ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ..... არ იფიქროთ ამ დროის დასაწყისიდან არსებული კითხვების ზუსტი პასუხების შემოთავაზებას ვაპირებდე, ნამდვილად არ მაქვს ასეთი პრეტენზია .
ზუსტად ამ სახის სურათს ალბათ ვერსად შეხვდებით, ბევრი რამე გაუგებრად და აბდაუბდად მოგეჩვენებათ, არც ზუსტად რომელიმე რელიგიასა თუ რწმენაში ჩაჯდება. და ვისშიც წინააღმდეგობას გამოიწვევს, უბრალოდ დაივიწყოს რასაც წაიკითხავს. და რაღა თქმა უნდა არ ჩათვალოთ სრულ ჭეშმარიტებად ყველაფერი . ჭეშმარიტებას, ნამდვილ პასუხებს ყველა ჩვენთაგანი ატარებს, მის მისაგნებად კი, უფრო სწორად გასახსენებლად, უამრავი გზა არსებობს.
ის რასაც ჩვენი თვალსაწიერი წვდება, თუნდაც უახლესი ტელესკოპებით, მხოლოდ უმნიშვნელო ერთი ციდა ნაწილია იმ ფიზიკური სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ, თვითონ ეს ფიზიკური სამყარო კი, მთლიანი, რეალური სამყაროს მხოლოდ ერთი განზომილება, მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. და თუ შეძლებთ წარმოიდგინოთ ეს უსაბამო და დაუმთავრებელი უსასრულობა, მასში გამუდმებით, შეუჩერებლად მიმდინარე პროცესებით, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმი - თქვენ შეძლებთ ღმერთის წარმოდგენას.
ამ სამყაროში, რომელიც ერთი შეხედვით ქაოტურია, ყველაფერი კანონზომიერებით მიმდინარეობს. და ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება, ერთი ენერგია მართავს როგორც უმაღლესს ასევე უმდაბლეს განზომილებებს, განსხვავება ამ ენერგიის ინტენსიურობაში, მის ვიბრაციაშია. ეს არის სამყაროში ერთადერთი რეალურად არსებული შემოქმედი ენერგია - სინათლის და სიყვარულის ღვთიური ენერგია.(ტერმინოლოგია პირობითია ) და თუ რეალური მხოლოდ ნათელი ენერგიაა, საიდან ვხვდებით ამდენ ბოროტებას, ამდენ სიბნელეს?! თავის დროზე, ამ კითხვაზეც ვუპასუხებ.....
ჩვენ უსასრულოდ დიდი ხანია ვარსებობთ, და ერთი საერთო საწყისიდან მოვდივართ, საწყისიდან პირველ სამყარომდე სულის მოგზაურობა ძალიან ძნელი აღსაქმელია და ადექვატური სიტყვები არ არსებობს (დანარჩენიც ასევე ძნელია , ოღონდ უკვე ანალოგიების გაკეთება შეიძლება), აქ სხვადასხვა თემაში ეწერა სულის ფრაგმენტაციაზე, მის დაყოფაზე, სული მის ინდივიდუალობას, მხოლოდ მონადის ბოლო ეტაპზე, ფრაგმენტაციის შემდგომ ახერხებს, ამ დროს ის ჯერ კიდევ სრული მონადაა, გაწონასწორებული ქალური და მამაკაცური ენერგიებით, მაგრამ აქედან თავისი სრულყოფილების გამო, ვერ შეძლებს დაბლა დაშვებას და შესაბამისად ვერანაირ გამოცდილებას ვერ მიიღებს გარდა სრულყოფილებისა. ამიტომ იგი ყოფს მის დაბალანსებულ ენერგიას ქალურ და მამაკაცურ საწყისად და იწყებს პირველ და ერთადერთ რეალურ დაბადებას სამყაროში, მის მენტალურ პლანზე. იშენებს მენტალურ სხეულს. სულის ცნობიერება ერთდროულად იბადება ქალის და მამაკაცის სხეულში, სხვადსხვა ადგილას (მინუს-პლიუსის პრინციპით ერთმანეთი რომ არ მიიზიდონ), მაგრამ ეს ხდება არა ჩვენთან, არამედ გაცილებით ზედა განზომილებაში........
kate
ველოდები გაგრძელებას
ever
kate
ძალიან საინტერესოა! მეც ველოდები გაგრძელებას
მოვდივართ სოფლიდან... რატომ წამოვედით? იხილეთ პირველი თავი გურამ დოჩანაშვილის წიგნში "სამოსელი პირველი" (დომენკოს და მამის გამოსამშვიდობებელი დიალოგი).
საბოლოოდ სად დავბრუნდებით? ისევ სოფელში!
Atman
მაგარია დოჩანაშვილი. ძალიან მიყვარს
........ეს არის ფორმების სამყარო, ანუ პირველი მატერიალური სამყარო, სადაც სული პირველად იწყებს ფორმების ჩამოყალიბებას, მის ზემოთ მხოლოდ სუფთა ენერგია, აბსოლუტური ინტელექტი, ვიბრაციაა რომელთა აღქმაც შეუძლებელია და არანაირი ფორმები, ჩვენი გაგებით არ არსებობს.
ამ სამყაროს შეგვიძლია ვუწოდოთ მეთორმეტე განზომილება, ესეც პირობითია, და აღებულია შვიდი ძირითადი განზომილების და მისი ხუთი ობერტონის მიხედვით, რეალურად კი თითოეულ განზომილებას გააჩნია შვიდი ძირითადი ქვეგანზომილება თავისი ხუთი ობერტონით, რასაც ისევ მაგიურ 144-მდე მივყავართ (საწყისს, ღმერთს გამოყოფილი სული თორმეტად ფრაგმენტირდება და თითოეული ისევ თორმეტად, ასე რომ საბოლოოდ 144 სრულყოფილი მონადაა), მაგრამ ქვეგანზომილებებს შორის დროის ბარიერი არ არსებობს და მათი საზღრების გადალახვა ადვილად ხდება ფიზიკურ პლანზე, როგორც პლანეტარულ ასევე ადამიანებისათვის, ეს თითქმის შეუმჩნეველია, მაგალითად ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი განზომილების ყველა ქვეგანზომილება, და დიდი კვალი არ დაუტოვებია, თუმცა ძნელი არ არის ამ ზღვრების პოვნა ჩვენს ისტორიაში, ნამდვილი ბარიერი ძირითად განზომილებებს შორის იმყოფება, მათ შორის დროის ბარიერი, და ახლა ჩვენ - როგორც კაცობრიობა, ისე მთლიანად მზის სისტემა, ასეთ ზღვართან ვიმყოფებით.
მეთორმეტე განზომილება არის ის რეალური სამყარო, სადაც ნამდვილი სიცოცხლე მიმდინარეობს, სადაც ნამდვილად რეალურად ვარსებობთ და საიდანაც იწყება ქვედა განზომილებების სამყაროების შექმნა, იქაური ცხოვრების წესის და "ტექნოლოგიების" აღწერის ყოველგვარი მცდელობა უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს არის ღმერთების თუ ნახევრადღმერთების, მეტატრონის, მთავარანგელოზების, სრულყოფილი არსებების ისეთების, როგორადაც ისინი წარმოგვიდგენია, სამყარო. იქ ჯერ კიდევ არ არის ასტრალური სხეული, ამის საჭიროება უბრალოდ არ არის. ენერგია უწყვეტი და ინტენსიურია, შესაძლებლობები ამოუწურავი.....
kate
როგორც ყოველთვის მოცოდების სიმარლეზე ხარ!
წყაროებსაც თუ მითითებს ძალიან გამიხარდება!:)) ვიცი რომ ერტI წყაროთი არ სარგებოლობ, მაგრამ ძირიტადი მაინც..წინასწარ გმადლობ..
Kate
ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ.....
===============================================================================
გურჯიევის "ბელზებულის ზღაპრები მის შვილიშვილს" არის ჩემი პასუხი.
td.........
ამ კითხვას თუ არ გეწყინებათ, უპასუხოდ დავტოვებ, ან გადავდებ ცოტა ხნით, უფრო მეტი დაბნეულობა რომ არ შემოვიტანო .იმას კი ვიტყვი, რომ მართალია, ამ სახით ვერსად ნახავთ, ამ სურათის ბევრ ნაწილს, თითქმის ყველა რელიგიასა და მსოფლმხედველობაში ნახავთ გაფანტულს, ზოგიც სრულიად ახალი და უჩვეულო მოგეცვენებათ, მაგრამ არ არსებობს არაფერი ახალი, ყველაფერი, რაც ახალი გვგონია, უბრალოდ დავიწყებულია.
......ასეთი სამყაროები უამრავია, კოსმოსში, ჩვენთვის ნაცნობ თანავარსკვლავებზე ჩვენივე გალაქტიკაშიც, მაგრამ არა ჩვენთვის ნაცნობ და ხილულ სამგანზომილებიან სივრცეში.
მას შემდეგ, რაც სული სხეულით შეიმოსება ამ სამყაროში, იწყებს თავისი შესაძლებლობების გამოცდას, მისი შესაძლებლობები, როგორც ავღნიშნე შეუზღუდავია, მაგრამ სანამ შექმნას დაიწყებდეს, გამოცდილება უნდა მიიღოს, ანუ გაიაროს ქმნილების ყველა ის ასპექტი, რისი შექმნაც მას შეუძლია, ამიტომაც იწყებს დაბლა დაშვებას. ამისათვის სული, უფრო სწორად სულის ცნობიერება (სული ყუველთვის იმყოფება მონადაში, რომელიც მატერიალურ სამყაროს ზემოთაა), ტოვებს სხეულს, მთელი ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ ერთ ფიზიკურ ატომში, რომელიც უცვლელია ყველა განზომილებაში და სულს ყველა ტრანსფორმაციისას უცვლელად მიყვება.
რომ დავინახოთ როგორ მოგზაურობს სული, უფრო შორიდან დავიწყოთ, მივყვეთ იმ სულების გზას, რომელთაც გაირეს ყველა შესაძლო განზომილება ჯერ ზემოდან ქვემოთ, მერე ქვემოდან ზემოთ და უკან თავიანთ სამყაროში, თავიანთ სხეულებში დაბრუნდნენ, ასეთი გამოცდილება მიღებულ სულებს, შეუძლიათ დაუბრუნდნენ ღვთიურ საწყისს ან იწყებენ "მსახურებას", რომელიც მრავალგვარია. უმეტესობის ალბათ ვერაფერს გავიგებთ, მაგრამ ერთერთი და ჩვენთვის საინტერესო არის ქვედა განზომილებების შექმნა, ასეთი სულები იწყებენ ახალი სამყაროების შექმნას ზემოდან ქვემოთ, შექმნა იწყება ზედა სამყაროს ანალოგიურად, მაგრამ თავისთავად ნაკლები ღვთიური ენერგიით, შემდეგ ამ შექმნილ სამყაროში "ჩამოდიან" აქედან ისევ იწყებენ ქვედა სამყაროების შექმნას... როგორც დაახლოებით წარმოიდგინოთ, კიბის ზედა საფეხურზე დგახარ, ქვედა კი შენ უნდა დააგო, რომ ჩამოხვიდე და ასე შემდეგ, სანამ ბოლო საფეხურამდე, ანუ ჩვენნაირ ფიზიკურ სამყაროში არ დაეშვები. და აქედან ისევ ზემოთ იწყებენ ასვლას უკვე მათი დაგებული საფეხურებით. ეს რაც შეიძლება ზოგადად, მერე ვეცდები, უფრო კონკრეტულად ავღწერო
ჩვენ ახლა ერთ-ერთ ასეთ აგებულ სამყაროში ვცხოვრობთ, ეს სამყარო ჩვენ არ აგვიგია, ჯერ მხოლოდ გამოცდილების ნახევარი, უფრო სწორად თითქმის მთელი გამოცდილება გავიარეთ, ოღონდ უკან ისევ იგივე საფეხურებით, მაგრამ გაცილებით ნაკლები ინტერვალებით უნდა დავბრუნდეთ. ის სულები ვინც გაიარეს მთელი გამოცდილება, ეს სამყარო "შექმნეს" და ჩვენი მეგზურები არიან ამ სამყაროში მელქისედეკები არიან........
ერთი ის ვიცი რომ წინა ინკარნაციაში გაყოყოჩებული მბრძანებელი ვიყავი
......უფრო სწორად, მელქისედეკები ისინი არიან, ვინც განვითარების ორივე - დაღმავალი და აღმავალი გზა გაირა, შემდეგ სამყაროს შექმნაში მიიღო მონაწილეობა, და საბოლოო "მსახურების" გზად ამ სამყაროში განზომილებათა შორის მოგზაურობა-მოძრაობის "მოწესრიგება" დაიკისრა. მოძრაობა, ჩვენი გაგებით, სხეულის სივრცეში, გარკვეულ მანძილზე, გარკვეულ დროის მონაკვეთში გადაადგილებაა, რაც სრულიად არ შეესაბამება იმ პროცესს, რაც ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლისას ხდება, რადიკალურად განსხვავებულია იმისაგან, რასაც ჩვენ მოგზაურობას თუ საერთოდ მოძრაობას ვუწოდებთ. ცნობიერების ბოლომდე შენარჩუნებით განზომილებების გადაკვეთა მერკაბის საშუალებით ხდება, მერკაბა - ცოცხალი ენერგეტიკული ველია, რომელიც სხივური სხეულის ირგვლივაა აგებული. სხივური სხეულის პროეცირება ხდება ჯერ კიდევ პირველ სხეულში მყოფი სულის მიერ, სანამ სხეულს დატოვებდეს, და მას შემდეგ, სანამ მილიონობით წლების შემდეგ (ჩვენი გაგებით), კვლავ თავის სხეულში დაბრუნდება, სულს ყოველთვის, ყველა განზომილებაში და ცხოვრებაში შეუძლია ცნობიერება გადაიტანოს სხივურ სხეულში და გააცოცხლოს მისი მერკაბა.
დავუბრუნდეთ ისევ მეთორმეტე განზომილებას, ერთადერთ რეალურ სამყაროს, სადაც დრო, ისეთი როგორც ვიცით, არ არსებობს, სადაც მხოლოდ ღვთიური სიყვარული და სრულყოფილებაა, სადაც სულ სხვა, არაჩვეულებრივი ურთიერთობებია, სადაც ნამდვილი ცხოვრება და ნადვილი სახლია, ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი ოჯახია. და საიდანაც სული იწყებს დაბლა დაშვებას გამოცდილების შესაძენად და ყველა იმ შესაძლებლობების სანახავად რისი შექმნაც ან რაღაც მსგავსის, მერე შეეძლებათ. გარკვეული მომზადების შემდეგ, როდესაც უკვე მზადყოფნას გრძნობს, ქმნის სხივურ სხეულს და მერკაბის საშუალებით ეშვება ერთი განზომილებით დაბლა, მისი სხეული ამ დროს რაღაც ანაბიოზისმაგვარ მდგომარეობაშია მზრუნველი ყურადღების ქვეშ, სული კი (სულის ცნობიერება) - სხივურ სხეულში, რომელიც სხეულთან ენერგეტიკული არხით არის დაკავშირებული, ეს ენერგეტიკული არხი უწყვეტია სულის მთელი მოგზაურობის მანძილზე......
.......თვითონ პირველი სხეული იგივე ენერტგეტიკული არხით დაკავშირებულია სულთან - სრულყოფილ მონადასთან, რომელიც თავის მხვრივ აბსოლუტურ სრულყოფილებასთან, პირვესაწყისთან არის პირდაპირ კავშირში, რომელიც ასევე ამ ენერგიის ერთადერთი უშრეტი წყაროა და რომლის აღსაწერადაც ერთადერთი სიტყვა არსებობს ჩვენს ცნობიერებაში - ღმერთი. ეს არის ის ერთადერთი ენერგია (რამდენი ერთადერთი გამომივიდა ), რომელიც რეალურად არსებობს სამყაროში, სუფთა სინათლის და უპირობო სიყვარულის ენერგია, და რომელიც იტოტება, იყოფა, სახეს იცვლის, ტრანსფორმირდება, აშენებს და ანგრევს სამყაროებს როცა დაბლა ეშვება, როცა დაბალ განზომილებებს ქმნის, მაგრამ მისი არსი უცვლელი რჩება. როდესაც სული განვითარების ყველა საფეხურს გაივლის, დაუბრუნდება სხეულს, მერე ისევ დაბლა დაეშვება ახალი სამყაროების შესაქმნელად, და თავისივე შექმნილი სამყაროების გზით ისევ უკან დაბრუნდება, და იპოვის თავისივე თავის ნაწილს, თავის წყვილს, არჩევანი აქვს დაბრუნდეს მონადაში, დაიწყოს ზემოთ ასვლა ენერგეტული გზით სათითაოდ შეუერთდეს ყველა მის ფრაგმენტს, ამგვარად გაერთიანებული სული უზარმაზარ ენერგიას აგროვებს და შეუძლია არა მარტო გამოეყოს პირვესაწყისს, არამედ უკვე თვითონ გახდეს იგივე ენერგიის ახალი უშრეტი წყარო და პირველსაწყისი, ახალი სამყაროს დასაბამი........
kate
ქეთინო ეს ჩემთვის ჩინურ
Barmalei
მაპატიე , ამაზე მეტად გამარტივება ვერ შევძელი , მაგრამ გული არ დაგწყდეს თუ ყველაფერს ან ვერაფერს ვერ გაიგებ აქედან.
პირობას გაძლევ, მერე თანდათან გაადვილდება და უფრო გასაგები გახდება .
kate
ძალიან საინტერესოა, ქეით, მიუხედავად იმისა , რომ პირადად ჩემი აღქმა რადიკალურად განსხვავებულია ამ ყველაფრისგან, გარკვეულ მომენტებს ვიზიარებ..
......ახლა დავეშვათ დაბლა ჩვენს ფიზიკურ სამყაროში
მაგრამ მანანდე ორიოდე სიტყვით თვითონ შექმნაზე, ქმნილების პროცესზე. შექმნა ხდება ერთი საფეხურით მაღალ განზომილებაში სუფთა ღვთიური გონის, აზრის პროეცირებით სივრცეში, რომელიც იგივე სამყაროს მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. ყველაფერი იწყება ქაოსით, ან უფრო სწორად რაც ქაოსად ჩანს, მასში უდიდესი წესრიგი და კანონზომიერებაა, ყველა ატომს მისი ზუსტად განსაზღვრული ადგილი და სივრცე უჭირავს, ეს პროცესი მილიონჯერ თუ მილიარდჯერ აჩქარებული რომ დაინახოთ, იხილავდით საკრალური გეომეტრიის საოცრად ზუსტ და ულამაზეს ფორმებს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული კანონზომიერებით და ერთი პროცესი მიმდინარეობს პლანეტების გაზობრივი ფორმებიდან მყარ სხეულებად ჩამოყალიბებისა თუ მზის სისტემის და გალაქტიკების შექმნაში, ასევე თუნდაც ერთუჯრედიანი ცოცხალი არსების განვითარებაში, და ყველა პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური ნებით და ენერგიით მიმდინარეობს.
როგორც ვთქვი, ქვედა სამყაროები, ზედების ანალოგიურად, მაგრამ არა ზუსტად იქმნება. ერთ უხეშ მაგალითს მოვიყვან შედარებისთვის: წარმოიდგინეთ ხართ საოცრად ლამაზ ბუნებაში, უამრავი ულამაზესი ყვავილი, ჩიტების გალობა, გვერდით ჩანჩქერი, რომლიდანაც გრილი სიო უბერავს, გამჭვირვალე წყალში ნაირფერი თევზები დაცურავენ, ირგვივ ყვავილების არომატი იფრქვევა......., შეგიძლია ყველა წუთში წამოდგე და ირგვლივ არანაკლები სილამაზით დატკბე. შემდეგ ეტაპზე იგივე სცენას ხედავ 3D-ში, ვიზუალურად კარგად აღიქვამ, მაგრამ არომატები, სიოს ქროლა.. იკარგება, თან შენი ნებით ვერც ერთ მხარეს ვერ დაათვალიერებ, მხოლოდ იმ ადგილს ხედავ რაც შემოთავაზებულია, ამის შემდეგ - ჩვეულებრივ ეკრანზე სადაც სცენა იგივეა, მაგრამ არც ისე რეალური, მერე კარგი დონის ფერად პანოზე ან ჰელიო სურათზე, სადაც ფერებსაც და სილამაზესაც ასე თუ ისე აღიქვამ, მაგრამ არც არომატებია, არც ჩიტების გალობა და რეალობის შეგრძნებაც - ძალიან მცირე, და ბოლოს წარმოიდგინეთ ამ სცენის ცუდი ხარისხის შავ-თეთრი ფოტო. - ეს არის ჩვენი სამგანზომილებიანი ფიზიკური სამყარო რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ჩვენი ნამდვილ სამყაროსთან შედარებით. და აქამდე ნელნელა ეტაპობრივად თუ არ დავეშვით, ვერაფრით ვერ შევძლებთ აქ გაჩერებას, მაგალითადად: ტუ ერთბაშად დავლევთ ერთ კოვზ რომელიმე შხამს - აუცილებლად მოგვკლავს, მაგრამ თუ ამ შხამს, უკვე დიდი ხანია ორგანიზმს ვაჩვევთ მცირე დოზებით, ის რაც სხვისთვის სასიკვდილო დოზა იქნება, მიჩვეულ ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს......
kate
ძალიან საინტერესოა!
kate
თუ ნებას მომცემთ აქვე მივუთითებ ლინკს "შრიმად-ბჰაგავატამის" იმ თავზე, სადაც მატერიალური სამყაროს შექმნის პროცესია აღწერილი:
Шримад Бхагаватам 3.3 Глава 26.
Начала материальной природы
http://vyasa.ru/books/ShrimadBhagavatam/?id=344
იმედია შეავსებს ამ თემას
......ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების დაღმავალი გზის ბოლო წერტილში, ანუ თუ წარმოვიდგენთ განითარების გზას, როგორც სწორკუთხა სამკუთხედს, წვერით ზემოთ, განზომილებები კი ამ სამკუთხედში გავლებული პარალელური ხაზებია, ჩვენ ამ სამკუთხედის ბოლოში ვართ და ერთი ქვედა წვეროდან მეორე ქვედა წვრომდე უკვე მივედით და ახლა ზემოთ ასვლა უნდა დავიწყოთ. ერთი საფეხურით ზემოთ რომ ავიწოით 90 გრადუსიანი კუთხით უნდა მოვბრუნდეთ ორ ნაბიჯად - 45 გრადუსი სამკუთხედის ფერდზე და 45 გრადუსით, პარალელზე შესასვლელად და ასე შემდგომ ზედა წვერომდე, იგივე Z მაგვარი სვლებით, რითაც ჩამოვედით, როგორც ვთქვი, ცნობიერების განზიმილებებს შორის გადასვლას არ შეეფარდება მოძრაობის აღმნიშვნელი არც ერთი ტერმინი, თუმცა მის შესახებ ეგვიპტელებმაც იცოდნენ, და მისტერიის სკოლებში 24 წლიანი წვრთნის შემდეგ, ახერხებდნენ ფიზიკური სხეულის შენარჩუნებით ზედა განზომილებებში მოგზაურობას, სხეული ამ დროს უმეტეს შემთხვევაში დიდი პირამიდის მეფეთა დარბაზში, სარკოფაგში იმყოფებოდა, როგორც ორი, 45 გრადუსიანი კუთხით, ასევე, ერთი 90 გრადუსიანი ნაბიჯით, მაგრამ ეს სხვა თემაა....
ახლა ნამდვილად დავეშვათ მიწაზე , ახლა ვეცადოთ გავიგოთ რა არის ამდენი ტკივილი, ამდენი სიბნელე ამდენი ბოროტება, ეშმაკი, ჯანდაბა და დოზანა და საიდან მოვიდნენ, თუ კი ასეთი ღვთიური და სრულყოფილები ვართ და თუ ასე ღვთიურად და სრულყოფილად არის შექმნილი ეს სამყარო. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ბოროტება მართლაც არსებობს, თითქმის ყოველდღე ვხვდებით ახალ ამბებში, ჩვენი ისტორია ხომ სავსეა სისხლიანი დაუნდობელი ომებით, მკველობებით, უდანასაულოთა დასჯით, უსამართლოებებით, ვისაც მაგიასთან შეხება ქონია, მათ იციან რომ, რომ ეს ძალაც არსებობს... თუ კი ვამბობთ, რომ რეალური მხოლოდ ღმერთი და სიყვარულის ენერგიაა რა ვუყოთ ამ რეალობას?!. პირველ რიგში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს (თუმცა, დამერწმუნებით ალბათ, ადვილი, ნამდვილი არ არის), რომ ყველა, უკლებლივ ყველა ადამიანი, რომელსაც ოდესმე უცოცხლია და რომელიც ახლა ცოცხალია და დედამიწაზე დადის, იგივე ღვთის შვილი, იგივე ღვთიური ნაპერწკალია, როგორც თვითოეული ჩვენთაგანი, იგივე საწყისიდან მოდის, იმდაგვარივე გზა გაუვლია: ჰიტლერსაც და სტალინსაც, ბინ ლადენსაც ობამასაც, მეზობლის დორბლიან იდიოტ ბავშვსაც და აინშტაინსაც, სერიულ მკველსაც და მის მსხვერპლებსაც, გრიგოლ ხანძთელსაც და თემურ ლენგსაც, რომის პაპსაც და იმამსაც.... უკლებლივ ყველას!
განსხვავება ყოფიერების ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანშია........
.......იმის გასაგებად თუ რა არის დუალიზმი, სიკეთისა და ბოროტების, სიმათლისა და სიბნელის, ღმერთებისა და ეშმაკების ეს ჩვენი სამყარო, კიდევ ერთ უხეშ მაგალითს მოვიტან. წარმოიდგინეთ ფართო ტრიალი მინდორი შუადღის კაშკაშა მზე, არსად არც ერთი ჩრდილის ნასახი არ არის, რადგან არც შენ ხარ ამ მინდორში არც ხე და ბალახი, როგორც კი შუა მინდორში დადგები და მზე ზუსტად ზენიტშია, ჩრდილს ვერსად ხედავ, იგი შენს ქვემოთაა, რახან შენ არსებობ, ჩრდილიც არსებობს პოტენციურად, უბრალოდ შენ იცი რაც არის ჩრდილი, და ამდენად არანაირად არ გაწუხებს. ეს ჩვენი პირველი და ერთადერთი რეალური სამყაროა, როცა დაბლა ვეშვებით ჩრდილი იზრდება (მზის ჩასვლასთანან ერთად), სანამ შენს სიმაღლეს გაუსწორდებოდეს, დიდად ყურადღებას არ აქცევ და თან ჯერ კიდევ გახსოვს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ჩრდილი შენს სიმაღლეს გაუსწორდება და აგრძელებს გადიდებას ეს უკვე გაშინებს, ეს უკვე ჩვენი სამყაროა, სადაც მეხსიერება უკვე დაკარგული გაქვს, გარკვევით ხედავ ჩრდილს, მაგრამ არა საკუთარ თავს და არ იცი რომ ამ ჩრდილს მხოლოდ შენ ქმნი მატერიალურ სამყაროში შენივე არსებობით, ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია. შეშინებული და დაბნეული გაურბიხარ საკუთარ ჩრდილს, უკან მიხედვის გეშინია, რადგან იცი რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვება, გზადაგზა ყველას აფრთხილებ (რელიგიური ფანატიზმი) ან უარესი, ჩრდილისკენ ბრუნდები აკვირდები და შეისწავლი, ხედავ ხელების მოძრაობას, რომელიც რაღაცნაირად დაგეხმარა (რა ვიცი, თავი მოიფხანე და გესიამოვნა, რაღაც ამდაგვარი ), მაგრამ არ იცი რომ ეს შენ მოქმედებ, რომ ჩრდილი არაფერია უშენოდ, და ერთადერთი რეალური ძალა ჩრდილი გგონია, ამიტომაც ზურგს აქცევ სინათლეს და მხოლოდ ჩრდილის მხარეს ხარ მიბრუნებული, გეშინია, სხვასაც აშინებ და ეთაყვანები ( კულტიზმი, სატანიზმი, მაგია...).
ახლა ჩვენ, დაახლოებით საღამოსპირას ვიმყოფებით, როცა მზე უკვე ჩადის, და ჩრდილებიც ძალიან გრძელია, მაგრამ ღამის შემდეგ (სიბნელისა და სიცარიელის სამი დღე-ღამე), მზეს მეორე მხრიდან დავინახავთ, ჩრდილები ისევ ძალიან გრძელი იქნება და საშიშად მოგვეჩვენება, მაგრამ თუ გავუძლებთ და არ შევშინდებათ, დავინახავთ ჩვენს თვალწინვე როგორ დაპატარავდება, მეხსიერებაც ნელ-ნელა დაგვიბრუნდება, ხოლო როცა მზე კვლავ ზენიტში დადგება, სრული ციკლი დამთავრდება და უკვე სახლში ვიქნებით, თუმცა მანამდე მართლაც არსებობს რეალური საშიშროებები.......
kate
კარგი შედარება იყო!
როცა მზეს ზურგს ვაქცევთ, მხოლოდ ჩრდილს ვხედავთ, რომელიც თანდათან იზრდება. თუმცა მზისკენ შებრუნება ახლაც შეგვიძლია და არაა საჭირო სამი დღე-ღამის ლოდინი
Atman
შედარებისას მხოლოდ ორი ასპექტი გამოვიყენე - ჩრდილისგან გაქცევა და მისკენ მიბრუნება, თუმცა ბევრი ვარიანტია, მხოლოდ მზისკენ შებრუნება - ჭეშმარიტად და გულით ღვთის რწმენა აღმსარებლობას არა აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ საკუთარი თავის შეგრძნება და მზის, ჩრდილის და ნათელი მხარის იგნორირება - სკეპტიციზმი, გაცნობიერება, რომ ჩრდილსაც და ნათელსაც შენ ქმნი ამ კონკრეტულ წერტილში და დიდხანს თუ იდგები, მზე ზენიტში მაინც დადგება - გასხივოსნება, მაგრამ შემდეგ საფეხურზე იმ სიბნელე-სიცარიელის გარეშე ასვლა მაინც არ არსებობს. ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი მაგრამ დავიწყებული გზაა. დიდი ხანია ამ გზის ნახევარს წინ და უკან დავდივართ, ყოველი გარდაცვალება 45 გრადუსიანი ნაბიჯია, რომელსაც დაბადებისას ისევ უკან ვდგამთ და ასე მრავალჯერ, სანამ მზად არ ვიქნებით ზემოთ გადავინაცვლოთ , ანუ მაშინვე გადავდგათ კიდევ ერთი 45 გრადუსიანი ნაბიჯი, ან გამოვიყენოთ შანსი რომელიც პირველად გვექმნება 26 ათასი წლის მანძილზე და გადავინაცვლოთ ერთი 90 გრადუსიანი კუთხით
kate
კონკრეტულად გამოსავალს რაში ხედავთ? უბრალოდ დაველოდოთ ამ პერიოდს და "სწორად გადავიტანოთ?"
Atman
გამოსავალი როგორ არ არის ბევრმა მოახერხა ფიზიკური ილუზიიდან თავის დაღწევა, მათ შორის ბევრნი, მაინც აქ დარჩა სხვების დასახმარებლად, ბევრიც ზედა განზომილებებში გველოდება, მაგრამ სახლში ყველანი ერთად უნდა დავბრუნდეთ. თუ რატომ, ამაზე შემდგომ პოსტში დავწერ.
პირველ რიგში ის უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ აქ არც დასჯილები ვართ და არც იმიტომ რომ კარგები არ ვართ. აქ ყველანი ჩვენივე სურვილით, ჩვენი არჩევანით მოვედით გამოცდილების მისაღებად, ყველა ვერ ახერხებს ყოფიერების ამ პლანზე გაჩერებას და დროზე ადრე გადის "თამაშიდან" - ესეც დასაშვებია გარკვეულ ეტაპამდე. ბევრნი კი საერთოდ არ ინკარნირდებიან ფიზიკურ პლანზე და სულიერ პლანზე რჩებიან ჩვენს დამხმარეებად და მფარველებად, ოღონდ ჩვენივე სამყაროში, ასე რომ მეხსიერება მათაც ებლოკებათ ნაწილობრივ, მათთვის ჩვენ გმირები ვართ.
.......ცოტას გადავუხვევ თემიდან.
სანამ განვითარების დაღმავალ გზაზე დავეშვებოდეთ, ერთიანდება ამ "მოგზაურობაში" მონაწილე სულთა ცნობიერება, და იქმნება ერთი საერთო ცნობიერება, რომლის შიგნითაც თითოეული სული თავის ინდივიდუალობას აცნობიერებს, მაგრამ მთლიანობაში ეს ერთი ცნობიერებაა, ამის გაგება და აღქმა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია ჩვენთვის ახლა. ძველ ხალხში - ინდიელებში, მაორებში ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოგონება საერთო ცნობიერებაზე, ინდიელებს აქვთ მისალმება "ინლეკეჩ", რომელიც ასე ითარგმნება - "შენ მეორე მე ხარ", ავსტრალიელ აბორიგენებს უნარი აქვთ, სიტყვების გარეშე გადასცენ ერთმანეთს შთაბეჭდილება, ახალ ზელანდიელი მაორები, საჭიროების შემთხვევაში, მთელი სოფელი საერთო სიზმარს ხედავს, რომელსაც წინ უძღვის "ერთად სუნთქვის" რიტუალი. ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნაშთია საერთო ცნობიერების, რომლის ნაწილსაც თითოეული ჩვენთაგანი წარმოადგენს სინამდვილეში და ახლა კი ერთიანობის ნაცვლად ერთმანეთს მტრად ან მეგობრად, კეთილმოსურნედ ან ბოროტად, შავად და თეთრად..... აღვიქვამთ.
ეს საერთო ცნობიერება ე.წ. ქრისტეს ცნობიერებაა, ყველა დიდი მასწავლებელი კაცობრიობის ისტორიაში ამ საერთო ცნობიერების მატარებლები იყვნენ,(მასწავლებლები, რომლებიც ყველა ეტაპზე გვყავდა და სხვადასხვა სახელით ვიცნობთ, სხვა თემაა და ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ, მკითხველი თუ შემრჩა ) მათი მიზანი ჩვენი გამოფხიზლება იყო, რომ ძალიან ღრმად არ ჩავძირულიყავით ამ დანაწევრებულ სამყაროში. არ გავმხდარიყავით მატერიალური სამყაროს, წუთიერი სიამოვნებების მონა, რადგან ეს არ არის ჩვენი აქ ყოფნის მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანი ამ მატერიალურ სამყაროში ნაკლებად საჭირო სულიერი ღირებულებების, პირველ რიგში სიყვარულის შენარჩუნებაა: როდესაც ვინმეზე იცი რომ ძმაა შენი, კიდეც გიყვარს და ბევრსაც მიუტევებ, ამაში რაა გასაკვირი, მაგრამ როდესაც მოსისხლე მტერში ეცდები ძმა დაინახო, ისევე შეიყვარო და ისევე მიუტევო როგორც საკუთარ ძმას _ ეს არის ჩვენი გაკვეთილი.
ჩვენ რომ აქ ისევ საერთო ცნობიერება გვქონდეს, უმცირეს ტკივილსაც ვერ მივაყენებთ ვერავის, რადგან იმ ტკივილს პირველ რიგში ჩვენვე ვიგრძნობთ. ახლა კი შეგვიძლია ვინმეს საოცრად დიდი ტკივილი მივაყენოთ, ფიზიკური თუ სულიერი, და მერე მშვიდად დავიძინოთ, დაგვაგიწყდეს და ვერ ვხვდებით რომ იგივე ტკივილს ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ, ტკივილს ვეღარ ვგრძნობთ, რადგან ანესთეზია - დაბლოკილი მეხსიერება მოქმედებს. შედეგებს კი კარმა აწესრიგებს, რომელიც ჩვენი სასჯელი კი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ჩვენს ქმედებათა დამბალანსებელია, მაგრამ ესეც სხვა თემაა......
td.........
ever
........თუ საერთო ცნობიერებაზე სულ მცირე, ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც შეგვექმნა, მაშინ შესაძლებელი გახდება დაახლოებით მაინც გავიგოთ რა არის კარმა, როგორ და რატომ მოქმედებს. უმეტესობა თვლის, რომ კარმა განვლილ ცხოვრებაში ჩადენილ დანაშაულობებზე სასჯელია, რომელიც შემდგომ ცხოვრებაში უნდა გადავიხადოთ. გარკვეულწილად ეს ასეა, რადგან ჩვენს ყველა ქმედებას მოყვება უკუქმედება, რომელიც ახალ ცხოვრებაზე აისახება, არსებობს ერთგვარი აქცია-რეაქციის ჯაჭვი, რომელსაც კარმის სახელით ვიცნობთ. მაგრამ კარმა მხოლოდ ჩადენილ ნეგატიურ ქმედებას არ ეხება, ეხება ჩვენს მიერ ჩადენილ ყველა მოქმედებას, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობიერება აქ და ახლა დანაწევრებულია, და ერტმანეთთან კავშირს ვეღარ ვგრძნობთ, ჩვენი საერთო ცნობიერება ისევ არსებობს, რადგან ფაქტიურად ჩვენ ერთდროულად ვარსებობთ ყველა განზომილებაში (ამის აღქმა ძალიან ძნელია, და არც არის საჭირო ვეცადოთ), ამდენად აქ და ახლა ჩვენს მიერ ნამოქმედარი გავლენას ახდენს საერთო ცნობიერებაზე, რომელიც დაბალანსებულია, ანუ ყველას ჩვენი თანაბარი ადგილი გვიჭირავს და რომლის ბალანსის დარღვევაც გამოიწვევს ამ საერთო ცნობიერების დაშლას, რაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ თვითონვე, როცა გავაერთიანეთ ცნობიერება, ჩავდეთ მისი მარეგულირებელი მექანიზმიც - რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა მოხდეს ეს არ უნდა დაირღვას. ეს მარეგულირებელი მექანიზმია სწორედ - კარმა.
შედარებისთვის ისევ უხეშ მაგალითს მოვიტან: წარმოვიდგინოთ უზარმაზარი სფერო, როგორც საერთო ცნობიერება, ახლა ჩვენი თავი, ჩვენი ცნობიერება წარმოვიდგინოთ სფეროს შიგნით უამრავი მისივე იდენტური ციცქნა სფეროებით სახით, რომლებიც ამ სფეროს ავსებს, ერთმანეთს შორის ძალიან მცირე, მაგრამ ზუსტი ინტერვალით არიან დაშორებული, ეს სფერო კი კაშკაშა სინათლით არის განათებული და ყველა სფერო ერთმანეთს გარკვევით ხედავს. მერე წარმოვიდგინოთ ეს სფეროები ერთმანეთთან დაკავშირებულია სიმით, ელასტიკით, რა ვიცი, რეზინით, რა თქმა უნდა ეს რეზინი თუ სიმი თანაბრად არის დაჭიმული ამ სფეროებს შორის და ეს ასეა სანამ დედამიწაზე დავიწყებდეთ ინკარნაციას, მაგრამ ამ მყარ ფიზიკურ სამყაროში მოხვედრისთანავე, სინათლე ქრება, გარეთა დიდი სფერო უცვლელი რჩება, პატარა სფეროები კი ქაოტურად ერთმანეთს ეჯახებიან, აზრზე არ არიან ვინ ვის ეჯახება, მაგრამ დარჩენილია რეზინი, ასე რომ, თუ მარჯვნივ ძალიან გადაიხარე, მარცხენა მხრიდან რეზინი ზედმეტად დაიჭიმება, მარჯვნივ კი ზედმეტად შეიკუმშება, თან შენი მოძრაობით არა მარტო მარჯვენა და მარცხენა მეზობლის ბალანსს ცვლი, არამედ შენს ირგვლივ მყოფი ყველა სფერო კარგავს თავის ადგილს. ამ რეზინის დანიშნულებაა ისევ თავის ადგილზე დააბრუნოს ყველანი - ეს არის ჩვენი კარმა, რაც მეტად ეწინააღმდეგები (არ ასრულებ კარმულ ვალებს), მით უფრო მეტად იჭიმება რეზინი, მით უფრო მეტ სფეროებს ითრევს თავის გზაზე, უფრო მეტად იმძიმებს თავის ადგილისკენ მიმავალ გზას......
ცოტათი შემეშინდა
kate
kate
ძალიან რთულს სასწაულად მარტივად ხსნი. გაოგნებული ვარ!
მოუთმენლად ველი გაგრძელებას
earth
David27
kate
უბრალოდ ტკივილს კი არ ვაყენებთ, სასტიკები და ძალიან ბოროტები ვართ ხშირად და ეს დარღვევები რატომ განვითარდა ჩვენში ასეთი სიმძაფრით, როცა საწყისი უმაღლესი სიკეთე გვაქვს? მხოლოდ მეხსიერების დაბლოკვა ამის მიზეზი ვერ იქნება. მოკლედ ჩვენს გარეშე ბოროტება, ბოროტი ძალები არსებობენ თუ არა?
თურმე კვერნა იმაზე გაცილებით მეტ ქათამს კლავს, როცა საქათმეში შეძვრება, ვიდრე შეჭმა შეუძლია...
არადა მე მეგონა ადამიანი იყო ერთადერთი ცხოველი, რომელიც მაშინაც კლავდა, როცა არ შიოდა...
zura2
kate
მიუხედავად ყველაფრისა არსებობს ემოციიტ და სიტყვიტ გამოუტქმელი სისასტიკეები რასაც ადამიანები ჩადიან.. ეს რეალობაა.
td.........
რა თქმა უნდა რეალობაა, ყველაფერი რაც აქ ხდება, ყველა სისასტიკე, ყველა ბოროტება - ჩვენი რეალობაა, ჩვენი სამწუხარო რეალობა. ამიტომაც ასე ძნელია ეს სამყარო, ამიტომაც ასე ძნელია "გიყვარდეს მტერი შენი, როგორც თავი შენი", ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი შევძლოთ მიტევება, შევძლოთ მტრის შეყვარება, კაცობრიობის მცირე ნაწილი რომ ამას ახერხებს უანგაროდ, ამიტომაც მოვედით აქამდე.
.........ახლა იმ საშიშროაბაზე რაც ემუქრება სულს ჩვენს სამყაროში, კერძოდ შავი მაგია, ეშმაკი, სატანა და მისთანები, რა ძალას ფლობენ და რას წარმოადგენენ სინამდვილეში.
ჯერ პირველ ცოდვაზე ვილაპარაკოთ. გავიხსენოთ ყველასათვის კარგად ნაცნობი სიუჟეტი ბიბლიიდან, როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო.... ადამი და ევა, მოუწყო ედემი და სიკვდილის და სიცოცხლის ხეც იქვე დაუდგა აკრძალვით - ყველაფერი თქვენია, ამ ხის ნაყოფი არ გასინჯოთო, ხოლო როცა გასინჯეს, სატანის რჩევით, (ან სატანა საიდან მოხვდა ედემში) სამოთხიდან გარეთ გამოყარა სამუდამოდ, და სამოთხეს მცველებიც დაუყენა, მიუხედავად იმისა რომ ბიბლიას არავინ აღიქვამს პირდაპირი მნიშვნელობით, არ გეჩვენებათ რომ ამ ეპიზოდს რაღაც აკლია და არალოგიკურია?!, ეს ხომ ძალიან გავს, ვთქვათ მშობელმა პატარა ბავშვს სათამაშოებში ნამდვილი იარაღი ჩაუდოს, თან გააფრთხილოს: აი, ამას ხელი არ ახლოო, ბავშვი რა თქმა უნდა პირველ რიგში იარაღით დაიწყებს თამაშს და მერე გაბრაზებულმა მშობელმა, ბავშვი შუაღამით გარეთ რომ გააგდოს ბედისანაბარა და სამუდამოდ დაუკეტოს კარები. არც ერთი გულქვა მშობელი ასე არ მოიქცევა, ასეთ საშიშ საცდურს შვილს არ დაუდებს, და თუ მაინც ასე გააკეთა შვილის სიყვარულის თუ მისი დამჯერლობის გამოსაცდელად, ქუჩაში მაინც არ გააგდებს. მაშინ რა გამოდის - არასრულყოფილი ცოდვილი ადამიანი უფრო გონიერია ვიდრე სამყაროს და ჩვენი შემქმნელი ღმერთი?! ან იგივე ადამიანს უფრო უყვარს მისი ცოდვით ნაშობი შვილი, ვიდრე ღმერთს, შემოქმედს მისი შექმნილი?! ლოგიკურად ასე გამოდის, მაშინ რატომ მთხოვს ეკლესია ვემსახურო და მიყვარდეს ღმერთი მთელი ჩემი არსებით და დღემდე მოვინანიო ადამისა და ევას ცოდვა, თუ თვითონ ღმერთი იყო სასტიკი და უსამართლო მათ მიმართ თვითონ დაუდო საცდური, სატანაც შეუშვა ედემში და მერე გარეთაც გამოყარა სამუდამოდ. და თან თუ იმ ხის ნაყოფს არ გასინჯავდნენ, არც მე და თქვენ ვიქნებოდით არანაირად, დღემდე სრულყოფილ ედემში იცხოვრებდა მხოლოდ ორი ბედნიერი და უზრუნველი არსება - ადამი და ევა. გამოდის რომ ღმერთს ჩვენ არ ვუნდოდით. მან მხოლოდ თავის გასართობად შექმნა სათამაშო, რომელმაც გამოცდას ვერ გაუძლო და გადააგდო. ამ ეპიზოდში ვერანაირად ვერ ვხედავ ღმერთს, მითუმეტეს ისეთს რომ მიყვარდეს და რომელსაც ვუყვარვარ. მოკლედ, მსოფლიოს სამი ფუნდამენტალური რელიგია ამ ისტორიას ეფუძვნება, რომელშიც ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ და არ ვუნდივართ, ან ყველა რელიგია შეგნებულად გვატყუებს, ან აქ სულ სხვა ისტორიაა გდმოცემული, რომელიც ჩვენამდე ასეთი დამახინჯებული სახით მოვიდა.
თუ იგივე ისტორიას სხვა კუთხით და სხვა ცოდნით შევხედავთ, და არ ვეცდებით მასში ხალხზე სამოქმედო და საკონტროლო, ადამიანის დასაშინებელი ელემენტები ვეძებოთ, მოვახერხებთ დავინახოთ ალეგორიული სურათი და მაშინ ლოგიკასაც ვიპოვით და სულ სხვა ისტორიას მივიღებთ........
Lashapoli
არა მგონია ბიბლიის რომელიმე გამოცემაში პირდაპირ ეწეროს (თუმცა, შეიძლება ვცდებოდე), რომ გველის სახით სატანაა განოყვანილი, მაგრამ ყველა მიმართულების ქრისტიანული ეკლესია (სადაც მიკითხია, თუმცა კითხვაზე - საიდან მოხვდა ედემში სატანა - რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი არსად მიმიღია) ასეთ განმარტებას აძლევს გველს, ქადაგებაზეც მომისმენია, ასევე თვლიან ებრაელები და მუსულმანები, ჩემთის ნაცნობი ყველა ქრისტიანი თეოლოგი, ბიბლიის ამ ეპიზოდის განმარტებისას, ამბობენ რომ გველის სახით სატანამ აცდუნა ევა.
სხვათაშორის ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ გველი ბიბლიაში გამოყვანილია, როგორც ყველაზე ბრძენი ცხოველი, რაც კი ღმერთმა შექმნა, ბრძენი და ჭკვიანი, და არა ბოროტი და ცბიერი, ამაზე საინტერესო საუბარი მქონდა ერთ მეთოდისტ მღვდელთან, რომელმაც ასე განმიმარტა: ყველაზე ჭკვიანი რომ იყო, ამიტომ აირჩია სატანამო
Lashapoli
ყველა მღვდელი მაგასვე გიპასუხებს, ეს ეპიზოდი იმიტომ მოვიტანე, რომ ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში. თითქმის ყველა ბავშვაც კი იცის და კარგად ჩანს რამდენად დამაბნეველი და ხანდახან არასერიოზულია, რომელიმე რელიგიის დოგმების მიხედვით კეთილისა და ბოროტის, ღმერთისა და ეშმაკის არსის განსაზღვრა. თუმცა ის არავინ იფიქროთ, სრული ჭეშმარიტების შემოთავაზებას მე ვაპირებდე
Lashapoli
kate
"ადამის და ევას" ისტორია ვედებშია უფრო ზუსტი რეალობით მოცემული:. შემოგთავაზებთ ადაპტირებულ ვერსიას:
კალი იუგის დაწყებამდე, დვაპარა იუგის ბოლოს, ნაიმიშარანის ტყეში შეიკრიბა პლანეტის ყველა დიდი ბრძენი. მათ გადაწყვიტეს დიდი ვედური მსხვერპლშეწირვის - შრავანა (მოსმენა) იაგიის გაკეთება. ანუ უნდოდათ მოესმინათ “შრიმად ბჰაგავატამი” ღმერთის წმინდა ერთგულისგან - სუტა გოსვამისგან და ბოლოს უნდოდათ პლანეტის დატოვება, რათა კალი იუგაში არ დაბადებულიყვნენ. სუტა გოსვამიმ დაიწყო მთელი ბჰაგავატამის ზეპირად მოყოლა.
ამ მსხვერპლშეწირვის დროს გამოჩნდა უფლის კიდევ ერთი წმინდა ერთგული შუკადევა გოსვამი და განუცხადა ბრძენებს რომ ყველას არ უნდა დაეტოვებინა დედამიწა. რამდენიმე უნდა დარჩენილიყო და თვალყური ედევნებინა კალი იუგის მიმდინარეობისთვის, რამეთუ ამ ეპოქაში დადგება ოქროს ხანა (პერიოდი) რომელიც 10 000 წელი გაგრძელდება და მაშინ დაჭირდებოდნენ ეს ბრძენები კაცობრიობას. შესთავაზა მათ რომ ჰიმალაების მეორე განზომილებაში გადასულიყვნენ (ჰიმალაებს 3 განზომილება (დონე) აქვთ), ადგილზე, რომელსაც ჰქვია შამბალა.
რამდენიმე ბრძენი ასეც მოიქცა და ჰიმალაებში გადაინაცვლა. ამ დროს მათ გამოეცხადათ ქალღმერთი კალი (რომელიც კალი იუგას განაგებს). ბრძენები შეეცადნენ ხელი შეეშალათ კალისთვის მის მისიაში (არ უნდოდათ რომ კალი იუგა დამდგარიყო) და მაშინ კალი ეუბნება მათ, რომ ის დიდი დროის (მაჰა კალას – ანუ იგივე უფლის) ბრძანებით მოვიდა. სთხოვა რომ არ შეეშალათ ხელი მისი მისიისთვის, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც კალის ეპოქაში დაიბადებიან, სასჯელი უნდა მოიხადონ. კალი მიმართავს უფალს, რომ დაიცვას ამ მისიის შესრულებაში...
კალის აძლევენ ასეთ კითხვას: “როგორ გაავრცელებ შენს მისიას ამ ეპოქაში?”
ამის პარალელურად ვითარდება სხვა ისტორია: ერთ მეფეს, რომელსაც ერქვა იაიატი, უჩნდება 5 შვილი და ყველა ეს შვილი ხდება “მლეჩიხა” (ხორცისმჭამელი). ამის გამო ბრაჰმანებმა ჩაატარეს “მლეჩიხა – იაგია” ანუ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა, რისი საშუალებითაც ყველა ხორცისმჭამელი უნაყოფო ხდებოდა (ამით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათი გამრავლებისთვის). რადგანაც ვედებში ნათქვამი იყო რომ ხორცისმჭამელობის გავრცელებასთან ერთად რელიგიურობა და სულიერი ღირებულებები დაეცემა ადამიანში და საზოგადოება დემონური გახდება.
როცა მეფე იაიატიმ გაიგო თავისი შვილების ამბავი, გაყარა ისინი სახელმწიფოდან (თავის მხლებლებთან და მიმდევრებთან ერთად, რომლებიც ამ შვილებს ბევრი ყავდათ). ამის შემდეგ იყო იუგა პრალაია (დიდი წყალდიდობა, რომელიც ხდებოდა ხოლმე ეპოქებს შორის). ჰოდა საბოლოოდ ეს 5 შვილი აღმოჩნდა ჰიმალაების მიმდებარე ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ არაცივილიზირებული ტომები. როგორც ვედურ პურანებშია აღწერილი მათგან წამოვიდა თანამედროვე დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციები. (იესო შალვაჰანას იმასაც ეუბნება, რომ ახალ რელიგიას შექმნის “მლეჩიხებისთვის” (ხორცისმჭამელებისთვის) ისინი სუფთები არ იქნებიან ჩვევებით, მაგრამ მრავალი იქნება გულწრფელი და ისინი გაიწმინდებიან (ეს აღწერილია ბჰავიშტია პურანაში).
ამ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განწმენდილიყვნენ დაგროვილი ცოდვებისგან… ამ მლეჩიხებთან ერთად თავისი ნებით წავიდა ერთი დიდი იოგი, რომელსაც ერქვა ადამა (ადამა სანსკრიტზე ნიშნავს – “იმას, ვინც თავის გრძნობებს აკონტროლებს”). ადამა იყო “იოგა ვიკამბარა”, ანუ იოგი, რომელიც სხეულად არ აღიქვამს თავს და შიშველი დადის (ასეთი იოგები ახლაც არიან ინდოეთში). ადამა თვითონ არ იყო მლეჩიხა, მათ კი მხოლოდ თანაგრძნობის გამო, დასახმარებლად გაყვა.
მოკლედ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განთავისუფლებულიყვნენ თავისი მეფეების ცოდვებისაგან და ჩაატარეს მსხვერპლშეწირვა (ცეცხლით), და რადგანაც ხორცისმჭამელობის გამო მათ დაკარგული ქონდათ სიწმინდე, მანტრების კითხვის დროს შეცდომები დაუშვეს და სხვა შედეგი მიიღეს. კერძოდ მსხვერპლშეწირვის დროს ცეცხლისგან გამოვიდა ქალი. და რადგანაც ის ცეცხლისგან დაიბადა, დაარქვეს “ავ-ევატი” (სანსკრიტზე ნიშნავს ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვით დაბადებულს). ისიც იყო ვიკამბარა, როგორც ადამა და იყო სრულიად შიშველი.
ამ მსხვერპლშეწირვის მეორე შედეგი იყო დიდი ნაყოფი, რომელიც ასევე ცეცხლიდან გამოვიდა და ამ მლეჩიხების ყველა ცოდვითი რეაქცია შეიწოვა. ეს ნაყოფი შეინახეს ოქროს ჭურჭელში, მაგრამ რამდენიმე ხნის მერე, როცა მის სანახავად მივიდნენ, ნაყოფი გამქრალიყო... ამის შემდეგ ავ-ევატი ადამასთან ერთად გააძევეს თავისი საზოგადოებიდან...
დავუბრუნდეთ პარალელურ ისტორიას, როცა ბრძენები კალის ეკითხებიან, თუ როგორ გაავრცელებს კალი იუგაში უღმერთობას და დეგრადაციას. კალი ამბობს: მე ამას გავაკეთებ ადამას და ავ-ევატის მეშვეობით.
შემდეგ აღწერილია პარალელური მოვლენები: ადამა იწყებს მედიტაციას უზენაეს ღმერთზე რომელიც მის გულშია (პარამატმაზე, ანუ სულიწმინდაზე) და ეკითხება მას, თუ რაში მდგომარეობს მისი მისია. და მაშინ მას ესმის ხმა თავისივე გულიდან: “შენ უნდა წაიყვანო ავ-ევატი და წახვიდე “ტიკინა-აჩალამში” (თანამედროვე ირანის ტერიტორია). იქ შენ დაინახავ ღვთაებრივ ბაღს. შენ შეხვალ იმ ბაღში და იქ გამოვლინდება შენი მისია.”
როდესაც ადამა და ავ-ევატი ამ ბაღში მივიდნენ, კალი გადაიქცა ნაგად (ღვთაებრივი გველად), მივიდა ავ-ევატისთან (რადგანაც ადამას შეცდენა უფრო გაუჭირდებოდა, ავ-ევატი კი მლეჩიხების მსხვერპლშეწირვით იყო დაბადებული და ადამასგან განსხვავებით ჰქონდა სენტიმენტალურობის ასპექტი), მიაწოდა ნაყოფი (სწორედ ის ნაყოფი, რომელმაც მლეჩიხების ცოდვები შეიწოვა) და უთხრა: “იგემე ეს ცოდნის ნაყოფი, გინდა გაიგო ყველაფერი? ჭამე ეს ნაყოფი.” ავ-ევატიმ გასინჯა ნაყოფი (ანუ ქალი იყო პირველად ამ ცოდვილი გენის მატარებელი) გაგრძელება იხილეთ ბიბლიაში...
კალი ეუბნება ბრძენებს: “ამ ტოტებით გავავრცელებ ყველა უღმერთო რელიგიას და ცოდნას, რათა დაფარული იყოს ჭეშმარიტება განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანებისთვის. და მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად გულწრფელია, განთავისუფლდებიან, თუ მიიღებენ იმ ცოდნას, რასაც თქვენ მისცემთ ოქროს ხანაში.” და ვედებში წერია, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ბჰაკტი-იოგას (უფლის ერთგულ სამსახურს) მისდევენ, თავისუფლდებიან კალის ეპოქის გავლენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი დეგრადაციას განიცდის კალი იუგაში.
ეს ყველაფერი აღწერილია “ბჰავიშტია პურანაში”
kate
მე მგონია, კაცობრიობას ჰქონდა ერთი ცოდნა, რომელიც ფრაგმენტულად სხვადასხვა წმინდა წერილში აგაბნეული, ამის გამოა ამდენი დამთხვევა..მაგრამ ამის გამო ნამდვილი ცოდნა ადამიანების სუბიექტური ინტერპრეტირებისგან არ იყო დაცული. ჩვენ არ გაგვაჩნია მატერიალური ნივთმტკიცებულება იმისა, რომ მაინცდამაინც ეს წერილებია ნამდვილი და სრული. თუმცა ეს ყოველი ჩვენგანის რწმენაზეცაა დამოკიდებული რომელს ავირჩევთ, ან უარვყოფთ სულ ყველას.ფაქტია, რომ ცოდნა იყო და მას ფლობდა კაცობრიობა.. საინტერესო ისაა რა მოხდა სინამდვილეში!
ის რომ ბიბლია პირადპირ წასაკითხი არაა მემგონი სადაო არ უნდა იყოს.. რატქმაუნდა რაღაც დონეზე გარკვეულ ფაქტებს შეიცავს , მაგრამ ძირითადად ალეგორიულ სიუჟEტებზეა აგებული, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
td.........
td.........
.......მივედით იქამდე, რომ ეს სამყარო ორი ურიერდაპირისპირებული ძალების ურთიერთობით იქმნება, (თვითონ ამ სამყაროს აგებულებაზე მერე ვილაპარაკოთ), უფრო სწორად ძალა და ენერგია მხოლოდ ერთია, მაგრამ ამ მეტისმეტად მკვრივ სამყაროში სადაც მატერიის ასაგებად გაცილებით მეტი რაოდენობის ატომია საჭირო, ორად იყოფა, როგორც, ვთქვათ შუაზე გაიყოფა ერთი მდინარე, როდესაც დიდ კლდეს მიადგება. და ამდაგვარად ჩნდება საუკეთესო ვარიანტი თავისუფალი ნების ბოლომდე გამოსავლენად. თავისუფალი ნება სამყაროს პირველი კანონია, თავისუფალი ნებით გამოვეყავით საწყისს, ღმერთს - არავის გამოვიგდივართ, თავისუფალი არჩევანით დავიბადეთ პირველ სამყაროში და ჩვენივე არჩევანით მოვდივართ აქამდე, მაგრამ ამ სამყარომდე ჩვენი არჩევანი უკავშირდებოდა მხოლოდ - რომელი ჯობიას, რომელი უკეთესია, რომელი უფრო გამოგვადგება, რადგან აქამდე ნამდვილ სურათს ვხედავდით და კარგის უკეთეს ვარიანტს ვეძებდით, აქ კი თამაშის წესები შევცვალეთ და დიდი ამოცანა დავისახეთ: როგორ არჩევანს გავაკეთებთ, როცა არ იცი ვინ ხარ, როცა უნდა იბრძოლო ადგილის დამკვიდრების და გადარჩენისთვის, სადაც ეგო გმართავს, და სადაც ეგოს დასაკმაყოფილებლად, მატერიალური სიამოვნებების მისაღებად გეძლევა საშუალება შეგნებული არჩევანი გააკეთო ბოროტსა და კეთილს შორის.
იმ ძალების გარეშე, რასაც ეშმაკს თუ სატანას, ლუციფერს თუ დემონს ვუწოდებთ, ჩვენ საერთოდ ვერ ვიარსებებდით, ეს სამყარო ვერ იარსებებდა, ეს ბნელი ძალა კი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა იმ ერთადერთი ღვთიური სიყვარულის ენერგიის მეორე მხარისა (ახლა კი ალბათ, ყველა რელიგია სიამოვნებით ჩამქოლავს ). არავითარი რქიანი და კუდიანი ან თხისთავა ეშმაკი არ არსებობს, არც ალ პაჩინოს გავს "ეშმაკის ადვოკატიდან", ისინიც ისეთივე ღვთიურები არიან, როგორც დანარჩენი ანგელოზები წარმოგიდგენიათ(ახლა მითუმეტეს ), არავინ არ არის ჩასაფრებული და არ ნადირობს ჩვენს სულებზე. ისინი უბრალოდ საშუალებას იძლევიან საკუთარი არჩევანის მიხედვით გამოიყენი შენივე ძალა. როდესაც შავ მაგიას მიმართავ ვინმეს თავიდან მოსაშორებლად უკვე აკეთებ არჩევანს და ჯადოს სატანა და ეშმაკი კი არ აძლევს ძალას, არამედ მაგის მიერ შექმნილი ფანტომი, ეგრეგორი, რომელსაც ძალას მაგების მიერ შეთავაზებულ მსხვერპლიდან იღებენ, შავი მაგია, არასწორად გამოყენებული სულიერი ძალები - ენერგო მკურნალობა, ექსტრასენსორიკა - ეს არის ყველაზე დიდი საშიშროება რაც ამ სამყაროში სულს ემუქრება. მაგები (რომლებთაც მართლა ძალა აქვთ, აფერისტებს კიდევ არაუშავთ) ძირითადად რამოდენიმე ცხოვრების მანძილზე ეწევიან ერთ და იგივე საქმიანობას.....
...... ახლა ცოტა რამ იმ საშიშროებაზე, რომელიც რამოდემიჯერ ვახსენე, და რაც ემუქრებათ მათ, ვინც შავ მაგიას ეწევა. გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ მართალია მეოთხე განზომილებაში ვერ ვხვდებით, მაგრამ სადღაც ნახევარ გზაზე ვართ, ჩვენი ცნობიერების 45 გრადუსით შემობრუნებას შემეცნების გაცილებით მაღალ დონეზე ავყავართ, იმასთან შედარებით, სადაც ახლა ვართ, ამიტომაც იქედან, მიუხედევად იმისა, რომ ჩვენი ნამდვილი წარმოშობა არ გვახსოვს, კარგად ვხედავთ დაშვებულ შეცდომებს, და რახან კარგად განვითარებული ემოციური სხეული გვაქვს, ფიზიკური სხეულის გარეშე ბევრი რამ გასაგები ხდება ჩვენთვის, მაგი, რომელმაც პირველად დაუშვა შეცდომა, იქედან კარგად ხედავს რაც ჩაიდინა მაგრამ მის მიერ შექმნილი ეგრეგორებისაგან არც იქ არის თავისუფალი, პირიქით, იქეთ უფრო ძალა აქვს ასეთ ფანტომებს, მათ უფრო დაბალი ასტრალი უკავიათ, აქვე არიან ის სულებიც, რომლების ძალიან ბევრი ცხოვრება ეწეოდნენ მაგიას რის გამოც თავიანთ ნამდვილ სხეულებთან, ენერგეტიკული კავშირი უკვე დაკარგეს და ამდენად მათი ინკარნაცია ფიზიკურ პლანზე აღარ ხდება, მათ უკვე წაშლილი აქვთ თავიანთი ცივილიზაციის კოდი, ისინი სულები აღარ არიან, რადგან როდესაც სხეულთან ენერგეტიკული კავშირი წყდება, სულის ცნობიერება უკან ბრუნდება, ჯერ სხეულში და შემდეგ სხეულიდან მონადაში, როგორც კი სულის ცნობიერება სხეულს დატოვებს, სხეული კვდება, ისევე როგორც ჩვენთან, მაგრამ ეს უკვე ნამდვილი სიკვდილია (მაგრამ არა სულის) და წარმოუდგენელი ტკივილი ყველასთვის.
ასტრალურ პლანზე დარჩენილი ასეთი არსებები ენერგიას ინკარნირებული ანუ ფიზიკურ პლანზე მყოფი მაგებისა და მათი რიტუალებისგან იღებენ. მათ გადარჩენის შანსი თითქმის ნულის ტოლია. ისინი ითანხმებენ ასეთ სულებს საკუთარი სურვილით აირჩიონ გზა. ასეთი არჩევანის გამოსწორება კი მხოლოდ ფიზიკურ პლანზეა შესაძლებელი. სანამ საბოლოო კავშირი გაწყდებოდეს სხეულთან ინკარნირებულ მაგს ყოველთვის ეძლევა საშუალება "გაარღვიოს წრე", ყოველთვის ექმნება პირობები შეცვალოს არჩევანი, რადგან ყოველი სული სამყაროსთვის უსასრულოდ ძვირფასია და მისი გამოცდილების შესანარჩუნებლად, მის საერთო ცნობიერებაში დასაბრუნებლად ყველანაირად იბრძვის. თუ ასეთმა სულმა, რომელიც ჯერ კიდევ ინკარნირებულია, ვერ გამოიყენა ბოლო შანსი, გარდაცვალების შემდეგ თავის სხეულთან ენერგეტიკულ კავშირს კარგავს. და იმ დაბალი ასტრალის მსხვერპლი და წევრი ხდება, რომელიც მისნაირი არსებებით და მათ მიერვე შექმნილი ფანტომებით და ეგრეგორებით არის დასახლებული, ეს კი საშინელი და დაუნდობელი ადგილია, ეს არის მართლაც ბნელი "ძალების ადგილი", მაგრამ არც ერთ ადმიანზე, არც ცოცხალზე და არც მკვდარზე ხელი არ მიუწვდებათ, რადგან დამოუკიდებლად არანაირი ძალა არა აქვთ და მითუმეტეს ვერავის ენერგეტიკულ ველში ვერ შეაღწევენ თანხმობის გარეშე, ჩვენი თანხმობის გარეშე ახლოსაც ვერ მოვლენ. ეს დაბალი ასტრალი თავისი არსებებით უზარმაზარ ნეგატიურ იმპერიალს ქმნის პლანეტაზე, რაღაც რუხ ფენას, რომელიც პლანეტარული ძვრის დროს, ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლისას მთლიანად ნადგურდება, რადგან არ ეკუთვნის არც ერთ განზომილებას და არც ერთ სამყაროს......
kate
ალბათ ''ჯოჯოხეთი'' აღწერე. სულისთვის მომაკვდინებელი მხოლოდ შავი მაგიის ფლობაა?
ever
David27
ჰო, ვიცი საშინელი სურათია, მაგრამ ასეა
ის არსებები, პრინციპში აღარც არსებებია უკვე, სული უკვდავია და დატოვებული აქვს ის ასტრალური სხეული, მხოლოდ ფანტომებია დარჩენილი. რომლებსაც საარსებო საკუთარი ენერგია არ გააჩნიათ, შეპყრობილობა - ერთ-ერთი გზაა, რითაც ისინი "იკვებებიან", მაგრამ ყველა შეპყრობილი რაღაც ეტაპზე თვითონ აძლევს უფლებას, სხვა გზა არ არსებობს - სიმთვრალის, ნარკოტიკების, სქესობრივი აღგზნების დროს ბუნებრივი დამცავი მექანიზმი მოდუნებულია და შედარებით ადვილად ახერხებენ თანხმობის მიღებას.
შავი მაგია ცოტა ვიწრო გაგებაა, ეს ძირითადა ეხება სულიერი ენერგიის სხვის საზიანოდ შეგნებულად გამოყენებას. რადგან აქ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ სამყაროს მკაცრი კანონების მიუხედავად შევინარჩუნოთ თანდაყოლილი სულიერი თვისებები, თვალდახუჭულებმა ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება, და არა მივაგნოთ და მითუმეტეს, ეგოისტური მიზნებისთვის გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები. თვითონ მაგია, ჯადოქრობა კი არ არის მომაკვდინებელი, მაგია ჩვენი ბუნებრივი უნარის გამოყენებაა, მაგრამ ამ უნარის მიგნება და მერე საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად, სხვის საზიანოდ მისი გამოყენების არჩევა არის "მომაკვდინებელი".
kate
ანუ ეს ფანტომები ე.წ. დემონებია? ატლანტიდელების მიერ შემთხვევით გახსნილი პორტალიდან ეს ფანტომები შემოიჭრნენ ჩვენს სამყაროში?
David27
რასაც დემონებს უწოდებენ ეგზორხისტები ძირითადად ეს ფანტომებია, რომლებიც, რეალურად აღარც არსებები აღარ არიან და არანაირი საკუთარი ძალა არ გააჩნიათ, მათ შეუძლიათ მხოლოდ პიროვნების ფსიქიკაში ჩამალული ყველანაირი ნეგატიური ამოქაჩონ და გამოიყენონ, ვერც ერთ მტკიცე ფსიქიკის და სუფთა სინდისის ადამიანს ვერ "ჩაუსახლდებიან", ვერ შეაღწევენ მათ ენერგეტიკულ ველში, შეგვიძლია რაღაც უსიამოვნო კვამლისმაგვარად წარმოვიდგინოთ, რომელმაც ოთახში შესასცლელი თუ ნახა, თანდათან აავსებს, მაგრამ საკმარისია ფანჯარა გააღო - უკვალოდ გაიფანტება.
ატლანტიდის დროს ჩვენს სამყაროში შემოჭრილი არსებები და "ბნელი ძალები", სრულიად სხვადასხვაა, თუმცა, მათი დედამიწაზე დარჩენილი მცირე ნაწილი დღემდე იყენებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს საარსებოდ, და ბევრი ჩვენთაგანი შეიძლება მრავალი ცხოვრება ატარებდეს ასეთ არსებას და და არც არაფერი იცოდეს, არც არანაირ გავლენას არ ახდენდეს მის განვიტარებაზე, იმდენად მცირე ენერგია ჭირდებათ საარსებოდ, თუმცა შეპყრობილთა ერთი ნაწილი მათი დამსახურებააცაა, როდესაც ჩვეულ "დონორს" კარგავენ (ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს) და იძულებული არიან ახალი მოძებნონ, ისინი ძირითადად უწყინარი არსებები არიან, რომლებიც ცდილობენ თავი გადაირჩინონ უცხო გარეMოში, და რომლებიც ძალით გახდნენ "გადმოქაჩულნი" სხვა რეალობაში, თორემ თავიანთ სამყაროში თავისი დანიშნულება აქვთ, ესენი რაღაც განზომილებათაშორისი არსებებია, რომელთაც თავიანთი დანიშნულება აქვთ, როგორც დედამიწაზე - ელემენტალები, მაგრამ სხვა რეალობის უფრო დაბალ განზომილებაში (უფრო დაბალ - იმასთან შედარებით სადაც ვიყავით ატლანტიდის დროს). იმ დროს ძალიან დიდი პორტალი გაიხსნა და ის არსებები უსაშველოდ დიდი რაოდენობით გადმოიწოვა ჩვენთან, და საოცრად შეშინებულები იყვნენ, მათთა ასეთმა დიდმა რაოდენობამ მოახდინა გავლენა ვიბრაციის დაწევაზე. ეს დიდი ტრაგედია იყო, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ამ არსებებისთვის, ეს დარჩენილი არსებები კი ციკლის დამთავრებისას - "ბნელი ძალებისგან" განსხვავებით, რომლებიც უკვალოდ გაქრებიან, როგორც მცირე კვამლის გროვა დიდი ქარის დროს - თავიანთ სამყაროში და თავიანთ რეალობაში დაბრუნდებიან
kate
ძალიან კარგად ამიხსენი. მადლობა
ადამსა და ევას ეპიზოდს არ განმარტავ? შეგაწყვეტინეს და
ქეთი, თვალი გადავავლე შენს ნაწერს და დავინტერესდი ძალიან. საღამოს დროს გამოვნახავ და ყურადრებით წავიკითხავ. მიხარია, რომ ჩვენი საზოგადოება, როგორც იქნა ცივილიზებული კუთხით მიუდგა ამ საკიტხის შესწავლას.
tikoroma
ადამ და ევას ეპიზოდი იმიტომ მოვიტანე, რომ მეჩვენებინა, ბიბლიის მიხედვით ჩვენ ვერ ვიარსებებდით, გველს ევა რომ არ შეეცდინა, რადგან მხოლოდ ედემიდან გამოდევნების შემდგომ ცნო ადამმა ევა ცოლად. ანუ ღმერთი და სატანა, კეთილი და ბოროტი, რომ არ დაპირისპირებულიყვნენ ედემის ბაღში დღემდე, მხოლოდ სიამოვნებისაგან და ნეტარებისაგან გამოშტერებული უშთამომავლო ადამი და ევა იცხოვრებდა
ისე ადამ და ევას ეპიზოდის სხვადასხვანაირი ეზოთერული განმარტებებია, რაც უფრო სხვა თემაა.
ანანდა
ramlila
მადლობთ
.......თუ კი ვამბობთ, რომ არსებობს სხვა განზომილება-სამყაროები, რომელიც ისეთივე და უფრო რეალურიც კი არის, ვიდრე ის რაც ვიცით და სადაც ვცხოვრობთ ახლა, თავისთავდ ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევებით ვერ დავინახოთ ან ვერ აღმოვაჩინოთ რომელიმე ასეთი სამყარო, დღეს როცა ატომგულის უმცირეს ნაწილაკებსაც კი იკვლევენ და ათასობით სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის ზუსტი ტრაექტორიის და მასის გამოთვლა შეუძლიათ. საქმე ისაა, რომ სხვა განზომილება, სხვა სამყარო სხვანაირად არის აგებული და განზომილებებს შორის ბარიერია, ამასთანავე განზომილებები ერთმანეთს მანძილით კი არ არის დაშორებული, არამედ განსხვავებული სიხშირით, პულსაციით, ვიბრაციით. ასე რომ ერთი და იგივე სივრცეში განუსაზღვრელი რაოდენობის სამყარო შეიძლება არსებობდეს, ახლა პოპულარულია და ლოგიკური ასეთი შედარება: რადიომიმღებიდან სხვასხვა გადაცემებს რომ მოუსმინო, საკმარისია შესაბამის სიხშირეზე გადართო და იგივე მიმღებიდან, იგივე ადგილას და დროს სულ სხვა ადგილიდან და სულ სხვა გადაცემა მიიღებ. ასევე ჩვენც, რომ შეგვეძლოს ჩვენი ვიბრაციის სურვილისმიხედვით შეცვლა, წამიც არ დაგვჭირდებოდა სხვა რეალობაში გადასასვლელად.
სამყაროში განუწყვეტილი მოძრაობაა, არაფერი არ არსებობს უძრავი და ერთ ადგილზე, ყველაზე მყარ ნივთშიც კი, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, განუწყვეტილი, დიდი სისწრაფით მოძრაობაა, ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს ირგვლივ, მთელი პლანეტა და კენჭი, ხე და წყალი, ჩვენი სხეული და ყველა ცოცხალი და არაცოცხალი, მეტეორიტის ნამსხვრევი და მთვარიდან ჩამოტანილი გრუნტი აგებულია, ძალიან მარტივად რომ ვტქვათ, ატომებისაგან, რომლებიც აშენებენ მოლეკულებს. თვითონ ატომები კი ბირთვისა და მის ირგვლივ განსაზღვრულ ორბიტაზე მოძრავი ელექტრონებისაგან. ეს ელექტრონები განუწყვეტლივ მოძრაობენ ძალიან დიდი სიჩქარით - დაახლოებით ცხრა მეათედი სინათლის სიჩქარით, ეს წარმოუდგენლად დიდი სიჩქარეა, იმდენად დიდი, რომ პრინციპში, მიუხედავად დღევანდელი ტექნოლოგიებისა ელექტრონის დანახვა ვერავინ შეძლო, ხედავენ მხოლოდ ე.წ. ელექტრულ ღრუბელს (ფიზიკა-მათემატიკაში და საერთოდ ტექნიკურ საგნებში განათლება არ მაქვს, ასე რომ სიამოვნებით მივიღებ ყველა შენიშვნას ) და ეს მოძრაობა არასოდეს, არასოდეს, არც ერთი წამით არ წყდება. ელექტრონების სიჩქარე უცვლელია ყველა ატომში, ელექტრონების რაოდენობა და მათი ტრაექტორია განსაზრვრავს სხვადასხვა ელემენტებს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ელექტრონები მოძრაობენ არა ცხრა მეათედი სინათლის სიჩქარით, არამედ სინათლის სიჩქარეზე გაცილებით მეტი სისწრაფით, ასეთი ატომების ბირთვში მიმდინარე პროცესებიც ხომ შეიცვლება თავისთავად, ჩვენსაზე გაცილებით დიდი ენერგიის გენერირებას შეძლებენ და შესაბამისად მყარი სხეულის ასაგებად გაცილებით ნაკლები რაოდენობის ატომი იქნება საჭირო, ახლა წარმოვიდგინოთ ასეთი ატომებით აგებული სამყარო, თავისი მზით, მთვარით და ვარსკვლავებით და ცოცხალი არსებებით. იქ ხომ თავისთავად, ფიზიკის კანონებიც სხვა იქნება, სხვა სიხშირე და სხვა პულსაცია, და როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელი იქნება, ჩვენი ცხრა მეათედ სიჩქარიანი ატომებისაგან აგებული თვალებით მათი დანახვა, ან იგივე ატომებისაგან აგებული ტელესკოპებით ან მიკროსკოპებით იმ სამყაროს შესწავლა?!........
........უკვე ვთქვით, რომ ზედა და ქვედა განზომილებები იგივე სამყაროები, ერთმანეთისაგან გამოყოფილია საზღვრებით, ბარიერებით. ერთ-ერთი ასეთი დიდი ბარიერი არის დრო, რომელიც ჩვენთვის ერთხაზოვანი და უცვლელია და წარსულიდან მომავალში მიედინება. დრო სხვანაირი არც ვიცით და ვერც წარმოგვიდგენია. ჩვენ ერთბაშად სამ დროში ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ და ეს გვგონია ერთადერთი უცვლელი რეალობა - ყველა უმარტივესი ქმედება, რომელიც კი ოდესმე გაგვიკეთებია ვაკეთებთ ან გავაკეთებთ, მიმდინარეობს სამივე დროში: ავიღოთ უბრალოდ წყლის დალევა, დალევა რომ დავიწყეთ პირველი ყლუპი უკვე წარსულია, სმის პროცესი აწმყო და ბოლო ყლუპს მომავალში ვაკეტებთ, მაგრამ თუ დავფიქრდებით მხოლოდ ორი დრო გვაქვს, წარსული და მომავალი, აწმყო არც არსებობს, რადგან მაშინვე გადაადგილდება წარსულში და იწყება მომავალი, როდესაც ნამდვილი, რეალური დრო არის მხოლოდ ახლა , რომლის აღქმასაც ჩვენ ფაქტიურად ვერც ვასწრებთ, მაგრამ იმ სამყაროში საიდანაც მოვდივართ კარგად ვიცით რაც არის ახლა და აქ, რომელიც სრულიად განსხვავდება აქაური ცნებებისაგან. აქ კი ამ სამყაროში ჩაკეტილები ვართ სწორხაზოვან დროში და შემოსაზღვრულები ვართ სინათლის სიჩქარით, რომელთაც ერთი შეხედვით საერთო არაფერი არა აქვს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია ფიზიკურმა სხეულმა განავითაროს სინათლის სიჩქარე, ჯერ ერთი, რომ ამისათვის ენერგიის ინფინიტური წყარო საჭირო და მთავარი ის ცვლილებებია რაც სავარაუდოდ უნდა განიცადოს მასამ, ფიზიკურმა სხეულმა ასეთი სიჩქარის მიღწევის შემთხვევაში, ანუ ამ სამგანზომილებიანი სამყაროს ატომებისაგან აგებული ვერც ერთი ფიზიკური სხეული ვერ შეძლებს სიჩქარის ამ ბარიერის გადალახვას. მაგრამ რომც დავუშვათ ჰიპოტეტური ვარიანტი სინათლის სიჩქარით მოგზაურობაზე, მაშინ ჩნდება დროში მოგზაურობის ჰიპოტეტური ვარიანტიც, და ეს საკმაოდ მარტივი იქნება: ვიცით რომ დედამიწა განუწყვეტლივ მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო, ასევე მოძრაობს მის ორბიტაზე მზის გარშემო, მზის სისტემა კი გალაქტიკის ჩვენს ფრთაზე სპირალისებურად მოძრაობს გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ შიგნიდან გარეთ, ჩვენი გალაქტიკა კი ჰიპერგალაქტიკის ცენტრის ირგვლივ......, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად სწრაფია, არ აღემატება სინათლის სისწრაფეს, ასე რომ, იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იქნება სინათლეზე სწრაფი სიჩქარით მოგზაურობა, იმისდა მიხედვით რა მიმართულებას ავირჩევდით წარსულშიც შეგვეძლია აღმოვჩნდეთ და მომავალშიც, მაგრამ ეს წმინდა ჰიპოტეტურად, რადგან ვერასოდეს ვერ შევძლებთ ჩვენი ფიზიკური სხეულით, ჩვენი სამყაროს მასალისაგან აგებული ხომალდებით სინათლის სიჩქარის მიახლოებას. სანამ ჩვენ ვარსებობთ ამ სამყაროში დროც ასევე უცვლელი იარსებებს.....
.........თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ ვართ ჩაკეტილები მზის სისტემაში და მარტოობისათვის განწირულნი. ჩვენს უზარმაზარ, უსასრულო, სამგანზომილებიან სამყაროში უამრავი პლანეტაა ჩვენზე უფრო მეტად ან ნაკლებად განვითარებული ცივილიზაციებით, დროს ყველგან ერთი პრინციპი აქვს - სწორხაზოვანია და წარსულიდან მომავალში მოძრაობს, თუმცა თვითონ დროის აღქმა, მისი გაზომვა დამოკიდებულია პლანეტისა და მისი მზის თუ მზეების მასაზე, მათი მოძრაობის ციკლზე, სიჩქარის ლიმიტი კი მთელს სამყაროში ერთი და იგივეა, მაშინ როგორ იქნება შესაძლებელი რომელიმე ასეთ ცივილიზაციასთან კავშირი თუ მზის სისტემის გარეთ უახლოეს პლანეტამდე რამდენიმე სინათლის წელი გვაშორებს, ჩვენთვის ცნობილი და შესწავლილი არც ერთი პლანეტა კი არ არის დასახლებული?! სივრცის გამრუდების აინშტაინისეული ვერსია კარგად აჩვენებს დიდ სივრცეში მყისიერი გადაადგილების თეორიას დროის მინიმალური დამახინჯებით, და ამ შესაძლებლობას ერთიანი ველის თეორია იძლეოდა, რომ შესძლებოდა მისი დამტკიცება (თუმცა არსებობს ვერსია, რომ კიდეც დაამტკიცა და კიდეც ჩაატარა ექსპერიმენტი).
ვეცდები რაც შეიძლება მარტივად და კლასიკურად ავხსნა, რაზეა საუბარი:
წარმოიდგინეთ სუფთა ქაღალდის ფურცელი, ზედა კუთხეში დავსვათ ერთი წერტილი და ერთი წერტილიც ქვედა კუთხეში, ეს ორი წერტილი, ვთქვათ ერთმანეთთან დაშორებულია ათი სინათლის წლით, თუ ამ წერტილებს შორის გავავლებთ ხაზს, ეს იქნება ის მანძილი რაც სხეულმა ათი სინათლის წლის მანძილზე უნდა გაიაროს, მაგრამ თუ ფურცელს ისე მოვკეცავთ, რომ წერტილები ერთმანეთს დაემთხვნენ, მაშინ ის ხაზი, ანუ დრო საერთოდ აღარ იქნება საჭირო მათ ერთმანეთთან შესაერთებლად. ჩვენი სამყაროს ორი დაშორებული წერტილებს შორის მოგზაურობა ასეთი მეთოდით არის შესაძლებელი, და ამ მეთოდს იყენებენ სხვა განვიტარებული ცივილიზაციები, თუმცა ტექნოლოგიურად ჩვენზე მეტად განვითარებული, სულაც არ ნიშნავს სულიერად განვითარებას. ასეთი მოგზაურობებისათვის გახსნილი პორტალები არის სივრცე-დროის პორტალები, რომელთა არასწორად გახსნამ შეიძლება განზომილების საზღვრები ჩაითრიოს, რაც შეიძლება კატასტროფით დამთავრდეს მთელი ცივილიზაციისთვის, როგორც ერთხელ უკვე მოხდა ატლანტიდაზე და კინაღამ განმეორდა მეოცე საუკუნეში......
PS. მაპატიეთ თუ ისევ ჩინური გამომივიდა
kate
David27
აქ იმ ყბადაღებულ ფილადელფიის და მონტაკის ექსპერიმენტს ვგულისხმობდი, უფრო სწორად პროექტ რეინბოუს და ფენიქსს, რომელზედაც ზედმეტად დაუჯერებელი და ფანტასტიური, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული მოვლენები უკავშირდება, ამის შესახებ ადრეც ვახსენე და ახლა დავწერ რაც მოხდა სინამდვილეში, თუმცა ამ ისტორიას ვერც ერთ საიტზე ვერ ნახავთ და ვერც ერთ წიგნში ვერ წაიკითხავთ და არც ამ პროექტებში მონაწილეებმა, განსაკუთრებით ბოლოში, იციან დაზუსტებით რა მოხდა სინამდვილეში, ინფორმაციის წყაროს დასახელება აზრზს მოკლებულია, ამიტომ ისე წაიკითხეთ, როგორც რაღაც ისტორია და არა დოკუმენტური ამბავი .
ყველაფერი დაიწყო 1913 წელს, როდესაც ნიკოლო ტესლამ, რომელიც აინშტაინის შემოთავაზებულ სივრცის გამრუდების თეორიას უაზრობად თვლიდა, ნაკლებად ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა, ამ ექსპერიმენტის ტექნიკურ დეტალებზე გაგებაში არა ვარ, მაგრამ მოხდა სივრცე-დროის ძალიან მცირე დამახინჯებული პორტალის გახსნა, რომელიც გახდა მიზეზი დედამიწაზე დაბალი განზომილების ვიბრაციის შემოსვლისა, რამაც ტავისტავად დედამიწის ვიბრაციის დაწევა და ცნობიერების ოდნავ დავარდნა გამოიწვია. ეს არ იყო დიდი კატასტროფა და ჩვენ მალევე შევძლებდით ძველი ვიბრაციის აღდგენას, რომ არა მომდევნო 1943 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი. საქმე ისაა, რომ დედამიწა, ისევე როგორც ყველაფერი პულსირებს, და ყველა მოვლენისთვის ხელსაყრელი პირობები გარკვეული პერიოდულობით მეორდება. სივრცე-დროის პორტალის გასახსნელად საჭირო პირობები, ყოველლ ოცდაათ ორმოც წელიწადში ერთხელ დგება, და პირველი ექსპერიმენტი თუ მხოლოდ დამთხვევა იყო (თუმცა ესეც საეჭვოა, რამდენად იყო დამთვევა), მეორე ექსპერიმენტი გამიზნულად ჩატარდა გარკვეულ დროს. ოფიციალურად ეს იყო გემის რადარებისათვის გაუჩინარებისათვის (თუმცა ოფიციალური ვერსია საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ახლაც ცოცხალია ის ხალხი, ვინც ამ ექსპერიმენტს თვალს ადევნებდა ან შემთხვევითი მოწმე გახდა) ჩატარებული ექსპერიმენტი, გემი მართლაც 15 წუთით გაქრა არა მარტო რადარებიდან არამედ საერთოდ თვალთახედვის არედან და იგივე დროს რამოდენიმე ასეული მილის დაშორებით გამოჩნდა. სინამდვილეში ეს ექპერიმენტი ეხებოდა არა გემის უჩინრად გახდომას, არამედ სივრცეში მყისიერად გადაადგილებას გამრუდებული სივრცის საშუალებით. საქმე ისაა, რომ ეს ახალი პორტალი შეუერთდა 1913 წელს გახსნილ პორტალს, რაც უკვე სივრცისა და დროის სერიოზული დამახინჯება იყო და მისი ღიად დატოვება, კატასტროფული აღმოჩნდებოდა დედამიწისათვის და არა მარტო დედამიწისატვის, ასეტი დამახინჯებული პორტალები გავლენას მთელს სამყაროზე ახდენენ. დედამიწაზე კი ერთი უზარმაზარი ასეთი პორტალი უკვე ისედაც იყო. რადგანაც ჩვენ დიდი ციკლის თითქმის ბოლოში ვიმყოფებოდით და შანსი გვქონდა განვითარების შემდეგ საფეხურზე გადავსულიყავით, მაღალი განზომილების არსებებმა გადაწყვიტეს ჩვენი დახმარება, მაგრამ რადგან პირდაპირი ჩარევა ჩვენს განვიტარებაში არ შეიძლება, მათ გამოიყენეს ჩვენივე განზომილების უცხოპლანეტელები, რომლებიც ამერიკელ სამხედროებთან ერთად თანამშრომლობდნენ, და შესაფერის შემდგომ ციკლს დაელოდნენ, რამოდენიმე წლის მანძილზე კი, ამ პროექტში მონაწილეებს შეუქმნეს ილუზია, თითქოს ისინი მართავდნენ პროცესებს, საბოლოოდ კი პორტალი დახურეს და ექპერიმენტი ისეთი კურიზოთ დამთავრდა, აშკარაა, მაღალ განზომილებებში იუმორის გრძნობა არ აკლიათ. კერძოდ იმ "გვირაბიდან" საიდანაც დროში და სივრცეში გადადიოდნენ, თუ უქმნიდნენ ილუზიას რომ გადადიოდნენ, ამას ალბატ ვერასდროს გავიგებთ, რაღაც საშინელი ურჩხული გამოვარდა და არა მარტო მილეწ-მოლეწა ყველაფერი, ხალხის ჭამაც კი დაიწყო, ყოველ შემთხვევაში ეს იყო რასაც ხედავდნენ ისინი, ვინც ბაზაზე იმყოფებოდა იმ დროს, და იმის მოწმეებიც არიან, ეს უაღრესად გასაიდუმლოებული ბაზა, როგორი პანიკით და წივილ-კივილით ერთ საათში დაიცალა, ყველაფერი მიატოვეს და თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ, 2002 წლამდე ბაზა მიტოვებული იყო და მერე გადაეცა ნიო-ორკის პარკების დეპარტამენტს. ჩვენ კი საშუალება მოგვეცა გავაგრძელოთ და დავამთავროთ განვითარების ეს ციკლი.
kate
როგორც ვიცი მაგ გემზე გამქრალი ადამიანებიდან ერთი მრავალი წლის შემდეგ გამოჩნდაო, უკვე დიდ ასაკშიო... ხო გემზე ის ვიცი, რომ გადაამუშავეს და პატარა ზომის რკინის ნივთები დაამზადეს.
kate
ძალიან საინტერესო იყო
.......ახლა იმის შესახებ თუ როგორ ვართ "მოწყობილი" და ვინ უფრო მეტი ვართ სული თუ ფიზიკური სხეული. სხეულს ხშირად ადარებენ ჭურჭელს, ან ტანსაცმელს, რომელსაც სული ადვილად იცვლის, უბრალო მატერიალურ ფორმას, რომელსაც სული მხოლოდ გარკვეულ მომენტში იყენებს, თორემ ის რასაც ჩვენ წარმოვადგენთ სინამდვილეში არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენთან. ეს გარკვეულწილად ასეა, მაგრამ მხოლოდ გარკვეულწილად, რადგან ყველაფერი გაცილებით რთულადაა. რასაც ჩვენ წარმოვადგენთ ახლა, ეს არის არა ცალკე სული და ცალკე სხეული, არა მანქანა და მძღოლი, არამედ ადამიანი წარმოადგენს სულისა და სხეულის ერთმანეთში " შეზრდილ" ერთ ძალიან რთულ ორგანიზმს, რომლიდანაც ერთერთის გამოყოფა, სანამ ადამიანი ცოცხალია, თითქმის შეუძლებელია.
ფიზიკური სხეულის აგებულებასა და მის ფუნქციების შესახებ, ანატომია და ფიზიოლოგია თითქმის ამომწურავ პასუხს იძლევა, მის მეორე ასპექტზე - აზროვნება, ფიქრები, ემოციები, - ფსიქოლოგია იძლევა არც თუ ისე ცუდ წარმოდგენას. ასე რომ, სკეპტიკოსებისთვის, რომლებიც თვლიან რომ არანაირი სული არსებობს, ჩვენ, ჩვენი სხეულისა და ფსიქიკის ერთიანობა ვართ, მორწმუნეთა უმეტესობა თვლის, რომ სხეული არაფერია, ჩვენი სული კი ის არის ვინც ფიქრობს, აზროვნებს და გარდაცვალებისას კვდება სხეული, ის კი რასაც და როგორ ვაზროვნებთ უცვლელი რჩება და ის არის ჩვენი სული.
მითუმეტეს მათ, ვისაც სხეულიდან გასვლის ფენომენი გამოუცდიათ, კარგად იციან რომ "თან მიყვებათ", ყველაფერი ის რასაც ფიქრობენ, "თან მიყვებათ" აზროვნება, მართალია ცოტა სხვანაირი - ერთდროულად უფრო მკვეთრიც და უფრო შენელებულიც, მაგრამ საკუთარი აზროვნება. ან ვინც გაცნობიერებული სიზმრის პრაქტიკას ეწევა, აქაც იგივე სიტუაცაა, აქედან გამომდინარე დასკვნაც ლოგიკური გამოაქვთ - რასაც შეიგრძნობენ და აღიქვმაენ სხეულის გარეთ, ვინც შეიგრძნობს და აღიქვამს - ასტრალური მოგზაურობის თუ გაცნობიერებული სიზმრის დროს, რაც პრაქტიკულად ერთი და იგივეა - არის წმინდა სულიერი გამოცდილება და არის მხოლოდ სული. ასევე ისინი, ვისაც კლინიკური სიკვდილი გამოუცდიათ და გარკვეულწილად უნახავთ იქეთა მხარე, უკვე "იციან", რა არის და რას გრძნობს სული. საქმე ისაა, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. არც ერთ ზემოთ აღწერილ შემთხვევაში ენერგეტიკული კავშირი სხეულთან ბოლომდე გაწყვეტილი არ არის, და ამდენად, ასეთი გასვლების დროს მიღებული ყველა შთაბეჭდილება, წარმოადგენს არა წმინდა სულიერ შთაბეჭდილებას, არამედ იმას, რასაც ჩვენი ადამიანური გონება გვთავაზობს, რისი და რამდენად "შემოტანაც" შეუძლია ასტრალურ სხეულს ფიზიკურ პლანზე. რჩება მცდარი შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პიროვნება და ჩვენი სული ერთი და იგივეა, ოღონდ ფიზიკური სხეულის და ზოგი უარყოფითი აზრის გარეშე, როდესაც რეალურად ასტრალური შთაბეჭდილება ფიზიკურთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სულიერთან........
kate
ქეით რას იყვი სამშვინველზე?მემგონი ეს უფრო შეავსებს სურათს და კიდევ , სახარებაში არის მოყვანილი მაგალითი, როდესაც აღდგა მკვდრეთით ადამიანი, ფაქტიურად აბსოლუტურად მკვდარი, ანუ მას დაკარგული ჰქონდა კავშირი სხეულტან, რადგან გახრწნის პროცესები დაწყებული იყო... იგი ყარდა.. და ამის მიუხედავად გაცოცხლდა... ამ შემთხვევას როგორ წარმოგვიდგენ?
td.........
რასაც ქრისტიანები სამშვინებელს ვეძახით, უფრო სწორად მართმადიდებლები - სამშვინელს და კათოლიკები - განსაწმენდელს, ის დაბალი ასტრალია, სადაც ცნობიერება გადაინაცვლებს გარდაცვალების მომენტში ან სხეულიდან გასვლის დროს, და სადაც ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ დიდხანს რჩებიან გარდაცვლილები, ამ ეტაპზე პიროვნება, პიროვნული თვისებები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, და საიდანაც სხეულში უკან დაბრუნება, თუ კი სხეულთან ენერგეტიკული კავშირი გაწყვეტილია, შეუძლებელია.
ლაზარეს შემთხვევა სახარებაში სიმბოლური უფროა, ვიდრე რეალური და რეალურიც რომ იყოს, ფაქტია რომ იესო ქრისტე ყველა მიცვალებულს არ აცოცხლებდა და მისი დედამიწაზე ყოფნის 33 წლის მანძილზე, მისთვის გაცილებით უფრო ახლობელი და ღირსეული ბევრი გარდაიცვალა, ვიდრე ლაზარე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ კონკრეტული შემთხვევის დროს, ენერგეტიკული კავშირი მცირედ მაგრამ, ჯერ კიდევ მაინც არსებობდა, რისი დანახვის და შეგრძნების უნარიც მხოლოდ ქრისტეს გააჩნდა, როგორც იმ პიროვნების ცნობიერების ასტრალიდან უკან გამოძახების უნარი.
td.........
აბსოლუტურად მართალი ხარ, ბოდიში, ტერმინი ამერია, მე ვიგულისხმე სამზვერეები, მე მგონი ასე ქვია მართმადიდებლურად განსაწმენდელს.
სამშვინელი კი სწორედ ისაა, რასაც და ვისაც თავს აღვიქვავთ სხეულის გარეთ, იგივე ასტრალში, ანუ ჩვენი პიროვნება სხეულის გარეშე, მაგრამ ეს არ არის სული.
kate
კი საზვერეები... ჰო, მეც ასე ვთვლი..) სამშვინველია ის რასაც ასტრალურ სხეულს ვეძახით.
cate
სერიოზულ ინფორმაციას ფლობ. ბევრი კითხვები ჩდება
kate
td.........
GIORGI LELUASHVILI
ერთ რარაცას გკითხავ, მაგრამ არ გეწყინოს, (კ/ფ მიმინო გამახსენდა ) ეს ყველაფერი რაც ზემოთ დაწერე ,შენით დაწერე?
td.........
........ადამიანი პიროვნებად ჩამოყალიბებას დაბადებიდანვე იწყებს, როცა სული, მისი ცნობიერება უცვლელია მთელი სიცოცხლის მანძილზე, ის ასე ვთქვათ დამკვირვებელია (ეგზისტენს გაუხარდება ), რამდენად და როგორ შეძლებს განვითარებას და გამოცდილების მიღებას თვითონვე ამ კონკრეტული ცხოვრებიდან. ოჯახი, გარემო, სოციუმი სადაც დაიბადა - მისი მსოფლმხედველობის საწყისი წერტილია, თითქმის შეუძლებელია ამ პირველადმა ფაქტორებმა გავლენა არ მოახდინოს პიროვნების ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც ყველა ადამიანმა, ყველა ურთიერთობამ და მოვლენებმა მის ცხოვრებაში და შემდეგ იმისდა მიხედვით, რა რწმენა თუ შეხედულება ჩამოუყალიბდა თავის თავს ან მხოლოდ მოაზროვნე სხეულად ან სხეულში ჩაკეტილ სულად აღიქვამს, როდესაც რეალურად ადამიანს ქმნის სულისა და სხეულის ურთიერთშერწყმა. ჩვენი სხეული გაცილებით უფრო რთული ორგანიზმია, ვიდრე ანატომია გვიჩვენებს. გარდა იმისა, რომ ის დედამიწაზე არსებულ ყველა ძუძუმწოვრის მსგავსად არის აგებული მის შექმნაში, ჩვეულებრივი, ჩვენთვის ნაცნობი ბიოლოგიური პროცესების გარდა, სხვა პროცესებიც მიმდინარეობს, სულიერი, ანუ სული იღებს მონაწილეობას, ასე რომ ყოველ კონკრეტულ სხეულს ის სული ქმნის თუ იქმნის, რომელიც შემდეგ მის ცნობიერებას ატარებს და ეს სხეული მისთვის, მისი ვიბრაციისთვის არის "მორგებული" , ამიტომაც სულის გადანაცვლება სხეულიდან სხეულში, სხეულების გაცვლა - ისე, როგორც ჰოლივუდის ფილმები წარმოადგენენ, უბრალოდ შეუძლებელია, "სულის ჩანაცვლება", კი, რომელიც უფრო ხშირია, ვიდრე წარმოგვიდგენია, საოცრად რთული პროცესია, და დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაგეგმილი.
იმისდა მიხედვით თუ როგორ გაატარებს ეს სხეული ცხოვრებას, სული იღებს გამოცდილებას, პიროვნება აძლევს სულს გამოცდილებას და არა პირიქით. რადგან, მართალია სული ჩვენი სხეულით "იხედება" და შეიგრძნობს, თავის ცოდნას არ გვიზიარებს (ვერც შევძლებდით აღქმას), ჩვენგან იღებს გამოცდილებას. ჩვენი პიროვნება კი, ანუ ის ვინც ფიქრობს და აზროვნებს და ვისაც ჩვენს გარდა კარგად არავინ იცნობს, ჩვენივე სხეულისა და გარემოს, განათლების, ინტერესების მიხედვით ყალიბდება, რომელიც ბევრად არის დამოკიდებული წინა ცხოვრებებზე, და გაცილებით ახლოსაა სხეულთან ვიდრე სულთან. სხეულიდან გასვლა, ასტრალური მოგზაურობა, გაცნობიერებული სიზმარი, კლინიკური სიკვდილი, რომლებიც რეალურია და სრულიდაც არ არის ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წმინდა სულიერ გამოცდილებად თვლის, როგორც უკვე ვთქვი, უმეტეს შემთხვევაში, ფიზიკურთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სულიერთან. როდესაც ცნობიერება გადადის ასტრალურ სხეულში, ეს არ არის ჩვენი სულის ცნობიერება, ეს იგივე პიროვნებაა, ოღონდ ასტრალურ სხეულში, მაგრამ რადგან მას შეუძლია იარსებოს ფიზიკური სხეულის გარეშე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ის სამშვინელი, რის რაობაზეც ეკლესია, როგორც სჩანს ვერ შეთანხმებულა. ასტრალურ პლანზე პიროვნება, თავისი განვითარების, ვიბრაციის მიხედვით შესაბამის პლანზე ხვდება, ასე რომ გარდაცვლილებიც შეიძლება იხილოს, ქრისტესაც დაუჯდეს და ესაუბროს, ან კრიშნასთან ითამაშოს, მაგრამ რეალურად რა ხდება, ამაზე მოგვიანებით.......
..........სანამ ასტრალში მოგზაურობაზე ვისაუბრებდეთ, რაღაც წარმოდგენა უნდა გვქონდეს რა არის და რას წარმოადგენს ასტრალური პლანი, ასტრალური სხეული. ასტრალური პლანი ქმნილების ყველა საფეხურიდან მხოლოდ ჩვენს სამგანზომილებიან, ყველაზე დაბალ სამყაროს გააჩნია. ესეც ერთგვარი გამყოფი ზღვარია ჩვენსა და მაღალ განზომილებებს შორის. ასტრალური პლანი ჩვენი ფიზიკური სამყაროს შექმნის თანდევია. ფიზიკური სამყარო წარმოიშობა, იქმნება ღვთიური ენერგიის სივრცეში პროეცირებით, რაც იწვევს უკვე განსაზღვრული წესით, მაგრამ ნაკლები ვიბრაციით, ენერგიის "დაკრისტალებას", რაც უფრო ნაკლებია ვიბრაცია, მეტი რაოდენობის ატომებია საჭირო ფიზიკური სხეულის შესაქმნელად, თვითონ ატომებიც, რომლებიც უამრავი უმცირესი ნაწილაკებისაგან შედგება, რომლებიც თავისთავად არფერია თუ არა ენერგია, რომელიც გარკვეულ სიხშირეზე ვიბრირებს, იცვლება და "იკუმშება", მატერია რომ შექმნას, ამ პროცესისაგან გამოთავისუფლებული ენერგია ქმნის ასტრალს, შექმნილი მატერიალური სამყაროს ორეულს, რომელიც ერთდროულად ერთ და იგივე სივრცეში არსებობს და ფიზიკურის არაფიზიკური ანაბეჭდია. ასტრალური ორეული გააჩნია ყველას და ყველაფერს, ცოცხალს და არაცოცხალს. სხვა ფუნქციებთან ერთად ასტრალური ორეული ფიზიკური სხეულისთვის ერთგვარი დამცავი, სტაბილურობის საშუალებაცაა. ჩვენი ფიზიკური სხეული ასტრალური სხეულის გარეშე ვერ შეძლებდა სულის ცნობიერების ტარებას. მიუხედავად იმისა, რომ ასტრალური სხეული ყველაფერს გააჩნია, მხოლოდ ადამიანს შეწევს უნარი თავის ფიზიკურ სხეულს გამოყოს ასტრალური და მასში გადაიტანოს ცნობიერება, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდით, მხოლოდ ადამიანს აქვს ღვთიური სული, შეუძლია ფიზიკური სხეულის დაუზიანებლად ისარგებლოს ასტრალური სხეულით. დედამიწის, ასევე მთელი მატერიალური სამყაროს ასტრალურ პლანს სხვადასხვა "ფენა" გააჩნია, ყველაზე დაბალი ფიზიკურის თითქმის იდენტური ასლია, ოდნავ დეფორმირებული და მქრქალი, ყველაზე ზედა (ზედა-ქვედა - მხოლოდ პირობითი ცნებებია), მაღალ განზომილების ზღვართან ის პლანია, სადაც გარდაცვალების დროს, სიკვდილიდან დაბადებამდე ვიმყოფებით, ეს სხვებისგან საკმაოდ განსხვავებულია და ამაზე ახლა გაჩერება არ ღირს. ამ პლანის ქვემოთ ის ფენაა, სადაც ეგრეთ წოდებული "ბნელი ძალები" იმყოფება, რომლებზეც ადრე ვილაპარაკეთ, მაგრამ რაც არ აღგვინიშნია არის ის რომ ეს ფენა, სხვა ფენებისაგან ერთგვარი ენერგეტიკული დაცვით არის გამოყოფილი, მათ არც სიკვდილის პლანზე და არც ასტრალის სხვა ფენებში შეუძლიათ თავისუფლად მოძრაობა, ამ დაცვას გარკვეული ძლიერი სულები ემსახურება, რომელთა ნაწილი ფიზიკურადაც შეიძლება იყოს ინკარნირებული, მათ გარეშე ეს უენერგიო, უსიცოცხლო ფანტომები მთელს ასტრალს იქნებოდნენ მოდებული.
ამ და პირველ ფენას შორის კიდევ რამოდენიმე ფენაა, რომელშიც სხვადასხვა ასტრალური სულიერი არსებები "სახლობენ", ისინი, ვისაც ძირითადად ელემენტალებს უწოდებენ, ეს ყოვლად უწყინარი არსებები არიან, მათ არა აქვთ არც სული არც ცნობიერება, ისე როგორც ჩვენ გვესმის, მაგრამ მათ კარგად შეუძლიათ ჩვენს ცნობიერებაში შემოსვლა, ყველა ინფორმაციის ამოღება ჩვენი ცნობიერებიდან და ყველა იმ სახის მიღება, რაც ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. ასტრალის მათ ფენაში ნანახი სურათები არის არა ჩვენს მიერვე შექმნილი ილუზია, როგორც ეს ხდება გარდაცვალების პლანის პირველ საფეხურებზე, არამედ ამ უწყინარი, მაგრამ ხანდახან ხუმარა არსებების მიერ "მოწყობილი სპექტაკლი", ასეთი გამოცდილება არანაირი ზიანის მომტანი არ არის, გარდა იმისა, რომ გამოუცელი "მოგზაური" დარწმუნებულია, რომ ზღვა ინფორმაცია მიიღო, შეხვდა და ესაუბრა პირადად - იესო ქრისტეს, ღვთისმშობელს, ბუდას, კრიშნას, მამაღმერთს....., როცა ინფორმაცია, მხოლოდ ის არის რაც უკვე იცოდა, არაფერი, არც ერთი სიტყვა ახალი, მხედველობაში მაქვს, არა ის ინფორმაცია, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი ფლობს და მივიწყებულია, არამედ ის, რაც განათლებით და წიგნებით მიიღო, ინფორმაციის ყველა წყარო კი, ეს უწყინარი არსებები, რომლებმაც ყველაფერი მხოლოდ მისივე ცნობიერებიდან ამოიღეს.....
kate
kate
ძალიან საინტერესოა
LAIRA
სამყაროში არაფერია ერთჯერადი არც მუდმივი, მთელი სამყარო მუდმივი დინამიკაა, ყველაფერი ცოცხალია, თვითონ სიცოცხლეც ცოცხალია, თუ ამ ფრაზას რამე აზრი აქვს . ერთხელ წარმოშობილი სიცოცხლე გამუდმებით იცვლება დარდაიქმნება, მეტამორფოზას განიცდის, იკუმშება და ფართოვდება, არაფერი არ დგას ერთ ადგილზე, ერთ დონეზე. ჩვენ ახლა, მთელი მზის სისტემა, სულ მალე, გადავინაცვლებთ სამგანზომილებიანი სამყაროდან მეოთხე განზომილებაში, ჩვენც და ჩვენს გარშემო ყველაფერიც შეიცვლება, სამგანზომილებიანი მზის სისტემა ისევ იარსებებს, ოღონდ ზუსტად ისეთი არ იქნება, როგორსაც დავტოვებთ
David27
მადლობთ
LAIRA
რეალური, ნამდვილი სინათლე და ის რასაც სინათლედ აღვიქვამთ ამ სამყაროში ერთ და იგივე ძალა არ არის, ჩვენთან სინათლე ფოტონების მიერ დიდი სისწრაფით გადატანილი გამოსხივებაა, რომელიც უწყვეტად მდინარე რეალური სინათლის პატარ-პატარა წყვეტილი ნაგლეჯებია, ჩვენი თვალი კი ამ წყვეტილობას ვერ ხედავს და სინათლეს ერთ უწყვეტ ნაკადად აღვიქვამთ, სამაგალითოდ ისიც კმარა, რომ როცა ჩვეულებრივი ნათურა ანთია ჩვენ გვგონია რომ უბრალოდ ანთია, არ ქრება, როცა სინამდვილეში წამში 120-ჯერ (დარწმუნებული არ ვარ 120-ჯერ თუ 60-ჯერ, თუმცა მე მგონი არც აქვს მნიშვნელობა) ინთება და ქრება. ჩვენ მუდმივად, დღისით და ღამით გარს გვახვევია სინათლე, რომელსაც ვერ ვხედავთ. კოსმოსი, ვარსკვათშორისი სივრცე უსაშველოდ შავი და ცარიელი გვეჩვენება, როცა სავსეა სინათლით და ფორმებით. ჩვენ მხოლოდ იმ სინათლეს ვხედავთ, რომლის სიჩქარეც 300 000 კმ-ს წამში არ აჭარბებს და რაც მატერიალური სხულის სიჩქარის ლიმიტია, ჩვენ ისე ვერ მივაღწევთ სინათლის სიჩქარეს, თუ თვითონ არ გარდავიქმენით სინათლედ, მაგრამ იმ მომენტიდან უკვე რეალობა იცვლება და სხვა განზომილება იწყება
...........გავაგრძელოთ საუბარი ჩვენზე, ვინ არის და რას წარმოადგენს ადამიანი ზოგადად, უკვე ვთქვით რომ სულს ჩვენს სხეულში ვერ ვიპოვით, ვერც ჩვენს ფსიქიკაში თუ ჩვენს აზროვნებაში, რომელსაც სხეულის გარეშე პირობითად სამშვინელი დავარქვით, ქართულ ენაში მხოლოდ ერთი სიტყვით - სულით, ფართო მცნებას გამოვხატავთ. სხვა ენებში სულის მინიმუმ ორი ან სამი ასპექტი გამოიხატება, ტერმინოლოგიაში და მსოფლმხედველობებში რომ არ დავიკარგოთ, ვეცდები რამდენადაც შეიძლება გამარტივებული სურათი აღვწერო. ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობაა მის მოდგმაში ანუ ადამიანებს შორის გაზრდა, ეს ადამიანები მასთან გენეტიკურად იქნებიან ახლოს თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანებს შორის უნდა აღიზარდოს. ყველა ბიოლოგიური ორგანიზმი დედამიწაზე, მის გარემოს მოწყვეტილი და სხვა ბიოლოგიურ ჯგუფში გაზრდილი, ინარჩუნებს თავისი მოდგმის ძირითად ბუნებრივ ინსტიქტებს, ანუ მაგალითად, ქათმებთან გაზრდილი იხვი მშვენივრად ცურავს, შინაურ ბატებთან გაზრდილი გედი დაფრინავს, თხებთან გაზრდილი ძაღლი - იყეფება, არ კიკინებს, ძაღლებთან გაზრდილი კატა არ იყეფება, კნავის და ხეზეც მშვენივრად დაძვრება...... ადამიანი ამ მხვრივ ყველაზე სუსტი ბიოლოგიური არსებაა, მასში ძალიან ცოტა ბუნებრივი ინსტიქტია, ძაღლებთან გაზრდილი ბავშვი ყეფას ისწავლის და ვერ შეძლებს ხეზე ასვლას, კატებთან - ხეზე ძრომიალს ისწავლის და იკნავლებს , სირაქლემებთან ალბათ ხტუნვას და თავის სილაში ჩამალვას ......., მოკლედ ვერაფრით ვერ ისწავლის საუბარს და ვერ გააცნობიერებს თავის თავს, როგორც ადამიანს, ვერასოდეს, თუ სხვა ადამიანები არ დაეხმარნენ და ისიც გარკვეულ ასაკამდე. თუ ასეთი შემთხვევა მოხდა და ადამიანმა მთელი ცხოვრება სხვა ჯიშთან გაატარა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი უსულო იყო, უბრალოდ პიროვნებად არ ჩამოყალიბებულა და თუ ეს რამე კარმული ვალდებულებით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ დაკარგული ინკარნაციაა იმ სულისათვის (ამ შემთხვევაში სულში ვგულისხმობ, ინკარნაციათა შორის მყოფ ცნობიერებას). თუმცა საინტერესო გამოცდილება სულისათვის.
როგორ ხდება, რომ ადამიანი, ყველაზე გონიერი არსება და პლანეტის ბატონ-პატრონი, მარტო დარჩენისას ყველა მთავარ თვისებას კარგავს და ფიზიკურადაც ძლივს გავს ადამიანს (ცხოველებთან გაზრდილ ბავშვს ორ ფეხზე სიარულიც არ შეუძლია). ასეთ ადამიანს ექნება მხოლოდ თავის გადარჩენის (საკვების, სითბოს, თავდაცვის) ინსტიქტი და სექსუალური მოთხოვნილება და კიდევ მცდელობა შეეკედლოს იმ ჯგუფს, რომელმაც პირველად შეიფარა, მარტო რომ არ დარჩეს. ანუ მხოლოდ ძირითადი ცხოველური ინსტიქტები, რომელიც აბსულუტურად ყველა ცხოველს გააჩნია. ამის მიზეზი ჩვენს დნმ-შია, რომელიც გაცილებით რთული და კომპლექსურია, ვიდრე მიკროსკოპით გამოკვლეული (ისე, საინტერსო ფაქტი, იცით რომ იმ 10 000 თუ მეტი გენიდან რომელსაც დნმ შეიცავს ადამიანი ბანანისგან მხოლოდ 300 გენით განსხვავდება !!!). ჩვენი გენეტიკური დანიშნულება ფიზიკურად გადარჩენა არ არის მხოლოდ, როგორც ეს ცხოველების უმეტესობას აქვს, ჩვენი ძირითადი დანიშნულება სულიერების განვითარებაა, ამიტომაც ჩვენი დნმ-ის, რომელიც ცალკე თემაა, დიდი ნაწილი სხვა მიზნისთვის არის განკუთვნილი და არის კიდევ მთავარი მიზეზი, რასაც კარგად ხსნის ჩაკრული სისტემა, მაგრამ ახლა ძალიან გამიგრძელდა და იქ ვერ მივედი, რისთვისაც დავიწყე .........
kate
ვინ არიან და საიდან მოდიან ცხოველები , ფრინველები, ქვეწარმავლები, მწერები, მცენარეები და მინერალები, ფლორის, ფაუნის და გეოლოგიური მასალის წარმომადგენლები?
ყველანი ღვთის შვილები ვართ , მისგან შობილნი.. და მიუხედავად ამნისა...
kate
დღევანდელი ადამიანი და ცხოველი ერტ განვიტარების საფეხურზე?
td.........
ამაზე ერთგვარი პასუხის გაცემა ცოტა ძნელია. თუ ასე დავსვამთ კითხვას: ცხოველების, ფრინველების, მცენარეების , მინერალების სახით გვაქვს შეხება უკვდავ სულთან?, პასუხი იქნება - კი, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ასე - აქვთ მათ სული, ანუ ისე როგორც ჩვენ გვესმის, რომ ადამიანებს გვაქვს სული - მაშინ პასუხი იქნება არა (გამონაკლისი დელფინები და ვეშაპებია), ანუ თუმცა, ყოველი ცხოველის და ფრინველის სახით უკვდავი სული გვიყურებს, ისინი არ ატარებენ სულის ცნობიერებას, ისინი, ადამიანებისაგან განსხვავებით ვერასდროს, ევოლუციის ვერც ერთ ეტაპზე ვერ შესძლებენ სულის შემეცნებას, რადგან თვითონ არიან ფიზიკურ სამყაროს განვითარების ამ ეტაპზე შეჩერებული (და არა შეფერხებული) სულის პროდუქტი, ადამიანისაგან განსხვავებით, რომელსაც უნარი შესწევს ფიზიკური სამყაროდან შეიმეცნოს სულიერი. რადგან არაფერი ამ სამყაროში და საერთოდ, არ შექმნილა სულის გარეშე, ამდენად შეუძლია მის მიერ შექმნილი ყველა ქმნილების სახით შეიმეცნოს სამყარო, ეს იქნება მინერალები, მცენარეები თუ ცხოველები. ეს კარგად იციან ყველა უძველესმა ხალხმა და მითუმეტეს ინდიელებმა. მათ იციან რომ ყველაფერში ერთი სულია საბოლოოდ და დედამიწაც ცოცხალი არსებაა და კარგად კითხულობენ ამ სულის (საერთო ცნობიერების) მიერ მოწოდებულ ნიშნებს მცენარეებიდან, ფრინველებიდან თუ ცხოველებიდან.
ასე რომ, შენს კითხვაზე არიან ცხოველები და ადამიანები განვითარების ერთ საფეხურზე, პასუხი იქნება არა, რადგან მიუხედავად ბიოლოგიურად დიდი მსგავსებისა, ცხოველთა სამყარო წმინდა ფიზიკური არსებები არიან, რომლებითაც თუმცა სული შეიმეცნებს ფიზიკურ სამყაროს, მაგრამ თვითონ ვერასდროს შეიმეცნებენ სულიერს, ადამიანები კი რაღაც გარდამავალი ფენა ვართ ფიზიკურიდან სულიერში, ჩვენ შეგვიძლია ფიზიკურ სამყაროშივე შევიმეცნოთ უკვდავი სული და ახლა უკვე შანსიც გვაქვს ეს ფიზიკური სხეულიც გადავიტანოთ იმ სამყაროში, რაც ამ გადასახედიდან, ჩვენთვის სულიერია.
td.........
kate ქეით შენ მასწავლებლის უნარით ხარ დაჯილდოვებული, აზრის გადმოცემის საუხოო ნიჭი გაქვს :* დიდი მადლობა.. მე ცოტა ვყოყმანობ ამ თემასთან დაკავშირებიტ, იმ დაგროვილი ცოდნით , რაც კაცობრიობას გააცნია გამოდის ისე , როგორ ცშენ ამბობ, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გარკვეული გამონაკლისები იკვეთება. არ ვიცი რა არის ეს, მხოლოდ ჩემი სურვილი ასე იყოს თუ რეალურად მთად ისე არ არის როგორც მიღებულია, რომ ვიფიქროთ. თუ ცხოველთა სამყარო , მცენარეთა სამყარო და ასევე მინერალები მხოლოდ ფიზიკური სხეულის მატარებლები არაინ, გამოვყოფ ცხოველებს, ფრინველებს და მცენარეებს, რადგან მათ ფიზიკური სხეულის გარდა სამშვიბნველც გააჩნიათ და ეს ფაქტია, ანუ არიან მშვინვიერი არსებები, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენგან სულიერი არსებებისგან განსხვავებით არაჩვეულებრივად აღიქვამენ იმ სულიერ სამყაროს , რომელიც დაფარულია ჩვენი ცნობიერებისგან და ჩვენთვის უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ქვეცნობიერად იხსნება ? კიდევ არის გარკვეული მიზეზები რატომაც ეს საკითხი მაფიქრებს.
Τρισμέγιστος
td.........
რა კითხვაც დასვი, ზუსტი პასუხი გაეცა, მაგრამ ვერ ღებულობ პასუხს, გარკევული მსოფლმხედველობრივი წყობიდან გამომდინარე. ეგ რასაკვირველია შენი ნებაა.
Τρισμέγιστος
არავის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ დელფინები და ვეშპები ჩვენი სამყაროს სხვა ძუძუმწოვრებს(მიუხედავად თითქმის იგივე ფიზიკური აგებულებია), არ განეკუთვნებიან, მაგრამ ამაზე დელფინების თემაში ვისაუბროთ მერე.
Τρισμέγιστος
დიდ მადლობა პასუხისთვის. მარტალია , პასუხს ვღებულობ, მაგრამ არ მაკმაყოფილებს. კეითმაც და შენც მიპასუხეთ ისე , როგორც ზოგადად მიღებულია რომ ვიფიქროთ, ეს პასუხი ვიცოდი და მინდა გითხრა მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციებიც არსებობს, თუმზა აზრი იგივე რცება. ნიუანსებშია განსხვავება. მე კი ეს პასუხი არ მაკაყოფილებს არ ვიცი რატომ. თითქოს რაღაც მეტია და ამას ჯერ ვერ ვხსნით და ვხედავტ.
.........ახლა გავაგრძელოთ, რატომ არის აუცილებელი ადამიამინის სულიერი განვითარებისათვის, ანდაც სულაც პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს აუცილებელი და პირველი პირობა ადამიანებს შორის აღზრდა, რადგან როცა ვამბობთ და ვიცით რომ სულიერი არსებები ვართ, და ადამიანის ფიზიკური არსებობა არაფერია სულის სიდიადესთან შედარებით, როგორ ვერ უნდა შეძლოს ასეთმა სიდიადემ, რომლის შექმნილია ეს სხეულიც დამოუკიდებლად განვითარება. თუმცა ძალიან მინდოდა ზოგადი სურათის შექმნა, რომელიმე კონკრეტული მსოფლმხედველობის გარეშე, მაგრამ ჩაკრული სისტემა ამას იმდენად მარტივად და გასაგებად ხსნის, ჯობია აქ მოვიშველიოთ . ჩაკრული სისტემა მეტ-ნაკლებად ყველას გაგვიგია, მაგრამ მაინც ძალიან მარტივად შეგახსენებთ, ჩვენს ენერგეტიკულ არხზე, რომელიც დასაწყისში ვახსენე, შვიდი ძირითადი ენერგეტიკული ვორტექსია. რომლებიც გარდა იმისა, რომ აწესრიგებენ ენერგეტიკულ ბალანსს ორგანიზმში, მათი ძირითადი ფუნქცია სულის მიერ სამყაროს შემეცნებაა, ანუ თითოეული ჩაკრა ტანაბრად და თანამიმდევრულად უნდა განვითარდეს, რომ სული ჩვენთვის აქ, ამ საყაროში შესაძლებელ შემეცნების ყველა საფეხურზე ავიდეს, ამაზე ადრეც დავწერე. აქ ძალიან მარტივად შეგახსენებთ: პირველი ჩაკრა აწესრიგებს თვითგადარჩენის ინსტიქტს, მეორე - სექსუალურ ურტიერტობებს, მესამე - ურთიერთობას საზოგადოებასთან, სოციუმთან, მეოთხე - უპირობო სიყვარული, მეხუთე - საკუთარი აზრის გადაცემა, მეექვსე - სამყაროს არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერად ხედვა, მეშვიდე - სულიერების ბოლომდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია აქ აღქმა. მესამე და მეოთხე ჩაკრას შორის არის ბარიერი, კედელი, მის ზემოთ არაფერი არ ჩანს (რეალურად მეოთხე ჩაკრა მესამესთან მიმართებაში 45 გრადუსიანი კუთხით მდებარეობს, ანუ ჩვენმა ცნობიერებამ თუ პირდაპირ გააგრძელა განვითარება და არ მოხდა მისი ერთი ნაბიჯით შემობრუნება, ვერასდროს მივა უპირობო სიყვარულამდე).
ყოველი ინკრნირების დროს, ჩვენი ცნობიერება (Bავშვობის მცირე პერიოდის შემდეგ), ''იკეტება" პირველ სამ ჩაკრაში, და თუ სამივე კარგად არ აითვისა, ვერ დაიწყებს მეოთხის ძებნას, თუმცა ადამიანთა გარკვეული ნაწილი, მშვენივრად ცოცხლობს და წარმატებითაც ფუნქციონირებს, მხოლოდ სამი ჩაკრით (ეს იმას არ ნიშნავს, მათი ზედა ჩაკრები ენერგიას არ იღებდნენ, უბრალოდ, მათი ცნობიერება არ მისულა უპირობო სიყვარულამდე) პირველი სამი ჩაკრა არის აუცილებელი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად, ამ სამის ერთიანობის გარეშე ადამიანი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება, მაგრამ ვერ გასცდება იმ საზოგადოების, იმ სოციუმის დონეს რაც მესამე ჩაკრით შეიმეცნა, ანუ საქართველოში, ქართულ სოციუმში დაბადებული მხოლოდ ქართველად აცნობიერებს თავს, საფრანგეთში - ფრანგად,
მაგრამ ამასთანავე იცის რომ საერთო კაცობრიობის ნაწილია, მაგრამ მგლებში გაზრდილს, მგელი გონია თავი, მაიმუნებში გაზრდილს - მაიმუნი, ადამიანის დანახვისას კი თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა, რადგან მისი ცნობიერება იმ არსებასთან აიგივებს რაც მესამე ჩაკრით შეიცნო. ანუ მესამე ჩაკრა არა აქვს, უფრო სწორად ვერ აქვს განვითარებული ადამიანის დონეზე და ამიტომაც ვერ ჩამოყალიბდება პიროვნებად. მხოლოდ პიროვნებად ჩამოყალიბებულ ადამიანს, რომლის დიდ ნაწილს და მმართველს ეგო წარმოადგენს, შეუძლია იმ კედლის დანგრევა რაც მესამე და მეოთხე ჩაკრას შორის მდებარეობს, და დაიწყოს თავისი სულიერების შემეცნება.......
kate
ამ პოსტების წყაროს ხომ ვერ დაგვისახელებ? ვისი მოძღვრებით სარგებლობთ. პირინციპულად არასწორი აზრებია:
Τρισμέγιστος
წყაროზე უკვე გიპასუხე
ფორუმზე არის თემა დელფინებზე, და იქ ვისაუბროთ მათზე შემდეგ, აქ, კი ვეცადოთ გავარკვიოთ, ვეცადოთ მაინც , რას ვკარგავთ, ჩვენ თვითონ ვინ ვართ.
kate
არადა, როგორც თქვენს პოსტებში, ასევე საერთოდ,- ზოგადი ტენდენცია იმას უჩვენებს, რომ ადამიანს სურს დაეუფლოს ძველი ნათელხილვის ძალებსა და პრაქტიკულ მაგიას სწორედ- მე ცნობიერების გარეშე! ანუ გვერდი აუქციოს ევოლუციის მაგისტრალურ ხაზს!
პრაქტიკულად, ამსაქმიანობითაა დაკავებული დღეს ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა, ვინც იზიარებს ადამიანის სპირიტუალური უნარების არსებობას და შესაძლებლობებს.
აი სწორედ ეგ გამოიწვევს იმგვარ კატაკლიზმს, რასაც ადგილი ჰქონდა ატლანტიდაში.
და იცით თუ არა ლემურიის კატაკლიზმის შესახებ?
ან ლემურიამდე რა პრიოდი გაიარა კაცობრიობამ? რას ამბობს ამაზე წყარო, რომელსაც ეყრდნობით?
Τρισμέγιστος
კარგი იქნება, ამ თემაში ჩემს წინა პოსტებს თუ წაიკითხავ და მერე დასვამ კითხვებს, ასე რომ ერთი და იგივე გამეორება არ მომიწიოს და კიდევ:
საერთოდაც ყველა ადამიანს ზუსტად საიმისოდ აქვს ცხოვრება მოცემული, რომ მივიდეს , აღმოაჩინოს, იპოვნოს, გაიხსენოს და ასე შემდეგ... ზოგადად დამოკიდებულება და პოზიცია, რაც მე ვიცი არის ჭეშმარიტება რადგან ხელდასხმულმა, განსწავლულმა, გასხივოსნებულმა, წმინდანმა და ასე შემდეგ.. მითხრა და სხვა აზრი ყველა მცდარია, მემგონი უაზრობაა, რადგან ადამიანისატვის მინიჭებულ თავისუფალ არცევანს უაზრობად აქცევს.
,,კამათში იბადება ჭეშმარიტებაო" ნათქვამია. ეს ფორუმიც მაგისთვის არის შექმნილი რომ ვისაუბროთ, აზრები შეხედულებები გავცვალოთ, გაუზიაროთ ერთმანეთს. აქ ვინც არის თითქმის სუყველა საინტერესო ადამიანია. მაგრამ არიან შედარებით მეტი ,,ინფორმაციის'' მქონე და პირიქით. რაც შეეხება ჭეშმარიტებას! ჩვენ ყველა მაძიებლები ვართ და ალბათ ამიტომაც მოვხვდით ამ ფორუმზე.
მოგესალმებით
[/quote],,კამათში იბადება ჭეშმარიტებაო" [/quote]
კამათიდან გარბის ჭეშმარიტება ))) მოკამათე მხარეების სიჯიუტე მყარდება მხოლოდ და "საკუთარ" აზრთან შეხორცება და ამ აზრის სიცოცხლის ფასად გამართლება )) თუმცა, რუსთველისა არ იყოს, კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი-ო ))
დიალოგი და ურთიეთ აზრთა მოსმენა და პატივისცემა - აი რა მასპინძლობს ყველგანმყოფ სტუმარს
უკაცრავად, რაღაც მოუვიდა ჩასწორებისას:
kate
hermes
არ არის წინააღმდეგობაში, ჩემო კარგო, მე ვწერ:
hermes
kate
ველი გაგრძელებას
kate
თქვენ არ, ვერ პასუხობთ ჩემს ვერცერთ კითხვას. მიზეზი გასაგებია ჩემთვის.
იმის ნაცვლად, რომ არაერთი თხოვნის შემდეგ მაინც დაასახელოთ თქვენი ნაწერების წყარო, პირდაპირ პასუხს არ იძლევით და თქვენს პოსტებზე მიმითითებთ.
ამბობთ რომ ეზოთერიკაზე პრეტენზია არა გაქვთ, ნება მომეცით გკითხოთ, მაშ რატომ პოსტავთ ეზოთერულ ფორუმზე იმგვარ აზრებს და თემებს, რაც მხოლოდ ეზოთერული ცოდნით უნდა მოიპოვებოდეს და მოიპოვება?
ეს იგივეა, რომ ადამიანი ხმამაღლა და ომახიანად მღეროდეს, თან ისე, რომ არც გაეგებოდეს რა ხმებს გამოსცემს, და თან იძახდეს -"სიმღერაზე არ მაქვს პრეტენზიაო":)
რაც შეეხება ხელდასხმულის ცნობიერებას, ჩემო კარგო ადამიანო, იმისათვის რომ ისაუბრო იმაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ აკაშადან მოიპოვება, და ასეთია ადამიანისა და პლანეტის წარმოშობა- განვითარება და ისიც, რაც თქვენმა წყარომ არ იცის, როგორც ლემურიამდელი ჰიპერბორიული პერიოდი, -ან ხელდასხმული უნდა იყო, ან უნდა გადმოსცემდე ხელდასმულის მიერ საკუთრივი გამოცდილებაში მიღებულ ინფორმაციას!
სხე გზა არ არსებობს ჩემო კეთილო ადამიანო.
წყარო, რომელსაც შენ ეყრდნობი, მიეკუთვნება არა ეზოთერიკის, არამედ ფანტასტიკის სფეროს.
არსებობენ ეზოთერიკოსები და არსებობენ ეზოთერიკას მიტმასნილები, როგორებიც არიან, მაგ. ჯონ მილტონი, გივი ალაზნისპირელი და ა.შ
ამ ადამიანებს (და აგრეთვე იმას, ვის აზრებსაც შენ აქ დებ) თავისი მოღვაწეობა სწორად რომ წარემართათ, შესაძლოა მშვენერ ფანტასტ მწერლებად მოგვვლინებოდნენ, მაგრამ, რადგან ისინი თავიანთი ფანტაზიებით შეიჭრნენ სულიერი გამოცდილების სფეროში, მათ თვითნებურად დაამახინჯეს და სრულიად არასწორი გაგება მისცეს სამყაროს სურათს. ამით მათ აცდუნეს მრავალი ადამიანი, ვისაც ამისკენ მიდრეკილება აქვს. აი ეს გაითვალისწინეთ, თუ გსურთ
აგრეთვე გაითვალისწინეთ ის, რომ ყოველი არასწორი აზრი და შესაბამისი განწყობა, რაც სულის სამყაროს ეხება, იწვევს იმ ჩაკრების "გახმობას" რასაც აქ ასე აზარტულად აღწერთ. ხოლო ფიზიკურ პლანზე იწვევს არასასურველ ცვლილებებს ფსიქიკაში. და ამ ცვლილებებს თვითონ ადამიანი ცხადია ვერ გრძნობს და ვერც იგრძნობს რაც უფრო შორს წავა ეს პროცესი.
ამის მიუხედავად, ერთხელ კიდევ შეგეკითხებით, რას ამბობს თქვენი წყარო ატლანტიდის ეპოქის პირველ მეოთხედში ადამიანის მდგომარეობის შესახებ? როგორი იყო ამ დროს ადამიანიო?
სიამოვნებით ჩავერთვები ამ თემაზე
kate
Τρισμέγιστος
როგორც ადრე გითხარი, ჩემო კარგო, ვეცდები ვუპასუხო პოსტებიდან გამომდინაე ყველა კითხვას. იმის მტკიცებას, კი რატომ არის ჩემი დაწერილი ჭეშმარიტება - არ დაგიწყებ. რადგან თავიდანვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, კიდევ ერთხელ - მე არაფერს გიმტკიცებთ, მე სურათს გთავაზობს, მიიღებთ თუ არა, მთლიანად თქვენზეა, რადგან სიმართლეს ყველა ჩვენთაგანი ატარებს, ჭეშმარიტება ყველა ჩვენთაგანის გულშია, (ასეა შექმნილი ადამიანი) მთავარია მივაგნოთ.
წყაროს რაც შეეხება, არ დამისახელებია ერთი წყარო, რადგან არ არსებობს, თუმცა ერთ-ერთი შემიძლია გითხრა, რომ, არის შენს მიერ ხშირად ნახსენები ხელდასმულთა ცნობიერება.
არც ის მითქვამს არსად, რომ ეზოთერიკაზე პრეტენზია არა მაქვს - ძალიანაც მაქვს , მე ვამბობ, პრეტენზია არა მაქვს, რომ სრულ ჭეშმარიტებას გთავაზობთ, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს აზრს სრულ ჭეშმარიტებაზე, შეუძლებელია ადამიანი ჩაწვდეს სრულ ჭეშმარიტებას, ამ პლანზე შემოიტანოს სრული ჭეშმარიტება, ჩვენ არ შეგვიძლია რეალური სურათის აღქმა ჯერ-ჯერობით, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ჩვენთვის გასაგები სახე და ფორმები მივცეთ იმ ნამდვილ ინფორმაციას, რაც ჭეშმარიტებას ეხება. ამიტომაც ერთი და იგივე ჩვენზე მაღალი წყაროდან მიღებული, ერთი და იგივე ცოდნა დედამიწაზე სხვადასხვანაირად ჟღერს, იმ პიროვნების სულიერი და ინტელექტუალური განათლების დონისა და მომზადების მიხედვით, ვინც ეს ინფორმაცია მიიღო, ამიტომაცაა უამრავი ეზოთერული, მისტიური, რელიგიური, ტეოლოგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, ორგანიზებული რელიგიები, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან დანახულ ჭეშმარიტების საერთო მარცვალს ერთმანეთს უპირისპირებენ და საბოლოოდ ბევრი მათგანი შიშისა და უარყოფითი ენერგიის ბანკი ხდება და ზუსტად იმის საპირისპიროს ემსახურება, რის სახელითაცაა შექმნილი.
ასევე, ყველა ის ვინც ერთადერთი და უტყუარი ჭეშმარიტების სახით საუბრობს. თუ სათანადო მომზადება არ გაგივლია, თუ სათანადო უზარმაზარი ცოდნის თუნდაც ნაწილს არ ხარ ნაზიარები, და თუნდაც მცირე, მაგრამ პირადი გამოცდილება არ მიგიღია სულიერ სფეროში და ისე შეაბიჯებ რომელიმე დიდ სწავლებაში, იქედან უკვე ამბიციური ნიკებით და ერთადერთი ჭეშმარიტების სახელით იწყებ ქადაგებას და ნერვიულობას, როგორ ვერ ხვდებიან და რა სისულელეებს ლაპარაკობენ სხვებიო.
არ გეკამათები, იმაზე რაც ზოგად თემებს ეხება, შემიძლია დაგეთანხმო ან არ დაგეთანხო, მომეწონოს ან არ მომეწონოს, შეიძლება ჩემი ვარიანტი შემოგთავაზო, მაგრამ მცდარს, ყალბს, სისულელეს - არ ვუწოდებ, რადგან პატივს ვცემ შენს აზრზს. ეს ფორუმიც და ეს კონკრეტული თემაც მაგისთვისაა, ჩვენი აზრი და შეხედულებები გამოვთქვათ და არა ერთმანეთის სიტყვებში ჭეშმარიტება ან სიყალბე ვეძებოთ, ანერვიულებული და აფორიაქებული პოსტები ვწეროთ ერთმანეთს(თუ ვინმე კომკრეტულ პიროვნებას მივმართავ, ესე იგი ამის საფუძველი მაქვს, და ეს მხოლოდ მე და იმ კონკრეტულ პიროვნებას ეხება). მაგრამ შემიძლია ხმამაღლა მცდარი ვუწოდო შენს აზრზს, რომ ჭეშმარიტების სახელით ილაპარაკო.
ყველა ჩვენთაგანი უდიდეს ცოდნას და სიბრძნეს ატარებს საკუთარ თავში, მაგრამ ეს ჩანასახის სახითააა და გარედან მიღებული ინფორმაციით ხდება მისი ზრდა.
Τρισμέγιστος
თქვენს ზუსტ შედარებებს იმიტომ ვერ ვგებულობ, რომ სატანადო დონე არ მაქვს განვითარების, სად შემიძლია მაგ სიმაღლეებამდე მისვლა!
ეს ხუმრობით, სერიოზულად კი, თუ ეს ტემა არ მოწონთ, ასეთ ისტერიულ ტონს და ირონიას ჯობია ცალკე თემა გახსნათ და იქ გამოხატოთ თქვენი ცოდნა და ხელდასხულთაგან მიღებული ინფორმაცია. აქ კი შეიძლება ავტორის ინფორმაციას ან დაეთანხმოთ ან არა ეს ყველას თავისულაფლი ნებაა, ასეთი დამცინავი ტონი საჭირო არაა! მეგობრული რცევა, მხოლოდამხოლოდ, არ მიიღოდ აგრესიად ან თავდასხმათ, როგორც არაერთხელ მომხდარა..
td.........
სად ნახეთ ისტერიული ტონი ჩემს ნაწერში? საკუთარი ხმის ექო მოგესმათ ალბათ. "ტრაინაია პორცია"- არა?
Τρισμέγιστος
Τρισμέγιστος
....საინტერესოდ საუბრობ, აშკარად გეტყობათ, რომ განათლებული და ინფორმაციის მქონე პიროვნება ხარ. თქვენისთანები ჭირდება ამ ფორუმს ნამდვილად. kate -თან, რატომ აღმოჩნდი წინააღმდეგობაში? მიკვირს..
ჩემი აზრით ხშირ შემთხვევაში ორივეს ერთ და იგივე შეხედულებები გაქვთ საკვანძო საკითხებზე, უბრალოდ ,,სხვანაირად
გადმოცემთ.
vladimer0110
ისე ორივე მხარე - საინტერესოა და კამათი არც უნდა იყოს ამაზე დავა. პირიქით , ამის მეტს ცოდნა და იოლი ახსნაც კი იბადება.
მე პირადად ორივესგან + და - .ანუ იმის თქმა მინდა რომ, ამ ორ ადამიანთან საინტერესო თემაა და საბოლოო პასუხი ნათელი ჩნდება.
ასაკს არ ვუყურბს არამედ - აზროვნებას და ღვთისგან ნაჩუქარს საიდუმლო ინფორმაციებს ვიგებს - ჩვენ ყველანი ბავშვები ვართ ღვთის თვალში მაგრამ, ცოდნა და მეცნიერება - ღმერთისგან არის.
ასაკზე არ უნდა იდავოს უფროსებმა. ყველას უნდა უსმინო .
მეც ბევრი რამე არ ვიცი და შემოვსულვარ ამ ფორუმზე, ასაკზე ჩემზე პატარები არიან და მდიდარი ინფორმაცია ააქვს.
Τρισμέγιστος
რა გითხრა მიუხედავად ყველაფრისა მჯერა რომ ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ ცხოვრებაში და აქ უბრალოდ გარკვეული კომპლექსების დაძლებვას ცდილობ... ) :hug:
vladimer0110
Lashapoli
გადასარევად გავიგე ყველაფერი და გეთანხმები. უბრალოდ მე ვიცნობ ადამიანებს. არის ასეთი: რამაზ გიგაური, რომელიც ფბ_ზე მყავს და რომელიც სულ დებს ბრძნულ აზრებს, მუსიკას და ლაქშმი რავი რავანდას სიტყვებს ძირითადად. ატარებს სემინარებსაც, მოღვაწეობს რადიოსივრცეშიც. უბრალოდ აქ თუ ვინმე იმ დონემდეა რომ ცალი ფეხი უკვე სამოთხეში აქვს, იქნებ რამე უფრო აქტიური გააკეთოსთქო )))
ანა
ანანდა
hermes
მე ათეიზმზე სხვა აზრის ვარ, უფრო სწორედ ამ წიგნის შემდეგ ცოტა სხვა მხრიდან დავინაზე. გირჩევდით... გავკადნიერდები. თუ დაგაინტერესებთ
http://www.radikal.ru
ანა
მე ათეიზმზე სხვა აზრის ვარ, უფრო სწორედ ამ წიგნის შემდეგ ცოტა სხვა მხრიდან დავინაზე
მეც გავკადნიერდები და რა აზრის ხართ? ან რატომ ამ წიგნის შემდეგ?
Τρισμέγιστος
ჩემო კარგო, ვეცდები ისე ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, რომ არ გეწყინოს და საკამათოდ არ მიიღო. ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, რომ შეძლო საკუთარი თავის პატივისცემა, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ სხვას და სხვის აზრზს სცე პატივი. თუ რომელიმე მისტერიულ სწავლებაში გაგივლია ინიციაცია, გასაგები იქნება რასაც ვამბობ, თუ არა - მაინც. ყველა ცოდნა, და განსაკუთრებით ეზოთერული, მხოლოდ სიტყვები და ტექსტები, რომელთაც წაიკითხავ და დაიმახსოვრებ რომ არ არის, ალბათ ცნობილია შენთვის, ეს ცოდნა პირველ რიგში ენერგიაა - ესეც გეცოდინება. იმ ენერგიის გარეშე, საიდანაც ეს სწავლება მოდის, ეს ცოდნა მხოლოდ მშრალი სიტყვებია, რომელიც ასჯერაც რომ წაიკითხო და ზეპირადაც ისწავლო - უსიცოცხლოა, ეს ცოდნა მაშინ ხდება გასაგები და ცოცხალი თუ ეს ენერგია - ქართველებს კარგი სიტყვა გვაქვს - მადლი - მიიღე. ხელდასმა, ინიციაცია კი, პირველ რიგში ამ ენერგიის მიღებაა და არა დახურული ცოდნასტან ზიარება, გარკვეული ცოდნის გარეშე ვერც მიხვალ ინიციაციამდე. დღევანდელი ხელდასმისა თუ ინიციაციაციის რიტუალები, უმეტესად შემონახული ტრადიცია, და ნაკლებად ხდება ენერგიის, მადლის მიღება. სიტყვები გვახსოვს, მაგრამ ის დაგვავიწყდა, რა დგას ამ სიტყვების უკან. დღეს ეზოთერული ცოდნის, ენერგიის მიღებისათვის, ხელდასმა აუცილებელი აღარ არის, ამისათვის საკმარისია გული გააღო, ბევრი მინახავს არანაირი ინიციაცია რომ არ გაუვლია, მაგრამ იმხელა ენერგიას და სიყვარულს ატარებენ, იმხელა სიბრძნეს, გიკვირს სად ეტევათ, ისეთი ინიცირებულებიც მინახავს, საკუთარ ჭეშმარიტებას, ერთ სწავლებასა და ეგოს რომ არიან ჩაბღაუჭებული, სიყვარული კი მხოლოდ ტერმინი და სიტყვაა მათთვის და გრძნობის ნატამალი არ ახლავს თან. მაგრამ შევხვედრილვარ ინიცირებულს, თავისი ენერგიით ირგვლივ სივრცეს რომ ავსებს, სიტყვის თქმაც არ ჭირდება, თვალებიდან ისეთი სითბო და სიყვარული გადმოდის, მრავალი საუკუნის უზარმაზარ სიბრძნეს ატარებს და ბავშვივით გულუბრყვილოა, მოკლედ იმის თქმა მინდა, თავისთავად ცოდნით, განათლებით, წიგნებით - ეზოთერიკაში შორს ვერსად წავალთ, თუმცა კარგია ერუდიციის ასამაღლებლად , თუ კი მასთან ერთად ენერგიას, მადლს არ მივიღებთ, ამისათვის კი, (დავივიწყოთ ხელდასმა, ბევრისთვის თვითონ ტერმინია გაუგებარი), მხოლოდ გულის გაღებაც საკმარისია, საკუთარი თავის ნდობა და ეგოს სულ ცოტა ხნით ჩაჩუმება მაინც, რაც ყველაზე ძნელია. მაგრამ თუ გულით გინდა, და მზად ხარ, დახმარებასაც მიიღებ, რადგან მარტო არასდროს არ ვართ და როცა გულს გახსნი, დაინახავ ვინც ხარ და მიხვდები, გაგახსენდება. მაშინ ნამდვილად გეყვარება შენი თავი, და ასევე გეყვარება ყველა სხვა, რადგან უკვე იცი ვინ არის ის სხვაც, რა ფორმასაც არ უნდა ატარებდეს გარედან, და ისიც იცი რომ ყველა ერთი ვართ საბოლოოდ და არა მარტო ჩვენ, და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ გამოთქვამს სიტყვებს, და მიხვდები რა არის საერთო ცნობიერება, და რომ ჩვენ წინ მივდივართ რომ შევუერთდეთ წარსულს და საკუთარ თავს, გზა რომ გავაგრძელოთ მომავლისკენ. ჰო, კიდევ, არანაირი ეშმაკების და დემონების აღარ შეგეშინდება . გენიალურ სიმარტივეს დაინახავ.
თუ ეს სიტყვები სრულ უაზრობად გეჩვენება, არა უშავს, ოღონდ ნუ გაბრაზდები, შენ შემოგევლე, ჩემზე კი არა - ეგ არაფერი, საკუთარ თავზე, აქაოდა ამას ვერაფერი გავაგებინე, უკეთ უნდა მეცადაო . და ნუ ეცდები უკეთ გამაგებინო. ნამდვილად ჯობია შევწყვიტოთ ეს პოლემიკა. ნურც ოპონენტს ხედავ ჩემში და ნურც მეტოქეს, მეც ისეთივე "შემოთრეული" ვარ ამ ფორუმზე, მას შემდეგ რაც ფორუმი კარგა ხნის ჩამოყალიბებული იყო და ფუნქციონირებდა არაჩვეულებრივი ენერგიით და არაჩვეულებრივი ხალხით. ამ ფორუმზე სიყვარულმა შემომიყვანა და დამტოვა. შენც იგრძნობ ამ სიყვარულს თუ ცოტა მოეშვები, ნაკლებად ინერვიულებ და გრძნობებს სადღაც ინფორმაციაში არ გადაკარგავ. პირიქით, ინფორმაცია უნდა ჩადო გრძნობებში მისი მადლი რომ იგრძნო. არაფერს აღარ აქვს დღეს მნიშვნელობა, გარდა სუფთა გრძნობებისა, რომელთა მართვაც ჩვენ უნდა შევძლოთ და არავის და არაფერს, არ უნდა მივცეთ მასზე უფლება.
ყველას ბოდიშს გიხდით ამ უსაშველო გადახვევისათვის და მიყვარხართ ყველანი, ვისაც მოვწონვარ თუ არ მოვწონვარ
ანანდა
vladimer0110
kate
Τρισμέγιστος
შემეცნებისთვის დანარჩენი ექვსი მილიარდი თავისი სხვა პატარა არსუკები ყავს გამოგზავნილი ) ასე ვფიქრობ. სხვა ადამიანები.
გასაგებია. ვიფიქრებ ამაზეც
kate
Τρισμέγιστος
ვინ საიდან როდის როგორ არ ვიცი მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ კაცობრიობა თანამგზავრივით არის
რაღაცის გარშემო ბრუნავს და ამავე დროს მუდმივ ვარდნაში იმყოფება, და ასევე მუდმივად ცდილობენ წარსულის ამოხსნას საიდანაც ეცემიან მაგრამ არც ეცემიან. არც ზემოთ მიიწევენ ხოლმე.
გრაფიკულად რომ გამოვსახოთ მივიღებთ უარყოფით წრფეს. რომელიც კლებადია
ჩვენ ვართ - არავინ. ჩვენ მოვდივართ - არსაიდან.
Zუანერდი
.........სანამ სხეულისა და სულის ურთიერთობას გავარკვევდეთ, ვეცადოთ გავარკვიოთ წარსულისკენ მივდივართ ბოლო-ბოლო თუ მომავლისკენ თუ ორივე ადგილას ერთად, რაც არ უმდა პარადოქსულად ჟღერდეს . დაახლოებით მაინც რომ გავერკვეთ რა ხდება, შორს უნდა დავბრუნდეთ წარსულში, დაახლოებით 200 000 წლის წინათ, როცა ჩვენი ახლა დაყოფილ-დანეწევრებული, მაშინ საერთო ცნობიერება, პირველად შემოვიდა დედამიწის პლანზე და დაიწყო ჩვენთვის გამზადებული და ჩამოყალიბებული, არსაიდან "მოულოდნელად" მოსული ჰომო საპიენსის სხეულის სხეულის მორგება. ეს პერიოდი დედამიწისთვის უმნიშვნელო მოკლე ხანია, და მანამდე აქ ბევრი სხვა ცივილიზაცია განვითარდა, ზოგმა მათგანმა დაამთავრა მისთვის განკუთვნილი განვითარების პერიოდი, ზედა განზომილებებში გადაინაცვა და თან წაიღო მისი არსებობის კვალი, ზოგმა არსებობის სხვა ფორმა ირჩია აქვე, დედამიწაზე და მილიონობით წლებია არსებობენ, ზოგმა ვერ შეძლო ემოციური სხეულის განვიტარება, ქალური მხარე საერთოდ დაკარგეს და უსასრულოდ დიდი ხანია გაჭედილები არიან აქ, ტექნიკურად საოცრად განვითარებულნი, ახლოსაც ვერ მოდიან ჩვენთან სულიერად. მანამდე რაც ხდებოდა დედამიწაზე დიდ გავლენას არ ახდენს და არ მოუხდენია ჩვენს განვითარებაზე, თუმცა შედარებით "ახლები" ვართ, დედამიწაზე ახლა და ოდესმე არსებული ყველა ცოცხალი და არა ცოცხალის გამოცდილება მიღებული გვაქვს, ანუ ყველა ცხოველის, მცენარის, მინერალის სიცოცხლით გვიცოცხლია , რადგან იქედან საიდანაც მოვდივართ დრო და სივრცე არ არსებობს და სამყაროს შეცნობა რომელიმე არსებით ან საგნით გარედან შიგნით, არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს, და არც არანაირ გამოცდილებას არ აძლევს სულს. მაგრამ ჩვენი სხეული და ამდენად ჩვენ განსაკუთრებული ვართ, ჩვენ, ჩვენს ფიზიკურ სხეულს ძალუძს მიიღოს, "დაატყვევოს", რეალობის ილუზიაში ამყოფოს სულის ცნობიერება და მერე შიგნიდან გარეთ შეიმეცნოს სამყარო და საკუთარი თავი, ეს არის სწორედ ის გამოცდილებაა, რაც აუცილებელია სულის ზრდისათვის, და რისთვისაც მოვედით აქ. ის "გარედან შიგნით" მიღებული გამოცდილება მქრქალად, მაგრამ მაინც შენახულია ჩვენს მეხსიერებაში, ეს სულიერი ზრდისთვის კი არ გვჭირდებოდა, არამედ, ძირითადად აქ დამკვიდრებაში დასახმარებლად, რათა გვეგრძნო ერთიანობა ყველა ელემენტთან.
თუმცა ეს ასე მარტივი არ არის, ავდექით და მოვედით . დედამიწა ჩვენი დედაა, რომელმაც თავის საშოში მიიღო სიცოცხლის თესლი და მერე, სამყაროს ახლა დავიწყებული სიბრძნით, რომელთანაც ყველაზე ახლოს გეომანტიაა, თავის გარშემო შექმნა ცოცხალი ქსელი,(დედამიწის გარშემო არსებულ, ყველა ცოცხალი ორგანიზმის შესაბამის ელექტრო-მაგნიტურ ველზე, ადრე დავწერე და ამ თემაში აღარ გავიმეორებ) ცნობიერების საერთო ქსელი, მეორენაირად ქრისტეს ცნობიერება, ეს ქსელი იმეორებდა არა მარტო ჩვენი ფიზიკური სხეულების საკრალურ გეომეტრიას, არამედ ჩვენი ნამდვილი არსების, იმ ერთადერთი ატომის ძირითად სტრუქტურას, რომელიც ჩვენს მთელ ინფორმაციას ინახავს, და ეს იყო ჩვენი კავშირი, ჩვენი კიბე ზედა განზიმილებებში და მერე სახლში დასაბრუნებლად. რადგან, როდესაც ჩვენი საერთო ცნობიერება შემოიყვანა დედამიწის პლანზე ჩვენმა მეგზურმა - მელქისედეკმა, და ადამიანების სხეულში დავიწყეთ ინკარნირება, ჩვენს საერთო ცნობიერების შიგნით კავშირი დაიკარგა და ქრისტეს ცნობიერება გვაერთიანებდა. ამ ცნობიერები გარეშე ყოველგვარი წინსვლა განვითარებაში უბრალოდ გამორიცხულია, შეიძლება განვითარდეს და წინ წავიდეს ერტეულები, მაგრამ კაცობრიობის განვითარება გამორიცხულია. ატლანტიდის კატასტროფის დროს კი, სწორედ ქრისტეს ცნობიერების ქსელი განადგურდა და მას შემდეგ ჩვენი არსებობა მხოლოდ ერთი დიდი უჩვეულო და საინტერესო ექსპერიმენტია, რომელსაც მრავალი არსება აკვირდება. რა და რატომ მოხდა ამაზე ცოტა მოგვიანებით..........
steward
ეგეც მართალია
steward
.........დედამიწაზე ინკარნაციის დაწყებისთანავე დავიწყეთ სხეულის და გარემოს ათვისება, ყველაფერი კარგად მიდიოდა, უდიდესი და ძლიერი ცივილიზაციაც ავაშენეთ და იმ წერტილამდეც მივედით საიდანაც უკვე შესაძლებელი იყო "ზემოთ ასვლა" დაგვეწყო, მაგრამ უდიდესი შეცდომა დავუშვით, განზომილებათა საზღვარი გავხსენით თან უფრო "განვითარებულმა სულებმა" გადაწყვიტეს "ნაკლებად განვითარებულ" სულებზე ხელოვნურად, "ტექნიკურ-მაგიურად" ზემოქმედება, თავისუფალ ნებაში ჩარევა, და ამის გამო გამზომილების ბოლო წერტილში ამოვყავით თავი. განვითარების გარკვეულ ციკლს თუ რვიანის სახით წარმოვიდგენთ, იმ პერიოდში უკვე გავლილი გვქონდა მთელი ბოლო წრე, ორი წრის კვეთის წერტილში ვიმყოფებოდით, ზედა წრეზე უნდა გაგვეგრძელებინა გზა, მაგრამ ატლანტიდის კატასტროფამ ქვედა წრის ბოლო წერტილზე "ჩამოგვაგდო". ეს "ჩამოვარდნა" გამოიხატებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ცნობიერების დაბლა დაცემაში და ამგვარად რეალობის სხვანაირად აღქმაში. ასეთი ადგილიდან ჯერ არავის უცდია განვიტარების აღმავალ გზაზე ასვლა, და რაც მთავარია განადგურებული იყო დედამიწის ირგვლივ არსებული საერთო ცნობიერების ქსელი, რითაც დაიკარგა კავშირი ჩვენს შორის და ყველანი მარტოდ აღმოვჩნდით, მის გარეშე კი ცნობიერების იმ დონეზე ასვლა, საიდანაც სახლში დაბრუნების გზა იწყებოდა, უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო, მაგრამ რადგან მაშინ დაშვებული შეცდომა ძირითადად არა ჩვენი, არამედ ჩვენთან უნებართვოდ შემოჭრილი და მერე ჩვენთან აფქვეფილი ცივილიზაციის ბრალი იყო, მოგვეცა უფლება და შანსი გაგვეგრძელებინა განვითარება, და ამის საფუძველი - საერთო ცნობიერების ქსელი ხელოვნურად შეიქმნა მეოთხე განზომილებაში, და ნელნელა იწყო მატერიალიზება ჩვენს სამყაროში, თუ ამ პროცესს მეოთხე განზომილებაში მხოლოდ საათები დაჭირდა, ჩვენთან ამ ქსელის გასაცოცხლებლად აუცილებელი გეომანტიური პირობები და პროცესები მეოცე საუკუნემდე გრძელდებოდა. რადგან სამყაროში ყველაფერი ცვალებადი და განუმეორებელია, არავინ იცოდა რა გზით და როგორ განვითარდებოდა კაცობრიობა, რომელმაც თავის თავთან კავშირი დაკარგა, მთავარი იყო მაღალი ცნობიერების ქსელის გაცოცხლებამდე არ დაეკარგათ ემოციური სხეული და პირველ რიგში სიყვარულის მიღების და აღქმის უნარი და არ გაენადგურებინათ ერთმანეთი და პლანეტა. საქმე ისაა, რომ ცნობიერების მეორე საფეხური, სადაც აღმოვჩნდით ატლანტიდის მერე და სადაც ისევ ვიმყოფებით, გარდამავალი საფეხურია და გარკვეული ციკლის შემდეგ თუ არ მოხდა მისი მაღალ, მესამე საფეხურზე ასვლა, აუცილებლად გაანადგურებს საკუთარ თავს(და ამდენად დაკარგავს აქამდე მიღებულ ყველა გამოცდილებას) და უარესი, მოკლავს პლანეტას. ამიტომაც ეს ექპერიმენტი უდიდესი რისკი იყო, ამიტომაც არის ამდენი აპოკალიფსური წინასწარმეტყველება თითქმის ყველა რელიგიასა და კულტში და მასთან ერთად ასევე არსებობს "ოქროს ხანის" ბედნიერი და უზრუნველი მომავლის, "ზეციური იერუსალიმის" წინასწარმეტყველება. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში არსებობდა დიდი შესაძლებლობა რომ, არსებული მხოლოდ ორი ვარიანტიდან: თვითგანადგურება ან განვითარების ზედა საფეხურზე ასვლა - ჩვენ თვითგანადგურების გზით წავსულიყავით, ახლა ეს უკვე გამორიცხულია, ჩვენ არანაირი განადგურება თუ თვითგანადგურება აღარ გვემუქრება, გასაგებია რომ ეს მხოლოდ ფიზიკურ მხარეს არ ეხება, ეს ეხება მილიონობითწლიანი გამოცდილების დკარგვას, ჩვენ აუცილებლად გადავდივართ განვითარების შემდგომ საფეხურზე, მაგრამ ამისთვის რომელ გზას ავირჩევთ ჯერ არავისთვისაა ცნობილი, და მხოლოდ ჩვენზე და დედამიწაზეა დამოკიდებული.....
........ანუ ჩვენ ვვითარდებით, ევოლუციას განვიცდით, არა ფიზიკურად, ადამიანი ფიზიკურად აღარ შეცვლილა მას შემდეგ რაც ჰომო საპიენსი პირველად გამოჩნდა დედამიწაზე, არამედ სულიერად და წინ მივდივართ, მაგრამ ჯერ არ მივსულვართ იმ წერტილამდე, სადაც ოდესღაც ვიყავით და დავკარგეთ. ოღონდ განვითარების იგივე გზას არ ვიმეორებთ, ეს უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერი განუმეორებელი და ცვალებადია და ყოველი თუნდაც უმნიშვნელო არჩევანი შესაძლებლობათა ახალ პაკეტს ხსნის, მაგრამ რისი შეცვლაც შეუძლებელია, ეს ის წერტილია წარმოსახვითი რვიანის შუაში რომ მდებარეობა, და რისი გავლის გარეშეც განვითარების ზედა საფეხურზე ასვლა გამორიცხულია. თუ ატლანტიდის კატასტროფამდე ეს გზა რკალის სახით გავიარეთ, მის შემდეგ შუა ბოლო წერტილიდან, ამ რკალში ჩაკეტილები და იზოლირებულნი მთელი სამყაროდან, სპირალისებურად მივიწევთ ზემოთ. რაც უფრო ვუახლოვდებით საზღვარს, ჩქარდება დრო და განვითარების პროცესი, იზრდება გარედან უხილავი დახმარება და აუცილებელი ბიძგები. რაც შეეხება ფიზიკურ პლანს, სულ რაღაც 120 წლის წინათ, გადაადგილების საუკეთესო საშუალებად ისევ ცხენი ითვლებოდა, დღეს კი მარსის ზედაპირს ვათვალიერებთ და ისეთი საშუალებებით ვურთიერთობთ, როგრიც ეს ფორუმია . რომ ავიღოთ, თუნდაც მხოლოდ ტრადიციული მეცნიერების მიერ "აღიარებული და დადასტურებილი", კაცობრიობის ცივილიზაციის დასაწყისი, რომელიც 10 000 წელს არ აღემატება, ამ ხნის მანძილზე ადამიანს გონებრივად ყოველთვის შეეძლო იგივე, რასაც ახლა აკეთებს, ანუ 10 000 წლის წინანდელი ბავშვი სათანადო პირობებში კომპიუტერსაც ისევე აითვისებს და კვანტურ ფიზიკასაც, როგორც XXI საუკუნელი. ჯერ კიდევ სულ ახლახანს, ლეონარდო და ვინჩიმ სახვადასხვა მფრინავი აპარატების მოდელები შექმნა, მაგრამ მაშინვე დავიწყებას მიეცა, მეოცე საუკუნეში კი ცხენიდან რაკეტაზე გადავინაცვლეთ. როგორ ფიქრობთ ეს შემთხვევითია?! შემთხვევით არაფერი ხდება სამყაროში. სამყარო ცოცხალია და ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება, ერთერთი კანონი განვითარებად ცივილიზაციაში ჩაურევლობაა, სხვა მაღალგანვითარებული ცივილიზაციის მიერ, მაგრამ ჩვენს განვითარებაში ერთხელ უკვე ჩაერივნენ, როდესაც მოგვეცა საშუალება თითქმის უიმედო მდგომარეობიდან გამოსვლის გზები გვეძებნა, და რადგან ამ ექსპერიმენტის მანძილზე იზოლირიბულნი ვართ დანარჩენი ცივილიზაციებისაგან, და იმ შემთვევაშიც აღარ ჩაერევიან თუ საკუთარ თავს გავანადგურებთ, მაღალტექნოლოგიური განვითარების ყველა გზას ვუბლოკავდით საკუთარ თავს ქვეშეცნეულად, რადგან ვიცოდით, "გვახსოვდა" სად მიგვიყვანა ამ გზამ ერთხელ. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მივეცით "თავს უფლება", რადგან უკვე ახლოს ვიყავით პლანეტარული ძვრის პერიოდთან და დიდი ზიანის მიყენებას ვეღარ მოვასწრებდით, ვერც საკუთარი თავისთვის, ვერც პლანეტისთვის, მიგვეღო "გარედან" სხვა ტექნიკურად ჩვენზე განვითარებული ცივილიზაციის მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიური მოდელები (არა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების მიერ, რომლებიც მხოლოდ გვაკვირდებიან, და არაფერში ერევიან) თუმცა რამდენად საშიშია ჩვენს ხელში განვითარებული ტექნიკა, მალევე 40-იან წლებში დაამტკიცა "მანჰეტენის პროექტმა" ხიროსიმას და ნაგასაკის სახით. ეს დიდი ტრაგედია, ერთგვარი გამოფხიზლებაც იყო და მას შემდეგ დიდი მცდელობაა მსგავსი არ განმეორდეს და ყოველი ახალი ტექნიკური მიღწევა მხოლოდ ადამიანთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და დასახმარებლად გამოიყენონ, რამაც ერთი მხვრივ შექმნა ახალი ილუზია, რომ ჩვენი დანიშნულება მატერიალური კომფორტის შექმნაში, სიცოცხლის გახანგრძლივების გზების ძიებაშია, რომელიც ტექნოლოგიურად მიღწევადია, მეორე მხვრივ კი მოხდა ინფორმაციის არნახულად სწრაფად გავრცელება, ადამიანების დაახლოება, რამაც ერთგვარად ხელი შეუწყო დედამიწის ვიბრაციის აწევას და ნელნელა კაცობრიობის მეხსიერებაში ჩვენი მთავარი და ძირითადი დანიშნულების გახსენებას - გავაცოცხლოთ და გადავინაცვლოთ ჩვენს სხივურ სხეულში, მეორენაირად ამაღლება, რაც აქედანვე - ფიზიკური პლანიდან და იგივე ფიზიკური სხეულით იქნება შესაძლებელი სულ მალე.......
kate
ქეთი, მანდ, თქვენთან რას აბობენ ასტრონოების მიერ ახლახანს აღმოჩენილი პლანეტის შესახებ?
ჩვენთან თქვე, მასზე წყალი არისო, სავარაუდოდ - სიცოცხლეცო... რბილი კლიმატიო, საშ.ტემპერატურა 22 გრადუსი ცელსიუსითო... . ბრუნავს საკუთარი "მზის" გარშემო და ფაქტიურად დედამიწის ანალოგ პლანეტას წარმოადგენსო..
kate
kate
თამარი
არა მგონია 600 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტის აღმოჩენას რაიმე მნიშვნელობა ქონდეს ჩვენთვის, თუნდაც დედამიწის ასლს წარმოადგენდეს. ხოლო ის რომ, დედამიწის მსგავსი პირობებია სიცოცხლის განსავითარებლად(მზისგან მისი დაშორების და მასის მიხედვით), ავტომატურად არ ნიშნავს მასზე მოაზროვნე სიცოცხლის ან საერთოდ სიცოცხლის არსებობას. ასეც რომ იყოს, რას უნდა ცვლიდეს ჩვენთვის?! სამყაროში ხომ ისედაც იმდენი ცოცხალი მოაზროვნე არსებაა, და იმდენად განსხვავებული ფორმით, ჩვენი წარმოდგენა ვერაფრით რომ ვერ შეწვდება
tikoroma
ნიჭი - თავის ქალის ფორმებზეა დამოკიდებული?
სიმართლე რომ ითქვას, საერთოდ რთულია ახსნა ვინ ვართ, ან საიდან მოვდივართ, ან ვინ შეგვქმნა, მე პირადად არ მჯერა, რომ ერთ დროს იყო ღმერთი რომელმაც გამოძერწა ნუ მოკლედ ეს ბანალური თემაა... აი ძალიან ბევრჯერ მეწინააღმდეგებიან და როდესაც ვეკითხები მათ წინააღმდეგობის მიზეზს უმეტეს წილად ჩუმდებიან ან იწყებენ სისულელის მტკიცებას, რომელსაც თავი ბოლო არ უჩანს... აი ადამიანების 100%ი დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში წამით მაინც გაივლებს აზრს "იქნებ ღმერთი მართლაც არ არსებობს", ვიმტკიცებიტ რომ მორწმუნეები ვართ და ამ დროს სულაც არაა ესე, ჩვენ უმეტესი ნაწილი "აგნოსტიკოსი" გამოდის (ანუ გწამს რაღაცის, მაგრამ ამ რწმენის დამტკიცება არ ეგიძლია) როდესაც ვამბობ რომ აგნოსტიკოსი ვარ ხალხი ისეთი გაოცებული მიყურებსა თითქოს მარსიანელი ვარ ან მსგავსი... უბრალოდ არ გვინდა დავიჯეროთ ის რომ ჩვენი გონება არაა იმდენად განვიტარებული რომ ღმერტის არსებობა დაამტკიცოს!! იქნებ საერთოდ უცხოპლანეტელებმა შეგვქმნეს?!!
შენ აგნოსტიკოსი კი არა ერთ-ერთერთი მათგანი ხარ , რომელიც დღევანდელ ეკლესიას დასდევს , იკვლევს და ცდილობს კიდევ რაიმე უთანხმოება აღმოაჩინოს იმასთან რასაც ის ქადაგებს.. კარგია ეგეთი კითხვები, ვინ ვართ , საიდან მოვედით? უცხოპლანეტელებმა ხო არ შეგვქმნეს? ძიება ძალიან სასარგებლოა და ცნობისმოყვარეობაც. თუ არ გადაგიყოლა და გადაგჩეხა არასწორი მიმართულებით წასული, ბოლოს(როდესრაც)მაინც გაგიყვანს იქ სადაც მიისწრაფოდი..
gotsiridze
.......სანამ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადავინაცვლებდეთ, პირველ რიგში უნდა დავიბრუნოთ, გავიხსენოთ დაკარგული ერთიანობა, ანუ იმ წარმოსახვითი რვიანის, რომელზედაც ადრე ვწერდი, წრეების კვეთის წერტილი უნდა გავიაროთ, ეს არის ის ერთადერთი აუცილებელი პირობა, რის გარეშეც შემდეგ წრეზე ვერ გადავალთ, მაგრამ ჩვენი ერთიანობის შემეცნებას ვერანაირად ვერ შევძლებთ თუ ვერ გავიგებთ, ვერ შევიმეცნებთ ერთიანობას დედამიწასთან, რადგან, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოვდივართ, სად არის ჩვენი ნამდვილი მშობლიური პლანეტა თუ ცივილიზაცია, აქ და ახლა დედამიწაზე ვართ ინკარნირებულნი, დედამიწის ნაწილს წარმოვადგენთ, დედამიწა კი მიწის და წყლის უზარმაზარი უსულო ბურთი არ არის. იგი ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენ ამ ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი ვართ. მისი ენერგეტიკული სხეული ისევეა აგებული, როგორც ჩვენი (თუმცა, გაცილებით სწორი იქნება ვთქვათ, ჩვენი ენერგეტიკული სხეულია დედამიწის იდენტურად აგებული), იგივე საკრალური გეომეტრია, იგივე ენერგეტიკული არხი, იგივე ჩაკრები. ამასთანავე დედამიწა მოსიყვარულე დედაა, რომელმაც დაგვითმო თავისი სხეული, რადგან ეს არის მისი დანიშნულება, იცის ჩვენ ვინ ვართ, იცის ჩვენი სახელი, რაც ჩვენ დიდი ხანია დაგვავიწყდა, რეაგირებს ჩვენზე და ვუყვარვართ, ჩვენ კი ვტკბებით ლამაზი პეიზაჟით, აღფრთოვანებაში მოვყავართ ჭრე-ჭრელ ულამაზეს ჩიტებს, ვეთამაშებით პატარა ცხოველებს, მოწიწებით შევყურებთ ძლიერებს.... ყველაფერს ამას ვხედავთ გარედან, და ის არ ვიცით რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ ჩვენივე ნაწილია, რომ ეს სამყარო ჩვენშია, ჩვენ კი არ ვართ ამ სამყაროში, როგორც გვეჩვენება, არამედ ჩვენშია ეს სამყარო, მაგრამ ამის შემეცნება ლოგიკურად ან მეცნიერულად შეუძლებელია, შემეცნების ერთადერთი გზა გულზე გადის.
დედამიწას კი ვუყვარვართ მიუხედავად იმისა, რომ ვანადგურებთ, არ ვუფრთხილდებით, უმოწყალო და შეუბრალებელნი ვართ მის მიმართ, რაც უფრო ვვითარდებით ტექნოლოგიურად, მით უფრო ვშორდებით მას, მით უფრო უჭირს მოგვაწვდინოს ხმა, ჩვენ ვეღარ ვხვდებით, ვეღარ ვკითხულობთ იმ ნიშნებს და ენას, რითაც დედაბუნება გვესაუბრება, ჩვენც აღარ ძალგვიძს ხმა მივაწვდინოთ, თუმცა თუ გულით მოვინდომებთ, აუცილებლად მოგვისმენს. აფრიკის ზოგიერთი ტომი დღესაც ასე ირჩევს შამანს - სხვადასხვა გამოცდების შემდეგ, დანიშნულ დღეს შამანობის კანდიდატმა, მთელი ტომის თანდასწრებით (ეს რიტუალი რამოდენიმეჯერ არის დაფიქსირებული "თეთრი ადამიანის" მიერ), უნდა მოახერხოს საქარიშხლო ღრუბლების შეკრება, დაიწყოს ჭექა-ქუხილი, მაგრამ მანამდე მოახერხოს ღრუბლების დაშლა, სანამ თუნდაც ერთი წვეთი წვიმა წამოვიდოდეს. მათ ეს შეუძლიათ, ახსოვთ "საკონტაქტო" ენა, ჩვენ კი აღარ ვიცით, საერთოდ ვეღარ ვგრძნობთ კავშირს მიწასთან, მაგრამ ეს კავშირი გაცილებით ძლიერია, ვიდრე წარმოგვიდგენია, დედამიწა აუცილებლად რეაგირებს ჩვენს ემოციებზე, მიწისძვრები, წყალდიდობები, დამანგრეველი ქარიშხლები, ცუნამები - ეს ჩვენი დაგროვილი უარყოფითი ემოციებია, ომებით, რევოლუციებით, სიძულვილით, შიშით გამოწვეული. ეს საჯელი არ არის, ეს ჩვენი უარყოფითი ემოციების ფიზიკური გამოხატულებაა, ასეთი კატაკლიზმების დროს ათასობით და ათიათასობით დაღუპულები დასჯილები ან მსხვერპლნი კი არ არიან, არამედ მოხალისე სულები, რომელთა დაღუპვით გამოწვეულმა საყოველთაო თანაგრძნობამ უნდა გაანეიტრალოს, ამ კატასტროფების გამომწვევი ემოციები, რადგან თანაგრძნობა ყველაზე ახლოს დგას უპირობო სიყვარულთან, და ამდენად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დადებითი ემოციაა.
როდესაც შევძლებთ მივაგნოთ, გავიაზროთ ჩვენი კავშირი დედამიწასთან (როგორც ვიცი, ყველა ენაზე დედამიწა მდედრობითი სქესისაა, დედად მოიხსენიება), უკვე შეგვეძლება გაგვახსენდეს ჩვენი ერთიანობა თვითონ ჩვენს შორის, საერთო ცნობიერება და საიდან და რატომ მოვედით აქ............
..........ახლა ცოტა მატერიალურ სამყაროში გადმოვინაცვლოთ , რომ დავინახოთ რა ასეთი კავშირი გვაქვს დეადამიწასთან, ყველა ცოცხალთან და არაცოცხალთან, თუნდაც ფიზიკურ პლანზე.
ჩვენი სამყაროს აგებულებაზე ზოგადი წარმოდგენა ყველას გვაქვს და ატომები და მოლეკულები მაინც გაგვიგია, მაგრამ რაზედაც დიდად არ ვიწუხებთ თავს ფიქრით, არის ჩვენი სამყაროს და ჩვენი შემადგენელი ნაწილაკების მასშტაბური შედარება. თუ ატომგულის ირგვლივ მოძრავ ელექტრონების მასშტაბს გავზრდით დედამიწის დონეზე მათ შორის მანძილი მასშტაბურად უფრო დიდი იქნება, ვიდრე პლანეტათა შორის, ბირთვად თუ მზეს წარმოვიდგენთ, უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენი მზის სისტემა ერთი პატარა ატომის დიდ მოდელს დაემსგავსება, გალაქტიკის ჩვენი ფრთა - ერთ რთულ მოლეკულას, ჩვენი გალაქტიკა კი - ერთ უჯრედს. ახლა წარმოვიდგინოთ ის უზარმაზარი მანძილი რაც თუნდაც ჩვენი მზის სისტემის პლანეტებს შორისაა, ჩვენი ადგილი გალაქტიკაში და დაშორება სხვა მზის სისტემებიდან, და დავფიქრდეთ რამდენად "სოლიდური" და "მკვრივია" ჩვენი სხეულები და ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ და რა ძალა უნარჩუნებს ამ უზარმაზარი მანძილით დაშორებულ ციცქნა ნაწილაკებს თავისთვის ზუსტად განსაზღვრულ ადგილს, რომ ასეთი მყარი რეალობა მივიღოთ. მაგრამ, საქმე გაცილებით რთულადაა, ეს ციცქნა ნაწილაკებიც არ არის სოლიდური და როგორც აღმოჩნდა, ნაწილაკებიც არ არის, ტალღაა, რხევა. როცა უნდა მხოლოდ ტალღაა, როცა უნდა ნაწილაკი , კიდევ უარესი, როცა დამკვირვებელი ცდილობს ცდით დაადგინოს ტალღასთან აქვს საქმე თუ ნაწილაკთან, თვითონ დაკვირვების ფაქტით გავლენას ახდენს ექსპერიმენტის შედეგზე . მოკლედ, მიუხედავად თანამედროვე მეცნიერების დიდი მიღწევებისა, ჯერჯერობით "მყარი და სოლიდური" ნაწილაკი ვერ აღმოაჩინეს, ერთადერთ იმედად, ე.წ. "ღვთიური ნაწილაკი" - ჰიგსის ბოზონი რჩება, რომ სამყაროს აგებულების რაიმე აზრი მაინც გამოიტანონ, სხვათაშორის, ერთი კვირის წინ, CERN- მა (თვითონ ის ფაქტი, კი ეს კოლოსალური კოლაიდერი რამხელა საშიშროებას წარმოადგენს დედამიწისთვის, და არა მარტო, სხვა თემაა) გააკეთა ოფიციალური განცხადება, და ეს მართლაც დიდი ამბავი იყო კვანტურ ფიზიკაში, რომ მართალია არ აღმოუჩენიათ, მაგრამ იპოვეს ამ მისტიური ბოსონის კვალი, და იმედი აქვთ მალე აღმოჩენის ფაქტსაც მოგვაწოდებენ, თუმცა ერთერთმა ცნობილმა მეცნიერმა იქვე დასძინა, ეს მხოლოდ დასაწყისია და პასუხების ნაცვლად ახალ გამოცანებს მოგვიტანსო.
ასევე ცნობილია სამყაროს წარმოშობის ოფიციალური თეორია _ დიდი აფეთქება, 15-18 მილიარდი წლის წინ ცერცვის მარცვლის ოდენა ზეენერგეტიკული მუხტის აფეთქება, რომელიც მას შემდეგ ფართოვდება. ასევე გაგვიგია პირველად იყო სიტყვა - ხმა, ვიბრაცია, რეზონანსი.....
მოლეკულების და გალაქტიკების შედარება ეგრევე მოვიდა როგორც კი მოლეკულების შესახებ გავიგე.. არ მახსოვს ზუსტად როდის იყო ბავშვობაში... მართლაც საოცარი მსგავსებაა !და ასევე მოვიდა აზრი, რომ ჩვენც ისევე როგორც სამყარო გარკვეული სამყარო ვარტ,მთელი ჩვენი სტრუქტურით და ასევე გარშემომყოფი სამყაროთი, დედამიწა და მასზე მცხოვრები ყველა არსება მიკრობების ჩათვილთ-კოსმოსი, გალაქტიკა, სამყარო.. და ასე უსასრულოდ ორივე მიმართულებით, ამიტომ მეეჭვება "ღვთიური ნაწილაკი" იპოვოს ვინმემ ცერნში.. ყველაფერი ჩვენს გარშემო და ჩვენ ღვთიური ნაწილაკები ვართ ისედაც, უსასრულობის ნაწილები )
td.........
ხო.. ასეა თუ ისე ყველაფერი რაც ხდება უნდა მოხდეს.. სხვანაირად არ შეიძლება..
Zet
.......პირველად იყო სიტყვა... თუ სამყარო აბსოლუტური გონის პროექციაა უსასრულობაში, ამ გონის, აზრის გამოვლინება რაიმე სახით ხომ უნდა დაწყებულიყო, რაღაცას უნდა მიეცა დასაბამი, თუნდაც იმისთვის, რასაც დიდი აფეთქებას უწოდებენ, რომ გაზრდილიყო გაფართოებულიყო და გაშლილიყო სიცოცხლე ზოგადად, ყველაფრი უმცირესი, რაღაც უდიდესის ასლია და პირიქით, ანუ საწყისში არსებული ქარგა, სქემა (blueprint) "გაცოცხლდა", გაფართოვდა, გავრცელდა, წარმოქმნის, ქმნის და ანგრევს და ისევ ქმნის უამრავ ფორმებს, რომელთაც მხოლოდ გარეგანი მხარეა სხვადასხვა, არსი კი ერთია (აქ, ჩვენს სამყაროში). რა შეიძლება გამხდარიყო ამ პროცესის საწყისი, რომელიც ერთხელ დაიწყო და გრძელდება. ეს ვერ იქნებოდა ვერაფერი ფიზიკური, მატერიალური, რადგან ასეთი რამე, საბოლოო ჯამში არც არსებობს. ასეთი საწყისი შეიძლება ყოფილიყო აბსოლუტური გონის, პირველსაწყისის, ღმერთის მიერ პროეცირებული ვიბრაცია, გარკვეული სიხშირის რხევა, რომელიც თავისთავში შეიცავდა სამყაროს თარგს. ამ სქემაზე ვიბრირებადი ენერგია შეძლედბა დაყოფას, გადანაწილებას ატომების და მატერიის შესაქმნელად. ვიბრაცია, რხევა კი ის არის, რასაც ჩვენი ყური გარკვეულ სიხშირეზე ხმად აღიქვამს, ეს სიხშირე ჩვენთვის, ადამიანებისათვის 20 დან 2000 ჰერცამდე მერყეობს, ამ შუალედში არსებულ რხევებს "ვისმენთ", მის ქვემოთ და ზემოთ, ე.წ. ულტრადაბალი ან ულტრამაღალი რხევებისთვის ჩვენ ყრუ ვართ. ანუ ვიბრაცია, ზოგადად ხმაა, თუმცა ყოველთვის ვერ ვისმენთ. უპანიშადების და არა მარტო, მიხედვით სამყაროს დასაბამი მისცა ერთმა ბგერამ, ეს ბგერა ყველაში და ყველაფერშია, მას შეუძლია წარმოქმნას ან დაანგრიოს სამყარო. ამ ბგერას ვერ ვხედავთ, არ გვესმის, მაგრამ ყველგანაა, ეს ბგერა გავს ხეში დამალულ ცეცხლს - ორი ხმელი ხის ტოტის ხახუნით შეიძლება ცეცხლის წარმოქმნა, ცეცხლი ხეშია, მაგრამ არ ჩანს. ასევე თუ ხის ერთ ტოტად წარმოვიდგენთ ადამიანს, ჩვენს თავს, მეორედ კი ამ ბგერას, მისი საშუალებით, ანუ ამ ბგერის საშუალებით საკუთარი თავის შეცნობით შევძლებთ წარმოვქმნათ ცეცხლი - ჩვენი ნამდვილი არსი, რომელიც ამ პირვასწყისი ბგერით არის ჩამალული, შემოსული ჩვენში. ეს ბგერაა ომ, რომელიც გამოითქმის როგორც წაგრძელებული აუმ, ჩვენი ამინ, ომ-ის ერთერთი ვარიაციაა.
ახლა, იმის შესახებ, რამდენად შეიძლება ყველაფერი ეს ახლოს იყოს რეალობასთან. ვიბრაციით, გარკვეული სიხშირის ბგერებით შექმნილ ფორმებზე, ალბათ გაგიგიათ, საიმანტიკა (არ ვიცი, რამდენად სწორად ჟღერს) მთელი ხელოვნებაა, ვიბრაციით შექმნილ ფორმებზე, რომელსაც ალბათ, უმარტივესი ქლადნის ფირფიტით დაედო საფუძველი. ერნსტ ქლედნმა, მეთვრამეტე საუკუნეში, შემთხვევით აღმოაჩინა რომ, მეტალის ფირფიტაზე დაყრილი სილა, არაჩვეულებრივ ზუსტ გეომეტრიულ ფორმებს იღებდა, გარკვეული მუსიკალური ნოტის ვიბრირებისას. და ეს ფორმები არასდროს იყო ქაოტური, შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი ფორმები რომლებიც სილაზე, წყალში, ყინულის კრისტალების წარმოქმნისას წარმოიშობა გარკვეულ ვიბრაციაზე. (ცნობილი წრეები მინდორში, რომელთაგან ნამდვილად ბევრია გაურკვეველი და მისტიური წარმოშობის, შეიძლება სათანადო ინფორმაციის გარკვეულ სიხშირეზე ვიბრირების დროს წარმოიშვას).
თვითონ დედამიწას გააჩნია თავისი ბგერა, თავისი ხმა, რომელიც ჩვენ არ გვესმის, ჩვენთვის ულტრადაბალია. მას სხვანაირად დედამიწის პულსს უწოდებენ, ალბათ გაგიგიათ შუმანის რეზონანსი - ეს არის დედამიწის ვიბრაცია, მისი სიხშირე 7,8 ჰერცია დაახლოებით და ჩვენს ყურს არ შეუძლია მისი აღქმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობს , მაგრამ საინტერესო ის არის, ყველაზე მეტად, რომ ჩვენი ტვინის ელექტრომაგნიტური რეზონანსი დაახლოებით იგივე სიხშირეში ჯდება, და განსაკუთრებით უტოლდება, როდესაც ადამიანი გაწონასწორებულ, მედიტაციის, ლოცვის მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენს ყურებს არ ესმის, მაგრამ ჩვენს გონებას ესმის დედამიწის ხმა, ასევე დედამიწას კარგად "ესმის" ჩვენი ემოციების ხმა, რადგან სხვადასხვა ემოციისიას, ჩვენი ენცეფალოგრამა იცვლება. იცვლება ჩვენი ტვინის მიერ წარმოშობილი ელექტრომაგნიტური ველის სიხშირე, ვიბრაცია. დედამიწის ვიბრაციაც პირდაპირი კავშირი არის ჩვენთან, როგორც ჩვენ დედამიწასთან, თუ დედამიწის ვიბრაცია აიწევს გარკვეულ დონეზე, კამერტონის პრინციპით, შეიცვლება და აიწევს ჩვენი ვიბრაციაც, თუ ჩვენი ვიბრაცია შეიცვლება, იგივე პრინციპით იმოქმედებს დედამიწაზეც........
kate
ძალიან საინტერესოა, მადლობა
ალო, ალო, მეც ვიტყვი რაა
ხო, რა მინდა ვთქვა და...
ნებისმიერი მსოფლმხედველობა-ჭვრეტა-მზერა დამყარებულია იმაზე, რასაც ვითხულობთ, გვასწავლიან, იმათი ნასწავლები არ მოგვწონს, და ვისიც გვესადაგება, იმისას ვსწავლობთ მერე..
ნებისმიერი აზრი რაღაცის სწავლა-დამახსოვრების მერე გვიყალიბდება...
მე არ ვიცი რაებს და ვინებს ვკითხულობ და ვიმახსოვრებ თუ უნებლიედ მამახსოვრება..
რაც მომწონს იმაზე ვცდილობ ყურადღების გამახვილებას, უფრო უკეთ გამომდის ამ ბოლო დროს, თუმცა ისაც არაა გამორიცხული რომ რამდენიმე ხნის მერე გადავირიო, ვაიმე ამეების როგორ მჯეროდა მეთქი, 1-2 ეგეთი სალტო თუ ბრუნი (მავაშიგერი ბზრიალში ) გავაკეთე უკვე ცხოვრებაში..
ვერაფერს გამოვრიცხავ და ვიცი რომ შესაძლოა არაფერიც არ ვიცი.. 1000 საშუალებაა რითაც იმას მააზროვნებინებენ, რაც აწყობთ, ისე რომ აზრზეც ვერ მოვალ
თუმცა ისიც ნასწავლი მაქვს, რომ ვიღაცას თუ რაღაცას ეს აწყობს
ასე, რომ რეალურად გონზე არ ვარ რა ხდება და რატომ ხდება, მიუხედავად იმისა რომ უამრავ რამეს ვკითხულობ და მესმის
ჩემი აზრით ახლა ვიყრი ყველაფერს თავში, იმიტომ რომ დამოუკიდებლად აზროვნება მეზარება თუ არ გამომდის და ველოდები როდის გამინათდება, თუ განათდება საერთოდ
ამჯერად უმტკივნეულო გზებით
-გმადლობთ ყურადღებისათვის
sky
ეგრე რააა.... ..რაღაცა დაწერე ...... არ გეთანხმები მაგრამ მაინც კაია რაა.. ძლივს არ გამოგიტყუე იმ ანგედოტებიდან ......
ისე ჩვენსი რო დარჩეს რად გვინდა ამის ცოდნა? აი გავიგე საიდან მოვდივარ და რამ შემქნა.. რათქმუნდა ამომეწურება შეკითხვები და თავს მოვიკლავ იმ ანეკდოტშია როა, მიხომ გაიგო რისგან შეიქმნა და თავი ჩამოიხრჩოო, თუ ბჭიკიამ, ვირაცამ იტოგში.. ხო, რაში გვაინტერესებს? რომ მოკვდები ხო გაიგებ მერე მაინც
არრვიცი საიდან მოვდივარ,მაგრამ არსად რო მივდივარ თითქმის დარწმუნებული ვარ :
.........არა მარტო ჩვენი ტვინის ელექტრო-მაგნიტური ველის სიხშირე არის ახლოს და თითქმის უტოლდება დედამიწის "ხმას" - შუმანის რეზონანს. ჩვენი ფიზიკური გული ორგანიზმის ირგვლივ ქმნის უზარმაზარ, მძლავრ ელექტრო-მაგნიტურ ველს, რომელიც ტოროიდული ფორმისაა, და რომელიც ხუთი ათასჯერ ძლიერია ჩვენი ტვინის მიერ წარმოქმნილ ველზე, ამ ველის აღმოჩენამ და მისი კვლევების შედეგებმა მართლაც გააოცა მეცნიერები, დღეს იმაზეც კი მსჯელობენ, - და მხედველობაში მაქვს ტრადიციული, კონსერვატიული მეცნიერება, რომ ჩვენი ემოციების, გრძნობების საერთოდ ფსიქიკის წარმმართველი გულია თუ ტვინი, ახლოს არიან იმის აღიარებასთან რომ არა ტვინი, არამედ გულია ის ორგანო, სადაც იბადება ყველა გრძნობა და შემდეგ გადაეცემა ტვინს (რაც ისეც დიდი ხანია იციან რომანტიკოსებმა და პოეტებმა . როგორც ერთ ერთმა მკვლევარმა განაცხადა, ამის დამტკიცება ჩვენი ცნობიერებისთვის იქნება უზარმაზარი ცვლილება, როგორც ერთ დროს იყო, იმის დამტკიცება, რომ მზე კი არ მოძრაობს დედამიწის ირგვლივ, არამედ დედამიწა მოძრაობს მზის ირგვლივ. გულის გარშემო არსებული ტოროიდული ენერგეტიკული ველი, დაახლოებით ორი-სამი მეტრი რადიუსისაა, და მისი სიხშირე ძალიან ახლოსაა შუმანის რეზონანსთან, მაგრამ საინტერესო ის არის რომ, როცა ორი ადამიანი ეხება ერთმანეთს, მაგალითად, ხელის ჩამორთმევა - ერთი მეორეს გადასცემს იმპულსს, რომელიც აისახება გულის ტოროიდულ ველზე, შემდეგ გადაეცემა ტვინის ელექტრომაგნიტურ ველს და ბრუნდება უკან, სადაც იწვევს ცვლილებებს. ატირებული პატარა ბავშვის ხელში აყვანისას დედის გულის ელექტრომაგნიტური ველიდან გამოსული იმპულსს იღებს პატარას ველი, ფიქსირდება ტვინზე, ბრუნდება უკან და იწყებს რეზონირებას დედის ველთან, ამის შემდეგ პატარა მშვიდდება და ტირილს წყვეტს (ამის უფრო ტექნიკურად ახსნა, ალბათ რეალისტს შეუძლია). ამ დროს დედის ველის რეზონანსი თითქმის შუმანის რეზონანსის ტოლია. თუ ამ სურათს მასშტაბურად შევხედავთ, გამოდის რომ დედამიწა გამუდმებით გვიკრავს გულში და გვამშვიდებს, როგორც პატარას დედა .........
დედამიწა დედაა..
ეცადეთ სულ რამოდენიმე წამით, ანაჰატით დედამიწის ცენტრს(წარმოსახვაში ცისფერ ენერგიას) დაუკავშირდეთ წარმოსახვითი სხივით(სხივი უნდა ეშვებოდეს მიწაში, პერპენდიკულარულად დედამიწის ცენტრისკენ) საოცარი შეგრძნებაა
..........ვეცდები ჩემი მწირი ტექნიკური ლექსიკით ავხსნა რა არის და რა იწვევს შუმანის რეზონანს. ეს არის დედამიწის ელექტრომაგნიტური სპექტრი, რომელიც გამოწვეულია იონესფეროსა და დედამიწას შორის არსებულ რამოდენიმე ათეულ კილომეტრიან სივრცეში ელვის განმუხტვის შედეგად. ელვური განმუხტვები კი დედამიწის მასშტაბით ერთი დღის განმავლობაში მილიონზე მეტად ხდება, რაც მთლიანობაში წარმოქმნის ულტრა დაბალი სიხშირის ბგერებს, რომელიც შუმანის რეზონანსით სახელით არის ცნობილი. მაღალი ძაბვის გენერატორები და გადამცემები გავლენას ახდენენ შუმანის რეზონანზე, უფრო სწორად, ცვლილებები შეაქვთ მათ ირგვლივ ელექტრომაგნიტურ ველში და თავისთავად შუმანის რეზონანსიც ხარვეზებით აღიქმება ადამიანის ტვინის თუ გულის ელექტრომაგნიტური ველის მიერ. ამის დასადასტურებლად შორს წასვლა და მეცნიერული მტკიცებულების მოყვანა სულაც არ არის საჭირო, ისედაც ყველამ კარგად ვიცით რა დადებით გავლენას ახდენს ჩვენზე ბუნების სიღრმეში - ტყეში, მთაში ყოფნა და დასვენება, ვისვენებთ და და თითქოს ვიმუხტებით ენერგიით, რადგან ადვილად ვრეზონირებთ ბუნებასთან, და შუმანის რეზონანსი - გეას გულისცემის ხმა პირდაპირ ესმის ჩვენს გაუცნობიერებელ გონებას. დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველს და კერძოდ შუმანის რეზონანს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის, დედამიწის ელექტრომაგნიტური ველის გარეშე, დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ ადამიანის ტვინში ყველანაირი მეხსიერება იშლება, ფიზიკური ორგანიზმი ჩვეულებრივად ფონქციონირებს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი წაშლილია და პროცესი შეუქცევადია, ამიტომაც კოსმონავტები და ასტრონავტები ატარებენ მოწყობილობას, რომელიც მათი ორგანიზმის გარშემო ქმნის დედამიწის მსგავს ელექტრომაგნიტურ ველს და შუმანის რეზონანსის სიმულატორია. როგორც სჩანს, ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ბიორობიტი, გარკვეულ მანძილზე ავტონომიურ არსებობას ახერხებს საკუთარი ელექტრომაგნიტური ველით, მაგრამ დიდხანს ვერ ქაჩავს
თუ შუმანის რეზონანსის სიხშირეს ავამაღლებთ ჩვენი სმენის შესაძლებლობის სიხშირემდე ტალღებს შორის სიმეტრიის დაურღვევლად, შევძლებთ მოვუსმინოთ დედამიწის ხმას. იგივე მეთოდით შეგვიძლია მოვუსმინოთ დედამიწის ხმა კოსმოსში. მიუხედავად იმისა, რომ შუმანის რეზონანსი, ასე ვთქვათ ჩაკეტილია იონისფეროსა და დედამიწას შორის, ჩვენს პლანეტას სივრცეშიც აქვს თავისი "ხმა", მართალია ჩვენი ყურისთვის აღუქმელი. ყველა პლანეტას აქვს თავისი უნიკალური ხმა, მზესაც, ასე რომ პითაგორასეული "სფეროების მუსიკა" არც უბრალოდ რომანტიკული გამოთქმაა და არც ფანტასტიკა. პითაგორა თვლიდა ყველა პლანეტა კოსმოსში მოძრაობისას წარმოშობს გარკვეულ ნოტას და მთლიანობაში ეს არის სრულყოფილი ღვთიური მუსიკა, სფეროების მუსიკა. მისი თანამედროვენი თვლიდნენ პითაგორა ერთადერთი ცოცხალი ადამიანი იყო ვისაც ესმოდა სფეროების მუსიკა. თვითონ კი ამბობდა, რომ მას ეგვიპტეში ტოტმა გადასცა ეს უნარი მზის ტაძარში და მას შემდეგ ყოველთვის შეეძლო მზის ამოსვლისას მოესმინა სფროების მუსიკა.......
http://www.youtube.com/watch?v=smZoRTn0BNk&feature=related
აქ შეგიძლიათ მოისმინოთ პითაგორას ნოტების მიხედვით "სფეროების მუსიკა"
განსაკუთრებით ბოლო ორ წუთს მოუსმინეთ.
ძალიან საინტერესოა
ჩავუჯექი დღეს ამ თემას გმადლობ ქეით
მე მაქვსსხვადასხვა პლანეტების ხმები... თუ არ დამეზარება ავტვირთავ მერე.. ალბათ იუტუბზეც იქნება სადმე..
........ახლა ცოტა ხნით ისევ ჩვენს სხეულში დავბრუნდეთ და ვნახოთ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. ტვინში მიმდინარე პროცესები მთლიანად ელექტრულია, მილიარდობით ნეირონების დაბოლოებები ერთმანეთთან კავშირს დამუხტული იონებით აწარმაოებენ, თუმცა თითოეული ასეთი ელექტრული მუხტი ძალიან, ძალიან მცირეა, მათი დიდი რაოდენობის და განუწყვეტლივ მიმდინარე პროცესის გამო, ელექტროენცეფალოგრამის საშუალებით საკმაოდ გამოკვეთილ სურათს ვიღებთ, მაგრამ როგორც კი ეს ელექტრული პროცესი შეწყდება ტვინში (მიზეზებს ახლა არა აქვს მნიშვნელობა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს გულის გაჩერებით გამოწვეული უჟანგბადობაა) და ნეირონები ვეღარ ახერხებენ ინფორმაციის გაცვლას ენცეფალოგრამაზე ტალღების ნაცვლად ხაზს მივიღებთ, ტვინი და შესაბამისად ადამიანი კვდება. თუმცა სიკვდილი, როგორც ასეთი არ არსებობს, სულის ცნობიერება სხვა რეალობაში გადაინაცვლებს, ჩვენი სხეული, კი რომელიც "ერთჯერადია"(ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა), შემადგენელ ელემენტად იშლება.
ახლა შევხედოთ დედამიწას და მის ელექტრომაგნიტურ ველს, რომლის სპექტრსაც შუმანის რეზონანსი წარმოადგენს. დაახლოებითი წარმოდგენა დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველზე ალბათ ყველას გვაქვს და ისიც ვიცით, რომ რომ მას გააჩნია ორი პოლუსი, რომელიც ამჯერად დედამიწის გეოგრაფიულ პოლუსებს ემთხვევა, ეს ველი ტოროიდული ფორმისაა, რომელიც დედამიწის ბირთვში გენერირდება, სამხრეთ პოლუსიდან ამოდის და ჩრდილოეთით ცაედინება. ელექტრომაგნიტური ველი დედამიწას იცავს კოსმიური მიკროტალღოვანი რადიაციისაგან, მის გარეშე მზისგან წამოსული დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში შემოაღწევდნენ და საბოლოოდ გადაწვავდნენ პლანეტას. მაგნიტურ ხაზებს იყენებენ ფრინველები, ფუტკრები, თევზები ნავიგაციიცისათვის. მიუხედავად იმისა რომ დედამიწის ელექტრომაგნიტური ველი ასე თუ ისე სტაბილურია, მკვეთრად გამიყოფილი ორი პოლუსით, არსებობს უტყუარი გეოლოგიური მტკიცებულება იმისა რომ, წარსულში მაგნიტურ პოლუსებს რამოდენიმეჯერ შეუცვლიათ ადგილი, ჩრდილო პოლუსი სამხრეთი გამხდარა და პირიქით ან მკვეთრად გადახრილან, ასეთი ცვლილებების ქრონოლოგიის დადგენა არ ხერხდება, 200 000 ათასი წლიდან 10 000 წლამდე მერყეობენ ყველაზე ძლიერი ექსპერტები. რაც შეეხება მიზეზებს, არანაირი მიზეზის მოყვანა არ შეუძლიათ, ვერსიაც არა აქვთ რომ შემოგვთავაზონ, თუმცა მექნიზმს, თუ როგორ ხდება ეს პროცესი, კარგად ხსნიან - არსებული ელექტრომაგნიტური ველი იწყებს შესუსტებას, პოლუსი გადახრას, დედამიწის ბირთვში წარმოქმნას იწყებს ახალი ველი, როდესაც ძველი ველი საკმაოდ შესუსტება და ახალი ველი გაძლიერდება, ანუ თანაბარ სიძლიერეს მიაღწევენ, ერთმანეთს გააბათილებენ და ცოტა ხანი დედამიწა ელექტრომაგნიტური ველის გარეშე რჩება! მერე ახალი ველი მოიცავს პლანეტას, თუმცა არსებობს შესაძლებლობა ძველმა ველმა აჯობოს და აღადგინოს ბალანსი.
დღესდღეობით ჩვენი ელექტრომაგნიტური ველი საკმაოდ დასუსტებულია, მაგნიტური ხაზები არეული, ჩრდილოეთი პოლუსი ოფიციალური მონაცემებით 15 კმ-ით ინაცვლებს წელიწადში, იმაზე აღარ დაობენ რომ პოლუსთა ცვლილების ეპოქაში ვცხოვრობთ, საუბარია იმაზე, როდის მოხდება ეს ცვლილება, ათასი წლიდან ოც წლამდე ასახელებენ, თუმცა, როგორც ამბობენ ამაში საშიში არაფერია, რადგან პოლუსთა ცვლილება ადრეც მომხდარა, მაგრამ სიცოცხლე დედამიწაზე გრძელდებოდა, და ეს ასეცაა. იმ ცოტა ხნის მანძილზე (თუმცა არავინ იცის რამდენია ეს ცოტა ხანი), როდესაც ელექტრომაგნიტური ველის გარშე დავრჩებით, ატმოსფერო დაგვიცავს რადიაციისაგან.
დავივიწყოთ უამრავი წინასწერმეტყველება გადმოცემა მითი თუ ლეგენდა კატასტროფებზე, დროის დასასრულზე, პოლუსთა ცვლილებებზე, დედამიწის საწინააღმდეგო მხარეს ტრიალზე და სხვა მხრიდან შევხედოთ რა მოსდის დედამიწას როდესაც კარგავს ელექტრომაგნიტურ ველს.......
........როდესაც დედამიწაზე ელექტრომაგნიტური ველი განულდება, გაჩერდება შუმანის რეზონანსი, დედამიწის გულისცემა და დედამიწა მოკვდება, მაგრამ, რადგან სიკვდილი მხოლოდ გარდაცვალებაა, სახეცვლილება, ის მაღალი სულიერი არსება, რომლის სხეულსაც ფიზიკურ პლანზე ახლა დედამიწა წარმოადგენს, სხვა რეალობაში გადაინაცვლებს, მაგრამ დედამიწა, ჩვენი ფიზიკური სხეულისაგან განსხვავებით "ერთჯერადი" არ არის, ამიტომ მას სხვა მაღალი სულიერი არსება "მოირგებს", ელექტრომაგნიტური ველიც აღდგება შეცვლილი პოლუსებით და ახალი "შუმანის რეზონანსიც", რომელსაც ალბათ სხვა სიხშირე ექნება, დედამიწაზე სიცოცხლე ისევ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა რა კატასტროფებიც არ უნდა მოყვეს ამ ცვლილებას. სავარაუდოდ დედამიწა როტაციას საწინააღმდეგო მხარეს დაიწყებს, რაც ძნელადწარმოსადგენია, მაგრამ არა შეუძლებელი. მცენარეებს და ცხოველებს ეს ცვლილებები ალბათ ლოკალურად შეეხება, დიდ გავლენას არ მოახდენს. ცოცხალი ორგანიზმები ჩვეულებრივად განაგრძობენ განვითარებას. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ მოვლენას ადამიანებისათვის ექნება, რადგან კაცობრიობას ახლა დიდი შანსი აქვს დედამიწასთან ერთად გადაინაცვლოს მაღალ განზომილებაში, და იქედან გააგრძელოს გზა შინისაკენ, და ეს ფანტასტიკა სულაც არ არის, ეს ის რეალობაა, რისი მიღებაც უნდა შეგვეძლოს, ვინც ვერ მივიღებთ, ვერ გავუძლებთ ამ რეალობას ისევ ძველ რეალობაში, პოლუსებშეცვლილ დედამიწაზე და სავარაუდოდ მეხსიერებადაკარგულები დავბრუნდებით, თუმცა დამხმარეც ბევრი გვეყოლება ორივე მხარეს, მთავარი და უპირველესია - არანაირი შიში, არაფერია საშიში, პირიქით ეს ბუნებრივი და ულამაზესი პროცესია, ფეხმძიმე დედამიწა, რომელმაც საკუთარი თავი უნდა შობოს, და რომელიც არავინ იცის როდის მოხდება........
ისე მტკიცეთ ვარ მიერთებული ამ მიწას რომ არა მგონია სხვაგან სადმე ვყოფილიყავი. თან ვიცი რომ მომენატრება
kate
ველი გაგრძელებას
ცოტა თემიდან გადავუხვიოთ, თუ ამ თემაზე ზოგადად ვისაუბროთ ,რასაც აქ კითხულობთ, ჩემს თუ სხვების დაწერილ პოსტებში და საერთოდ ამ ფორუმზე, მთლიანად ეწინააღმდეგება ოფიციალურ, არ ვიცი სხვანაირად რა ვუწოდო, მეცნიერებას. მაგრამ რას წარმოადგენს ჩვენი ობიექტური რეალობა და რას ამტკიცებს მეცნიერება?!, ვიცით ორჯერ ორი რომ ოთხია, ორჯერ ორი ვაშლი რომ ოთხია, ან ორჯერ ორი მსხალი და ამ დროს რომ აღმოჩნდეს ორჯერ ორი ქლიავი ხუთია, იმას არ ნიშნავს ჩავთვალოთ ქლიავი არ არსებობს და დავივიწყოთ, დავაიგნორიროთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ რაშია საქმე, ქლიავში თუ ჩვენს არითმეტიკაში. ჩვენი მეცნიერები კი ზუსტად ამას აკეთებენ, ამტკიცებენ იმას, რაც ცხადია, მყარი, ხელშესახები, ან დამტკიცებადი, დანარჩენი კი თითქოს არ არსებობს, ან პარადოქსის მიუხედავად მოარგებენ დამტკიცებადს, ან რისი დამტკიცებაც ვერ ხერხდება მიღებულია ჩაითვალოს არასებულად, მიუხედავად იმისა, რომ არასებობაც ვერ მტკიცდება, როგორც მაგალითად სულის უკვდავება, სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ვერანაირი მეცნიერული მეთოდით ვერ მტკიცდება რომ არსებობს, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, ამიტომაც ოფიციალურად ითვლება რომ არ არსებობს (არის ერთი კანადელი ყოფილი ადვოკატი, რომელიც მრავალი წელია სხვადასხვა მასალებს აგროვებს ამ თემაზე და მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა იმ მეცნიერისთვის ვინც დაამტკიცებდა მისი მასალების სიყალბეს, ჯერჯერობით ვერავინ შეძლო ). კარგი, ეს მართლა ძალიან ფაქიზი და სულიერი თემაა, მაგრამ რა ვუყოთ იმ მატერიალურ მტკიცებულებს, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია, ბოლომდე გარკვეული, დამაჯერებელი ახსნა ვერ მოუძებნიათ, მაგრამ არსებული სტერეოტიპების დანგრევის შიშით არაადეკვატურ განსაზღვრებებს აძლევენ: ძნელია გვერდი აურო ან შეიმჩნიო არ არსებობს ეგვიპტურ პირამიდები, სფინქსი, ქვის უზარმაზარი მონოლითები მთელს მსოფლიოში, ნასკას ხაზები..... ყველა მკვლევარმა კარგად იცის, რომ პირამიდები არავითარი სამარხები არ არის, ვერც მშიერი მონები ააშენებდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უზუსტეს მათემატიკურ, გეომეტრიულ, ასტროლოგიურ პრინციპებზე რის მიხედვითაც არიან აგებულნი და არა მარტო პირამიდები, მაგრამ მთელს მსოფლიოში ბავშვებს დღემდე ჯიუტად ასწავლიან სკოლებში რომ პირამიდები ადამიანის ცივილიზაციის განთიადზე (როდესაც დღევანდელი ტექნიკითაც შეუძლებელია მათი ამ სახით აგება), სულ რაღაც 5-6 ათასი წლის წინათ ააგეს ფარაონებმა სამარხებად, მერე რა რომ სფინქსს აშკარად ეტყობა ათიათასწლეულობით წვიმის კვალი, 6 ათასმე მეტი წლის ვერ იქნება, რადგან ეს ეწინააღმდეგება ყურანს, წმინდა წერილებს, მანამდე კაცობრიობა არ არსებობდა (ამ თარიღის განსაზღვრაზე აშკარად ერთად იმუშავა რელიგიამ და მეცნიერებამ). ტიუანაკოს კომპლექსი ბოლივიაში 17 ათასი წლისაა, ვერაფრით ვერ მიიღეს ნაკლები თარიღი, ამიტომაც ვერსად ნახავთ მასზე ბევრ ინფორმაციას, მაგრამ ხომ ვერ იტყვიან არ არსებობსო. ამერიკას, ამტკიცებენ წარსულში არანაირი კავშირი არ ქონდა სხვა კონტინენეტებთან, მაგრამ, არსებობს მენკორას პირამიდა ეგვიპტეში და კუსკოს - პერუში, ერთნაირი, იდენტური მათემატური პრინციპით აგებული, ქვებით ერთნაირი წყობით, შემთხვევითობის ალბათობა ნულია. იაპონიაში ოკინავას კუნძულთან უზარმაზარი წყალქვეშა კომპლექსი, გაცილებით ადვილია ჩათვალო ბუნებრივ წარმონაქმნად, ვიდრე თავი იმტვრიო ვინ ააშენა მაშინ, როდესაც ცივილიზაცია ჯერ არ არსებობდა და ტყეში დავრბოდით შუბით ხელში. უნდა დავივიწყოთ ბერმუდის სამკუთხედი, ჩინეთის პირამიდები, დღემდე რომ არ აღიარებს ჩინეთი მათ არსებობას და შესანიშნავად ჩანს სატელიტიდან, დავივიწყოთ რაიზის რუკა, სადაც ამერიკაც არის ანტარქტიდის ხმელეთის გარშემოწერილობაც, არ დაგავიწყდეთ ანტარქტიდა ყინულით დაფარული სულ მცირე 13000 წელი, დავივიწყოთ ჰატორის ტაძარი დენდორაში, სადაც აშკარად ელექტრო გამანათებელი მოწყობილობაა გამოხატული დავივიწყოთ კრისტალის თავის ქალები, რომელთაგან მინიმუმ ოთხის ასაკი საერთოდ ვერ დაადგინეს, ათეულ ათასობით წლებს გადაახტა ოფიციალურად, ვერც დამზადების ტექნიკა, დავივიწყოთ ტურინის სუდარა, ყველაზე მეტად გამოკვლეული არტიფაქტი მსოფლიოში, თუმცა ბოლო კომისიამ ახლა დეკემბერში დაამტკიცა რომ ყალბი არ არის, რომ გამოსახულება პარანორმალურად(!) აღიბეჭდა........ ამ სიის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება, და თუ ასეთი ხელშესახები, არსებული, მატერიალური რეალობის ახსნა არ შეუძლიათ დამაჯერებლად, არადა ხომ შეეძლოთ დასაწყისშივე დაეშვათ, რომ დედამიწაზე დიდი ხნის წინათ არსებობდა მაღალგანვითარებული ცივილიზაციები, ანდა დედამიწას სტუმრობდნენ უცხოპლანეტელები...... ჰოდა რომელ სულიერებაზეა ჯერ საუბარი. სტერეოტიპებს ვერ დაანგრევს ვერც მეცნიერება და ვერც რელიგია, ამ დროს კი სიმართლე და რეალობა სადღაც შუაშია და ორივე მხარე კარგად მუშაობს პოზიციების შესანარჩუნებლად. ჩვენს სულიერებაზე კი ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ
ჰო, ის მისტერიული წრეები მინდვრებში დამავიწყდა, ამაყად რომ ამბობენ 80-90% სარეკლამაო ან ნათამაშევი ან ყალბიაო, იმ დარჩენილ 10-20%ყველაზე რთულ და ყველაზე ლამაზს რას უშვებიან, თუნდაც ერთი პროცენტი არ არის საკმარისი მსოფლმხედველობის შესაცვლელად, გადასახედად? ან თუნდაც ერთი 1966 თუ 68-ში ოც წუთში დღისით, მზისით უმრავი ტურისტის გვერდით სთოუნედჯის პირდაპირ რომ წარმოიშვა, თვითმფრინავმა რომელმაც გადაიფრინა, აშკარად დაინახა ცარიელი მინდორი, ოც წუთში უკან მობრუნებლმა, გაკვირვებისგან კინაღამ მართვა დაკარგა, ამის მოწმე ხომ ასეულობით ტურისტი იყო?!
ერთი საღამოს ჩხუბის და კამათის მერე რომ არ არსებობენ უცხოპლანეტელები და ეს ბოროტის მოგონილია მესტუმრნენ ზუსტად ისინი რომლის გამოც დაბეჯითებით ვკამათობდი.
გამიყვანეს ხომალდში რომელიც საოცარი სიმსუბუქით და სიზუსტით გაჩერდა ჩემს ფანჯარასთან
იქ სკამზე დამაჯინეს და კისერში ხერხემალთან რაღაც გამიკეთეს
ხომალდის ხმა დიდხანს ჩამესმოდა ყურში როგორი ზუილი მაღალი ძაბვის დენს აქვს აი ისეთი
ხომალდი მოვერცხლისფრო ნაცრისფერი იყო თავად ისინი კი უემოციოები უბრალოდ არ ვიცი რატომ მოვიდნენ ჩემთან რა გამიკეთეს,მერე კი დამაბრუნეს საწოლში.
ეგ დღე იყო დ ეგ დღე
მე მაგაზე აღარ მიკამათია
ძალიან დიდხანს მესმოდა ყურებში ეს ზუზუნის ხმა და რატომღაც ისეთი ენერგია მაქვს მას მერე მთას გადავდგავ რომ დამჭირდეს
kate
kate
kate
მთლიანად ეწინააღმდეგება ოფიციალურ, არ ვიცი სხვანაირად რა ვუწოდო, მეცნიერებას.
ეხ ქეთი მეცნიერება საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. მეზობლის ბავშვი მყავს ერთი და ხანდახან წერაში ვეხმარები ხოლმე შეძლებისდაგვარად. ერთერთრსამრევლო სკოლაში სწავლობს. მოკლედ დაკვირვებია(მე არასდროს დავკვირვებივარ და მიმიქცევია ყურდღება), რომ ისტორიის. ბიოლოოგის, ფიზიკის, ქიმიის სახელმძღვანელობში დედამიწის წარმოშობის სხვადასხვა თარიღებია. უკითხავს მგონი ფიზიკის მასწავლებლისთვის რატომ არის ასეო და იცი რა უპასუხია? მაგ წიგნებს რას უყურებ. აი საეკლესიო კალენდარის მიზეხდვით ექვსიათას რომელიღაცა წელიაო. მოკლედ რომ მოვიდა ჩემტან დავჟეექით და დავძებნეთ: მოკლედ თიტო მილიონი წელი მაინც არის განსხვავება არაზუსტი გამოთვლით რა თქმა უნდა.
საუკუნეების განმავლობაში მეცნიერება სტერეოტიპების ნგრევაზე იყო აგებული და ახლა რატომ გაუჭირდება ნეტა...
იგივე კვანტური თეორია, რომელიც ამტკიცებს რომ სუბატომური ნაწილაკები მხოლოს მაშინ არსებობენ, თუ მათ ვინმე აკვირდება, არ იყო ტავის დროზე გადატრიალება? მაგრამ რატომ აღიარებს ამდენი მეცნიერი, თუკი სტერეოტიპების რღვევის ეშინოდათ? რატომ გამოუჩნდა მემბრანების თეორიას ამდენი მიმდევარი, თუკი დიდი აფეთქების თეორიის სტერეოტიპის შეწინააღმდეგების ეშინიათ (ეს ორი ერთმანეთს პრინციპულად ეწინააღმდეგება და შეუთავსებელია). მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს სადღაც სამყაროში გონიერი სიცოცხლის არსებობის თითქმის 100%-იან ალბათობას, თუნდაც რამდენიმე ათასწლეული დასჭირვებოდათ დედამიწამდე მოსაღწევად, ეს მაინც შესაძლებელია, რომ იყოს სადმე ამ ფაქტის დამადასტურებელი ასპროცენტიანი რაღაც, რატომ დამალავდნენ?
ორი ერთშია და ერთი ყველაფერშია!!! ორი ერთშია და ერთი ყველაფერშია!!! ორი ერთშია და ერთი ყველაფერშია!!! ორი ერთშია და ერთი ყველაფერშია!!! ორი ერთშია და ერთი ყველაფერშია!!! ორი ერთშია და ერთი ყველაფერშია!!!ორი ერთშია და ერთი ყველაფერშია!!! ორი ერთშია და ერთი ყველაფერშია!!! ორი ერთშია და ერთი ყველაფერშია!!!
Ever
არ გაგიჟებულხარ , ამდაგვარი მუსიკა ყველას გვესმის ფიზიკური სხეულის გარეშე.
zura2
მეცნიერებას არასოდეს დაუნგრევია სტერეოტიპები, მათში შექონდა და შეაქვს შესწორებები ან დამატებები, ფიზიკა არ შეცვლილა, კვანტური ფიზიკა გამოეყო ტრადიციულს, ცერნის 10 მილიარდ(!) დოლარიანი კოლაიდერიც ამ სტერეოტიპის დასამტკიცებლად აიგო და არა უარსაყოფად, მინიატურული "დიდი აფეთქება" რომ მოაწყონ .
მხედველობაში მაქვს ზოგადად მეცნიერება და არა ცალკეული მეცნიერი. ცალკეულმა მასწავლებელმაც, როგორც elli წერს, მშვენივრად იცის რასაც ასწავლის, მაგრამ მაინც ასწავლის
TOT
ჩვენ ღმერთისგან გვაქვს მონიჭებული თავისუფალი ენერგია! რომელიც საფუძველია ჩვენი რეალური განვითარებისთვის. თავისუფაი ენერგიის წყარო გაკეთება იმდენათ მარტივია რომ გაოცდებით მაგრამ უცებ გეტყვით რაც ხდება ჩვენ თავს და ყველაც ვხვდებით მაგრამ ნებით თუ უნებლიეთ მივყვებით იმ დინებას რომელზეც ბნელმა და სიბნელის მიმდევრებმა ჩაგვაგდო. ბლელების ვინ არიანო თუიკითხავთ, მე გეტყვით რომ ვინც ხელს ითბობს შავი ოროთი, ვინც ნახევარ მსოფლიოს ბომბავს და ხოცავს, და ვინც უკუღმა და ჩარჩოში სვავს ფიზიკოსებს მეცნიერებს და ყველას ერთად! ვისაც კიდე გონია რო ჩვენ განვითარებულები ვართ და წინ მივიწევთ გეტყვით რომ პლანეტის მოსახლეობის 99 პროცენტი დედამისის ანუ ჩვენი პლანეტის მკვლელობაში ვმონაწილეობთ ძალიან გთხოვთ ყველა სულიერ ადამიანს რომ გაისისხორცეთ რომ ჩვენი ერთადერთი გადარჩენა ღმერთისგან ნაბოძები ენერგიაა! უხსოვარი დროიდან არი და ეხლაც არი რამოდენიმე ადამიანი ვინც ვიცით რა და როგორ უნდა! სადღაც 500 ლარის ფარგლებში 15-20 კილოვატი ენერგია მიიღება! მიწიდან და წყლიდან! წარმოიდგინეთ სათბურები უმრავი, ყველა ოჯახს 10-20 და გათბობა მორწყვა და პლიუს ღამე ნატურებით ორჯერ ჩქარა მოყვანა! ეს არის ჩვენი ლამაზი დედაპლანეტის გადარჩენის დასაწყისი! წარმოიდგინეთ 20 წელში რა იქნება დედამიწა არცერთი მშიერი და გაყინული ადამიანი, გადამწვანებული ბუნება, ყველას ელექტრო მობილები! ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული!! გამოვფხიზლდებით! მივიღებთ სამოთხის წინა გასასვლელ პლანეტას და თუ არ ვივოქმედებთ მოგვიწევს მარსივით გახმობა და მიწის ქვეშ ჩაძრომა, თან შეზღუდული რაოდენობით სხეულები იქნება და ჩვენი გარდაქმნა ძაან გადაიწევს!
მენატრება ეს თემა და თემის ავტორი
დავუბრუნდეთ თემას, და შევეცადოთ გავარკვიოთ როგორ და რა საშუალებით ვართ ასე მჭიდრო კავშირში დედამიწასთან, ვისაუბრეთ შუმანის რეზონანსა და ადამიანის ელექტრომაგნიტური ველის ურთიერთობებზე, სადაც ნათლად ჩანს რომ ერთმანეთზე გავლენას ვახდენთ. მას შემდეგ რაც შუმანის რეზონანსი აღმოაჩინეს, ითვლებოდა რომ იგი სტაბილური და უცვლელი იყო, მაგრამ ბოლო ათწლეულში შესამჩნევად დაიწყო აწევა, იმდენად რომ რეალურად 7,8 ჰერცი კი აღარ არის, არამედ 10-ს გადააჭარბა და მალე თერთმეტს მიაღწევს, თუ არ მიაღწია უკვე, ამ მოვლენის ახსნა არა აქვს ოფიციალურ მეცნიერებას, ამიტომ ამაზე არც საუბრობენ, შეძლებისდაგვარად პირდაპირ კითხვებსაც არიდებენ თავს, თუმცა მაინც უწევთ დრო-და დრო აღიარება რომ შუმანის რეზონანსმა ნამდვილად 10 ჰერცს გადააჭარბა.
ახლა ისევ დავუბრუნდეთ ჩვენი ტვინის ენცეფალოგრამას და მის მიერ წაკითხულ ჩვენი ტვინის სიხშირეს, ადრეც ვთქვი კამერტონის პრინციპით ჩვენი სიხშირეები ერთმანეთს უთანაბრდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ დედამიწისა და ჩვენი, ადამიანების ვიბრაციაზე (ვიბრაცია რეზონანსის თანმდევი პროცესია), რომელიც ფიზიკურ პლანზე რეალურად არსებული და გაზომვადი მოვლენაა, დედამიწის ვიბრაციის აწევამ გამოიწვია ადამიანთა ვიბრაციის აწევაც, დედამიწის ვიბრაციის აწევას კი (რადგან ეს ორმხვრივი პროცესია) დიდად დაეხმარა შედარებით მაღალგანვითარებული სულების მასიური, უმეტეს შემთხვევაში ნებაყოფლობითი და არა კარმულად გათვალისწინებული ინკარნაცია, რომლებმაც ფიზიკურ პლანზე მაღალი ვიბრაცია შემოიტანეს. და რომლებსაც დღეს ინდიგო, კრისტალურ თუ ცისარტყელა ბავშვებს უწოდებენ. სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ მავანნი მათ ლამის უსულოებად და კალიებად რაცხავს, მაგრამ საბედნიეროდ ასეთი ალბათ ერთი-ორია. რეალურად, ფიზიკურ პლანზე ისინი ჩვენი შვილები, ჩვენი დები და ძმები არიან, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები, უბრალოდ უფრო განვითარებული და მაღალი რეალობიდან არიან ინკარნირებული, ბევრ მათგანს მრავალი ცხოვრება გაუვლია დედამიწაზე, ბევრს მხოლოდ რამოდენიმე, ზოგი ძალიან დიდი ხნის წინ და ახლა სხვა სამყაროდან არის ინკარნირებული, მაგრამ უკლებლივ ყველა მათგანი ჩვენი, როგორც კაცობრიობის ევოლუციას ეკუთვნის, ერთი საწყისიდან მოვდივართ და დედამიწის შვილები არიან. ახლა კი დაბრუნდნენ რადგან დედამიწას მათი დახმარება სჭირდებოდა.
ახლა შევხედოთ რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს მაღალ თუ დაბალ ვიბრაციას. ჯერ ენერგეტიკულად, რაც უფრო მაღალია ვიბრაცია, მით უფრო შეკუმშულია ენერგია, ანუ რაც უფრო იმატებს ჩვენი და პლანეტის ვიბრაცია მით უფრო მეტ და ძლიერ ენერგიას ვიღებთ. სულიერ პლანზე კი შესაბამასი ვიბრაციის სულიერ არსებებს ვიზიდავთ, რაც უფრო მოიმატებს დედამიწის ვიბრაცია (და ეს არის რაც ხდება ამ ბოლო წლებში), უფრო მაღალი ვიბრაციის ადამიანები ინკარნირდებიან, რაც უფრო მეტი იქნება მაღალი ვიბრაციის ადამიანი ინკარნირებული, მით უფრო მეტი მაღალგანვითარებული, მაღალი ვიბრაციის სულიერი არსებები შეძლებენ ჩვენთან ურთიერთობას, დაბალი ვიბრაციის სულიერი არსებებისთვის (რომლებიც ისედაც ტოვებენ უკვე დედამიწას) კი თანდათან გაძნელდება და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ არმაგედონის, ანტიქრისტის, ეშმაკის და არიმანის განსხეულების..... ეგრეგორები (ეგრეგორები კი სხვა არაფერია თუ არა რეალობის ჩანასახები, რომლებსაც ჩვენ თვითონვე ვქმნით, ვკვებავთ და ვაძლიერებთ ჩვენივე ენერგიით, ზოგჯერ უნებურად) შიშზე დაფუძნებული დაბალი ვიბრაციის რეალობა ვეღარ შეძლებს მანიფესტირებას უკვე მაღალი ვიბრაციის სამყაროში........
საინტერესო ფილმი მეჩვენა
http://www.om-kali.com/news/po_prikazu_bogov/2012-03-01-2090
........გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა და გავჩერდეთ იქ, სადაც ვართ , ამ ჩვენს მყარ ფიზიკურ სამყაროში და შევეცადოთ რაიმე აზრი გამოვიტანოთ მის რთულ და ურთიერთგამომრიცხავ აგებულების სისტემაში. ეს პოსტი შეიძლება ცოტა მოსაწყენი და არასაინტერესო გეჩვენოთ, მაგრამ თუ ბოლომდე წაიკითხავთ ნახავთ რომ საკმაოდ საინტერესოა ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება ობიექტურ რეალობად რომ მივიღოთ სამყარო როგორც ვეშაპის თუ კუს ზურგზე განლაგებული, თუ ტიტანის მიერ მხრებით დაჭერილი თუ ....ღმერთმა შექმნა სამყარო ექვს დღეში... და წერტილი , მაგრამ ჩვენ ძალიან ცნობისმოყვარეები ვართ და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ვეძებთ, ვერ ვკმაყოფილდებით მიღებულ ფაქტად მოწოდებული ინფორმაციით, ერთადერთი ცხოველები(ბიოლოგიურად) ვართ დედამიწაზე ვისაც გვაინტერესებს - რატომ? საიდან? რისთვის? - და სწორედ ამიტომაც არ ვართ ცხოველები.
ჩვენი ცივილიზაციის განვითარების მანძილზე რაც უფრო მეტ ცოდნას ვიძენთ მეტი კითხვები გვიჩნდება და პასუხებიც თანდათან ძნელდება და რთულდება, თან თითოეულ პასუხს ახალი და უფრო ძნელი კითხვები მოაქვს. ამ უზარმაზარ ინფორმაციას კი ჩვენი ტვინი იღებს და ამუშავებს ძალიან საინტერესო მეთოდით, ტვინი კი არ არის ინფორმაციის წყარო, როგორც ჯერ კიდევ ითვლება, არამედ ინფორმაციის გადამამუშავებელი პროცესორი, მაგრამ ამაზე მოგვიანებით . ჯერ შევხედოთ რეალობას ჩვენს ირგვლივ, რაც ერთდროულად ძალიან ადვილი და ძალიან ძნელია ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტის თვალით. ეს ექსპერიმენტი თანაბრად პოპულარულია ფიზიკასა და მეტაფიზიკაში და ალბათ მეცნიერების მიერ ოდესმე ჩატარებული (ალქიმიის ჩათვლით), ექსპერიმენტია ყველაზე ეზოთერული შედეგებით. ეს გახლავთ "ორმაგი ჭრილის" (double slit) არ ვიცი რამდენად სწორია ქართული ტერმინი, მეორენაირად იუნგის ექსპერიმენტი, ამ ექსპერიმენტიდან გამომდინარეობს კვანტური ფიზიკის უამრავი პოპულარულ თეორიები - პარალელური სამყაროების, ჰოლოგრაფიული სამყაროს, საერთო ინფორმაციული ველის, სიმების, მულტისიმების, მულტისამყაროების.... თეორიები. და საერთოდ ეს ექსპერიმენტია კვანტური ფიზიკის საფუძველი.
ამ ექსპერიმენტის არსი რომ გავიგოთ დაგვჭირდება ფიზიკისა და ფიზიკის ისტორიის სულ მცირე ცოდნა. ნიუტონისეული კორპუსკულარული თეორიის მიხედვით, სინათლე წარმოადგენს უმცირესი ნაწილაკების უწყვეტლივ დინებას, ნიუტონის თანამედროვე ფიზიკოსი ჰოუგენი ამტკიცებდა სინათლის ტალღოვანი ბუნების შესახებ, მაგრამ ფიზიკაში ნიუტონისეული თეორია იყო გაბატონებული თომას იუნგის მიერ პირველად ჩატარებულ ორმაგი ჭრილის ექსპერიმენტამდე. ეს ექსპერიმენტი ჩატარდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში და დაამტკიცა რომ ნიუტონისეული თეორია მცდარია, და რომ სინათლე, როგორც ჰოუგენი და მისი მიმდევრები ამტკიცებდნენ, ტალღური ბუნებისაა. ექსპერიმენტისას იუნგმა სინათლის ძალიან ვიწრო ზოლი გაატარა ძალიან ვიწრო ჭრილში და წინამდებარე ფირფიტაზე მიიღო ანაბეჭდი, რომელიც შეესაბამებოდა ნაწილაკის მიერ დატოვებულ ანაბეჭდს (დაახლოებით ასე: საღებავიანი ბურთი რომ გავისროლოთ ხვრელიდან კედელზე, კედელზე ბურთის ანაბეჭდი დარჩება) შემდეგ მეორე ჭრილიდან გაატარა იგივე სხივი და იგივე სურათი მიიღო, მაგრამ როდესაც ორივე ჭრილისაკენ ერთად მიმართა იგივე სხივი, ფირფიტაზე დატოვებული ანაბეჭდი შეესაბამებოდა ორი ტალღის ინტერფერირების (ურთიერთზეგავლენის) შედეგად მიღებულ ანაბეჭდს, როგორც, ვთქვათ ორი ხვრელიდან ერთდროულად გადინებული წყლის ტალრები მოახდენენ ერთმანეთზე გავლენას და კედელზე შეჯახებისას შესაბამის ანაბეჭდს დატოვებენ (ცენტრში უფრო მკვეთრი, პერიფერიებზე თანდათან მცირდება), განსხვავებით ბურთისა, რომელიც ან ერთ ხვრელში უნდა გაძვრეს ან მეორეში, და თუ რამოდენიმეს ერთად ვისვრით, ზოგი ერთი ხვრელიდან გავა, ზოგი მეორადან, კედელზე კი ხვრელის პარალელურ ლაქებს დატოვებს.
ასე რომ მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ახლა სინათლის ტალღოვანი ბუნება აღიარა ფიზიკამ, თუმცა ნიუტონისეულსაც ყავდა მომხრეები. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მას შემდეგ რაც ატომის დაყოფა შეძლეს და უმცირესი ნაწილაკების შესწავლა დაიწყეს, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ რაც აინშტაინმა აღმოაჩინა რომ სინათლე უწყვეტ ნაკადს კი არ წარმოადგენს, არამედ უმცირესი ბოზონების - ფოტონების მიერ გადატანილი ელექტრომაგნიტური წარმოშობის თერმული ენერგიაა, ჩაატარეს ამ ექსპერიმენტის გართულებული ვარიანტი - ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ფოტონი გაისროლებოდა ორივე ჭრილისაკენ, შედეგი იგივე იყო - ტალღოვანი ანაბეჭდი, თუმცა მხოლოდ ერთი ფოტონი იღებდა მონაწილეობას, აქ არ იყო არაფერი მოულოდნელი, ყველაფერი თავდაყირა მაშინ დადგა, როცა გადაწყვიტეს დაკვირვებოდნენ რომელი ჭრილით სარგებლობდა ფოტონი პირველად, რადგან შეუძლებელი იყო ორივე ჭრილით ერთდროულად ესარგებლა, ამიტომაც ჭრილებთან დააყენეს დეტექტორები და ისე ჩაატარეს ექსპერიმენტი, შედეგი დაუჯერებელი იყო: ახლა ფირფიტაზე დარჩენილი ანაბეჭდი შეესაბამებოდა ნაწილაკის მიერ დატოვებულ ანაბეჭდს, თან ერთი ფოტონი ორივე ჭრილში ერთდროულად გადიოდა. შედეგი იმდენად ფანტასტიური იყო, ჩათვალეს რომ დეტექტორებმა მოახდინეს გავლენა, და ახლა სცადეს დაკვირვება ჩაეტარებინათ მინიმალური ზეგავლენით ან საერთოდ ზეგავლენის გარეშე. მაგრამ ყველანაირ მცდელობა იგივე შედეგით მთავრდებოდა, როგორც კი გადაწყვეტდნენ დაკვირვებოდნენ ცდას, ფოტონი ტოვებდა ნაწილაკურ ანაბეჭდს, და თუ ცდა მიმდინარეობდა სუფთა ექპერიმენტალურად, ყოველგვარი დაკვირვება-ჩანაწერი-ანალიზის გარეშე, ანუ ვინმეს მიერ ცდის შედეგების ცნობიერი გაანალიზების მცდელობის გარეშე, ფოტონის მიერ დარჩენილი ანაბეჭდი ტალღური ბუნების იყო.
ეს ცდა ითვლება ფიზიკაში და ალბათ საერთოდ, ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტი ექსპერიმენტატორის მიერ ჩატარებულ ცდად. იმდენად დაუჯერებელია, რომ ყველა მეცნიერს, თუ კი ამის საშუალება არის, სურს თავად დარწმუნდეს მის რეალობაში. მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი, იგივე შედეგებს იღებენ არა მხოლოდ ისეთ უმცირეს ნაწილაკებზე როგორიც ბოსომებია, არამედ, ელექტრონებზე, ატომებზეც და ბოლო მონაცემებით მოლეკულაზეც, ეს ცდა ჩაატარეს კვანტური ფიზიკისათვის უზარმაზარ ობიექტზე - ბაკიბოლზე, რომელიც წყალბადის სამოცი ატომისაგან შედგენილი სფერული მოლეკულაა - და იგივე შედეგი მიიღეს. ერთადერთი რისი თქმაც შეუძლიათ არის ის რომ, - არა მხოლოდ სინათლეს, რის გამოც დაიწყო ეს ექსპერიმენტი, არამედ მატერიას საერთოდ(ანუ მთლიან ხილულ თუ არახილულ სამყაროს) გააჩნია ორმაგი - ტალღურ-ნაწილაკური ბუნება. მაგრამ ეს ცდა ერთბაშად ანგრევს დროისა და სივრცის რამოდენიმე ფიზიკურ კანონს. ერთი და იგივე ნაწილაკი (ან ტალღა) ერთსა და იგივე დროს მატერიალიზდება ორ ადგილას და მერე იმისდა მიხედვით რას მოელიან მისგან ან ვიბრაციად გარადაიქმნება (ან რჩება ისევ ვიბრაციად) ან ერთ ნაწილაკად და ტოვებს უამრავ უპასუხო კითხვებს - რატომ? საიდან? რისთვის?
ამ კითხვების პასუხების სხვადასხვა ვარიანტებზე ცოტა მოგვიანებით......
kate
მომენატრე და ბევრი დამიგროვდა სათქმალი...
ორი ფიზიკოსი ძალიან საინტერესოდ საუბრობენ იგივე თემაზე; ძალიან საინტერესოა.
http://www.youtube.com/watch?v=24TdZ39zPFs&feature=relmfu
td.........
მეც
givi
მართლაც საინტერესო დიალოგია, გასაგებ ენაზე.
..........ამ ექსპერიმენტით დაიწყო ფიზიკაში პარადოქსების ეპოქა, რამაც კვანტური ფიზიკა, როგორც ცალკე მეცნიერება გამოყო ფუნდამენტური მეცნიერებისაგან. ალბათ გიკვირთ რა შუაშია ამ თემაში და საერთოდ ამ ფორუმზე ფიზიკაზე საუბარი, მაგრამ ადრეც ვთქვი რომ კვანტური ფიზიკა ყველაზე მეტაფიზიკური ფიზიკაა და თანამედროვე მეცნიერებიდან ერთადერთი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რაღაც გარდამავალი საფეხურივითაა მეცნიერებასა და სულიერებას შორის. თან ძალიან საინტერესოა თანამედროვე მეცნიერების მიღწევებით და ურთულესი ექსპერიმენტით დაინახო და დაამტკიცო ის, რაც უძველესი დროიდან ცნობილი იყო და სხვასხვა რელიგიისა თუ მისტიური მიმდინარეობების მიერ. თან ტერმინი - დამტკიცება, კარგად ვერ ჯდება კვანტურ მექანიკასთან, რადგან ექსპერიმენტული შედეგები ვარაუდების შესაძლებლობებს ტოვებს მხოლოდ, რომელთაგან ზოგის მათემატიკურად დადასტურება არის შესაძლებელი, ზოგი კი ვარაუდებისა და თეორიების დონეზე რჩება და მისი პოპულარულობას განსაზღვრავს მომხრე მეცნიერთა რაოდენობა და ავტორიტეტი. იგივე double slit ექპერიმენტი აჩვენებს რომ ექსპერიმენტისას მატერია ტალღაც არის და ნაწილაკიც, რომ ჩავთვალოთ, რომ ეს გასაგები და მისაღებია (თუმცა არაფერი არ არის აქ გასაგები იგივე კვანტური ფიზიკიდან ), თავისთავად ჩნდება ახალი კითხვა: რა მდგომარეობაში მატერია ექსპერიმენტის გარეშე, რადგან ექსპერიმენტი აჩვენებს - თუ ვაკვირდებით ნაწილაკია, თუ არა ტალღა. ლოგიკურად უნდა იმყოფებოდეს ტალღურ მდგომარეობაში, რადგან ყოველთვის არ ვაკვირდებით ყველაფერს. და ეს თუ ასეა მაშინ არც ჩვენ და არც ჩვენს ირგვლივ არაფერი მატერიალური არ უნდა არსებობდეს - მხოლოდ ვიბრაცია. მაგრამ რადგან ვარსებობთ ფიზიკურად და არსებობს ფიზიკური, მყარი სამყარო ჩვენს ირგვლივ, მაშინ უნდა ჩავთვალოთ რომ მატერიის ბუნებრივი მდგომარეობა არის ნაწილაკური, მაგრამ ეს მთლიანად ეწინააღმდეგება უამრავჯერ ჩატარებულ, და არა მარტო ზემოთხსენებულ ექპერიმენტების შედეგებს. გაიხსენეთ, რომ მოლეკულაც კი, რომელიც გიგანტური ობიექტია კვანტურ ფიზიკაში, ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც ტალღა, ვიბრაცია. ამ დილემის გადასაჭრელად მივიდნენ ე.წ. ტალღურ-ნაწილაკურ ბუნებამდე, რაც იმას ნიშნავს რომ, მატერია ბუნებრივად (არა ექსპერიმენტულ პირობებში, როდესაც მასზე არ ხდება არანაირი დაკვირვება), იმყოფება რაღაც გარდამავალ მდგომარეობაში, არც ვიბრაციაა და არც ნაწილაკი, ან ნახევრად ტალღა და ნახევრად ნაწილაკია). ალბათ გასაგებია, როდესაც მატერიას ვახსენებ, ეს ეხება არა სუბატომურ ნაწილაკებს, არამედ მთელ სამყაროს. რამდენად შესაძლებელი ასეთი მდგომარეობა, და რა გავლენა აქვს ცნობიერებას მატერიის მდგომარეობაზე - აინშტაინის მიერ დაწყებული ეს კამათი დღემდე გრძელდება, მაგრამ მასაც კიდევ ერთ პარადოქსამდე მივყავართ , ალბათ გაგიგიათ შრიოდინბერგის კატა, რომელიც ერთდროულად ცოცხალიც არის და მკვდარიც, სანამ დამკვირვებელი ყუთს არ გახსნის, რადგან ალბათობა, იმისა რომ, რადიოაქტიური ნივთიერება დაიშლება ერთ საათში და ამის შედეგად საწამლავი მოკლავს კატას, ზუსტად 50/50-ზეა - შრიოდინბერგის ამ ცნობილ მენტალურ ექსპერიმენტში. თითქმის იგივე პარადოქზე საუბრობდა givi -ის მიერ დადებულ ინტერვიუში ის იტალიელი ფიზიკოსი, როდესაც კვანტებს ქამელეონს ადარებს. ქამელეონის ფერს განსაზღვრავს ის გარემო სადაც იმყოფება, დამკვირვებელი ვერ იტყვის რა ფერისაა ქამელეონი ყუთში. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის კვანტური ფიზიკის პარადოქსები, კვანტებს შეუძლიათ ტელეპორტირება - ერთი ადგილიდან მეორეში მყისიერი გადანაცვლება, თუ რაღაც მომენტში ეს ორი ადგილი, მანძილს არა აქვს მნიშვნელობა - საერთო ინფორმაციას გაიზიარებენ. შეუძლიათ აბსოლუტურ ვაკუუმშიც კი არსაიდან გაჩდნენ და არსად გაქრნენ, ისიც კი ხდება, რომ ორ კვანტს რომ ორი კვანტი მივამატოთ შეიძლება მივიღოთ შვიდი ან სამი ......, ჯერ ვერავინ მივიდა კვანტურ ფიზიკაში ვერანაირ ლოგიკურ დასკვნამდე, რომელიც ფუნდამენტურ მეცნიერებას მოარგებდა ცდების საშუალებით მარავალჯერ მიღებულ შედეგებს.
ტრადიციული, ფუნდამენტური ფიზიკა თვლის, რომ სამყაროს უმცირესი ნაწილაკები, მატერიის საშენი ბლოკები, სტატიკური - უმოძრაო უმცირესი ნაწილაკები, წერტილებია, რომელთაც აქვთ ძალიან მცირე მასა, მაგრამ ფორმა არ გააჩნიათ, კვანტური მექანიკის თვალსაზრისით ამ უმცირეს ნაწილაკებს მასა არ აქვთ (ისე, მაშინ ხომ გამოდის რომ ტალღაა?!), მაგრამ შესწევთ უნარი მიიზიდონ სხვა ნაწილაკები და შექმნან მასა - ეს არის ის ჰიპოტეტური ჰიგსის ბოზონი, რის პოვნასაც ცდილობენ ორ დამოუკიდებელ კოლაიდერში. სიმების თეორიის მიხედვით, ისევე, როგორიც მისი მრავალი ვარიაციის, რომელსაც საბოლოოდ M-თეორიამდე, ანუ მემბრანების თეორიამდე მივყავართ - ეს უმცირესი ნაწილაკები იმყოფებიან არა წერტილოვან სტატიკურ (ნულოვანი განზომილება) მდგომარეობაში, არამედ წრფოვანი ფორმა აქვთ და იმისდა მიხედვით რა სიხშირეზე ვიბრირებენ ქმნიან ოთხ განზომილებას - სიგრძე, სიმაღლე, სიღრმე და დრო. რაც ქმნის მატერიალურ სამყაროს ჩვენს ირგვლივ, ჩვენს განზომილებას, მათემატიკურად დასტურდება (თუმცა, აზრზე არა ვარ, როგორ ) ერთსა და იგივე სივრცეში ერთდროულად 11 ასეთი სამყაროს შექმნის შესაძლებლობა, მემბრანების თეორიის მიხედვით კი ასეთი სამყაროების რაოდენობა ინფინიტურია. მაგრამ ასევე შესაძლებელია მათი ვიბრირება ისეთ სიხშირეებზე, რომელზედაც ამ სამყაროში წარმოდგენა არ გვაქვს და ამდაგვარად ჩვენი აღქმისათვის სრულიად განსხვავებული სამყაროების არსებობა. ამ და სხვა თეორიების მიხედვით კვანტური ფიზიკის ბევრი პარადოქსი ლოგიკას ემორჩილება, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი პარადოქსი - ცნობიერების გავლენა მატერიაზე, ყველაფერი კი სწორედ ამით დაიწყო. არც ერთი მეცნიერი, მხედველობაში მაქვს კვანტური ფიზიკა, არ უარყოფს, რომ სწორედ ცნობიერება - დამკვირვებელი - ადამიანი ახდენს გავლენას თუ როგორი სახით კოლაფსირდება მატერია, როგორც ნაწილაკი თუ როგორც ტალღა. რას წარმოადგენს ჩვენი ცნობიერება, საიდან მოდის და როგორ შეუძლია მოახდინოს გავლენა, შეცვალოს რეალობა ჩვენს ირგვლივ???, ამ კითხვებზე ასე თუ ისე, შესაძლებლობის ფარგლებში თემის დასაწყისში იყო საუბარი, შემდეგ ვეცადოთ ჩავწვდეთ, ვეცადოთ მაინც, რას ვკარგავთ , როგორ და რატომ მუშაობს ამ რეალობაში.........
Сегодня многие физики, имея дело с парадоксом кошки Шрёдингера, предпочитают прятаться за антиметафизическую философию логического позитивизма. Эта философия выросла из работы венского философа Людвига Виттгенштейна «Логико-философский трактат», где он высказывает свое знаменитое суждение: «О чем невозможно говорить, о том следует молчать». Следуя этому правилу, такие физики — мы можем называть их представителями нео-Копенгагенской школы — заявляют, что нам следует ограничивать обсуждение реальности тем, что видимо, вместо того чтобы пытаться утверждать реальность чего-то, что невозможно наблюдать. Согласно Гейзенбергу, когерентная суперпозиция ~ наполовину живая, наполовину мертвая кошка — существует в трансцендентной потенции. Именно наше наблюдение «схлопывает» двойственное состояние кошки в единственное.
"საერთოდ არ აინტერესებს კვანტურ ფიზიკას ცნობიერების გავლენა მატერიაზე"
"
"კვანტურ ფიზიკაში არაფერი არ ქრება და არაფერი არ ჩნდება, არც მეტა მაიმუნობებს აქვს ადგილი"
"ვაკუმში არსაიდან გაჩენა კი დიდი სიცრუეა დაიდოს წყარო ამ არსაიდან გაჩენის და მერე მისი მტკიცება."---წერს John Dee
აქ მოვიყვან ბაქსტერის ციტატებს მის მიერ მცენარეზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან:
"Бакстер попытался окунуть один из листьев в чашку с горячим кофе. Ничего. Тогда он проткнул один из листьев ручкой. Никакой реакции.
“Затем, по истечении четырнадцати минут графической записи, я подумал, а что если в качестве угрозы взять спичку и пожечь лист, прикрепленный к электроду. В то время растение находилось на расстоянии почти 5 м от меня. Единственное, что изменилось, – возникла мысль”.
Ну а то, что произошло потом, навсегда изменило историю науки, и следствия до сих пор не подверглись всеобщему публичному осознанию.
“Как только представление поджигания листа возникло у меня в мозге, перо полиграфа зарегистрировало резкий скачок наверх! Не было произнесено ни слова, не было прикосновения к листу, списки не зажигались, присутствовало лишь мое намерение поджечь лист. Записи продемонстрировали ужасное волнение. Для меня это было высококачественное наблюдение. И должен констатировать, что второго февраля 1966 года после тринадцати минут записи все мое сознание изменилось. Затем я подумал: Вот это да! Растение считает мои мысли!”Пока растение продолжало демонстрировать то, что считалось огромной панической реакцией, Бакстер пошел и взял спички со стола секретарши.
“Когда я вернулся, растение все еще демонстрировало явно видимые реакции. Я сделал легкий пасс зажженной спичкой возле листа, но не причинил никакого вреда растению. Я подумал, что лучшее, что я могу сделать, – убрать угрозу и посмотреть, успокоится ли растение. После возвращения спичек на стол секретарши график вернулся в спокойное состояние, как до решения сжечь подключенный к электроду"
Вся природа пребывает в постоянном “разговоре”
Бакстер подключал к полиграфу бактерии йогурта, обычные куриные яйца из холодильника и даже человеческие клетки, и продолжал получать превосходные результаты. Отсюда следует: он обнаружил, что каждое живое существо настроено на окружение. В момент стресса, страдания или гибели все находящиеся поблизости жизненные формы демонстрируют мгновенную электрическую реакцию, как будто разделяют боль.
Идея подключения куриных яиц впервые пришла в голову Бакстера, когда филодендрон выдал сильную реакцию, когда он разбивал яйцо на завтрак. И хотя ученый использовал обычные не оплодотворенные яйца из бакалейной лавки, будучи подключены к полиграфу, они демонстрировали необычное поведение, включая паттерны, похожие на сердцебиение на электроэнцефалограмме и “сложные циклы внутри циклов” на электрокардиограмме.Одно из яиц выдало внезапный шок, когда Бакстер взял на руки сиамского кота Сэма и пробудил его из глубокого сна. Еще более впечатляет график, показывающий, что подключенное яйцо “кричит” каждый раз, когда его бывших соседей опускают в кипящую воду, одно за другим. При этом яйцо помещалось внутри коробки, выложенной свинцом для экранирования(ჰერმეტულობა ყველა სხვა ველისგან. განსაკუთრებით ელექტრომაგნიტურის) всех электромагнитных полей. Это значит, что такой эффект не могут вызывать радиоволны, микроволны или другие электромагнитные частоты.
Бакстер хорошо понимал важность экранирования электромагнитных полей в экспериментах подобного рода. ერთადერთი ველი რომელიც
შეიძლება არსებობდეს ასეთი ჰერმეტიზაცია\ეკრანიზაციის შემთხვევაში ჩემი აზრით შეიძლება იყოს "ნეიროლოგიური ველი"
givi
ციტატების მოყვანა კი არაა საჭირო, ავოტრიტეტული სამეცნიერო ჟურნალებიდან სტატიების ციტირებაა საჭირო
და რაც დაწერე ეგეც არაა კავშირში კვანტურ მექანიკასთან
ის რაზეც მე მიგითითეთ რეალობაა, და თუ კვანტურ ფიზიკზსთან არ არის კავშირში, ამას თავად კვანტური
ფიზიკა ვერ ახერხებს. კვანტური ფიზიკა მასთან მიმართებაში ნიუტონის მექანიკურ ფიზიკად გამოიყურება.
"ნეიროლოგიური" ველი, ან უფრო ზუსტი იქნებოდა "წყაროს" ველი განსაზღვრავს ყველაფერს...
თუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, სამყარო, ჩვენი სამყარო, ფიზიკური სადაც ახლა ვიმყოფებით მიდმივ შოკს და სტრესს განიცდის... რადგან უარყოფითი ემოციები გაცილებით მეტი არის ვიდრე დადებითი კაცობრიობის ცხოვრების წესიდან გამომდინარე...დეპრესიის დასამართად საუკეთესო თემაა...
კოპირებას იმიტომ ვახდენ, რომ ბეჭვდა დიდად არ მეხალისება, რა მნიშვნელობა აქვს ჩემ დაბეჭდილს
წაიკითხავ, თუ დაკოპირებულს(აზრი ერთია) შენ საკითხი გაინტერესებს, თუ მე რა ვიცი ის?
ციტატები მომყავს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ საკითხებზე ექსპერიმენტარულად მუშაობდნენ, და ცდით გამყარებულ
შედეგებს დებდნენ. (რა პრობლემაა?) აბა სხვანაირად არაპოპულ(ისტური)არული ენის გარეშე როგორ ავხსნა?
როგორ ავუარო მაგალითად გვერდი გრინბერგის კვლევებს, რომელსაც მთელი შვიდი ტომი მიუძღვნა?
მექსიკელი შამანებით გაოგნებული (მაგ. იხ. პაჩიტა) განიხილავდა "ნეირონული ველი'-ს არსებობას
(როგორც მან უწოდა) რომელიც ტვინში წარმოიქმნება, და რომელიც თავის მხრივ ურთიერთზემოქმედებს
იმასთან, რასაც მან "предпространственний структура"-ველი უწოდა.საიდანაც(დავიღალე ბეღვდით)
исходит все пространство, время, материя, энергия, биологическая жизнь и сознание, то есть, Полем Источника. Вот как объясняет это Гринберг своими словами, изобилующими техническими терминами.
“Предпространственная структура – это голографическая не локальная решетка, обладающая атрибутом сознания. Нейронное поле (создающееся в мозге) деформирует решетку и активирует частичную интерпретацию того, что воспринимается как образ. И лишь тогда, когда система мозг-ум свободна от интерпретаций, нейронное поле и предпространственная структура становятся идентичными. В этой ситуации восприятие реальности едино, без эго и любой дуальности. Именно в такой ситуации возникает чистое сознание и ощущение всеобъемлющего единства и свечения. Все системы, разработанные духовными лидерами, ставят своей целью приближение к непосредственному восприятию этой чистой предпространственной структуры. Наука о сознании, которую мне хотелось бы развить, – это наука, которая будет пытаться понять, изучить и исследовать вышеупомянутые идеи”.
მადლობელი ვარ საინტერესო დიალოგისთვის, და ბოდიშს ვიხდი ციტატების გამო.
კვანტური მექანიკაში მომუშავე ფიზიკოსები, კვანტური მექანიკის თეორიაზე ყველა ერთი აზრის არიან დამიჯერე(ეხლა შენ მითხარი 2+2 ზე ყველას სხვადასხვა აზრი აქვსო ), ახალს ვინ რას აკეტებს არვიცი.
პირადად მე კვანტურ ფიზიკაში ვმუშაობ ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას ამდენი ვიყბედო
John Dee
Фритьоф Капра
Дао физики
В предлагаемой книге современного философа и физика теоретика описаны важнейшие физические открытия XX века в области ядерной физики и квантовой механики, причем автор указывает на неразрешимую пока парадоксальную природу открытых явлений. Для преодоления возникающих при этом теоретических проблем он старается применить к ним интуитивно-созерцательный подход, характерный для духовных и философских учений Востока. Книга написана доступным языком, без использования математического аппарата, и адресована философам, религиоведам, физикам, а также — широкому кругу читателей.
http://lib.ru/KAPRA/daofiz.txt
არ ვიცი კაპრას იცნობთ თუ არა, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით "ფიზიკის დაო" ძალიან ღრმააზროვანი ნამუშევარია(სულმოუთქმელად იკითხება)
John Dee
იმედია, საწყენად არ მიიღებ, რასაც ახლა ვწერ, ჩემო კარგო . ალბათ კარგად ერკვევი და ძლიერი ხარ იმაში, რასაც აკეთებ და რაზეც მუშაობ კვანტურ ფიზიკაში. მაგრამ თეორიული მხარე ნამდვილად ან არ უნდა იყოს შენი პროფილი ან შეგნებულად არ ხედავდე ფაქტებს. სხვა შემთხვევაში ნამდვილად გეცოდინებოდა რომ ე.წ. EPR (აინშტაინ- პოდოლსკი -როზენის) პარადოქსმა აჩვენა სწორედ ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის თეორიის არაადეკვატურობა ზოგადად, და არა პირიქით, თუმცა ამაზე კამათი ისევ გრძელდება. ალბათობისა და განუსაზღვრელობის მათემატიკურად დამტკიცებული ფორმულა შეიძლება ლოგიკურია მათემატიკური თვალსაზრისით, მაგრამ ვერც ხსნის ობიექტურ რეალობას ვერც ყოველთვის მუშაობს რეალობაში.
შრიოდინგერის კატის პაადოქსი კი (და ნამდვილად არ მეშინია პარადოქსის, პირიქით, ეს არის კვანტური ფიზიკის მომხიბლველობა ), მდგომარეობს მიკრო და მაკრო სამყაროს კანონების შეუთავსებლობაში. თუ მიკრო სამყაროში დასაშვებია რაღაც გარდამავალი მდგომარეობა ტალღას და ნაწილაკს შორის, იგივე მასალით აგებულ მაკროსამყაროში ეს მდგომარეობა შეუძლებელია - არ არსებობს სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გარდამავალი პერიოდი, კატა ვერ იქნება ერთდროულად მკვდარიც და ცოცხალიც, ყველაზე პოპულარულია კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, რასაც სუპერპოზიციამდე მივყავართ, რაც თავისთავად პარადოქსია და მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია(რაც სავარაუდოდ გაიზარდა M-თეორიამდე), რომლის მიხედვითაც ყუთის გახსნის შემდეგ ორი დამოუკიდებელი რეალობა - სამყარო იხსნება, ერთში დამკვირვებელი ხედავს ცოცხალ კატას, მეორე სამყაროში - კატა მკვდარია.
შენს მიერ დასახელებულ სტივენ გრიფიტის "Introduction to Quantum Mechanics" ვიცნობ, და იქაც იგივე პარადოქსებზეა საუბარი. კვანტური მექანიკის საფუძვლებზე და ნამდვილად არ არის კვანტური მექანიკა, როგორც ერთი თეორია ჩამოყალიბებული.
ის ვიდეო არ არის დიდად ინფორმატიული, მაგრამ პუანკარეს ფრაზა, მე ცოტა სხვანაირად მახსოვს, თუმცა ზუსტი წყაროს ვერ მიგითითებ, არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასე ჟღერს (როცა ეუბნებიან, რატომ არ უთხარი აინშტაინს, რომ შენი თეორიებით ისარგებლაო): "..... რადგან ჩვენ ადგილი უნდა დავუთმოთ ახალ თაობას, მითუმეტეს თუ ვხედავთ ჩვენ გვჯობნიანო"
ალბათობისა და განუსაზღვრელობის მათემატიკურად დამტკიცებული ფორმულა შეიძლება ლოგიკურია მათემატიკური თვალსაზრისით, მაგრამ ვერც ხსნის ობიექტურ რეალობას ვერც ყოველთვის მუშაობს რეალობაში.
იმ მოდელს ხსნის რაშიც თეორია შეიქმნა.
მთელი ფიზიკა ერთი მურტალი მატემატიკაა ამას ვე გაექცევით, ერთადერთი ენაა რითიც შეიძლება ფიზიკაზე ილაპარაკო და საერთოდ ილაპარაკო
John Dee
ბელის თეორემამ აჩვენა რომ გარკვეულ შემთხვევებში ჰაიზელბერგის განუსაზღვრელობის თეორიაც მუშაობს, მიუხედავად EPR-სა, არაფერი არ მოუგვარებია , კიდევ ერთი "გააჩნია რა შემთხვევაში" არის. შრიოდინგერის იმ საწყალი კატის პარადოქსის ერთერთი მიზეზი სწორედ ჰაიზელბერგის განუსაზღვრელობის თეორია იყო, რომელიც უკვე არსებობდა. ორივემ ერთად კი ახალი აზროვნება შემოიტანა ფიზიკაში, და ეს სულაც არ არის ფილოსოფია, კვანტური ფიზიკაა, და ამას მე მგონი ზუსტად სტივენ გრიფიტი წერდა, თუმცა თავს ვერ დავდებ.
ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის სასიამოვნოა შენთან კამათი, მე მგონი, თავი მოვაბეზრეთ ყველას, და დროა თემას დავუბრუნდეთ
"შრიოდინგერის კატის" პარადოქსზე რომ ვფიქრობ, ამის ასახსნელად ასეთი სახუმარო აზრი მომდის
"ღმერთს ალბათ უცნაური უნდა მოეჩვენოს, როდესაც აღმოაჩენს, რომ კატა აგრძელებს ყოფნას
როდესაც კატასთან ახლოს არავინ იმყოფება; ღმერთი ამის გამო ალბათ მეტყოდა: "ჩემო კარგო
ეს შენი გაოცება არის უცნაური, მე ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს ახლოს ვარ და იმინნა ამიტომ კატა ყოველთვის
აგრძელებს ყოფნას, რამდენადაც მე ვაკვირდები მას. მხურვალედ თქვენი! ღ მ ე რ თ ი...
givi
ღმერთის ჯარგონულმა ტონმ გამახალისა....
ისე, რას გადაეკიდეთ ამ კატას? ცოდოა! რატომ უნდა მოკვდეს, თუნდაც ახევრად? რამე სხვაზე ატარეატ რა ექსპერიმენტები...
რა ვქნად ყველა შემთხვევაში მოკვდება-ასეთია რეალობა. თუ ვინმე მატერიალისტი ფიზიკოსი იმ ყუთში
ვერ "შეძვრება" და მოვლენებს ვერ დააკვირდება, ნაწილაკს თუ მაინცდამაინც დამკვირვებელი ჭირდება, რომ
იარსებოს, და თავის ფუნფცია შეასრულოს, მინდა შეგახსენოთ რომ ეს დამკვირვებელი ყოველთვის არის
ა ქ და ე ხ ლ ა და უკუნითი უკუნისამდე და ნაწილაკზე ალბათ ეს ახდენს ზეგავლენას.
.......სანამ მატერიაზე ცნობიერების გავლენის შესახებ ვისაუბრებდეთ, დაახლოებით მაინც უნდა გავერკვეთ ცნობიერებასა და ფიზიკურ პლანზე მისი მუშაობის მექანიზმის შესახებ. ყველა ინფორმაციას ვიღებთ ჩვენი ცნობიერებიდან და არა ჩვენი ფიზიკური ტვინიდან. ტვინი კი ამ ინფორმაციის გადამამუშავებელი და მომაწოდებელი საშუალებაა და არა წყარო, რომელიც ჩვენი ფიზიკური სხეულის ყველაზე რთული ორგანოა, რომლის საშუალებითაც აღვიქვამთ სამყაროს, შეიძლება თემიდან გადახვევად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ვფიქრობ საინტერესოა გადავხედოთ რას წარმოადგენს ჩვენი ტვინი - ბიოლოგიური კომპიუტერი და როგორ გვაწოდებს რეალობას. ჩვენთვის საინტერესოა არა ტვინის ფიზიოლოგიური აგებულება, არამედ რა სახით გვაძლევს ინფორმაციას. ეს რომ გავიგოთ ცოტა რამ მაინც უნდა ვიცოდეთ მისი აგებულების შესახებ, კერძოდ ის რომ ჩვენი ტვინი ორი, ვიზუალურად აბსოლუტურად იდენტური ნახევარსფეროსაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთის სარკისებურ ანაბეჭდს წარმოადგენენ და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ასევე რთული აგებულების ნერვული უჯრედების ქსოვილით - კორპუს კალოზუმით. მიუხედავად იდენტური აგებულებისა მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერო აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქვამს რეალობას. მარცხენა ნახევარსფერო ლოგიკური, თანამიმდევრული პროცესორია, რომელიც მოვლენას ან საგანს ხედავს როგორც ცალკე აღებულ დეტალს, ზუსტად ახსოვს წარსულის გამოცდილება და შეუძლია ამ საგნის თუ მოვლენის მომავალში პროეცირება, მისი სხვა დეტალებთან დაკავშირება რომ მიიღოს მთლიანი სურათი, მისთვის ყველაფერს ზუსტად განსაზღვრული ადგილი აქვს, არ არსებობს მთლიანი სურათი, არის მხოლოდ დეტალები, რომელიც შეიძლება მოზაიკასავით აიწყოს. მარჯვენა ნახევარსფეროს მკაცრად განსაზღვრული ლოგიკა არ გააჩნია, არც წარსულის გამოცდილებას იმახსოვრებს და არც დეტალები აწუხებს, უფრო პარალელური პროცესორია, რომლისთვისაც ყველა საგანი ან მოვლენა მთლიანი უწყვეტი ჯაჭვის, უწყვეტი ენერგიის ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც ახარებს ან ანაღვლიანებს, ის არა ლოგიკით, არამედ გრძნობებით აღიქვამს საგნებს ან მოვლენებს, მისთვის არსებობს მხოლოდ ერთი მთლიანი რეალობა, რომლის შემადგენელი ნაწილიც თვითონ არის, საგანი ან მოვლენა კი ამ სურათის მცირე მონაკვეთი, რომელზედაც მიმართულია ყურადღება. გასაგები რომ გახდეს რაზე მაქვს საუბარი, მაგალითად წარმოვიდგინოთ ვარდი, მხოლოდ მარცხენა ნახევარსფეროსათვის (მარჯვენას გარეშე) ეს ვარდი იქნება ასკილისისებრთა ოჯახის, თუ არ ვცდები , წარმომადგენელი მცენარე წითელი ყვავილებით და მძაფრი სუნით, რომელიც მალე ჭკნება და რომელიც არც საკვებად არ გამოგვადგება. მარჯვენა ნახევარსფეროსათვის(მარცხენა
გარეშე) ვარდი მისივე ენერგიის შემადგენელი ნაწილია, ულამაზესი წითელი, სურნელოვანი, ყოველი დანახული ვარდი ამ ენერგიის ახალი გამოვლინებაა, რომელსაც პირველად ხედავს, ეს სილამაზეა რომელიც დადებით ემოციას იწვევს. მარცხენა ნახევარსფეროსათვის ბავშვის ტირილი ხმა, ადამიანის ნაშიერის ხმის იოგების მიერ დროდადრო წარმოქმნილი ვიბრაციაა, რომელსაც თან ახლავს თვალის უპეში არსებული ჯირკვლებიდან სითხის გამოყოფა, მარჯვენა ნახევარსფეროსათვის კი ბავშვის ტირილი განგაში და ტკივილია, რომელსაც თვითონვე განიცდის.... და ასე შემდეგ(მაპატიეთ თუ უგერგილო მაგალთები მოვიყვანე ). მაგრამ კორპუს კალოზუმის გამო, რომლის საშუალებითაც ნახევარსფეროები აკავშირებენ და ცვლიან გამოცდილებას, ვარდის დანახვისას ვარდზე ყველა ინფორმაციაც გვახსოვს და მის სილამაზეს და სურნელსაც აღვიქვამთ, ბავშვის ტირილის გაგონებისას პანიკაში კი არ ვვარდებით, შეგვიძლია გავერკვეთ ბავშვს რამე უჭირს თუ უბრალოდ ჭირვეულობს.
ყველა ორგანიზებული რელიგია, მეცნიერების თითქმის ყველა სახე (კვანტური ფიზიკის თეორიული მხარის გარდა) მარცხენა ნახევარსფეროსულია დარგია, ხელოვნება მარჯვენა ნახევარსფეროს განეკუთვნება. აქამდე ყველაფერი წმინდა მეცნიერულად შესწავლილ სფეროს ეხებოდა. ახლა ეზოთურად გადავხედოთ
მარცხენა ნახევარსფერო მამაკაცური ლოგიკური ასპექტია, მარჯვენა კი - ქალური, გრძნობიერი, გასაგებია რომ აქ ფიზიკურ სქესზე არ არის საუბარი. სამყაროში ჰარმონიული არსებობის შესანარჩუნებლად საჭიროა ტვინის ნახევარსფეროების ჰარმონიული ბალანსი, მაგრამ რადგან ჩვენ დუალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ ასეთი ბალანსის მოპოვება და მითუმეტეს შენარჩუნება ძალიან ძნელია, ჩვენი განვითარების მანძილზე რამოდენიმეჯერ უკვე შევიცვალეთ პოლარულობა, ხან მარჯვენა ნახევარსფერო იყო დომინანტი, ხან მარცხენა, ბალანსის პერიოდი კი, რომელიც ყველა დაახლოებით 26 ათასს წელიწადში ერთხელ დგება, და სხვა კოსმიურ მოვლენებთან არის კავშირში (სამყარო საოცრებაა, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ყველაფერი ცოცხალი და დინამიურია ), არის ის პორტალი რომელიც მაღალ სამყაროებთან გვაკავშირებს, ამჟამად ჯერ კიდევ მარცხენა ნახევარსფეროს დომინირების ეპოქაში ვცხოვრობთ, უფრო სწორად გარდამავალ ეპოქაში, როცა ცნობიერება ინტენსიურად იყენებს მარჯვენა ნახევასფეროს და ვუახლოვდებით ჰარმონიულ ბალანსს..........
ხო და მე რეალშიც შემიცვალეს პოლარულობა...მაგრამ ბოლომდე ვერ..ვარდის ენერგიად და სურნელად აღქმა უფრო ახლობელია ჩემთვის ვიდრე მისი ფიზიკური თვისებებისა და ოჯახის რაობს აღქმა. ))
ქეით, ვინ ვარ ან რატომ ვარ.. რომ იცოდე როგორ მაწხებს ეს საკითხი.. არადა თან ვიცი რომ ვიცი, მაგრამ ვერ ვაქუჩებ ამ ინფოს, ვერ ვაგროვებ ერთად... გაფანტულად , გრძნობად დონეზე აღქვიქვამ და ფორმას ვერ ვაძლევ ამ ყველაფერს... აბსტრქტულია.. და მაწუხებს, თუმცა მაწუხებს კიი? ესეც არ ვიცი ზუსტად..
ბოლო დროს ყველაფერი , ყველანაირი ინფორმაცია თითქოს არაა ახალი.. ეს ხომ ისედაც ვიცი... ასეთი განწყობა მაქვს, არადა არ ვიცი, ხო ფაქტია.. მაგრამ ვიცი და პლუს ამას, დიდი ბრძენის სიტყვების ციტირებაც ხდება შინაგანად.. მე ხომ არაფერი არ ვიცი, საერთოდ არაფერი. თითქოს გონება თვითონ იწყეს ყველაფრის წაშლას(თუ გადამალვას), ზედმეტი ბალასტივით, ვცდილობ ავმსუბუქდე.. ეს ყველაფერი მამძიმებს... რადგან ის რაც მართლა მჭირდება აქაა.. გარშემო... ჰაერში ფრინავს ჩემ გარშემო... ამით ვსუნთქვა და ამიტომ იმ ზედმეტს ვიცილებ..
აბათ ეს მაწუხებს სინამდვილეში.. ეს ყველაფერი...ისეთი გრძნობა მაქვს რომ იგივეს განვიცდიდი დაბადებისას, სტრესი, ტკივილი, შიში, დარდი, სიხარული, ყველაფერი ერთად არის არეული...მიწიერად კი კარდიოგრამის სწორი ხაზივით ვარ...
td.........
კარგად თქვიიი... ძალიან ახლობლად და საინტერესოდ... მე კიდე ეს ბოლო პერიოდია ზუსტად ვგრძნობ რას ნიშნავს იყო გამოკიდული ცასა და მიწას შორის
ღმერთი ვართ
td.........
td.........
ქეით, ძალიან საინტერესოდ წერთ, იმისდა მიუხედავად რომ საშინლად ამტკივდა თვალები, მონიტორზე კითხვით, არცერთი პოსტი არ გამომრჩენია, მართალია ფიზიკა მათემატიკური გათვლები ვერ გავიგე, მაგრამ დანარჩენი ძალიან ახლოსაა ჩემთან.რაც შეეხება ჩაქოლვას, მეშინია თქო ვერ ვიტყვი მაგრამ წიგნი რომელსაც ეხლა ვწერ, იუდას ეხება, მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა, იუდა რატომ არის ყველასთვის საგინებელი და საძაგელი ქრისტეს მსახური? მანაც ხომ თავისი მისია რომელიც ღმერთისგან ქონდა პირნათლად შეასრულა, რომ არა ის არ გააკრავდნენ იესოს ჯვერზე, ასე არა? და ხომ არ აღსრულდებოდა წერილი?. და ბევრი ამდაგვარი კითხები, ბიბლიიდან რომელზეც არასოდეს არავინ გაგცემს პასუხს.
tamriko_faso
დიდი მადლობა . ხანდახან ვფიქრობ, რა საჭიროა ყველაფრის ჩხრეკვა, მითუმეტეს ამაზე წერა, როდესაც ადამიანმა უბრალოდ უნდა იცხოვროს სწორად: ისიამოვნოს სიცოცხლით და იყოს ბედნიერი ოღონდ არ მიაყენოს ზიანი არავის, იღებდს და არიგებდეს სითბოს და სიყვარულს - ეს არის სულ , და ამისათვის სულაც არ არის საჭირო ფილოსოფია.... მეცნიერება.... რელიგიები...... მაგრამ იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი, იმდენად საოცარია სამყარო ჩვენს ირგვლივ, რაც არ უნდა ტკივილს გვაყენებდეს დროდადრო, გინდება ჩაწვდე, ოდანავ მიუახლოვდე მაინც მის აზრზს, მაგრამ, და ესეც საოცრებაა, რაც უფრო მეტს იგებ, როცა თუნდაც ერთი კითხვის დაახლოებით პასუხს პოულობ, ეს პასუხი მაშინვე გიჩენს ათ ახალ კითხვას, რომლის არსებობაც კი არ იცოდი მანამდე და ასე უსასრულოდ გრძელდება ეს პროცესი სიკვდილის შემდგომაც.
ეს კი ჩემი აზრია, რაც შეიძლება მოკლედ, იუდაზე:
სახარებაში ჩემთვის ყველაზე წინააღმდეგობრივი პიროვნება იუდაა. იუდას სახარების წაკითხვამდე ან საერთოდ გაგებამდე დიდი ხნით ადრე მაწუხებდა იუდას ღალატის სცენის არარეალობა, მივყვეთ სახარებას თუნდაც ნამდვილი მორწმუნის თვალით: ჯერ ერთი რომ თვითონ გაცემის ფაქტამდე არაფერია მასში რაც პოტენციურ მოღალატეს მიუთითებს, უფრო მეტიც, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და სანდოა, რადგან მას ებარა საერთო ფული, ასე რომ ფულს დახარბებული რომ ყოფილიყო ყოველგვარი ღალატის გარეშე შეეძლო წაეღო საერთო ქისა, როცა ყველაზე მეტი ფული ქონდათ და წასულიყო, რაღაც მომენტში ოცდაათ ვერცხლზე მეტს ხომ დააგროვებდნენ. მათეს, მარკოზის და ლუკას მიხედვით საიდუმლო სერობის ღამემდე ან თვითონ სერობამდე შევიდა მასში სატანა, რაც ქრისტემ იცოდა, მაგრამ ხელი არ შეუშალა(მას ხომ შეეძლო, რამდენი ეშმაკისეული განკურნა მანამდე!) ....რადგან უნდა აღსრულებულიყო დაწერილი..., გამოდის იმის ნაცვლად რომ გადაერჩინა იუდას სული, სატანის მიერ შეცდენილი იუდა ქრისტემ გამოიყენა წინასწარმეტყველების აღსასრულებლად და თუ ასეა რატომ არსად არც ერთი სიტყვით არ შეუნდობენ ან შეიბრალებენ იუდას, რომელსაც მოძღვარმა, თუნდაც ღვთიური მიზნისთვის, მაგრამ ზურგი აქცია და სატანის ინსტრუმენტად დატოვა?!, უფრო მეტიც მათეს მიხედვით კიდევ ერთ ცოდვას სჩადის და თავს იკლავს, როცა სავარაუდოდ სატანა ტოვებს და მიხვდება რაც ჩაიდინა და ისევ განსჯა არანაირი მიმტევებლობა. მაგრამ იოანეს სახარება კიდევ უფრო წინააღმდეგობრივია ამ მხრივ, აქ 13:18 გარკვევით ამბობს იესო: " ....მე ვიცი ვინც ამოვარჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი.....", 13:27 კი გვამცნობს "ამ ლუკმის შემდეგ (იესომ რომ მიაწოდა) სატანა შევიდა მასში . მაშინ უთხრა მას იესომ: "რასაც აკეთებ, მალე გააკეთე"", და თუმცა ზემოთ 13:2 წერია: "სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას.... რომ გაეცა იგი" და მერე 13:11 - "რადგან იცოდა ვინც გასცემდა.....", აშკარაა ლუკმის მიწოდებით მიუთითა მასზე ვინც თვითონ ამოირჩია და იგივე ლუკმით გადააბარა იუდა სატანას და გაუშვა დავალების შესასრულებლად, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ასრულებს - იოანეს სახარება ერთადერთია სადაც იუდა პირდაპირ არ მიუთითებს იესოზე (იუდას ამბორი), არამედ თვითონ იესო წარდგება წინ და ასახელებს თავის თავს (როგორც სჩანს შეატყო იუდას ჭოჭმანი) . ყოვლად გაუგებრად მეჩვენება, რატომ არის იუდა საუკუნოდ შეჩვენებული როგორც გამცემი და მოღალატე, როდესაც სახარების მიხედვით, ჯერ ერთი, მოქმედებს არა თვითონ, არამედ სატანა, და ის ვისაც შეუძლია სატანას წინ აღუდგეს მისივე მოძღვარია, მეორე კი, იოანეს მიხედვით თვითონ იესო ირჩევს იუდას ამ როლისთვის და რაც მთავარია - ამ ქმედების გარეშე არ შედგებოდა ქრისტიანობის მთავარი მისტერია: იესოს წამებითა და ჯვარცმით კაცობრიობის კათარზისი.
ახლა კი ყველაფერ ამას შევხედოთ არა მორწმუნე ქრისტიანის, არამედ ეზოთერული ლოგიკის თვალსაზრისით და ორ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივალთ: ან იესო არ იყო ის დიდი ხნის ნალოდინები მესია (ასე თვლიან ებრაელები), არამედ ძლიერი წმინდა სული, მაგრამ ხალხს რომ კარგად გაეგო და ერწმუნა მისი გზავნილი, მესიაზე არსებულ წინასწარმეტყველებებს (საქმეები, დანიელის წიგნი, ფსალმუნები....) მიყვებოდა და ამისათვის ჭირდებოდა ის, ვინც მოღალატეს ითამაშებდა. და მისი იდეები იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ მის განსამტკიცებლად მოწამეობრივ სიკვდილზე წავიდა თავისი ნებით, ამ შემთხვევაშიც იუდამაც საკუთარი ნებით შესწირა თავი. ან აქ ჩანს ჩვენი დუალისტური სამყაროს მოჩვენებითი არსი, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება, მხოლოდ ბოროტის (სატანა და მის მიერ შეცდენილი მოღალატე იუდას) კეთილთან (იესოს გაცემა) დაპირისპირება ქმნის ახალ რეალობას (კაცობრიობის ხსნა), მაგრამ პროცესი თვითონ კეთილით და სიყვარულით იმართება("მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე") - გაიხსენეთ იესოს სიტყვები, მისი ბოლო ახალი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი ისევე, როგორც მე შეგიყვარეთ - რადგან ერთადერთი ძალა, ერთადერთი რეალობა იქ საიდანაც მოვიდა ქრისტე და საიდანაც მოვდივართ ყველანი, სიკეთე და სიყვარულია, მაგრამ აქ, ამ დუალისტურ სამყაროში ერთ მხარეს ვერ დავინახავთ თუ მისი საპირისპირო არ გვაქვს, აქ თვითონ სამყაროა ორი ურთიერთმოწინააღმდეგე მხარეთა დაპირისპირებით შექმნილი
ძალიან დიდი მაგლობა მიხარია რომ ვიპოვე ადამიანები რომლებიც ისე ფიქრობენ როგორც მე. ერთი ტვეც არარის რაც ამ საიტზე შემოვედი და ბევრ კითხვაზე პასუხი ვიპოვე, გმადლობთ.
Barmalei
ეს ვისი ლექსი?
elli
ქვლივიძე მიხეილ
მეორედ მოსვლა
დიდი, ცისფერი თევზი აწყდება აკვარიუმის დაორთქლილ კედლებს,
ის ცდილობს, მაგრამ თავის დაღწევას ამ კედლებიდან ვერასდროს შეძლებს.
ნიშში ჰკიდია ღვთისმშობლის ხატი და ჩვილი ქრისტე მარიამს ეკვრის,
მან ჯერ არ იცის, თუკი ამქვეყნად სადმე არსებობს გვირგვინი ეკლის!
ან თუ საერთოდ არსებობს რამე, დედის სითბოს და ალერსის გარდა,
ან თუ ოდესმე მოუწევს მისვლა სიკვდილ-სიცოცხლის გარდუვალ ზღვართან,
ბევრი უნდა ქმნას, ვითარცა ღმერთმა და უფრო მეტი ვითარცა კაცმა,
მაგრამ არაფერს აპატიებენ__ ქრისტეს დასჯიან, მას ელის ჯვარცმა.
რაც წინასწარვე განსაზღვრულია, იმას ვერ შეცვლის ვერც ის და ვერც სხვა;
და მაცხოვარი აუქციონზე გაიყიდება 30 ვერცხლად!
საიდუმლოა სერობა ესე, მოციქულები გვერდიგვერდ სხედან,
იესო უკვე ზეცად მაღლდება და ძვლივს მიათრევს საკუთარ ცხედარს
და დასხდებიან ოთხთავის წერად იოან, მარკოზ, მათე და ლუკა:
ის არ მომკვდარა, მხოლოდ წავიდა და დაბრუნდება ოდესმე უკან!
აკვარიუმის კედელებს აწყდება თევზი დიდი და ციფერი ერთობ,
ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები მიწაზე ღმერთო!
ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები, რადგან შეხვედრა იქნება მკაცრი,
თუ მაინც შენსას აღარ დაიცდი დაბრუნდი როგორც უბრალო კაცი!!!
პაატა ნაცვლიშვილი
აი ესეც ძალიან მიყვარს
ვინ ვართ საიდან მოვდივართ, ყველა კითხვის დეააზრია,
საქმის მდგომარეობა ჩემი აზრით კი ასეთია: ცნობიერების აბსოლუტი ავლენს თავს გამოვლინებით - ანუ
მილიარდობით ფორმით.
ცნობიერება გამოისახება გამოვლინებით, ასეთი სახით გამოსახავს თავს აბსოლუტი, ხსნის
თავის შემადგენელს,და მთავარი, ამით „აცნობიერებს თავის ცნობიერებას.“
გამოვლენილი და გაცნობიერება არ განსხვავდება ერთიმეორისგან, ეს ერთი და იგივეა.
უბრალოდ სიტყვებია სხვა და სხვა: ყველაფერი ა რ ი ს მოძრაობა ცნობიერებაში, თუმცა
ცნობიერება ავტონომიურად არც კი არსებობს, როგორც რაღაც ა რ ი ს.
არამედ არის მხოლოდ თავად ეს გაცნობიერებული მოძრაობა ურიცხვი რაოდენობის ფორმისა. დაბადება და განადგურება. ყველაფერი ეს ასე არის მანამ, სანამ არის კონცეფცია დროსა და
სივრცეძე, და ამის გაიგივება სხეულ-ფორმა-სთან. და რა თქმა უნდა პიროვნულობა - ერთერთი ფორმაა,
და როდესაც გაცნობიერებულობა შეზღუდულია სხეულთან გაიგივებულობით, და კარგავს
საზღვრებს, თუნდაც სხეული-ფორმის სიკვდილის მიზეზით, და მასთან ერთად პიროვულობის დაკარგვით, ან სიკვდილის მიზეზით თუ არა მაშინ უბრალოდ ღრმა
სულიერი შემეცნებულობით იმისა თუ რა გახლავს საქმის ჭეშმარიტი არსი, შედეგად
არაფერი აღარ რჩება, უპიროვნულო, სუფთა ცნობიერების გარდა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სხეული, მისი ინტერპრეტაციის სისტემები, ამას მიმატებული
გარე სტიმულებზე რეაქციის მექანიზმები - არის ცნობიერებაში გამოვლენილი ფ ო რ მ ე ბ ი.
ისევე როგორც აურაცხელი რაოდენობის სხვადასხვა ფორმა. პრასვეტლენიე კი ამ ფაქტის
გაცნობიერებაა. მნიშვნელოვანია გავიგოთ ის რომ, ეს მიიღწევა ყოველგვარი ძალისხმევის
გარეშე, სპონტანურად, და ყოველგვარი ძალისხმევა ამის მისაღწევად დაუშვებელია, რადგან
ძალისხმევის მცდელობები ამის მისაღწებად არის ისევ და ისევ მხოლოდ ფორმა, რომელსაც
შენი თავი ქვია, რადგან ასეთია გამოვლინებულის ცნობიერების უნარის ბუნება. ამიტომ
ჯობია ცნობიერებაში გააზრებულად მიუახლოვდე ამ ყველაფერს. ი ს, რასაც აცნობიერებ
შ ე ნ-ად ------ აცნობიერებ მხოლოდ შ ე ნ-ად, მაშინ როდესაც გაცნობიერების წყაროს გაცნობიერებას ვერ ახერხებ, და ეს იმიტომ რომ თავად ხარ გაცნობიერების აბსოლუტი
რომელიც თავს ავლენს მილიარდობით ფორმებში. და უფრო ზუსტი, რომ ვიყოთ, თქვენ
არ ხართ, არის მხოლოდ ის, რაც ა რ ი ს --გამოვლინებულის გაცნობიერებულობა.
როდესაც ყველაფერი ეს იქნება გაცნობიერებული, მაშინ მოვა იმ ფაქტის გ ა გ ე ბ ა რომ:
„ცნობიერება არ განიყოფება, თავისი გამოვლინებულის შემადგენლისაგან“
ჭეშმარიტების გასაღები „ჩემთვის“ შეიძლება გახდეს მხოლოდ ცნობიერების გაცნობიერება,
რის შემდეგაც გაცნობიერებულობა იწყებს გაცნობიერებულად გაცნობიერებას.
მაგარი აბდაუდაა, მაგრამ იმინნა ასეა მოწყობილი ყველაფერი. ჩვენ ვსაუბრობთ
სამგანზომილებიანი ენით სამყაროს მოწყობაზე, მაშინ როდესაც სამყაროში საერთოდ არ არსებობს არც მაღლა არც დაბლა...და ა.შ.
ვიცი რომ ბევრი წარსული მაქვს და სადღაც კიდევ წავალ. ბოლო დროს ამაში ისე დავრწმუნდი, რეალობაში რომ ვარსებობ ახალ ამ სახლში იმაზე მეტად რეალურადაც აღვიქვი.
ძალებიც და ემოციების და აზრების მეტად რეალურობაც აღვიქვი.
მაგრამ
არ მიყვარს ეს სიტყვა "მაგრამ".
მაინც.. ცხოვრება გენიალური რამეა, ინტუიციით ვხდები რომ აი ეს ცხოვრება, ეხლა სადაც ვართ ძალიან მაგარია და დიდი მნშვნელობა აქვს, თითეულ ჩვენგანს, დავიწყებული გვაქვს ვინ ვართ, მაგრამ არცაა საჭირო ახლა გახსენება, ახლა საჭიროა ცხორება, და ცხოვრების ყველაფრიანად აღქმა და კონტაქტის დამყარება და გამოცდილების მიღება. ახლა რომ არ ვიცხოვროთ და უცებ გავიგოთ ყველაფერი, ისიც ვიცი რომ მერე გული დაგვწყდება, აი რატომ არ დავტკბით და მივიღეთ ბოლომდე სიამოვნება დედამწიაზე ცხოვრებისგანო.. ჩემთვის ახლა ასეა. აქ კი ვწერ, მაგრამ აქ იმიტომ ვწერ რომ მინდა გითხრათ.
და, აი
კეითისნაირი ადამიანები კი გვეხმარებიან. არა მარტო ქეითი. კიდევ სხვებიც ბევრია და რაღაცნაირათ მათ ყველას მისი აქვთ რომ დაგევხმარონ და არ უნდა შეეპარპთ ეჭვი რა საჭიროა, უბრალოდ საოცარი ბალანსია დასაჭერი, რეალურ ამ ცხოვრებასა და წარსულსა და აწმყოს (ერთიანად აღქვივამ რატომღაც) შორის
აი ყველა წუთი მნშვნელოვანია აქაც. იქ აუცილებალდ წახვალ, და ყველაფერს გაიგებ, მაგრამ რადგან აქ მოხვედი, ე.ი გჭირდებოდა ეს თამაში და ეს საჭიროა, ძალიან მნიშვნელოვანია..
წარმოდგენა არ ამქვს რა იქნება, და რა უნდა იყოს. არც მიდნა ამაზე ვიფიქრო. მაგრამ ახლა, სწორი ცხოვრება, აუცილებელია და ატასჯერ მეტს ვაკეთებთ სინამდვილეში ვიდრე ახლა გვგონია.
არაა ადვილი ადამიანობა ადამიანობა ძალიან რთულია, ძალიან და, ცხოვრება რთულია და რატომ გვგონია რომ არაფერს ნშნავს. მეოტხე განზომილება მემის, გაწმენდილი ცნობიერება უფრო იქ და, ისიც მესმის რომ აქ რთულია. მქონია შეგრნება რომ დედამწიაზე ცხოვრება აღარ მინდა, რადგან უფრო სუფთა და შვიდ გარემოში ვიქნებოდი კარგად. მძაფრად, მაგრამ რადგან ადამიანები ვართ უნდა ვიყოთ საუკეთესოდ, როგორიც იყო ქრისტე, რა ნამუსით უნდა იწუწუნო სხვა განზომილებაშ მინდაო როცა ჯერ ქრისტემდე ბევრი გიკლია??? არ შეიძლება ასე, სადაც ხარ იქ უნდა იყო და ასეთი საუბრები, ალბათ იმის სდასაფასებლად ჭირდება რომ აწმყო არის იდეალური ადგილი სადაც გჭირდება რომ იყო
ასე ვგრძნობ ახლა.. და უნდა გქონდეს მიზნები, რათქმაუნდა, უნდა მიდოდე წინ. მაგრამ ადამიანად.. ადამიანობა რთული პასუხისმგებლობაა, მაგრამ სასრგებლო და დასაფასებელი
givi
აბდაუბდა მანამდეა სანამ არ გადაიქცევა შენ პირად გამოცდილებად, უფრო სწორად გამოცდილება ყველას გვაქვს, მაგრამ სადღაც გაგვებნა ამის ხსოვნა.. ამიტომ რამდენიც არ უნდა ვსაუბროთ ამაზე ვგონებ კვლავ აბდაუბდად დარჩება ვიღაცისათვის.. )
აქ მინდა ისევ გენიალური დონ ხუანი მოვიშველიო, რომელიც ამბობს:мы находимся внутри пузыря. Это тот пузырь, в который мы были помещены с момента своего рождения. Сначала пузырь открыт, но затем он начинает закрываться, пока не запирает нас внутри себя. Этот пузырь является нашим восприятием. Мы живем внутри него всю свою жизнь. А то, что мы видим на его круглых стенках, является нашим собственным отражением. კარგად არის
ნათქვამი.
კაკ ჟალ... ( მერე ბრახ და გასკდება როცა იქნება....და ფიშტ ყველა ილუზია...მერე ახალი ლავუშკა და წავიდა წრეზე...
(არ შეიმჩნოთ დეპრესია მიტევს...)
kate
დიდებული ხარ
ძალიან საინტერესო პოსტები გაქვს.
მადლობა.
გამარჯობა ქეთი , მე ახალი წევრი ვარ თქვენი საიტის და რამენიმე შეკითხვა გამიჩნდა თქვენთან , თუ არ შეწუხდებით მიპასუხეთ. ეხლა გვიანია ბოლომდე არ მაქვს წაკითხული ყველა თქვენი პოსტი ამ თემაში , მაგრამ თვალი გადავავლე უმეტესობას. ძალიან საინტერესო ცოდნა გაგაჩნიათ და ვხედავ ბევრ სიმართლის მარცვალს (მე არავითარი შეხება მქონდა ამ საგანთან , სხვა წყაროების ვკითხულობ და აღმოჩნდა რომ ბევრი რამე ემთხვევა )) ) შეიძლება თქვენ ხართ მართალი და მე ვცდები რაგაც საკითხებში . რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს თქვენ საიდან მიიღეთ ეს ცოდნა ? უბრალოდ გსიამოვნებთ წიგნების კიტხვა და თქვენი ანალიზის მიხედვით ან თქვენი მასწავლებლის სწავლის შედეგად მიხვედით ამ დასკვნამდე თუ პირადი გამოცდილებით საუბრობთ, ანუ გასულხართ სხეულიდან სხვა განზომილებებში ( და თუ საიდუმლო არ არის მაინტეესებს თქვენი აზრი მათმადიდებლობასთან დაკავშირებით თვლით , რომ ის საუკეთესო გზაა რომ ღმეთს მივუახლოვდეთ ). წინასწარ დიდი მადლობა ბოდიშI შეწუხებისთვის ))
kate
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)