Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ საიდუმლოს ძალა

Posted by: brevalo Apr 26 2018, 06:40 PM

დავაკვირდი, რომ როდესაც ჩემს რაიმე საქმიანობას ან რაღაც ამბავს სახალხოდ ვამბობ, არ არსებობს რომ წარმატებით გამოვიდეს. ხოლო როდესაც აბსოლუტურად არავისთან არ ვამხელ და ჩემთვის ვაკეთებ, მაშინ უკვე აუცილებლად გამოდის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირიქით სახალხოდ ყვირიან და აზიარებენ რასაც საქმიანობენ და საკუთარ მიღწევებს ასაჯაროებენ და გამოსდით კიდეც.

მაგრამ ალბათ მე მეორე კატეგორიას განვეკუთვნები, როდესაც რაღაცეების გასაჯაროება ცუდად მაქვს დაცდილი yes.gif

Posted by: old_man Apr 26 2018, 07:14 PM

ჩემი დაკვირვებით ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა ენერგეტიკას აკრეფს შენი ნათქვამი, რომელიც რაღაც მოლოდინს უკავშირდება.
შესაბამისად, ყველასთან გამჟღავნება არ ღირს smile.gif

Posted by: earth Jun 18 2018, 06:45 AM

ხომ ვამბობთ ჩვენში „წინასწარ არაფერი თქვაო“, ეს ასეა თითქოს დამკვიდრებული, მართლაც მეც მაქვს გამოცდილი. რათქმაუნდა ალბათ ვისთან იტყვი იმასაც აქვს მნიშვნელობა. ადამიანს შური გამჯდარი აქვს და როდესაც რამეს გაიგებს რომ ესა და ეს უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ადამიანმა, ქვეცნობიერად შურით ქმნის საწინააღმდეგო ბარიერებს. უმეტესად ამას ვერც კი აცნობიერებს ისე. ასე იკარგება ენერგია, რადგან ეჯახება სხვა საწინააღმდეგო ენერგიებს და მოსახდენი რაც გინდა ან გადადის უფრო შორეულ მომავალში, ან ზოგჯერ იმსხვრევა კიდეც.

Posted by: INVICTUS Jun 20 2018, 12:09 PM

მსგავს საკითხზე სადღაც ვსაუბრობ აქ ფორუმზე თემაში, ახლა არ მცალია და ვერ ვნახულობ

Posted by: toresi9 Aug 29 2018, 01:55 PM

QUOTE(earth @ Jun 18 2018, 06:45 AM) *
ხომ ვამბობთ ჩვენში „წინასწარ არაფერი თქვაო“, ეს ასეა თითქოს დამკვიდრებული, მართლაც მეც მაქვს გამოცდილი. რათქმაუნდა ალბათ ვისთან იტყვი იმასაც აქვს მნიშვნელობა. ადამიანს შური გამჯდარი აქვს და როდესაც რამეს გაიგებს რომ ესა და ეს უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ადამიანმა, ქვეცნობიერად შურით ქმნის საწინააღმდეგო ბარიერებს. უმეტესად ამას ვერც კი აცნობიერებს ისე. ასე იკარგება ენერგია, რადგან ეჯახება სხვა საწინააღმდეგო ენერგიებს და მოსახდენი რაც გინდა ან გადადის უფრო შორეულ მომავალში, ან ზოგჯერ იმსხვრევა კიდეც.

ძალიან საინტერესო პოსტია .

მეც ეგრე ვარ სხვათა შორის წინასწარ რასაც ვიტყვი მერე სულ აირევ დაირევა ხოლმე მარა აი მარტო თუ დამაქვს გულით მაშინ ყოველთვის
მისრულდება ჩემი რეალური საწადელი თუ მართლა გულით მსურს .

Posted by: earth Aug 29 2018, 04:49 PM

toresi9
ყველაზე კარგია, თუ არაფერს იტყვი შენი მომავლის ლამაზ გეგმებზე. ასევე თუ ოჯახის საერთო გეგმებია, მაშინ ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთმანეთს გაუზიარონ. ასე უფრო ჯობია.

Posted by: toresi9 Aug 29 2018, 07:21 PM

QUOTE(earth @ Aug 29 2018, 04:49 PM) *
toresi9
ყველაზე კარგია, თუ არაფერს იტყვი შენი მომავლის ლამაზ გეგმებზე. ასევე თუ ოჯახის საერთო გეგმებია, მაშინ ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთმანეთს გაუზიარონ. ასე უფრო ჯობია.

მართალი ხარ სამწუხაროა მაგრამ იმდენი ბოღმიანი ადამიანი ტრიალებს ჩვენს გარშემო რომ ისევ შენს გულში გქონდეს ის სჯობია
ისე რას იტყვი როგორ სჯობია ბარემ აქვე გკითხავ ანუ რაღაცაზე რომ ფიქრობ რის მოზიდვასაც ცდილობ მუდმივად ფიქრის პროცესში იყო
თუ რაღაც ეტაპის შემდეგ ფიქრი შეწყვიტო და მიანებო თავი დანარჩენი სამყაროს მიანდო აბა რას იტყვი ?

Posted by: earth Aug 29 2018, 08:03 PM

toresi9
სამყაროს უნდა მიანდო. უნდა ჩაიფიქრო და გაუშვა.

Posted by: toresi9 Aug 29 2018, 08:55 PM

QUOTE(earth @ Aug 29 2018, 08:03 PM) *
toresi9
სამყაროს უნდა მიანდო. უნდა ჩაიფიქრო და გაუშვა.

კაი მივანდოთ ვნახოთ რა გამოვა ერთის მხრივ ალბათ ეგრეც უნდა იყოს იმიტომ მუდმივად თუ ფიქრობ რაღაც დოზით სულ ანახლებ და
ალბათ ვეღარ ხერხდება სურვილების ასრულება .

Posted by: toresi9 Aug 30 2018, 12:44 PM

აბა ერთი კითხვაც რომ გაუშვებ და მიანებებ თავს მერე ახალზე დავიწყო თუ შევაჩერო ცოტა ხნით .

Posted by: earth Aug 30 2018, 04:14 PM

სამყარო უსასრულოა და შენი ოცნებებიც შეიძლება იყოს უსასრულო.

თუ რამეს გინდა მიაღწიო, წარმოიდგინე ჯერ კარგად სურათ-ხატის სახით. თუ არსებობს სურათი უყურე და წარმოიდგინე რომ უკვე შენია, შენი გრძნობები უნდა იყოს ახლანდელში, უნდა გიხაროდეს. უნდა გჯეროდეს. მერე უბრალოდ სხვა საკითხზე გადადი.
მე ძალიან ძალიან ხშირად მიმიღია ჩემი ოცნების სურათი.
თუ ვმნიცობაა არ მიიღე უცებ არასოდეს თქვა არ მუშაობს ეს, რადგან უკან მიაბრუნებ მოსახდენს. ირწმუნე და ასიანია!!!

Posted by: toresi9 Aug 31 2018, 01:00 PM

მაშინ სხვა რაღა დაგვრჩენია გამოვიმუშავოთ დიდი რწმენა მოვახდინოთ ვიზუალიზაცია ფიქრები მივმართოთ დადებითისაკენ და წინ
სრული სვლით ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე biggrin.gif !

Posted by: earth Aug 31 2018, 04:32 PM

toresi9 biggrin.gif
რატომაც არა!!! განა ადამიანი მხოლოდ სიკეთისაკენ იყოს ამაში რაა არასწორი?

ერთი რამაა მნიშვნელოვანი, რომ მიიღო ის რასაც ითხოვ, უნდპ გამოიმუშავო შინაგანი სიხარულის გრძნობა. უნდა იყო მუდმივად ბედნიერი.
აქ და ახლა!!! თუ აქ და ახლა არა ხარ ბედნიერი, ხვალ და ზეგ ბედნიერებას ძნელად მოიზიდავ. შეეცადე იყო ბედნიერი ყოველთვის აწმყო დროში.

Posted by: toresi9 Sep 1 2018, 12:19 AM

კარგი სენსეი biggrin.gif
ისე ამასწინ კრიშტიანო რონალდოს ერთერთი ინტერვიუ წავიკითხე სადაც ამბობდა რომ უნდა გვჯეროდეს რომ ყოველთვის საუკეთესოები ვართო სხვებზე უკეთესებიო მე ყოველთვის ასე მჯეროდა და დღესაც ამ აზრზე ვარო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ყოველ შემთხვევაში
ფეხბურთში მაინცო ნუ ბოლოს ცოტა თავი წაიმდაბლა მაგრამ წარმატებულ ადამიანებს თუ დაუკვირდები თითქმის ყველას საოცარი რწმენა
აქვს საკუთარი თავსი მიმართ .

Posted by: earth Sep 1 2018, 07:50 AM

ეგ არის ის რომ თავის წარმოდგენებში ჰქონდა თავისი თავი ასე და მართლაც მოიზიდა წარმატება.

რაც ფილმი სიქრეტი ვნახე და საერთოდ ამ საკითხების შესწავლა დავიწყე, დავიწყე ადამიანებზე დაკვირვება. ძალიან ხშირად ვიცი რატომ ემართებათ ესა თუ ის უბედურობა ანდა როგორ აღწევენ მიზანს, მათი ცხოვრებიდან გამომდინარე.
ერთი სამწუხარო ადამიანის ცხოვრებას გეტყვი, ბავშვობიდან სულ ვიღაცას უვლის ოჯახში, სულ ვიღაც ჰყავდა საწოლში(დედა, მამა), მერე წლები ქმარს უვლიდა, მერე როგორც კი მოკვდა თავისი ქმარი და ამოისუნთქა, რადგან ტანჯვა იყო მისთვის ეს წლები, მისი შვილი გოგო დაავადმყოფდა და ისიც მოკვდა. დიდი ასაკის ქალია და არ ვიცი როგორ ავუხსნა, რომ ამ უბედურებების სათავე თვითონაა. უყვარს მუდმივად პრობლემებზე საუბარი, ცდილობს მოგიყვეს მხოლოდ უარყოფითი მხარე, რომ ვუთხრა ეწყინება და არ მაქვს ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ გავრისკო მასთან საუბარი. არადა მეცოდება...
არის კიდევ ერთი მეორე ნაცნობი, მუდამ პრობლემებში, მას ავუხსენი, რომ ასე გააკეთე მეთქი, კიო ვაკეთებო... მაგრამ სინამდვილეში არ აკეთებს, რადგან არ კარგავს წუთს, როგორ მოგიყვეს თათისი ტანჯვის შესახებ და მისი უბედურებები გრძელდება. უნდა ადამიანმა შეეცადოს და ცუდი გონებიდან გააქროს, არ მისცეს მასზე ლაპარაკით ცუდს ენერგია, რადგან ის მეორდება.

დააკვირდით, ერთი და იგივე ადამიანს ერთი და იგივე პრობლემები აქვს, წარმატებული ადამიანი კი მთელი ცხოვრება წინ მიიწევს.

Posted by: earth Sep 1 2018, 07:56 AM

ზოგიერთი წარმატებული ადამიანი ზოგჯერ რაღაც ხდება და კარგავს წარმატებულობას...
ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ ვიზიდავთ, ჩვენ ვხატავთ.
უნდა დავაკვირდეთ ჩვენს შინაგან გრძნობებს:
არასოდეს ცუდი არ უსურვო სხვას! რადგან რასაც სხვას უსურვებ, იმას შენს თავზე მოიზიდავ.
უნდა ჩვენი გრძნობები სიხარულის გამომუშავებით მუდმივი სითბოს გრძნობები გვქონდეს, უნდა სიყვარული გავზარდოთ ჩვენში.

Posted by: toresi9 Sep 1 2018, 11:30 AM

QUOTE(earth @ Sep 1 2018, 07:50 AM) *
ეგ არის ის რომ თავის წარმოდგენებში ჰქონდა თავისი თავი ასე და მართლაც მოიზიდა წარმატება.

რაც ფილმი სიქრეტი ვნახე და საერთოდ ამ საკითხების შესწავლა დავიწყე, დავიწყე ადამიანებზე დაკვირვება. ძალიან ხშირად ვიცი რატომ ემართებათ ესა თუ ის უბედურობა ანდა როგორ აღწევენ მიზანს, მათი ცხოვრებიდან გამომდინარე.
ერთი სამწუხარო ადამიანის ცხოვრებას გეტყვი, ბავშვობიდან სულ ვიღაცას უვლის ოჯახში, სულ ვიღაც ჰყავდა საწოლში(დედა, მამა), მერე წლები ქმარს უვლიდა, მერე როგორც კი მოკვდა თავისი ქმარი და ამოისუნთქა, რადგან ტანჯვა იყო მისთვის ეს წლები, მისი შვილი გოგო დაავადმყოფდა და ისიც მოკვდა. დიდი ასაკის ქალია და არ ვიცი როგორ ავუხსნა, რომ ამ უბედურებების სათავე თვითონაა. უყვარს მუდმივად პრობლემებზე საუბარი, ცდილობს მოგიყვეს მხოლოდ უარყოფითი მხარე, რომ ვუთხრა ეწყინება და არ მაქვს ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ გავრისკო მასთან საუბარი. არადა მეცოდება...
არის კიდევ ერთი მეორე ნაცნობი, მუდამ პრობლემებში, მას ავუხსენი, რომ ასე გააკეთე მეთქი, კიო ვაკეთებო... მაგრამ სინამდვილეში არ აკეთებს, რადგან არ კარგავს წუთს, როგორ მოგიყვეს თათისი ტანჯვის შესახებ და მისი უბედურებები გრძელდება. უნდა ადამიანმა შეეცადოს და ცუდი გონებიდან გააქროს, არ მისცეს მასზე ლაპარაკით ცუდს ენერგია, რადგან ის მეორდება.

დააკვირდით, ერთი და იგივე ადამიანს ერთი და იგივე პრობლემები აქვს, წარმატებული ადამიანი კი მთელი ცხოვრება წინ მიიწევს.

ეგრეა ამ ქვეყანაში თან განსაკურებით ამ ცხოვრების დედას თუ იტყვი და რამე მაგარი ტიპი ხარ ლოლ
ისე ერთხელ 18 - წლის რომ ვიყავი ერთ ადამიანთან ვსაუბრობდი ხოდა მიყვარდა და ეხლაც მიყვარს მიზნების დასახვა შემდეგ მათზე ოცნება
ეეო ამას ცოტა დამარილება ჩამოყალიბება აკლიაო რა მიზნებს ისახავსო ანუ იმის რა დონეზე ჰქონდა მოხაზული წარმოიდგინე იმის
გონებისთვის წარმოუდგენელი იყო ხოდა დღესაც ბოდიში და ყელამდე ნეხვშია ეგ ადამიანი მართლაც თუ დააკვირდები წარტუმატებელი
ადამიანების 90 % - ს ბუნებითვე მოხაზული აქვს არანაირი ამბიცია არანაირი ოცნება მიზანსწრაფვა ვითომ რეალისტი ტიპები არიან ხოდა
დამსახურებულადაც არიან იქ სადაც არიან .

Posted by: earth Sep 1 2018, 04:23 PM

toresi9 ასეა... good.gif
იცი მასეთი ადამიანები უკან გწევენ ზოგჯერ, რაღაცნაირად მოქმედებს მაგათი ენერგია თუ ურწმუნოება. ამას ენერგოვამპირული ხასიათი აქვს. ერთგვარად იღებენ ენერგიას შენგან.

ხო, რონალდოზე რომ გიპასუხე ზემოთ, ის მინდა დავამატო ამ საკითხს, რომ მან რომ შეინარჩუნოს ეს „დიდება“ რასაც მიაღწია ძლიერი წარმოდგენის და ფანტაზიის უნარით, უნდა იყოს მადლიერი. თუ მადლიერებას არ გამოიმუშავებს და ამპარტავნობად მიიღებს თავის მიღწევებს, მაგ დროს აღმასვლას დაღმასვლა მოსდევს.
მადლიერების გრძნობა ასევე უმთავრესია ჩვენს ცხოვრებაში.

Posted by: earth Sep 1 2018, 04:29 PM

toresi9 არ ვიცი თუ გყავს ასტროლოგი რამაზ გიგაური ფბ-ზე მეგობრებში. ძაან მაგარ სტატუსებს დებს. ახლა შევედი და ზუსტად უწერია ეს ყველაფერი. აი ვაკოპირებ:

როდესაც რაღაც ძალიან გინდათ და არ ხდება...
ჯიუტად არ ხდება და მორჩა!
თქვენ აზარტში ვარდებით და ცდილობთ სამყაროს (მეტი რომ არ ვთქვათ) ომი მოუგოთ.
ეს არის სურვილის იდეალიზაცია - ადამიანს იდეალამდე აჰყავს თავისი სურვილი, ცდილობს მიაღწიოს და მაინც ვერაფერი...
ადამიანი, ხშირად მაშინ პოულობს იმ ნივთს, როდესაც მის გამწარებულ ძებნას თავს ანებებს!
=============================
თუ თქვენი აზრით ყველაფერი გააკეთეთ და მაინც ვერ მიიღეთ ის, რაც ასე გინდოდათ, მაშინ წარმოსახვაში „ხელი გაუშვით“.
დაანებეთ თავი მცდელობას, აისრულოთ სურვილი. მცირე ხანს მაინც დაისვენეთ ნდომისგან, დააწყნარეთ საკუთარი გონება, ემოციები...
რაღაც პერიოდის შემდეგ სულ სხვა თვალით დაინახავთ თქვენს სურვილს - ან მიხვდებით, რომ ეს სულაც არ გინდათ ან დაინახავთ თქვენი სურვილის მატერიალიზების აქამდე ვერ მიგნებულ, სრულიად განსხვავებულ გზას!

https://www.facebook.com/ramaz.gigauri?hc_ref=ARRj7VUZdZoSGYLVoJADLIWBbYlOPw56EALNBNWASfyWrUEL75Cq1QRKqv_8-bXu9W0&fref=nf&__xts__[0]=68.ARBPRz6gTGPqh8M62i-X4cXMQTfskqnqrdppk5FN5DcRQntr6FINckaLLrd_YldDysJSz8Kn020AIqgVubDr3-lwyCOSZ3lg5vyyLZaUobKkoh3mIPrEPht43RdpjLYM_on1NFhREHnb4QWs3PsE2nqnb3d-vv0CVastpUCWR0Tz_w18czxgrdCrYYVyz12DXpZ6QVQzVAfYfCmSsSnQxoi1eDA7gVFPdvQNnp9y&__tn__=C-R

Posted by: toresi9 Sep 1 2018, 06:25 PM

QUOTE(earth @ Sep 1 2018, 04:23 PM) *
toresi9 ასეა... good.gif
იცი მასეთი ადამიანები უკან გწევენ ზოგჯერ, რაღაცნაირად მოქმედებს მაგათი ენერგია თუ ურწმუნოება. ამას ენერგოვამპირული ხასიათი აქვს. ერთგვარად იღებენ ენერგიას შენგან.

კი ნამდვილად გინდა არ გინდა მაინც მოქმედებს რაღაც დოზით სუ ვცდილობ შეძლებისდაგვარად ავერიდო მსგავს ხალხს მარა
ისიც ფაქტია რომ ყველას ვერ გაექცევი უნდათ რომ შენც იმ ნაგავში მოგაქციონ რომლშიც თავად ცურავენ .

Posted by: toresi9 Sep 1 2018, 06:27 PM

QUOTE(earth @ Sep 1 2018, 04:29 PM) *
toresi9 არ ვიცი თუ გყავს ასტროლოგი რამაზ გიგაური ფბ-ზე მეგობრებში. ძაან მაგარ სტატუსებს დებს. ახლა შევედი და ზუსტად უწერია ეს ყველაფერი. აი ვაკოპირებ:

როდესაც რაღაც ძალიან გინდათ და არ ხდება...
ჯიუტად არ ხდება და მორჩა!
თქვენ აზარტში ვარდებით და ცდილობთ სამყაროს (მეტი რომ არ ვთქვათ) ომი მოუგოთ.
ეს არის სურვილის იდეალიზაცია - ადამიანს იდეალამდე აჰყავს თავისი სურვილი, ცდილობს მიაღწიოს და მაინც ვერაფერი...
ადამიანი, ხშირად მაშინ პოულობს იმ ნივთს, როდესაც მის გამწარებულ ძებნას თავს ანებებს!
=============================
თუ თქვენი აზრით ყველაფერი გააკეთეთ და მაინც ვერ მიიღეთ ის, რაც ასე გინდოდათ, მაშინ წარმოსახვაში „ხელი გაუშვით“.
დაანებეთ თავი მცდელობას, აისრულოთ სურვილი. მცირე ხანს მაინც დაისვენეთ ნდომისგან, დააწყნარეთ საკუთარი გონება, ემოციები...
რაღაც პერიოდის შემდეგ სულ სხვა თვალით დაინახავთ თქვენს სურვილს - ან მიხვდებით, რომ ეს სულაც არ გინდათ ან დაინახავთ თქვენი სურვილის მატერიალიზების აქამდე ვერ მიგნებულ, სრულიად განსხვავებულ გზას!

https://www.facebook.com/ramaz.gigauri?hc_ref=ARRj7VUZdZoSGYLVoJADLIWBbYlOPw56EALNBNWASfyWrUEL75Cq1QRKqv_8-bXu9W0&fref=nf&__xts__[0]=68.ARBPRz6gTGPqh8M62i-X4cXMQTfskqnqrdppk5FN5DcRQntr6FINckaLLrd_YldDysJSz8Kn020AIqgVubDr3-lwyCOSZ3lg5vyyLZaUobKkoh3mIPrEPht43RdpjLYM_on1NFhREHnb4QWs3PsE2nqnb3d-vv0CVastpUCWR0Tz_w18czxgrdCrYYVyz12DXpZ6QVQzVAfYfCmSsSnQxoi1eDA7gVFPdvQNnp9y&__tn__=C-R

ასტროლოგი ნამდვილად არ მყავს ისე მაგ კაცისთვის მომიკრავს აქამდეც თვალი NX - სპიკერი თუ რაღაც რომაა მანდ მოვკარი ერთხელ
შიშზე საუბრობდა დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა საინტერესო პიროვნება ჩანს .

Posted by: earth Sep 1 2018, 09:46 PM

კი საქართველოში იშვიათია ასეთი პიროვნება. ასტროლოგების უმრავლესობა მაინცდამაინც არ მიყვარს, ეს სხვანაირია. კარგი ენერგია აქვს და მისი სტატუსები ძალიან პოზიტიურია. წიგნიც აქვს, მაგრამ ჯერ არ მაქვს რომ წავიკითხო.
ფბ-ზე იშვიათად შევდივარ, მაგის პოსტებს წავიკითხავ, ის რაც მაინტერესებს და ეგაა smile.gif
ნამდვილად გირჩევ დაიმეგობრო wink.gif

Posted by: toresi9 Sep 1 2018, 11:05 PM

ისე ერთი კითხვა მაქვს თუ საიდუმლო არაა რამდენი წლის ხარ ?
თუკი ასე კარგად ფლობ ამ საიდუმლოს მიაღწე შენს ოცნებებს ? თუ ჯერ კიდევ მათკენ მიმავალ გზაზე ხარ ?

Posted by: earth Sep 2 2018, 08:10 AM

toresi9 smile.gif
49 წლის ვარ smile.gif
ფილმი სიქრეტი 2011 წელს ვნახე პირველად. ადვილად ავიტაცე და ადვილად დავიჯერე, რადგან ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი და ჩემი ოცნებები ზუსტად ამიხდა. თუმცა ბავშვობაში სერიოზული დაბრკოლება მქონდა, პირდაპირ გეტყვი დედაჩემისაგან. მისი სასწაულად მკაცრი მოპყრობისაგან, ტირილში გავიზარდე და ერთადერთი რაც მაძლევდა ძალას მივდიოდი და ვოცნებობდი მომავალზე. გეტყვი, რომ 14-15 წლის ასაკში, შეიძლება უფრო ადრეც როგორი გარეგნობის პიროვნებაზეც ვიოცნებე ზუსტად ისეთი ქმარი შემხვდა. თუმცა დავაგვიანე, რადგან ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა წინ არ მიშვებდა. 28 წლისა გავთხოვდი, მაგრამ სანამ ჩემს ქმარს გავიცნობდი ბოლო წლებში იმედი მქონდა დაკარგული და ვიპოვე მაშინ, როცა იმედი თითქმის არ მქონდა, რომ ვიპოვიდი biggrin.gif ჩემს ქმარს ჰქონდა სახლი ზუსტად ისეთი, რომელზეც ვოცნებობდი რომ მეცხოვრა(რათქმაუნდა ჩემი ოცნება დედაჩემისაგან დაშორებაც იყო). ეს ორი უდიდესი დამთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, წვრილმანი რამეებიც ამსრულებია ბევრი. ახლა ვცხოვრობ ბედნიერებით ჩემს ქმართან, დიდი სიყვარულით, დედაჩემთანაც კარგი ურთიერთობით, შორიდან მხოლოდ, რადგან როგორც კი ცოტა მივუახლოვდები, ჩემზე დამანგრეველად მოქმედებს და უკან მწევს ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი წარმატებები ამით არ დამთავრებულა, ჩემი დიდი ოცნება იყო ბუნებაში ცხოვრება, მდინარე... მდინარე ბავშვობიდან მიყვარდა. სახლი, რომელიც ჩემს ქმარს ჰქონდა ზღვასთან ახლოსაა, მაგრამ მე მთა და მდინარე მინდოდა, ეს იყო ჩემი ახალი ოცნება. მართლაც 2017 წლის 5 იანვარს ავისრულე ეს მეორე დიდი ოცნებაც. მხოლოდ ამჯერად ფილმი სიქრეტიდან ვისწავლე უკვე ბევრი რამ. ახლა მაქვს ეს ულამაზესი ადგილი, იქ ერთი პატარა სახლი, მდინარე და სიხარული.

Posted by: earth Sep 2 2018, 08:12 AM

რონდა მპერნის ყველა წიგნი წავიკითხე და ეს პიროვნება ჩემს მასწავლებლად დავასახელე. ბევრი ვისწავლე მისგან.
ეს ფორუმიც დამეხმარა ბევრ რამეში, რადგან აქიდანაც ბევრი ვისწავლე. ახლა ვცდილობ სხვასაც გავუზიარო ჩემი ეს ცოდნა, მინდა ყველა იყოს ბედნიერი.

Posted by: toresi9 Sep 2 2018, 07:46 PM

QUOTE(earth @ Sep 2 2018, 08:10 AM) *
toresi9 smile.gif
49 წლის ვარ smile.gif
ფილმი სიქრეტი 2011 წელს ვნახე პირველად. ადვილად ავიტაცე და ადვილად დავიჯერე, რადგან ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი და ჩემი ოცნებები ზუსტად ამიხდა. თუმცა ბავშვობაში სერიოზული დაბრკოლება მქონდა, პირდაპირ გეტყვი დედაჩემისაგან. მისი სასწაულად მკაცრი მოპყრობისაგან, ტირილში გავიზარდე და ერთადერთი რაც მაძლევდა ძალას მივდიოდი და ვოცნებობდი მომავალზე. გეტყვი, რომ 14-15 წლის ასაკში, შეიძლება უფრო ადრეც როგორი გარეგნობის პიროვნებაზეც ვიოცნებე ზუსტად ისეთი ქმარი შემხვდა. თუმცა დავაგვიანე, რადგან ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა წინ არ მიშვებდა. 28 წლისა გავთხოვდი, მაგრამ სანამ ჩემს ქმარს გავიცნობდი ბოლო წლებში იმედი მქონდა დაკარგული და ვიპოვე მაშინ, როცა იმედი თითქმის არ მქონდა, რომ ვიპოვიდი biggrin.gif ჩემს ქმარს ჰქონდა სახლი ზუსტად ისეთი, რომელზეც ვოცნებობდი რომ მეცხოვრა(რათქმაუნდა ჩემი ოცნება დედაჩემისაგან დაშორებაც იყო). ეს ორი უდიდესი დამთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, წვრილმანი რამეებიც ამსრულებია ბევრი. ახლა ვცხოვრობ ბედნიერებით ჩემს ქმართან, დიდი სიყვარულით, დედაჩემთანაც კარგი ურთიერთობით, შორიდან მხოლოდ, რადგან როგორც კი ცოტა მივუახლოვდები, ჩემზე დამანგრეველად მოქმედებს და უკან მწევს ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი წარმატებები ამით არ დამთავრებულა, ჩემი დიდი ოცნება იყო ბუნებაში ცხოვრება, მდინარე... მდინარე ბავშვობიდან მიყვარდა. სახლი, რომელიც ჩემს ქმარს ჰქონდა ზღვასთან ახლოსაა, მაგრამ მე მთა და მდინარე მინდოდა, ეს იყო ჩემი ახალი ოცნება. მართლაც 2017 წლის 5 იანვარს ავისრულე ეს მეორე დიდი ოცნებაც. მხოლოდ ამჯერად ფილმი სიქრეტიდან ვისწავლე უკვე ბევრი რამ. ახლა მაქვს ეს ულამაზესი ადგილი, იქ ერთი პატარა სახლი, მდინარე და სიხარული.

აუჰ 49 წელი მოსიარულე ენციკლოპედია უნდა იყო უკვე მაშ შენ biggrin.gifbiggrin.gif:D:D ძალიან საინტერესო ისტორია გქონია რამდენიმე წუთში დიდი
სიამოვნებით ჩავუჯდები .

Posted by: toresi9 Sep 2 2018, 09:19 PM

ისე ასაკი ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემი აზრით დუმბაძეს კარგად აქვს ნათქვამი მეც ვიყავი შენხელა და შენც გახდები ჩემხელაო
თუმცაღა ადამიანს თუ ტვინი აქვს წლები მაინც როგორც არ უნდა თქვა საკმაოდ დიდ გამოცდილებას აგროვებს .

ისე გამოაკელი შენს ასაკს 30 - წელი და მიიღებ ჩემს ასაკს biggrin.gif გულწრფელად რომ ვთქვა არის ხოლმე მომენტები როდესაც
თითქოს ყველაფერი მომწყინდა უმედობა შემიპყრობს ხოლმე მაგრამ ეხლა რომ ვუფიქრდები წარმოიდგინე თუნდაც მანამ ვიდრე
მეც შენხელა გავხდები რამდენად შორს შემიძლია წავიდე ამ დროში ასე რომ საწუწუნო არაფერი მაქვს biggrin.gif .

იცი ყველაფერს თუ შევაჯამებ მივიღებ რომ ასე თუ ისე მეც რთული ბავშვობა მქონდა შენ წარმოიდგინე შვებას ყველაზე მეტად
მეც სწორედ ოცნებაში ვპოულობდი და მქონდა კიდევ საოცარი რწმენა რომ ეს ყველაფერი გაივლიდა და აუცილებლად ძალიან
ბევრს მივაღწევდი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში თუმცაღა უნდა ვაღიარო რომ ბოლო 2- წლის განვმალობაში ეს რწმენა სასტიკად
შეირყა გარკვეული ცხოვრებისეული სირთულეების გამოვლის შემდეგ ხოდა ბოლო პერიოდია ისევ ძალიან მსურს რომ აღვიდგინო .

იმედია მეც შენსავით გამიმართლებს და ჩემი მომავალი მეუღლეც ისეთი იქნება როგორზეც ვვოცნებობდი .

სხვათა შორის მგონია რომ მატერიალურზე ბევრად დიდი მიღწევები არსებობს ძვირადღირებულ მანქანებზე დიდ სახლებზე
ქაღალდის ნაგლეჯებზე აი თუნდაც შენი ისტორია ბევრად უფრო ლამაზად მეჩვენება ვიდრე ძვირადღირებული უსულო საგნები .

Posted by: earth Sep 2 2018, 11:02 PM

toresi9
kiss1.gif
მიაღწევ, ყველაფერს მიაღწევ. მე მაშინ 19 წლისამ არ ვიცოდი ამ საიდუმლოს გამოყენება და მივაღწიე.

QUOTE(toresi9 @ 2nd September 2018 - 10:19 PM) *
სხვათა შორის მგონია რომ მატერიალურზე ბევრად დიდი მიღწევები არსებობს ძვირადღირებულ მანქანებზე დიდ სახლებზე
ქაღალდის ნაგლეჯებზე აი თუნდაც შენი ისტორია ბევრად უფრო ლამაზად მეჩვენება ვიდრე ძვირადღირებული უსულო საგნები .

სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, ადამიანმა ბედნიერება უნდა ეძებოს. ბედნიერება კი სულაც არაა აუცილებელი რამე ძვირადღირებული ნივთი იყოს.
რა ნივთიც არ უნდა მიიღო, ის არაფერია იმ შეგრძნებასთან, რასაც ჰქვია მუდმივი ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნება.
მე ჯერ სრულიად არ ვთვლი, რომ დავეუფლე ამ ყველაფერს, მაქვს მომენტები, ჩავარდნები. მაგრამ ვიცი, რომ ამ მომენტში უნდა შევცვალო ტალღა. რადგან მხოლოდ ასეა ლამაზი ცხოვრება. მაგ დროს უნდაა გააკეთო რაღაც, რაც გიყვარს, მოიმინე საყვარელი მუსიკა, იმღერე... უბრალოდ აქაც სწავლაა აუციებელი, რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს.

Posted by: toresi9 Sep 2 2018, 11:20 PM

QUOTE(earth @ Sep 2 2018, 11:02 PM) *
toresi9
kiss1.gif
მიაღწევ, ყველაფერს მიაღწევ. მე მაშინ 19 წლისამ არ ვიცოდი ამ საიდუმლოს გამოყენება და მივაღწიე.
სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, ადამიანმა ბედნიერება უნდა ეძებოს. ბედნიერება კი სულაც არაა აუცილებელი რამე ძვირადღირებული ნივთი იყოს.
რა ნივთიც არ უნდა მიიღო, ის არაფერია იმ შეგრძნებასთან, რასაც ჰქვია მუდმივი ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნება.
მე ჯერ სრულიად არ ვთვლი, რომ დავეუფლე ამ ყველაფერს, მაქვს მომენტები, ჩავარდნები. მაგრამ ვიცი, რომ ამ მომენტში უნდა შევცვალო ტალღა. რადგან მხოლოდ ასეა ლამაზი ცხოვრება. მაგ დროს უნდაა გააკეთო რაღაც, რაც გიყვარს, მოიმინე საყვარელი მუსიკა, იმღერე... უბრალოდ აქაც სწავლაა აუციებელი, რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს.

რაღაც პატარ პატარა ჩავარდნები ყველას აქვს ეგ არაფერია ისე რომ ვაღიაროთ ცოტა ხიბლსაც კი აძლევს ანუ ხომ ხვდები ყველაფერი რომ ერთ
გაფიქრებაზე მოდიოდეს დროთა განვმალობაში შეიძლება მოსაწყენიც კი გამხდარიყო ესე კი ბევრად მისტიური და საინტერესო სჩანს საწავლა საწავლა
და კიდევ სწავლა ესაა მთელი ჩვენი ყოფა .

აბა რა ეგრეა იცი რისი არ მწამს კიდევ ? აი ადამიანის წარმატებულობას რომ აფასებენ თანამდებობით ან როგორი პიპია ჰყავს ლოლ
ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ბედნიერება ვიღაცისთვის ის საერთოდ შეიძლება ხოხში ცხოვრობდე მაგრამ თვლიდე რომ კმაყოფილი ხარ
და ბედნიერი საერთოდ ისე მატერიალური ყოველთვის სწრაფად ბეზრდება ადამიანს აი მგალითად რასაც ფულით ყიდულობ მგალითად მანქანას
არიქა ჰააა მთელი ამბები გავიდა ორი დღე და უკვე უკეთესი გინდა აღარ გაგმაყოფილებს ასე გრძელდება მატერიალურის შემთხვევაში უსასრულობამდე მილიონს რომ იშოვი მერე მილიარდი გსურს biggrin.gif biggrin.gifbiggrin.gif:D აი სულიერი კი ორ დღეში ნამდვილად არ გადის ბევრად
დიდხანს რჩება ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც კი თუნდაც რაღაც პატარა ემოციური მომენტი რომ აიღო ბოლო ჯამში 10 -ჯერ ბევრს ნიშნავს
რადგანაც არ მგონია სიკვდილის წინ ვინმეს საერთოდ ახსენდებოდეს ფული ან სახლი ან მაგარი მანქანა ტელეფონი და ამგვარი ნივთები ამ დროს
აღმოაჩენენ ხოლმე რომ თუნდაც უბრალო წამიერი ემოცია სიხარული ისტორია საყვარელ ადამიანებთან მილიარდჯერ უფრო ღირებული
იყო ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი .

Posted by: earth Sep 3 2018, 06:58 AM

toresi9

QUOTE(toresi9 @ 3rd September 2018 - 12:20 AM) *
აი სულიერი კი ორ დღეში ნამდვილად არ გადის ბევრად
დიდხანს რჩება ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც კი თუნდაც რაღაც პატარა ემოციური მომენტი რომ აიღო ბოლო ჯამში 10 -ჯერ ბევრს ნიშნავს
რადგანაც არ მგონია სიკვდილის წინ ვინმეს საერთოდ ახსენდებოდეს ფული ან სახლი ან მაგარი მანქანა ტელეფონი და ამგვარი ნივთები ამ დროს
აღმოაჩენენ ხოლმე რომ თუნდაც უბრალო წამიერი ემოცია სიხარული ისტორია საყვარელ ადამიანებთან მილიარდჯერ უფრო ღირებული
იყო ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი .

good.gif ზუსტად!!

Posted by: toresi9 Sep 3 2018, 10:38 AM

მაიკ ტაისონის ისტორია ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით ძალიან ახლოა ამ რაღაც უხილავ ძალასთან
ალბათ არ იცი ვინაა ორი სიტყვით გეტყვი ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მოკრივე ბევრის აზრით ყველა დროისაც
ესეიგი 13 -წლის ასაკში უკვე 30 - ჯერ იყო დაპატიმრებული ბიჭი რომელიც სახლებს ძარცვავდა ერთხელაც გამოსასწორებელი კოლონიიდან
კრივის დარბაზში მოხვდა გრძელი ამბვია მოკლედ რომ ვთქვათ ისე მოხდა რომ ამ მწვრთნელთან გადავიდა სახლში მუდმივი დეპრესია
მტანჯვადაო მქონდა არასრუფლასოვნების კომპლექსიო ასევე არ ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა ჰოდა მწვრთნელი ყოველთვის მეუბნებოდაო მაიკ შენ ბუმბერაზი ადამიანი ხარ არ არსებობს შენთვის შეუძლებელი მოინდომებ გახდე მწერალი შენ გახდები
საუკეთესო მწერალი მოინდომებ გახდე მსახიობი შენ გახდები საუკეთესო მსახიობი მეტსაც გეტყვი თუ მოინდომებ რომ გახდე პოლიტიკოსი
აქაც საუკეთესო იქნები იმის მიუხედავდაც კი რომ სკოლა არ გაქვს დამთავრებულიო იმიტომ რომ შენ გამორჩეული ხარო და არ არსებობს
შენთვის შეუძლებელიო ხან ღამის ორ საათზე შემოვარდებოდა და გაიძახოდაო შენ ყველა დროის საუკეთესო მოკრივე გახდები შენნაირი ჯერ არავინ დაბადებუალო იმდენი ილაყბაო რომ მართლაც დავიჯერო განდიდების მანიაშიც კი გადამივიდაო biggrin.gif მანამდე ჩემთვის არ არსებობდა იმის შეგრძნება რომ რაღაცით ვიყავი გამორჩეულიო არ მქონდა საკუთარი თავის რწმენა არ ვისახავდი მომავლისთვის მიზნებსო სიტყვა ენთუზიაზმი მან მასწავლაო ჩემი აზრით სწორედ ესაა მთავარიო ნებისმიერ საქმეში მთავარია ადამიანს ენთუზიაზმი
გაუღვივო და დააჯერო რომ მას ამის გაკეთება შეუძლია ყველაფერი აქედან იწყებაო სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალი იყო
პირველივე ნახვისას მას უთხრა შენ უდავოდ ჩემპიონი გახდები ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ამას მართლა დაიჯერებო .

ერთი სიტყვით ესეა რა შენ შესძლებ ამის გაკეთებას თუ დაიჯერებ რომ შესძლებ ნაპოლეონ ჰილს მაგრად აქვს ნათქვამი .

Posted by: earth Sep 3 2018, 04:45 PM

toresi9
მართლაც ძალიან საინტერესო ისტორიაა.
მწვრთნელს კარგად სცოდნია ქვეცნობიერის ძალა.

Posted by: toresi9 Sep 3 2018, 06:11 PM

QUOTE(earth @ Sep 3 2018, 04:45 PM) *
toresi9
მართლაც ძალიან საინტერესო ისტორიაა.
მწვრთნელს კარგად სცოდნია ქვეცნობიერის ძალა.

სხვათა შორის მომავალში სრულიად გაინადგურა თავის თავი ყველაფერი დაკარგა დიდებაც ფულიც არადა 400- მილიონამდე გამოიმუშვა მაშინდელი
პერიოდისთვის რეკორდული თანხაა ათლეტისთვის ნუ მწვრთნელი უდავოდ გეინალური პიროვნება იყო უდიდესი როლი შეიტნა რომ ამდენისთვის
მიეღწია .

ისე სხვათა შორის რას ვაკვირდები იცი ? ვინც თანდათანობით სტაბილურად ვითარდება და აღწევს მიზნებს ყოველთვის უფრო მყარია
აი ვინც ერთიანად და უცბად მიაღწევს ყველაფერს პატარა ასაკიდანვე რომ ყველაფერს აიხდენს თითქმის ყოველთვის ბოლოს ყველაფერი
თავზე ენგრევათ ხოლმე ცხოვრებაში ისე სპორტი ძალიან მიყვარს თუნდაც მარტო აქედან უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია შორს რომ
აღარ წავიდეთ აგერ ტაისონზე ვსაუბრობდი და მის შემთხვევაშიც ანალოგიური ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა ყველა დროის და მომავალში
კი დაენგრა ყველაფერი თავზე ალბათ ნელნელა რომ ვითარდება ხასიათის სიმტკიცე და ბრძოლის უნარი ბევრად უფრო გივითარდება ადამიანს .

Posted by: toresi9 Sep 3 2018, 06:14 PM

ერთხელ სადღაცას ყური მოვკარი ამ გამონათქვამს არ არსებობს იმაზე უბედური არსება დედამიწის ზურგზე რომელმაც ყველა ოცნება აიხდინაო და აღარ იცის რისთვის იცხოვროსო ესეც დიდწილად ასეა მიზნისკენ მიმავალი გზა ხშირად 10 - ჯერ 100 - ჯერ უფრო სასიამოვნო და საინტერესოა ვიდრე თავად ის მიზანი ოცნება როდესაც ავისრულებთ .

და სხვათა შორის ბედნიერებაც თავისებური რამაა შეიძლება აი თუნდაც ახლა ვთვლიდეთ რომ სულაც არ ვართ ბედნიერები მაგრამ
აი გარკვეული დროის შემდეგ რომ გადახედავ შენს ცხოვრებას შეიძლება მიხვდე რომ სწორედ ეს პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე
ბედნიერი ეტაპი .

Posted by: earth Sep 3 2018, 08:20 PM

მოკლედ, როდესაც ადამიანი კარგავს მიღწეულს და კარგავს დიდებას ეს იმიტომ ხდება, რომ ამპარტავნობა ძლიერდება მასში. ადამიანი როცა ბევრს აღწევს ავიწყდება თავმდაბლობა, ავიწყდება ყველაზე აუცილებელი გრძნობა, მადლიერების გრძნობა. სამყარო გაძლევს, მადლობელი იყავი.

იყო ერთი პიროვნება აქ ადრე ჩვენს ფორუმზე (წლების წინ) და მიაღწია ძალიან ბევრს, აქ აღარ შემოდის, მაგრამ ვიცი მის შესახებ, ძაან კარგადაა. მერე ვაკვირდებოდი მის სტატუსებს ფბ-ზე, სულ გაბრაზებული რაღაცას წერდა მანქანებზე, ტრაფიკზე და მისთანებზე, ვხედავდი რომ რაღაც არ აკეთებდა კარგად. მართლაც მოიზიდა რაღაც შემთხვევა, რომ ძლივს გადარჩა. მივწერე და შევეცადე ამეხსნა. არადა მან ერთ დროს ყველა ეს იცოდა. ამ ფორუმზე ეს საკითხები 2007-2008-დან ასე ვთქვათ იწერებოდა და პოსტების კითხვაში ნელ-ნელა ისწავლებოდა. მაგრამ ბევრი ადამიანი, როდესაც მაღლა აიწევს, ავიწყდება სამყაროსადმი ვალდებულობა, რომ რასაც იღებს მადლიერებით უნდა მიიღოს. ეს ერთგვარად ასე მუშაობს. იმ პიროვნებაზე ვხედავ, თითქოს რომ მომავალში არ წაუვა კარგად, თუ არ დაბრუნდა ძველ გრძნობებზე. ხან მათი საქციელი მაჩვენებს ხოლმე მომავალს.

მადლიერების გრძნობა, გინდა ღმერთი დაარქვი, გინდა სამყარო, გინდა უხილავი ძალა, ყველასათვის ინდივიდუალურია. მთავარი გრძნობაა.

Posted by: earth Sep 3 2018, 08:32 PM

QUOTE(toresi9 @ 3rd September 2018 - 07:14 PM) *
ერთხელ სადღაცას ყური მოვკარი ამ გამონათქვამს არ არსებობს იმაზე უბედური არსება დედამიწის ზურგზე რომელმაც ყველა ოცნება აიხდინაო და აღარ იცის რისთვის იცხოვროსო ესეც დიდწილად ასეა მიზნისკენ მიმავალი გზა ხშირად 10 - ჯერ 100 - ჯერ უფრო სასიამოვნო და საინტერესოა ვიდრე თავად ის მიზანი ოცნება როდესაც ავისრულებთ .

და სხვათა შორის ბედნიერებაც თავისებური რამაა შეიძლება აი თუნდაც ახლა ვთვლიდეთ რომ სულაც არ ვართ ბედნიერები მაგრამ
აი გარკვეული დროის შემდეგ რომ გადახედავ შენს ცხოვრებას შეიძლება მიხვდე რომ სწორედ ეს პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე
ბედნიერი ეტაპი .

აი ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა!!!

მეც ვმდგარვარ ამ საკითხზე. მე არასოდეს მიფიქრია სასწაული სიმდიდრე მომეზიდა, მანქანები არასოდეს მიზიდავდა და საერთოდ, მაგრამ როცა მივხვდი, რომ შემიძლია რაღაცეებს მივაღწიო, მერე მიღწევის მერე სხვას მივაღწიო და ასე შემდეგ... მეც გამიჩნდა კითხვა, მერე რა? რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? აი აქ გაეცა ჩემს ამ კითხვაზე პასუხი რონდა მპერნის ერთი წიგნიდან. მივიღე პასუხი,(სხვათაშორის რონდა მპერნის ამ ოთხი წიგნიდან ის წიგნი ყველაზე უმნიშვნელო მომეჩვენა, მაგრამ ერთი პასუხი მომცა ყველაზე მნიშვნელოვანზე. ამიტომაცაა ეს ქალი ჩემთვის ჩემი მასწავლებელი).
ადამიანისათვის ყველაზე მთავარია იპოვოს თავისი დაბადების მისია. ყველა ჩვენგანი მოვდივართ ამ ქვეყნად და ჩვენს შინაგან მეს, ჩვენს დიდ მეს აქვს მისია. ეს არის ჩვენი ცხოვრების უმთავრესი აზრი. უმრავლესობა ადამიანებისა იბადებიან და კვდებიან ისე, რომ ვერც ვერასოდეს გებულობენ თავიანთი მისიის შესახებ. რომ გაიგო რა მისია გაქვს არაა ადვილი, რადგან უნდა დააკვირდე შენს თავს და უნდა გაიგო, სინამდვილეშიი რა არის რაც ყველაზე დიდ სიხარულს გაძლევს. თუ გაიგებ რა გაძლევს სიხარულს, მაშინ გაიგებ რა არის შენი მისია. მაშინ როცა შენი ოცნებები და ცხოვრების გეგმები დაიწყება შენი მთავარი გეგმის განხორციელებისათვის, მაშინ როცა გეცოდინება სინამდვილეში რა გინდა, მაშინ იწყება უდიდესი, უსაზღვრო ბედნიერება და აზრი ცხოვრებისა. მანამდე კი უბრალოდ ვთამაშობთ, როგორც ბავშვები, რომლებიც ვსწავლობთ.

Posted by: toresi9 Sep 3 2018, 09:12 PM

QUOTE(earth @ Sep 3 2018, 08:32 PM) *

მისიების არ ვიცი მაგრამ ერთი რამ მინდოდა ბავშვობიდან ვიღაცის ცხოვრებაში ვყოფილიყავი ნათელი წერტილი როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა მისთვის ცხოვრება დამებრუნებინა და შემდეგ შეიძლება ძაან ეგოისტურად ჟღერს მაგრამ ის მაინც მეცოდინებოდა რომ
ჩემს ცხოვრებას რაღაც აზრი ჰქონდა ვიღაც გადავარჩინე ცხოვრებას დავუბრუნე გავაბედნიერე იცი დღეს მგონია რომ ეს დავიკიდე მაგრამ გულის სირღმეში მიანც ყველაზე მეტად მინდა რავი კაცი ოცნებაშიც სცოდავსო biggrin.gif ალბათ ჩემი შემთხვევაც ამგვარია ............

აუ ეს ყველაფერი კი გასაგებია ასე უნდა იყო პოზიტიური ფიქრები რამე რუმე მაგრამ ძაან ძნელია რომ გახსენდება უამრავი ტკივილი იმედგაცრუება
აუ როგორ მჯეროდა რომ რაღაცეები სხვანაირად იქნებოდა მაგრამ მთელი ჩემი ეს წარმოსახვითი სამყარო ჩემს თვალწინ დამისხვრა
რაც არ უნდა პოზიტიური ვიყო არის რაღაცეები რაც დღესაც გულს მიკლავს პირდაპირ როცა არ უნდა გამახსენდეს ასე რომ მარტო ეს ფიქრები და განწყობა არაა რადგანაც ბოლო ჯამში მაინც ჩემს თავს ვატყუებ სიმართლე ისაა რომ ბედნიერი საერთოდ არ ვარ და მოხდა რაღაც მოვლენები
რაც უბრალოდ მანადგურებს ვერაფრით ვეგუები რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა მუშაობდეს ეხლა რასაც ვწერ სუ რომ ცუდი იყოს სიმართლე ესაა ხოდა ტყუილში ცხოვრებას აზრი არ აქვს რაც არ უნდა თავი მოვაჩვენო ადრე თუ გვიან მაინც ამოხეთქავს ხოლმე რაღაცეები . shipwrecked.gif თუმცაღა ბოლომდე სულიერად არასდროს ვეცემი საბედნიეროდ .

Posted by: toresi9 Sep 3 2018, 09:22 PM

მარა ბოლომდე თუ გულწრფელი ვიქნები ყველაფერმა საოცრად დამღლა ამ რაღაც საიდუმლოა თუ ჯანდაბა რომ ელოდები
უფრო ძნელია იხედები ირგვლივ და ატყობ რომ არაფერიც არ იცვლება ერთ დღესაც შეიძლება შეიცვალოს მაგრამ ალბათ უკვე ძალიან
გვიანი იქნება ........

Posted by: earth Sep 3 2018, 11:03 PM

toresi9
ძალიან კარგად მესმის შენი. რადგან რასაც გრძნობ მეც მიგრძვნია და მეც მიტანჯია...
იცი რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში თუ შევძლებთ ვაპატიოთ ცხოვრება საოცრად იცვლება და ლამაზდება. ხან იტყვის კაცი განა რამდენჯერ შეიძლება აპატიო, განა რამდენჯერ შეიძლება დაივიწყო ის რაც ასე გტკივა.
მე გეტყვი შენ... თურმე დაუსრულებლად უნდა შეგეძლოს პატიება, თურმე არასოდეს არ უნდა ჩაიდო გულში. ქრისტე იმიტომ კი არ გვეუბნებოდა ამას, რომ რამე რელიგიური დოგმები დაენერგათ. თურმე ეს ყველაფერი ჩვეთვისაა კარგი.
დაიხსომე ერთი რამ, ყველაზე მნიშვნელოვანია შენი სული, შენ, რომ იგრძნო თავი ბედნიერად არაოდეს დაიტოვო გულში წყენა. წაშალე იგი. დილიტ!!!
ერთი დილიტ!!!
არ არის აუცილებელი გახსოვდეს ტკივილი. როცა ტკივილზე წერ გტკივა.

Posted by: toresi9 Sep 4 2018, 11:09 AM

QUOTE(earth @ Sep 3 2018, 11:03 PM) *
toresi9

არ არის აუცილებელი გახსოვდეს ტკივილი. როცა ტკივილზე წერ გტკივა.

ეს მართალია .

ისე ყველაზე მაგრად მოგზაურობაზე მუშაობს რასაც დავაკვირდი biggrin.gif საქართველოს ფარგლებში რავი ყველგან გასჭრა
აბა ეხლა ევროპის ქალაქებზე უნდა გადავიდე biggrin.gif .

Posted by: toresi9 Sep 4 2018, 11:13 AM

ალბათ იმიტომ რომ ამა თუ იმ ადგილის რომ ხედავ ფოტოზე ძალიან ნათლად შეგიძლია შენთან ერთად როგორი იქნება
ეს ყველაფერი აი მაგალითად მილიონი დოლარი ცოტა რთული წარმოსადგენია ანუ რამდენი კუპიურა უნდა აღიქვა biggrin.gif ამ შემთხვევაში
მგონი ჩეკი უფრო კაი წარმოსადგენია ან რაიმე ქონება biggrin.gif .

Posted by: earth Sep 4 2018, 04:21 PM

laugh.gif

Posted by: toresi9 Sep 4 2018, 05:07 PM

ისე მგონია რომ უბრალოდ სიტყვაზე ანდაც ფიქრზე დიდი ძალა წარმოსახვას აქვს ვიზუალიზაციას თითქოს სუ სხვანაირად მოქმედებს
თითქოს ასე .

აინტშტაინს ნათქვამიც აქვს ლოგიკა მიგიყვანთ მხოლოდ ა - პუნქტიდან ბ- პუნქტამდე თქვენი წარმოსახვა კი ყველგანო .

სხვათა შორის აინშტაინიზე ამბობენ ყოველთვის სახეებით ფიქრობდაო ანუ ვიზუალიზაციას აკეთებდა და არა სიტყვებით ან მათემატიკური
სიმბოლოებითო ტესლაზეც დაახლოებით ანალოგიურს ამბობენ სოცარი წარმოსახვა ჰქონდაო იმდენად რომ გონებაში ხელშესახებათ
ხედავდა რაღაცეებსო და შემდეგ რეალურ საქმეს ამ გონებაში წარმოსახული საქმეების მიხედვით აკეთებდაო .

Posted by: White Devil Oct 6 2018, 08:15 PM

მეც ჩაგერთვებით და გეტყვი ჩემო მეგობარო,მეც ასეთი ალალი ვარ,მაგრამ ვსწავლობ დუმილს.როცა ამბობ ამით ქვეცნობიერად სტიმული იკარგება,რაც მეტს ეტყვი მით მეტი დაგეკარგება სტიმული.

Posted by: toresi9 Oct 21 2018, 02:09 PM

ბოლო ჯამში ჩემი აზრით ყველაზე დიდი და მთავარი ძალა ჩვენშია და არა ამ საიდუმლოში ამ საიდუმლოს წესები
უბრალოდ უბრალოდ ერთერთი ინსტრუმენტია ჩვენში არსებული ძალის ასამუშავებლად .....

Posted by: td......... Nov 4 2018, 07:54 AM

დაგეგმილი საქმის თქმა რომ არ არის კარგი, ალბათ ბებებისგანაც გაგვიგია, " წინასწარ არ თქვა, თვალი არ ეცესო". რაღაც დინეზე ეს მიდგონაც მართალია. როდესაც შენი გეგმების შესახებ ხმამაღლა ამბობ, არის შანსი, გარშემომყოფებიდან ვინმეს შეშურდეს, ან გულში წარუმატებლობა გისურვოს, ან შეეშინდეს-ვაი და არ გამოუვიდეს ესო...მოკლედ შეიზზლება კარგმაც და ცუდმაც, განწყობილებაში- намерение, რაღაც ცვლილებები შეიტანოს. უფრო ძლიერი ებერგიის ადამიანმა ან ძლიერი ემოციით გაფიქრებულმა საქმეს კოდი შეუცვალოსცდა მაშინ გეგმები მართლაც ფლავდება, ან გსდსწყვეტილების შესრულებას ვაჯანჯლებთ და ბოლოს ვივიწყებზტ კიდეც.
ამასთანავე, ეს მიდგომა მაგიურ კანონებთანაც არის კავშირში. ნებისმიერი ქმედება ეფუძნება ამა თუ იმ წესს. ასევე ახალი საქმის შედეგიც დამოკიდებული გარკვეულ განონზომიერებას. არის ასეთი სქემა:ა)
1.ძლიერი სურვილი და გსნწყობილება( ნამერენიე)
2. სუსტი აქტიურიბა, მოწმედება
3. ძლიერი შედეგი
ბ) 1. ძლიერი სურვილი და განწყობილება( ნამერენიე)
2. ძლიერი ქმედება, აქტიურობა
3. სუსტი შედეგი
გ) 1. სუსტი სურვილი და ნამეტენიე
2. ძლიერი ქმედება
3. ძლიერი შედეგი.
ანუ მოვლენათა მატრიცის კიდირებისას, შეუძლება სხვა სქემებითაც იხელმძღვანელოს მაგმა( ადამიანმა), თუმცა ეს სამი ფუნდამენტალყრია. ეს შეიძლება წარნივიდგინოთ,როგორც ტოლფერდა სამკუთხედი, სადაც ორი ფერდი ყოველთვის ძლიერია და ერთი სუსტი.
"ა" ვარიანტი გულისხმობს: როდესაც ადამიანი ძლიერ განწყობილია რაიმე გააკეთოს, თუმცა ამ სურვილს უშვებს. დამუხტავს მას ენერგიით და უშვებს სამყაროში. ეს არ ნიშნავს, რომ ის გულხელდაკრეფილი ზის, თუმცა მიზნის მისაღწევად ის მხოლოდ უყურებს პადსკაზკებს, უსმენს ინტუიციას და მიყვება გულის კარნახს. ან ეს შეიძლება იყოს მედიტაცია და შემდეგ ქმედება. შედეგი აუცილებლად იქნება კარგი და ძლიეტი. ამ მეთოდს ძირითადად იყენებენ მაგები.
"ბ" ვარიანტი ყველაზე ხშირია ადამიანებში, რომლებიც აჟიტირდებიან იდეით, მერე ამის შესახებ ყველგან ყვებიან, ფაგხურობენ, ხმაუროვენ და შედეგად ან ვერ აღწევენ მიზანს, ან უბრალოდ იმ შედეგს ვერ იღებენ რა მოლოდინიც ქონდათ.
"გ" ვარიანტში, შეიძლება უბრალოდ მონიშნო გინებაში რა გსურს, არ დახარჯო ამაზე ბევრი ენერგია, უბრალოდ მიახლოებით იცოდე რა გსურს, მაგრამ ამისთვის ბევრი იშრომო, იმოქმედო, გაუცნო საჭირო ხალხი, იარო საჭირო და სწორ ადგილებში და საბოლოოდ მიუხედავად სუსტი სურვილისა და მიახლოვებითი გეგმებისა მიიღო სრულიად მოულოდნელად ძლიერი შედეგი.
აქედან გამომდინარე რაც თემუს სულ პირველ პისტში ეწერა რომ წინასწარ თქმული, საქმეს აფუეებს ჯდება ამ სქემებში. ამიტომ თუ რაიმე გეგმა გაქვთ, შეგიძლიათ აარჩიოთ მოქმედების რომელიმე ტაქტიკა და ნახავთ რომ შედეგიც შესაბამისი იქნება.

Posted by: td......... Nov 4 2018, 12:06 PM

Posted by: toresi9 Dec 5 2018, 06:47 PM

მოკლედ ერთი კვირა რაღაცის ვიზუალიზაციას ვახდენდი განუწყვეტლივ არ ვიცი
უბრალოდ დამთხვევაა თუ მართლაც რაღაც ძალამ იმუშავა მაგრამ ფაქტია გუშინ პარაქტიკულად
ზუსტად ანალოგიურად ამიხდა ეს სურვილი როგორც წარმოვიდგენდი .

Posted by: toresi9 Dec 7 2018, 07:59 PM

ნუ თანდათან სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ რაღაც ძალა მართლაც მუშაობს
როდესაც მთელი არსებით რაღაცა გსურს და მასზე ხარ კონცენტრირებული კიდევ
სურვილი ამისრულდა დღეს რაღაც შინაგანი ძალა მკარნახობს რომ უკვე დროა დიად
სურვილებს მიზნებს დავუმიზნო biggrin.gif . .......

Posted by: Zentia May 17 2019, 05:19 PM

დღეს აღმოვაჩინე ეს საიტი როგორც კი ამ თემას წავაწყდი მაშინვე დიდი ინტერესით ჩავიკთხე ბოლომდე მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვაკვირდები დღემდე და მივედი დასკვნამდე რომ ნებისმიერ რამეს რასაც საჯაროდ ვიტყვი იმასთან გამომიშვიდობება მიწევს .......

ამის გამო სულ შენიღბული ვარ მაგალითად მომწონს რაიმე საათი და ვინმემ მაჩვენა ნახე რა მაგარი საათია ჩემი პასუხი აუცილებლად იქნება არის რა ან არაუშავს დავუშვათ მინდა მოგზაურობა რომელიმე ქვეყანაში თუ ვინმე მკითხავს ჩემი პასუხია არვიცი ამით თითქოს ვიცავ თავს თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვაღწევ მიზანს უკვე ამ თემაზე როცა იწყებს ვინმე საუბარს მაგალითად განიხილავს ჩემი თანდასწრებით პირობითათ საათს თუ როგორი მაგარი და ლამაზია ესეც კი გარკვეულწილად რისკის ქვეშ მაყენებს ვიყიდი იმ საათს თუ ვერ ამიტომ ვცილობ ხოლმე საუბარშიც არ ჩავერთო თუმცა ეს ძალიან ძნელია ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქოს სულ დაძაბული და შეშინებული ვარ ამის გამო ...

Posted by: ირინა May 17 2019, 06:12 PM

Zentia
მართლაც არ უნდა თქვა არაფერი წინასწარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შიში შეუშვა შენში. შენ ამით უფრო ცუდს უკეთებ შენს თავს, ვიდრე სხვა რომ გაიგებდა შენს ამბებს.
შიშის ენერგია უდიდესი უარყოფითი ენერგიაა და არ დაუშვა.

როცა ლაპარაკი შემთხვევით ჩამოვარდება სხვა დროს ისევ იმ საკითხებზე რაც შენ გაინტერესებს და რაც გინდა რომ მოგიხდეს, ანუ რაც შენს გეგმებშია,– მაშინვე გულში მბრწვინავი აზრი გაივლე და თქვი, რამე ძალიან პოზიტიური შენს გულში. მაგ: კარგი ნიშანია, ამ თემაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მალე ამისრულდება სურვილი!!!! არაა აუცილებელი მოსაუბრეს შენს გეგმებზე დაწვრილებით მოუყვე, მაგრამ არც შეიბოჭო, იყავი თავისუფალი და ბედნიერი. happy.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)