Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მე 4-5 სიმკვრივე _ ბუნების ცვლილება

Posted by: Dondariable Oct 8 2012, 08:51 PM

ეს ბოლო პერიოდია სულ ვაკვირდები ბუნებას, როგორ წვიმს, ქარი როგორ ქრის, მზის ამოსვლას ჩასვლას და ა.შ
ძალიან მსიამოვნებს, თითქოს აფორიაქებულ სულს მიწყნარებს.

და მგონია რომ ადრე ასეთი არ იყო, მგონია რომ ყველაფერი შეიცვალა.
დღეს რომ იწვიმა მომეჩვენა, რომ ასე განსხვავებუალდ არასდროს უწვიმია.

მეჩვენება, რომ შინაგანადაც ვიცვლები, სხვანაირი ვხდები..





თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენც გგონიათ რომ იცვლება გარემო?
თუ მე მეჩვენება?


შეიძლება უბრალოდ აყოლილი ვარ იმ იდეას რომ 2012 წელი ცვლილებების წელია და იმიტომ.

Posted by: narilla Oct 8 2012, 09:34 PM

QUOTE(Dondariable @ Oct 8 2012, 08:51 PM) *
ეს ბოლო პერიოდია სულ ვაკვირდები ბუნებას, როგორ წვიმს, ქარი როგორ ქრის, მზის ამოსვლას ჩასვლას და ა.შ
ძალიან მსიამოვნებს, თითქოს აფორიაქებულ სულს მიწყნარებს.

და მგონია რომ ადრე ასეთი არ იყო, მგონია რომ ყველაფერი შეიცვალა.
დღეს რომ იწვიმა მომეჩვენა, რომ ასე განსხვავებუალდ არასდროს უწვიმია.

მეჩვენება, რომ შინაგანადაც ვიცვლები, სხვანაირი ვხდები..
თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენც გგონიათ რომ იცვლება გარემო?
თუ მე მეჩვენება?
შეიძლება უბრალოდ აყოლილი ვარ იმ იდეას რომ 2012 წელი ცვლილებების წელია და იმიტომ.


ცვლილებების ყოველდღიურად ვგრძნობ! wink.gif

შინაგანი ბუნებიდან დაწყებულ ცვლილებებს ვუკავშირებ ამ ყველაფერს. უფრო ზუსტად რო ვთქვა, ხომ არის ხოლმე ასე: როცა შინაგანი განწყობა აქვს ადამიანს ამაღლებული, რაც არ უნდა ჭექა-ქუხილი იყოს, მაინც რაღაცნაირი დადებითი ემოციებითაა სავსე და ფაქტიურად, არ მოქმედებს, პირიქით, მისი შინაგანი მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რო ცუდად მოეჩვენოს რამე. ანდა, როცა შინაგანად, გუნება-განწყობილება აქვს გაფუჭებუი ადამიანს, რაც არ უნდა მზე ანათებდეს და კარგი ამინდი იყოს, გარეთ გასვლაც კი არ უნდა სახლიდან.

შინაგან ბუნებაში რა მდგომარეობაც აქვს ადამიანს ის გარეგან ბუნებაზეც ვრცელდება. მაგრამ ცალკე გარემოც რაღაც თავისებული გახდა... ვგრძნობ უფრო მეტ თავისუფალ ჰაერს, სივრცე გაფართოვდა wink.gif

მე კიდე სხვა რამესაც ვამჩნევ _ წინააღმდეგობაში აღარ მოვდივარ საკუთარ თავთან, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა.

კიდე ნაგლად ინდივიდუალისტი გავხდი, აი ისეთი, თავის ინდივიდუალობას ვერავინ და ვერაფერი რო ვერ დაათმობინებს.

და ასევე _ ცოტა ისეთი სპეციფიკური რამეა ... ვგრძნობ რო ცნობიერება მიფართოვდება smile.gif

Posted by: anima mundi Oct 8 2012, 09:38 PM

დღეს უცებ აზროვნება გამეწმინდა, აი შერლოკ ჰოლმსის აზროვნებას და ფაქტების დაკავშირებას ვახერხებ უცებ. ანუ უცებ მოხდა.. რაღაცნაირად smile.gif საინტერესოა, ყველა ვიცვლებით საგრძნობლად.

Posted by: narilla Oct 9 2012, 12:45 PM

ალერგიული გავხდი ბევრი რამის მიმართ, მაშინ, როცა ალერგია ადრე არაფერზე მქონდა ... wink.gif

Posted by: David27 Oct 9 2012, 01:18 PM

Dondariable
რაც თავი მახსოვს სულ ბუნებას ვაკვირდები.. დიდი ცვლილებები მიმდინარეობს და არა მარტო ბუნებაში.. smile.gif

Posted by: tikoroma Oct 9 2012, 02:20 PM

narilla

ციტატა
ალერგიული გავხდი ბევრი რამის მიმართ, მაშინ, როცა ალერგია ადრე არაფერზე მქონდა ...

ექიმმაც მითხრა, ისეთი რაღაცეები იწვევენ ალერგიას ადრე რომ არ იწვევდნენ, მცენარეები მაგალითად. ასე რომ შენ კი არ გახდი ალერგიული, გარემო შეიცვალა

Posted by: narilla Oct 9 2012, 03:39 PM

QUOTE(tikoroma @ Oct 9 2012, 02:20 PM) *
narilla

ექიმმაც მითხრა, ისეთი რაღაცეები იწვევენ ალერგიას ადრე რომ არ იწვევდნენ, მცენარეები მაგალითად. ასე რომ შენ კი არ გახდი ალერგიული, გარემო შეიცვალა


მართალი ხარ...

მცენარეებზე ალერგია ჯერ არ დამმართვნია, მაგრამ აი მზის მიმართ კი გავხდი ალერგიული.

Posted by: zeppelin Dec 10 2012, 09:21 AM

ოჩენ ინტერესნა ოჩენ


იმიტომ რომ რაღაც ცვლილელებებს ჩემს თავზე მეც ვატყობ. რას ვერ ვიგებ მარა ბოლო ორი თუ ერთი კვირაა შეიცვალა ყველაფერი თითქოს.
ჩემ გოგოსაც უთხარი მეთქი რაღაც დეპრესისების შეგრძნებები მაქ და ნოსტალგიის რაღაც ძველის. ნუ ღალატად ჩამითვალა ეგ biggrin.gif მარა მაინც ვფიქრობ რომ რაღაც შეიცვალა ჩემში.

არა მხოლოდ ეგ. რაღაცა ყველაფერი გაუცხოვდა და სხვა ინტერესის მაგვარი რაღაცეები გამიჩნდა. ვერ ვიგებ მოკლედ რა ხდება

Posted by: ##### Dec 10 2012, 11:23 AM

QUOTE
რაღაცა ყველაფერი გაუცხოვდა და სხვა ინტერესის მაგვარი რაღაცეები გამიჩნდა.

ეს და კიდევ ის რომ ამ ბოლო პერიოდში ბევრ ისეთ რაღაცეებს ვხდები ჩემით რომ მიკვირს ჩემი ტავის..... ცოდნა მოდის და მოდის თავისით. ცოდნის ერთ ორ კარს რომ ვაღებ, მესამე და დალშე თავისით ირება მერე.

Posted by: narilla Dec 10 2012, 06:01 PM

QUOTE(##### @ Dec 10 2012, 11:23 AM) *
ეს და კიდევ ის რომ ამ ბოლო პერიოდში ბევრ ისეთ რაღაცეებს ვხდები ჩემით რომ მიკვირს ჩემი ტავის..... ცოდნა მოდის და მოდის თავისით. ცოდნის ერთ ორ კარს რომ ვაღებ, მესამე და დალშე თავისით ირება მერე.



ცნობიერების დონემ აიწია, შეიძლება ძალიან ცოტატი, იმდენად, რომ შეუმჩნეველიც კი დარჩეს ჩვენთვის გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ფაქტია, სააზროვნო სივრცე გაიზარდა!

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)