ეს ფილმი ძალიან მომწონს, არ მახსოვს რამდენჯერ მაქვს ნანახი. ვისაც არ უნახია ვურჩევ ნახოს.
1. http://avoe.ge/movies/one.php?mid=4749
2. http://avoe.ge/movies/one.php?mid=4750
3. http://avoe.ge/movies/one.php?mid=4752
ხო, ეს ფილმი გადაღებულია ტოლკინის წიგნის მიხედვით, ფილმის ნახვის შემდეგ წიგნიც წავიკითხე და მართლა აღფრთოვანებული დავრჩი, ფილმი წიგნთან ძალიან არის მიახლოვებული და სხვაობა ძალიან ცოტაა. წიგნიც ძალიან საინტერესოა, თუმცა ჩემს ასაკში დიდი ხანია ვეღარ ვკითხულობ ასეთი სახის წიგნებს ამ წიგნმა ძალიან დამაინტერესა. ვიტყოდი რომ არის რაღაც ასე ვთქვათ „ეზოთერიულიც“ ამ წიგნში.
აი კიდევ სურათები ამ ფილმიდან
http://www.youtube.com/watch?v=prZ4RWWku7Y&feature=related
აუ ამ ფილმზე ვგიჯდები... ორასჯერ მაქვს ნანახი..
მეეც მაგარი მევასება, საუნდტრექები აქ ვაფშე საუცხოო
Alpha მომწონს შენი ახალი ავატარი, მომწონს ფილმი და სურათებიც ამ ფილმიდან
ვა რა საინტერესო ხალხი ხართ
ვერაფრიტ ვუყურე ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი სული შემეხუთა
რა ვიცი უინტერესო იყო ჩემთვის .5 წლის წინ ვუყურე არ მახსოვს თუ ბოლომდე გავძელი
ანუ საერთოდ არ მახსოვს რას ვუყურე
http://www.youtube.com/watch?v=ghdBfZqSvTo&feature=PlayList&p=0CBD80C62088779C&index=0
აი ამ ფილმის პირველი ნაწილი მთლიანად
გენიალურია... ტოლკიენმა საოცრება შექმნა...
სამყარო საკუთარი ენით, დამწერლობით... გენიალურია...
"ეზოთერიული" არა და ბევრი საინტერესო პასაჟია..
აუ, ნანახი გაქვთ ტოლკიენი როგორ სახლში ცხოვრობდა, ან მისი ცოლის ფოტო? ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ეს ხობიტების ოჯახია ეს კაცი წლების განმავლობაში თავის სტუდენტებს და მეგობრებს უყვებოდა ამ ისტორიებს და მთელი სამყარო შექმნა. მისი ბოლო წიგნი კი საერთოდ ელფების ენაზეა. როგორც თვითონ ამბობდა ამ ”სამყაროს” ხედავდა, ის უხმობდა თუ ესიზმრებოდა თუ რაღაც მაგის მსგავსი. ფოტოებშიც ისეთი განყენებული მზერა აქვს, შეგიძლია დაინახო რომ აი, როცა ამ სახლის უკან სეირნობს სინამდვილეში სულ სხვაგან დაიარება და იმას ხედავს რაც შენმა თვალმა შეიძლება ვერც შენიშნოს. ალბათ ძააალიან მაგარი შეგრძნებაა.
აი ტოლკინის(1892–1973) სურათები:
გენიალური მწერალი იყო. მისი ცოლის ფოტო არ მინახავს.
აუ საერთოდ არ მომეწონა ეს ფილმი. ვუყურე ვუყურე, მარა ვერ დამძაბა"... ადრე ასეთ ფილმებზე მუღამში შევდიოდი ცოტა მარა ... ეხლა საერთოდ ურეაქციოდ ვუყურე... რავიცი მე დიდი კინოს მოყვარული არა ვარ მართალია, მაგრამ ნუ ეს ჩემი აზრია.
იმედია ქვებს არ დამიშენთ.
ფილმი ზოგადად კარგია, მაგრამ მე პირადად ამას ბევრად მირჩევნია "საით მივყავართ ოცნებებს"
mata
mata
ჩემი ყველა დროს ფილმი N1
და ყველა დროის წიგნი N1
ძალიან მაგარია! და ძალიან ბევრი რამ არის ეზოთერიული მოკლედ, ვაფრენ ამ ფილმზე
ირმა
მე კიდევ ბოლო დროის ნანახ ფილმებში ყველაზე მეტად მომწონს
აბა რა ვთქვა?.. არ მინდა დაწყება. თორე ვერ გავჩერდები მერე ვიცი ჩემი თავის ანბავი..
P.S. არც ისე არის მიახლოვებული წიგნთან..
მდინარეზე ფროდო რო არვენს გადააყვანინა მაგას ვერ ვპატიობ და ვერც ვაპატიებ ჯექსონს.. :
ხო კიდე ტომ ბომბადილის მთელი სცენის არასაჭიროდ ჩათვლა/არ გადაღებას..
მიყვარს ფილმი
http://www.youtube.com/watch?v=WskRAEggqkQ
ჩემთვისაც მეორე ან პირველი ფილმი იყო წლების მანძილზე, ძალიან ბევრჯერ ვნახე და ახლა რომ დავინახავ ხოლმე, კი ვცდილობ ვუყურო, მაგრამ არაგორნის, გიმლის და ლეგოლასის ამბების მომენტების გარდა ვეღარ ვუძლებ...
ამის ბევრჯერ ნახვის მერე წიგნის წაკითხვაც ვცადე, ცოტა ხნის წინ სხვათა შორის. პირველი წიგნი წავიკითხე და რა გითხრათ : )) კი, დიდი სამყარო შექმნა, ძალიან ბევრ ადამიანს მიანიჭა სიამოვნება და შეიძლება მეც მომწონებოდა, ფილმი ამდენჯერ რომ არ მქონოდა ნანახი : )) თითქმის ყველა მომენტში უკვე ვიცოდი რა მოხდებოდა, თან ძალიან მარტივი, ბავშვური ენით იყო დაწერილი... მოკლედ, ჩემი აზრით საბავშვო წიგნი უფროა.
კასპარს დავეთანხმები, ზოგი ნაწილი ამოღებული იყო, მაგრამ ერთ ფილმში თითქმის ყველაფერი ჩაატიეს და დასაფასებელია. არაუშავს, გლორFინდელის და ბომბადილის გარეშეც შეიძლებოდა : ))
თქვენ იცით რომ ჰობიტიც გამოდის 2012-ში? ამის ფილმი რომ არ მქონდა ნანახი, უფრო დიდი სიამოვნებით შევუდექი კითხვას ვიდრე ბეჭდების მბრძანებელს : ))
ეგ წიგნები არის ქართულად ნათარგმნი?
პირველი და მეორე წიგნი უეჭველად ნათარგმნია, 2 წლის წინ გამოვიდა, მესამე არ ვიცი.
ორიგინალში, ინგლისურად პირველი წიგნი აქვთ საჯაროში. ჰობიტიც ნათარგმნია, მაგრამ გაყიდვაში არის თუ არა, არ ვიცი...
ძალიან კარგი,თუ ნათარგმნია.. ინფორმაციისთვის გმადლობთ.
ეს ფილმი (წიგნი უფრო) ისე მევასებოდა , ოთახში შუამიწეთის რუკა მქონდა გაკრული და ელფური დამწერლობაც ვისწავლე ))
მაგარია ტოლკინი ინგლისელებს '' მითოლოგია '' შეუქმნა )
თითო სერია მილიონჯერ მაინც მექნება ნანახი, ნუ ჩემო ფავორიტი ორი ციხესიმაგრეა მაინც
http://pix.ge/
ესეც მე ვარ , რომელიღაც წინა ინკარნაციაში
აუ ეს რამდენი ნაწილია გამოსული?
სამი
აი ლინკიც რუსული თარგმანი
http://www.nizaika.ru/news/vlastelin_kolec_1_2_3/2012-06-02-3759
არ მახსოვს რომელი მაქვს ნანახი, ერთი მაქვს მაქედან წიგნებს ვიყიდი ალბათ ნელ-ნელა, უფრო ვატან გემოს, თან ფილმების დრო არ მაქვს, მაგდენ ხანს არ მსვამენ კომპთან სახლში
ხო, წიგნი ძალიან კარგია, თან ფილმში ყველაფერი არ არის, თუმცა იშვიათი სიზუსტითაა გადაღებული სხვა ფილმებთან შედარებით, როცა ყველა ფილმი აბსოლუტურად განსხვავდება წიგნისაგან, აქ პატარაა სხვაობა.
რა ფანტაზია ჰქონდა ტოლკინს, რა მაგარი ცოდნა
ხო, ზევით ლინკი რომ დავდე არ მომეწონა, აქ ამ ლინკზე პირველი და მეორე მოვძებნე, მესამეც იქნება, თან სრული ვერსიაა.
http://filmix.net/4682-4682.html
9 საათია სამივე ფილმი, სახუმარო არაა
გავგიჟდები მალე, თუ უკვე არ ვარ გიჟი
სანამ ფილმს ვნახავდი 2 ახალგაზრდა გნომი სიზმარში ვნახე მგონი...
საინტერესოა, მივუბრუნდები თემას მოგვიანებით, გავრბივარ ახლა
ეს ეპიზოდი მიყვარს:
http://www.youtube.com/watch?v=P3p7BFSZ_Bw
მარტო ორკები არ მიყვარს და ბევრი ომები, ნახევარზე თვალებს ვხუჭავ ხოლმე ორკებს რომ არ ვუყურო
უკვე რამდენჯერმე მაქვს ნანახი ფილმი და კიდევ ვნახავ
earth
მე არცერთი არ მინახავს და რომელს მირჩევდი მაგ სამიდან.
Barmalei
რათქმაუნდა ჯერ პირველი უნდა ნახო, ეს არის ბეჭდის საძმო: http://filmix.net/fjuntezi/4692-vlastelin-kolec-bratstvo-kolca.html
მეორე არის ორი კოშკი და მესამე მეფის დაბრუნება. ასე მიყოლებით უნდა ნახო, რადგან ეს სამივე ერთი ფილმია. ბოლოდან თუ დაიწყე არც საინტერესო იქნება...
მე მომწონს პირველი, მთელი საიდუმლოები პირველში იწყება. ისე მართლა მგონი წიგნის წაკითხვა ჯობია ჯერ.
ერთი ადგილი მინდა მოგიყვეთ წიგნიდან და მეორე ფილმშიცაა, ელფები უზარმაზარ ხეებზე ცხოვრობდნენ, ეს ფილმშიც ასე აქვთ გადაღებული. ეს ადგილი ძალიან მომეწონა, ასე მგონია, რომ ოდესღაც მეც ვცხოვრობდი მასე, იმ უძველეს წარსულში... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტოლკინმა ეს წიგნი დაწერა, ისე რომ ჯერ იმოგზაურა თავის წინა ცხოვრებაში. ხო, ასეთი შეგრძნება უფრო წიგნის წაკითხვის მერე დამრჩა, ჩემი ფანტაზია შეერწყა ტოლკინისას ფილმში რათქმაუნდა განსხვავდება ცოტა
ვგიჟდები ამ ფილმზე
http://www.youtube.com/watch?v=IHc5La2Ta3c ეს ჩემი საყვარელი მომენტა
ისე 3ამივე ნაწილში ზოგიერთი კადრი ამოჭრილია
youtubeზე ვნახე ისეთი მომენტები რომლებიც არაა ფილმში
ვგიჟდები ამ ფილმზე
http://www.youtube.com/watch?v=IHc5La2Ta3c ეს ჩემი საყვარელი მომენტა
ისე 3ამივე ნაწილში ზოგიერთი კადრი ამოჭრილია
youtubeზე ვნახე ისეთი მომენტები რომლებიც არაა ფილმში
ვგიჟდები ამ ფილმზე
http://www.youtube.com/watch?v=IHc5La2Ta3c ეს ჩემი საყვარელი მომენტა
ისე 3ამივე ნაწილში ზოგიერთი კადრი ამოჭრილია
youtubeზე ვნახე ისეთი მომენტები რომლებიც არაა ფილმში
ვგიჟდები ამ ფილმზე
აი ეს თემა მე რატო არ ვიცოდი :|
ვაიმე მართლა სიტყვები არ მყოფნის ისე მიყვარს ეს წიგნიც და ფილმიც , აი ასე კარგად ფილმში პერსონაჟები მგონი არ აურჩევიათ არსად!
მეც უამრავჯერ მაქვს ნანახი და დიდი სიამოვნებით ვნახავ კიდევ.
skrillex
აი ეს კადრი მაგალითად მე ფილმში არ მინახავს მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრჯერ მაქ ნანახი
http://www.youtube.com/watch?v=v_BK-kuQ-Fo
არის რაღაც მომენტები, რომლებიც მამოღებულია და ყვლა ვერსიაშია რ არის. კდიე არის რამოდენიმე კადრი
რავი მე წიგნებიც წაკითხული მაქვს და რაც ნანახი მაქვს არაფერი აკლდა ^_^
დამიჯერე სრულიც მაქ ნანახი და მაგიტო ვიძახი
ელფი
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=5NGguk8VXYc
ძალიან მხიარული ყოფილა ეს ელფი
https://www.facebook.com/photo.php?v=10151697149436171&set=vb.141884481557&type=2&theater
ჰობიტის მეორე ნაწილის Trailer
https://www.facebook.com/photo.php?v=155837147936654&set=vb.141884481557&type=2&theater
http://www.youtube.com/watch?v=INO1XRZLYh8
ჰობიტის აუდიოვერსია
ბეჭედი რომ თქვენს თითზე გაკეთდეს დაგიპყრობდათ? ამ ნაწარმოებში არის დეიუს ექს მახინა, ანუ ღვთის ჩარევა.. რაც ქრისტინობასთან პირდაპირ კავშირშია. ადამიანი ყოველთვის დამარცხდება ეგოიზმთან მხოლოდ ღმერთის უშUალო ჩარეით გადარჩება...
ფილმში ელფები ძალიან სერიოზულები არიან. ტოლკინთან სხვანაირადაა
http://radikal.ru/fp/a258874ee62b4b47ab50995517a5cd65
ხო, ფილმი არასოდეს არაა ისეთი როგორც წიგნი. თუმცა ეს ფილმი მცირე სხვაობითაა წიგნისაგან. ძალიან მაგრი იყო ტოლკინი
ლეგოლასი ელფი ყველაზე მეტად ემთხვევა ელფებს ჩემი აზრით. აი თმა, ქცევები, ჩაცმულობა. თუმცა ქცევებში ცოტა ცვლიელებებს შევიტანდი ^_^
teepurple
ჰო, ერთი ეგაა, რო ელფურ სიმღერებს არ მღერის წკრიალა ხმით
taking the hobbits to isengard
აუ როგორ მინდა ერთი კვირით მაინც მომახვედრა მაგათ გარემოშო :/
კაი უფრო ნაკლები იყოს
teepurple
ჰო მაგათი საუბრები ძალიან მომწონს მეც ^_^
ლეგოლასი და კიდევ ერთი ელფია, პირველ ნაწილში რომელიღაც სოფელში რომ ხვდება ფროდოს და ერთ რჩევას რომ მისცემს მნიშვნელოვანს. ფილმში მგონი არ არის ეგ მომენტი. მაგ დროს არის კიდევ ელფების ხასიათი აღწერილი.
teepurple
სულ პირველად რომ შეხვდებიან ელფებს შაირიდან წამოსულები
და მერე ტომი ბომბადილთან სტუმრობაც გამოტოვებულია.
ნუ ეგ არა უშავს, უბრალოდ სხვა რამეებზეა ფილმში ყურადღება გადატანილი, სანახაობაზე უფრო ვიდრე ამ პერსონაჟების გაცნობაზე. მარა მაგარია ფილმიც.
ჰობიტიც მომეწონა, ფილმი ჰობიტი ძალიან კარგია
ამ სცენას როგორ ველოდებოდი
http://www.youtube.com/watch?v=h54kqvovC_w
ჰობიტებზე სულ ქართველები მახსენდება
ბოლოთავებამდ ემეგონა რომ არვენის და არაგორნის სიყვარულის ისტორია ჯეკსონის მოგონილი იყო. რავა ბოლოში გამოანათებინა არვენს ტოლკინმა, დასამალი ქალი იყო?
ლეგოლასს კიდე ჩემნაირი აზრები გაუჩნდა მინას ტირითის თეთრი ქალაქის ნახვისას- ხეები და სიმწვანე აკლია, ელფებს გამოვუგზავნი მეფეს და მარადმწვანე ტყეს გავაშენებთო
http://radikal.ru/fp/2db80b97c8914dfca240f4d0d5a90325
სილმარილიონის წიგნი ჩამივარდა ხელში, ახლა ვიწყებ.
არც ვიცი თუ არის ქართულად სილმარილიონი
არვიცი... მე ბერძნულად ვკითხულობ, თუ თავი დავადგი, ძნელი წიგნიაო, თან ცოტა დრო მაქვს კითხვისთვის.
ე.ი. გენდალფი ელფი იყო? ედლერების მოდგმა?
აბა მესამე ელფური ბეჭედი მას რატომ ჰქონდა?
გენდალფი არ იყო ელფი, ბეჭედი მისცა ერთ-ერთმა ელფმა სინდარინი თუ კირდანი, რაღაც ეგეთი ერქვა.
teepurple
ეგ არ შემხვედრია ვინ მისცა
აუ არც მე მახსოვს სად იყო ეგ ფილმში თუ წიგნში. აი გარჩეული იყო რატომ მისცა გენდალფს და არა სარუმანს მგონი წიგნი იყო ^^
მოკლედ ეგ ბეჭედი მისცა ელფმა , გენდალფი ელფი არაა ^^
teepurple
ალბათ დანართებში წერია და მაგეებს ახლა ვკითხულობ.
არაა და ნუა
იდოს ეს ლინკიც ამ თემაში,–Хоббит: Нежданное путешествие
http://www.nizaika.ru/news/khobbit_nezhdannoe_puteshestvie_2012/2013-12-04-5251
ხვალ მივდივარ ჰობიტის სანახავად
უკვე? მე გვიან მომიწევს ალბატ, 22-23-ში
ვნახე, ახლა მოვედი
ჯერ ვაანალიზებ...
არის აქაც ბევრი საინტერესო ადგილი, თუმცა პირველი გაცილებით უკეთესია.
ზემოთ ლინკი რომ დავდე ჰობიტის პირველი ნაწილი წაუშლიათ ფილმი, ამიტომ ვდებ ამ ლინკს:
http://filmix.net/fjuntezi/59777-hobbit-nezhdannoe-puteshestvie-the-hobbit-an-unexpected-journey-2012.html
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ტოლკინისეულ "სამყაროში"
დღეს ვნახე ჰობიტის მეორე ნაწილი ძაან მაგარია....
ესეც მეორე ნაწილი ონლაინ:
http://filmix.net/fjuntezi/81673-hobbit-pustosh-smauga-the-hobbit-the-desolation-of-smaug-2013.html
კინოში სხვა მუღამი აქ...))
არაა კარგი ხარისხი, რაღაც ხმები ისმის, მაგრამ არაუშავს
მოკლედ დავიწყე ისევ ბეჭდის მბრძანებლის წაკითხვა მეორედ, ისევ ბერძნულად, რადგან ამ თორმეტი წლის წინ ისე კარგად არ ვიცოდი ბერძნული და ზოგი რამ ვერ გავიგე. ნეტა ქართულად წიგნის ლინკი ხომ არ არის,– იცით ვინმემ?
ახლა წიგნს უფრო საღამოს ვკითხულობ ერთი საათი ძილის წინ, მაშინ მცალია მარტო. მერე მთელი ღამე სიზმრებში ვარ გუშინ დილით გამეღვიძა და ვცდილობდი გამეხსენებინა ვინ ვარ სინამდვილეში. ორჯერ გავიმეორე ჩემი სახელი მე ირმა ვარ მეთქი სიზმარი დამავიწყდა. ეტყობა წინა ცხოვრებაში ვიყავი და მაგიტომ.
საერთოდ ტოლკინი ამ წიგნით რაღაცას მახსენებს, რომელიღაც წინა ცხოვრებას, თითქოს მართლაც მოხდა ოდესღაც მსგავსი რამეები.
Lashapoli
ჰო კინოში არაუშავდა.
სპეცეფექტებმა მაგიური ძალები დაჩრდილა კინოში წიგნთან შედარებით. ეს ნაკლი ბეჭდების მბრძანებელსაც აქვს. მაგრამ სპეცეფექტებით ჯეკსონი რასაც ჩაიფიქრებს კარგადაც იღებს, ასე რომ არნახვას ნახვა ჯობია ოღონდ დიდ ეკრანზე
პ.ს.
ლეგოლასი ბებერი
ლეგოლასი კუ-ნინძა
ბეჭდების მბრძანებელში თქვა ალბათ "სადაც არაგორნია მუნ არა ვიკადრებ გამოჩენასო" თორემ თუ ახალგაზრდობაში ასეთი ცეცხლი და ქარიშხალი იყო, 60 წლის შემდეგ რაღა დაემართა, დაავიწყდა? ერთი "პილოს" მოკვლის გარდა, ასეთი ხედით არსად ჩანს მაგის საომარი შესაძლებლობები.
ისე ეგ არ მომწონს ფილმის, რომ ელფები მეომარ ხალხად აქცია ჯეკსონმა. წიგნებში გაურბიან ხოლმე ზედმეტ სისხლისღვრას და სულ მაგაზეა დავა
earth
წაუშლიათ...
https://www.youtube.com/watch?v=2fngvQS_PmQ
მომეწონა
earth
ხო მეორე ნაწილი იყო... ახლა არ მახსოვს, მეც ეგ სცენა სად ვნახე, იმიტომ რომ მეც ვნახე მაგ ლინკზეც და კინოშიც.
ბეჭდებში ელრონდი რომ მიაკითხავს არაგორნს, ხმალს მიუტანს და არვენი კვდებაო ეტყვის. როდის კვდება აბა არვენი?არ ჩანს რამე აწუხებდეს ეს რა მოიგონა ჯეკსონმა, ვერ ვხვდები
tikoroma
მე ვიფიქრე ამ სამყაროში რომ დარჩენილიყო და არაგორნის გარეშე ეცხოვრა მაგ შემთხვევაში მოკვდებოდა. სიკვდილში იგულისხმა ალბათ სიბერე, და ადამიანური სისუსტეებისგან გამოწვეული სიკვდილი .
არაგონში ხომ არის ელფური სისხლი, ნაწილობრივ, როგორც მახსოვს, მასაც ელფი წინაპარი ჰყავდა და ეგ და არვენიც მარადიულად ხომ არ იცხოვრებენ, ელფები ზღვის მხარეს მიდიან მგონი, სიკვდილის მოახლოებისას.
კი არაგუნს ჰყავდა ელფი წინაპარი
18-ში მივდივარ ჰობიტზე
ხალხოოო
არავინ ნახეთ ფილმი?
ახლა დავბრუნდი კინოდან... ვნახე ჰობიტი, ბილბო...
ძალიან მომეწონა ესეც.
ესეც ხუთი არმიის ბრძოლა
http://filmix.net/trejlery/91296-hobbit-bitva-pyati-voinstv-the-hobbit-the-battle-of-the-five-armies-2014.html
სკეიტით რო გულაობდა ლეგოლასი?
https://www.youtube.com/watch?v=bIhZTlYfvok
ეჰ, ჩაბარდა პატრონს
დღეს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთ-ფინეთის და მეორე მსოფლიო ომების ვეტერანი, ბრიტანეთის სამეფოს რაინდი, დამსახურებული დრაკულა, მუმია, გრაფი დუკუ, სკარამანგა, შერლოკ ჰოლმსი, რასპუტინი, ფრანკენშტეინის ურჩხული და მრავალი სხვა ბოროტმოქმედი, მეტალ-ვოკალისტი, ტოლკიენის ნაცნობი და, რა თქმა უნდა, სარუმანი - კრისტოფერ ლი.
http://www.radikal.ru
ეს ადგილი
ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა (EXTENDED)
http://net.adjara.com/Movie/main?id=9814&q=SD&s=Georgian
მშვენიერია, ახლა ვნახე ქართულადაც ნათარგმნი.
ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი (EXTENDED)
http://net.adjara.com/Movie?id=9813&q=SD&s=Georgian
არ ვარგა ქართული ნათარგმნი, განსაკუთრებით ბეჭდების მბრძანებელი არვიცი ვინც გადათარგმნა გადააკეთა როგორც უნდოდა. ჯობია სულ არ ნახოს კაცმა ასეთი ნათარგმნი...
წიგნი სჯობს ქართული ფილმს
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)