ყველა ვხვდებით რომ საკუთარი თავის შესწავლა დიდ სარგებლობას მოგვიტანს ცხოვრებაში , მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე თუ როგორ უნდა შევისწავლოთ საკუთარი თავი )) ვინც დაინტერესებული ხართ ამ საკითხით გთხოვთ დაწერეთ თქვენი მოსაზრება ))
aleksandre
ჩემი პოსტები წაიკითხე და ბევრ რამეს მიხვდები, მტლი ჩემი ამ ფორუმზე ცხოვრება საკუთარი თავის დანხვაა, შესწავლა და მერე შედეგებიც არის. ფორუმზეც კი ჩანს ერთი თვის მერე რო უკვე სვანაირად ვაზროვნებ და ვაფასებ თავს..
გადახედე ჩემ პოსტებს. ჩემ თავზე უკეთეს მაგალითს ვერ მოგცემ ამ ეტაპზე და წმინდა ბერების წიგნებიც შეგიძლია წაიკითხო.
anima mundi
ok sp ) da tu ar shewuxdebi mitxari konkretulad romeli sheni postebi wavikitxo anu romel ganyofilebashi ?
საკუთარი თავის შესწავლისთვის აუცილებელია შევიცნოთ ჩვენი სტრუკტურა
არსებობს 4 ინტელექტი
1) ფიზიკური ინტელექტი- სხეული - სიცოცხლე არსებობა, გადარჩენის ინსტიქტი
2)გონებრივი ინტელექტი- გონება - განვითარება , სწავლა
3)ემოციური ინტელექტი- გული - სიყვარული , ემოციები , ურთიერთობები
4) სულიერი ინტელექტი- სული - მემკვიდრეობის დატოვება , ღვაწლი
თიოეულის ფუნქცია არის
1) გადამიხადე გემსახურები( აქ იგულისხმება საქვები )
2) გამომიყენე შემოქმედებითად
3) მომექეცით გულისხმიერად
4) მამსახურე საზოგადოებას.
თუ მოგეწონათ გავაგრძელებ
უნდა იფიქრო
aleksandre
ამ ოთხი ინტელექტის ყველაზე მაღალი გამოვლინება არის:
1)ფიზიკირუისთვის - დისციპლინა / ალბათ ყველა დამეტანხმებით რომ ჯანსაღ სხეულში ჯანმრთელი სულია ( არ ვგულისმხობ ყველას არამედ უმეტესობას ) ჩვენ თუ ჩვენი სხეულის მოთხოვლინებები დავაყენეთ ან გონებრივ ან ემოციურ ან სულიერზე მაღლა რა გამოვიდა ? ცხოვლებისგან რით განვსვავდებით ?
2) მენტალურისთვის - ხედვა / ხედვა ზოგადად მთელ სამყაროზე , ხედვა ჩვენ სამყაროზე (ჩვენ კარგად უნდა გაავანალიზოთ როგო სამყაროში ვცხოვრობთ და ამის მეშვეობით შევძლებთ წარმატების მიღწევას ჩვენ ცხოვრებაში) და ხედვა საკუთარ თავზე (რისი გაკეთება შეგიძლია , რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხაეები)
3)ემოციურისთვის - შთაგონება / შთაგონება ჩვენ გვაძლევს სტიმულს და ამის წყალობით ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც არ ვნებდებით და დასახულ მიზნისკენ მივისწრაფით.
4)სულიეისთვის - სინდისი და შინაგანი ხმა / შინაგანი ხმა ყოველთვის დაგვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილება მივიღოთ.
ოთხი ინტელექტის საუკეთესო თვისებები: ( რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია გამოიმუშაოს დიდი შრომის შედეგად)
1)დისციიპლინა - / პრაკტიკულობა , პასუხისმგებელობა , შრომის მოყვაეობა.
2)ხედვა - / მომავლის განჭვრეტა , ლოგიკური და საღი აზოვნება .
3)შთაგონება - / , შინაგანად მოტივირებულობა , იუმორის გრძნობა ) სიყვაული , კეთილშობილება .
4)სინდისი - / ზნეობა , სიბრძნე , თავმდაბლობა , ეთიკურობა , მოწყალება , ნებისყოფა .
მოკლედ რაც გავქაჩე ეს არის )) ამ პოსტში მარტო კარგ თვისებებზე ვისაუბრე ვინმეს თუ რამე ინფომაცია გაგაჩნიათ ამ თემასთან დაკავშირებით დიდი სიამოვნებით მოვუსმენ ))
dale karnegit da alan pizit unda sheiscavlot tqveni tavi
დეილ კარნეგის ყველა წიგნი, ონლინში შეგიძლიათ წაიკითხოთ ) http://thelib.ru/authors/karnegi_deyl.html
ალან პიზის ყველა წიგნი http://klex2.ru/4uu
დეილ კარნეგიცა და ალან პიზიც კაი ყველამ ვიცით რომ თავიაანთ საქმეში უძლიერესები არიან.
ფორუმზე სპამების კიტხვა მეზარება ყველაზე ძალიან, და სამწუხაროდ უხვადაა ხოლმე. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვინც იცით რაიმ (ამ თემის ირგლივ და არა სხვისა) გ ვ ა ს წ ა ვ ლ ე თ კონკრეტული მაგალითებით კონკრეტული სწავლებებით, ისე რომ ჩვენს ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე.
orive sruli degeneratebi arian!
fiziognomikaze gacilebit bevri sxva saintereso ram aris
jarmen გეთანხმები
ეხლა რაც შეეხება ამ თემას
ყურადგება მიაქციეთ საკუთარ ფიქრებს იმიტომ რომ ისინი შეიძლება გადაიქცნენ შენ სიტყვებად
ყურადგება მიაქციე საკუთარ სიტყვებს იმიტომ რომ ისინი შეიძლება გადაიქცნენ შენ ქცევად
ყურადგება მიაქციე საკუთარ ქცევებს იმიტომ რომ ისინი შეიძლება გადაიქცნენ შენ თვისებებად
ზუსტად არ მახსოვს სად ამოვიკითხე ეს ფაზა მაგრამ ძალიან საინტერესოა
აქედან გაომდინარე ჩვენი საკუთარი ფიქრებით განისაზღვება ჩვენი ქცევები და თვისებები და თუ ვინმეს არ მოსწონს საკუთარი თვისებები და ქცევები ჯობია დაფიქრდეს )))
ხო კიდე აი
ჯერ ჩნდება სურვილი-სურვილი აჩენს ფიქრს-ფიქრი აჩენს მოქმედებას
მიხედეთ თქვენს სურვილებს))
საკუთარი თავის შეცნობა ძალიან დიდი და რთლი პოცესია
და ვფიქრობ რომ უკეთესი იქნება ადამიანი 4 ინთელექტიდან ამოვირჩიოთ რომელიმე ინტელექტი მაგარლითად ფიზიკური ინტელექტი და ამაზე ვისაუბროთ როდესაც ამოვწუავთ ამ თემას გადავიდეთ შემდეგზე
ეხლა მინდა შემოგთავაზოთ საკუთარი შეხედულებები
ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ფიზიკური ინტელექტი ჩვენთვის ყველზე ნაცნობი და უკეთ შესწავლილია,
ფიზიკური ინტელექტი არის ჩვენი სხეული და მისი მოთხოვნილებები .
არასდროს დაფიქრებულხართ თუ რა მართავს ჩვენს ორგანოებს ისინი თავისით ხომ არ იმათებიან ?
ალბათ ქვეცნობიერი ( ზოგი ქვეცნობიერს აიგივებს სულთან მეც ასე მგონია )
გამოდის რომ ქვეცნობიერი მართავს ადამიანის სხეულის სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებს,მაგრამ სხეული თავისი პატარა მმოთხოვნილებებით ( მოთხოვნიელებებში ვგულისმობ : სიგარეტს, ალკოჰოლს, ზედმეტ კვებას ანუ ნაყროვანებას სიზარმაცეს და აშ) შეუძლია მართოს გონებრივი ინტელექტი და გარკვეული დროის შემდეგ დააბინძუროს ჩვენი ქვეცნობიერი.
აქედან გამომდინარე საუკეთსო საშუალება ფიზიკური ინტელექტის გასავავითარებლად და შემდგომ ხელი რო არ შეუშალოს სხვა ინტელექტებს განვითარებას არის დისციპლინა
დისციპლინაში ვგულისმობ - ჯანსაღ კვებას , შრომისმოყვარეობას , ვარჯიშს
რაც შეეხება გადარჩენის ინსტიკტს
ამას მხოლოდ დიდი შისი იწვევს იმიტომ რომ ჩვენი სხეული დიდი არაფრით განსხვავდება ცხოველებისგან და როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს გადარჩენის ინსტიქტი. ჩვენში თავიდანვე არის ჩადებული პროგრამა რომლის გააქტიურების დროს ყველაზე უსუსურ ადამიანმა შეიძლება უცნაურად იმოქმედოს
http://www.youtube.com/watch?v=UbCW7VIIH1s აი მაგალითი )
(რეაქცია)
ჩვენ სხეულს უნიკალური დამახსოვრები და გამეორების უნარი აქვს. მოვიყვან ბოქსიორების მაგალითს ერთი და იგივე მოძაობის ბევრჯერ გამეორებით სხეული იმახსოვრებს ამ მოძრაობებს , ყველას გექნებათ ნანახი ბოქსის მაჩი. რა სისწრაფით მოძაობენ და ურტყამენ ერთმანეთს , შეუძლებელია სინქრონში თან იფიქრო და თან იმოქმედო.
შეიძლება სასაცილოა, მაგრამ დღიურის წერა ძალიან დამეხმარა ადრე
ძალიან ცუდ ხასიათზე როცა ვიყავი, ყველაფერს ვწერდი და მერე ვკითხულობდი.
თითქოს საკუთარ თავს სხვა ადამიანის თვალით ვხედავდი.
ადვილი და უსაფრთხო მეთოდია, შედეგიც მომეწონა
gamarjobat jer:) mec vityvi ramodeniime sityvas, tu sheidzleba:) tema sainteresoa,
Adamiani bevr cyarosac gamoiyenebs tavis shesacnobat magram gza tavis shecnobisa danaxvaa shinagani mdgomareobisa, xedvis ganvitareba sachiroa magram rogor?
Kai xania vakvirdebi temebs, postebs, da me davinaxe rom jibriani var, sxvas ganvsji da armomcons sxvisi saqcieli, azri, aqac imis mtkiceba midis me var scori tu sxvaa scori(pirobitat) . Vis mogsvliat iseti azri tavshi, romeltanac cinaagmdegobashi mosulxart, tqvenve??? Da es logikurad rogor unda axsnat?
კამათი არ უნდა იყოს იმაზე რომ, მე ვარ მართალი და არა ის. ანდა შეუსწორო მასე არ არის აი მასეა. - შუძლებელია- . გამოუცდელი ბევრს რამეს აღმოაჩენს და მიაღწევს იმას რას გამოცდილმა ვერ მიაღწია.
ამიტომ, ორივე მხარე ვუსმენ და ვუფიქრდები. შეიძლება ბევრი მინუშები დავინახო, მაგრამ შეკამათებას თავს შევიკავებდი და მიზეზი ის არის რომ, თვითონ მიხვდება რა არის სწორი და რა არა .
ბევრი სულელური აზრები დაწერილიც იყო და ყველამ იცოდა,მაგრამ არავინ არ შეედავა ( არასწორია , არალოგიკურია და ა.შ.) .
ადამიანში იმალება ამოუცნობი დაუჯერებელი და წარმოუდგენელი მოვლენები, ამიტომ მე პირადად ორივე მხარსგან შევიცნობ ახალ სამყაროს და ახალ იდეას.
დედამიწაზე 100 პროცენტიანი დარწმუნებული არავინაა და ცდილობენ რეალურ სამყაროსთან დაუახლოვდეს.
ასე რომ, წინააღმდეგობა არავისთან არც უნდა იყოს.
ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს საწინააღმდეგო შედეგს.
ho rato vecinaagmdegebi sakutar tavs???
მეც ვიტყვი ჩემ აზრს მაგ თემსათან დაკავშირებით
ზოგადად სამყაროს შეცნობა ხდება გონებრივი ინტელექტით და
სამყარო რომელიც დიდი მისტიკის შეედეგია ვერ მოხერხდება მისი ლოგიკურად შესწავლა . ჯერ უნდა იწამო რომ დაინახო .
მე პირადად დიდი მომხრე ვარ კამათის( ვგულისხმობ ჯანსაღ კამათს) ბევრჯერ კამათის დროს გადავსულვარ ოპონენტის მოსაზრებაზე იმიტომ კი არა რომ მის ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი, არამედ იმიტომ რომ დავინახე მასში სიმართლე.
ისე თუ დაუკვირდებით , მაკრო და მიკრო სამყაროების სტუკტურა ძაან წააგავს ერთმანეტს ( ვგულისხმობ ატომებს და მზის სისტემებს ) და მეც ასე ვფიქრობ რომ მთელი სამყაროს ცოდნა იმალება ჩვენში ადამიანებში უბრალოდ ამას უნდა მიაგნო.
shaqro
რაგაც გაიყინა ეს თემა ნუთუ ყველამ ასე მალე შეისწავლეთ საკუთარი თავი ? ))
გონებრივი ინტელექტი - ჩვენი გონებას რადიო მიმღების მსგავსი მოწყობილობა გააჩნია რომელსაც შეუძლია აზრების დაჭერა, აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ
არასდროს არ მოგსვლიათ როდესაც მეგობარს ან ახლობელ ადამიანთან საუბრის დროს სანამ რაღაცის თქმას დააპირებდით ის მიმხვდარა ( არ ვგულისხობ ნამიოკით ან ლოგიკურად მიხვედრას ) და შემდეგ არ გაგკვივებიათ ?
რადიო მოწყობილობას აქვს უნარი დაიჭიროს სხვადასხვა სიხშირეები, ჩვენი გონებაც ასე მუშაობს.
გარდა ამისა ჩვენ გონებას აქვს დამახსოვების უნარი მსგავსი კომპიუტერის ვინჩესტერის, ის ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ კომპიუტერისგან განსხვავებით რასაც საჩიროდ ჩათვლით ან ხშირად გადაიმეორებთ ის გამახსოვრდებათ ხოლო დანარჩენი თითქოს იშლება, მაგრამ ადამიანებს რომლებმაც კლინკური სიკვდილი გადაიტანეს ყველაფერი მათი მთელი ცხოვრება ერთ წამში ჩაივლის აქედან გამომდინარე (თუ ეს ადამიანები არ იტყებიან) ადამიანს აქვს შესაძლებლობა გაიხსენოს ყველაფერი.
ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მიიღება მხოლოდ გონებით. გადაწყვეტილებას ვიღებთ გონებრივი , ემოციური ინტელექტით რომლებზეც დიდ გავლენას ახდენს ჩვენი სულიერი ინტელექტი.
ადამიანის ფიზიკურ ინტელექტი დიდ ზეგავლენს ახდენს გონებრივ ინტელექტზე მაგრამ მიუხედავად ამისა გონებრივი ინტელექტს სრულად ემორჩილება სხეული. ადამიანს გააჩნია 5 გრძნობის ორგანო რომლითაც აღიქვამს სამყაროს, წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს გონებრივ ინტელექტს, მე ვიცი მხოლოდ ერთი ისტორიული პიროვნება რომელსაც შეეძლო ერდროულად ეწერა, ესმინა და ამავდროულად ელაპარაკა , ეს რეალურად შესაძლებელია და თუ ადამიანმა მხოლოდ ეს სამი (და დანარჩენ ორზე არ ვლაპარაკობ) განავითარა რისი გაკეთება შეეძლება?
რატო არ დაწერს? თუ ვინმეს შესწავლილი აქვს საკუთარი თავი ამ ფორუმზე დამიჯერე დაწერს თუ არ წერს ესეიგი არ აქვს შესწავლილი, უბრალოდ რაღაც ცოდნა აქვს რომელსაც ძალიან უფრთხილდება. მე პირადად რომ მქონდეს ბოლომდე შესწავლილი საკუთარი თავი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარებდი ჩემს ცოდნას.
საკუთარ თავს ბოლო ამუსუნთქვამდე ვსწავლობთ და არავინ მოგატყუოთ , რომ არის სწავლება, რომლეიც დაგეხმარებათ რაიმე ტექნიკით ამის განხორციელებას სიცოცხლეშივე.. მორიგი ტყუილია და მეტი არაფერი..
რა თქმა უნდა რომ მთავარია შენ თავს ჩაუღრმავდე , მაგრამ მოვიყვან მარტივ მაგალითს : სიტყვაზე ადამიანმა თუ არ იცი ქვეცნობიერის ან ადამიანის ენერგიის არსებობა როგორ შეისწავლის მას ? მან არსებობაც კი არ იცი მათი .
Sandrika
მაგდენს თუ ხვდები მთავარი გცოდნია-დანარჩენი შენს ძალისხმევაზე ადმოკიდებული და საბოლოო მიზნის განსაზღვრაზე..
) ვნახოთ
Sandrika , თუ შეიძლება ემოციურ და სულიერ ინტელექტზეც დაგვიწერეთ რაიმე
განიხილე ცალ-ცალკე ისევე როგორც ფიზიკური და გონებრივი განმარტე ...
ფლიზ ^^
SAM_GOLD
ჯერ ჯერობით ვერ დავწერ იმიტომ რომ ემოციური ინტელექტის შესახებ ძალიან ცოტა ვიცი , ეხლა ვსწავლობ . როცა ცოტა გავერკვევი მერე დავწერ
გამარჯობათ, ძალიან კი მახარებს ესე სერიოზულად და ბრძნულად რო უდგებით ამ საკითხს და ერთმანეთს გამოცდიელბას რო უზიარებთ, მართა ძალიან მახარებს - იმიტომ რომ ეს ყოველთვის იშვიათობაა ხოლმე ქართულ ფორუმებზე, მაგრამ მე ერთი კითხვა გამიჩდნა, შეიძლება დაწერეთ კდიეც უკვე და მე გამომრჩა მაგრამ მაშნ კიდევ ერთხელ დაწერეთ, ეს საკუთარი თავის შეცნობა რათ გინდათ, რა მიზანს ემსახურება ან რა შედეგს ელით, მე კი მსმენია ბობოლა ფილოსოფოსების ნათქვამები საკუთარი თავის შეცნობის ავკარგიანობის შესახებ მარა მაინც უფრო კონკრეტუალდ რას ელით ამ თქვენი თავის შეცნობისგან?
გეთანხმები OLD_man და ჩემი აზრით არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი ვიდრე ემსახურო სხვებს და შეისწავლო საკუთარი თავი
გამარჯობა !! )) დიდი ხანია არაფერი დამიპოსტავს , ამ ბოლო დროს საინტერესო რაგაცეებს მივაგენი და მინდა გაგიზიაროთ (ემოციურ ინტელექთან დაკავშIრებით)
ამ შემთხვევაში რასაც დავწერ ყველაფერს საკუთარ გამოცდილების მიხედვით ) დიდად მოხრლი ვიქნები თგვენგან შენიშვნებს თუ მივიგებ და თქვენც საკუთარ გამოცდილებას გამიზიარებთ )))
რა არის ემოცია?
ძნელად კონტროლირებადი დიდი ენერგია.
რამდენი სახის ემოცია არსებობს?
ბევრი (ხუმრობის გარეშე) არსებობს მრავალი სახის ემოცია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ზოგში ერთი სახის ემოცია ჭარბობს ზოგში მეორე,
მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ემოციის საწყისი არის სიყვარული
ავხსნი რატომ )
სიტყვაზე მე ვუბრაზდები ჩემს მეგობარს იმიტომ რომ ის უსამართლოდ მოექცა სხვას, ხოდა რატომ ვუბრაზდები მე მას? იმიტომ რომ ის ადამიანი მიყვარს და სამართლიანობა. )))
ან მერე შემთხვევაში მე ჩავარდი დეპრესიაში იმიტომ რომ ვერ მივაღწიე დასახულ მიზანს ,
რატომ ჩავარდი დეპრესიაში? იმიტომ რომ საკუთრი თავი მიყვარს და ვერ ვეგუები წარუმატებლობას
თყ ემოციის გავარჯიშება გსურთ ყველაზე კარგი ვარიანტია, კონცენტრაცია მოახდინოთ აბოლიტურ სიყვარულზე ))
როგორ მიხვდებით რომ ემოცია ვარჯიშდება?
ჭრელად
(ხუმრობის გარეშე) თქვენ თუ იგრძნობთ თბილ ენერგიის ნაკადს რომელიც მუცლიდან გულ მკრედამდე მოედინება და შემდეგ მთელ სხეულში გაედინება ესეიგი თქვენ ვინმე გყვარებიათ
თავიდან თუ მანდამაინც ამ თბილ ენერგიას მუცლიდან მოდინებს ვერ იგრძობთ, არაუშავს მთავარია ( სოფელში ან სადმე სიცივის სიგრილის დროს როდესაც შეგცივებიათ თანში ჟრუანტელს ხო გაუვლია ხოდა მაგას თუ იგრძნობთ ესეიგი mission is completed ))
დღეს გავედი და სხვა დროს რამე საინტერესო ამბებს მოგიყვებით )))
old_man
გასაგებია რასაც ამბობ, ანუ საკუთარ თავს რომ შეიცნობ და თვითკმარი გახდები - იცხოვრებ უფრო სრულფასოვნად.. ცოტა სიტყვები გადამიადგიდლა შეიელბა მარა აზრი არ დამიმახინჯებია, მაგრამ რაღაც ვარიანტში სრულფასოვნად ცხოვრების წადილი და თვითმარობა ხო არ გამორიცხავს ერთმანეთს? იქნებ იმდენად თვითკმარობა ჯობია რო სულფასოვანი ცხოვრებაც სულ ერთი იყოს..
რაღაცნაირად ეგეთ ხასიათზე ვარ რო თემა განვავრცო, არც ველი რო უცებ ჰოპ და ამ თემას ამოვწურავთ და ალბათ მაგიტო მაქვს განვრცობის მუღამი...
ისე საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე სულ ცხონებული ტაილორ დერდენის სიტყვები მახსენდება ხოლმე
http://www.youtube.com/watch?v=42cSdyzVcXQ
გოგა
old_man
))
ჩემი აზრით საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა კონცენტრაცია.
უბრალოდ დააკვირდით საკუთარი ფიქრებს საიდან იბადება რა იწვევს მათ წარმოქმნას თუ შეძლებთ რომ კონცენტრაცია მოახდინოთ ფიქრზე და ჩაყვეთ ყველაზე დაბალ დონეზე მიხვდებით როგორ მოქმედებს საკუთარი ტვინი და მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია
კი ეგ მნიშვნელოვანია მაგრამ მაგაზე უფრო მნიშვნელოვანია თუ ვინ ან რა იღებს გადაწყვეტილებას ჩვენში.
Sandrika
გოგა
მაგარია, ღრმა საფიქრია ეს მომენტი,– ვინ ვარ მე სინამდვილეში?
earth
ჰო ჩემი აზრით ეგ კარგი კითხვაა, მაგ კითხვაზე პასუხი ერთიანად გასცემს იმ კითხვას პასუხს თუ როგორ შეისწავლო საკუთარი თავი, ვაპშეტა თუღა გქონდა მაგ კითხვაზე პასუხის მოსმენის მერე იმის გაგება როგორ შეისწავლო თავი შენი..
დღევანდელობაში სიტყვა "ადამიანი" კარგ გემრიელ კომპლიმენტად გვექცა, ცოტა ჯანდაბური მოდგმა გახდა ეს კაცობრიობა, გახდა მეთქი ისე ვიძახი გეგონება სხვა ეპოქებშიც მეცხოვროს და დაკვრივება მეწარმოებინოს მარა მაინც ვფიქრობ ესეთი ცხოველივით პრიმიტიულ ინსტიქტებამდე დასული ადამიანი ქვის ხანაშიც არ იქნებოდა, პატარა უფლისწულის სიტყვები მახსენდება ხოლმე, "რამოდენიმე ციფრს გავიგებთ ადამიანის ცხოვრებიდან და გვგონია რომ მის შესახებ ყველაფერი ვიცითო.. ძაან გავუტიე და ისედაც გაჭედილი თემა მოუსავლეთში მიმყავს
აეს ნახეთ, საკაიფო რამეა : http://youtu.be/l89fv5aoUjo
მოგესალმებით ყველას, პირველად ვარ აქ ფორუმებს სულ ვერიდებოდი მიხარია რომ ბევრი თანამოაზრე მყოლია თურმე
პირველ რიგში სამყაროს ხედვა ახსენეთ და მაინტერესებს როგორ ხედავთ თქვენ სამყაროს
ჩემი აზრი ესეთია
თავის შეცნობა მიდის, ვინტერესდები თემებით რაც აქამდე არ მაინტერესებდა, კარგია რომ ვშფოთავ და სხვა გზას არ ვიტოვებ გარდა განვითარებისა
უნდა გავაანალიზო ისიც რომ განუსაზღვრელი შესაძლებლობების ერაში ვცხოვრობთ, არი განვითარებული და დეპრესიული თაობა და ვინც შეეცდება ალბათ
მოიპოვებს წარმატებას და სულიერ სიმშვიდეს, საქმე გვაქვს ახალ რასასთან, ახალ ცივილიზაციასთან, როგორც გამყინვარების შემდეგ გამოქვაბულიდან
გამოსულ ჰომო საპიენსს დახვდა სხვა რასა და განსხვავებული ინტელექტის სხვა ინდივიდები - თანამედროვე ადამიანი ის რასა გაწყდა, ვერ გაუწია კონკურენცია
ახალ თაობას, უფრო განვითარებულ, ლამაზ და ჭკვიან ადამიანს. იგივე ხდება 21 საუკუნეშიც იბადება ახალი თაობა და ძველ ხალხს ამჯერად მიეცა შანსი განვითარდეს, გადალახოს ბარიერები, იაზროვნოს და გადარჩეს განადგურებას... ეპოქაში სადაც გვაქვს წვდომა ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან, არსებობს ინტერნეტი და ადამიანებს აქვთ იმის საშუალება განუზომელი რაოდენობის სხვა ხალხის აზრი მოისმინოს, სხვისი ნააზრევი გააანალიზოს, მიიღოს განათლება
რა თქმა უნდა რომ შეიქმნებოდა არსებითად სხვა ინდივიდი, ცხოვრება იცვლება და სიახლეებით არის სავსე, ეს ჩვეულებრივი ევოლუცია და გარდატეხის ეპოქაა, და თუ სწორ მიმართულებას მისცემს ადამიანი მიღებულ ინფორმაციას, თუ შეიძენს ობიექტური ანალიზის უნარს თავიდან ამოვიგდებთ იმ დეპრესიულ მენტალიტეტს და
შიშს რომ რაღაც უნდა მოხდეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა როცა ვერ ხედავ წინ, წლების მერე რა იქნება და ვეღარ წარმოუდგენია ადამიანს მომავალში რა უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა რომ ჩამოუყალიბდება იმის შეგრძნება რომ აპოკალიფსი მოდის, ეს არის გადამეტებული აზროვნების შედეგი, გამყარებული ძველი წარ
მოდგენებით, რწმენით და რელიგიური შეხედულებებით აპოკალიფსის შესახებ. აპოკალიფსი მოდის, მოვა აუცილებლად მაშინ როცა ყველა ერთ აზრზე დადგება
სწორ აზროვნებას ისწავლის ადამიანი და სხვებსაც ხელს ჩაკიდებს და ეტყვის - ხალხო არაფერი არ ინგრევა და არ ფეთქდება, ხდება გარდატეხვა სამყაროში და მოდი ერთად დავიწყოთ ახალი ცხოვრება! ეს არის გამოსავალი რომ მივცეთ ჩვენი ტვინის ზე-შესაძლებლობებს სწორი კალაპოტი და მაშინ დაიბადება ახალი ადამიანი...
ადამიანთა რასა მიხვდება რომ 95% გონებრივი რესურსი გამოუყენებელი აქვს და ეს იქნება მისი შვება და ხალხს რომელიც სხვა რამეში ხედავს გადარჩენას
მივმართოთ - გზა მარტო ორია, და თუ ხვდები რომ ამ განვითარების გზით ვერ ივლი მაშინ მყარად დაადექი მეორე გზას, რომელიც ასეთივე სწორია და საჭირო ორივე გზაზე შრომით მოპოვებული, მიწისგან მიღებული სიკეთე. ეს ამ კატეგორიას მისცემს სულიერ შვებას, ბუნებასთან სიახლოვე, დასვენებული ტვინი - სწორია და კარგი, პირადად ვთვლი რომ სხვა არაფერი უგულისხმია მას ვინც მთელი ეს სიბრძნე ერთ წინადადებაში ჩადო და რელიგიური აქსიომის სახით მოგვაწოდა "ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი", მხოლოდ იმიტომ აქსიომის სახით (როცა იესოს კითხეს იგავებით რატომ საუბრობდა მან ეს აუხსნა ძალიან მარტივად და მოგვიწოდა შვილებს აქსიომად მიგვეღო ყოველივე ეს) რომ მის შინაარსზე ამოცნობის მცდელობით არ ჩავარდნილიყო ადამიანი ზედმეტ ფიქრში, ეს არის მთელი იდეა - ზედმეტი ფიქრი ნერვულ სისტემას ანადგურებს, ხოლო ბედნიერება სხვა არაფერია თუ არა უპრობლემო ნერვული სისტემა... ხოდა ამოარჩიოს ყველამ ვინ რა გზაზე დადგება, ორივე გზა გადარჩენაა და დაიღუპება მხოლოდ ის ვინც შუაში მოყვება, ან იფიქრეთ და ისწავლეთ ზუსტად იმდენი რომ სიბრძნეში ჩავარდეთ და გახდეთ ზეგანვითარებული რასის წევრი ან საერთოდ არ იფიქროთ.
მაინტერესებს თქვენი აზრებიც და არ დაგეზაროთ.
კეთილი იყოს ჩემი ფეხი
და ასევე მჭირდება დახმარება, თან ძალიან მძიმე გადაწყვეტილების წინ ვდგავარ
როცა ვუყურებ ადამიანებს რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ამაზე ნაფიქრი ვხვდები რამდენად ბედნიერები და ლამაზები არიან, მათი უპრობლემობა
განაპირობებს სულიერ მდგომარეობას, არ აქვთ შფოთვა და პანიკური აშლილობა რაც გარეგნობაზე ასე აისახება - ხალისიანები და ლამაზები არიან, აქვთ მიმზიდველი მიმიკები, გამოხედვა და მანერები რომლის გამოც დიდ სოციალურ მხარდაჭერას ღებულობენ, ეს მათ უფრო აძლიერებს და ალამაზებს...
მიჩნდება შეკითხვა ღირს ამდენი ფიქრი? ჩემ თავს ვუყურებ და ნერვები მეშლება საკმაოდ სიმპათიური ვიყავი როგორც მეუბნებიან, რაც ფიქრები დავიწყე და ინფორმაციების გაუთავებელი ძებნა - მონგრეული მიმიკები, არამიმზიდველი გამოხედვა, არაესთეტიური მანერები (პახოდკა, ჯდომის მანერა და ა.შ), ძალიან მინდა ამ ხალხს ვგავდე რომ ჩემი თავი გადავირჩინო, მინდა მეც ასეთივე მისაღები და საინტერესო ვიყო, ეს არის ჩემი მიზანი და მინდა რომ გამოვკვეთო რითი მიიღწევა ეს სულიერი მდგომარეობით თუ თავზე მუშაობით და ინდივიდუალურად დახვეწით (რაც წარმოუდგენლად ძნელი მეჩვენება). იმის ეჭვიც მიჩნდება სწორად მყავს თუ არა ეს ხალხი შეცნობილი, ანუ ვუშვებ რომ თვითონ იშრომეს თავის თავის დასახვეწად. მაინტერესებს თქვენი აზრი
Just try
გამარჯობათ)
საკმაოდ დიდი დრო გავიდა რაც ამ განყოფილებაში არ დამიპოსტია, ხოდა გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ახალი გამოცდილება იმედ მაქვს გამოგადგებათ ))
ჩემი აზრით კაცობრიობის მთავარი პრობლემაა რომ უმეტესობამ დავკარგეთ სულიერი ხედვა (
გავხდით ავტომატური არსებები, თუ დააკვირდებით ადამიანი დღის განმავლობაში რამდენი საათი მოქმედებს მექანიკურად და არა ავტომატურად? ნორმალური ადამიანი დაახლოებით 2 დან 6 საათამდე, ჩვენ დღის უმეტესი ნაწილი ჩვენს თავს ვკარგავთ(კონცენტრაცია დაქვეითებულები), ვმოქმედებთ ან გარემო ფაქტორებით ან პრივიჩკებით (
ძალიან გამომადგა გურჯიევის სწავლება და უკვე დავიწყე ამ მხრივ საკუთარ თავთან მუშაობა, რომელსაც ქვია გამოფხიზლება დგის განმავლობაში ვცდილობ კონცენტრირებული ვიყო და გავაანალიზო თუ როგორ ვიქცევი , რას ვფიქრობ , რას ვგრძნობ და რას ვიძახი, გარდა ამისა დღის განმავლობაში ვისახავ რამოდენიმე პატარა მიზანს და ვასრულებ, მაგალითად დოილას და საგამოს წავიკითხავ 50- ე და 90 ფსალმუნს, ქუჩაში გამართული ვივილი , ნერვროზულ მოქმედებებს არ გავაკეთებ და აშ ესეთ პრიმიტიულ რაგაცეებს ))
დამიჯერეთ ყველაფერი დიდი იწყება პატარიდან )
ეს ჩემი ბოლო პოსტი იყო ყველას გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას
ადამიანისთვის საკმარისია 1. არ სტკიოდეს - ფიზიკური ტკივილი, სტრესული სიტუაციები, დანაშაულის გრძნობა, სინდისის ქეჯნა და ა.შ. და 2. ცხოვრებისეული კაიფის ყოველდღიური დოზა - ფიზიკური სიამოვნება, გართობა, ადგილი სოციუმში, ურთიერთობა და შთაბეჭდილების მოხდენა სხვა ადამიანებზე...
რა როლიდან გააკეთებ ამას მორწმუნის თუ ათეისტის, თეთრის თუ შავის, ანარხისტის თუ კამსამოლის, ტრადიციული, კონსერვატორი ტიპის თუ აი ისეთის ყველას რომ ებრძვის და თავის გამორჩეულობით და "სულ სხვანაირობით" რომ ტკბება ზოგი ინტელიგენტის, გურუ, მასტერი (ში ფუ ) ზოგი იმით ზოგი ამით... მოკლედ სულ ერთია. ეს როლები სამყაროსავით ძველია და თავად არეგულირებს ბაზარი. ხოდა რაც ჩვენ განვითარება გვგონია ერთი როლიდან მეორეში გადასვლაა ხოლმე როგორც წესი. ვერაფერ ახალს ვერ მოიგონებ ამ დონეზე... ახალი და განვითარებადი შეიძლება იყოს მანქანათმშენებლობა და ვიდეოთამაშების ინდუსტრია - ადამიანი და სულიერება არა.
Plasmodium
+++++++++++++++++++++++++++
tikoroma
თიკო არ აყვე პროვოკაციას! ის მაინც ბრუნავს!
td.........
ტრუალობს-თქვა, გოგო
ერთმა დასვმა კითხვა რა საჭიროა საკუთარი თავის შეცნობაო. კარგი კითხვაა. მე ამის სურვილი დაკარგულმა სიმშვიდემ გამიჩინა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც შენ თავთან დისკოფორტი გაქვს რადგანაც არ იცი ვინ არის და გამუდმებიტ კონფლიქტში ხარ. ვერაფერს ხვდები ვინ ხარ, რასაც აკეთებ მართლა შენია თუ საზოგადოების, სოციუმის, ოჯახის და ა.შ. მოხვეული/შექმნილი პროდუკტია/სურვილებია/ვნებებია. სანამ სიმშვიდეს დავკარგავდი, სხვადასხვა არხითეს კითხვები მოდიოდა ა და ბევრჯერ მივწიხლე, იმიტომ რომ ამაღელვა ძალიან, რადგანაც კომფორტულად ვიყავი იქ სადაც ვიყავი, ზედაპიურლად მაგრამ მაინც. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მთელი ჩემი რწმნები გამომაცალა და უცებ ნანგრევებში ავღმოვჩდი. ხო და ვეღარ მოვხვდი როგორ დამეცყო შენება, რა საშენი მასალა გამომეყენებინა, საშენი მასლაის არჩევაც ხომ პრეფერენცია რომელიც რაღაცაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს მართლა მტკივნეული პრცესია. ხო და დღეს ვარ ასე გაოცებული და დაბნეული, მაგრამ ბოლბოლო გადავწყვიტე გავცე ამ კითხვას(ებს) პასუხი და რაღაც გზას დავადექი. ამ გზაზის დასაწყიში გუჯიევს ვეცნობი და მე მგონია სადღაც მიმიყვანს, საინტერესო ადგილას. ერთ კი მგონია თუ ოდესმე ეს კითხვები გაუჩდა ვინმეს, ჯენუინლი, ყურადღება უნდა მიქციოს რადგანაც არ მოგეშვება მანამ სანამ რამე ძირეული არ მოხდება რომელიც უფრო მტკივნეული შეიძლება იყოს გადასატანად.
biliana
ერთი რამ ასიანია, რომ ასეთი შემთხვევები, როგორიც აღწერე თუ დასძლიე უფრო ძლიერს გხდის.
ყველაფერი პროგარამაშია ამ ცხოვრებაში. მასე ვსწავლობთ და „ვიზრდებით“.
ასევე ის რომ პროგრამას ჩვენ ვადგენთ და ხშირად არ ვიცით ამის შესახებ.
ციტატა ნუნ ძის ომის ხელოვნებიდა.
“თუ იცნობ შენ თავს და მტერსაც, მაშინ გაიმარჯვებ,
თუ იცნობ შენ თავს და არ იცნობ მტერს, მაშინ გექნება გამარჯვებებიც და დამარცხებებიც,
თუ არ იცნობ შენ თავს და არ იცნობ მტერს, მაშინ მუდამ დამარცხებული იქნები”
მოდი გადავახტები ვინ რა დაწერა იმიტომ რომ თავისი არავის დაუწერია თითქმის ყველამ გაიმეორა ან წინიდან დაწერილი, ან რაც დაამახსოვრდა ვიღაცისგან, ვინ ხარ შენ,? არის კითხვა..... ამ კითხვაზე პასუხს სიტყვით ვერავინ ვერ გადმოსცემს ამ სამყაროში ვერცერთი ადამისანი უპირველეს ყოვლისა, ეს ერთი მეორე ის რომ ადამიანმა რომელმაც განვითრების დასასრულს მიაღწია მისთვის სულერთია გაუგებსთუ არა ვინმე რადგან მან იცის რომ მას ვერავინ გაუგებს, და რც აწუხებს ეს, და ვინ ხარ შენ კითხვაზე პასუხს სხვა ადამიანი და მათ შორის ვერცშენ სიტყვით ვერ გადმოსცემ, ეს არ ეხება ამ სამყაროს კანონებს არც ხუთი გრძნობის ორგანოს საერთოდ სხეულს, გონებასა და გრძნობებს არ ეხება, არც არაცნობიერს და არც ცნობიერს, თქვენ თუ იცით ადამიანი რომელსაც არ სძინავს ანუ მის სხეულს სძინავს მაგრამ თავად არ სძინავს მეეჭვება, რადან ის რომც იყო ის ამას სააშკარაოძე არ გამოიტანს რადან მას ვერავინ გაუგებს, წარმოიდგენთ რომ მოკვდით? თქვენი სხეული, გონება და გრძნობები თქვენი ცნობიერი რომელიც აცნობიერებს ეხლა და ამ წამს რომ ის ცოცხალია, ის გრძნობს რომ კვდება მისი სხეული, გონება, წარსული და მომავალი, ფიქრები და სურვილები, გრძნობები და ემოიციები, ის ვერ გრძნობს, იძინებს მაგრამ ვერ გრძნობს რომ იძინებს მის სხეულს კი სძინავს მაგრამ თვითონ, აი წყდება აქ სიტყვები შეზღუდულია, გონება შიზღუდა, ემოიციბებიც გაცდა მატერიას, ..................... ასე რომ ჭშმარიტების გადმოცემა სიტყვით შეუძლებელია ყველა ვინც სიტყვით და ფიქრით ანდაც სურვილებით ხედავს თავის თავს, ის ისეთივე ცხოველია როგორც მთელი პლანეტა ის, იმყოფება დეტერმინირებულ სამყაროში და სძინავს, ის იმ მასის ნაწილია და მას ვერსდად გაექცევა მანამ არ გაცდება, ამ სამყაროს შეზღუდვებს და თვით თავის სხეულისას ამის მიღწევა კი მხოლოდ ამ სიცოცხლეშივე შეიძლება. მე რაც დავწერე რათქმა უნდა სიტყვით ჭშმარიტება ვერ გადმოვეცი, რადგან ალბათ უმრავლესობა ვერც გაიგებს მაგრამ ჩვენი გონება ამ საყაროს იქით ვერ წვდება შესაბამისად სიტყვით ვერ გადმოცემ, და აზრიც არ აქვს ამ მატერიალურ სამყაროს თკი მხოლოდ მის კანონებით ცხოვრობს ადამიანი, და ამის მეტი ვერაფერი ვერ გამოიმუშავა,
არიან ადამიანები რომლებეც უბრალოდ მიყვებიან დინებას ხოლო ცოტა მათგანი ცდილობს მიაგნოს მდინარის სათავეს.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)