გიორგი გურჯიევიგიორგი გურჯიევი (დ. 28 ნოემბერი, 1877 – გ. 29 ოქტომბერი, 1949), სომეხი-ბერძენი მისტიკოსი, ფილოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. მე–20 საუკუნის მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. 1919 წელს თბილისში დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. საქართველოს ტერიტორიის საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირების შემდეგ იგი ემიგრაციაში მიდის საფრანგეთში. გარდაიცვალა პარიზში. მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი ეზოთერული ნაშრომები.
ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1872 და 1877 წლებს. იგი დაიბადა ყარსში (ახლანდელი თურქეთი), გაიზარდა ალექსანდროპოლისში (გიუმრი; სომხეთი), მისი წარმოშობა და ეროვნებაც ბურუსით არის მოცული, ზოგი მას სომხურ-ბერძნულ წარმოშობას საუბრობს, ზოგი ასირიელად რაცხავს, ზოგი კი ქართველად. დაუზუსტებელი ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით – სომეხი. ასევე მისი ფსევდონიმია ”გურჯიევი” რაც ქართულად ”ქართველს” ნიშნავს.
მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კარგად იცოდა აზერბაიჯანული, სომხური და ამიერიკავკასიური (უნდა ვივარაუდოთ, რომ “ამიერიკავკასიური” ქართული იყო. ამას ამტკიცებს ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკოსის დ. ა. ჰალსის ცნობაც, ის წერს: “გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც როგორც მეომრებისთვის, ისე მღვდლებისთვის განკუთვნილი” (აქ ალბათ საუბარია მხედრულ და ნუსხურ ანბანებზე). იგივე, მისი გვარიც ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დამტკიცდა სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღიც, იგი დაბადებულია არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო ფართო მასებისთვის, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს – ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს (ეს მტკიცდება სტალინის ნათლობისა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდებში გაკეთებული ჩანაწერებით). სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა- მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.
ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). ალბათ სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.
XX საუკუნის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით დაჭრეს. არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარუდოდ გურჯიევს ოპერაცია ცნობილმა “აქიმმა” მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.
ზებუნებრივი ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზია (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი), და აფრიკა (ეგვიპტე) იზიდავდა. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. ტიბეტში ყოფნისას მას ტიბეტელი ლამებმა “თეთრი ეშმაკი” შეარქვეს (მას გავლენა ჰქონდა თვით დალაი-ლამაზე).
1919 წელს თბილისში დაარსა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. გურჯიევმა თბილისში დაბრუნების დროს შეიტყო, რომ მამამისი ივანე გურჯიევი მოეკლათ, ხოლო დედა და ახლო ნათესავები ტიფით გარდაცვლილიყვნენ.
როდესაც აშკარა გახდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა, იგი 1920 წლის ბოლოს სტამბოლში გაემგზავრა. გურჯიევს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. მისტიკოსთა რწმენით ამ კოლექციაში ონელი ებრაელის ვინმე მოშე შიმშილაშვილის “მფრინავი ხალიჩაც იყო (ზოგი მას “დიდი მონგოლის” ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს). თუმცა არსებობს ვერსია, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და გურჯიევმა ამით “სხვა რაღაც”, უფრო მნიშვნელოვანი “გააპარა. გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩავიდა და იქვეს ახლოს, ფონტებლოში, ციხე-სიმაგრე იყიდა. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ტიბეტში ჩავიდა, რომელიც იმ დროისთვის მთელი მსოფლიოსთვის “დახურულს” წარმოადგენდა.
ტიბეტში გურჯიევი რამდენჯერმე ინახულა ნაცისტმა რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა როგორ მიდიოდა ფაშისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას – შამბალას ეძებდნენ. ჰესი ჭკვიანი ადამიანი იყო, იგი დარწმუნებული იყო ჰიტლერის გეგმების კრახში. გურჯიევთან შეხვედრისას უფრო განუმტკიცდა ამის რწმენა.
ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა, მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით ჰესსა და ბევრ სხვა ფაშისტ ლიდერსაც სახრჩობელა ელოდა. ჰესი ვრონსკის რჩევით 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს, ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია “თულეს” შექმნას. არის მოსაზრება რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებებს.
გურჯიევის ცნობილი “ენაგრამები”-ს ინტერპრეტაცია-გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ქართული ანბანის გამოყენებით ხდება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობა, რომ გურჯიევი მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.
ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ მოხდა მათი შეხვედრა, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის.
გურჯიევი ვერ იტანდა ტერმინ “ოკულტისტს” და საკმაოდ ამრეზილად უყურებდა თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო გატაცებული.
გურჯიევის აზრით ადამიანი არის ადამიანი არის არასრულფასოვანი არსება, იგი არ არის ჰარმონიული. იგი შედგება სამი დამოუკიდებელი ცენტრისგან (სული, პიროვნება, სხეული), რომელი ცენტრებიც ერთმანეთის ზეგავლენას არ განიცდიან, დეცენტრალიზებულია. ადამიანი მანქანაა და მექანიკურად ცხოვრობს. შედეგად ადამიანი რომ ადამიანი გახდეს, საჭიროებს სრულყოფას, გამოფხიზლებას, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი.
მიუხედავად იმისა რომ ადამიანი არასრულყოფილია, იგი შესაძლოა არსებობდეს მომავალში. “ნათელი მომავალი” ჰიტლერისთვის იყო ზეხალხის, ზეერის, გერმანული სუფთა რასის სახით, ხოლო სტალინისთვის მომავალი “სამართლიანი სოციალური ადამიანის და საზოგადოების” სახით, შესაბამისად რატომ არ შეიძლება დღევანდელი არასრულყოფილი ადამიანი გამოეყენებინათ იმ დიადი მიზნისთვის რომელიც მომავალში აღსრულდებოდა? შეძლება დაიხოცოს მილიონები ლაგერებში რომ მაგალითად გაიყვანონ კანალი და მდინარეებს შეუცვალონ მიმართულება და მოირწყვება უზარმაზარი ფართობი რაც გამოკვებავს უამრავ ხალხს (სტალინისთვის) ან კიდევ ჰიტლერისთვის თავისი სხვა მიზნებისთვის და ამას თუ შევხედავთ როგორც საქციელს ჩადენილს მომავალი ბედნიერი კაცობრიობის თუ ადამიანისთვის გადადგმულ ნაბიჯად.
არსებობს მოსაზრებები რომ ადრე არსებობდა დახურული და საიდუმლო სკოლები რომლებიც ფლობდნენ დახურულ ინფორმაციებს და ცოდნას. გურჯიევმა ბევრი იმოგზაურა და როგორც თვითონ აღწერს ასეთი სკოლების
მონახულება მისთვის პრიორიტეტი იყო.
გურჯიევს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუცია წიგნი, როგორც ჩანს თავიდან აცნობიერებდა ამის საშიშროებას, თუმცა მოგვიანებით მისმა მსმენელებმა ყველამ თავისი იტერპრეტაციით დაიწყეს წიგნების წერა ამ თემებზე, რამაც ბევრი გაუგებრობა გამოიწვია და ბოლოს თხოვეს მას პირადად რომ დაეწერა წიგნად.
გურჯიევს მსოფლიოში დიდ პატივით მოიხსენიებენ. უამრავი წიგნი არსებობს ორც მისი, ასევე მასზე. მის ფილოსოფიას მილიონობით მიმდევრები გაუჩნდა.
მაინტერესებთ რა ფიქრობთ ამ პიროვნებაზე?
აქ როგორც ჩანს გურჯიევი ცვეტში არ არის. :-) რას უნდა ვფიქრობდეთ, ძალიან კარგი კაცი იყო, დღევანდელ დღეს ბევრს არ მოაწყობდა მისი არსებობა. აქ. მაგრამ იქ ბევრი შესანიშნავი ჯგუფი და ცენტრი არსებობს. აი აქ როცა იქნება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მე მომწონს მისი გამოთქმა ადამიანი-მანქანა. მან თქვა, რომ ჩვენ ყველა სისასტიკით და ცრურწმენებით აღსავსე მხდალი არსებები ვართ. ანუ ხასნამუსები მისი ტერმინით. მანამდე, სანამ არ მივხვდებით რომ ჩვენ მხოლოდ მანქანა არა ვართ.
მე ძალზე მიყვარს მისი წიგნი "ბელზებულის საუბრები საკუთარ შვილიშვილთან".
იოგრაფიული ცნობები სამწუხაროდ გურჯიევს შესახებ არ არის დიდი, მაგრამ საკმაოდაა იმისთვის რომ დააინტერესოს ეზოთერული ცოდნით დაინტერესებული ადამიანი. მე ვერ დავიკვეხნი რომ ბევრი ვიცი გურჯიევის შესახევ, სამწუხაროდ, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო სტატია წავიკითხე ამასწინათ. სტატიაში, გურჯიევი საუბრობდა ადამიანის სრულყოფის სხვადასხვა გზებზე. აუცილებლად ვიპოვი და დავდებ, რომ სრული შინაარსი გასაგები გახდეს ყველასთვის. რადგან ჩემზე საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა გურჯიევის ფილოსოფიამ.
არაერთ წიგნში მაქვს წაკითხული რომ მას აყენებენ ისეთი ადამიანების გვერდით, როგორიცაა ალისტერ კროული, ოშო, ჯიდუ კრიშნამურტი და ასე შემდეგ. ასე რომ, თემა ძალიან საინტერესოა... იმედია გაგრძელება იქნება
ერთხელ როცა მამაისი კვდებოდა, ასე უთხრა შვილს: ახლა რასაც გეტყვი ვერ მიხვდები მაგრამ რომ გაიზრდები მაშინ მიხვდებიო. როდესაც ვინმე გაწყენინებს ან გაგაბრაზებს, არ იმოქმედო. გაჩერდი! მოიცადე 1 წუთი, თუ ძალიან გაბრაზდი მაშინ 5 წუთი ან ნახევარი საათი და დააკვირდი როგორ გადაივლის მრისხანების ტალღა შენში.
და როცა დადგება მომენტი რომ აღარ ხარ გაბრაზებული მაშინ გაეცი პასუხი ადამიანს. მაგრამ თუ მომხდარზე იფიქრებ მაშინ შეიძლება ისევ წამოგიაროს მრისხანების ტალღამ ამიტომ სანამ ბოლომდე არ გადაგივლის არ იმოქმედო და გადავლით კი აუცილებლად გადაგივლის. არ შეუძლია მრისხანებას, შიშს და კიდევ სხვა ემოციებს მუდმივად იყონ აწმყოში, იმ აწმყოში რომელსაც შენ აცნობიერებ, ისინი დაუპატიGებელ სტუმრებს გვანან მოდიან და მიდიან, მაგრამ დიდხანს ვერ ჩერდებიან, მიუხედავად იმისა რომ შეიდძლება მრავალჟერ გესტუმრონ დაუპატიჟებლად. აი ამ ცოდნაზე დაამყარა გურჯიევმა თავისი სწავლება
zalian zlieri iyo rogorc gadmocemit vici. tbilishi cxovrobda ramodenime xani tu ar vcdebi. sajaro bibliotekashi misi xelnacerebic ario dazustebit ar vici. kitxva davicye mara samcuxarod nebisyopa ar meyo aucileblad cavikitxav adre tu gvian. im mokle droshi rac cavikitxe mivxvdi rom undoda escavlebina "egos" "mes" datrgunva sakutar tavebshi ro dagvanaxos ramdenad egoistia adamiani....
გურჯიევი რევოლუციონერებთან ერთად თოფით ხელში ძაან სასაცილოა, მაგ ბიძიაზე რამე თუ მართლა გაინტერესებთ - უსპენსკის - სასწაულებრივის ძიებაში - წაიკითხეთ (მგონი სცორად ვთქვი სათაური) In Search of the Miraculous ვოტ
ნამდვილად სასაცილოა, სწორედ დღეს რომ გავიღვიძე, გავბრაზდი რომ ასეთ ფილმებს იღებენ და წერენ, უფრო სწორად მე რომ ვუყურებ და ვკითხულობ - გურჯიევი ტიბეტში, რაღაცის ძებნა, მასთან ერთად დამარხული საიდუმლო. რა საბავშვო ბაღია და მე მჯერა და ვუყურებ, ვუსმენ. ღმერთო ჩემო, ნამდვილი ხოტაბიჩია რა, ამას რაღას ვერჩი, კარგი ზღაპარია მართლა.
ევროპაში არის გავრცელებული მისი (სტილი) მეოთხე გზა. ნამდვილად არ ვფლობ გურჯიევზე საკმარის იმფორმაიას , მაგრამ ისეთ წიგებში და ისე ამოტივტივდა ეგ პიროვნება ჩემს ცნობიერებაში , რომ არ შემიძლია არ ავღნიშნო. ალბათ შეგიმჩნევიათ , განსაკუთრებით ძლიერი თვალები აქვს .
გურჯიევის წიგნები თუ არის ინტერნეტში? მე ვეძებე და ვერაფერი ვიპოვე
eka_li
არა და ბევრგანაა, თუნდდდაც აქ
http://www.lib.ru/URIKOVA/GURDZHIEW/
დენის მორბინი:
დარბაზში იკითხეს, თუ რამდენად ვიცნობ გურჯიევის სწავლებებს. ჩემთვის კარგად არის ცნობილი მისი თეორიები - მასთან ვსწავლობდი. თქვენ იცით, რომ ტიბეტი აღიარებს რეინკარნაციას, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენი აღქმის უნარის მიხედვით ვლინდება. როგორც ლეგენდა ამბობს, 1976 წელს აღმოაჩინეს გურჯიევის რეინკარნაცია. ეს მშვენიერი ახალგაზრდა ქალია, სახელად სოფია და ტიბეტში მოღვაწეობს.
http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=219&info_id=183
აჰა, გურჯიევი გიპოვეთ
მე არ ვიცი საიდან ავტვირტო ტორე მეც მაქვს ..ელ.ვერსია წიგნის
ნასრომის მოძიება სად შეიძლება?
eka_li
http://lib.ru/URIKOVA/GURDZHIEW/
vkh
ეს ოდესღაც ჟურნალ "საუნჯეში" წავიკითხე, ახლა კი ელექტრონული ვერსი ვნახე, გამიხარდა.
დაინტერესებული მკითხველი ისიამოვნებს:
გიორგი გურჯიევი
საუბრები რეალური სამყაროდან
თარგმნა მერაბ ხერგიანმა
თბილისი 1992
გიორგი გურჯიევი -- ,,სასწაულმოქმედი” საქართველოდან
Mმე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ევროპაში დაიწყო არარორთოდოქსალური რელიგიური მოძღვრებების ბუმი, აქ გამოჩნდა ,,კავკასიელ სასწაულმოქმედად” შერაცხული სურლიერების მასწავლებელი გიორგი ივანეს ძე გურჯიევი.
Aარსებობს ზღვა ლიტერატურა გურჯიევის შესახებ. Aავტორები ცდილობენ გამოივლიონ როგორც მისი ბუნდოვანებით მოცული ბიოგრაფიული წარსული, ასევე მისი მოძღვრების ურთულესი და იდუმალი ფენომენი. რამდენადაც ჩვენ ვიცით ამ გაფაციცეცბულ კვლევა-ძიებას დიდი წარმატებები არ მოჰყოლია არც ერთი და არც მეორე მიმართულებით.
Aაი რას წერდა მიხეილ კვესელავა გიორგი გურჯიევის შესახებ: ,, ვინ იყო ეს გიორგი გურჯიევი, რომელმაც ამდენი ლაპარაკი გამოიწვია მთელ მსოფლიოში? Aამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. Bბიოგრაფიები წერენ, რომ გურჯიევი ცდილობდა დაეფარა თავისი წარმოშობის კვალი. წერილობითი დოკუმენტების მიხედვით იგი თითქოს ბერძენია, დაბადებული უძველეს სომხურ ქალაქ გუმბრში, სადაც ბერძნული კოლონია ჩამოსხლებულა. Aამის შემდეგ გუმბრისათვის ალექსანდროპოლი უწოდებიათ. ბიოგრაფთა უმრავლესობა და თვითონ გუჯიევიც თავის სამშობლოდ ალექსანდროპოლს მიიჩნევს. Mმაგრამ შეიძლება ეს წინასწარგანზრახული ფალსიფიკაცია იყოს, რადგან მისი სახელი უმთავრესად საქართველოსთანაა დაკავშირებული. ,,გურჯიც” ხომ საქართველოს ნიშნავს. Aამ გვარს სხვა ეტიმოლოგია გარდა ,,ქართველისა”, არც აქვს. როგორც ჩანს წარმოშობით ქართველები, რომლებიც უცხო ეთნიკურ გარემოში ხვდებოდნენ, ხშირად ,,გურჯიდან” აწარმოებდნენ თავიანთ გვარს. Aასე მაგალითად, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ცნიბილია პოლონეთის ქართველი ელჩი სპარსეთში ბოგდან გურჯიცკი , უფრო გვიან – თურქეთში გიორგი გურჯი ცინცაძე, ..იეთიმ გურჯი, გურჯიშვილები და სხვა…. . . გურჯიევები ახლაც ცხოვრობენ თბილისში”.
Eესეც გვაფიქრებინებს, რომ გიორგი გურჯიევი, შესაძლოა, გუმბრში (ალექსანდროპოლში ) კი დაიბადა, მაგრამ წარმოშობით ქართველი იყო. ქენეთ ვალიერი თავის წიგნში, სადაც გურჯიევზეა ლაპარაკი, წერს: ,, გურჯიევი და სტალინი ცხოვრობდნენ ერთ ეპოქაში და სწავლობდნენ ერთ სემინარიაში”. სხვა ბიოგრაფიებიც აღნიშნავენ, რომ იგი თბილისში სწავლობდა, ხოლო მისი პარიზელი ნაცნობები გადმოგვცემენ, რომ თვითონ გურჯიევი ამბობდა – “ქართველი ვარო. . . “
შესაძლებელია გურჯიევის ბიოგრაფიული წარმოშობის ბუნდოვანება გამოწვეული იყოს მისი პიროვნების და მთლიანად მოძღვრების კოსმოპოლიტური ხასიათის გამო.
ინგლისელი მწერალი ოლდოს ჰაქსლი ამბობს: ,,დასავლეთის კულტურა უაღრეს კრიზისშია. Oორმა ომმა და ეკონომიკურმა ნგრევამ შეწყვიტა ყოველგვარი პროგრსი. დასავლეთმა მიაღწია მკვდარ წერტილს…. . . გურჯიევს ესმოდა ეს და უნდოდა ახალი სული შემოეტანა ჩვენში . . . “
დენის სიუარე კი გვამცნობს: გურჯიევთან ,,მცირე შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ მისგან მიგეღოთ შთაბეჭდილება, როგორც მსოფლიოს უდიდესი ადამიანისაგან”.
,,ევროპაში გამეფებული იყო რწმენის კრიზისი – ამტკიცებს ლუი ბაუელსი”, ---როცა სადღაც , კავკასიიდან მოვიდა გურჯიევი თავისი წმინდა, შეურყვნელი დოქტრინებით და ახლა მთელი დასავლეთის ელიტა განიცდის მის გავლენას”.
მოწაფეთა და თაყვანისმცემელთა აზრით გურჯიევი, უწინარეს ყოვლისა, გაოცებას იწვევდა თავისი ,,არჩვეულებრივი მოქმედებით “, სახელდობრ, რაღაც იდუმალბით მოსილი უნარით --- ,,გააკეთეთოს ის, რისი ახსნაც ხშირად არ ძალუძს გონებას “
მარკი წერდა: ,,იგი შველოდა ხალხს იქ, სადაც სხვები მხოლოდ უმწეოდ ასავსავებდნენ ხელებს”.
Gგურჯიევმა პირველი რელიგიურ- მისტიკური სალონი ჩამოაყალიბა 1912 წელს მოსკოვში. Gგურჯიევის ავტორიტეტი და პოპულარობა ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ 1916 წელს, პეტერბურგში რასპუტინის მკვლელობის მერე უმაღლეს წრეებში მის მემკვიდრედ გურჯიევს მიიჩნევდნენ. Nნიკოლოზ II-ის ნათესავებიც კი ხშირად ახსენებდნენ იდუმალი კავკასიელის ახალ მოძღვრებას. იმპერატრიცაც კი დაინტერესდა გურჯიევის პიროვნებით და ვინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა თებერვლის რევოლუცია. შემდეგ ის ჩამოვიდა თბილისში და 1919 წელს აქ დაარსა ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი” მაგრამ 1921 წელს ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, გურჯიევისთვის უკვე აღარ დარჩა ადგილი საბჭოთა საქართველოში და იგი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თბილისი.
1992 წელს გურჯიევი საფრანგეთში გამოჩნდა, სადაც მას საუკეთესო პირობები შეუქმნეს მუშაობისთვის და მან თავისი ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების” ინსტიტუტი უკვე გახსნა ფონტებლოში. შემდეგ კი მსგავსი ინსტიტუტები გახიხსნა ამერიკაში, ინგლისში, ევროპის სხვა ქვეყნებში.
Aამ წიგნში თავმოყრილი ლექციები შეკრებილია გურჯიევის მოწაფეთა მიერ შედგენილ წიგნში: ,,საუბრები რეალურ სამყაროდან “. ხსენებული საუბრები არ წარმოადგენენ გურჯიევის ლექციათა სინქრონულ ჩანაწერს, რადგან იგი ლექციის დროს მოწაფეებს არ რთავდა ნებას, ჩაეწერათ მისი საუბარი. Aამდენად ლექციათა ეს კრებული წარმოდგენილია რეტროსპექტრული, გონებაში აღდგენილი სახით. Mმიუხედავდ ამისა, ამ ლექციებში შენარჩუნებულია ის მთავარი მომენტი, რაც დამახასიათებელი იყო გურჯიევის მოძღვრებისათვის.
სხეული, არსება, პიროვნება
პარიზი, აგვისტო 1992
როდესაც, ადამიანი იბადება, მასთან ერთად იბადება სამი ცაკლეული მანქანა
( მექანიაზმი) და ეს მანქანები ადამიანის სიკვდილამდე ფორმირდებიან. Aამ სამ მანქანას არაფერი საერთო არ გააჩნია. Eესენი არიან: ჩვენი სხეული, ჩვენი არსება და ჩვენი პიროვნება. მათი ფორმირება არანაირად არ არის ჩვენზე დამოკიდებული. თითოეული მათგანის მომავალი განვითარება დამოკიდებულია ადამიანში არსებულ მონაცემებზე, გარემო პირობებზე _ იქნება ეს გეოგრაფიული თუ სხვა გარემომცველი ფაქტორები.
Fფიზიკური სხეულისათვის ეს პირობებია: გენეტიკური მემკვიდრეობა, გეოგრაფიული პირობები, საკვები და გადაადგილება. Eეს პირობები არ მოქმედებენ პიროვნებაზე.
ცხოვრების მანძილზე ადამიანის პიროვნების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ადამიანი ისმენს და კითხულობს.
Aარსება სრულებით ემოციონალურია. იგი შედგება იმისაგან, რასაც ადამიანი თავისი პიროვნების ჩამოყალიბებამდე მემკვიდრეობით ღებულობს. შემდეგ კი ფორმირდება მხოლოდ იმ შეგრძნებებით და გრძნობებით, რითაც ცხოვრება უხდება ადამიანს.
Mამრიგად, სხეული ყოველ ადამიანში ვითარდება სუბიექტურად. სამივე ცენტრი ადამიანში განვითარებას იწყებს მისი დაბადების პირველსავე დღეებში, მაგრამ სამივე მანქანა ვითარდება თავისი, სხვა მანქანებზე დამოუკიდებელი გზით. მაგალითად, შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სხეულმა თავისი სიცოცოხლე დაიწყოს ძალზე ხელსაყრელ პირობებში და შედეგი ის იქნება, რომ იგი გახდება შესანიშნავად განვითარებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის არსებაც ისეთი განვითარებული გამოვა, როგორც სხეული; შესაძლებელია, რომ იმავე დროს არსება იყოს მშიშარა და სუსტი. Aადამიანს მისი სუსტი არსების საწინააღმდეგოდ შეიძლება გააჩნდეს მამაცი სხეული. Aარსების განვითარება შეიძლება არ იყოს სხეულის განვითარების პარალელური. Aადამიანი შეიძლება იყოს ჯანმრთელი და ძლიერი, მაგრამ ამავე დროს კურდღელივით უსუსური.
სხეულის სიმძიმის ცენტრი, არის დინამიკური(სამოძრაო) ცენტრი. Aარსების სიმძიმის (ყოფიერების) ცენტრი არის ემოციუნალური ცენტრი. Pპიროვნების სიმძიმის (ყოფიერების) ცენტრი არის სააზროვნო ცენტრი. შესაძლებელია ადამიანს გააჩნდეს ჯანსაღი სხეული, მაგრამ მისი არსება იყოს სუსტი, ასევე შეიძლება ადამიანის პიროვნება იყოს მამაცი, ხოლო არსება კი მშიშარა და უსუსური. ავიღოთ მაგალითად ადამიანი ჯანსაღი აზროვნებით – მან შეისწავლა და იცის, რომ არსებობენ ჰალუცინაციები, მან იცის რომ ისინი არ არიან რეალურნი, ამიტომ თავისი პიროვნებით არ ეშინია მათი, მაგრამ არსებას ეშინია ამ ჰალუცინაციების. როდესაც მისი არსება ხედავს ამგავარ მოვლენებს, იგი შინდება, თუმცა პიროვნებამ იცის, რომ ეს არ არის რეალური. Aაქედან გამომდინარეობს, რომ ერთი ცენტრის განვითარება არ არის მეორე ცენტრზე დამოკიდებული და ერთი ცენტრი ვერ ისარგებლებს მეორის გამოცდილებით.
შეუძლებელია ითქვას, რომ მავანი არის ისეთი და ასეთი, იმიტომ რომ ერთი მისი ცენტრი შეიძლება იყოს მამაცი, მეორე შეიძლება იყოს მშიშარა, სხვა ცენტრი შეიძლება იყოს კეთილი, რომელიღაც სხვა ცენტრი კი ბოროტი; ერთი ცენტრი შეიძლება იყოს მგრძნობიარე, მეორე კი უგრძნობელი და უხეში; ერთი მისი ცენტრი შეიძლება მზად იყოს საპასუხო მოქმედებისათვის, მეორე კი ზანტი იყოს ან შეიძლება საერთოდ არ შეეძლოს პასუხი, ამიტომ შეუძლებელია, ვინმეზე ცალსახად ითქვას , რომ ის არის კეთილი, ძლიერი ან ბოროტი.
როგორც უკვე ვთქვით თითოეული მექანიზმი მთელ ჯაჭვს, მთელ სისიტემას წარმოადგენს. თავისთავად ყოველი მანქანა ძალზე რთული მექანიზმია, მაგრამ ასამოძრავებლად ძალზე ადვილი. რაც მეტადადაა მანქანის ნაწილები გართულებული, მით ნაკლები სამართავი ბერკეტები გააჩნია მექანიზმს. თითოეული ადამიანური მანქანა არის რთული, მაგრამ ბერკეტთა რიცხვი განსხვავებულია ყოველი მათგანისათვის. – ერთში ისინი მეტია, მეორეში—ნაკლები.
ცხოვრების განმავლობაში ერთმა მანქანამ შესაძლოა თავის თავის ასამოძრავებლად გამოიმუშაოს ბევრი ბერკეტი, მაშინ, როდესაც სხვა მანქანა მოძრაობაში მოდის რამოდენიმე ბერკეტით. Dდრო, როდესაც ფორმირდებიან ეს ბერკეტები, შეზღუდულია და თავის მხრივ ეს დროც დამოკიდებულია მემკვიდრეობითობაზე და გეოგრაფიულ გარემოზე. საშუალოდ, ახალი ბერკეტები ფორმირდებიან შვიდი წლის ასაკისათვის. ამის შემდეგ არის მეორე პრიოდი, რომელიც გრძელდება 14-15 წლის ასაკამდე. Aამ პერიოდში შესაძლებელია უკვე გამომუშავებული ბერკეტების გარდაქმნა და მათი ცვლილება, მაგრამ 16-17 წლის შემდეგ ბერკეტები უკვე არც ფორმირდებიან და არც მათი გარდაქმნაა შესაძლებელი, ამიტომ, ამ ასაკის შემდეგ ადამიანში მოქმედებენ მხოლოდ ის ბერკეტები, რომლებიც უკვე ფორმირებულნი არიან მასში. Eეს არის გარდუვალობა ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის და ამ ასაკის შემდეგ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის თავგანწირულ მეცადინეობას გარდაქმნისათვის. იგივე შეიძლება ითქვას სწავლის უნარის მიმართ. Aახალი საგნების შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ 17 წლის ასაკამდე. რისი სწავლაც ჩვენ შეგვიძლია ამის შემდეგ, ეს მხოლოდ ნიშანთა ციტირების სწავლაა, ე.ი მანიპულაციები უკვე შესწავლილში. თავიდან ეს შეიძლება გაუგებარი იყოს თქვენთვის.
თითოეული ადამიანი თავისი ბერკეტებით დამოკიდებულია მამკვიდრეობაზე და გეოგრაფიულ ადგილზე , სოცოალურ წრეზე და იმ გარემოებებზე, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა. სამივე ცენტრის, მოქმედება ერთურთის მსაგვსია. მათი კონსტრუქცია განსხვავებულია, მაგრამ ისინი იდენტურნი არიან გამოვლინებებში.
Aადამიანის პირველი მოძრაობები იწერებიან მასში. სხეულის მოძრაობის ჩანაწერები არიან აბსოლუტურად სუბიექტურნი. ისინი ჰგვანან გეოგრაფიულ ფირფიტებს: თავიდან, სამ თვემდე მათი მგრძნობელობა ძალიან მაღალია, შემდეგ ოთხი თვის მერე, იგი ხდება უფრო უგრძნობელი; ერთი წლის შემდეგ კიდევ უფრო უგრძნობელი. თავიდან შესაძლებელია თვით სუნთქვის ხმაც კი იქნას გარჩეული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ უკვე ვერაფერს გაარჩევ ხმადაბლ ლაპარაკზე ქვევით. იგივე შიძლება ითქვას ადამიანის ტვინზე: თავიდან იგი ძალზე აღმქმელია და შეუძლია ჩაიწეროს ყოველი ახალი მოძრაობა და ჩქამი. Aმასზეა დამოკიდებული, ვის რამდენი შაინაგანი პოზა ( კონფიგურაცია) ექნება გამომუშავებული. ერთს შეიძლება ისინი გააჩნდეს მრავალი, - მეორეს კი მხოლოდ რამოდენიმე. მაგალითად შესაძლებელია რომ ერთმა ადამიანმა გამოიმუშაოს და ჩაიწეროს 55 პოზა. Mმეორემ კი იმავე პირობებში ---250. ეს ბერკეტები, ეს პოზები გამომუშავდებიან თითოეულ ცენტრში ერთი და იმავე კანონებით და რჩებიან ამ ცენტრებში მთალი ცხოვრების განმავლობაში. Gგანსხვავება ამ პოზებს შორის გამოწვეულია მხოლოდ ჩაწერის საშუალებებით. ავიღოთ მაგალითად დინამიკური ( სამოძრაო) ცენტრის პოზები. განსაზღვრულ დრომდე ეს პოზები ფორმირდებიან თითოეულ ადამიანში, შემდეგ ფორმირება წყდება და ის პოზები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ, რჩებიან ადამიანში მის სიკვდილამდე. მათი რიცხვი შეზღუდულია და ამიტომ ყოველ მის გამოვლინებში ადამიანი მოქმედებს ამ ერთიდაიმავე პოზებით. თუ მოუნდება ითამაშოს რომელიმე როლი, მას მოუხდება გამოიყენოს იმ პოზათა კომბინაციები, რომლებიც გააჩნია, რადგან ამის გარდა არ გააჩნია არაფერი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ შიძლება არსებობდნენ ახალი პოზები. Eეს შეეხება თვით ისეთ ადამინსაც კი , რომელსაც სურს აქტიორობა.
Aადამიანის ხსეულის ძილსა და ღვიძილში განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ადამიანს სძინავს და მოდის გარეგანი აღმძვრელი ( ბიძგი), ეს ბიძგი ვერ აღძრავს ასოციაციებს ტვინის შესაბამის ცენტრში, როგორც ეს ხდება ღვიძილის მომენტში.
დავუშვათ, რომ ადამიანი დაიღალა, ეს ნიშნავს, რომ პირველი ბიძგი მოცემულია, ამიტომ რომელიღაც ბერკეტი მექანიკურად მოდის მოძრაობაში და ასევე მექანიკურად იგი ეხება სხვა ბერკეტს და აიძულებს, რომ ისიც მოვიდეს მოძრაობაში: თავაის მხრივ ეს ბერკეტიც აღძრავს რომელიღაც მესამე ბერკეტს, მესამე, მეოთხეს და ა.შ. ეს არის ის, რასაც ჩვენი სხეულის ასოციაციებს ვეძახით, ადამინში არსებულ სხვა მანქანებსაც ასევე გააჩნიათ პოზები და ისინიც ამავე ანალოგიით მოდიან მოძრაობაში.
სხეულის, პიროვნების და არსების ცენტრალური, დამოუკიდებელი მანქანების გარდა ჩვენ გაგვაჩნია აგრეთვე უსულო გამოვლინებები, რომლებიც ხორციელდებიან არა ცენტრებში, არამედ მათ გარეთ. Aმის გასაგებად მნიშვნელოვანი იქნება შევნიშნოთ მომენტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სხეულის და გრძნობების პოზებს ჩვენ ვყოფთ ორ ნაწილად: 1) რომელიმე ცნტრის პირდაპირი გამოვლინება. 2) ცენტრის გარეთ აღძრული სრულიად მექანიკური გამოვლინებანი. მაგალითად: მოძრაობა ჩემი ხელის აწევისას იწყება ცენტრიდან, მაგრამ ვინმე სხვა ადამიანში იგი შეიძლება იწყებოდეს ცენტრს გარეთ.
როდესაც მანქანებზე ვლაპაკობდი, მანქანების ნორმალურ მუშაობას ადამიანის გამოვლინება ვუწოდე. - ეს არის მომენტი, როდესაც სამივე ცენტრის იმპულსები ერთდროულად მოქმედებენ. Mმხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი მოქმედებს. Mმაგრამ არანომალური ცხოვრების გამო ადამიანთა ნაწილს შეიძლება გააჩნდეს ბერკეტები, რომლებიც ცენტრს გარეთ გამომუშავდნენ და რომლებიც მოძრაობას ადამიანის სამშვინველის გარეშე იწვევენ. Aამას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხეულში, კუნთებში – ყველგან.
მოძრაობები, გამოვლინებანი, სხვადასხვა ცენტრთა შეგრძნებები - ყველაფერი ეს რომელიმე ცენტრის გამოვლინებებია და არა თვით ადამიანის. თუკი გვახსოვს, რომ ადამიანი სამი ცენტრის ერთობას წარმოადგენს, ყოველ ცენტრს გააჩნია უნარი შეიგრძნოს სიხარული, მწუხარება, სითბო, შიმშილი, დაღლილობა. Eეს პოზები თითოეულ ცენტრში არსებობენ და ისინი განსხვავებულნი შეიძლება იყონ სიდიდით, სიმძაფრით, ხარისხით. შემდეგში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ ხდება ეს თითოეულ ცენტრში და თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ის, რომელ ცენტრის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე სხვადასხვა შემთხვევაში. ამჟამად კი უნდა გახსოვდეთ და გაიგოთ შემდეგი: თქვენ უნდა განასხვაოთ ადამიანთა გამოვლინებები იმისაგან, რაც მისი ცენტრის გამოვლინებებს წარმოადგენს. როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ ვინმეზე, ისინი ამბობენ რომ იგი არის ბოროტი, უნარიანი, სულელი და ა.შ. მაგრამ ისინი ამ დროს არ ხედავენ ადამიანს მთლიანად - ჯონს ან საიმონსს, არამედ ისინი ამჩნევენ მხოლოდ მის რომელიმე ცენტრის გამოვლინებას. ისინი აბობენ - ,, იგი ,“ მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს - ,, იგი,” ეკუთვნის ამ ადამიანის ან მხოლოდ პიროვნებას, ან მხოლოდ სხეულს, ან მხოლოდ არსებას და არა მას მთლიანად.
დავუშვათ, რომ ადამიანის არსებაში ჩვენ ვგულისხმობთ სამ ერთეულს, სამ პოზას; ამავე დროს ადამიანის სხეულში ჩვენ ვიგულისხმოთ 4 ერთეული, თავი კი ავღნიშნოთ 6 ერთეულით. Aამრიგად როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 6 – ზე , ჩვენ არ ვგულისხმობთ ადამიანს მთლიანად, არამედ მხოლოდ მის თავს. იმ შემთხვევაში თუ მოვისურვებდით ლაპარაკს მთლიან ადამიანზე, ჩვენ უნდა გვეგულისხმა მისი ნაწილების ჯამი, ე.ი. რიცხვითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში იქნებოდა 13. როდესაც ეს შეეხება მხოლოდ თავს, ეს იქნებოდა ექვსი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ შევაფასოთ ადამიანი მხოლოდ როგორც ექვსი, არამედ, როგორც 13. მთლიანობა - ეს არის ის, რაც მას როგორც ნაწილს კი არა, არამედ რაც მას მთლიანობაში განსაზღვრავს. შეიძლება სხვა შემთხვევაში ადამიანს მივცეთ რიცხვითი მნიშვნელობა - 30. ეს რიცხვი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ მაშინ თუ ყოველ ცენტრი გვაძლევს შესაბამის რიცხვს, მაგალითად 12-10-8. დავუშვათ, რომ ეს რიცხვი - 30, ადამიანის, მასპინძლის გამოვლინებას წარმოადგენს, როდესაც ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ცენტრი აუცილებლად 12-ით უნდა განისაზღვროს, იგი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა შესაბამის პოზებს, რომელთა ჯამიც მოგვცემდა 12-ს, მაგრამ თუ ერთი ერთეულიც კი აკლია, ეს ნიშნავს რომ იგი ვერ მოგვცემს 30-ს და ჯამი იქნებოდა მხოლოდ 29 ერთეული, ეს უკვე არ იქნება ადამიანი, რადგან როგორც შევთანხმდით ადამიანი არის ის, რომლის ნაწილთა საერთო ჯამიც უნდა შეადგენდეს 30-ს.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ცენტრებზე და მათ ჰარმონიულ განვითარებაზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ იმისთვის რათა ადამიანი გახდეს ისეთი, როგორიც უკვე ვთქვით, ე.ი. სრული, მთლიანი - საჭიროა შემდეგი რამ, მისი ცალკეული ცენტრები, რომლებიც როგორც თავიდან ვთქვით, ფორმურებულნი არიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, დაკავშირებულნი უნდა გახდნენ, რადგან მათი გამოვლინენბის საერთო ჯამი მხოლოდ 3 მათგანის რიცხვთა შეკრებით მიიღება და ამას ვერ მოგვცემს მხოლოდ რომელიმე. თუკი რიცხვი 30 - ადამიანის სწორი, ჭეშმარიტი გამოვლინებაა მაშინ ეს 30- სამივე ცენტრის აუცილებელ შესაბამის ურთიერთმიმართებას უნდა წარმოადგენდეს, ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს, მარამ ეს არ არის ასე ( მე ვლაპარაკობ) აქ მყოფ ადამიანებზე) თითოეული ცენტრი განცალკევებულია და მათ არ გააჩნიათ ის საჭირო უთიერთმიმართება, რაც აუცილებელია. Aამიტომ არიან ისინი დისჰარმონიულ მდგომარეობაში.
Mმაგალითად: ერთ ადამიანს ერთ-ერთ ცენტრში მრავალი პოზა გააჩნია, მეორეში - ნაკლები. სხვას კი სხვა ცენტრში გააჩნია მრავალი პოზა და ა.შ.
Aახლა ავიღოთ რომელიმე ნივთიერება - დავუშვათ ეს იყოს პური. Pპური სხვადასხვა პროპორციებით მოითხოვს ფქვილს, წყალს და ცეცხლს. Pპური მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ მისი შემადგენელი ელემენტები სწორ ურთიერთობაში იმყოფებიან და იგივე შეეხება ადამინსაც: იმისათვის რომ მივიღოთ რიცხვი 30 თითოეული წყარო დადებული უნდა იყოს შესაბამისი ხარისხებით და რაოდენობით. თუ მაგალითად გაგვაჩნია ბევრი ფქვილი, ე.ი. ფიზიკური პოზები, მაგრამ არ გაგვაჩნია არც წყალი, ე.ი. პიროვნების მექანიზმის პოზები, და არც ცეცხლი, ე.ი. ინდივიდუალობა-მაშინ ეს ამაოა, ეს უკვე არ იქნება ადამიანი. იმისათვის, რომ ადამიანი მივიღოთ საჭიროა ნაწილითა სწორ პროპორციებში ერთმანეთთან დაკავშირება. Mმხოლოდ ერთი ნაწილი კი ცალკე აღებული ( ფქვილი) მხოლოდ ხორცის ნაკუწია. თითოეული ამ მანქანათაგანი ასე რომ ვთქვათ, რაღაც მცირე ადამიანია, ე.ი. ადამიანი შედგება სამი ადამიანისაგან: თითოეულს თავისი ხასიათი, თავისი ბუნება გააჩნია და სამივე ნაკლულია, რადგან სხვა მანქანებთან არ არის დაკავშირებული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოვახდინოთ მათი ორგანიზებული შეწონასწორება, Mმაგრამ სანამ ამას შევუდგებოდეთ, მანმადე საჭიროა ცნობიერად დავინახოთ ის, რომ ჩვენი მანქანები ნამდვილად დისჰარმონიულ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთის მიმართ. ისინი არამარტო არ იცნობენ და არ უსმენენ ერთმანეთს, არამედ როდესაც ერთი მათგანი დაჟინებით ითხოვს რაღაცას მეორისგან და იცის როგორ უნდა შესრულოს იმ მეორემ ეს მისი მოთხოვნა, მეორეს ეს ან არ შეუძლია, ან არ უნდა ამის გაკეთება.
ვინაიდან გვიანაა ახლა ჩვენ შევწყვიტოთ და დანარჩენი სხვა დროისათვის გადავდოთ. იმ იმედით , რომ იმ დროისათვის მეტის გაკეთება შეგეძლებათ.
ადამიანი არის მრავლობითი არსება
Lლონდონი, 1923
A ადამიანი არის მრავლობითი არსება, ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საკუთარ თავზე , ჩვენ ვლაპარაკობთ - ,,მე”-ზე. ჩვენ ვამბობთ: ,,მე” გავაკეთე ეს, ,,მე” ვფიქრობ, ,,მე” ვაპირებ, მაგრამ ეს ჩვენი უმეცრებაა და არა ჭეშმარიტება.
Aარ არსებობს ამგვარი ,,მე” ანდა სწორედ რომ პირიქით, ისინი ასობით არსებობენ. თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს ათასობით პაწაწინა ,,მე,” ჩვენ გათიშულები ვართ ჩვენსავე თავში, მაგრამ ჩვენი არსებობის მრავლობითობა რომ გავაცნობიეროთ, ამისათვის იგი უნდა შევისწავლოთ, უნდა დავაკვირდეთ. ერთ მომენტში ჩვენში მოქმედებს ერთი ,,მე”, მეორე მომენტში მეორე ,,მე” და იმის გამო რომ ეს ,,მე”-ები მრავალია და ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ჩვენ ვმოქმედებთ არაჰარმონიულად.
ჩვეულებრივ ჩვენ ვცხოვრობთ ისე, რომ ჩვენი ფუნქციონირების და ძალების მხოლოდ მცირე ნაწილსღა ვიყენებთ, რადგან არ გვესმის, რომ მანქანები ვართ და არ ვიცნობთ ამ მანქანა-მექანიზმების ბუნებასა და მუშაობის წესს.
ჩვენ აბსოლიტურად ვართ მიმართულები გარეგანი ვითარებების მიერ. .ყველა ჩვენი მოქმედება მიემართება ხაზით, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეწინააღმდეგება გარეგან მდგომარეობებს.
თქვენ თვითონ სცადეთ: შეგიძლიათ, მართოთ თქვენი ემოციები? – არ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მათი დათრგუნვა, ან ერთი ემოცია მეორეთი შეავიწროვოთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ მათი მართვა. პირიქით, ემოციები გმართავენ თქვენ. შესაძლებელია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ როდესაც მოვა დრო, როცა ჩაფიქრებული უნდა განახორციელოთ აღმოაჩენთ, რომ სრულებით საწინაღმდეგოს ჩადიხართ.
თუ გარემოება ხელს უწყობს გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ განახორციელოთ იგი. Mმაგრამ თუ გარემოება არ არის ხელშემწყობი, მაშინ მოქმედებთ უკვე გარემოების კარნახით. თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ საკუთარი მოქმედებები, თქვენ ხართ მანქანები და თქვენივე სურვილებისგან დამოუკიდებლად, თქვენი მოქმედებები იმართებიან გარეგანი გავლენებით.
Mმე არ ვამბობ, რომ არავის არ შეუძლია მართოს თავისი მოქმედებები. Mმე ვამბობ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან გაორებულნი ხართ. თქვენში არსებობს ორი ნაწილი: ძლიერი და სუსტი ნაწილი. როდესაც ძლიერდება თქვენში არსებული ძლიერი ნაწილი, იმავდროულად იმატებს სუსტი ნაწილიც და თუ არ ისწავლით მისი ზრდის გაჩერებას იგი უარყოფით ძალად გადაიქცევა თქვენში. როდეასც ყოფიერებაში რაღაც განსაზღვრული დონე მიიღწევა ჩვენ შეგვეძლება ჩვენში არსებული თითოეული ნაწილის გაკონტროლება, მაგრამ ისეთებს, როგორებიც ახლა ვართ ჩვენ არ შეგვიძლია თვით ჩვენივე ჩაფიქრებულის განხორციელებაც კი.
(აქ თეოფოსმა დასვა საკითხი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ თვით გარეგანი პირობები, რომლებიც თავს გვახვევენ თავიანთ თავს).
Pპასუხი: გარეგანი პირობები არასდროს არ იცვლებიან. Aარსებობს არა მათი ცვლილება არამედ მხოლოდ მათი მოდიფიკაცია.
კითხვა: მაგრამ განა არ არის ცვლილება, როდესაც ადამიანი ხდება უკეთესი?
Pპასუხი: ასეთი ადამიანი კაცობრიობისთვის არაფერს ნიშნავს, ერთი კაცი ხდება უკეთესი, მეორე ხდება უარესი, ამით არაფერი იცვლება.
კითხვა: მაგრამ განა უკეთესობა არ არის ის, რომ მატყუარა იქცევა მართალ ადამიანად?
Pპასუხი: არა, ეს ერთი და იგივეა. თავიდან იგი ტყუის მექანიკურად, რადგან არ შეუძლია სიმართლის თქმა: შემდეგ იგი სიმართლეს ლაპარაკობს, ისევ მექნიკურად. Aახლა მისთვის სიმართლის თქმა გახდა უფრო მომგებიანი. სიმართლეს თუ ტყუილს ფასი აქვთ მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის გაკონტროლება, ასეთები, როგორებიც ვართ, ჩვენ ვერ ვიქნებით კეთილსახიერნი, რადგან მექანიკურები ვართ. Mმორალი ფარდობითია, მექანიკური, სუბიექტური, წინააღმდეგობრივი. იგივე ითქმის ჩვენს მიმართ: ფიზიკური ადამიანი, ემოციონალური ადამიანი, ინტელექტუალური ადამიანი_ ყველას თავისი ბუნების შესაბამისი მორალი გააჩნია. თითოეულ ადამიანში მანქანა სამ ძირითად ნაწილად, სამ ცენტრად იყოფა.
დააკვირდით თქვენს თავს ნებისმიერ მომენტში და დაუსვით შეკითხვა: ,, მე~- თაგან, რომელი ,,მე~ მოქმედებს ახლა. რომელ ცენტრს მიეკუთვნება იგი _ ინტელექტუალურს, ემოციონალურს თუ დინამიკურ ( სამოძრაო) ცენტრს?.
შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ იგი სრულებით განსხვავებულია იქიდან, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ იგი აუცილებლად ერთ-ერთი მათგანის წარმომადგენელია.
კითხვა: არსებობს თუ არა მორალის აბსოლუტური კოდექსი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა განურჩევლად ყველა ადამიანისათვის?
Pპასუხი: დიახ, როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ძალები ჩვენი შინაგანი ცენტრების სამართავად, მაშინ შეგვიძლია ვიყოთ მორალურები, მაგრამ სანამ ვიყენებთ მხოლოდ ნაწილს, ჩვენი შესაძლებელი ფუნქციებიდან, მანმადე არა ვართ მორალურები. ჩვენ ყველგან და ყველაფერში ვმოქმედებთ მანქანებივით მექანიკურად და მანქანებს კი არ შეუძლიათ იყვნენ მორალურნი.
კითხვა: ეს უიმედო მდგომარეობაა?
Pპასუხი: სრულებით მართალი ხართ.
კითხვა: მაშინ, როგორ შეგვიძლია გარდაქმნა და მთელი ძალების გამოყენება?
Pპასუხი: ეს სხვა საქმეა. ჩვენი სისუსტის მთავარი მიზეზი იმაშია, რომ არ შეგვიძლია ჩვენი ნება განვავრცოთ ერთდროულად სამივე შინაგან ცენტრზე.
კითხვა: შეგვიძლია თუ არა ჩვენი ნებით ერთ-ერთზე მაინც ვიმოქმედოთ?
Pპასუხი: რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეგვიძლია. ზოგჯერ შეგვიძლია ვმართოთ ერთ-ერთი ჩვენი ცენტრი და ძალზე საოცრად შედეგსაც შეიძლება მივაღწიოთ. (იგი ყვება ისტორიას ტუსაღზე, რომელმაც ძალზე ვიწრო, მაღალ და მიუდგომელ სარკმლიდან შეძლო პატარა ბურთულად დაჭმუჭნილი წერილი თავისი ცოლისთვის გადაეგდო). ეს იყო ერთადერთი გამოსავლი მისი გათავისუფლებისათვის. თუ ეს არ გამოუვიდოდა პირველ ცდაზე, ეს მომენტი მას უკვე აღარასოდეს არ დაუდგებოდა, ამიტომ მან შეძლო სრულებით დაუფლებოდა თავის ფიზიკურ ცენტრს და აიძულა გაეკეთებინა ის, რასაც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერაფრით ვერ შეძლებდა.
კითხვა: თქვენ თუ იცნობთ ვინმეს ვინც არსებობის ასეთ სიმაღლეს მიაღწევდა?
Pპასუხი: მე თუნდაც გიპასუხოთ არა, და თუნდაც დიახ, ეს სრულებით არ ნიშნავს არაფერს. თუ გიპასუხებთ, რომ ვიცნობ, ამას ვერ შეამოწმებთ; თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ, თქვენს სიბრძნეს ამითაც არ შეემატება არაფერი. თქვენ არ გაქვთ საფუძველი, რომ ჩემი გწამდეთ. გთხოვთ არ ირწმუნოთა არფერი, რასაც ვერ შეამოწმებთა თქვენსავე თავში.
კითხვა: თუ სრულებით მექანიკურნი ვართ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ საკუთარი თავის მართვას? შეუძლია მანქანას თავისი თავი თვითონვე მართოს?
Pპასუხი: მართალი ხართ, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი თავი ჩვენვე შევცვალოთ, ჩვენ მხოლოდ მცირე სახეცვლილება შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გარდავიქმნათ გარედან დახმარებით.
A არსებობს თეორია, რომ კაცობრიობა ორი წრისგან შედგება: დიდი, გარეგანი წრისგან, რომელიც მოიცავს ყველა ადამიანს და მცირე წრისგან, რომლის ცენტრშიც მცოდნე და მხილველი ადამიანები არიან. რეალური, ერთადერთი ინსტრუქცია, რომელსაც შეუძლია შეგვცვალოს, მხოლოდ ამ ბოლო (მცირე) ცენტრიდან შეიძლება და ინსტიტუტის მიზანს ჩვენი მომზადება წარმოადგენს იმისთვის, რომ შევძლოთ ამ მცირე ცენტრისგან მომავალ ინსტრუქციათა მიღება.
ჩვენ თავად არ შეგვიძლია საკუთარი თავი შევცვალოთ. Eეს მხოლოდ გარედან შეიძლება. Yყველა რელიგია მიუთითებს, ცოდნის ამ საერთო ცენტრის არსებობაზე, ყოველ საღვრთო წერილში არსებობს ეს ცოდნა, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ამის დანახვა.
კითხვა: მაგრამ განა ადამიანებმა უკვე არ დააგროვეს ცოდნის დიდი მარაგი?
Pპასუხი: ადამიანებმა მრავალი სახის ცოდნა დააგროვეს, მაგრამ ჩვენი
ცნობების მიხედვით სომხ-ბერძენია, მაშ, ტავს გურჯიევი , ანუ, ქართველი რატომ უწოდა? ვინმემ იცით?
anouk
ეზოთერული მსოფლმხედველობით, ადამიანის ერთი განსხეულების იდეალური პერიოდი განისაზღვრება 72 წლით, ანუ ეს პერიოდი მთლიანად საკმარისია იმისთვის, რომ მან ერთი კარმული მისია განასრულოს.
ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული რომ შემთხვევით არაფერი ხდება მით უმეტეს, ისეთი პიროვნებისთვის როგორიც იყო გურჯიევი, თუ არ ვცდები იგი 72 წლისა გარდაიცვალა, ასევე ის ცნობილი ავტო-კატასტროფაც - არა მგონია შემთხვევა იყო!
მამაჩემი 71 წლის გარდაიცვალა, გავიდა სახლიდან და უცებ გარდაიცვალა 1 წუთში..მეც სულ ეს განცდა მქონდა რომ რაღაც მისია დაასრულა და წავიდა..
გაგრძელება???
სადაა?
ქართულად არის მისი წიგნები?
შარშან შევიძინე (ვედეენხაზე) წიგნების ფესტივალი იყო თუ რაღაც მსგავში. არ ველოდი იქ გურჯიევს თუ აღმოვაჩენდი თან ახალ გამოცემას ქართულად - "ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა "მე ვარ"
jgvenza
ar var rasisti magram 'ia tbilisic' ar vici da ar vcnob zogierti somexistvis tbilisia mteli chveni qveyana da ara saqrtvelo da rogorc eseti saqartvelos gageba ar aqvt.. shevxvedrivar eset adamianebs da ar momwons. etyoba sergo farajanovsac igive problema qonda.. da rac yvelaze cudia somexs ra unda motxovo roca omis dros zogiert qartvelebs igive azri qondat ogond tbilishi ar shemovidnen da ar enagvlebat danarcheni saqartvelo.
moonbayer
ხო სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად, სერგო ფარაჯანოვი კიდევ სულ სხვა შემთხვევა იყო, არ მგონია ომის დროს მაგაზე ეფიქრა, ეგ უფრო სამყაროს მოქალაქე იყო. ჩემთვისაც ეგ უფრო მისაღებია, გასაგებია რომ სამშობლო , ისევე როგორც ოჯახის წევრები უფრო ახლოა ადამიანისთვის ვიდერე სხვა , მაგრამ მემგონი როდესმე ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს რომ დედამიწა არც ისე დიდია და რომ ყველა ადამიანის ტკივილი და განცდა ისევე უნდა მივიღოთ როგორც საკუთარი..
jgvenza
http://woodash.ru/?p=50
გურჯიევის მუსიკა. 2 ალბომია და აშკარად მაგისი უნდა იყოს, რადგან ქართული მელოდიებიც ურევია...
დისსიპლინ არ შეიძლება ამ ლინკზე დიდი მადლობა არ გითხრა :-)
http://www.gurdjieff-heritage-society.org/ ამ ლინკზე დევს გურჯიევის ბაალზებუბი ინგლისურად !
http://zhurnal.lib.ru/k/kolesnikow_o/gourdjiev.shtml რუსულად !
http://www.youtube.com/watch?v=EOAWY4b7Vyk&playnext_from=TL&videos=_Dhelc0hMco
გურჯიევის ცეკვები ! რაც მისი სცავლების ასევე უმტავრესი ნაცილია ამ ლინკზე ნახავთ რაში მდგომარეობს გურჯიევის ცეკვების აზრი ,გურჯიევი ამბობდა რომ იგი იყო
ცეკვების მასწავლებელი და ასეც არის !
აქ თქვენ საიდან იცით , რომ გურჯიევი 72 წლის გარდაიცვალა ? სამი სავარაუდო თარიღი არსებობს დაბადების ... და არც ერთი დამტკიცებული არაა . . .
ნამდვილი მასწავლებელი იყო, ყოველგვარი სექტანტიზმის, აჟიტირების და ეგზალტაციების გარეშე. მასწავლებელი, ვისი წიგნიც ცხოვრება იყო.
david6david
რა ზუსტად დაახასიატე..
david6david
[quote]ნამდვილი მასწავლებელი იყო, ყოველგვარი სექტანტიზმის, აჟიტირების და ეგზალტაციების გარეშე. მასწავლებელი, ვისი წიგნიც ცხოვრება იყო. [ /quote]
კი, ასეა და ამიტომ ვცემ დიდ პატივს მას. ნამდვილად ფლობდა დიდ ძალას და ცოდნას განსხვავებით ბევრი შარლატანისგან. და ამ ცოდნას ის თან დაატარებდა, ყოველგვარი თეორიების და წიგნებიდან ამოკენკილი ციტირების გარეშე.
მასობრივ ჰიპნოზს მართლა ჩალიჩობდა ? ... ბევრი ამბობს მამენტ შარლატანიაო
რაღაც ბიოგრაფიული ფილმი ვიპოვე გურჯიევზე:
Встречи с замечательными людьми
Режиссер: Питер Брук / Peter Brook
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3264165
კარგი ფილმია თუ იცით?
პიტერ ბრუკი კარგი რეჟისორია,იმედია ფილმიც კარგი იქნება.. ვნახავ და გეტყვი...
გურჯიევმა პირველი სერიოზული ინსტრუქტაჟი მიიღო ყარსში, თურქეთში ბრმა შეიხთან, რომელსაც შემთხვევით გადაეყარა ჭეშმარიტების ძიების გზაზე. შემდეგ სწავლობდა კონიაში, ანატოლიაში მევლევის ორდენში და სტამბულში ჰაკიმ ბეისთან.
სუფიზმში ისევე როგორც სხვა მისტიკურ ტრადიციებში მურშიდის და მურიდის (ეს მარტო უბრალოდ მასწავლებელი და მოსწავლე არაა) გარეშე არაფერი ხდება და ეს შარლატანობას ძირშივე გამორიცხავს, განსხვავებით თვითნასწავლი და თვითგანვითარებული ნიუ ეიჯის ეგრეთწოდებული მისტიკოსებისგან, რომლებმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიიღონ დამოუკიდებელი ან შემთხვევითი ხელდასხმა, მაგრამ ტრადიციის ფარგლებს გარეთ დიდია შანსი რომ ეგოიზმი გაუძლიერდეთ და საბოლოოდ არეული სწავლების გავრცელება დაიწყონ.
ესეც ცოტა რამ გურჯიევის შესახებ
ცნობილი მისტიკოსისა და მედიუმის გიორგი გურჯიევის წარმომავლობა და ბიოგრაფიული მონაცემების ნაწილი დაზუსტებით არაა ცნობილი.
დაბადების თარიღად ასახელებენ 1866-დან 1877-მდე წლებს. პასპორტის მიხედვით, ის დაბადებული იყო 1877 წლის 28 ნოემბერს,
თუმცა მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ამას უტყუარ ფაქტად ვერ მივიღებთ (უფრო კონკრეტულად ქვემოთ შეიტყობთ). აზრთა სხვადასხვაობაა მის ბიოგრაფებს შორისაც.
მაგალითად, ჯეიმს მური 1866 წელს მიიჩნევს უფრო შესაფერისად, უილიამ პეტერსონი – 1872-ს. ოჯახის შესახებ ტრადიციულად მიჩნეულია,
რომ პონტოელი ბერძენი მამისა და სომეხი დედის ოჯახში დაიბადა. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ქართველებს “გურჯებს” ეძახიან, ამიტომ გვარის გამო მის ქართულ ფესვებზეც არის ეჭვები.
ამერიკელი მისტიკოსი და ოკულტური წიგნების ავტორი დევიდ ალან ჰულსი წიგნში “ენციკლოპედიური მეგზური წმინდა ენებისკენ” საუბრობს ქართულ ენაზე (გვ.218) და იქვე აყოლებს: ქართულ დამწერლობაში ძირითადად ორი სტილია გავრცელებული: ხუცური, რომელიც მრგვალი ფორმებით გამოირჩევა და მხედრული. მხედრული დამწერლობა ძალიან ჰგავს იმ საიდუმლო ანბანს, რომელსაც გურჯიევი იყენებდა წერისას. შეიძლება სწორედ ეს დამწერლობა დაგვეხმარება, გავშიფროთ მისი სიმბოლოები (ე.წ. “ენაგრამები”), რომლებსაც ნაშრომებში რთავდა.
გურჯიევი გაიზარდა ყარსში და მსოფლიოს მრავალი ადგილი მოიარა – ცენტრალური აზია, ეგვიპტე, ევროპა.. 1912 წელს რუსეთში დაბრუნდა და თქვა: “დავიწყე რუსეთით და დავასრულე რუსეთით.” 1912 წელს მოსკოვში მას უკვე გამოუჩნდა მოწაფეები. ამავე წელს იქორწინა პოლონელ ჯულია ოსტროვსკაზე და გადავიდა სანკტ-პეტერბურგში. მის მოწაფეებში ირიცხებოდნენ ფილოსოფოსი პიოტრ უსპენსკი, კომპოზიტორი ტომას დე ჰარტმანი და მისი მეუღლე ოლგა. 1916 წელს კი უკვე 30 მიმდევარი ჰყავდა.
1917 წელს სომხეთში, ალექსანდროპოლში დაბრუნდა. ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდში თავის სწავლებებს ავრცელებდა ესენტუკში, ტუაფსეში, მაიკოპში, სოჭაში, ფოთში. 1918 წელს უსპენსკი მას გამოეყო. 1919 წელს გურჯიევი ყველაზე მეტად დაახლოებულ მოწაფეებთან ერთად ტიფლისში (თბილისში) ჩამოვიდა. აქვე გახსნა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”, რომელსაც შემდგომში ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მალე მას ოჯახის წევრებმა ჩააკითხეს და შეატყობინეს, რომ თურქებმა მამამისი დაჭრეს სომხების გენოციდის დროს, დედა და რამდენიმე ნათესავი კი ტიფმა იმსხვერპლა. 1920 წელს სიტუაცია აირია და ჯერ ბათუმში, შემდეგ კი სტამბულში გადაინაცვლა. აქ მოწაფეებთან ერთად გაეცნო დერვიშების ადათ-წესებს, დაინტერესდა სუფისტური ცერემონიით ‘სამა’. სტამბულშივე შეხვდა ბრიტანელ მეცნიერს, მკვლევარსა და მწერალს ჯონ ბენეტს, რომელიც მალევე გახდა მისი და უსპენსკის მიმდევარი.
1921-22 წლებში მისტიკოსმა შემოიარა დასავლეთ ევროპა, ლექციებს ატარებდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი და ლონდონი. აქ შეძენილი მოწაფეებიდან აღსანიშნავია ბრიტანელი ინტელექტუალი ალფრედ რიჩარდ ორეგი.
1924 წელს პარიზიდან ბრუნდებოდა, როცა ავარიაში მოყვა და მძიმედ დაიმტვრა, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. არის ვარაუდი, რომ ეს ავარია თავიდან მოსაშორებლად მოუწყეს. თავისი ცოდნის დახმარებით მას ექიმი არც დასჭირვებია, ისე გამოჯანმრთელდა. ამავე წელს დაიწყო წერა წიგნისა “ყველა და ყველაფერი”. 1925 წელს მისი ცოლი კიბოთი დაავადდა. სამწუხაროდ, ვერც რადიოთერაპიამ უშველა და ვერც გურჯიევის მკურნალობამ და 1926 წლის ივნისში გარდაიცვალა. ფრიც პიტერსის წიგნი “გურჯიევი ამერიკაში” გვამცნობს, რომ მისტიკოსი 1925-26 წლებში აქტიურად სტუმრობდა ნიუ-იორკს და თავისი ქონება დაახლოებით 1 მილიონი დოლარით გაზარდა (გაითვალისწინეთ, როდის ხდება მოქმედება და მცირე თანხად არ მოგეჩვენებათ).
სწავლებას და ქადაგებას გიორგი მეორე მსოფლიო ომის დროსაც აგრძელებდა. ამ პერიოდში ის პარიზში ცხოვრობდა.
გარდაიცვალა 1949 წლის 29 ოქტომბერს საფრანგეთში, ამერიკულ საავადმყოფოში. დაკრძალულია ფოტენბლოს სასაფლაოზე.
პიროვნული თვისებები
მისი თანამედროვეები არცთუ ისე დადებითად ახასიათებდნენ გიორგის. მათი აღწერით, მისტიკოსი ფრიად ცბიერი და საშიში ადამიანი იყო.
მისი ქარიზმა ვერავის დატოვებდა გულგრილს. ჰქონდა ადამიანის დაჰიპნოზებისა და მისტიფიკაციის საოცარი უნარი.
მასთან საუბრისას ყველა კარგავდა დროის შეგრძნებას. ბევრ მათგანს ეგონა, რომ საუბარი სულ ახლახანს დაიწყეს, არადა უკვე 6 საათი იყო გასული.
როცა ევროპელ ინტელიგენტებს მათივე ისტორიიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელ საინტერესო ამბებს უყვებოდა, ისეთ წვრილმანებს ახსენებდა,
რომ ტოვებდა შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. ადამიანებთან კონტაქტისას სიფაქიზეს ავლენდა, ყველას სხვადასხვანაირად ესაუბრებოდა.
სადაც კი ჩადიოდა, ყველას თავიანთ მშობლიურ ენაზე უსაუბრებოდა, არასდროს სჭირდებოდა თარჯიმანი.
ფილოსოფია, იდეოლოგია და პრაქტიკა
გურჯიევი ამტკიცებდა, რომ მის მიერ შემუშავებული ინფორმაციის ათვისება ადამიანს ჭეშმარიტების კარს გაუღებდა. ეს ინფორმაცია კი დამყარებული იყო უძველეს რელიგიებზე, სხვადასხვა ხალხების ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე. მისი მოწაფეები სულიერ ლიდერად მიიჩნევდნენ, ასევე ეზოთერიკოსად და ოკულტისტად.
ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას, რადგან ისინი იმყოფებიან ერთგვარ “ფხიზელი ძილის” მდგომარეობაში. “ადამიანი ცხოვრობს ძილში და ძილშივე კვდება”. გურჯიევის მტკიცებით, ადამიანები რომ უფრო გააზრებულ მდგომარეობაში იყვნენ, არ მოხდებოდა ისეთი საშინელებები, როგორიც მაგალითად ომია. ადამიანები ერთფეროვანი ყოველდღიურობის გამო ერთგვარად დაჰიპნოზებულნი არიან და გაუცნობიერებლად ემგვანებიან მექანიკურ სათამაშოებს.
მისტიკოსი ამბობდა, რომ რელიგიები და უძველესი ტრადიციები ერთ დროს დიდ ცოდნას ინახავდა, მაგრამ ადამიანებმა ზოგჯერ თავიანთი პატივმოყვარეობის გამო, ზოგჯერ კი უნებლიედ დაამახინჯეს და არსი დაუკარგეს, ამიტომ მათ აღარ ჰქონდათ ის ძალა, რაც უწინ. ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი, გაერჩია კარგი და ცუდი, ჩასწვდომოდა ჭეშმარიტებას. ამის ნათელი შედეგი იყო 1914-18 წლებში მიმდინარე I მსოფლიო ომი.
ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან – სხეული, გონება და ემოციები. ჰარმონიისთვის საჭიროა სამივე მათგანი განვითარდეს. ამიტომაც გურჯიევმა შეიმუშავა სისტემა “მეოთხე გზა”, რომლის შესრულებაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა იმდროინდელი საშუალო ევროპელისა და ამერიკელისთვის. თუმცა ამ ტერმინს თავად არ ხმარობდა, “მეოთხე გზა” მისმა მოწაფეებმა უწოდეს, სალაპარაკო ენაში კი გავრცელდა უსპენსკის წიგნის “მეოთხე გზის” შემდეგ, რომელიც მისტიკოსის ლექციებზე იყო დაფუძნებული. სწავლებას ასევე უწოდებენ “გურჯიევის ნაშრომს”, “სისტემას”, “საკუთარ თავზე მუშაობას” და ა.შ.
მეოთხე გზა ასწავლის ადამიანს, როგორ მოახერხონ ყურადღებისა და ენერგიის მართვა თავიანთ სასარგებლოდ, განავითარონ ფარული უნარები, ნაკლები დრო დაუთმონ ოცნებებს და იყვნენ მობილიზებულნი. ადამიანი არ იბადება სულით, არამედ თავისი ცხოვრება უნდა წარმართოს ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული, თუ არადა “მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება, მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.
გურჯიევს შემუშავებული ჰქონდა მოძრაობების სისტემა, რომელსაც “წმინდა ცეკვებს” ეძახდა. მას მოწაფეებთან ერთად ასრულებდა. ამ ცეკვების სისტემას მოგვიანებით “გურჯიევის მოძრაობები” ეწოდა. მათი საწყისები იმალება სხვადასხვა რელიგიებში, ასევე ტრადიციებში, რომლებიც სათავეს იღებენ ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, ტიბეტში, შორეულ აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
ცეკვები შედგებოდა 39 მოძრაობისგან:
1. ავტომატი
2. ლოცვა სამ ნაწილში
3. ოთხი თვალწარმტაცი სანახაობა
4. ლოცვა სწავლებისთვის
5. დერვიშის მითითება
6. მოძრაობა კანონით
7. ეზოთერიკა
8. ტრიადები წყვილებში. სირთულეები სიმარტივეში
9. ‘ოლბოგმეკი’, ანუ ორმაგი გამრავლება
10. ნათელი ცეკვა
11. უფალო შეგვიწყალენ
12. ალილუია
13. მოძრაობის ლოცვა
14. წმინდა წიგნის კითხვა
15. ტიბეტური დღეები
16 – 17. ცხრაკუთხედის გამრავლება
18 – 19. ვარჯიშის შეწყვეტა
20. ექვსი გადააადგილება. დერვიშების ვარჯიში
21. სინდისის ქენჯნა
22. მეზოთერიული სერიები
23 – 24. ჩაძე ვაძე (უფალო, შეგვიწყალენ!)
25. შავი და თეთრი მაგია
26. გამრავლება
27. კანონი
28 – 29 – 30. კოსმიური ცეკვა
31. თხუთმეტი რიტმი
32. ავტომატი
33. ვარჯიში ‘ამერიკაში დაბრუნება’
34. გამრავლება
35 – 36. დერვიშების მოძრაობა
37 – 38. კანონი
39. ფიქრი, შეგრძნება, ემოცია
გურჯიევი ასწავლიდა, რომ სულიერი განვითარება შედგებოდა სამი ნაწილისგან, სამი გზისგან:
ფაკირის გზა
ეს ნაწილი მოიცავდა რთული ფიზიკური ვარჯიშებისა და პოზების შესრულებას, ემსახურებოდა სხეულის განვითარებას. დაფუძნებული იყო ფაკირების, ანუ მუსლიმი სუფისტი ასკეტების პრაქტიკაზე.
ბერის გზა
ბერის, იგივე მონაზვნის ვარჯიშები მიმართული იყო ემოციური წონასწორობის განვითარებისკენ. ყურადღება ექცეოდა ბილწი ვნებების დათრგუნვას და სულიერი, ჭეშმარიტი შეგრძნებების განვითარებას. დაფუძნებული იყო ქრისტიანი და ბუდისტი ბერების პრაქტიკაზე.
იოგის გზა
დაფუძნებული ინდუისტი და სიქჰისტი იოგების პრაქტიკაზე, იოგის ვარჯიშები ემსახურებოდა თვითშემეცნებას, ავითარებდა გონებრივ შესაძლებლობებს და ფარულ ნიჭებს.
ეს სამი ნაწილი მთლიანობაში ადამიანს წარუძღვებოდა ჰარმონიისა და სრულყოფისკენ, რაც იყო კიდეც ნებისმიერი რელიგიის ძირითადი არსი. სამი გზა იკვრებოდა ერთ მთლიანობად, ჭეშმარიტ სწავლებად, რომელსაც სიმბოლურად ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მაგრამ ეს ცოდნა არ იყო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ის არ წარმოადგენდა დაფარულ საიდუმლოს, მაგრამ ბევრს უბრალოდ არ აინტერესებდა. მხოლოდ მცირედნი, ვინც აღმოაჩენდნენ მასში ხსნის გზას, მიჰყვებოდნენ კიდეც. გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანების მხოლოდ 20% დაფიქრებულა ერთხელ მაინც მაღალ ღირებულებებზე. მათგან მხოლოდ 20%-ს გადაუწყვეტია რამის გაკეთება ამ მხრივ, და ამ მცირედის 5% აღწევდა რაიმე შედეგს. ანუ საბოლოო ჯამში, 0.002%, იგივე 500-დან ერთი ადამიანი აღებდა კარებს რეალობაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლებისა იყო ის, რომ გურჯიევის აზრით, სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში. თუკი ადამიანი ერთი რამის შესწავლას მიჰყოფდა ხელს, ის მისდაუნებურად აითვისებდა სხვა რამესაც და შეიძენდა ახალ უნარ-თვისებებს.
გავლენა
თავისთავად ცხადია, გურჯიევი ეხვეოდა ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში. ბევრი მას მიიჩნევდა შარლატანად, რომელსაც ეს ყველაფერი საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა. თუმცა აშკარაა, რომ მან გავლენა მოახდინა უამრავ მისტიკოსზე, მოაზროვნეზე, მწერალზე, ლიდერზე. მაგალითისთვის საკმარისია ორი პიროვნება, რომლებზეც ამ ბლოგზე ცალ-ცალკე პოსტებია: ოშო და კარლოს კასტანედა. მისი წიგნები ბესტსელერი იყო, თავად გურჯიევზე კი რამდენიმე ათეული წიგნი დაიწერა.
“ღმერთის მოსვლის მაცნე”. დაიბეჭდა 1933 წელს.
ტრილოგია “ყველა და ყველაფერი”
* ნაწილი I – “ბელზებუბის ამბები, რომელსაც შვილიშვილს უყვებოდა”. დაიბეჭდა 1950 წელს
* ნაწილი II – “შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან”. დაიბეჭდა 1963 წელს
* ნაწილი III – “ცხოვრება მხოლოდ მაშინაა რეალური, როცა ‘მე ვარ’ “. დაიბეჭდა 1974 წელს
“ხედი რეალური სამყაროდან”. დაიბეჭდა 1973 წელს
ასევე გადაღებულია ფილმი შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გურჯიევი ერთ-ერთი ვერსიით ითვლება ვოლანდის პროტოტიპად. რუსული გაზეთი “Ставропольская правда” 2006 წლის 4 თებერვლის ნომერში წერს:
– არ გვაქვს დაზუსტებული ცნობები იმის შესახებ, მისტიკოსი მართლა შეხვდა თუ არა ბულგაკოვს, თუმცა ის რომ მწერლის შთაგონების წყარო გურჯიევია, აშკარაა. ამასთან, 1917 წელს ორივე ესენტუკში ისვენებდა და ეს კიდევ უფრო ზრდის ალბათობას. ასევე ცხადია, რომ მეოცე საუკუნის მთელი რუსული ინტელიგენცია ამ საოცარი ადამიანის გავლენის ქვეშ იყო.
გაზეთი ასევე საუბრობს გურჯიევისა და სტალინის ურთიერთობაზე. ისინი საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და არის ვარაუდი (არცთუ ისე საფუძველს მოკლებული), რომ ერთად სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა ამ დროს მისტიკოსს იმხელა ცოდნა ჰქონდა, გასაკვირია, სემინარიაში სწავლა რაში სჭირდებოდა. მაგრამ დადასტურებულია ის, რომ ეს ორი მეგობარი ამ პერიოდში ერთ ბინაში ცხოვრობდა თბილისში. თავის მხრივ, გურჯიევიც განიცდიდა სტალინის გავლენას და მასთან ერთად მონაწილეობდა აჯანყებებში. მოგვიანებით, ის იხსენებდა, როგორ დაჭრეს კავკასიაში ყოფნის პერიოდში – მას ტყვია მოხვდა 1904 წელს ჭიათურაში, როცა ის და იოსები საფოსტო ეტლის გაძარცვას ცდილობდნენ.
მკვლევარების დიდმა ნაწილმა გურჯიევის გავლენა აღმოაჩინა სტალინის რიგ ნაშრომებში. გურჯიევისვე გავლენით შეიცვალა სტალინმა დაბადების თარიღი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისას: ის დაბადებული იყო 1878 წლის 18 დეკემბერს, მისტიკოსმა კი შეაცვლევინა და 1 წლითა და სამი დღით წინ გადააწევინა – 1879 წლის 21 დეკემბერი. ამით დიდ ბელადზე მაგიურ-ოკულტური გავლენის მოხდენა შეუძლებელი გახდა. ამ ფაქტის გამო რეალობას არაა მოკლებული აზრი, რომ იგივე მიზეზით თავად გურჯიევსაც შეცვლილი ჰქონდა დაბადების თარიღი.
ვისაც გაქვთ წაკითხული გურჯიევის All and Everything ან უსპენსკის the fourth way
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი. თუ Here now პრაქტიკას მიმართავთ რა მეთოდებს იყენებთ საინტერესოა გააზიარეთ.
მე ვარ დამკვირვებელი..ოღონდ უსპენსკი როგორც იძახდა ისე არა, ..ისე ბევრს გაუფრენია ამიტომ ყველაფერში შუა გზაა ღვთიური........
ჩემი გზა ძალიან მარტივია იმაზე მარტივი ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.........
მე არაფერი წამიკითხავს გურჯიევის, მაგრამ რომელღაც დოკ. ფილმში თქვეს, რომ გურჯიევის მოსაზრებით მთვარე რაღც ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ადამიანების ენერგიით იკვებებაო და ხოარიცით რამე დაწვრილებით ამის შესახებ?
კი მართალია გურეჯიევი ამბობდა რომ ადამიანები არიან საკვები მთვარის.რა თქმაუნდა ენერგეტიკული მნიშვნელობით.
G წერდა როდესაც ადამიანი კვდება, მისი დარჩენილი ფსიქიური ენერგია არის საკვები მთვარის. მთვარე და მისი გავლენა ადამიანებზე ძალიან დიდი თემაა, და შეიძლება ითქვას ფუნდამენტალურიც კი.ამ თემაზე წერდა უსპენსკი,კასტანედა,გნოსტიკებ
ი.მოკლედ რომ ვთქვათ ნუ რეაგირებ მექანიკურად რაც შენს გარშემო ხდება ყოველდღიურად. სხვა სიტყვებით "გახსოვდეს შენი თავი" "remember youself"
Existence'
მე ვარ დამკვირვებელი..ოღონდ უსპენსკი როგორც იძახდა ისე არა, ..ისე ბევრს გაუფრენია ამიტომ ყველაფერში შუა გზაა ღვთიური........
ჩემი გზა ძალიან მარტივია იმაზე მარტივი ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.........
==============================================================================
თუ შეიძლება წარმოგვიდგინე, რომ წარმოვიდგინოთ შენი მარტივი გზა. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
ზევით ფილმზე იყო საუბარი, თუ კიდევ აქვს ვინმეს სურვილი ნახოს:
http://video.google.com/videoplay?docid=-3813872527827778135
ჩემი პირველი პოსტიც ესაა
partskhala
პრივეტ
partskhala
Existence
თავის დამკვირვებელი კი ვყოფილვარ, სპეციალურად კი არა, როგორღაც ასე გამომდის. გაბრაზების დროსაც ვაკვირდებოდი ჩემს თავს, მაგრამ ასე ცალკე არ გამომიყვია - აბა ახლა 'გაბრაზებული' ვარ თუ 'დამკვირვებელი'. ეს კითხვა არ დამისვამს. უბრალოდ როცა ვყვიროდი ან რავი, ჩართული ვიყავი ჩხუბში, გარეგნულად მოქმედების შეუწყვეტლად გავჩერებულვარ და ჩემი თავისთვის შემიხედავს და საკმაოდ დიდი ხნითაც
Existence
წინასწარ ვერ ვხვდები ნამდვილად.
ტოტალური მოქმედება რა არის?
თუ დამკვირვებელი ანუ უმოქმედო უნდა ვიყო, ენერგია როგორ უნდა მივმართო რაიმესკენ? თუ დამკირვებელმა უნდა აიძულოს მეორე რომ მართოს ენერგია?
მედიტაცია, ჰოლოტროპული და კიდევ ბევრი რამ არ გამომდის ან იშვიათAდ გამომდის, იმიტომ რომ მაგ დროს ძალიან ვიძაბები. ვცდილობ მოდუნება ვისწავლო და მერე ვნახოთ
საკუთარ ტვინთან და მის წარმოსახვებისაგან ყოველთვის ვმიჯნავ თავს. როცა საკუთარ თავზე ვფიქრობ მაშინაც ვმიჯნავ. თუმცა შენ თუ მედიტაციის დროს წარმოსახვებს გულისხმობდი. ეგ არ გამომიცდია
[quote name='Existence' date='Sep 17 2011, 05:45 PM' post='52947']
უკვე იმდენად დამკვირვებელი ვარ რო როგორ ვარ აღარ ვიცი როგორ ავხსნა..........
........ ოღონდ მარტო ჩემი თავის დამკვირვებელი ვარ და არა სხვისი ...სხვას რო დაუწყო დაკვირვება შენ ეგოს გაზრდის უფრო მეტად ......
აუუუუ.........მოკლედ ესე მეზარება წერა და ვერ გადმოგცემ.........რო გავაგრძელო წერა უფრო დაიბნევი და გეგონება საპირისპირო რაღაცეებს ვწერ ......ამიტომ აქ გავჩერდები...
მედიტაციას გიცდია? შენ ტვინს რო აკვირდები ......როდესაც არფერთან არ ახდენ იდენტიფიკაციას და უბრალოდ აკვირდები.... ?
თუ ეს თემა გაინტერესებს რასაც საინტერესეოდ ჩავთვლი გამოგიგზავნი ხოლმე.....
================================================================================
=
მადლობა რჩევისთვის. მაგრამ მე მაინტერესებდა შენ როგორ აკვირდები რა ეტაპზე ხარ.ერთი და იგივე მეთოდი დიდ ხანს ვერ ძლებს მაშინალურობაში გადადის როგორც იცი. საშიშია კიდევ, შეიძლება გეგონოს რომ დამკვირვებელი ხარ და ამ დროს გაიგივებული ხარ ვითომ დამკვირვებელთან. უსპენსკის "მეოთხე გზა"-ში კარგად არის ახსნილი ეს თემა. . მე დიდი ხანია რაც სერიოზულად ვმუშაობ " THE WORK" (Magnum Opus) როგორც გურჯიევი იტყოდა.(მცდელობას"მუშაობას" არ ვაკლებ)
ტვინს, ფიქრებს რომ აკვირდები ანუ დამკვირვებელი რომ ხდები ეგ მედიტაცია ყველაზე ძალიან მიყვარს. მაგ დროს შეიგრძნობ რას ნიშნავს მოქმედება უმოქმედობაში.და აქ და ახლა რას ნიშნავს.
დავილაპარაკოთ ტელ საინტერესო იქნება.
Existence
მშვენივრად ხსნი
როცა ისეთს არაფერს აკეთებ, ძნელია 'დამკვირვებელი' გამოიხატოს, ძლიერი ემოციების დროს თავისთავად გამოდის, მაგრამ ეგ ემოციები მერე უკანა პლანზე გადადის...
მოკლედ როგორც ამბობ, ეგრეა, ყოველთვის ერთნაირად არ გამოდის.
ახლა ერთი შეკითხვაც -- ბიო რობოტს რას ეძახი?
ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ: თუ არ ხარ ცნობიერში მაშინ ხარ ბიო რობოტი. გურჯიევი უწოდებდა მექანიკურ მანქანას. და ხარ ყოველდღიური გარემოებების მსხვერპლი.
existence! მეტად ორიგინალური პასუხი იყო მომეწონა
გურჯიევი საკმაოდ საინტერესოა, ერთი პერიოდი გატაცებული ვიყავი მისი წიგნებით, თუმც მისი მოძღვრება საბოლოოდ (როგორც მრავალი მისი მსგავსი) იოგას რომელიმე ვარიაციამდე დადის
ყველა ამ სწავლებაში არის ბევრი საერთო - გურჯიევის 'სამუშაო' (work), სხვადასხვა იოგა, ბუდიზმი, ქრისტიასნობა, ისლამი, ა.შ. ბევრიც განხვავებაა, თუმცა ჩემი რწმენით განსხვავებები ძირითადად გამომდინარეობს უფრო ხალხის ინტერპრეტაციიდან ვიდრე სწავლებებიდან. ჩვენ რაც არ უნდა ვიკითხოთ, და რომელი წიგნითაც არ უნდა დავიწყოთ მეტად ამბიციური იქნება, რომ დავიჩემოთ გურჯიევის, იესოს, და ა.შ. გაგება. რომ გაიგო იესოსი უნდა იყო იესოს შემეცნების დონეზე, რაც ძალიან ძალიან რთული მისაღწევია (ფაქტიურად მიუღწეველი).
არ ღირს კამათი, ჭეშმარიტება უბილიკო ყამირია, როგორც კრიშნამურტი ამბობს. ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს. არც ერთი ამ გზათაგანი არ არის უპირატესი...
http://www.razumei.ru/files/others/pdf/Gurdjiev_vse-i-vsya.pdf
ოშო ამ წიგნზე
http://www.razumei.ru/files/others/pdf/Gur..._vse-i-vsya.pdf
I have read this book not once but many times. The more I went into it the more I loved it, because the more I could see the rascal; the more I could see what it was that he was hiding from those who should not know. Knowledge is not for those who are not yet capable of absorbing it. Knowledge has to be hidden from the unwary, and is only for those who can digest it. It has to be given only to those who are ready.
That’s the whole purpose of writing in such a strange way. There is no other book stranger than Gurdjieff’s ALL AND EVERYTHING, and it certainly is all and everything.
გარედაცვალებამდე ბებიის სიტყვები გურჯიევს........
– Старший из моих внуков! Слушай и всегда помни мой строгий наказ тебе: никогда не делай в
жизни так, как делают другие.
Сказав это, она устремила пристальный взгляд на мою переносицу и, очевидно, заметив, что я
озадачен и лишь смутно понял то, что она сказала, добавила несколько сердито и внушительно:
– Или ничего не делай – просто ходи в школу, – или делай что-нибудь, чего никто больше не
делает.
ადრე ალბათ მაინც უფრო მეტი იყვნენ სხვანაირი ხალხი......
აუ გენიალური წიგნია...... ....
აუუუუ ...ეს რაა არიიის .. ....ამას როგორ გაუძელი ჰერმეს ...... არის მომენტები როცა გრძნობ და არის მომენტები როცა ძაან მექანიკურად მიყვები.....
ისე თუ ოდნავ მაინც ვერ იგრძენი ამ წიგნში ვერაფერი ვინც გურჯიევს ამით დაიწყებს უეჭველი მოისვრის იქით საითაც არ მიიხედავს არასოდეს.......
Existence
HERMES555
ოშოზე ჩემი აზრი მაქვს, კი ძალიან ადვილად და გასაგებად წერს რასაც წერს, მაგრამ არ წერს ყველაფერს. ამიტომ რომ გაიგო ის, თუ რა ინფორმაციას გაწვდის სინამდვილეში, ძალიან დიდი დრო უნდა დაუთმო და ძალიან თანამიმდევრული უნდა იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია , მე კი ოშოს ზედაპირულად ვიცნობ.
გურჯიევს რაც შეეხება, დიდ ინფორმაციას გაწოდებს, ყველაფერს წერს და ამბობს, მაგრამ სერიოზული ჩაღრმავება გჭირდება იმის გასაგებად, სად რა ინფორმაციას და რა სახით გაწოდებს.
Existence
ეს კონკრეტული წიგნი ნამდვილად არ მიგულისხმია, საერთოდ ოშოზე მაქვს ეს აზრი, თვითონ მისი მსიფლხედველობის გადმოცემაზე, გურჯიევის შესახებ, დარწმუნებული ვარ - გულწრფელია
Existence
ვერ გავაქაჩე ტო ...... ძალიან მექანიკურად წავიდა და ასე არ შემიძლია.... საღოლ შენ ჰერმეს ამის კითხვისას თუ awearness -ი არ დაგიკარგავს
კაროჩე მე იმათ რიცხვში ვარ ვისაც ამერიკაში ფულს უკან დაუბრუნებდნენ ხო ?
ГЛАВА 18. АРХИЧУДНОЕ.. რა ხდება თუ რამე იცი მითხარი უხმარს
ჰერმეს მიშველე რამე რააა.....
გამარჯობათ!
მოხარული ვარ რომ აღმოვაჩინე ასეთი საიტი და ასეთი თემა ქართულ ნეტში ! რამოდენიმე წლის წინ ვცადე ასეთი თემის გახსნა ქართულ ფორუმებზე, მაგრამ ყველაფერი იმის გარკვევით შემოიფარგლა იყო თუ არა გურჯიევი ქართველი და იცნობდა თუ არა სტალინს და ჰიტლერს
გეცოდინებათ რამდენად დიდ როლს ანიჭებდა გურჯიევი ჯგუფურ მუშაობას და მოძრაობებს. ხომ არ იცით იქნებ არის თბილისში ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ერთობლივ პრაკტიკას მისდევენ ან იქნებ ვინმე მოძრაობებსაც ასწავლის?
3BB
პრივატ.. კაი რო მოხვედი
შენც დამკვირვებელი ხარ ?
ჯგუფურ მუშაობაზე რა გითხრა მაგრამ....მე და ჰერმესი ვართ დამკვირვებლები ,მე უფრო ოშოს ფლანგიდან ვარ...
ჰერმესმა მირჩია გურჯიევიია ზევით რო ლინკი მაქვს დადებული იქიდან უნდა დაიწყოო და კინაღამ შემიწირა იმ წიგნმა......
Existence გაგიმარჯოს!
კი "დამკვირვებელი" ვარ რამოდენიმე წელია გურჯიევისეულ ჯგუფში "ვმუშაობ" მაგრამ საქართველოში არა, ამიტომ მაინტერესებს მად რა ხდება ამ მიმართულებით.
ზევით რო წიგნის ბმული დევს Рассказы Вельзевула своему внуку ეგ ვერსია არის ორმაგი ნათარგმნი. ანუ რუსული დედანი ითარგმნა ინგლისურად და შემდეგ ინგლისურიდან ისევ რუსულად და მად ზუსტად ეგ ვერსიაა. ორიგინალი საკმაოდ განსხვავდება და ბევრად რთულია აღსაქმელად. აი აქ არის დედანი და ბევრი სხვა რამ, ძალიან დიდი ბიბლიოტეკაა:
http://fourthway.narod.ru/library.htm
საერთოდ მაგ წიგნით დაწყება არ ღირს ალბათ, საკმაოდ მომზადებული უნდა იყოს მაგ წიგნისთვის ადამიანი. უსპენსკის В поисках чудесного არის ფაქტიურად მეოთხე გზის სახელმძღვანელო და დაწყებისთვისაც და საკმაო გამოცდილების შემდეგ გადაკითხვისასაც უამრავ ინფორმაციას სეიცავს ძალიან მოკლე ფორმაში.
მოძრაობები ხომ არ გიცდიათ ვინმეს?
დიდი სუფისტი...
ნახევრად სომეხი, ნახევრად ბერძენი, თბილისშიც ნახცხოვრები, ყველასგან განსხვავებული...ჰიპნოზის ოსტატი, დიდი ეზოტერიკი.
მისი ცხოვრებიდან რაც ყველაზე ძალიან მომხიბლა იყო ის, რომ მუშაობდა ერთჯერად სამუშაობზე...ფინანსური მდგომარეობის ასამაღლებად...მისი ორმხვივი ეროვნებამ მას ამ სფეროში საოცარი ალღო დანათლა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ძალზედ ადვილად იუმჯობესებდა ფინანსურ მდგომარეობას და შეეძლო მისი გაფორთოებაც, ის მალევე ტოვებდა თავის ერთჯერად საქმეებს და უბრალოდ, რომ ვთქვათ ფულის შოვნის შემდეგ მიდოდა სხვადასხვა ქვეყნებში ცოდნის დასაგროვებლად...ხშირ შემთხევაში ბიზნესში "აფერისტობასაც" მიმართავდა, რასაც თვითონვე აღიარებდა...
საქმე-შოვნა ფინასების....არ დაბმა...და ცოდნის ძებნა...ეს ხომ დასაფასებელია ?
საკმაოდ საინტერესო ფილმია გურჯიევზე, გირჩევთ ნახოთ ვისაც გაინტერესებთ ინფორმაცია მის შესახებ
http://www.om-kali.com/news/ja_gurdzhiev_ja_ne_umru/2010-06-25-1023
(და კარგი საიტიცაა ბევრი საინტერესო ფილმია, ონლაინში)
უსპენსკი წაკითხული მაქვს, მაგარია
Existence
შედეგი რა არის დაკვირვების?
ალბათ გააჩნია რა მიზანი გაქვს არა? ვთქვათ თვითონ გურჯიევის დონემდე რომ ახვიდე?
http://www.youtube.com/watch?v=U_dWVNCQBLo&feature=uploademail
ხალხო როგორ არ მოგბეზრდათ ამდენი ლაქლაქი ერთი რამ გაითვალისწინეთ ჩემგან რომ გურჯიევმა რაც ისწავლა და რასაც მიაGწია შეძლო ძალიან დიდი შრომის Xარჯზე და შრომა არის ის რაც გასწავლის შენ ადამიან ყველაფერს და გურჯიევის გაGმერტება და გაკულტება არაა საჭირო
HERMES555
http://www.youtube.com/watch?v=MN6zAg_ghRY&feature=relmfu
HERMES555
http://www.youtube.com/watch?v=vuaqcRRg1jI&feature=relmfu
tikoroma
HERMES555
აქ არ შეიძლება?!
მე მგონი საინტერესო იქნებოდა.
kate
http://www.youtube.com/watch?v=R5EoSzdR61c
http://www.youtube.com/watch?v=hXaPnyaRvXU&feature=related
საკრალური მოძრაობები
ვა ჰერმეს დაგინახე ეხლა და გამახსენდი ..... რახდება შენსკენ დამკვირვებელს ინარჩუნეებ ? ))).. მე ვკარგავ დღითიდღე......
tikoroma
ხო ფრანჩესკა შენთვის დამავიწყდა მომეწერა თუ გრძნობ რო ეგ შენი მეთოდი არ არის მოისროლე სანაგვეზე ..
....ისე დამკვირვებელი გეხმარება რო თავი არ გააიგივო იმასთან რაც რეალურად არ ხარ .. მაგრამ მანდ კიდე არის ერთი მისტიკა რო რეალურად თავიც არ არსებობს... მე ამას ეხლა მვხვდები.......
ამას მივხდი მაშინ როცა ჩემი სიყვარული გამახსენდა ..
Existence ფრიად მნიშვნელოვანი და ღრმა შინაარსის ახალი ავატარი გაქვს მომეწონა
Existence
Existence
ქართულად არ არი არაფერი ნეტში გურჯიევის?
რა გაინტერესებს-ბიოგრაფია თუ სწავლება
სწავლება
ჩემთვის დღეს უკვე გვიანია, ამიტომ გებოდიშები და მოკლედ გეტყვი: სწავლების ფუძეა ; საკუთარი თავის ხსოვნა; ამის კარგი ახსნა აქვს უსპენსკის თავის წიგნში ;ჭეშმარითების ძიებაში; თუ ეს არ გაიგე რას ნიშნავს და არ განიცადე დანარჩენს აზრი არ აქვს. შენ როგორ გესმის ეს. შემდეგ მოდის ადამიანის პიროვნების მე–ებად დაყოფა. ეს ორი თემა იმდენად ვრცელია, რომ ჯობია აქ გავჩერდეთ.
ramaz
საკუთარი თავი ყველას ახსოვს
ამიტომ ჯობია ვრცლად საუბარი
ramaz
ჩვენ მეგობარს ჩემ ზევით რო დაპოსტა აინტერსებს რა საჭიროა დამკვირვებელი და შენ როგორ აუხსნი შენი პრაქტიკიდან გამომდინარე ?
ხო კიდე ჯგუფში თუ გიმუშავია ? ან ეხლა თუ მუშაობ ?
3BB
რა მაინტერესებს სიყვარულისას დამკვირვებელს ინარჩუნეებ მე ვფიქრობ შანსია არაა მაგის ? გურჯიევს აქვს ამაზაე რამე ნათქვამიი ? მე რაც წამიკითხავს ამ თემაზე მას არ ულაპარაკია
სიყვარულზე ბევრი აქვს ნათქვამი. ნუ პირველ რიგში ის რომ ჩვენ ჩვეულებრივ მდგომარეობაში და იმ საფეხურზე რომელზეც ვართ არც კი ვიცით რა არის ნამდვილი სიყვარული. გაცნობიერებული სიყვარული არ შეგვიძლია ანუ. მარტო ერთი ცენტრით გვიყვარს. სამ ტიპად ყოფდა: ინსტინქტური სიყვარული, ემოციური და ინტელექტუალური.
Existence
Existence
კაია მერე მიენდე ბოლომდე
ნაწყვეტი ჩარლზ სტენლი ნოტის წიგნიდან:
Вопрос: «Скажите, какое место в вашей системе занимает любовь?»
Гурджиев. «С обычной любовью идет ненависть. Сегодня я люблю вас, на следующей неделе, или в следующий час, или в следующую минуту я вас ненавижу. Тот, кто действительно может любить, может быть; тот, кто может быть, может делать; тот, кто может делать, есть. В нашем теперешнем состоянии мы не способны любить. Мы любим, потому что что-то в нас сочетается с эманациями другого человека; это запускает приятные ассоциации, - возможно, в силу химико-физических эманации из инстинктивного центра, эмоционального центра или интеллектуального центра; или это может происходить под влиянием внешней формы; или вызвано чувствами, — я вас люблю, поскольку вы любите меня или поскольку вы меня не любите; внушением со стороны других; из жалости; и по многим другим причинам, субъективным и эгоистическим. Мы позволяем на себя влиять. Мы проецируем свои чувства на других. Гнев рождает гнев. Мы получаем то, что даем. Все привлекает или отталкивает. Есть половая любовь, которую обыкновенно и понимают как «любовь» между мужчинами и женщинами, - когда она исчезает, мужчина и женщина больше не «любят» друг друга. Есть любовь чувства, которая вызывает свою противоположность и заставляет людей страдать. Позднее мы поговорим о сознательной любви».
В ответ на другой вопрос он сказал: «Все живое нуждается в любви. Коровы дают больше молока, а куры несут больше яиц, когда их любят хозяева. У разных сеятелей получаются разные результаты. Сильные люди своей ненавистью способны иссушить растения и даже губить других людей. Начните с любви к растениям и животным, и тогда, возможно, вы научитесь любить людей».
«Да, - сказал задавший вопрос, - но что же такое любовь? Мы все время твердили о ней, но когда я спрашиваю себя, то не нахожу ответа. Быть может желать кому-нибудь добра и значит любить его. Но разве я знаю, что для людей хорошо? Даже для своих собственных детей — иной раз, когда я за что-то боролся, как мне казалось, для их блага, выходило совсем наоборот».
Гурджиев. «Когда вы знаете, что вы не знаете, это уже много. Вы придете в группы, и мы позднее поговорим об этом».
რეავიცი, რეავიცი...
მისტერ გურჯიევს უთქვამს, ერთადერთი რისი მოპარვაც შეიძლება ამ სამყაროში, არის ცოდნაო... თუ ცოდნას გიმალავენ უნდა მოიპაროვო !!!
მააშ
შარლატანი იყო
ბელზებელის წერილები შვილიშვილებს წაიკითხეთ , საინტერესო კი არის მაგრამ მაინც დაჰქრავს ცუდი სუნი
აი ლექციები კი საინტერესო აქვს შედარებით
ramaz
ეჰ, მე მეგონა საინტერესო საუბრები იწყებოდა ამ თემაში, (უფრო სწორად კიდევ უფრო საინტერესო და გავრცობილი )
გურჯიევი გურჯიერი.. მამაჩემის რომელიღაც მეგობარი მიყვებოდაა. მხოლოდ ბევრი წლის წინ და მაშინ ვერ გავიგე ბევრი ვერაფერი გვარი მეცნო, გამიხარდა რომ აქ თემა ყოფილა
ააა// აა, ალისტერ კროული ბაძავდა გურჯიევსო? მგონი ასე მახსოვს თუ მისგან ისწავლაო? ))))))))))))))
http://www.peremeny.ru/column/view/924/#.TwsAqbjM1K0.facebook
საინტერესო სტატია
დღეს ამოვქექე ბიბლიოთეკაში გურჯიევის ლექციების კრებული '' ჭეშმარიტების სამყაროში'' ... დაჟე ქართულად ))
ძალიან დიდი ენერგია მიაქვს წაკითხვას და გააზრებას .
daliela
დადე რა სულიერძმურად
ვოლანდის პერსონაჟის შექმნა შთაგოონა ბულგაკოვსო წავიკითხე ადრე სადღაც. არაა გამორიცხული.. მიყვარს ვოლანდი და გურგიევის ლექსს ან რამე ნაშრომს თუ დადებთ ქართულად ანნ რუსულად რამე ვიდეოს მადლობელი ვიქნები
daliela
თუ შეგიძლია დადე რა აქ ))
ანა
natuka
http://www.link.ge/file/372236/gurjievi--f.doc.html
თუ სხვა ვიპოვე იმასაც დავდებ, ოღონდ ის რუსულად უნდა იყოს
elli
მადლობა
natuka
თარგმანმა არ აღგაფრთოვანოს შეიძლება, მეგობარმა მიტარგმნა გერმანულიდან და კიდევ უნდა მქონდეს ერთი მაგრამ ვერ ვპოულობ
elli
ჩემი მხრიდანაც დიდი მადლობა
ძალიან მისაღებია ჩემთვის რასაც ვკითხულობ ჯერჯერობით...
tikoroma
tikoroma
გაიხარეთ ფილმები თუ გაქვთ ნანახი გურჯჯიევზე? თუ ავტვირთე Dავდებ ლინკს თუ გინდათ
ანა
ნიკის ჩასმა პოსტვოლანდის პერსონაჟის შექმნა შთაგოონა ბულგაკოვსო წავიკითხე ადრე სადღაც. არაა გამორიცხული.. მიყვარს ვოლანდი და გურგიევის ლექსს ან რამე ნაშრომს თუ დადებთ ქართულად ანნ რუსულად რამე ვიდეოს მადლობელი ვიქნები
Само имя Воланд взято из поэмы Гёте, где оно упоминается лишь однажды и в русских переводах обычно опускается. Так называет себя Мефистофель в сцене Вальпургиевой ночи, требуя от нечисти дать дорогу: "Дворянин Воланд идет!". В прозаическом переводе А. Соколовского (1902), с текстом которого Булгаков был знаком, это место дается так:
მოკლედ არაფერი არაა გამორიცხული, ძალიან მაგარი თვალები ქონდა გურჯიევს, .
http://www.radikal.ru
ანა
ნიკის ჩასმა პოსტვოლანდის პერსონაჟის შექმნა შთაგოონა ბულგაკოვსო წავიკითხე ადრე სადღაც. არაა გამორიცხული.. მიყვარს ვოლანდი და გურგიევის ლექსს ან რამე ნაშრომს თუ დადებთ ქართულად ანნ რუსულად რამე ვიდეოს მადლობელი ვიქნები
Само имя Воланд взято из поэмы Гёте, где оно упоминается лишь однажды и в русских переводах обычно опускается. Так называет себя Мефистофель в сцене Вальпургиевой ночи, требуя от нечисти дать дорогу: "Дворянин Воланд идет!". В прозаическом переводе А. Соколовского (1902), с текстом которого Булгаков был знаком, это место дается так:
მოკლედ არაფერი არაა გამორიცხული, ძალიან მაგარი თვალები ქონდა გურჯიევს, .
http://www.radikal.ru
აუ იქნებ გქონდეთ ვინმეს გურჯიევის წიგნების ელექტრონილი ვერსია ქართულად ოღონდ ..................მაგრად მაინტერესებს ..........იქნებ დადოთ
supresor
ქართულად ან რუსულად თუ არის გურჯიევის წიგნები ნეტში,ან ბიბლიოთეკაში,რაც მეეჭვება.
tikoroma
არა
tikoroma
http://www.messagefrommasters.com/Ebooks/Jiddu-Krishnamurti-Books/The_Book_of_Life.pdf
ძალიან დაგეხმარება შენი ფიქრების, აზრების და საერთოდ საკუთარი თავის შეცნობაში, გააზრებაში.
უზარმაზარი ინფო დევს http://www.youtube.com/watch?v=swwfzsm-ejs&feature=related http://www.youtube.com/watch?v=iG7lkROZlYk&feature=related და იქ ბევრი საინტერესო ინფო არის
საინტერესო იქნებოდა გურჯიევის სარამოს გაკეთება, არიან თბილისში მცოდნეები?
.
Tsovinar
საინტერესო იქნებოდა გურჯიევის სარამოს გაკეთება, არიან თბილისში მცოდნეები?
კარგი იდეაა! სიამოვნებით შემოგიერთდებით როდესაც ვიქნები თბილისში, მაგალითად მაისში. შემიძლია რამოდენიმე მოძრაბის შესრულება შემოგთავაზოთ თუ სურვილი იქნება.
http://www.gurdjieffclub.ru/ru/glavnaja/vse-novosti/chitat-novosti/news//gurdzhievskii-seminar-spontannost-i-totalnost.html?utm_medium=email&utm_campaign=%D0%9D%D0%BE%D0%B2%D0%BE%D1%81%D1%82%D0%B8+c%D0%B0%D0%B9%D1%82%D0%B0+...&utm_source=YMLP&utm_term=23+%D0%B8%D1%8E%D0%BD%D1%8F+-+8+%D0%B8%D1%8E...
ადამიანი არ იბადება სულით, არამედ თავისი ცხოვრება უნდა წარმართოს ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული, თუ არადა “მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება, მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.
გ უ რ ჯ ი ე ვ ი.
კაკ რაზ ეხლა მოვრცი ფილოსოფიაში გავაკეთე პრეზენტაცია გურჯიევზე და მის დისციპლინაზე იმედია ძია გურჯიევი თავის საქმეს გააკეთებს და მაქსიმალურ ქულას ავიღებ
პირველი შეხება გურჯიევთან მეც სწორედ, ჩემი ჯგუფელის საკონფერენციო თემის წყალობით მქონდა
მოგვიანებით ზაზა ბურჭულაძის "გასაბერი ანგელოზი" წავიკითხე და ცოტა არ იყოს გული დამწყდა იმის გამო, რო ასე გაშარჟებული სახით ჰყავდა წარმოდგენილი გურჯიევი ავტორს; გოროზიების ოჯახში ერთხელაც მაგიდაზე თეფშს დაატრიალებენ და გიორგი გურჯიევის სულს გამოიძახებენ, რომელსაც ზოგჯერ ჭიპიდან ფერადი კაბერელი მოუჩანს ("ადამიანი-მანქანა"). გურჯიევს უკან სასულეთში ვეღარ აბრუნებენ, ესეც ირონია და რჩება ისიც ჩევნს სამყაროში. ბოლოს facebook-ში თავის გვერდსაც ხსნის გურჯიევი და მეზობლის ცოლსაც ადგავს თვალს, თუ სწორად მახსოვს. რაღა დაგიმალოთ და წასაკითხად სახალისოც კი იყო... გურჯიევი არა სამეცნიერო ლიტერატურაში, არა სტატიებში და ბიოგრაფიული ჟანრის წიგნებში, არამედ მხატვრულ ლიტერატურაში რო შეგხვდება, თან ისეთი სახით, როგორც მწერალს სურდა წარმოედგინა.
http://allshares.ge/download.php?id=BAD1853646
გამარჯობათ,
აქ წავაწყდი გურჯიევის წიგნს, ცუდი შრიფტით იყო დაწერილი. სილფაენში გადავიყვანე და ცოტა შეცდომებიც გავასწორე ეხა ნორმალურად წერია წაკითხვა შეიძლება.
თუ გრამატიკა კარგად იცით წაკითხვისას თქვენც შეასწორეთ და ატვირთეთ.
http://allshares.ge/download.php?id=1396B01365
narilla
მანდ 3 ვერსია იყო. გასასწორებელი - ანუ აქედან რაც ჩამოვტვირთე და სილფაენში გასწორებული ანუ რაც მე გავასწორე.
მემგონი შენც თავიდან გააწორე ხო ? ის გასასწორებელი უბრალოდ ავტვირთე თავდაპირველი მაინც რავიცი.
ადამიანს სული არა აქვს სული უნდა გამოიმუშავოს , რითაც იბადება ეგ მექნიზმია უბრალოდ და არა მისი რაღაც რაზეც შეუძლია თქვა რო მე მას ვფლობ , რაზეც კონტროლი არ გაქვს ის შენი არ არის
Aqvs suli, tanac chasaxvistanave ) ubralod,suls aqvs zrdis da ganvitarebis unari, ai bavshvebtan midgoma momwons gurjievis, axlaxans fb zec gadavawydi
გურჯიევი
კითხვები და პასუხები
ვთარგმნი მე (ჩემებურად)
გურჯიევი : რამის ჩაწერა გნებავთ ?
Е.: სერ მე ჩავიწერ ყველაფერს რის გაგებასაც შევძლებ
გურჯიევი : მოკლედ თუ რამის ჩაწერა გინდათ დასვით შეკითხვა და ჩაიწერეთ პასუხი როგორც სავარჯიშო ( ანუ გაცნობიერებულად და არა მექანიკურად )
Е.: სერ დღეს მე არა მაქვს შეკითხვები
გურჯიევი : არაუშავს დასვი კითხვა პრაქტიკისთვის რო გავარჯიშდე
Е.: სერ პრობლემა რომელიც დგას ჩემ წინაშე დაკავშირებულია ჩემს მუშაობასთან (მუშაობაში იგულისხმება საკუთარი თავის არ დაკრაგვა ყოველდღიურ ყოფაში ) დღის მანძილზე , მე არაფრით არ გამომდის ვიმუშაო და ამავდროულად განვახორციელო რაიმე საქმიანობა რომელიც უნდა შევასრულო.
თუ მარტო ვარ მე შემიძლია ვიმუშაო მაგრამ ასე მუშაობა ძროხასაც შეუძლია როგორც თქვენ თქვით.
გურჯიევი : მე არ მითქვამს ძროხა მე ვთქვი რომ ვირსაც შეუძლია ასე მუშაობა , ძროხა პარაზიტია რომელიც მხოლოდ რძეს იძლევა. ( ატმანს არ წააკითხოთ ეს ) ვირიკი მართლაც შრომობს . განაგრძეთ
ხოდა გავაგრძლებ რო მოვალ
Existence
ra magari vigac xaar
Existence
გურჯიევი
კითხვები და პასუხები
ვთარგმნი მე (ჩემებურად)
გურჯიევი : რამის ჩაწერა გნებავთ ?
Е.: სერ მე ჩავიწერ ყველაფერს რის გაგებასაც შევძლებ
გურჯიევი : მოკლედ თუ რამის ჩაწერა გინდათ დასვით შეკითხვა და ჩაიწერეთ პასუხი როგორც სავარჯიშო ( ანუ გაცნობიერებულად და არა მექანიკურად )
Е.: სერ დღეს მე არა მაქვს შეკითხვები
გურჯიევი : არაუშავს დასვი კითხვა პრაქტიკისთვის რო გავარჯიშდე
Е.: სერ პრობლემა რომელიც დგას ჩემ წინაშე დაკავშირებულია ჩემს მუშაობასთან (მუშაობაში იგულისხმება საკუთარი თავის არ დაკრაგვა ყოველდღიურ ყოფაში ) დღის მანძილზე , მე არაფრით არ გამომდის ვიმუშაო და ამავდროულად განვახორციელო რაიმე საქმიანობა რომელიც უნდა შევასრულო.
თუ მარტო ვარ მე შემიძლია ვიმუშაო მაგრამ ასე მუშაობა ძროხასაც შეუძლია როგორც თქვენ თქვით.
გურჯიევი : მე არ მითქვამს ძროხა მე ვთქვი რომ ვირსაც შეუძლია ასე მუშაობა , ძროხა პარაზიტია რომელიც მხოლოდ რძეს იძლევა. ვირიკი მართლაც შრომობს . განაგრძეთ
Е.: ამოცანა რომელიც მე დავისახე არის მახსოვდეს ჩემი თავი როდესაც ვიმყოფები ხალხს შორის .
გამოდის რომ ახლობელ ადამიანებთან მე შემიძლია ვაცნობიერებდე საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა რომ დრო და დრო განვიცდი წარუმატებლობას საბოლოო ჯამში ვახერხებ მათთან შევინარჩუნო დამკვირვებელი
თუმცა ოფისში იმ ადამიანთან ყოფნის დროს რომელიც ავირჩიე ჩემი მუშაობის ობიექტად მე ვერ ვახერხებ ამას , ამისთვის საკუთარ თავს ვსჯი თუმცა არა საკმიარისად (გურჯიევი ავალებდა რომ ერთბაშად არ ეცადათ დიდი მიზნების დასახვა თვითგაცნობიერების პრაქტიკისას რადგან ეს ძნელია და ჯობდა ნელ ნელა შეჩვეოდნენ ამ მდგომარეობას მაგალითად დასაწყისისთვის გარესამყაროსთან ურთიერთობისას აერჩიათ ერთი ადამიანი რომელთანაც იმუშავებდნენ მაქსიმალურად ეს ეხება უფრო არა ახლობელ ადამიანებს ხოლო დასჯაში რა იგულისხმება ქვევით გაიგებთ)
გურჯიევი : ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მიაღწევთ იმას რასაც ცდილობთ , მე გირჩევთ რომ დაამყაროთ რაიმე კავშირი რომელიმე თქვენს მავნე ჩვევასა (პრივიჩკა) და იმას შრორის რასაც ცდილობთ რომ გააკეთოთ , მაგალითად სიგარეტის მოწევასთან , შთააგონეთ საკუთარ თავს რომ ხვალ დილიდან თუ გემახსოვრებათ საკუთარი თავი მასთან ურთიერთობისას თქვენ დაიმსახურებთ სიგარეტს წინააღმდეგ შემთხვევაში არა , თქვენ მოწევთ მხოლოდ მაშინ როდესაც გამოიმუშავებთ ამას მხოლოდ მაშინ როცა გემახსოვრებათ თავი .
აქამდე თქვენ არასდროს შეგიდგენიათ თქვენი მოქმედების გეგმა გააკეთეთ ეს მაქსიმალურად გულწრფელად ასე გამოჩნდება რეალურად გსურთ მუშაობა თუ უბრალოდ დროს კარგავთ
შეძლებთ ამას ?
Е.: რათქმაუნდა
გურჯიევი : მასთან ერთად ყოფნის დროს დამკვირვებელის დაკარგვის შემთხვევაში არ მოწიოთ სიგარეტი სანამ კვალავ არ შეხვდებით თუ ისევ დაკარგავთ თავს ისევ არ მოწიოთ და ასე შემდეგ . გაითვალისწინოთ რომ , ამაზე არის დამოკიდებული თქვენი მომავალი ; როდესაც აცნობიერებთ თავს, თქვენთვითონვე ცვლით თქვენს მომავალს. ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა წინააღმდეგ შემთხვევაში კარგავთ იმას რაც გიყვართ, თქვენ მწეველი ხართ და ეს თქვენთვის დიდი მსხვერპლია. თუ ეს ესე არ არის აირჩიეთ რაიმე სხვა , ეს უნდა იყოს ნამდვილი მსხვერპლი თქვენი მხრიდან.
ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს მარტივი, პრაქტიკაში საკმაოდ ძნელია თუმცა ამ შემთხვევაში მე არ შემიძლია გირჩიოთ რაიმე სხვა. მე ვხედავ რომ სერიოზულად ხართ განწყობილი სამუშაოდ და ამიტომაც გპასუხობთ სერიოზულად.
თქვენ ასე ძალიან ბევრი რამის გაცნობიერებას შეძლებთ. მოგიწევთ გააცნობიეროთ რომ ხშირ შემთხვევაში მოწევა უნდა თქვენს სხეულს . ყველაფერი იწყება აქედან. თქვენ მთლიანად თქვენ სხეულთან ხართ იდენტიფიცირებული. თქვენ არ გაგაჩნიათ რეალური მე. თქვენი სიმძიმის ცენტრი სხეულია. მხოლოდ როდესაც აქ ხართ მაშინ გგონიათ რომ თქვენი მე არსებობს
მხოლოდ კარგად ''გამოკვებილს'' შეგიძლიათ ილაპარაკოთ თქვენს არსებობაზე, იმწუთშივე როდესაც დატოვებთ აქაურობას და გადაერთვებით სხვა რამეზე ყველაფერი იცვლება, თქვენ ემსგავსებით უბრალოდ ცხოველს.
გაგრძელება იქნება
ეს სავარჯიშო ნელ ნელა დაგანახებთ რატომ არის აუცილებელი დაუახლოვდეთ თქვენს რეალურ მეს. იცხოვროთ რეალური ინდივიდუალიზმით.
ამდროისათვის თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ რა არის თქვენი მე . თქვენ ლაპარაკობთ ამაზე , ფილოსოფოსობთ მაგრამ არ იცით მისი გემო მისი არსი.
აქ (იგულისხმება ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინტიტიუტი დაარსებული გურჯიევის მიერ )ყოფნის დროს როდესაც ამ თემებზე მიდის ლაპარაკი გექმნებათ ილუზია რო აცნობიერებთ ყველაფერს რომელიც იმწუთშივე იკარგება როდესაც უბრუნდებით ყოველდღიურ რუტინას.
იმყოფება რა თქვენი სიმძიმის ცენტრი სხეულში, თქვენ უბრუნდებით მასვე და იკარგებით მის მოთხოვნილებებში. გამოიყენეთ ეს დავალება იმისთვის რომ გააცნობიეროთ რას წარმოადგენს რეალური მ უ შ ა ო ბ ა.
რასაც მე გთავაზობთ თქვენ ასევე აუცილებელია სხვებისთვისაც. შეიძლება აირჩიოთ მოწევა შეიძლება სხვა რამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია რეალური მსხვერპლი თქვენი მხრიდან .
მოკლედ როგორც ვხედავთ რალურად გქონიათ შეკითხვა, რატომ არიდებდით თავს ?
Е.: ეს ძალიან პირადული საკითხი იყო ჩემთვის , ვიფიქრე ყველას არ დააინტერესებდა
გურჯიევი : ებრძოლეთ საკუთარ თავს ! ებრძოლეთ თქვენს მექანიკურობას .
სცადეთ რაიმე სხვაც , დაუკავშირეთ ეს თქვენს საღამოს ტრაპეზს , დაუსვით თქვენს თავს დავალება გახსოვდეთ თავი და თუ დაგავიწყდებათ თქვენი მიზანი , დასაჯეთ თავი , არ ივახშმოთ, დილას ისაუზმებთ და ეს იქნება თქვენი ვახშამიც.
საღამოს თუ ისევ არ გემახსოვრებათ თავი , კვლავ არ ივახშმოთ , არ ივახშმობთ სანამ გაგრძელდება თქვენი მექანიკურობა. ასე აღმოაჩენთ ბევრ ახალს საკუთარ თავში.
ყველაფერი რასაც გეუბნებით ცხოვრებისთვისაა ! თუ ფილოსოფოსობას განაგრძობთ ამ თემებზე ეს დროის ფუჭი კარგვა იქნება. გახსოვდეთ რაზეც ვლაპარაკობთ მოქმედებს მხოლოდ ამ ყველაფრის ცხოვრების დროს.
Д-р Б.: მე მინდა დავსვა კითხვა რომელიც ეხება მუშაობასა და დაღლილობას შორის კავშირს.
არსებობს განსხვავება მექანიკურ ძალისხმევასა და მუშაობის პროცესში ძალისხმევას შორის,
გარეგნული მუშაობა ყოველთვის გვართმევს ენერგიას თუმცა შინაგანი მუშაობა (ანუ მოქმედება საკუთარი არსებობის განცდით არა მექანიკურად) თუ ეს სწორედ მიმდინარეობს როგორც თქვენ თქვით პირიქით აგროვებს ენერგიას ჩვენში და გარკვეულწილად გვაძლევს შვებას.
მაგრამ ჩემთვის ყველაფერი პირიქით არის მე ძალიან ვიღლები , ფაქტიურად ვიცლები ენერგიისგან.
გურჯიევი : რეალურად თქვენ აგროვებთ ენერგიას. ჩვენ ვიკვებებით და ძალას ვიღებთ ორგანიზმში გარდაქმნილი ელექტრო ენერგიით რომესაც მექანიკურად ვხარჯავთ ყოველდღიურობაში და ეს წრე გრძელდება მუდმივად.
ეს კი სულ სხვა შემთხვევაა, მხოლოდ ასეთ დაღლას რომლზეც თქვენ საუბრობთ აქვს მომავალი.
ასე ჩვენ ვმუხტავთ გარკვეული სუბსტანციით ორგანიზმში იმ აკუმლიატორებს რომლებიც მომავალში თუ მუშაობით მათი დამუხტვა გაგრძელდება მოგვცემენ რეალურ შედეგს. ამ შემთხვევაში რაც უფრო ძლიერ იღლებით მით უფრო მეტი სუბსტანცია გამომუშავდება ორგანიზმში რომელიც ადრე თქვენში საერთოდ არ იყო. (გურჯიევის აზრით ადამიანში სული შეიძლება მხოლოდ ჩანასახობრივ მდგომარეობაში იყოს და თუ მას ძალისხმევით არ გამოვიმუშავებთ ჩვენი გაცნობიერებული მოქმედებთ ის ესეთივე დარჩება მთელი ცოვრების განმავლობაში ანუ ადამიანი იქნება უბრალოდ ბიო მანქანა რომელის გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენენ ყოველთვის გარე ფაქტორები, გარე პროგრამები, აქ სწორედ ამ ძალისხმევაზეა საუბარი და ამ ძალისხმევით გამოწვეულ ცვლილებებზე რასაც საბოლო ჯამში მივყავართ ადამიანში რეალური მე-ს ფორმირებამდე რომელიც თავისუფალი იქნება გარე ზეგავლენისგან )
Д-р Б.: არის თუ არა გაწეული ძალისხმევით დაღლა ყოველთვის პოზიტიური ?
გურჯიევი : თუ ეს ჩვეულებრივი დაღლაა , არანირი აზრი არა აქვს თქვენს ძალისხმევას, ასე მხოლოდ დაკარგავთ ძალებს , მუშაობით დაღლა კი დამოკიდებულია სულ სხვა აკუმლიატორზე თქვენს ორგანიზმში რომლის ენერგიის დაგროვების პრინციპიცაა : რაც მეტს გასცემთ მით მეტს მიიღებთ.
იეპ!
Д-р А.: მაინტერესებს შეძლება თუ არა გაცნობიერებულად მეძინოს ? მე მინდა შევინარჩუნო ცნობიერება ძილის მომენტში.
გურჯიევი : დიახ ეს შესაძლებელია მაგრამ არა თქვენთვის.
სანამ გაცნობიერებულად გეძინებათ მანამდე აუცილებელია მოიპოვოთ სრულიად სხვა ხარისხის ძილი. არსებობს ძილის დონეები . არსებობს ოთხი სახის ძილი და ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაატარეთ მთელი დღე. თუ თქვენ გესიზმრებათ სიზმრები თქვენ მხოლოდ ნახევრად გძინავთ, ამ შემთხვევაში იმისთვის რომ აღიდგინოთ ძალები უნდა გეძინოთ შვიდ საათ ნახევარი.
თუ არ ხედავთ სიზმრებს საკმარისია ოთხ საათ ნახევარიც. ასევე არსებობს ისეთი ხარისხის ძილი როდესაც ერთი საათიც კი საკმარისია ძალების სრულად აღსადგენად .ძილის დროს გადამწყვეტია არა საათების რაოდენობა არამედ მისი ხარისხი . დავუშვათ იმისთვის რომ მოდუნდეთ თქვენ გჭირდებათ ორი საათი - არა ცნობიერად არამედ ავტომატურად (მექანიკურად) ( ანუ მოდუნებას, დამშვიდებას რაც უფრო დიდ ხანს ანდომებს ჩვენი სხეული მით უფრო ფუჭდება ძილის ხარისხი)
როგორც ვხედავთ ამისთვის საჭიროა დრო .
დღეიდან შეგიძლიათ ცნობიერად მოადუნოთ სხეული მანამ სანამ არ ჩაგეძინებათ, ერთის მხრივ ასეთი ცნობიერი მოდუნება აუმჯობესებს ძილის ხარისხს; და ასევე ეს დაგეხმარებათ დააწესოთ ერთგვარი დისციპლინა რაც მოგცემთ საშუალებას დამყარდეს კონტაქტი თქვენს ცნობიერებასა და სხეულს შორის
Д-р А.: მე მინდა რაიმე საშუალება რომ გამოვფხიზლდე , როდესაც ვიღვიძებ დიდი ხანი ვარ ნახევრად მძინარე მდგომარეობაში.
გურჯიევი : როდესაც გაგეღვიძებათ იმწუთშივე დაამყარეთ კონტაქტი თქვენს სხეულსა და თქვენს ცნობიარებას შორის , შეადგინეთ გეგმა, იფიქრეთ როგორ გაატარებთ ამ დღეს, ეს არ უნდა იყოს ფანტაზია შეადგინეთ ნამდვილი მოქმედების გეგმა . ასევე დაძინებამდე სანამ ცნობიერად მოდუნდებით იფიქრეთ შემდეგი დღის მოქმედებაზე, ესე ჩამოიყალიბებთ ახალ ჩვევებს რომლებიც არ იქნებიან მექანიკურნი. გააკეთეთ ეს ნელ ნელა , არ ეცადოთ ყველაფრიოს ერთბაშად გადაწყვეტას , იყავით ნამდვილი ექსპერტები თქვენი ცნობიერების .
Existence
გურჯიევი მამაა
კარგია რომ თარგმნი. გადავხედავ როცა დრო მექნება.
Existence
კარქია
Plasmodium
Qocho
მადლობა )
ალბათ გავაგრძელებ , (სასწორი ვარ ასცედენტით და ხშირად მეცვლება ინტერესები )
– Чего же вы хотите? – сказал Гурджиев.
– Люди – это машины;
а машинам положено быть слепыми и бессознательными; иначе они и не
могут. Все их действия должны соответствовать их природе.
Всё случается. Никто ничего не делает.
«Прогресс» и «цивилизация» в полном смысле этого слова возникают лишь в результате сознательных усилий. Они не могут быть результатом бессознательных, механических действий.
А на какое сознательное усилие способна машина?
Но если одна машина бессознательна, тогда бессознательны
и сто машин, и тысяча, и сто тысяч, и миллион.
Вы ещё не понимаете и не можете вообразить все плоды этого зла.
Но придёт время, и вы это поймёте.
1916 წელი
“Взгляды из реального мира”
გურჯიევის აუდიოწიგნი ონლაინ , კითხვებზე პასუხებია და ძალიან კარგი წიგნია ეს ( თან ის საშინელი ქალიც არ ახმოვანებს )
http://www.audioknigi-online.com/взгляды.html
და ამავე საიტზე ეზოთერიკის განყოფილებაში თუ შეხვალთ ოშოს აუდიოებია , და სხვებისაც
Existence
მაგარია! მპ3 არსადაა?
ქოჩო და ატმან 39 - ტეს მოუსმინეთ რა ამ წიგნიდან გამოვშტერდი ))))
http://www.audioknigi-online.com/взгляды.html
ლაპარაკობს 1920 წელს ლაზარევი ფაქტიურად :DDDDDD
Existence
ისეთი საკითხებია - თითქოს თეორიულად იცი, მაგრამ პრაქტიკულად თითქმის ვერ ვიყენებთ.
http://cuctema.ru/awf/index.php?id=18023 აქ ვარჯიშებია აღწერილი (რაღაც ნაწილი მაინც)
ამ კაცზე წიგნი "სიყვარულის ორი სახე" თუ რაღაცა მსგავსი როა - წინა გვერდებზე ვორდის ვერსია არსებობსო წერდით მარა ლინკები გაფუჭებულია და თუ ვინმეს გაქვთ ამიტვირთეთ რა... პდფ ფორმატში მეც მაქვს მარა კომპთან არ მიხერხდება ხოლმე მაგის კითხვა და ვორდ დოკუმენტათ მინდა...
გოგა
http://allshares.ge/download.php?id=CF10C35E65
Doors
დიდი მადლობა ძალიან ! ! !
ხალხნო და ჯამაათნო
995
სანამ მაგენს წაიკითხავდე გირჩევ გუჯიევის მოწაფის
უსპენსიკის - საოცრებათა ძიებაში
ესე იქნება რუსულად ან ინგლისურად, ქართულად არაა
Петр Успенский - В поисках чудесного
P. D. Ouspensky - In Search of the Miraculous
http://www.e-bookland.ge/Books/philosophy-psychology/WeSmaritebis-samyaroSi-926
ეს წიგნი ვნახე ჯერ არ წამიკითხავს აწი ვაპირებ ყიდვას 6 ლარი ღირს ალბათ ნებისმიერი წიგნის მღაზიაში იქნბა
http://www.koob.ru/gurdjieff/
http://www.audioknigi-online.com/tag/георгий-гурджиев "ხედვა რეალური სამყაროდან", "ყველა და ყველაფერი"
პირველ წიგნს კარგად კითხულობს ის კაცი და მეორე წიგნის მოსმენა საშინელებაა ქალი კითულობს უაზროდ გაწელილად, ამ საიტიდან როგორ გადმოვიწეროთ ვერ გავიგე თუ ვინმე გაიგებს დაწეროს თავისი გამოცდილება გამოცდილება
ეს მაქვს კიდევ "საუბრები რეალური სამყაროდან" არ ვიცი ამ ფორუმიდან მაქვს შესაძლოა გადმოწერილი მაგრამ კიდე დავდებ, აქ ლინკები ისე მალე იშლება ხოლმე 1 თვის მერე მგონი აღარ მუშაობენ
URL: http://mydisk.ge/download.php?id=qemazugar
Lashapoli მადლობა რჩევისთვის როგორც ამბობენ გურჯიევს უფრო კარგად ჩაწვდები უსპენსკის წიგნებითო
http://www.koob.ru/uspenskiy/
მერე თუ მივაგენი რამე კარგ აუდიო წიგნებსაც დავდებ, თუ არ შემეზარა ცოტა რამეებს გადავთარგმნი
995
გიორგი გურჯიევი-ადამიანთა სულის მექანიკოსი
http://i-fotki.info/
"Without struggle, no progress and no result. Every breaking of habit produces a change in the machine."
ასტრო-ეზოთერული ჟურნალი - ასტრო News
გიორგი გურჯიევი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და მისტიური ფიგურა, ადამიანი განსაკუთრებული შესაძლებლობებით. მის სახელს უკავშირდება არაერთი ჭორი თუ ლეგენდა. გურჯიევის სწავლება დღესაც პოპულარულია ადამიანთა იმ ვიწრო წრეებში, რომელთა ცხოვრების კრედო ერთი უძველესი ბერძნული აფორიზმით შეიძლება გამოიხატოს: “შეიცან თავი შენი”.
გიორგი გურჯიევზე ბიოგრაფული ცნობები ძალზედ მწირი და წინააღმდეგობრივია. თუმცა ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი მის მიერ შექმნილი მოძღვრებაა, სადაც უმთავრეს ცნებად შეიძლება თვითდაკვირვება მივიჩნიოთ. გურჯიევმა განავითარა სულიერი სისტემა, სადაც ადამიანი განხილულია როგორც მექანიზმი, რომელიც იმართება და განუწყვეტლივ განიცდის გარემო-პირობების ზეგავლენას, თუ მასში არ არის მუდმივი შინაგანი დამკვირვებელი, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში თავს არ კარგავს, საკუთარ ინსტიქტებს და გაუცნობიერებლად მოსულ ათასგვარ სურვილს ავტომატურად არ ემორჩილება. როდესაც დამკვირვებელი არ არსებობს, ადამიანში წარმოიქმნება უამრავი სხვადასხვა “მე”, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ და საკუთარი თავისუფალი ნებით ხელს უწყობენ, რომ ადამიანი ერთიან პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს. აიძულებენ, რომ მხოლოდ გარეგან ფაქტორებზე მექანიკურ რეაგირებაში მყოფ მანქანად დარჩეს.
გურჯიევი ადამიანებს ყოფდა ორ ჯგუფად - მმართველებად და მართვადებად. ეს დაყოფა ეფუძნებოდა საკუთარი ემოციონალურ-ფსიქიკური გამოვლინებების გაცნობიერებულად მართვას ან მასზე კონტროლის სრულებით არქონას. მისი აზრით, ადამიანთა უმრავლესობა მთლიანად მართვად ფენას განეკუთვნება, რომელიც სიცოცხლეს მხოლოდ გარეგან გამღიზიანებლებზე მექანიკურ-ემოციონალურ რეაგირებაში ატარებს. ამიტომაც მუდმივი შინაგანი დამკვირვებელის, ანუ საკუთარი თავის მუდმივი ხსოვნის გარეშე ადამიანი არ არსებობს. ის მხოლოდ მექანიზმია, რომელიც შეიძლება როგორც დაპროგრამდეს, ასევე მოხდეს მისი დეპროგრამირება ნებისმიერი მიმართულებით.
ადამიანი მანქანად დარჩება იმდენი ხანი, რამდენიც ამის გაცნობიერებისთვის დასჭირდება. როდესაც იგი სულ მცირედით მაინც დაეჭვდება თუ რაოდენ მართვადია, რაოდენ დამორჩილებული, როგორც მისი შინაგანი სამყაროს მიერ, ასევე მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაღვივდეს ის ნაპერწკალი, რითაც მოახერხებს ამ გაუცნობიერებელი მექნიკურობის წრიდან თავის დაღწევას. გიორგი გურჯიევი:
“პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენში შევისწავლოთ ეს მექანიკურობა, ხოლო როდესაც მანქანა იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას, ის უკვე მანქანა აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, ისეთივე მანქანა, როგორიც ამ მომენტამდე იყო. აქედან იწყება პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მოქმედებებზე”. წინააღმდეგ შემთხვევაში კი: “ადამიანი სამუდამოდ იქნება მონა და სათამაშო მასზე მოქმედი სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალისა”.
მის სისტემაში პრაქტიკული მხარე უკავია ადამიანისთვის უსიამოვნო და რთული სიტუაციების თავის არ არიდებას და როგორც ის უწოდებდა, ამ ყველაფრის სამუშაოდ ქცევას (ანუ სიტუაციების გავლას დამკვირვებლის შენარჩუნებით). გიორგი გურჯიევი: “თუ ადამიანი ცხოვრობს ყოველგვარი შინაგანი ბრძოლის გარეშე, მიდის იქ, საითკენაც ქარი დაუბერავს და თუ მისგან სრულიად დამოუკიდებელი ემოციები ექაჩებიან, ის ვერასოდეს შეიცვლება”.
რთული და ადამიანისთვის არასასიამოვნო სიტუაციების ცნობიერად გავლას მის სისტემაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მნიშვნელობა აქვს, რაც ადამიანში სულის გამომუშავების ორიგინალურ კონცეფციას უკავშირდება. გურჯიევის აზრით, ისეთ მექანიკურ მოწყობილობას, რომელსაც ჩვენ ადამიანს ვუწოდებთ, არანაირი სული არ გააჩნია და ცნობიერი ადამიანის მთელი სიცოცხლეც სწორედ მის მოსაპოვებლად უნდა იყოს მიმართული.
გიორგი გურჯიევი: “ნახევრად ძილში მყოფ ადამიანთა შორის ძალზედ გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს მათ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აქვთ რაღაც, რაც შეიძლება სიკვდილის შემდეგაც დარჩეს და ამას უწოდებენ სულს. ესეც ერთ-ერთი ილუზიაა, რითაც საკუთარ ძილს უფრო მეტად კომფორტულს ხდიან. რეალურად კი ისეთი დიდი მოვლენა, რომელსაც შეიძლება სული ვუწოდოთ, შეიძლება გამომუშავდეს ყოველდღიურად გაცნობიერებული ცხოვრებით და საკუთარ მექანიკურობასთან ბრძოლით”.
იგი ამბობდა, რომ სანამ სიკვდილის შემდეგ სულის, ანუ ცნობიერების შენარჩუნებამდე მივალთ, ჯერ ამ ცხოვრებაში ადამიანისთვის მატრავმირებელი სიტუაციების დროს შინაგანი დამკვირვებლის, ანუ ცნობიერების გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. სწორედ ამისთვის საჭიროდ თვლიდა, რომ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია მის მოსწავლეებს შინაგან სამუშაოდ გადაექციათ. მისი აზრით, ადამიან-მანქანას ყოველთვის უნდა, რომ აირიდოს ის, რაც აღელვებს ან მის ჩვეულ კომფორტს არღვევს. თუმცა, რადგან ეს ყალბი სტაბილურობა მუდმივ ცვალებად სამყაროსთან წინააღმდეგობაში მოდის, სწორედ ამიტომ მოითხოვდა სიძნელეებთან ცნობიერად მუშაობას.
გიორგი გურჯიევი: “ექსტრემალური სიტუაციები და მათი დაძლევისთვის ცნობიერად გაწეული ძალისხმევა უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენში გაჩნდეს იმაზე უფრო ნატიფი სხეული, ვიდრე ახლა გაქვთ. ადამიანი კი ისეთი ზარმაცია, რომ ამის გარეშე ვერანაირად ვერ მიაღწევს იმ შინაგან ინტენსივობას, რასაც თქვენში უამრავ სხვადასხვა “მე”-სგან ერთი ურყევი “მე”-ს, ანუ სულის წარმოქმნა შეეძლება. სწორედ ამიტომ, მადლობა უთხარით ყველა იმ ადამიანს თუ სიტუაციას, რომელიც თქვენს ჩვეულ ნახევრად ძილის მდგომარეობას არღვევს და საშუალებას გაძლევთ მანქანიდან საკუთარი თავის გამოცალკევება დაიწყოთ”.
და ბოლოს, ჩვენს სტატიას გასული საუკუნის ამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეზოთერიკოსის შესახებ, მისივე ფარული შრიფტით დაწერილი რამდენიმე აფორიზმით (რისი გაშიფვრაც გურჯიევის მოსწავლეებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოახერხეს) დავასრულებთ:
რა ამის პასუხია და წეღან ოშოს ვკითხულობდი. ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ყველა სისტემა, მეთოდიკა ოსტატთან ერთად კვდება. ხალხი იმდენად ცბიერია, გარდაქმნის ნებისმიერ სწავლებას თავისი ვიწრო, მერკანტილური ინტერესების შესაბამისად. როცა ის აღარ იქნება მისი ტექნიკაც ჩავარდება სწავლულების, ტრენერების, "სპეციალისტების" ხელში და გამეორდება ძველი ისტორია...
Plasmodium
ჰო. ამიტომაც ვფიქრობ ვინმეს მიმდევარი კი არ უნდა ვიყოთ, თავად გავხდეთ მასწავლებლების დონისა
თუ ხვდები, რომ ის შენზე დაბლაა, იყავი მასთან სამართლიანი, რადგან როდესღაც, ცნობიერების საფეხურზე შენც იგივე ადგილი გეჭირა”. - ეს ფრაზა მომწონს
გიორგი გურჯიევი - ქრისტიანობაზე
არიან ადამიანები რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანად მიიჩნევენ, თუმცა ვერც კი აცნობიერებენ რომ მათ არც სურთ და არც შეუძლიათ ქრისტიანები იყვნენ, რომ იყო ქრისტიანი მარტო სურვილი არ არის საკმარისი, ეს უნდა შეგეძლოს, პირველ რიგში უნდა შეგეძლოს იყო შინაგანად მთლიანი. ადამიანი როგორც ასეთი შორს არის აქედან, ის არ შედგება ერთი და ურყევი მესგან, მას არ შეუძლია საკუთარ თავს უწოდოს მე, ის არის - ,,ჩვენ’’ ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ის შედგება უამარავი - ,, მათგან’’ და მთლიანად არის ამ - ,,მათზე’’ დამოკიდებული. სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი. ვთქვათ ერთ დღესაც ვინმემ გადაწყვიტა იცხოვროს სახარების მიხედვით, გადაწყვიტა რომ თუ მას მარცხენაში გაარტყავენ მარჯვენაც მიუშვიროს, მაგრამ ეს აირჩია მისმა ერთმა ,,მემ’’ ან ტვინში ან ემოციონალურ ცენტრში, ამ ერთმა ,,მემ’’ კი იცის და ახსოვს, მაგრამ ყველა დანარჩენს არც ახსოვთ და არც ანაღვლებთ ეს გადაწყვეტილება. ეხლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია როდესაც მართლაც გაარტყავენ ასეთ ადამიანს. თქვენ გგონიათ ის მარჯვენა ლოყას მიუშვერს ? არასოდეს ! მას დროც კი არ ექნება რომ გაიაზროს რა მოხდა, მისი რეაქცია იქნება ისეთვიე როგორიც ყოველთვის იყო. მზგავს სიტუაციაში მართლაც რომ შეგეძლოს შენი გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება აუცილებელია ხანგრძლივი, სპეციალური მუშაობა და ეს მუშაობაც არ უნდა იყოს მექნიკური, რადგან ამ შემთვევაში თქვენ მიშვერილ ლოყას არანაირი ფასი არ ექნება, მექანიკური მუშაობით თქვენ მიუშვერთ ლოყას არა ცნობიერად ყოფნის გამო არამედ მხლოდ იმიტომ რომ სხვაგარად მოქმედების უნარი არ გექნებათ.
იგავი რომელსაც გიორგი გურჯიევი ყველაზე ხშირად იმეორებდა
ჩემი აზრით აქ ყველა სიტყვა უნდა იქნას ცნობიერად აღქმული
ჯადოქარი და ცხვრები
ოდესღაც ცხოვრობდა ერთი მდიდარი მაგი, და მას ბევრი ცხვარი ჰყავდა. მაგრამ ეს მაგი ძალზე ძუნწი იყო: არ უნდოდა მწყემსების დაქირავება და ღობის შემოვლება საძოვარზე. ამიტომ ცხვრები ხშირად იკარგებოდნენ ტყეში, იჩეხებოდნენ ორმოებში, ან სხვა უსიამოვნებები ემართებოდათ. გარდა ამისა გაქცევას ცდილობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მაგს მათი ხორცი და მატყლი სჭირდებოდა, ეს კი ნამდვილად არ აწყობდათ.
როგორც იქნა მაგმა იპოვა გამოსავალი. მან დააჰიპნოზა ცხვრები და შთააგონა, რომ უკვდავნი არიან, ამიტომ გატყავებით მათ არანაირი ზიანი არ მიადგებოდათ, პირიქით, ეს მათთვის სასიკეთო და სასიამოვნოც კი უნდა ყოფილიყო.
შემდეგ მაგმა შთააგონა, რომ კეთილი და თავისი ცხვრების მოყვარული პატრონი იყო, იმდენად კეთილი, რომ მათთვის ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეეძლო.
მაგმა ასევე დაარწმუნა იმაში, რომ რამე რომც დაემართოთ, ეს ახლა ნამდვილად არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში დღეს არა, ამიტომ ამაზე არც კი უნდა იფიქრონ.
ბოლოს შთააგონა, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ცხვრები, რომ ზოგიერთი მათგანი ლომია, ზოგი - არწივი, ზოგი კი - ჯადოქარი.
მას შემდეგ ცხვრები აღარ აყენებდნენ უსიამოვნებებს. აღარ გარბოდნენ და მშვიდად ელოდებოდნენ, როდის მოისურვებდა მაგი მათ მატყლსა და ხორცს.
თარგმნა : Atman
კარგი ნახატია!
ცნობიერად აღქმული არ ვიცი მაგრამ ასოციაია დამრჩა ასეთი
იმ მაგში მოიაზრება ღმერთი ცხვრებში ადამიანები
ano
მეც ვიცოდე ნეტა ეგ არაფერი
არგვინდა ხალხო ეს ზოგადი თეორიები და ვინ რა იცოდა , მიდი და ერთი დღე იყავით აბა საკუთარი თავის მახსოვრობთ ....
მიდით აბა შინაგანი მექანიკური ასოციაციები შეაჩერეთ ... და მერე ეგ ლამაზი სიტყვები
პატივისცემით ეღზისტენსი
ანუ ეს იმას გავს ხომ, ნების (ნებელობის) მოპოვებას? როგორც ნება უნდა მოიპოვო და შემდეგ აღასრულო ისე უნდა მოიპოვო სული და შემდეგ განავითარო...
კითხვა დაგისვიდა ეგ "ნეპტუნის გაჯეჯილება" კი არა კითხვა იყო :|
ოოხ, როგორ გაიფილტრა აქაურობა ^_^ თორე უკვე ვიღაც დამწყები შარლატანი სუნს აყენებდა...
Novus ordo seclorum ))))))))))))
ვინმეს შეგიძლიათ რამე კარგი რუსული ფორუმიც მირჩიოთ, გურჯიევის თემას რო გემრიელად განიხილავდნენ ისეთი? თუ ესეთი რამე აკრძალულია აქ
http://cuctema.ru/awf/index.php?id=10
ბოლო გამოხმაურებული თემა: "ვინ/რა გვახსოვს როდესაც გვახსოვს საკუთარი თავი"
http://cuctema.ru/awf/index.php?id=19149
საერთოდ გურჯიევის პრიორიტეტული თემა არის საკუთარი თავის დამახსოვრება, გაცნობიერებულად ყოფნა, ტოტალურად აქ და ახლა.
კონკრეტული მეთოდები, რჩევები, როგორ ვმართოთ საკუთარი თავი, რომ არ იმოქმედოს შემთხვევამ, გარემოებამ, ბედმა...
ჩვენ ახლა გვძინავს, როგორც სიზმარში ხდება სპონტანურად გაუცნობიერებლად ბევრი რამ ისე ხდება ჩვენს თავს ახლა.
მაგრამ თუ სიზმარში ვიცით რომ ეს სიზმარია ჩვენ მისი მართვა შეგვიძლია, ან მომენტალურად გვეღვიძება.
ენერგიებზე აქვს გურჯიევს ბევრი კონკრეტული რჩევები, რა წარმოშობს, როგორ დავაგროვოთ სად მიდის.. ნუ უმეტეს შემთხვევაში რასაც ვაკეებთ ვფლანგავთ ენერგიას რომელიც უსაზღვროდ არა გვაქვს სამწუხაროდ
ნუ მე არ ვიცი რეალში შეხვედრებისას რამდენად განიხილავთ თქვენ გურჯიევს, მე უბრალოდ რაღაც კითხვა მაქვს და მაინტერესებს ვინმეს თუ შეიუძლია რჩევის მოცემა აქ.
დიდი ხანია უკვე დამკვირვებლის თემას ვამუშავებ, საკუთარი თავის მახსოვრობის, მაგრამ არ ვიცი ჩემი მდგომარეობა რამდენადაა ზუსტად ასახავს.
აი მაგალითად კამათისას, სამსახურში ან ოჯახში აბსოლუტურად ვეთიშები ილუზიურ გარემოს, მატრიცას თქო ვიტყოდი მაგრამ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა ))))) მოკლედ ანუ მაშინვე ირთვება სიტუაციის და გარემოს ანალიზი, იწყება გათვითცნობიერება რომ დიდი ალბათობით ეს მომენტი ჩემივე დაპროგრამებული და შექმნილი ილუზიაა და მჭირდება აქედან რაიმე სასრგებლო დასკვნის გამოტანა, საკუთარი ქვენობიერის უკეთ შეცნობა და სპირალებში ძრომიალი. თან მინდა სხვისი ენერგეტიკის დინებებს "ვადევნო თვალყური" და ჩემით ნაკლებად გამოვკვებო ხოლმე )))))) ეს მარტო კამათისას არ ხდება, ანუ უბრალოდ კოლექტივში რაიმე საკითხის განხილვისასაც იგივე მომდის, შეიძლება საერთოდ ბოლო მოდელის ტელეფონებზე მიდიოდესსაუბარი ან ლამაზ საათებზე, ანუ უფრო ხშირად ესეთ, ჩემთვის უინტერესო თემებზე... ჰოდა ყველაზე რთულია ხოლმე ამ დროს თამაშში დაბრუნება და თემას აყოლა, ანუ იმდენად არარეალურია გარემო, ადამიანები, რო უკან დასაბრუნებლად მჭირდება რაღაცაზე შეხება, სიმყარის შეგრძნება. აი პწკენას რო თხოვენ ხოლმე მეორე ადამიანს, რო დარწმუნდენ რო ღვიძავთ, დაახლოებით ესეთი რამ)))) ეს მეთოდიც ხშირად გამომიყენებია ისე.
ჰოდა კითხვა რაში მდგომარეობს, როგორ შეიძლება ამის რეგულირება, თავისუფლად ლავირება ერთი მდგომარეობიდან მეორეში? ძალიან ხშირად მაწუხებს ამ დროს თავბურსხვევები, წონასწორობის დაკარგვა.
ვეცადე რაც შეიძლება მოკლედ ამეხსნა, თუ ვერ ავხსენი იმედია არ დაგაბნიეთ მაინც
აჰ, ხო კიდე, თემას ავცდები და ისე გურჯიევი რას ფიქრობდა უცხოპლანეტელებზე? ან ფიქრობდა რამეს რო საერთოდ
Vates
მეც ხშირად ვყოფილვარ მასეთ სიტუაციაში, როცა ჩემთვის უინტერესო თემაზეა საუბარი, არის მომენტები არ გამიგია საერთოდ როგორ დაასრულეს საუბარი, გათიშვით არ ვითიშები, მაგრამ ჩემს სამყაროში ვარ ხოლმე
არ ვაპირებ რამის შეცვლას...
Vates
ლავირებას არ ჯობია ერთი ცნობიერების დონე იპოვო და იქიდან იყო ყველგან? არსად უნდა იწყენდე წესით.. ანუ მეც მწყინდებახოლმე ზოგგან, მაგრამ ეს იმიტომ რომ ჩემიქვე ილუზიებში ვარ (ის რომ მინდა ყველა ჩემთვის საინტერესო თემებზე ლაპარაკობდეს სურვილის ტყვეობაში მაქცევს). შენივე ქვეცნობიერ, ცნობიერი და მეს ნამდვილი ცხნობიერი რომ გაერთიანდება, ერთ ცნობეირების ეტაპს იპოვი, იქ სადაც შენთვითონვე არ გაქვს თემებიდა ხალხი დაყოფილი და შენი თავი ყველანაირ გარემოში გიყვარს და მიღებული გყავს. ანუ შენ რომ მართლა ჯანსაღად იქნები მერე არსად მოგწყინდება.. არაფრის ჩალიჩი არ დაგჭირდება როცა შენი მე ეგოსგან განთავისუფლდება. თან სამყარო არ ჩაგაგდებს ისეთ სასტავში რაც არ გჭირდება თვიტსრულყოფისთვის,
there is nothing about them, there everything about you.
ჩვენთვითონვე ჩვენი ილუზიების გამო ვართ ასე, დაყოფის.. თუ ადამიანი გიყვარს, ბავშვი რომ გიყვარს ის ხომ ატასჯერ მოყოლილს გიყვება თავიდან.. ასე: "ჭავედი და იქ რო მივედი ბებომ მითხრა ჩამოვიდნენოო" :დდ და შენ მაინც გსიამოვნებს, ბავშვი ხომ სამყაროს აგებულებაზე და გურჯიევზე არ გელაპარაკე მაგრამ გიხარია მაინც, იმიტომ რომ ის გიყვარს, სიყვარულს გრძნობ და სალაპარაკო თემა გკიდია და როცა ადამიანები არ გვიყვარს, მათგან მოვითხოვთ ჩემს ეგოს კომფორტი შეუქმნან და კიდევ იქით არ შეგვიძლია საათებზე ლაპარაკი.. ანუ ეგ ტიპები შენ არ გევასებიან რეალურად და არც გინდა მათი გაცნობა. მე ვაღიარებხოლმე რომ არ მინდა, მეზარება, სხვანაირი ხალხი მირჩევნია და ვიცი მე მაგიტომაც ვიწყენ.. ვაღიარებ )))
ანნა
ანა გურჯიევის ფილოსოფიის თუ სწავლების ირგვლივ ისაუბრე , აქ განხილვა ხდება კონკრეტული პრაქტიკის დროს მომხდარი შეგრძნებების და დაკვირვებების , წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საუბარი გადაიზრდება უბრალოდ ზოგად ფილოსოფიად და თემას ავცდებით.
გაითვალისწინე თუშეიძლება , რო არ წავშალო შენი პოსტები
ასევე სასურველია სანამ თემაში ჩავერთვებით, ერთი ან ორი წიგნი მაინც გვქონდეს წაკითხული ამ ავტორის რადგან როგორც ტერმინები ისე მიდგომები საკმაოდ სპეციფიკურია .
Vates
არა ჯერ ჯერობით სამწუხაროდ ჯგუფი არ არის შექმნილი , მე ვამბობდი რო ესეთი თემები თუ ჩვენი სურვილიც იქნება რეალში უფრო კარგად განიხილება მეთქი
დანარჩენი რაც გიწერია ძალიან საინტერესო დაკვირვებაა
გამონაკლისი არა ხარ, მეც ზუსტად იგივე შეგრძნებები მაქვს როცა სამსახურში ვმუშაობდი და კოლექტივის რამე თემზე ლაპარაკს ვუსმენდი, ძირითადად მანქანები და პოლიტიკა.
მანდ მთავარია არ შეგემჩნეს რო შენ პროცეს მოწყვეტილი ხარ ან რამე შინაგან პრაქტიკას ეწევი, ეგ უბრალოდ ზედმეტ ინტერესს გამოიწვევს ხალხში რაც არაფერში არ გჭირდება პრაქტიკისთვის.
ყველაზე ნორმალური ვარიანიტა ზუსტად ის რასაც შენ აკეთებ, ერთი ორი სიტყვით აყოლა მარა ძირითადად კეთილგანწყობილი სახით ჯდომა )) მარა არ ჩარევა.
ისე ზოგადად გურჯიევი თავიდან ითხოვდა წინასწარ დაგეგმილ დროს მუშაობას, ანუ იტყვი რო დღეს 3 დან 4 საათამდე დამკვირვებელი იქნები და აკეთებ და ამას ძალიან ნელა ზრდი.
საერთოდ ის სპონტანურ დამკვირვებელს ანუ როცა გაგხსენდება რო აკვირდები და როცა გავიწყდება უბრალოდ გავიწყდება და არ დარდობ ამას მუსობას არ ეძახდა.
ეხლა შენი პრაქტიკის შემდგენელი ნაწილი უნდა გახდეს ესეთ სიტუაციებში როლის თამაში (ანუ მოჩვენებითი ჩართულობა ) <- ესეც გურჯიევის ტერმინია და ზუსტად მაგ მდგომარეობებს ეხება
უცხოპლანეტელებზე მთელი წიგნი აქვს Beelzebub's Tales to His Grandson
მაგრამ აქ ტექსტებს შორის და ინტუიცური ინტელექტით უნდა წაიკითხო ))
Existence
ბოდიში, კონრეტულ საკითხზე ვუთხარი. მაგას ნუ წაშლი მხოლოდ, წაიკითხოს.. გამოადგება ეგეც. მეტს ასე აღარ დავწერ..
https://www.youtube.com/watch?v=R6fjxIgmVMU
თანაც ქართულად აქედან ბევრი რამ ჩვენც ვიცით მაგრამ მაინც
ამ ჯგუფში : გიორგი გურჯიევი - ცბიერის გზა
მოხდება გიორგი გურჯიევის სწავლების განხილვა, დაინტერესებული პირები შემოგვიერთდით
https://www.facebook.com/groups/794983483901733/
“Man must use what he has, not hope for what is not.”
― G.I. Gurdjieff.
ვპოისკახ ჩუდესნოვას კითხვა მეზარება, ისე რაღაცეებს სადაც გადავწყდებიხოლმე ჩემს აღქმულ რეალობასთან ახლოსაა თითქოს. მგონი თვითონ გუჯიევს უფრო მარტივად დაველაპარაკებოდი ვიდრე მის მიმდევრებს. თვითონ თავისი თავი ჩარჩოდ არ ექნებოდა.
აი ეს მომეწონა "გურჯიევის წერილი ქალიშვილს"
http://dare.ge/%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92/
ეს ინგლისურად:
(ქართულად ზოგი წინადადება გაუგებრადაა ნათარგმნი და იყოს ინგლისურადაც)
Gurdjieff’s Advices to his Daughter
https://sarmoung.wordpress.com/2011/07/08/gurdjieffs-advices-to-his-daughter/
Don’t decorate yourself with others ideas.
ეს მომეწონა ყველაზე მეტად ^^
If you meditate and the Devil comes, make the Devil meditate.
არ ვიცი ეშმაკის არსებობას თუ აღიარებდა, მე გავიგე: როგორც შენივე პატარა მე. ანუ თუ ლოცვას იწყებ და შენივე პატარა მე გამოგიხტება და ხელს გიშლის, უნდა გამთლიანდე და ილოცო.
ისე ძლიერი ფრაზაა მომწონს
გარეგნულად ყველა რაღაც როლში უნდა ვიყოთ- გიორგი გურჯიევი ლექციებიდან
http://dare.ge/gurjief/
გურჯიევს აქვს ერთი პრაქტიკა მედიტაციის მსგავსი სადაც გვირჩევს ერთი საათი ვიყოთ განმარტოვებული. საკუთარ ფიქრებს და აზრებს ვაცალოთ, მათ მოველაპარაკოთ და შევთანხმდეთ რომ გვაქვს ერთი პრიორიტეტული საქმე და თუ იმ საქმის გაკეთებას გვაცლიან, შემდეგ აუცილებლად მათაც მივხედავთ, ამით მათ დავანახებთ თუ ვინ არის აქ უფროსი, და ვინ წყვიტავს რა და როგორ იქნება, რა თქმა უნდა მიზანი უნდა გვქონდეს რომელსაც მივყვებით, თავიდან ერთი, ვთქვათ რომელიმე მავნე ჩვევის დაძლევის ამით რო დავიწყოთ, მას მივყვებით სტაბილურად ყოველდღე რასაც მივყავართ პიროვნების და ბედის შაცვლასთან, ვხდებით უფრო დაკვირვებული, იმ კონკრეტულ ჩვევასთან,
მაგრამ ყურადღება იმან მიიპყრო ჩემი რომ საკუთარ თავში მათ ველაპარაკებით როგორც მრავალ პიროვნებას, ანუ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა როგორც სიტყვაზე ერთი ვიღაც რომ გამოჩნდეს დედამიწაზე და მთელს მის მოსახლეობას მისცეს მითითება თუ როგორ უნდა მოიქცნენ და რა არის მნიშვნელოვანი თან მათ ისე მოელაპარაკოს რომ ისინი დაარწმუნოს ამ გეგმის ჭეშმარიტებაში
22 მაისს, 18: 30 სთ
გიორგი გურჯიევის პარიზის სკოლის ხელმძღვანელი, ელენე ზენისერის ღია ლექცია
მისამართი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი, ლადო გუდიაშვილის 7
https://www.facebook.com/events/1418536545131474/
http://www.radikal.ru
აქაც დავდებ ჩემს თარგმანს "ხედვა რეალური სამყაროდან"
გურჯიევი ფიქრობს, რომ სინამდვილეში ადამიანი საკუთარ თავს არ ფლობს, რომ ადამიანს უბრალოდ აქვს ილუზია თითქოს რაღაცას თავად აკეთებს, სინამდვილეში კი ფიქრებიც კი არ არის ჩვენი. ჩვენ ვართ მექანიკური არსებები რობოტები....
ადამიანებში მუდმივად არის ორი მოწინააღმდეგის ბრძოლა, ეს არის ნამდვილი შინაგანი ”მე“ და მატერიალური გარემო პირობებით შექმნილი ”მე“. პროგრესი არ მიიღწევა ზეშთაგონებით, წარმატება მიიღწევა სწორედ რომ ძლიერი შინაგანი ბრძოლით.
ის ფიქრობს რომ ყველა რელიგია არის მართალი ყველას მიჰყავს ადამიანი სხვადასხვა გზებით ჭეშმარიტებამდე, მან კი მიაგნო გზას რომლითაც ადამიანი უფრო მოკლე დროში მივა მიზნამდე.
http://www.radikal.ru
ნიუიორკი 13 მარტი 1924 წელი
თვითდაკვირვება
თვითდაკვირვება ძალიან რთულია, რაც უფრო შეეცდებით, ამას მით უფრო მიხვდებით. ახლანდელ დროში თქვენ გჭირდებათ ამის პრაქტიკა, არა შედეგის მისაღებად, არამედ იმის მისახვედრად, რომ _თქვენ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება! ადრე თქვენ გეგონათ რომ ხედავთ და იცით საკუთარი თავი, მე ვსაუბრობ საკუთარი თავის ობიექტურ აღქმაზე, ობიექტურად თქვენ თქვენი თავის დანახვა არ შეგიძლიათ 1 წუთითაც კი იმიტომ რომ ეს სხვა ფუნქციაა, ეს არის დახელოვნებულის, ოსტატის შესაძლებლობა. თუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ თვითდაკვირვება 5 წუთი ან 20 წუთი ან 1 წუთი ესეც ასევე არასწორი ხედვაა, თუ თქვენ ფიქრობთ რომ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება, მაშინ ეს სწორი შეხედულებაა, მიხვიდეთ ამის შეგნებამდე – აი თქვენი მიზანი.
ამ მიზნის მისაღწევად თქვენ უნდა გამოავლინოთ შეუპოვარი მცდელობა, მონდომება. როცა თქვენ გამოავლენთ მონდომებას, შედეგი არ იქნება თვითდაკვირვება – ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მაგრამ მცდელობა გაამყარებს თქვენს ყურადღებას. თქვენ ისწავლით უკეთ კონცენტრირებას – ეს ყველაფერი გამოგადგებათ მოგვიანებით და შემდეგ თქვენ შეძლებთ გახსოვდეთ საკუთარი თავი. თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის დამახსოვრებას, არა ხშირად არამედ იშვიათად, იმიტომ, რომ გახსოვდეს საკუთარი თავი მოითხოვს ბევრს, ეს არც ისე იოლია, ის ძვირად ფასობს. თვითდაკვირვება თქვენთვის საკმარისია რამოდენიმე წელი, ნუ შეეცდებით დაკავდეთ სხვა რამით, თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ დაინახავთ თუ რა გჭირდებათ. თქვენ ახლა გაქვთ მხოლოდ ერთი ყურადღება ან სხეულზე, ან გრძნობებზე.
ნიუიორკი 9 დეკემბერი 1930 წელი.
კითხვა – როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ ყურადღება?
პასუხი – ადამიანებს არ გააჩნიათ ყურადღება, თქვენი მიზანი უნდა იყოს მისი შემუშავება, თვითდაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ ყურადღების შეძენის შემდეგ. დაიწყეთ წვრილმანებით.
კითხვა – რა წვრილმანებით შეიძლება დავიწყოთ? რა უნდა გავაკეთოთ?
პასუხი – თქვენი ნევროზული, აფორიაქებული მოძრაობა, ცნობიერად თუ არაცნობიერად, საშუალებას აძლევსყველა ადამიანს დაინახოს, რომ თქვენ არ ხართ ავტორიტეტი, თქვენ ხართ უბრალოდ ჯამბაზი, ამ აფორიაქებული ქმედებებით თქვენ არ შეიძლება იყოთ ვინმე.
პირველი რაც უნდა გააკეთოთ _უნდა შეაჩეროთ ეს ქმედება. გფახადეთ ეს თქვენს მიზნად, აიძულეთ თქვენს ოჯახს დაგეხმაროს ამაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თქვენ მოიპოვოთ ყურადღება. ეს არის ქმედების მაგალითი.
მეორე მაგალითი – ნამდვილი პიანისტი ვერ შეძლებს სრულყოფილ დაკვრას, თუ თავიდან არ დაიწყო პატარ პატარა ეტაპებით, თუ თქვენ გინდათ დაუკრათ პრაქტიკის გარეშე – თქვენ ვერასოდეს შეასრულებთ ღირსეულ მუსიკას, მუსიკა რომელსაც თქვენ შეასრულებთ – იქნება კაკაფონია, რომლის მოსმენაც ადამიანებს დატანჯავთ და შეიძულებენ მას,იგივე ეხება ფსიქოლოგიურ იდეებს, იმისათვის, რომ რამე შეიძინოთსაჭიროა გრძელი პრაქტიკა, შეეცადეთ თავიდან განახორციელოთ პატარა ქმედებები. თუ თავიდანვე თქვენიქმედებები იქნება რაღაც დიდი – თქვენ ვერაფერს მიაღწევთ, თქვენი ქმედებები იქნება კაკაფონიური მუსიკის მსგავსი და გამოიწვევს მეზობლების თქვენდამი სიძულვილს.
კითხვა – რა უნდა გავაკეთო?
პასუხი: – არის ორი სახის ქმედება – ავტომატური და ქმედება მიზნის შესაბამისად. ავიღოთ რამე საგანი რომლის გაკეთებაც არ შეგიძლიათ და გადააქციეთ ეს თქვენს მიზნად. ნურაფერი შეგიშლის ხელს, გქონდეთ მხოლოდ ეს მიზანი, თუ თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, მე თქვენ მოგცემთ უფრო მნიშვნელოვან დავალებას. ახლა თქვენ გაქვთ სურვილი აკეთოთ თქვენთვის ძალზედ რთული საგნები – ეს არანორმალური სურვილია, თქვენ მათ შესრულებას ვერასოდეს შეძლებთ და ასეთი სურვილი თქვენ გაკავებთ აკეთოთ მცირე საგნები, რომლებიც თქვენ შეგეძლოთ გეკეთებინათ. გაანადგურეთ ეს სურვილები, დაივიწყეთ დიდი სურვილები. დაისახეთ მიზნად __ გაანადგუროთ თქვენი პატარა მავნე თვისებები..
კითხვა – მგონი ჩემი დიდი ნაკლია, ძალიან ბევრი ლაპარაკი, თუ მე შევეცდები ვალაპარაკო ნაკლები, იქნება ეს კარგი დავალება?
პასუხი: – თქვენთვის რა თქმა უნდა! თქვენ ყველაფერს აფუჭებთ თქვენი ლაპარაკით, როდესაც თქვენ ბევრს საუბრობთ, თქვენს სიტყვებს ფასი ეკარგებათ, შეეცადეთ დასძლიოთ ეს ჩვევა, თუ ამას შეძლებთ, მე თქვენ მოგცემთ მომდევნო დავალებას თუ რა უნდა გააკეთოთ.
კითხვა – რომ გამოვავლინოთ მოთმინება სხვების მიმართ, იქნება ეს დავალება კარგი?
პასუხი: – მოთმინება გამოვავლინოთ სხვების მიმართ – ეს დიდებული საქმეა, ბოლო საქმეა ადამიანისათვის. ეს შეუძლია მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს. დაისახეთ მიზნად აიტანოთ ერთი გამოვლინება, ერთი სახის რომლის ატანაც თქვენ არ შეგიძლიათ ნევროზულობის გარეშე, თუ თქვენ მოინდომებთ ამას – შეძლებთ. სურვილის გარეშე ვერაფერს შეძლებთ. სურვილი ყველაზე ძლიერია სამყაროში. ყველაფერი ხდება გაცნობიერებული სურვილის მიხედვით.
კითხვა – მე ხშირად ვიხსენებ ჩემს მიზანს მაგრამ მე არ მყოფნის ენერგია, ვაკეთო ის რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
პასუხი: – ადამიანს არ ყოფნის ენერგია მიზნების განსახორციელებლად იმიტომ, რომ მისი ენერგია, რომელიც გამომუშავდება ღამე პასიურ მდგომარეობაში, იხარჯება უარყოფით გამოვლინებებზე, ესაა ავტომატური გამოვლინებები. მას ვისაც შეუძლია ავტომატურად გაიხსენოს მიზანი მაგრამ არ გააჩნია ძალა მის მისაღწევად, მე ვურჩევ შემდეგ პრაქტიკას:
დაჯექუთ განმარტოვებულ ადგილას ერთი საათით მაინც, მოადუნეთ ყველა კუნთი, მიეცით ასოციაციებს მოძრაობის საშუალება მაგრამ არ აყვეთ მათ, უთხარით: თუ თქვენ ახლა მომცემთ საშუალებას ვაკეთო ის რაც მე მინდა, მოგვიანებით მე დავაკმაყოფილებ თქვენს სურვილებს. ისე უყურეთ თქვენს ასოციაციებს თითქოს ისინი ეკუთვნოდეთ ვიღაც სხვას. მოახდინეთ მათი იდენტიფიკაცია. 1 საათის შემდეგ აიღეთ ქაღალდი და დაწერეთ მასზე თქვენი მიზანი, ხოლო სხვა დანარჩენს თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, ეს ფურცელი ხშირად წაიკითხეთ, გაიმეორეთ ეს ყოველდღიურად, ასე ის გახდება თქვენი ნაწილი - თავიდან თეორიულად შემდეგ კი ნამდვილად.
ენერგიის გამოსამუშავებლად ეს პრაქტიკა ჩაატარეთ ყოველდღე სიმშვიდეში, კუნთების სრული მოდუნებით, თითქოს ისინი იყოს მკვდარი. დაახლოებით 1 საათის შემდეგ როცა თქვნში ყველაფერი დაწყნარდება, მიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თქვენს მიზანს. არ მისცეთ უფლება თქვნს ასოციაციებს, რომ გადაგყლაპონ. დაისახეთ მიზანი და შემდეგ შეასრულეთ ის - ეს იძლევა მაგნეტიზმს, შესაძლებლობას__რომ გააკეთოთ.
(ძირითადად საკითხი ამ შემთხვევაში ეხება: ენერგიის დაგროვება, მიზნის დასახვა, მაგნეტიზმი..)
კითხვა – მე ხშირად ვიხსენებ ჩემს მიზანს მაგრამ მე არ მყოფნის ენერგია, ვაკეთო ის რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
პასუხი: – ადამიანს არ ყოფნის ენერგია მიზნების განსახორციელებლად იმიტომ, რომ მისი ენერგია, რომელიც გამომუშავდება ღამე პასიურ მდგომარეობასი, იხარჯება უარყოფით გამოვლინებებზე, ესაა ავტომატური გამოვლინებები. მას ვისაც შეუძლია ავტომატურად გაიხსენოს მიზანი მაგრამ არ გააჩნია ძალა მის მისაღწევად, მე ვურჩევ შემდეგ პრაქტიკას: დაჯექით განმარტოვებულ ადგილას ერთი საათით მაინც, მოადუნეთ ყველა კუნთი, მიეცით ასოციაციებს მოძრაობის საშუალება მაგრამ არ აყვეთ მათ. უთხარით_თუ თქვენ ახლა მომცემთ საშუალებას ვაკეთო ის რაც მე მინდა, მოგვიანებით მე დავაკმაყოფილებ თქვენს სურვილებს. უყურეთ თქვენს ასოციაციებს თითქოს ისინი ეკუთვნოდეთ ვიღაც სხვას. დაიცავით მათი იდენტიფიკაციისაგან თავი. 1 საათის შემდეგ აიღეთ ქაღალდი და დაწერეთ მასზე თქვენი მიზანი გახადეთ ეს ფურცელი თქვენს კერპად. სხვა დანარჩენს თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, ამოიღეთ ის ჯიბიდან ხშირად და წაიკითხეთ, გაიმეორეთ ეს ყოველდღიურად და გახდება თქვენი ნაწილი თავიდან თეორიულად შემდეგ კი ნამდვილად. ენერგიის გამოსამუშავებლად ეს პრაქტიკა ჩაატარეთ ყოველდღე. სიმშვიდეში, კუნთების სრული მოდუნებით_თითქოს ისინი იყოს მკვდარი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა თქვენში ყველაფერი დაწყნარდება. მიიღეთ გადაწყვეტილება რომელიც ეხება თქვენს მიზანს, არ მისცეთ თქვენს ასოციაციებს უფლება, რომ გადაგყლაპონ. დაისახეთ მიზანი და შემდეგ შეასრულეთ ის _ეს იძლევა მაგნეტიზმს. შესაძლებლობას_გააკეთოთ.
კითხვა:_რა არის მაგნეტიზმი?
პასუხი:_ადამიანს გააჩნია 2 სუბსტანცია. სუბსტანცია აქტიური სხეულის და სუბსტანცია აქტიური ასტრალური სხეულის. ორივე სუბსტანციის შერევით ყალიბდება მესამეასეთი შერეული სუბსტანცია, იკრიბება სხეულის სხვადასხვა ნაწილებშიასევე მის ირგვლივ ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, პლანეტის ირგვლივ ატმოსფეროს მსგავსს, სხვადასხვა პლანეტების ატმოსფეროები ყოველთვის მოიპოვებს ან კარგავს ამა თუ იმ სუბსტანციას სხვადასხვა პლანეტების ზეგავლენით. ასევე ადამიანი გარემოცული სხვადასხვა ადამიანებით ჰგავს პლანეტას სხვა პლანეტებთ გარშემორტყმულს. ცნობილია როცა ხვდება 2 ატმოსფერო რომელნიც არიან სიმპატიურები მათ შორის წარმოიქმნებაკავშირი, ატმოსფეროს მოცულობა იგივე რჩება, მაგრამ მისი ხარისხი იცვლება. ადამიანს შეუძლია მართოს მისი ატმოსფერო, ის როგორც ელექტროობა ფლობს უარყოფით და დადებით პოლუსებს, ერთ მხარეს შესაძლოა ვაიძულოთ გაზრდა. ადამიანის სურვილი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, ასტრალური მატერია ყოველთვის ეწინააღმდეგება ფიზიკურ მატერიას. ძველად მღვდლები ადამიანებს კურნავდნენ დალოცვით, ზოგჯერ ჭირდებოდათ ავადმყოფისათვის დაედოთ ხელი, ზოგის განკურნება შეიძლებოდა ახლოდან, ზოგის დისტანციურად. წმინდა მსახური არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სუბსტანციების შერევა და განკურნოს სხვები. ის მაგნეტიზიორია. ადამიანებს არ ყოფნით შერეული სუბსტანციები, სიცოცხლის მაგნეტიზმი, ამ შერეული სუბსტანციის შეხედვა შესაძლებელია. აურა ან ციალი_ეს რეალური რამ არის, მისი შეხედვა ზოგჯერ შესაძლებელია წმინდა ადგილებში ან ეკლესიებში. იმისათვის რომ მიიღოთ ეს სუბსტანცია პირველ რიგში ის უნდა გამოიმუშაოთ. ის გამოვლენილია ყურადღებაში და გამომუშავდება გაცნობიერებული მოქმედებით და შეგნებულ განსაცდელში, წვრილმანების შეგნებულ კეთებაში, გახადეთ რაიმე წვრილმანი თქვენს მიზნად და თქვენ გამოიმუშავებთ მაგნეტიზმს, ელექტროობის მსგავსად მაგნეტიზმის კონცეტრირება შესაძლებელია და მისი დინება გარკვეული მიმართულებით
ნიუიორკი 22 თებერვალი 1924 წელი.
ერთ–ერთი ასეთი სუბსტანცია ფორმირდება მაშინ როდესაც ჩვენ განსაცდელში ვართ. ჩვენ განსაცდელში ვართ ყოველთვის, როცა არ ვიმყოფებით მექანიკურ მდგომარეობაში. არის განსაცდელის სხვადასხვა მდგომარეობები მაგ:– მე ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა გითხრათ მაგრამ ვფიქრობ, რომ სჯობს არაფერი გითხრათ–ერთ მხარეს უნდა, რომ გითხრათ მეორეს–არა. ბრძოლა წარმოქმნის რაღაც სუბსტანციას, თანდათან ეს სუბსტანცია წარმოიქმნება განსაზღვრულ ადგილას.
კითხვა:_ რა არის შთაგონება?
პასუხი:_ შთაგონება არის–ასოციაცია–ეს არის 1 ცენტრის მუშაობა. შთაგონება ეს _იაფფასიანი ნივთია დამიჯერეთ. მხოლოდ კონფლიქტს, კამათს შეუძლია მიგიყვანოთ რაღაც შედეგამდე. ყველგან სადაც არსებობს აქტიური ელემენტი, ასევე არსებობს პასიური ელემენტიც. თუ თქვენ გჯერათ ღმერთის–ასევე გჯერათ ეშმაკისაც. ამ ყველაფერს არა აქვს ფასეულობა–კარგი ადამიანი ხართ თქვენ თუ ცუდი–ეს არაა მნიშვნელოვანი. მხოლოდ კონფლიქტს ორ მხარეს შორის აქვს რაიმე მნიშვნელობა.
როდესაც თქვენ ბევრი დაგიგროვდათ, შესაძლოა გამოჩნდეს რაღაც ახალი. თქვენს შიგნით შესაძლოა კონფლიქტია თქვენ ვერაფერს ხედავთ თქვენში, მაგრამ დამიჯერეთ როდესაც დაიწყებთ საკუთარი თავის შეხედვას მაშინ დაინახავთ. თუ თქვენ მოგიწევთ რაღაც ისეთის კეთება რაც არ გინდათ თქვენ დაიტანჯებით, თუ გინდათ რაღაცის კეთება მაგრამ არ აკეთებთ ასევე იტანჯებით. ის რაც მიგაჩნიათ თქვენ კარგია ეს თუ ცუდი–აქვს ერთი და იგივე ფასი. სიკეთე შედარებითი დამოკიდებულებაა. თუ თქვენ დაიწყებთ მუშაობას წარმოიქმნება თქვენი კეთილი და ბოროტი.
კითხვა:– კონფლიქტი 2 სურვილს შორის მიდის განსაცდელამდე, ხოლო ზოგ განსაცდელს მივყავართ სიგიჟემდე.
პასუხი:–განსაცდელი არსებობს სხვადასხვაგვარი. დავიწყოთ იქიდან, რომ გავყოთ ის 2 სახედ. 1–არაცნობიერი განსაცდელი. 2– გაცნობიერებული განსაცდელი. პირველი სახის განსაცდელს არ მოაქვს შედეგი. მაგ. თქვენ იტანჯებით შიმშილით იმიტომ, რომ არ გაქვთ ფული, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ პური თქვენ მას არ ჭამთ და იტანჯებით–ეს უკეთესია. როდესაც თქვენ იტანჯებით რომელიმე ერთ ცენტრში აზრობრივად ან ემოციურში_თქვენ მოხვდებით საგიჟეში. განსაცდელი უნდა იყოს ჰარმონიული, უნდა იყოს შესაბამისობა უხეშს და ფაქიზს შორის თორემ შეიძლება რაღაც გადაიწვას თქვენ ბევრი ცენტრი გაქვთ არა 3,5 6, უფრო მეტი და მათ შორის არის ასეთი ადგილები სადაც შესაძლოა მოხდეს კამათი, ყოველგვარი წონასწორობა შესაძლოა დაირღვეს. თქვენ ააშენეთ სახლი მაგრამ წონასწორობა აღმოჩნდა დარღვეული–სახლი ეცემა და ყველაფერი ინგრევა. მე გიხსნით თეორიულ საკითხსიმისთვის, რომ გქონდეთ მასალა ურთიერთ გაგებისათვის. იმისათვის, რომ გააკეთოთ რაღაც უმნიშვნელო საქმე გარკვეული რისკია–განსაცდელებს შესაძლოა ქონდეს სერიოზული შედეგები. არ ფიქრობენ მომავალ ცხოვრებაზე აქ ფიქრობენ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე, ადამიანს არ შეუძლია დაინახოს არ შეუძლია დაიჯეროს. მხოლოდ მაშინ როდესაც მან იცის საკუთარი თავი იცის შინაგანი სტრუქტურა მხოლოდ მაშინ შეუძლია შეხედოს, ახლა კი ჩვენ ვსწავლობთ მხოლოდ გარეგნულ სახეს. შესაძლოა მზის და მთვარის შესწავლა, მაგრამ ადამიანს შინაგანად გააჩნია ყველაფერი. ჩემს შიგნით არის მზე, მთვარე, ღმერთი. მე ვარ სიცოცხლე მთელი სხეულით. იმისათვის რომ გავიგოთ საჭიროა ვიცოდეთ საკუთარი თავი.
17 იანვარი 1923 წ.
ვიმეორებ - ახლანდელი დროისათვის თქვენ არ მუშაობთ როგორც ადამიანები და მითუმეტეს გაქვთ შესაძლებლობა ისწავლოთ მუშაობა როგორც ადამიანებმა. მუშაობდე ისე როგორც ადამიანი ნიშნავს, რომ მომუშავე ხვდებოდეს თუ რას აკეთებს, ფიქრობდეს და ესმოდეს იმის შესახებ თუ რატომ და რისთვის აკეთებს ამას, როგორ უნდა გაეკეთებია გუშინ, როგორ გააკეთებს ამას ხვალ, როგორ კეთდება ეს ჩვეულებრივ, არის თუ არა უკეთესი საშუალება. თუ ადამიანი სწორად მუშაობს, მას გამოსდის უკეთ და უკეთ. მაგრამ როდესაც არსება მუშაობს 2 გონებით - გუშინდელით, ხვალინდელით და დღევანდელით, არ აქვს არავითარი განსხვავება. მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთ ადამიანს არ უმუშავია ადამიანურად. ინსტიქტისთვის კი მნიშველოვანია, რომ თქვენ მუშაობდეთ. სწორედ ასე ყველა უნდა მუშაობდეს თავის თავისთვის იმიტომ, რომ სხვები არაფერს გააკეთებენ მის მაგივრად, ადამიანს აქვს ყველა მოწყობილობა იმისათვის, რომ მან შეძლოს ყველაფრის კეთება და ყოველ ჩვენგანს შეუძლია იმის გაკეთება რასაც აკეთებენ სხვები. თუ შეუძლია ერთს - შეუძლია სხვებსაც. ფული, ნიჭი, ეს ყველაფერი სისულელეა_საიდუმლო მარტივია, გააკეთე საქმე როგორც ადამიანმა. მას ვისაც შეუძლია იფიქროს და იმოქმედოს როგორც ადამიანმა, შეუძლია ნებისმიერი რამ გააკეთოს, ისივე როგორც აკეთებს სხვა და გაცილებით სწრაფად ვიდრე ის ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს მრავალი წელი მაგრამ არა ადამიანურად.
თუ ერთმა ადამიანმა ისწავლა 10 წლის განმავლობაში, სხვა ამას ისწავლის და გააკეთებს 2-3 წელიწადში და უკეთესადაც მასზე ვინც მთელი ცხოვრება მუშაობს. მე გავიცანი ადამიანები , რომლებიც მუშაობდნენ არა ისე როგორც ადამიანები, მაგრამ როცა ისწავლეს, ისინი იოლად ართმევდნენ თავს საპასუხისმგებლო, უხეშ სამუშაოს, რომელიც მანამდე არ იცოდნენ. საიდუმლო არის მარტივი, როდესაც ადამიანი აკეტებს რაღაც საგანს, ის ერთდროულად ფიქრობს რას აკეთებს, როგორ უნდა აკეთებდეს და მუშაობის დროს ავიწყდება ყველაფერი სახვა, ბებია, ბაბუა, საჭმელი და ა.შ.
თავიდან ეს ძალიან რთულია. მე თქვენ მოგცემთ თეორიულ მითითებას თუ როგორ უნდა იმუშაოთ, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ გაფრთხილებთ მე გეტყვიტ მხოლოდ იმდენს რამდენსაც თქვენ ჩადებთ პრაქტიკაში, რაც მეტს ჩადებთ პრაქტიკაში მით მეტს გეტყვით, თუნდაც ერთი საათიც რომ იმუშაოთ ასე, იმდენს გესაუბრებით რამდენიც ს. აჭირო იქნება, თუნდაც 24 საათი თუ წაჭირო გახდა. მაგრამ რაც შეეხება მათ ვინც გააგრძელებს მუშაობას ძველებურად_ ეშმაკსაც წაუღია.
12 ივნისი1923 წ.
„ჩვენ არასოდეს ვასრულებთ იმას რის გაკეთებასაც ვაპირებდით, როგორც დიდ ისე პატარა საქმეებში. ჩვენ მივდივართ საყურებლად და ვბრუნდებით გასაკეთებლად. ასევე თვითგანვითარება შეუძლებელია დამატებითი გარე ძალისხმევის და შინაგანი ბიძგის გარეშე.
ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ იმაზე მეტ ენერგიას ვიდრე საჭიროა, ვძაბავთ სამუშაოსთვის არასაჭირო კუნთებს, ვაძლევთ ფიქრებს საშუალებას იმოძრაონ, ვფორიაქობთ მეტისმეტი ემოციურობით.
მოადუნეთ კუნთები და გამოიყენეთ მხოლოდ ისინი რომლებიც გჭირდებათ. შეიკავეთ ფიქრები. ნუ გამოხატავთ გრძნობებს როცა არ გინდათ მათი გამოხატვა, ნუ შეგეხებათ გარე ფაქტორები თავისთავად ისინი უვნებელნი არიან. ეს ჩვენ ვაძლევთ უფლებას ვიგრძნოთ თავი შეურაცხყოფილად.
მძიმე სამუშაო ეს არის ენერგიის ჩადება კარგი პროცენტული მოგებით. ენერგიის გაცნობიერებული გამოყენება ეს არის ჩადებული შრომის ნაყოფის მიღება. მაგრამ ავტომატურად დახარჯული ენერგია _ უსარგებლო დანახარჯია.
როდესაც სხეული იღლება სამუშაოს დროს, დასვენება არ ღირს _ იმიტომ რომ ეს იქნება სხეულის გამარჯვება, როდესაც სხეულს უნდა დასვენება არ დაისვენოთ, როდესაც გონებამ იცის რომ მას უნდა დასვენება დაისვენეთ.
საჭიროა იცოდეთ გონების და სხეულის ენა და შეგეძლოთ მათი გარჩევა და იყოთ გულწრფელი. ბრძოლის გარეშე არ არის პროგრესი არ არის შედეგი
ყოველგვარი მავნე ჩვევის დაძლევას მივყავართ მექანიზმის ცვლილებებთან.
30 იანვარი 1923 წელი
ენერგია და ძილი
ყოველ 24 საათში ორგანიზმი გამოიმუშავებს განსაზღვრულ ენერგიას არსებობისათვის.
ეს იმაზე მეტი რაოდენობაა ვიდრე საჭიროა, მაგრამ რამდენადაც ჩვენი ცხოვრება არ არის სწორი, ჩვენ ვხარჯავთ მის დიდ ნაწილს, ხოლო ზოგჯერ მთელ ენერგიას და ვმოქმედებთ არაეფექტურად. დაკვირვების შემდეგ დაინახავთ რომ ამ ენერგიას ვხარჯავთ გაცილებით ნაკლები მოქმედებების დროს მაგ: ფიზიკური ვარჯიშის დროს ადამიანი ბევრ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ გაცილებით მეტს დახარჯავს თუ იჯდება და არაფერს გააკეთებს. ჩვენი მსხვილი კუნთები მოიხმარენ გაცილებით მცირე ენერგიას - იმიტომ რომ ისინი ნაკლებად რეაგირებენ იმპულსებზე. მათი მოძრაობაში მოყვანა შესაძლებელია გარკვეული ძალის გამოყენებით. მაგალითად მე ვზივარ და თქვენ გგონიათ რომ მე არ ვმოძრაობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე არ ვხარჯავ ენერგიას.
ყოველი მოქმედება, დაძაბულობა, მნიშვნელოვნად თუ უმნიშვნელოდ შესაძლებელია მხოლოდ ენერგიის დახარჯვის ხარჯზე. შეხედეთ ხელი დაშვებულია, მაგრამ მე არ ვმოძრაობ, მაგრამ მე ახლა უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავ ვიდრე მისი მოძრაობის შემთხვევაში.
თქვენ უნდა შეეცადოთ და გაიგოთ, როდესაც მე ვსაუბრობ იმპულსების შესახებ, როდესაც მე ვაკეთებ მოულოდნელ მოძრაობებს, ენერგია მიედინება კუნთების შიგნით, მაგრამ როდესაც მე ვიმეორებ ამ მოძრაობას იმპულსი აღარ მაქვს.
დაძაბულობა მოითხოვს ენერგიას, თუ დაძაბულობა არ არის, იხარჯება ნაკლები ენერგია, თუ ჩემი ხელი დაძაბულია _ სჭირდება ენერგიის მუდმივი მიწოდება, ეს არ ნიშნავს რომ ის უკავშირდება აკუმულატორებს.
თუ ადამიანი იტანჯება ქრონიკული დაძაბულობით, ის არაფერს აკეთებს და უბრალოდ წევს, ის ხარჯავს იმაზე მეტ ენერგიას ვინც მოძრაობს მთელი დღე ფიზიკურად, მაგრამ ადამიანი რომელიც არ მუშაობს ფიზიკურად ეს არ ნიშნავს რომ ის არ ხარჯავს ენერგიას.
დავსვათ კითხვა: „ბევრია ვინც იტანჯება ამ საშინელი სენით?“ _ თითქმის ყველა.
ჩვენ ყველას გვაქვს ეს საოცარი ჩვევა. უნდა გვესმოდეს, რომ ენერგია რომელზეც ასე მარტივად ვსაუბრობთ, რომელსაც ასე უსარგებლოდ და ჩქარა ვხარჯავთ, ეს ენერგია საჭიროა მუშაობისათვის რომლის გარეშეც ვერაფერს მივაღწევთ. მეტ ენერგიას ჩვენ ვერ მივიღებთ, მანქანა დარჩება ისეთივე როგორიც შეიქმნა. თუ მანქანა შეიქმნა 10 ამპერის სიძლიერით ის გამოიმუშავებს 10 ამპერს. თუ ამ მანქანის ექსპლუატაციას მოვახდენთ სწორად რაოდენობა გაიზრდება უმნიშვნელოდ. ის რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ მოითხოვს დიდ ენერგიას და განსაზღვრულ ძალისხმევას. ძალისხმევას რომელსაც ჩვენ მივმართავთ ასეთი უხვი ენერგიის ხარჯვით, იმას რასაც ვგეგმავთ შეუძლებელია. ასე რომ გვჭირდება დიდი ენერგია, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია მეტის წარმოება, სად არის გამოსავალი?
ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი მეთოდი, ერთადერთი შესაძლებლობა, ეს არის ენერგიის ეკონომიური გამოყენება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი ეკონომია ყველგან როდესაც შესაძლებელია. ერთი რამ ცხადია ენერგიის გადინება ხდება ჩვენი გაუცნობიერებული დაძაბულობის დროს, არსებობს ენერგიის გადინების სხვა არხებიც, მაგრამ მათი გამოსწორება გაცილებით რთულია ვიდრე პირველის. ამიტომ დავიწყოთ მარტივით რომ ამ ენერგიის ხარჯვა ავიცილოთ.
ძილი
ძილი არის ადამიანის ცენტრებს შორის კავშირის გაწყვეტა. ადამიანის ცენტრებს არასოდეს სძინავთ, რამდენადაც ასოციაცია წარმოადგენს მათ ცხოვრებას, მოძრაობას, ისინი არასოდეს ჩერდებიან. ასოციაციის შეჩერება ნიშნავს სიკვდილს. მახსოვრობა, გაგება ეს ყველაფერი სხვა არაფერიას თუ არა 1 ცენტრის მიერ მეორეზე დაკვირვება, თითქოს ერთი ცენტრი უყურებს მეორეს. ასე რომ ძილი ცენტრებს არ სჭირდებათ იმისთვის რომ დაისვენინ.
ღრმა ძილი მოდის მაშინ როდესაც შეწყვეტილია კავშირი ცენტრებს შორის, ჩვენ გვაქვს ცენტრები და მათ შორის კავშირები, საშუალოდ 5 კავშირი.
ღვიძილის დროს ყველა კავშირი ხელშეუხებელია, თუ 1 – 1 მათგანი შეწყვეტილია ჩვენ ძილღვიძლში ვართ, თუ 2 კავშირი შეწყდა ვთვლემთ, თუ 3 თითქმის გვძინავს და ა.შ გარდამავალი ეტაპებით მივდივართ ღრმა ძილამდე.
არის ხალხი რომელთაც აქვთ ცენტრებს შორის ორი კავშირი არის ისეთებიც რომელთაც აქვთ 7 კავშირი ჩვენ საუალოდ ავითეთ 5 კავშირი.
თუ ჩვენს ძილსა და თვლემას შორის არის 1 კავშირი შესაძლოა ვსაუბრობდეთ და ვმოქმედებდეთ მაშინ როდესაც ვიმყოფებით ძილის მესამე ეტაპზე. ღრმა ძილის ეტაპი ყველასთვის ერთნაირია, მაგრამ გარდამავალი ეტაპები ინდივიდუალურია.
არსებობენ ადამიანები რომლების არანაკლებ აქტიურობენ როდესაც ითიშება 1 ან რამოდენიმე ცენტრი, თუ ასეთი მდგომარეობა ჩვეული გახდა თუ ასეთ მდგომარეობაში მოიპოვა ყველაფერი რაც გააჩნია, მაშინ მას არ შეუძლია იყოს აქტიური ასეთ მდგომარეობაში არ ყოფნის დროს.
ასე რომ არსებობს ძილის და თვლემის სხვადასხვა სახე. აქტიურია მდგომარეობა როდესაც აზრობრივი და გარეგნული მხარე მუშაობს სრული სიმძლავრით და დატვირთვით. ყველასთვის უნდა იყოს გასაგები რომ ძილის მიზანი მიიღწევა მაშინ როდესაც ყველა კავშირი ცენტრებს შორის წყდება, ღრმა ძილი არის ის როდესაც ჩვენ არ ვხედავთ არანაირ სიზმარს და ვერაფერს ვერ ვგრძნობთ. თუ ადამიანი ხედავს სიზმარს ესეიგი 1-1 კავშირი არის ხელშეუხებელი ანუ 1 ცენტრი აკვირდება მეორეს, მასასადამე თქვენ ხედავთ და გრძნობთ რაც ხდება თქვენს შიგნით.
ამგვარად თუ მანქანა არის წესრიგში მას სჭირდება მცირე დრო რომლისთვისაც განსაძღვრულია სიზმარი. როდესაც ჩვენ გვძინავს 7 დან 10 საათამდე ან ღმერთმა უწყის რამდენ ხანს ეს არ არის ძილი, ამ დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება გარდამავალ ეტაპებზე რომ დაიძინოს, შემდეგ კი რამდენიმე საათი გონზე რომ მოვიდეს
ჩვენ რომ შეგვეძლოს სწრაფად დაძინება და გაღვიძება, მაშინ დაგვეხარჯებოდა იმ დროის მესამედი ან მეოთხედი , რომელსაც ამჟამად ვიყენებთ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით დამოუკიდებლად როგორ შევწყვიტოთ ეს კავშირები, ამიტომ ისინი ითიშებიან და კავშირდებიან მექანიკურად, და ჩვენ ვრჩებით ამ მექანიზმის მონებად.
როდესაც რაღაცას მოუნდება ჩვენ გადავდივართ სხვა მდგომარეობაში, თუ არა ვწევართ და ველოდებით სანამ რაღაც მოგვცემს ნებას როპმ დავისვენოთ. ეს მექანიკურობაა ეს მონობაა. ამ მდგომარეობას აქვს რამოდენიმე მიზეზი ერთერთი მათგანი ქრონიკული დაძაბულობაა, რომელზეც ვსაუბრობდით დასაწყისში და რომელიც არის ჩვენი ენერგიის რეზერვის გაჟონვის მიზეზი
დაძაბულობისაგან განთავისუფლებას აქვს 2 მიზანი: პირველ რიგში ჩვენ ვინახავთ მეტ ენერგიას, მეორე ვთავისუფლდებით უსარგებლო წოლისაგან ძილის მოლოდინში. ასე რომ დაძაბულობისაგან განთავისუფლება ძალზედ მნიშვნელოვანი საქმეა. მოგვიანებით რამდენიმე სავარჯიშოს მოგცემთ და გირჩევთ მიუდგეთ სერიოზულად. საჭიროა ნებისმიერ ფასად მოიშოროთ თავიდან დაძაბულობა, როდესაც მისი საჭიროება არ არის, როდესაც ზიხართ და არაფერს აკეთებთ დაე თქვენმა სხეულმა დაისვენოს, როდესაც გძინავთ გააკეთეთ ეს ისე რომ ძინავდეს მთელს თქვენს არსებას.
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე?
ნიუიორკი 15 მარტი 1924 წელი.
კითხვა: არსებობს რაიმე საშუალება სიცოცხლის გასახანგრძლივებლად?
პასუხი: სხვადასხვა სკოლები გვთავაზობს სიცოცხლის გახანგრძლივების სხვადასხვა თეორიებს, ამით მრავალი სისტემაა დაკავებული. დღემდე არსებობენ მიმნდობი ადამიანები, რომელთაც სჯერავთ სიცოცხლის ელექსირის არსებობაც კი.
აგიხსნით სქემატურად მე როგორ მესმის ეს საკითხი.
აი საათი, თქვენ იცით, რომ არსებობს სხვადასხვა მარკის საათები. ჩემს საათზე მთავარი ზამბარა გათვლილია 24 საათზე, 24 საათის შემდეგ ის აღარ იმუშავებს. სხვა ფირმის საათებმა შესაძლოა იმუშაოს კვირა, თვე, შესაძლოა წელიწადიც კი.
მაგრამ ქარხნის მექანიზმი ყოველთვის გათვლილია განსაზღვრულ დროზე და ისეთი დარჩება როგორიც ის შექმნა მესაათემ.
თქვენ ალბათ გინახავთ, რომ საათს აქვს სიჩქარის მარეგულირებელი, თუ მოვიყვანთ მას მოქმედებაში, საათი წავა უფრო ნელა ან ჩქარა. თუ საერთოდ მოვაშორებთ მას მთავარი ზამბარა ძალიან სწრაფად დატრიალდება და ქარხანა რომელსაც საათის მუშაობა გათვლილი ჰქონდა 24 საათზე, დაიხარჯება 3-4 წუთში. და პირიქით საათმა შეიძლება იმუშაოს თვეობით, თუმცა სისტემის მუშაობა გათვლილი იქნება 24 საათზე.
ადამიანები ჰგვანან საათებს. ჩვენი სისტემა უკვე დაყენებულია ყველა ადამიანს თავისი ზამბარები აქვს, სხვადასხვა მემკვიდრეობით სხვადასხვანაირი სისტემის ორგანიზმები არსებობს, მაგალითად 1 ადამიანის სისტემა გათვლილია 70 წელზე. როდესაც მთავარი ზამბარა უკვე დატრიალდა, ცხოვრება უახლოვდება დასასრულს. სხვისი მექანიზმი გათვლილია 100 წელზე, ეტყობა ის სხვა ხელოსანმა დაამზადა.
ამგვარად ყველა ადამიანს აქვს თავისი სიცოცხლის დრო, და ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი სისტემის შეცვლა, ყველა ადამიანი ისეთივე რჩება როგორიც შეიქმნა და ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა არ შეიძლება, ზოგი ადამიანის ზამბარა შესაძლოა 1 კვირაში დატრიალდეს, სიცოცხლის ხანგრძლივობა განსაზღვრულია დაბადებისთანავე და თუ ვფიქრობთ რომ რაიმეს შეცვლას შევძლებთ ეს უბრალოდ სუფთა წარმოსახვაა. ეს რომ გამოვიდეს, მაშინ ყველაფრის შეცვლაა საჭირო_მემკვიდრეობის, მამის და ბაბუის შეცვლაც კი! ამის განხორციელება კი უკვე გვიანია.
ჩვენი მექანიზმის ხელოვნურად შეცვლა არ შეიძლება, და მაინც, დიდხანს სიცოცხლის შესაძლებლობა არის. მე ვთქვი, რომ მთავარი ზამბარა 24 საათის ნაცვლად შესაძლებელია მთელი 1 კვირის განმავლობაში ვატრიალოთ, ან პირიქით მოვაწყოთ მექანიზმი რომელიც გათვლილია 50 წელზე მისი ზამბარა ისე მოვმართოთ რომ 5 დღეში დაასრულოს ტრიალი.
ყველა ადამიანს აქვს ასეთი მთავარი ზამბარა-ეს ჩვენი მექანიზმია. მისი დატრიალებაა-ჩვენი შთაბეჭდილებები და ასოციაციები.
ხოლო ჩვენ 2 ან 3 ტრიალა ზამბარა გვაქვს-იმდენივე, რამდენი ცენტრიც გვაქვს. ცენტრები შეესაბამება ზამბარებს. მაგალითად გონება_ეს ზამბარაა; ჩვენს გონებრივ ასოციაციებს აქვს განსაზღვრული სიგრძე; ფიქრი მოგვაგონებს კოჭის ძაფის დატრიალებას. ყოველ კოჭაზე არის განსაზღვრული სიგრძის ძაფი.
მაგალითად ჩემს კოჭაზე არის 50 მეტრი ძაფი, სხვის კოჭაზე 100 მეტრის. დღეს დავხარჯე 5 მეტრი, ხვალ 2 და ა.შ. როდესაც უკვე 50 მეტრი უახლოვდება დასასრულს, დასასრულს უახლოვდება ჩემი სიცოცხლე. ძაფის სიგრძის გაზრდა არ შეიძლება.
მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც 10 წუთში შესაძლებელია დატრიალდეს მთავარი ზამბარა, რომელიც გათვლილი იყო 24 საათზე, ასევე სწრაფად არის შესაძლებელი სიცოცხლის დასრულებაც. განსხვავება ისაა რომ საათს 1 ზამბარა აქვს, ადამიანს კი რამოდენიმე. ყოველ ცენტრს აქვს განსაზღვრული სიგრძის ზამბარა, როდესაც 1 ზამბარა უკვე დატრიალებულია, ადამიანს შეუძლია გააგრძელოს სიცოცხლე, მაგალითად მისი აზროვნება გათვლილი იყო 70 წელზე, გრძნობები კი 40 წელზე, ამიტომ 40 წლის გასვლის შემდეგ ის სიცოცხლეს გააგრძელებს გრძნობების გარეშე. აქ რაიმეს გამომუშავება შუძლებელია, ერთადერთი რაც გვრჩება ეს ეკონომიაა. დრო ასოციაციების ნაკადის პროპორციულია; ის ფარდობითია.
ყველას შეუძლია გაიხსენოს შემდეგი ფაქტები. მაგალითად თქვენ ზიხართ სახლში; მშვიდად ხართ. გრძნობთ რომ ასე იჯექით 5 წუთი, მაგრამ საათი აჩვენებს, რომ უკვე 1 საათი გავიდა. მეორე შემთხვევაში _ თქვენ ვიღაცას ელოდებით, თქვენ ნერვიულობთ, მოვა თუ არა ეს ადამიანი, თქვენ ფიქრობთ რომ 1 საათი იცდიდით, მაშინ როდესაც მხოლოდ 5 წუთია გასული. ეს ხდება იმიტომ, რომ მოცემული დროის მონაკვეთში თქვენ გქონდათ ბევრი ასოციაციები: თქვენ ფიქრობდით იმის შესახებ რატომ არ მოდის ეს ადამიანი, ავტოკატასტროფა ხომ არ შეემთხვა და ა.შ.
რაც უფრო კონცენტრირებული ხართ, მით უფრო ჩქარა მიდის დრო. საათი შესაძლოა გავიდეს შეუმჩნევლად, იმიტომ რომ როდესაც კონცენტრირებული ხართ, თქვენ ნაკლები ასოციაციები გაქვთ, ნაკლები აზრები, გრძნობები და დრო მოკლე გვეჩვენება.
დრო სუბიექტურია; ის იზომება ასოციაციებით. როდესაც თქვენ ზიხართ არაკონცენტრირებულად, დრო დიდი გეჩვენებათ. ჩვენს მიღმა დრო არ არსებობს, დრო არსებობს ჩვენთვის როგორც შინაგანი განცდები.
ასოციაციები ასევე გრძელდება სხვა ცენტრებში, როგორც აზროვნების ცენტრებში.
სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო მდგომარეობს ჩვენი ცენტრებიდან ენერგიის გადინების შენელებაში და ისიც მხოლოდ საჭიროებისამებრ. ისწავლეთ გაცნობიერებილად აზროვნება ეს მიგიყვანთ ენერგიის ხარჯვის ეკონომიამდე. ნუ გძინავთ.
მადლობა ანო კაი რაღაცეებს დებ
თუ დამჭირდა ფბ -ს ჯგუფშიც წავიღებ შენი ნებართვით
აუდიოვერსია არ არის ამ ყველაფრის ინგლისურად? საიდან თარგმნე? ძალიან კარგია ნამდვილად ano :* მხოლოდ მე ამდენის კითხვას, მოსმენა მირჩევნია და თუ დევს აუდიო ლინკი დადეთ
გურჯიევს სადღაც ორი წელია ვეცნობი, ვფიქრობდი რა არის მისი ასე ვთქვათ მთავარი ხაზი? საით მიყავს ადამიანი? ჩემი აზრით თავისუფლებისკენ ცდილობს წაიყვანოს მაძიებელი, რეფლესიისკენ და გარემოსგან განთავისუფლებისკენ რასაც 100% ვემხრობი, მას თავის მეთოდი აქვს, ის ამბობს რომ გარკვეული ძიების შემდეგ შენ ხდები ოსტატი და შემთხვევითობა აღარ არსებობს შენთვის. რასაც მკაფიოდ ვუარყოფ არის მისი ეგრედ წოდებული "უნივერსალური" გზა განთავისუფლებისკენ, ის რომ იგი ყველა ტიპის ადამიანს მიიყვანს ხსნამდე ჩემი აზრით ზღაპარია, შესაძლოა თვითონ განთავისუფლდა მაგრამ რა იცის რა ხდება სხვა ადამიანის ცნობიერებაში? კი ბატონო მსგავსები ვართ ყველა მაგრამ რეალურად ადამიანი თვითონ ინთავისუფლებს თავს.
აქ მინდა დავწერო იდეალური მასწავლებელზე, როგორ უნდა მოიქცეს რომ საუკეთესოდ გაგაგებინოს რაიმეს არსი? აქ შემოდის სანათის მეტაფორა, შედიხარ ჩაბნელებულ ოთახში და ვერაფერს ხედავ, უცებ აინთო შუქი და ყველაფერმა მიიღო სიმკვეთრე, გამოსახულება..თუმცა სინათლე ხმას არ იღებს, შენ უნდა დაინახო ის მხოლოდ ანათებს, ასეა ოსტატიც ჩემი აზრით... რომ გავიხსენო სამყაროს შეუდარებელი მასწავლებელი-ქრისტე, ის ზუსტად სანათის როლს ასრულებდა, ეუბნებოდა იგავებს(აშუქებდა) ხოლო მსმენელს თვითონ უნდა გაევლო ეს ამბავი ცნობიერებაში, სხვანაირად აზრი არ აქვს. გურჯიევი ჩემი აზრით რაღაც მხრივ ასრულებდა სანათის ფუნქციას, რაღაც მხრივ სხვის მაგივრად აზროვნებდა რაც არ მგონია მთლად სწორი.
П.Д.Успенский - "В ПОИСКАХ ЧУДЕСНОГО ეს წიგნი სად შეიძლება ვიშოვო ხომ არ იცით?
საქართველოში გურჯიევის ტრადიციის შესწავლისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი
გაცნობებთ,
24 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში გიორგი გურჯიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ჩატარების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია ამ ბმულზე
https://www.facebook.com/events/1656609707949377/
ვინმემ მიიღეთ სერიოზული შედეგები გურჯიევის თვითდაკვირვების მეთოდით?
ვაკეთებ და გამოვიჭირე ჩემი თავი ძალიან ბევრ მექანიკურ ქმედებაში და თითქოს ნელ-ნელა "ვუმჯობესდები" და ცოტათი ვიღვიძებ.
მაგრამ, ხასიათი თითქოს უფრო გამიფუჭდა, აბა რა იქნება, როცა ხედავ რომ გარშემო ყველას ძინავს. :დ -_-
Katz
Katz
ichi
სადუმლო ნამდვილად არ არის
ყველა სიტუაციაში გარედან ვუყურებ ჩემს თავს
და მაგ მეთოდით ძალიან ბევრი თვისება , მიჯაჭვულობა, კომპექსი და ათასი სხვა რაღაც დავინახე, რაც არც კი ვიცოდი, თუ ჩემში იყო
და მათი თავიდან მოშორება და შეცვლა დავიწყე.
ვცდილობ რომ გავმთლიანდე და ჩEმი ყველა "ლურსმანი" და ნაწილი ვიცოდე, როგორც გურჯიევმა თქვა.
tikoroma
იდეაში მეც ვიცი, მაგრამ ჯერ მასეთი მაგარიც არ ვარ :დ
Katz
პირველ რიგში, გამარჯობა. კეთილი იყოს შენი მაუსი ჩვენს ფორუმზე.. :
tty_
მადლობა, გავითვალისწინებ რჩევებს ^_^
გურჯიევს ეგ აქვს, პირდაპირ, გეუბნება რომ ადამიანი მანქანაა და მექანიკურად ცხოვრობს და თითქოს იმედს არ გისახავს არანაირს
პირიქით, ხაზს უსვამს, რომ თითქმის შეუძლებელია გამოღვიძება.
რომ შენში ათასი ტიპი ცხოვრობს და იმ ტიპებმა ერთმანეთის არსებობაც კი არ იციან. სწორედ ეს დამიდასტურდა და შემეშინდა კიდეც. ცუდი გრძნობაა.
ამიტომ ,გამიჭირდა ოპტიმიზმის შენარჩუნება და მართლა , თითქოს აგრესია მიჩნდებოდა სოციუმის მიმართ, მითუმეტეს, ეს ასე თU ისე ყოველთვის მქონდა,
ამიტომ, პარალელურად ვცდილობ, რომ მაღალ ვიბრაციაზე ავიდე და ნეგატივში არ გადავვარდე
ichi
ხო, ყველაფერს ვაკვირდები და რაც არ მომწონს, ვცდილობ რომ შევცვალო მაინც
Lashapoli
წავიკIთხე უსპენსკი, ახლა მეორედ დავიწყე. დიდი გავლენა მოახდინა.
სხვა წიგნებიც მაქვს წაკითხული, ოშო , ლაზარევი, ეკჰარტ ტოლი და მასეთები, მაგრამ რატომღაც ეგ ყველაზე ძალიან მომეწონა.
გეთანხმები. მარტო ჩემით არ უნდა ვაკეთებდე დამკვირვებელს, აშკარად არასწორ გზაზე მივდივარ, ან უბრალოდ არსად მივდივარ.
და შედეგს გრძნობთ? რამე ფუნდამენტური განსხვავება არის შენს ჯგუფამდელ თავს და ახლანდელს შორის?
გთხოვთ მიპასუხოთ- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (100%-ით არ ვიცი) გურჯიევმა ეს სიტყვები თქვა სიცოცხლის ბოლო წლებში. თუ ვინმემ იცით რომ მან მართლაც ეს თქვა გთხოვთ დაასტუროთ. ზუსტი ციტირება არ მახსოვს თუმცა აზრი ნმადვილად ზუსტად ეს არის. მან თქვა - "მე მთელი ცხოვრება გავატარე იმის ფიქრში და ძიებაში რომ ახალი ადამიანის ტიპი შემექმნა, უფრო ზუსტად გზა შემექმნა ახალი ადამიანის ჩამოყალიბების. თუმცა, დღეს მე საბოლოოდ დავრწმუნდი და გადაწყვეტით ვაღიარებ რომ ფუჩად დავხარჯე ძალიან დიდი დრო და მივხდი მხოლოდ ერთ რამეს, რომ მართლმადიდებლური რელიგია არის ერთადერთი სწორი გზა და გადარჩენა , ხსნა და სწორი გზა. ვერავინ ვერც შექმნა ამაზე დიდი სრულკოფილი და სწორი ვერაფერი და ვერც ვერსაოდეს შექმნის ვერავინ. თუ ვინმემ იცით რომ მან მართლაც ეს თქვა გთხოვთ დაასტუროთ. წინასწარ მადლობა.
forumis cevri
პირველად გავიგე, გურჯიევს როგორც ვიცი არასოდეს უთქვამს მსგავსი რამე.
ეგ სტალინმა თქვა
პ.ს. ძვირფასო მოდერო, გთხოვ წაშალო forumis cevri-ის 5 ერთნაირი პოსტიდან 4 მათგანი და მხოლოდ ერთი დატოვო
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)