Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ისტორია, ცივილიზაციები, რასები _ ქართული მეგალითები

Posted by: tikoroma Nov 7 2018, 02:06 AM

ამ თემაში ვისაუბროთ საქართველოში არსებულ უძველეს მეგალითებზე
ამ თემებს ჩემი მეგობრები ჯგუფ SHUKRA-ს წევრები იკვლევენ
წარმოგიდგენთ ვიდეოების ციკლს
სადაც ახლებურადაა სხვადასხვა დროის ძეგლების ისტორია დანახული და გააზრებული

პირველი ვიდეო თეჯისის შესახებ



Posted by: INVICTUS Nov 7 2018, 11:36 AM

ჩემთვის ასეთი ადგილების კვლევა ძალიან საინტერესოა.

ეს კვლევაც კარგი იყო, ასეთი ადგილები იშვიათად იქნება თუმცა ის თითქმის ყველა ქალაქში.

ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, თორე ბიჭებს ენერგეტიკური ველი კვლევის კარგი აპარატურა რომ ჰქონდეთ გაცილებით საინტერესო დასკვნებს დადებენ.

წარმატებებს ვუსურვებ და საინტერესო აღმოჩენებს

Posted by: tikoroma Nov 7 2018, 12:37 PM

INVICTUS

ციტატა(INVICTUS @ 7th November 2018 - 11:36 AM) *
ჩემთვის ასეთი ადგილების კვლევა ძალიან საინტერესოა.

ეს კვლევაც კარგი იყო, ასეთი ადგილები იშვიათად იქნება თუმცა ის თითქმის ყველა ქალაქში.

ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, თორე ბიჭებს ენერგეტიკური ველი კვლევის კარგი აპარატურა რომ ჰქონდეთ გაცილებით საინტერესო დასკვნებს დადებენ.

წარმატებებს ვუსურვებ და საინტერესო აღმოჩენებს

ეგ დროც მოვა, მეტს შევძლებთ
smile.gif ქუთაისშიც ჩამოვალთ ხვამლიც სანახავია ;დ

Posted by: tikoroma Nov 7 2018, 12:37 PM

ჯავახეთი არის საბადო <3

Posted by: INVICTUS Nov 7 2018, 01:01 PM

ჩამოდით smile.gif

Posted by: INVICTUS Nov 7 2018, 01:03 PM

ვიდეოკამერა მაქვს თავისი შტატივით და მაინტერესებს მასეთი ადგილების ნახვა - გადაღება, შესწავლა smile.gif

Posted by: ano Nov 7 2018, 02:51 PM

შუკრა მომწონს, ავტორი სიღრმისეულია,
კარგი ვიდეოები აქვს

Posted by: tikoroma Nov 8 2018, 05:32 PM

საიდუმლოებით მოცული კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელსაც ამ სიუჟეტში, სტილით და მნიშვნელობით ელორას და აჯანტას ვადარებთ.

ვარძია


Posted by: tikoroma Nov 11 2018, 12:08 PM

ელორას და აჯანტას შესახებ ვიდეოს ამ თემაში დავდებ ბარემ

Posted by: GUFOA Jul 14 2019, 08:14 PM

მე ვგეგმავ ექსპედიციებს საქართველოში არსებულ მეგალითების მოსანახულებლად

ფოტო ვიდეოს აუცილებლად გადავიღებ

და დავდებ

ძაან სანტერესო თემაა

Posted by: tikoroma Sep 20 2019, 12:08 PM

აქ დადეთ რომ თვალი გადევნოთ. ძალიან საინტერესოა
კიდევ ერთი გევრდია ფეისბუქზე აგნი, სადაც დებენ სხვადასხვა ძეგლების შესახებ

Posted by: tikoroma Dec 4 2019, 12:35 PM

მენჰირი

მენჰირი — ყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობა, წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ლოდს, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. მენჰირის დანიშნულება ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი არქეოლოგის აზრით ისინი დაკრძალვის რიტუალთან იყვნენ დაკავშირებულნი. ასევე არასებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები დადგმული იქნა რაღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავსირებით. ან როგორც სასაზღვრო ნიშანი.
გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, გვხვდება აზიასა და აფრიკაში, ციმბირში და კავკასიაში (ვიკი).

"მსოფლიო ისტორიაში" შტაინერი წერს, რომ განვითარების საწყის ეტაპზე იყო პერიოდი, როცა ადამიანები არ ფლობდნენ ცნებით მეხსიერებას და რაიმე მოვლენის დასამახსოვრებლად ინიშნავდნენ ადგილს, ისე, როგორც ჩვენ ვიწერთ შენიშვნებს ჩანაწერთა წიგნაკში. მაშინ ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებოდათო მიწაში ჩარჭობილი პატარა ბოძები მინიშნებებით, ან რაღაც კედელი - ნიშნებით...
ამ აზრს ეხმიანება ბიბლიიდან ეპიზოდი - "იაკობის სიზმარი":
იაკობს იუდეის მთებში, ქალაქ ლუზში დაუღამდა, დაწვა ერთ ადგილას, დადო ლოდი სასთუმლად და დაიძინა. ესიზმრა: "მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება, უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე"... ასევე კიბეზე იდგა უფალი და გაესაუბრა მას სანამ ეძინა.
როცა გაიღვიძა და სრულიად გაანალიზა ნანახი, წამოიძახა: "რა შიშის მომგვრელი ადგილია! სხვა არაფერია თუ არა ღვთის სახლი!" ამიტომ იაკობმა იმ ადგილს სახელი შეუცვალა და დაარქვა ბეთელი. აღმართა სვეტი და ზედ ზეთი დაასხა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმობის ნიშნად.

ამ შემთხვევაში მენჰირი (სვეტი) მიგვანიშნებს ადგილზე, სადაც თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ - გახსნილია ენერგეტიკული ველი და შესაძლებელია კავშირი ზეციერთან. იაკობმა არა მხოლოდ ანგელოზები იხილა, არამედ ღმერთიც კი ესაუბრა. თუ მენჰირს მოვიაზრებთ ცისა და მიწის კავშირის მიმანიშნებლად, მაშინ მნიშვნელობით იგი გაუთანაბრდება სიცოცხლის ხეს.

სიცოცხლის ხის, სამყაროს კოსმიური ღერძის იდეა ძალიან ველია და ფართოდ გავრცელებული მთელს მსოფლიოში. - წერს ნ. აბაკელია, - სპეციალისტებს იგი დაჰყავთ სამ ძირითად სახესხვაობამდე, ესენია: ხე, ბოძი და მთა.

წესად იქცა ყველაფრის გასამება და წერტილის დასმა. მაგალითად, რატომ არ მიუთითებს ამ კავშირზე მენჰირი და ჯვარი?
მენჰირებს კიდევ სჭირდებათ გამოკვლევა.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)