ერთიანი ენერგო-ინფორმაციული სივრცე, აკაშა თუ რაც გინდათ - ვთვლი, რომ არსებობს ასეთი რამ.
ზოგ თემაში (მაგ. სამადჰი სამადჰი 2 ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში ) ვისაუბრეთ ადამიანის როლზე ამ სამყაროში. არსებობს ადამიანი და მასში მყოფი ღვთის სული, ნაწილი, სუპერ ეგო, ზეცნობიერი, რავი ბევრ რამეს ვუწოდებთ. მისი პოვნა, მასთან კავშირი, თავის გაიგივება და მისი ხედვებით, შესაძლებლობებით ცხოვრება ამ სხეულში უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. გაურკვეველია, ის სუპერ მე არის თუ არა ინდივიდუალური პიროვნება. თუ არის ერთიანი სულის (ღმერთის) ნაწილი, ვინც თავს აცნობიერებს როგორც ერთიან ღმერთს?
მაგ. თუ მე და ჩემი მეზობელი ბესო შევიცნობთ ჩვენს უმაღლეს სულს, დავრჩებით ისევ თიკოდ და ბესოდ თუ თავს ვიგრძნობთ ერთ არსებად?
რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმ უცნობი "მეს" შესახებ, ფაქტია რომ არსებობს ჩემთვის ნაცნობი "თიკო", თუნდაც არასტაბილური და დროებითი. ის ცოცხალია - ის იცნობს თავის თავს. და რადგან თითქმის ვთანხმდებით მის დროებითობაზე, როგორ გგონიათ რა მოსდის მას გარდაცვალების ან გასხივოსნების შემდეგ? ქრება?
და რა ქრება კონკრეტულად?
ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ რისგან შედეგბა ეს "მე". - მას აქვს ცნობიერება, რომელიც ასევე შედგება ცოდნისგან, აზრებისგან, შთაბეჭდილებებისგან, გრძნობებისგან, სურვილებისგან, ნიჭისა და შესაძლებლობებისგან. თუ შეიცვლება ან გაქრება ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში ქრება "თიკოც". სიტყვა გაქრობას, ტრანსფორმაციას ვამჯობინებდი ამ შემთხვევაში. სრული გაქრობა- ტრანსფორმაცია პირველადი "მესგან" (იმასთან, ვისთანაც პირველად გავაიგივეთ თავი) ხდება მაშინ, როცა ე.წ. გასხივოსნება მოხდება. სრულიად ახალი პიროვნება ჩნდება. ნუ ეს ინდივიდუალური პიროვნებაა თუ უერთდება პირველსაწყისს, ვერ გეტყვით, ეგ კითხად დავსვი ზემოთ ასე მოხდა ბუდას, ქრისტეს შემთხვევაში. ამიტომაც არაა ცნობილი ჩვენთვის მათი ბავშვობის და სწავლის ისტორიები, ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თუ ვინ გახდნენ ისინი ტრანსფორმაციის შემდეგ.
რაც შეეხება პატარ-პატარა ტრანსფორმაციებს, ამის შემჩნევა მარტივია - მე დღეს ძალიან განსხვავებული ვარ იმისგან, ვინც 10-15 წლის წინ ვიყავი, მაგრამ არა სრულიად შეცვლილი. სრულად არა, იმიტომ რომ ამ მყარ გარემოში, აზრები, ცოდნა და შთაბეჭდილებებიც მყარად გვებეჭდება ტვინში. რაც დიდხანს ვრჩებით ერთ აზრზე, რაც უფრო დიდხანს ვაიგევბთ თავს ერთდაიმავე ობიექტთან, მით უფრო სტაბილურად ვგრძნობთ თავს და ეს გვიხარია. და ამას გვიბეჭდავენ თავში, რომ კონკრეტულად რაიმესთან უნდა ვაიგივებდეთ თავს - მაგ. ქართველი ვარ და თავს ვაიგივებდე მთელი ცხოვრება იმასთან, რაც ქართველობა მგონია. მხატვარი ვარ და მოვიქცე ისე, როგორც მიღებულია მხატვრისთვის (ვინ მიიღო? ). ლექსი სკოლიდან " მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთაცვლას" და ა.შ. :დ მოკლედ თავდაპირველად ცვლილების აუცილებლობა უნდა დავინახოთ, ამას შევეგუოთ და მოგვინდეს საკუთარი თავის შეცვლა (და არა სამყაროს და გარემოს, როგორც ზოგს ჰგონია (მაგ. მე) ;დ
ცვლილება, ტრანსფორმაცია იწვევს "გაქრობის" ძლიერ შიშს. შიში კი მუხრუჭია უპირობოდ. იმ წინა თემებში საუბრის დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე მაქვს ეს შიში. მე მინდა ვაკონტროლებდე ყველაფერს, რაც ხდება ჩემს გარშემო და ჩემში, ჩემს გრძნობებსა და სურვილებში. თუ არ ვაკონტროლებ, მინდა დამკვირვებლად მაინც დავრჩე. ძალიან უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, როცა გონება მეთიშება - გულის წასვლისას (ზოგს ესეც სიამოვნებით აგონდება, ნუ იცინით), ასტრალში გასვლის მცდელობისას, ტრანსში ჩავარდნისას, ჩაძინებისასაც კი თუ პროცესს ვგრძნობ. ეს ფიზიკურ პლანზე, მაშტაბებში კი საკუთარი თავის დაკარგვის შიშია - იმ "თიკოსი" რომლადაც თავს ვთვლი. გონების შიშია, რომელსაც არ უნდა სცენიდან გასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მთავარ დანიშნულებად, მთავარ მიზნად მის პირველსაწყისთან შერწმას ვთვლი, გასხივოსნება, სამოთხე, ნირვანა, ყველაფერი რადაც წარმოგიდგენიათ, მაინც ვთვლი რომ ეს ჩვენი დროებითი ცნობიერებები არ ქრებიან სამუდამოდ. რადგან ჩვენს სამყაროში არც არაფერი ქრება იგივე ტერმინებით რომ გავაგრძელო - ადამიანები, რომლებიც დიდხანს აიგივებდნენ საკუთარ თავს რაიმე ობიექტთან, ცოდნასთან, რომელთაც ჰქონდათ ძალა შეექმნათ საკუთარი უნიკალური ისტორია და სტაბილურად ეარსებათ სივრცეში, რომელთა სახელებიც საუკუნეებს გასცდა - მეცნიერები, პოეტები, მხატვრები, მხედართმთავრები. როგორ გგონიათ, ასეთი ძლიერი პიროვნებები გაქრებოდნენ, სრულიად ტრანსფორმირდებოდნენ? თუნდაც რეინკარნაცია არსებობდეს და ისინი სხვა ადამიანად დაბრუნდნენ, მათ ერთ ცხოვრებაში შეძლეს შეექმნათ საკმაოდ მყარი და უცვლელი სახე - რომლებიც დღესაც შთაგვაგონებენ. სახელები, რომელთაც 20-25 და უფრო მეტი ან ნაკლები საუკუნე გვაშორებს და მაინც ჩვენ მათ ძალას ვგრძნობთ.
ერთი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ლენინი იმდენად ბოროტი იყო, რომ იმ ქვეყნად დემონად იქცა. ეს ადამიანი ამბობდა, რომ არსებობს რაღაც ასტრალური სივრცე, სადაც "იწერება" ძლიერი პიროვნებები, თავისი არსით რჩებიან იქ და მისაწვდომები არიან ჩვენთვის. ანუ, როგორც რაფაელის "მადონა" გამოეყო ავტორს, აგრძელებს სიცოცხლეს მისგან დამოუკიდებლად და აქვს საკუთარი ისტორია ამ ფიზიკურ სამყაროში. შესაძლოა ასევე მისი ავტორი - რაფაელი, გამოეყო თავის თავის იმ ღვთიურ ნაწილს, (კონკრეტულად როგორც თვით რაფაელი - მხატვარი, მთელი თავისი ცოდნით, აზრებით, სურვილებით და ძალებით). შექმნა თავისი ისტორია და დაიწერა და დარჩა ასტრალურ სივრცეში და აგრძელებს დამოუკიდებელ არსებობას. მისმა სულმა კი გააგრძელა რეინკარნაცია, ღმერთთან შეერთდა ან რაც გინდათ და როგორც წარმოგიდგენიათ.
ამ ვერსიაზე რას იტყვით?
პ.ს. გულიანად გესაუბრეთ (მიყვარს ჭკვიან ხალხთან ლაპარაკი). მადლობა რომ არსებობთ
მე ყოველ დღე ვფართოვდები შინაგანად, უფრო უკეთ ვგრძნობ ვინ ვარ. განა ვიცი.. ანუ აღარ ვიცი, ფიქრს ძალა ეკრგება როცა გრძნობ. ასევე ყოველდღიური მოვლენები და სხვა ადამიანებთან ენრგეტიკულიდა ფიზიკური გადაკვეთები გზრდიან, ყოველი დღე ისე ეწყობა, არ ვიცი როგორ ჩემი ტვინი ამას ვერ ხვდება ამხელა რამ როგორ შეიქმნა, მაგრამ ასეა.. ყოველი დღე თავისი მოვლენებით, პატარ პატარებითაც აწყობილია ისე რომ მუდამ განვიტარდე. ყველა პრობლემა, ყველა სიტუაცია სამხურში თუ სახლში, გაძლევს იმპულსს რომ შენში რაღაც შეცვალო, იმოქმედო, გააკეთო ის რაც ადრე არ გაგიკეთებია.. ჩემთვის დღევანდელი დღე არის სამყარOში ყველაზე მნიშვნელოვანი, არც სხვა პლანეტები, არც ღმერთი,არც რაიმე არარ მაინტერსებს რადგან ყველაფერი აქაა და ხვალაც ყველაფერი აქ იქნება, ზეგაცდა ხუთი წლის შემდეგაც ყველაფერი აქ იქნება. მხოლოდ ჩემი ხედვის გაფართოვება, მიმღებლობა და ეგოს პლასტიურობა მჭირდება.. რომ არ დავბლოკო გარემოდან შემომავალი ენრგიები და ადამიანები.
ანუ რეალურად ჩემში ახლა იმდენი რამ ხდება, აღარ მაინტერსებს ატლანტიდაზე ვიყავი თუ არა ან იმ პლანეტას რომ ვხედავდი ჩემი პარლელური ცხოვრება არის თუ არა.. რადგან აქ სრულიად ვცდოვრობდა როცა სრულიად ცხოვრობ ყოველი დღე არის ახალი სასწაული! მართლა, უბრალოდ უდნა დაინახო, მოვლენები თავისით იცვლება გარშემო, რომც ვერ წარმოვიდგენდი ისეთი რამეები ხდება. ისეთი ოცნება გიხდება რისიც თვიტონ არ გჯეროდა და ამავე დროს.. თუ ნაბიჯებს გადადგამ უფრო მეტი მოდის, ყველა ნაბიჯი ერთი თვისების შეცვლა, რაღაც მიჯაჭვულობისგან განტავისუფლება იწვევს რეზონანს გარესამყაროსგან.. და მე მიხვდი რომ ყველაფერი ჩემგანაა უფრო გულწრფელები რომ ვიყოთ ვინ ვარტდა, ფიქრებს დავავრიდეტხოლმე.. ჯერ მარტო ფიქრების გამოცნობა და გაშიფვრა შენი ქვეცნობეირის არის სიეთი საინტერსო.. ამდენი წელი თურმე რა გაბრკოლებდა და მერე, ნაბიჯები გადაგმა, შიშების გადალხა.. გაძლევს უამრავ ენრგიას, იმ ენერგიას რაც შიშზე გეკარგებოდა გემატება ახა და აქ და მდიდრდები შინაგანდ.
მარტო არ ვართ, ყველა ანცობი გარშემო რომ შენნაირია და მათთან ურთიერთობა, მოსმენა, გცანობა, ერთად სიცილი თუ ცხუბი ანუ ყველაფერი ძIენს დანიშნულებას..
აი ჩემთვის ეხლა ყველაზე დიდ სულეირ პრაქტიკა არის ყოველდღე გაცნობიერებულად ცხოვრება, აგცნობეირებულად, დამკვირვებლით ცხოვრება და ყოველ საათში შეგიძლია იმოქმედოდა ბნაბიჯი გადაგა და ამით იკაიფო.. რომ ცვლი შენს ცხოვრებას და სხვა სიხშირეზე ხტები და თან ამ დროს შენშივე გრძნბ ამ კანონზომეირებებს. ყველა ადამიანის ცხოვრებაშI ყველაფერი საკმარისია თან და რავიცი..
მე ეხლა ყოველდღირუი ცხოვრების გაცნობეირბეუალდ გავლა იმდენს მაძლევს რომ რამის განხილვა
სამადჰის ან ღმერთის აღარ მინდა, ვიცი რომ ჩემშია და იქნება ეგ დღეც, დარწმუნებული ვარ რომ იქნება ეგ მდგაომრეობა ჩემში. მაგრამ მაგაზე აღარ ვფიქრობ..
აღმოაჩენ რომ შენი სამყარო არის ძალიან პატარა, ერთ-ერთი მილიარდობით სამყაროს შორის, შენი ტვინით შექმნილი რაცაა ის და აქედან გასვლა და სხევბის და ამ სიმთლიანის შეგრძნება არის სასწაული, და მ დროს არ იკარგები, ერთიანობაშიც შენ ხარ.
ბევრი მიფიქრია ამ თემაზე და ვფიქრობ ერთიანები ვართ ყველა, ანუ ერთი ძალის-ერთი საწყისის მატარებლები ჩემი ნიკიც მაგას ნიშNავს "1". ალბათ გაგიგიათ აზრი, რომ გასხივოსნებულ ადამიანს არ აინტერესებს მასზე კარგს იტყვიან თუ ცუდს, მე ამას ვხედავ საკმაოდ მარტივად, რატომ უნდა გაინტერესებდეს ვიღაც სხვის აზრი რომელიც ჯერ კიდევ ცალკე მდგომად მიიჩნევს თავს? ის ხომ ტოტალურად ცდება. თუნდაც ეს რელიგიური ფანატიკოსები, რომელიც ჯოჯოხეთს გიწერს მხოლოდ იმის გამო რომ სხვა რელიგიის ან ნაციის წარმომადგენელი ხარ, მემგონი ცხადია რომ ეს სიბნელეა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგო ბილიკზე მიდის. მე პირადად ვფიქრობ რომ ვარ დედამიწელი და კაცობრიობას ერთი ფასეულობები და ჭეშმარიტება აქვს, იქნება ეს ინდუსი არაბი თუ ქართველი, სიყვარული, ზიზღი, ცნობიერება და ა.შ. ყველას მსგავსი გვაქვს და საჭიროა ამის დანახვა "გვერდიდან".
მემგონი ადამიანი რაც უფრო თავისუფლდება კლიშეებიდან მით უფრო ახლოს მიდის ჭეშმარიტებასთან და რეალურად ეს ჩარჩOები ჩვენვე გვტანჯავს. სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ადამიანს სხვისი არ ესმის და არც უსმენს, თვითონ უნდა განიცადოს ტკივილიც და იმედგაცრუებაც, რომ მიხვდეს სადღაც ჭაობში მიდის.
სიყვარულიც არის პირველსაწყისის "ანარეკლი" ჩვენში, ის რაც ყველაზე მეტ ენერგიას და ბედნიერებას გვანიჭებს არის უბრალოდ ის საწყისი, სადაც ყველა შიშI და იმედგაცრუება კვდება. როდესაც ხვდები რომ ყველა ერთნი ვართ, იქ ქრება სიძUლვილიც, შიშIც, ძალადობაც და შემოდის აუხსნელი განცდა რასაც ქვია სამყაროს სიყვარული, უმიზეზო სიყვარული, ბედნიერების განცდა უბრალოდ იმით რომ არსებობ. მე პირადად ვფიქრობ ალტერნატივა არ აქვს ცნობიერების ზრდას და ძიებას, სხვა გზა უბრალოდ არ არის. ერთიანობა კი ყველაფერს თავის ადგილზე სვავს, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
ichi
მე გამომიცდია მარადისობა, მაგრამ არ მეფიქრება იმაზე ეს როდის იქნება ან იქნებ სულ მოვდე ან რის შანსი მაქვს.. ეგ ყველაფერი ჩემშიადა ვგრძნობ ყველაფერს, უკვდავებასაც. მხოლოდ ტვინის ფიქრი ართულებს აწმყოს შეგრძნებას. არსად არ მივიძინებ.. მარადიულობისას ისევ მე ვარ, მხოლოდ მრადიული.. ანა სხვა არაა ზეანასგან, ერთიდაგივე ვარ. მე ვარ სულ მხოლოდ სხვა ადამიანის ტვინი ამას ვერ განიხილავს და ვერც ჩემი..
მე დღევანდელ დღეში ვხედავ ყველფერს, წარსულსაცდა მომავალსაც და დანარჩენზე ფიქრი არ მინდა ამ ტვინით. ნუ ეხლა ამ ეტაპზე არ მინდა და ტავისიტ როცა მომივა ცოდნა, ენერგია და ა.შ.. გამეხსნება კი დავწერ ბლოგზე ))))
სულ მე ვარდა სხვა მე არ არსებობს, მე ვარ ანა და სულ მე ვიქნები.. ალბათ ზედმეტი რაღაცეები მომშორდება და გავიწმინდები უფრო, ეს ტრანფორმაციაა.. მაგრამ მე ვარ და ვიქნები სულ
ანნა
სხვა რამეზე ვწერ საერთოდ
ichi
ნუ სანამ ჩვენი ცივილიზაცია იარსებებს, არ მიეცემა დავიწყებას. ეგრე ატლანტიდაზეც ლეგენდები დადის, მარა ცალკეულ პიროვნებებზე წარმოდგენა არ გვაქვს ვინ იყვნენ.
ყველაზე ძველი ჰომეროსი მახსენდება - 28 საუკუნის წინათ ცხოვრობდა. უფრო ძველი მითების გმირები - თუნდაც აქილევსი. მე არ ვსაუბრობ ბაბუაჩემზე და უბრალო ადამიანებზე. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარი სახელი, საკუთარი არსი უკვდავი გახადა. სად არიან ისინი ახლა - ნათელში თუ ბნელში, არ ვიცით. მაგრამ მათი ამქვეყნიური ხატება დღემდე ცოცხლობს დედამიწაზე
შეგვიძლია ავირჩიოთ ამქვეყნიური კვალის დატოვება და შეგვიძლია უჩინარი წმინდანები გავხდეთ
თუ ხარ შესაბამსიად ძლიერი პიროვნება, მოქმედებ და ცხოვრობ, გასცემ ენერგიას ისე რომ ათასობით და ათითასობით ადამიანის ცხოვრებაზე იმოქმედო მაშინ შეხვალ ისტორიაში.. თუ გაქვს ამის უნარი იქნება თავისთავად. როგორც ბიონსე, ვილ სმიტი, ბრედ პიტი, ჯონი დეპიდა ა.შ.. ან სპორტსმენები და მეცნიერები, დიდ ადამიანი რომ იყოა მისთვის ძალიან ძალიან ბევრი ენერგია უნდა გქოდეს და გასცემდე, დიდ საქმეები უნდა აკეთო და ნუ რავიცი. "უჩინარი წმინდანი" რას ნიშნავს ვერ ვხდები.. ბებიაჩემი მაგალიტად სოფელში ყველას ახსოვს და 12 წწლის წინ გარდაიცვალა და სადაც მივალ ვინც იცნობდა ყველა აქებს და ადიდებს დღემდე. სულ უცნობი ადამიანები მეუბნებიანხოლმე რა ბებია გყავდაო.. ანუ უჩინარი მაინც არ იქნები,
შეიძლება ვერ ვხვდები რა მხრივ ლაპარაკობ )))))
ნუ მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ არ უარყოფდნენ საკუთარ არსს, არ ეძებდნენ რაიმეს ღრუბლებს მიღმა, ან თუ ეძებდნენ საკუთარ თავში არეალიზებდნენ რასაც პოულობდნენ
ანნა
უჩინარი წმინდანი ნიშნავს, იმ ადამიანებს, რომელთა შესახებ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შესაძლოა არსებობდნენ და გასხივოსდნენ, თუნდაც სადმე წმინდა უდაბნოებში, კლდის ქვაბულებში, წმინდა მთებში სხვადასხვა რელიგიებში ;დ
რაც შეეხება ბებოს, ხომ არის ზღაპარში მიცვალებულზე რომ კითხულობენ - თავის კაცი იყო, ოჯახისა თუ სოფლისაო ;დ ანუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.
ასევე არსებობენ დედამიწის ადამიანები და წმინდან-გასხივოსნებულები ალბათ ;დ
თემა სხვა რამეზეა, მე მაინტერესებს ცნობიერების საფეხურებრივი ზრდა როგორ გესმით და როგორ ხდება?
მე არ ვეძებ ამ შემთხვევაში აზრს - ამაოა თუ არა სახელის უკვდავებაზე ზრუნვა, უფრო ჩემებურად - ამქვეყნიური თიკორომას არსებობის გადარჩენაზე ზრუნვა, თუმცა შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ. აქილევსისთვის იყო მნიშვნელოვანი სახელი - მას ჰქონდა არჩევანი. იცოდა წინასწარ, თუ მიიღებდა მონაწილეობას ტროას ომში, დაამარცხებდა უძლეველ ჰექტორს და საუკუნო დიდებას და სახელს მოიპოვებდა, მაგრამ დაიღუპებოდა ახალგაზრდა ამ ომში. ხოლო თუ არ იბრძოლებდა, იცოცხლებდა მშვიდად სიბერემდე. მან დიდება და სახელი აირჩია. ჰომეროსისთვისაც ჰქონდა ალბათ მნიშვნელობა, რადგან იგი სახელიან, დიდ ადამიანებს - გმირებს უმღეროდა და მათ საქმეებს აქებდა. მათთვის ეს იყო მთავარი.
რაც შეეხება ახლა რამდენად აქვს მნიშვნელობა ალბათ არა, მე უკვე ვთქვი, რომ ადამიანის მთავარ დანიშნულებად, მთავარ მიზნად მის პირველსაწყისთან შერწმას ვთვლი, გასხივოსნება, სამოთხე, ნირვანა, ყველაფერი რადაც წარმოგიდგენიათ..
მე მექანიზმი მაინტერესებს. ვამბობთ - როცა შინაგან მეს ვეცნობით ამჟამინდელი მე, ცრუ ეგო ქრება.
ეს ზოგს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია - ზოგი ამბობს ბუნებრივი და თავისუფალი უნდა იყო. მე ესეც ამქვეყნიური "მეს" პატარა ტრანსფორმაცია მგონია.
შეიძლება პირიქით, ისე გაზლიერდეს ეს ჩვენი ამქვეყნიური არსი რომ ჩვენ გავქრეთ, გავფრინდეთ, გავსხივოსნდეთ, მაგრამ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების კონკრეტული ხატება, რომელმაც დედამიწაზე რამდენიმე წელი გაატარა კონკრეტული ფორმით დარჩეს სადღაც სივრცეში და საუკუნეებს გაუძლოს.
მთავარი გათავისუფლება კი ჩემი აზრით პირველსაწყისთან, ღმერთთან ერთობაა.
ichi
თუკი მაინცდამაინც რამის სწავლა გინდა....
ნდობა ისწავლე ადამიანების.
არარი აუცილებელი ქრისტე ღმერთი ჩამოვიდეს მიწაზე თეთრ სუდარაში გამოწყობილი.... რო ენდო
ნებისმიერს შენ გარშემო მყოფს.... ჩვეულებრივ ადამიანებს ენდე.....
გადამოწმება და ეჭვებით ტკბობა.... ყველაზე ადვილია...
ენდე აბა შენს მტერს და შენს ავად მახსენებელს.... ამაში გამოიჩინე სიბეჯითე....
იესოს როცა უთხრეს: გადახტი აბა ამ კლდიდან და მამაშენმა გიხსნასო
რა იყო ეს?
ანუ შეამოწმეო უთხრეს... მარა შეამოწმა?.... ღმერთის ძალას გადამოწმება და გამოცდა დაუწყო???
შემოწმების გარეშე ენდობოდა - - ეს იყო მისი მთავარი გამოცდა ღმერთის წინაშე, რომელიც წარმატებით ჩააბარა!
აეს ისწავლე.... ცნობიერების საფეხურების ზრდა თუ გწადია
ახალი ცოდნის დაბადების მთავარი კრიტერიუმი ფილოსოფიიდან და მეცნიერებიდან არის ეჭვი, შენ თU კითხვები არ დასვი ან არ გადაამოწმე ესე ბრმად როგორ უნდა ენდო მითუმეტეს ადამიანს? ან ძალიან გულუბრყვილო ხარ ან აბსურდულ რჩევას მაძლევ. იესოს მე რატომ მადარებ? ღMერთს ადამიანს რატომ ადარებ? ეჭვებით ტკბობა კიდე არ მესმის რა არის. მე შემიძლია ვენდო ჩემ შინაგან ხმას, მაგრამ მატას ვერ ვენდობი ასე თვალდახუჭული. დოვერიაი ნო პრავერიაი, შეიძლება ცოლს ვენდო თვალდახუჭული და მეგობარს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს სხვისი ცუდი უხარია და კარგი წყინს, ასე რომ ცოდნის მისაღებად მთავარი ინსტრუმენტი ეჭვი აუცილებელია.
პირველ პოსტს გამოვეხმაურები
ამდენი წლის შემდეგ დავარქვი სახელი
ეს უნდა იყოს საქართველოში ასე მიღებული - სახელიანობის ცნება (სიკვდილი სახელოვანი, სჯობს სახელისა მოხვეჭა). რომ ცხოვრების მიზანი უნდა იყოს სახელის დატოვება, ანუ სახელის უკვდავყოფა.
ესაა თვითგადარჩენის ინსტიქტის მაღალი საფეხური. დაბალი საფეხური ცხადია - გამრავლებაა.
მეორე საფეხური - ეს სახელის დატოვებაა რაღაც სივრცეში (დედამიწაზე ცხადია).
გავიხსენოთ ჩვენში უმაღლესი მეს გაღვიძების მომენტები. როდესაც უცებ ქრება ათასი ფიქრი, სადარდებელი, წუხილი წარსულზე, შიში მომავალზე და უცებ იღვიძებ შენ ნამდვილ მეში, აღარ გახსოვს ტვინის შექმნილი ცრუ მეს ათასი პრობლემა და უბრალოდ ტკბები არსებობით, ხარ ბედნიერი, მაგრამ არ იცი რით, თითქოს არ გქონია ამის წინაპირობა. რამდენი სულიერი ოსტატი წერს ამაზე და მაგრამ სანამ არ გამოცდი ვერ ხვდები. მაგრამ შემდეგ მალე გავიწყდება ეს მდგომარეობა და ისევ სხვა მეში - ტვინის ტყვეობაში იღვიძებ.
შემდეგი საფეხური უნდა იყოს რაც შეიძლება ხშირად დავბრუნდეთ იმ უმაღლეს მე-ში და შემდეგ მთლიანად მასში ვიცხოვროთ. მაგრამ ხომ არ გამოგვთიშავს ეს რეალურ ცხოვრებას, მოვალეობებისა და რუტინული საქმეებისგანაც. არამც და არამც. მას შემდეგ ყოველდღიური ცხოვრება უფრო სავსე და ჯადოსნური ხდება.
კაია ბედნიერება
ესე იგი ოლდ მენ
ეს ჩემი რაობა
ტვინის ილუზიაა?
აი ხელცასაჭიდი გამიჩნდა
tikoroma
სახელის მოხვეჭა იგივე გამრავლებისკენ სწრაფვაა ცოტა უფრო დახვეწილი ფორმით. გამრავლებისკენ, გენის დატოვებისკენ სწრაფვა იგივეა-გინდა ენი ნაწილი, კვალი დატოვო... არცერთი მაღალი განვითარების სული არ იღწვოდა სახელის მოსახვეჭად ან კვალის ადსატოვებლად. ყველა ასეთი სული ასრულებს თავის მისიას. ამიტომაცაა ადტე არ აწერდა ავტორი ხელს თავის ნაშრომს ან საერთოდ არ აფიქსირებდა მას რაიმე ფიზიკურ მატარებელზე, ამიტომაც გადაიცემოდა სიბრძნე და საკრალური ცოდნა ზეპირსიტყვიერად. დიდი მასწავლებლები სახელებსაც კი არ ამხელდნენ და არა იმიტომ, როგორც კასტანედა მალავდა თავის პიროვნებას, ტომ ზწმოქმედების მექანიზმები არ ჩავარდნოდა ვინმეს ხელთ, არამეტ ზუსტად იმიტომ, რომ საკუტარი კვალი, როგორც მიწიერ არსებას არ დაეფიქსირებინათ...
td.........
ხოო აი მაგას მივხვდი ბოლოს
ჰოდა შოთა სცთება?
tikoroma
ახლა შოთას შეცდომები მარკვევინე, ჩემსაში ვერ გავრკვეულვარ
td.........
tikoroma
მე კი მარა რაფაელი, სტალინი, სხვა ძლიერი ადამიანები?
ეგენიც ისევე როგორც ყველა ერთი უსასრულო რომანის გმირები ვართ, უბრალოდ ზოგი იწყებს ამის გაცნობიერებას და მერე თავად ხდება თანაავტორი და ზოგიც არა.. მაგარი ჩახლართული პონტია 😂😆😆
ჩახლართული და ჩათლახურიც.
ძედაა, რო ვადარებ ამ 4 წლის წინათ რეები მჯეროდა
tikoroma
ჯერ სად ხარ.. 😂😆😆
ჯერ დედამიწაზე
გეაზე:დ
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)