Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მე 4-5 სიმკვრივე _ დავეხმაროთ დედამიწას

Posted by: Atm@n Dec 16 2012, 11:24 AM

ვედური ასტროლოგიით დღევანდელ ნაქშატრაა "შრავანა" - საუკეთესო ნაქშატრა ახალი, სასიკეთო და დროებითი საქმის დასაწყებად. თან დღეს ახალი კვირის პირველი დღეა - მზის დღე (სინამდვილეში კვირაა პირველი დღე, და შაბათი ბოლო).

ვინაიდან ეს პერიოდი დედამიწისთვის ძალიან რთულია, მოდი დავეხმაროთ და პატარა წვლილი შევიტანოთ ტრანსფორმაციაში.

8 დღით (16-დან 23 დეკემბრამდე) საკუთარ თავზე ავიღოთ პატარა ასკეზა: დღეში 10-20 წუთი, როცა გაგვიხარდება ძალიან ყურადღებით და მთელი სერიოზულობით გავიმეოროთ მაჰა-მანტრა, იესოს ლოცვა ან ვისაც რა ურჩევნია. თუნდაც უხმო დამკვირვებლის მედიტაცია იყოს. და წინასწარ გვქონდეს განზრახვა, რომ ამ ასკეზის შედეგებს დედამიწას ვაძლევთ. განსაკუთრებული ასკეზა (შიმშილობა, ხანგრძლივი მედიტაცია და ა.შ.) სასურველია შაბათს, სატურნის დღეს, და განსაკუთრებით კი კვირას 23 დეკემბერს (ეკადაშზე).

მითუმეტეს ჯიოტიშის გამოთვლებით სატურნი ეგზალტაციაშია (სასწორის ნიშანშია და თანდათან უახლოვდება ეგზალტაციის უმაღლეს წერტილს) და ნებისმიერი ნებაყოფლობითი და თუნდაც მცირე ასკეზა ძალიან კარგი იქნება ჩვენთვისაც და სამყაროსთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგზალტირებული სატურნი იძულებითი ასკეზის პრესში გაგვატარებს.


http://www.radikal.ru

გისურვებთ წარმატებებს! l_sunny.gif

Posted by: earth Dec 16 2012, 11:53 AM

Atm@n
good.gif

Posted by: td......... Dec 16 2012, 12:13 PM

კარგი იყო ატმანჯან, რაღაც ეგეთი სურვილები მეც მქონდა.. დადასტურება იყო ეხლა ეს. გაიხარე!

Posted by: Dondariable Dec 16 2012, 01:36 PM

აუცილებლად ვილოცებ

Posted by: elli Dec 16 2012, 03:20 PM

მოდი აბა მეც ვცდი, ლოცვასაც და ჯერ ერთკვირიან მარხვას, მერე ვნახოთ.

Posted by: tikoroma Dec 16 2012, 03:46 PM

მოდი აბა მეც ვცდი, ლოცვასაც და ჯერ ერთკვირიან მარხვას, მერე ვნახოთ.
მეც მინდა, ხვალიდან ვიწყებ

Posted by: Lashapoli Dec 16 2012, 04:03 PM

biggrin.gif biggrin.gif ატმნი ისევ ძველ ფორმაშია

Posted by: Atm@n Dec 16 2012, 09:05 PM

Lashapoli

QUOTE(Lashapoli @ 16th December 2012 - 04:03 PM) *
ატმნი ისევ ძველ ფორმაშია



აბა თქვენი ყურებით ბეზდელნიკობის მწვერვალს მივაღწევდი მალე biggrin.gif

Posted by: sentimennte Dec 16 2012, 09:18 PM

Atm@n
oh,ohhh, jadosnuri toxi ar gagivardes xelidan smile.gif)) sheni sityvebi me ar mexeba tongue.gif kiss1.gif

Posted by: Lashapoli Dec 16 2012, 10:31 PM

QUOTE(Atm@n @ Dec 16 2012, 10:05 PM) *
Lashapoli
აბა თქვენი ყურებით ბეზდელნიკობის მწვერვალს მივაღწევდი მალე biggrin.gif

ეგ ბეზდელნიკობა კარა გამოცდა იყო და ჯერ კიდე გაქვს შანსი ცააბარო.. 21მდე რათქმუნდა თჲ არადა moderator.gif wink.gif

Posted by: mamu_ka Dec 16 2012, 11:17 PM

მაჰა-მანტრა, იესოს ლოცვა

ეს ორი რომელია? smile.gif

Posted by: td......... Dec 17 2012, 12:13 AM

mamu_ka
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე.

უფალო იესუ ქრისტე , ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

Posted by: mamu_ka Dec 17 2012, 12:15 AM

td.........
მადლობა smile.gif

Posted by: td......... Dec 17 2012, 12:17 AM

mamu_ka
smile.gif

Posted by: sentimennte Dec 17 2012, 12:41 AM

mamu_ka
ogond ertmanetshi ar aurio,torem dedamiwa didi qvabit ajapsandals miigebs sachuqrad smile.gif

Posted by: mamu_ka Dec 17 2012, 01:59 AM

sentimennte
ხო ვეცდები არ ავურიო biggrin.gif

Posted by: earth Dec 17 2012, 08:34 AM

ლოცვა რა ენებზეც გინდა წარმოთქვა თუ გულით ილოცებ არაფერი აჯაბსანდალი არ გამოვა.
აჯაბსანდალი ჩემი საყვარელი კერძია, ვიტამინებით მდიდარი და გემრიელი. biggrin.gif

Posted by: anima mundi Dec 17 2012, 01:06 PM

biggrin.gif biggrin.gif
ატმანმა აიღო ერთ-ერთი ძველი კოსწიუმი და ჩაიცვა.. არადა ისევ ინტელქტუალურის გარდა ვერანაირ ცვლილებას ვერ იღებს.. კაი რაა, მე მომწყინდა უკვე )))


და რაც შეეხება დედამიწას.
ეგ ასტროლოგია არის დამხმარე უბრალოდ და ასტროლოგიაზე კი არ უნდა დაეყრდნო და რაღაც გამოთვლების მხიედვით ილოცო.. ეგ არის მაგარი სიდებილე, აი ძაან მაგარი სისულელე ელოდო რაღაც პლანეტა სადღაც როდის ხმოდევაბ და იმის მხეიდვით აკეთპო ასკეზა.. მე ყოველდღე ვლოცულობ დედამიწისთვის, ხეებს, ბალახებს, ზმეს, მთავრეს, ვარსკვლავებს.. და სულ ვეკონტაქტები სამყაროს wink.gif
მარაზმია რა ეს, როორც რელიგიური კალენდარიი.. შენგან უნდა მოიდოდეს და რაღაც წაკითხულისგან აიძUლო თავს biggrin.gif რა საცოდაობაა

Posted by: Fee Dec 17 2012, 04:42 PM

უბრალოდ კეთილი სურვილები რო გავაგზავნო კოსმოსში არაა???

Posted by: td......... Dec 17 2012, 09:33 PM

Fee
მთავარი ეგაა Fიიsmile.gif სუფთა გული და აზრები და ბევრი სიყვერული..smile.gif

Posted by: Atm@n Dec 17 2012, 11:03 PM

anima mundi

QUOTE(anima mundi @ 17th December 2012 - 01:06 PM) *
ეგ არის მაგარი სიდებილე, აი ძაან მაგარი სისულელე ელოდო რაღაც პლანეტა სადღაც როდის ხმოდევაბ და იმის მხეიდვით აკეთპო ასკეზა..


შენ როგორ ფიქრობ პლანეტების მიხედვით ვაკეთებ ასკეზას? ეს არის მხოლოდ დამატებითი მოტივაცია და ბიძგი იმისთვის, რომ გონებამ დაიჯეროს, რომ ეს ასეა საჭირო, და მსხვერპლიც უფრო ადვილად გაიღო. სულ რომ უნდა გვიყვარდეს და მხვერპლის გაღების უნარი გვქონდეს თეორიულად ყველამ კარგად ვიცით.

შენ ხო რაღაც სიტყვები უნდა ჩაგეკვეხებინა და... ამიტომ გასაგებია შენი კრიტიკაც wink.gif

Posted by: sentimennte Dec 18 2012, 12:48 AM

Atm@n
anima mundi
am bolo dros Tom & Jerry-vit xart smile.gif

Posted by: Atm@n Dec 20 2012, 06:47 PM

მესამე თავი: ბჰუმი-გიტა (დედამიწის სიმღერა)

24. კალის ეპოქაში რელიგიური პრინციპების მხოლოდ მეოთხედი ნაწილი რჩება. ეს დარჩენილი ნაწილი თანდათან შემცირდება უღმერთობის პრინციპების ზრდის პარალელურად და თანდათა საბოლოოდ გაქრება.

25. კალის ეპოქაში ხალხი მიდრეკილია სიხარბისკენ. ერთმანეთს ებრძვიან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. უიღბლონი და მატერიალური სურვილებისგან დევნილნი თითქმის ყველანი შუდრები და ბარბაროსები არიან.

26. მატერიალური გუნები (მოდუსები) – სათნოება, ვნება და უმეცრება – რომელთა შერეული არსებობა ყოველი ადამიანის ჭკუაში შეიმჩნევა, დროის ძალით მოიყვანება მოქმედებაში....

30. როდესაც ჭარმობს ქურდობა, ტყუილი, სიზარმაცე, ძილიანობა, ძალადობა, სასოწარკვეთილება, ჭმუნვა, უგუნურება, შიში და სიღარიბე, - ეს ეპოქა კალის ეპოქად იწოდება, რომელიც უმეცრების გუნის გავლენის ქვეშაა.

უმეცრების გავლენის შედეგად ადამიანები იქნებიან უკმაყოფილონი, უიღბლონი, ხარბები, სიღარიბით დამარცხებულები. ქალები, რომლებიც დაკარგავენ უბიწოებას, თავისუფლად ივლიან ერთი კაციდან მეორესთან.

32. ქალაქებში ქურდები იბატონებენ. ვედები შეიბილწება ათეისტების სპეკულაციური ინტერპრეტაციებით, პოლიტიკური ლიდერები ფაქტიურად ამოწყვეტენ მოსახლეობას, და ე.წ. სულიერი პირები და ინტელექტუალები თავისი მუცლის და გენიტალიების მონები იქნებიან.

33. ბრაჰმაჩარიები ვერ შეასრულებენ თავის აღქმებს და დაკარგავენ სისუფთავეს. მეოჯახეები მათხოვრებად და მაწანწალებად იქცევიან, ვანაპრასთჰები იოცხოვრებენ სოფლებში და სანიასები იქნებიან სიმდიდრეზე დახარბებულები.

34. ქალები პატარები გახდებიან და ძალიან ბევრის ჭამას დაიწყებენ. გააჩენენ იმდენ ბავშვს, რომ ვერ მოუვლიან მათ და დაკარგავენ სირცხვილს. ისინი მუდამ უხეშად ილაპარაკებენ და დაეშვებიან ბარბაროსობამდე, ტყუილამდე და შეუკავებელ თავხედობამდე.

35. საქმიანი ადამიანები წვრილმანი საქმეებით დაკავდებიან და ტყუილით მოიპოვებენ ფულს. ნებისმიერი პროფესია მისაღებად და კარგად აღიქმება.

36. მსახურები მიატოვებენ ბატონებს, რომლებმაც დაკარგეს თავისი სიმდიდრე, მაშინაც კი, თუ ისინი წმინდა და მისაბაძ ხასიათს და თვისებებს ფლობენ. ასევე ბატონებიც მიატოვებენ უძლურ მსახურებს, მაშინაც კი, თუ მრავალი წელი ემსახურა მას. ძროხებს გააგდებენ, ან ხორცისთვის დაკლავენ, მას შემდეგ რაც რძე გაუთავდებათ.

37. კალი იუგაში ადამიანები ყოვლად გამოუსადეგარნი იქნებიან და მართულნი იქნებიან ქალების მიერ. ისინი მიატოვებენ თავის მამებს, ძმებს, სხვა ნათესავებსა და მეგობრებს და ამის ნაცვლად ურთიერთობა ექნებათ თავისი ცოლების ძმებთან და დებთან. ამგვარად მეგობრობის კონცეფცია ძირითადად სექსუალურ საფუძველზე იქნება დამყარებული.

38. უკულტურო ადამიანები მოწყალებას ითხოვენ ღმერთის წარმომადგენლის სახელით და საარსებო წყაროდ ასკეტიზმს და ბერულ ტანისამოსს გამოიყენებენ. ისინი, ვისაც რელიგიის არაფერი გაეგება, მაღალ პოსტებს დაიკავებენ და რელიგიური პრინციპების შესახებ ლაყბობის უფლებას მისცემენ თავს.

39-40. ადამიანის ჭკუა მუდამ აგზნებული იქნება, ისინი გამოიფიტებიან შიმშილისგან და გადასახადებისგან, მუდამ გვალვის შიშში იქნებიან. არ ექნებათ საკმარისი ტანსაცმელი, საჭმელი და სასმელი, ვერ შეძლებენ სრულფასოვან დასვენებას, სექსს და განბანვას, არ ექნებათ მორთულობები, რათა სხეული მოიკაზმონ. ფაქტიურად კალი-იუგის ადამიანები თანდათან სულების და მოჩვენებების მიერ დევნილ არსებებს დაემგვანებიან.

41. ადამიანები ერთმანეთს შეიძულებენ რამდენიმე მონეტის გულისთვისაც კი. მზად იქნებიან მოკლან საკუთარი ნათესავებიც.

42. ადამიანები აღარ დაიცავენ თავის მოხუცებულ მშობლებს, თავის შვილებს ან თავის ცოლებს. მთლიანად დაცარიელებულები, მხოლოდ საკუთარ მუცელზე და გენიტალიებზე იზრუნებენ.

43. ო მეფეო, კალის ეპოქაში ადამიანთა გონება ათეიზმით იქნება გარყვნილი. ისინი თითქმის არასოდეს არ მოაწყობენ მსხვერპლშეწირვას სამივე სამყაროს უზენაესი სულიერი მასწავლებლისადმი. მიუხედავად იმისა, რომ დიადი პიროვნებები, რომლებიც მართავენ სამყაროს, უკლებლივ ყველანი ეთაყვანებიან აჩიუტას – უზენაესი ღმერთის, ლოტოსის ტერფებს, არაფრისმაქნისი და საწყალობელი ადამიენური არსებები არ მიბაძავენ მათ.

44. სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი საწოლში იტანჯება. და მიუხედავად იმისა, რომ ხმა უკანკალებს, და უჭირს იმის გაცნობიერება, თუ რას ლაპარაკობს, თუ იგი წარმოდთქვამს უზენაესი უფლის წმინდა სახელს, შეუძლია განთავისუფლდეს თავისი კარმული შედეგებისაგან და სრულქმნას მიაღწიოს. მაგრამ მიუხედავად ამისა კალის ეპოქაში ადამიანები არ სცემენ თაყვანს უზენაეს უფალს.

45. კალი იუგაში ობიექტები, ადგილები და ცალკეული ადამიანები – ყველაფერი ეს შერყვნილი და დაბინძურებული იქნება. ყოვლისშემძლე უფალს კი შეუძლია ყველა მსგავსი სიბინძურე მოაშოროს იმის ცხოვრებიდან, ვინც უფალს თავის ჭკუა-გონებაში მოათავსებს.

46. თუ ადამიანი ისმენს უზენაესი უფლის შესახებ, ადიდებს მას, მედიტირებს მასზე, ეთაყვანება ან დიდ პატივისცემას გამოხატავს მისადმი, ვინც მის გულში იმყოფება (ღმერთისადმი), უფალი მოაშორებს მისი ჭკუიდან სიბინძურეს, რომელიც მრავალი ათასი ცხოვრების შედეგად დაუგროვდა.

47. ზუსტად ისე, როგორც ცეცხლი აცილებს ოქროს ზედმეტ მინარევებს, ასევე უფალი ვიშნუ, რომელიც ყველას გულში იმყოფება, წმენდს მინდობილი იოგების გულებს.

48. ნახევარღმერთებისადმი თაყვანისცემის, ასკეზების, სუნთქვის კონტროლის, თანაგრძნობის, წმინდა ადგილებში განბანვის, მკაცრი აღქმების, მოწყალების და სხვადასხვა მანტრის გამეორების პროცესებში ჭკუა ვერ მიაღწევს იმ აბსოლუტურ განწმენდას, რომელიც მიიღწევა მაშინ, როცა ღმერთის უსაზღვრო პიროვნება მის გულში ჩნდება.

49. ამიტომ, ო მეფეო, ეცადე რადაც არ უნდა დაგიჯდეს კონცენტრაცია მოახდინო უზენაეს უფალ კეშავაზე, რომელიც გულშია. მუდამ კონცენტრაციის მდგომარეობაში იყავი, და სიკვდილის შემდეგ შენ აუცილებლად მიაღწევ მიზანს. (აქვე ვიტყვი რომ ის მეფე (პარიკშიტი), რომელსაც შუკადევა გოსვამი ელაპარაკებოდა, წყევლის გამო რამდენიმე დღეში უნდა მომკვდარიყო).

50. ჩემო ძვირფასო მეფეო, ღმრთეების პიროვნება უმაღლესი განმგებელია. ის უზენაესი სულია და უმაღლესი თავშესაფარია ყველა ცოცხალი არსებისთვის. როცა მასზე მედიტირებს ის, ვინც სიკვდილის პირასაა, ღმერთი უხსნის მას თავის საწყის სულიერ მდგომარეობას.

51. ძვირფასო მეფეო, თუმცა კალი-იუგა სიბინძურის ოკეანეა, ამ ეპოქას მაინც აქვს ერთი კარგი თვისება: მხოლოდ უფალი კრიშნას დიდებით, ყველას შეუძლია განთავისუფლდეს მატერიალური მონობისგან და წავიდეს სულიერ სამყაროში.

52. როგორი შედეგებიც არ უნდა მივიღოთ კრიტა-იუგაში უფალ ვიშნუზე მედიტაციით, ტრეტა-იუგაში – მსხვერპლშეწირვებით, დვაპარა-იუგაში – უფლის ლოტოსის ტერფების მსახურებით, ისინი კალი-იუგაში უფალ ჰარისადმი დიდების გალობით მიიღწევა.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)