წმინდა და ჭეშმარიტი ქრისტიანობა და არა რელიგიური ეგრეგორების მიერ მოდიფიცირებული ქრისტიანობა, კრძალავს ადამიანის ცნობიერების განვითარებას, რომელიც მოიცავს მედიტაციას, ექსტრასენსორიკის განვითარებას, ინტუიციის განვითარებას, ასტრალში გასვლას, ტელეკინეზი, ჩაკრების გახსნას და ა.შ.?
მისტიკური ქრისტიანობა-ანთროპოსოფია თვითგანვიარების და სულიერი შემეცნებისთვის ამ საშუალებებს მიმართავს
ოღონდ აქ ჩამოთვლილთაგან ტელეკინეზის და ასტრალში გასვლის გამოკლებით. მედიტაციას, ჩაკრების გახსნას და ექსტრასენსორიკის განვითარებას სხვა მიზნები აქვს
old_man
მე იმას ვგულისხმობდი, რომ მედიტაციას და ინტუიციის განვითარებას კონკრეტული მიზნები აქვთ ეზოთერულ ქრისტიანობაში. როგორც მარხვას ან ლოცვას ორთოდოქსულში. ამიტომ გამოვყავი აქედან ტელეკინეზი როგორც არასაჭირო ფსიქიკური შესაძლებლობა, თუკი ვსაუბრობთ რელიგიურ ჭრილში. აკრძალვით არა მგონია კრძალავდეს)
old_man
brevalo
კი, რელიგიურ ეგრეგორებს არ აწყობთ თავისუფალი ადამიანი.
ორთოდოქსულმა ქრისტიანობამ პირველ რიგში ამიტომაც დამალა ცოდნა რეინკარნაციის შესახებ. როცა ადამიანს რეინკარნაციის ფენომენი გაცნობიერებული აქვს და ამ ცნობიერებით ცხოვრობს, ბევრ რამეზე პოულობს პასუხს. ასევე, ამიტომაც ებრძვიან საკუთარი თავის შემეცნების ნებისმიერ პრაქტიკას.
ეს ეგრეგორი იკვებება ადამიანის შიშით, ტანჯვით, გამუდმებული დანაშაულის გრძნობით, მის მიერ საკუთარი არარაობის განცდის სიმძიმით. თავისუფალი ადამიანი, სამყაროს თანაშემოქმედის იმპულსის მატარებელი ადამიანი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს
old_man
მართალია. აბსოლუტურად გეთანხმები.
უდიდესია ქრისტეს მოძღვრება, უდიდესი საუნჯეა ადამიანებისათვის, ხოლო რელიგია ქრისტიანულიცა და სხვაც, პირიქით არასწორად იყენებს ადამიანს, ამონებს მას. ადამიანი ემსგავსება ყრუსა და ბრმას, რადგან რასაც აკეთებს არაა ქრისტეს სახარებაში. მეც ვუერთდები თქვენს მოსაზრრებებს ამ თემაში და ვეთანხმები თქვენს მსჯელობას brevalo და
old_man
პ.ს.
მაგრამ მინდა გაგახსენოთ, რომ ამ ფორუმზე ჯობია მოვერიდოთ ასეთ თემებს. ეს თემა მოიზიდავს რელიგიურ ეგრეგორით დამახინჯებულ ადამიანებს და დაიწყება გაუთავებელი უაზრო პოლემიკა. ასეთ პოლემიკას უმეტეს შემთხვევაში არაფერი მოაქვს. ამ ფორუმმა უნდა ილაპარაკოს როგორ ისწავლოს ადამიანმა, კერძოდ როგორ განვითარდეს ეზოთერულად(შინაგანად).
ამიტომაცაა ამ ფორუმის წესებში აკრძალული რელიგიური თემები.
ჩემი მოსაზრებაა ეს თემა დავხუროთ.
earth
კი ბატონო დავხუროთ, მაგრამ სანამ დავხურავთ მე მაინც მაინტერესებს: სადმე ადამიანები მისდევენ წმინდა, ჭეშმარიტ ქრისტიანობას ყოველგვარი რელიგიური ეგრეგორებისგან გათავისუფლებულს?
brevalo
ალბათ ეზოთერიკები..
მე პირადად ვცდილობ ვიყო ქრისტიანი და არა ეკლესიური. ეკლესიაში დიდი ხანია არც შევსულვარ, თითქოს აღარ მსიამოვნებს, შეიძლება განვთავისუფლდი კიდეც ეგრეგორისაგან, მაგრამ ქრისტეს სიყვარული და რწმენა არასოდეს დამიტოვია.
ხო... არ ვარ ეკლესიის, რელიგიის ეგრეგორში, ერთდროს არვიცი, შეიძლება ვიყავი. არასოდეს არ შემეძლო ბრმად რწმენა. ბავშვობიდან ვეძებდი, პირველი რასაც ვფიქრობდი პირჯვრის გადაწერა, რატომ და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას. არ მესმოდა.... მერე ჩაკრებზე გავიგე და მივხვდი, რომ პირჯვრის გადაწერა ერთგვარად აძლიერებს ჩაკრებს, მაგრამ მაინც არ მესმოდა რატომ ნაწილობრივ ჩაკრებს და არა ყველა ჩაკრას. აქ ახლაც არ მაქვს ჯერ სრული პასუხი, ერთმა ჩემმა ეზოთერიკმა საზღვარგარეთელმა მეგობარმა მითხრა, რომ პირჯვარი დიახაც მთელ ჩაკრებზე უნდა გააკეთოო, მაგრამ ყველა ადამიანი ამისათვის არააო მზადო. მას შემდეგ მე პირჯვარს ისე ვიწერ, როგორც მე მიმაჩნია სწორად, მთელს ჩაკრებზე. თუმცა არავის არ მოვუწოდებ გააკეთოს იგივე, რადგან ჩემი მეგობრის სიტყვები მაფიქრებს, ვერ შეძლებს ყველა ამ ძალის მიღებას და არ იმოქმედებს მათზე კარგადო.
earth
ძალიან სასიამოვნოა ასე ჯანსაღად რომ უდგები რწმენას. ჩაკრაული ცოდნა, ცოდნა მესამე თვალთან დაკავშირებით ქრისტიანობაში არსებობდა, მაგრამ შემდეგ სადღაც გაქრა. ეხლა კი რელიგიურ პირთან მესამე თვალი და ჩაკრები რომ ახსენო საკმაოდ ალმაცერად, ეჭვის თვალით შემოგხედავენ და მომენტალურად მათ პოტენციურ არაკეთილმოსურნედ აღიქმები. არადა როგორი სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა ქრისტიანული სწავლება ხალხში ჯანსაღად, ყოველგვარი შიშების და ფსიქოლოგიური პრესის გარეშე რომ იყოს. ხალხი ბევრად გონიერი, თავისუფალი და მშვიდი იქნებოდა, ვიდრე ეხლაა.
ქრისტიანული იმპულსი უდიდესი სიყვარულის მატარებელია, ის სინათლეა ადამიანებისათვის. რელიგია კი სიბნელეა და ცდილობს დააბრმავოს და დააყრუვოს ხალხი.
'''''სადმე ადამიანები მისდევენ წმინდა, ჭეშმარიტ ქრისტიანობას ყოველგვარი რელიგიური ეგრეგორებისგან გათავისუფლებულს?''''
არსებობს ქრისტეანობაში მისტერიალური ნაკადი, რომლის სხვა და სხვა გამოვლინებები არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. პირველი საუკუნეების ქრისტეანებიდან ეს ნაკადი წმინდა გრაალის მისტერიებში გადადის, ტამპლერების ორდენი მისტერიალური ქრისტეანობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მეთორმეტე საუკუნიდან ალიქმიური ტრადიციის აღორძინება იწყება ევროპაში, რომელთა წარმომადგენლების სრული უმრავლესობა ქრისტეანი მისტიკოსები იყვნენ. მეჩვიდმეტე საუკუნეში გერმიანიაში გამოქვეყნდა სამი მანიფესტი, რომლებმაც კაცობრიობას გაუმხილა ქრისტეანი ხელდამსხულების - როზენცროიცერების საძმოს არსებობის შესახებ, მაგრამ იმ დროისთვის მათი სწავლება საკმაოდ ფარული სახით არსებობდა. მეოცე საუკუნიდან მისტერიალური ქრისტეანობა ეზოთერული ფორმიდან გადავიდა ეგზოთერულში ანთროპოსოფიის სახით, და ახლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქრისტეანული სიბრძის იმ სიმაღლეს ეზიაროს, რომელი სიმაღლეც საერთოდაა შესაძლებელი ჩვენს ეპოქაში. ანთროპოსოფია როდესაც შეასრულებს თავის მისიას, კაცობრიობას გადაეცემა ახალი სწავლება, რომლის წყალობით კაცობრიობის ის ნაწილი, რომელიც ქრისტეს გაყვება, კიდევ უფრო მაღალ სულიერ სიმაღლეს მიაღწევს...
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)