Printable Version of Topic
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მხატვრული ფილმები _ ძენი
Posted by: TeO Aug 3 2009, 02:30 PM
განაგდო ყველაფერი, თავი ბუნებას მიანდო და მედიტირებას შეუდგე... ეს არის დოგენის ძენ-ბუდიზმის არსი. მეცამეტე საუკუნეში ახალგაზრდა იაპონელი სახელად დოგენი, ჭეშმარიტების მასწავლებლის საძებნელად ჩინეთში ჩადის. აქ ის ბერს ხვდება, რომელიც ასწავლის, რომ მხოლოდ ძენ-მედიტაციაა გასხივოსნების ჭეშმარიტი გზა. იაპონიაში დაბრუნებული დოგენი, სიცოცხლის ფასად ცდილობს დანერგოს ძენ-ბუდიზმი. მისი მიმდევრები დღემდე მილიონობით არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით...(
რუს. http://gol.ge/index.php?cat=movies&details=5576
Posted by: TeO Aug 4 2009, 10:10 PM
ვუყურე და ძალიან მომეწონა!.. სიღრმეები არის და მაინც კითხვები ჩნდება..
Posted by: რათა_ჰა? Aug 5 2009, 09:44 AM
ვიზუალურად კარგი ფილმი ჩანს. მაგრამ, ფაქტობრივად არასწორია. ფილმში ერთი ისტორია, სადაც მეძავ ქალს შვილი უკვდება და დოგენს თხოვს გადარჩენას, არის გაუტამა ბუდას ისტორია. ბუდიზმში ეგ ცნობილია მდოგვის მარცვლის იგავით. მდოგვის მარცვლის იგავი ბუდიზმში განსხვავებულია ქრისტიანული იგავისაგან ოღონდ. უფრო მეტი ამ იგავზე ქვემო ლინკებზე შეიძლება ნახოთ:
http://www.accesstoinsight.org/tipitaka/kn/thig/thig.10.01.than.html
http://www.accesstoinsight.org/noncanon/comy/thiga-10-01-ao0.html
დოგენის ბიოგრაფიაში კიდევ იყო მნიშვნელოვანი მომენტები რაც ფილმში არ არის აღწერილი-წესით ასეთი ბიოგრაფიული ხასიათის ფილმში უნდა იყოს მოცემული ბევრი რამ, ჩემი აზრით.
Posted by: TeO Aug 5 2009, 09:55 AM
QUOTE(რათა_ჰა? @ 5th August 2009 - 09:44 AM)
დოგენის ბიოგრაფიაში კიდევ იყო მნიშვნელოვანი მომენტები რაც ფილმში არ არის აღწერილი-წესით ასეთი ბიოგრაფიული ხასიათის ფილმში უნდა იყოს მოცემული ბევრი რამ, ჩემი აზრით.
მართალი ხარ, ძალიან მხატვრულ ჟანრში არის გადაწყვეტილი ფილმის თხრობა
მაგრამ ის მომენტი- მეძავი ქალის და მისი ბავშვის ისტორია + მდოგვის, ცერცვის ან ლობიოს მარცვალის ძიებაზე - ეგ არაა პრობლემა გინდა ბუდას, გინდა დოგენს ან იესოს გადახდომოდა..მთავარი იდეის აზრია!..და არ უნდა ამას პატენტი
Posted by: რათა_ჰა? Aug 5 2009, 10:36 PM
QUOTE(TeO @ Aug 5 2009, 09:55 AM)
მართალი ხარ, ძალიან მხატვრულ ჟანრში არის გადაწყვეტილი ფილმის თხრობა
მაგრამ ის მომენტი- მეძავი ქალის და მისი ბავშვის ისტორია + მდოგვის, ცერცვის ან ლობიოს მარცვალის ძიებაზე - ეგ არაა პრობლემა გინდა ბუდას, გინდა დოგენს ან იესოს გადახდომოდა..მთავარი იდეის აზრია!..და არ უნდა ამას პატენტი
მთავარი აზრია, რა თქმა უნდა. მაგრამ, მაინც არსებობს საპატენტო ბიუროები და არავინ ამბობს, რომ მოძღვრება 4 არიული ჭეშმარიტების შესახებ იესოს ეკუთვნის ან პირიქით, "მამაო ჩვენო" ლოცვა გაუტამა ბუდას ეკუთვნის. თუ ვცდები?
Posted by: TeO Aug 6 2009, 06:54 AM
QUOTE(რათა_ჰა? @ 5th August 2009 - 11:36 PM)
მთავარი აზრია, რა თქმა უნდა. მაგრამ, მაინც არსებობს საპატენტო ბიუროები და არავინ ამბობს, რომ მოძღვრება 4 არიული ჭეშმარიტების შესახებ იესოს ეკუთვნის ან პირიქით, "მამაო ჩვენო" ლოცვა გაუტამა ბუდას ეკუთვნის. თუ ვცდები?
რათა_ჰა? ამას არც მე არ ვამბობ და არც პატენტს ვეწინააღმდეგები
მე სხვა რამეს ვიძახდი.. იმას, ამ დიდ ადამიანებს რომთავი დავანებოთ.. და ხომ შეიძლება ერთნაერი აზრი/იდეა ორ ან მეტ აბსოლიტურად სხვადასხვა ადამიანს პლანეტის სულ სხვადასხვა წერტილში მოუვიდეს- ანუ ნოლ სფეროდან მიიღონ არსებული ინფო..და ასეთ შემთხვევაში ვის უკუთვნის პატენტი?
Posted by: რათა_ჰა? Aug 6 2009, 10:40 AM
მასეთ შემთხვევაში პატენტი ეკუთვნის იმას, ვინც პირველად დააპატენტებს გამოგონებას კი, ისე შეიძლება მასეთი რამ და ბევრჯერაც მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში. ისე მდოგვის მარცვლის იგავი აშკარად გაუტამა ბუდას მიეწერება. დოგენი უდიდესი მოაზროვნე იყო იაპონური ბუდიზმის ისტორიაში და ისედაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული ძენის ისტორიაში მაგის გარეშეც.
ფილმი დღეს დავამთავრე. ტრადიციები და დოჯოში/ზენდოში არსებული ეტიკეტები არის ასე თუ ისე გადმოცემული: მედიტაცია სიარულის დროს (კინჰინი) სოტო ძენის სტილში; საჭმლის მიღების მედიტაციური ფორმა, რასაც ორიოკი ქვია ნახევრად არის აღწერილი. ძალიან საინტერესო რიტუალია ორიოკი ისე. youtube არის ორიოკის ვიდეოები:
http://www.youtube.com/watch?v=X6bSw9yUFY8
http://www.youtube.com/watch?v=13brYNaPZOk
Posted by: TeO Aug 6 2009, 01:40 PM
რათა_ჰა?
მადლობა, რომ ამდენ ინფოს გვიდებ
Posted by: რათა_ჰა? Aug 7 2009, 10:44 AM
QUOTE(TeO @ Aug 6 2009, 01:40 PM)
რათა_ჰა? მადლობა, რომ ამდენ ინფოს გვიდებ
შეგარგოს ინფომ
ძენზე თუ გინდა აუცილებელი და საკმარისი ინფომრაცია, მაშინ 1 წიგნი შეგიძლია წაიკითხო: Три столпа дзэн. ეს წიგნი დაწერილია ამერიკელი ძენის ოსტატის მიერ (ფილიპ კაპლოს მიერ), რომელიც ძალიან ცნობილმა იაპონელმა ოსტატმა გამოზარდა. წიგნი უფრო სწორად იაპონელი ოსტატის იასუტანის სწავლების ჩანწერებია და ძალიან ცნობილ წიგნად ითვლება ძენის ლიტერატურაში. რუსულ ლინკებს მოგცემ, სადაც წიგნის ყიდვა შეიძლება. თუ დაძებნი შეიძლება ტორენტებზეც ნახო უფასოდ ამ წიგნის ელექტრონული ვერსია.
http://www.chtivo.ru/chtivo=3&bkid=1161630.htm
http://www.libex.ru/detail/book145734.html
კიდევ არის რამოდენიმე კარგი წიგნი, მაგრამ ესეც საკმარისია ძენის გასაცნობად.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)