LA BELLE VERTE >> http://video.mail.ru/mail/vera_fizhenko/4410/5446.html <-----ონლაინში ყურება.
გირჩევთ ყველას უ ყ უ რ ე თ !!!!!
უძალიანმაგრესი ძენ ფილმიიიი
"Прекрасная зелёная" (Зелёная красавица) / "La belle verte"
жанр: комедия
Франция, 1996 год
О фильме:
1996 год. На далекой планете люди живут общинно-РП, биогенная цивилизация, теплый климат, полное самообеспечние, все гармонично. Количество проживающих на планете маленькое... Одна женщина с этой планеты решает посетить Землю (она посчитала, что корни ее рода с Земли), отправляется сюда и сталкивается понятное дело с техногенной цивилизацией и становится ей поначалу фигово... Но в виду наличия некоторых простых но действенных способностей ситуация начинает изменяться - разговаривая с людьми она умеет обращаться к их собственному "Я" отключая от программ социума. Ну и люди поговорившие с ней перещелкиваются и меняют восприятие происхожящего ...
Начиная от разувающегося посреди дороги человека, отшвыривающего ботинки, директора роддома, которые вдруг осознает что он не может принимать роды, поскольку не понимает в этом ничего - он же не женщина и кончая политиками, которые вдруг начинают нести с экранов тв правду.
"Зелёная красавица" не самый известный, но очень светлый, добрый и просто замечательный фильм, который я рекомендовал бы посмотреть всем
Поразительно, но именно этот фильм был запрещён к показу во Франции.
ესეც ლოტოსის ფორუმზე >> http://ariom.ru/forum/t11788-0-asc-0.html
ფილმი 96–ში გამოსულა და მიკვირს ამდენი ხანი როგორ ვერ ვნახე, თუმცა რა არის გასაკვირი როდესაც საკუთარ სამშობლოშიც კი აუკრძალავთ ფრანგებს ფილმის ჩვენება?! რა გასაკვირია
ვუყურე დიდი სიამოვნებით და ყველას ყველასდ გირჩევთ უყურეთ და სხვებსაც აყურებუნეთ..ეს რაღაც სუფთა ჰაერივითაა, რომელიც გამოგაფხიზლებთ/გაგაღვიძებთ და შეგბერტყავთ/აზრზე მოგიყვანთ
ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდიი
დიდი მადლობა TeO-ს ამ ფილმის "რეკლამირებისათვის"
უპრეტენზიოდ, მსუბუქად, ჭკუის სწავლების გარეშე არის ნაჩვენები ის თუ რას უნდა ვესწრაფვოდეთ და საით უნდა მივდიოდეთ. როცა დღეს ვლაპარაკობთ ბუნებასთან სიახლოვეზე და ტექნიკური და ინდუსტრიალური განვითარების შედეგად დედამიწისათვის (ჩვენთვის) მიყენებულ ზიანზე, ნებისმიერი ცვლილების და ასე ვთქვათ "უკან დაბრუნების" იდეა უტოპიურად ჟღერს. მერე კომფორტი, რა საჭიროა რეგრესი და გამოქვაბულებში დაბრუნება და ა.შ. არგუმენტების მთელი კასკადი. ცნობიერების შეცვლა, აი, ერთადერთი გამოსავალი. გზა? ალბათ ერთი კარგი "შენჯღრევა" ყველას გვჭირდება მართლა და სტადიონზე ჩვენც ავცეკვდებით
ჩემთვის შოკი იყო აფრიკელი აბორიგენების და უდაბნოს ფონზე "გოგოვ, გოგოვ, მე შენს მეტი....." რომ აჟღერდა უცებ.
ყველას გირჩევთ უყუროთ. ფილოსოფია, რომ მოვაშოროთ სასიამოვნო კომედიაა
ქართული სიმღერის საუნდტრეკად მოსმენა მართლაც მოულოდნელი და სასიამოვნო იყო))) ყურებს კი ვუჯერებდი, მაგრამ თან არა
ირმა ჯერ არ გინახია ეს ფილმი?
არ მომეწონა ფილმი, უფრო სწორედ მსოფლმხედველობა ამ ფილმის მიღმა. იეღოვას მოწმეები მომაგონა. მათაც სწამთ მსგავსი "მიწიური სამოთხის", უცოდველი ბუნების და ცოდვილი ადამიანის. ეს ფიზიკური სამყარო ვერასოდეს იქნება უცოდველი, რადგან მხოლოდ სიბრძნითაა შექმნილი და არა სიყვარულით. ბუნებას საფუძვლად უდევს სიკვდილის, მკვლელობის და ერთმანეთით კვების პროცესი. ჩვენი ის ნაწილი, რომელიც მართლაც ამ ბუნების ზიარია იგივე კანონზომიერებებით ცოცხლობს. მხოლოდ ჩვენი სრული, სულიერიდან გამომდინარე ტრანსფორმაცია და ამით განპირობებული დედამიწის ტრანსფორმაცია არის გამოსავალი. მაგრამ მაშინ დედამიწა და ადამიანები ისეთი ფორმის არ იქნება, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები უცხო პლანეტის სახით.
გარდა ამისა ფილმში არ მომეწონა სხვისი მანიპულირების უნარი, უცხოპლანეტელების კოლექტივიზმი და ფიზკულტურა ( საბჭოეთი მომაგონა), და (ფეხბურთის მოყვარული არანაირად არა ვარ, მაგრამ) ფეხბურთელების დაცინვა და დისკრიმინაცია.
გულთბილობას და ვეგეტარიზმს კი მთლიანად ვემხრობი.
რაც არ უნდა თქვათ, მე მაინც მომწონს ეს ფილმი მასში ბევრი დადებითი მუხტია და არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ კომედიური ჟანრია ასე, რომ ყველაფერს მეტად სერიოზულად არ უნდა აღვიქვამდეთ..და ის წვრილი "ნედავიაზკები"კიდევ ეპატიებათ,შეიძლება თვალის დახუჭვა
TeO
ეხლა ვნახე, ვაღიარებ, მსგავსი დეგენერატობა ჯერ არ მინახავს! კომუნისტებიც იგივეს ქადაგებდნენ: რძის მდინარეებს, მიწიერ სამოთხეებს, ჯამრთელ ცხოვრების წესს, ბროილერის ბავშვების გამოყვანას და ა.შ. და ა.შ. და ა.შ..... არა, მე ჯანსაღი ცხოვრების წინაარმდეგი კი არა ვარ! მარა რა უბედურებაა ეს სახალხო კოლექტიური დამოძღვრები...? ხოხ....!
ჰმ, ადამიანებს როგორი განსხვავებული ხედვა და გემოვნება გვაქვს! ნა ვკუს ი ნა ცვეტ - ტავარიშავ ნეტ-ო
ეხლა მოვრჩი ყურებას.მე მომეწონა ძალიან.აბსოლიტურად სწორი გზაა ნაჩვენები თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.
კომუნიზმს რაც შეეხება.....კომუნიზმს ქმნიდნენ ლიდერები და არა ხალხი.აქ ხალხია თავის ბატონ პატრონი ულიდეროდ.ასე რომ უაზრობაა აქ კომუნიზმის შედარება ამაზე.
Simulated
Simulated
23
TeO
მადლობა TeO ამ ფილმის რეკლამირებისათვის
ირმა
აუ დამაინტრიგეთ. მეც მომინდა ეხლა ყურება.
ამ ფილმზე მსჯელობას გადავხედე, ჰმმ. ერთ რამეს დავაკვირდი, შესაძლოა ფილმი ან ნაწარმოები იდეოლოგიურად და აზრობრივად ძალიან გამართული იყოს, აი, ისეთი წუნს რომ ვერ დაუდებ და ამვდროულად არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდეს, შენ სულს/გულს არ ეხებოდეს. მნიშვნელობა არა აქვს როგორ დახატავდნენ "იდეალურ" ყოფას, მაიმუნებივით ხეებზე ჩამოკიდებულებს თუ მინდორზე ყოველწლიურად შეკრებილებს, მთავარი ჩვენი ყოფის ხარვეზების და გადარჩენის მიმართულების ჩვენება იყო. აი, როგოც ზურიკელაზე ამბობენ "რა გინდა უგვრძნია კაცსო", მასეა რა, წესით გულგრილი არ უნდა დაგტოვოს, შენს სულს შეეხოს, მნიშვნელობა არა აქვს გონება რა შეფასებას მისცემს ამ შემთხვევაში რადგან დიდად არც მაგას ესმის რამე, პრეტენზია კი აქვს, იცოცხლე
ეს ფილმი როგორც ჩანს საშიშად ჩათვალეს დიდმა ფირმებმა და ამიტომაც არ უწევენ რეკლამირებას.
ფილმი კარგი კომედიაა, ბევრი ვიცინე კიდეც. მაგალითად, როდესაც ერთი იძლევა შეკითხვას რა არის მანქანა და მერე ყველა პატარა ბავშვებივით ცდილობენ ახსნან რა არის მანქანა ხელებითა და ფეხებით
ასეთი ხასიათი რას გაგონებთ? რას იტყოდით?
ამ პატარა სახუმარო სცენაშიც კი ჩემი აზრით აზრი დევს.
ეს ყოფილა ფრანგი რეჟისორის, მსახიობის და სცენარის ავტორის Coline Serreau-ს ფილმი. იგი ასევე ამ ფილმის სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელიცაა.
58-წუთზე მართლაც არის ქართული სიმღერა. რა ჰქვია არ ვიცი, მაგრამ სიტყვებს ”...თურმე ჩემს გულში ნაზი...” მოვკარი ყური. ამის მერე კი ნამდვილად “გოგოვ, გოგოვ მე შენს მეტი...” იწყება. საოცარია. ფიმლში http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=589 ხომ ასევე ქართული სიმღერებია დადებული (ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით). როგორც ჩანს ევროპელებისთვის ქართული სიმღერები ძალიან მისტიურად, გონებისა და ცნობიერების მიღმა არსებულად აღიქმება. ჩვენთვის კი ისინი იმდენად ჩვულია, რომ თავისთავადად აღვიქვამთ და რაა მათში ჩადებული აღარ ვაკვირდებით.
რაც შეეხება თვითონ ფილმს, თავიდან ვიფიქრე რომ ის ცოტა ნაივურია, მაგრამ მერე დავფიქრდი და უნდა ვთქვა, რომ ეს ხომ მხოლოდ მხიარული კომედიაა, რომელსაც არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და შეიძლება უყუროთ ბავშვებთან ერთად. ანუ ის არის ზუსტად ის რაც უნდა ყოფილიყო. თუ ვინმე მელოდრამატულ ტრაგედიას ეძებდა უფროსებისთვის, არც უნდა ეყურებნა.
მაგრამ აი რაც ჩემამდე ნამდვილად არ დადის ესაა ის, თუ რატომ იყო ეს ფილმი აკრძალული. იყო კი?
ყველაზე საინტერესო კი აღმოჩნდა ის, რომ Coline Serreau ყოფილა ასევე, ერთი ჩემთვის, ბავშვობაში კარგად ნაცნობი ფილმის, “სამი მამაკაცი და ერთი ჩვილი” (http://www.imdb.com/title/tt0090206/ ), სცენარის ავტორი და რეჟისორი. ეს ფილმი ძალიან მიყვარდა და ხშირადაც ვუყურებდი ხოლმე.
Emigranti
“სამი მამაკაცი და ერთი ჩვილი” ამ ფილმის გაგრძელება გადაუღია 2003 წელს- "18 წლის შემდეგ" http://gol.ge/index.php/index.php?cat=movies&details=1443&order=1.1
ახლა ორივე ფილმს ვიწერ, ვნახავ, მაინტერესებს
ჩემ ხელაა ანუ 25 წლის რა გინდა სულ პატარა ყოფილა
ვუყურე და მართლა მომეწონა მსუბუქი ფილმია ღრმა დეტალებით.
კრიტიკულად თუ არ შეხედავთ მგონი უნდა ისიამოვნოთ... რაღაც არ მომინდა გაკრიტიკება
მადლობა თეოოოოს
priad ubralo
წამეშალა ფილმი და ახლა ვიწერ აქედან > http://www.om-kali.com/news/prekrasnaja_zelenaja/2010-04-13-869
უკეთესი ხარისხია და ვნახოთ
priad ubralo
იყოს ეს ლინკიც
https://www.youtube.com/watch?v=CW61NxJ73G4
Emigranti
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)