეს არის იმისთვის რომ დამწყებმა სულებმა (იმ სამყაროსტვის ჩვენ ყველა დამწყებები ვართ) გაეცნონ ამ ორ სისტემას, და შემდგომ აირჩიონ თუ რა გზით უნდათ თავისი სულის განვიტარება. კლანური მმართველობის და ფასეულობების მქონე ქვეყნები დღეს წარმოადგენენ რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა. რაც რათმაუნდა არ ნიშნავს რომ იქ ნეგატიური ხალხი ცხოვრობს, ეს პოლიტიკურ ჭრილში განიხილება მხოლოდ. ხოლო პოზიტიურ მხარეს წარმოადგენს დემოკრატიული მხარე როგორც ამერიკა ევროპა და სხვა. ორივე სისტემას რათქმაუნდა აქვს თავის მინუსებიც და პლუსებიც. თუმცა რომელი სისტემა უფრო მოგწონთ და გიზიდავთ ეს უკვე თქვენი პირადი არჩევანია. (ნუ ეს ყველაფერი ჩემი აზრით და ხედვით, ბევრი ალაბათ არ დამეთანხმება)
ხოდა რატომ ვილაპარაკე ამდენი ხვალ არის არჩევნები, სადაც წარმოდგენილი იქნება ანალოგიური ორი მხარე ანუ ყველა პარტია მაინც ან ერთ მხარეს წარმოადგენს ან მეორე მხარეს, ერთი არის რუსეთი ინეტერესების გამტარი "კლანური" და მეორე "დემოკრატიული". რომელი მხარე რომელს წარმოადგენს მაგას არ დავწერ ალბათ თქვენთითონაც მიხვდებით და თან არ მინდა თავზე მოგახვიოთ რამე, ეს უბრალოდ ჩემი აზრია და შეიძლება მცდარიც იყოს რაც დავწერე. წარმატებულ არჩევანს გისურვებთ
პს. აგი ნაციონალი ყოფილა!!!
მე წინააღმდეგი ვარ აქ რაიმე მინიშნებების და პოლიტიკური სიმპათიების გაჟღერების :დ
ვინმე გულწრფელი სულიერი მძებნელი შემოვა წაიკითხავს და გულგატეხილი იფიქრებს: აქაც პოლიტიკა და აგიტაციაო
ისე არჩევნებზე ყოველთვის დავდივარ
ერთხელ ვიტროლავე კიდეც და ხმა მივეცი მიხეილ-გელა სალუაშვილს თუ გახსოვთ ასეთი )
მე ისე შევფუთე რომ ვითომ პოლიტიკა არარის
ეგ სალუაშვილი ოცნებაზე კიდევ უარესი არარის?
Zet
აუცილებლად მივდივარ და ხმას ვაძლევ „სტრატეგია აღმაშენებელს“, ყველას ვურჩევ არ შემოხაზოს რუსეთის კაცი ივანიშვილი, ანუ 41 და ფსევდო პატრიოტები 8
დანარჩენი ვისაც გინდათ იმას მიეცით პრო-დასალვლურ პარტიებს
პოლიტიკა ყველგანაა და მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
ძველ საბერძნეთში, ათენში, პოლიტეს ნიშნავდა ათენის 17000 მოქალაქეს, რომლებიც ხმას აძლევდნენ, ხოლო
იდიოტეს, ერქვა იმათ, ვინც არაფერშ მონაწილეობას არ იღებდა.
ხვალ უნდა დასრულდეს ჭაობი და სტაგნაცია, რუსეთის მსახრავი ხელი.
საინტერესო თემაა,
ღმერთების შესახებ ერთი ვიდეო ვნახე მაგ თეორიაზე და სიმართლეა, სამყარო შექმნა უმაღლესმა გონმა, რომელიც იყო სარკული ზედა და ქვედა წრე, მაღალვიბრაციულ სამყაროებს ისინი მართავდნენ, მერე მოხდა რაღაც ზუსტად ვერ ვიხსენებ დაბალგანზომილებაში დახმარება დასჭირდათ და მოვიდნენ მესამე წრის ღმერთები ესენი არიან იეჰოვა, სატანა და ლუციფერი მგონი 4 ღმერთია ზუსტად შემადგენლობა არ მახსოვს, მაგრამ მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის რომ ითხოვენ მსხვერპლშეწირვებს, რეპტილოიდები, დემონები, ასტრალური პარაზიტები და ა.შ რაც არსებობს ყველანი ამ მესამე წრის ღმერთების ქვეშევრდომები არიან,
ახლა ის ეპოქა, დრო სრულდება რაც მათ მიეცათ და მოდიან პირველი წრის ღმერთები.
რაც შეეხება დემოკრატიას ესეც ამათი გაუკუღმართებულია, ხმის მიცემა რიტუალია, თუ ისინი რაიმე სახის ბოროტებას ჩაიდენენ კარმა გადანაწილდება ხალხზე რადგან თავისი ხმა მისცეს და უფლება რომ იბატონონ მათზე,
მოქმედებს კოლექტიური კარმა და ზოგჯერ სხვისი ცოდვები ჩვენ მოგვეკითხება,
ასევე ამ მესამე წრის ღმერთების ეპოქაში მოქმედებს ზღვის კანონი რაც ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ გაფრთხილების გარეშე რაიმე სახის კონფლიქტი წამოიწყონ, ასევე რაიმე საკითხზე თუ ხალხმა საკუთარი აზრი არ დააფიქსირა ითვლება რომ ისინი თანახმა არიან და ნებას აძლევენ მთავრობას ნებისმიერი ბოროტების ჩადენისათვის.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს მათი მარიონეტები არიან, თითქმის ყველა პოლიტიკოსმა იცის რეალური მმართველი ვინც არის.
ასევე ხმის მიცემას რაც შეეხება თუ არ წახვალთ მაინც გამოიყენებენ თქვენს ხმას, ამიტომ ჯობია წასვლა და ან ყველას გადახაზვა ან ის რომელსაც ენდობი და რომელიც გაბედავს კორონას წინააღმდეგ წასვლას ე.ი გლობალურ მმართველს არ ემორჩილება და ხალხის სამსახურშია, ესეც ჩემი აზრით.
ხვალ სავსემთვარეობაა, მნიშვნელოვანი დღეა, თან სამწუხაროდ ნეგატიური.
იმედი მაქვს საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რომელიც დააღწევს თავს ბოროტებას, და გამოჩნდება პოლიტიკოსი რომელიც ხმას ამოიღებს.
არ ვიცი ვინები მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ ცნობილი პიროვნებებიდან გამოჩნდებიან ნელნელა ადამიანები, რომლებიც მასებზე გავლენა აქვთ, და მათ უკვე ზურგს გაუმაგრებს ნათელი ძალები, ისინი უკვე რეალურად ერევიან პოლიტიკაში.
ასე თუ ისე ეს პოლიტიკოსები მაინც მარიონეტები არიან, ხალხი უნდა მიხვდეს რომ პასუხისმგებლები ისინიც არიან და მოსთხოვონ პასუხი ყველა შეუსრულებელ დაპირებაზე.
ამ მთავრობის უსუსურობას ნიშნავს რომ განუკითხაობაა ქვეყანაში, ის რომ კრიმინალი მატულობს, ის რომ ბანკი გაძარცვეს და ვერაფერი მოიმოქმედეს, სამარცხვინოა.
ელემენტარული წესრიგის ვერ დამყარებისათვის პასუხი უნდა მოეკითხოთ.
როცა მსგავსი ბოროტება ხდება და გადაყავთ ხუმრობაში და ნახევარი საქართველო იცინის, ენერგეტიკულად ეს გამოიყურება ისე როგორც ამ ქმედების მოწონება და მხარდაჭერა.
ისევ მასების ზომბირება და კომედიის ჟანრის ბოროტი გამოყენება, რადგან ადამიანის ფსიქოლოგია მიდრეკილია პოზიტივისკენ და ილუზორულად იმსუბუქებს დროებით ყოფას.
დღეს თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციაზე გავისეირნე
ძლივს ავწიე წელი, ბებერ ძვლებს ჭახაჭუხი გაჰქონდა
რომ მივედი, ჟრუანტელმა დამიარა, ვარდების რევოლუციის ნოსტალგია მომაწვა, თვალწინ გამიელვა იმ დღეებმა...
მაგრამ შემდეგ
ჩემი ასაკი გამახსენდა
და წამოვედი სახლში...
https://postimg.cc/1gr0SV80
რეები ხდებოდა უბნებზე, ესეთი არჩევნები მგონი არასდროს არ ყოფილა
როგორ გგონიათ ამ კორონას გამო იქნება აქტიურობა არჩევნებზე?
chemikerin
ასფალტი
ჰმმ.. არ ვიცი, ბევრი ვინც არის და იყო ცვლილებისკენ მოწადინებული, დავიღალეთ არჩევნებზე ტყუილად ჩანჩალითო
უკრაინის საზღვრებთან კარგა ხანია რუსეთის დიდი ძალებია კონცენტრირებული, არა მგონია ამას მხოლოდ შესაშინებლად აკეთებდნენ.
ორი წლის ფარგლებში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი გარდაუვალი მგონია. მომწიფებულია უკვე
საბჭოთა კავშირი იყო რუსეთის იმპერიის გაგრძელება, შეიცვალა ტახტის მემკვიდრე ლენინით. მისი სიკვდილის სემდეგ მემკვიდრეობა სხვა ბელადმა გადაიბარა.. იმპერია არ დანგრეულა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს საკითხი არსად გამქრალა. 2024 წლისთვის პუტინმა დაანონსა იმპერიის აღდგენა... ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს, ესაა და ეს.
რაც შეეხება მიშას ფულის მიცემაზე უკრაინის გადასატრიალებლად, ძალიან მეცინება...
მაინც რაც არ უნდა იყოს არ მინდა ცუდი ვიფიქრო,
ჯერჯერობით რასაც ვფიქრობ არის ის რომ ომი არ მინდა, 90_იანებიდან მოყოლებული, სოხუმის ომი, გაჭირვება, უამრავი საკუთარ კერას მოწყვეტილი ნათესავები, მერე ეს მოულოდნელი აგვისტოს ომი, ისევ ათასი უბედურება, მოკლედ თუ საკუთარი აზრის გამოთქმას რამეს შეცვლა შეუძლია შეწყვიტონ ომობანა.
არ ვიცი პირველი რომელი მხარე დაიწყებს, რა ხდება, რა ვითარებაა, ვინ ორმაგი ჯაშუში და გამყიდველი, ვის რა ეგო ამოძრავებს, უბრალოდ დაფიქრდნენ რამდენ ადამიანს აუბედურებენ, რამდენ ცოდვას იღებენ თავის თავზე
რა ხდება ომის დროს? პირველ რიგში იქმნება კონფლიქტის ზონა, შემდეგ იარაღის ყიდვა გაყიდვა, ბიუჯეტიდან (ხალხის ფულით, ხალხის ნებართვით) ბიუჯეტის დაცარიელება, ვინ მდიდრდება? იარაღის გამყიდველი რომელმაც კლიენტი "იშოვა".
შემდეგი ეტაპი ადამიანთა მსხვერპლი და წავიდა ორგანოებით ვაჭრობა.
შემდეგ მიწების გადანაწილება, უამრავი ლტოლვილი და უსახლკაროდ დარჩენილი გაუბედურებული ადამიანი.
წლების განმავლობაში ფინანსური კრიზისი.
რაც ზუსტად ვიცი ხალხო ჩვენს სასიკეთოდ არასდროს ომი არ იქნება, ისევ ის ერთეულები გამდიდრდებიან ისევ ჩვენს ხარჯზე.
დააფიქსირეთ ყველგან საკუთარი აზრი რომ ომის წინააღმდეგი ხართ, დაწერეთ ფურცელზე რომ მატრიცაში კონკრეტულად დაფიქსირდეს თქვენი აზრი, რომ ომი არ არის თქვენი ნება და სცენარის ასე განვითარების მომხრე არ ხართ, დაწერეთ ფურცელზე რომ გინდათ მშვიდობა ქვეყნებსა და ხალხს შორის, რომ ჩვენ ხალხმა გადავწყვიტეთ ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრება, ასევე რესურსების ხალხის სასიკეთოდ გამოყენება.
ჩვენ დედამიწელებს შეგვიძლია ერთად თანაცხოვრება ომის გარეშე, და გამოსავლის პოვნა ისე რომ გაირკვეს რეალური მიზეზი და მოხდეს ქონების სამართლიანი გადანაწილება ეგოიზმის გარეშე
სამწუხაროა რომ მშვიდობიანად ვერ გადაწყდა უკრაინის პრობლემა,
ძალიან ცუდი, არ ვიცი რა კრიზისი გველოდება,
საქართველომ არ უნდა ჩაერიოს, ჩვენ საკმაოდ მწარე გაკვეთილი გამოვიარეთ, ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარია ორივე მხარემ იცოდა რაც მოხდებოდა, ანუ ევროპულ ამერიკული და რუსეთის პოლიტიკა რასაც უკრაინა ემსხვერპლა.
აგროვებენ უარყოფით ენერგიას უბრალოდ, ომები ეს არის ადამიანთა მსხვერპლშეწირვის გრანდიოზული ცერემონია.
ხალხი უნდა გამოვიდეს მასობრივად ქუჩებში მშვიდობის მოთხოვნით, მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით რუსეთის დიდ ქალაქებში
აი ეს იქნებოდა ყველაზე კარგი პასუხი ომის წინააღმდეგ
ეს ომი უნდა გაჩერდეს, ძალიან დიდ ფინანსურ კრიზისში ჩააგდებს მთელს მსოფლიოს.
ერდოღანის რეალურად უნდოდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, კიევში იყო წასული მერე პუტინს უნდა შეხვედროდა მაგრამ კორონა დადასტურდა და სამწუხაროდ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. როგორც პოლიტიკოსს ვფიქრობ რომ ერდოღანს შეუძლია ამ მოლაპარაკებების ჩატარება იმიტომ რომ არის ნეიტრალური და არ არის დაინტერესებული არც უკრაინის არც რუსეთის განადგურებით. ასევე როგორც ნატოს წევრი ქვეყანას არ მგონია აწყობდეს ამ ომის გაღრმავება
უნდა მოხდეს კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარება.
მოკლედ სულ ერთია ვინ როგორ რანაირად, უნდა შეწყდეს სისხლისღვრა
ანო, ძალიან არის გაჯერებული შენი პოსტები რუსული პროპაგანდით,
ეხლა ყველა ბლოკავს ყველაფერს რუსულს, ჩვენც არუნდა ჩამოვრჩეთ და აქაც ყველანაირი რუსულ/ეზოთერული პროპაგანდა დაიბლოკება და წაიშლება.
მე რუსული პროპაგანდისტი არ ვარ, იმ შედეგებს ვხედავ რაც ომს მოყვება.
რატომ დავწერე რომ საქართველო არ უნდა ჩაერიოს? იმიტომ რომ ჯერ ევროპამ უნდა გვიჩვენოს მაგალითი და ისევ იოლად გაძვრომა არ მოინდომოს რაც გაგვიკეთეს 2008 ში.
ახლა რომ ევროპამ და ამერიკამ არაფერი არ გააკეთოს რუსეთი მინიმუმ უკრაინას მთლიანად წაიღებს, და საქართველომ თავი რომ შეაკლას ვერაფერსაც ვერ შეცვლის რეალურად რომ ვთქვათ,
შემდეგ ყველას ზედ მიაყოლებს ვინც ხმას ამოიღებს ნატოს ხსენებაზე.
გულით ვისურვებდი რომ ეს ომი შეჩერებულიყო, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი სურვილია რადგან ვხედავ რა დიდი ტრაგედიაა თითოეული უკრაინელისათვის და არა მარტო.
შენ ისე მოგაქვს გეგონება ორივე მხარეა დამნაშავე. პუტინს თავის მოსვლის დღიდანვე დაპყრობა უნდა და ეს მხოლოდ მიზეზი იყო რომ ვითომ ნატოში გაერთიანებას მოყვა ეს. ყველაფერი აქვს დაგეგმილი და ასტოლოგიურ რიცხვებსაც კი ამთხვევს.
და სააკაშვილი რომ არა თავის დროზე საქართველო უკვე დაპყრობილი ექნებოდა, ეხლა მაინც დაიპყრობს უკრაინაში თუ გამოუვა, უკვე ამზადებს ჯარს. ცხონვალში ჩამოაყენა ჯარი.
"აი ეს ტყუილები ყველაფერი გამჟღავნდება, ასევე ის თუ როგორ მოატყუეს ხალხი 91 წელს კავშირის დაშლით, როგორ გაქურდეს, და აგრძელებენ ხალხის ძარცვას...."
აი მაგალითი რუსული პროპაგანდის რომელსაც შენ დებ და რომელიც იწერება რუსეთის სპეც სამსახურების ოფისებში.
"რაც შეეხება დემოკრატიას ესეც ამათი გაუკუღმართებულია, ხმის მიცემა რიტუალია, თუ ისინი რაიმე სახის ბოროტებას ჩაიდენენ კარმა გადანაწილდება ხალხზე რადგან თავისი ხმა მისცეს და უფლება რომ იბატონონ მათზე,
მოქმედებს კოლექტიური კარმა და ზოგჯერ სხვისი ცოდვები ჩვენ მოგვეკითხება"
აქაც კარგად არის ეზოთერიკა შეზავებული რუსულ ნარატივში, დემოკრატიის წინააღმდეგ. და ეგეთი პასაჟები გაქვს ყველგან.
მალე ჩენელინგი იქნება ალბათ პუტინთან. თუ რა ცუდია ევროპა, ამერიკა და დემოკრატია, და როგორი რეპტილიების ბუდეა :დ
მიშაზე კონტექსტიდან ამოღებული ფრაგმენტი გაქვს, მაგის წინ მიწერია რუსეთზე ეს
რეალურად შეხედეთ მოვლენებს, ცივი გონებით, ნუ აყვებით ემოციებს ცხელ გულზე, გააანალიზეთ რა მოყვება რაიმე ნაბიჯს,
1. მე ვამბობ რომ უნდა მოხდეს ხალხის ქუჩებში გამოსვლა და მშვიდობის მოთხოვნა, ომის შეწყვეტა, განსაკუთრებით რუსეთის დიდ ქალაქებში, და ნუ აურევთ ერთმანეთში ძალიან გთხოვთ ჩვენი სახელმწიფოს გადატრიალების და ქაოსში გახვევის აბსურდში.
2. ევროპამ და ამერიკამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, უნდა დაწესდეს რუსეთს ისეთი ეკონომიკური სანქციები რომ სერიოზული ფინანსური დარტყმა მიაყენონ რაც გამოიწვევს ბუნებრივად რუსეთში შიდა პროტესტებს რომ რუსეთს აღარ ქონდეს სხვებთან ომის თავი და თავის პრობლემებს მიხედოს.
საქართველომ არ უნდა აიღოს ზედმეტი თავის თავზე, რომ ისევ ჩვენ არ შეგვახოცონ ხელები!
მეჩვენება რო დასავლეთი ცოტა ზოზინებს. უფრო სწრაფი მოქმედებაა უკრაინის დასახმარებლად საჭირო........
ფორუმის დაბადების დღეზე ვთარგმნე ერთი უკრაინელი გოგოს ტაროს გაშლა, იქ საუბარი იყო რომ უკრაინაში დიდი ცვლილებები დაიწყება, რა თქმა უნდა უკრაინას მოუწევს თავიდან მძიმე გამოცდა, მაგრამ ცვლილებების ქარი დაწყებულია.
ახლა მთელი მსოფლიო უნდა დადგეს უკრაინის მხარეს, და დაანახონ ერთიანობის ძალა, უკრაინა ევროპული სახელმწიფოა.
ძალიან სერიოზული სანქციები რუსეთს, ცოტა ხანს ყველამ უნდა გაიჭირვოს და გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგია უნდა დაინგრეს.
რუსეთის ყველაზე დიდ ქალაქებში დაიწყოს მასობრივი პროტესტები, გააშუქოს მსოფლიო მასმედიებმა რუსეთში მიმდინარე მოვლენები და ყველა ადამიანის უფლების დარღვევა, როდესაც მშვიდობიან აქციაზე მყოფებს აპატიმრებენ, ძალიან აქტიურად დაიწყოს სახალხო უფლება დამცველების ჩარევა, ხალხი არ იმსახურებს ამ გაჭირვებაში ცხოვრებას, ყველამ ერთიანად უნდა მოითხოვოს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, დედამიწაზე დიქტატორების ადგილი არ არის, რუსეთის ქონებას მარტო პუტინი და მისი გარემოცვა არ უნდა ჭამდეს.
დრო დადგა მთელი მსოფლიო დადგეს ერთად და მთელს მსოფლიოში მოითხოვოს მშვიდობა.
შეწყდეს ძმათა მკვლელი ომი.
თუ მთელი მსოფლიო ერთად დადგება ყველა პრობლემა ძალიან მალე გამოსწორდება, რუსეთისთვის და რუსი ხალხისათვის უნდა გაიღოს ევროპის კარი, უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობა.
დიქტატურა უნდა მოშორდეს, ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება თუ გამოიჩენთ მტკიცე ერთობას
ეს ყველაფერი მალე არ მორჩება
პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი, რეალობას ვეღარ აღიქვამს, შეიძლება ბირთვული ომიც დაიწყოს,
კარგია რომ ყველამ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.ჩვენ კი ვიცოდით ისედაც.
მე ირიბად არაფერს ვწერ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო, და აღარ უნდა აღდგეს, თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება, მე პუტინის პოლიტიკას მივიჩნევ ტირანიად მას აქვს განდიდების მანია.
რაც შეეხება 90 იან წლებს, მგონია რომ ყველაზე დიდი საფასური საქართველომ გადაიხადა და ევროპამ და ამერიკამ არ დაუფასა იმ პერიოდში, სამართლიანობისათვის მოვითხოვ ყველამ გაისარჯოს ისევე როგორც საქართველომ გაისარჯა.
აი მითხარით როგორ უნდა იყოს ეს რუსული პროპაგანდა, მე ვითხოვ რომ ყველამ თანაბრად შეიწუხოს თავი, მეტი არაფერი.
ახლა კი გამოფხიზლდა დავით ევროპა ამერიკა მაგრამ ჩვენ 30 წელია ვითმენთ, ლოგიკურად მეშინია რომ ისევ მიგვატოვებენ როგოც ადრე, ამიტომ გადადგან თვითონ პირველი ნაბიჯი, დააზუსტოთ რუსეთი რომ რეალური სახე მიეცეს ჩვენს ბრძოლას, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები აუცილებლად,
მე ველოდები რომ სოხუმს ისევ დავიბრუნებთ, მაგრამ ცივი გონებით, ისე რომ შეცდომები არ დავუშვათ.
რაც შეეხება მიშას ადამიანურად ვწუხვარ რომ ამ მდგომარეობაშია, თმები სულ გათეთრებული აქვს ნერვიულობით განა ვერ ვხედავ, კიდევ მივცემდი შანსს საქართველოს მეთაურობის მაგრამ მაშინებს მისი ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა.
ცილს არ ვწამებ არაფერში, უბრალოდ მისი ალოგიკური საქციელები მაბნევს.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, უბრალოდ პრაგმატულად აზროვნებს, არ აწუხებს ზედმეტი ამბიციები, და ფიქრობს რომ ქვეყანას არ აქვს შესაფერისი ფინანსური შესაძლებლობები.
გასაგებია დიდი გულის ვართ ქართველები, ძალიან კარგი, მაგრამ ძველ შეცდომებისაგან მგონი ცოტა უფრო წინდახედულება გვმართებს
მეგობრებო ყველაფერის ზედმეტად გამოფენა არ შეიძლება, მე ძალიან დიდ ენერგეტიკულ დარტყმებს ვგრძნობ, იმის გამო რომ პოლიტიკურ პოსტებს ვწერ,
1. ძალიან მიხარია რომ საქართველო ასეთ თანადგომას უჩვენებს უკრაინას, ქართველი ხალხი ნამდვილად გმირია.
2. ჩვენი მთავრობა ეხმარება უკრაინას და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
3. ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, აუცილებლად სოხუმს ❤️
ყველაფერთან ერთად უნდა გავაცნობიეროთ, ომი მიმდინარეობს უამრავი ლტოლვილი იქნება ვინც სახლკარის გარეშე დარჩა და თავშესაფარი დასჭირდებათ.
ყველაფერს თავისი დრო აქვს მოითმინეთ ყველას კარმული წელი აქვს, დამსჯელი წელი არის მოსული, ყველაფერი ძალიან სამართლიანად გადაწყდება, მაგრამ არა ერთ_ორ დღეში
old_man
ევროპამ ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, მისი საუკეთესო მოკავშირე საქართველო რუსეთის მეძავად აქცია, 2008 წლის ომის შემდეგ სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოვხვდით, იმის მაგივრად რომ ჩვენ დაგვხმარებოდნენ რუსეთთან მილიარდობით ევროს გაგზავნას აგრძელებდნენ, წლები მონსტრს კვებავდნენ.
ქუთაისის საუკეთესო არტილერია რომელმაც 12 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო ოსეთში აი ის სამხედრო ნაწილი დაშალეს და ის დამსახურება საბუთებში არ ჩაიწერეს, შემდეგ სამუშაოებისა დაითხოვეს ეს ხალხი, მადლობის მაგივრად პანღური.
ეხლა მსოფლიო პოლიტიკას შევეხები, აგერ ყარაბაღი დაიბრუნა აზერბაიჯანმა, თურქეთი დაეხმარა, რუსეთმა ხმა არ ამოიღო მისი მოკავშირე სომხები გაყიდა, ევროპას ისევ ძინავს და არ არკვევს ვინ რა მოლაპარაკებებს მართავს.
თურქეთი გერმანიის ერთ დროს საუკეთესო მოკავშირე, რამდენი წელია ახვერებთ ევროკავშირში მიღებაზე, მაგრამ როგორც ყოველთვის ლაპარაკობთ და არაფერს აკეთებთ, ღალატია ეს, თქვენს მოკავშირე თურქეთს წლებია უამრავ სანქციებს უწესებთ, ლირა გაანადგურეთ.
სირიის კონფლიქტშიც მოატყუეთ და იყენებთ, უამრავი ლტოლვილი შეუსიეთ, ჩვენ დაგეხმარებით რამდენიმე მილიონ ევროს ვერ აღირსეთ, სამაგიეროდ რუსულ ოლიგარქებთან ვაჭრობა კარგად იცოდით.
როდის უნდა გამოფხიზლდეთ, უკრაინას ვკარგავთ, რატომ არ აგზავნით ჯარებს, რატომ არ უდგახართ გვერდით, გადადგით ნაბიჯი დაგვანახეთ რომ ისევ შუა გზაზე არ მიგვატოვებთ რუსეთის ხახაში,
თუ არ გამოფხიზლდით ჯერ უკრაინას აიღებს, შემდეგ ჩვენ და თქვენც მოგადგებათ.
თქვენი მოკავშირე თურქეთი თუ არ დააფასეთ მალე ესეც რუსეთის მოკავშირე გახდება სხვა გზას არ უტოვებთ.
ano
მიტოვება რას ნიშნავს? ვინმეს ვალიაქვს ჩვენთან? ვინც რამეს გვეხმარება ეს არის მათი კეთილი ნება და დიდი მადლიერები უნდა ვიყოთ, ამერიკას პრობლემა რომ შეემთხვას რა ქართველები გავარდებიან დასახმარებლად? ამერიკისთვის და ევროპისთვის საქართველო არის როგორც ჩვენთვის ერთი აფრიკული ქვეყანა მეტი არაფერი. როგორც ჩვენ არ ვიცით აფრიკის რომელიღაც ქვეყანა, ისე არიცოდნენ ამერიკელებმა საქართველოს არსებობა. სააკასვილის დამსახურებაა რომ ვიღაცამ რაღაც გაიგო საქართველოზე საერთოდ.
საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ისიც კი ვერ გაურკვევია, რა ფასეულობები უნდა და ხმას აძლევს რუსეთის ოლიგარქს, რომელიც ჩაძირავს ქვეყანას და რუსეთს შუერთებს.
ეგეც რუსული ნარატივია რომ აი ამერიკა ხომ არ დაგეხმარებათ... გეგონება რუსეთი გეხმარება და ამერიკა არა. ასევე იგივე რუსული პროპაგანდაა რომ ვითომ ამერიკას რაღაც ინტერესებიაქ და მაგიტომ გეხმარება.
რათქმაუნდა კარგია რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ, მაგრამ ეგ მაგათი ვალი არ არის.
და მეორესერთი ადამიანური რესურსით თუ დაეხმარება ევროპა უკრაინას, პუტინს ააქვს მილიონჯერ ნათქვამი რომ ეგრევე ატომურ იარაღს გამოიყენებს, და სად არის გარანტია რომ არ გამოიყენებს, და მთელი პლანეტა საფრთხის ქვეშ იქნება, უკრაინის ომი ტკბილი მოგონება შეიძლება გახდეს იმასთან სედარებით რაც შეიძლება დატრიალდეს.
აქ ერთადერთი გამოსავალი რუსეთის ეკონომიკა ჩაძირონ ბოლომდე და ეგ პროცესი დაწყებულია მაგრამ უფრო მეტია გასაკეთბელი.
და საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდონ უკრაინას და მემგონი მაგას უკვე რაღაცდოზით მიაწოდებენ გუშინ წავიკითხე.
ევროპამ რუსეთი იმიტომ გააბლატავა რომ როდესაც შენთვითონ ცუდის გამკეთებელი არ ხარ გგონია რომ სხვაც არასდროს ცუდს არ გააკეთებს, ანუ მიამიტი ხარ. მაგიტომ არის რომ ძლივს გაიაზრეს რაც ხდება.
ჩემი აზრით უკრაინა ყველაზე უფრო იმსახურებენ კარგად ცხოვრებას და ალბათ ბოლოს მიიღბს კიდეც. რამდენი იბრძოლა უკრაინელმა ხალხმა. ჩვენ არ გვიბრძვია ფაქტიურად სააკაშვილმა იბრძოლა ჩვენს მაგივრად და ქვეყანა ააშენა. და ეგეც არ დავაფასეთ და რავიცი რა მომავალი უნდა ქონდეს საქართველოს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელეთ, თუ რუსეთი არ დაიშლება, საქართველოს მომავალი ეგრე აეწყობა, საქართველო გაივსება რუსებით და ბოლოს შუერთდება რუსეთს. ყოველშემთხვევაში ივანიშვილს და პუტინს ასეთი გეგმა აქვს და რაივიცი აბა.
ორივე მხარეს გადავხედე ინფორმაციებს, ეს ალტინფო არც ვიცოდი რა იყო.
მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემს ანალიზს დავწერ
1. რუსეთზე მინდა ვთქვა, მთელი რუსეთი "გამოჟირინოვსკებულია", რა არის ჟირინოვსკის იდეოლოგია: ომი, ომი და ომი... სიძულვილი, ყველა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება, უკრაინის ნაწილებად დაშლა, საქართველოს დანაკუწება: სამეგრელოს მისცემს აფხაზეთს, აღმოსავლეთ საქართველოს გაუყოფს აზერბაიჯანს და სომხეთს... ასევე გაიხსნება გზა თურქეთზე ბატონობისათვის კავკასიიდან იმის წყალობით რომ კავკასიის ქვეყნებს ერთმანეთს გადაკიდებს, ანუ სომხეთს დაუპირისპირდება აზერბაიჯანს, ასევე საქართველოშიც მათ მიმართ მტრობას.
ევროპაზე ამბობენ რომ მათი გაზში გადახდილი ევროებით იომებენ და ვერც ვერავინ გაუბედავს წინააღმდეგობას, რადგან ძალიან ბევრი რესურსები აქვთ და ყველა ქვეყანა მათ რესურსებზეა დამოკიდებული, ნავთობი, გაზი, ურანი, ქიმიური ნივთიერებები რითაც აწარმოებენ თანამედროვე ჩიპებს...
2. რუსეთში უნდა გაიაროთ, ხალხს დაელაპარაკოთ და მიხვდეთ რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, ვინც ხმას იღებს აპატიმრებენ, მიმდინარეობს მუდმივი ინფორმაციული პროგრამირება.
ახალი დაწყებული იყო ომი გადავრთე რუსულ საინფორმაციო არხზე, აჩვენებენ როგორ ბრწყინვალედ ასპარეზობენ ოლიმპიადაზე რომ ყველაზე მაგრები არიან, ყველას ჯობიან, ყველაზე მეტი მედლები აქვთ, თან დიქტორი როგორი ტემბრით ლაპარაკობს როგორც კომუნისტების დროს იცოდნენ გამოთქმით ლაპარაკი, მუდმივად აქვთ კომუნისტური განწყობა,
( ბარემ ჟირინოვსკის ქადაგებასაც გავიხსენებ "ჩვენ ყველას უნდა ვაჯობოთ სპორტში, რეკორდები დავამყაროთ, თუნდაც დოპინგები დაგვჭირდეს")
თურქეთს ახლა ჰგონია რომ რუსეთი მისი მოკავშირეა, ამიტომ თანამშრომლობს, მაგრამ მინდა თურქეთს ვუთხრა რომ რუსეთს თვალი აქვს დადგმული თურქულ კურორტებზე, ყველაფერი დროის ამბავია ჯერჯერობით უძრავი ქონების შესყიდვებს დაიწყებენ მერე მიწების მითვისებასაც, იმიტომ რომ ბუნებით გაუმაძღრები არიან, დარწმუნებული იყავით რომ გულზე სკდებიან მისი რომ არ არის ეგ კურორტები.
რატომ არ უნდა ჩაერიოს ვინმე ცხელ ომში? იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაგედიაა ადამიანური მსხვერპლი. (ეს ჩემი აზრია)
რუსეთი მხოლოდ შიგნიდან უნდა გატყდეს, მხოლოდ სწორი ინფორმაციით, მათ ვერ გაიგეს რომ დედამიწა ყველასია და არა მარტო მათი, ეს ერთი ორგანიზმია, თქვენ ვერ განიკვეტებიტ, უბრალოდ სწორი აზროვნება და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა ისწავლოთ, არავიზე უკეთესები არ ხართ.
უნდა დადოთ ფაქტები ვიდეოები ფოტოები რუსულ საინფორმაციოებში თუ რა დღეში ჩააგდეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა განსაკუთრებით ბავშვები იქნებ გამოიღვიძონ და მიხვდნენ რომ ბოროტებას სჩადიან
ამ ყველაფერზე ვფიქრობდი ცოტა ხნის სულ სხვა კუთხით. როგორც ეგოების ან ეგრეგორების დაპირისპირება
როგორც ადამიანს აქვს ეგო და ცხოვრობს ამ ეგოში მეტწილად (ფიქრები, ემოციები, მოგონებები, უპირატესობის შეგრძნება ან კომპლექსები, ისტორია, მიკუთვნებულობა-რელიგია, რასა, სოციალური კლასი და ა.შ.) ასევეა ქვეყნების ეგო და ურთიერთობა მათ შორის. ერთი ეგო ცდილობს სხვაზე დომინირებას, თავის სიმართლის დამტკიცებას და ასე იქმნება ნებისმიერი კონფლიქტი იქნება ეს ოჯახში, სამსახურში თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ასეა ახლა რუსეთის შემთხვევაში, რომლის ცრუ ეგოს პოზიციას პუტინი გამოხატავს, რომ მე ვარ ველიკაია ძერჟავა, მე ვარ მართალი და სხვებმა უნდა დამიჯერონ.
ყოველი ეგო სულ იმისთვის იბრძვის რომ თავი გადაირჩინოს, დაიცვას და გაფართოვდეს. მას სჭირდება საპირისპირო ფიქრი სხვაზე და ეს სხვები ხშირ შემთხვევაში აღიქმებიან როგორც მტრად ან საფრთხედ.
სულიერი თვალთახედვით ეს ყველაფერი არის დიდი გაუცნობიერებულობა. აქედან გამომდინარე კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ არსებობს ცუდი/ბოროტი ადამიანი ან ქვეყანა და კარგი/კეთილი ადამიანი ან ქვეყანა, ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის გაცნობიერულობის დონეებამდე. ანუ გაუცნობიერებულობა ადამიანურ ენაზე = ბოროტებას. რასაც ახლა ვხედავთ.
პუტინი მართლაც ძალიან საშიშია მთელი დედამიწის მოსახლეობისათვის. ეს დარწმუნებული ვარ კარგად იციან თავისმა მოკავშირეებმაც. ეს არის ფსიქოპათი, რომელსაც არაფერი ესმის. მარტო იმუქრება.
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ვინმემ თვითშიგნით გაყიდოს და მერე მას შესაბამისი მსჯავრი დაედოს. ეს გაყიდვა კი არ იქნება, არამედ ლოგიკური მოქმედება.
დარწმუნებული ვარ ამაზე მუშაობენ და იმედია აგვაცდინონ ამ გზით მესამე მსოფლიო ომი.
მე ვფიქრობ ისევ რუსი შესძლებს მის დამარცხებას. ვფიქრობ არსებობენ სწორად მოაზროვნე რუსები ამ ეტაპზე. ამას წინათ 700 000 რუსი დაიჭირა ერთ დღეში, რადგან მიტინგი მოუწყეს.
ჰიტლერიც არანორმალური იყო, ფსიქიურად დაავადებული... მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოს ამ ქცევას, რასაც ასეთი ადამიანები სჩადიან.
ამ ეპოქაში ნუთუ მთელი მსოფლიო ვერ შესძლებს ერთი არანორმალურის გაჩერებას?
თუმცა არის ერთი საშიშროება, რომ სხვებსაც აწყობს ეს ამბები, რომ დედამიწა ძალიან დიდი საშიშროებების წინაშეა... ეკოლოგიური მდგომარეობა უკვე გასცდა ყოველგვარ ზღვარს, უკვე დედამიწის შველა სავალალოა, ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ უკვე ყველაფერი გვიანია.
იქნებ გეგმაცაა მოსახლეობის განადგურება და შემცირება, ატომური ომები, ბიოლოგიური ომები (ვინ იცის იქნებ კორონოვირუსიც ბიოლოგიური ომის სახეობა იყო).
toresi9
სრული სიმართლეა რასაც ამბობ, მიხარია რომ ასეთი აზროვნება არსებობს.
გეთანხმები, ჩვენი ძალა სხვაგან უნდა მივმართოთ, რომ არ გამოვკვებოთ უარყოფითი.
მადლობა და გაიხარე toresi9.
მგონია რომ რაღაც გარიგება იყო ამერიკასთან, რის შემდეგაც რუსეთმა დაგეგმა სამხედრო ოპერაცია.
ისევე როგორც 2008 ში მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ როგორღაც დაემთხვა რუსეთის ომი, მიზეზი თითქოს საქართველოს ნატოში იღებენ, ახლაც იგივე მსოფლიო კრიზისს მოჰყვა ისევ რუსეთის ომი.
რა მოიგო რუსეთმა და რუსმა ხალხმა?
ჯერჯერობით ფაქტია რომ რუსული ოქრო სხვებმა აითვისეს, და ასე თუ ისე მსოფლიოში არსებული რყევები რაც ოქროს ფასის მუდმივი ზრდა იყო შეჩერდა.
ასე მგონია რომ სამიზნე რუსეთის ოქრო იყო.
უკრაინა გამოიყენეს, მგონია რომ ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავს, თუ არადა ერთმანეთის ნაგვის ამოქექვას დაიწყებენ,
ყველა ვარიანტში რუსეთიც და უკრაინაც ძალიან წაგებულ მდგომარეობაშია, ათწლეულები დაჭირდებათ ფეხზე რომ დადგნენ, რუსი ხალხი ორმაგად ცუდ დღეშია მაგათი დანახვაც ზიზღს იწვევს მთელს მსოფლიოში, ანუ რა გამოდის ერთა შორის ზიზღი.
ორი მოძმე ერი ერთმანეთს დაუპირისპირეს.
დიდი ცვლილებები მიმდინარეობს დედამიწაზე. 2025 წლამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება
ano
ვითომ პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ვერ ხვდებით რომ მე რუსეთის პროპაგანდას არ ვეწევი,
ამერიკა და რუსეთი უკვე შეთანხმდა წინასწარ, უკრაინის ბედი უკვე გადაწყვეტილი ქონდათ, ომით ხალხს უნდა დაანახონ რომ იბრძვიან.
ყველა ხალხს ატყუებს და ძარცვავს,
ისე მიშამ კი დაიწყო ლაპარაკი თუ ყურადღებით მოუსმენ მის ვიდეოებს საკმაოდ ღიად საუბრობს რომ ომამდე წინასწარ უკვე გადაწყვეტილია ტერიტორიების ბედი, მერე დავდებ აქ იმ ვიდეოს და მიხვდებით.
ხალხი ტყუილად იკლავს თავს ის ტერიტორიები უკვე გადაწყვეტილია.
რუსებიც და უკრაინელებიც უბრალოდ გამოიყენეს და გაძარცვეს.
პუტინი საკუთარ ხალხს ატყუებს, პროპაგანდის მსხვერპლია ყველა.
ნატო არის შირმა, უბრალოდ მიზეზი ომის დასაწყებად.
ძველი ნაცნობი სცენარი...
ano
David Monny
მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანმა თავისუფლად უნდა გამოთქვას თავისი აზრი, ეს პოლიტიკაა თუ ეზოთერიკა.
შენი ეს პოსტი:
earth
David Monny
თუ ჩემი ზედა პოსტი წაიკითხე, მიხვდებოდი ჩემს აზრებს, მაგრამ ალბათ გადაახტი და არ წაგკითხავს.
არც ბევრი სერიალის დრო არ მაქვს.
ეს ტონი არ გინდა...
earth
არსებობს აზრის გამოხატვის თავისუფლება,
ჩვენ ქვეყანას უპირებენ ჩაითრიონ ომში, მე ვხედავ მაგ საფრთხეს, ახლა თქვენ გგონიათ რომ უნდა ჩაერთოს საქართველო მე ასეთი აზრი გამომაქვს, თუ არადა რა იწვევს გაღიზიანებას?
ჩვენ სიტყვაში ვიგულისხმე ეზოტერია, და შენ ცდილობ გამიჯნო ეზოტერია და პოლიტიკა, ბოდიში მაგრამ თვალებს ვერ დავიბრმავებ ბევრ ეზოთერულ და ფარულ განზრახვებს ვხედავ მე ამ ომის მიღმა.
ირმამ სწორად აღნიშნა კატეგორიულად მიკრძალავ რომ აზრი გამოვთქვა, თან შეურაცხყოფას მაყენებ.
ისტორია არ დამვიწყებია, სოხუმი უკვე გადაწყვეტილი იყო რომ რუსეთის იქნებოდა და ბიჭები ტყუილად შესწირეს, იგივე იყო ოსეთი.
სცენარი უკვე გამზადებულია, დიდმა ბიძიებმა უკვე ყველაფერი გაიყვეს, ომი და სისხლისღვრა ექშენი, ადრენალინი, ბევრი ხალხის ჩათრევა ზღვა ემოციები.
ბოლოს რა გამოვა იცი? რომ ომი და სისხლისღვრა ხალხის სურვილი იყოვო იტყვიან.
შევარდნაძის ვიდეოები ნახე როგორ დებდა გარიგებებს, ამერიკაშიც და რუსეთშიც იქ წყდებოდა ყველაფერი, ილუზიებია რომ თავისუფალი ქვეყანა ვართ.
რუსეთიც ისევე იგივე კლანით იმართება, კომუნისტების დროსაც და ახლაც ასეა ოლიგარქული კრიმინალური გარჩევები, დიდი თევზები პატარა თევზებს ჭამენ.
რა გაღიზიანებს?
ano
David Monny
ამდენი წელი ეზოთერიკით ხარ დაინტერესებული, ნუთუ ვერ ხვდები, შენი ამ პოსტით ისევ პუტინს აძლევ ენერგიას?
არაა ეს სიტყვები ეზოთერიული.
არც ასეთი შეტევაა კარგი.
მინდა ისევ გავაზიარო toresi9 სიტყვები:
ჩემს პოსტს რომ უპასუხა და ამ ახალგაზრდამ გონზე მომიყვანა, რადგან მეც პუტინის მკვლელობაზე ვოცნებობდი...
ჩემთვის ომი ბოროტებაა, რამდენიც გინდათ მაგინეთ.
ომი უნდა შეჩერდეს სანამ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდა.
აი ეს არის ჩემი აზრი.
აქ ბევრ წერას და ახსნას აზრი არ აქვს მაინც არავინ კითხულობს არგუმენტებს.
მეგობრებო, აქაც ომს ნუ დავიწყებთ. გთხოვთ, ცოტა ამოისუნთქეთ , ჩაისუნთქეთ და ეცადეთ დამშვიდდეთ.
1.ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქომდეს საკუთარი აზრი
2.
David Monny ჩვენ ე.წ მთავრობასთან, რუსულ პრობაგანდასთან პოზიციაში გეთანხმები, მაგრამ ტონში არა. მესმის, რომ რთულია ემოციის გარეშე მოისმინო ის რაც აქ გაჟღერდა, მაგრამ მაინც გთხოვ გადახედო 1 პუნქტს
3.
ano
დიდ შრომას ეწევი ამ ფორუმზე სტატიების თარგმით და ამისთვის მადლობა, მაგრამ გთხოვ, პოხიციას "ამერიკა ხიხიაა" სატნები გვებრძვიან" , " რუსეთი ერთმორწმუნეა" და Рен тв ნარატივით ამ ფორუმს ნუ გადაავსებ, რაზეც არაერთხელ მითხოვია შენთვის და კვლავ ამას გთხოვ!
David Monny
ფორუმის წესებსაც გადახედე. ახლა გაფრთხილება შენ, ერთმანეთის შეურაცხყოფა აქ იკრძალება, თუ გინდა თავად ღარიბაშვილმა დაპოსტოს...
სხვა დროს უფრო მკაცრ ხომებს მივმართავთ, მსგავსი სიტყვებისთვის
სად დაწერა ანომ ამერიკა ხიხიაა და რუსეთი ერთმორწმუნეა?
წაშალეთ?. რაც ამჟამად წერია არ იმსახურებს დავიდის ტონს
თუნდაც ეწეროს, მაინც არ იმსახურებს.
დავიდი იმსახურებს შეზღუდვას ანოს და ირზის შეურაცყოფისთვის. თუ მოდერატორის აზრი გაინტერესებთ.
თუ არ გაინტერსებთ მაინც შევზღუდავ <3
არაფერი წაშლილა, მე აქ ანოს მხრიდან რუსეთის პოლიტიკის პროპაგანდა ვერ დავინახე. ის უბრალოდ აფასებს ვითარებას დიდი პოლიტიკური თამაშების კუთხით.
დიახ. წესები გამოვიყენოთ და დისკუსია გავაგრძელოთ თემის შესაბამისად
თუნდაც მცდარი პოიცია დაფიქსირდეს, გავაჟღეროთ და განვიხილოთ, ვთქვათ რატოა მცდარი.
სამწუხაროდ, მართლა სპექტაკლებს ვხედავ დღევანდელ მოვლენებში
ეს არ ნიშნავს, რომ უბრალო ხალხი რეალურ ტრაგედიაში ჩართულები არ აღმოვჩნდით. პირიქით, ასეთი მასშტაბური ომი მხოლოდ უკრაინა რუსეთის ტრაგედია არაა. მთელი მსოფლიოს ტრაგედიაა, რომ ვერ დავშორდით განვითარებით ტყვია წამლით საქმის მოგვარებას.
და გვსაყვედურობენ, რომ რატომ არ წუხდით სირიის, პალესტინის, აფრიკის და სხვა არაევროპულ ქვეყნების ომის და ტრაგედიების გამო?
იმიტომ, ჩემო კარგო, რომ განვითარებულ და მისაბაძად ითვლება ევროპის და "თეთრი რასის" მიღწევები და ცივილიზაცია და აი ცხადლივ ვხედავთ, რით განსხვავდება ეს ცივილიზაცია სხვა ნალებად განვითარებულისგან? პასუხი არაფრით: ისევ ომი შუაგულ ევროპაში და კაცთაკვლა ძველი მეთოდებით. 21-ე საუკუნის მიღწევები მითია, მხოლოდ ნიუსებში ვეცობით.
ჩვენ კი ისევ იქ ვართ. ჩემი ილუზიები განვითარებაზე ტალახში მარხია. მადლობა რუსეთს, უკრაინას, ევროპას და ამერიკას ამისთვის. მეც მიყვარხართ
tikoroma
earth
რამე სერიალს ჩაუჯექი, მადლია
tikoroma
დავიდი არ მქვია მე, ტატო მქვია
ფორუმის # 1.2 პუნქტის "ნებისმიერი უხეში მიმართვა, ცინიზმი, დაცინვა, უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება..." დარღვევისთვის, თქვენ დაბლოკილი ხართ ამ ფორუმზე
@მოდერატორი
ყველაზე ცუდი( თუმცა ცუდი და კარგი ძალიან პიტობითი მცნებაა ამ სივრცეში), რომ წესით ცნობიერების დონით ვითომ ცოტა მეტად მაღალ საფეხურზე უნდა ვიყოთ, ყოველ შემთხვევაში მაძიებლების ფონეზე მაინც, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავ იგივეს რაც ხდება ყველგან, პატარა გამონაკლისების გარდა.
ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, ეს ნაგავი და სიბინძურე კი დაგვრჩება.
მსგავსი გამოხტომები აწი გაუფრთხილებლად აღიკვეთება.
ანოს პოსტებში ვინც ვერ დაინახეთ რუსული ნარატივი თქვენი პრობლემაა, თუმცა ანო სრულიად კორექტული იყო.
ანოს პოსტებში რაც არ მომეწონ იყო ეს(და არამარტო ეს):
მეც არ მომწონს სიტყვა ნარატივი ბატონო, რა უბედურებაა,
ცოტა ზემოდან ან გვერდიდან გადახედეთ მსოფლიო მოვლენებს.
გარდამავალი ეტაპი დაიწყო ეს არ მოხდება უცებ, გაგრძელდება კიდევ ალბათ 2_3 წელი,
დაიწყება გადანაწილებები, მიწების, რესურსების, ასევე შეიცვლება მსოფლიო ფინანსური სისტემა, იქნება დიდი რყევები ნგრევა, მე ვცდილობ რომ ნაკლებ მტკივნეული იყოს ეს ქართველებისთვის, პროცესები დაწყებული არის უკვე ამას ვერავინ შეაჩერებს.
იესოს სიტყვებს დავწერ:
მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ;
_და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.
ეს არის გარდამავალი ეტაპი, ისედაც ძალიან რთული როგორც სამშობიარო ტკივილები.
ბიბლიაში ყველაფერი წერია, მე პირადად გამოსავალს ვეძებ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქრდეს რომ კიდევ უფრო დიდ გასაჭირში არ ჩააგდონ ქვეყანა
old_man
ეზოთერიკულად ასე აღვიქვამ დღევანდელ მოვლენებს, რუსეთისგან მოდის ბოროტება, რაც გამოიხატება ამაში:
С мая 1998 года – первый заместитель Руководителя Администрации Президента Российской Федерации.
В июле 1998 года назначен директором Федеральной службы безопасности Российской Федерации, одновременно – с марта 1999 года – Секретарь Совета Безопасности Российской Федерации.
С августа 1999 года – Председатель Правительства Российской Федерации.
С 31 декабря 1999 года – Исполняющий обязанности Президента Российской Федерации.
26 марта 2000 года избран Президентом Российской Федерации. Вступил в должность 7 мая 2000 года.
ეგაა რა ))
ჩემი პრობლემა ის თუა, რუსულ არხებს რომ არ ვუსმენ თქვენსავით და ვერ ვერკვევი რას ავრცელებს რუსეთი, ოკ დამრჩეს ეს პრობლემად
ქართველებო რამხელა გული გაქვთ მეტირება.
ღმერთო გადმოგვხედე.
იესო ქრისტე სწორი ნაბიჯით წარმართე გთხოვ გზა და გონი გაუნათე, ჩემს ერს მუდამ სუფთა ზრახვები აქვს,
დიდი და სუფთა გული.
ano
დიდი ცვლილებები ერთი ერის კონტექსტში არასდროს არ ხდება, რადგან ყველა და ყველაფერი ერთ გლობალურ სტრუქტირას წარმოადგენს. ჩვენი პრობლემაც ხშირადამაშია, რომ რაღაცგანსაკუთრებულ სტატუსს ვითცოვთ სამყაროსგან.
ცვლილებები რაც ზოგადად ელის ადამიანებს, პლანეტას სწორედ ამისკენ იქნება მიართული. ძველმა მოდელმა ცნობიერების, სამყაროს აღქმის, თუ გუნდა ღმერთის აღქმისაც ფაქტიურად ამოწურა თავი.
chemikerin
ano
ყოველთვის მაინტერესებდა წინასწარმეტყველობების წაკითხვა და მომავლის განჭვრეტა, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი აზრი შეიცვალა ამ საკითხზე და სხვა კუთხით ვუყურებ წინასწარმეტყველობებს.
წინასწარმეტყველობა არის ერთგვარი პროგრამა, რომელსაც ჰქმნი და აძლევ საზოგადოებას, რაც მეტი ადამიანი გამოიყენებს ამ პროგრამას(ანუ ირწმუნებს), მით რეალური ხდება შედეგი.
წინასწარმეტყველობა ჩვენგან იღებს ენერგიას და ხდება.
მაინც მიყვარს მათი წაკითხვა, ჯერ ჩემი საფეხური(პირადი) არ გადასულა შემდეგ ეტაპზე.
შემდეგ ეტაპზე რომ გადავალთ, ვინც შევძლებთ, უბრალოდ დავაიგნორებთ ალბათ წინასწარმეტყველებას და ალბათ შევცვლით კიდეც თუ მოგვინდება.
კი, ცნობიერება დაბალ დონეზეა,
მიშაზე და მის პარტიაზე ვიხუმრე, ძაან დაიძაბა აქ სიტუაცია, ამბიციები საოცარი აქვთ,
მე არ მჯერა იმ საქმის სიყვარულის რასაც ფულით აკეთებენ, თუ უბრაძანებენ შიმშილობენ, თუ უბრაძანებენ და გადაუხდიან ქვეყანას გაყიდიან, იგივეა ახლანდელი მთავრობაც.
მე მაინც მგონია რომ ხალხი ასე თუ ისე უკვე ხვდება პრობლემების არსს, მაგრამ იოლად სამართავი და მოწყვლადია, მანიპულაციებში ეხვევიან.
თუ ერებმა ეგო არ მოთოკეს გაებმებიან მახეებში, ისევე როგორც რუსეთი, რომელსაც ჰგონია რომ ყველა ერს სჯობია, ის რაც დაემართა გერმანიას რომ ეგონა თეთრი არიული რასა ვართო, ძველ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.
ეს ომები, არეულობები, მტკივნეული დარტყმები გარდაუვალია,
საჭიროა სიტუაციის ყველა კუთხიდან დანახვა, ინფორმაციის მოპოვება ყველა მხრიდან, გაანალიზება, ეგოს გარეშე.
ყველაფერი რაც დღეს ხდება უკრაინაში, იღუპებიან და სახიჩრდებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ქალები თუ მოხუცები, არის სხვა არაფერი თუ არა იმ რუსული პროპაგანდის ბრალი და იმ ადამიანების ვინც ამ პროპაგანდას ავრცელებს და მხარს უჭერს. ეს პროპაგანდა არის ის, რაც პუტინს ხელს უხსნის მსგავსი ქმედებებისკენ, პუტინი არის უბრალოდ მექანიზმი ამ ადამიანების სურვილის ასასრულებლად. ვიცი რომ ანოს კარგის გარდა არაფერი არუნდა, მაგრამ ისიც ამ პროპაგანდის ნაწილია და კიდევ ვინც მას მხარს უჭერს და მწვანე შუქს უნთებს სიტყვის თავისუფლების ეგიდით. (ფაშიზმის გავრცელებაც არის კანონით დასჯადი) და სიტყვის თავისუფლება ბევრს უბრალოდ არასწორად ესმის, რუსული პროპაგანდისტები ამით სარგებლობენ და ნერგავენ თავიანთ იდეოლოგიას შეფარვით თუ გახსნილად. ამ პროპაგანდისტებს რაც არუნდა უხსნა მაინც არაფერი არ გააჩერებთ, ისინი სადაც კი მიუშვებ იქ ფრთებს გაშლიან, იქმადე სანამ რამე სერიოზულ დაბრკოლებას არ მიაწყდებიან, მათი ბუნება ასეთია. ანოს ექაუნთს თავის პოსტებიანად მთლიანად არ წავშლი ამდენი უწვალია უწერია, მაგრამ დავუყვები და მარტო რუსული პროპაგანდის პოსტებს წავშლი. ასევე მინდა წესები შევცვალო ფორუმზე დავამატო რუსული პროპაგანდის აკრძალვა.
კი ბატონო წაშალე, მარტო ამ თემაში მაქვს პოლიტიკაზე ნაწერი, სხვაგან არ მგონია რომ ამერიოს.
უნდა წაიშალოს მე არ მინდა გავლენა მოვახდინო დიდ მასაზე, აქ ლოკალური წარმოდგენა გავმართე რომ ფორუმზე შემოსულმა დამკვირვებლებმა გვერდიდან დაინახონ თავისი თავი და შეცდომები.
მე პატარა როლი შევასრულე, და მისია, პოლიტიკაზე წერა არ მინდოდა მდგომარეობამ მაიძულა.
განიმუხტენით, დამშვიდდით ❤️
Zet
ასეთი რა დაწერა ანომ, რომ წაშალეთ?
არ წაუშლიათ ჩემი პოსტები, ვისაც თვალი და ყური აქვს გაიგებს, მე პუტინზე მსგავსი რამ არ დამიწერია,
მე დავწერე რომ რუსეთი და ამერიკა ერთად მუშაობენ, პოლიგონი არის უკრაინა, საბოლოო მიზანი არის ახალი მსოფლიო წესრიგი.
ინიციალები რუსულ სამხედრო ტექნიკაზე არის მაგის დასტური,
Z _ Zion, 0 _ განულება.
დიდი გადატვირთვა და შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგი.
ბიბლიაში ეს ყველაფერი უკვე წერია,
ამის მერე რაც იქნება ისიც ვიცი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის
კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ მწამებთ ცილს,
მე ვამბობ რომ ორივე ერთია, გლობალურად განვიხილავ მოვლენებს.
გთხოვთ საკუთარი სტერეოტიპული ხედებით ნუ იბრმავებთ თავს
ვიცი, ვიცი. პუტინზე ხუმრობა იყო. მაპატიე :დდდ
https://youtu.be/IopBSxXLMeo
ეს ვიდეოც ნახეთ, ზელენსკი არის ებრაელი, როგორც მახსოვს დავითის შტოდან.
მინიშნებებია ამ ფილმში,
ბიბლიიდან დავწერ წინასწარმეტყველებსებს
ჩრდილოეთის და სამხრეთის მეფეები შეებრძოლებიან (იგულისხმება რუსეთი და სამხრეთის მეფე _ ინგლის ამერიკა)
ეს ციკლურად მეორდება თუმცა ამ ყველაფერს ერთი სცენარისტი ჰყავს, ( არ ვიცი აღარ მახსოვს ეს მესამე მსოფლიო ომში თუ გადაიზრდება)
შემდეგ დაიწყებენ საუბარს მსოფლიო მშვიდობაზე გაეროს მეთაურობით, და ყველა რელიგიების განადგურებას,
ასევე იქნება ერთიანი ვალუტა,
მანამდე კიდევ ბევრი მტკივნეული პროცესები, პანდემიები,
არ მინდა თქვენი შეშინება მაგრამ ეს პროცესები უკვე დაიწყო
აპოკალიფსის 4 მხედარი
1 მხედარი თეთრი ცხენზე გვირგვინით ( კორონა)
2 მხედარი წითელ ცხენზე შუბით (ომი)
3. მხედარი შავი გამხდარი სასწორით (შიმშილი)
4. მხედარი ფერმიხდილი ცელით ხელში ( პანდემიები წაიყვანს მოსახლეობის 1/4 ს)
ბიბლიური წინასწარმეტყველებების მჯერა, უბრალოდ კარგი გაშიფრვა უნდა. ეს ცალკე თემას იმსახურებს
ano
ვაიმეეე, მინდა საბანი გადავიფარო თავზე და ცოტახანში გავიღვიძო... რეები მესმის, რეებს ვკითხულობ!
დავწერე წაიშალა.
საჭიროა ფსიქოსომატიკა, ადამიანები უნდა მიხვდნენ რომ დედამიწა ერთი ორგანიზმია, ყველა ქვეყანა მისი ნაწილი და საჭიროა ურთიერთ თანამშრომლობა,
ეგოიზმი, მომხვეჭელობა, პარაზიტული აზროვნება ღუპავს პლანეტას, არცერთი ქვეყნა არავიზე უკეთესი არ არის, უბრალოდ თავისი ფუნქცია აქვს,
პრობლემა არ მოგვარდება ეგოისტური აზროვნებით, საჭიროა ეგოზე ამაღლება
მარკოზი 13
7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.
მიშამ ბევრი რამ იცის, იმედი მაქვს რომ შეძლებს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი აარჩიოს.
მე ზუსტად არ ვიცი რა მაგრამ, ვიცი რომ ისიც მარიონეტია სამწუხაროდ, ადამიანურად მის გამო ვწუხვარ რომ ასე რთულ მდგომარეობაშია.
ღმერთო გაუხსენი გული და გონება.
დამთავრდეს ომი ისე რომ არ გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში.
ნეტავ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს რომ პროპაგანდის მსხვერპლია და ისინი აძლიერებენ ომის და დესტრუქციის ქანქარებს.
თქვენ თქვენი ნებით ხდებით დიდი ტანჯვის და სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალის მხარდამჭერი, თქვენ გიხარიათ რომ ადამიანები იტანჯებიან ( არ აქვს მნიშვნელობა რუსი, უკრაინელი) ხალხი მსხვერპლია, და ხდება მასობრივი პროგრამირება, ზომბირება, რითაც ადამიანი კარგავს საკუთარ აზრს და ექცევა გავლენის ქვეშ.
სანამ დედამიწაზე იარსებებს ფხიზელ ადამიანთა თუნდაც მცირე ჯგუფი ისინი არ დაუშვებენ მესამე მსოფლიო ომს
საერთოდ როგორ უნდა გავიგოთ ესა თუ ის წინასწარმეტყველება რომელ ეპოქას ან პერიოდს ეხება? არის ამაზე ბიბლიაში რამე მინიშნები?
ესეც საგუშაგოს განხილვა 4 მხედრის
https://www.jw.org/ka/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%98-3-2017-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/
ისე ჩემი აზრით პირველი მხედარი რომელსაც გვირგვინი ადგია კორონაა.
ამათ კვლევებში ბიბლიური მუხლები მითითებული აქვთ და ასე მოძებნი ბიბლიაში რომ თავად წაიკითხო იქნებ სხვაგვარი ახსნა მოუძებნო,
სხვათა შორის ბიბლიაში ისიც წერია რომ ელექტრონული ვალუტა შემოვა, რომელიც ამოტვიფრული იქნება ხელზე და შუბლზე და ვისაც ეს არ ექნება ვერც ვერაფერს იყიდის და გაყიდის, მე რომ ვკითხე იეჰოვას მოწმეებს რა ვქნათ თქო არ იციან, მოკლედ მაგ წინასწარმეტყველება დაიგნორებული აქვთ, აცრებზე რომ ვკითხე მაგაზეც თუ გინდა აიცერიო.
მთავარია გული გქონდეს სუფთაო.
მოკლედ ამ წინასწარმეტყველებებს ბოლომდე ვერავინ ვერ ხსნის
ვფიქრობ, წინასწარმეტყველებები მანიპულაციის საშუალებებია. ადრე მეც დაინტერესებული ვიყავი ძალიან, მერე ბევრი სხვადასხვა ხაზის წინასწარმეტყველებები და მათი კომენტარები ვნახე და დავასკვენი, რომ ეს თემა არის მანიპულაციის იარაღი. რომელსაც ვინც იყენებს, მიმდინარე სიტუაციის ანალიზის საფუძველზე რაღაც დეტალებს ამატებს, ან ცვლის, უმნიშვნელოს, რომელიც აუდიტორიისთვის კაუჭის როლს ასრულებს და ამით დიდ მასებს აჯრებს სიტყვების უტყუარობაში და ამით მართავს მათ. მასების მართვით კი ცვლის თამაშის სცენარებს, ცვლის ზოგად სიტუაციებს. ამას არ აკეთებს 1 და 2 ადამიანი, რა თქმა უნდა, არც ის ყბადაღებული თემა მმართველ კლანებზე. მგონია ეს უფრო მაღალი სისტემაა, რომელიც ცდება ჩვენ სულიერ პლანს. ძველ რელიგიებს ახალიც დაემატა, ეზოთერიკოსების, მაგების, სხვადასხვა ნიუ-ეიჯის მიმდინარეობები, სოციელური ქსელებში გავრცელებული კომუნები, ფსიქო-სოციაული ქოუჩ ჯგუფები და მსგავსი-ყველა მანიპულატორები არიან.
ზოგადად მგონია რელიგიებია მართვის იარაღები და მანიპულაციის ხერხებისთვის შექმნილი სისტემები, აქედან გამომდინარე წინასწარმეტყველებაც, წმინდა გადმოცემებიც ეგაა.ყველგან დატოვებულია ამ პლანის შექმნის დროს არსებული ცოდნის უმნიშვნელო ფრაგმენტი, რის გარშემოც შექმნილის ფალსიფიცირებული ამბავი ღმერთის შესახებ.
როდესაც ადამიანი იწყებს თვითგანვითარებას, ცნობიერების გაფართოვებას და იმ მოცემულობების შესრულებას რისთვისაც დაიბადა, ინფორმაციას პირდაპირ იღებს, ან მისთვის გამოყოფილი კონტაქტორების საშუალებით.
მე მგონია, რომ არსებობს გლობალური წინასწარმეტყველებები რაც უნდა აღსრულდეს. დაწერილია სცენარი და ეს ჩვენი ვიწრო ადამიანური ცნობიერებით არის ცუდი/კარგი. "მოდი დავსხდეთ ნათელი ენერგია მოვიზიდოთ და აღარ მოხდება, ვილოცოთ და ა.შ." ამას ვერ შეცვლის. თუ განსაზღვრული იყო რომ ქრისტე ჯვარზე უნდა გაეკრათ და მანაც ეს იცოდა, ასე უნდა მომხდარიყო.
ბიტავოი წინასწარმეტყველებებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა
ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. აზერები გააქტიურდნენ ყარაბაღში.
როგორ გგონიათ წავა ჯაჭვური რეაქცია?
old_man
აზერებმა ისევ ძველი დისლოკაციისკენ დაბრუნება დაიწყეს. ეს თემაც რუსული პროპაგანდაა, ოლდმენ. რუსეთს აწყობს ახლა აირიოს ყველაფერი გარშემო, რომ როგორღაც გადაიტანოს ყურადღება რუსეთიდან და მსოფლიოს საზოგადოების ყურადრება გაფანტოს. არავინ არ უნდა აყვეს ამ ფსიხოზს, რასაც ხალხში თესავენ.
წინასწარმეტყველებას რაც ეხება, რომ შეადარო ბევრი ერთმანეთის დუბლია და თან მსოფლიო ისტორიის ძალიან ბევრ ეპოქას შეიძლება მოარგო... აქედან გამომდინარე მანიპულაციას გავს. ქრისტეს ისტორიას არ შევეხები საერთოდ, არ მინდა წყევლა გამოვიწვიო...
მოდი ერთი თემა გავხსნათ და დავწეროთ მოვლენების განვითარების ჩვენ წინასწარმეტყველებები და ვისიც ასრულდება
ის ვაღიაროთ ფორუმის ვანგად
old_man
გადასარევი იდეაა :დ
კონკურსი ჩავატაროთ
წინასწარმეტყველებებზე დღევანდელმა მსოფლიო მოვლენებმა დამარწმუნა რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი მონაწილეობს, და ასრულებენ გეგმა დავალებას, ეს იციან ძალიან კარგად პოლიტიკოსებმა, რა თქმა უნდა ქართველებმაც.
ის რომ მიშა გამოდის ტელევიზიებში და აცხადებს რუსეთი შეიჭრება უკრაინაში ამა და ამ ოლქიდან, მოიქცევა ასე და ისე, მოკლედ ზუსტად იცის გეგმა.
ასევე რუსეთი გამოდის და იძახის ომი იქნება უკრაინაში და მერე საქართველოში, ეს არის რამდენიმე წლის წინანდელი ვიდეოები და მე ამას აღვიქვამ როგორც გარიგებას, ანუ გეგმა თუ სად იქნება ომი და ვინ რა ტერიტორიებს წაიღებს, ასევე ევროპა რომ მხოლოდ რაღაც სახის სანქციებს დაწესებს, რაც ისევ ხალხს გაწყვიტავს წელში, ჩემთვის ეს ყველაფერი არის ხალხის ძარცვა,
აი ჟაკ ფრესკო ძალიან კარგად ხსნის ყველაფერს ამ სისტემის შესახებ. ახლა ვხვდები რატომ არ აღიარებს ღმერთს.
ეს სისტემა დაინგრევა ანუ ძველი სისტემა, ახალის გეგმა უკვე მზად აქვთ.
ძალიან ბევრი ინფორმაცია ძველი ხელნაწერები იმალება ვატიკანში, ისინი თუ გამოჩნდება ყველაფერი შეიცვლება ვფიქრობ.
რაც შეეხება წინასწარმეტყველების თემას გავხსნათ ცალკე თემა, დავდოთ სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციები საინტერესო იქნება.
ისე კი დღევანდელი სიტუაცია ტრაგიკომედიაა.
ზელენსკის ოსკარი უნდა გადასცენ როლის საუკეთესო შესრულებისათვის რა თქმა უნდა
ეს იყოს აქ, შეცდომებთან დაკავშირებით საინტერესო სტატიაა
https://forbes.ge/10-shetsdoma-romelthats-tchkvian/
ერთს დავწერ: "ბრიყვი უშვებს ერთი და იგივე შეცდომებს და განსხვავებულ შედეგებს ელოდება"
ანუ მიშას რომ აქვს რატომღაც დეჟავუს განცდა რისი ბრალია
დიდი პოზიტიური ცვლილებები უნდა დაწყებულიყო 90 იან წლებში, ისინი ვინც მართავენ პლანეტას უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ძალადობრივი მაქინაციებით გააჭიანურეს, ახლაც არ უნდათ წასვლა, შეეცდებიან ომი გადაზარდონ ფართომასშტაბიანში. ის ძალა რომელიც ამ მოვლენებს მართავს შეუძლია ადამიანების გონების მართვა, თან ისე რომ ადამიანებს ჰგონიათ თითქოს ამ ბრძოლით ვინმეს მოუგებენ, ( ამ ჰიპნოზის ქვეშ იმყოფება პროცენტულად ძალიან ბევრი ) თუ საქართველო ჩაება ომში ეს ნიშნავს რომ ქართველები თვითმკვლელობაზე მიდიან, თუ ევროპა ჩაება ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს, (ბირთვულში შეიძლება გადაიზარდოს)
ხილვაში ვნახე გაბრწყინებული საქართველო და ევროპის ქვეყნები, ვფიქრობ რომ გამოღვიძების პროცესი იწყება, მაგრამ ამ სისტემის პატრონს სულაც არ სურს რომ თავისი საკვები დათმოს (დედამიწაზე ადამიანთა ფერმა)
ან შევინარჩუნებთ გონიერებას და ამ კატასტროფას შევაჩერებთ, ან დედამიწას გავადგურებთ.
2023 წელს უკვე ძველ კონტრაქტებს გასდის ვადა, ანუ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რა გარიგებები დაიდო.
აი ეს დრო რომ მოვა ნელნელა ადამიანები დაიწყებენ რესურსების თავისუფალ გამოყენებას. ( მანამდე უფლება არ ჰქონდათ)
აქ ძალიან ბევრს ვწერ იმიტომ რომ ვხვდები როგორ ახდენენ ადამიანების პროგრამირებას, იმ დონეზე რომ აქ დაწერილსაც რომ კითხულობენ ვერ გებულობენ იმდენად ჩარჩოებში მოამწყვდიეს.
ბევრ რამეს მეც ნელ-ნელა ვხვდები, პლიუს მაქვს კონკრეტული ინფორმაციები რაც მაიძულებს ვწერო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, და მარტო ლოცვით ვერაფერს გამოვასწორებ მაშინ როცა მტერი ყველანაირი მეთოდით გვებრძვის.
ერთადერთი თხოვნა მაქვს ინფორმაციას გაეცანით ნეიტრალური პოზიციიდან (არა რუსეთუმე, არა ქოცი ნაცი, არა მართლმადიდებელი ან კრიშნაიდი..) ანუ ყველანაირი გავლენისგან და სტერეოტიპიდან თავისუფალმა წაიკითხეთ,
ყველა ინფორმაციას შეხედეთ სტერეოტიპების გარეშე როგორც დამკვირვებელმა, გაანალიზეთ საკუთარი გონებით.
გული და გონება უნდა მსჯელობდეს ერთად.
უსმენ გულის ხმას და აანალიზებ
რაც ბუჩაში მოხდა გუშინ, მესამე მსოფილიო იმო და ბირთვული კატასტროფაა აბა რა ჯანდაბაა, უკრაინას სრული გენოციდი აქვს, ბავშვებს ხოცავენს, აუპატიურებენ ეს მხეცები. ახლობელს ველაპარაკე და თქვენ მხოლოდ ბუჩაში ნახეთო, აქ სასწაული ტრიალებსო. ერთერთ სოფელში, სახელი არ მახსოვს, დემედოვოში ცხოვრობს ეს ქალი, რუსები შეუცვივდნენ ერთერთ ოჯახს, საჭმელი წაართვეს და რაც ჰქონდათ გაძარცვეს, მერე ეს ქალი ქმრის და შვილების წინაშე გააუპატიურეს, მეზობლები შემცვივდნენ წივილ-კივილზე, ხუთი ღორი რუსი ჯარისკაცი გდებულა, ნაჯახებით აუკუწიათ ის ღორები. მერე რუსებს მტელი სოფელი გადაუწვიათ და ამოუწყვეტიათ. ეს არის ის რეალობა, რაც უკრაინაში ხდება... ამის იქეთ ყველაფერი ლირიკაა
ვიცი საშინელება ხდება უკრაინაში, ძალიან ვწუხვარ, უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია დედამიწაზე, ერთ ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ცენტრი (სავარაუდოდ გულის ჩაკრის ადგილი) მის განადგურებას მიტომ ცდილობენ, ( ინსაიდერის თემაში დავწერე 2008 წლის ინსაიდერია, მსოფლიო საიდუმლო მთავრობა რომელიც კულისებიდან მართავს მოვლენებს, მათი გეგმა ეწერა იქ რომ უკრაინაში იქნებოდა არეულობა, გაიყოფა ორ ნაწილად და იდეაში აქვთ იქედან მოსახლეობისაგან ტერიტორიების გაწმენდის,
ვფიქრობ მათ გეგმაში შემდეგი საქართველოა ( ამაზე რომ ვფიქრობ გული რაღაც საფრთხის შესახებ მაფრთხილებს, ავტომატურად ცრემლები მომდის, ეს იქნება ძალიან დიდი მსხვერპლშეწირვა, აქ ისინი სისხლის ხარისხის გამო იბრძოლებენ) საქართველოც მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ცენტრია. ( მათ სჭირდებათ ძლიერი ენერგეტიკის სისხლი და ტანჯვის ენერგია რომ გაიხანგრზლივონ მმართველობა)
ვეჭვობ ევროპაც მიზანში ჰყავთ.
თუ ხალხმა მხარი დაუჭირა ომის რომელიმე მხარეს ეს ამ ბოროტ ძალას კიდევ უფრო გააქტიურებს, ისინი იტყვიან რომ ხალხს ომი სურს და იყოს ომი.
საბოლოოდ რაც ხალხის უმეტესობას სურს ის იქნება ანუ თავს მოხვეული ომი და სისხლისღვრა.
( ვინც ამბობს რომ რუსეთს მოერევა, თუ სხვა ქვეყნები ჩაერიენ რუსეთს ჰყავს მოკავშირეები რომლებიც ჯერ არ აქტიურობენ, სამყაროში არსებობს წონასწორობის პრინციპი, (წონასწორული ძალები)
ემოციებზე აყოლა ახლა ისე რომ გონივრული გათვლები არ გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ არაფერს კარგს არ მოუტანს.
ბევრი ეზოთერიკი მხოლოდ ემოციებით მსჯელობს, მაგრამ ავიწყდება უხილავი მტერი რომელიც მასზე უფრო ჭკვიანი და ძლიერია.
ახლა მანიპულაციებში რომ არ გავებათ, უბრალოდ კარგად განვითარებულ ყნოსვის ვექტორიანს ჰკითხონ რჩევა, ვისაც ყნოსვის ვექტორი არ აქვს მოტყუვდება, კულისებში რა ხდება ვერ გაიგებ
მიშას იდეოლოგიურად სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება რომ დაიწყო, სადაც გავლენიანი ბიძის და კანონიერი ქურდების საშუალებით აღარ მოხდებოდა "საქმეების მოგვარება", უმაღლესში ფულით და ნაცნობობით "მოწყობა"რომ აღარ იყო საჭირო, უბრალო ცნობის ასაღებად ბამბანერკით და კონიაკით რომ არ გიხდებოდა სირბილი. რაც უფრო გაიზრდება რუსეთის გავლენა, ეს ყველაფერი დაბრუნდება. რუსეთის გავლენის ქვეშ ცხოვრებით კი ვერასოდეს შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოება.
ნეტა ქოცების რეალური პროცენტი რამდენია. ისე ყალბდება ხოლმე არჩევნები რომ რეალური სურათის დანახვა შეუძლებელია..
ცალკე კარტოფილით და ერთჯერადი "დახმარებებით" მოსყიდული ამომრჩეველი...
მგონი ერთადერთი ვარიანტი რომ გვეშველოს, რუსეთის დასუსტებაა, პუტინის რეჟიმს როცა ბოლო მოეღება (რისი იმედიც მაქვს), ქოცებიც დიდხანს ვეღარ დარჩებიან ხელისუფლებაში..
ესეიგი კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. არ ვარ რუსეთის მხარეს, მოვლენებს განვიხილავ მხოლოდ როგორც საქართველოს მომხრე რომ არ მოხდეს ქართველების გენოციდიც.
საქართველომ არ უნდა ითანამშრომლოს რუსეთთან.
ასევე არ უნდა ითანამშრომლოს ევროპამ ვიცი ძნელია მაგრამ ისინი აფინანსებენ ასე გამოდის, და რუსეთი იძახის რომ მათივე გადახდილი ფულით დაიპყრობს ევროპას.
ვინმე თუ ეცნობით საქართველოს გარეთ ინფორმაციას? რა განწყობაა ევროპაში? როდემდე მოითმენენ? რუსეთის მოკავშირეების შესახებ რა ვიცით? მე არ ვგულისხმობ პროპაგანდას არამედ რეალისტურ ინფორმაციას.
რუსეთი ძალიან გაბოროტებულია, და დღეს ერთი ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი გამოდის და სერიოზული სახით იძახის ჩვენ გვაქვს 2 გზა: რაც შეიძლება ნაკლებად დავხარჯოთ დუშის მიღების დროს გაზი, და თან პუტინს ვუძახოთ "მიიღე"
ანუ სერიოზულად ფიქრობს რომ ეს არის გამოსავალი.
მე ვცდილობ რეალისტურად შევხედო მოვლენებს, ევროპამ დაფინანსება უნდა შეუწყვიტოს.
ასევე ყველა ქვეყანამ და ეს არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვები,
არც იმას გამოვრიცხავ რომ საქართველოს მოუწიოს კონფლიქტში ჩართვა.
რაც შეეხება ევროპის ცხელ ომში ჩართვას ეს არ ვიცი უკვე ძალიან ფართომასშტაბიანი იქნება და დამანგრეველი.
საერთოდ ნეტავ შეიძლებოდეს რომ რუსეთი მოლაპარაკებით გაჩერდეს.
მითხარით ხედავთ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს? თუ მე მელანდება რაღაცეები?
საქართველოში ჩამოსულ რუსებს ხელს აწერიებენ საბუთზე რომ რუსეთი ოკუპანტია, თუ ხელს არ მოაწერს არ იღებენ, ეს კარგია მაგრამ უკეთესია რომ თავის ქვეყანაში დარჩნენ და თუ არ მოწონთ რამე გააპროტესტონ.
მე არ მინდა დისკრიმინაცია დავიწყო ვინმესი მაგრამ, სჯობს რომ რუსები აღარ მიიღოს საქართველომ.
რუსეთის იმპერია შიგნიდან უნდა დაიშალოს და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა მხრიდან შეუწყდება დაფინანსება
ნეტა ვინმეს გონია, რომ გამსახურდიას ჩათვლით რომელიმე ხელისუფალი რუსეთის დასტურის გარეშე დამჯდარა სათავეში? მიშაც რუსეთის დასტური იყო მათ შორის. რაც მიშამ რუსეთის საქმე აკეთა: კოდორი, სამაჩაბლო, ახალგორი...
რამდენჯერაც სკამი გაეყანყალა იმდენი მოგვადგა რუსეთი ხიშტით.
რუსეთი თუ არ ჩაძაღლდა საქართველოს შანსი არ აქვს.
დღეს გვიკვირს და გვზარავს სისასტიკე უკრაინაში, საქართველომ ნაკლები განიცადა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, თბილისში, ზუგდიდში და საერთოდ სამეგრელოში? ყველა რუსული ხელწერა იყო.
რუსული ხელწერა იყო მოკლული ქართველი ბიჭების ყურები რომ ეკიდა აფხაზ ბოევიკს გულზე, სოხუმში იყო ეს ფაქტი...
რუსული ხელწერა იყო ქართველები რომ მარადიორობდნენ აფხაზეთში და არანაკლებ სისასტიკეს სჩადიოდნენ, თუმცა ქართველები კი ცარიელა კალაშნიკოვით წელიწადნახევარი ებრძოდა რუსებს, ჩეჩნებს, სომხებს.
იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვიტოვებ სულ ცოტა იმედს, რომ ინფორმაცია იარაღის რუსეთისთვის მიწოდებაზე სიცრუე იქნება და დაამტიცებენ ამას...
არ მინდა ვანგას წინასწარმეტყვების ასრულება: ვხედავ ევროპის ქალაქს (ზოგან ამბობს ევროპას) შემცირებული მოსახლეობით.
აღარ გაძღა დედამიწა სისხლით? ამდენი საუკუნეა ისრუტავს სისხლს და ვერ გაძღა...
ხანდახან ვფიქრობ, რომ იქნებ მართლა გლობალიზაციაა შანსი გადარჩენის
ჟირინოვსკი ვიდეოა, ამბობს ზვიადი მოვიდა ჩემთან და მომიყვა მისი გეგმების შესახებო, კავკასიური კავშირის შექმნა უნდაო, კი ბატონო რაც გინდა გააკეთე ვუთხარიო.
ნახავს მაგი როგორ ავურევ ქვეყნის შიგნით რომ ერთმანეთი დაჭამონო და ისევ რუსეთს შეეხვერწებიან გვიშველეთო.
არცერთი ქვეყანა არ დაეხმარება საქართველოს ყველას თავისი ინტერესები აქვს. ვიცი რუსეთი რაც არის.
ასევე არასაიმედო პარტნიორების ფაქტორიც გასათვალისწინებელია.
რაც არ უნდა სიგიჟედ ჩანდეს საჭიროა კონსპიროლოფიურ ინფორმაციებზე გაცნობა, ( შეთქმულების თეორია) ისინი ყველგან არიან ისინი მართავენ რუსეთსაც და საერთოდ ყველა ქვეყანას, ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით სრულდება.
სწორედ მათ უნდათ ეს ომი, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად
ყველა პოლიტიკოსი ვინც რეალურად მათ წინააღმდეგ წავიდა მოკლეს, მათ შორის ზვიადი, კენედი, ანუ ვინც მათ სისტემას გაემიჯნა მოკლეს
რა თქმა უნდა ბევრი რამ ჩვენი ადამიანური/ეროვნული ეგოდან ფასდება
რა ხდება ფარდის მიღმა არ ვიცით
მაგრამ როლები მაინც უნდა შევასრულოთ, ომი თუ იქნა უნდა ვიომოთ, როგორც უკრაინა ომობს
და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც იმ მომენტში სჭირდება ქვეყანას
ისე 2008 წელს ამერიკამ ჩვენთვის ბევრად მეტი გააკეთა ვიდრე დღეს აკეთებს უკრაინისთვის. 2008 წელს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი იდგა და ამერიკის ჩარევით მოხდა ომის შეჩერება, თორე როგორც ვიცი, თბილისში აპირებდნენ შემოსვლას რუსები..
"ფულის გათეთრება და სხვა მაქინაციები უკრაინაში რომელსაც ჯო ბაიდენი აწარმოებდა..."
აი ეს შენი რუსული პროპაგანდა შენი ფეისბუქ ვოლიდან.
მოკლედ ანო შენდამი პატივისცემის მიუხედავად. შენ დაბლოკილი ხარ ამ საიტზე. და გთხოვ აქ პოსტი აღარ დადო.
კიდე კაი ხანს აპარპაშეთ ეს უსინდისო ღრუსეთის პროპაგანდონი
td შემოვარდი დამბლოკე და რამე დაიცავი საიტის წესები
აქ ვინც მწარეთ გაგაკრიტიკეთ, ჯერ სად ხართ თუ ისევ გააგრძელებთ პუტინის პროპაგანდას
და თუ არა და ღმერთმანი, დააკვირდით, ხმა არ ამომიღა სხვა არაფერზე და ძლიან გთხოვთ,
დამიტოვეთ უფლება შეურაცხყოფისაც მწერალ კაცს და ნუ მასწავლით ტონს, მიმართვის ფორმებს
და სხვა სინტაქსურ, პუნქტუაციურ თუ სემიოტიკურ პლანებს. მერწმუნეთ, ყველა თქვენგანზე უკეთ
მომეხსენება ეს ყოველივე, თუმცა როცა ერთხელ ვუთხარი, არ გაიგო, მეორეჯერ, და გადმოვიდა
როგორც ჩვევიათ ღრმე ღორების კოლტს, რო გადაგჯოგავენ და გადაგივლიან, აეგრე ქნა ცხადია,
თუმცა, შეგახსენებთ, ლუკას სახარების ეგ მე-8 თავი, ყოველთვის ძალიან სევდიანად მთავრდება ხოლმე
მაგ ღრების კოლტისთის, - კბოდედან იჩეხებიან.
კბოდე, კიდე, ნაპირი, ნაპირიდან, ნაპირთან, ყ კრაია, უ კრაინა, და მიერეკა ეს ღორების კოლტი
თავის უ კრაინას, ანუ კბოდეს და ახლა ვუყურებთ ლუკას სახარებას პირდაპირ ეთერში, როგორ
იჩეხებიან და ინთქმებიან თავისუფალი სამყაროს ტბაში, სამწუხაროდ ამ სულმნათი და ღმერთკაცი
და ქალი ადამიანების სისხლის და ბავშვების, და ბუჩას და ღმერთო, კიდევ ერთ შანსს გაძლევ რო გაპატიო ეს,
საქართველოდან მოგვაშრე ღორების კოლტის მოდგმის მონები
და რაც მთავარია. მე მხოლოდ ZET-სნაირი ადამიანების გამო ვრჩები ამ ქვეყანაში.
მათკენ მიილტვის ჩემო გონება და სული და არ ვნებდები და არ დავნებდები.
Zet გამოთქვა აზრი, წესებს დაემატოს რუსული პროპაგანდის აკრძალვა.
მე გთავაზობთ ლაკონურ ტექსტს, რომელსაც ავაგებ ზელენსკის მიერ შემუშავებულ
საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც ეხება რუსეთთან კოლაბორაციონიზმის დასჯადობას.
(ცხადია აქ არავინ დაისჯება 5-10 წლიანი ციხით, მხოლოდ მოდერატორების სასჯელით)
მოხარული ვიქნები თუ გაითვალისწინებთ და ჩასვამთ, თუ არა და თქვენი ნებაა
უი, ახლა ვნახე, დაუმატებია 2.0 პუნქტი. გმადლობ Zet ასეთი სამაგალითო მოქალაქეობრივი
პოზიციისათვის
David Monny
td.........
პოლიტიკური გარჩევები წავიდა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაგბლოკა, წესები დაარღვიე და ეს შენი არჩევანი იყო.
ვინც კიდევ დააღვევს, გაფრთხილებას მიირებს და ისევ გადავა წესებს, ისიც დაიბლოკება
td.........
td.........
და კიდევ ერთი და ამით მოვრჩი შენთან.
წაიკითხე ხოლმე თემის სათაური და ავტორი, რაც საშალებას მოგცემს
დემაგოგიისგან დაიცვა თავი. განგიმარტავ,
თემას ჰქვია, პოლიტიკა, და აქ უნდა დაიპოსტოს პოლიტიკური პოსტები
და არა გარჩევები რასაც შენ უწოდებ ქუჩურ ტერმინს. პოლიტიკა ყველას გვეხება
მხოლოდ იდიოტებს ჰგონიათ რომ არ ეხებათ. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი გენერალი,
პერიკლე ამბობდა, ის, რომ არ ინტერესდები პოლიტიკით, არ ნიშნავს, რომ
პოლიტიკა არ დაინტერესდება შენითო
David Monny
მაინც ბოლო გაფრთხილება გაქვს, ეხლა შეგინდეთ იმიტომრომ ამ უკრაინის კადრებს აყოლილები ვართ მაგრამ კიდე თუ განმეორდა უხეშობა დაიბლოკები
ყველაფერი თავაზიანად თქვი და უფრო მეტი ფასი ექნება შენ ნათქვამს.
ეს თემა ხომ არ წავშალოთ საერთოდ რას ფიქრობთ მოდერატორებო?
Zet
მთავარი გმირი აღარ ყავს თემას და რავი..
ისე, იყოს მრავალფეროვნებისთვის. ამ საგიჟეთში დაიცლება ხალხი, თავის აზრს გამოთქვამს.
ეხლა ვკითულობ ანოს თემებს რამდენი უწერია და სულ გატენილია რუსული პროპაგანდით და ლინკები უდევს სულ რუსულ საიტებზე მიდის.
თავიდანვე უნდა დამებლოკა შეცდომა მომივიდა. თქვენი ბრალია დაიწყებდით მერე თავისუფალი სიტყვა და დიქტატორი ხარ და აგყევით მეც ამ სისულელეებში.
ჩემი სასჯელია ეხლა უნდა ვიკითხო ამდენი რუსული აგიტაცია, უკვე მეშინია ამდენი კითხვისგან მეც არ დავზომბირდე და არ გადავიდე იმათ მხარეს :დდდდ
Zet
Zet
"ნამდვილად არსებობს ორი რუსეთი.
ერთი-როგორიც ქართველს უნდა რო იყოს. როგორიც წარმოუდგენია თავის ოცნებებში. კეთილი, გულუხვი ბატონი, რომელიც ძმასავით გვერდით დაგიდგება, დაგიცავს, გაგაძღებს, ბევრს არ გამუშავებს, ბატონი რომელიც მონას თავს გაუყადრებს და სუფრაზე გვერდით მოისვავს. ბანალური მონის ოცნება.
მეორე-როგორიც არის სინამდვილეში.ნახეთ ბუჩა, ირპინი, მარიუპოლი....
ეს არის ნამდვილი რუსი. " -fb ფრენდის პოსტი.
სრულიად ვეთანხმები, ქართველებმა ძაან მოირგეს მონის როლი..
აქვე დავამატებ ერთ ცნობილ ციტატას:
"მონის საყელური უფრო მსუბუქია, ვიდრე მეომრის აბჯარი".
თან კიდე შეიძლება არ იყო მეომარი, არ იცოდე იარაღის ხმარება და ა.შ. მაგრამ გულში მაინც ხო შეგიძლია რომ გინდოდეს თავისუფლება.. ანოს არაფერს ვაბრალებ ამ შემთხვევაში, ზოგადად ვამბობ, შთაბეჭდილება მრჩება რომ ზოგს უნდა ეს რუსეთი.. გულში ჩუმ-ჩუმად უნდათ...
პროპაგანდისტებს რაც შეეხებათ ან თვითონაც ძალიან სჯერათ იმ ათასნაირი შეთქმულების თეორიის და უნებლიედ ავრცელებენ ამ რუსულ პროპაგანდას, ან ჩუმ-ჩუმად გულში რუსეთი უნდათ...
chemikerin
შენ მგონი პირადად არ გიცნობ. აქ ბევრს ვიცნობ. 2015-ში დავიოდით ბოტანიკურში,
ვიკრიბებოდით. ბევრი აღარ არის აქ, მაშინ ვინც გავიცანი. რას მოვაყოლე ეს:
აქ ვპოსტავ იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ვართ ყველანი და ჩენ ყველანი ვართ ომში. ნამდვილ ომში,
ოღნდ ცხელი ფაზის გარეშე ჩვენს ტერიტორიაზე. ეს სინამდვილეა. ესაა ჩვენი ფანჯრებიდანაც, სადარბაზოებიდანაც,
ცხვირს იქითაც და აქეთაც თუ გავიხედავთ.
ჰო, მე ვარ ტატო ჰენკელი, მიცნობდეთ
მინდა აქ ჩემი ნამდვილი სახელი დავიქრვა და ვერ ვირქმევ, შესაძლებელია ნიკის შეცვლა?
სამწუხაროდ ნიკს ვერ შევცვლი ეგეთი წესია ფორუმებზე, ეს იმიტომრომ შენი ნიკი "რიფლაიში" ბევრ ადგილას არის გამოყენებული. რამდენიმე პოსტი რომ გქონოდა შევცვლი. იქ ჩაწერე შენი ნამდვილი სახელი სადაც "მე ვარ იგი გიწერია"
შენ ახსენე ბოტანიკურში დავიოდიო და მე გიცნობ? იმიტომრომ ეგრე კი ვერ ვხვდები რომელი ხარ
Zet
td.........
ის მახსოვს, ის ბიჭი გურამი?? ატმანით პოსტავდა აქ. კრიშნაიდი იყო ადრე,
მეც ვიყავი ადრე, 9 წელი ვეგეტარიანელი ვიყავი და ეგ მახსოვს.
შეიძლება სახელი მეშლება
td.........
რუსულ პროპაგანდაზე რაც უკვე ითქვა კიდევ მინდა დავამატო.
როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში მას ესესერის აღდგენა და ყოფილი დაპყრობილი ტერიტორიების ისევ დაპყრობა უკვე ქონდა ჩაფიქრებული და მან თავისი პრეზიდენტობა ამ იდეის განხორციელებას მიუძღვნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჯარს აგროვებდა, პირველ ქვეყანად აირჩია საქართველო იმიტომ რომ ენახა რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, რა ხარვეზები აღმოჩნდებოდა. უკვე ამ ხარვეზების გამოსწორების მერე უფრო მომზადებული დაეჯახებოდა უკრაინას. საქართველოსთან ომისთვის წლები ემზადებოდა და რომ არა სააკაშვილი და მისი ავტორიტეტი მსოფლიოში, საქართველოს უპრობლემოდ დაიპყრობდა. მაგალითად რომ ყოფილიყო ისევ შევარდნაძე ან ვინმე სხვა. მანამდე სანამ სააკაშვილი საერთოდ პრეზიდენტი გახდებოდა, პუტინის სპეც სამსახურები ამზადებდნენ პატარკაციშვილს და ივანიშვილს საქართველოსთვის, მათ დაწერილი ჰქონდათ სტანდარტული გეგმა რასაც იყენებდნენ ყველა ქვეყნისთვის, ეს არის მსახიობების დაფინანსება თუ რუსეთის მოქალაქეების ჩასახლებას და კიდევ ბევრი სხვა რამ. პატარკაციშვილი გამოეყო ამ თამაშს იმიტომრომ დაიღუპა და დარჩა ივანიშვილი. რუსული სპეც სამსახურების და მათი წარმატებული მუშაობის ხარჯზე ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაშეი, პირველი რაც მან გააკეთა კარები დაუხურა უკრაინელ და უცხოელ ტურისტებს, და განავითარა ტურიზმი რუსეთიდან, რადგან გეგმა ითვალისწინებდა პირველ რიგში რუსეთის და საქართველოს ხალხის დაახლოებას, მერე რუსეთის მოქალაქეების მასიურ ჩასახლებას და საბოლოოდ საქართველოს უბრძოლველად რუსეთთან შეერთებას. რათქმაუნდა ეს ყველაფერი იმის ფონზე უნდა ყოფილიყო რომ ვითომ საქართველო ევროპისკენ მიდის, ხოლო შემდეგ ანტი დასავლური პროპაგანდა იმუშავებდა საქართველოში და ბოლოს მთავრობა იტყოდა რომ აი არ ვუნდივართ ევროპას და რუსეთი აქვე არის... გაგრძელება იქნება :დ
მოდით ვთქვათ, რა არის ევროპული ღრებულებები? რა არის დასავლეთი?
პირდაპირ ვთქვათ ის არის პრინციპებზე დაფუძნებული ადამიანების თანაცხოვრების წესი,
წესი, რომელიც გამოიხატება, ავიღოთ, ვთქვათ, ჯონ ლოკი, რომელიც პირველად დაუპირისპირდა,
ჰუმისეულ მონარქისტულ პარადიგმას და თქვა, რომ ყველა, ყველა ვინც ინადება და ვინც არის ადამიანის მოდგმით,
აბსოლუტურად ყველას აქვს თანდაყოლილი, ანუ აპრიორი უფლებები, ფუნდამენტური უფლებები და ესაა
სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებები მეგობრებო.
ეს არის მთავარი ღირებულებები, რაზეც დგას ევროპა.
მოდით დავაკვირდეთ ქრონოლოგიურად: ნახეთ, პირველი იყო სიცოცხლე. ადამიანები მიხვდნენ, რომ
არა მხოლოდ მეფეების და დიდგვაროვნების, არამედ ჩვეულებრივი გლეხების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია.
ამან მოიტანა თავისუფლება, რადგან მეფეები ამას ეწინააღმდეგებოდნენ. ბევრი სისხლით და გაგორებული თავებით,
თუმცა საფრანგეთის რევოლუციამ 1789-1799 წლებში თქვა, - სიკვდილი, თუმცა ამავე დროს თქვა, „ლიბეღტე“ - თავისუფლება.
თავისუფლებამ მოიტანა საკუთრების უფლება და ბოლოს, ბედნიერებისკენ სრაფვა.
ეს ხანგრძლივი და დრამატული პროცესი იყო ორი მსოფლიო ომით, რომლის მერეც, ევროპა უნდა მიმხვდარიყო, რომ
საბოლოო ჯამში ისინი შნიცელისა და ლუდისთვის იბრძვიან, დიახ, მეგობრებო, ბედნიერებისთვის იბრძვიან.
ყველას უნდა რომ იყოს ბედნიერი და მიხვდნენ კიდეც როგორ უნდა ქნან ეს: შეიქმნა ნატო, ევროსაბჭო, გაერო, და ა.შ.
მსოფლიო წესრიგი ალიანსების და ბლოკების მეშვეობით. და არ უნდა გაგვიკვირდეს დღეს გერმანენლი წამოწოლილი თა და შნიცელით და ლუდით
აქვს გასიებული მუცელი. დიახ, ალეგორიულად ვიტყვი, ჩენც ამისთვის ვიღწვით, ჩენც უნდა წამოვწვეთ ბოლოს მხართეძოზე და
უბრალოდ ვიყოთ ბედნიერნი, თუმცა არა ისეთ იმიტირებულ მშვიდობაში, რომელსაც „რუსკი მირ“ ჰქვია და რომელიც, მოკლული,
ნაწამები, კბილებამოგლეჯილი ბავშვების, გაუპატიურებული და დასახიჩრებული ქალების, გვამებში ტივტივებს ყელამდე.
ახლა გესმით რაშა საქმე?
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)