მოგესალმებით მეგობრებო დავიწყებ იმით რომ ახალი ვარ და თემა თუ უადგილო ადგილას გავხსენი მომიტევეთ
ეს თემა ეხება რეალურ ამბებს და მომენტებს საკუთარი გამოციდლებიდან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება თქვენი აზრი შეიძლება დახმარებადაც მივიღო
პ.ს რასაც აქ დავწერ ამ თემაზე ცხოვრებაში ოჯახის წევრების გარდა ღრმად არავისთან მისაუბრია არამც თუ აქ ზოგადად ინტერნეტში...
სქესი მამრი...
ბავშობის მოგონებებით დავიწყებ, 4-5 წლის ასაკში როდესაც თვალევს ვხუჭავდი, ვხედავთი უამრავ თვალებს რომლებიც მიყურებდნენ და ეს იყო უამრავი ადამიანის თვალები...ასევე მაგ დროს როდესაც ლაპრაკის დროს ცოტა ხმამაღლა დავილაპრაკებდი ჩემი ხმა ექოსავით ჩამესმოდა გინდ ოთახებიდან გინდ ციდან... ნელ ნელა ვიზრდებოდი როგორც ყველა მოზარდი მარა ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი.. იყო მომენტი ერთხელ სადღაც 7 წლის ასაკში ღამით ცას შევხედე რაღაცაზე გაბრაზებულმა და უეცრად თითქოს წამის მეასედში ცა გაქრა, აი როგორი წარმოსადგენია იცით თითქოს ერთი საფეხურით დაბლა დაიწია ცამო. ეს რაღაც კიდევ განმეორდა უკვე წლების მერე ერთხელ და მაშინაც აღელვებულზე... ერთხელ სადღაც 10 წლის ასაკში ზღვაზე გავიპარე ცურვა არ ვიცოდი, წყალში რომ შევედი მოხდა ისე რომ ღრმა წყალში აღმოვჩნდი და ფაქტიურად ვიხრჩვებოდი.. ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას მაგრამ უშედეგოდ და უცბად მივხვდი რომ უკვე ვკვდებოდი და დამეუფლა ისეთი შეგრძნება არ იყო ეს შიში, უფრო გული ამიჩუყდა ძაან რომ ამ სამყაროს ვტოებდი და იმ მომენტში ვფიქრობდი საკუთარ დედაზე და პატარა ძმაზე რომ მათ ვეღარ ვნახავ და უეცრად ჩემს წინ გადაიშალა ჩემი მთელი განვლილი ცხოვრება კადრებად თითქოს ვიდეო გადაახვიოვო და გონება დავკარგე.. სად მოვხვდი მიჭირს აღწერა ალბათ ეს უფრო გავდა უსასრულო არაფერს ან არ ყოფნას.. და მოვდივარ გონზე და მიკეთებენ ხელოვნურ სუნთქვას.. მომაბრუნეს იმ კვეყნიერებიდან ეს ამბავი სახში არ მითქვამს, განვაგრძე ბავშური ცხოვრება, ზრდა სკოლა ინსტიტუტი..
ბავშობიდან ყოველთვის მჯეროდა შემოქმედის არსებობის უბრალოდ მწამდა ამის, მიუხედავად იმისა რომ რელიგიურად არ ვცხოვრობდი და არც ვეცნობოდი... 16 წლის ასაკში კი გადავწყვიტე გავცნობოდი სახარებას ბიბლიას ძველ აღთქმას... საკმაოდ ღრმად ჩავუჯექი ღამეებიც კი გავათენე მის კითხვაში და აზრის გამოტანაში მარა რამოდენიმე გვერდს ვერ გავცდი და ბევრიც ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ თავიდან იყო სიტყვა ერთ დილასაც როდესაც უნდა წამეკითხა ისევ, შინაგანი ხმა ჩამესმა რომ ჯერ ეკლესიაში ავსულიყავი, მეც არ დავაყოვნე ავედი სანთელი ავანთე და ვატყობ ჩემს თავს რომ ვარ ძალიან აფორიაქებული და მივედი მოძღვართან მაშინვე და გავუმხილე რომ ვკითხულობ ძველ აღთქმას და ასეთი რამ მითხრა შვილო მე 10 წელია ვკითხულობ და ჯერ ნორმალურად არ ვიცი მანდ რა წერიაო და შენთვის ჯერ ძალიან ადრეაო, გავითვალისწინე მისი აზრი წამოვედი სახში მარა შინაგანად ეს აფორიაქება გარდაიქმნა რაღაც ბედნიერებად... დავანებე ბიბლის კითხვას თავი და 2 დღის შემდეგ მოხდა ესეთი რამ, ზამთარია ქუჩაში გავედი გზაზე მიმავალს გონებაში ვგრძნობ რომ ვიღაცა მელაპარაკება, და რაღაც მითითებებს მაძლევს რომლის გარკვევა მიჭირს, და მეუფლება შეგრძნება რომ თითქოს დრო გაჩერდა და სამყარო ხელში მიჭირავს ვგრძნობ უსაზღვრო ბედნიერებას, რაღაც არაამქვეყნიური განცდები დამეუფლა ასევე ვერ ვგრძნობ სიცივეს დავბრუნდი სახში და ჩემებმა შემატყვეს რომ უცნაურად ვიქცეოდი ამ უცნაურბოის პირველი გამომჟღავნება იყო ის რომ გახურებულ ფეჩზე ხელები დავადე და ვერც ტკივილს ვგრძნობდი არც ხელი დამეწვა...და ვლაპარაკობდი ისეთ რაღაცეებზე რაზეც აზრი ვერ გამოქონდათ თან ყველა კითვაზე მქონდა პასუხი აი ყველაფერზე... გამოიძახეს სასცრაფო და თავი ფსიქიატრიულში მიკრეს.. იქ დავყავი გარკვეული პერიოდი, ბევრი ადამიანი გავიცანი ბევრი რამე ვისწავლე და ჩემს რეალურ მესაც დავუბრუნდი, ყველაფერი თითქოს თავის ადგილას იყო.. განვაგრძე ცხოვრება მარა მიუხედავად ამისა ნაკლებად ვცხოვრობდი რელიგიურად და ცოტას ვლოცულობდი. პარარელურად ცხოვრებაშიც ბევრ შეცდომებს ვუშვებდი რაც კარმის სახით უარყოფითად მიბრუნდებოდა ყოველდღიურობაში... წავედი ევროპაში საცხოვრებლად ბევრი საინტერესო რამე ვნახე იქ და ბევრ რამესაც გავეცანი.. აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მიყვარს ექსპერიმენტები სხვადასხვა საკითხებში... ერთ დღეს იქაც იგივე განმეორდა ფაქიუტურად რეალობის აღქმა დავკარგე, დავიწყე გამოგონილ ენაზე ლაპარაკი და ერთ მომენტში ცაშიც კი ავიწიე ამ ყველაფერს ხედავდა ოჯახის წევრები და რამოდენიმე სხვა პიროვნება... ვგრძნობდი უსაზღვრო ძალას მახსოვს დასტურად რეშოტკები მოვგლიჯე ხელით მაგრამ აგრესიული ვინმეს მიმართ არ ვიყავი, ასევე მეგონა ან ველაპრაკებოდი კიდეც მიცვალებულებს, ასევე თითქოს მესმოდა ცხოველების თუ მწერების ენაც, სახლიდან გავიქეცი და ქალაქში დავბოდიალობდი, დაღლილმა უკვე ღამე იყო ერთ ერთ პარკში მივედი და ძალიან მინდოდა დაძინება რომ ჩამთვლიმა ცოტა სკამზე, უეცრად ჩემს გარშემო რაღაც ხმას ვგრძნობ და თვალები გავახილე, რას ვხედავ ჩემს გარშემო დაახლოებით 30 ამდე კატა დამტრიალებდა თუ მეტი არა.. იმ წამსე დავბრუნდი სახში ღამეა მარა მაინც ვატყობ რომ უცნაურობა ხდება ჩემს თავს და ვერ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს.. სახში მისვლისას ექიმს დაურეკეს და მაშინაც თავი ფსიქიატრიულში მიკრეს და ათასი წამლებით გამჟღენთეს, იქაც დავყავი გარკვეული პერიოდი და იქ ყოფნის დროს შემეძლო კაშკაშა მზისთვის ისე მეყურებინა რომ თვალები არ დამეხამხამებინა.. სხვა უცნაუროებიც ბევრი იყო.. გამომწერეს იქიდანაც დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას გავიდა მას მერე 2 წელი და ერთ დღეს ძღვის პირას ვიყავი და პიქრებში გარინდებული ცაში ღრუბლებს შევცქეროდი, უეცრად ამ ღუბლებმა ჩემი ყურადღება ძალიან მიიპყრო რადგან მკაფიოდ დაიწყო ფორმების შეცვლა და მიიღო ქერუბიმების ფორმა ეზეკიელსაც აქვს თავის გამოცხადეაში ნანახი ზუსტად მათ ვხედავდი და მაშინაც ავიწიე ცაში.. აი ამათზე მაქვს საუბარი https://ibb.co/K96qMQ4 ამ ყველაფერს ვხედავდი ცაში მანადმე ეზეკიელის შესახებ და მის გამოცხადებაზე აზე არ ვიყავი მერე მოვიძიე... და მახსოვს რომ ტელეპატიურად ველაპარაკებოდი მარა დიალოგი არ მახსოვს სამწუხაროდ.. ზუსტად 4 თვის თავზე ამ ყველაფრის მერე, ბებო გამიხდა ცუდად ინსულტი მიიღო და ლოგინად ჩავარდა, ძალიან ცუდად იყო და დღეებს ვითვლიდით, საერთოდ არ ლაპრაკობდა მომენტებში რომ დააპირებდა ლაპრაკს აზრი ვერ გამოვგქონდა რისი გადმოცემა უნდოდა თითქოს ვიღაც ამის საშუალებას არ აძლევდა მარა მახსოვს 3 კაცზე მელაპრაკებოდა, ერთხელ მოახერხა და მითხრა ბებო რო იცოდე 3 კაციაო... მეც მყავს 3 კაცი ნანახი ოღონდ მე სიზმარში, თითქოსდა ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი და საზვერეების მსგავსად კიბე კიბე ჩავდიოდი დაბლა და აღმოვჩნდი ბნელ ოთახში სადაც ერთი სანთელი ენთო და ამ სანთელთან მჯდომარე 3 კაცი დამხვდა რომლებმაც ესეთი კითხვა დამისვევს " რა არის ცხოვრებაო " ჩემი პასუხი კი იყო " ყველაფერი და არაფერი თქო" და გამომეღვიძა.. ზუსტად 6 თვე ებრძოლებოდა სიცოცხლეს ბებო და ამ პერიოდში ერთ დღეს დანაღვლიანებული ერთ ერთ წყნარ პარკში გავედი ძალიან ლამაზი ადგილია გმირების სასაფლაოა და იქ აღმართულია დიდი მარმარილოს ჯვარი და მათი სასაფლაოები მორთულია თეთრი ჟვრებით.. გარშემო კი სულ მდელოა და დიდი ნაძვები დგას მოკლედ წყნარი ადგილია.. დავჯექი იქ მდელოზე და ფიქრებმა წამიღო და უეცრად ჩემს წინ 2 მეტრში ცა გაიხსნა ეს იყო ძალიან კაშკაშა სინათლე აი როგორც სვარკის და იქიდან გამოვიდა სინათლიდან ქრისტე და ჩემს წინ აღიმართა მას ეცვა შავი სუდარა და მარცხენა ხელში ეჭირა ბიბლია ხოლო სახის ერთი მხარე ქონდა გაბრაზებული და თვალი ცოტათუ გადიდებული მეორე მხარე კი მშვიდი... კარგად მახსოვს რმ გავათვიცნობიერე იმ მომენტში ვინ იყო და ეს ამ ყველაფერს ცხადში ვხედავდი მომიცვა უსაძღვრო ბედნიერებამ თითქოს ყველაფრისგან დაცული, ყველაფერი ცუდი გაქრა და ვგრძნობდი ნეტარებას და არ მინდოდა ეს ყველაფერი მორჩენილიყო და უცბად ეს შეგრძნება გარდაიქმნა ძალიან ცუდ შეგრზნებაშში დამეუფლა საშინელი სიკვდილის შეგრძნება შიში აი ვერ ავხწერ და ვიგრძენი საშინელი მიწის სუნი თითქოს მიწა ხარ და მიწად იქცევიო.. მახსოვს რომ ისიც ტელეპატიურად მელაპრაკებოდა და საუბარი არც ეხლა მახსოვს.. და უეცრად ისევ სინათლეში შევიდა და გაქრა..ეგრევე სახში მივედი და დედაჩემის ფიქრები მესმოდა რამოდენიმე წუთი... მოვუყევი რაც ვნახე... ზუსტად ამ სახით არც ეს ხატი მქონდა ნანახი.. ეს ხატი არის 3 საუკუნეში ბიზანტიის ერთ ერთ მონასტერში დახატული https://ibb.co/NxycbCQ
მას მერე 2 წელი გავიდა ამ 2 წელიწადში დავიწყე ფიქრი სულიერ განვითარებაზე მარა არა რელიგიურად ან ეკლესიურად უფრო აღმოსავლურ სწავლებებს მივყვები მედიტაციებს და ასე შემდეგ... ზოგჯერ მართმადიდებლურ ლოცვებსაც ვამბობ.. მარა ბოლო 6-7 თვეა ასეთ უცნაურობასთან მაქვს საქმე კიდე.. თითქოს რაღაცა დამყვება გამუდმებით ჩემოს გარშემო გარეთ თუ სახში რაღაც სფეროს მაგვარი ბურთულა აინთება ჩაქვრება და ვხედავ მოძრავ ჩრდილებს ოთახში პარერულარ ვგრძნობ რომ რაღაცა მეხება ხან თმებზე ხან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე... ეს შეგრძნება გავს აი შიშველ კანზე ნიავი რომ დაგიბერავს და უკვე ძალიან გახშირდა ეს ყველაფერი... ასტრალშიც ვიმოგზაურე რამოდენიმეჯერ და ტუნელშიც აღმოვჩენილვარ სინათლისკენ მიმავალი და იქაური არსებებიც მინახია.. არის კიდე რაღაცეები რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ ჯერ ეს მინდა გავარკვიო რა ხდება ღირს ამაზე ვინმეს სერიოზულად მივმართო?
ჩემი თხოვნა იქნება არ იღადაოთ და საინტერესო იქნება თქვენი აზრიც..
პ.ს ცხოვრება ყველაფერია და არაფერი
SixthSense
წავიკითხე შენი ეს პოსტი და ძალიან ახლოს გიგრძენი გულთან. არვივიცი რა გრძნობაა ეს, მაგრამ ვფიქრობ რაც დაწერე შენი გულიდან მოდიოდა.
სამწუხარო ფაქტია, რომ ფსიქიატრიულში მოგიწია ყოფნა და ამდენი წამლების მიღება.
ერთი შეკითხვა გამიჩნდა, არ შეგიძლია როცა ასეთი მომენტები გიდგება შენი ქცევები აკონტროლო? არ შეგიძლია დამალო შენს გარშემო ხალხისაგან, რომ ისევ არ მოგიხდეს მსგავსი რამ? რომ არ მოგიხდეს ფსიქიატრიულში წასვლა?
აქ ყველას რაღაც ისეთი გვაქვს, ისეთი ცოდნა, რაც სხვებს სიგიჟედ მიაჩნიათ, მაგრამ ვიცით ჩვენი გონებისა და ქცევების კონტროლი. ესაა უმთავრესი, ისწავლო შენი თავის კონტროლი.
რა ძალაც არ უნდა იყოს შენს გარეთ, რასაც არ უნდა ხედავდე და გრძნობდე, შენში არაფერი შეუშვა, შენ ხარ უმთავრესი გახსოვდეს.
კიდევ გეტყვი ისწავლე შენი გრძნობებისა და ქცევების კონტროლი
ამ ფორუმზე იყო ერთი პიროვნება ვინც აღწერდა მსგავს გამოცდილებებს. შეცვლილი ცნობიერების მომენტებში გრძნობდა დიდ ძალებს, წინასწარ იცოდა რას კითხავდნენ და ა.შ.
შენ თვითონ უნდა გამოიკვლიო ეს ყველაფერი, მით უმეტეს როგორც მივხვდი გაქვს შემეცნების სურვილი. უბრალოდ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩვენს მღვდლებს და ექიმებს არ უნდა ჩაუგდო თავი ხელში, გონზე არ არიან რასთან აქვთ საქმე.
რაღაცეები მაინტერესებს, როცა ამ ძალებს გრძნობდი, შენს მე-ზე (პიროვნებაზე) კონტროლს რამდენად კარგავდი?
თუ გექნება სურვილი პმ-ში მომწერე დაბადების თარიღი, მინდა შენს ასტროლოგიურ რუკას ჩავხედო.
მადლობა გამოხმაურებისათივს
Earth
ზუსტად რომ ეგ მკლავს შინაგანად რომ გიჟად ჩამთვალეს, ეს ყველაფერი არ არის არც ილუზია და არც ჰალუცინაცია ამაში ვარ ყველანარიად დარწმუნებული, და ახსნასაც ვერ უძებნიან ექიმები.. მოძღვართან ჯერ ამაზე არ მისაუბრია და ვფიქრობ გადავდგა თუ არა ეს ნაბიჯი.. მაქსიმალურად შევეცადე ის ემოცია გადმომეცა რასაც ვგრძნობ ხოლმე... ადრე სართოდ ვერ ვაკონტორლებდი საკუთარ თავს როცა მაგ მდგომარეობაში შევდიოდი.. მარა ბოლო პერიოდია უკვე დამკვირვებელი გავხდი ანუ ვცდილობ დავაკვირდე საკუთარ თავს ქმედებებს აზრებს და ხილვებს.. თან შიშიც საერთოდ არ მაქვს ეს მეხმარება ამაში.. ბევრი შიში მაქვს დაძლეული ბევრ საკითხში.. იყო ერთხელ მომენტი როცა სუიციდი ვცადე რომ ვერ ვაკონტროლებდი თავს ორი დიდი რკინის მავთული ავიღე ლოტოსის ფოზაში დავჯექი და შევყავი დენში ხელები და სხეულში ვიგრძენი როგორ დაიარა კორპუსის დენმა.. ხელებს არ ვუშვებდი თან არც ვკვდებოდი და ასე გავიმეორე 3 ჯერ და როგორც ხედავთ ცოცხალი ვარ... მინდა რომ ამ ჩემს ხილვებს და ყველაფერს რაღაც მიმართულება მივცე სასიკეთოდ არ მინდა ფუჭად გამოვიდეს ბოლოს აშკარაა ღმერთს რაღაცა უნდა ჩემგან და ჯერ ვერ დამიდგენია გარდა იმისა რომ რაღაცა უნდა შევცვალო.. რა მიმართულებით წავიდე მიჭირს ძალიან თან ხმამაღლაც არ მინდა ამაზე ლაპარაკი მათან ვისაც არ ესმით ეს ყველაფერი.. ძალიან მინდა რამე მეთოდიკა ან ვარჯიში თუ არსებობს რომ მეხსიერება დავიბრუნო თორე ბევრი რამე დამავიწყდა რაც ხილვებს ეხება მინდა ის დიალოგიც გავიხსენო რაც ქრისტესთან მქონდა და ამათთან https://ibb.co/K96qMQ4
მართალი ხარ ერთჰ რაც არ უნდა იყოს არ მინდა მივცე იმის საშუალება რომ კონტროლზე ამიყვანოს მარა უკვე ვატყობ რომ უკან აღარ იხევს თან არც ვიცი რა არის, ოთახში ნივთებზე გახმაურებით მელაპრაკება და დასტურს მაძლევს ხოლმე ზოგჯერ როცა რაიმე ეჭვის ქვეშ მაქვს პასუხი.. თან ზოგჯერ შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ ჩემს შიგნით ვიღაცააა ან რაღაცა საკუთარი სხეულიც კი მელაპარაკება ( არ იღადაოთ და არც მელანდება და ოჯახსაც ვერ ვეუნები ამას )
ორჯერ მქონდა მომენტი რომ დავწექი ლოგინზე და ავტომატურად გავითიშე გულის წასვლას გავდა ( ადრე არ მომსვლია ) და აღმოვჩნდი ტუნელში სინათლე ჩანდა ბოლოსკენ და როცა ამ სინათლეს მივუახლოვდი ჩემგან მარცხნივ ჰაერში მოფარფატე შავი არსება გამოვიდა რომელიც შავ კვამლს უფრო გავდა და მხოლოდ თვალები უჩანდა ცეცხლით სავსე...ძალიან მძაფრი შეგრძნება მქონდა მის დანახვისას და მივხვდი რაც ხდებოდა ჩემს თავს და ვერ ვეწინააღდეგებოდი გონზეც ვერ მოვდიოდი და უეცრად ხმა ჩამესმა იცოცხლეო და გამოვფხიზლდი...
სხვა რაღაცეებიც არის ნელ ნელა აღვიდგენ ყველაფერს და შეძლებისდაგვარად გადმოვცემ..
old man
საინტერესო მაგ ადამიანის მოსმენაც და რას ხედავს იმის გაგებაც და გააზრებაც არის სადმე თემა რომ გადავხედო??
სულ არ ვკარგავ კონტროლს გარკვეულწილად ვგრძობ რომ ვიღაც შემოდის მაგ დროს შეიძლება დავჯდე და ისეთი რამე ამოვხსნა რაც შეუძლებლად მოეჩვენოს ადამიანს. შიში საერთოდ ქრება მაგ მომენტში უფრო ისეთი განცდა მეუფლება რომ " მე ყველაფერს შევძლებ " იყო მომენტი როცა სოფელში მამაჩემს ძაღლი ყავდა და ამ ძაღლთან ისეთი ავი იყო ვერავინ მიდიოდა ყველას ერჩოდა იმ მმდგომარეობაში გავბედე მივედი ამ ძაღლთან და ჩავეხუთე და ვეფერებოდი ძაღლმაც მომენტალურად შეცვალა ჩემდამი დამოკიდებულება და თამაში დამიწყო...
საინტერესო იქნება ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი ასტროლოგიური რუკა
ძალიან მინდა აღვიდგინო მეხსიერება და ყველა ის სურათი რაც ვნახე და სასარგებლოდ გამოვიყენო... ვცდილობ ზოგჯერ გონება დავძაბო ცნობიერად იმ მდგომარებოაში გადავიდე და გავიხსენო ხოლმე, ზოგჯერ რაღაცეებს ვიხსენებ მარა პარარეულურად თუ არის რამე ვარჯიში ან მეთოდიკა მეხსიერების აღსადგენად ძალიან წამადგება
მოკლედ ჩამოვწერ აქ რაც მახსენდება და როგორც ვიყავი... აქვე მინდა ავღნიშნო ისიც რომ ეს ყველაფერი ხდება საღ გონებაზე არანაირი სიმთვრალის თუ რაიმე ზემოქმედების ქვეშ...
1. ერთხელ სასეირნოდ ძღვის პირას წავედი ხმელთაშუა ძღვაზე, და ვხედავ ძღვას როგორი მტკნარი და კამკამა წყალივით სუფთაა, საერთოდ არ ირხეოდა თითქოს უძრავად გაჩერდა და შინაგანად ვგრძნობდი როგორ მიხმობდა წყალი რომ მასზე გამევლო, თითქოს ძღვა მელაპრაკებოდა... (მარა შინაგან თავდაუჯერებლობამ ვერ გადამადგმებინა ერთი ნაბიჯიც კი.. ეხლა ვნანობ რომ ვერ გავბედე)
2. ერთხელ მეგობრები ქუჩაში ვიყავით და წვიმა დაიწყო მახსოვს მხოლოდ ესენი სველდებოდნენ მე ერთი წვეთიც არ მეცემოდა თითქოს თავზე ქოლგა მქონდა გადაფარებული..
3. ერთხელ დაძინებისას უკვე ძილსა და ღვიძილს შორის მყოფმა ვხედავ ცაში ტახტზე მჯდომარე ჩემგან მარცხნივ იესოს რომელსაც ეცვა ლურჯი სამოსი და მარჯვენა ფეხი ქონდა მარცხენაზე გადადებული.. და მის გვერძე ჩემგან მარცხნივ ასევე მჯდომარე არსებას სახე არ უჩანდა სავარაუდოდ მამრობითი სქესის მთლიანი სხეული ქონდა დამწვარი და მარცხენა ფეხი ქონდა გადადებული მარჯვენაზე და თითქოს იესოს ზურგს აქცევდა ""სავარაუდოდ ეშმაკი"" ერთმანეთის გვერდი გვერდ იჯდნენ... მახსოვს აქ დიალოგი არ შემდგარა უბრალოდ მათ ვუყურებდი.. მარა აქ რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება როგორც ჩანს დიდი დატვირთვა აქვს ფეხი ფეხზე გადადებას ორივეს მხრიდან თან ჩემგან მარჯვნივ და ჩემგან მარცხნივ
4. ასევე ასეთი რამ დამემართა მიჭირს ამის ახსნაც ეს რა იყო ან რაც გავაკეთე.. ბუნებაში ვიყავი მიდნორზე წამოწოლილი ცას შევცქეროდი, ფიქრებში გართული, თვალი გამიშტერდა და ვხედავ ცაში როგორ მოძრაობენ N რაოდენობით თეთრი და შავი წერტილები უფრო სფეროს მაგვარი ბურთულები რომლებიც ერთმანეთან კონტაქტში არ შედიან უბრალოდ ძალიან სწრაფად მოძრაობენ ყველა მიმართულებით, როგორც კი ყურადღება გავამახვილე მათ მიმართ და დავფიქრდი გონებაში ეს რა იყო, თითქოს დაწყნარდნენ და სისწრაფე შეანელეს, მახსოვს ეს შავი ბურთულები აღვიქვი როგორც ნეგატიურად რახამ შავი იყო და გონებით შევეცადე 2 თეთრი წერთილი/ბურთულა მიმემართებინა შავისკენ, ასეც მოხდა უცბად 2 თეთრი წერტილი დაეჯახა ერთ შავ წერტილს და ფაქტიურად გაანადგურა გააქრო საერთოდ... ამან გამოიწვია უზარმაზარი თეთრი ღრუბლის შექმნა რომელიც აღქმით თავის ფორმას გავდა, უფრო ლომის ხახას და უზარმაზარი შავი ხვრელი ჩანდა პირის მაგივრად და მის მოპირდაპირედ ვხედავ ასევე ღრუბლებისგან წარმოიქმნა ადამიანის ჩონჩხი სკილეტი რომელიც ამ თავისკენ მიემართებოდა და შიგ ამ ხახაში უნდა შესულიყო... დამეფულა შეგრძნება რომ ეს ჩონჩხი მე ვიყავი მთელი არსებით ვგრძნობდი ამას და რაღაცაც უნდოდა რომ შთავეთანთქე და ამან შინაგანი პანიკა მომიცვა და დავიწყე სხვა რამეზე ფიქრი, ყურადღებაც სხვა რამეზე გავამახვილე და გაქრა ყველაფერი...
5. კაშაკაშა მზეს ისე შევცქეროდი რომ თვალებსაც კი არ ვახამხაბედი და მზის გვერძე 2 ჯერ დავინახე რაღაც არსება რომელის გვერძე ასეთივე არსება იდგა ოღონდ ბავშვი და ხელი ქონდა ჩაკიდებული...
6. ასევე ზოგ ადამიანს რომ შევხედავდი ვხეავდი მის ანარეკლს ოღონდ გამჭვირვალეს მზის სხივის ფერს..
7. კიდევ მხვდებონენ ადამიანები რომეთა თვალები არ იყო ჩვეულებრივი ეს უფრო ნიანგის ან სხვა გველის თვალებს გავდა...
8. უკვე რომ ზოგ რამეს ახსნას ვერ ვუძებნიდი და ძალიან დიდი დისკომფორტს ქმნიდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში.. გადავედი საცხოვრებლად მარტო, და შევეცადე ამ ყველაფრს სერიოზულად დავკვირვებოდი ფაქტიურად ვა ბანკზე წავედი.. დავიწყე სულიერი ვარჯიშები, საერთოდ ამოვიღე კვების რაციონიდან ხორცი კვერცხი სხვა რაღაცეებიც, + ვინარჩუნებდი სექსუალურ ენერგიას.. ვჭამდი ასევე ბევრ თაფლს, ასევე დავყავი 5 თვე.. 6 თვეს უკვე ისე ვიყავი რომ კარგად მახსოვს შევეცადე საერთოდ არანაირი საკვები მიმეღო მხოლოდ თაფლი და მოხდა ესეთი რამ საერთოდ გამიქრა შიმშილის შეგრძნება ან წყლის დალევის სურვილი, რამოდენიმე დღე ასეც გავატარე არაფერი მიმიღია და ენერგიის დაცლას ან დასუსტებას ვერ ვგრძნობდი საერთოდ პირიქით მოზღვავებას ...უბრალოდ მოხდა ისეთი რამ რომ საერთოდ შემეცვალა მსოფმხედელობა, აზრები და დამოკიდებულება სულ სხვანაირი ბევრი რამის მიმართ.. იმ მომენტში.. პარარელურად ვცდილობდი შემესწავლა ჩემი თავი და ვაკვირდებოდი თუ რა მემართებოდა...
9. ვიძინებდი ცოტას და ვაკვირდებოდი აზრების დაბადებას მათ მიმდინარებოას და ფიქრებს..და უეცრად ერთ დღესაც ვგრძნობ რომ ვიღაცა შემოდის კიდევ ჩემში და ფაქტიურად მელაპრაკება ეს არ იყო ჩემი ქვეცნობიერი "ME" ეს ვიღაცა ფაქტიურად ყველაფერზე მაძლევდა პასუხს სანაცვლოდ არაფერს მთხოვდა, მხოლოდ ჩემს ცნობისმოყვარეობას მიკმაყოფილებდა.. ერთხელ დავაპირე პირდაპირ ჩავწდომოდი "სიკვდილის რაობას" თუ რა იყო ის და შინაგანი განწყობა შევიქმენი ისეთი რომ საერთოდ არ მეშინია მისი.. და ნახეთ რა ხდება უეცრად კედელზე ისახება აჩრდილივით რაღაცა რომელიც გონებით მელაპრაკება და მოძრაობს და მეუნება რომ მას შეუძლია შემაშინოს და სწორედ რომ ის არის ის სიკვდილი რის ჩაწვდომაც მე მინდოდა.. მე უკან არ ვიხევ და ვუმტკიცებ რომ მე მისი არ მეშინია და ის ჩემი შეშინებით ვერაფერს მიიღებს ანუ ვცდილობ მისგან ინფორმაციის მოპოვებას.. და უცბად ვხედავ ესეთ რამეებს ვიზულაურად როგორ მოვარდნენ რაღაცეები და ფაქტიურად ცდილობნენ ჩემს შეშინებას და მაჩვნებდნენ ვიზუალურად როგორც ანაწევრებდნენ ჩემს სხეულს მარა ამ ყველაფერს ვხედავდი თვალებ დახუჭული, და ფიზკური ტკივილის განცდა არ მქონია.. ეს რომ გადავლახე და ასე თუ ისე დავძლიე შეძლებისდაგვარად ეს შიში..
10. ამის მერე ამ ვიღაცასთან კონტაქტით მინდა ჩავწვდე სამყაროს დასაბამს ან თუ როგორაა მოწყობილი ყველაფერი ან საიდან მოვდივარ.. შეძლებისდაგვარად შევეცადე ფიქრები და აზრების წარმომავლობა შემეჩერებინა და გამომივიდა კიდეც და ამას მოყვა ასეთი რამ ჩემს წინ გადაიშალა სურათი არის უსასრულობა და ამ უსასრულობაში ვხედავ მოცეკვავე არსებას რომელიც თითქოს ხატავდა რაღაცას თავისი ცეკვით თუ მოზრაობით თითქოს ქმნიდა რაღაცას ძალიან სწრაფად .. ასევე დავინახე დეენემის 1 ლი ნაწილი ეს იყო შავი.. ეს არ მაკმაყოფილებდა და უფრო ღრმად მინდოდა წასლა. ვხედავ ასევე კოსმოსის მაგვარ უსასრულობას პლანეტების და გალაქტიების გარეშე და მაგრამ აქ ჰაერში უკვე მკაფიოდ ვხედავ ადამიანის მსგავს პიროვნებებს რომლის გარშემო ცეცხლიც კი იყო ისინი ჰაერში დაფარფატებდნენ ერთგვარ მცველებს გავდნენ და შემდეგ კადრი გადადის გოგონაზე რომელსაც თითქოს გული ამოაცალეს, ამ გოგოზე გავამახვილე დიდი ყურადღება და ამ გოგოს რაობას მინდოდა ჩავწდომოდი და ეს გოგო უცბად გარდაიქმნა და რაღაც არსებად ეს არ იყო ადამიანი მარა ფორმა ადამიანის ქონდა, ფერი წითელი ორი რქა.. და ჰაერში იდგა ამ უსასრულო კოსმოსში და კაგრად მახსოვს 2 Yin და Yan ეჭირა ხელში ბურთულების მსგავსად" .. მახსოვს დავაპირე იმის იქით გასვულიყავი მარა საშინელ დაღლას ვგრძნობდი გონებრივად და ენერგიის დაცლას ასევე ვეღარ ვუძლებდი და გავითიშე ავტომატურად.. სავარაუდოდ ეს გოგონა იყო ლილითი..
გამარჯობა მეგობარო, საინტერესო გამოცდილება აღწერე მაგას სხვა მდგომარეობიდან ხედვას ვუწოდებთ. საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანის საკუთარ თავს მკაფიოდ აიდენტიფიცირებს საკუთარ აზროვნებასთან, გონებასთან, ფიქრებთან, მდგომარეობის შეცვლის მომენტში გრძნობს მკვეთრ ცვლილებას განსაკუთრებით ამ შრეზე, რადგან მკაფიო მდგომარეობებს ახასიათებს მკვეთრი ცნობიერების ასე ვთქვათ გადაწევა, შეიძლება ეს ყველაფერი ესეც აღწერონ "თითქოს სხვა პიროვნება ვიყავი", საქმე კი იმაშია რომ სხვა ცნობიერების თანდასწრების ქვეშ იყო და უბრალოდ მომავალი რამდნეიმე დღეც კი შეიძლება გაყვეს შეცვლილი ცნობიერების სიმპტომები, იშვიათია მსგავსი გამოცდილების მერე ისევ იგივე დარჩე რაც მანამდე იყავი. რადგან დადებითი შეგრძნებები აღწერე უნდა ჩავთვალოთ, რომ შენთვის რეზონანსული ვინმეს/რაიმეს თანდასწრებასთან გქონდა საქმე.
კითხვა მას შემდეგ შევწყვიტე რაც ივედი ფსიქიატრიულის ამბებამდე, საქმე იმაშია რომ ზოგადად ეზოთერული სფერო, და ყველა ის სფერო რომელიც მაგიური სწავლებიდან გამომდინარეობს, ფაქტობრივი ფსიქიკური დაზიანების მაღალი რისკ ჯგუფები არიან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ამ სფეროში, მიიღო ფსიქიკური დაზიანება საკმაოდ ხშირია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფსიქიკიდან მოდის ყველაძირითადი სასიცოცხლო ასპექტი, საკმაოდ დიდი საფასური დევს სასწორზე, ამიტომ დაფიქრდი კარგად გიღირს თუ არა ამ სფეროში გზის გარძელება ასე....
მადლობა ურთიერთობისთვის: პატივისცემით Jarmen
მგრძნობიარობა გაქვს აწეული, ეგეთი ბევრია უბრალოდ ყველა მალავს, შენ ეტყობა ძალიან გაქვს აწეული. ყველაფერი რაც ხდება ყველას გარშემოა უბრალოდ ჩვენ ვისაც ნორმალური გძნობიარობაგვაქვს ამას ვერ ვხდევათ და არ ვაქცევთ ყურადღებას, და შენ ყველაფერს აღიქვამ ეტყობა, რაღაც ვარჯიშებია სპეციალური და მგრძნობიარობას აგდებს დაბლა, მე არ ვიცი რა ვარჯიშებია შეიძლება ინტერნეტში იყოს.
ბოლომდე არ წამიკითხია შენი პოსტი და ძირითადათ დაბალ ასტრალთან გაქვს სულ შეხება.
წყალში როცა იხრჩობოდი, მაშინ შენ ფაქტიურად დაიხრჩვი, ჩაირთო მექანიზმი, როდესაც ადამიანი კვდება მთელი ცხოვრება არის ჩაწერილი მის ტვინში ფილმივით და ამ ფილმის გადაწერა ხდება ფიზიკური ტვინიდან ასტრალუ სხეულის პროცესორში, უკანა სვილთ იწერება და პაუზდება ცხოვრების დასაწყისში, როგორც ფილმი რომ გადაახვიო, მაგის მერე მექანიზმი გიზიდავს და დიდი სიჩქარით გადაყავხარ ასტრალურ სამყაროს "მისაღებში" და მაგდროს ხედავ ტუნელებს, ტუნელი იმიტომრომ უბრალოდ მიქრიხარ და ტუნელად გეჩვენება. შენ უკან ალბათ შენმა გიდმა მოგაბრუნა ანუ მოგისწრო. აი მეორე ვარიანთშიც მაგან ჩაგყვირა ალბათ იცოცხლე და გამოფხიზლდიო.
რაც შეეხება არსებებს რომლებსაც ხედავდი და გაშინებდნენ, ეგენი დაბალი ასტრალის მაცხოვრებლები არიან და არიან ორი სახის, ანუ ორი ძირითადი რასაა, ერთი რასა არის უფრო უწყინარები უბრალოდ ადამიანის ემოციებით იკვებებიან, შიში მაგათვის არის როგორც სიგნალი, მაგრამ თვითონ არ პროვოცირებენ რომ შენგან ენერგია აიღონ. მეორე რასა არის უფრო გაიძვერა მათ შეუძლიათ მიიღონ ის სახე რაც უნდათ და მთელი სცენები დაგიდგან, რისიც შენ გეშინია იმ სახით მოგევლინონ და უამრავი მეთოდები აქვთ როგორ გამოგტყუონ ენერგია. ამ ორი რასის გარდა კიდევ სხვა არსებებიც არიან ზოგადათ დედამიწაზე მაგრამ გაცილებით ცოტანი ამათან შედარებით.
ამის გარდა შეხება გაქვს სხვადასხვა ასტრალური სხეულების ფრაგმენტებთან რომლებიც მოწყვეტილები არიან თავიან ძირითად ადამიანის თუ არსების სხეულებს, დაბოდიალობენ დაბალ ასტრალში და თუ ნახავენ ვინმეს მსგავსი მონაცემებით გონიათ თავიანთი ძირითადი სხეული და ინერგებიან მის აურაში, ავტომატურად მოქმედებენ, ანუ თვითონ სულერები არ არიან და მოწყვეტილები არიან სხვა ადამიანის თუ არსებიბს ასტრალურ სხეულს, და ის ადამიანი რასაც გრძნობს შენთან გადმოდის ნაწილობრივ და შენ გგონია რომ ეს შენი აზრებია. მემგონი კარგად ვერ ავხსენი მაგრამ დიდი თემაა ეს ძალიან.
ასევე გაქვს შეხება სხვადასხვა იმფორმაციულ ველებთან (ეგრეგორებთან) ნუ ესეც დიდი თემაა.
ხილვებს რაც შეეხება, ადამიანი აღიქვამს ასტრალურ სამყაროს იმ სახით რაც უდევს მის ქვეცნობიერ ბაზაში, წარმოიდგინე რომ შენ შედიხარ ფიზიკის კაბინეთში და ამდროს შენ ფიზიკის აზრზე არ ხარ. მოგიახლოვდა ფიზიკის მასწავლებელი და გაწვდის კოლბას, შენ კოლბა არასდროს არ გინახია და ქვეცნობერ ბაზაში ის არარის, მაშინ შენი ქვეცნობიერი ნახავს ყველაზე უფრო რაც გავს კოლბას და იმ სახით მიაწვდის შენ ტვინს, ანუ შენ ამ კოლბას მაგალითად დაიხნავს როგორც სანთელი იმიომტომრ ყველაზე მიმზგავსებული ქვეცნობერმა ეს ჩათვალა. ასევე ფიზიკის მასწავლებელი შენ არასდროს არ გინახია ამიტომ შენ ქვეცნობერში ის ნახავს რაიმე პერსონაჟს რომელიც ყველაზე ახლოსარის ფიზკის მასწავლებელთან და შენ მას ისე დაინახავ და ასე შემდეგ. ყველა ეს ეგრეთ წოდებული ხილვები სადაც ხალხი სულ ვიღაც პერსონაჯებს ხედავენ ამით არის გამოწვეული, ამის გარდა თვითონ არსება რომელიც გელაპარაკება შეუძლია შენ დაგენახოს იმ სახით რითიც ჩათვლის საჭიროს. მაგალითად თუ უნდა რომ შენ რამე ინფორმაცია მოგაწოდოს და უნდა რომ შენთვის ეს ინფორმაცია დამაჯერებელი იყოს, ის აირჩევს შენთვის ავტორიტეტულ პიროვნებას მაგალიტად თუ ქრისიანი ხარ აირჩევს პერსონაჟს ამ რელიგიიდან...
მაგრამ შენი მიზანი რა არის? აღარ გინდა რომ ეს ხდებოდეს თუ გინდა რომ ასტრალი იკვლიო თუ რა?
Jarmen zet, ჩემი თხოვნა იქნება აზრის დაფიქსირების შემთხვევაში სრულად გადაიკითხოთ პოსტები რადგან ეს არ ეხება მხოლოდ ასტრალურ მხარეს, და დაბალვიბრაციულ არსებებს, აქ არის საუბარია უნარებზეც რომელიც ჩემდა დამოუკიდებლად ვლინდება და კონტროლს არ ექვემდებარება ზოგჯერ.. ასევე ვატყობ ბოლო პერიოდია რომ სერიოზული დისბალანსი მაქვს ჩაკრებზე
SixthSense
უნარებს და ჩაკრებს რაც ეხება, შენ გიაქტიურდება ზედა ორი ჩაკრა, ეს არის თავის შუაში და თავს ზედა ბოლო წერტილში. ეს არის პროცესორები რომელშიც ჩაწერილია პროგრამები, რომელი გაგრძნობინებს იმ მაღალ ფარდოვან შეგრძნებებს, მაგალითად სამყაროსთან ერთიანობა ან დიდი ბედნიერება, გასხივოსნება და ასეშემდეგ. ეს ორი ჩაკრა ყველას ააქვს უბრალოდ ყველას არ უაქტიურდება იმიტომრომ ეს ჩაკრები მუშაობენ დიდ დენზე და ყველა ესეთ დიდ დენს ვერ უძლებს, შეიძლება ან გაგიჟდეს ან დაიწვას ფიზიკურად. რამდენად აქვს სხეული ამისთვის მზად მაგაზეა დამოკიდებული. გიდს ააქვს ეს კონტროლზე აყვანილი, ანუ რომ არ დაზიანდე. შენ ეს თავისუფლად გიაკტიურდება შედარებით მაღალი ვიბრაციის სხეული გაქვს.
შენ გიწერია რომ გინდა სამყარო შეიცნო და რომელ სამყაროზეა ლაპარაკი? რა სფერო გინდა შეიცნო. იმ სამყაროს შეცნობა გინდა რასაც დაბალ ასტრალს ეძახიან? მე ასტრალის სპეციალისტი არ ვარ მაგრამ რამდენადაც მე ვიცი რასაც შენ ყვები ეს ასტრალური სამყაროს დეკორაციები შეიძლება დავარქვათ რომელსაც შენ აღიქვამ შენებურად იმ პრიციპიდან გამომდინარე რაც წინა პოსტში მიწერია.
თუ ზოგადათ სამყაროს კანონზომიერება გინდა ისწავლო ეგ კიდევ სხვა თემაა? ანუ მიმართულებები ძალიან ბევრია, და სხვა მაგას მგონია რომ ვერ გირჩევს. თუ ყველაზე ავტორიტეტული რჩევა გინდა რა გზით იარო დაძინების წინ შეგიძლია თხოვო გიდს რომ ინფორმაცია მოგაწოდოს რა გზით სიარული ჯობია შენთვის და დილით მოგივა პასუხი.
Zet პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ახლოს მიიტანე ჩემი გამოცდილება, მდგომარეობა და არ დაიშურე რჩევა დარიგება
ეხლა რას შეეხება ყველაფერ ამას..
ყველაზე მთავარი პირველ რიგში რისგანაც მინდა რომ განვთავისუფლდე ეს არის დაბალი ასტრალური არსებებისგან, რადგან უკვე ფიზიკურ პლანზე გადმოვიდნენ და ვატყობ როგორ ისრუტავენ ჩემს ენერგიას. შიში არ მაქვს მათ მიმართ უბრალოდ ძალიან დიდ დისკომფორტს ვგრძნობ შინაგანად და ფიზიკურადაც, ასევე საკვებს რომ ვიღებ ვგრძნობ ორგანიზმში მომენტალურად როგორ იწყებს გადამუშავებას.. ანუ ასწრაფებული ტემპით...
+ მეხსიერების აღდგენა რადგან თითქმის ინფორმაციის 60% დამავიწყდა..
ასვე მინდა დავადგინო რომელი ჩაკრების დისბალანსი მაქვს, ჩემი ვარაუდით მგონი ყველა უკვე ამავდროულად ძალიან ადვილად მეხსნება მესამე თვალი ანუ აჟნა, ზოგჯერ ისე იხსნება როცა მე არ მინდა, ესეც მინდა იმ დონეზე მივიყვანო რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნას როცა მე მოვისურვებ..
პლიუს ამას ვგრძნობ ბოლო პერიოდია ძალიან ბევრი უსარგებლო აზრების და ფიქრების შემოდინებას.. ესეც მიშლის ყოველდღიურობაში და კონცენტრაციაში.
სამყაროს შეცნობა არ მინდა ესე მომენტალურად, ყველაფერი თავისით მოხდება ცხოვრების დინებასთან ერთად... ჩემი აზრით არ მოიძებნება დღეს დღეობით ისეთი ადამიანი ვინც ეს სრულიად შეძლო..
რაც შეეხება სამყაროსთან ერთიანობას და დიდ ბედნიერებას ასევე გახსხივოსნებას ეს გარკვეულწილად გამოვცადე მარა მცირე ხნით და მინდა ავღნიშნო რომ ნეტარებაა.. კარგი იქნებოდა ეს მცირე ხანი უფრო დიდ ხანს გაგრძელებულიყო
რაც შეეხება უნარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მინდა განნვავითარო და ვმართო როცა უკვე შინაგან ბალანს მივახწევ ვიცი რომ შემიძლია ეს.. რადგან ამის გარეშე ვგრძნობ რომ პირიქით უარყოფითად აისახება ჩემზე და პირიქით ზიანს მაყენებს... როგორიც იყო მაგალითად წყალზე გავლა, ან ლევიტაცია ან თუნდაც ის რომ წვიმა არ მაწვიმს ან ტკივილს რომ ვერ ვგრძნობ, და არის სხვა რაღაცეებიც რასაც მოგვიანებით ავღნიშნავ..
ხოლო რაც შეეხება იმას რომ ქრისტე სინათლიდან გამოვიდა და ჩემს წინ აღიმართა და გონებით მელაპარაკებოდა და მოძრაობდა, ამაში ვარ დარწმუნებული რომ ეს არ იყო ასტრალური მხარე ეს იყო ცხადი. მარა ისიც ვიცი რომ არც ის იყო, ფიზიკურად უფრო ეთერული მხარე ქონდა მას..
პ.ს გიდი ახსენე აქ რომელ გიდზეა საუბარი ? ევროპაში ცხოვრების დროს მყავდა გურუს მაგვარი პიროვნება რომელიც მეხმარებოდა რაღაცების გარკვევაში მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყო და ვეღარ მეხმარება..
თუ კონკრეტული მასწავლებელი გჭირდება არის ესეთი პიროვნება ოლმეკი, რომელიც ამ და კიდე ბევრი რამის სპეციალისტია, და შეგიძლია მაგას მიაკითხო.
SixthSense
SixthSense
მხოლოდ ორი გზა არსებობს, სხვა ყველა, ილუზიაა.
ეგოს გათავისუფლება და ეგოსგან გათავისუფლება.
უნდა აირჩიო.
თუ ეგოს გათავისუფლება გინდა, მაშინ მიმართე, ვინმე ეგეთს, გურუ, მურუ, იოგი, ბერი, მერი და ა.შ. შეიძენ უფრო მეტ სითჰებს, ძალებს,
წყალზე ივლი, ცეცხლი არ აგწვავს, მაგრამ საფლავში წახვალ ყველა ვარიანტში.
არის მეორე გზა, ეგოსგან გათავისუფლება, ანუ გააცნობიერი ის, ვინც საფლავში მიდის და გათავისუფლდე მისგან.
ამისათვის არ გძირდება არავითარი ოლმეკი, გურუ, მურუ, მასწავლებელი და ა.შ. ფულს რო იღებენ სულიერებაში :დდდდდდ ბიზნესმენები :დდდდ
დაჯექი და დააკვირდი, ვინ მიდის საფლავში? ვის არ უნდა მოკვდეს?
SixthSense
ხალხის პრობლემა განივთებულობაშა.
ყველაფერი იყიდება, საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, გართობა, ცოდნა და ს უ ლ ი ე რ ბ ა ც.
არც კი სჯერათ ჩემი, რადგან მე არ ვყიდი მას.
იმდენად განივთდა ჩვენშ გრნობა, რომ ყველაფერი იყიდება, არ გვჯერა მათი, ვინც სულიერ ცოდნას უფასოდ იძლევა.
ჩვენ ხარისხს ფასის მიხედვით განვსაზღვრავთ, ჩინური იაფი და „ძიშოვია“, ანუ ცუდია, გერმანული ძვირია, სამაგიეროდ 2 წელი ხელის ხლება არ უნდა.
ეს იმდენად გაჯდა ქვეცნობიერში, რომ ჩვენი სულიერებაც მოიცვა.
მამაო ფასიანია, 50 ლარი ნათლობა (სტანარტული, „ნავაროჩენი“ 80 ლ.) ჯვრისწერა 100-120 ლარი და ა.შ.
პეტრე ჯობია, კურსი 300 ლარი ჯდება, წყნეთში ბუნებაში, გაგიწმიდავს ჩაკრებს, აგერ პავლე
100 ლარად აკეთებს, რანაირად უნდა გაწმიდო მაგ ფასად ჩაკრა?! ჩინური მწმენდავი! ამიტომ პეტრე ჯობია, ვან პეტერ გერმანსკი! :დ
გესმის რა ნონსენსია? გავაგრძლეო?
ამიტომ შეეშვი ამ მოაიმუნობებს, კიდევ შემოვრჩით უფასო მასწავლებლები, რომლებიც პეტრეს, პავლეს, ივანეს, ჩინურს და გერმანულს ერთად ჩავისვამთ ჯიბეში
და თვალს არ დავახამხამებთ, არც ფულს ავიღებთ და არც რაიმე სხვა ბარტერულ გაცვლაზე წამოვალთ, ისე უსასყიდლოდ, როგორც ძველად. ჩემი გჯერაა? :დდდ
რა მაგარი თემაა მე რომ მიყვარს ისეთი.
მადლობა რომ დაწერე,
ზეტმა კარგად დაალაგა აზრი ბევრი რამე არ ვიცოდი.
ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც მაინტერესებს ის სფერო რომელიც მუდამ შენს გვერდითაა თუ ეკონტაქტები ვინაა ან რაა რაღაც თეორია მაქვს მოსმენილი და ვფიქრობ ის ხომ არაა.
David Monny
ჩემი აზრით ზოგადათ მთელი სამყარო ეს არის ბიზნესი და პოლიტიკა, ნუ კაკ მინიმუმ მესამე და მეოთხე სიმკვრივეში.
ადამიანი კარგ საქმეში აუცილებლად უნდა იღებდეს ფულს. თუ არ იღებს ფულს მაშინ შენ მაგასთან ვალში დარცები, და შემდეგ ცხოვრებაში მოგიწევს ვალების გადახდა. მატრიცაში ეს ყველაფერი ავტომატურად აღირიცხება. და ზოგადათ ის სტერეორიპიც რომ სიკეთეში ფული არუნდა გადაიხადო ეს ნიშნავს რომ შენ არ უწყობ სიკეთეს ხელს და ფაქტიურად სიკეტეს და ცოდნას ძარცვავ ანუ რაც ეკუთვნის იმას არაძლევ. სწორედ რომ ყველაზე მეტი ფული და ყველაზე მეტი ენერგია სიკეთისკენ უნდა მიმართო და სწორი სწავლებებისკენ. მაგიტომ არის სიკეთე დღეს ჩაძირული რომ სიკეთეში ფულის გადახდა არავის არუნდა.
SixthSense
Zet
კაცი, სრულიად უდონო იმბეცილი, ან იდიოტიც რომ იყო. უგვანი გონჯი ვინმე
ერთხელ მაინც მოკრავდი ყურს სადმე სიტყვებს „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმრთისა ღმერთს“.
არც კანტს, არც გურჯიევს, არც ვოლტერს, არც ნიცშეს, არც ლენინს, არც მარქსს, არც ოშოს და არც დედა ტერეზას ამაზე ჭკვიანური არ უთქვამს
ამ საკითხზე.
უარეს შემთხვევაში უპირისპირდებოდნენ (ნიცშე, ლენინი) უფრო ჭვიანები სდუმდნენ, სხვა თემებს „აწვებოდნენ“.
ბევრმა დაიმტვრია ცხვირ-პირი ამ დაბრკოლების ლოდზე და კიდევ ბევრი დაიმტვრევს.
რა ვქვნა, მე არ მითქვამს, თორემ ცოტას შევალამაზებდი (გაცილებით უფრო დიპლომატად მივიჩნევ თავს ვიდრე იესო ნაზარეველი იყო)
მე უბრალოდ მესმის რაც თქვა.
Zet
რამდენი გიწერიათ, მადლობა ყველას აზრის დაფიქსირებისათვის
Jarmen, გეთანხმები მეგობარო, მეც ვფიქრობ იმაზე რომ ჯერ ნაადრევია დაზუსტებული დასკვები გამოვიტანო რასთან მაქვს საქმე..
David Monny, „გახსნილი გაქვს ჩემო კარგო არხი, გარკვეული კოსმიური არხი...“ ვერ დავლუქავ? დავაკვირდები უფრო მეტს დამოუკიდებლად.. თუ დროთა განმავლობაში რაიმე სახის ზიანი ვიგრძენი, ეს შეილება იყოს ფიზიკური სულიერი თუ მენტალური და ამას მარტო ვერ ვერევი , უკვე მომიწევს ვინმეს მივმართო..
ano, კი ძალიან ლამაზად დაალაგა ყველაფერი მადლობა ამისთვის მას.. კი ზოგჯერ ვცდილობ კონტაქტში შევიდე ამ სფეროსთან შინაგანი საუბრით მარა დასტურად მაშინვე არ მევლინება.. ეს ხდება მოულოდნელად დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ან ნებისმიერ ადგილას ეს იქნება სახლი ქუჩა თუ ცა.. ყველა არეალში ჩნდება წამიერად და ქრება.. აქვე მინდა ავღნიშნო ისიც რომ როდესაც ჩემს წინ ცა გაიხსნა და ქრისტე გამოვიდა .. ზუსტად ასეთი კაშკაშკა სფეროები წარმოიქმნა პირველი და მერე გამოვიოდა იქიდან.. ეს არის სვარკასავით კაშკაშა სინათლე.
earth, ერთი რამე ასიანია,–სუიციდი არ უნდა ღმერთს. ეს შეცდომაა.
კი გეთანხმები უდაოდ. , მარა ჩემი სუიციდის მცდელობა გამოწვეული იყო დაბნეულობით, შიშით და გაურკვევლობით..
არავისთან ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ ცხოვრებაში, რაც შეიძლება ჩემთვის ზოგადად რამე გასაგები იყოს, მათთვის პირიქით აუხსნელი და გაუგებარი. ამიტომ თავს ვიკავებ ყოველთვის.. მართალი ხარ აჯნა საკმაოდ საშიში ყოფილა თუ ეს დამოუკდებლად იხსნება და რა განაპირობებს მის გახსნას რომელი ემოციით თუ გრძნობით ხდება ეს.. კი ლოცვას რომ მართლაც დიდი ძალა აქვს მთავარია რისკენ მიმართავ მას, ასევე სიყვარულის მედიტაციასაც...
თავს შევიკავებ საკუთარი აზრი დავაფიქსირო იმაზე ღირს თუ არა უანგაროდ ან პირიქით ვინმეს დახმარება ან ცოდნის გაზიარება ამ კუთხით მარა მყავდა პიროვნება უცხოეთში ცხოვრების დროს, ძალიან განათლებული ბევრ სფეროში და სულიერად ამაღლებული ვინც უანგაროდ მეხმარებოდა ბევრი რამის გარკვევაში და ცოდნის ამაღლებაში.. პირიქით ეს უფრო სიამოვნებდა მას რომ დახმარებას მიწევდა.. სამწუხაროდ ვეღარ ვეკონტაქტები მას..
ერთ სიტყვებს გავიხსნებ რაც გარკვევით დამამახსოვრდა როცა გონებით მელაპარაკებოდა და ჩამესმოდა მისგან ანუ იესოსგან.. "მე ვარ ძისი იესოსი სულიწმინდა მოსულითა, რათა ყველამ პასუხი სცეს რათა იქმნენ ამისთანა".. ზუსტად ეს ფრაზა ჩამესმოდა, სხვა ყველაფერი თითქმის წაიშალა მეხსიერებიდან
Zet
ერთ გამოციდილებას გაგიზიარებთ, ერთ ერთი მედიტაციის დროს რომელიც ძირითადად კონცეტრაცია იყო მიმართული სუნთქვაზე, და სხეული ასევე სრულიად მოდუნებული მქონდა, შეძლებისდაგვარად აზრების და ფიქრების ნაკადიც ძალიან ცოტა.. დაახლოებით 20 წუთის მერე, ვხედავ არაფრისგან როგორ წარმოიქმნა ლოტუსის ყვავილი, მას მოყვა კიდევ რაღაც ხე რომელსაც ესხა ძალიან ლამაზი ბევრი ნაყოფი.. და ეს ნაყოფები ციცინათელასავით სინათლეს გამოსცემდნენ.. შემდეგ იცვლება ყველაფერი და ვხედავ კადრებად ერთმანეთის მიყოლებით ადამიანის სახეებს რომლებიც გამოხატავდნენ სხვადასხვა ემოციებს.. ესენი იყვნენ ცნობილი პიროვნებები და სხვა ჩემთვის უცნობი ადამიანები.. ათასობით ადამიანის სახეებს ვხედავდი სხვადასხვა ემოციებით, და ვგრძნობდი რომ გონება ძალიან მეღლებოდა და უცბად ვგრძნობ და ვხედავ როგორ ვიძირები " თეთრ ცეცხლში" მარა შეგრძნება არც ცუდი იყო არც კარგი.. უბრალოდ შევწყვიტე რათა ბოლომდე არ ჩავძირულიყავი ამ თეთრ ალში.. რა იყო ეს? მოგსვლიათ მსგავსი რამ?
SixthSense
ვახ.. როგორც ზევით ავღნიშე რაღაცასთან მაქვს შეხება რომელიც გამოდის კონტაქტზე და ხან სხეულზე ხან თმებზე ვგრძნობ მის შეხებას, ეს შეხება ჰგავს შიშველ კანზე ნიავის დაბერვას, ასევე მომენტებში მასტან საუბრისას, მისგან დასტურად პასუხს ვიღებ ოთახში ნივთების გამხაურებას... ნუ მოკლედ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ არ მელანდება რადგან, ერთ ერთ ძველ ხრიკს მივმართე მირჩიეს ძილის წინ რომელ ოთახშიც ვწევარ წლით სავსე ჭიქა დამედო კუთხეში და ხმამაღლა მეთქვა რომ ეს წყალი მისთვის იყო... 3 დღე იდო და ყოველ დილით ვამოწმებდი მაგრამ წვეთი არ აკლდებოდა დღეს კი 4 დილას შევამოწმე კიდე და თითქმის წყლის 1/3 მედი დაცლილი იყო? ანუ დაულევია როგორც სჩანს, ასე მაგრად უნდოდა წყალი რამე დელიკატესიც არ მომთხოვოს ეხლა მოკლედ რა ან ვინ არის? შესაძლებელია ვიზუალურადაც დამენახოს? ან როგორ შეილება მისი მოცილება თუ ეს ნეგატიურია?
ესეიგი სფეროს რაც შეეხება ანასტასიაში როგორაცაა იმას დავდებ აქ.
ანასტასია ციმბირში მცხოვრები ზებუნებრივი ძალების მქონე ქალია, რეალურ ამბავზე დაყრდნობით პირადი ურთიერთობის შემდეგ ვლადიმერ მეგრემ დაწერა 10 წიგნი, ეს წიგნები ქართულადაც არის ნათარგმნი. 10 წიგნი ორ ტომად აქ არის ყველა ძალიან კარგი წიგნია ნამდვილად არ ინანებთ თუ წაიკითხავთ.
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/130170/3/Anastasia_Cigni_I.pdf I ტომი
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/130261/1/Anastasia_Cigni_II.pdf I I ტომი
ანასტასია ციმბირის ტყეში ცხოვრობს, წიგნის პირველი ნაწილის გამოცემის შემდეგ ხალხს ინტერესი გაუჩნდა და მოინდომეს მისი დაჭერა და შემოწმება ნამდვილად ასე იყო თუ არა, წიგნიდან ვაკოპირებ იმ მომენტს როცა მის შესაპყრობად მიდიან სამხედროები, ხოლო მის დასახმარებლად ეშვება ელვასავით მანათობელი სფერო:
„– თქვენ შეგიძლიათ ფიზიკური ტკივილი მოგვაყენოთ ჩვენ ადამიანისთვის არადამახასიათებელი უნარის გამოყენებით? – მე ადამიანი ვარ. ადამიანი, როგორც ყველა სხვა ადამიანი. მაგრამ მე ვღელავ. მღელვარებას კი შეუძლია არასასურველი რამ გამაკეთებინოს. – რა მაგალითად? – მატერია... უჯრედები... ატომები... ატომის ბირთვი... ქაოტურად მოძრავი ბირთვის ნაწილაკები... იცით თქვენ მათ შესახებ? თუკი მათ ნათლად და ზუსტად წარმოვიდგენთ, დავინახავთ, შევისწავლით და წარმოსახვით ბირთვიდან, თუნდაც ერთ ქაოტურად მოძრავ ნაწილაკს გამოვიყვანთ, მატერიას ემართება, ემართება... ანასტასიამ გვერდზე მიაბრუნა თავი, ოდნავ ასწია წამწამები და მიწაზე დადებულ ქვას შეაცქერდა. ქვამ ცალკეულ ნაწილებად დაშლა დაიწყო და მალე ქვიშის გროვად იქცა. შემდეგ მან დაცვის უფროსს მიაპყრო მზერა, თვალმოჭუტული, კონცენტრირებული მზერა. დაცვის უფროსის მარცხენა ყურის ბიბილოდან ორთქლი გამოვიდა. ყურის ბიბილომ ქრობა ნელ-ნელა, მილიმეტრობით დაიწყო და უცებ, გვერდით მდგომმა დაცვის ახალგაზრდა თანამშრომელმა, შიშისგან სახე რომ გაფითრებოდა, პისტოლეტი დააძრო. მან სწრაფად მიუშვირა ანასტასიას პისტოლეტი და მასზე მთელი მჭიდი მიუშვა. ალბათ, იმ წამებში, თითოეული ჩვენგანის აზრები ძალზედ სწრაფად ჰქროდა. და მოხდა უკვე ცნობილი მოვლენა, ჯარისკაცებს ომის დროს რომ შემთხვევიათ. როდესაც ექსტრემალურ პირობებში ისინი მოძრავ ყუმბარას ან ტყვიას ხედავდნენ. და, მართალია ისინი ჩვეული სიჩქარით მიფრინავენ, მაგრამ აზრ-ფიქრის აჩქარების გამო შენელებულებულ მოძრაობაში სჩანან. მე ვხედავდი, ერთმანეთის მიყოლებით გაფითრებული დაცვის თანამშრომლის პისტოლეტიდან, ანასტასიასკენ როგორ მიფრინავდა ტყვიები. ანასტასიასთვის თავში ნასროლმა პირველმა ტყვიამ მას საფეთქელთან გაუარა და გაკაწრა. დანარჩენებმა კი მიზნამდეც ვერ მიაღწიეს ისე,- ფრენაშივე მტვრად იქცნენ, როგორც ის ქვა, რომელსაც ცო- 381 ტა ხნის წინ ანასტასია უცქერდა... ჩვენ ყველანი გაქვავებულები ვიდექით. ვიდექით და ვუყურებდით, თავსაფრის ქვემოდან ანასტასიას ღაწვზე სისხლი ნელ-ნელა ღარად როგორ მოსრიალებდა. იმ დაცვის თანამშრომლებმა, რომლებსაც ანასტასია ხელებით ეჭირათ, გასროლის დროს ოდნავ უკან დაიხიეს, მაგრამ მას ხელი მაინცარ არ გაუშვეს. მაგრად ჩაფრენილები, ისინი სხვადასხვა მხარეს ექაჩებოდნენ. და უცებ, მიწაზე ჩვენს ირგვლივ მოცისფრო ნათებამ დაიწყო განფენა. ის საიდანღაც ზევიდან გამოდიოდა და უფრო და უფრო მატულობდა. იგი ჩვენ გვნუსხავდა, ისე რომ მოძრაობისა და ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევდა. უჩვეულოდ ჩამომდგარ სრულ სიჩუმეში ანასტასიას სიტყვებმა გაიჟღერა: – გამიშვით თუ შეიძლება და გამინთავისუფლეთ ხელები. შესაძლოა მე ვერ მოვასწრო. თუ შეიძლება გამიშვით. მაგრამ დაცვის თანამშრომლები, გახევებულები, მაინც ჩაფრენილები იყვნენ მასზე. ახლა მე მესმის, შენთან ურთიერთობისას ის, თავისი დამახასიათებელი მოძრაობით ხელს მაღლა რატომ სწევდა. ამით ის მაღლა ვიღაცას აჩვენებდა, რომ მასთან ყველაფერი წესრიგშია და დახმარებას არ საჭიროებდა. მაგრამ, ამჯერად, ანასტასიას, არ მისცეს ხელის მაღლა აწევის საშუალება... მოცისფრო ნათება უფრო და უფრო ძლიერდებოდა, შემდგომ თითქოს რაღაცამ გაიბრწყინა და ჩვენ დავინახეთ იგი. ჩვენ დავინახეთ ჩვენს თავზე დაკიდული, ცისფერი ნათებით მფეთქავი ცეცხლოვანი სფერო. იგი დიდ სფეროსებრ ელვას ჰგავდა. და, მის შიგნით ელავდნენ, ერთმანეთში იხლართებოდნენ უამრავი ელვა-მუხტები. ზოგჯერ ისინი, გამოიტყორცნებოდნენ ცისფერი გარსის გარეთ, ეხებოდნენ ჩვენგან შორს მდგარი ხეების წვეროებს, ჩვენს ფეხებთან მყოფ ყვავილებს, მაგრამ მათ არავითარ ზიანს არ აყენებდნენ. ერთ-ერთი წვრილი ელვა-სხივი წამით ხერგილს შეეხო, რომელიც ნაკადულში ქვებისა და წაქცეული ხისგან იყო შექმნილი. ხერგილი იმ წამსვე ღრუბლად იქცა და აორთქლდა. როგორც სჩანს, ცეცხლოვანი სფეროს ცისფერი გარსიდან გამოჭრილი სხივები ჩვენთვის უცნობი უზარმაზარი ძალის ენერგიას ფლობდნენ. იგი, რომელიღაც გონით იმართებოდა. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ გვერდით წარმოუდგენელი ძალის მფლობელი გონიერი არსება იმყოფებოდა. მაგრამ, მოცემულ სიტუაციაში, ყველაზე წარმოუდგენელი და არაბუნებ- 382 რივი იყო, ჩვენი შეგრძნებები მისი ჩვენთან ყოფნის პეროდში. ჩვენში არ ჩასახულა არც შიში, არც დაძაბულობა, პირიქით... შენ წარმოიდგინე, ასეთ სიტუაციაში ჩვენ შევიგრძენით სიმშვიდე და ნეტარება, ისეთი, თითქოს გვერდით რაღაც ძალზე ახლობელი და მშობლიური გამოჩენილიყოს. ცისფერი მფეთქავი სფერო ჩვენს თავზე ლივლივებდა და თითქოს სწავლობდა, აფასებდა სიტუაციას. უცებ, ჰაერში წრე მოხაზა და, ანასტასიას ფეხებთან დაეშვა. გაძლიერდა ცისფერი ნათება. იგი, როგორც ნეტარი სურნელი ისე გვთენთავდა ჩვენ, რომ განძრევა აღარ გვსურდა, არც რაიმეს მოსმენა და არც ლაპარაკი. სფეროს ცისფერმა გარსმა ერთდროულად რამდენიმე ცეცხლოვანი ელვა გამოუშვა, ისინი გაესწრაფნენ ანასტასიასკენ, ისე შეეხენ, თითქოს მისი შიშველი ფეხის თითებს ეფერებიანო. ანასტასიამ დაცვის მოთენთილი თანამშრომლებისგან ხელები გაინთავისუფლა და სფეროს გაუწვდინა. იგი იმ წამსვე გადაადგილდა მისი სახის დონეზე და ცეცხლოვანი ელვები, რომლებმაც ნაკადულში ხერგილის ქვები ჩვენს თვალწინ აქცია მტვრად, მის ხელებს ისე შეეხნენ, რომ ზიანი არ მიუყენებიათ. ანასტასია სფეროს დაელაპარაკა. მისი სიტყვები ჩვენამდე არ მოდიოდა, მაგრამ თუ მისი ხელების მოძრაობით და სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, ის ცდილობდა მისთვის რაღაც აეხსნა, ან დაემტკიცებინა, დაერწმუნებინა იგი თავის ნათქვამში,- და, ვერ შესძლო დარწმუნება. სფერო არანაირად არ პასუხობდა მას, მაგრამ, მაინც გასაგები იყო, რომ იგი არ ეთანხმებოდა მას. ეს იქიდან გამომდინარე იყო ნათელი, რომ ანასტასია კვლავ დიდი მღელვარებით განაგრძობდა მის დარწმუნებას. მღელვარებისგან, ისე რომ ლაპარაკი არ შეუწყვეტია, ლოყები აუფაკლდა, თავსაფარი მოიხსნა. ხორბლის თავთავით ოქროსფერი თმის კულულები ანასტასიას მხრებზე ჩამოეფინა და მის სახეზე მიმხმარი სისხლიც დაფარა. ჩვენ დავინახეთ, თუ რა მშვენიერი და სრულჰყოფილია მისი სახის ნაკვთები. ცეცხლოვანმა სფერომ კომეტასავით რამოდენიმეჯერ ირგლივ შემოუფრინა ანასტასიას, ისევ გაირინდა მის სახესთან, ათასობით წვრილი ელვა გაესწრაფა მისი ოქროსფერი თმებისკენ, ისინი ფაქიზად ეხებოდნენ თითოეულ თმის ღერს ცალ-ცალკე, ისე სწევდნენ მაღლა, თითქოს ეფერებიანო მათ. ერთმა სხივმა, ერთბაშად თმის მთელი კულული მაღლა ასწია და ანასტასიას საფეთქელზე ტყვიით მიყენებული ჭრილობა გამოაჩინა. მეორე სხივი ნელ-ნელა აცოცდა მიმხმარი სისხლის კვალზე. არა სიტყვებით, არამედ თავისი ცეცხლოვანი სხივების მოქმედებით სფერო თითქოს ახსე- 383 ნებდა მას მომხდარს და არ ეთანხმებოდა მის მოსაზრებებს. მან უკანვე შეიკრიფა თავისი სხივები, ანასტასიამ თავი დახარა და გაჩუმდა. სფერომ კიდევ ერთხელ შემოუფრინა ანასტასიას ირგვლივ და ზევით აიჭრა. მოცისფრო ნათება ფერმკრთალდებოდა, ჩვენ გვიბრუნდებოდა წინანდელი მდგომარეობა, მაგრამ როცა ყველაფერი ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, ცისფერი ნათება გაფერმკრთალებას აგრძელებდა და ადგილს უთმობდა დედამიწიდან ასულ მოყავისფრო კვამლს. ეს კვამლი, ჩვენს ირგვლივ მთელს სივრცეს ავსებდა, მხოლოდ ანასტასია რჩებოდა პატარა ცისფერ წრეში. და როცა მოყავისფრო კვამლი მთლიანად შემოგვეხვია, ჩვენ შევიცანით, რა არის ჯოჯოხეთი“
დედამიწის გარშემო ვინც არიან არსებები, ნუ ვინც დედამიწაზე მუშაობს ან კიდე სხვა, მოძრაობენ ეთერული სხეულებით, და ეს არსება როდესაც ეთერული სხეულით ჩამოდის ჩვენ მატერიაში ჩანს როგორც ნათება. თუ სპეციალურად რამე სახე არ მიიღეს. დეფოლტად ნათების სახეაქვს. ეგ არის როგორც იქაური სკაფანდრი რომელსაც იცმევს უფრო მაღალი სიმკვრივის არსება რომ აქ იმოძრაოს. და ის ჩანს მხოლოდ თუ მოუნდა გამოჩენა ამ არსებას, თუ არადა ისე უხილავია ჩვენი თვალისთვის. ანასტასიაში რაც არის აღწერილი შესაძლოა მისი გიდი იყო ან კიდე ვინმე სხვა არსება.
Zet
არ ვიცი ზუსტად მაგრამ ანასტასიაშიც ის ელვისებური სფერო მუდამ მის გვერდით იყო, მოცისფრო ნათებით და მუდამ ეხმარებოდა, ზემოთ ერთ-ერთ მონაკვეთი წიგნიდან დავწერე. მას აქვს უმაღლესი გონი, ზე შესაძლებლობები, მატერიის, დროის სივრცის მართვის უნარი.
chemikerin
chemikerin
chemikerin
მოკლედ მეგობრებო მაგარ შარში ვარ, როგორც ზევით ავღნიშნე ამ რაღაცას რაც ჩემოს გარშემო ტრიალებს წყალი დავუდე ჭიკით და დალია კიდევაც.. ნელ ნელა მეუფლება ორგანულად და ფიზიკურად, გუშინ ვიჯექი ჩემთვის ტვ ვუყურებდი გაუნძრევლად და უცბად ვიგრძენი სხეულში ძალიან დიდი ვიბრაცია მიწისძვრასავით, თითქოს სხეულიდან რაღაცა გამოდიოდა ან პირიქით შედიოდა.. 4 ჯერ გამმეორდა ამ 2 დღეში უკვე და რამის მდივნიდან გადავარდი... ასევე ვგრძნობ ფიქრების ძალიან დიდ ნაკადს თითქოს ჩემი არაა ეს ფიქრები.. wtf? რა ვქნა ჩემი არ ვიცი..
შენ მემგონი ასტრალური არსებების პრახადნოი დვორი გახდი მაგრამ არ შეგეშინდეს. წარმოიდგინე რომ შენ ჩახვედი სადგურზე (ვაგზალზე) და იქ ვაგზალზე სასტავია ზოგი ლოთი ზოგი ბომჟი ზოგი ფულს გთხოვს ზოგი რაღაც პერფორმანებს დგამს რომ შენ ორი კაპიკი ჩაუგდო. სხვები მათ ვერ ხედავენ შენ ხედავ. შენ მიხვედი გამოელაპარაკე, ფული ჩაუგდე დაინტერესდი, იმათმაც დაგიდგეს სცენები, მერე შენ სახლში შემოპატიჯე დალიეთ, მერე მეორე დღესაც მოიპატიჯე და იმათმა ჩათვალეს რომ შენთან ტუსოვკა მოსულა მიეჩვიენ შენთან სტუმრობას და ყოველდღე გადგებიან. უკვე სახლივით ხარ მაგათვის. შენ ამდროს აღარ გინდა იმათმა ჯერ არიციან რომ შენ არ გინდა. ხოდა რას მოიმოქმედებ ამ სიტუაციაში აქ მატერიალურ სამყაროში? იფიქრე.. ზუსტად იგივე მოიმოქმედე იქაც, უნდა დაელაპარაკო აუხსნა რომ დაკავებული ხარ გაქვს სხვა საქმეები და აუხსენი ისე რომ არ ეწყინოთ.. რომ ვეღარ იმეგობრებ მათთან, და ასეშემდეგ. ძალიან ზრდილობიანად და კორექტულად. თუ რამე ვალი დაგრჩა მაგათი რაც არ გადაგიხდია უთხარი რომ შეუძლიათ წაიღონ. და ნუ როცა გეძინება წაიღებენ...
SixthSense
გამარჯობა, საინტერესო ამბებს მოყევი. გირჩევ დაუკავშირდე ერეკლე შონიას. მართალია ყველა მის მიდგომას და აზრს არ ვიზიარებ, მაგრამ გარდა იმისა, რაც ზემოთ გითხრეს, მგონია, რომ რაღაც კონტაქტთანაც გაქვს საქმე და ამას გამოკვლევა და სწორი მართვა სჭირდება რომ არ დაზიანდე.
თუ შეიძლება ერთი ერთი იუზერის პოსტს გადმოვიტან ამ თემაში რადგან ძალიან გავს მისი გამოცდილება ჩემსას..
QUOTE(starscream @ Sep 23 2018, 09:06 PM) *
მართალია ყველაფერი რაც აქ წერია და ვეთანხმები მე იმაზე ვღადაობ ხალხს როგორ წარმოუდგენია სულიერება სულიერი ძალები. ნამდვილი სულიერება ომია ბრძოლაა და როგორც კი გადიხარ ეგრევე სამიზნე ხვდები როცა გამიაქტიურდა მესამე თვალი დავიწყე ნაწილაკების ხედვა და მე მეგონა რომ რაღაც ატომები იყო ან ასე შემდეგ მნიშვნელობა არ ქონდა თვალი დახუჭული მქონდა თუ გახსნილი ეს ნაწილაკები ერთად ქმნიდნენ ღრუბლებს ლივლივებდნენ აკეთებდნენ ქმნიდნენ ფიგურებს და ასე შემდეგ მე ემგონა ატომებს ვხვედავდი ან რაღაც ეგეთს ღამე კიდე ყველაზე კარგად ჩანდნენ ეს შავი ნაწილაკები რომელბიც შავ ღრუბლებს ქმნიდნენ მე რო ეს რაღაცა ფიზიკის მოვლენა ან ენერგიის მეგონა 2 კვირის მერე აღმოჩნდა რომ ამ ნაწილაკებს ცნობიერება ააქვთ და აგრესიულები არიან და მიტევდნენ და ასე შემდეგ იყო კიდე როცა რაღაც არსებები შიშის ვიბრაციებს მომართავენ შენსკენ თითქოს რაღაც აპარატით გიკეთებენ დასხიებას ფიზიკურად არ გეშინია ამ დროს სულიერად სასწაულ შიშს განიცდი არადა რაც მთავარია ეს შენი შიში არ არის არამედ გრძნობ როგორ მოდის გარედან და როგორ არის მიმართული შენსენ რაღაც სხივის მაგვარად და ასე შემდეგ.
________________________________________________________________________________
______________________________________________________
იმედია ისევ ამ ფორუმზე ხარ.. გადავიკითხე შენი გამოცდილება და გეტყვი რომ ანალოგიური მჭირს მეც ზუსტად.. მესამე თვალთან დაკავშირებით და ამ ნაწილაკებთან.. ბოლო რამოდენიმე წლებია რაც ჩემი ხედვის არელათან გაჩდნენ.. ისინი არიან თეთრები და შავები ძალიან ბევრნი და მოძრაობენ ქაოსურად დღისით თუ ღამით, ჩემი დაკვირვებით დავასკვენი რომ მათ მართლა აქვთ ცნობიერება და შეიძლება ფიქრობენ კიდეც ან წვდომა აქვთ ჩვენს ცნობიერთან ან ფიქრებთან რადგან ანალოგიურად ვგრძნობ მათთგან თავდასხმას და ეს უკვე აისახება ჩემს ფიზიკურ ჯანრთელობაზე ორგანოებზე.. ასევე როგორც ვხვდები მათი მართვაც შესაძლებელია მარა როგორ და რისთვის ჯერ უცნობია ჩემთვის..... როგორც ასეთი შიში არ მაქვს მათ მიმართ მაგრამ ვატყობ რომ აქვთ მცდელობა შემაშინონ.. დღის ძალიან ხშირ მონაკვეთში ვგრძნობ ასევე მათგან შემომავალ ვიბრაციებს, მაგალითად ვწევარ ჩემთვის გაყუჩული ვკითხულობ რაღაცას მარა ვგრძნობ როგორ ვიბრირებს მთლიანი სხეული.. ანუ ესენი როგორც შევამჩნიე არიან ერთმანეთისგან 2 საპირისპიროები რადგან ერთი თეთრია და მეორე შავი, შესაძლებელია რომ ორივე უარყოფითს წარმოადგენდეს? ან როგორ შეიძლება მათგან სრულიად განთავისუფლება? თუ გაქვს გამოცდილება ჩემი თხოვნა იქნება გამომეხმაურო და გამიზიარო... ძალიან მჭირდება
ხო მსგავსი გამოცდილება აქვს ფბზეც უწერია პოსტები, მაგ არსებები ადამიანს მართავენ როგორც მარიონეტებს, ხშირად ხდები თავდასხმის ობიექტი იმიტომ რომ სხვებისგან განსხვავებით შენ მათ ხედავ ამიტომ რთულია მუდმივი ბრძოლის ველში ხარ, აქაც წერს ხოლმე იმედია გამოგეხმაურება
იქეთ თემაშიც გამოგეხმაურა ეს ფორუმელთა
მადლობა ანო ყურადღებისთვის კარგი გოგო ხარ შენ
ვნახე ეგ ჯგუფი და გავეცანი მათ გამოცდილებებს და რამოდენიმე რჩევაც მივიღე რომელსაც აუცილებლად მოვიყვან სისრულეში.. რაც შეეხება სტარსქრეამის დაკვირევბას კერძოდ ჰაერში მოძრავ ნაწილაკებზე ზუსტად ანალოგია, ერთ ერთი გამოცდილებიდან რასაც მე დავაკვირდი.. მათ მართლც რომ აქვთ ცნობიერება და პროვოციერბენ ადამიანებზე ასევე შესაძლებელია მათი მართვაც მაგრამ რისთვის და როგორ ჯერ ჯერობით უცნობია ჩემთვის..
მეც უამრავი გამოცდილება დამიგროვდა ამ მხრივ, ბევრიც აღარ მახსოვს რადგან ბევრი რამე დამავიწყდა, რამოდენიმეჯერ აღმოვჩნდი ფსიქიატრიული ექიმების ხელში და ღმერთმა იცის რა წამლებით ვიჟღენთებოდი.. მაგრამ საბედნიეროდ ზოგჯერ გამომდის და ვიხსენებ გარკვეულ მომენტებს
პ.ს ჩემი თხოვნა იქნება მოდაროტრს ედით გაუკეთოს ჩემს პირველ პოსტს და ჩემი დაბადების თარიღი ამოშალოს, მე ვერ ვუკეთებ კორექტირებას..
SixthSense
ზუსტად ეს პოსტი, თვალებზე, ზღვაზე, მამაოზე სად მექნება წაკითხული კიდევ? აშკარად პირველად არ წამიკითხავს
საინტერესოა
„მესამე თვალის“ განვითარება იწვევს ბევრი რამის დანახვის შესაძლებლობას. ასევე ყურის განვითარება(ზოგჯერ მოიხსენებენ როგორც „მესამე ყური“) იწვევს მოისმინო და გაიგო უფრო მეტი რამ ვიდრე სხვას შეუძლია. იგივე ხდება ყნოსვის და სხვა გრძნობათა ორგანოებზე.
ვფიქრობ ადამიანი ნელ-ნელა ვითარდება ამ მიმართულებით და იცვლება, ამიტომაცაა ნელ-ნელა მრავლდება ასეთი რამეების მგრძნობელი ადამიანები.
გ�”სალმ�”ბით ყვ�”ლას ის�”ვ �“ა ვაგრძ�”ლ�”ბ გამოც�“ილ�”ბის გაზიარ�”ბას.. toresi9 მიხარია რომ მარტო მ�” არ ვარ ვინც �”გ შ�”ამჩნია, �“ი�“ი ხანია მ�”ც შ�”ვამჩნი�” მარა არას�“როს �“ავინტ�”რ�”ს�”ბულვარ მათთით, �”რთხ�”ლ რაღაც ფაქტის წინაშ�” აღმოვჩნ�“ი �“ა შ�”მ�“�”გ გავამახვილ�” მათზ�” ყურა�“ღ�”ბა �“ა კონტაქტში შ�”სვლაც ვცა�“�” რა მ�”თო�“ით �“ა პრაქტიკით, თავს შ�”ვიკავ�”ბ ამის თქმას რა�“გან ვინ რა შ�”�“�”გს მიიღ�”ბს არ ვიცი.. მოკლ�”�“ რაც �“ანამ�“ვილ�”ბით შ�”მიძლია ვთქვა არის ის რომ მათი მართვა შ�”საძლ�”ბ�”ლია �“ა რა მიზნით �“ა სა�”რთო ჯამში რა �“ანიშნულ�”ბა აქვთ არ ვიცი. ას�”ვ�” მათ აქვთ ცნობი�”რ�”ბა რომ�”ლიც არის ჩვ�”ნს ცნობი�”რ�”ბაზ�” განვითარ�”ბული ას�”ვ�” პროვოცირ�”ბა ა�“ამიანზ�”,
მოგესალმებით ისევ და ისევ მაძიებლებო, იმედია ენერგიით სავსეები ხართ ტელეფონმა აურია და ახალი დამწერლობით გამომივიდა წინა პოსტი toresi9 მიხარია რომ მარტო არ ვარ ვინც კონკრეტულად ეგ ნაწილაკები შეამჩნია, დიდი ხანია შევამჩნიე მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ მათით, სანამ ამის მიზეზი არ მომეცებოდა, მოკლედ მათ აქვთ ჩვენზე განვითარებული ცნობიერება და რა დანიშნულება აქვთ საერთო ჯამში ჩემთვის ჯერ ჯერობით უცნობია. ასევე პროვოცირებენ ადამიანებზე, და მათთან კონტაქტში შესვლაც შესაძლებელია, ასევე მათი მართვაც ხოლო რა მიზნებისათვის შეიძლება მათი გამოყენება უცნობია ჩემთვის. თუ რა ხერხით არის შესაძლებელი კონტაქტში შესვლა და მართვა, თავს შევიკავებ ამის დაწერას საჯაროდ, რადგან ვინ როგორ გამოიყენებს და რა შედეგს მიიღებს არ ვიცი, ძალიან დიდ სიფრთხილეს მართებს ეს კი ნამდვილად ვიცი. არის ვერსია რომ ენერგო გაცვლაც ხდება მაგრამ კონკრეტულად რა ენერგიის არ ვიცი. კიდევ ის რომ 2 სახის არიან თეთრები და შავები უსასრულოდ ქაოტურად მოძრაობენ და ერთმანეთან არასდროს შედიან კონტაქტში. მოკლედ ჩემი რჩევა იქნება სანამ მცირედით მაინც არ გეცოდინებათ რასთან გაქვთ საქმე სიფრთხილე გამოიჩინოთ.. ეხლა რაც შემეხება მე ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში ვარ რომ დავადგინო კონკრეტულად რასთან მაქვს საქმე და იმის მიხედვით ვიმოქმედო, შეიძლება ეს იყოს ან არაორგანული არსებები მარა რა სახის ესეც დასადგენია, ან პირიქით კეთილი ფერიები რომლებიც ცდილობენ რაღაცის გადმოცემას ან დახმარებას და ჯერ ვერ ვიგებ... მაგრამ რახამ ცოცხალი ვარ და ჯერ კიდე მაქვს იმის უნარი რომ ენერგია დავაგროვო და მედიტაციებში დაავაბანდო, ეს იმას ნიშნავს რომ გზა ჯერ არ დასრულებულა.. უახლოეს მომავალში ვგეგმამ გუდა ნაბადი ავიკრა დაახლოებით 6-7 თვე გარე სამყაროს მოვწყდე ვიმოგზაურო მარტომ და ბუნებასთან შერწყმით საჭირო ენერგია დავაგროვო, და სისრულეში მოვიყვანო სხავდასხვა პრაქტიკები. ეხლა რაც შეეხება ერთ საკითხს მაინტერესებს ვისაც გაქვთ გამოცდილება როგორ გესმით წინა ინკარნაციები? კარმული კუთხით? ასევე თუ ვინმეს აქვს გამოცდილება ადამიანად დაბადებამდე რა ფორმით არსებობდა და სად არსებობდა? მე მაქვს ამის გამოვდილება და საკმაოდ მკაფიოდ და ღრმად, მაგრამ ვისურვებდი ჯერ თქვენი მომესმინა შემდგომ გაგიზიარებთ. earth, არ ვიცი მგრძნობელობის გამოა თუ რისი მარა მშვენიერი უნარები შემეძინა ვერავინ მომეპარება
ეს ის ნაწილაკებია ვანო რომ ხედავდა?
მოძრავ ნაწილაკებს მეც ვხედავ რაც თავი მახსოვს, მგონი მაგას ყველა ხედავს.. ვანო სხვა რამეს ხედავდა, ენერგეტიკულ ველთან იყო ეგ დაკავშირებული
კი სწორედ მათზე მაქვს საუბარი ბავშობიდან დავაფიქსირე მეც.. გარკვეული პერიოდი მათზე დაკვირვებას ვახდენდი, და ერთხელაც ცნობიერად ერთერთი პრაქტიკით კონტაქტშიც შევედი, და მომენტალურად შესვლის თანავე რამოდენიმე ანომალიასაც წავაწყდი, ჯერ კიდე ვაცნობიერებ კონკრეტულ დეტალებს, ერთერთი იყო ის რომ ნებისმიერი ადამიანის ვიზუალს ვცვლიდი, მაგალითად თუ ის მოხუცი იყო, გონებით ვაკეთებდი ისე რომ მისი ახალგაზრდობა დამენახა, ან პირიქით, და სანამ ის ადამიანი ჩემს თვალის არეალში იმყოფებოდა, ვხედავდი ისეთს როგორსაც მოვინდომებდი, მარა რამდენსაც იცვლებოდა ის სინამდვილეში ეს ცალკე საკითხია. საქმე ისაა რომ ვიზუალი ეცვლებოდა ფიზიკურ პლანზე ცხადში მატერიალურ სამყაროში, როგორც ჩვეულებრივ გამვლელს რომ უყურებ, არის კიდე რაღაცეები რაც ნაკლებად ჰგავს ილუზიას, რაც გამოიწვია მათთან კონტაქტმა, მოკლედ აღარ შევტოპავ ამაზე საუბარს მხოლოდ მეგობრულად გირჩევთ სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან პრაქტიკაც არაა შესწავლილი ბოლომდე და ასევე სხვა ენერგიის საშუალებით მოხდა ეს🤫 ამ მომენტისთვის ვცდილობ დავადგინო სფეროს მაგვარი ბურთულა რომ დამყვება და მომენტალურად ჩნდება ნებისმიერ არეალში. მაგრამ როგორც ვხვდები ესეც ჩემი განწყობიდან გამომდინარე მენახება და ქრება..ასევე ვიბრაციებს ვაკვირდები გამუდმებით რომ ვგრძნობ, რა დონეზეც მაქვს ცოდნა იმის მიხედვით.. კიდევ მინდა გიამბოთ ერთი გამოცდილება რადგან მიუხედავად იმისა რომ ვირტუალური სამყარო გვაკავშირებს, დადებით ენერგიას ვგრძნობ თქვენგან, მოკლედ წინა პოსტში ვახსენე რეინკარნაცია, რადგან მორცხვობთ მე დავიწყებ მაშინ, ეს გამოცდილება კონკრეტულად არ იყო გამიზნული ამის გასარკვევად მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა თავისით მოვიდა ეს ინფო, ნუ მოკლედ მე ინკარნაციები დავარქვი და ჩემი დაბადება შეიძლება ითქვას პირველ საწყისი, შეიძლება ვცდები, ყველაფერი დაიწყო ვიბრაციების აწევით და სხვადასხვა პასუხების ძიებაში გადავეშვი, ეს იყო ნახევრად მედიტაციის და ტრანსის მდგომარეობა, მოკლედ ერთ მომენტში გარკვეული პასუხები რომ მივიღე ჩემთვის სასურველ საკითხებზე, შემდეგ მებადება კითხვა ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, რის შემდეგაც თვალებ დახუჭული ვიზუალურად მოდის ინფორმაცია, ვარ თითქოს უსასრულობაში, ეს უფრო არაფერს გავდა და შემდეგ ვხედავ ამ არაფერში როგორ წარმოიქმნა რაღაც ენერგიის მსგავსი რომელიც ფერებს იცვლიდა და მოქმედებდა ცნობიერად და ამ უსასრულობაში თითქოს რაღაცას ეძებდა, იმ მომენტში განცდა მქონდა ისეთი რომ ეს ვიყავი მე, შემდეგ მივყვები როგორ განვითარდება ეს ყოველივე და გონებაში მომდის აზრი რომ თვალები გავახილო და კედელს შევხედო, ვიქცევი ასე და რა ხდება, იმ მომენტში ოთახში შუქი არ ენთო და ვხედავ კედელზე ფილმის მსგავს რაღაცას, გამოსახულება იყო კედელზე კინოფირს რომ უყურებენ შავ თეთრში თითქმის იგივე. მაგრამ ამჯერად ვიზუალი და მოქმედებები ცოტა გაურკვეველი იყო,. მაგრამ დავაფიქსირე რამოდენიმე მომენტი როცა მწერის მაგვარი ქმნილება ვიყავი რომელიც სადღაც მცენარეებში ბინადრობდა ერთერთი მცენარე ბამბუკი იყო, შემდეგ ეს ფილმივით ჩვენება იცვლება და ვხედავ და ვგრძნობ როგორ ვარ რაღაც უსასრულო სივრცეში იქაც რაღაც ქმნილების მაგვარი ოღონდ ამჯერად მეტყველების უნარით, და ვარ ორ სხვა ქმნილებას თან ერთად სადაც მიდიოდა დიალოგი იმაზე რომ მე უნდა გადავსულიყავი, რაზეც ვყოყმანობდი არ მსურდა თითქოს რაღაც განზომილებაში ან შეიძლება აქაც, დაბადება არ იყო ნახსენები, იყო ნახსენები და აღქმით გადასვლა, ნუ მოკლედ დავეთანხმე მაინც არც თუ ისე სასურველად, მაგრამ შეგრძნებებით და განცდით ამ ორი ქმნილებიდან თითქოს ერთერთი იყო ჩემი მეორე ნაწილი, ვისგანაც მომიწია განცალკევება და სადღაც გადასვლა ან დაბადება... კიდევ ერთი მომენტი საკმაოდ განვითარებულ და მოაზროვნე ქმნილებად ვხედავდი საკუთარ თავს, ცნობიერად... განცდები იყო რაღაც ზეე. შემდეგ მახსოვს წამიერად სადღაც გადასვლა პორტალივით და გაწყდა კავშირი და ვიზუალი.. საინტერესოა რას ფიქრობთ, პ.ს ორი თხოვნა მაქვს ჩემს პირველ თუ მეორე პოსტში ჩემი დაბადების თარიღი მაქვს მიწერილი, რომ დაფაროთ თუ შეიძლება და კიდევ ვიღაცა დამპირდა ასტროლოგიურ რუკას და თუ არის შესაძლებელი რომ შემუდგინოს პირადში მომწეროს, მადლობა ყველას.
Old.man მადლობა ბრო, ადრე შევადგენინე ერთს მარა , დეტალურად არ განმიხილავს, მხოლოდ სტიქიები მახსოვს და დაბადების კოდი, 111 და რუნები იყო კიდე, ნუ მოკლედ საინტერესო მარა დავკარგე მერე. 😒
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)